გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობის დროს: სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, პოსტ-ინფარქტული კარდიოსკლეროზი; გულის არითმიები. სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული ჰეპატიტის კომპლექსურ თერაპიაში, ალკოჰოლური ჰეპატიტის ჩათვლით; ღვიძლის ციროზი.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- tiazotic acid
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ ტაბლეტი №90 (6X15)
- მწარმოებელი
- MARIFARM d.o.o., სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, კარდიალური სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- C01EB23
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043515
- რეგისტრირებულია
- 3 ივლისი 2025, მოქმედებს 3 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- POLYMETRIA d.o.o. (სლოვენია)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
თიოტრიაზოლინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობის დროს: სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, პოსტ-ინფარქტული კარდიოსკლეროზი; გულის არითმიები.
სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული ჰეპატიტის კომპლექსურ თერაპიაში, ალკოჰოლური ჰეპატიტის ჩათვლით; ღვიძლის ციროზი.
მიღების წესი და დოზირება
სტაბილური, ანუ დაძაბვის სტენოკარდიის დროს თიოტრიაზოლინი ინიშნება 200 მგ დოზით პერორალურად 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 8 კვირა.
არასტაბილური, ანუ მოსვენების სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზის დროს თიოტრიაზოლინი ინიშნება 200 მგ დოზით დღეში სამჯერ 20-30 დღის განმავლობაში.
გულის რითმის დარღვევის დროს თიოტრიაზოლინი ინიშნება დოზით 200 მგ პერორალურად ან ენის ქვეშ დღეში სამჯერ.
ღვიძლის დაავადებების დროს, თიოტრიაზოლინი ინიშნება 200 მგ დოზით დღეში სამჯერ 20-30 დღის განმავლობაში.
მკურნალობის კურსი განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად დაავადების სიმძმისა და მიმდინარეობის მიხედვით.
ბავშვები. პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში არ არის საკმარისი.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა თიაზოტის მჟავას და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
თიოტრიაზოლინის გამოყენება, კარდიოპროტექტორული პრეპარატის სახით, შეიძლება გულის იშემიური დაავადების ძირითად სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
ჰეპატოპროტექტორული საშუალებების სახით, შეიძლება კომბინირება ჰეპატიტის მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებთან.
სიფრთხილის ზომები
არ არსებობს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. დღეისათვის ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა გასათვალისწინებელია თავბრუსხვევის განვითარების შესაძლებლობა.
გვერდითი მოვლენები
პრეპარატი, როგორც წესი, კარგად აიტანება.
პაციენტებში მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობით შეიძლება განვითარდეს:
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ქავილი, კანის ჰიპერემია, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.
კომპლექსურ თერაპიაში გამოყენებისას, უპირატესად ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, შეიძლება განვითარდეს:
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური შოკი;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, პირის სიმშრალის, გულისრევის, ღებინების ჩათვლით; მუცლის შებერილობა;
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ქოშინი, ხუთვა;
ზოგადი დარღვევები: ცხელება, ზოგადი სისუსტე;
პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს აღინიშნებოდა ასევე რეაქციები, რომელთა კავშირი პრეპარატ თიოტრიაზოლინის მიღებასთან არ არის დადასტურებული:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია.
ჭარბი დოზა
ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება: tiazotic acid; თიაზოტის მჟავა.
1 ტაბლეტი შეიცავს 200 მგ თიაზოტის მჟავას მორფოლინიუმის მარილს, დაანგარიშებული 100% ნივთიერებაზე – რაც ექვივალენტურია 133 მგ თიაზოტის მჟავასი;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი, შაქრის პუდრა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის სტეარატი.
წამლის ფორმა. ტაბლეტები
ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, ნაჭდევით და გამყოფი ხაზით.
შენახვის პირობები
2 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება საწყის შეფუთვაში, არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
200 მგ ტაბლეტები, 15 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერებში, მუყაოს კოლოფი შეიცავს 6 ბლისტერს.
აფთიაქიდან გაცემის წესი. გაიცემა რეცეპტის საფუძველზე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კარდიოლოგიური პრეპარატები. სხვა კარდიოლოგიური პრეპარატები. თიაზოტის მჟავა.
ათქ კოდი: C01EB23.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
თიაზოტის მჟავას ფარმაკოლოგიური ეფექტი განპირობებულია ანტიიშემიური, მემბრანის მასტაბილიზებელი, ანტიოქსიდაციური და იმუნომოდულირებული მოქმედებით.
პრეპარატის ეფექტი ხორციელდება ანაერობული გლიკოლიზის კომპენსატორული აქტივაციის და კრებსის ციკლში დაჟანგვის პროცესების აქტივაციის გაძლიერების ხარჯზე აგფ-ის უჯრედშიდა ფონდის შენარჩუნებით. თიაზოტის მჟავას მოლეკულის სტრუქტურაში გოგირდის თიოლის არსებობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ჟანგვა-აღდგენითი თვისებები, და მესამეული აზოტის არსებობა, რომელიც აკავშირებს ჭარბ წყალბადის იონებს, განაპირობებს ანტიოქსიდაციური სისტემის აქტივაციას. თიოლის ჯგუფის ძლიერი აღდგენითი თვისებები იწვევენ რეაქციას ჟანგბადის აქტიურ ფორმებთან და ლიპიდურ რადიკალებთან. ანტირადიკალური ფერმენტების - სუპერ-ოქსიდ-დისმუტაზას, კატალაზას და გლუტათიონპეროქსიდაზას რეაქტივაცია ხელს უწლის ჟანგბადის აქტიური ფორმების ინიცირებას.
თიაზოტის მჟავას ზემოქმედება იწვევს მიოკარდიუმის იშემიურ უბნებში ლიპიდების დაჟანგვის პროცესების ინჰიბირებას, კატექოლამინების მიმართ მიოკარდიუმის მგრძნობელობის შემცირებას, გულის კუმშვითი ფუნქციის პროგრესული დათგრუნვის პრევენციას, შესაბამისად მიოკარდიუმის ნეკროზისა და იშემიის ზონის სტაბილიზაციას და შემცირებას. სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება ხორციელდება ფიბრინოლიზური სისტემის აქტივაციის ხარჯზე. მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის პროცესების გაუმჯობესება, მისი კუმშვითი უნარის მომატება, გულის რითმის ნორმალიზაციის ხელშეწყობა გვაძლევს თიაზოტის მჟავას რეკომენდაციის უფლებას გულის იშემიური დაავადებების სხვადასხვა ფორმების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
კარდიოლოგიაში პრეპარატის გამოყენების პარალელურად, თიაზოტის მჟავა გამოიყენება ღვიძლის და სხვადასხვა შინაგანი ორგანოების მკურნალობისას, მისი მაღალი ჰეპატოპროტექტორული თვისებების გათვალისწინებით. პრეპარატი ხელს უშლის ჰეპატოციტების დარღვევას, ამცირებს ცხიმოვანი ინფილტრაციის ხარისხს და ღვიძლში ცენტროლობულარულური ნეკროზების გავრცელებას, ხელს უწყობს ჰეპატოციტების რეპარაციული რეგენერაციის პროცესებს, აწესრიგებს მათში ცილოვან, ნახშირწყლოვან, ლიპიდურ და პიგმენტურ ცვლას. ზრდის სინთეზის სიჩქარეს და ნაღვლის გამოყოფას, აწესრიგებს მის ქიმიურ შემადგენლობას.
ფარმაკოკინეტიკა.
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 53%-ს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 200 მგ ერთჯერადი დოზის მიღებიდან 1,6 საათის შემდეგ. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს თითქმის 8 საათს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო გამოყენების შესახებ
თიოტრიაზოლინი
(THIOTRIAZOLIN)
შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: tiazotic acid; თიაზოტის მჟავა.
1 ტაბლეტი შეიცავს 200 მგ თიაზოტის მჟავას მორფოლინიუმის მარილს, დაანგარიშებული 100% ნივთიერებაზე – რაც ექვივალენტურია 133 მგ თიაზოტის მჟავასი;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, პოვიდონი, შაქრის პუდრა, მიკროკრისტალური ცელულოზა, კალციუმის სტეარატი.
წამლის ფორმა. ტაბლეტები
ძირითადი ფიზიკური და ქიმიური თვისებები: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, მრგვალი ფორმის ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით, ნაჭდევით და გამყოფი ხაზით.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი.
კარდიოლოგიური პრეპარატები. სხვა კარდიოლოგიური პრეპარატები. თიაზოტის მჟავა.
ათქ კოდი: C01EB23.
ფარმაკოლოგიური თვისებები.
ფარმაკოდინამიკა.
თიაზოტის მჟავას ფარმაკოლოგიური ეფექტი განპირობებულია ანტიიშემიური, მემბრანის მასტაბილიზებელი, ანტიოქსიდაციური და იმუნომოდულირებული მოქმედებით.
პრეპარატის ეფექტი ხორციელდება ანაერობული გლიკოლიზის კომპენსატორული აქტივაციის და კრებსის ციკლში დაჟანგვის პროცესების აქტივაციის გაძლიერების ხარჯზე აგფ-ის უჯრედშიდა ფონდის შენარჩუნებით. თიაზოტის მჟავას მოლეკულის სტრუქტურაში გოგირდის თიოლის არსებობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია ჟანგვა-აღდგენითი თვისებები, და მესამეული აზოტის არსებობა, რომელიც აკავშირებს ჭარბ წყალბადის იონებს, განაპირობებს ანტიოქსიდაციური სისტემის აქტივაციას. თიოლის ჯგუფის ძლიერი აღდგენითი თვისებები იწვევენ რეაქციას ჟანგბადის აქტიურ ფორმებთან და ლიპიდურ რადიკალებთან. ანტირადიკალური ფერმენტების - სუპერ-ოქსიდ-დისმუტაზას, კატალაზას და გლუტათიონპეროქსიდაზას რეაქტივაცია ხელს უწლის ჟანგბადის აქტიური ფორმების ინიცირებას.
თიაზოტის მჟავას ზემოქმედება იწვევს მიოკარდიუმის იშემიურ უბნებში ლიპიდების დაჟანგვის პროცესების ინჰიბირებას, კატექოლამინების მიმართ მიოკარდიუმის მგრძნობელობის შემცირებას, გულის კუმშვითი ფუნქციის პროგრესული დათგრუნვის პრევენციას, შესაბამისად მიოკარდიუმის ნეკროზისა და იშემიის ზონის სტაბილიზაციას და შემცირებას. სისხლის რეოლოგიური თვისებების გაუმჯობესება ხორციელდება ფიბრინოლიზური სისტემის აქტივაციის ხარჯზე. მიოკარდიუმის მეტაბოლიზმის პროცესების გაუმჯობესება, მისი კუმშვითი უნარის მომატება, გულის რითმის ნორმალიზაციის ხელშეწყობა გვაძლევს თიაზოტის მჟავას რეკომენდაციის უფლებას გულის იშემიური დაავადებების სხვადასხვა ფორმების მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
კარდიოლოგიაში პრეპარატის გამოყენების პარალელურად, თიაზოტის მჟავა გამოიყენება ღვიძლის და სხვადასხვა შინაგანი ორგანოების მკურნალობისას, მისი მაღალი ჰეპატოპროტექტორული თვისებების გათვალისწინებით. პრეპარატი ხელს უშლის ჰეპატოციტების დარღვევას, ამცირებს ცხიმოვანი ინფილტრაციის ხარისხს და ღვიძლში ცენტროლობულარულური ნეკროზების გავრცელებას, ხელს უწყობს ჰეპატოციტების რეპარაციული რეგენერაციის პროცესებს, აწესრიგებს მათში ცილოვან, ნახშირწყლოვან, ლიპიდურ და პიგმენტურ ცვლას. ზრდის სინთეზის სიჩქარეს და ნაღვლის გამოყოფას, აწესრიგებს მის ქიმიურ შემადგენლობას.
ფარმაკოკინეტიკა.
პერორალური მიღების შემდეგ პრეპარატი სწრაფად შეიწოვება, მისი აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 53%-ს. სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 200 მგ ერთჯერადი დოზის მიღებიდან 1,6 საათის შემდეგ. ნახევრად გამოყოფის პერიოდი შეადგენს თითქმის 8 საათს.
კლინიკური მახასიათებლები.
ჩვენებები.
გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობის დროს: სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, პოსტ-ინფარქტული კარდიოსკლეროზი; გულის არითმიები.
სხვადასხვა ეტიოლოგიის ქრონიკული ჰეპატიტის კომპლექსურ თერაპიაში, ალკოჰოლური ჰეპატიტის ჩათვლით; ღვიძლის ციროზი.
უკუჩვენებები.
მომატებული მგრძნობელობა თიაზოტის მჟავას და პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ; თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ურთიერთქმედებები სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები.
თიოტრიაზოლინის გამოყენება, კარდიოპროტექტორული პრეპარატის სახით, შეიძლება გულის იშემიური დაავადების ძირითად სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში.
ჰეპატოპროტექტორული საშუალებების სახით, შეიძლება კომბინირება ჰეპატიტის მკურნალობის ტრადიციულ მეთოდებთან.
გამოყენების თავისებურებანი. არ არსებობს.
გამოყენება ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს. ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატის გამოყენების ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი.
ზეგავლენა ავტომობილის მართვისა და სხვა მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. დღეისათვის ინფორმაცია არ არსებობს, თუმცა გასათვალისწინებელია თავბრუსხვევის განვითარების შესაძლებლობა.
მიღების წესი და დოზები.
სტაბილური, ანუ დაძაბვის სტენოკარდიის დროს თიოტრიაზოლინი ინიშნება 200 მგ დოზით პერორალურად 3-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი - 8 კვირა.
არასტაბილური, ანუ მოსვენების სტენოკარდიის, მიოკარდიუმის ინფარქტის, პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზის დროს თიოტრიაზოლინი ინიშნება 200 მგ დოზით დღეში სამჯერ 20-30 დღის განმავლობაში.
გულის რითმის დარღვევის დროს თიოტრიაზოლინი ინიშნება დოზით 200 მგ პერორალურად ან ენის ქვეშ დღეში სამჯერ.
ღვიძლის დაავადებების დროს, თიოტრიაზოლინი ინიშნება 200 მგ დოზით დღეში სამჯერ 20-30 დღის განმავლობაში.
მკურნალობის კურსი განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად დაავადების სიმძმისა და მიმდინარეობის მიხედვით.
ბავშვები. პრეპარატის გამოყენების გამოცდილება ბავშვებში არ არის საკმარისი.
ჭარბი დოზირება.
ჭარბი დოზირების დროს შარდში იზრდება ნატრიუმისა და კალიუმის კონცენტრაცია.
ასეთ შემთხვევებში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს.
უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.
გვერდითი რეაქციები.
პრეპარატი, როგორც წესი, კარგად აიტანება.
პაციენტებში მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობით შეიძლება განვითარდეს:
კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: ქავილი, კანის ჰიპერემია, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება.
კომპლექსურ თერაპიაში გამოყენებისას, უპირატესად ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, შეიძლება განვითარდეს:
იმუნური სისტემის მხრივ: ანაფილაქსიური შოკი;
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში;
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსიური მოვლენები, პირის სიმშრალის, გულისრევის, ღებინების ჩათვლით; მუცლის შებერილობა;
სასუნთქი სისტემის, გულმკერდისა და შუასაყრის ორგანოების მხრივ: ქოშინი, ხუთვა;
ზოგადი დარღვევები: ცხელება, ზოგადი სისუსტე;
პოსტმარკეტინგული დაკვირვების დროს აღინიშნებოდა ასევე რეაქციები, რომელთა კავშირი პრეპარატ თიოტრიაზოლინის მიღებასთან არ არის დადასტურებული:
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არტერიული ჰიპერტენზია, ტაქიკარდია.
ვარგისობის ვადა. 2 წელი.
შენახვის პირობები.
ინახება საწყის შეფუთვაში, არა უმეტეს 250C ტემპერატურის პირობებში. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
შეფუთვა.
200 მგ ტაბლეტები, 15 ტაბლეტი მოთავსებულია ბლისტერებში, მუყაოს კოლოფი შეიცავს 6 ბლისტერს.
აფთიაქიდან გაცემის წესი. გაიცემა რეცეპტის საფუძველზე.
მწარმოებელი. შპს „მარიფარმი“.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებლის ადგილმდებარეობა და მისი საქმიანობის განხორციელების ადგილი.
სლოვენია, 2000, მარიბორი, მინარიკოვას ქ. 8.
ინსტრუქციის ბოლო გადახედვის თარიღი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


