თიამინი-BP
Thiamine-BP
თიამინის დეფიციტის, ნევრიტის, პოლინევრიტის, რადიკულიტის, ნევრალგიის, პერიფერიული დამბლის, ენცეფალოპათიის, ნევრასთენიის, პეპტიური წყლულის, ნაწლავის ატონიის, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების, მიოკარდიუმის დისტროფიების, თიამინის დეფიციტით გამოწვეული ენდარტერიიტის მკურნალობა. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- thiamine
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ/მლ 1მლ ი.მ და ი.ვ საინექციო ხსნარი მინის ამპულა №10 (2X5) კონტურულ-უჯრედოვან დამჭერში
- მწარმოებელი
- SC Balkan Pharmaceuticals SRL, მოლდოვა
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ვიტამინები, ვიტამინი B1
- ATC კოდი
- A11DA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-045894
- რეგისტრირებულია
- 14 ივლისი 2026, მოქმედებს 14 ივლისი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- SC Balkan Pharmaceuticals SRL (მოლდოვა)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
თიამინი-BP — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თიამინის დეფიციტის, ნევრიტის, პოლინევრიტის, რადიკულიტის, ნევრალგიის, პერიფერიული დამბლის, ენცეფალოპათიის, ნევრასთენიის, პეპტიური წყლულის, ნაწლავის ატონიის, ღვიძლის ქრონიკული დაავადებების, მიოკარდიუმის დისტროფიების, თიამინის დეფიციტით გამოწვეული ენდარტერიიტის მკურნალობა.
თიამინ-BP (ვიტამინი B1) ასევე ნაჩვენებია ნეიროგენული ეტიოლოგიის დერმატიტის, პიოდერმიის, ეგზემის, ფსორიაზის დროს.
მიღების წესი და დოზირება
თიამინ-BP (ვიტამინი B1) ინექცია (ნელი ინტრავენური ან ღრმა ინტრამუსკულარული) გამოყენებული უნდა იქნას იმ შემთხვევაში, თუ პერორალური თერაპია შეუძლებელია.
მოზრდილები
თიამინ-BP (ვიტამინი B1) უნდა შეიყვანოთ ღრმა ინტრამუსკულარული ან ნელი ინტრავენური ინექციით, 25-50 მგ (0.5-1 მლ) დღეში ერთხელ, ყოველდღიურად.
მკურნალობა უნდა დაიწყოს მცირე დოზებით - არაუმეტეს 25 მგ (0.5 მლ 5%-იანი ხსნარი); თუ კარგად აიტანება, გამოიყენება უფრო მაღალი დოზები - 50 მგ (1 მლ 5%-იანი ხსნარი).
მკურნალობის კურსი: 10-30 ინექცია.
ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომის მკურნალობისას, თიამინის ჰიდროქლორიდი შეჰყავთ ინტრავენურად საწყისი დოზით 100 მგ, შემდეგ კუნთში დოზებით 50-100 მგ დღეში, სანამ პაციენტი არ დაიწყებს დაბალანსებულ და რეგულარულ კვებას.
პედიატრიული პოპულაცია
ბავშვებში გამოყენებული უნდა იქნას თიამინის ჰიდროქლორიდის 2.5%-იანი ხსნარი.
8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დაშვებულია 5%-იანი ხსნარის გამოყენება.
თიამინის დეფიციტით გამოწვეული კრიტიკული მდგომარეობების დროს შეყვანილი უნდა იყოს 10-25 მგ, ღრმად კუნთში ან ნელა ინტრავენურად.
ინტრავენურად შეყვანისას, თიამინ-BP უნდა განზავდეს ფიზიოლოგიური ხსნარით და შეიყვანოთ 10 წუთის განმავლობაში.
ეს პროდუქტი გამოყენებული უნდა იყოს გაზავებისთანავე.
კუნთში შეყვანისას გაზავება საჭირო არ არის.
მოერიდეთ ინტრავასკულარულ ინექციას. დოზის ინექცირებამდე აუცილებელია ასპირაცია იმის უზრუნველსაყოფად, რომ ნემსი არ მოხვდეს სისხლძარღვში. თუ სისხლი გამოჩნდება, ამოიღეთ ნემსი და ინექცია გააკეთეთ სხვა ადგილას.
განმეორებითი დოზების შემთხვევაში, შეცვალეთ ინექციის ადგილი.
გასათვალისწინებელია ალერგიული რეაქციების განვითარების რისკი.
უკუჩვენებები
გაქვთ ალერგია თიამინის ჰიდროქლორიდზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
გაქვთ ალერგიული დარღვევები
გაქვთ მგრძნობელობა/აუტანლობა გარკვეული მედიკამენტების, საკვების და სხვა ნივთიერებების მიმართ.
სიფრთხილის ზომები
თიამინ-BP-ის (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს/ფარმაცევტს, განსაკუთრებით თუ:
- თქვენი კვება არასაკმარისი ან არადაბალანსებულია;
- გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები;
- გაქვთ თირკმლის დარღვევები;
- ანამნეზში გაქვთ ალერგიული რეაქციები რომელიმე მედიკამენტზე.
ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ კანის ტესტი თიამინის მიმართ ალერგიის დასადგენად.
თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარს მოგცემენ იმ შემთხვევაში, თუ პერორალური თერაპია შეუძლებელია (თუ გაქვთ შეწოვის დარღვევები ან კუჭის რეზექცია, გულისრევა, ღებინება ან ოპერაციამდე და პოსტოპერაციულ პერიოდში), სერიოზული დაავადებების დროს ან მკურნალობის დასაწყისში, როდესაც საჭიროა სწრაფი თერაპიული ეფექტი.
მიღება დაიწყება მინიმალური დოზებით (მოზრდილებისთვის არაუმეტეს 0.5 მლ) და მხოლოდ კარგი ტოლერანტობის შემთხვევაში, გამოიყენება უფრო მაღალი დოზები.
შესაძლოა განვითარდეს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის/ანაფილაქსიური რეაქციები, განსაკუთრებით განმეორებითი გამოყენების შემდეგ.
თიამინის კუნთში ან ვენაში შეყვანის შემდეგ დაფიქსირდა სიკვდილის შემთხვევები. რუტინული ჰიპერმგრძნობელობის ტესტები, უმეტეს შემთხვევაში, ვერ ავლენს თიამინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობას. თუმცა, კანის ტესტი უნდა ჩატარდეს იმ პაციენტებში, რომლებშიც არსებობს ეჭვი წამლის ალერგიაზე ან რომლებსაც ადრე ჰქონდათ თიამინზე რეაქციები, ხოლო პირებმა, რომლებიც დადებითად რეაგირებენ, არ უნდა გამოიყენონ თიამინ-BP საინექციო ხსნარი.
თიამინის პარენტერალური შეყვანისას ხელმისაწვდომი უნდა იყოს ანაფილაქსიის სამკურნალო საშუალებები (მათ შორის რეანიმაციული საშუალებები).
თუ B1 ვიტამინზე ალერგია დადგინდა, რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ბრინჯი, წიწიბურა, ხორცი, პური (გამომცხვარი მთლიანი ხორბლის ფქვილისგან).
თიამინ-BP საინექციო ხსნარი უნდა შეიყვანოთ ღრმად კუნთში ან ნელა ინტრავენურად.
თიამინის ინტრავენურად შეყვანისას, შეიძლება არსებობდეს გაღიზიანების/უჯრედების განადგურების (ნეკროზის) რისკი ინექციის ადგილას ან ვენის ანთების რისკი (თრომბოფლებიტი) სწრაფი შეყვანისას ან დიდი მოცულობის შეყვანისას. თრომბოფლებიტის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ინექციის ადგილის შეცვლა ყოველ 24 საათში.
თუ იყენებთ პირიდოქსინს, რეკომენდებულია თიამინის ინექცირება პირიდოქსინის მიღებიდან 12 საათის შემდეგ.
თიამინ-BP საინექციო ხსნარი სიფრთხილით უნდა შეიყვანოთ ნერვული სისტემის მომატებული აგზნებადობის ან მომატებული მჟავიანობით თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შემთხვევაში.
ვერნიკეს ენცეფალოპათიის დროს, თიამინის შეყვანა უნდა მოხდეს გლუკოზის მიღებამდე.
ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში თიამინმა შეიძლება გაამწვავოს გვერდითი მოვლენები.
ბავშვები
ბავშვებში გამოიყენება თიამინის ჰიდროქლორიდის 2.5%-იანი ხსნარი.
8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დაშვებულია 5%-იანი ხსნარის გამოყენება.
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ დოზირების ერთეულზე, ანუ არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
თიამინმა შეიძლება დააქვეითოს სუქსამეთონიუმის, აცეტილქოლინის, ადრენობლოკატორების (მაგ. პრაზოსინი, ტამსულოზინი, ლაბეტალოლი, კარვედილოლი) და სიმპათომიმეტიკების (ადრენალინი, ნორეპინეფრინი და დოფამინი) მოქმედება.
ეტამსილატმა შეიძლება შეამციროს თიამინის თერაპიული ეფექტი.
თიამინის ანტაგონისტს თიოსემიკარბაზონს, იფოსფამიდს, სხვა ფტორპირიმიდინებს (მაგ. კაპეციტაბინი) და 5-ფტორურაცილს შეუძლიათ თიამინის ეფექტის განეიტრალება.
კოფეინი, გოგირდის და ესტროგენების შემცველი პროდუქტები - ზრდიან ორგანიზმის მოთხოვნას თიამინზე.
კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი), დიგოქსინი, ინდომეტაცინი და ანტაციდები იწვევენ თიამინის დეფიციტს.
ციანოკობალამინი და პირიდოქსინი აძლიერებენ თიამინის ალერგიულ ეფექტს. თიამინთან ერთად პირიდოქსინის (ვიტამინი B6) ან ციანოკობალამინის (ვიტამინი B12) პარენტერალურად მიღება რეკომენდებული არ არის.
ეთანოლი ამცირებს თიამინის შეწოვას.
თიამინ-BP არ უნდა შეერიოს ერთ შპრიცში:
- ბენზილპენიცილინს, სტრეპტომიცინს, რადგან ის იწვევს ანტიბიოტიკის დაშლას;
- ნიკოტინის მჟავას ან სულფიტების შემცველ ხსნარებს;
- კარბონატებს, ციტრატებს, ბარბიტურატებს, Cu2+-ს, იოდიდს, რკინა-ამონიუმის ციტრატს, ტანინის მჟავას, რადგან თიამინი არასტაბილურია ტუტე ხსნარებში.
თავსებადობის კვლევების არარსებობის გამო, ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო საშუალებებს.
თუ გარკვეული ლაბორატორიული ტესტების ჩატარებას გეგმავთ, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ლაბორატორიის პერსონალს, რომ თიამინს იყენებთ. თიამინმა შეიძლება ერლიხის რეაქციით ურობილინოგენის განსაზღვრისას ცრუ დადებითი შედეგები აჩვენოს.
თიამინის მაღალმა დოზებმა შეიძლება ხელი შეუშალოს თეოფილინის პლაზმური კონცენტრაციის სპექტროფოტომეტრიულ ანალიზებს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
რადგან ნაყოფისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული, თიამინის ჰიდროქლორიდი ორსულობის დროს გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
თიამინი გამოიყოფა დედის რძეში. რეკომენდებული დღიური დოზებით მიღებისას, ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებზე/ჩვილებზე არანაირი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი. თუმცა, არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია თიამინის მაღალი დოზების (>50 მგ/დღეში) მიღების შემდეგ დედის რძეში თიამინის გამოყოფის დონისა და შესაძლო ეფექტების შესახებ, ამიტომ, ძუძუთი კვების შემთხვევაში, უნდა მოერიდოთ რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბებას. მიმართეთ თქვენს ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მკურნალობის დროს, სიფრთხილის გამოჩენაა რეკომენდებული ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გამო, მაგალითად, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, მოუსვენრობის, დაღლილობის.
- როგორ გამოიყენება თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარი
ზუსტ დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი, რომელიც გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს, თუ რა მკურნალობა გჭირდებათ.
თიამინ-BP-ს (ვიტამინი B1) შეგიყვანთ ექთანი ან ექიმი კუნთში ან ვენაში.
მოზრდილები
თიამინ-BP (ვიტამინი B1) უნდა შეიყვანოთ ინექციით ღრმად კუნთში ან ნელი ინტრავენური ინექციით, 25-50 მგ (0.5-1 მლ) დღეში ერთხელ, ყოველდღიურად.
მკურნალობა უნდა დაიწყოს მცირე დოზებით - არაუმეტეს 25 მგ (0.5 მლ 5%-იანი ხსნარი); თუ კარგად აიტანება, შეიყვანება უფრო მაღალი დოზები - 50 მგ (1 მლ 5%-იანი ხსნარი).
მკურნალობის კურსი: 10-30 ინექცია.
ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომის მკურნალობისას, თიამინის ჰიდროქლორიდი შეჰყავთ ინტრავენურად საწყისი დოზით 100 მგ, შემდეგ კუნთში დოზებით 50-100 მგ დღეში, სანამ არ დაიწყებთ დაბალანსებულ და რეგულარულ კვებას.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში გამოიყენება თიამინის ჰიდროქლორიდის 2.5%-იანი ხსნარი.
8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დაშვებულია 5%-იანი ხსნარის გამოყენება.
თიამინის დეფიციტით გამოწვეული კრიტიკული მდგომარეობების დროს, შეჰყავთ 10-25 მგ, ღრმად კუნთში ან ნელა ინტრავენურად.
ინტრავენური გამოყენებისთვის, თიამინ-BP უნდა გაზავდეს ფიზიოლოგიური ხსნარით და შეიყვანოთ ნელა, 10 წუთის განმავლობაში.
თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ თიამინ-BP-ს (ვიტამინი B1)
ეს პროდუქტი მოგეცემათ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ ჭარბი დოზა. ვიტამინი B1-ის ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად.
თუ დაგავიწყდათ თიამინ-BP-ის (ვიტამინი B1) მიღება
თუ ფიქრობთ, რომ გამოტოვეთ დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ შეწყვიტეთ თიამინ-BP-ის (ვიტამინი B1) მიღება
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება
თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარის აქტიური ნივთიერებაა ვიტამინი B1, თიამინის ჰიდროქლორიდის სახით, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმის სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესში. ვიტამინი B1 მნიშვნელოვანია ნახშირწყლების (შაქრის და სახამებლის) მეტაბოლიზმისთვის, ნორმალური ზრდის შენარჩუნებისა და ნერვული იმპულსების გადაცემისთვის.
თიამინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება B1 ვიტამინის დეფიციტის, ნევრიტის, პოლინევრიტის, რადიკულიტის, ნევრალგიის, პერიფერიული პარეზის, ენცეფალოპათიის, ნევრასთენიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნაწლავის ატონიის, ღვიძლის ქრონიკული დაავადების და თიამინის დეფიციტით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. ის ასევე გამოიყენება ნეიროგენული ეტიოლოგიის დერმატიტის, პიოდერმიის, ეგზემის, ფსორიაზის დროს.
- რა უნდა იცოდეთ თიამინ-BP-ის (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარის გამოყენებამდე
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ალერგიული რეაქციების შესაძლო გამწვავება. არ არის გამორიცხული ჰიპერკოაგულაციის სიმპტომების განვითარება, პურინის მეტაბოლიზმის დარღვევები.
მკურნალობა: პრეპარატის შეწყვეტა, სიმპტომური თერაპია.
ერთჯერადი პარენტერალური დოზები 100 მგ-დან 500 მგ-მდე დანიშნულია ტოქსიკური ეფექტების გარეშე. თუმცა, ითვლება, რომ 30 მგ-ზე მეტი დოზები დღეში 3-ჯერ ეფექტურად არ გამოიყენება.
როდესაც ორგანიზმის ქსოვილები გაჯერებულია თიამინით, ის გამოიყოფა შარდში პირიმიდინის სახით. რადგან თიამინის მიღება კვლავ გაზრდილია, ის შარდში უცვლელი სახით ჩნდება.
შემადგენლობა
- აქტიური ნივთიერებაა თიამინის ჰიდროქლორიდი
1 მლ შეიცავს 50 მგ თიამინის ჰიდროქლორიდს.
- სხვა ინგრედიენტებია: დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარი და შეფუთვის შიგთავსი
გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ შეფერილი სითხე.
საინექციო ხსნარი დოზირებულია 1 მლ-ად შუშის ამპულებში, რომლებსაც აქვთ სამუხრუჭე სისტემა OPC (ერთ წერტილიანი ჭრილი) ან გასატეხი რგოლი.
5 ამპულა შეფუთულია PVC დამჭერში. 2 დამჭერი და ინსტრუქციის ფურცელი შეფუთულია გარე კოლოფში და მარკირებულია.
მწარმოებელი
TC Balkan Pharmaceuticals LLC
Industriala, str., 7/A, MD-2091, სინგერა, მოლდოვას რესპუბლიკა
ელ. ფოსტა: [email protected]
ეს ფურცელი ბოლოს გადაიხედა 2025 წლის ივლისში
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინები, ათქ კოდი: A11DA01
სამკურნალო საშუალება არის ვიტამინი, რომელიც გამოიყენება ვიტამინ B1-ის მაღალი დოზების ინექციისთვის. თიამინი ორგანიზმში ფოსფორილირდება ბიოლოგიურად აქტიურ თიამინდიფოსფატად. თიამინდიფოსფატი (კოკარბოქსილაზა) მოქმედებს როგორც კოენზიმი რამდენიმე ფერმენტისთვის, რომლებიც მნიშვნელოვანია რეაქციებისთვის, მაგალითად, ენერგიის გადასატანად და ნერვული სისტემისა და კუნთების ნორმალური ფუნქციონირებისთვის.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
კუნთში შეყვანის შემდეგ თიამინის შეწოვა სწრაფი და სრულია. ის ფართოდ ნაწილდება ქსოვილების უმეტესობაში. ყველაზე მაღალი კონცენტრაციები გვხვდება ღვიძლში, ტვინში, თირკმელებსა და გულში. უჯრედშიდა თიამინი ძირითადად დიფოსფატის სახითაა წარმოდგენილი. როდესაც თიამინის მიღება გაცილებით მეტია, ვიდრე საჭიროა, ქსოვილებში დეპოზიტები 2-3-ჯერ იზრდება. თუ მიღება არასაკმარისია, ქსოვილები გამოყოფენ ამ შემცველობას.
ფოსფორილირება ხდება ღვიძლში. თიამინი უერთდება ადენოზინტრიფოსფატს (ATP) და წარმოქმნის თიამინის პიროფოსფატს, ასევე ცნობილს როგორც კარბოქსილაზა, კოენზიმს. მისი როლი ნახშირწყლების მეტაბოლიზმში არის პირუვინის მჟავისა და ალფა-კეტომჟავების დეკარბოქსილირება აცეტალდეჰიდად და ნახშირორჟანგად. სისხლში პირუვინის მჟავის მომატებული დონე მიუთითებს ვიტამინ B1-ის დეფიციტზე. თიამინზე მოთხოვნილება უფრო მაღალია, როდესაც რაციონში ნახშირწყლების შემცველობა მაღალია.
ორგანიზმში B1 ვიტამინის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს საკვებში თიამინის სრული არარსებობის დაახლოებით 3 კვირის შემდეგ.
თიამინი ორგანიზმში მნიშვნელოვანი რაოდენობით არ ინახება და ორგანიზმის მოთხოვნილებებზე გადაჭარბებული რაოდენობა გამოიყოფა შარდში უცვლელი სახით ან მეტაბოლიტების სახით.
თიამინის ჰიდროქლორიდი გამოიყოფა ღვიძლისა და თირკმელების მეშვეობით, დაახლოებით 8-10% - უცვლელი სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი 1-4 საათია.
- 3. პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
არაკლინიკური მონაცემები არ აჩვენებს განსაკუთრებულ საფრთხეს ადამიანისთვის უსაფრთხოების, ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზის ტოქსიკურობის, გენოტოქსიკურობის, კანცეროგენული პოტენციალის, რეპროდუქციისა და განვითარების ტოქსიკურობის ტრადიციული კვლევების საფუძველზე.
- ფარმაცევტული მახასიათებლები
- 1. დამხმარე ნივთიერებების სია
დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
- 2. შეუთავსებლობა
თიამინ-BP არ უნდა შეერიოს ერთ შპრიცში:
- ბენზილპენიცილინს, სტრეპტომიცინს, რადგან ის იწვევს ანტიბიოტიკის განადგურებას;
- ნიკოტინის მჟავას ან სულფიტების შემცველ ხსნარებს
- კარბონატებს, ციტრატებს, ბარბიტურატებს, Cu2+-ს, იოდიდს, რკინა-ამონიუმის ციტრატს, ტანინის მჟავას, რადგან თიამინი არასტაბილურია ტუტე ხსნარებში.
თავსებადობის კვლევების არარსებობის შემთხვევაში, ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო პროდუქტებს.
- 3. ვარგისობის ვადა
3 წელი
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში, სინათლისგან დასაცავად.
- 5. კონტეინერის სახხეობა და შემადგენლობა
საინექციო ხსნარი დოზირებულია 1 მლ-ზე შუშის ამპულებში სამუხრუჭე სისტემით OPC (ერთწერტილიანი ჭრილი) ან გასატეხი რგოლით.
5 ამპულა შეფუთულია PVC დამჭერში. 2 დამჭერი და ფურცელი-ჩანართი შეფუთულია გარე კოლოფში და მარკირებულია.
- 6. სპეციალური სიფრთხილის ზომები განადგურებისა და სხვა დამუშავების დროს
ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო პროდუქტი ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
- სავაჭრო ნებართვის მფლობელი
TC Balkan Pharmaceuticals LLC
Industriala, str., 7/A, MD-2091, Sângera, Republic of Moldova
ელ. ფოსტა: [email protected]
- სავაჭრო ნებართვის ნომერი
- ნებართვის თარიღი
- ტექსტის გადახედვის თარიღი
2025 წლის ივლისი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
თიამინ-BP (ვიტამინი B1) 50 მგ/მლ საინექციო ხსნარი
თიამინის ჰიდროქლორიდი
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი მხოლოდ თქვენთვისაა დანიშნული. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენი დაავადების მსგავსია.
თუ რაიმე გვერდითი მოვლენა შენიშნეთ, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში იხილეთ მე-4 ნაწილი.
რა არის მოცემული ამ ფურცელ-ჩანართში:
- რა არის თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარის გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარი
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
- როგორ ინახება თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარი
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
- რა არის თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარი და რისთვის გამოიყენება
თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარის აქტიური ნივთიერებაა ვიტამინი B1, თიამინის ჰიდროქლორიდის სახით, რომელიც მონაწილეობს ორგანიზმის სხვადასხვა მეტაბოლურ პროცესში. ვიტამინი B1 მნიშვნელოვანია ნახშირწყლების (შაქრის და სახამებლის) მეტაბოლიზმისთვის, ნორმალური ზრდის შენარჩუნებისა და ნერვული იმპულსების გადაცემისთვის.
თიამინის ჰიდროქლორიდი გამოიყენება B1 ვიტამინის დეფიციტის, ნევრიტის, პოლინევრიტის, რადიკულიტის, ნევრალგიის, პერიფერიული პარეზის, ენცეფალოპათიის, ნევრასთენიის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, ნაწლავის ატონიის, ღვიძლის ქრონიკული დაავადების და თიამინის დეფიციტით გამოწვეული გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალოდ. ის ასევე გამოიყენება ნეიროგენული ეტიოლოგიის დერმატიტის, პიოდერმიის, ეგზემის, ფსორიაზის დროს.
- რა უნდა იცოდეთ თიამინ-BP-ის (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ თიამინ-BP ხსნარი ინექციისთვის, თუ:
გაქვთ ალერგია თიამინის ჰიდროქლორიდზე ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტზე (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში).
გაქვთ ალერგიული დარღვევები
გაქვთ მგრძნობელობა/აუტანლობა გარკვეული მედიკამენტების, საკვების და სხვა ნივთიერებების მიმართ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
თიამინ-BP-ის (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარის გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს/ფარმაცევტს, განსაკუთრებით თუ:
- თქვენი კვება არასაკმარისი ან არადაბალანსებულია;
- გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები;
- გაქვთ თირკმლის დარღვევები;
- ანამნეზში გაქვთ ალერგიული რეაქციები რომელიმე მედიკამენტზე.
ექიმმა შეიძლება ჩაგიტაროთ კანის ტესტი თიამინის მიმართ ალერგიის დასადგენად.
თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარს მოგცემენ იმ შემთხვევაში, თუ პერორალური თერაპია შეუძლებელია (თუ გაქვთ შეწოვის დარღვევები ან კუჭის რეზექცია, გულისრევა, ღებინება ან ოპერაციამდე და პოსტოპერაციულ პერიოდში), სერიოზული დაავადებების დროს ან მკურნალობის დასაწყისში, როდესაც საჭიროა სწრაფი თერაპიული ეფექტი.
მიღება დაიწყება მინიმალური დოზებით (მოზრდილებისთვის არაუმეტეს 0.5 მლ) და მხოლოდ კარგი ტოლერანტობის შემთხვევაში, გამოიყენება უფრო მაღალი დოზები.
შესაძლოა განვითარდეს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის/ანაფილაქსიური რეაქციები, განსაკუთრებით განმეორებითი გამოყენების შემდეგ.
თიამინის კუნთში ან ვენაში შეყვანის შემდეგ დაფიქსირდა სიკვდილის შემთხვევები. რუტინული ჰიპერმგრძნობელობის ტესტები, უმეტეს შემთხვევაში, ვერ ავლენს თიამინის მიმართ ჰიპერმგრძნობელობას. თუმცა, კანის ტესტი უნდა ჩატარდეს იმ პაციენტებში, რომლებშიც არსებობს ეჭვი წამლის ალერგიაზე ან რომლებსაც ადრე ჰქონდათ თიამინზე რეაქციები, ხოლო პირებმა, რომლებიც დადებითად რეაგირებენ, არ უნდა გამოიყენონ თიამინ-BP საინექციო ხსნარი.
თიამინის პარენტერალური შეყვანისას ხელმისაწვდომი უნდა იყოს ანაფილაქსიის სამკურნალო საშუალებები (მათ შორის რეანიმაციული საშუალებები).
თუ B1 ვიტამინზე ალერგია დადგინდა, რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ბრინჯი, წიწიბურა, ხორცი, პური (გამომცხვარი მთლიანი ხორბლის ფქვილისგან).
თიამინ-BP საინექციო ხსნარი უნდა შეიყვანოთ ღრმად კუნთში ან ნელა ინტრავენურად.
თიამინის ინტრავენურად შეყვანისას, შეიძლება არსებობდეს გაღიზიანების/უჯრედების განადგურების (ნეკროზის) რისკი ინექციის ადგილას ან ვენის ანთების რისკი (თრომბოფლებიტი) სწრაფი შეყვანისას ან დიდი მოცულობის შეყვანისას. თრომბოფლებიტის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ინექციის ადგილის შეცვლა ყოველ 24 საათში.
თუ იყენებთ პირიდოქსინს, რეკომენდებულია თიამინის ინექცირება პირიდოქსინის მიღებიდან 12 საათის შემდეგ.
თიამინ-BP საინექციო ხსნარი სიფრთხილით უნდა შეიყვანოთ ნერვული სისტემის მომატებული აგზნებადობის ან მომატებული მჟავიანობით თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის შემთხვევაში.
ვერნიკეს ენცეფალოპათიის დროს, თიამინის შეყვანა უნდა მოხდეს გლუკოზის მიღებამდე.
ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში თიამინმა შეიძლება გაამწვავოს გვერდითი მოვლენები.
ბავშვები
ბავშვებში გამოიყენება თიამინის ჰიდროქლორიდის 2.5%-იანი ხსნარი.
8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დაშვებულია 5%-იანი ხსნარის გამოყენება.
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) ყოველ დოზირების ერთეულზე, ანუ არსებითად „ნატრიუმის გარეშეა“.
სხვა მედიკამენტები და თიამინ-BP საინექციო ხსნარი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ბოლო დროს იღებდით ან შეიძლება მიიღოთ სხვა მედიკამენტები.
თიამინმა შეიძლება დააქვეითოს სუქსამეთონიუმის, აცეტილქოლინის, ადრენობლოკატორების (მაგ. პრაზოსინი, ტამსულოზინი, ლაბეტალოლი, კარვედილოლი) და სიმპათომიმეტიკების (ადრენალინი, ნორეპინეფრინი და დოფამინი) მოქმედება.
ეტამსილატმა შეიძლება შეამციროს თიამინის თერაპიული ეფექტი.
თიამინის ანტაგონისტს თიოსემიკარბაზონს, იფოსფამიდს, სხვა ფტორპირიმიდინებს (მაგ. კაპეციტაბინი) და 5-ფტორურაცილს შეუძლიათ თიამინის ეფექტის განეიტრალება.
კოფეინი, გოგირდის და ესტროგენების შემცველი პროდუქტები - ზრდიან ორგანიზმის მოთხოვნას თიამინზე.
კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (ფენობარბიტალი, ფენიტოინი, კარბამაზეპინი), დიგოქსინი, ინდომეტაცინი და ანტაციდები იწვევენ თიამინის დეფიციტს.
ციანოკობალამინი და პირიდოქსინი აძლიერებენ თიამინის ალერგიულ ეფექტს. თიამინთან ერთად პირიდოქსინის (ვიტამინი B6) ან ციანოკობალამინის (ვიტამინი B12) პარენტერალურად მიღება რეკომენდებული არ არის.
ეთანოლი ამცირებს თიამინის შეწოვას.
თიამინ-BP არ უნდა შეერიოს ერთ შპრიცში:
- ბენზილპენიცილინს, სტრეპტომიცინს, რადგან ის იწვევს ანტიბიოტიკის დაშლას;
- ნიკოტინის მჟავას ან სულფიტების შემცველ ხსნარებს;
- კარბონატებს, ციტრატებს, ბარბიტურატებს, Cu2+-ს, იოდიდს, რკინა-ამონიუმის ციტრატს, ტანინის მჟავას, რადგან თიამინი არასტაბილურია ტუტე ხსნარებში.
თავსებადობის კვლევების არარსებობის გამო, ეს სამკურნალო საშუალება არ უნდა შეერიოს სხვა სამკურნალო საშუალებებს.
თუ გარკვეული ლაბორატორიული ტესტების ჩატარებას გეგმავთ, გთხოვთ, აცნობოთ ექიმს ან ლაბორატორიის პერსონალს, რომ თიამინს იყენებთ. თიამინმა შეიძლება ერლიხის რეაქციით ურობილინოგენის განსაზღვრისას ცრუ დადებითი შედეგები აჩვენოს.
თიამინის მაღალმა დოზებმა შეიძლება ხელი შეუშალოს თეოფილინის პლაზმური კონცენტრაციის სპექტროფოტომეტრიულ ანალიზებს.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შესაძლოა ორსულად იყოთ ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
რადგან ნაყოფისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობა არ არის გამორიცხული, თიამინის ჰიდროქლორიდი ორსულობის დროს გამოყენებული უნდა იქნას მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
თიამინი გამოიყოფა დედის რძეში. რეკომენდებული დღიური დოზებით მიღებისას, ძუძუთი კვებაზე მყოფ ახალშობილებზე/ჩვილებზე არანაირი ზემოქმედება არ არის მოსალოდნელი. თუმცა, არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია თიამინის მაღალი დოზების (>50 მგ/დღეში) მიღების შემდეგ დედის რძეში თიამინის გამოყოფის დონისა და შესაძლო ეფექტების შესახებ, ამიტომ, ძუძუთი კვების შემთხვევაში, უნდა მოერიდოთ რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბებას. მიმართეთ თქვენს ექიმს.
ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
მკურნალობის დროს, სიფრთხილის გამოჩენაა რეკომენდებული ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობისას, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის გამო, მაგალითად, თავის ტკივილის, თავბრუსხვევის, მოუსვენრობის, დაღლილობის.
- როგორ გამოიყენება თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარი
ზუსტ დოზას განსაზღვრავს თქვენი ექიმი, რომელიც გააკონტროლებს თქვენს მდგომარეობას და განსაზღვრავს, თუ რა მკურნალობა გჭირდებათ.
თიამინ-BP-ს (ვიტამინი B1) შეგიყვანთ ექთანი ან ექიმი კუნთში ან ვენაში.
მოზრდილები
თიამინ-BP (ვიტამინი B1) უნდა შეიყვანოთ ინექციით ღრმად კუნთში ან ნელი ინტრავენური ინექციით, 25-50 მგ (0.5-1 მლ) დღეში ერთხელ, ყოველდღიურად.
მკურნალობა უნდა დაიწყოს მცირე დოზებით - არაუმეტეს 25 მგ (0.5 მლ 5%-იანი ხსნარი); თუ კარგად აიტანება, შეიყვანება უფრო მაღალი დოზები - 50 მგ (1 მლ 5%-იანი ხსნარი).
მკურნალობის კურსი: 10-30 ინექცია.
ვერნიკე-კორსაკოვის სინდრომის მკურნალობისას, თიამინის ჰიდროქლორიდი შეჰყავთ ინტრავენურად საწყისი დოზით 100 მგ, შემდეგ კუნთში დოზებით 50-100 მგ დღეში, სანამ არ დაიწყებთ დაბალანსებულ და რეგულარულ კვებას.
ბავშვები და მოზარდები
ბავშვებში გამოიყენება თიამინის ჰიდროქლორიდის 2.5%-იანი ხსნარი.
8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში დაშვებულია 5%-იანი ხსნარის გამოყენება.
თიამინის დეფიციტით გამოწვეული კრიტიკული მდგომარეობების დროს, შეჰყავთ 10-25 მგ, ღრმად კუნთში ან ნელა ინტრავენურად.
ინტრავენური გამოყენებისთვის, თიამინ-BP უნდა გაზავდეს ფიზიოლოგიური ხსნარით და შეიყვანოთ ნელა, 10 წუთის განმავლობაში.
თუ გამოიყენებთ საჭიროზე მეტ თიამინ-BP-ს (ვიტამინი B1)
ეს პროდუქტი მოგეცემათ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ამიტომ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიიღოთ ჭარბი დოზა. ვიტამინი B1-ის ჭარბი რაოდენობა გამოიყოფა შარდთან ერთად.
თუ დაგავიწყდათ თიამინ-BP-ის (ვიტამინი B1) მიღება
თუ ფიქრობთ, რომ გამოტოვეთ დოზა, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ შეწყვიტეთ თიამინ-BP-ის (ვიტამინი B1) მიღება
თუ გაქვთ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, თიამინ-BP-მ (ვიტამინი B1) შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
შეწყვიტეთ თიამინ-BP-ის (ვიტამინი B1) გამოყენება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ შემდეგ სიმპტომებს:
მძიმე ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს: სახის, ყელის ან ენის შეშუპებას, სუნთქვის გაძნელებას, ყლაპვის გაძნელებას, ქავილს და გამონაყარს (ანგიონევროზული შეშუპება); არტერიული წნევის დაცემას, ფილტვის შეშუპებას, ცივ ოფლს.
სხვა გვერდითი მოვლენები პრეპარატის გამოყენებისას
სიხშირე უცნობია (სიხშირის შეფასება არსებული მონაცემებით შეუძლებელია):
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, აგზნება, ჩხვლეტის შეგრძნება, დაბუჟება
- მხედველობის ნერვის დაზიანება (გამოიხატება მხედველობის დარღვევით)
- კანისა და ლორწოვანი გარსების პათოლოგიური მოლურჯო ფერი (ციანოზი), გულისცემის დარღვევა, არტერიული წნევის უეცარი დაცემა
- გულისრევა, კუჭ-ნაწლავური სისხლდენა
- კანის სიწითლე, ქავილი, ჭინჭრის ციება (კანის გამონაყარი)
- ღვიძლის ფერმენტების დარღვევები
- სიცხის შეგრძნება, შემცივნება, კანკალი, შეშუპება, ზოგადი სისუსტე, ჭარბი ოფლიანობა, ინექციის ადგილას მგრძნობელობა და ინდურაცია/თრომბოფლებიტი.
თიამინი ხელს უწყობს ანტიბიოტიკების მიმართ გარკვეული ბაქტერიების (სტაფილოკოკების) რეზისტენტობის განვითარებას.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში.
გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- როგორ ინახება თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
სინათლისგან დასაცავად შეინახეთ 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ორიგინალ შეფუთვაში.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე „ვარგისიანობის ვადა“-ს შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება მოცემული თვის ბოლო დღეს.
არ გადაყაროთ მედიკამენტები ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, თუ როგორ გადაყაროთ გამოუყენებელი მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარი
- აქტიური ნივთიერებაა თიამინის ჰიდროქლორიდი
1 მლ შეიცავს 50 მგ თიამინის ჰიდროქლორიდს.
- სხვა ინგრედიენტებია: დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.
როგორ გამოიყურება თიამინ-BP (ვიტამინი B1) საინექციო ხსნარი და შეფუთვის შიგთავსი
გამჭვირვალე უფერო ან ოდნავ შეფერილი სითხე.
საინექციო ხსნარი დოზირებულია 1 მლ-ად შუშის ამპულებში, რომლებსაც აქვთ სამუხრუჭე სისტემა OPC (ერთ წერტილიანი ჭრილი) ან გასატეხი რგოლი.
5 ამპულა შეფუთულია PVC დამჭერში. 2 დამჭერი და ინსტრუქციის ფურცელი შეფუთულია გარე კოლოფში და მარკირებულია.
მწარმოებელი
TC Balkan Pharmaceuticals LLC
Industriala, str., 7/A, MD-2091, სინგერა, მოლდოვას რესპუბლიკა
ელ. ფოსტა: [email protected]
ეს ფურცელი ბოლოს გადაიხედა 2025 წლის ივლისში
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახეთ ორიგინალი ან ჰკითხეთ ფარმაცევტს.


