პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

ზელენინას წვეთები RFF

ZEĻEŅINA pilieni RFF

ურეცეპტოდ25მლინსტრუქცია ქართულადლატვია
რისთვის გამოიყენება

ზელენინას წვეთები მცენარეული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ფუნქციური კარდიალური დარღვევებით (ტენდენციით ბრადიკარდიისკენ) თანხლებული ნეიროცირკულაციური დისტონიის სამკურნალოდ. ზელენინას წვეთები შედგება 3 სამკურნალო მცენარის და მენთოლის რაცემატის კომბინაციისგან. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
tinctura convallariae + tinctura belladonnae + tinctura valerianae + menthol racemic
ფორმა და შეფუთვა
25მლ შიგნით მისაღები წვეთები ფლაკონი №1
მწარმოებელი
AS “Rīgas farmaceitiskā fabrika”, ლატვია
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, კარდიოლოგიური კომბინირებული სხვა საშუალებები
რეგისტრაციის ნომერი
რ-035415
რეგისტრირებულია
1 ივნისი 2022, მოქმედებს 1 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაზელენინას წვეთები RFF და სხვა წამალი ერთად

ზელენინას წვეთები RFF — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზელენინას წვეთები მცენარეული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ფუნქციური კარდიალური დარღვევებით (ტენდენციით ბრადიკარდიისკენ) თანხლებული ნეიროცირკულაციური დისტონიის სამკურნალოდ.

ზელენინას წვეთები შედგება 3 სამკურნალო მცენარის და მენთოლის რაცემატის კომბინაციისგან. თითოეულ კომპონენტს გააჩნია განსხვავებული ფარმაკოლოგიური მოქმედება, რისი საშუალებითაც, მიიღწევა სასარგებლო ფარმაკოლოგიური ეფექტი სხვადასხვა ფუნქციური კარდიოვასკულური დარღვევების დროს.

ზელენინას წვეთების შემცველობაში არსებული კატაბალახას ნაყენი ამცირებს ნერვულ გადაძაბვას. შროშანის ნაყენს გააჩნია დადებითი მოქმედება გულისცემაზე. შმაგას ნაყენი და მენთოლი ადუნებს გლუვ კუნთებს, როგორც სისხლძარღვებში, ასევე საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარტს.

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

ზრდასრულები

რეკომენდებულ ერთჯერად დოზას შეადგენს 20-25 წვეთი. მაქსიმალური დღიური დოზა: 3 ერთჯერადი დოზა.

მოზარდები 12 წლის ასაკიდან, ხანდაზმული ასაკის პაციენტები და პაციენტები თირკმლის დაზიანებით

რეკომენდებული ერთჯერადი დოზა უნდა შემცირდეს 2-5 წვეთით. მაქსიმალური დღიური დოზა: 3 ერთჯერადი დოზა. თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოებას შესახებ არასათანადო ცნობების გამო, ზელენინას წვეთები არ გამოიყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის ან ეთილის სპირტის მიმართ;

თუ პაციენტს აქვს დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

თუ პაციენტს მომატებული აქვს თვალისშიგა წნევა;

თუ პაციენტს აქვს წინამდებარე ჯირკვალის ჰიპერპლაზია, რომელიც თანხლებულია შარდის მძიმე ხარისხის შეუკავებლობით;

თუ პაციენტს აქვს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;

თუ პაციენტს აქვს ნაწლავების ატონიური ობსტრუქცია;

თუ პაციენტს აქვს პილორუსის (კუჭის) ან საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ნაწილის შევიწროვება;

თუ პაციენტს დარღვეული აქვს ღვიძლის ფუნქცია;

თუ პაციენტს გადიდებული აქვს მსხვილი ნაწლავი და ნაწლავის კედელი გასქელებულია;

თუ პაციენტს აქვს ჰიპოკალემია (დგინდება ლაბორატორიული ანალიზით);

თუ პაციენტს აქვს გულის ელექტროგამავლობის სხვადასხვა ეტიოლოგიის და ხარისხის დარღვევები;

თუ პაციენტი ღებულობს დიგიტალისს;

თუ პაციენტს უეცრად განუვითარდა ფილტვის შეშუპება;

თუ პაციენტს აქვს ძლიერი კუნთოვანი პაროქსიზმები;

თუ პაციენტს აქვს ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია (გულის იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება გულის კუნთის გასქელებით);

12 წლამდე ასაკის ბავშვებში;

თუ პაციენტი არის ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

მოზარდებში 12 წლის ასაკიდან, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში, ერთჯერადი დოზა მცირდება 2-5 წვეთით.

ზელენინას წვეთები გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით პაციენტებში დაუნის სინდრომით, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, პაციენტებში გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადებით, ფაღარათით, წყლულოვანი კოლიტით, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, არტერიული ჰიპერტენზიით, ტაქიკარდიით და ცხელებით.

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 60% ეთანოლს (ალკოჰოლი) (მოც./მოც.). ერთი დოზა (20-25 წვეთი) შეიცავს 0.22 – 0.275 გ ეთანოლს (ალკოჰოლი), რაც შეესაბამება 4.4 – 5.5 მლ ლუდში ან 2.75 – 3.68 მლ ღვინოში ალკოჰოლის შემცველობას. საზიანოა ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირთათვის. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მაღალი რისკის მქონე პაციენტებში: ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

ზელენინას წვეთების მოქმედებას აძლიერებს შემდეგი პრეპარატები: საგულე გლიკოზიდები, ბეტა-ბლოკატორები, საძილე პრეპარატები, საანესთეზიო პრეპარატები, ანტიფსიქოზური პრეპარატები და ანტიჰისტამინები, ანტიდეპრესანტები, სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატები, ქინიდინი, კალციუმის შემცველი პრეპარატები, მარილის დამკარგავი დიურეზული პრეპარატები, საფაღარათე საშუალებები, ალკოჰოლი და გლუკოკორტიკოსტეროიდები (ჰორმონები), რომლებიც გამოიყენება ხანგრძლივად.

ვერაპამილთან კომბინაციური მკურნალობისას შესაძლოა განვითარდეს არითმიები; მიორელაქსანტ თიზანიდინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ბრადიკარდია; კორტიკოსტეროიდებთან და დიურეზულ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ჰიპოკალემია; პეპტიური წყლულის სამკურნალო პრეპარატი სუკრალფატი, სავარაუდოდ, თრგუნავს ზელენინას წვეთების აბსორბციას.

ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

პელენინას წვეთების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე საკვების და ალკოჰოლის გავლენის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

ორსულობა და ძუძუთი კვება

უსაფრთხოებასა და ეფექტურობის შესახებ არასათანადო ცნობების გამო, ზელენინას წვეთები არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ზელენინას წვეთებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა; ამრიგად, პრეპარატი არ მიიღება თუ პაციენტი აპირებს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვას.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ზელენინას წვეთებსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

ჰალუცინაციები;

თავბრუსხვევა;

ფოტოფობია;

ბრონქული სეკრეტის შემცირება;

წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, გულისრევა, მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა;

კანის სიწითლე, კანის სიმშრალე, ოფლის გამოყოფის შემცირება;

ხშირი შარდვა, შარდის შეკავება;

სხეულის ჭარბი ტემპერატურა.

უცნობი სიხშირის (არსებული ცნობების საფუძველზე სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება):

ალერგიული რეაქციები;

თავის ტკივილი, ძილიანობა, მოუსვენრობა, უძილობა (მაღალი დოზების ხანგრძივი პერიოდით გამოყენების დროს);

გუგების გაფართოება, თვალის აკომოდაციის დარღვევები;

გულის რიტმის და სიხშირის ცვლილებები (შესაძლებელია არითმიების განვითარება).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ლატვიის წამლის ეროვნული სააგეტოსთვის – იერსიკას ქ. 15, რიგა, LV-1003. ვებ-გვერდი: www.zva.gov.lv.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

კანის სიწითლე, გულისცემის სიხშირის ცვლილებები, გულის რითმის დარღვევები, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ნაწლავთა მოძრაობის დათრგუნვა, სისუსტე ან აჟიტირება, თავბრუსხვევა, ხელების ტრემორი, შარდვის დარღვევები წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტებში, გუგების გაფართოება. სიმპტომები ლაგდება პრეპარატის მიღების შეწვეტიდან 24 საათის განმავლობაში.

დოზის გადაჭარბებისას მკურნალობა სიმპტომურია: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი (20-30 გ) მიღებული პრეპარატის შეწოვის მიზნით.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ უნდა მოხდეს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

შენახვის პირობები

ინახება თავისივე კოლოფში.

ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე სიმბოლოების - ‘Valid until’ შემდეგ (იგულისხმება კონკრეტული თვის ბოლო დღე).

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.

არ გამოიყენება თუ ბოთლის სახურავი არ არის ჰერმეტულად დახურული.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

რიგის ფარმაცევტული ქარხანა ს.ს

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისთვის

ზელენინას წვეთები RFF შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი

შმაგას ნაყენი/შროშანის ნაყენი/კატაბალახას ნაყენი/მენთოლის რაცემატი

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ამ ინსტრუქციის მიხედვით ან მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებისამებრ.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვებისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების ან ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ზელენინას წვეთები და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ზელენინას წვეთების გამოყენებამდე

ზელენინას წვეთების გამოყენების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ზელენინას წვეთების შენახვის წესი

გამოშვების ფორმა და დამატებითი ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს ზელენინას წვეთები და რისთვის გამოიყენება იგი

ზელენინას წვეთები მცენარეული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ფუნქციური კარდიალური დარღვევებით (ტენდენციით ბრადიკარდიისკენ) თანხლებული ნეიროცირკულაციური დისტონიის სამკურნალოდ.

ზელენინას წვეთები შედგება 3 სამკურნალო მცენარის და მენთოლის რაცემატის კომბინაციისგან. თითოეულ კომპონენტს გააჩნია განსხვავებული ფარმაკოლოგიური მოქმედება, რისი საშუალებითაც, მიიღწევა სასარგებლო ფარმაკოლოგიური ეფექტი სხვადასხვა ფუნქციური კარდიოვასკულური დარღვევების დროს.

ზელენინას წვეთების შემცველობაში არსებული კატაბალახას ნაყენი ამცირებს ნერვულ გადაძაბვას. შროშანის ნაყენს გააჩნია დადებითი მოქმედება გულისცემაზე. შმაგას ნაყენი და მენთოლი ადუნებს გლუვ კუნთებს, როგორც სისხლძარღვებში, ასევე საჭმლის მომნელებელ ტრაქტში.

  • რა უნდა იცოდეს პაციენტმა ზელენინას წვეთების გამოყენებამდე

ზელენინას წვეთები არ გამოიყენება:

თუ პაციენტი ალერგიულია პრეპარატის ნებისმიერი ინგრედიენტის ან ეთილის სპირტის მიმართ;

თუ პაციენტს აქვს დახურულკუთხოვანი გლაუკომა;

თუ პაციენტს მომატებული აქვს თვალისშიგა წნევა;

თუ პაციენტს აქვს წინამდებარე ჯირკვალის ჰიპერპლაზია, რომელიც თანხლებულია შარდის მძიმე ხარისხის შეუკავებლობით;

თუ პაციენტს აქვს კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული;

თუ პაციენტს აქვს ნაწლავების ატონიური ობსტრუქცია;

თუ პაციენტს აქვს პილორუსის (კუჭის) ან საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ნაწილის შევიწროვება;

თუ პაციენტს დარღვეული აქვს ღვიძლის ფუნქცია;

თუ პაციენტს გადიდებული აქვს მსხვილი ნაწლავი და ნაწლავის კედელი გასქელებულია;

თუ პაციენტს აქვს ჰიპოკალემია (დგინდება ლაბორატორიული ანალიზით);

თუ პაციენტს აქვს გულის ელექტროგამავლობის სხვადასხვა ეტიოლოგიის და ხარისხის დარღვევები;

თუ პაციენტი ღებულობს დიგიტალისს;

თუ პაციენტს უეცრად განუვითარდა ფილტვის შეშუპება;

თუ პაციენტს აქვს ძლიერი კუნთოვანი პაროქსიზმები;

თუ პაციენტს აქვს ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია (გულის იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება გულის კუნთის გასქელებით);

12 წლამდე ასაკის ბავშვებში;

თუ პაციენტი არის ორსულად ან ძუძუთი კვებავს ბავშვს.

გაფრთხილებები და განსაკუთრებული მითითებები

პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

მოზარდებში 12 წლის ასაკიდან, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში და თირკმლის დაზიანების მქონე პაციენტებში, ერთჯერადი დოზა მცირდება 2-5 წვეთით.

ზელენინას წვეთები გამოიყენება განსაკუთრებული სიფრთხილით პაციენტებში დაუნის სინდრომით, ხანდაზმული ასაკის პაციენტებში, პაციენტებში გასტროეზოფაგური რეფლუქს-დაავადებით, ფაღარათით, წყლულოვანი კოლიტით, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტით, არტერიული ჰიპერტენზიით, ტაქიკარდიით და ცხელებით.

ეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 60% ეთანოლს (ალკოჰოლი) (მოც./მოც.). ერთი დოზა (20-25 წვეთი) შეიცავს 0.22 – 0.275 გ ეთანოლს (ალკოჰოლი), რაც შეესაბამება 4.4 – 5.5 მლ ლუდში ან 2.75 – 3.68 მლ ღვინოში ალკოჰოლის შემცველობას. საზიანოა ალკოჰოლზე დამოკიდებულ პირთათვის. განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო მაღალი რისკის მქონე პაციენტებში: ეპილეფსიის მქონე პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

ზელენინას წვეთების მოქმედებას აძლიერებს შემდეგი პრეპარატები: საგულე გლიკოზიდები, ბეტა-ბლოკატორები, საძილე პრეპარატები, საანესთეზიო პრეპარატები, ანტიფსიქოზური პრეპარატები და ანტიჰისტამინები, ანტიდეპრესანტები, სოკოვანი ინფექციების საწინააღმდეგო პრეპარატები, ქინიდინი, კალციუმის შემცველი პრეპარატები, მარილის დამკარგავი დიურეზული პრეპარატები, საფაღარათე საშუალებები, ალკოჰოლი და გლუკოკორტიკოსტეროიდები (ჰორმონები), რომლებიც გამოიყენება ხანგრძლივად.

ვერაპამილთან კომბინაციური მკურნალობისას შესაძლოა განვითარდეს არითმიები; მიორელაქსანტ თიზანიდინთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ბრადიკარდია; კორტიკოსტეროიდებთან და დიურეზულ პრეპარატებთან ერთად გამოყენების შემთხვევაში, შესაძლოა განვითარდეს ჰიპოკალემია; პეპტიური წყლულის სამკურნალო პრეპარატი სუკრალფატი, სავარაუდოდ, თრგუნავს ზელენინას წვეთების აბსორბციას.

ურთიერთქმედება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

პელენინას წვეთების უსაფრთხოებასა და ეფექტურობაზე საკვების და ალკოჰოლის გავლენის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.

ორსულობა და ლაქტაცია

უსაფრთხოებასა და ეფექტურობის შესახებ არასათანადო ცნობების გამო, ზელენინას წვეთები არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვა

ზელენინას წვეთებმა შესაძლოა გამოიწვიოს ძილიანობა; ამრიგად, პრეპარატი არ მიიღება თუ პაციენტი აპირებს ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვას.

  • ზელენინას წვეთების გამოყენების წესი

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მკურნალი ექიმის, ფარმაცევტის ან ექთნის მითითებისამებრ. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს თუ არ არის დარწმუნებული, რომ წესისამებრ იღებს პრეპარტს.

პრეპარატი მიიღება პერორალურად.

ზრდასრულები

რეკომენდებულ ერთჯერად დოზას შეადგენს 20-25 წვეთი. მაქსიმალური დღიური დოზა: 3 ერთჯერადი დოზა.

მოზარდები 12 წლის ასაკიდან, ხანდაზმული ასაკის პაციენტები და პაციენტები თირკმლის დაზიანებით

რეკომენდებული ერთჯერადი დოზა უნდა შემცირდეს 2-5 წვეთით. მაქსიმალური დღიური დოზა: 3 ერთჯერადი დოზა. თუ პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან 14 დღეში მდგომარეობა არ უმჯობესდება ან სიმპტომები უარესდება, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის უსაფრთხოებას შესახებ არასათანადო ცნობების გამო, ზელენინას წვეთები არ გამოიყენება აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, გამწვავდეს გვერდითი მოვლენები: კანის სიწითლე, გულისცემის სიხშირის ცვლილებები, გულის რითმის დარღვევები, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, ნაწლავთა მოძრაობის დათრგუნვა, სისუსტე ან აჟიტირება, თავბრუსხვევა, ხელების ტრემორი, შარდვის დარღვევები წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერპლაზიის მქონე პაციენტებში, გუგების გაფართოება. სიმპტომები ლაგდება პრეპარატის მიღების შეწვეტიდან 24 საათის განმავლობაში.

დოზის გადაჭარბებისას მკურნალობა სიმპტომურია: კუჭის ამორეცხვა, აქტივირებული ნახშირი (20-30 გ) მიღებული პრეპარატის შეწოვის მიზნით.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ უნდა მოხდეს.

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ზელენინას წვეთებსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

იშვიათი გვერდითი მოვლენები (მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან არაუმეტეს 1 შემთხვევაში):

ჰალუცინაციები;

თავბრუსხვევა;

ფოტოფობია;

ბრონქული სეკრეტის შემცირება;

წვის შეგრძნება მკერდის ძვლის უკან, პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, გულისრევა, მუცლის მოვლითი ხასიათის ტკივილი, ღებინება, ფაღარათი, ყაბზობა;

კანის სიწითლე, კანის სიმშრალე, ოფლის გამოყოფის შემცირება;

ხშირი შარდვა, შარდის შეკავება;

სხეულის ჭარბი ტემპერატურა.

უცნობი სიხშირის (არსებული ცნობების საფუძველზე სიხშირის დაზუსტება ვერ ხერხდება):

ალერგიული რეაქციები;

თავის ტკივილი, ძილიანობა, მოუსვენრობა, უძილობა (მაღალი დოზების ხანგრძივი პერიოდით გამოყენების დროს);

გუგების გაფართოება, თვალის აკომოდაციის დარღვევები;

გულის რიტმის და სიხშირის ცვლილებები (შესაძლებელია არითმიების განვითარება).

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული ეხება იმ გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც შესაძლოა არ იყოს მითითებული ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია უშუალოდ ლატვიის წამლის ეროვნული სააგეტოსთვის – იერსიკას ქ. 15, რიგა, LV-1003. ვებ-გვერდი: www.zva.gov.lv.

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

  • ზელენინას წვეთების შენახვის წესი

ინახება თავისივე კოლოფში.

ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე სიმბოლოების - ‘Valid until’ შემდეგ (იგულისხმება კონკრეტული თვის ბოლო დღე).

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება კანალიზაციაში ან ნაგავში. გამოუყენებელი ნარჩენების განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად, პაციენტმა უნდა მიმართოს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისთვის.

არ გამოიყენება თუ ბოთლის სახურავი არ არის ჰერმეტულად დახურული.

  • გამოშვების ფორმა და დამატებითი ინფორმაცია

ზელენინას წვეთების შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: 1 მლ ხსნარი შეიცავს 0.2 მლ შმაგას ნაყენს ექსტრაგენტთან თანაფარდობით 1:10 (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40% (მოც./მოც.)), 0.4 მლ შროშანის ნაყენს ექსტრაგენტთან თანაფარდობით 1:10 (ექსტრაგენტი: ეთანოლი 70% (მოც./მოც.)), 0.4 მლ კატაბალახას ნაყენს ექსტრაგენტთან თანაფარდობით 1:5 (ექსტრაგენტი: ეთანოლი 70% (მოც./მოც.)), 8.0 მგ მენთოლის რაცემატს.

დამხმარე ნივთიერებები: ეთილის სპირიტი, გამოხდილი წყალი.

გამოშვების ფორმა და შეფუთვის შემადგენლობა

ზელენინას წვეთები წაროადგენს გამჭვირვალე, მომწვანო ან მოყვითალო-მოყავისფრო სითხეს, დამახასიათებელი სურნელით.

ზელენინას წვეთები გამოდის 25 მლ-ან ბოთლებში საწვეთური თავით და მყარი პლასტმასის სახურავით.

ბოთლზე დატანილია ეტიკეტი.

ბოთლი მოთავსებულია მუყაოს კოლოფში, გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

AS “rigas farmacetiska fabrika” Ozulu Street 10, Riga, LV-1005, Latvia Tel: 67355550, 67355551 Fax: 67355551 E-mail: [email protected]

ას “რიგას ფარმაცეტისკა ფაბრიკა” ოზულის ქ. 10, რიგა, LV-1005, ლატვია ტელ: 67355550, 67355551 ფაქს: 7355551 ელ. ფოსტა: [email protected]

ინსტრუქციის ბოლო შესწორების თარიღი: 01/2018

ინფორმაცია მეორად შეფუთვაზე

კოლოფი

  • პროდუქტის დასახელება

ზელენინას წვეთები RFF შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი

  • აქტიური ნივთიერება

1 მლ ხსნარი შეიცავს 0.2 მლ შმაგას ნაყენს (Belladonnae tinctura) ექსტრაგენტთან თანაფარდობით 1:10 (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40% (მოც./მოც.)), 0.4 მლ შროშანის ნაყენს (Convallariae tinctura) ექსტრაგენტთან თანაფარდობით 1:10 (ექსტრაგენტი: ეთანოლი 70% (მოც./მოც.)), 0.4 მლ კატაბალახას ნაყენს (Valerianae tinctura) ექსტრაგენტთან თანაფარდობით 1:5 (ექსტრაგენტი: ეთანოლი 70% (მოც./მოც.)), 8.0 მგ მენთოლის რაცემატს (Mentholum racemicum).

  • დამხმარე ნივთიერებების სია

პრეპარატი შეიცავს 60% (მოც./მოც.) ეთანოლს.

  • ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

25 მლ

  • მიღების წესი და მეთოდი

გამოყენებამდე დაკვირვებით გაეცანით ინსტრუქციას.

  • განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • სხვა განსაკუთრებული მითითება(ები), ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • შენახვის ვადა:

EXP:

  • შენახვის განსაკუთრებული პირობები:

ინახება თავისივე კოლოფში.

ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

  • სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის ან სამედიცინო პროდუქტის ნარჩენების უტილიზაციისთვის, მათი საჭიროების შემთხვევაში
  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მისამართი

ას “რიგას ფარმაცეტისკა ფაბრიკა” ოზულის ქ. 10, რიგა, LV-1005, ლატვია

  • სავაჭრო ლიცენზიის ნომერი

98-0870

  • სერიის ნომერი

სერია:

  • გაცემის წესი

გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე.

  • გამოყენების ინსტრუქციები
  • ინფორმაცია ბრაილის შიფტით

ზელენინას წვეთები

ინფორმაცია პირველად შეფუთვაზე

ბოთლის ეტიკეტი

  • პროდუქტის დასახელება

ზელენინას წვეთები RFF შიგნით მისაღები წვეთები, ხსნარი

  • აქტიური ნივთიერება

1 მლ ხსნარი შეიცავს 0.2 მლ შმაგას ნაყენს (Belladonnae tinctura) ექსტრაგენტთან თანაფარდობით 1:10 (ექსტრაგენტი: ეთანოლი 40% (მოც./მოც.)), 0.4 მლ შროშანის ნაყენს (Convallariae tinctura) ექსტრაგენტთან თანაფარდობით 1:10 (ექსტრაგენტი: ეთანოლი 70% (მოც./მოც.)), 0.4 მლ კატაბალახას ნაყენს (Valerianae tinctura) ექსტრაგენტთან თანაფარდობით 1:5 (ექსტრაგენტი: ეთანოლი 70% (მოც./მოც.)), 8.0 მგ მენთოლის რაცემატს (Mentholum racemicum).

  • დამხმარე ნივთიერებების სია

პრეპარატი შეიცავს 60% (მოც./მოც.) ეთანოლს.

  • ფარმაცევტული ფორმა და შემადგენლობა

25 მლ

  • მიღების წესი და მეთოდი

გამოყენებამდე დაკვირვებით გაეცანით ინსტრუქციას.

  • განსაკუთრებული მითითება, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

  • სხვა განსაკუთრებული მითითება(ები), ასეთის არსებობის შემთხვევაში
  • შენახვის ვადა:

EXP:

  • შენახვის განსაკუთრებული პირობები:

ინახება არაუმეტეს 25C ტემპერატურაზე.

ინახება თავისივე კოლოფში.

  • სიფრთხილის განსაკუთრებული ზომები გამოუყენებელი სამედიცინო პროდუქტის ან სამედიცინო პროდუქტის ნარჩენების უტილიზაციისთვის, მათი საჭიროების შემთხვევაში
  • სავაჭრო ლიცენზიის მფლობელის დასახელება და მისამართი

ას “რიგას ფარმაცეტისკა ფაბრიკა” ოზულის ქ. 10, რიგა, LV-1005, ლატვია

  • სავაჭრო ლიცენზიის ნომერი(ები)

98-0870

  • სერიის ნომერი

სერია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა