ვოსევი
Vosevi®
ვოსევი არის მედიკამენტი, რომელიც ერთ ტაბლეტში შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს -სოფოსბუვირს, ველპატასვირს და ვოქსილაპრევირს. გამოიყენება 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში ღვიძლის ქრონიკული (ხანგრძლივი) ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება C ჰეპატიტი. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ველპატასვირი (velpatasvir) + სოფოსბუვირი (sofosbuvir) + ვოქსილაპრევირი (voxilaprevir)
- ფორმა და შეფუთვა
- 400მგ+100მგ+100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 ფლაკონში
- მწარმოებელი
- Gilead Sciences Ireland UC, ირლანდია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, C ჰეპატიტის სამკურნალო ანტივირუსული საშუალებები
- ATC კოდი
- J05AP56
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036606
- რეგისტრირებულია
- 12 ოქტომბერი 2022, მოქმედებს 12 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- დელტა მედიკალ პრომოუშენსის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- -
ვოსევი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვოსევი არის მედიკამენტი, რომელიც ერთ ტაბლეტში შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს -სოფოსბუვირს, ველპატასვირს და ვოქსილაპრევირს. გამოიყენება 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში ღვიძლის ქრონიკული (ხანგრძლივი) ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება C ჰეპატიტი.
მედიკამენტის აქტიური ნივთიერებები ერთად მოქმედებს სამი სხვადასხვა ცილის ბლოკირებით, რომელიც C ჰეპატიტის ვირუსს ზრდისა და რეპროდუქციისთვის ჭირდება, რის შედეგადაც ხდება ორგანიზმიდან ინფექციის ელიმინაცია.
მიღების წესი და დოზირება
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა
რეკომენდებული დოზაა ერთი 400მგ/100მგ/100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ან ორი 200მგ/50მგ/50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღე-ღამეში ერთხელ 8 ან 12 კვირის განმავლობაში.
მიიღეთ ვოსევი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ საკვებთნ ერთად. არ დაღეჭოთ, არ დაფხვნათ და არ გაყოთ ტაბლეტი, რადგან ძალიან მწარე გემო აქვს.
თირკმლის პრობლემები
აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები ან თუ იტარებთ თირკმლის დიალიზს, რადგან ვოსევი სრულად შესწავლილი არ არის თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში.
ღვიძლის პრობლემები
ღვიძლის საშუალო ან მწვავე უკმარისობის შემთხვევაში ვოსევი არ უნდა გამოიყენონ
თუ იღებთ ანტაციდს, მიიღეთ ვოსევის გამოყენებამდე 4 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 4 საათის შემდეგ.
თუ ვოსევის მიღების შემდეგ ცუდად ხართ (გაქვთ ღებინება), ეს შეიძლება მოქმედებდეს სისხლში მის რაოდენობაზე. ამან შეიძლება შეასუსტოს ვოსევის მოქმედება.
თუ ცუდად ხართ (გაქვთ ღებინება) ვოსევის მიღებიდან 4 საათზე ნაკლებ დროში, მიიღეთ მეორე ტაბლეტი.
თუ ცუდად ხართ (გაქვთ ღებინება) ვოსევის მიღებიდან 4 საათის შემდეგ, შემდეგ გეგმიურ დოზამდე მეორე ტაბლეტის მიღება არ გჭირდებათ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვოსევი
თუ შემთხვევით მიიღეთ ვოსევის რეკომენდებულზე მაღალი დოზა, შეიძლება მოიმატოს გვერდითი ეფექტების რისკმა (იხ. პარაგრაფი 4, შესაძლო გვერდითი ეფექტები).
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. ტაბლეტი ფლაკონით წაიღეთ, რათა ადვილად აღწეროთ რა საშუალება მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ ვოსევის მიღება
მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ მედიკამენტის დოზა.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში გაარკვიეთ როდის მიიღეთ ვოსევი ბოლოს.
თუ ვოსევის ჩვეულებრივ მიღების დროიდან გასულია 18 საათზე ნაკლები, ტაბლეტი რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოთ. შემდეგ მიღება განაგრძეთ ჩვეული სქემით.
თუ ვოსევის ჩვეულებრივ მიღების დროიდან გასულია 18 საათზე მეტი, მოიცადეთ და შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს მიიღეთ. არ მიიღოთ ვოსევის ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთად).
არ შეწყვიტოთ ვოსევის მიღება
ამ მედიკამენტის მიღება არ შეწყვიტოთ ექიმის გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის სრული კურსის დასრულება რათა მედიკამენტმა საუკეთესოდ უმკურნალოს C ჰეპატიტის ვირუსით ინფექციას.
მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ალერგიული ხართ სოფოსბუვირის, ველპატასვირის, ვოქსილაპრევირის ან მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი ინსტრუქციის მე-6 თავში).
თუ ეს გეხებათ, ვოსევი არ მიიღოთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ ამჟამად იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:
რიფამპიცინი და რიფაბუტინი (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები ტუბერკულოზის ჩათვლით)
კრაზანა (St. John’s wort) (დეპრესიის სამკურნალო მცენარეული მედიკამენტი)
კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი და ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ და კრუნჩხვების პრევენციისთვის გამოყენებული მედიკამენტები)
როზუვასტატინი (სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონის სამკურნალო ან ზოგიერთი კარდიოვასკულური მოვლენის რისკის შემცირებისთვის გამოყენებული მედიკამენტი)
დაბიგატრანი (თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის გამოყენებული მედიკამენტი)
ეთინილესტრადიოლი -ს შემცველი მედიკამენტები, მრავალი კონტრაცეპტივის ჩათვლით
სიფრთხილის ზომები
მიმართეთ ექიმს თუ:
გაქვთ ღვიძლის პრობლემები C ჰეპატიტის გარდა.
თუ ამჟამად გაქვთ ან ადრე ინფიცირებული იყავით B ჰეპატიტის ვირუსით, ექიმი შეიძლება უფრო ინტენსიურად დაგაკვირდეთ.
თუ ჩატარებული გაქვთ ღვიძლის გადანერგვა
მკურნალობთ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფექციას, ექიმმა შეიძლება უზრუნველყოს თქვენი უფრო ინტენსიური მონიტორინგი.
ვოსევის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:
ამჟამად იღებთ ან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიღებული გაქვთ ამიოდარონი არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (თუ ეს მედიკამენტი გაქვთ მიღებული, ექიმმა შეიძლება გაითვალისწინოს ალტერნატიული მკურნალობა). ვოსევით მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ გულის დამატებითი მონიტორინგი.
თუ გაქვთ დიაბეტი. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზის დონის ინტენსიური მონიტორინგი და/ან დიაბეტის მედიკამენტების ცვლილება ვოსევის გამოყენების დაწყების შემდეგ. დიაბეტით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს ვოსევის მსგავსი მედიკამენტებით მკურნალობის დაწყების შემდეგ განუვითარდა სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია).
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ იღებთ გულის პრობლემების სამკურნალო რაიმე მედიკამენტს და თუ მკურნალობის დროს აღგენიშნებათ:
ნელი და არარეგულარული გულისცემა, ან გულის რითმის პრობლემები;
სუნთქვის უკმარისობა ან არსებული სუნთქვის უკმარისობის გაუარესება;
ტკივილი გულმკერდის არეში;
თავბრუსხვევა
პალპიტაცია
გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა
სისხლის ანალიზები
ვოსევით მკურნალობამდე, მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შემდეგ ექიმი შეამოწმებს თქვენს სისხლს. ეს კეთდება იმისთვის, რომ:
ექიმმა გადაწყვიტოს, უნდა მიიღოთ თუ არა და რამდენი ხნით უნდა გამოიყენოთ ვოსევი
ექიმმა შეძლოს მკურნალობის ეფექტიანობის და C ჰეპატიტის ვირუსისგან თქვენი გათავისუფლების დადასტურება.
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტი არ გამოიყენოთ 12 წლამდე ასაკის და 30 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში. ასეთ პაციენტებში ვოსევის გამოყენება ჯერჯერობით შესწავლილი არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ რაიმე სხვა მედიკამენტი.
ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზოგიერთი მედიკამენტი არ უნდა გამოიყენონ ვოსევთან ერთდ. ვოსევის ამ რომელიმე მედიკამენტთან ერთად მიღებამ შეიძლება შეაფერხოს მათი მოქმედება ან გააუარესოს გვერდითი ეფექტები:
რიფამპიცინი და რიფაბუტინი (ინფექციების, ტუბერკულოზის ჩათვლით, სამკურნალო ანტიბიოტიკები);
კრაზანა (დეპრესიის სამკურნალო მცენარეული მედიკამენტი);
კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი და ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ და კრუნჩხვების პრევენციისთვის გამოყენებული მედიკამენტები);
როზუვასტატინი (სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონის სამკურნალო ან ზოგიერთი კარდიოვასკულური მოვლენის რისკის შემცირებისთვის გამოყენებული მედიკამენტი);
დაბიგატრანი (თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის გამოყენებული მედიკამენტი);
ეთინილესტრადიოლი -ს შემცველი მედიკამენტები, მრავალი კონტრაცეპტივის ჩათვლით.
აცნობეთი ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:
ამიოდარონი, გამოიყენება არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ;
რიფაპენტინი (ინფექციების, ტუბერკულოზის ჩათვლით, სამკურნალო ანტიბიოტიკი);
ოქსკარბაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალო და კრუნჩხვების პროფილაქტიკური საშუალება);
ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატი ან ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატის შემცველი რაიმე მედიკამენტი, გამოყენებული აივ ინფექციის სამკურნალოდ;
ატაზანავირი, ევაფირენცი ან ლოპინავირი გამოყენებული აივ ინფექციის სამკურნალოდ;
დიგოქსინი, გამოყენებული გულის პრობლემების სამკურნალოდ;
მოდაფინილი, გამოყენებული ძილის დარღვევების სამკურნალოდ
ატორვასტატინი, პრავასტატინი ან სხვა სტატინები, გამოყენებული ქოლესტეროლის მაღალი დონის სამკურნალოდ
ციკლოსპორინი გამოყენებული იმუნური სისტემის დათრგუნვისთვის.
ვოსევის ამ მედიკამენტებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეაფერხოს მათი მოქმედება ან გააუარესოს გვერდითი ეფექტები. ექიმს შეიძლება დაჭირდეს სხვა პრეპარატის დანიშვნა ან უკვე დანიშნული მედიკამენტის დოზის კორექცია.
რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ კუჭის წყლულის, გულძმარვის ან მჟავას რეფლუქსის სამკურნალო მედიკამენტებს, რადგან მათ შეიძლება დააქვეითონ სისხლში ველპატასვირის რაოდენობა. ეს მედიკამენტები მოიცავს შემდეგს:
ანტაციდები (როგორიცაა ალუმინის/მაგნიუმის ჰიდროქსიდი ან კალციუმის კარბონატი). მათი მიღება უნდა მოხდეს ვოსევის გამოყენებამდე 4 საათით ადრე და მისი მიღებიდან 4 საათის შემდეგ.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (როგორიცაა ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, პანტოპრაზოლი და ეზომეპრაზოლი). თუ გჭირდებათ ამ მედიკამენტების მაღალი დოზა, ექიმმა შეიძლება სხვა საშუალება დაგინიშნოთ ან შეცვალოს უკვე დანიშნული პრეპარატის დოზა.
H2-რეცეპტორის ანტაგონისტები (როგორიცაა ფამოტიდინი, ციმეტიდინი, ნიზატიდინი ან რანიტიდინი). თუ გჭირდებათ ამ მედიკამენტების მაღალი დოზა, ექიმმა შეიძლება სხვა საშუალება დაგინიშნოთ ან შეცვალოს უკვე დანიშნული პრეპარატის დოზა.
ამ მედიკამენტებმა შეიძლება შეამციროს სისხლში ვოსევის რაოდენობა. თუ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს, ექიმმა შეიძლება სხვა პრეპარატი დაგინიშნოთ კუჭის წყლულის, გულძმარვის ან მჟავას რეფლუქსის მკურნალობისთვის ან გირჩიოთ როგორ და როდის უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.
რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ვარფარინს ან მსგავს მედიკამენტებს, რომლებსაც ეწოდება K ვიტამინის ანტაგონისტები და გამოიყენება სისხლის გასათხელებლად. ექიმმა შეიძლება გაზარდოს სისხლის ანალიზის ჩატარების სიხშირე შედედების შემოწმებისთვის.
თქვენი ღვიძლის ფუნქცია შეიძლება შეიცვალოს C ჰეპატიტის მკურნალობის დროს და ამიტომ, შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე (მაგ. თქვენი იმუნური სისტემის მხარდამჭერ პრეპარატებზე). საჭიროა, თქვენი ექიმის მხრიდან სხვა მედიკამენტების მიღების მონიტორინგი და შესაძლოა, ვოსევის მიღების დაწყების შემდეგ შეცვალოს მათი დოზები,
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ, ორსულობას ეჭვობთ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან ორსულობას გეგმავთ, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ორსულობა, ძუთი კვება და ფერტილობა
თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ან აპირებთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ რჩევისათვის ექიმს.
ორსულობა
ვოსევი ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. ორსულობის დროს ვოსევის ეფექტი უცნობია.
ძუძუთი კვება
არ მიიღოთ ვოსევი ძუძუთი კვების დროს. ვოსევის ზოგიერთი აქტიური ნივთიერება შეიძლება გამოიყოს დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ვოსევი არ უნდა მოქმედებდეს ავტომობილის მართვის, ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ვოსევი შეიცავს ლაქტოზას
აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ლაქტოზის ან სხვა შაქრების აუტანლობა. ვოსევი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ გაქვთ ლაქტოზას აუტანლობა ან გითხრეს რომ გაქვთ სხვა შაქრების აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული
შეწყვიტეთ ვოსევის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
სახის, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპება (ანგიოედემა) (ნაკლებად ხშირი ეფექტი - შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 ადამიანს)
დიდ ფართობზე განვითარებულია მწვავე გამონაყარი კანის აქერცვლით, რასაც შეიძლება ახლდეს ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ბლისტერები პირის ღრუში, თვალებზე და/ან გენიტალიებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) (ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე არ არის ცნობილი)
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები
(შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
თავის ტკივილი
დიარეა
ავადობის შეგრძნება (გულისრევა)
ხშირი გვერდითი ეფექტები
(შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 შემთხვევამდე)
მუცლის ტკივილი
მადის დაქვეითება
ავადობა (ღებინება)
კუნთების ტკივილი (მიალგია)
ღვიძლის ფუნქციების ლაბორატორიული ტესტების ანომალიები (საერთო ბილირუბინი)
გამონაყარი
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები
(შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 შემთხვევამდე)
კუნთების სპაზმები
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინება პირდაპირ შეგიძლიათ ნაციონალური შეტყობინების სისტემით.
გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია)
ყვითელი ბარათის სქემა
ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard
ან მოიძიეთ MHRA Yellow Card აპლიკაცია Google Play ან Apple App Store
ირლანდია
HPRA ფარმაკოზედამხედველობა
ვებ-გვერდი: www.hpra.ie
მალტა
ADR შეტყობინების ვებ-გვერდი: www.medicinesathority.gov.mt/adportal
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებებია სოფოსბუვირი, ველპატასვირი და ვოქსილაპრევირი. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400მგ სოფოსბუვირს, 100მგ ველპატასვირს და 100მგ ვოქსილაპრევირს ან 200მგ სოფოსბუვირს, 50მგ ველპატასვირს და 50მგ ვოქსილაპრევირს
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი:
სილიციუმი კოლოიდური უწყლო, კოპოვიდონი, ნატრიუმს კროსკარმელოზა (E468), ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460).
თხელი გარსი:
რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), მაკროგოლი (E1521), პოლივინილის სპირტი (E1203), ტალკი (E553b, ტიტანის დიოქსიდი (E171)
ვოსევის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ვოსევი 400მგ/100მგ/100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ჩალისფერი, კაფსულის ფორმის ტაბლეტები, ამოტვიფრული “GSI” ერთ მხარეს და “3” მეორე მხარეს. ტაბლეტის სიგრძეა 20მმ, სიგანე 10მმ.
ვოსევი 100მგ/50მგ/50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ჩალისფერი, ოვალური ფორმის ტაბლეტები, ამოტვიფრული “GSI” ერთ მხარეს და “SVV” მეორე მხარეს. ტაბლეტის სიგრძეა 15მმ, სიგანე 8მმ.
ტაბლეტები მოთავსებულია პლასტმასის ფლაკონებში, რომლებსაც აქვს ბავშვებისაგან სპეციალური დამცავი ხუფი. ყოველი ფლაკონი შეიცავს სილიკონის გელის დესიკანტს (გამშრობი საშუალება), რომელიც ფლაკონში უნდა იყოს ტაბლეტების დაცვისთვის. სილიკონის გელის დესიკანტი მოთავსებულია ცალკე პაკეტში ან შეფუთვაში და არ უნდა გადაყლაპონ.
400მგ/100მგ/100მგ და 200მგ/50მგ/50მგ ტაბლეტებისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი ზომის შეფუთვები:
კოლოფში 1 ფლაკონი, 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
Gilead Sciences Ireland UC
Carrigtohill
County Cork, T45 DP77
ირლანდია
შენახვის პირობები
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ გამოიყენოთ ფლაკონზე და კოლოფზე “EXP”-ს შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან დაცვისთვის. ფლაკონი შეინახეთ მჭიდროდ დახურული.
მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. კითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სარეკომენდაციო ვერსია
გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ვოსევი®
400მგ/100მგ/100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ვოსევი®
200მგ/50მგ/50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
სოფოსბუვირი/ველპატასვირი/ვოქსილაპრევირი
621386182880
ეს მედიკამენტი ექვემდებარება დამატებითი მონიტორინგს. ეს იძლევა უსაფრთხოების შესახებ ახალი ინფორმაციის სწრაფი იდენტიფიკაციის საშუალებას. ამ საკითხში თქვენც შეგიძლიათ დახმარება გვერდითი ეფექტების შეტყობინებით. გვერდითი ეფექტების შეტყობინების წესი იხ. 4 პარაგრაფში.
ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ გამოყენების ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ინსტრუქცია, შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს მედიკამენტი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ სხვა პირებს. ეს შეიძლება მათთვის საზიანო იყოს იმ შემთხვევაშიც, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენი მსგავსია.
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ამ ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. იხ. პარაგრაფი 4.
რა არის მოცემული ამ ინსტრუქციაში
რა არის ვოსევი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ვოსევის მიღებამდე
როგორ მიიღება ვოსევი
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორ ინახება ვოსევი
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
თუ ვოსევი დაუნიშნეს თქვენს ბავშვს, გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ, რომ ამ ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაცია მას ეხებოდეს (ამ შემთხვევაში წაიკითხეთ „თქვენი ბავშვი“ „თქვენ“-ს მაგივრად).
რა არის ვოსევი და რისთვის გამოიყენება
ვოსევი არის მედიკამენტი, რომელიც ერთ ტაბლეტში შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს -სოფოსბუვირს, ველპატასვირს და ვოქსილაპრევირს. გამოიყენება 18 წლის და უფროსი ასაკის მოზრდილებში ღვიძლის ქრონიკული (ხანგრძლივი) ვირუსული ინფექციის სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება C ჰეპატიტი.
მედიკამენტის აქტიური ნივთიერებები ერთად მოქმედებს სამი სხვადასხვა ცილის ბლოკირებით, რომელიც C ჰეპატიტის ვირუსს ზრდისა და რეპროდუქციისთვის ჭირდება, რის შედეგადაც ხდება ორგანიზმიდან ინფექციის ელიმინაცია.
რა უნდა იცოდეთ ვოსევის მიღებამდე
არ მიიღოთ ვოსევი
თუ ალერგიული ხართ სოფოსბუვირის, ველპატასვირის, ვოქსილაპრევირის ან მედიკამენტის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი ინსტრუქციის მე-6 თავში).
თუ ეს გეხებათ, ვოსევი არ მიიღოთ და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
თუ ამჟამად იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:
რიფამპიცინი და რიფაბუტინი (ინფექციების სამკურნალო ანტიბიოტიკები ტუბერკულოზის ჩათვლით)
კრაზანა (St. John’s wort) (დეპრესიის სამკურნალო მცენარეული მედიკამენტი)
კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი და ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ და კრუნჩხვების პრევენციისთვის გამოყენებული მედიკამენტები)
როზუვასტატინი (სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონის სამკურნალო ან ზოგიერთი კარდიოვასკულური მოვლენის რისკის შემცირებისთვის გამოყენებული მედიკამენტი)
დაბიგატრანი (თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის გამოყენებული მედიკამენტი)
ეთინილესტრადიოლი -ს შემცველი მედიკამენტები, მრავალი კონტრაცეპტივის ჩათვლით
გაფრთხილებები და უსაფრთხოების ზომები:
მიმართეთ ექიმს თუ:
გაქვთ ღვიძლის პრობლემები C ჰეპატიტის გარდა.
თუ ამჟამად გაქვთ ან ადრე ინფიცირებული იყავით B ჰეპატიტის ვირუსით, ექიმი შეიძლება უფრო ინტენსიურად დაგაკვირდეთ.
თუ ჩატარებული გაქვთ ღვიძლის გადანერგვა
მკურნალობთ ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ) ინფექციას, ექიმმა შეიძლება უზრუნველყოს თქვენი უფრო ინტენსიური მონიტორინგი.
ვოსევის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:
ამჟამად იღებთ ან ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიღებული გაქვთ ამიოდარონი არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ (თუ ეს მედიკამენტი გაქვთ მიღებული, ექიმმა შეიძლება გაითვალისწინოს ალტერნატიული მკურნალობა). ვოსევით მკურნალობის საჭიროების შემთხვევაში, თქვენ შესაძლოა დაგჭირდეთ გულის დამატებითი მონიტორინგი.
თუ გაქვთ დიაბეტი. შეიძლება დაგჭირდეთ სისხლში გლუკოზის დონის ინტენსიური მონიტორინგი და/ან დიაბეტის მედიკამენტების ცვლილება ვოსევის გამოყენების დაწყების შემდეგ. დიაბეტით დაავადებულ ზოგიერთ პაციენტს ვოსევის მსგავსი მედიკამენტებით მკურნალობის დაწყების შემდეგ განუვითარდა სისხლში შაქრის დაბალი დონე (ჰიპოგლიკემია).
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ იღებთ გულის პრობლემების სამკურნალო რაიმე მედიკამენტს და თუ მკურნალობის დროს აღგენიშნებათ:
ნელი და არარეგულარული გულისცემა, ან გულის რითმის პრობლემები;
სუნთქვის უკმარისობა ან არსებული სუნთქვის უკმარისობის გაუარესება;
ტკივილი გულმკერდის არეში;
თავბრუსხვევა
პალპიტაცია
გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა
სისხლის ანალიზები
ვოსევით მკურნალობამდე, მკურნალობის განმავლობაში და მკურნალობის შემდეგ ექიმი შეამოწმებს თქვენს სისხლს. ეს კეთდება იმისთვის, რომ:
ექიმმა გადაწყვიტოს, უნდა მიიღოთ თუ არა და რამდენი ხნით უნდა გამოიყენოთ ვოსევი
ექიმმა შეძლოს მკურნალობის ეფექტიანობის და C ჰეპატიტის ვირუსისგან თქვენი გათავისუფლების დადასტურება.
ბავშვები და მოზარდები
მედიკამენტი არ გამოიყენოთ 12 წლამდე ასაკის და 30 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში. ასეთ პაციენტებში ვოსევის გამოყენება ჯერჯერობით შესწავლილი არ არის.
სხვა მედიკამენტები და ვოსევი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ბოლო პერიოდში მიღებული გაქვთ ან შეიძლება მიიღოთ რაიმე სხვა მედიკამენტი.
ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ზოგიერთი მედიკამენტი არ უნდა გამოიყენონ ვოსევთან ერთდ. ვოსევის ამ რომელიმე მედიკამენტთან ერთად მიღებამ შეიძლება შეაფერხოს მათი მოქმედება ან გააუარესოს გვერდითი ეფექტები:
რიფამპიცინი და რიფაბუტინი (ინფექციების, ტუბერკულოზის ჩათვლით, სამკურნალო ანტიბიოტიკები);
კრაზანა (დეპრესიის სამკურნალო მცენარეული მედიკამენტი);
კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი და ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალოდ და კრუნჩხვების პრევენციისთვის გამოყენებული მედიკამენტები);
როზუვასტატინი (სისხლში ქოლესტეროლის მაღალი დონის სამკურნალო ან ზოგიერთი კარდიოვასკულური მოვლენის რისკის შემცირებისთვის გამოყენებული მედიკამენტი);
დაბიგატრანი (თრომბების წარმოქმნის პრევენციისთვის გამოყენებული მედიკამენტი);
ეთინილესტრადიოლი -ს შემცველი მედიკამენტები, მრავალი კონტრაცეპტივის ჩათვლით.
აცნობეთი ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ რომელიმე შემდეგ მედიკამენტს:
ამიოდარონი, გამოიყენება არარეგულარული გულისცემის სამკურნალოდ;
რიფაპენტინი (ინფექციების, ტუბერკულოზის ჩათვლით, სამკურნალო ანტიბიოტიკი);
ოქსკარბაზეპინი (ეპილეფსიის სამკურნალო და კრუნჩხვების პროფილაქტიკური საშუალება);
ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატი ან ტენოფოვირ დიზოპროქსილ ფუმარატის შემცველი რაიმე მედიკამენტი, გამოყენებული აივ ინფექციის სამკურნალოდ;
ატაზანავირი, ევაფირენცი ან ლოპინავირი გამოყენებული აივ ინფექციის სამკურნალოდ;
დიგოქსინი, გამოყენებული გულის პრობლემების სამკურნალოდ;
მოდაფინილი, გამოყენებული ძილის დარღვევების სამკურნალოდ
ატორვასტატინი, პრავასტატინი ან სხვა სტატინები, გამოყენებული ქოლესტეროლის მაღალი დონის სამკურნალოდ
ციკლოსპორინი გამოყენებული იმუნური სისტემის დათრგუნვისთვის.
ვოსევის ამ მედიკამენტებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეაფერხოს მათი მოქმედება ან გააუარესოს გვერდითი ეფექტები. ექიმს შეიძლება დაჭირდეს სხვა პრეპარატის დანიშვნა ან უკვე დანიშნული მედიკამენტის დოზის კორექცია.
რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ კუჭის წყლულის, გულძმარვის ან მჟავას რეფლუქსის სამკურნალო მედიკამენტებს, რადგან მათ შეიძლება დააქვეითონ სისხლში ველპატასვირის რაოდენობა. ეს მედიკამენტები მოიცავს შემდეგს:
ანტაციდები (როგორიცაა ალუმინის/მაგნიუმის ჰიდროქსიდი ან კალციუმის კარბონატი). მათი მიღება უნდა მოხდეს ვოსევის გამოყენებამდე 4 საათით ადრე და მისი მიღებიდან 4 საათის შემდეგ.
პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (როგორიცაა ომეპრაზოლი, ლანსოპრაზოლი, რაბეპრაზოლი, პანტოპრაზოლი და ეზომეპრაზოლი). თუ გჭირდებათ ამ მედიკამენტების მაღალი დოზა, ექიმმა შეიძლება სხვა საშუალება დაგინიშნოთ ან შეცვალოს უკვე დანიშნული პრეპარატის დოზა.
H2-რეცეპტორის ანტაგონისტები (როგორიცაა ფამოტიდინი, ციმეტიდინი, ნიზატიდინი ან რანიტიდინი). თუ გჭირდებათ ამ მედიკამენტების მაღალი დოზა, ექიმმა შეიძლება სხვა საშუალება დაგინიშნოთ ან შეცვალოს უკვე დანიშნული პრეპარატის დოზა.
ამ მედიკამენტებმა შეიძლება შეამციროს სისხლში ვოსევის რაოდენობა. თუ იღებთ რომელიმე ამ მედიკამენტს, ექიმმა შეიძლება სხვა პრეპარატი დაგინიშნოთ კუჭის წყლულის, გულძმარვის ან მჟავას რეფლუქსის მკურნალობისთვის ან გირჩიოთ როგორ და როდის უნდა მიიღოთ ეს პრეპარატი.
რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ვარფარინს ან მსგავს მედიკამენტებს, რომლებსაც ეწოდება K ვიტამინის ანტაგონისტები და გამოიყენება სისხლის გასათხელებლად. ექიმმა შეიძლება გაზარდოს სისხლის ანალიზის ჩატარების სიხშირე შედედების შემოწმებისთვის.
თქვენი ღვიძლის ფუნქცია შეიძლება შეიცვალოს C ჰეპატიტის მკურნალობის დროს და ამიტომ, შეიძლება გავლენა იქონიოს სხვა მედიკამენტების მოქმედებაზე (მაგ. თქვენი იმუნური სისტემის მხარდამჭერ პრეპარატებზე). საჭიროა, თქვენი ექიმის მხრიდან სხვა მედიკამენტების მიღების მონიტორინგი და შესაძლოა, ვოსევის მიღების დაწყების შემდეგ შეცვალოს მათი დოზები,
ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა
თუ ორსულად ხართ, ორსულობას ეჭვობთ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან ორსულობას გეგმავთ, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
ორსულობა, ძუთი კვება და ფერტილობა
თუ ორსულად ხართ, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ან აპირებთ დაორსულებას, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ რჩევისათვის ექიმს.
ორსულობა
ვოსევი ორსულობის დროს რეკომენდებული არ არის. ორსულობის დროს ვოსევის ეფექტი უცნობია.
ძუძუთი კვება
არ მიიღოთ ვოსევი ძუძუთი კვების დროს. ვოსევის ზოგიერთი აქტიური ნივთიერება შეიძლება გამოიყოს დედის რძეში.
ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ვოსევი არ უნდა მოქმედებდეს ავტომობილის მართვის, ხელსაწყოების ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.
ვოსევი შეიცავს ლაქტოზას
აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ ლაქტოზის ან სხვა შაქრების აუტანლობა. ვოსევი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს. თუ გაქვთ ლაქტოზას აუტანლობა ან გითხრეს რომ გაქვთ სხვა შაქრების აუტანლობა, ამ მედიკამენტის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.
როგორ მიიღება ვოსევი
მედიკამენტი ყოველთვის მიიღეთ ექიმის დანიშნულებით. ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
რეკომენდებული დოზა
რეკომენდებული დოზაა ერთი 400მგ/100მგ/100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი ან ორი 200მგ/50მგ/50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დღე-ღამეში ერთხელ 8 ან 12 კვირის განმავლობაში.
მიიღეთ ვოსევი ექიმის რეკომენდაციის შესაბამისად.
ტაბლეტი მთლიანად გადაყლაპეთ საკვებთნ ერთად. არ დაღეჭოთ, არ დაფხვნათ და არ გაყოთ ტაბლეტი, რადგან ძალიან მწარე გემო აქვს.
თირკმლის პრობლემები
აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები ან თუ იტარებთ თირკმლის დიალიზს, რადგან ვოსევი სრულად შესწავლილი არ არის თირკმლის პრობლემების მქონე პაციენტებში.
ღვიძლის პრობლემები
ღვიძლის საშუალო ან მწვავე უკმარისობის შემთხვევაში ვოსევი არ უნდა გამოიყენონ
თუ იღებთ ანტაციდს, მიიღეთ ვოსევის გამოყენებამდე 4 საათით ადრე ან მისი მიღებიდან 4 საათის შემდეგ.
თუ ვოსევის მიღების შემდეგ ცუდად ხართ (გაქვთ ღებინება), ეს შეიძლება მოქმედებდეს სისხლში მის რაოდენობაზე. ამან შეიძლება შეასუსტოს ვოსევის მოქმედება.
თუ ცუდად ხართ (გაქვთ ღებინება) ვოსევის მიღებიდან 4 საათზე ნაკლებ დროში, მიიღეთ მეორე ტაბლეტი.
თუ ცუდად ხართ (გაქვთ ღებინება) ვოსევის მიღებიდან 4 საათის შემდეგ, შემდეგ გეგმიურ დოზამდე მეორე ტაბლეტის მიღება არ გჭირდებათ.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვოსევი
თუ შემთხვევით მიიღეთ ვოსევის რეკომენდებულზე მაღალი დოზა, შეიძლება მოიმატოს გვერდითი ეფექტების რისკმა (იხ. პარაგრაფი 4, შესაძლო გვერდითი ეფექტები).
დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. ტაბლეტი ფლაკონით წაიღეთ, რათა ადვილად აღწეროთ რა საშუალება მიიღეთ.
თუ დაგავიწყდათ ვოსევის მიღება
მნიშვნელოვანია არ გამოტოვოთ მედიკამენტის დოზა.
დოზის გამოტოვების შემთხვევაში გაარკვიეთ როდის მიიღეთ ვოსევი ბოლოს.
თუ ვოსევის ჩვეულებრივ მიღების დროიდან გასულია 18 საათზე ნაკლები, ტაბლეტი რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოთ. შემდეგ მიღება განაგრძეთ ჩვეული სქემით.
თუ ვოსევის ჩვეულებრივ მიღების დროიდან გასულია 18 საათზე მეტი, მოიცადეთ და შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს მიიღეთ. არ მიიღოთ ვოსევის ორმაგი დოზა (ორი დოზა ერთად).
არ შეწყვიტოთ ვოსევის მიღება
ამ მედიკამენტის მიღება არ შეწყვიტოთ ექიმის გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია მკურნალობის სრული კურსის დასრულება რათა მედიკამენტმა საუკეთესოდ უმკურნალოს C ჰეპატიტის ვირუსით ინფექციას.
მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა მედიკამენტმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები. თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
ზოგიერთი გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს სერიოზული
შეწყვიტეთ ვოსევის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებისთვის თუ გაქვთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი:
სახის, ტუჩების, ენის ან ხახის შეშუპება (ანგიოედემა) (ნაკლებად ხშირი ეფექტი - შეიძლება განუვითარდეს 100-დან 1 ადამიანს)
დიდ ფართობზე განვითარებულია მწვავე გამონაყარი კანის აქერცვლით, რასაც შეიძლება ახლდეს ცხელება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, ბლისტერები პირის ღრუში, თვალებზე და/ან გენიტალიებზე (სტივენს-ჯონსონის სინდრომი) (ამ გვერდითი ეფექტის სიხშირე არ არის ცნობილი)
სხვა შესაძლო გვერდითი ეფექტები
ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები
(შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში)
თავის ტკივილი
დიარეა
ავადობის შეგრძნება (გულისრევა)
ხშირი გვერდითი ეფექტები
(შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1 შემთხვევამდე)
მუცლის ტკივილი
მადის დაქვეითება
ავადობა (ღებინება)
კუნთების ტკივილი (მიალგია)
ღვიძლის ფუნქციების ლაბორატორიული ტესტების ანომალიები (საერთო ბილირუბინი)
გამონაყარი
ნაკლებად ხშირი გვერდითი ეფექტები
(შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1 შემთხვევამდე)
კუნთების სპაზმები
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
გვერდითი ეფექტების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს შესაძლო გვერდით ეფექტებსაც, რომლებიც ინსტრუქციაში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი ეფექტების შეტყობინება პირდაპირ შეგიძლიათ ნაციონალური შეტყობინების სისტემით.
გაერთიანებული სამეფო (ჩრდილოეთ ირლანდია)
ყვითელი ბარათის სქემა
ვებ-გვერდი: www.mhra.gov.uk/yellowcard
ან მოიძიეთ MHRA Yellow Card აპლიკაცია Google Play ან Apple App Store
ირლანდია
HPRA ფარმაკოზედამხედველობა
ვებ-გვერდი: www.hpra.ie
მალტა
ADR შეტყობინების ვებ-გვერდი: www.medicinesathority.gov.mt/adportal
გვერდითი ეფექტების შეტყობინებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში.
როგორ ინახება ვოსევი
მედიკამენტი ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
მედიკამენტი არ გამოიყენოთ ფლაკონზე და კოლოფზე “EXP”-ს შემდეგ მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო დღეს.
მედიკამენტი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს. ინახება ორიგინალურ შეფუთვაში ნესტისგან დაცვისთვის. ფლაკონი შეინახეთ მჭიდროდ დახურული.
მედიკამენტები არ გადააგდოთ ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. კითხეთ ფარმაცევტს როგორ უნდა გადააგდოთ არასაჭირო მედიკამენტები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვოსევი
აქტიური ნივთიერებებია სოფოსბუვირი, ველპატასვირი და ვოქსილაპრევირი. ყოველი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 400მგ სოფოსბუვირს, 100მგ ველპატასვირს და 100მგ ვოქსილაპრევირს ან 200მგ სოფოსბუვირს, 50მგ ველპატასვირს და 50მგ ვოქსილაპრევირს
სხვა ინგრედიენტებია:
ტაბლეტის ბირთვი:
სილიციუმი კოლოიდური უწყლო, კოპოვიდონი, ნატრიუმს კროსკარმელოზა (E468), ლაქტოზის მონოჰიდრატი, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (E460).
თხელი გარსი:
რკინის შავი ოქსიდი (E172), რკინის წითელი ოქსიდი (E172), რკინის ყვითელი ოქსიდი (E172), მაკროგოლი (E1521), პოლივინილის სპირტი (E1203), ტალკი (E553b, ტიტანის დიოქსიდი (E171)
ვოსევის აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა
ვოსევი 400მგ/100მგ/100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ჩალისფერი, კაფსულის ფორმის ტაბლეტები, ამოტვიფრული “GSI” ერთ მხარეს და “3” მეორე მხარეს. ტაბლეტის სიგრძეა 20მმ, სიგანე 10მმ.
ვოსევი 100მგ/50მგ/50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ჩალისფერი, ოვალური ფორმის ტაბლეტები, ამოტვიფრული “GSI” ერთ მხარეს და “SVV” მეორე მხარეს. ტაბლეტის სიგრძეა 15მმ, სიგანე 8მმ.
ტაბლეტები მოთავსებულია პლასტმასის ფლაკონებში, რომლებსაც აქვს ბავშვებისაგან სპეციალური დამცავი ხუფი. ყოველი ფლაკონი შეიცავს სილიკონის გელის დესიკანტს (გამშრობი საშუალება), რომელიც ფლაკონში უნდა იყოს ტაბლეტების დაცვისთვის. სილიკონის გელის დესიკანტი მოთავსებულია ცალკე პაკეტში ან შეფუთვაში და არ უნდა გადაყლაპონ.
400მგ/100მგ/100მგ და 200მგ/50მგ/50მგ ტაბლეტებისთვის ხელმისაწვდომია შემდეგი ზომის შეფუთვები:
კოლოფში 1 ფლაკონი, 28 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტით.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი
Gilead Sciences Ireland UC
Carrigtohill
County Cork, T45 DP77
ირლანდია
მწარმოებელი
Gilead Sciences Ireland UC
IDA Business & Technology Park
Carrigtohill
County Cork
ირლანდია
მედიკამენტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:
ბელგია:
Gilead Sciences Belgium SPRL-BVBA Tél/Tel: + 32 (0) 24 01 35 50
ლიეტუვა:
Gilead Sciences Poland Sp. z o.o. Tel: + 48 22 262 8702
ბულგარეთი:
Gilead Sciences Ireland UC Тел.: + 353 (0) 1 686 1888
ლუქსემბურგი:
Gilead Sciences Belgium SPRL-BVBA Tél/Tel: + 32 (0) 24 01 35 50
ჩეხეთის რესპუბლიკა:
Gilead Sciences s.r.o. Tel: + 420 910 871 986
უნგრეთი:
Gilead Sciences Ireland UC Tel: + 353 (0) 1 686 1888
დანია
Gilead Sciences Sweden AB Tlf: + 46 (0) 8 5057 184
მალტა
Gilead Sciences Ireland UC Tel: + 353 (0) 1 686 1888
გერმანია
Gilead Sciences GmbH Tel: + 49 (0) 89 899890-0
ნიდერლანდები
Gilead Sciences Netherlands B.V. Tel: + 31 (0) 20 718 36 98
ესტონეთი
Gilead Sciences Poland Sp. z o.o. Tel: + 48 22 262 8702
ნორვეგია
Gilead Sciences Sweden AB Tlf: + 46 (0) 8 5057 1849
საბერძნეთი
Gilead Sciences Ελλάς Μ.ΕΠΕ. Τηλ: + 30 210 8930 100
ავსტრია
Gilead Sciences GesmbH Tel: + 43 1 260 830
ესპანეთი
Gilead Sciences, S.L. Tel: + 34 91 378 98 30
პოლონეთი
Gilead Sciences Poland Sp. z o.o. Tel: + 48 22 262 8702
საფრანგეთი
Gilead Sciences
Tél: + 33 (0) 1 46 09 41 00
პორტუგალია
Gilead Sciences, Lda. Tel: + 351 21 7928790
ხორვატია
Gilead Sciences Ireland UC Tel: + 353 (0) 1 686 1888
რუმინეთი
Gilead Sciences Ireland UC Tel: + 353 (0) 1 686 1888
ირლანდია
Gilead Sciences Ireland UC Tel: + 353 (0) 214 825 999
სლოვენია
Gilead Sciences Ireland UC Tel: + 353 (0) 1 686 1888
ისლანდია
Gilead Sciences Sweden AB Sími: + 46 (0) 8 5057 1849
სლოვაკეთის რესპუბლიკა
Gilead Sciences Slovakia s.r.o. Tel: + 421 232 121 210
იტალია
Gilead Sciences S.r.l. Tel: + 39 02 439201
ფინეთი
Gilead Sciences Sweden AB Puh/Tel: + 46 (0) 8 5057 1849
კვიპროსი
Gilead Sciences Ελλάς Μ.ΕΠΕ. Τηλ: + 30 210 8930 100
შვედეთი
Gilead Sciences Sweden AB Tel: + 46 (0) 8 5057 1849
ლატვია
Gilead Sciences Poland Sp. z o.o. Tel: + 48 22 262 8702
გაერთიანებული სამეფო
Gilead Sciences Ltd.
Tel: + 44 (0) 8000 113
ინსტრუქციის ბოლო რევიზიის თარიღი 09/2021
მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ევროპის წამლის
სააგენტოს ვებ-გვერდზე http://www.ema.europa.eu.
ვოსევი®
400მგ/100მგ/100მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
200მგ/50მგ/50მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
90304603
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


