პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის

ვირუპრინოლი

VIRUPRINOL

რეცეპტით500მგინსტრუქცია ქართულადბულგარეთი
რისთვის გამოიყენება

ეს პრეპარატი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ინოზინ აცედობენ დიმეპრანოლს. მას აქვს ანტივირუსული მოქმედება და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, რითაც ზრდის თქვენი ორგანიზმის უნარს დაძლიოს ვირუსებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებები. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ინოზინი (inosine)
ფორმა და შეფუთვა
500მგ ტაბლეტი №50
მწარმოებელი
VETPROM AD, ბულგარეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტივირუსული საშუალებები სისტემური გამოყენებისთვის, ანტივირუსული სხვა საშუალებები
ATC კოდი
J05AX05
რეგისტრაციის ნომერი
რ-038572
რეგისტრირებულია
12 ივლისი 2023, მოქმედებს 8 თებერვალი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებავირუპრინოლი და სხვა წამალი ერთად

ვირუპრინოლი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეს პრეპარატი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ინოზინ აცედობენ დიმეპრანოლს. მას აქვს ანტივირუსული მოქმედება და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, რითაც ზრდის თქვენი ორგანიზმის უნარს დაძლიოს ვირუსებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებები.

ეს პრეპარატი გამოიყენება გრიპის და სხვა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გავლენას ახდენენ სასუნთქ სისტემაზე, ასევე ჰერპესის ვირუსით გამოწვეული სასქესო ორგანოების ინფექციების, სარტყლისებრი ლიქენის (მაღალი ცხელება, მტკივნეული ბუშტუკები და წყლულები სხეულზე) და ციტომეგალოვირუსული ინფექციების, წითელას, ყბაყურას, ჩუტყვავილას, ჰეპატიტის, ინფექციური მონონუკლეოზის (სტენოკარდია, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ლიმფური კვანძების, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ტიპიური ცვლილებები სისხლის მაჩვენებლებში), აფთოზური სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანზე მტკივნეული წყლულების გაჩენა და ანთება), ქვემწვავე სკლეროზული პანენცეფალიტის (თავის ტვინის სკლეროზული ანთება, რომელიც გამოწვეულია წითელას ვირუსის მუდმივი ინფექციით) დროს.

იგი ასევე გამოიყენება გენიტალური მეჭეჭებისა და ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული სხვა ინფექციების დროს.

ვირუპრინოლი ინიშნება მოზრდილებში, 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებში.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მოცემულია წინამდებარე ფურცელ-ჩანართში ან როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენს მიერ მიღებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი თქვენი სხეულის წონისა და თქვენი დაავადების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით.

მოზრდილები და 65 წელზე უფროსი ასაკის პირები

ჩვეულებრივი დღიური დოზაა 50 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით (1 ტაბლეტი 10 კგ წონაზე). არ შეიძლება მიიღოთ 4 გ-ზე მეტი დღიური დოზა (8 ტაბლეტი).

1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

ჩვეულებრივი დღიური დოზაა 50 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით (1 ტაბლეტი 10 კგ წონაზე).

ვირუპრინოლი ასევე იყიდება სიროფის სახით, რომელიც უფრო შესაფერისია ბავშვებში გამოსაყენებლად.

მიღების წესი და ხანგრძლოვიბა

ტაბლეტები მიიღება პერორალურად. გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვის გასაადვილებლად, უფრო ადვილად გადაყლაპვის მიზნით და არა თანაბარი დოზების გაყოფისთვის.

გადაყლაპვის გასაადვილებლად ტაბლეტი შეიძლება გაიტეხოს და გაიხსნას მცირე რაოდენობით დამტკბარ წყალში, მაგრამ არა წვენში, რომელსაც აქვს მჟავე pH მნიშვნელობები.

დადგენილი დღიური დოზის მიღება შეიძლება რამდენიმე (ჩვეულებრივ 3-4) თანაბარ მიღებად.

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი თქვენი დაავადების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით.

თუ მიიღეთ ვირუპრინოლი დანიშნულზე მეტი რაოდენობით

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა ან თავს ცუდად გრძნობთ, მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე.

თუ გამოტოვეთ ვირუპრინოლის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად. მიიღეთ დოზა, როგორც კი მიხვდებით, რომ გამოგრჩათ მიღება. თუ უკვე დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, გააგრძელეთ ჩვეული სქემის მიხედვით.

თუ შეწყვეტთ ვირუპრინოლის მიღებას

ექიმი განსაზღვრავს, თუ როდის უნდა შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუ ამას ექიმი არ გეტყვით. თუ შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლებელია, რომ სასურველ ეფექტს ვერ მიაღწიოთ ან თქვენი ავადმყოფობის სიმპტომები გაუარესდეს.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია ინოზინ აცედობენ დიმეპრანოლის ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ნივთიერების (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში) მიმართ;

ამჟამად გაქვთ გამწვავებული პოდაგრა;

თუ თქვენი შარდმჟავას დონე მომატებულია.

სიფრთხილის ზომები

ვირუპრინოლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან გქონდათ:

პოდაგრა ან შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში და/ან შარდში;

თირკმლის და/ან შარდის ბუშტის ქვები;

თირკმლის დაავადება.

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თუ თქვენი დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ამ პრეპარატის ხანგრძლივი მიღება, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლების რეგულარულ მონიტორინგს, ასევე ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების შემოწმებას.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ გაქვთ ალერგიული რეაქციის ნიშნები ან ეჭვი გაქვთ ალერგიულ ნიშნებზე (მაგ. გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება) უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ამ პრეპარატმა შეიძლება შეცვალოს მასთან ერთად მიღებული ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტი. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენ ექიმს, თუ იღებთ:

დიურეზული საშუალებების ჯგუფის მედიკამენტებს (საფაღარათო საშუალებები), როგორიცაა ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა, ჰიდროქლორთიაზიდი, ქლორთალიდონი, ინდაპამიდი;

ალოპურინოლს და სხვა საშუალებებს პოდაგრის სამკურნალოდ;

იმუნურ სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებს (მაგ. ორგანოთა გადანერგვის შემდეგ);

ზიდოვუდინს (აზიდოთიმიდინი, შიდსის სამკურნალოდ).

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, თქვენი ექიმი შეაფასებს შესაძლებელია თუ არა ამ მედიკამენტის მიღება. ექიმი შეაფასებს თანაფარდობას თქვენთვის სარგებელსა და ბავშვისთვის რისკებს შორის.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

როგორც წესი, ვირუპრინოლი არ ახდენს გავლენას ან უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ვირუპრინოლი შეიცავს ხორბლის სახამებელს და მანიტოლს

ეს წამალი ითვლება „უგლუტენოდ“ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს პრობლემები, თუ გაქვთ ცელიაკია.

თუ გაქვთ ალერგია ხორბალზე (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისგან), არ მიიღოთ ეს პრეპარატი.

ვირუპრინოლი შეიცავს მანიტოლს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ:

უეცარი ხიხინი/სტვენა გულმკერდის არეში;

სუნთქვის გაძნელება და/ან თავბრუსხვევა;

ქუთუთოების, სახის ან ყელის შეშუპება;

გამონაყარი და ქავილი, რომელიც მოიცავს მთელ სხეულს.

ზემოაღნიშნული გამოვლინებები შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციების სიმპტომები, რაც (თუმცა ძალიან იშვიათად) არ არის გამორიცხული ამ პრეპარატის მიღებისას.

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენების გამოვლინება:

ძალიან ხშირი (ვლინდება ყოველი 10-დან 1-ში და ყოველი 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, ვინც იღებს პრეპარატს):

შარდმჟავას მომატებული დონე სისხლსა და შარდში.

ხშირი (ვლინდება ყოველი 100-დან 1-ში და ყოველი 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, ვინც იღებს პრეპარატს):

ღებინება, გულისრევა, დისკომფორტი კუჭის არეში;

ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლების (სისხლისმიერი შარდოვანა, ტრანსამინაზები და ტუტე ფოსფატაზა) მომატებული მნიშვნელობები;

გამონაყარი, ქავილი;

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

ტკივილი სახსრებში;

დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა.

არახშირი (ვლინდება ყოველი 1000-დან 1-ში და 1-ზე ნაკლებ ადამიანში, ვინც იღებს პრეპარატს):

დიარეა, ყაბზობა;

ძილიანობა, უძილობა;

ნერვიული;

გამოყოფილი შარდის გაზრდილი რაოდენობა.

უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)

ტკივილი მუცლის ზედა არეში;

სიწითლე;

თავბრუსხვევა.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახევ პირდაპირ:

ბულგარეთის წამლის სააგენტოს,

8, „დამიან გრუევის“ ქ.

1303 სოფია ბულგარეთი

ტელეფონი: +359 2 8903417;

ვებგვერდი: www.bda.bg

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება 1 ტაბლეტში არის 500 მგ ინოზინ აცედობენ დიმეპრანოლი.

სხვა ინგრედიენტებია: ხორბლის სახამებელი, პოვიდონი, მანიტოლი, გლიცერილის დიფენატი.

ვირუპრინოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ბლისტერები გამჭვირვალე, უფერო პვქ/პვდქ და ალუმინის ფირისგან, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შეფუთვაში მოთავსებულია 50 ტაბლეტი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

DANHSON-BG, OOD (დანსონ-ბგ, ოოდ)

26, Otets Paisiy Str. (ოტეტს პაისის ქუჩა),

2400 რადომირი, ბულგარეთი

ტელ.: +35924519300

ელ. ფოსტა: [email protected]

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, 25°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. [გამოიყენება……… მდე]. შენახვის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ვირუპრინოლი 500 მგ ტაბლეტები

ინოზინ აცედობენ დიმეპრანოლი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ დაავადების ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი გვერდითი მოვლენების აღნიშვნის შემთხვევაშიც, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იხ. პარაგრაფი 4.

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს ვირუპრინოლი და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ვირუპრინოლის გამოყენებამდე

როგორ გამოიყენება ვირუპრინოლი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ვირუპრინოლი

შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას წარმოადგენს ვირუპრინოლი და რისთვის გამოიყენება

ეს პრეპარატი მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავს ინოზინ აცედობენ დიმეპრანოლს. მას აქვს ანტივირუსული მოქმედება და ასტიმულირებს იმუნურ სისტემას, რითაც ზრდის თქვენი ორგანიზმის უნარს დაძლიოს ვირუსებით გამოწვეული სხვადასხვა დაავადებები.

ეს პრეპარატი გამოიყენება გრიპის და სხვა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გავლენას ახდენენ სასუნთქ სისტემაზე, ასევე ჰერპესის ვირუსით გამოწვეული სასქესო ორგანოების ინფექციების, სარტყლისებრი ლიქენის (მაღალი ცხელება, მტკივნეული ბუშტუკები და წყლულები სხეულზე) და ციტომეგალოვირუსული ინფექციების, წითელას, ყბაყურას, ჩუტყვავილას, ჰეპატიტის, ინფექციური მონონუკლეოზის (სტენოკარდია, სხეულის მაღალი ტემპერატურა, ლიმფური კვანძების, ღვიძლისა და ელენთის გადიდება, ტიპიური ცვლილებები სისხლის მაჩვენებლებში), აფთოზური სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანზე მტკივნეული წყლულების გაჩენა და ანთება), ქვემწვავე სკლეროზული პანენცეფალიტის (თავის ტვინის სკლეროზული ანთება, რომელიც გამოწვეულია წითელას ვირუსის მუდმივი ინფექციით) დროს.

იგი ასევე გამოიყენება გენიტალური მეჭეჭებისა და ადამიანის პაპილომა ვირუსით გამოწვეული სხვა ინფექციების დროს.

ვირუპრინოლი ინიშნება მოზრდილებში, 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებსა და ხანდაზმულებში.

  • რა უნდა იცოდეთ ვირუპრინოლის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ვირუპრინოლი, თუ:

თუ გაქვთ ალერგია ინოზინ აცედობენ დიმეპრანოლის ან ამ პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი რომელიმე სხვა ნივთიერების (ჩამოთვლილი მე-6 პუნქტში) მიმართ;

ამჟამად გაქვთ გამწვავებული პოდაგრა;

თუ თქვენი შარდმჟავას დონე მომატებულია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ვირუპრინოლის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ამ პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ან გქონდათ:

პოდაგრა ან შარდმჟავას მაღალი დონე სისხლში და/ან შარდში;

თირკმლის და/ან შარდის ბუშტის ქვები;

თირკმლის დაავადება.

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ თუ თქვენი დაავადების სამკურნალოდ საჭიროა ამ პრეპარატის ხანგრძლივი მიღება, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ გარკვეული ლაბორატორიული მაჩვენებლების რეგულარულ მონიტორინგს, ასევე ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციების შემოწმებას.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ გაქვთ ალერგიული რეაქციის ნიშნები ან ეჭვი გაქვთ ალერგიულ ნიშნებზე (მაგ. გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება, სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპება) უნდა შეწყვიტოთ ამ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ვირუპრინოლი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები.

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ამ პრეპარატმა შეიძლება შეცვალოს მასთან ერთად მიღებული ზოგიერთი მედიკამენტის ეფექტი. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენ ექიმს, თუ იღებთ:

დიურეზული საშუალებების ჯგუფის მედიკამენტებს (საფაღარათო საშუალებები), როგორიცაა ფუროსემიდი, ეტაკრინის მჟავა, ჰიდროქლორთიაზიდი, ქლორთალიდონი, ინდაპამიდი;

ალოპურინოლს და სხვა საშუალებებს პოდაგრის სამკურნალოდ;

იმუნურ სისტემის დამთრგუნველ პრეპარატებს (მაგ. ორგანოთა გადანერგვის შემდეგ);

ზიდოვუდინს (აზიდოთიმიდინი, შიდსის სამკურნალოდ).

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, ამ პრეპარატის მიღებამდე რჩევისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, თქვენი ექიმი შეაფასებს შესაძლებელია თუ არა ამ მედიკამენტის მიღება. ექიმი შეაფასებს თანაფარდობას თქვენთვის სარგებელსა და ბავშვისთვის რისკებს შორის.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

როგორც წესი, ვირუპრინოლი არ ახდენს გავლენას ან უმნიშვნელო ზეგავლენას ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ვირუპრინოლი შეიცავს ხორბლის სახამებელს და მანიტოლს

ეს წამალი ითვლება „უგლუტენოდ“ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გამოიწვიოს პრობლემები, თუ გაქვთ ცელიაკია.

თუ გაქვთ ალერგია ხორბალზე (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისგან), არ მიიღოთ ეს პრეპარატი.

ვირუპრინოლი შეიცავს მანიტოლს, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.

  • როგორ გამოიყენება ვირუპრინოლი

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მოცემულია წინამდებარე ფურცელ-ჩანართში ან როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენს მიერ მიღებულ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი თქვენი სხეულის წონისა და თქვენი დაავადების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით.

მოზრდილები და 65 წელზე უფროსი ასაკის პირები

ჩვეულებრივი დღიური დოზაა 50 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით (1 ტაბლეტი 10 კგ წონაზე). არ შეიძლება მიიღოთ 4 გ-ზე მეტი დღიური დოზა (8 ტაბლეტი).

1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები

ჩვეულებრივი დღიური დოზაა 50 მგ/კგ სხეულის წონაზე გადაანგარიშებით (1 ტაბლეტი 10 კგ წონაზე).

ვირუპრინოლი ასევე იყიდება სიროფის სახით, რომელიც უფრო შესაფერისია ბავშვებში გამოსაყენებლად.

მიღების წესი და ხანგრძლოვიბა

ტაბლეტები მიიღება პერორალურად. გამყოფი ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვის გასაადვილებლად, უფრო ადვილად გადაყლაპვის მიზნით და არა თანაბარი დოზების გაყოფისთვის.

გადაყლაპვის გასაადვილებლად ტაბლეტი შეიძლება გაიტეხოს და გაიხსნას მცირე რაოდენობით დამტკბარ წყალში, მაგრამ არა წვენში, რომელსაც აქვს მჟავე pH მნიშვნელობები.

დადგენილი დღიური დოზის მიღება შეიძლება რამდენიმე (ჩვეულებრივ 3-4) თანაბარ მიღებად.

მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი თქვენი დაავადების ტიპისა და სიმძიმის მიხედვით.

თუ მიიღეთ ვირუპრინოლი დანიშნულზე მეტი რაოდენობით

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა ან ფარმაცევტმა დაგინიშნათ. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ დანიშნულზე მეტი დოზა ან თავს ცუდად გრძნობთ, მიმართეთ თქვენს ექიმს რაც შეიძლება მალე.

თუ გამოტოვეთ ვირუპრინოლის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ასანაზღაურებლად. მიიღეთ დოზა, როგორც კი მიხვდებით, რომ გამოგრჩათ მიღება. თუ უკვე დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო, გააგრძელეთ ჩვეული სქემის მიხედვით.

თუ შეწყვეტთ ვირუპრინოლის მიღებას

ექიმი განსაზღვრავს, თუ როდის უნდა შეწყვიტოთ ამ მედიკამენტის მიღება. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება, თუ ამას ექიმი არ გეტყვით. თუ შეწყვეტთ მკურნალობას, შესაძლებელია, რომ სასურველ ეფექტს ვერ მიაღწიოთ ან თქვენი ავადმყოფობის სიმპტომები გაუარესდეს.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ თქვენს ექიმს, თუ აღგენიშნებათ:

უეცარი ხიხინი/სტვენა გულმკერდის არეში;

სუნთქვის გაძნელება და/ან თავბრუსხვევა;

ქუთუთოების, სახის ან ყელის შეშუპება;

გამონაყარი და ქავილი, რომელიც მოიცავს მთელ სხეულს.

ზემოაღნიშნული გამოვლინებები შეიძლება იყოს სერიოზული ალერგიული რეაქციების სიმპტომები, რაც (თუმცა ძალიან იშვიათად) არ არის გამორიცხული ამ პრეპარატის მიღებისას.

ამ მედიკამენტით მკურნალობის დროს შესაძლებელია შემდეგი გვერდითი მოვლენების გამოვლინება:

ძალიან ხშირი (ვლინდება ყოველი 10-დან 1-ში და ყოველი 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, ვინც იღებს პრეპარატს):

შარდმჟავას მომატებული დონე სისხლსა და შარდში.

ხშირი (ვლინდება ყოველი 100-დან 1-ში და ყოველი 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანში, ვინც იღებს პრეპარატს):

ღებინება, გულისრევა, დისკომფორტი კუჭის არეში;

ზოგიერთი ლაბორატორიული მაჩვენებლების (სისხლისმიერი შარდოვანა, ტრანსამინაზები და ტუტე ფოსფატაზა) მომატებული მნიშვნელობები;

გამონაყარი, ქავილი;

თავის ტკივილი, თავბრუსხვევა;

ტკივილი სახსრებში;

დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა.

არახშირი (ვლინდება ყოველი 1000-დან 1-ში და 1-ზე ნაკლებ ადამიანში, ვინც იღებს პრეპარატს):

დიარეა, ყაბზობა;

ძილიანობა, უძილობა;

ნერვიული;

გამოყოფილი შარდის გაზრდილი რაოდენობა.

უცნობი (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით)

ტკივილი მუცლის ზედა არეში;

სიწითლე;

თავბრუსხვევა.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მათ შორის ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახევ პირდაპირ:

ბულგარეთის წამლის სააგენტოს,

8, „დამიან გრუევის“ ქ.

1303 სოფია ბულგარეთი

ტელეფონი: +359 2 8903417;

ვებგვერდი: www.bda.bg

გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ ინახება ვირუპრინოლი

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება ორიგინალ შეფუთვაში, 25°С-ზე დაბალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. [გამოიყენება……… მდე]. შენახვის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შემცველობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ვირუპრინოლი

მოქმედი ნივთიერება 1 ტაბლეტში არის 500 მგ ინოზინ აცედობენ დიმეპრანოლი.

სხვა ინგრედიენტებია: ხორბლის სახამებელი, პოვიდონი, მანიტოლი, გლიცერილის დიფენატი.

ვირუპრინოლის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ბლისტერები გამჭვირვალე, უფერო პვქ/პვდქ და ალუმინის ფირისგან, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შეფუთვაში მოთავსებულია 50 ტაბლეტი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

DANHSON-BG, OOD (დანსონ-ბგ, ოოდ)

26, Otets Paisiy Str. (ოტეტს პაისის ქუჩა),

2400 რადომირი, ბულგარეთი

ტელ.: +35924519300

ელ. ფოსტა: [email protected]

მწარმოებელი

VETPROM AD (ვეტპრომ ად)

26, Otets Paisiy Str. (ოტეტს პაისის ქუჩა),

2400 რადომირი, ბულგარეთი

ამ სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

DANHSON-BG, OOD (დანსონ-ბგ, ოოდ)

26, Otets Paisiy Str. (ოტეტს პაისის ქუჩა),

2400 რადომირი, ბულგარეთი

ტელ.: +35924519300

ელ. ფოსტა: [email protected]

ფურცელი-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი

2022 წლის აგვისტო

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა