პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები

ვიპროსალი B

Viprosal B®

ურეცეპტოდ50გინსტრუქცია ქართულადესტონეთი
რისთვის გამოიყენება

მალამო ვიპროსალი B შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, გველგესლას შხამს (Vipera berus berus L.), ქაფურს, სკიპიდარს და სალიცილის მჟავას, რომლებსაც აქვთ ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი. ვიპროსალი B მალამო გარეგანი გამოყენებისთვის სახსრებისა და კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
turpentine oil + salicylic acid + camphor racemic + vipera berus dry venom
ფორმა და შეფუთვა
50გ გარეგანი გამოყენების მალამო ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Tallinna Farmaatsiatehase AS, ესტონეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების სხვა საშუალებები
ATC კოდი
M02AX
რეგისტრაციის ნომერი
რ-043890
რეგისტრირებულია
22 აგვისტო 2025, მოქმედებს 22 აგვისტო 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გრინდეკსი წარმომადგენლობა (ფილიალი)“
ურთიერთქმედების შემოწმებავიპროსალი B და სხვა წამალი ერთად

ვიპროსალი B — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მალამო ვიპროსალი B შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, გველგესლას შხამს (Vipera berus berus L.), ქაფურს, სკიპიდარს და სალიცილის მჟავას, რომლებსაც აქვთ ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

ვიპროსალი B მალამო გარეგანი გამოყენებისთვის სახსრებისა და კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად. სალიცილის მჟავა არბილებს კანის ზედა რქოვანა შრეს, ზრდის კანის ტენიანობას. ეს საშუალებას აძლევს სხვა აქტიურ ინგრედიენტებს მიაღწიონ კუნთების ან სახსრების მტკივნეულ ადგილამდე.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. კითხვების წარმოშობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გარეგანი გამოყენებისათვის.

მოზრდილები

კანის ზედაპირის ზომის მიხედვით, 5-10 გ (1-2 ჩაის კოვზი) მალამო წაისვით მტკივნეულ ადგილას მცირე ულუფებით და ტკივილის ინტენსივობიდან გამომდინარე, შეიზილეთ კანში დღეში 1-2-ჯერ, სანამ ტკივილის სინდრომი არ გაქრება

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე.

თუ ფიქრობთ, რომ მალამო ვიპროსალი B მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოიყენეთ მალამო ვიპროსალი B რეკომენდებულზე მეტი

მალამო ვიპროსალმა B შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი გაღიზიანება ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში.

კანის დიდ ფართობზე წასმამ ან ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს სალიცილის მჟავით მოწამვლის სიმპტომები. ზოგადი სიმპტომებია ღებინება, სითხის დაკარგვა, ყურებში შუილი (ტინიტუსი), თავბრუსხვევა, სიყრუე, ოფლიანობა, კიდურებში სითბოს შეგრძნება და გულისცემის გახშირება, სუნთქვის გახშირება.

ვიპროსალ B მალამოს გადაყლაპვის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები, როგორიცაა ღებინება და დიარეა. დიდი რაოდენობით შემთხვევითმა გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება/გაწითლება, კრუნჩხვები, სუნთქვის გაჩერება და კომა.

თუ თქვენ ან სხვა ვინმე შემთხვევით გადაყლაპავთ მალამოს, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა. არ გამოიწვიოთ ღებინება.

თუ დაგავიწყდათ მალამო ვიპროსალი B გამოყენება

თუ დაგავიწყდათ ვიპროსალ B მალამოს გამოყენება, გამოიყენეთ ის რაც შეიძლება მალე და შემდეგ გააგრძელეთ აღწერილობის მიხედვით. თუ მალამოს შემდეგი გამოყენების დრო ახლოვდება, გამოიყენეთ დანიშნული რაოდენობა და განაგრძეთ გამოყენება ჩვეულებისამებრ. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

თუ შეწყვიტეთ მალამო ვიპროსალი B გამოყენება

თუ სიმპტომები გაგრძელდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია გველგესლას შხამის, ქაფურის, სკიპიდარის, სალიცილის მჟავას ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

ზედაპირებზე წყლულები ან კანის დაავადებები;

თუ გაქვთ გულისა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები;

თუ მიდრეკილი ხართ სისხლძარღვების სპაზმებისკენ;

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადებები

სიფრთხილის ზომები

არ შეიძლება დაზიანებულ კანზე ვიპროსალი B მალამოს წასმა.

ძლიერი გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად, მალამო არ უნდა მოხვდეს თვალებში ან ლორწოვან გარსებზე.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ჩვილებში ან მცირეწლოვან ბავშვებში ამ მედიკამენტის კანის დიდ ფართობზე წასმამ შეიძლება გამოიწვიოს სალიცილიზმი (იხილეთ მე-3 ნაწილი „თუ წაისვით ვიპროსალ B-ს მალამოს მითითებულზე მეტი დოზა“).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებთ ბოლო დროს, იყენებდით ან შეიძლება გამოგეყენებინათ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ თქვენ ორსულად ხართ, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იმის გამო, რომ არ არსებობს საკმარისი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ, არ შეიძლება მალამო ვიპროსალი B გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მალამო ვიპროსალი B არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე.

მალამო ვიპროსალი B შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს

ცეტოსტეარილის სპირტს შეუძლია კანის ადგილობრივი რეაქციების გამოწვევა (მათ შორის, კონტაქტური დერმატიტი).

ვიპროსალი B მალამოს შეფუთვა შეიცავს ლატექსს

ამ სამკურნალო საშუალების შეფუთვა შეიცავს ლატექსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ყველასთან ის არ ვლინდება.

თუ კანი მომატებული მგრძნობელობით ხასიათდება მალამოს კომპონენტების მიმართ, შესაძლოა განვითარდეს ქავილი, შეშუპება ან ჭინჭრის ციება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა და კანიდან მალამოს ჩამობანა. ჩამოთვლილი სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია კანზე მალამოს მცირე რაოდენობის წინასწარ წასმა, რათა დადგინდეს კანის მგრძნობელობა მალამოს მიმართ.

შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ თავად შეატყობინოთ www.ravimiamet.ee-ს მეშვეობით. შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

შემადგენლობა

  • აქტიური ინგრედიენტები: გველგესლას შხამი, ქაფური, სკიპიდარი, სალიცილის მჟავა.

1 გ მალამო შეიცავს 0.05 ME გველგესლას შხამს, 30 მგ ქაფურს, 30 მგ სკიპიდარს და 10 მგ სალიცილის მჟავას.

  • სხვა კომპონენტები: ვაზელინი, ცეტოსტეარილის სპირტი, მყარი პარაფინი, ნატრიუმის ცეტილსტეარილის სულფატი, გლიცეროლი, ნატრიუმის ქლორიდი და გასუფთავებული წყალი.

მალამო ვიპროსალი B გარეგანი სახე და შეფუთვის შემადგენლობა

მალამო არის თეთრი ან თეთრი ოდნავ მოყვითალო შეფერილობის, ქაფურის და სკიპიდარის სუნით.

30გ, 50გ ან 75გ მალამო ალუმინის ტუბში, ალუმინის ტუბი მუყაოს კოლოფში.

ყველა ტიპის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე.

არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მიუთითებს თვის ბოლო დღეს.

წამალი არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, როგორ მოიშოროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გესაჭიროებათ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხარებლისათვის

ვიპროსალი B, მალამო

გველგესლას შხამი, ქაფური, სკიპიდარი, სალიცილის მჟავა

სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში, ან როგორც მიგითითათ ექიმმა ან ფარმაცევტმა.

შეინახეთ საინფორმაციო ფურცელი-ჩანართი, რათა საჭიროების შემთხვევაში ხელახლა წაიკითხოთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოგივლინდათ რაიმე გვერდითი რეაქცია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება იმ შესაძლო გვერდით მოვლენებსაც, რომლებიც არ არის აღწერილი ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში. იხილეთ პუნქტი 4.

თუ თავს უკეთ არ გრძნობთ ან თავს უარესად გრძნობთ, უნდა მიმართოთ ექიმს.

საინფორმაციო ფურცელ-ჩანართის შინაარსი

  • რას წარმოადგენს მალამო ვიპროსალი B და რისთვის გამოიყენება იგი
  • რა უნდა იცოდეთ მალამო ვიპროსალი B გამოყენებამდე
  • როგორ გამოვიყენოთ მალამო ვიპროსალი B
  • შესაძლო გვერდითი მოვლენები
  • როგორ შევინახოთ მალამო ვიპროსალი B
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს მალამო ვიპროსალი B და რისთვის გამოიყენება იგი

მალამო ვიპროსალი B შეიცავს აქტიურ ინგრედიენტებს, გველგესლას შხამს (Vipera berus berus L.), ქაფურს, სკიპიდარს და სალიცილის მჟავას, რომლებსაც აქვთ ადგილობრივი გამაღიზიანებელი და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი.

ვიპროსალი B მალამო გარეგანი გამოყენებისთვის სახსრებისა და კუნთების ტკივილის შესამსუბუქებლად. სალიცილის მჟავა არბილებს კანის ზედა რქოვანა შრეს, ზრდის კანის ტენიანობას. ეს საშუალებას აძლევს სხვა აქტიურ ინგრედიენტებს მიაღწიონ კუნთების ან სახსრების მტკივნეულ ადგილამდე.

რა უნდა იცოდეთ მალამო ვიპროსალი B გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ მალამო ვიპროსალი B

თუ გაქვთ ალერგია გველგესლას შხამის, ქაფურის, სკიპიდარის, სალიცილის მჟავას ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში);

ზედაპირებზე წყლულები ან კანის დაავადებები;

თუ გაქვთ გულისა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევები;

თუ მიდრეკილი ხართ სისხლძარღვების სპაზმებისკენ;

თუ გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადებები

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

არ შეიძლება დაზიანებულ კანზე ვიპროსალი B მალამოს წასმა.

ძლიერი გაღიზიანების თავიდან ასარიდებლად, მალამო არ უნდა მოხვდეს თვალებში ან ლორწოვან გარსებზე.

ბავშვები და მოზარდები

ბავშვებსა და მოზარდებში ამ სამკურნალო საშუალების გამოყენება არ არის რეკომენდებული, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში მისი გამოყენების შესახებ საკმარისი მონაცემები არ არსებობს. ჩვილებში ან მცირეწლოვან ბავშვებში ამ მედიკამენტის კანის დიდ ფართობზე წასმამ შეიძლება გამოიწვიოს სალიცილიზმი (იხილეთ მე-3 ნაწილი „თუ წაისვით ვიპროსალ B-ს მალამოს მითითებულზე მეტი დოზა“).

სხვა სამკურნალო საშუალებები და მალამო ვიპროსალი B

ურთიერთქმედების კვლევები არ ჩატარებულა.

შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ პრეპარატის შესახებ, რომელსაც იყენებთ ბოლო დროს, იყენებდით ან შეიძლება გამოგეყენებინათ.

ორსულობა და ლაქტაცია

თუ თქვენ ორსულად ხართ, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. იმის გამო, რომ არ არსებობს საკმარისი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ, არ შეიძლება მალამო ვიპროსალი B გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების მომსახურეობა

მალამო ვიპროსალი B არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვასა და მექანიზმების მომსახურეობის უნარზე.

მალამო ვიპროსალი B შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს

ცეტოსტეარილის სპირტს შეუძლია კანის ადგილობრივი რეაქციების გამოწვევა (მათ შორის, კონტაქტური დერმატიტი).

ვიპროსალი B მალამოს შეფუთვა შეიცავს ლატექსს

ამ სამკურნალო საშუალების შეფუთვა შეიცავს ლატექსს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქციები.

როგორ გამოიყენება მალამო ვიპროსალი B

ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში ან თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების მიხედვით. კითხვების წარმოშობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გარეგანი გამოყენებისათვის.

მოზრდილები

კანის ზედაპირის ზომის მიხედვით, 5-10 გ (1-2 ჩაის კოვზი) მალამო წაისვით მტკივნეულ ადგილას მცირე ულუფებით და ტკივილის ინტენსივობიდან გამომდინარე, შეიზილეთ კანში დღეში 1-2-ჯერ, სანამ ტკივილის სინდრომი არ გაქრება

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე.

თუ ფიქრობთ, რომ მალამო ვიპროსალი B მოქმედება ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ თქვენ გამოიყენეთ მალამო ვიპროსალი B რეკომენდებულზე მეტი

მალამო ვიპროსალმა B შეიძლება გამოიწვიოს ძლიერი გაღიზიანება ლორწოვან გარსებთან კონტაქტის შემთხვევაში.

კანის დიდ ფართობზე წასმამ ან ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს სალიცილის მჟავით მოწამვლის სიმპტომები. ზოგადი სიმპტომებია ღებინება, სითხის დაკარგვა, ყურებში შუილი (ტინიტუსი), თავბრუსხვევა, სიყრუე, ოფლიანობა, კიდურებში სითბოს შეგრძნება და გულისცემის გახშირება, სუნთქვის გახშირება.

ვიპროსალ B მალამოს გადაყლაპვის შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომები, როგორიცაა ღებინება და დიარეა. დიდი რაოდენობით შემთხვევითმა გადაყლაპვამ შეიძლება გამოიწვიოს მწვავე მოწამვლა ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიცხის შეგრძნება/გაწითლება, კრუნჩხვები, სუნთქვის გაჩერება და კომა.

თუ თქვენ ან სხვა ვინმე შემთხვევით გადაყლაპავთ მალამოს, რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა. არ გამოიწვიოთ ღებინება.

თუ დაგავიწყდათ მალამო ვიპროსალი B გამოყენება

თუ დაგავიწყდათ ვიპროსალ B მალამოს გამოყენება, გამოიყენეთ ის რაც შეიძლება მალე და შემდეგ გააგრძელეთ აღწერილობის მიხედვით. თუ მალამოს შემდეგი გამოყენების დრო ახლოვდება, გამოიყენეთ დანიშნული რაოდენობა და განაგრძეთ გამოყენება ჩვეულებისამებრ. არ გამოიყენოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

თუ შეწყვიტეთ მალამო ვიპროსალი B გამოყენება

თუ სიმპტომები გაგრძელდა ან გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

თუ ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვები გაგიჩნდათ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი რეაქციები

ყველა სამკურნალო საშუალების მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი რეაქციების გამოწვევა, თუმცა ყველასთან ის არ ვლინდება.

თუ კანი მომატებული მგრძნობელობით ხასიათდება მალამოს კომპონენტების მიმართ, შესაძლოა განვითარდეს ქავილი, შეშუპება ან ჭინჭრის ციება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია მკურნალობის შეწყვეტა და კანიდან მალამოს ჩამობანა. ჩამოთვლილი სიმპტომები მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ქრება.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად, რეკომენდებულია კანზე მალამოს მცირე რაოდენობის წინასწარ წასმა, რათა დადგინდეს კანის მგრძნობელობა მალამოს მიმართ.

შეტყობინებები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ თქვენ შენიშნეთ რაიმე სახის გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ასევე ეხება შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ საინფორმაციო ფურცელ-ჩანართში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეგიძლიათ თავად შეატყობინოთ www.ravimiamet.ee-ს მეშვეობით. შეტყობინებით, თქვენ ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.

როგორ შევინახოთ მალამო ვიპროსალი B

შეინახეთ არაუმეტეს 25 ºC ტემპერატურაზე.

არ შეინახოთ მაცივარში და არ გაყინოთ.

შეინახეთ ეს წამალი ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს წამალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა მიუთითებს თვის ბოლო დღეს.

წამალი არ გადაყაროთ კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან, როგორ მოიშოროთ პრეპარატები, რომლებიც აღარ გესაჭიროებათ. ეს ზომები დაგვეხმარება გარემოს დაცვაში.

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს მალამო ვიპროსალი B

  • აქტიური ინგრედიენტები: გველგესლას შხამი, ქაფური, სკიპიდარი, სალიცილის მჟავა.

1 გ მალამო შეიცავს 0.05 ME გველგესლას შხამს, 30 მგ ქაფურს, 30 მგ სკიპიდარს და 10 მგ სალიცილის მჟავას.

  • სხვა კომპონენტები: ვაზელინი, ცეტოსტეარილის სპირტი, მყარი პარაფინი, ნატრიუმის ცეტილსტეარილის სულფატი, გლიცეროლი, ნატრიუმის ქლორიდი და გასუფთავებული წყალი.

მალამო ვიპროსალი B გარეგანი სახე და შეფუთვის შემადგენლობა

მალამო არის თეთრი ან თეთრი ოდნავ მოყვითალო შეფერილობის, ქაფურის და სკიპიდარის სუნით.

30გ, 50გ ან 75გ მალამო ალუმინის ტუბში, ალუმინის ტუბი მუყაოს კოლოფში.

ყველა ტიპის შეფუთვა შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ბაზარზე.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

რეგისტრაციის მოწმობის მფლობელი

სს გრინდეკსი.

კრუსტპილსის ქუჩა 53, რიგა, LV1057, ლატვია

ტელ.: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

ელ. ფოსტა: [email protected]

მწარმოებლები

სს ტალინის ფარმაცევტული ქარხანა

ტონდი 33, 11316 ტალინი, ესტონეთი

ამ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, მიმართეთ გაყიდვის ნებართვის მფლობელს (იხილეთ ზემოთ) ან გაყიდვის ნებართვის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელს:

სს გრინდეკსის ფილიალი ესტონეთში

ტონდი 33, 11316 ტალინი

ტელ.: +372 612 0224

საინფორმაციო ფურცელი-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღია 2024 წლის დეკემბერი.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა