ვილვაგ ტრიო
WILWAG TRIO
გამოიყენება Candida albicans-ით გამოწვეული კანდიდოზური ვულვოვაგინიტის; Gardnerella vaginalis-ით და ანაერობული ბაქტერიით გამოწვეული ბაქტერიული ვაგინოზის, ან შერეული ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ლიდოკაინი (lidocaine) + ტიოკონაზოლი (tioconazole) + ტინიდაზოლი (tinidazole)
- ფორმა და შეფუთვა
- 300მგ+200მგ+100მგ ვაგინალური ოვულა №3 (1X3)
- მწარმოებელი
- Helba Ilac Ic ve Dis Sanayi Ticaret Anonim Sirketi., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ინფექციების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, იმიდაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- G01AF20
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040917
- რეგისტრირებულია
- 2 მაისი 2024, მოქმედებს 2 მაისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Helba Ilac Ic ve Dis Sanayi Ticaret Anonim Sirketi. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვილვაგ ტრიო — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გამოიყენება Candida albicans-ით გამოწვეული კანდიდოზური ვულვოვაგინიტის; Gardnerella vaginalis-ით და ანაერობული ბაქტერიით გამოწვეული ბაქტერიული ვაგინოზის, ან შერეული ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ სხვა რეკომენდაცია არ არის მოცემული ექიმის მიერ, ერთი ოვულა გამოიყენება ერთხელ დღეში ღამით ძილის წინ 3 დღე. ორმაგი დოზა არ გამოიყენება.
რეკომენდებულია, რომ ვილვაგ ტრიო არ იქნას გამოყენებული მენსტრუაციის პერიოდში, ვინაიდან პრეპარატის მოქმედება შეიძლება შემცირდეს ან გაძნელდეს მისი გამოყენება ამ პერიოდში.
მიღების წესი:
მხოლოდ ინტრავაგინალური გამოყენებისთვის. ვილვაგ ტრიო შეიყვანება ღრმად საშოში ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში.
დაუშვებელია მისი გადაყლაპვა ან ნებისმიერი სხვა გზით შეყვანა.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციებისათვის:
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <22 მლ/წთ) ტინიდაზოლის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ჯანმრთელი პირების ფარმაკოკინეტიკისგან. შესაბამისად, აღნიშნული დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ჰემოდიალიზის დროს ტინიდაზოლის კლირენსი მნიშვნელოვნად იზრდება, ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდება 12 საათიდან 4.9 საათამდე. ორგანიზმში ტინიდაზოლის რაოდენობის დაახლოებით 43% გამოიყოფა 6 საათიანი ჰემოდიალიზის განმავლობაში. თუ ტინიდაზოლი შეიყვანება დიალიზის სეანსამდე, რეკომენდებულია, რომ ტინიდაზოლის დანიშნული დოზის ნახევარი შეყვანილი იქნას დიალიზის შემდეგ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ტინიდაზოლის ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ტინიდაზოლის ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა შეიყვანება სიფრთხილის ზომების დაცვით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება ორჯერ ან მეტად გაიზარდოს. თირკმლის დისფუნქცია არ ახდენს გავლენას ლიდოკაინის კინეტიკაზე, მაგრამ შეიძლება გაზარდოს მეტაბოლიტების დაგროვება. ეს თვისებები უნდა იქნას გათვალისწინებული ვილვაგ ტრიოს გამოყენებისას ღვიძლის ან/და თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
პედიატრიული პოპულაცია:
არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმული პაციენტები:
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გამოიყენება მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზა.
უკუჩვენებები
ვილვაგ ტრიო არ გამოიყენება პაციენტებში შემდეგი მდგომარეობების დროს:
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან მათი წარმოებულების მიმართ,
ორსულობის პირველი ტრიმესტრი,
ძუძუთი კვების პერიოდი,
ორგანული ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტები,
ამჟამად ან წარსულში არსებული სისხლის დისკრაზია.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი გამოიყენება ვაგინალურად. დაუშვებელია მისი გადაყლაპვა ან ნებისმიერი სხვა გზით შეყვანა.
ისევე, როგორც მსგავსი სტრუქტურის მქონე სხვა ნივთიერებები, ტინიდაზოლი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ამჟამად აქვთ ან წარსულში ჰქონდათ სისხლის დისკრაზია. შეიძლება განვითარდეს დროებითი ლეიკოპენია და ნეიტროპენია. ცხოველებში ჩატარებულ ცდებში და კლინიკურ კვლევებში შეუქცევადი ჰემატოლოგიური პათოლოგიები გამოვლენილი არ არის.
იმის გამო, რომ შეიძლება განვითარდეს დისულფირამის მსგავსი რეაქცია, დაუშვებელია ალკოჰოლის მოხმარება მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში.
პრეპარატი არ გამოიყენება სქესობრივად მოუმწიფებელ გოგონებსა და ქალწულებში.
პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში.
ვინაიდან ოვულამ შეიძლება დააზიანოს რეზინი, ის არ უნდა შეეხოს კონტრაცეპტიულ მემბრანას და პრეზერვატივს.
ლიდოკაინს შეუძლია გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევები, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილიც კი, განსაკუთრებით მაღალი დოზების და კანის ფართო უბნებზე, განსაკუთრებით ოკლუზიურ პირობებში გამოყენებისას.
ვილვაგ ტრიო არ გამოიყენება სპერმიციდებთან ერთად, საშოს სანაციის შემთხვევაში ან სხვა პროდუქტებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება ვაგინალურად.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ტინიდაზოლის აბსორბციის გამო შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება შემდეგ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას;
აცენოკუმაროლი, ანისინდიონი, დიკუმაროლი, ფენინდიონი, ფენპროკუმონი, ვარფარინი: სისხლდენის მომატებული რისკი,
ქოლესტირამინი: ტინიდაზოლის მოქმედების შემცირება, ციმეტიდინი: ტინიდაზოლის პლაზმური კონცენტრაციის გაზრდა, ციკლოსპორინი: ციკლოსპორინის დონის გაზრდა,
დისულფირამი: ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიკურობის სიმპტომები (სიმპტომები ფსიქიკის მხრივ, დაბნეულობა),
ფტორურაცილი: შრატში ფტორურაცილის კონცენტრაციის მომატება და პოტენციურად ფტორურაცილთან დაკავშირებული ტოქსიკურობის სიმპტომები (გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, სტომატიტი, ღებინება),
ფოსფენიტოინი: ფენიტოინის ტოქსიკურობის გაზრდილი რისკი და/ან პლაზმაში ტინიდაზოლის დონის დაქვეითება,
კეტოკონაზოლი: პლაზმაში ტინიდაზოლის კონცენტრაციის მომატება,
ლითიუმი: პლაზმაში ლითიუმის გაზრდილი დონე და ლითიუმით გამოწვეული ტოქსიკურობის ნიშნები (სისუსტე, ტრემორი, ძლიერი წყურვილი, დაბნეულობა),
ფენობარბიტალი: ტინიდაზოლის პლაზმური კონცენტრაციის დაქვეითება,
ფენიტოინი: ფენიტოინით გამოწვეული ტოქსიკურობის გაზრდილი რისკი ან/და პლაზმაში ტინიდაზოლის დაქვეითებული დონე,
რიფამპინი: ტინიდაზოლის პლაზმური კონცენტრაციის დაქვეითება;
ტაკროლიმუსი: ტაკროლიმუსის დონის მომატება,
CYP3A4-ის ინდუქტორები/ინჰიბიტორები: ტინიდაზოლის ეფექტიანობის დაქვეითება ან გვერდითი რეაქციების მომატებული ალბათობა (CYP3A4-ის ინჰიბიტორები, როგორიცაა ციმეტიდინი და კეტოკონაზოლი, იწვევს ტინიდაზოლის ნახევარგამოყოფის დროის გახანგრძლივებას, პლაზმური კლირენსის დაქვეითებას და პლაზმური კონცენტრაციის გაზრდას).
შემდეგ პრეპარატებთან გამოყენების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება თიოკონაზოლის შეწოვის გამო;
ოქსიკოდონი: ოქსიკოდონის თიოკონაზოლთან ერთად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს პლაზმაში ოქსიკოდონის კონცენტრაციის გაზრდა ან ოქსიკოდონის კლირენსის დაქვეითება თიოკონაზოლის აბსორბციის გამო.
შემდეგ პრეპარატებთან გამოყენების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება ლიდოკაინის შეწოვის გამო;
პროპრანოლოლი: პლაზმაში ლიდოკაინის დაქვეითებული კლირენსი,
ციმეტიდინი: პლაზმაში ლიდოკაინის კლირენსის დაქვეითება,
ანტიარითმული პროდუქტები: ლიდოკაინის მომატებული ტოქსიკურობა,
ფენიტოინი ან ბარბიტურატები: პლაზმაში ლიდოკაინის დონის დაქვეითება.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ:
სპეციალურ პოპულაციებში ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული.
პედიატრიული პოპულაცია:
ბავშვებში ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულობის კატეგორია არის C.
შვილოსნობის ასაკის ქალები/შობადობის კონტროლი (კონტრაცეფცია)
ვინაიდან ვილვაგ ტრიოში ნივთიერებების კომბინაციის მოქმედება ნაყოფის ან ახალშობილის განვითარებაზე სრულად ცნობილი არ არის, პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ორსულობისგან თავის დაცვა სათანადო კონტრაცეფციური მეთოდით.
ორსულობა
ტინიდაზოლი კვეთს პლაცენტას.
ორსულობასთან/ ან-და ემბრიონის/ნაყოფის ზრდასთან/ ან-და ნატალურ/ან-და/პოსტნატალურ განვითარებასთან დაკავშირებით ცხოველებში ჩატარებული კვლევები არასაკმარისია. ადამიანისთვის პოტენციური რისკი უცნობია.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ვილვაგ ტრიოს გამოყენებასთან დაკავშირებით საკმარისი მონაცემები არ არის. შესაბამისად, ვილვაგ ტრიო არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში სარგებელი/რისკის თანაფარდობა უნდა შეფასდეს ექიმის მიერ და, თუ არ არის აუცილებელი, არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში.
ძუძუთი კვება
ვინაიდან თიოკონაზოლი გამოიყოფა დედის რძეში, მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ჩვილების ძუძუთი კვება. ძუძუთი კვების გაგრძელება შეიძლება მკურნალობის დასრულებიდან 72 საათის შემდეგ.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა თიოკონაზოლი დედის რძეში. ვინაიდან უმრავლესი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მკურნალობის პერიოდში.
ვინაიდან უცნობია, გამოიყოფა თუ არა ლიდოკაინი დედის რძეში, მისი გამოყენება მეძუძურ ქალებში რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვით.
რეპროდუქციის უნარი/ფერტილობა
დღე-ღამეში 600 მგ/კგ ტინიდაზოლის 60 დღის განმავლობაში შეყვანის შემდეგ მამრ ვირთაგვებში აღინიშნა ფერტილობის დაქვეითება და სათესლე ჯირკვლის ჰისტოპათოლოგია. დღე-ღამეში 300 და 600 მგ/კგ-ზე დოზით ტინიდაზოლის შეყვანის შემდეგ გამოვლინდა სპერმატოგენური მოქმედება. სათესლე ჯირკვლებსა და სპერმატოგენეზზე არასასურველი მოვლენები არ აღინიშნა დღე-ღამეში 100 მგ/კგ-ზე დოზით ტინიდაზოლის შეყვანის შემდეგ. ასეთი მოქმედება დამახასიათებელია 5-ნიტროიმიდაზოლის კლასის პრეპარატებისთვის.
მამრ ვირთაგვებში დღე-ღამეში 150 მგ/კგ-ზე დოზით თიოკონაზოლის პერორალურად შეყვანის შემდეგ ფერტილობის დარღვევა არ აღინიშნა. მდედრ ვირთაგვებში აღინიშნა პრეიმპლანტაციური დანაკარგი დღე-ღამეში 35 მგ/კგ-ზე დოზით თიოკონაზოლის პერორალურად შეყვანის შემდეგ.
ადამიანების ან ცხოველების ფერტილობაზე ლიდოკაინის მავნე ზემოქმედების შესახებ მტკიცებულება არარსებობს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ვილვაგ ტრიოს ზემოქმედება ცნობილი არ არის.
გვერდითი მოვლენები
ძალიან ხშირი (≥l/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10,000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
ვილვაგ ტრიო ძალიან კარგად აიტანება შეყვანის არეში.
მიუხედავად იმისა, რომ ვილვაგ ტრიოს ვაგინალურ შეყვანასთან დაკავშირებით არ არის აღნიშნული, არასასურველი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს მის შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერებების სისტემური გამოყენების შედეგად, ჩამოთვლილია ქვემოთ.
ვინაიდან ინტრავაგინალური შეყვანისას სისხლში ტინიდაზოლის, თიოკონაზოლის და ლიდოკაინის დონეები უფრო დაბალია, მითითებული გვერდითი მოვლენები უფრო ნაკლები სიხშირითაა მოსალოდნელი:
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები:
უცნობია: ლეიკოპენია (დროებითი), ნეიტროპენია (დროებითი)
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები:
უცნობია: ალერგიული რეაქციები (მძიმე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ანაფილაქსიური შოკი)
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები:
ხშირი: სისუსტე, ძალების დაკარგვა, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
უცნობია: ატაქსია, კომა (იშვიათად), დაბნეულობა (იშვიათად), დეპრესია (იშვიათად), ძილიანობა, სტუპორი, უძილობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, ფსიქოზი, კრუნჩხვა, მეტყველების დარღვევა, აგზნება, შფოთვა, ვერტიგო, პერიფერიული ნეიროპათია, კონსვულსია, სპაზმი, ძლიერი აგზნება, დეზორიენტაცია, ეიფორია, ჰალუცინაციები, ჰიპერესთეზია, ჰიპოესთეზია, ლეთარგია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები:
უცნობია: არითმია, ბრადიკარდია, არტერიული სპაზმი, კარდიოვასკულური კოლაფსი, დეფიბრილაციის მომატებული ზღვარი, შეშუპება, წამოხურება, გულის ბლოკადა, ჰიპოტენზია, სინუსური კვანძის დათრგუნვა
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები:
ხშირად: ლითონისებრი/მწარე გემო პირში, გულისრევა, უმადობა, მადის დაკარგვა, შებერილობა, დისპეფსია, სპაზმი მუცლის არეში, ეპიგასტრალური დისკომფორტი, ღებინება, შეკრულობა
უცნობია: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ნადები ენაზე (იშვიათად), სტომატიტი, ენის ფერის შეცვლა, პირის ღრუს სიმშრალე, ფსევდომემბრანული კოლიტი
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
უცნობია: ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი კანზე
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ:
ხშირი: შარდის ფერის გამუქება.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე:
უცნობია: ადგილობრივი წვა, წვა შარდვის დროს, შეშუპება, ადგილობრივი გაღიზიანება, ქავილი, ვაგინალური გამონადენი, დისპარეუნია, ნოქტურია, ვაგინალური ტკივილი
ჭარბი დოზა
ოვულების გადაჭარბებული რაოდენობით შეყვანის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ოვულების შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერებების სისტემური ეფექტები, მაგრამ მოსალოდნელი არ არის, რომ ეს გამოიწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სიმპტომებს, ვინაიდან ოვულები შეიყვანება ვაგინალურად.
ტინიდაზოლს არ აქვს სპეციფიკური ანტიდოტი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. შეიძლება ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა. დოზის გადაჭარბების გვერდითი მოქმედება ცნობილი არ არის.
ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა თიოკონაზოლის უმნიშვნელო სისტემური აბსორბციის გამო.
ლიდოკაინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევები, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილიც კი, ძალიან მაღალი დოზების ადგილობრივი გამოყენებისას.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება(ები):
თითოეული ვაგინალური ოვულა შეიცავს:
ტინიდაზოლს 300 მგ
თიოკონაზოლს 200 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს 123.26 მგ (100 მგ ლიდოკაინის ეკვივალენტური)
დამხმარე ნივთიერება(ები):
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1.
შენახვის პირობები
24 თვე
- 4 შენახვის განსაკუთრებული პირობები
ინახება 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
- 5 შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი
ბაზარზე წარმოდგენილია ვილვაგ ტრიოს 3 ოვულა არაგამჭვირვალე თეთრ ორმაგი შრის პვქ/დსპე ოვულის შეფუთვაში.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული, სოკოს საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება
ათქ კოდი: G01AF20
თიოკონაზოლი არის სოკოს საწინააღმდეგო სინთეზური საშუალება მაღალი აქტივობით საფუარასა და სოკოს წინააღმდეგ (დერმატოფიტების ჩათვლით) in vitro. ის ასევე აქტიურია Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalis, Bacteroides spp. და ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიის წინააღმდეგ (მათ შორის Staphylococci და Streptococci spp.). კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ თიოკონაზოლი ეფექტიანია Candida albicans-ით და კანდიდას სხვა სახეობებით (Torulopsis glabrata) და Trichomonas vaginalis-ით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ.
თიოკონაზოლი მოქმედებს სოკოს ნორმალური უჯრედის მემბრანების გამტარობის დაზიანებით. ერგოსტეროლი სოკოს უჯრედის მემბრანის მნიშვნელოვანი კომპონენტია. თიოკონაზოლი თრგუნავს ერგოსტეროლის სინთეზს ციტოქრომ P450-ის ფერმენტის 14-ალფა დემეთილაზასთან ურთიერთქმედებით, რაც საჭიროა ლანოსტეროლის ერგოსტეროლად გარდაქმნისთვის. ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირება ზრდის უჯრედის გამტარობას, რაც ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ფოსფორის შემცველი ნაერთები ან კალიუმი, აძლევს უჯრედიდან გამოჟონვის საშუალებას.
ტინიდაზოლი ეფექტიანია პროტოზოას და ობლიგატური ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ. ანტიპროტოზოული მოქმედება მოიცავს Trichomonas vaginalis, Entamoeba histolytica da Giardia lamblia-ს.
ტინიდაზოლი ასევე ეფექტიანია Gardnerella vaginalis-ის და უმრავლესი ანაერობული ბაქტერიის (Bacteroides fragilis, Bacteroides melaninogenicus, Bacteroides spp., Clostridium spp., Eubacterium spp., Peptostreptococcus spp. და Veillonella spp.) წინააღმდეგ ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობისას.
ტინიდაზოლის მოქმედების მექანიზმი დეტალურად დასაბუთებული არ არის. ის განაპირობებს ნიტროჯგუფის დასუსტებას ფეროდოქსინის სისტემისა და დაბალი ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის საშუალებით, რაც ვითარდება მხოლოდ ანაერობულ ბაქტერიაში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტინიდაზოლს შეუძლია ორივე ტიპის მიკროორგანიზმის უჯრედულ მემბრანებში შეღწევა, ანაერობებს უფრო მაღალი სიჩქარით შეუძლია ტინიდაზოლის შთანთქმა, ვიდრე აერობებს. დასუსტება გამოიხატება დიფუზიის გაზრდით, რაც აძლიერებს ტინიდაზოლისა და რეაქტიული შუალედური პროდუქტების შთანთქმას.
ლიდოკაინი არის ამიდური ტიპის ადგილობრივი (ტოპიკური) საანესთეზიო საშუალება. ლიდოკაინი ასტაბილურებს ნეირონულ მემბრანებს იონის ნაკადის ინჰიბირებით, რაც აუცილებელია იმპულსების წარმოქმნისთვის და გადაცემისთვის. შესაბამისად, ის წარმოქმნის ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
შეწოვა:
ტინიდაზოლი:
ტინიდაზოლის დაახლოებით 10% შეიწოვება ინტრავაგინალური შეყვანისას.
6 ჯანმრთელ მოხალისეში 500 მგ ტინიდაზოლის შემცველი ვაგინალური ოვულების შეყვანისას საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია იყო 1,0 მკგ/მლ და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო (tmax) შეადგენდა 8.7 საათს.
თიოკონაზოლი:
თიოკონაზოლი ძალიან მცირე რაოდენობით გადადის სისტემურ სისხლში ინტრავაგინალურად შეყვანის შემთხვევაში. კანდიდოზური ვულვოვაგინიტის მქონე ქალებში მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მალამოს სახით 300 მგ თიოკონაზოლის ერთჯერადი ინტრავაგინალური შეყვანისას შეადგენდა 18 ნგ/მლ.
ლიდოკაინი:
ლიდოკაინი ძალიან მცირე რაოდენობით შეიწოვება დაზიანებულ კანში და ლორწოვან გარსებში.
განაწილება:
ტინიდაზოლი:
ნაწილდება ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილსა და სითხეში და კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. განაწილების მოცულობა შეადგენს 50 ლიტრს. ტინიდაზოლის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 12%-ს. ტინიდაზოლი კვეთს პლაცენტას. ის გამოიყოფა დედის რძეში ძუძუთი კვების დროს.
თიოკონაზოლი:
მრავალი კლინიკური კვლევით ნაჩვენებია, რომ თიოკონაზოლის ერთჯერადი დოზის (300 მგ) ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ ვაგინალურ სითხეში აღმოჩენილი კონცენტრაციები 2-3 დღის განმავლობაში დარჩა იმ დონეზე, რომელიც ახდენს Candida albicans-ის ზრდის ინჰიბირებას.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა თიოკონაზოლი დედის რძეში.
ლიდოკაინი:
ლიდოკაინი 60-80%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ის კვეთს პლაცენტას და ჰემატოენცეფალურ ბარიერს პასიური დიფუზიის გზით და ნაწილდება ცერებროსპინალურ სითხესა და ქსოვილებში მაღალი პერფუზიით (თირკმელები, ღვიძლი, გული) და ცხიმოვან ქსოვილში. განაწილების მოცულობა შეადგენს 0.8-1.3 ლ/კგ.
ბიოტრანსფორმაცია:
ტინიდაზოლი:
ტინიდაზოლი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ოქსიდაციის, ჰიდროქსილირების და კონიუგაციის გზით.
ტინიდაზოლი ძირითადად ბიოტრანსფორმირდება CYP3A4-ის საშუალებით.
თიოკონაზოლი:
თიოკონაზოლის ძირითადი მეტაბოლიტი არის გლუკურონიდული კონიუგატი.
თიოკონაზოლი არ ბიოტრანსფორმირდება ვაგინალურ სითხეში, მაგრამ ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ სისტემურ სისხლში მოხვედრილი ზოგიერთი სამკურნალო საშუალება მეტაბოლიზდება. თიოკონაზოლის ერთ-ერთი მეტაბოლიტი წარმოიქმნება იმიდაზოლის რგოლზე N-გლუკურონიდაციის შედეგად, და მეორე მეტაბოლიტი წარმოიქმნება ქლოროთიენილის ჯგუფის O-დეთიენილიზაციით, სპირტში ჰიდრატაციით, და გლუკურონიდაციით.
ლიდოკაინი:
მეტაბოლიზდება ღვიძლში. აქტიური მეტაბოლიტებია მონოეთილგლიცინქსილიდიდი (MEGX) და გლიცინქსილიდიდი (GX).
ელიმინაცია:
ტინიდაზოლი:
ტინიდაზოლის პლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 12-14 საათია. ღვიძლი და თირკმელები მონაწილეობს ტინიდაზოლის გამოყოფაში. ტინიდაზოლი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში (შეყვანილი დოზის დაახლოებით 20-25%). პრეპარატის დაახლოებით 12% გამოიყოფა განავალში.
თიოკონაზოლი:
ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ აბსორბირებული პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა პლაზმიდან 72 საათის განმავლობაში. თიოკონაზოლის პერორალური დოზის დაახლოებით 25-27% გამოიყოფა შარდში მეტაბოლიტების სახით, ხოლო 59% გამოიყოფა განავალში, ძირითადად უცვლელი პრეპარატის სახით.
ლიდოკაინი:
ინტრავენური შეყვანის შემდეგ აბსორბირებული დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა შარდში მეტაბოლიტების სახით და 10%-ზე ნაკლები უცვლელი სახით.
ხაზოვნება/არახაზოვნება:
მონაცემები არ არსებობს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
პროდუქტის ზოგადი დახასიათება
- სამედიცინო პროდუქტის დასახელება
ვილვაგ ტრიო
300 მგ/200 მგ/100 მგ ვაგინალური ოვულები
- თვისებრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება(ები):
თითოეული ვაგინალური ოვულა შეიცავს:
ტინიდაზოლს 300 მგ
თიოკონაზოლს 200 მგ
ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს 123.26 მგ (100 მგ ლიდოკაინის ეკვივალენტური)
დამხმარე ნივთიერება(ები):
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1.
- ფარმაცევტული ფორმა
ვაგინალური ოვულა
მოთეთრო ყვითელი ფერის გლუვი ოვულა
- კლინიკური მახასიათებლები
- 1. თერაპიული ჩვენებები
გამოიყენება Candida albicans-ით გამოწვეული კანდიდოზური ვულვოვაგინიტის; Gardnerella vaginalis-ით და ანაერობული ბაქტერიით გამოწვეული ბაქტერიული ვაგინოზის, ან შერეული ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ.
- 2. დოზირება და მიღების წესი
დოზირება/მიღების სიხშირე და მკურნალობის ხანგრძლივობა:
პრეპარატი არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ სხვა რეკომენდაცია არ არის მოცემული ექიმის მიერ, ერთი ოვულა გამოიყენება ერთხელ დღეში ღამით ძილის წინ 3 დღე. ორმაგი დოზა არ გამოიყენება.
რეკომენდებულია, რომ ვილვაგ ტრიო არ იქნას გამოყენებული მენსტრუაციის პერიოდში, ვინაიდან პრეპარატის მოქმედება შეიძლება შემცირდეს ან გაძნელდეს მისი გამოყენება ამ პერიოდში.
მიღების წესი:
მხოლოდ ინტრავაგინალური გამოყენებისთვის. ვილვაგ ტრიო შეიყვანება ღრმად საშოში ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში.
დაუშვებელია მისი გადაყლაპვა ან ნებისმიერი სხვა გზით შეყვანა.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციებისათვის:
თირკმელების/ღვიძლის უკმარისობა:
თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი <22 მლ/წთ) ტინიდაზოლის ფარმაკოკინეტიკა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ჯანმრთელი პირების ფარმაკოკინეტიკისგან. შესაბამისად, აღნიშნული დარღვევების მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.
ჰემოდიალიზის დროს ტინიდაზოლის კლირენსი მნიშვნელოვნად იზრდება, ნახევარგამოყოფის პერიოდი მცირდება 12 საათიდან 4.9 საათამდე. ორგანიზმში ტინიდაზოლის რაოდენობის დაახლოებით 43% გამოიყოფა 6 საათიანი ჰემოდიალიზის განმავლობაში. თუ ტინიდაზოლი შეიყვანება დიალიზის სეანსამდე, რეკომენდებულია, რომ ტინიდაზოლის დანიშნული დოზის ნახევარი შეყვანილი იქნას დიალიზის შემდეგ.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ტინიდაზოლის ფარმაკოკინეტიკის შესახებ მონაცემები არ არსებობს. ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ტინიდაზოლის ჩვეულებრივი რეკომენდებული დოზა შეიყვანება სიფრთხილის ზომების დაცვით.
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში ლიდოკაინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეიძლება ორჯერ ან მეტად გაიზარდოს. თირკმლის დისფუნქცია არ ახდენს გავლენას ლიდოკაინის კინეტიკაზე, მაგრამ შეიძლება გაზარდოს მეტაბოლიტების დაგროვება. ეს თვისებები უნდა იქნას გათვალისწინებული ვილვაგ ტრიოს გამოყენებისას ღვიძლის ან/და თირკმელების დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
პედიატრიული პოპულაცია:
არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ხანდაზმული პაციენტები:
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში გამოიყენება მოზრდილებისთვის განკუთვნილი დოზა.
- 3 უკუჩვენებები
ვილვაგ ტრიო არ გამოიყენება პაციენტებში შემდეგი მდგომარეობების დროს:
ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერებების ან მათი წარმოებულების მიმართ,
ორსულობის პირველი ტრიმესტრი,
ძუძუთი კვების პერიოდი,
ორგანული ნევროლოგიური დარღვევების მქონე პაციენტები,
ამჟამად ან წარსულში არსებული სისხლის დისკრაზია.
- 4 სპეციალური გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პრეპარატი გამოიყენება ვაგინალურად. დაუშვებელია მისი გადაყლაპვა ან ნებისმიერი სხვა გზით შეყვანა.
ისევე, როგორც მსგავსი სტრუქტურის მქონე სხვა ნივთიერებები, ტინიდაზოლი არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც ამჟამად აქვთ ან წარსულში ჰქონდათ სისხლის დისკრაზია. შეიძლება განვითარდეს დროებითი ლეიკოპენია და ნეიტროპენია. ცხოველებში ჩატარებულ ცდებში და კლინიკურ კვლევებში შეუქცევადი ჰემატოლოგიური პათოლოგიები გამოვლენილი არ არის.
იმის გამო, რომ შეიძლება განვითარდეს დისულფირამის მსგავსი რეაქცია, დაუშვებელია ალკოჰოლის მოხმარება მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში.
პრეპარატი არ გამოიყენება სქესობრივად მოუმწიფებელ გოგონებსა და ქალწულებში.
პრეპარატი სიფრთხილის ზომების დაცვით გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე პაციენტებში.
ვინაიდან ოვულამ შეიძლება დააზიანოს რეზინი, ის არ უნდა შეეხოს კონტრაცეპტიულ მემბრანას და პრეზერვატივს.
ლიდოკაინს შეუძლია გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევები, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილიც კი, განსაკუთრებით მაღალი დოზების და კანის ფართო უბნებზე, განსაკუთრებით ოკლუზიურ პირობებში გამოყენებისას.
ვილვაგ ტრიო არ გამოიყენება სპერმიციდებთან ერთად, საშოს სანაციის შემთხვევაში ან სხვა პროდუქტებთან ერთად, რომლებიც გამოიყენება ვაგინალურად.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ტინიდაზოლის აბსორბციის გამო შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება შემდეგ პრეპარატებთან ერთდროულად გამოყენებისას;
აცენოკუმაროლი, ანისინდიონი, დიკუმაროლი, ფენინდიონი, ფენპროკუმონი, ვარფარინი: სისხლდენის მომატებული რისკი,
ქოლესტირამინი: ტინიდაზოლის მოქმედების შემცირება, ციმეტიდინი: ტინიდაზოლის პლაზმური კონცენტრაციის გაზრდა, ციკლოსპორინი: ციკლოსპორინის დონის გაზრდა,
დისულფირამი: ცენტრალური ნერვული სისტემის ტოქსიკურობის სიმპტომები (სიმპტომები ფსიქიკის მხრივ, დაბნეულობა),
ფტორურაცილი: შრატში ფტორურაცილის კონცენტრაციის მომატება და პოტენციურად ფტორურაცილთან დაკავშირებული ტოქსიკურობის სიმპტომები (გრანულოციტოპენია, ანემია, თრომბოციტოპენია, სტომატიტი, ღებინება),
ფოსფენიტოინი: ფენიტოინის ტოქსიკურობის გაზრდილი რისკი და/ან პლაზმაში ტინიდაზოლის დონის დაქვეითება,
კეტოკონაზოლი: პლაზმაში ტინიდაზოლის კონცენტრაციის მომატება,
ლითიუმი: პლაზმაში ლითიუმის გაზრდილი დონე და ლითიუმით გამოწვეული ტოქსიკურობის ნიშნები (სისუსტე, ტრემორი, ძლიერი წყურვილი, დაბნეულობა),
ფენობარბიტალი: ტინიდაზოლის პლაზმური კონცენტრაციის დაქვეითება,
ფენიტოინი: ფენიტოინით გამოწვეული ტოქსიკურობის გაზრდილი რისკი ან/და პლაზმაში ტინიდაზოლის დაქვეითებული დონე,
რიფამპინი: ტინიდაზოლის პლაზმური კონცენტრაციის დაქვეითება;
ტაკროლიმუსი: ტაკროლიმუსის დონის მომატება,
CYP3A4-ის ინდუქტორები/ინჰიბიტორები: ტინიდაზოლის ეფექტიანობის დაქვეითება ან გვერდითი რეაქციების მომატებული ალბათობა (CYP3A4-ის ინჰიბიტორები, როგორიცაა ციმეტიდინი და კეტოკონაზოლი, იწვევს ტინიდაზოლის ნახევარგამოყოფის დროის გახანგრძლივებას, პლაზმური კლირენსის დაქვეითებას და პლაზმური კონცენტრაციის გაზრდას).
შემდეგ პრეპარატებთან გამოყენების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება თიოკონაზოლის შეწოვის გამო;
ოქსიკოდონი: ოქსიკოდონის თიოკონაზოლთან ერთად გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს პლაზმაში ოქსიკოდონის კონცენტრაციის გაზრდა ან ოქსიკოდონის კლირენსის დაქვეითება თიოკონაზოლის აბსორბციის გამო.
შემდეგ პრეპარატებთან გამოყენების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ურთიერთქმედება ლიდოკაინის შეწოვის გამო;
პროპრანოლოლი: პლაზმაში ლიდოკაინის დაქვეითებული კლირენსი,
ციმეტიდინი: პლაზმაში ლიდოკაინის კლირენსის დაქვეითება,
ანტიარითმული პროდუქტები: ლიდოკაინის მომატებული ტოქსიკურობა,
ფენიტოინი ან ბარბიტურატები: პლაზმაში ლიდოკაინის დონის დაქვეითება.
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ:
სპეციალურ პოპულაციებში ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული.
პედიატრიული პოპულაცია:
ბავშვებში ურთიერთქმედების კვლევები არ არის ჩატარებული.
- 6. ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულობის კატეგორია არის C.
შვილოსნობის ასაკის ქალები/შობადობის კონტროლი (კონტრაცეფცია)
ვინაიდან ვილვაგ ტრიოში ნივთიერებების კომბინაციის მოქმედება ნაყოფის ან ახალშობილის განვითარებაზე სრულად ცნობილი არ არის, პრეპარატის გამოყენების შემთხვევაში საჭიროა ორსულობისგან თავის დაცვა სათანადო კონტრაცეფციური მეთოდით.
ორსულობა
ტინიდაზოლი კვეთს პლაცენტას.
ორსულობასთან/ ან-და ემბრიონის/ნაყოფის ზრდასთან/ ან-და ნატალურ/ან-და/პოსტნატალურ განვითარებასთან დაკავშირებით ცხოველებში ჩატარებული კვლევები არასაკმარისია. ადამიანისთვის პოტენციური რისკი უცნობია.
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ვილვაგ ტრიოს გამოყენებასთან დაკავშირებით საკმარისი მონაცემები არ არის. შესაბამისად, ვილვაგ ტრიო არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრებში სარგებელი/რისკის თანაფარდობა უნდა შეფასდეს ექიმის მიერ და, თუ არ არის აუცილებელი, არ უნდა იქნას გამოყენებული ორსულობის პერიოდში.
ძუძუთი კვება
ვინაიდან თიოკონაზოლი გამოიყოფა დედის რძეში, მკურნალობის პერიოდში არ შეიძლება ჩვილების ძუძუთი კვება. ძუძუთი კვების გაგრძელება შეიძლება მკურნალობის დასრულებიდან 72 საათის შემდეგ.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა თიოკონაზოლი დედის რძეში. ვინაიდან უმრავლესი პრეპარატი გამოიყოფა დედის რძეში, ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მკურნალობის პერიოდში.
ვინაიდან უცნობია, გამოიყოფა თუ არა ლიდოკაინი დედის რძეში, მისი გამოყენება მეძუძურ ქალებში რეკომენდებულია სიფრთხილის ზომების დაცვით.
რეპროდუქციის უნარი/ფერტილობა
დღე-ღამეში 600 მგ/კგ ტინიდაზოლის 60 დღის განმავლობაში შეყვანის შემდეგ მამრ ვირთაგვებში აღინიშნა ფერტილობის დაქვეითება და სათესლე ჯირკვლის ჰისტოპათოლოგია. დღე-ღამეში 300 და 600 მგ/კგ-ზე დოზით ტინიდაზოლის შეყვანის შემდეგ გამოვლინდა სპერმატოგენური მოქმედება. სათესლე ჯირკვლებსა და სპერმატოგენეზზე არასასურველი მოვლენები არ აღინიშნა დღე-ღამეში 100 მგ/კგ-ზე დოზით ტინიდაზოლის შეყვანის შემდეგ. ასეთი მოქმედება დამახასიათებელია 5-ნიტროიმიდაზოლის კლასის პრეპარატებისთვის.
მამრ ვირთაგვებში დღე-ღამეში 150 მგ/კგ-ზე დოზით თიოკონაზოლის პერორალურად შეყვანის შემდეგ ფერტილობის დარღვევა არ აღინიშნა. მდედრ ვირთაგვებში აღინიშნა პრეიმპლანტაციური დანაკარგი დღე-ღამეში 35 მგ/კგ-ზე დოზით თიოკონაზოლის პერორალურად შეყვანის შემდეგ.
ადამიანების ან ცხოველების ფერტილობაზე ლიდოკაინის მავნე ზემოქმედების შესახებ მტკიცებულება არარსებობს.
- 7. ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ვილვაგ ტრიოს ზემოქმედება ცნობილი არ არის.
- 8. არასასურველი მოვლენები
არასასურველი მოვლენების სიხშირის ჯგუფები წარმოდგენილია შემდეგი სახით:
ძალიან ხშირი (≥l/10); ხშირი (≥1/100, <1/10); არახშირი (≥1/1000, <1/100); იშვიათი (≥1/10,000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000), უცნობია (არსებული მონაცემებით შეფასება შეუძლებელია).
ვილვაგ ტრიო ძალიან კარგად აიტანება შეყვანის არეში.
მიუხედავად იმისა, რომ ვილვაგ ტრიოს ვაგინალურ შეყვანასთან დაკავშირებით არ არის აღნიშნული, არასასურველი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს მის შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერებების სისტემური გამოყენების შედეგად, ჩამოთვლილია ქვემოთ.
ვინაიდან ინტრავაგინალური შეყვანისას სისხლში ტინიდაზოლის, თიოკონაზოლის და ლიდოკაინის დონეები უფრო დაბალია, მითითებული გვერდითი მოვლენები უფრო ნაკლები სიხშირითაა მოსალოდნელი:
სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ დარღვევები:
უცნობია: ლეიკოპენია (დროებითი), ნეიტროპენია (დროებითი)
იმუნური სისტემის მხრივ დარღვევები:
უცნობია: ალერგიული რეაქციები (მძიმე შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს ანაფილაქსიური შოკი)
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები:
ხშირი: სისუსტე, ძალების დაკარგვა, დაღლილობა, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
უცნობია: ატაქსია, კომა (იშვიათად), დაბნეულობა (იშვიათად), დეპრესია (იშვიათად), ძილიანობა, სტუპორი, უძილობა, ძილის დარღვევა, შფოთვა, ფსიქოზი, კრუნჩხვა, მეტყველების დარღვევა, აგზნება, შფოთვა, ვერტიგო, პერიფერიული ნეიროპათია, კონსვულსია, სპაზმი, ძლიერი აგზნება, დეზორიენტაცია, ეიფორია, ჰალუცინაციები, ჰიპერესთეზია, ჰიპოესთეზია, ლეთარგია.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ დარღვევები:
უცნობია: არითმია, ბრადიკარდია, არტერიული სპაზმი, კარდიოვასკულური კოლაფსი, დეფიბრილაციის მომატებული ზღვარი, შეშუპება, წამოხურება, გულის ბლოკადა, ჰიპოტენზია, სინუსური კვანძის დათრგუნვა
კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები:
ხშირად: ლითონისებრი/მწარე გემო პირში, გულისრევა, უმადობა, მადის დაკარგვა, შებერილობა, დისპეფსია, სპაზმი მუცლის არეში, ეპიგასტრალური დისკომფორტი, ღებინება, შეკრულობა
უცნობია: ტკივილი მუცლის არეში, დიარეა, ნადები ენაზე (იშვიათად), სტომატიტი, ენის ფერის შეცვლა, პირის ღრუს სიმშრალე, ფსევდომემბრანული კოლიტი
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ:
უცნობია: ქავილი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი კანზე
დარღვევები თირკმელებისა და საშარდე გზების მხრივ:
ხშირი: შარდის ფერის გამუქება.
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილზე:
უცნობია: ადგილობრივი წვა, წვა შარდვის დროს, შეშუპება, ადგილობრივი გაღიზიანება, ქავილი, ვაგინალური გამონადენი, დისპარეუნია, ნოქტურია, ვაგინალური ტკივილი
- 9 დოზის გადაჭარბება
ოვულების გადაჭარბებული რაოდენობით შეყვანის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს ოვულების შემადგენლობაში შემავალი მოქმედი ნივთიერებების სისტემური ეფექტები, მაგრამ მოსალოდნელი არ არის, რომ ეს გამოიწვევს სიცოცხლისთვის საშიშ სიმპტომებს, ვინაიდან ოვულები შეიყვანება ვაგინალურად.
ტინიდაზოლს არ აქვს სპეციფიკური ანტიდოტი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში ტარდება სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. შეიძლება ჩატარდეს კუჭის ამორეცხვა. დოზის გადაჭარბების გვერდითი მოქმედება ცნობილი არ არის.
ადგილობრივი გამოყენების შემთხვევაში დოზის გადაჭარბება ნაკლებად სავარაუდოა თიოკონაზოლის უმნიშვნელო სისტემური აბსორბციის გამო.
ლიდოკაინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რიტმის დარღვევები, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილიც კი, ძალიან მაღალი დოზების ადგილობრივი გამოყენებისას.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1 ფარმაკოდინამიკური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული, სოკოს საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი საშუალება
ათქ კოდი: G01AF20
თიოკონაზოლი არის სოკოს საწინააღმდეგო სინთეზური საშუალება მაღალი აქტივობით საფუარასა და სოკოს წინააღმდეგ (დერმატოფიტების ჩათვლით) in vitro. ის ასევე აქტიურია Trichomonas vaginalis, Gardnerella vaginalis, Bacteroides spp. და ზოგიერთი გრამდადებითი ბაქტერიის წინააღმდეგ (მათ შორის Staphylococci და Streptococci spp.). კლინიკურ კვლევებში ნაჩვენებია, რომ თიოკონაზოლი ეფექტიანია Candida albicans-ით და კანდიდას სხვა სახეობებით (Torulopsis glabrata) და Trichomonas vaginalis-ით გამოწვეული ვაგინალური ინფექციების სამკურნალოდ.
თიოკონაზოლი მოქმედებს სოკოს ნორმალური უჯრედის მემბრანების გამტარობის დაზიანებით. ერგოსტეროლი სოკოს უჯრედის მემბრანის მნიშვნელოვანი კომპონენტია. თიოკონაზოლი თრგუნავს ერგოსტეროლის სინთეზს ციტოქრომ P450-ის ფერმენტის 14-ალფა დემეთილაზასთან ურთიერთქმედებით, რაც საჭიროა ლანოსტეროლის ერგოსტეროლად გარდაქმნისთვის. ერგოსტეროლის სინთეზის ინჰიბირება ზრდის უჯრედის გამტარობას, რაც ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ფოსფორის შემცველი ნაერთები ან კალიუმი, აძლევს უჯრედიდან გამოჟონვის საშუალებას.
ტინიდაზოლი ეფექტიანია პროტოზოას და ობლიგატური ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ. ანტიპროტოზოული მოქმედება მოიცავს Trichomonas vaginalis, Entamoeba histolytica da Giardia lamblia-ს.
ტინიდაზოლი ასევე ეფექტიანია Gardnerella vaginalis-ის და უმრავლესი ანაერობული ბაქტერიის (Bacteroides fragilis, Bacteroides melaninogenicus, Bacteroides spp., Clostridium spp., Eubacterium spp., Peptostreptococcus spp. და Veillonella spp.) წინააღმდეგ ბაქტერიული ვაგინოზის მკურნალობისას.
ტინიდაზოლის მოქმედების მექანიზმი დეტალურად დასაბუთებული არ არის. ის განაპირობებს ნიტროჯგუფის დასუსტებას ფეროდოქსინის სისტემისა და დაბალი ჟანგვა-აღდგენითი პოტენციალის საშუალებით, რაც ვითარდება მხოლოდ ანაერობულ ბაქტერიაში. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ტინიდაზოლს შეუძლია ორივე ტიპის მიკროორგანიზმის უჯრედულ მემბრანებში შეღწევა, ანაერობებს უფრო მაღალი სიჩქარით შეუძლია ტინიდაზოლის შთანთქმა, ვიდრე აერობებს. დასუსტება გამოიხატება დიფუზიის გაზრდით, რაც აძლიერებს ტინიდაზოლისა და რეაქტიული შუალედური პროდუქტების შთანთქმას.
ლიდოკაინი არის ამიდური ტიპის ადგილობრივი (ტოპიკური) საანესთეზიო საშუალება. ლიდოკაინი ასტაბილურებს ნეირონულ მემბრანებს იონის ნაკადის ინჰიბირებით, რაც აუცილებელია იმპულსების წარმოქმნისთვის და გადაცემისთვის. შესაბამისად, ის წარმოქმნის ადგილობრივ ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
შეწოვა:
ტინიდაზოლი:
ტინიდაზოლის დაახლოებით 10% შეიწოვება ინტრავაგინალური შეყვანისას.
6 ჯანმრთელ მოხალისეში 500 მგ ტინიდაზოლის შემცველი ვაგინალური ოვულების შეყვანისას საშუალო მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია იყო 1,0 მკგ/მლ და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციის მიღწევის საშუალო დრო (tmax) შეადგენდა 8.7 საათს.
თიოკონაზოლი:
თიოკონაზოლი ძალიან მცირე რაოდენობით გადადის სისტემურ სისხლში ინტრავაგინალურად შეყვანის შემთხვევაში. კანდიდოზური ვულვოვაგინიტის მქონე ქალებში მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მალამოს სახით 300 მგ თიოკონაზოლის ერთჯერადი ინტრავაგინალური შეყვანისას შეადგენდა 18 ნგ/მლ.
ლიდოკაინი:
ლიდოკაინი ძალიან მცირე რაოდენობით შეიწოვება დაზიანებულ კანში და ლორწოვან გარსებში.
განაწილება:
ტინიდაზოლი:
ნაწილდება ორგანიზმის თითქმის ყველა ქსოვილსა და სითხეში და კვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. განაწილების მოცულობა შეადგენს 50 ლიტრს. ტინიდაზოლის შეკავშირება პლაზმის ცილებთან შეადგენს 12%-ს. ტინიდაზოლი კვეთს პლაცენტას. ის გამოიყოფა დედის რძეში ძუძუთი კვების დროს.
თიოკონაზოლი:
მრავალი კლინიკური კვლევით ნაჩვენებია, რომ თიოკონაზოლის ერთჯერადი დოზის (300 მგ) ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ ვაგინალურ სითხეში აღმოჩენილი კონცენტრაციები 2-3 დღის განმავლობაში დარჩა იმ დონეზე, რომელიც ახდენს Candida albicans-ის ზრდის ინჰიბირებას.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა თიოკონაზოლი დედის რძეში.
ლიდოკაინი:
ლიდოკაინი 60-80%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს. ის კვეთს პლაცენტას და ჰემატოენცეფალურ ბარიერს პასიური დიფუზიის გზით და ნაწილდება ცერებროსპინალურ სითხესა და ქსოვილებში მაღალი პერფუზიით (თირკმელები, ღვიძლი, გული) და ცხიმოვან ქსოვილში. განაწილების მოცულობა შეადგენს 0.8-1.3 ლ/კგ.
ბიოტრანსფორმაცია:
ტინიდაზოლი:
ტინიდაზოლი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება ოქსიდაციის, ჰიდროქსილირების და კონიუგაციის გზით.
ტინიდაზოლი ძირითადად ბიოტრანსფორმირდება CYP3A4-ის საშუალებით.
თიოკონაზოლი:
თიოკონაზოლის ძირითადი მეტაბოლიტი არის გლუკურონიდული კონიუგატი.
თიოკონაზოლი არ ბიოტრანსფორმირდება ვაგინალურ სითხეში, მაგრამ ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ სისტემურ სისხლში მოხვედრილი ზოგიერთი სამკურნალო საშუალება მეტაბოლიზდება. თიოკონაზოლის ერთ-ერთი მეტაბოლიტი წარმოიქმნება იმიდაზოლის რგოლზე N-გლუკურონიდაციის შედეგად, და მეორე მეტაბოლიტი წარმოიქმნება ქლოროთიენილის ჯგუფის O-დეთიენილიზაციით, სპირტში ჰიდრატაციით, და გლუკურონიდაციით.
ლიდოკაინი:
მეტაბოლიზდება ღვიძლში. აქტიური მეტაბოლიტებია მონოეთილგლიცინქსილიდიდი (MEGX) და გლიცინქსილიდიდი (GX).
ელიმინაცია:
ტინიდაზოლი:
ტინიდაზოლის პლაზმაში ნახევარგამოყოფის პერიოდი დაახლოებით 12-14 საათია. ღვიძლი და თირკმელები მონაწილეობს ტინიდაზოლის გამოყოფაში. ტინიდაზოლი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით შარდში (შეყვანილი დოზის დაახლოებით 20-25%). პრეპარატის დაახლოებით 12% გამოიყოფა განავალში.
თიოკონაზოლი:
ინტრავაგინალური შეყვანის შემდეგ აბსორბირებული პრეპარატი ძირითადად გამოიყოფა პლაზმიდან 72 საათის განმავლობაში. თიოკონაზოლის პერორალური დოზის დაახლოებით 25-27% გამოიყოფა შარდში მეტაბოლიტების სახით, ხოლო 59% გამოიყოფა განავალში, ძირითადად უცვლელი პრეპარატის სახით.
ლიდოკაინი:
ინტრავენური შეყვანის შემდეგ აბსორბირებული დოზის დაახლოებით 90% გამოიყოფა შარდში მეტაბოლიტების სახით და 10%-ზე ნაკლები უცვლელი სახით.
ხაზოვნება/არახაზოვნება:
მონაცემები არ არსებობს.
- 3 პრეკლინიკური უსაფრთხოების მონაცემები
ვილვაგ ტრიოს მოქმედი ნივთიერებები, ტინიდაზოლი, თიოკონაზოლი და ლიდოკაინი, გამოიყენება მედიცინაში მრავალი წლის განმავლობაში, კარგად ცნობილია და შეტანილია ფარმაკოპეებში. ვინაიდან ჩატარებულია ტინიდაზოლის, თიოკონაზოლის და ლიდოკაინის მრავალი ტოქსიკოლოგიური კვლევა, უსაფრთხოების პრეკლინიკური კვლევები ვილვაგ ტრიოსთან დაკავშირებით არ არის ჩატარებული.
- ფარმაცევტული თვისებები
- 1 დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი
მყარი ცხიმი
- 2 არათავსებადობა
არათავსებადობა ცნობილი არ არის.
- 3 ვარგისობის ვადა
24 თვე
- 4 შენახვის განსაკუთრებული პირობები
ინახება 250C-ზე დაბალ ოთახის ტემპერატურაზე.
- 5 შეფუთვის აღწერილობა და შიგთავსი
ბაზარზე წარმოდგენილია ვილვაგ ტრიოს 3 ოვულა არაგამჭვირვალე თეთრ ორმაგი შრის პვქ/დსპე ოვულის შეფუთვაში.
- სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
Helba Ilaç Iç ve Diş San. Tic. A.Ş.
ჯამლიკის რაიონი, ფამუქის ქუჩა, კვარტალი ა, ბინა №12-16/17
უმრანიე/სტამბოლი/თურქეთი
ტელეფონი: +90 216 365 41 47
ფაქსი: +90 216 365 41 48
ელ-ფოსტა: [email protected]
- სავაჭრო ლიცენზიის ნომერი
..../...
- პირველი ლიცენზიის გაცემის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი:
პირველი ლიცენზიის გაცემის თარიღი:
ლიცენზიის ბოლო განახლების თარიღი:
- ტექსტის განახლების თარიღი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.



