პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰემორაგიული საშუალებები

ვილატი 500

Wilate® 500

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადავსტრია
რისთვის გამოიყენება

ვილატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სისხლის შედედების ფაქტორებს და შეიცავს ადამიანის ფონ ვილებრანდის ფაქტორს (VWF) და სისხლის შედედების VIII ფაქტორს. ეს ორი ცილა მონაწილეობს სისხლის შედედებაში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Von Willebrand factor, Human coagulation factor VIII)
ფორმა და შეფუთვა
500სე ლიოფილიზებული ფხვნილი ი.ვ. საინექციო ხსნარის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №1 + 5მლ გამხსნელი (0,1% პოლისორბატი 80-ის წყალხსნარი) მინის ფლაკონი №1 + 1 საინფუზიო მოწყობილობა (პეპელა) + ერთჯერადი შპრიცი №1 + სტერილური ადაპტერი განზავებისთვის ფლაკონი №1 + 2 სპირტიანი ტამპონი
მწარმოებელი
Octapharma Pharmazeutika Produktionsgesellschaft. m.b.H., ავსტრია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰემორაგიული საშუალებები, სისხლის კოაგულაციის ფაქტორები
ATC კოდი
B02BD06
რეგისტრაციის ნომერი
რ-038935
რეგისტრირებულია
24 აგვისტო 2023, მოქმედებს 24 აგვისტო 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებავილატი 500 და სხვა წამალი ერთად

ვილატი 500 — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვილატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სისხლის შედედების ფაქტორებს და შეიცავს ადამიანის ფონ ვილებრანდის ფაქტორს (VWF) და სისხლის შედედების VIII ფაქტორს. ეს ორი ცილა მონაწილეობს სისხლის შედედებაში.

ფონ ვილებრანდის დაავადება

ვილატი გამოიყენება სისხლდენის სამკურნალოდ და პრევენციისათვის ფონ ვილებრანდის დაავადების (VWD) მქონე პაციენტებში, რომელიც ძირითადად, მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება.

ვილებრანდის დაავადება სისხლის შედედების სისტემის დარღვევაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის მოსალოდნელზე მეტად გახანგრძლივება. ეს დამოკიდებულია სისხლში ფონ ვილებრანდის ფაქტორის ნაკლებობაზე, ან მის არასაკმარის ფუნქციონირებაზე.

ჰემოფილია A

ვილატი გამოიყენება სისხლდენის სამკურნალოდ და პრევენციისათვის A ჰემოფილიის მქონე პაციენტებში. ეს არის მდგომარეობა, როცა აღინიშნება ხანგრძლივი სისხლდენა. ეს დაკავშირებულია სისხლში VIII ფაქტორის უკმარისობასთან.

მიღების წესი და დოზირება

ვილატი შეყვანილ უნდა იქნას ინტრავენურად თანმხლები ხსნარით განზავების შემდეგ. მკურნალობა უნდა დაიწყოს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

დოზირება

დოზა და გამოყენების სიხშირე უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ინდივიდუალურად პაციენტისათვის. ვილატი ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული ექიმის მითითების შესაბამისად.

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვილატის დოზის გადაჭარბებისას

არ არის აღწერილი ფონ ვილებრანდის ფაქტორის ან VIII ფაქტორის დოზის გადაჭარბების სიმპტომები. თუმცა, რეკომენდებული დოზა არ უნდა იქნას გადაჭარბებული.

ვილატის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ადამიანის ვილებრანდის ფაქტორის, სისხლის შედედების VIII ფაქტორის ან ამ მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

სიფრთხილის ზომები

ვილატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

ვილატმა, ადამიანის სისხლისგან დამზადებული (ცილების შემცველი) სხვა მედიკამენტების მსგავსად, და სისხლძარღვში ინექციის (ინტრავენურად) შედეგად შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. ყურადღება უნდა მიექცეს ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქციების ადრეულ ნიშნებს, როგორიცაა: ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხმაურიანი სუნთქვა, სისხლის წნევის დაცემა ან ანაფილაქსია (როცა რომელიმე ან ყველა სიმპტომი ვითარდება უეცრად და არის მძიმე ხასიათის). თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მედიკამენტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან მიმართვა;

ადამიანის სისხლისაგან ან პლაზმისაგან დამზადებული მედიკამენტებისათვის საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება პაციენტებზე ინფექციების გადაცემის პრევენციისათვის. ეს ზომები მოიცავს: სისხლისა და პლაზმის დონორების მკაცრ შერჩევას, რათა გამოირიცხოს ინფექციის მატარებლები, გარკვეული დონორებისა და პლაზმის პულების ტესტირებას სპეციფიკური ვირუსის მარკერების/ინფექციების არსებობაზე, ასევე, საწარმოო პროცესში ვირუსების ინაქტივაციის ან მოცილების მეთოდების ჩართვას. მიუხედავად ამისა, როცა კეთდება ადამიანის სისხლისგან ან პლაზმისგან დამზადებული მედიკამენტი, სრულად არ უნდა გამოირიცხოს ინფექციური აგენტის გადაცემა. ეს ასევე ეხება უცნობ ან წარმოქმნილ ვირუსებს და სხვა ტიპის ინფექციებს.

გამოყენებული მეთოდები ეფექტურად ითვლება გარსის მქონე ვირუსებისათვის, როგორიცაა ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი (აივ), B ჰეპატიტის ვირუსი და C ჰეპატიტის ვირუსი, ასევე A ჰეპატიტის უგარსო ვირუსისათვის და უგარსო ვირუსებისათვის, როგორიცაა პარვოვირუსი B19.

პარვოვირუსი B19-ის ინფექცია შეიძლება სერიოზული იყოს ფეხმძიმე ქალებში (ნაყოფის ინფექცია), დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში ან გარკვეული ტიპის ანემიის მქონე პაციენტებში (მაგ.; ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ან ერითროციტების პათოლოგიური დაშლა).

მკაცრად რეკომენდებულია, რომ ყოველთვის, როცა ვილატი უკეთდება პაციენტს, პროდუქტის სახელწოდება და სერიის ნომერი უნდა იქნას ჩაწერილი, რათა აღრიცხულ იქნას გამოყენებული სერიები.

A და B ჰეპატიტების საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეიძლება რეკომენდებულ იქნას ექიმის მიერ, თუ ფონ ვილებრანდის პლაზმური ფაქტორი და VIII ფაქტორი რეგულარულად ან მრავალჯერ უკეთდება პაციენტს.

ფონ ვილებრანდის დაავადება (VWD)

იხ. პარაგრაფი 4 (ფონ ვილებრანდის დაავადება (VWD)) გვერდითი მოვლენების შესახებ, რაც დაკავშირებულია ფონ ვილებრანდის დავადების მკურნალობასთან

ჰემოფილია A

ინჰიბიტორების (ანტისხეულების) წარმოქმნა წარმოადგენს ცნობილ გართულებას, რომელიც შეიძლება განვითარდეს VIII ფაქტორის ყველა პრეპარატის მიღებისას. ეს ინჰიბიტორები, განსაკუთრებით მაღალ კონცენტრაციებზე, ხელს უშლიან სწორ მკურნალობას და ამიტომ საჭიროა პაციენტის გულდასმით კონტროლი ამ ინჰიბიტორების განვითარებაზე.

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ სისხლდენა არ კონტროლდება სათანადოდ ვილატის გამოყენებისას.

იხ. პარაგრაფი 4 (ჰემოფილია A) გვერდითი მოვლენების შესახებ, რაც დაკავშირებულია ჰემოფილია A-ს მკურნალობასთან.

ვილატი და სხვა მედიკამენტები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

არ არის ცნობილი სხვა მედიკამენტებთან ვილატის ურთიერთქმედების შესახებ. მიუხედავად ამისა, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რომელიმე მედიკამენტს (მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემს).

ვილატი არ უნდა შეერიოს სხვა მედიკამენტებს ინექციის დროს.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ვილატი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 58.7 მგ-მდე ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) ერთ 500 სე ფლაკონში ფონ ვილებრანდის ფაქტორით და VIII ფაქტორით და 117.3 მგ-მდე ნატრიუმს 1000 სე ფლაკონში ფონ ვილებრანდის ფაქტორით და VIII ფაქტორით. ეს შეესაბამება მოზრდილებისათვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური რაციონის 2.94% და 5.87%-ს, შესაბამისად.

გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ვილატიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

არახშირად აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობითი ან ალერგიული რეაქციები. მათ მიეკუთვნება: ინექციის ადგილზე წვა და ჩხვლეტის შეგრძნება, შემცივნება, ალები, თავის ტკივილი, გამონაყარი (ჭინჭრის ციება), არტერიული წნევის დაცემა (ჰიპოტენზია), დაღლილობა (ლეთარგია), გულისრევა, მოუსვენრობა, სწრაფი პულსი (ტაქიკარდია), მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება, ღებინება, ხმაურიანი სუნთქვა, სხეულის ნაწილების უეცარი შესივება (ანგიონევროზული შეშუპება).

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

უნდა შეწყდეს ვილატის გამოყენება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები, როგორიცაა:

სახის, ენის ან ხორხის შეშუპება;

ყლაპვის გაძნელება;

ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება;

აღინიშნა ასევე ცხელება, თუმცა ის არახშირია;

შეიძლება ასევე განვითარდეს მუცლის ტკივილი, წელის ტკივილი, მკერდის არეში ტკივილი, ხველა და თავბრუსხვევა, მაგრამ ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე უცნობია;

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ჰიპერმგრძნობელობამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქცია - ანაფილაქსია (როცა რომელიმე ან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ვითარდება უეცრად ან მძიმე ხასიათისაა), რაც შეიძლება მოიცავდეს შოკს. ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაში საჭიროა შოკის თერაპიის შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა.

ფონ ვილებრანდის დაავადება (VWD)

VIII ფაქტორის შემცველი ფონ ვილებრანდის ფაქტორის პრეპარატების გამოყენებისას VIII ფაქტორის დონე სისხლში შეიძლება ძლიერ გაიზარდოს გახანგრძლივებული მკურნალობისას. ამან შეიძლება გაზარდოს სისხლის დინების დარღვევის (თრომბოზის) რისკი. ამიტომ, კლინიკურად ან ლაბორატორიულად გაზრდილი რისკის მქონე პაციენტები საჭიროებენ მეთვალყურეობას თრომბოზის ადრეულ ნიშნებზე. ექიმმა უნდა მიიღოს გადაყვეტილება თრომბოზული გართულებების პრევენციული (პროფილაქტიკური) მკურნალობის ჩატარებაზე, არსებული რეკომენდაციების მიხედვით.

ფონ ვილებრანდის დაავადების (უმეტესად მე-3 ტიპის) მქონე პაციენტებში პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება გამომუშავდეს ფონ ვულებრანდის ფაქტორის გამანეიტრალებელი ანტისხეულები (ინჰიბიტორები). ძალიან იშვიათ შემთხვევებში ინჰიბიტორებმა ვილატი შეიძლება არაეფექტური გახადონ.

ხანგრძლივი სისხლდენის დროს უნდა ჩატარდეს ინჰიბიტორებზე ანალიზი. ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდონ ალერგიული რეაქციების (ანაფილაქსიური შოკის) რისკი. ალერგიული რეაქციების განვითარებისას უნდა ჩატარდეს ანალიზი ინიჰიბიტორების არსებობაზე.

ინჰიბიტორების წარმოქმნისას საჭიროა ექიმთან მიმართვა, რომელსაც აქვს სისხლის შედედების დარღვევების მკურნალობის გამოოცდილება. განხილულ უნდა იქნას სხვა ტიპის მკურნალობა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ინჰიბიტორების მაღალი ტიტრის არსებობის დროს.

ჰემოფილია A

ბავშვებში, რომლებშიც ადრე არ იყო გამოყენებული VIII ფაქტორის პრეპარატები, ძალიან ხშირად (10 პაციენტიდან 1-ზე მეტში) შეიძლება წარმოიქმნას მაბლოკირებელი ანტისხეულები (იხ. პარაგრაფი 2). თუმცა, პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალოდნენ VIII ფაქტორით (150 დღეზე მეტი მკურნალობა), ეს რისკი არახშირია (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები). თუ წარმოიქმნება ანტისხეულები, მედიკამენტი არ მოქმედებს სათანადოდ და პაციენტს შეიძლება აღენიშნოს პერსისტენტული სისხლდენა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდოს ალერგიული რეაქციების რისკი (ანაფილაქსიური შოკი). თუ ვითარდება ალერგიული რეაქციები, უნდა ჩატარდეს ანალიზი ინჰიბიტორებზე.

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

არასაკმარისი მონაცემებია ვილატის გამოყენების რეკომენდაციის გასაცემად არანამკურნალებ პაციენტებში.

შეზღუდული გამოცდილებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ვილატის გამოყენების შესახებ.

ვირუსული აგენტების წინააღმდეგ დასაცავად იხ. პარაგრაფი 2 (გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ქვემოთ მოცემულ მისამართზე. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტი:

ალ. იეროზოლიმსკის 181C 02-222 ვარშავა, ტელ.: +48 22 49 21 301, ფაქსი: +48 22 49 21 309, ელ-ფოსტა: [email protected]

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა ადამიანის ვილებრანდის ფაქტორი და ადამიანის სისხლის შედედების VIII ფაქტორი.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, გლიცინი, საქაროზა, ნატრიუმის ციტრატე და კალციუმის ქლორიდი.

გამხსნელი: საინექციო წყალი 0.1% პოლისორბატი 80-ით.

ვილატის ფორმა და შეფუთვა

ლიოფილიზებული ფხვნილი: თეთრი ან ღია ყვითელი ფერის ფხვნილი ან მასა.

გამხსნელი ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური.

ვილატი მოწოდებულია ფხვნილისა და გამხსნელის სახით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად. ხელმისაწვდომია 2 ზომის შეფუთვით:

ვილატი 500, 500 სე VWF და 500 სე VIII ფაქტორი წარმოდგენილია ფხვნილისა და გამხსნელის სახით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, რომელიც ნომინალურად შეიცავს 500 სე ადამიანის ფონ ვილებრანდის ფაქტორს და 500 სე ადამიანის სისხლის შედედების VIII ფაქტორს ფლაკონში. პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 100 სე ადამიანის ფონ ვილებრანდის ფაქტორს და 100 სე ადამიანის სისხლის შედედების VIII ფაქტორს 5 მლ საინექციო წყალში 0.1% პოლისორბატი 80-ით (გამხსნელი) გახსნის შემდეგ.

ვილატი 1000, 1000 სე VWF და 1000 სე VIII ფაქტორი წარმოდგენილია ფხვნილისა და გამხსნელის სახით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, რომელიც ნომინალურად შეიცავს 1000 სე ადამიანის ფონ ვილებრანდის ფაქტორს და 1000 სე ადამიანის სისხლის შედედების VIII ფაქტორს ფლაკონში. პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 100 სე ადამიანის ფონ ვილებრანდის ფაქტორს და 100 სე ადამიანის სისხლის შედედების VIII ფაქტორს 10 მლ საინექციო წყალში 0.1% პოლისორბატი 80-ით (გამხსნელი) გახსნის შემდეგ.

შეფუთვის შემცველობა

1 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით;

1 ფლაკონი გამხსნელით;

1 შეფუთვა ინტრავენური საინექციო მოწყობილობით (1 სატრანსფერო სისტემა, 1 საინფუზიო სისტემა, 1 ერთჯერადი შპრიცი);

2 სპირტიანი ტამპონი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ფხვნილი და გამხსნელი ინახება მაცივარში (2 ºC - 8ºC). დაუშვებელია გაყინვა.

ფლაკონები ინახება გარეთა შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.

დაუშვებელია ვილატის გამოყენება ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. პროდუქტი შეიძლება შენახულ იქნას ოთახის ტემპერატურაზე (25ºC-ის ქვემოთ). ამ შემთხვევაში პროდუქტის შენახვის ვადა იწურება მეორე თვის ბოლოს, როცა პირველად იქნა გამოღებულ მაცივრიდან. ახალი შენახვის ვადა უნდა ჩაიწეროს პაციენტის მიერ გარეთა შეფუთვაზე.

ფხვნილი უნდა განზავდეს უშუალოდ ინექციის წინ. განზავებული ხსნარის სტაბილურობა ნარჩუნდება 4 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. თუმცა, მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, განზავებული ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას მაშინათვე და ის განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

ვილატი 500, 500 სე VWF/ 500 სე VIII ფაქტორი ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ვილატი 1000, 1000 სე VWF/ 1000 სე VIII ფაქტორი ფხვნილი და გამხსნელი საინექციო ხსნარის მოსამზადებლად

ადამიანის ფონ ვილებრანდის ფაქტორი / ადამიანის სისხლის შედედების VIII ფაქტორი

მედიკამენტის მიღებამდე საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისათვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

მედიკამენტი განკუთვნილია მხოლოდ პაციენტისათვის. არ შეიძლება მისი სხვა პირებისათვის მიცემა. დაავადების სიმტომების მსგავსების მიუხედავად, ის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს მათთვის.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას, მათ შორის, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იხ. პარაგრაფი 4.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ვილატი და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვილატის გამოყენებამდე;

ვილატის გამოყენების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ვილატის შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ვილატი და მისი გამოყენება

ვილატი მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, ე.წ. სისხლის შედედების ფაქტორებს და შეიცავს ადამიანის ფონ ვილებრანდის ფაქტორს (VWF) და სისხლის შედედების VIII ფაქტორს. ეს ორი ცილა მონაწილეობს სისხლის შედედებაში.

ფონ ვილებრანდის დაავადება

ვილატი გამოიყენება სისხლდენის სამკურნალოდ და პრევენციისათვის ფონ ვილებრანდის დაავადების (VWD) მქონე პაციენტებში, რომელიც ძირითადად, მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება.

ვილებრანდის დაავადება სისხლის შედედების სისტემის დარღვევაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენის მოსალოდნელზე მეტად გახანგრძლივება. ეს დამოკიდებულია სისხლში ფონ ვილებრანდის ფაქტორის ნაკლებობაზე, ან მის არასაკმარის ფუნქციონირებაზე.

ჰემოფილია A

ვილატი გამოიყენება სისხლდენის სამკურნალოდ და პრევენციისათვის A ჰემოფილიის მქონე პაციენტებში. ეს არის მდგომარეობა, როცა აღინიშნება ხანგრძლივი სისხლდენა. ეს დაკავშირებულია სისხლში VIII ფაქტორის უკმარისობასთან.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ვილატის გამოყენებამდე

დაუშვებელია ვილატის გამოყენება

თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) ადამიანის ვილებრანდის ფაქტორის, სისხლის შედედების VIII ფაქტორის ან ამ მედიკამენტის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ (ჩამონათვალი იხ. მე-6 პარაგრაფში).

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ვილატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია:

ვილატმა, ადამიანის სისხლისგან დამზადებული (ცილების შემცველი) სხვა მედიკამენტების მსგავსად, და სისხლძარღვში ინექციის (ინტრავენურად) შედეგად შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები. ყურადღება უნდა მიექცეს ალერგიული (ჰიპერმგრძნობელობითი) რეაქციების ადრეულ ნიშნებს, როგორიცაა: ჭინჭრის ციება, კანზე გამონაყარი, მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ხმაურიანი სუნთქვა, სისხლის წნევის დაცემა ან ანაფილაქსია (როცა რომელიმე ან ყველა სიმპტომი ვითარდება უეცრად და არის მძიმე ხასიათის). თუ პაციენტს აღენიშნება ეს სიმპტომები, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს მედიკამენტის გამოყენება და საჭიროა ექიმთან მიმართვა;

ადამიანის სისხლისაგან ან პლაზმისაგან დამზადებული მედიკამენტებისათვის საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება პაციენტებზე ინფექციების გადაცემის პრევენციისათვის. ეს ზომები მოიცავს: სისხლისა და პლაზმის დონორების მკაცრ შერჩევას, რათა გამოირიცხოს ინფექციის მატარებლები, გარკვეული დონორებისა და პლაზმის პულების ტესტირებას სპეციფიკური ვირუსის მარკერების/ინფექციების არსებობაზე, ასევე, საწარმოო პროცესში ვირუსების ინაქტივაციის ან მოცილების მეთოდების ჩართვას. მიუხედავად ამისა, როცა კეთდება ადამიანის სისხლისგან ან პლაზმისგან დამზადებული მედიკამენტი, სრულად არ უნდა გამოირიცხოს ინფექციური აგენტის გადაცემა. ეს ასევე ეხება უცნობ ან წარმოქმნილ ვირუსებს და სხვა ტიპის ინფექციებს.

გამოყენებული მეთოდები ეფექტურად ითვლება გარსის მქონე ვირუსებისათვის, როგორიცაა ადამიანის იმუნოდეფიციტური ვირუსი (აივ), B ჰეპატიტის ვირუსი და C ჰეპატიტის ვირუსი, ასევე A ჰეპატიტის უგარსო ვირუსისათვის და უგარსო ვირუსებისათვის, როგორიცაა პარვოვირუსი B19.

პარვოვირუსი B19-ის ინფექცია შეიძლება სერიოზული იყოს ფეხმძიმე ქალებში (ნაყოფის ინფექცია), დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში ან გარკვეული ტიპის ანემიის მქონე პაციენტებში (მაგ.; ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია ან ერითროციტების პათოლოგიური დაშლა).

მკაცრად რეკომენდებულია, რომ ყოველთვის, როცა ვილატი უკეთდება პაციენტს, პროდუქტის სახელწოდება და სერიის ნომერი უნდა იქნას ჩაწერილი, რათა აღრიცხულ იქნას გამოყენებული სერიები.

A და B ჰეპატიტების საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეიძლება რეკომენდებულ იქნას ექიმის მიერ, თუ ფონ ვილებრანდის პლაზმური ფაქტორი და VIII ფაქტორი რეგულარულად ან მრავალჯერ უკეთდება პაციენტს.

ფონ ვილებრანდის დაავადება (VWD)

იხ. პარაგრაფი 4 (ფონ ვილებრანდის დაავადება (VWD)) გვერდითი მოვლენების შესახებ, რაც დაკავშირებულია ფონ ვილებრანდის დავადების მკურნალობასთან

ჰემოფილია A

ინჰიბიტორების (ანტისხეულების) წარმოქმნა წარმოადგენს ცნობილ გართულებას, რომელიც შეიძლება განვითარდეს VIII ფაქტორის ყველა პრეპარატის მიღებისას. ეს ინჰიბიტორები, განსაკუთრებით მაღალ კონცენტრაციებზე, ხელს უშლიან სწორ მკურნალობას და ამიტომ საჭიროა პაციენტის გულდასმით კონტროლი ამ ინჰიბიტორების განვითარებაზე.

საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ სისხლდენა არ კონტროლდება სათანადოდ ვილატის გამოყენებისას.

იხ. პარაგრაფი 4 (ჰემოფილია A) გვერდითი მოვლენების შესახებ, რაც დაკავშირებულია ჰემოფილია A-ს მკურნალობასთან.

ვილატი და სხვა მედიკამენტები

მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს, უახლოეს წარსულში იღებდა ან აპირებს, მიიღოს ნებისმიერი სხვა მედიკამენტი.

არ არის ცნობილი სხვა მედიკამენტებთან ვილატის ურთიერთქმედების შესახებ. მიუხედავად ამისა, ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტი იღებს ან უკანასკნელ პერიოდში იღებდა რომელიმე მედიკამენტს (მათ შორის, ურეცეპტოდ გასაცემს).

ვილატი არ უნდა შეერიოს სხვა მედიკამენტებს ინექციის დროს.

ფეხმძიმობა, ძუძუთი კვება და რეპროდუქციულ უნარზე გავლენა

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან ფეხმძიმობის დაგეგმვის შემთხვევაში მედიკამენტის გამოყენებამდე საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია.

ვილატი შეიცავს ნატრიუმს

ეს მედიკამენტი შეიცავს 58.7 მგ-მდე ნატრიუმს (სუფრის მარილის ძირითადი კომპონენტი) ერთ 500 სე ფლაკონში ფონ ვილებრანდის ფაქტორით და VIII ფაქტორით და 117.3 მგ-მდე ნატრიუმს 1000 სე ფლაკონში ფონ ვილებრანდის ფაქტორით და VIII ფაქტორით. ეს შეესაბამება მოზრდილებისათვის ნატრიუმის რეკომენდებული მაქსიმალური დღიური რაციონის 2.94% და 5.87%-ს, შესაბამისად.

ვილატის გამოყენების წესი

ვილატი შეყვანილ უნდა იქნას ინტრავენურად თანმხლები ხსნარით განზავების შემდეგ. მკურნალობა უნდა დაიწყოს სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.

დოზირება

დოზა და გამოყენების სიხშირე უნდა განისაზღვროს ექიმის მიერ ინდივიდუალურად პაციენტისათვის. ვილატი ყოველთვის უნდა იქნას გამოყენებული ექიმის მითითების შესაბამისად.

თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

ვილატის დოზის გადაჭარბებისას

არ არის აღწერილი ფონ ვილებრანდის ფაქტორის ან VIII ფაქტორის დოზის გადაჭარბების სიმპტომები. თუმცა, რეკომენდებული დოზა არ უნდა იქნას გადაჭარბებული.

ვილატის დოზის გამოტოვებისას

დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებულის სანაცვლოდ.

ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთნ მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ვილატიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

არახშირად აღინიშნა ჰიპერმგრძნობელობითი ან ალერგიული რეაქციები. მათ მიეკუთვნება: ინექციის ადგილზე წვა და ჩხვლეტის შეგრძნება, შემცივნება, ალები, თავის ტკივილი, გამონაყარი (ჭინჭრის ციება), არტერიული წნევის დაცემა (ჰიპოტენზია), დაღლილობა (ლეთარგია), გულისრევა, მოუსვენრობა, სწრაფი პულსი (ტაქიკარდია), მკერდის არეში მოჭერის შეგრძნება, ჩხვლეტის შეგრძნება, ღებინება, ხმაურიანი სუნთქვა, სხეულის ნაწილების უეცარი შესივება (ანგიონევროზული შეშუპება).

ექიმს უნდა ეცნობოს, თუ პაციენტს აღენიშნება რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი.

უნდა შეწყდეს ვილატის გამოყენება და საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, თუ პაციენტს აღენიშნება ანგიონევროზული შეშუპების სიმპტომები, როგორიცაა:

სახის, ენის ან ხორხის შეშუპება;

ყლაპვის გაძნელება;

ჭინჭრის ციება და სუნთქვის გაძნელება;

აღინიშნა ასევე ცხელება, თუმცა ის არახშირია;

შეიძლება ასევე განვითარდეს მუცლის ტკივილი, წელის ტკივილი, მკერდის არეში ტკივილი, ხველა და თავბრუსხვევა, მაგრამ ამ გვერდითი მოვლენების სიხშირე უცნობია;

ძალიან იშვიათ შემთხვევებში ჰიპერმგრძნობელობამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ალერგიული რეაქცია - ანაფილაქსია (როცა რომელიმე ან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი ვითარდება უეცრად ან მძიმე ხასიათისაა), რაც შეიძლება მოიცავდეს შოკს. ანაფილაქსიური შოკის შემთხვევაში საჭიროა შოკის თერაპიის შესაბამისი მედიკამენტური მკურნალობა.

ფონ ვილებრანდის დაავადება (VWD)

VIII ფაქტორის შემცველი ფონ ვილებრანდის ფაქტორის პრეპარატების გამოყენებისას VIII ფაქტორის დონე სისხლში შეიძლება ძლიერ გაიზარდოს გახანგრძლივებული მკურნალობისას. ამან შეიძლება გაზარდოს სისხლის დინების დარღვევის (თრომბოზის) რისკი. ამიტომ, კლინიკურად ან ლაბორატორიულად გაზრდილი რისკის მქონე პაციენტები საჭიროებენ მეთვალყურეობას თრომბოზის ადრეულ ნიშნებზე. ექიმმა უნდა მიიღოს გადაყვეტილება თრომბოზული გართულებების პრევენციული (პროფილაქტიკური) მკურნალობის ჩატარებაზე, არსებული რეკომენდაციების მიხედვით.

ფონ ვილებრანდის დაავადების (უმეტესად მე-3 ტიპის) მქონე პაციენტებში პრეპარატით მკურნალობის დროს შეიძლება გამომუშავდეს ფონ ვულებრანდის ფაქტორის გამანეიტრალებელი ანტისხეულები (ინჰიბიტორები). ძალიან იშვიათ შემთხვევებში ინჰიბიტორებმა ვილატი შეიძლება არაეფექტური გახადონ.

ხანგრძლივი სისხლდენის დროს უნდა ჩატარდეს ინჰიბიტორებზე ანალიზი. ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდონ ალერგიული რეაქციების (ანაფილაქსიური შოკის) რისკი. ალერგიული რეაქციების განვითარებისას უნდა ჩატარდეს ანალიზი ინიჰიბიტორების არსებობაზე.

ინჰიბიტორების წარმოქმნისას საჭიროა ექიმთან მიმართვა, რომელსაც აქვს სისხლის შედედების დარღვევების მკურნალობის გამოოცდილება. განხილულ უნდა იქნას სხვა ტიპის მკურნალობა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ინჰიბიტორების მაღალი ტიტრის არსებობის დროს.

ჰემოფილია A

ბავშვებში, რომლებშიც ადრე არ იყო გამოყენებული VIII ფაქტორის პრეპარატები, ძალიან ხშირად (10 პაციენტიდან 1-ზე მეტში) შეიძლება წარმოიქმნას მაბლოკირებელი ანტისხეულები (იხ. პარაგრაფი 2). თუმცა, პაციენტებში, რომლებიც ადრე მკურნალოდნენ VIII ფაქტორით (150 დღეზე მეტი მკურნალობა), ეს რისკი არახშირია (100 პაციენტიდან 1-ზე ნაკლები). თუ წარმოიქმნება ანტისხეულები, მედიკამენტი არ მოქმედებს სათანადოდ და პაციენტს შეიძლება აღენიშნოს პერსისტენტული სისხლდენა. ასეთ შემთხვევაში საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა. ინჰიბიტორებმა შეიძლება გაზარდოს ალერგიული რეაქციების რისკი (ანაფილაქსიური შოკი). თუ ვითარდება ალერგიული რეაქციები, უნდა ჩატარდეს ანალიზი ინჰიბიტორებზე.

არახშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10 000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში

არასაკმარისი მონაცემებია ვილატის გამოყენების რეკომენდაციის გასაცემად არანამკურნალებ პაციენტებში.

შეზღუდული გამოცდილებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში ვილატის გამოყენების შესახებ.

ვირუსული აგენტების წინააღმდეგ დასაცავად იხ. პარაგრაფი 2 (გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები).

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარებისას საჭიროა მკურნალ ექიმთან, ფარმაცევტთან ან ექთანთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება შესაძლებელია პირდაპირ ქვემოთ მოცემულ მისამართზე. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს წამლის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

სამკურნალო პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და ბიოციდური პროდუქტების რეგისტრაციის ოფისის არასასურველი რეაქციების მონიტორინგის დეპარტამენტი:

ალ. იეროზოლიმსკის 181C 02-222 ვარშავა, ტელ.: +48 22 49 21 301, ფაქსი: +48 22 49 21 309, ელ-ფოსტა: [email protected]

ვილატის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ფხვნილი და გამხსნელი ინახება მაცივარში (2 ºC - 8ºC). დაუშვებელია გაყინვა.

ფლაკონები ინახება გარეთა შეფუთვით სინათლისაგან დასაცავად.

დაუშვებელია ვილატის გამოყენება ეტიკეტზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. პროდუქტი შეიძლება შენახულ იქნას ოთახის ტემპერატურაზე (25ºC-ის ქვემოთ). ამ შემთხვევაში პროდუქტის შენახვის ვადა იწურება მეორე თვის ბოლოს, როცა პირველად იქნა გამოღებულ მაცივრიდან. ახალი შენახვის ვადა უნდა ჩაიწეროს პაციენტის მიერ გარეთა შეფუთვაზე.

ფხვნილი უნდა განზავდეს უშუალოდ ინექციის წინ. განზავებული ხსნარის სტაბილურობა ნარჩუნდება 4 საათის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე. თუმცა, მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, განზავებული ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას მაშინათვე და ის განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება საკანალიზაციო წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ვილატი

აქტიური ნივთიერებაა ადამიანის ვილებრანდის ფაქტორი და ადამიანის სისხლის შედედების VIII ფაქტორი.

სხვა დამხმარე ნივთიერებებია: ნატრიუმის ქლორიდი, გლიცინი, საქაროზა, ნატრიუმის ციტრატე და კალციუმის ქლორიდი.

გამხსნელი: საინექციო წყალი 0.1% პოლისორბატი 80-ით.

ვილატის ფორმა და შეფუთვა

ლიოფილიზებული ფხვნილი: თეთრი ან ღია ყვითელი ფერის ფხვნილი ან მასა.

გამხსნელი ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური.

ვილატი მოწოდებულია ფხვნილისა და გამხსნელის სახით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად. ხელმისაწვდომია 2 ზომის შეფუთვით:

ვილატი 500, 500 სე VWF და 500 სე VIII ფაქტორი წარმოდგენილია ფხვნილისა და გამხსნელის სახით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, რომელიც ნომინალურად შეიცავს 500 სე ადამიანის ფონ ვილებრანდის ფაქტორს და 500 სე ადამიანის სისხლის შედედების VIII ფაქტორს ფლაკონში. პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 100 სე ადამიანის ფონ ვილებრანდის ფაქტორს და 100 სე ადამიანის სისხლის შედედების VIII ფაქტორს 5 მლ საინექციო წყალში 0.1% პოლისორბატი 80-ით (გამხსნელი) გახსნის შემდეგ.

ვილატი 1000, 1000 სე VWF და 1000 სე VIII ფაქტორი წარმოდგენილია ფხვნილისა და გამხსნელის სახით საინექციო ხსნარის მოსამზადებლად, რომელიც ნომინალურად შეიცავს 1000 სე ადამიანის ფონ ვილებრანდის ფაქტორს და 1000 სე ადამიანის სისხლის შედედების VIII ფაქტორს ფლაკონში. პროდუქტი შეიცავს დაახლოებით 100 სე ადამიანის ფონ ვილებრანდის ფაქტორს და 100 სე ადამიანის სისხლის შედედების VIII ფაქტორს 10 მლ საინექციო წყალში 0.1% პოლისორბატი 80-ით (გამხსნელი) გახსნის შემდეგ.

შეფუთვის შემცველობა

1 ფლაკონი ლიოფილიზებული ფხვნილით;

1 ფლაკონი გამხსნელით;

1 შეფუთვა ინტრავენური საინექციო მოწყობილობით (1 სატრანსფერო სისტემა, 1 საინფუზიო სისტემა, 1 ერთჯერადი შპრიცი);

2 სპირტიანი ტამპონი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით, გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

Octapharma (IP) SPRL, Allée de la Recherche 65, 1070 Anderlecht, Belgia

ოქტაფარმა (IP) სპრლ, ალეე დე ლა რეშერშე 65, 1070 ანდერლეხტი, ბელგია

სამკურნალო პროდუქტის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელის ადგილობრივ წარმომადგენელთან მიმართვა:

ოქტაფარმა პოლანდ სპ.ზ.ო.ო., ულ. დომანიევსკა 39ა, 02-672, ვარშავა, პოლონეთი

ტელ.: +48 22 489 52 28, ფაქსი: +48 22 49 52 29

მწარმოებელი

Octapharma Pharmazeutika Produktionsges.m.b.H.

Oberlaaerstr. 235, A-1100 Vienna, Austria

ოქტაფარმა ფარმაცევტიკა პროდუქტიონსგეს.მ.ბ.ჰ.

ობერლააერშტრ. 235, A-1100 ვენა, ავსტრია

ინსტრუქციის დამტკიცების უკანასკნელი თარიღია: 03/2021

ეს სამკურნალო პროდუქტი ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში ლიცენზირებულია შემდეგი სახელწოდებებით:

ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთის რესპუბლიკა, ესტონეთი, გერმანია, უნგრეთი, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ესპანეთი, გაერთიანებული სამეფო: ვილატი 500/ ვილატი 1000

ფინეთი, ნორვეგია, შვედეთი: ვილატი

დანია: ვილნატივი

საფრნაგეთი: ეკვილატი 500/ ეკვილატი 1000

ინსტრუქცია სახლში გამოყენების დროს

საჭიროა მთელი ინსტრუქციის წაკითხვა და მათი გულმოდგინედ დაცვა!

დაუშვებელია ვილატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ეტიკეტზე.

ქვემოთ აღწერილი პროცედურების დროს დაცული უნდა იყოს სტერილური პირობები!

განზავებული პროდუქტი გამოყენების წინ უნდა შემოწმდეს ვიზუალურად ნაწილაკების არსებობასა და ფერის ცვლილებაზე.

ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური. არ უნდა იქნას გამოყენებული მღვრიე ან ნაწილაკების შემცველი ხსნარები.

მომზადებული ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას მაშინათვე, მიკრობული დაბინძურების თავიდან ასაცილებლად.

გამოყენებულ უნდა იქნას მხოლოდ შეფუთვაში არსებული საინექციო სისტემა. სხვა საინექციო/საინფუზიო მოწყობილობების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი რისკები და მკურნალობის არაეფექტურობა.

ინსტრუქცია ხსნარის მოსამზადებლად:

პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული პირდაპირ მაცივრიდან გამოღებისას. ხსნარი და ფხვნილი უნდა გაჩერდეს გაუხსნელ ფლაკონებში სანამ არ გათბება ოთახის ტემპერატურამდე;

ორივე ფლაკონს უნდა მოეხსნას თავსახური და რეზინის საცობები გაიწმინდოს თანმხლები სპირტიანი ტამპონით;

სატრნსფერო სისტემა ნაჩვენებია 1-ლ სურათზე. ფლაკონი გამხსნელით უნდა მოთავსდეს ბრტყელ ზედაირზე და დაჭერილ უნდა იქნას მყარად. აღებულ უნდა იქნას სატრანსფერო სისტემა და დატრიალდეს ზემოდან ქვემოთ. სატრანსფერო სისტემის ლურჯი ნაწილი უნდა მოთავსდეს გამხსნელიანი ფლაკონის თავზე და მაგრად მოხდეს ზეწოლა, სანამ არ გაისმება ტკაცუნის ხმა (სურ. 2+3). შეერთებისას არ უნდა გადმოტრიალდეს;

ფლაკონი ფხვნილით უნდა მოთავსდეს ბრტყელ ზედაირზე და დაჭერილ უნდა იქნას მყარად. აღებულ უნდა იქნას გამხსნელი ფლაკონი მიმაგრებული სატრანსფერო სისტემით და დატრიალდეს ზემოდან ქვემოთ. სატრანსფერო სისტემის თეთრი ნაწილი უნდა მოთავსდეს ფხვნილიანი ფლაკონის თავზე და მაგრად მოხდეს ზეწოლა, სანამ არ გაისმება ტკაცუნის ხმა (სურ. 4). შეერთებისას არ უნდა გადმოტრიალდეს. გამხსნელი ავტომატურად გადაედინება ფხვნილიან ფლაკონში;

ფხვნილიანი ფლაკონი ნაზად უნდა შეირხეს, ორივე მიმაგრებული ფლაკონით, სანამ პროდუქტი სრულად არ გაიხსნება.

ოთახის ტემპერატურაზე განზავება სრულდება 10 წუთზე ნაკლებ დროში. მომზადებისას შეიძლება წარმოიქმნას სუსტი ქაფი. სატრანსფერო სისტემა უნდა დაიშალოს ორ ნაწილად (სურ. 5). ქაფი გაქრება.

ცარიელი გამხსნელის ფლაკონი სატრანსფერო სისტემის ლურჯ ნაწილთან ერთად უნდა იქნას გადაგებული.

ინექციის გაკეთების ინსტრუქცია:

უსაფრთხოების ზომის სახით ინექციამდე და ინექციის დროს უნდა გაისინჯოს პულსი. პულსის სიხშირის მნიშვნელოვანი მატებისას შეყვანის სიჩქარე უნდა შემცირდეს ან მცირე ხნით უნდა შეჩერდეს პრეპარატის შეყვანა.

შპრიცი უნდა მიურთდეს სატრანსფერო სისტემის თეთრ ნაწილს. ფლაკონთან ერთად უნდა გადმოტრიალდეს ძირით ზემოთ და ხსნარი უნდა მოგროვდეს შპრიცში (სურ. 6). შპრიცში არსებული ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური. ხსნარის გადატანის შემდეგ შპრიცის დგუში მყარად უნდა იყოს დაჭერილი (ქვედა მდგომარეობაში) და შპრიცი გამოღებულ უნდა იქნას სატრანსფერო სისტემიდან (სურ. 7).

ცარიელი გამხსნელიანი ფლაკონი სატრანსფერო სისტემის თეთრ ნაწილთან ერთად უნდა იქნას გადაგდებული;

ინექციის ადგილი უნდა გაიწმინდოს თანმხლები სპირტიანი ტამპონით;

თანმხლები საინფუზიო სისტემა უნდა მიუერთდეს შპრიცს;

ნემსი უნდა შევიდეს არჩეულ ვენაში. თუ ვენის გამოსაჩენად გამოიყენება ჟგუტი, ვილატის ინექციის წინ ჟგუტი უნდა მოეშვას. სისხლი არ უნდა გადავიდეს შპრიცში ფიბრინის კოლტის წარმოქმნის რისკის გამო;

ვენაში ინექცია უნდა მოხდეს ნელა, არაუმეტეს 2-3 მლ წუთში.

თუ მკურნალობის ერთი კურსის დროს გამოიყენება ვილატის ფხვნილის 1-ზე მეტი ფლაკონი, შეიძლება განმეორებით იქნას გამოყენებული იგივე ნემსი და შპრიცი. სატრანსფერო სისტემა განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისათვის.

ნებისმიერი გამოუყენებელი ხსნარის ან გამოყენებული მასალის უტილიზაცია უნდა მოხდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

ვილატი არ უნდა შეერიოს ან შეყვანილ იქნას (ერთი და იმავე საინფუზიო სისტემით) სხვა სამკურნალო პროდუქტებთან ერთად. შეყვანილ უნდა იქნას მხოლოდ თანმხლები საინფუზიო სისტემით. სხვა საინექციო ან საინფუზიო მოწყობილობის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს დამატებითი რისკი და მკურნალობის არაეფექტურობა (ფონ ვილებრანდის ფაქტორი და VIII ფაქტორი შეიძლება ადსორბირდეს ზოგიერთი საინფუზიო სისტემის შიდა ზედაპირზე).

სურ. 1

ადაპტერი ფხვნილიანი ფლაკონისათვის (თეთრი ნაწილი)

ადაპტერი გამხსნელიანი ფლაკონისათვის (ლურჯი ნაწილი)

სურ. 2 სურ. 3

სურ. 4 სურ. 5

სურ. 6 სურ. 7

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა