რას წარმოადგენს პრეპარატი ვიზქიუTM ვიზქიუTM შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბროლუციზუმაბს, რომელიც მიეკუთვნება ანტინეოვასკულარული პრეპარატების ჯგუფს. ვიზქიუსTM თვალში შეყვანა ხდება ექიმის მიერ ოფთალმოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ მხედველობაზე. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბროლუციზუმაბი (brolucizumab)
- ფორმა და შეფუთვა
- 120მგ/მლ 0,23მლ ინტრავიტრეალური საინექციო ხსნარი ფლაკონი №1 ფილტრიან ნემსთან ერთად
- მწარმოებელი
- Lek Pharmaceticals d.d (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Novartis Pharma Stein AG(შვეიცარია)), სლოვენია
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, ანტინეოვასკულური საშუალებები
- ATC კოდი
- S01LA06
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041253
- რეგისტრირებულია
- 11 ივნისი 2024, მოქმედებს 11 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Novartis Pharma Services AG (შვეიცარია)
- განმცხადებელი
- სს „ნოვარტის ფარმა სერვისიზ“ წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვიზქიუ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს პრეპარატი ვიზქიუTM
ვიზქიუTM შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბროლუციზუმაბს, რომელიც მიეკუთვნება ანტინეოვასკულარული პრეპარატების ჯგუფს. ვიზქიუსTM თვალში შეყვანა ხდება ექიმის მიერ ოფთალმოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ მხედველობაზე.
1371600160655ანომალიური სისხლძარღვები, რომლის საშუალებითაც სითხე ან სისხლი ხვდება მაკულაში
ანომალიური სისხლძარღვები, რომლის საშუალებითაც სითხე ან სისხლი ხვდება მაკულაში
რისთვის გამოიყენება პრეპარატი ვიზქიუTM
ვიზქიუTM გამოიყენება მოზრდილებში თვალის დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ვითარდება თვალის ყვითელი ხალის (მაკულა) ქვეშ ანომალიური სისხლძარღვების წარმოქმნის და ზრდის შემთხვევაში. მაკულა, რომელიც მდებარეობს თვალის უკანა მხარეს, პასუხისმგებელია მკაფიო მხედველობზე. ანომალიური სისხლძარღვებიდან შესაძლოა გაჟონოს სითხემ ან სისხლმა თვალში და ზეგავლენა მოახდინოს მაკულის ფუნქციაზე, რაც იწვევს შემდეგი დაავადებების განვითარებას და მხედველობის დაქვეითებას:
ნეოვასკულარული (სველი) ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია (AMD)
დიაბეტური მაკულარული შეშუპება (DME)
როგორ მოქმედებს ვიზქიუTM
ნივთიერება, რომელსაც ეწოდება სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორი A (VEGF A), იწვევს თვალის სისხლძარღვების ზრდას. VEGF A-სთან შეკავშირებით ვიზქიუTM ბლოკავს მის მოქმედებას და ამით ამცირებს ანომალიური სისხლძარღვების ზრდას AMD-ს შემთხვევაში, რაც თავის მხრივ ამცირებს სითხის ან სისხლის შეღწევას თვალში.
ვიზქიუსTM შეუძლია შეანელოს დაავადების პროგრესირება და შესაბამისად შეინარჩუნოს ან თუნდაც გააუმჯობესოს მხედველობა.
მიღების წესი და დოზირება
რამდენი და რა სიხშირით გამოიყენება ვიზქიუTM
რეკომენდებული დოზა არის 6 მგ ბროლუციზუმაბი.
სველი ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია (AMD)
პირველი 3 თვის განმავლობაში კეთდება ერთი ინექცია ყოველთვიურად.
შემდეგ შესაძლებელია გაკეთდეს ერთი ინექცია ყოველ 3 თვეში. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ინტერვალს თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს მკურნალობა ყოველ 2 თვეში. მკურნალობის ინტერვალი ვიზქიუსTM ორ დოზას შორის უნდა იყოს მინიმუმ 2 თვე.
8667751270000
დიაბეტური მაკულარული შეშუპება (DME)
მიიღება ერთი ინექცია ყოველ ექვს კვირაში პირველი ხუთი ინექციის შემთხვევაში.
შემდეგ შესაძლებელია გაკეთდეს ერთი ინექცია ყოველ 3 თვეში. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ინტერვალს თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს მკურნალობა ყოველ 2 თვეში.
10572751587500
გამოყენების წესი
ვიზქიუTM კეთდება ოფთალმოლოგის მიერ, თვალში ინექციის სახით (ინტრავიტრეალურად).
ინექციის წინ ექიმი კარგად ჩამობანს თვალს, ინფექციის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, ექიმს შეჰყავს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება ტკივილის შემსუბუქების ან თავიდან აცილების მიზნით, რომელიც შეიძლება განვითარდეს ინექციის დროს.
ვიზქიუსTM გამოყენებით მკურნალობის ხანგრძლივობა
ვიზქიუTM გამოიყენება თვალის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, როდესაც საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა, შესაძლოა რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში. ექიმი შეამოწმებს მკურნალობის ეფექტურობას რეგულარულ დაგეგმილ ვიზიტებზე. ექიმმა შეიძლება ასევე შეამოწმოს თვალების მდგომარეობა ინექციებს შორის ინტერვალში. თუ გაქვთ შეკითხვები ვიზქიუთიTM მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.
ვიზქიუსTM შეწყვეტამდე
მკურნალობის შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გაზარდოს მხედველობის დაკარგვის ან გაუარესების რისკი.
აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც მოცემულია ნაწილში 6.1.
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ აქტიური ან საეჭვო თვალის ან პერიოკულარული ინფექციები.
პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებათ აქტიური ინტრაოკულარული ანთება.
სიფრთხილის ზომები
არ უნდა მიიღოთ ვიზქიუTM, თუ:
თუ გაქვთ ალერგია ბროლუციზუმაბის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში;
თუ გაქვთ თვალის ან თვალის მიდამოების აქტიური ინფექცია, ან თუ არსებობს ეჭვი თვალის ინფექციაზე;
თუ გაქვთ თვალის ტკივილი ან სიწითლე (თვალის ანთება).
გაესაუბრეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე აღნიშნული მდგომარეობა.
მოცემულ შემთხვევაში ვიზქიუTM არ გამოიყენება.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
თუ რომელიმე ჩამოთვლილი მოვლენა გეხებათ, ვიზქიუსTM მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
თუ გაქვთ გლაუკომა (თვალის დაავადება, რომელიც ჩვეულებრივ გამოწვეულია თვალის მაღალი წნევით);
თუ ადრე შენიშნეთ თვალებში სინათლის გაელვება ან მუქი მცურავი გაბუნდოვნება (ლაქები) და თუ მცურავი ლაქების ზომა და რაოდენობა უეცრად იზრდება;
თუ ჩაგიტარდათ თვალის ოპერაცია ბოლო 4 კვირის განმავლობაში ან თუ ასეთი ოპერაცია იგეგმება მომდევნო 4 კვირის განმავლობაში;
თუ ოდესმე გქონიათ თვალის რაიმე დაავადება ან გაიარეთ ოფთალმოლოგიური პროცედურები;
თუ ბოლო წლის განმავლობაში აღინიშნა მხედველობის უეცარი დაკარგვა თვალის უკანა ნაწილში სისხლძარღვების ბლოკირების (ბადურის სისხლძარღვების ოკლუზია) ან თვალის უკანა ნაწილის სისხლძარღვების ანთების (ბადურას ვასკულიტი) გამო.
დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ აღინიშნა:
თვალების სიწითლე, თვალების ტკივილი, დისკომფორტის მომატება, თვალების სიწითლის მომატება, მხედველობის დაბინდვა ან დაქვეითება, მხედველობის ველში მცირე ნაწილაკების რაოდენობის ზრდა, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება;
მხედველობის უეცარი დაკარგვა, რაც შეიძლება იყოს ბადურის სისხლძარღვთა ოკლუზიის ნიშანი.
თუ განვითარდა რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომი, ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს ვიზქიუსTM გამოყენება.
გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ:
ვიზქიუსTM უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი პრეპარატის ორივე თვალში ერთდროულად მიღებისას და ამ გზით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების რისკის ზრდა;
ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში ვიზქიუსTM ინექციებმა შესაძლოა გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. აღნიშნულს აკონტროლებს ექიმი ყოველი ინექციის შემდეგ;
ექიმი ამოწმებს სხვა რისკ-ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ თვალის უკანა ნაწილის ერთ-ერთი შრის რღვევის ან აშრევების ალბათობა (ბადურის აშრევება ან რღვევა, ასევე ბადურის პიგმენტური ეპითელიუმის აშრევება ან რღვევა). ასეთ შემთხვევაში სიფრთხილით გამოიყენება ვიზქიუTM.
VEGF ინჰიბიტორების სისტემური გამოყენება - ნივთიერებებისა, რომლებიც მსგავსია ვიზქიუსTM შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებებისა, პოტენციურად დაკავშირებულია თრომბოზის რისკთან, რომელიც ბლოკავს სისხლძარღვებს (არტერიული თრომბოემბოლია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან ინსულტი. არსებობს მოცემული შემთხვევის განვითარების თეორიული რისკი ვიზქიუსTM თვალში შეყვანის შემდეგ.
ბავშვები და მოზარდები
ვიზქიუTM არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
მიმართეთ ექიმს, თუ იყენებთ, ბოლო პერიოდში იყენებდით ან გეგმავთ რაიმე სხვა პრეპარატის გამოყენებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ვიზქიუსTM გამოყენებისას და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში, რადგან უცნობია გადადის თუ არა აღნიშნული პრეპარატი დედის რძეში.
ქალებმა, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ, ვიზქიუსTM გამოყენებისას და მკურნალობის შეწყვეტიდან მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი. თუ მკურნალობის დროს დადგა ორსულობა ან ეჭვობთ ორსულობაზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ვიზქიუTM არ გამოიყენება ორსულობის დროს გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს მომავალი ბავშვისთვის.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ვიზქიუსTM შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს მხედველობის დროებითი დარღვევა (მაგ.: მხედველობის დაბინდვა). აღნიშნული მოვლენების გაქრობამდე არ მართოთ ტრანსპორტი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
ნატრიუმის შემცველობა
აღნიშნული პრეპარატი თითო დოზაზე შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
პოლისორბატის შემცველობა
პრეპარატი შეიცავს პოლისორბატ 80-ს 0,01 მგ-ს ოდენობით თითო დოზაზე (0,05 მლ). პოლისორბატებმა შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სახის დადგენილი ალერგია.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია პრეპარატ ვიზქიუსTM შეყვანასთან, გამოწვეულია თავად პრეპარატის ან მისი შეყვანის პროცედურის შედეგად და ძირითადად გავლენას ახდენს თვალებზე.
ზოგიერთი გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს სერიოზული
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ აღინიშნა რომელიმე ქვემოთ მოცემული მოვლენა, რომელიც წარმოადგენს ალერგიული რეაქციის, ანთების ან ინფექციის ნიშნებს:
მხედველობის უეცარი გაუარესება ან ცვლილება;
ტკივილი, მომატებული დისკომფორტი, თვალის სიწითლის გამწვავება.
თუ განვითარდა სერიოზული გვერდითი რეაქციები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები
ქვემოთ მოცემულია სხვა გვერდითი რეაქციები, რომელიც შესაძლოა განვითარდეს პრეპარატ ვიზქიუსTM გამოყენების შედეგად.
გვერდითი რეაქციების უმეტესობა მსუბუქი ან ზომიერია და ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის შეყვანიდან ერთი კვირის განმავლობაში.
თუ გვერდითი რეაქცია გამწვავდა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ხშირი (10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)
თვალის კედლის შუა შრის ანთება (უვეიტი);
გელის მსგავსი ნივთიერების განშრევება თვალის შიგნით (მინისებრი სხეულის განშრევება);
ბადურის (თვალის უკანა ნაწილი, რომელიც იჭერს სინათლეს) ან მისი ერთ-ერთი შრის რღვევა (ბადურის პიგმენტური ეპითელიუმის რღვევა);
მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
სისხლჩაქცევა ბადურაში (რეტინალური სისხლდენა);
ირისის ანთება - თვალის ფერადი ნაწილი (ირიტი);
თვალის ბროლის დაბინდვა (კატარაქტა);
თვალის გარეთა შრის წვრილი სისხლძარღვებიდან სისხლდენა (კონიუნქტივალური სისხლდენა);
მოძრავი ლაქები ხედვის არეში (მინისებრი სხეულის მცურავი დაბინდვა)
ტკივილი თვალის არეში;
ინტრაოკულური წნევის ზრდა;
თვალის თეთრი გარსის სიწითლე (კონიუნქტივიტი);
ბუნდოვანი ან არამკვეთრი მხედველობა;
რქოვანას დაზიანება (თვალის კაკლის გამჭვირვალე ფენა, რომელიც ფარავს ირისს (რქოვანას აბრაზია));
თვალის კაკლის გამჭვირვალე შრის დაზიანება, რომელიც ფარავს ირისს (წერტილოვანიი კერატიტი);
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა).
ნაკლებად ხშირი (100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)
მწვავე ინტრაოკულური ანთება (ენდოფთალმიტი);
სიბრმავე;
მხედველობის უეცარი დაკარგვა თვალის არტერიის ბლოკირების გამო (ბადურის არტერიის ოკლუზია);
ბადურის აშრევება;
თვალის სიწითლე (კონიუნქტივის ჰიპერემია);
ცრემლდენის მომატება (ცრემლდენის გაძლიერება);
უცხო სხეულის შეგრძნება თვალში;
ბადურის ერთ-ერთი შრის აშრევება (ბადურის პიგმენტური ეპითელიუმის აშრევება);
თვალის შიგნით გელის მსგავსი ნივთიერების ანთება (ვიტრიტი);
თვალის წინა ნაწილის ანთება (წინა კამერის ანთება);
ირისის და თვალის მიმდებარე ქსოვილების ანთება (ირიდოციკლიტი);
რქოვანას შეშუპება - თვალის კაკლის გამჭვირვალე შრე (რქოვანას შეშუპება);
სისხლდენა თვალში (მინისებრი სხეულიდან სისხლდენა);
მხედველობის უეცარი დაკარგვა თვალის უკანა სისხლძარღვების ბლოკირების გამო (ბადურას სისხლძარღვთა ოკლუზია);
თვალის უკანა სისხლძარღვების ანთება (ბადურას ვასკულიტი).
თვალის თეთრი გარსის ანთება (სკლერიტი).
შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ
რომელიმე გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთ მოვლენებზე, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებით ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბებამ, პრეპარატის იმ მოცულობით მიღებამ, რომელიც აღემატება რეკომენდებულს, შეიძლება გაიზარდოს თვალშიდა წნევა. ამრიგად, დოზის გადაჭარბების შემთხვევაში აუცილებელია თვალშიდა წნევის კონტროლი, თუ მკურნალი ექიმი მიიჩნევს მიზანშეწონილად იწყება შესაბამისი მკურნალობა.
შემადგენლობა
პრეპარატ ვიზქიუსTM აქტიური და დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი
აქტიური ნივთიერება - ბროლუციზუმაბი. 1 მლ ხსნარი თვალშიდა შეყვანისთვის შეიცავს 120 მგ ბროლუციზუმაბს. თითო ფლაკონი შეიცავს 27,6 მგ ბროლუციზუმაბს 0,23 მლ ხსნარში, რომელიც უზრუნველყოფს 0,05 მლ-ის ოდენობით ერთჯერადი დოზის მიღებას, რომელიც შეიცავს 6 მგ ბროლუციზუმაბს.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ნატრიუმის ციტრატი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი (იხ. ნაწილი 2).
წამლის ფორმა, პირველადი შეფუთვის თვისებები და შემცველობა წონის, მოცულობის ან დოზირების ერთეულის მიხედვით
ვიზქიუTM არის თვალში შესაყვანი ხსნარი.
როგორია პრეპარატი ვიზქიუTM ვიზუალურად
გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო ან ოდნავ მოყავისფრო-მოყვითალო წყალხსნარი.
რა შედის შეფუთვაში
0,23 მლ თვალში შესაყვანი სტერილური ხსნარი შუშის ფლაკონში, დახურულია რეზინის საცობით, დახუფულია ალუმინის ჩაჩით, რომელსაც აქვს იასამნისფერი ასაცლელი პლასტიკური თავი.
1 ფლაკონი და 1 ნემსი ფილტრით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის და მწარმოებლის დასახელება და მისამართი, რომელიც პასუხისმგებელია გამოშვების ხარისხის კონტროლზე
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის მოცემული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ მაცივარში (20C - 8 0C ტემპერატურაზე).
არ გაყინოთ.
შეინახეთ თავისივე მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
გამოყენებამდე გაუხსნელი ფლაკონი შესაძლებელია შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 250C) არაუმეტეს 24 საათი.
ფარმაკოლოგიური თვისებები
თვალის სისხლძარღვოვანი დაავადებების სამკურნალო საშუალება.
ანტინეოვასკულური საშუალებები. ათქ კოდი: S01LA06.
- 1.1 მოქმედების მექანიზმი
მოქმედების მექანიზმი
ბროლუციზუმაბი წარმოადგენს ჰუმანიზებული მონოკლონური ერთჯაჭვიანი ანტისხეულის Fv ფრაგმენტს (scFv) მოლეკულური წონით ~26 კდა.
სისხლძარღვთა ენდოთელიუმის ზრდის ფაქტორი A-ს (VEGF A) გზით სიგნალის გადაცემის დონის ზრდა უკავშირდება თვალის და ბადურის შეშუპების პათოლოგიურ ანგიოგენეზს. ბროლუციზუმაბი მაღალი აფინურობით უკავშირდება VEGF A იზოფორმებს (მაგ:VEGF110, VEGF121 და VEGF165), ამგვარად ხელს უშლის VEGF A-ს შეკავშირებას მის რეცეპტორებთან VEGFR 1 და VEGFR 2. VEGF A-ს შეკავშირების ინჰიბირების გზით ბროლუციზუმაბი თრგუნავს ენდოთელიალური უჯრედების გავრცელებას, ამით აქვეითებს პათოლოგიურ ნეოვასკულარიზაციას და ამცირებს სისხლძარღვების გამტარობას.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
სველი AMD
კვლევებში HAWK და HARRIER ქოროიდული ნეოვასკულარიზაციისთვის (CNV) დამახასიათებელი ანატომიური მაჩვენებლები დაავადების აქტივობის შეფასების ნაწილი იყო, რაც განსაზღვრავდა თერაპიულ გადაწყვეტილებებს. ინტრარეტინალური/სუბრეტინალური სითხის (ირს/სრს) ან სუბრეტინალური პიგმენტური ეპითელიუმის (სუბ-რპე) არსებობისას ბადურის ფოვეალური ზონის (ბფზ) სისქის შემცირება აღინიშნა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვიზქიუს, მკურნალობის დაწყებიდან უკვე 4 კვირაში 48 და 96 კვირამდე.
მე-16 კვირას ბფზ-ის სისქის შემცირება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო ვიზქიუს მიღებისას აფლიბერცეპტთან შედარებით ორივე კვლევაში (HAWK: 161 vs 134 მიკრონი; HARRIER: 174 vs 134 მიკრონი). ეს შემცირება ბადურის ცენტრალური ზონების საწყის სისქესთან შედარებით ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო 48-ე კვირას (HAWK: 173 vs 144 მიკრონი; HARRIER: 194 vs 144 მიკრონი) და შენარჩუნდა თითოეული კვლევის დასრულებამდე 96-ე კვირამდე (HAWK: 175 vs 149 მიკრონი; HARRIER: 198 vs 155 მიკრონი).
მე16 კვირას ირს-ის და/ან სრს-ის მქონე პაციენტებში შედარებითი განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო ვიზქიუს და აფლიბერცეპტის მიღებისას ორივე კვლევაში (HAWK: 34% vs 52%; HARRIER: 29% vs 45%). ეს განსხვავება ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო 48-ე კვირას (HAWK: 31% vs 45%; HARRIER: 26% vs 44%) და შენარჩუნდა თითოეული კვლევის დასრულებამდე 96-ე კვირამდე (HAWK: 24% vs 37%; HARRIER: 24% vs 39%).
მე-16 კვირას სუბ-რპე-ის მქონე პაციენტებში შედარებითი განსხვავება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო ვიზქიუს და აფლიბერცეპტის მიღებისას ორივე კვლევაში (HAWK: 19% vs 27%; HARRIER: 16% vs 24%). ეს განსხვავება ასევე სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო 48-ე კვირას (HAWK: 14% vs 22%; HARRIER: 13% vs 22%) და შენარჩუნდა თითოეული კვლევის დასრულებამდე 96-ე კვირამდე (HAWK: 11% vs 15%; HARRIER: 17% vs 22%).
ამ კვლევებში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვიზქიუს, ქნვ დაზიანების ფართობის შემცირება აღინიშნა მკურნალობის დაწყებიდან უკვე მე-12 კვირას, ასევე 48-ე და 96-ე კვირას.
DME
KESTREL და KITE კვლევებში შესაბამისი ანატომიური პარამეტრები იყო დაავადების აქტივობის შეფასების ნაწილი, რომელიც განსაზღვრავდა მკურნალობის შესახებ გადაწყვეტილებებს. ცენტრალური ქვეველის (CST) სისქის შემცირება და ინტრარეტინალური/სუბრეტინალური სითხის არსებობა (IRF/SRF) დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ვიზქიუს გამოყენებით, მკურნალობის დაწყებიდან 4 კვირის შემდეგ და 52-ე კვირამდე.
- 1.2 კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
სველი AMD
ვიზქიუს ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასდა ორ რანდომიზებულ, მულტიცენტრულ, ორმაგ ბრმა, აქტიურად კონტროლირებადი III ფაზის კვლევაში (HAWK და HARRIER) ნეოვასკულარული (სველი) AMD-ის მქონე პაციენტებში. საერთო ჯამში, ამ კვლევებში 2 წლის განმავლობაში მკურნალობას გადიოდა 1817 პაციენტი (1088 - ვიზქიუ და 729 - შესადარებელი პრეპარატი აფლიბერცეპტი). პაციენტების ასაკი მერყეობდა 50-დან 97 წლამდე, საშუალო ასაკი იყო 76 წელი.
ორივე კვლევაში პირველი 3 ყოველთვიური დოზის (0, 4 და 8 კვირა) მიღების შემდეგ ბროლუციზუმაბის ჯგუფში პაციენტები მკურნალობას გადიოდნენ ყოველ 12 კვირაში და შესაძლებელი იყო დოზირების ინტერვალის კორექტირება ყოველ 8 კვირაში დაავადების აქტივობის მიხედვით. დაავადების აქტივობის შეფასება ხდებოდა ექიმის მიერ პირველი 12 კვირის (16 და 20 კვირის) განმავლობაში და ყოველი შემდგომი გეგმიური ვიზიტის დროს 12 კვირის შემდეგ. აქტიური დაავადებების (მაგ: მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება, ბფზ-ის სისქის ზრდა და/ან ირს/სრს-ის ან სუბ-რპე-ის არსებობა) მქონე პაციენტებში რომელიმე ამ ვიზიტის დროს რეჟიმის კორექტირება ხდებოდა მკურნალობის 8 კვირიანი ინტერვალით. შესადარებელი პრეპარატი აფლიბერცეპტი მიიღებოდა ყოველ 8 კვირაში პირველი 3 ყოველთვიური დოზის შემდეგ.
შედეგები
კვლევებში ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო ოპტიმალური კორექტირებული მხედველობის სიმკვეთრის (ოკმს) ცვლილება საწყისი დონიდან 48 კვირამდე, რაც განისაზღვრებოდა დიაბეტური რეტინოპათიის ადრეული მკურნალობის (დრამ) კვლევის სიმბოლოების მაჩვენებლებით. ამასთანავე მთავარი მიზანი იყო ვიზქიუს არანაკლები ეფექტურობის დემონსტრირება აფლიბერცეპტთან შედარებით. ორივე კვლევაში გამოვლინდა ვიზქიუს (ყოველ 12 კვირაში ან ყოველ 8 კვირაში) არანაკლები ეფექტურობა 2 მგ აფლიბერცეპტთან (ყოველ 8 კვირაში) შედარებით. მკურნალობის პირველ წელს დაფიქსირებული მხედველობის სიმკვეთრის გაუმჯობესება შენარჩუნდა მეორე წელს.
ორივე კვლევის დეტალური შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში 2 და სურათზე 1.
ცხრილი 2. შედეგები მხედველობის სიმკვეთრის მხრივ 48-ე და 96-ე კვირას III ფაზის კვლევებში HAWK და HARRIER
HAWK
HARRIER
შედეგები ეფექტუროის მხრივ
კვირა
ვიზქიუ 6 მგ
(n=360)
აფლიბერცეპტი 2 მგ
(n=360)
განსხვავება
(95% CI) ბროლუციზუმაბი - აფლიბერცეპტი
ვიზქიუ 6 მგ
(n=370)
აფლიბერცეპტი 2 მგ
(n=369)
განსხვავება
(95% CI) ბროლუციზუმაბი -აფლიბერცეპტი
ოკმს-ის საშუალო ცვლილება საწყის დონესთან შედარებით (განისაზღვრება დრამ-ის ციფრობრივი მაჩვენებლებით
48
- 6
(СО=0.71)
- 8
(СО=0.71)
- 2
(2.1, 1.8)
P<0.0001 a)
- 9
(СО=0.61)
- 6
(СО=0.61)
- 0.7
(-2.4, 1.0)
P <0.0001 a)
36 – 48 b)
- 7 (СО=0.68)
- 7
(СО=0.68)
- 0
(1.9, 1.9)
P<0.0001 a)
- 5
(СО=0.58)
- 7
(СО=0.58)
- 2
(2.8, 0.4)
P=0.0003 a)
96
- 9
(СО=0.78)
- 3
(СО=0.78)
- 5
(1.6, 2.7)
- 1
(СО=0.73)
- 6
(СО=0.73)
- 4
(2.5,1.6)
პაციენტების %, რომლებსაც გაუუმჯობესდათ მხედველობა მინ. 15 სიმბოლოთი
48
- 6
- 4
- 2
(2.2, 15.0)
- 3
- 9
- 6
(7.1, 5.8)
96
- 2
- 0
- 2
(1.4, 13.8)
- 1
- 5
- 4
(8.8, 4.1)
პაციენტების %, რომლებსაც დაუქვეითდათ მხედველობის სიმკვეთრე (%) (ოკმს-ის დაკარგა ≥15 სიმბოლოთი)
48
- 4
- 5
- 9
(2.7, 4.3)
- 8
- 8
- 0
(3.9, 2.2)
96
- 1
- 4
- 7
(3.6, 4.6)
- 1
- 5
- 4
(3.8, 3.3)
ოკმს: ოპტიმალური კორექტირებული მხედველობის სიმკვეთრე; გამორჩენილი მონაცემების გამოთვლა ხდება ბოლო დაკვირვების მონაცემების გადმოტანის მეთოდით (LOCF)
დრამ: დიაბეტური რეტინოპათიის ადრეული მკურნალობის კვლევა
СО- სტანდარტული შეცდომა
a) P-მნიშვნელობა, რომელიც უკავშირდება დასაშვები სათადარიგო 4,0 სიმბოლოს არანაკლები ეფექტურობის ჰიპოთეზას
b) ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილი, რომელიც ითვალისწინებს დროის მხრივ განსხვავებას ვიზქიუს და აფლიბერცეპტის თერაპიის დროს
სურ. 1 მხედველობის სიმკვეთრის საშუალო ცვლილება საწყის დონესთან შედარებით 96-ე კვირამდე კვლევებში HAWK და HARRIER
მხედველობის სიმკვეთრის აღნიშნული გაუმჯობესება მიღწეულ იქნა პაციენტების 56%-ში და 51%-ში, რომლებიც იღებდნენ ვიზქიუს 12 კვირიანი ინტერვალით 48-ე კვირას და პაციენტების 45%-ში და 39%-ში 96-ე კვირას კვლევებში HAWK და HARRIER. 12 კვირიანი რეჟიმისთვის შესაფერის პაციენტებს შორის პირველი 12 კვირიანი ინტერვალის დროს 85%-ში და 82%-ში შენარჩუნდა 12 კვირიანი ინტერვალი 48 კვირამდე. პაციენტებს შორის, რომლებსაც განესაზღვრათ 12 კვირიანი ინტერვალი 48-ე კვირას, 82%-ში და 75%-ში 12 კვირიანი ინტერვალი შენარჩუნდა 96 კვირამდე.
მკურნალობის ეფექტი, რომელიც შეფასდა ქვეჯგუფებში (მაგ: ასაკი, სქესი, რასა, მხედველობის სიმკვეთრე საწყის დონეზე, ბადურის სისქე საწყის დონეზე, დაზიანების ტიპი, დაზიანების ფართობი, სითხის სტატუსი) თითოეულ კვლევაში საერთო ჯამში შეესაბამებოდა ზოგადი პოპულაციის შედეგებს.
დაავადების აქტივობა შეფასდა მხედველობის სიმკვეთრის და/ან ანატომიური მაჩვენებლების ცვლილებების, მათ შორის ბფზ-ის სისქის და/ან ირს/სრს-ის ან სუბ-რპე-ის არსებობის მიხედვით. დაავადების აქტივობის შეფასება ხდებოდა კვლევის მთელ პერიოდში. დაავადების აქტივობის ანატომიური მაჩვენებლები შემცირდა 48-ე და 96-ე კვირას ვიზქიუს ჯგუფში აფლიბერცეპტთან შედარებით (იხ. ნაწილი „ფარმაკოდინამიკური ეფექტები“).
შედარებითი განსხვავება დაავადების აქტივობის მქონე პაციენტებში მე-16 კვირას სტატისტიკურად მნიშვნელოვანი იყო ვიზქიუს ჯგუფში აფლიბერცეპტთან შედარებით (24% vs 35% კვლევაში HAWK, p=0.0013; 23% vs 32% კვლევაში HARRIER, p=0.0021).
ორივე კვლევაში საწყის მაჩვენებლებთან შედარებით ვიზქიუმ გამოავლინა ეფექტურობის წინასწარ განსაზღვრული მეორადი საბოლოო წერტილის კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება - შედეგები ეფუძნება პაციენტების გამოკითხვას ეროვნული ოფთალმოლოგიური ინსტიტუტის (NEI VFQ 25) მხედველობითი ფუნქციების შეფასების კითხვარით. აღნიშნული ცვლილებების მასშტაბები ანალოგიური იყო გამოქვეყნებულ კვლევებში დაფიქსირებულისა, რაც შეესაბამებოდა ოკმს-ის ზრდას 15 სიმბოლოთი. პაციენტთა გამოკითხვის შედეგების მიხედვით ეფექტი შენარჩუნდა მეორე წელსაც.
კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ აღინიშნებოდა ვიზქიუს და აფლიბერცეპტს შორის NEI VFQ 25 შკალაზე და ქვეშკალებზე საერთო ქულების ცვლილების თვალსაზრისით (მხედველობის საერთო ხარისხი, თვალების ტკივილი, ახლოს მხედველობა, შორს მხედველობა, სოციალური ფუნქციონირება, ფსიქიკური ჯანმრთელობა, როლური სირთულეები, დამოკიდებულება, ტრანსპორტის მართვა, ფერადი მხედველობა და პერიფერიული მხედველობა) საწყისი დონიდან 48-ე კვირამდე.
DME
ვიზქიუს ეფექტურობა და უსაფრთხოება შეფასებული იყო ორ რანდომიზებულ, მულტიცენტრულ, ორმაგად ბრმა, III ფაზის მედიკამენტებით კონტროლირებად კვლევაში (KESTREL და KITE) პაციენტებში დიაბეტური მაკულარული შეშუპებით გამოწვეული მხედველობის დარღვევით. სულ 926 პაციენტი მკურნალობდა მოცემულ კვლევებში ერთი წლის განმავლობაში (558 ბროლუციზუმაბით და 368 აფლიბერცეპტით 2 მგ). პაციენტების ასაკი მერყეობდა 23-დან 87 წლამდე, საშუალო ასაკი 63 წელი.
ორივე კვლევაში, პირველი ხუთი დოზის შემდეგ (კვირა 0, 6, 12, 18 და 24), პაციენტები მკურნალობდნენ ბროლუციზუმაბით ყოველ 12 კვირაში, დოზირების ინტერვალის კორექტირების შესაძლებლობით ყოველ 8 კვირაში დაავადების აქტივობის მიხედვით. დაავადების აქტივობა შეფასდა კლინიკის მიერ პირველი 12-კვირიანი ინტერვალის დროს (კვირა 32 და 36) და ყოველი მომდევნო დაგეგმილი მკურნალობის ვიზიტის დროს. პაციენტებს, რომლებსაც ჰქონდათ რეგისტრირებული დაავადების აქტივობა (ანუ მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, CST-ის მომატება) რომელიმე მოცემული მკურნალობის ვიზიტზე დაენიშნათ 8-კვირიანი მკურნალობის ინტერვალი. შესადარებელი პრეპარატი აფლიბერცეპტი შეჰყავდათ ყოველ 8 კვირაში პირველი 5 თვიანი დოზის შემდეგ.
შედეგები
კვლევებისთვის პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილში იყო ცვლილება საბაზისოდან მაქსიმალურ კორექტირებულ მხედველობის სიმახვილეში (MVVR) 52 კვირაში, როგორც გაზომილი იყო დიაბეტური რეტინოპათიის მკურნალობის ეფექტურობის კვლევის (ETDRS) ქულის სკალის მიხედვით, რომლის პირველადი საბოლოო წერტილი იყო პრეპარატი ვიზქიუს არანაკლები ეფექტურის დემონსტრირება 2 მგ აფლიბერცეპტთან შედარებით. ორივე კვლევაში ვიზქიუ (გამოიყენებოდა ყოველ 12 კვირაში ან ყოველ 8 კვირაში) არ იყო ნაკლებად ეფექტური აფლიბერცეპტის 2 მგ-თან (მიიღებოდა ყოველ 8 კვირაში) შედარებით.
KESTREL და KITE კვლევების შედეგებმა ასევე აჩვენა ვიზქიუს არანაკლებ ეფექტურობა აფლიბერცეპტის 2 მგ-თან შედარებით ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილისთვის (საშუალო ცვლილება საწყისიდან VVR-ის მხრივ 40-დან 52 კვირამდე).
ორივე კვლევის დეტალური შედეგები წარმოდგენილია ქვემოთ ცხრილში 3 და სურათზე 2.
ცხრილი 3 შედეგები მხედველობის სიმკვეთრის მხრივ 52-ე კვირას III ფაზის კვლევებში KESTREL და KITE
KESTREL
KITE
შედეგები ეფექტუროის მხრივ
კვირა
ვიზქიუ 6 მგ
(n=189)
აფლიბერცეპტი 2 მგ
(n=187)
განსხვავება
(95% CI) ბროლუციზუმაბი - აფლიბერცეპტი
ვიზქიუ
(n=179)
აფლიბერცეპტი 2 მგ
(n=181)
განსხვავება
(95% CI) ბროლუციზუმაბი -აფლიბერცეპტი
ოკმს-ის საშუალო ცვლილება საწყის დონესთან შედარებით (განისაზღვრება დრამ-ის ციფრობრივი მაჩვენებლებით,)-საშუალო მნიშვნელობა, რომელიც მიიღება უმცირეს კვადრატთა მეთოდით (უკ) (სშ)
52
9,2
(0,57)
10,5
(0,57)
- 1,3
(–2,9, 0,3)
P < 0,001a
10,6
(0,66)
9,4
(0,66)
1,2
(–0,6, 3,1)
P < 0,001a
40–52
9,0
(0,53)
10,5
(0,53)
- 1,5
(–3,0, 0,0)
P < 0,001a
10,3
(0,62)
9,4
(0,62)
0,9
(–0,9, 2,6)
P < 0,001a
ოკმს-ის გაუმჯობესება ≥15 საწყის მაჩვენებელთან შედარებით ან
ოკმს-ის გაუმჯობესება ≥84 ასოებით
52
36,0
40,1
- 4,1
(–13,3, 5,9)
46,8
37,2
9,6
(–0,4, 20,2)
ოკმს: ოპტიმალური კორექტირებული მხედველობის სიმკვეთრე; საკვლევ თვალში DME-ის ალტერნატიული მკურნალობის დაწყების შემდეგ ოკმს-ის შეფასების შედეგები შეიცვალა ალტერნატიული მკურნალობის დაწყებამდე მიღებული ბოლო მნიშვნელობით.
დრამ: დიაბეტური რეტინოპათიის ადრეული მკურნალობის კვლევა
უკ: უმცირესი კვადრატების მეთოდი.
სშ: სტანდარტული შეცდომა
a) P-მნიშვნელობა, რომელიც უკავშირდება დასაშვები სათადარიგო 4 სიმბოლოს არანაკლები ეფექტურობის ჰიპოთეზას
სურ. 2 მხედველობის სიმკვეთრის საშუალო ცვლილება საწყის დონესთან შედარებით 52-ე კვირას კვლევებში KESTREL და KITE
მხედველობის სიმკვეთრის აღნიშნული გაუმჯობესება მიღწეულ იქნა პაციენტების პაციენტების 55%-ში და 50%-ში, 52-ე კვირაში, რომლებიც მკურნალობდნენ ვიზქიუს გამოყენებით 12-კვირიანი დოზირების ინტერვალით, შესაბამისად KESTREL და KITE კვლევებში. პაციენტებს შორის, რომლებსაც განესაზღვრათ 12-კვირიანი რეჟიმი, პირველი 12-კვირიანი ინტერვალის განმავლობაში 88%-ში და 95%-ში შენარჩუნდა 12-კვირიანი ინტერვალი 52 კვირამდე.
მკურნალობის ეფექტი, რომელიც შეფასდა ქვეჯგუფებში (მაგ: ასაკი, სქესი, საწყისი დონე HbA1c, მხედველობის სიმკვეთრის საწყისი დონე, ბადურის ცენტრალური არეს საწყისი სისქე, DME-ის დაზიანების ტიპი, DME-ის ხანგრძლივობა დიაგნოზის დასმის შემდეგ, რეტინალური სითხის სტატუსი) თითოეულ კვლევაში საერთო ჯამში შეესაბამებოდა ზოგადი პოპულაციის შედეგებს.
დაავადების აქტივობა შეფასდა მხედველობის სიმკვეთრის და (ან) ანატომიური მაჩვენებლების ცვლილებების, მათ შორის ბფზ-ის და (ან) ირს/სრს-ის არსებობის მიხედვით. დაავადების აქტივობის შეფასება ხდებოდა კვლევის მთელ პერიოდში.
KESTREL და KITE კვლევებმა შეაფასა რეტინოპათიის გაუმჯობესება DRSS სკალის გამოყენებით. საწყის ეტაპზე, პაციენტების 98.1%-ს როგორც KESTREL კვლევაში, ასევე KITE კვლევაში ჰქონდა შეფასებული DRSS ქულები. გაერთიანებული მონაცემების ანალიზმა აჩვენა ვიზქიუს არანაკლები ეფექტურობა აფლიბერცეპტის 2 მგ-თან შედარებით, DRSS ქულის მინიმუმ 2-საფეხურიანი გაუმჯობესებით საწყის მაჩვენებლებტან შედარებით 52-ე კვირას, არანაკლებ 10% ეფექტურობით. პროპორციული შედეგები იყო 28,9% და 24,9% ვიზქიუს და 2 მგ აფლიბერცეპტისთვის, მკურნალობის ეფექტურობაში სხვაობა იყო 4,0% (95% CI: [–0.6, 8,6]).
ბავშვები
ევროპის სამკურნალო საშუალებების სააგენტომ გააუქმა AMD-ს და DME-ს მქონე ყველა კატეგორიის ბავშვებში ვიზქიუს კვლევების შედეგების სავალდებულო წარმოდგენის მოთხოვნა (ინფორმაცია ბავშვებში გამოყენების შესახებ იხ. ნაწილში 4.2).
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ვიზქიუს შეყვანა ხდება უშუალოდ მინისებრ სხეულში ადგილობრივი მოქმედებისთვის თვალში.
შეწოვა და განაწილება
თვალში 6 მგ ბროლუციზუმაბის ინტრავიტრეალურად შეყვანის შემდეგ ნეოვასკულური ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის (AMD) მქონე პაციენტებში პლაზმაში თავისუფალი ბროლუციზუმაბის საშუალო გეომეტრიული Cmax შეადგენდა 49,0 ნგ/მლ-ს (დიაპაზონი: 8,97-დან 548 ნგ/მლ-მდე) და მიიღწეოდა 1 დღეში.
ბიოტრანსფორმაცია და გამოყოფა
ბროლუციზუმაბი წარმოადგენს მონოკლონური ანტისხეულის ფრაგმენტს; მეტაბოლიზმის კვლევები არ ჩატარებულა. როგორც ერთჯაჭვიანი ანტისხეულის ფრაგმენტი თავისუფალი ბროლუციზუმაბი უნდა გამოიყოს მიზნობრივი განპირობებული ელიმინაციით თავისუფალ ენდოგენურ VEGF-თან შეკავშირების გზით, ასევე პასიური ელიმინაციით შარდში. ბროლუციზუმაბის მეტაბოლიზმი ხდება პროტეოლიზის საშუალებით.
ინტრავიტრეალური ინექციის შემდეგ ბროლუციზუმაბი გამოიყოფა დადგენილი სისტემური ნახევარ-გამოყოფის პერიოდში 4,4 დღეში. კონცენტრაციები, როგორც წესი რაოდენობრივ ზღვართან (<0,5 ნგ/მლ) ახლოს ან ქვემოთ იყო დოზების შეყვანიდან დაახლოებით 4 კვირაში პაციენტების უმეტესობაში. არ დაფიქსირებულა ბროლუციზუმაბის დაგროვება სისხლის შრატში ყოველ 4 კვირაში ინტრავიტრეალურად შეყვანისას.
პაციენტების განსაკუთრებული კატეგორიები
ხანდაზმული პაციენტები
კვლევებში 65-74 წლის 22 პაციენტში, 75-84 წლის 18 პაციენტში და ≥85 წლის 3 პაციენტში ინტრავიტრეალურად შეყვანის შემდეგ მნიშვნელოვანი განსხვავებები არ დაფიქსირებულა სისტემური ფარმაკოკინეტიკის მხრივ.
თირკმლის უკმარისობა
ბროლუციზუმაბის სისტემური ფარმაკოკინეტიკა შეფასდა ნეოვასკულური ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის და თირკმლის ნორმალური ფუნქციების (≥90 მლ/წთ [n = 21]), თირკმლის მსუბუქი უკმარისობის (60-დან <90 მლ/წთ-მდე [n = 22]) ან თირკმლის ზომიერი უკმარისობის (30-დან <60 მლ/წთ-მდე [n = 7]) მქონე პაციენტებში. მართალია თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში სისტემური კლირენსის საშუალო მნიშვნელობა საერთო ჯამში დაბალი იყო, ვიდრე თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, მაგრამ თირკმლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მნიშვნელოვანი ზეგავლენა ბროლუციზუმაბის საერთო სისტემურ ზემოქმედებაზე არ დაფიქსირებულა. ბროლუციზუმაბი არ არის შესწავლილი თირკმლის მწვავე უკმარისობის (<30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში.
ღვიძლის უკმარისობა
ბროლუციზუმაბი არ არის შესწავლილი ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში. მსუბუქიდან მწვავემდე ღვიძლის უკმარისობამ ზეგავლენა არ უნდა მოახდინოს ბროლუციზუმაბის საერთო სისტემურ ზემოქმედებაზე, რადგან მეტაბოლიზმი ხდება პროტეოლიზით და არ არის დამოკიდებული ღვიძლის ფუნქციებზე.
- 3. უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები
კლინიკამდელი მონაცემები უსაფრთხოების შესახებ
ბროლუციზუმაბის კარცეროგენური ან მუტაგენური პოტენციალის კვლევები არ ჩატარებულა.
მაკე მდედრი ცინომოლგუს მაკაკები იღებდნენ ბროლუციზუმაბის ინტრავიტრეალურად ყოველ 4 კვირაში დოზებით, რაც უზრუნველყოფდა 6-ჯერ მეტ მაქსიმალურ სისტემურ ექსპოზიციას ვიდრე ადამიანებში მაქსიმალური რეკომენდებული დოზების შემთხვევაში (შრატის Cmax-ის მიხედვით). არ აღინიშნა გავლენა ემბრიონის განვითარებაზე, მაკეობაზე, მშობიარობაზე, გადარჩენაზე, ზრდაზე ან შთამომავლობის პოსტნატალურ განვითარებაზე. თუმცა, ფარმაკოლოგიური მოქმედების გათვალისწინებით, ბროლუციზუმაბი უნდა ჩაითვალოს პოტენციურად ტერატოგენულ და ემბრიო- და ფეტოტოქსიურ პრეპარატად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ვიზქიუTM - ფურცელი-ჩანართი - ლეკ ფარმაცევტიკალს დ.დ. სლოვენია
- 190504127500
ფურცელი-ჩანართი - ინფორმაცია პაციენტისთვის
ვიზქიუTM
VSIQQTM
თვალში შესაყვანი ხსნარი 120 მგ/მლ
აქტიური ნივთიერება: ბროლუციზუმაბი
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შეიძლება კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს.
მიმართეთ მკურნალ ექიმს თუ აღინიშნა რომელიმე გვერდითი რეაქცია.
ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთ მოვლენებზე, რომლებიც არ არის მოცემული ფურცელი-ჩანართის მე-4 ნაწილში.
ფურცელ-ჩანართში შედის:
- რას წარმოადგენს პრეპარატი ვიზქიუTM და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ვიზქიუსTM მიღებამდე
- პრეპარატ ვიზქიუსTM მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
- პრეპარატ ვიზქიუსTM შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რას წარმოადგენს პრეპარატი ვიზქიუTM და რისთვის გამოიყენება
რას წარმოადგენს პრეპარატი ვიზქიუTM
ვიზქიუTM შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ბროლუციზუმაბს, რომელიც მიეკუთვნება ანტინეოვასკულარული პრეპარატების ჯგუფს. ვიზქიუსTM თვალში შეყვანა ხდება ექიმის მიერ ოფთალმოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ მხედველობაზე.
1371600160655ანომალიური სისხლძარღვები, რომლის საშუალებითაც სითხე ან სისხლი ხვდება მაკულაში
ანომალიური სისხლძარღვები, რომლის საშუალებითაც სითხე ან სისხლი ხვდება მაკულაში
რისთვის გამოიყენება პრეპარატი ვიზქიუTM
ვიზქიუTM გამოიყენება მოზრდილებში თვალის დაავადებების სამკურნალოდ, რომლებიც ვითარდება თვალის ყვითელი ხალის (მაკულა) ქვეშ ანომალიური სისხლძარღვების წარმოქმნის და ზრდის შემთხვევაში. მაკულა, რომელიც მდებარეობს თვალის უკანა მხარეს, პასუხისმგებელია მკაფიო მხედველობზე. ანომალიური სისხლძარღვებიდან შესაძლოა გაჟონოს სითხემ ან სისხლმა თვალში და ზეგავლენა მოახდინოს მაკულის ფუნქციაზე, რაც იწვევს შემდეგი დაავადებების განვითარებას და მხედველობის დაქვეითებას:
ნეოვასკულარული (სველი) ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია (AMD)
დიაბეტური მაკულარული შეშუპება (DME)
როგორ მოქმედებს ვიზქიუTM
ნივთიერება, რომელსაც ეწოდება სისხლძარღვთა ენდოთელური ზრდის ფაქტორი A (VEGF A), იწვევს თვალის სისხლძარღვების ზრდას. VEGF A-სთან შეკავშირებით ვიზქიუTM ბლოკავს მის მოქმედებას და ამით ამცირებს ანომალიური სისხლძარღვების ზრდას AMD-ს შემთხვევაში, რაც თავის მხრივ ამცირებს სითხის ან სისხლის შეღწევას თვალში.
ვიზქიუსTM შეუძლია შეანელოს დაავადების პროგრესირება და შესაბამისად შეინარჩუნოს ან თუნდაც გააუმჯობესოს მხედველობა.
- რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ვიზქიუსTM მიღებამდე
არ უნდა მიიღოთ ვიზქიუTM, თუ:
თუ გაქვთ ალერგია ბროლუციზუმაბის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია მე-6 ნაწილში;
თუ გაქვთ თვალის ან თვალის მიდამოების აქტიური ინფექცია, ან თუ არსებობს ეჭვი თვალის ინფექციაზე;
თუ გაქვთ თვალის ტკივილი ან სიწითლე (თვალის ანთება).
გაესაუბრეთ ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე აღნიშნული მდგომარეობა.
მოცემულ შემთხვევაში ვიზქიუTM არ გამოიყენება.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
თუ რომელიმე ჩამოთვლილი მოვლენა გეხებათ, ვიზქიუსTM მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.
თუ გაქვთ გლაუკომა (თვალის დაავადება, რომელიც ჩვეულებრივ გამოწვეულია თვალის მაღალი წნევით);
თუ ადრე შენიშნეთ თვალებში სინათლის გაელვება ან მუქი მცურავი გაბუნდოვნება (ლაქები) და თუ მცურავი ლაქების ზომა და რაოდენობა უეცრად იზრდება;
თუ ჩაგიტარდათ თვალის ოპერაცია ბოლო 4 კვირის განმავლობაში ან თუ ასეთი ოპერაცია იგეგმება მომდევნო 4 კვირის განმავლობაში;
თუ ოდესმე გქონიათ თვალის რაიმე დაავადება ან გაიარეთ ოფთალმოლოგიური პროცედურები;
თუ ბოლო წლის განმავლობაში აღინიშნა მხედველობის უეცარი დაკარგვა თვალის უკანა ნაწილში სისხლძარღვების ბლოკირების (ბადურის სისხლძარღვების ოკლუზია) ან თვალის უკანა ნაწილის სისხლძარღვების ანთების (ბადურას ვასკულიტი) გამო.
დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ აღინიშნა:
თვალების სიწითლე, თვალების ტკივილი, დისკომფორტის მომატება, თვალების სიწითლის მომატება, მხედველობის დაბინდვა ან დაქვეითება, მხედველობის ველში მცირე ნაწილაკების რაოდენობის ზრდა, სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება;
მხედველობის უეცარი დაკარგვა, რაც შეიძლება იყოს ბადურის სისხლძარღვთა ოკლუზიის ნიშანი.
თუ განვითარდა რომელიმე ზემოთ აღნიშნული სიმპტომი, ექიმმა შეიძლება შეწყვიტოს ვიზქიუსTM გამოყენება.
გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ:
ვიზქიუსTM უსაფრთხოება და ეფექტურობა არ არის შესწავლილი პრეპარატის ორივე თვალში ერთდროულად მიღებისას და ამ გზით გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციების რისკის ზრდა;
ზოგიერთი პაციენტის შემთხვევაში ვიზქიუსTM ინექციებმა შესაძლოა გამოიწვიოს თვალშიდა წნევის მომატება მიღებიდან 30 წუთის განმავლობაში. აღნიშნულს აკონტროლებს ექიმი ყოველი ინექციის შემდეგ;
ექიმი ამოწმებს სხვა რისკ-ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ თვალის უკანა ნაწილის ერთ-ერთი შრის რღვევის ან აშრევების ალბათობა (ბადურის აშრევება ან რღვევა, ასევე ბადურის პიგმენტური ეპითელიუმის აშრევება ან რღვევა). ასეთ შემთხვევაში სიფრთხილით გამოიყენება ვიზქიუTM.
VEGF ინჰიბიტორების სისტემური გამოყენება - ნივთიერებებისა, რომლებიც მსგავსია ვიზქიუსTM შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებებისა, პოტენციურად დაკავშირებულია თრომბოზის რისკთან, რომელიც ბლოკავს სისხლძარღვებს (არტერიული თრომბოემბოლია), რამაც შეიძლება გამოიწვიოს გულის შეტევა ან ინსულტი. არსებობს მოცემული შემთხვევის განვითარების თეორიული რისკი ვიზქიუსTM თვალში შეყვანის შემდეგ.
ბავშვები და მოზარდები
ვიზქიუTM არ გამოიყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
მიმართეთ ექიმს, თუ იყენებთ, ბოლო პერიოდში იყენებდით ან გეგმავთ რაიმე სხვა პრეპარატის გამოყენებას.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ორსულად ხართ ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ეჭვობთ ორსულობაზე ან გეგმავთ ორსულობას, მოცემული პრეპარატის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს.
ძუძუთი კვება არ არის რეკომენდებული ვიზქიუსTM გამოყენებისას და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში, რადგან უცნობია გადადის თუ არა აღნიშნული პრეპარატი დედის რძეში.
ქალებმა, რომლებიც შეიძლება დაორსულდნენ, ვიზქიუსTM გამოყენებისას და მკურნალობის შეწყვეტიდან მინიმუმ ერთი თვის განმავლობაში უნდა გამოიყენონ კონტრაცეფციის ეფექტური მეთოდი. თუ მკურნალობის დროს დადგა ორსულობა ან ეჭვობთ ორსულობაზე, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. ვიზქიუTM არ გამოიყენება ორსულობის დროს გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც პოტენციური სარგებელი აღემატება პოტენციურ რისკს მომავალი ბავშვისთვის.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ვიზქიუსTM შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს მხედველობის დროებითი დარღვევა (მაგ.: მხედველობის დაბინდვა). აღნიშნული მოვლენების გაქრობამდე არ მართოთ ტრანსპორტი და არ გამოიყენოთ მექანიზმები.
ნატრიუმის შემცველობა
აღნიშნული პრეპარატი თითო დოზაზე შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ), ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
პოლისორბატის შემცველობა
პრეპარატი შეიცავს პოლისორბატ 80-ს 0,01 მგ-ს ოდენობით თითო დოზაზე (0,05 მლ). პოლისორბატებმა შეიძლება გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები. აცნობეთ ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სახის დადგენილი ალერგია.
- პრეპარატ ვიზქიუსTM მიღების წესი
რამდენი და რა სიხშირით გამოიყენება ვიზქიუTM
რეკომენდებული დოზა არის 6 მგ ბროლუციზუმაბი.
სველი ასაკობრივი მაკულარული დეგენერაცია (AMD)
პირველი 3 თვის განმავლობაში კეთდება ერთი ინექცია ყოველთვიურად.
შემდეგ შესაძლებელია გაკეთდეს ერთი ინექცია ყოველ 3 თვეში. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ინტერვალს თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს მკურნალობა ყოველ 2 თვეში. მკურნალობის ინტერვალი ვიზქიუსTM ორ დოზას შორის უნდა იყოს მინიმუმ 2 თვე.
8667751270000
დიაბეტური მაკულარული შეშუპება (DME)
მიიღება ერთი ინექცია ყოველ ექვს კვირაში პირველი ხუთი ინექციის შემთხვევაში.
შემდეგ შესაძლებელია გაკეთდეს ერთი ინექცია ყოველ 3 თვეში. ექიმი განსაზღვრავს მკურნალობის ინტერვალს თვალის მდგომარეობიდან გამომდინარე. ზოგიერთ პაციენტს შეიძლება დასჭირდეს მკურნალობა ყოველ 2 თვეში.
10572751587500
გამოყენების წესი
ვიზქიუTM კეთდება ოფთალმოლოგის მიერ, თვალში ინექციის სახით (ინტრავიტრეალურად).
ინექციის წინ ექიმი კარგად ჩამობანს თვალს, ინფექციის თავიდან ასაცილებლად. გარდა ამისა, ექიმს შეჰყავს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება ტკივილის შემსუბუქების ან თავიდან აცილების მიზნით, რომელიც შეიძლება განვითარდეს ინექციის დროს.
ვიზქიუსTM გამოყენებით მკურნალობის ხანგრძლივობა
ვიზქიუTM გამოიყენება თვალის ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ, როდესაც საჭიროა ხანგრძლივი მკურნალობა, შესაძლოა რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში. ექიმი შეამოწმებს მკურნალობის ეფექტურობას რეგულარულ დაგეგმილ ვიზიტებზე. ექიმმა შეიძლება ასევე შეამოწმოს თვალების მდგომარეობა ინექციებს შორის ინტერვალში. თუ გაქვთ შეკითხვები ვიზქიუთიTM მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით, მიმართეთ ექიმს.
ვიზქიუსTM შეწყვეტამდე
მკურნალობის შეწყვეტამდე მიმართეთ ექიმს. მკურნალობის შეწყვეტამ შეიძლება გაზარდოს მხედველობის დაკარგვის ან გაუარესების რისკი.
აღნიშნული პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით შეკითხვების არსებობისას მიმართეთ ექიმს.
- შესაძლო გვერდითი რეაქციები
სხვა პრეპარატების მსგავად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა არა ყველა პაციენტში.
გვერდითი რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია პრეპარატ ვიზქიუსTM შეყვანასთან, გამოწვეულია თავად პრეპარატის ან მისი შეყვანის პროცედურის შედეგად და ძირითადად გავლენას ახდენს თვალებზე.
ზოგიერთი გვერდითი რეაქცია შეიძლება იყოს სერიოზული
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ აღინიშნა რომელიმე ქვემოთ მოცემული მოვლენა, რომელიც წარმოადგენს ალერგიული რეაქციის, ანთების ან ინფექციის ნიშნებს:
მხედველობის უეცარი გაუარესება ან ცვლილება;
ტკივილი, მომატებული დისკომფორტი, თვალის სიწითლის გამწვავება.
თუ განვითარდა სერიოზული გვერდითი რეაქციები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
სხვა შესაძლო გვერდითი რეაქციები
ქვემოთ მოცემულია სხვა გვერდითი რეაქციები, რომელიც შესაძლოა განვითარდეს პრეპარატ ვიზქიუსTM გამოყენების შედეგად.
გვერდითი რეაქციების უმეტესობა მსუბუქი ან ზომიერია და ჩვეულებრივ ქრება პრეპარატის შეყვანიდან ერთი კვირის განმავლობაში.
თუ გვერდითი რეაქცია გამწვავდა, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
ხშირი (10-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)
თვალის კედლის შუა შრის ანთება (უვეიტი);
გელის მსგავსი ნივთიერების განშრევება თვალის შიგნით (მინისებრი სხეულის განშრევება);
ბადურის (თვალის უკანა ნაწილი, რომელიც იჭერს სინათლეს) ან მისი ერთ-ერთი შრის რღვევა (ბადურის პიგმენტური ეპითელიუმის რღვევა);
მხედველობის სიმახვილის დაქვეითება;
სისხლჩაქცევა ბადურაში (რეტინალური სისხლდენა);
ირისის ანთება - თვალის ფერადი ნაწილი (ირიტი);
თვალის ბროლის დაბინდვა (კატარაქტა);
თვალის გარეთა შრის წვრილი სისხლძარღვებიდან სისხლდენა (კონიუნქტივალური სისხლდენა);
მოძრავი ლაქები ხედვის არეში (მინისებრი სხეულის მცურავი დაბინდვა)
ტკივილი თვალის არეში;
ინტრაოკულური წნევის ზრდა;
თვალის თეთრი გარსის სიწითლე (კონიუნქტივიტი);
ბუნდოვანი ან არამკვეთრი მხედველობა;
რქოვანას დაზიანება (თვალის კაკლის გამჭვირვალე ფენა, რომელიც ფარავს ირისს (რქოვანას აბრაზია));
თვალის კაკლის გამჭვირვალე შრის დაზიანება, რომელიც ფარავს ირისს (წერტილოვანიი კერატიტი);
ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობა).
ნაკლებად ხშირი (100-დან არაუმეტეს 1 პაციენტში)
მწვავე ინტრაოკულური ანთება (ენდოფთალმიტი);
სიბრმავე;
მხედველობის უეცარი დაკარგვა თვალის არტერიის ბლოკირების გამო (ბადურის არტერიის ოკლუზია);
ბადურის აშრევება;
თვალის სიწითლე (კონიუნქტივის ჰიპერემია);
ცრემლდენის მომატება (ცრემლდენის გაძლიერება);
უცხო სხეულის შეგრძნება თვალში;
ბადურის ერთ-ერთი შრის აშრევება (ბადურის პიგმენტური ეპითელიუმის აშრევება);
თვალის შიგნით გელის მსგავსი ნივთიერების ანთება (ვიტრიტი);
თვალის წინა ნაწილის ანთება (წინა კამერის ანთება);
ირისის და თვალის მიმდებარე ქსოვილების ანთება (ირიდოციკლიტი);
რქოვანას შეშუპება - თვალის კაკლის გამჭვირვალე შრე (რქოვანას შეშუპება);
სისხლდენა თვალში (მინისებრი სხეულიდან სისხლდენა);
მხედველობის უეცარი დაკარგვა თვალის უკანა სისხლძარღვების ბლოკირების გამო (ბადურას სისხლძარღვთა ოკლუზია);
თვალის უკანა სისხლძარღვების ანთება (ბადურას ვასკულიტი).
თვალის თეთრი გარსის ანთება (სკლერიტი).
შეტყობინება გვერდითი რეაქციების შესახებ
რომელიმე გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის ისეთ მოვლენებზე, რომლებიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. გვერდითი რეაქციების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებით ხელს უწყობთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
- პრეპარატ ვიზქიუსTM შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა არის მოცემული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ მაცივარში (20C - 8 0C ტემპერატურაზე).
არ გაყინოთ.
შეინახეთ თავისივე მუყაოს კოლოფში სინათლისაგან დაცვის მიზნით.
გამოყენებამდე გაუხსნელი ფლაკონი შესაძლებელია შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 250C) არაუმეტეს 24 საათი.
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
პრეპარატ ვიზქიუსTM აქტიური და დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი
აქტიური ნივთიერება - ბროლუციზუმაბი. 1 მლ ხსნარი თვალშიდა შეყვანისთვის შეიცავს 120 მგ ბროლუციზუმაბს. თითო ფლაკონი შეიცავს 27,6 მგ ბროლუციზუმაბს 0,23 მლ ხსნარში, რომელიც უზრუნველყოფს 0,05 მლ-ის ოდენობით ერთჯერადი დოზის მიღებას, რომელიც შეიცავს 6 მგ ბროლუციზუმაბს.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ნატრიუმის ციტრატი, პოლისორბატი 80, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინექციო წყალი (იხ. ნაწილი 2).
წამლის ფორმა, პირველადი შეფუთვის თვისებები და შემცველობა წონის, მოცულობის ან დოზირების ერთეულის მიხედვით
ვიზქიუTM არის თვალში შესაყვანი ხსნარი.
როგორია პრეპარატი ვიზქიუTM ვიზუალურად
გამჭვირვალე ან ოდნავ ოპალესცენტური, უფერო ან ოდნავ მოყავისფრო-მოყვითალო წყალხსნარი.
რა შედის შეფუთვაში
0,23 მლ თვალში შესაყვანი სტერილური ხსნარი შუშის ფლაკონში, დახურულია რეზინის საცობით, დახუფულია ალუმინის ჩაჩით, რომელსაც აქვს იასამნისფერი ასაცლელი პლასტიკური თავი.
1 ფლაკონი და 1 ნემსი ფილტრით ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის და მწარმოებლის დასახელება და მისამართი, რომელიც პასუხისმგებელია გამოშვების ხარისხის კონტროლზე
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი:
ნოვარტის ოვერსიზ ინვესტმენტს აგ (Novartis Overseas Investments AG)
ლიხშტრასე 35, 4056 ბაზელი, შვეიცარია
მწარმოებელი:
ნოვარტის ფარმა შტეინ აგ/Novartis Pharma Stein AG
შაფჰაუზერშტრასე, 4332 შტეინი, შვეიცარია
მეორეული შეფუთვა და გამოშვების ხარისხის კონტროლი:
ლეკ ფარმაცევტიკალს დ.დ./Lek Pharmaceuticals d.d.
ვეროვშკოვას ქ.57, ლუბლიანა 1526, სლოვენია
პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების არსებობისას მიმართეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:
ბელორუსიის რესპუბლიკა:
AO “Novartis Pharma Services AG”-ს (შვეიცარიის კონფედერაცია) წარმომადგენლობა ბელორუსიის რესპუბლიკაში:
220069, ქ. მინსკი, ძერჟინსკის გამზ.5, ოფისი 3-1
ტელ: +375173600365
ელ-ფოსტა: [email protected]
აღნიშნული ფურცელი-ჩანართი გადახედილია
ინფორმაციის სხვა წყაროები
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის:
ფლაკონის გამოყენების ინსტრუქცია
შენახვა და შემოწმება
შეინახეთ მაცივარში (2°C - 8°C). არ გაიყინოთ. ფლაკონი შეინახეთ მუყაოს კოლოფში მზის სხივებისგან დასაცავად.
ვიზქიუსTM დალუქული ფლაკონი გამოყენებამდე შეიძლება ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე (არაუმეტეს 25°C) არაუმეტეს 24 საათი. ფლაკონის გახსნის შემდეგ აუცილებელია ასეპტიკურ პირობებში მუშაობა.
ვიზქიუTM წარმოადგენს გამჭვირვალე, ოდნავ ოპალესცენტურ, უფერო ან ოდნავ მოყავისფრო-მოყვითალო წყალხსნარს.
- 1561465-17907000
ხსნარი ვიზუალურად უნდა შემოწმდეს მაცივრიდან ამოღების შემდეგ და გამოყენებამდე. თუ ხსნარში არის ხილული ნაწილაკები ან ამღვრეულია, ფლაკონი არ გამოიყენება. დაცული უნდა იყოს ჩანაცვლების შესაბამისი პროცედურები.
ფლაკონის შიგთავსი და ფილტრიანი ნემსი სტერილურია და განკუთვნილია მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვის. პრეპარატი არ გამოიყენება თუ შეფუთვა, ფლაკონი და/ან ფილტრიანი ნემსი დაზიანებულია ან მათი ვარგისიანობის ვადა ამოიწურა.
ვიზქიუსTM მომზადებისა და შეყვანის პროცედურა
ფლაკონში შემავალი მოცულობა აღემატება რეკომენდებულ დოზას 6 მგ-ს. ფლაკონიდან ამოღებული მოცულობა (0,23 მლ) არ უნდა იქნას გამოყენებული სრულად. ზედმეტი რაოდენობა უნდა მოშორდეს ინექციის წინ. ფლაკონის სრული მოცულობის შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს დოზის გადაჭარბება.
ინტრავიტრეალური ინექციის პროცედურა უნდა ჩატარდეს ასეპტიკურ პირობებში, რომელიც მოიცავს ქირურგიული ხელის სადეზინფექციო საშუალების, სტერილური ხელთათმანების, სტერილური ხელსახოცების და ქუთუთოების სტერილური სარკის (ან მათი შემცვლელის) გამოყენებას, ასევე ხელმისაწვდომი უნდა იყოს სტერილური აღჭურვილობა პარაცენტეზისთვის (საჭიროების შემთხვევაში).
ინექციამდე უნდა გაკეთდეს სათანადო ანესთეზია და გამოიყენება მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ადგილობრივი ბაქტერიციდული პრეპარატი პერიოკულარული კანის, ქუთუთოების და თვალის ზედაპირის დეზინფექციისთვის.
მომზადებისა და ინტრავიტრეალური შეყვანისთვის საჭიროა შემდეგი სამედიცინო დანიშნულების ერთჯერადი საგნები:
სტერილური საინექციო ნემსი 30G x ½ ”;
სტერილური 1 მლ შპრიცი 0,05 მლ გრადუირებული სკალით;
სტერილური 5 მკმ ბლაგვი ნემსი ფილტრით (18 G x 1½ ”, 1,2 მმ x 40 მმ).
საინექციო ნემსი და შპრიცი არ შედის ვიზქიუსTM შეფუთვაში.
ინექცია უნდა გაკეთდეს დოზის მომზადებისთანავე (საფეხური 8).
შენიშვნა: დოზა უნდა განისაზღვროს 0,05 მლ-ით.
შეწყვანის წესი
37592031750001.
მოხსენით თავსახური ფლაკონს და გაწმინდეთ საცობი, მაგ.: 70% სპირტით დასველებული ტამპონით.
2.
გაუკეთეთ ფილტრიანი ნემსი 1 მლ შპრიცს ასეპტიკურ პირობებში.
3.
ჩაუშვით ფილტრიანი ნემსი ფლაკონის საცობის ცენტრში, სანამ ნემსი არ შეეხება ფლაკონის ფსკერს.
385445120650004.
სითხის ამოსაღებად, ფლაკონი ოდნავ დახრილად დაიჭირეთ და ნელა ამოიღეთ სითხე სრულად ფლაკონიდან და ფილტრიანი ნემსიდან.
ფილტრიანი ნემსის სრულად დასაცლელად, დარწმუნდით, რომ დგუშის ღერო საკმარისად არის გამოწეული ფლაკონის დაცლისას.
5.
მოხსენით ფილტრიანი ნემსი შპრიცს ასეპტიკურ პირობებში და გადააგდეთ. ფილტრიანი ნემსი არ გამოიყენება ინტრავიტრეალური ინექციისთვის.
6.
უსაფრთხოდ გაუკეთეთ 30G x ½” ნემსი შპრიცზე ასეპტიკურ პირობებში.
366395184150007.
პრეპარატში ჰაერის ბუშტუკების არსებობის შესამოწმებლად, დაიჭირეთ შპრიცი ნემსით ზემოთ. თუ აღინიშნება ჰაერის ბუშტუკები, ნაზად დააკაკუნეთ შპრიცზე თითით, სანამ ბუშტუკები არ ამოვა ზემოთ.
233045251460008.
დაიჭირეთ შპრიცი თვალის დონეზე, ნაზად დააჭირეთ დგუშს, რათა გამოდევნოთ ჰაერი შპრიციდან ჭარბ ხსნართან ერთად, დაარეგულირეთ დოზა 0,05 მლ ნიშნულამდე. შპრიცი მზად არის ინექციისთვის.
9.
ნელა შეიყვანეთ პრეპარატი, სანამ დგუშის რეზინის საცობი არ მიაღწევს შპრიცის ბოლოს, რაც შეესაბამება მიწოდებულ მოცულობას 0,05 მლ-ს. სრული დოზის მიწოდება დასტურდება იმის შემოწმებით, რომ დგუშის რეზინის საცობმა მიაღწია შპრიცის ცილინდრის ბოლოს.
შენიშვნა: გამოუყენებელი პრეპარატი ან ნარჩენები უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ხშირად დასმული კითხვები და პასუხები
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცე თუ ფლაკონიდან ვერ ვიღებ სითხის საკმარის რაოდენობას? პასუხი: არ შეანჯღრიოთ ფლაკონი სითხის ამოღებამდე. დაელოდეთ, რომ სითხე განთავსდეს ფლაკონის ძირში. დარწმუნდით, რომ ფლაკონი ვერტიკალურ, ოდნავ დახრილ მდგომარეობაშია. ნელ-ნელა ამოწიეთ დგუში და დაელოდეთ, სანამ სითხე არ გამოჩნდება შპრიცის ცილინდრში. განაგრძეთ პრეპარატის ნელ-ნელა ამოღება, სანამ სრულად არ დაიცლება ფლაკონი და ფილტრიანი ნემსი.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცე თუ ვერ ვახერხებ ჰაერის ბუშტუკების სრულად გამოდევნას სითხიდან?
პასუხი: მნიშვნელოვანია, რომ სითხე არ შეიცავდეს ჰაერს. თუმცა, საცობზე არსებული უმცირესი ჰაერის ბუშტუკები როგორც წესი არ შორდება მას შეყვანისას და შესაბამისად, გავლენას არ ახდენს დოზის მოცულობაზე.
0952500
- 02.2025 EU PL 2024-10
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


