ვიზორელი
VIZOREL
თვალის მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული დაავადებები: - ბლეფარიტი; - კონიუნქტივიტი; - კერატიტი; - ირიდოციკლიტი; თვალის წინა სეგმენტის პოსტოპერაციული ანთებითი პროცესების პროფილაქტიკა. მწვავე და ქრონიკული გარეთა და შუა ოტიტები; სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებები.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ნეომიცინი (neomycine) + პოლიმიქსინი (polymyxin) + დექსამეტაზონი (dexamethasone)
- ფორმა და შეფუთვა
- (1მგ + 3,5მგ + 6000სე)/მლ 5მლ თვალის და ყურის წვეთები, სუსპენზია დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურიანი ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- World Medicine Ilac San ve Tic. A.S. (Tekirdag), თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური და ოტოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები და ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებები კომბინაციაში
- ATC კოდი
- S03CA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041489
- რეგისტრირებულია
- 4 ივლისი 2024, მოქმედებს 4 ივლისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- GM Pharmaceuticals Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს ,,ჯი ემ ფარმასიუთიქალს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვიზორელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
თვალის მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული დაავადებები:
- ბლეფარიტი;
- კონიუნქტივიტი;
- კერატიტი;
- ირიდოციკლიტი;
თვალის წინა სეგმენტის პოსტოპერაციული ანთებითი პროცესების პროფილაქტიკა.
მწვავე და ქრონიკული გარეთა და შუა ოტიტები;
სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებები.
მიღების წესი და დოზირება
თვალის/ყურის წვეთებს მსუბუქი ფორმის ინფექციების დროს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთს 4-6-ჯერ დღე-ღამეში. რთული ფორმების დროს თვალის წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველ საათში. სიმპტომების შესუსტების შემთხვევაში შესაძლოა შევამციროთ მიღების ჯერადობა.
გარეთა ყურის ინფექციების დროს 4 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში;
შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებების და ინფექციური ოტიტების დროს 4-10 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში.
უკუჩვენებები
პრეპარატი ვიზორელი უკუნაჩვენებია:
- კერატიტები, რომლის გამომწვევია Herpes simplex (დენდრიტული კერატიტი);
- რქოვანას და კონიუნქტივას ვირუსული დაავადებები (მათ შორის ჩუტყვავილა);
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
- თვალის სოკოვანი დაავადებები;
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
პრეპარატი არ ინიშნება რქოვანადან უცხო სხეულის მოცილების გაურთულებელი შემთხვევების შემდეგ.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების 10 დღეზე მეტ ხანს გამოყენებისას, აუცილებელია თვალშიგა წნევის რეგულარული ტონომეტრია;
მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება.
პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
პრეპარატ ვიზორელის თვალის/ყურის წვეთების შემცველი ფლაკონიგამოყენების წინ უნდა შეინჯღრეს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატ ვიზორელის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ არის დადგენილი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენება ორსულებში შესაძლებელია მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აჭარბებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
ლაქტაციის დროს უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი.
გვერდითი მოვლენები
ვიზორელის თვალის/ყურის წვეთებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც დექსამეტაზონთან, ასევე ანტიბაქტერიულ კომპონენტებთან, აგრეთვე მათი თანხვედრით. ალერგიული რეაქციები: ქავილი, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივის
შეწითლება (განპირობებულია ანტიბიოტიკების მოქმედებით).
ჭარბი დოზა
პრეპარატ ვიზორელის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
შემადგენლობა
თვალის/ყურის წვეთები.
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: დექსამეტაზონი 1.0 მგ, ნეომიცინი (სულფატის ფორმით) 3.5 მგ, პოლიმიქსინ B სულფატი 6000 სე
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S03CA01
შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°С, ორიგინალ შეფუთვაში.
პირველი გახსნის შემდეგ ვარგისია 4 კვირის განმავლობაში.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
GAGგაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის/რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის/რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals LTD.,(საქართველო)
ფარმაკოლოგიური თვისებები
ოფთალმოლოგიური და ოტოლარინგოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
დექსამეტაზონი – გლუკოკორტიკოიდული საშუალება. არ გააჩნია მინერალოკორტიკოიდული აქტივობა. ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას. აქტიურად თრგუნავს ანთებით პროცესებს, ეოზინოფილების მიერ ანთების მედიატორების გამოთავისუფლებით, პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლებული მედიატორების მიგრაციის დათრგუნვით და კაპილარების განვლადობის შემცირებით.
ნეომიცინი - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მიკრობის უჯრედში ცილების სინთეზის დარღვევის გზით ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, Staphylococcus aureus, Streptococcus pneuoniae, Escherichia coli, Proteus spp., Shigella spp.-ს ჩათვლით.
ნაკლებად აქტიურია Pseudomonas aereginosa და სტრეპტოკოკების მიმართ. არ არის აქტიური პათოგენური სოკოების, ვირუსების, ანაერობული ფლორის მიმართ. მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ნეომიცინის მიმართ, ვითარდება ნელა და ნაკლები ხარისხით.
პოლიმიქსინ B – პოლიპეპტიდური სტრუქტურის ანტიბიოტიკი. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედის მემბრანაში არსებული ფოფსოლიპიდების დესტრუქციით. აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, Escherichia coli, Shigella spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., Haemophilus influenzae, Salmonella spp., Bordetella pertussis-ის ჩათვლით. მაღალაქტიურია Pseudomonas aeruginosa-ს მიმართ. არააქტიურია Proteus spp., Neisseria spp., ობლიგატური ანაერობების და გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. პოლიმიქსინ B-ს მიმართ მგრძნობიარეა Vibrio cholerae (eltor-ის გარდა), აგრეთვე Coccidioides immitis, თუმცა სოკოები ძირითადად რეზისტენტულები არიან მოცემული ანტიბიოტიკების მიმართ.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ვიზორელი
VIZOREL
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება
დექსამეტაზონი, ნეომიცინი, პოლიმიქსინ B სულფატი
Dexamethasone, Neomycin, Polymyxin B
წამლის ფორმა
თვალის/ყურის წვეთები.
აღწერილობა: უსუნო, თეთრი მიკროდისპერსიული სუსპენზია.
შემადგენლობა
თვალის/ყურის წვეთები.
პრეპარატის 1 მლ შეიცავს:
აქტიური ნივთიერებები: დექსამეტაზონი 1.0 მგ, ნეომიცინი (სულფატის ფორმით) 3.5 მგ, პოლიმიქსინ B სულფატი 6000 სე
დამხმარე ნივთიერებები: ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, ბენზალკონიუმის ქლორიდი, დინატრიუმის ედეტატი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, მარილმჟავა, პოლისორბატი 80, საინექციო წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი S03CA01
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ოფთალმოლოგიური და ოტოლარინგოლოგიური საშუალებები, კორტიკოსტეროიდები ინფექციის საწინააღმდეგო საშუალებებთან კომბინაციაში
მოქმედების მექანიზმი
კომბინირებული პრეპარატი ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით.
დექსამეტაზონი – გლუკოკორტიკოიდული საშუალება. არ გააჩნია მინერალოკორტიკოიდული აქტივობა. ახდენს გამოხატულ ანთების საწინააღმდეგო, ანტიალერგიულ და მადესენსიბილიზირებელ მოქმედებას. აქტიურად თრგუნავს ანთებით პროცესებს, ეოზინოფილების მიერ ანთების მედიატორების გამოთავისუფლებით, პოხიერი უჯრედებიდან გამოთავისუფლებული მედიატორების მიგრაციის დათრგუნვით და კაპილარების განვლადობის შემცირებით.
ნეომიცინი - ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი ამინოგლიკოზიდების ჯგუფიდან. მიკრობის უჯრედში ცილების სინთეზის დარღვევის გზით ახდენს ბაქტერიოციდულ მოქმედებას. აქტიურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, Staphylococcus aureus, Streptococcus pneuoniae, Escherichia coli, Proteus spp., Shigella spp.-ს ჩათვლით.
ნაკლებად აქტიურია Pseudomonas aereginosa და სტრეპტოკოკების მიმართ. არ არის აქტიური პათოგენური სოკოების, ვირუსების, ანაერობული ფლორის მიმართ. მიკროორგანიზმების რეზისტენტობა ნეომიცინის მიმართ, ვითარდება ნელა და ნაკლები ხარისხით.
პოლიმიქსინ B – პოლიპეპტიდური სტრუქტურის ანტიბიოტიკი. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია მიკრობის უჯრედის მემბრანაში არსებული ფოფსოლიპიდების დესტრუქციით. აქტიურია გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ, Escherichia coli, Shigella spp., Enterobacter spp., Klebsiella spp., Haemophilus influenzae, Salmonella spp., Bordetella pertussis-ის ჩათვლით. მაღალაქტიურია Pseudomonas aeruginosa-ს მიმართ. არააქტიურია Proteus spp., Neisseria spp., ობლიგატური ანაერობების და გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. პოლიმიქსინ B-ს მიმართ მგრძნობიარეა Vibrio cholerae (eltor-ის გარდა), აგრეთვე Coccidioides immitis, თუმცა სოკოები ძირითადად რეზისტენტულები არიან მოცემული ანტიბიოტიკების მიმართ.
ჩვენება
თვალის მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული დაავადებები:
- ბლეფარიტი;
- კონიუნქტივიტი;
- კერატიტი;
- ირიდოციკლიტი;
თვალის წინა სეგმენტის პოსტოპერაციული ანთებითი პროცესების პროფილაქტიკა.
მწვავე და ქრონიკული გარეთა და შუა ოტიტები;
სმენის ორგანოზე ჩატარებული ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებები.
უკუჩვენება
პრეპარატი ვიზორელი უკუნაჩვენებია:
- კერატიტები, რომლის გამომწვევია Herpes simplex (დენდრიტული კერატიტი);
- რქოვანას და კონიუნქტივას ვირუსული დაავადებები (მათ შორის ჩუტყვავილა);
- თვალის მიკობაქტერიული ინფექციები;
- თვალის სოკოვანი დაავადებები;
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ;
პრეპარატი არ ინიშნება რქოვანადან უცხო სხეულის მოცილების გაურთულებელი შემთხვევების შემდეგ.
გვერდითი მოვლენები
ვიზორელის თვალის/ყურის წვეთებს შეუძლია გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც დექსამეტაზონთან, ასევე ანტიბაქტერიულ კომპონენტებთან, აგრეთვე მათი თანხვედრით. ალერგიული რეაქციები: ქავილი, ქუთუთოების შეშუპება, კონიუნქტივის
შეწითლება (განპირობებულია ანტიბიოტიკების მოქმედებით).
დოზირება და მიღების წესი
თვალის/ყურის წვეთებს მსუბუქი ფორმის ინფექციების დროს აწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში 1-2 წვეთს 4-6-ჯერ დღე-ღამეში. რთული ფორმების დროს თვალის წვეთები შეიძლება გამოყენებულ იქნას ყოველ საათში. სიმპტომების შესუსტების შემთხვევაში შესაძლოა შევამციროთ მიღების ჯერადობა.
გარეთა ყურის ინფექციების დროს 4 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში;
შუა ყურის ანთების, ყურზე ქირურგიული ჩარევებით გამოწვეული ინფექციური გართულებების და ინფექციური ოტიტების დროს 4-10 წვეთი 3-4 ჯერ დღე-ღამეში.
დოზის გადაჭარბება:
პრეპარატ ვიზორელის ჭარბი დოზირების შესახებ მონაცემები არ არსებობს.
სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება
პრეპარატ ვიზორელის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება არ არის დადგენილი.
მიღების თავისებურებანი
პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ ადგილობრივი გამოყენებისათვის. გლუკოკორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების 10 დღეზე მეტ ხანს გამოყენებისას, აუცილებელია თვალშიგა წნევის რეგულარული ტონომეტრია;
მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება.
პაციენტი უნდა მოერიდოს საწვეთურის თავის მოხვედრას რაიმე ზედაპირზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფლაკონის შიგთავსის მიკრობული დაინფიცირება.
პრეპარატ ვიზორელის თვალის/ყურის წვეთების შემცველი ფლაკონიგამოყენების წინ უნდა შეინჯღრეს.
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი:
პრეპარატის გამოყენება ორსულებში შესაძლებელია მკურნალი ექიმის დანიშნულებით, თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აჭარბებს გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს.
ლაქტაციის დროს უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის საკითხი.
გამოშვების ფორმა
ვიზორელი თვალის/ყურის წვეთები გამოდის 5 მლ-იან პლასტიკურ საწვეთურიან ფლაკონში HDPE-LDPE თავსახურით.
1 ფლაკონი ფურცელ-ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.
ვარგისობა და შენახვის პირობები
პრეპარატის ვარგისობის ვადა - 2 წელი
ინახება ოთახის ტემპერატურაზე არა უმეტეს 25°С, ორიგინალ შეფუთვაში.
პირველი გახსნის შემდეგ ვარგისია 4 კვირის განმავლობაში.
ინახება ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას!
GAGგაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
სავაჭრო ლიცენზიის/რეგისტრაციის მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო ლიცენზიის/რეგისტრაციის მფლობელი
GM Pharmaceuticals LTD.,(საქართველო)
მწარმოებელი
World Medicine İlaç San. Ve Tic. A.Ş. (თურქეთი)
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


