კონიუნქტივის შეშუპებისა და ჰიპერემიის შესამსუბუქებლად (თვალების სიწითლე), რაც გამოწვეულია ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიცაა კვამლი, მტვერი, ქლორირებული წყალი, შუქი, კოსმეტიკა, კონტაქტური ლინზები.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ტეტრიზოლინი (tetryzoline)
- ფორმა და შეფუთვა
- 0,05% (0.5 მგ/მლ) 15მლ თვალის წვეთები, ხსნარი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი №1 საწვეთურით
- მწარმოებელი
- Janssen Pharmaceutica NV, ბელგია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ოფთალმოლოგიური საშუალებები, დეკონგესტანტებად გამოსაყენებელი სიმპათომიმეტური საშუალებები
- ATC კოდი
- S01GA02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043925
- რეგისტრირებულია
- 26 აგვისტო 2025, მოქმედებს 13 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ТОО «Adalan» (ყაზახეთი)
- განმცხადებელი
- მაკა მოდებაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვიზინი კომფორტი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კონიუნქტივის შეშუპებისა და ჰიპერემიის შესამსუბუქებლად (თვალების სიწითლე), რაც გამოწვეულია ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიცაა კვამლი, მტვერი, ქლორირებული წყალი, შუქი, კოსმეტიკა, კონტაქტური ლინზები.
მიღების წესი და დოზირება
ადგილობრივად.
მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
1 ან 2 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-3-ჯერ დღე-ღამეში.
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ოთხ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის უწყვეტი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
საწვეთურიანი ფლაკონის გამოყენების ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატი წარმოდგენილია ბავშვების მიერ შემთხვევითი გახსნისგან დაცულ შეფუთვაში.
როდესაც ფლაკონს პირველად იყენებთ, სახურავს უნდა მოაშოროთ პირველი გახსნის საკონტროლო ლენტი.
დააჭირეთ ფლაკონის თავსახურს ზემოდან, ამავდროულად გადაატრიალეთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. მოხსენით თავსახური საწვეთურიან ფლაკონს და ფლაკონი გადააბრუნეთ უკუღმა.
ფლაკონის წვერით არ შეეხოთ რაიმე ზედაპირს.
გამოყენების შემდეგ, საწვეთურის ფლაკონს დაახურეთ თავსახური.
თუ ხსნარმა ფერი შეიცვალა ან შემღვრეულია, პრეპარატი არ გამოიყენოთ.
უკუჩვენებები
2 წლამდე ასაკის ბავშვები, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, რქოვანას ენდოთელურ-ეპითელური დისტროფია.
სიფრთხილით
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები (გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, არითმია, ანევრიზმა), ჰიპერთირეოზი, ფეოქრომოციტომა, შაქრიანი დიაბეტი, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების ან სხვა პრეპარატების მიღება, რომლებსაც შეუძლიათ არტერიული წნევის მატება.
სიფრთხილის ზომები
ტეტრიზოლინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ანევრიზმები, ჰიპერტენზია და/ან გულის იშემიური დაავადება, 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტი ან ჰიპერთირეოზი.
ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების კვლევები არ ჩატარებულა.
კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნათ პრეპარატის ჩაწვეთებამდე და ხელახლა ჩაისვათ 15 წუთის შემდეგ.
თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის პირდაპირი კონტაქტი რბილ კონტაქტურ ლინზებთან მათი გამჭვირვალობის შესაძლო დარღვევის გამო.
თუ გამოყენების ინსტრუქციას არ დაიცავთ, შეიძლება განვითარდეს კონიუნქტივისა და ცხვირის ლორწოვანის რეაქტიული ჰიპერემია (მედიკამენტოზური რინიტი).
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 72 საათის განმავლობაში ან გაღიზიანება და სიწითლე შენარჩუნდება ან გაუარესდება, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ გაქვთ თვალის ძლიერი ტკივილი, თვალების ძლიერი მწვავე ან ცალმხრივი სიწითლე, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, ლაქები თვალის წინ ან მხედველობის გაორება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერემია ან გამოიწვიოს მისი განმეორება.
თუ გაღიზიანება ან სიწითლე გამოწვეულია მხედველობის ორგანოს დაავადებებით (ინფექცია, უცხო სხეული ან მექანიკური, ქიმიური, თერმული ეფექტები), მაშინ გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია შემდგომი თერაპიული ღონისძიებების საჭიროების დასადგენად.
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გუგის დროებითი გაფართოება.
ვიზინ® კომფორტის დამატენიანებელი წვეთები შეიცავს ფოსფატებს.
ეს პრეპარატი შეიცავს 7,5 მკგ ფოსფატს თითო წვეთში. თუ თქვენ გაქვთ რქოვანას გამჭვირვალე ფენის მძიმე დაზიანება, ფოსფატებმა ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს თქვენს რქოვანაზე შემღვრეული ლაქები, მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება და დოზის გადაჭარბება. პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ ის ფერს იცვლის ან შემღვრეულია.
თუ სამკურნალო საშუალება გამოუსადეგარი გახდა ან ვადა გაუვიდა, არ ჩაასხათ ჩამდინარე წყალში და არ გადააგდოთ ქუჩაში. პრეპარატი მოათავსეთ პაკეტში და ჩადეთ ნაგვის კონტეინერში. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება უცნობია. სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ, ვინაიდან ნაყოფზე ტეტრიზოლინის ჰიდროქლორიდის ზემოქმედების შესახებ კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. არ არსებობს მონაცემები პრეპარატის შეღწევის შესახებ პლაცენტაში და დედის რძეში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
იშვიათ შემთხვევებში, ვიზინ® კომფორტის თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს გუგის დროებითი გაფართოება და მხედველობის დაბინდვა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
პოსტმარკეტინგული მონაცემები:
ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (>1/1000, <1/100), იშვიათი (>1/10000, <1/1000), ძალიან ისვიათი (<1/10000, ინდივიდუალური შეტყობინებების ჩათვლით), სიხშირე უცნობია (შემთხვევის სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
დარღვეევბი მხედველობის ორგანოს მხრივ: ცრემლდენის მომატება, გუგის გაფართოება (სიხშირე უცნობია).
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე: რეაქციები ინექციის ადგილზე (მათ შორის წვის შეგრძნება თვალის არეში, სიწითლე, გაღიზიანება, შეშუპება, ტკივილი, ქავილი) (სიხშირე უცნობია).
თუ თქვენ აღგენიშნებათ ინსტრუქციებში ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები, ან თუ ისინი გაუარესდება, ან თუ შეამჩნევთ სხვა გვერდით ეფექტს, რომელიც ინსტრუქციებში აღნიშნული არ არის, აცნობეთ ექიმს.
ჭარბი დოზა
ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას, დოზის გადაჭარბების რისკი მინიმალურია. თუმცა, თუ პრეპარატი შემთხვევით მოხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (გადაყლაპვა), შესაძლებელია დოზის გადაჭარბების შემდეგი სიმპტომების განვითარება: გუგის გაფართოება, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, ცხელება, კრუნჩხვები, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არითმია, გულის გაჩერება, არტერიული ჰიპოტენზია, ფილტვის შეშუპება, სუნთქვის ფუნქციის დათრგუნვა აპნოეს ჩათვლით (სუნთქვის გაჩერება), ჰიპოთერმია, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, სედაციური ეფექტი, ლეთარგია, სტუპორი, ნერწყვდენა, ძილიანობის განვითარება, კომა.
პრეპარატის სისტემური ეფექტის გამოწვეული დოზის გადაჭარბების სიმპტომების განვითარების რისკი მაღალია ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში, განსაკუთრებით გადაყლაპვის შემთხვევაში.
სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას: ინიშნება აქტივირებული ნახშირი, კუჭის ამორეცხვა, ჟანგბადის ინჰალაცია, სიცხის დამწევი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები. არტერიული წნევის შესამცირებლად, გამოიყენება 5 მგ ფენტოლამინი, ხსნიან ფიზიოლოგიურ ხსნარში ნელა ინტრავენურად ან მიიღება 100 მგ პერორალურად. დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში ვაზოპრესორული აგენტები უკუნაჩვენებია.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში ან ზემოთ აღწერილი დოზის გადაჭარბების რომელიმე სიმპტომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
შემადგენლობა
1 მლ პრეპარატი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტეტრიზოლინის ჰიდროქლორიდი – 0,50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი 99.5%, ჰიპრომელოზა-2910, მაკროგოლი-400, ბორის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, ნატრიუმის (S)-ლაქტატის ხსნარი (50% ხსნარი), გლიცინი, ასკორბინის მჟავა, დექსტროზის მონოჰიდრატი, პოლიქსეტონის ქლორიდი (პოლიკვატერნიუმი 42) (33% ხსნარი), გამოხდილი წყალი.
აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო სითხე.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 3 თვის განმავლობაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ალფა-ადრენომიმეტური საშუალება.
ათქ კოდი: S01GA02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ტეტრიზოლინი არის სიმპათომიმეტური პრეპარატი, რომელიც ასტიმულირებს სიმპათიკური ნერვული სისტემის ალფა-ადრენერგულ რეცეპტორებს, მაგრამ მცირედ ან საერთოდ არ მოქმედებს ბეტა-ადრენერგულ რეცეპტორებზე. როგორც სიმპათომიმეტურ ამინს, ტეტრიზოლინს აქვს ვაზოკონსტრიქტორული ეფექტი და ამცირებს ქსოვილების შეშუპებას.
ეფექტი იწყება ჩაწვეთებიდან 60 წამის შემდეგ და გრძელდება 4-8 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
10 ჯანმრთელ მოხალისეზე ჩატარებულ კვლევაში სისტემური აბსორბცია ვარირებდა სუბიექტებს შორის, რომელთა შრატში პიკური კონცენტრაციები მერყეობდა 0,068-დან 0,380 ნგ/მლ-მდე.
ადგილობრივი გამოყენებისას მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით, სისტემური აბსორბცია ძალიან შეზღუდულია და არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად. თუმცა, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისტემური შეწოვის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ლორწოვანი გარსის და ეპითელიუმის დაზიანება.
განაწილება
მონაცემები არ არის.
ბიოტრანსფორმაცია
მონაცემები არ არის
გამოყოფა
კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 10 ჯანმრთელი მოხალისე,თერაპიული ოფთალმოლოგიური მიღების შემდეგ ტეტრიზოლინის კონცენტრაცია განისაზღვრა როგორც შრატში, ასევე შარდში. შრატში ტეტრიზოლინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 6 საათს. 24 საათის შემდეგ ტეტრიზოლინის კონცენტრაცია განისაზღვრა ყველა პაციენტის შარდში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო საშუალების სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია
ვიზინ® კომფორტი
სარეგისტრაციო ნომერი:
სავაჭრო დასახელება: ვიზინ® კომფორტი
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება: ტეტრიზოლინი
სამკურნალწამლო ფორმა: თვალის წვეთები
შემადგენლობა:
1 მლ პრეპარატი შეიცავს:
აქტიური ნივთიერება: ტეტრიზოლინის ჰიდროქლორიდი – 0,50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: გლიცეროლი 99.5%, ჰიპრომელოზა-2910, მაკროგოლი-400, ბორის მჟავა, ნატრიუმის ჰიდროფოსფატი, ნატრიუმის ციტრატი, კალიუმის ქლორიდი, მაგნიუმის ქლორიდის ჰექსაჰიდრატი, ნატრიუმის (S)-ლაქტატის ხსნარი (50% ხსნარი), გლიცინი, ასკორბინის მჟავა, დექსტროზის მონოჰიდრატი, პოლიქსეტონის ქლორიდი (პოლიკვატერნიუმი 42) (33% ხსნარი), გამოხდილი წყალი.
აღწერა: გამჭვირვალე, უფერო ან ოდნავ მოყვითალო სითხე.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ალფა-ადრენომიმეტური საშუალება.
ათქ კოდი: S01GA02
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ტეტრიზოლინი არის სიმპათომიმეტური პრეპარატი, რომელიც ასტიმულირებს სიმპათიკური ნერვული სისტემის ალფა-ადრენერგულ რეცეპტორებს, მაგრამ მცირედ ან საერთოდ არ მოქმედებს ბეტა-ადრენერგულ რეცეპტორებზე. როგორც სიმპათომიმეტურ ამინს, ტეტრიზოლინს აქვს ვაზოკონსტრიქტორული ეფექტი და ამცირებს ქსოვილების შეშუპებას.
ეფექტი იწყება ჩაწვეთებიდან 60 წამის შემდეგ და გრძელდება 4-8 საათის განმავლობაში.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
10 ჯანმრთელ მოხალისეზე ჩატარებულ კვლევაში სისტემური აბსორბცია ვარირებდა სუბიექტებს შორის, რომელთა შრატში პიკური კონცენტრაციები მერყეობდა 0,068-დან 0,380 ნგ/მლ-მდე.
ადგილობრივი გამოყენებისას მწარმოებლის ინსტრუქციის მიხედვით, სისტემური აბსორბცია ძალიან შეზღუდულია და არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად. თუმცა, ადგილობრივი გამოყენების შემდეგ სისტემური შეწოვის შესაძლებლობა გამორიცხული არ არის, განსაკუთრებით პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ლორწოვანი გარსის და ეპითელიუმის დაზიანება.
განაწილება
მონაცემები არ არის.
ბიოტრანსფორმაცია
მონაცემები არ არის
გამოყოფა
კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 10 ჯანმრთელი მოხალისე,თერაპიული ოფთალმოლოგიური მიღების შემდეგ ტეტრიზოლინის კონცენტრაცია განისაზღვრა როგორც შრატში, ასევე შარდში. შრატში ტეტრიზოლინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენდა დაახლოებით 6 საათს. 24 საათის შემდეგ ტეტრიზოლინის კონცენტრაცია განისაზღვრა ყველა პაციენტის შარდში.
გამოყენების ჩვენება
კონიუნქტივის შეშუპებისა და ჰიპერემიის შესამსუბუქებლად (თვალების სიწითლე), რაც გამოწვეულია ქიმიური და ფიზიკური ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიცაა კვამლი, მტვერი, ქლორირებული წყალი, შუქი, კოსმეტიკა, კონტაქტური ლინზები.
უკუჩვენება
2 წლამდე ასაკის ბავშვები, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ, დახურულკუთხოვანი გლაუკომა, რქოვანას ენდოთელურ-ეპითელური დისტროფია.
სიფრთხილით
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მძიმე დაავადებები (გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, არითმია, ანევრიზმა), ჰიპერთირეოზი, ფეოქრომოციტომა, შაქრიანი დიაბეტი, მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორების ან სხვა პრეპარატების მიღება, რომლებსაც შეუძლიათ არტერიული წნევის მატება.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ, ვინაიდან ნაყოფზე ტეტრიზოლინის ჰიდროქლორიდის ზემოქმედების შესახებ კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. არ არსებობს მონაცემები პრეპარატის შეღწევის შესახებ პლაცენტაში და დედის რძეში.
გამოყენების მეთოდი და დოზირება
ადგილობრივად.
მოზრდილები და 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
1 ან 2 წვეთი დაზიანებულ თვალში 2-3-ჯერ დღე-ღამეში.
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები:
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
ოთხ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში პრეპარატის უწყვეტი გამოყენება რეკომენდებული არ არის.
საწვეთურიანი ფლაკონის გამოყენების ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატი წარმოდგენილია ბავშვების მიერ შემთხვევითი გახსნისგან დაცულ შეფუთვაში.
როდესაც ფლაკონს პირველად იყენებთ, სახურავს უნდა მოაშოროთ პირველი გახსნის საკონტროლო ლენტი.
დააჭირეთ ფლაკონის თავსახურს ზემოდან, ამავდროულად გადაატრიალეთ საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით. მოხსენით თავსახური საწვეთურიან ფლაკონს და ფლაკონი გადააბრუნეთ უკუღმა.
ფლაკონის წვერით არ შეეხოთ რაიმე ზედაპირს.
გამოყენების შემდეგ, საწვეთურის ფლაკონს დაახურეთ თავსახური.
თუ ხსნარმა ფერი შეიცვალა ან შემღვრეულია, პრეპარატი არ გამოიყენოთ.
გვერდითი ეფექტები
პოსტმარკეტინგული მონაცემები:
ძალიან ხშირი (>1/10), ხშირი (>1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (>1/1000, <1/100), იშვიათი (>1/10000, <1/1000), ძალიან ისვიათი (<1/10000, ინდივიდუალური შეტყობინებების ჩათვლით), სიხშირე უცნობია (შემთხვევის სიხშირე არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
დარღვეევბი მხედველობის ორგანოს მხრივ: ცრემლდენის მომატება, გუგის გაფართოება (სიხშირე უცნობია).
ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა შეყვანის ადგილზე: რეაქციები ინექციის ადგილზე (მათ შორის წვის შეგრძნება თვალის არეში, სიწითლე, გაღიზიანება, შეშუპება, ტკივილი, ქავილი) (სიხშირე უცნობია).
თუ თქვენ აღგენიშნებათ ინსტრუქციებში ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები, ან თუ ისინი გაუარესდება, ან თუ შეამჩნევთ სხვა გვერდით ეფექტს, რომელიც ინსტრუქციებში აღნიშნული არ არის, აცნობეთ ექიმს.
დოზის გადაჭარბება
ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას, დოზის გადაჭარბების რისკი მინიმალურია. თუმცა, თუ პრეპარატი შემთხვევით მოხვდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (გადაყლაპვა), შესაძლებელია დოზის გადაჭარბების შემდეგი სიმპტომების განვითარება: გუგის გაფართოება, გულისრევა, ღებინება, ციანოზი, ცხელება, კრუნჩხვები, ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არითმია, გულის გაჩერება, არტერიული ჰიპოტენზია, ფილტვის შეშუპება, სუნთქვის ფუნქციის დათრგუნვა აპნოეს ჩათვლით (სუნთქვის გაჩერება), ჰიპოთერმია, ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, სედაციური ეფექტი, ლეთარგია, სტუპორი, ნერწყვდენა, ძილიანობის განვითარება, კომა.
პრეპარატის სისტემური ეფექტის გამოწვეული დოზის გადაჭარბების სიმპტომების განვითარების რისკი მაღალია ახალშობილებსა და მცირეწლოვან ბავშვებში, განსაკუთრებით გადაყლაპვის შემთხვევაში.
სპეციფიკური ანტიდოტი უცნობია.
დოზის გადაჭარბების მკურნალობა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში მოხვედრისას: ინიშნება აქტივირებული ნახშირი, კუჭის ამორეცხვა, ჟანგბადის ინჰალაცია, სიცხის დამწევი და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები. არტერიული წნევის შესამცირებლად, გამოიყენება 5 მგ ფენტოლამინი, ხსნიან ფიზიოლოგიურ ხსნარში ნელა ინტრავენურად ან მიიღება 100 მგ პერორალურად. დაბალი არტერიული წნევის მქონე პაციენტებში ვაზოპრესორული აგენტები უკუნაჩვენებია.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
შემთხვევით გადაყლაპვის შემთხვევაში ან ზემოთ აღწერილი დოზის გადაჭარბების რომელიმე სიმპტომის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებებთან მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება უცნობია. სხვა ოფთალმოლოგიურ პრეპარატებთან ერთად გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს.
განსაკუთრებული მითითებები
ტეტრიზოლინი სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ხანდაზმულ პაციენტებში, პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ანევრიზმები, ჰიპერტენზია და/ან გულის იშემიური დაავადება, 1 ტიპის შაქრიანი დიაბეტი ან ჰიპერთირეოზი.
ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოების კვლევები არ ჩატარებულა.
კონტაქტური ლინზები უნდა მოიხსნათ პრეპარატის ჩაწვეთებამდე და ხელახლა ჩაისვათ 15 წუთის შემდეგ.
თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის პირდაპირი კონტაქტი რბილ კონტაქტურ ლინზებთან მათი გამჭვირვალობის შესაძლო დარღვევის გამო.
თუ გამოყენების ინსტრუქციას არ დაიცავთ, შეიძლება განვითარდეს კონიუნქტივისა და ცხვირის ლორწოვანის რეაქტიული ჰიპერემია (მედიკამენტოზური რინიტი).
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა 72 საათის განმავლობაში ან გაღიზიანება და სიწითლე შენარჩუნდება ან გაუარესდება, შეწყვიტეთ გამოყენება და მიმართეთ ექიმს. თუ თქვენ გაქვთ თვალის ძლიერი ტკივილი, თვალების ძლიერი მწვავე ან ცალმხრივი სიწითლე, თავის ტკივილი, მხედველობის დაქვეითება, ლაქები თვალის წინ ან მხედველობის გაორება, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს.
პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ჰიპერემია ან გამოიწვიოს მისი განმეორება.
თუ გაღიზიანება ან სიწითლე გამოწვეულია მხედველობის ორგანოს დაავადებებით (ინფექცია, უცხო სხეული ან მექანიკური, ქიმიური, თერმული ეფექტები), მაშინ გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია შემდგომი თერაპიული ღონისძიებების საჭიროების დასადგენად.
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გუგის დროებითი გაფართოება.
ვიზინ® კომფორტის დამატენიანებელი წვეთები შეიცავს ფოსფატებს.
ეს პრეპარატი შეიცავს 7,5 მკგ ფოსფატს თითო წვეთში. თუ თქვენ გაქვთ რქოვანას გამჭვირვალე ფენის მძიმე დაზიანება, ფოსფატებმა ძალიან იშვიათ შემთხვევებში შეიძლება გამოიწვიოს თქვენს რქოვანაზე შემღვრეული ლაქები, მკურნალობის დროს კალციუმის დაგროვების გამო. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება და დოზის გადაჭარბება. პრეპარატი არ გამოიყენოთ, თუ ის ფერს იცვლის ან შემღვრეულია.
თუ სამკურნალო საშუალება გამოუსადეგარი გახდა ან ვადა გაუვიდა, არ ჩაასხათ ჩამდინარე წყალში და არ გადააგდოთ ქუჩაში. პრეპარატი მოათავსეთ პაკეტში და ჩადეთ ნაგვის კონტეინერში. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე
იშვიათ შემთხვევებში, ვიზინ® კომფორტის თვალის წვეთების გამოყენების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს გუგის დროებითი გაფართოება და მხედველობის დაბინდვა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ავტომობილის მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გამოშვების ფორმა
თვალის წვეთები 0,05 %.
15 მლ პრეპარატი დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის საწვეთურით და პოლიპროპილენის/მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენისგან დამზადებული ხრახნიანი თავსახურით, ბავშვებისთვის რეზისტენტული გახსნის სისტემით და პოლიეთილენის ლენტით - პირველი გახსნის კონტროლით.
1 ფლაკონი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენეთ 3 თვის განმავლობაში.
აფთიაქიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
მწარმოებელი
«იანსენ ფარმაცევტიკა ნვ», ბელგია / «Janssen Pharmaceutica NV», Belgium
წარმოების ადგილის ფაქტობრივი მისამართი:
ტურნჰოუტსვეგ 30, ბერსე, 2340, ბელგია/ Turnhoutseweg 30, Beerse, 2340, Belgium
მომხმარებელთა პრეტენზიების მიმღები ორგანიზაცია:
შპს «ДжейТНЛ», რუსეთი
121614, ქ. მოსკოვი, კრილატსკაიას ქალაქის შიდა ტერიტორიული მუნიციპალური ოლქი, კრილატსკოეს ქუჩა 17, კ 3, ტელ. +7 495 726-55-55
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.




