ვივანემა ი.ვ. ამპულა
VIVANEMA® I.V. Ampoule
ვივანემა ი.ვ. ამპულა წარმოდგენილია 100.0მგ (20მგ/მლ) რკინის (III) ექვივალენტური, 1754.39მგ რკინის ჰიდროქსიდის საქაროზული კომპლექსის შემცველი 5მლ ამპულების სახით. ვივანემა ი.ვ. ამპულა არის პრეპარატი, რომელიც შექმნილია ინტრავენური ხსნარის სახით გამოყენებისთვისს, რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს. ვივანემა ი.ვ. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Iron (III) - hydroxide polymaltose complex)
- ფორმა და შეფუთვა
- 100მგ/5მლ 5მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №5
- მწარმოებელი
- Mefar Ilac Sanayii A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიანემიური პრეპარატები, რკინის პარენტერალური პრეპარატები
- ATC კოდი
- B03AC
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044622
- რეგისტრირებულია
- 16 იანვარი 2026, მოქმედებს 16 იანვარი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Santa Farma Ilac Sanayii A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „ვივა ფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვივანემა ი.ვ. ამპულა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვივანემა ი.ვ. ამპულა წარმოდგენილია 100.0მგ (20მგ/მლ) რკინის (III) ექვივალენტური, 1754.39მგ რკინის ჰიდროქსიდის საქაროზული კომპლექსის შემცველი 5მლ ამპულების სახით.
ვივანემა ი.ვ. ამპულა არის პრეპარატი, რომელიც შექმნილია ინტრავენური ხსნარის სახით გამოყენებისთვისს, რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს.
ვივანემა ი.ვ. ამპულა წარმოდგენილია მუყაოს კოლოფში მოთავსებული, 5მლ ყავისფერი ხსნარის შემცველი 5 უფერო ამპულის სახით.
რკინა, ვივანემა ი.ვ. ამპულას აქტიური ინგრედიენტი, არის სუბსტანცია, რომელიც საჭიროა სისხლით ჟანგბადის ტრანსპორტირებისთვის. რკინა წარმოდგენილია სისხლის უჯრედებში არსებული ნივთიერების შემადგენლობაში, რომელსაც ეწოდება ჰემოგლობინი და პასუხისმგებელია ჟანგბადის გადატანაზე.
ვივანემა ი.ვ. ამპულა გამოიყენება რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს, როდესაც პერორალური მკურნალობა არა საკმარისია, არა ეფექტურია ან არამიზანშეწონილია და რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს, პაციენტებში, თირკმლის უკმარისობით, რომლებსაც ესაჭიროებათ დიალიზი.
- ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
მითითებები პრეპარატის სწორად გამოყენების და დოზირების/სიხშირის შესახებ:
მოზრდილებში, 1-2 ამპულა (100-200მგ რკინა) ვივანემა ი.ვ. ამპულა კვირაში 1-3-ჯერ. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, ჯამური დოზა 1000მგ ინიშნება 10 დოზით. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია დოზის გამეორება. დოზირების სიხშირე არ უნდა იყოს კვირაში 3-ჯერზე მეტი.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ვივანემა ი.ვ. ამპულა ინიშნება მხოლოდ ინტრავენურად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
ბავშვებში: ბავშვებში უსაფრთხოების და ეფექტურობის საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმულებში: დოზის კორექცია საჭირო არ არის.
განსაკუთრებული პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: თირკმლის/ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
თუ ფიქრობთ, რომ ვივანემა ი.ვ. ამპულას ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ვივანემა ი.ვ. ამპულას იმაზე მეტი დოზა ვიდრე გჭირდებათ
ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის ოპტიმალურ დოზირებას და შეგიყვანთ ინტრავენურად.
თუ თქვენ მიიღებთ ვივანემა ი.ვ. ამპულას იმაზე მეტ დოზას ვიდრე გესაჭიროებათ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.
ვივანემა ი.ვ. ამპულას შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი ეფექტები
არ არსებობს
უკუჩვენებები
თუ:
ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ვივანემა ი.ვ. ამპულას რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
თქვენ ორგანიზმში არის ძალიან ბევრი რკინა (ნაჭარბი)
გაქვთ ანემია, რომელიც გამოწვეული არ არის რკინის დეფიციტით
გაქვთ ალერგიული დაავადება როგორიც არის ასთმა, ეგზემა,
იმყოფებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში
სპეცილური სიფრთხილე ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენებისას:
ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენების შემდეგ იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სიცოცხლისთვის სახიფათო ალერგიულ რეაქციებს, როგორიც არის გულის წასვლა, არტერიული წნევის შემცირება, რესპირატორული დისტრესი და კრუნჩხვები . ასეთი მოვლენები შეინიშნება რკინის შემცველი მრავალი პრეპარატის ინტრავენური შეყვანის დროს. ამიტომ ვივანემა ი.ვ. ამპულას ინტრავენური გამოყენების დროს, თავის დაზღვევისთვის, აუცილებელია გადაუდებელი დახმარების მოწყობილობების მზადყოფნაში ქონა.
იმის გამო, რომ ორგანიზმიდან რკინის გამოყოფა შეზღუდულია და ქსოვილებში რკინის დაგროვება შეიძლება აღმოჩნდეს სახიფათო, ვივანემა ი.ვ. ამპულას მიმღებ პაციენტებში, საჭიროა ჰემატოლოგიური პარამეტრების (ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი, შრატის ფერიტინი და გადაცემის სატურაცია) პერიოდული მონიტორინგი. რკინის თერაპია უნდა შეჩერდეს, პაციენტებში, რკინით გადატვირთვის ნიშნებით.
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, ღვიძლის უკმარისობით
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, მწვავე და ქრონიკული ინფექციებით
ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენება უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზებით, არასასურველი ეფექტების განვითარების სიხშირის შემცირების გამო.
გთხოვთ, გაიაროთ ექიმის კონსულტაცია იმ შემთხვევაში თუ რომელიმე გაფრთხილება გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში.
სიფრთხილის ზომები
პაციენტებში, რომლებიც იღებენ რკინის ჰიდროქსიდის-საქაროზას კომპლექსს, იშვიათად, მაგრამ შეიძლება განვითარდეს მომატებული მგრძნობელობის რეაქციები, რომლებიც შეიძლება იყოს ფატალური, რაც ხასიათდება ანაფილაქსიური შოკით, ცნობიერების დაკარგვით. კოლაფსით, ჰიპოტენზიით, ქოშინით, კონვულსიებით. ასეთი რეაქციები აღინიშნება მრავალი პრეპარატის გამოყენებისას რომელიც რკინის ჰიდროქსიდს შეიცავს. აქედან გამომდინარე, გულ-ფილტვის რეანიმაციული საშუალებები ხელმისაწვდომი უნდა იყოს უსაფრთხოების ზომების სახით რკინის-ჰიდროქსიდის-საქაროზას კომპლექსის ი/ვ გამოყენებისას. მიუხედავად იმისა, რომ ფატალური მომატებული მგრძნობელობის რეაქციები აღწერილი არ არის რკინის-ჰიდროქსიდის-საქაროზას კომპლექსის კლინიკურ კვლევებში, სიფრთხილეა საჭირო ექიმების მხრიდან, ისევე როგორც ნებისმიერი რკინის პრეპარატის ი/ვ გამოყენების შემთხვევაში.
რადგან ორგანიზმიდან რკინის გამოყოფა შეზღუდულია და ქსოვილებში რკინის ჭარბი რაოდენობა შეიძლება სახიფათო იყოს , პერიოდულად სისხლის ტესტები (ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი, შრატში ფერიტინის და ტრანსფერინის სატურაცია) უნდა ჩატარდეს პაციენტებში, რომლებიც ინტრავენურად იღებენ რკინის-ჰიდროქსიდის-საქაროზას კომპლექსს. რკინით თერაპია უნდა შეჩერდეს ყველა პაციენტში რომელსაც აქვს რკინის გადაჭარბების ნიშნები.
ვივანემა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ღვიძლის უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
ვივანემა სიფრთხილით უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ფერიტინის მაღალი დონე და მწვავე ან ქრონიკული ინფექციები.გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს პაციენტებში, რომლებიც იღებენ პარენტერულად რკინას, აქვთ ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციები.
თუ ინექცია ნელა არ ხდება, შეიძლება აღინიშნოს ჰიპოტენზია.
ვივანემას გამოყენებისას პარავენური ინექცია უნდა აირიდონ. პარავენური ინექციის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს კანქვეშა ქსოვილის დაზიანება და ყავისფერი შეფერილობა. ამ მდგომარეობებს უნდა უმკურნალონ ჰეპარინის შემცველი გელით ან მალამოთი.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
ვივანემა ი.ვ. ამპულა არ გამოიყენება რკინის სხვა პერორალურ პრეპარატებთან ერთად, რადგან ამას შეუძლია გამოიწვიოს ნაწლავებში რკინის შეწოვის შემცირება. რკინის პერორალური თერაპიის დაწყება შეიძლება ვივანემა ი.ვ. ამპულას ბოლო დოზის გამოყენებიდან 5 დღის შემდეგ.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით ნებისმიერ სხვა, რეცეპტით ან ურეცეპტოთ გასაცემ პრეპარატს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ვივანემა ი.ვ. ამპულა არ გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენება შეიძლება ორსულობის მეოთხე თვიდან. ვივანემა ი.ვ. ამპულა გამოიყენება მრავალ ქალში ორსულობის მე-4 თვიდან, რომელთა დიაგნოზია ანემია და არ აღენიშნებათ პრეპარატზე გვერდითი ეფექტები, ორსულობაზე ან ნაყოფზე/ახალშობილზე. ამჟამად მნიშვნელოვან გვერდით ეფექტებზე არავითარი შეტყობინები არ არსებობს. ორსულ ქალებში გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილე.
თუ აღმოაჩენთ, რომ მკურნალობის დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია

უცნობია, გამოიყოფა თუ არა ვივანემა ი.ვ. ამპულა ადამიანის რძეში და თუ გამოიყოფა, რკინის ეფექტები ჩვილზე. ამიტომ ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უნდა მოხდეს დედისთვის სარგებლის და ნაყოფის რისკის შეფარდების შეფასებით.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენებისას ადგილი აქვს თავბრუსხვევას, ცნობიერების დაბინდვას, არაცნობიერ მეტყველებას. თუ ადგილი აქვს ასეთ სიმპტომებს, არ მართოთ ტრანსპორტი და არ გამოიყენოთ მექანიზმები .
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვივანემა ი.ვ. ამპულას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ვივანემა ი.ვ. ამპულა ყოველ დოზაში შეიცავს 1მმოლ-ზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს, რაც ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად ვივანემა ი.ვ. ამპულას ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში, შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტების შეფასება ეფუძნება მათი გამოვლენის სიხშირეს:
- ძალიან ხშირი: მოსალოდნელია 10-დან არა ნაკლებ 1 პაციენტში.
- ხშირი: მოსალოდნელია 10-დან <1, მაგრამ 100-დან >1 პაციენტში.
- ნაკლებად ხშირი: მოსალოდნელია 100-დან <1, მაგრამ 1.000-დან >1 პაციენტში.
- იშვიათი: მოსალოდნელია 1,000-დან <1, მაგრამ 10.000-დან >1 პაციენტში.
- ძალიან იშვიათი: მოსალოდნელია 10.000-დან <1 პაციენტში.
- სიხშირე უცნობია: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
თუ ვლინდება რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ ვივანემა ი.ვ. ამპულას მიღება და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოესი საავადმყოოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ხელების, მაჯების/ტერფების, სახის, ტუჩების ან განსაკუთრებით პირის, ყელის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით.
ეს არის ძალიან სერიიოზული გვერდითი ეფექტები
თუ თქვენ აღნიშნავთ მათგან რომელიმეს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ვივანემა ი.ვ. ამპულზე.
თქვენ გესაჭიროებათ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალიან იშვიათია.
თუ ვლინდება რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
კანის ან ტუჩების შეშუპება ან გაწითლება.
ესენია სერიოზული გვერდითი ეფექტები. თქვენ შეიძლება გესაჭიროებოდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.
სერიოზული გვერითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
ხშირი
- გემოვნების გარდამავალი დარღვევები მიღების დროს (კერძოდ, მეტალის გემო)
- ტკივილი ინექციის ადგილას
არახშირი
გულისრევა
ღებინება
ტკივილი კუჭის არეში
დიარეა
დაბალი არტერიული წნევა
კუნთური კრამპები, კუნთების ტკივილი
ცხელება და შემცივნება
პალპიტაცია, გულისცემის სიხშირის შემცირება
სუნთქვის გაძნელება
დარღვევები ინექციის ადგილზე, როგორიც არის წვა და შეშუპება
გამონაყარი, ქავილი, კანის დაბუჟება, სიწითლე და შეშუპება
თავის ტკივილი
ტკივილი გულმკერდის არეში, შებოჭილობა გულმკედრის არეში
ურტიკარია
იშვიათი
მაღალი არტერიული წნევა
გულის წასვლა
სიცხის შეგრძნება
დაღლილობა, სისუსტე
ერთეული შემთხვევები
თავბრუსხვევა, ცნობიერების დონის შემცირება
სახსრების შეშუპება
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ჩანართში მოცემული ან სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენისას. გარდა ამისა გვერდითი ეფექტების შესახებ გთხოვთ აცნობოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM), ამისათვის ვებ გვერდზე www.titck.gov.tr დააჭირეთ “პრეპარატის გვერდითი ეფექტების შეტყობინება” ან დარეკეთ 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებით წვლილი შეგაქვთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში.
ჭარბი დოზა
ვივანემას დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს რკინის აკუმულაცია რაც შეიძლება გამოვლინდეს როგორც ჰემოსიდეროზი. შრატში ფერიტინის დონის და ტრანსფერინის სატურაციის პერიოდული მონიტორინგით შეიძლება გამოვლინდეს რკინის აკუმულაცია. ვივანემა არ უნდა გამოიყენონ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რკინის გადატვირთვა და მკურნალობა უნდა შეწყდეს როდესაც შრატში ფერიტინის დონე ნორმა ან ნორმაზე მეტია. განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო რკინით გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად როდესაც ანემია რომელიც მკურნალობაზე არ რეაგირებს შეცდომით რკინადეფიციტურად მიიჩნიეს.
ვივანემას დოზის გადაჭარბებასთან ან ძალიან სწრაფ ინფუზიასთან დაკავშირებული სიმპტომები მოიცავს ჰიპოტენზიას, თავის ტკივილს, გულისრევას, თავბრუსხვევას, სახსრების ტკივილს, პარესთეზიას, მუცლის და კუნთების ტკივილს, შეშუპებას და კარდიოვასკულურ კოლაფსს. სიმპტომების უმრავლესობის წარმატებული მკურნალობა შესაძლებელია ი/ვ სითხეებით, ჰიდროკორტიზონით, და/ან ანტიჰისტამინებით. ვივანემას რეკომენდებული ან უფრო დაბალი სიჩქარით ინფუზიამ ასევე შეიძლება შეამსუბუქოს სიმპტომები.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
- 1ფარმაკოდინამიური მახასიათებლები
შემადგენლობა
აქტიური ინგრედიენტი:
1754,39მგ რკინის ჰიდროქსიდის საქაროზული კომპლექსი, 100მგ რკინის (III) (20მგ/მლ) ექვივალენტური.
შემავსებლები:
შემავებლების სრული ჩამონათვალი იხ. პარაგრაფში 6.1
შენახვის პირობები
ვივანემა ი.ვ. ამპულა ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C, სინათლისგან დაცულ ადგილას. არ გაყინოთ.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ვივანემა ი.ვ. ამპულა შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტრივალენტური პარენტერული რკინის პრეპარატები
ათქ კოდი: B03AC
ვივანემას შემადგენლობაში შემავალი ტრივალენტური რკინა არის მაკრომოლეკულური რკინის (III) ჰიდროქსიდის საქაროზას კომპლექსი. საქაროზას მოლეკულას კავშირი დიდი რაოდენობით არა-კოვალენტურ კავშირებთან, რომელიც გარს აკრავს პოლინუკლეარულ რკინის (III) ჰიდროქსიდის გულს ქმნის დაახლოებით 43 კდალტონი მოლეკულური წონის მასას. ეს ძალიან დიდია, რის გამოც ხდება თირკმლიდან გამოყოფის ობსტრუქცია. შედეგად, კომპლექსი სტაბილურია ფიზიოლოგიურ გარემოში და არ გამოყოფს რკინას მის სტრუქტურაში. რკინა პოლინუკლეარული გულის ცენტრში სტრუქტურულად გამოიყურება როგორც ფიზიოლოგიურად ხელმისაწვდომი ფერიტინი.
რკინის-ჰიდროქსიდის-საქაროზის ფეროკინეტიკური კომპლექსი შეფასდა 6 პაციენტში რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა და ანემია, გამოიყენებოდა დანიშნული 59Fe და 52Fe. 52Fe პლაზმიდან კლირენსი 60-100 წუთს შეადგენდა. 52Fe ნაწილდებოდა ღვიძლში, ელენთაში და ძვლის ტვინში. გამოყენებიდან 2-4 კვირის შემდეგ, 59Fe-ს 68-97% აღმოჩენილი იყო სისხლის წითელი უჯრედების სტრუქტურაში.
- 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
ზოგადი მახასიათებლები
აბსორბცია და განაწილება
რკინის-ჰიდროქსიდის-საქაროზას კომპლექსის ი/ვ გამოყენების შემდეგ ნახევარგამოყოფის პერიოდი 6 საათს შეადგენს, ტოტალური კლირენსი 1.2ლ/სთ, არამყარ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა შეადგენს 10ლ-ს და მყარ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა შეადგენს 7.9ლ-ს.
ბიოტრანსფორმაცია:
ინტრავენური გამოყენების შემდეგ რკინის-ჰიდროქსიდის-საქაროზას კომპლექსი დისოცირდება რკინად და საქაროზად რეტიკულოენდოთელური სისტემით.
ელიმინაცია:
საქაროზას კომპონენტი ძირითადად შარდით გამოიყოფა. საქაროზას 68% გამოიყოფა შარდში 4 საათში და 75% 24 საათში. რკინის მაქსიმუმ 5% შეიძლება გამოიყოს შარდი 24 საათის განმავლობაში დოზის ყოველ დონეზე.
პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები
ჯერ არ არსებობს მონაცემები რკინის (III) ჰიდროქსიდის საქაროზული კომპლექსის მახასიათებლების შესახებ თირკმლის ან ღვიძლის დისფუნქციის მქონე პაციენტებში.
- 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
ცხოველების განმეორებით ტოქსიკურობის კლინიკამდელი კვლევის მონაცემებით არ აღინიშნა დამაზიანებელი ეფექტები, გენოტოქსიურობა ან რეპროდუქციული ტოქსიკურობა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
პაციენტის საინფორმაციო ჩანართი
ვივანემა ი.ვ. ამპულა
აქტიური ინგრედიენტი: ყოველი 5მლ ამპულა შეიცავს 100.0მგ რკინის (III) ექვივალენტურ, 1754.39მგ რკინის ჰიდროქსიდის საქაროზულ კომპლექსს.
ექსციპიენტები: საინექციო წყალი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი (1N).
პრეპარატის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით პაციენტის ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
შეინახეთ პაციენტის ფურცელი-ჩანართი. შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში ან თუ რაიმეში დარწმუნებული არ ხართ, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ ის სხვებს. მან შეიძლება მათ ავნოს, იმის მიუხედავად, რომ მათი სიმპტომები ჰგავს თქვენსას.
ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტის დროს აცნობეთ ექიმს, რომ ღებულობთ აღნიშნულ პრეპარატს.
ზუსტად დაიცავით ინსტრუქციები. არ მიიღოთ რეკომენდირებულზე მაღალი ან დაბალი დოზა.
პაციენტის საინფორმაციო ჩანართში იხილავთ:
- რა არის ვივანემა ი.ვ. ამპულა და რისთვის გამოიყენება
- ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენებამდე
- როგორ გამოიყენება ვივანემა ი.ვ. ამპულა
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- როგორ ინახება ვივანემა ი.ვ. ამპულა
- რა არის ვივანემა ი.ვ. ამპულა და რისთვის გამოიყენება
ვივანემა ი.ვ. ამპულა წარმოდგენილია 100.0მგ (20მგ/მლ) რკინის (III) ექვივალენტური, 1754.39მგ რკინის ჰიდროქსიდის საქაროზული კომპლექსის შემცველი 5მლ ამპულების სახით.
ვივანემა ი.ვ. ამპულა არის პრეპარატი, რომელიც შექმნილია ინტრავენური ხსნარის სახით გამოყენებისთვისს, რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს.
ვივანემა ი.ვ. ამპულა წარმოდგენილია მუყაოს კოლოფში მოთავსებული, 5მლ ყავისფერი ხსნარის შემცველი 5 უფერო ამპულის სახით.
რკინა, ვივანემა ი.ვ. ამპულას აქტიური ინგრედიენტი, არის სუბსტანცია, რომელიც საჭიროა სისხლით ჟანგბადის ტრანსპორტირებისთვის. რკინა წარმოდგენილია სისხლის უჯრედებში არსებული ნივთიერების შემადგენლობაში, რომელსაც ეწოდება ჰემოგლობინი და პასუხისმგებელია ჟანგბადის გადატანაზე.
ვივანემა ი.ვ. ამპულა გამოიყენება რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს, როდესაც პერორალური მკურნალობა არა საკმარისია, არა ეფექტურია ან არამიზანშეწონილია და რკინის დეფიციტით გამოწვეული ანემიის დროს, პაციენტებში, თირკმლის უკმარისობით, რომლებსაც ესაჭიროებათ დიალიზი.
- ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ვივანემა ი.ვ. ამპულა
თუ:
ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ვივანემა ი.ვ. ამპულას რომელიმე ინგრედიენტის მიმართ.
თქვენ ორგანიზმში არის ძალიან ბევრი რკინა (ნაჭარბი)
გაქვთ ანემია, რომელიც გამოწვეული არ არის რკინის დეფიციტით
გაქვთ ალერგიული დაავადება როგორიც არის ასთმა, ეგზემა,
იმყოფებით ორსულობის პირველ ტრიმესტრში
სპეცილური სიფრთხილე ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენებისას:
ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენების შემდეგ იშვიათ შემთხვევებში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს სიცოცხლისთვის სახიფათო ალერგიულ რეაქციებს, როგორიც არის გულის წასვლა, არტერიული წნევის შემცირება, რესპირატორული დისტრესი და კრუნჩხვები . ასეთი მოვლენები შეინიშნება რკინის შემცველი მრავალი პრეპარატის ინტრავენური შეყვანის დროს. ამიტომ ვივანემა ი.ვ. ამპულას ინტრავენური გამოყენების დროს, თავის დაზღვევისთვის, აუცილებელია გადაუდებელი დახმარების მოწყობილობების მზადყოფნაში ქონა.
იმის გამო, რომ ორგანიზმიდან რკინის გამოყოფა შეზღუდულია და ქსოვილებში რკინის დაგროვება შეიძლება აღმოჩნდეს სახიფათო, ვივანემა ი.ვ. ამპულას მიმღებ პაციენტებში, საჭიროა ჰემატოლოგიური პარამეტრების (ჰემოგლობინი, ჰემატოკრიტი, შრატის ფერიტინი და გადაცემის სატურაცია) პერიოდული მონიტორინგი. რკინის თერაპია უნდა შეჩერდეს, პაციენტებში, რკინით გადატვირთვის ნიშნებით.
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, ღვიძლის უკმარისობით
სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, მწვავე და ქრონიკული ინფექციებით
ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენება უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზებით, არასასურველი ეფექტების განვითარების სიხშირის შემცირების გამო.
გთხოვთ, გაიაროთ ექიმის კონსულტაცია იმ შემთხვევაში თუ რომელიმე გაფრთხილება გეხებათ ან გეხებოდათ წარსულში.
ორსულობა
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ვივანემა ი.ვ. ამპულა არ გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენება შეიძლება ორსულობის მეოთხე თვიდან. ვივანემა ი.ვ. ამპულა გამოიყენება მრავალ ქალში ორსულობის მე-4 თვიდან, რომელთა დიაგნოზია ანემია და არ აღენიშნებათ პრეპარატზე გვერდითი ეფექტები, ორსულობაზე ან ნაყოფზე/ახალშობილზე. ამჟამად მნიშვნელოვან გვერდით ეფექტებზე არავითარი შეტყობინები არ არსებობს. ორსულ ქალებში გამოყენებისას, საჭიროა სიფრთხილე.
თუ აღმოაჩენთ, რომ მკურნალობის დროს დაორსულდით, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
ლაქტაცია
ამ პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან.
უცნობია, გამოიყოფა თუ არა ვივანემა ი.ვ. ამპულა ადამიანის რძეში და თუ გამოიყოფა, რკინის ეფექტები ჩვილზე. ამიტომ ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენება ლაქტაციის პერიოდში უნდა მოხდეს დედისთვის სარგებლის და ნაყოფის რისკის შეფარდების შეფასებით.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენებისას ადგილი აქვს თავბრუსხვევას, ცნობიერების დაბინდვას, არაცნობიერ მეტყველებას. თუ ადგილი აქვს ასეთ სიმპტომებს, არ მართოთ ტრანსპორტი და არ გამოიყენოთ მექანიზმები .
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვივანემა ი.ვ. ამპულას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
ვივანემა ი.ვ. ამპულა ყოველ დოზაში შეიცავს 1მმოლ-ზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს, რაც ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
ვივანემა ი.ვ. ამპულა არ გამოიყენება რკინის სხვა პერორალურ პრეპარატებთან ერთად, რადგან ამას შეუძლია გამოიწვიოს ნაწლავებში რკინის შეწოვის შემცირება. რკინის პერორალური თერაპიის დაწყება შეიძლება ვივანემა ი.ვ. ამპულას ბოლო დოზის გამოყენებიდან 5 დღის შემდეგ.
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ ან ბოლო პერიოდში ღებულობდით ნებისმიერ სხვა, რეცეპტით ან ურეცეპტოთ გასაცემ პრეპარატს.
- როგორ გამოიყენება ვივანემა ი.ვ. ამპულა
მითითებები პრეპარატის სწორად გამოყენების და დოზირების/სიხშირის შესახებ:
მოზრდილებში, 1-2 ამპულა (100-200მგ რკინა) ვივანემა ი.ვ. ამპულა კვირაში 1-3-ჯერ. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, ჯამური დოზა 1000მგ ინიშნება 10 დოზით. საჭიროების შემთხვევაში რეკომენდებულია დოზის გამეორება. დოზირების სიხშირე არ უნდა იყოს კვირაში 3-ჯერზე მეტი.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ვივანემა ი.ვ. ამპულა ინიშნება მხოლოდ ინტრავენურად.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები
ბავშვებში: ბავშვებში უსაფრთხოების და ეფექტურობის საკმარისი მონაცემები არ არსებობს.
ხანდაზმულებში: დოზის კორექცია საჭირო არ არის.
განსაკუთრებული პირობები:
თირკმლის/ღვიძლის უკმარისობა: თირკმლის/ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის კორექცია არ არის საჭირო.
თუ ფიქრობთ, რომ ვივანემა ი.ვ. ამპულას ეფექტი ზედმეტად ძლიერი ან სუსტია, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ გამოიყენეთ ვივანემა ი.ვ. ამპულას იმაზე მეტი დოზა ვიდრე გჭირდებათ
ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის ოპტიმალურ დოზირებას და შეგიყვანთ ინტრავენურად.
თუ თქვენ მიიღებთ ვივანემა ი.ვ. ამპულას იმაზე მეტ დოზას ვიდრე გესაჭიროებათ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.
თუ დაგავიწყდათ ვივანემა ი.ვ. ამპულას გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის ანაზღაურების მიზნით.
ვივანემა ი.ვ. ამპულას შეწყვეტის შემდეგ მოსალოდნელი ეფექტები
არ არსებობს
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად ვივანემა ი.ვ. ამპულას ინგრედიენტების მიმართ მგრძნობიარე პაციენტებში, შესაძლოა აღინიშნოს გვერდითი ეფექტები.
გვერდითი ეფექტების შეფასება ეფუძნება მათი გამოვლენის სიხშირეს:
- ძალიან ხშირი: მოსალოდნელია 10-დან არა ნაკლებ 1 პაციენტში.
- ხშირი: მოსალოდნელია 10-დან <1, მაგრამ 100-დან >1 პაციენტში.
- ნაკლებად ხშირი: მოსალოდნელია 100-დან <1, მაგრამ 1.000-დან >1 პაციენტში.
- იშვიათი: მოსალოდნელია 1,000-დან <1, მაგრამ 10.000-დან >1 პაციენტში.
- ძალიან იშვიათი: მოსალოდნელია 10.000-დან <1 პაციენტში.
- სიხშირე უცნობია: სიხშირე ვერ განისაზღვრება არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით.
თუ ვლინდება რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი, შეწყვიტეთ ვივანემა ი.ვ. ამპულას მიღება და სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოესი საავადმყოოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
ხელების, მაჯების/ტერფების, სახის, ტუჩების ან განსაკუთრებით პირის, ყელის შეშუპება სუნთქვის გაძნელებით.
ეს არის ძალიან სერიიოზული გვერდითი ეფექტები
თუ თქვენ აღნიშნავთ მათგან რომელიმეს, ეს ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ვივანემა ი.ვ. ამპულზე.
თქვენ გესაჭიროებათ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტი ძალიან იშვიათია.
თუ ვლინდება რომელიმე შემდეგი გვერდითი ეფექტი, სასწრაფოდ დაუკავშირდით ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:
კანის ან ტუჩების შეშუპება ან გაწითლება.
ესენია სერიოზული გვერდითი ეფექტები. თქვენ შეიძლება გესაჭიროებოდეთ გადაუდებელი სამედიცინო ჩარევა.
სერიოზული გვერითი ეფექტები ძალიან იშვიათია.
ხშირი
- გემოვნების გარდამავალი დარღვევები მიღების დროს (კერძოდ, მეტალის გემო)
- ტკივილი ინექციის ადგილას
არახშირი
გულისრევა
ღებინება
ტკივილი კუჭის არეში
დიარეა
დაბალი არტერიული წნევა
კუნთური კრამპები, კუნთების ტკივილი
ცხელება და შემცივნება
პალპიტაცია, გულისცემის სიხშირის შემცირება
სუნთქვის გაძნელება
დარღვევები ინექციის ადგილზე, როგორიც არის წვა და შეშუპება
გამონაყარი, ქავილი, კანის დაბუჟება, სიწითლე და შეშუპება
თავის ტკივილი
ტკივილი გულმკერდის არეში, შებოჭილობა გულმკედრის არეში
ურტიკარია
იშვიათი
მაღალი არტერიული წნევა
გულის წასვლა
სიცხის შეგრძნება
დაღლილობა, სისუსტე
ერთეული შემთხვევები
თავბრუსხვევა, ცნობიერების დონის შემცირება
სახსრების შეშუპება
გვერდითი ეფექტების შეტყობინება
აცნობეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს ჩანართში მოცემული ან სხვა გვერდითი ეფექტების გამოვლენისას. გარდა ამისა გვერდითი ეფექტების შესახებ გთხოვთ აცნობოთ თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TUFAM), ამისათვის ვებ გვერდზე www.titck.gov.tr დააჭირეთ “პრეპარატის გვერდითი ეფექტების შეტყობინება” ან დარეკეთ 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირებით წვლილი შეგაქვთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში.
- როგორ ინახება ვივანემა ი.ვ. ამპულა
ვივანემა ი.ვ. ამპულა ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ და უხილავ ადგილზე.
შეინახეთ ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C, სინათლისგან დაცულ ადგილას. არ გაყინოთ.
გამოიყენეთ ვარგისობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ვივანემა ი.ვ. ამპულა შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
გაცემის წესი - ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
სანტა ფარმა ილაჩ სანაი ა.შ.
ოკმეიდანი, ბორუჩიჩეგის ქ. #16 34382
შიშლი-სტამბოლი
ტელ: (+90 212) 220 64 00
ფაქსი: (+90 212) 222 57 59
მწარმოებელი:
მეფარ ილაჩ სან. ა.შ.
რამაზანოგლუ მაჰ. ენსარ. კად. #20
კურტლოუ 34906 პენდიკ-სტამბოლი
ტელ: (+90 216) 378 44 00
ფაქსი: (+90 216) 378 44 11
ელ ფოსტა: [email protected]
ეს ჩანართი ბოლოს დამტკიცდა 03/09/2015.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.