პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვივაბონი

Vivabon

ურეცეპტოდ120მლინსტრუქცია ქართულადპაკისტანი
რისთვის გამოიყენება

ზრდის შეფერხება ძალიან დაბალი წონა არასტაბილური კვება მადის დაკარგვა სუსტი მეხსიერება დაღლილობა და სისუსტე დაქანცულობა და სტრესი სწრაფი გამოჯანმრთელება

სრულად
ფორმა და შეფუთვა
120მლ სიროფი ქარვისფერი მინის ბოთლი №1 საზომი ჭიქით
მწარმოებელი
Herbion Pakistan (Pvt) Ltd., პაკისტანი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
მატონიზირებელი მცენარეული საშუალებები
რეგისტრაციის ნომერი
რ-041182
რეგისტრირებულია
4 ივნისი 2024, მოქმედებს 4 ივნისი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Herbion Pakistan (Pvt) Ltd. (პაკისტანი)
განმცხადებელი
სს "ჰერბიონ ინტერნეშენალ ინქ"
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავივაბონი და სხვა წამალი ერთად

ვივაბონი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ზრდის შეფერხება

ძალიან დაბალი წონა

არასტაბილური კვება

მადის დაკარგვა

სუსტი მეხსიერება

დაღლილობა და სისუსტე

დაქანცულობა და სტრესი

სწრაფი გამოჯანმრთელება

მიღების წესი და დოზირება

6 თვიდან 6 წლამდე : 1 ჩაის კოვზი 2 - ჯერ დღეში

7-12 წელი: 2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში

13 წელი და მეტი: 1 სადილის კოვზი 3 ჯერ დღეში

ან ექიმის დანიშნულების მიხედვით

სიფრთხილის ზომები

სიროფი შეიცავს საქაროზას, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებელებმა, ასევე იმ პირებმა, რომლებიც იცავენ დაბალკალორიულ დიეტას.

წინააღმდეგ ჩვენებები

უცნობია

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები

ჭარბი დოზა

უცნობია, ნაკლებ სავარაუდოა

შემადგენლობა

აქტიური კომპონენტები:

სიროფის ყოველი 10 მლ შეიცავს შემდეგ სქელ ექსტრაქტებს : ფინიკის პალმა 120 მგ, სამკურნალო ემბლიკა 70 მგ, ზამთრის ალუბალი 25 მგ, გრძელი წიწაკა 10 მგ, აზიური ცენტელა 25 მგ, ორლებლიანი ამომუმი 10 მგ, სამკურნალო ომბირი 20 მგ, შამბალა 20 მგ, ღიღილო 20 მგ.

დამხმარე ნივთიერებები: ალაოს ექსტრაქტი, საქაროზა, თაფლი, უწყლო ლიმონმჟავა, გლიცერინი, მეთილპარაბენი, პროპილპარაბენი, არომატიზატორი „ლიჩი“, დეიონიზირებელი წყალი.

ფამაკოლოგიური თვისებები:

ვივაბონის სიროფი ხელს უწყობს ჯანმრთელ ფიზიკურ და გონებრივ ზრდას, განსაკუთრებით ბავშვებში და ამდიდრებს ენერგიის წყაროებს, აუმჯობესებს ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობას და წინააღმდეგობას სტრესისადმი, უზრუნველყოფს სწრაფ გამოჯანმრთელებას, ხელს უწყობს სისუსტის, დაღლილობის დაძლევას, ასტიმულირებს მადას და ხელს უწყობს სხეულის მასის მომატებას.

პრეპარატს აქვს სასიამოვნო გემო და არ იწვევს გვერდით მოვლენებს, უსაფრთხოა ყველა ასაკობრივი ჯგუფისათვის.

პრეპარატის აქტიური კომპონენტების თვისებები:

აქტიური კომპონენტები

თვისებები

ფინიკის პალმა

აქვს მკვებავი, აღმდგენი თვისებები. ფინიკი შეიცავს ბუნებრივ ფტორს (იცავს კბილებს კარიესისაგან), იმუნური ფუნქციისათვის აუცილებელ სელენს, ასევე ცილებს და რიგ ვიტამინებს.

სამკურნალო ემბლიკა

აუმჯობესებს წინააღმდეგობას ინფექციებისადმი, აძლიერებს, ორგანიზმის სხვადასხვა ჯირკვლებს და ხელს უწყობს კბილების, ღრძილების და ძვლების გამაგრებას. ასტიმულირებს მადას, ზრდის საერთო ცილის დონეს და ხელს უწყობს სხეულის მასის მომატებას ანაბოლური მოქმედების ხარჯზე.

ზამთრის ალუბალი

ხელს უწყობს ორგანიზმის გაძლიერებას, ნერვული გამოფიტვის დაძლევას, გონებრივი და ფიზიკური აქტივობის აღდგენას, ზრდის სხეულის მასას, ზრდის სისხლში ერითროციტების და თმის მელანინის დონეს.

გრძელი წიწაკა

ასტიმულირებს მადას, ზრდის აქტივობას.

აზიური ცენტელა

აუმჯობესებს გონებრივ შესაძლებლობას და ავითარებს მეხსიერებას. შეიცავს ნატურალურ ამინომჟავებს, მიკროელემენტებს, ვიტამინებს და ბიოაქტიურ ალკალოდებს და გლიკოზიდებს.

ორლებლიანი ამომუმი

შეიცავს თუთიას, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამშობს ადამიანის რაციონში და უჯრედულ მეტაბოლიზმში.

სამკურნალო იმბილი

ხელს უწყობს ნერწყვის და კუჭის წვენის გამოყოფას. არის ნაღველმდენი. გამოიყენება მადის დაკარგვის, დისპეპსიის დროს, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას გასტრიტის დროს.

შამბალილა

გამოიყენება მადის სტიმულირებისათვის, ასევე გასტრიტის და კუჭის სხვა დარღვევებისას

ღიღილო

ინარჩუნებს ორგანიზმის ჯანსაღ ფუნქციონირებას, ამაგრებს კუნთოვან ქსოვილებს და ძვლებს.

შენახვის პირობები

შეინახეთ არაუმეტეს +25˚C ტემპერატური პირობებში, ბავშვებისათვის მიუწდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიაბობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა:

120 მლ სიროფი ფლაკონში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

ინსტრუქცია

პრეპარატი სამედიცინო გამოყენებისთვის

ვ ი ვ ა ბ ო ნ ი

სავაჭრო დასახელება: ვივაბონი

წამლის ფორმა: სიროფი

შემადგენლობა:

მიღების ჩვენებები:

ზრდის შეფერხება

ძალიან დაბალი წონა

არასტაბილური კვება

მადის დაკარგვა

სუსტი მეხსიერება

დაღლილობა და სისუსტე

დაქანცულობა და სტრესი

სწრაფი გამოჯანმრთელება

დოზირება:

6 თვიდან 6 წლამდე : 1 ჩაის კოვზი 2 - ჯერ დღეში

7-12 წელი: 2 ჩაის კოვზი 2-ჯერ დღეში

13 წელი და მეტი: 1 სადილის კოვზი 3 ჯერ დღეში

ან ექიმის დანიშნულების მიხედვით

უსაფრთხოების ზომები:

სიროფი შეიცავს საქაროზას, რასაც უნდა მიაქციონ ყურადღება შაქრიანი დიაბეტით დაავადებელებმა, ასევე იმ პირებმა, რომლებიც იცავენ დაბალკალორიულ დიეტას.

წინააღმდეგ ჩვენებები

უცნობია

გვერდითი მოვლენები:

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებასთან

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან დადგენილი არ არის.

დოზის გადაჭარბება:

უცნობია, ნაკლებ სავარაუდოა

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს +25˚C ტემპერატური პირობებში, ბავშვებისათვის მიუწდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

3 წელი

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიაბობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეფუთვა:

120 მლ სიროფი ფლაკონში.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

ჰერბიონ პაკისტან პრაივეტ ლიმიტედ

კარაჩი, პაკისტანი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა