ვიბროცილი შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს: ფენილეფრინის დეკონგესტანტს და ანტიჰისტამინს - დიმეთინდენის მალეატს. ვიბროცილი სწრაფად და ხანგრძლივად ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და სურდოს, გამოწვეულს ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა ინფექციური, ან ალერგიული დაავადებებით. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიმეთინდენი (dimethindene) + ფენილეფრინი (phenylephrine)
- ფორმა და შეფუთვა
- (2,5მგ + 0,25მგ)/მლ 15მლ ნაზალური წვეთები (ხსნარი) შუშის ფლაკონი №1 პიპეტიანი თავსახურით
- მწარმოებელი
- GSK Consumer Healthcare GmbH & Co. KG, გერმანია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ნაზალური პრეპარატები, სიმპათომიმეტურები
- ATC კოდი
- R01BA53
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-023691
- რეგისტრირებულია
- 27 ოქტომბერი 2017, მოქმედებს 27 ოქტომბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „ნიუ ჯორჯია - 555”
- GMP
- -
ვიბროცილი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვიბროცილი შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს: ფენილეფრინის დეკონგესტანტს და ანტიჰისტამინს - დიმეთინდენის მალეატს.
ვიბროცილი სწრაფად და ხანგრძლივად ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და სურდოს, გამოწვეულს ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა ინფექციური, ან ალერგიული დაავადებებით. ის ხსნის ცხვირის ღრუს, ამსუბუქებს ცხვირის ობსტრუქციას. ვიბროცილი არ ცვლის ცხვირის თმოვანი საფარის ფუნქციურ აქტივობას.
ვიბრიცილი გამოიყენება
ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად გაციების და რინიტის დროს (ცხვირის ღრუს ანთება);
ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას პაციენტებში სეზონური (გამოწვეული მტვრის ნაწილაკებით), ან არასეზონური ალერგიული რინიტის დროს.
თუ თავს უკეთ არ გრძნობთ 7 დღის განმავლობაში, ან გრძნობთ უფრო ცუდად, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმის, ან ფარმაცევტს.
ცხვირის წვეთები
1 წლამდე ასაკის ბავშვები: არ არის რეკომენდებული.
1-6 წლის ასაკის ბავშვები (უფროსების მეთვალყურეობით): 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში სამჯერ, ან ოთხჯერ.
6-12 წლის ასაკის ბავშვები (უფროსების მეთვალყურეობით): 3-4 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში სამჯერ, ან ოთხჯერ.
12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები და ზრდასრულები: 3-4 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში სამჯერ, ან ოთხჯერ.
სპრეი
6 წლამდე ასაკის ბავშვები: არ არის რეკომენდებული.
6-12 წლის ასაკის ბავშვები (უფროსების მეთვალყურეობით): 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში სამჯერ, ან ოთხჯერ.
12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები და ზრდასრულები: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში სამჯერ, ან ოთხჯერ.
გამოყენების წესი
ვიბროცილის ცხვირის წვეთები
თუ დგახართ, გადაწიეთ თავი უკან. თუ ხართ საწოლში, გადაწიეთ თავი გვერდზე. ჩაიწვეთეთ ხსნარი თითოეულ ნესტოში თავი შეინარჩუნეთ უკან გადაწეულ მდგომარეობაში პრეპარატის ცხვირის ღრუში გასანაწილებლად.
ვიბროცილის ცხვირის სპრეი
საუკეთესო ეფექტისთვის დაიჭირეთ ის ვერტიკალურად, გამაფრქვევლით ზემოთ. მოათავსეთ გამაფრქვეველი ნესტოში, სწრაფად დააწექით და შეისხურეთ ნესტოში. შესხურებისას შეისუნთქეთ ჰაერი პრეპარტის ცხვირის ღრუში უკეთ გასანაწილებლად.
გამოყენება ბავშვებში
ვიბროცილის ცხვირის წვეთები არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ვიბროცილის ცხვირის სპრეი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ვიბროცილის გამოყენება 1-12 წლის ასაკის ბავშვებში უნდა მოხდეს უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ გამოიყენეთ ვიბროცილის ჭარბი დოზა
თუ გამოიყენეთ ვიბროცილის ჭარბი დოზა, ან შემთხვევით გადაყლაპეთ ხსნარი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ვიბროცილის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ფენილეფრინის, დიმეთინდინის, ან
პრეპარატის სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).
თუ გაქვთ ატროფიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება, რომლის დროსაც წარმოექმნება ქერქი).
თუ იღებთ, ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში იღებდით მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო-ს ინჰიბიტორები გამოიყენება დეპრესიის, ან ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ). თუ არ ხართ დაწმუნებული იღებთ თუ არა მაო-ს ინჰიბიტორებს, ვიბროცილის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა (მომატებული თვალის შიდა წნევა).
გამოიყენეთ განსაკუთრებული სიფრთხილე:
აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ:
გულის დაავადება;
მაღალი არტერიული წნევა;
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა;
შაქრიანი დიაბეტი;
ზომაში მომატებული პროსტატის ჯირკვალი, რაც იწვევს შარდის შეკავებას;
ეპილეპსია.
თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება, არ მიიღოთ ვიბროცილი ექიმთან, ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შემავიწროვებელი სხვა საშუალებების მსგავსად, ვიბროცილმაც შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა, ან ტრემორი მგრძნობიარე პაციენტებში. ამ სიმპტომების განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს.
არ გამოიყენოთ ვიბროცილი 7 დღეზე მეტ ხანს. თუ სიმპტომები არ ქრება, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. პრეპარატის გადაჭარბებული, ან ხანგრძლივად მოხმარება იწვევს ცხვირის ღრუს შექცევად ობსტრუქციას, ან მის გაუარესებას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულებში.
ვიბროცილი არ გამოიყენება თვალისა და პირის ღრუსათვის.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ვიბროცილის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან აპირებთ მიიღოთ რაიმე სამკურნალო საშუალება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ შემდეგი სამკურნალო საშუალებების შესახებ:
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ს ინჰიბიტორები), გამოიყენება დეპრესიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. არ გამოიყენოთ ვიბროცილი, თუ იღებთ, ან ბოლო 14 დღის მანძილზე იღებდით მაო-ს ინჰიბიტორებს.
დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (ანტიდეპრესანტები), მაგ. ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები.
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები (ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკერები).
თუ თქვენ, ან თქვენი შვილი იღებთ, ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებებს, აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
სიფრთხილის ზომები
გთხოვთ წაიკითხოთ ეს ინფორმაცია ვიბროცილის მიღებამდე
ორსულობა და ძუძუთი კვება
ვიბროცილი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის მონაცემები ვიბროცილის გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ნაკლებსავარაუდოა ვიბროცილმა მოახდინოს რაიმე გავლენა.
ვიბროცილი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. ის არის გამღიზიანებელი და შეიძლება გამოიწვიოს რეაქციები კანის და ლორწოვანი გარსის მხრივ.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
ვიბროცილის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები იშვიათია (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): დისკომფორტის შეგრძნება ცხვირის ღრუში, ცხვირის ღრუს სიმშრალე, სისხლდენა ცხვირიდან, და ადგილობრივად წვის შეგრძნება.
მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ ვებ გვერდზე www.vvkt.lt სპეციალური ფორმის შევსებით, რომელიც უნდა გააგზავნოთ ლიტვის ჯანდაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს მისამართზე ზირმუნუს ქ. 139ა, LT 09120, ვილნიუსი, ტელ: 8 800 73 568, ფაქსი 8 800 20 131, ან ელ.ფოსტაზე [email protected].
გერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოგროვებაში.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის ფენილეფრინი და დიმეთინდენის მალეატი. 1მლ ცხვირის წვეთი, ან სპრეი შეიცავს 2.5მგ ფენილეფრინს და 0.25მგ დიმეთინდენის მალეატს.
სხვა ნივთიერებებია ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროგენფოსფატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი და გასუფთავებული წყალი.
ვიბროცილის გარეგანი სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ვიბროცილი არის გამჭვირვალე, უფერო, ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი, ლავანდას სურნელით.
შეფუთვა:
ვიბროცილის ცხვირის წვეთები: მუქი ფერის შუშის ფლაკონი პიპეტით შეიცავს 15მლ ცხვირის წვეთს.
ვიბროცილის ცხვირის სპრეი: დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი გამაფრქვევლით შეიცავს 10მლ ცხვირის სპრეის.
სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო უფლების მფლობელი
GlaxoSmithKline Consumer Healthcare (გაერთიანებული სამეფო) Trading LTD
980 Great West Road
ბრენტფორდი
Middlesex
TW8 9GS
გაერთიანებული სამეფო
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიბროცილის ცხვირის წვეთები (ხსნარი)
არ შეინახოთ 300C მეტი ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
ვიბროცილის ცხვირის სპრეი (ხსნარი)
არ შეინახოთ 250C მეტი ტემპერატურის პირობებში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
დანართი ფურცელი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის
ვიბროცილი 2.5მგ / 0.25მგ/ მლ ცხვრის წვეთები (ხსნარი)
ვიბროცილი 2.5მგ / 0.25მგ / მლ ცხვრის სპრეი (ხსნარი)
ფენილეფრინი და დიმეთინდენის მალეატი
პრეპარატის გამოყენებამდე გულდასმით წაიკითხეთ დანართი ფურცელი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი, როგორც აღწერილია ამ დანართ ფურცელში, ან ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად.
შეინახეთ ეს დანართი ფურცელი, შესაძლოა ისევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა.
თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ გვერდითი მოვლენები გახდა სერიოზული, ან თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ თავს უკეთ არ გრძნობთ 7 დღის განმავლობაში, ან გრძნობთ უფრო ცუდად, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
ამ დანართ ფურცელში მოცემულია:
რა არის ვიბროცილი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ვიბროცილის გამოიყენებამდე
როგორ გამოვიყენოთ ვიბროცილი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ვიბროცილის შენახვის პირობები
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რა არის ვიბროცილი და რისთვის გამოიყენება
ვიბროცილი შეიცავს შემდეგ მოქმედ ნივთიერებებს: ფენილეფრინის დეკონგესტანტს და ანტიჰისტამინს - დიმეთინდენის მალეატს.
ვიბროცილი სწრაფად და ხანგრძლივად ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას და სურდოს, გამოწვეულს ზედა სასუნთქი გზების სხვადასხვა ინფექციური, ან ალერგიული დაავადებებით. ის ხსნის ცხვირის ღრუს, ამსუბუქებს ცხვირის ობსტრუქციას. ვიბროცილი არ ცვლის ცხვირის თმოვანი საფარის ფუნქციურ აქტივობას.
ვიბრიცილი გამოიყენება
ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შესამცირებლად გაციების და რინიტის დროს (ცხვირის ღრუს ანთება);
ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპებას პაციენტებში სეზონური (გამოწვეული მტვრის ნაწილაკებით), ან არასეზონური ალერგიული რინიტის დროს.
თუ თავს უკეთ არ გრძნობთ 7 დღის განმავლობაში, ან გრძნობთ უფრო ცუდად, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს.
რა უნდა იცოდეთ ვიბრიცილის გამოყენებამდე
გთხოვთ წაიკითხოთ ეს ინფორმაცია ვიბროცილის მიღებამდე
არ გამოიყენოთ ვიბროცილი თუ:
თუ ხართ ალერგიული (ჰიპერმგრძნობიარე) ფენილეფრინის, დიმეთინდინის, ან
პრეპარატის სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ (ჩამოთვლილი ნაწილში 6).
თუ გაქვთ ატროფიული რინიტი (ცხვირის ლორწოვანი გარსის ქრონიკული ანთება, რომლის დროსაც წარმოექმნება ქერქი).
თუ იღებთ, ან ბოლო ორი კვირის განმავლობაში იღებდით მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებს (მაო-ს ინჰიბიტორები გამოიყენება დეპრესიის, ან ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ). თუ არ ხართ დაწმუნებული იღებთ თუ არა მაო-ს ინჰიბიტორებს, ვიბროცილის გამოყენებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ გაქვთ დახურულკუთხოვანი გლაუკომა (მომატებული თვალის შიდა წნევა).
გამოიყენეთ განსაკუთრებული სიფრთხილე:
აცნობეთ ექიმს თუ გაქვთ:
გულის დაავადება;
მაღალი არტერიული წნევა;
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა;
შაქრიანი დიაბეტი;
ზომაში მომატებული პროსტატის ჯირკვალი, რაც იწვევს შარდის შეკავებას;
ეპილეპსია.
თუ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი დაავადება, არ მიიღოთ ვიბროცილი ექიმთან, ან ფარმაცევტთან კონსულტაციის გარეშე.
ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვების შემავიწროვებელი სხვა საშუალებების მსგავსად, ვიბროცილმაც შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, თავბრუსხვევა, ან ტრემორი მგრძნობიარე პაციენტებში. ამ სიმპტომების განვითარებისას მიმართეთ თქვენს ექიმს.
არ გამოიყენოთ ვიბროცილი 7 დღეზე მეტ ხანს. თუ სიმპტომები არ ქრება, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს. პრეპარატის გადაჭარბებული, ან ხანგრძლივად მოხმარება იწვევს ცხვირის ღრუს შექცევად ობსტრუქციას, ან მის გაუარესებას.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას, განსაკუთრებით ბავშვებში და ხანდაზმულებში.
ვიბროცილი არ გამოიყენება თვალისა და პირის ღრუსათვის.
გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში
ვიბროცილის ცხვირის წვეთები არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ვიბროცილის ცხვირის სპრეი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ვიბროცილის გამოყენება 1-12 წლის ასაკის ბავშვებში უნდა მოხდეს უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ.
ვიბროცილის გამოყენება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
აცნობეთ ექიმს, ან ფარმაცევტს თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით, ან აპირებთ მიიღოთ რაიმე სამკურნალო საშუალება.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აცნობოთ შემდეგი სამკურნალო საშუალებების შესახებ:
მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები (მაო-ს ინჰიბიტორები), გამოიყენება დეპრესიის და პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ. არ გამოიყენოთ ვიბროცილი, თუ იღებთ, ან ბოლო 14 დღის მანძილზე იღებდით მაო-ს ინჰიბიტორებს.
დეპრესიის სამკურნალო საშუალებები (ანტიდეპრესანტები), მაგ. ტრიციკლური და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები.
მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები (ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკერები).
თუ თქვენ, ან თქვენი შვილი იღებთ, ან ბოლო დროს იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ სამკურნალო საშუალებებს, აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ლაქტაცია
ვიბროცილი არ გამოიყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს.
თუ ხართ ორსულად, ან ლაქტაციის პერიოდში, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად, ან გეგმავთ დაორსულებას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ არის მონაცემები ვიბროცილის გავლენის შესახებ სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, ნაკლებსავარაუდოა ვიბროცილმა მოახდინოს რაიმე გავლენა.
ვიბროცილი შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს. ის არის გამღიზიანებელი და შეიძლება გამოიწვიოს რეაქციები კანის და ლორწოვანი გარსის მხრივ.
როგორ გამოვიყენოთ ვიბროცილი
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ზუსტად ექიმის, ან ფარმაცევტის მითითების შესაბამისად. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმის, ან ფარმაცევტს.
ცხვირის წვეთები
1 წლამდე ასაკის ბავშვები: არ არის რეკომენდებული.
1-6 წლის ასაკის ბავშვები (უფროსების მეთვალყურეობით): 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში სამჯერ, ან ოთხჯერ.
6-12 წლის ასაკის ბავშვები (უფროსების მეთვალყურეობით): 3-4 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში სამჯერ, ან ოთხჯერ.
12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები და ზრდასრულები: 3-4 წვეთი თითოეულ ნესტოში დღეში სამჯერ, ან ოთხჯერ.
სპრეი
6 წლამდე ასაკის ბავშვები: არ არის რეკომენდებული.
6-12 წლის ასაკის ბავშვები (უფროსების მეთვალყურეობით): 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში სამჯერ, ან ოთხჯერ.
12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები და ზრდასრულები: 1-2 შესხურება თითოეულ ნესტოში დღეში სამჯერ, ან ოთხჯერ.
გამოყენების წესი
ვიბროცილის ცხვირის წვეთები
თუ დგახართ, გადაწიეთ თავი უკან. თუ ხართ საწოლში, გადაწიეთ თავი გვერდზე. ჩაიწვეთეთ ხსნარი თითოეულ ნესტოში თავი შეინარჩუნეთ უკან გადაწეულ მდგომარეობაში პრეპარატის ცხვირის ღრუში გასანაწილებლად.
ვიბროცილის ცხვირის სპრეი
საუკეთესო ეფექტისთვის დაიჭირეთ ის ვერტიკალურად, გამაფრქვევლით ზემოთ. მოათავსეთ გამაფრქვეველი ნესტოში, სწრაფად დააწექით და შეისხურეთ ნესტოში. შესხურებისას შეისუნთქეთ ჰაერი პრეპარტის ცხვირის ღრუში უკეთ გასანაწილებლად.
გამოყენება ბავშვებში
ვიბროცილის ცხვირის წვეთები არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ვიბროცილის ცხვირის სპრეი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
ვიბროცილის გამოყენება 1-12 წლის ასაკის ბავშვებში უნდა მოხდეს უფროსის მეთვალყურეობის ქვეშ.
თუ გამოიყენეთ ვიბროცილის ჭარბი დოზა
თუ გამოიყენეთ ვიბროცილის ჭარბი დოზა, ან შემთხვევით გადაყლაპეთ ხსნარი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
თუ დაგავიწყდათ ვიბროცილის გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა ადამიანში.
ვიბროცილის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები იშვიათია (ვლინდება 1,000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში): დისკომფორტის შეგრძნება ცხვირის ღრუში, ცხვირის ღრუს სიმშრალე, სისხლდენა ცხვირიდან, და ადგილობრივად წვის შეგრძნება.
მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში.
გვერდითი მოვლენების შეტყობინება
მიმართეთ ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ შენიშნეთ ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია პირდაპირ ვებ გვერდზე www.vvkt.lt სპეციალური ფორმის შევსებით, რომელიც უნდა გააგზავნოთ ლიტვის ჯანდაცვის სამინისტროს წამლის კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს მისამართზე ზირმუნუს ქ. 139ა, LT 09120, ვილნიუსი, ტელ: 8 800 73 568, ფაქსი 8 800 20 131, ან ელ.ფოსტაზე [email protected].
გერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ შეგიძლიათ დახმარების გაწევა ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოგროვებაში.
ვიბროცილის შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიბროცილის ცხვირის წვეთები (ხსნარი)
არ შეინახოთ 300C მეტი ტემპერატურის პირობებში.
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.
ვიბროცილის ცხვირის სპრეი (ხსნარი)
არ შეინახოთ 250C მეტი ტემპერატურის პირობებში.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი კოლოფზე და ბოთლზე მითითებული ვარგისიანობის
EXP ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი გამოსაყენებლად ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე.
არ გადააგდოთ პრეპარატები საკანალიზაციო წყლებში, ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. კითხეთ რჩევა ფარმაცევტს გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებით. ეს ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან.
შეფუთვის შემადგენლობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ვიბროცილი
მოქმედი ნივთიერება არის ფენილეფრინი და დიმეთინდენის მალეატი. 1მლ ცხვირის წვეთი, ან სპრეი შეიცავს 2.5მგ ფენილეფრინს და 0.25მგ დიმეთინდენის მალეატს.
სხვა ნივთიერებებია ბენზალკონიუმის ქლორიდი, ნატრიუმის ჰიდროგენფოსფატი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, სორბიტოლი, ლავანდას დეტერპენის ექსტრაქტი და გასუფთავებული წყალი.
ვიბროცილის გარეგანი სახე და შეფუთვის შემადგენლობა
ვიბროცილი არის გამჭვირვალე, უფერო, ან ოდნავ მოყვითალო ხსნარი, ლავანდას სურნელით.
შეფუთვა:
ვიბროცილის ცხვირის წვეთები: მუქი ფერის შუშის ფლაკონი პიპეტით შეიცავს 15მლ ცხვირის წვეთს.
ვიბროცილის ცხვირის სპრეი: დაბალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონი გამაფრქვევლით შეიცავს 10მლ ცხვირის სპრეის.
სავაჭრო უფლების მფლობელი და მწარმოებელი
სავაჭრო უფლების მფლობელი
GlaxoSmithKline Consumer Healthcare (გაერთიანებული სამეფო) Trading LTD
980 Great West Road
ბრენტფორდი
Middlesex
TW8 9GS
გაერთიანებული სამეფო
მწარმოებელი
GSK Consumer Healthcare GmbH & Co. KG
Barthstraße 4
80339 მიუნჰენი
გერმანია
ამ პრეპარატთან დაკავშირებით ნებისმიერი ინფორმაციისათვის მიმართეთ ადგილობრივ სავაჭრო უფლების მფლობელს.
UAB GlaxoSmithKline Lietuva
ტელ .: +370 5 264 90 00
ამ დანართი ფურცლის შემოწმების ბოლო თარიღია 2016-11-01
დანართი ფურცლის ბოლო ვერსია განთავსებულია ლიტვის ჯანდაცვის სამინისტროს
წამლის კონტროლის სახელმწიფო სააგენტოს ვებ. გვერდზე http://www.vvkt.lt/
თარგმანი სწორია:
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.