პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაქცინები

ვერორაბი

VERORAB®

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

ვერორაბი ნაჩვენებია ცოფის ექსპოზიციამდე და ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის ყველა ასაკობრივ ჯგუფში (იხილეთ პარაგრაფები 4.2 და 5.1). ვერორაბი უნდა იქნას გამოყენებული ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად. ცოფის ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს უნდა შესთავაზონ ექსპოზიციამდე პროფილაქტიკა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Rabies virus, WISTAR Rabies PM/W138 1503/3M strain (inactivated, Produced in VERO cells))
ფორმა და შეფუთვა
3.25 ს.ე./დოზა (ELISA) 1 დოზა გასუფთავებული ინაქტივირებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა დამზადებული ვერო უჯრედებზე, ლიოფილიზატი ი.მ. და ი.დ. საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად მინის ფლაკონი №10 + 0,5მლ გამხსნელი (0,4% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარი) მზა შპრიცი №10
მწარმოებელი
SANOFI PASTEUR, საფრანგეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაქცინები, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინები
ATC კოდი
J07BG01
რეგისტრაციის ნომერი
რ-040807
რეგისტრირებულია
16 ივნისი 2023, მოქმედებს 17 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SANOFI PASTEUR (საფრანგეთი)
განმცხადებელი
შპს ,,ფაინენშლ ჩეინ კორპორეიშნ“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავერორაბი და სხვა წამალი ერთად

ვერორაბი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვერორაბი ნაჩვენებია ცოფის ექსპოზიციამდე და ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის ყველა ასაკობრივ ჯგუფში (იხილეთ პარაგრაფები 4.2 და 5.1).

ვერორაბი უნდა იქნას გამოყენებული ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

ცოფის ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს უნდა შესთავაზონ ექსპოზიციამდე პროფილაქტიკა.

ყველა, ვინც იმყოფება მუდმივი რისკის ქვეშ, როგორიცაა ცოფის ვირუსთან მომუშავე დიაგნოსტიკური, კვლევითი ან საწარმოო ლაბორატორიების პერსონალი, უნდა იყოს ვაქცინირებული.

ვაქცინაცია ასევე რეკომენდებულია შემდეგი კატეგორიებისთვის:

ქიროპტეროლოგები და ის პირები, რომლებიც რეგულარულად განიცდიან ღამურების ცოფის ვირუსის ზემოქმედებას.

ზემოქმედების ქვეშ მყოფი პროფესიონალები (ვეტერინარული პერსონალი, ლაბორატორიის პერსონალი, რომელიც იყენებს დაბინძურებულ ან სავარაუდოდ დაბინძურებულ აღჭურვილობას, სასაკლაოს ყასბები, ცხოველთა თავშესაფრების პერსონალი, ნატურალისტები, ტაქსიდერმისტები, მეცხოველეები, მეტყევეები, სასაკლაოს პერსონალი).

მოზრდილები და ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ ენზოოტურ ადგილებში.

მიღების წესი და დოზირება

მოცემული მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტად დაცვით. ნებისმიერი საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ინტრამუსკულარული გამოყენება (ი/მ): რეკომენდებული დოზაა 0.5 მლ განზავებული ვაქცინა.

ინტრადერმალური გამოყენება (ი/დ): რეკომენდებული დოზაა 0.1 მლ განზავებული ვაქცინა ინექციის ერთ ადგილზე.

ექსპოზიციამდე პროფილაქტიკა:

ექსპოზიციამდე იმუნიზაციისთვის იმუნოკომპეტენტურ პირებში ვაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს ცხრილში 1 წარმოდგენილი ვაქცინაციის სქემებიდან ერთ-ერთის მიხედვით და ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

ცხრილი 1: ექსპოზიციამდე ვაქცინაციის სქემები

დღე 0

დღე 7

დღე 21 ან 28

ინტრამუსკულარული გამოყენება (0.5 მლ ერთ დოზაზე)

ჩვეულებრივი რეჟიმი

ი/მ გამოყენება - 0.5 მლ

1 დოზა

1 დოზა

1 დოზა

1 კვირიანი რეჟიმი (ა)

ი/მ გამოყენება - 0.5 მლ

1 დოზა

1 დოზა

ინტრადერმალური გამოყენება (0.1 მლ ერთ დოზაზე)

1 კვირიანი რეჟიმი (ა)

ი/დ გამოყენება - 0.1 მლ

2 დოზა(ბ)

2 დოზა(ბ)

(ა) ეს რეჟიმი არ გამოიყენება დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში (იხ. პარაგრაფი “დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები“)

(ბ) ერთი ინექცია ორივე ბარძაყის კუნთის ანტეროლატერალურ მიდამოში (ჩვილები და მცირე ასაკის ბავშვები) ან ორივე მკლავში (ბავშვები და მოზრდილები).

ბუსტერული დოზები განისაზღვრება ექსპოზიციის რისკისა და სეროლოგიური ტესტების საფუძველზე, ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა მოიცავს ჭრილობის ადგილობრივ არა-სპეციფიკურ მკურნალობას, ვაქცინაციას და, საჭიროების შემთხვევაში, პასიურ იმუნიზაციას ცოფის იმუნოგლობულინებით.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს ცოფის საეჭვო ზემოქმედებიდან რაც შეიძლება მალე. ყველა შემთხვევაში, ჭრილობის სათანადო დამუშავება (ყველა ნაკბენისა და ნაკაწრის საგულდაგულოდ დაბანა საპნით ან სარეცხი საშუალებით და დიდი რაოდენობით წყლით და/ან ვირუციდული საშუალებებით) უნდა ჩატარდეს ექსპოზიციის შემდეგ დაუყოვნებლივ ან რაც შეიძლება მალე. ის უნდა ჩატარდეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ან ცოფის იმუნოგლობულინების შეყვანამდე, როდესაც ნაჩვენებია. ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს ექსპოზიციის კატეგორიას, ცხოველის მდგომარეობას (იხილეთ ცხრილი 3) და პაციენტის ვაქცინაციის სტატუსს, ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად (იხილეთ ცხრილი 3, ჯანმო-ს რეკომენდაციები).

საჭიროების შემთხვევაში, ექსპოზიციის შემდგომ პროფილაქტიკას შეიძლება დაემატოს ტეტანუსის პროფილაქტიკა და ანტიბიოტიკოთერაპია ცოფის გარდა სხვა ინფექციების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა უნდა ჩატარდეს ექსპოზიციის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და მხოლოდ ცოფის იმუნიზაციის ცენტრში.

ცხრილი 2: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინსტრუქცია ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის, ექსპოზიციის სიმძიმის მიხედვით (უნდა ადაპტირდეს ადგილობრივი ოფიციალური რეკომენდაციების მიხედვით).

ექსპოზიციის კატეგორია

შინაურ ან გარეულ ცხოველზე ზემოქმედების ტიპი, რომელიც საეჭვო ან დადასტურებულია, რომ ცოფიანია, ან მიუწვდომელია ტესტირებისთვის

რეკომენდებულია ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა

I

ცხოველების შეხება ან კვება.

დაუზიანებელი კანის ალოკვა (ექსპოზიცია არ არის)

არცერთი სარწმუნო შემთხვევა არ არსებობს (ა)

II

დაუფარავი კანის დაკაწვრა.

მცირე ნაკაწრები ან აბრაზიები სისხლდენის გარეშე (ექსპოზიცია)

საჭიროა სასწრაფო ვაქცინაცია.

შეწყვიტეთ მკურნალობა, თუ ცხოველი ჯანმრთელია 10-დღიანი დაკვირვების პერიოდის(ბ) შემდეგ ან თუ შესაბამისი ლაბორატორიული მეთოდებით ჩატარებული ცოფის ტესტი უარყოფითია.

ღამურის ექსპოზიციის შემთხვევაში განიხილება III კატეგორიის მკურნალობა.

III

ერთჯერადი ან მრავლობითი ტრანსდერმული ნაკბენები(გ) ან ნაკაწრები, დაზიანებული კანის ალოკვა ან ლორწოვანი გარსების ნერწყვით დაბინძურება (ალოკვა), ღამურების ზემოქმედება (მძიმე ექსპოზიცია).

დაუყოვნებლივ შეიყვანეთ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა და ცოფის იმუნოგლობულინი, სასურველია რაც შეიძლება მალე ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის დაწყების შემდეგ.

ცოფის იმუნოგლობულინების შეყვანა შესაძლებელია ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 7 დღემდე პერიოდში.

(ა) თუ ცხოველი არის აშკარად ჯანმრთელი ძაღლი ან კატა, რომელიც ცხოვრობს დაბალი რისკის ზონაში და იმყოფება ვეტერინარული დაკვირვების ქვეშ, მკურნალობა შეიძლება გადაიდოს (იხილეთ ცხრილი 3).

(ბ) დაკვირვების ეს პერიოდი ეხება მხოლოდ კატებსა და ძაღლებს. გადაშენების პირას მყოფი ან საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების გარდა, შინაურ ცხოველებსა და გარეულ ცხოველებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს ცოფი, უნდა გაუკეთდეს ევთანაზია, და მათი ქსოვილები უნდა გამოიკვლიონ შესაბამისი ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით (იხილეთ ცხრილი 3).

(გ) ნაკბენები, განსაკუთრებით თავზე, კისერზე, სახეზე, ხელებსა და სასქესო ორგანოებზე, კლასიფიცირდება, როგორც III კატეგორიის ექსპოზიცია სხეულის ამ ნაწილების ინტენსიური ინერვაციის გამო.

ცხრილი 3: მოქმედებათა თანმიმდევრობა ექსპოზიციის შემდეგ ცხოველის მდგომარეობიდან გამომდინარე (ჯანმო-ს რეკომენდაციები ადაპტირებული უნდა იქნას ადგილობრივი რეკომენდაციების მიხედვით)

გარემოებები

ქმედებათა თანმიმდევრობა შემდეგთან დაკავშირებით:

კომენტარები

ცხოველი

პაციენტი

ცხოველი მიუწვდომელია

საეჭვო ან არასაეჭვო გარემოებები

უნდა იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ ცოფის მკურნალობის ცენტრში.

მკურნალობა(ბ) ყოველთვის უნდა დასრულდეს.

მკვდარი ცხოველი

საეჭვო ან არასაეჭვო გარემოებები

ტვინი უნდა გაიგზავნოს ანალიზისათვის დამტკიცებულ ლაბორატორიაში.

მკურნალობა(ბ) უნდა შეწყდეს, თუ ტესტები უარყოფითია, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს.

ცოცხალი ცხოველი არასაეჭვო გარემოებები

მოათავსეთ ვეტერინარული მეთვალყურეობის ქვეშ(ა).

გადადეთ ცოფის მკურნალობა.

მკურნალობა(ბ) უნდა გაგრძელდეს ცხოველზე ვეტერინარული მეთვალყურეობის შედეგების მიხედვით.

ცოცხალი ცხოველი

საეჭვო გარემოებები

მოათავსეთ ვეტერინარული მეთვალყურეობის ქვეშ (ა).

მკურნალობა(ბ) უნდა შეწყდეს, თუ ვეტერინარული მეთვალყურეობა გააბათილებს თავდაპირველ ეჭვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა გაგრძელდეს.

(ა) საფრანგეთში ვეტერინარული ზედამხედველობა მოიცავს 3 ცნობას, რომლებიც შედგენილია 0, მე-7 და მე-14 დღეს და რომლებიც ადასტურებს ცოფის ნიშნების არარსებობას. ჯანმო-ს რეკომენდაციების მიხედვით, ძაღლებისა და კატებისთვის ვეტერინარული მეთვალყურეობის ქვეშ დაკვირვების მინიმალური პერიოდი 10 დღეა.

(ბ) მკურნალობა რეკომენდებულია ჭრილობის სერიოზულობის მიხედვით: იხილეთ ცხრილი 2.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა არაიმუნიზირებულ პირებში

არაიმუნიზირებულ პირებში ვაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს ვაქცინაციის ერთ-ერთი რეჟიმით ინტრამუსკულარული (ი/მ) ან ინტრადერმალური (ი/დ) გზით, ცხრილი 4-ის მიხედვით.

ყველა შემთხვევაში იხელმძღვანელეთ ადგილობრივი ოფიციალური რეკომენდაციებით.

ცხრილი 4: არაიმუნიზირებული პირების ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა

დღე 0

დღე 3

დღე 7

დღე 14

დღე 21

დღე 28

ი/მ ესსენის პროტოკოლი

ი/მ გამოყენება - 0.5 მლ/დოზა

1 დოზა

1 დოზა

1 დოზა

1 დოზა

1 დოზა

ი/მ ზაგრების პროტოკოლი

ი/მ გამოყენება - 0.5 მლ/დოზა

2 დოზა(ა)

-

ტაილანდის ახალი წითელი ჯვრის ი/დ რეჟიმი

ი/დ გამოყენება - 0.1 მლ/დოზა

2 დოზა(ბ)

2 დოზა(ბ)

2 დოზა(ბ)

-

-

2 დოზა(ბ)

კამბოჯას პასტერის ინსტიტუტის ი/დ რეჟიმი

ი/დ გამოყენება - 0.1 მლ/დოზა

2 დოზა(ბ)

2 დოზა(ბ)

2 დოზა(ბ)

-

-

-

4 ადგილი 1 კვირიანი ი/დ რეჟიმი

ი/დ გამოყენება - 0.1 მლ/დოზა

4 დოზა(გ)

4 დოზა(გ)

4 დოზა(გ)

-

-

-

(ა) ერთი ი/მ ინექცია ორივე ბარძაყის კუნთის ანტეროლატერალურ მიდამოში (ჩვილები და მცირე ასაკის ბავშვები) ან ორივე დელტისებრ კუნთში (უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში).

(ბ) ინექცია კეთდება 2 დამოუკიდებელ მიდამოში, თუ შესაძლებელია, საწინააღმდეგო მხარეს.

(გ) ინექცია კეთდება 4 დამოუკიდებელ მიდამოში.

რომელი რეჟიმიც არ უნდა იყოს გამოყენებული, ვაქცინაცია არ უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ ვეტერინარული მეთვალყურეობის შემდეგ არ გამოცხადდება, რომ კონტაქტურ ცხოველს არ აქვს ცოფი (იხილეთ ცხრილი 2).

ცოფის იმუნოგლობულინები უნდა იქნას გამოყენებული III კატეგორიის ნებისმიერი ექსპოზიციის შემთხვევაში (ჯანმო-ს კლასიფიკაცია, იხილეთ ცხრილი 2). თუ შესაძლებელია, ვაქცინა უნდა იქნას გამოყენებული იმუნოგლობულინის შეყვანის მიდამოების საწინააღმდეგო მხარეს.

იხილეთ გამოყენებული ცოფის იმუნოგლობულინების შეფუთვის ჩანართი.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა უკვე იმუნიზირებულ პირებში

ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად, ეს ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ ექსპოზიციამდე პროფილაქტიკა ან ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა, ან რომლებსაც შეუწყდათ ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა უჯრედულ კულტურაში მომზადებული ვაქცინის მინიმუმ ორი დოზის გაკეთების შემდეგ.

უკვე იმუნიზირებულ პირებს უნდა გაუკეთდეთ ვაქცინის 1 დოზა (0.5 მლ ინტრამუსკულარული გზით) 0 დღეს და 1 დოზა - მე-3 დღეს.

ალტერნატივის სახით შეიძლება გაკეთდეს 0.1 მლ დოზით 4 ინტრადერმალური ინექცია 4 დამოუკიდებელ მიდამოში 0 დღეს.

ცოფის იმუნოგლობულინები ამ შემთხვევაში ნაჩვენები არ არის.

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები

ექსპოზიციამდე პროფილაქტიკა

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში უნდა იქნას გამოყენებული სტანდარტული სამდოზიანი რეჟიმები (იხ. ცხრილი 1) და ჩატარდეს სეროლოგიური ტესტი გამანეიტრალებელ ანტისხეულებზე ვაქცინის ბოლო დოზიდან 2-დან 4 კვირამდე პერიოდში ვაქცინის შესაძლო დამატებითი დოზის საჭიროების შესაფასებლად.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში, უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია სრული რეჟიმით (იხ. ცხრილი 4). ცოფის იმუნოგლობულინები უნდა იქნას გამოყენებული ვაქცინასთან ერთად ნებისმიერი II და III კატეგორიის ექსპოზიციის შემთხვევაში (იხილეთ ცხრილი 1).

გამოყენება ბავშვებში

ბავშვს უნდა გაუკეთდეს იგივე დოზა, როგორც მოზრდილს (0.5 მლ ინტრამუსკულარული გზით ან 0.1 მლ ინტრადერმალური გზით).

გამოყენების მეთოდი

ინტრამუსკულარული გამოყენება (ი/მ)

ვაქცინა შეიყვანება ბარძაყის კუნთის ანტეროლატერალურ მიდამოში ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვები და დელტისებრ კუნთში უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში.

ზაგრების რეჟიმის გამოყენების შემთხვევაში ერთი დოზა უნდა იქნას შეყვანილი თითოეულ დელტისებრ კუნთში (მარცხენა და მარჯვენა) მოზრდილებში 0 დღეს, შემდეგ ერთი დოზა მე-7 და 21-ე დღეს.

ინტრადერმალური გამოყენება (ი/დ)

ვაქცინის შეყვანა სასურველია მხრის ან მკლავის არეში.

ინექციის გაკეთება არ შეიძლება დუნდულების მიდამოში.

ინექციის გაკეთება არ შეიძლება ინტრავასკულარული მეთოდით.

თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა მიიღეთ საჭიროზე მეტი ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში

არ არის შესაბამისი.

თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს დაგავიწყდათ ვერორაბის, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში, დოზის მიღება

არ არის შესაბამისი.

თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა შეწყვიტეთ ვერორაბის, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში, გამოყენება

არ არის შესაბამისი.

მოცემული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

უკუჩვენებები

ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა:

თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.

თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს განუვითარდა ალერგიული რეაქცია ამ პრეპარატის ან იგივე შემადგენლობის ნებისმიერი ვაქცინის წინა ინექციის დროს.

თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ სიცხე ან მწვავე დაავადება (ამ შემთხვევაში უმჯობესია ვაქცინაციის გადადება).

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა:

ცოფის ინფექციის გარდაუვალი ფატალურობის პირობებში, არ არსებობს პოსტექსპოზიციური ვაქცინაციის უკუჩვენება.

სიფრთხილის ზომები

როგორც ყველა ვაქცინამ, ვერორაბმაც შეიძლება ვერ დაიცვას აცრილი პირების 100%.

ვერორაბის მიღება არ უნდა მოხდეს ინტრავასკულურად; დარწმუნდით, რომ ნემსი არ გადის სისხლძარღვში.

სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი ხართ ალერგიული პოლიმიქსინი B-ს, სტრეპტომიცინის ან ნეომიცინის (არსებობს ვაქცინაში უმნიშვნელო რაოდენობით) ან იგივე ჯგუფის ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ.

როგორც ყველა საინექციო ვაქცინის შემთხვევაში, რეკომენდებულია შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და მეთვალყურეობა, რაც გამოიყენება ვაქცინაციის შემდეგ იშვიათი ანაფილაქსიური რეაქციისას.

სეროლოგიური ტესტების (პირებში სეროკონვერსიის შეფასება) აუცილებლობა უნდა განისაზღვროს ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

როდესაც ვაქცინა გამოიყენება იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ დაქვეითებული იმუნიტეტი (იმუნოდეფიციტი) იმუნოსუპრესიული დაავადების ან მიმდინარე იმუნოსუპრესიული თერაპიის გამო, ვაქცინაციიდან 2-4 კვირაში უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი იმის დასადასტურებლად, რომ განვითარდა იმუნური პასუხი, რომელიც მიუთითებს დაცვაზე. ექსპოზიციის შემდგომ ვაქცინაციის შემთხვევაში უნდა იქნას შეყვანილი ვაქცინის ყველა დოზა. ცოფის იმუნოგლობულინები ასევე უნდა იქნას გამოყენებული ვაქცინასთან ერთად ნებისმიერი II და III კატეგორიის ექსპოზიციის შემთხვევაში; იხ. “3. როგორ გამოიყენება ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში“.

ვერორაბი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ სუბიექტებში თრომბოციტების დაქვეითებული დონით (თრომბოციტოპენია) ან სისხლის შედედების დარღვევებით, სისხლდენის რისკის გამო, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ინტრამუსკულური ინექციისას.

ვერორაბის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ბავშვები და მოზარდები

არ არის შესაბამისი.

სხვა მედიკამენტები და ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში

იმუნოსუპრესიულმა მკურნალობამ, მათ შორის ხანგრძლივმა სისტემურმა კორტიკოსტეროიდულმა თერაპიამ, შეიძლება ხელი შეუშალოს ანტისხეულების წარმოებას და გამოიწვიოს ვაქცინაციის წარუმატებლობა. ამიტომ, რეკომენდებულია სეროლოგიური ტესტის ჩატარება ვაქცინაციიდან 2-4 კვირაში; იხილეთ “გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.

ვერორაბი შეიძლება დაინიშნოს Vi პოლისაქარიდული ტიფის ვაქცინასთან ერთად იმავე ვაქცინაციის ვიზიტის დროს, ინექციის ორი განსხვავებული ადგილის გამოყენებით.

ცოფის იმუნოგლობულინები ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა არ უნდა იყოს კომბინირებული ერთსა და იმავე შპრიცში ან შეყვანილი ერთსა და იმავე ადგილას.

იმის გათვალისწინებით, რომ ცოფის იმუნოგლობულინები ხელს უშლის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე იმუნური პასუხის განვითარებას, მკაცრად უნდა იყოს დაცული რეკომენდაციები ცოფის იმუნოგლობულინების მიღების შესახებ.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ვერორაბის, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში, მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ არის შესაბამისი.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

იმუნოსუპრესიულმა მკურნალობამ, მათ შორის ხანგრძლივმა სისტემურმა კორტიკოსტეროიდულმა თერაპიამ, შეიძლება ხელი შეუშალოს ანტისხეულების წარმოებას და გამოიწვიოს ვაქცინაციის წარუმატებლობა. ამიტომ, რეკომენდებულია სეროლოგიური ტესტის ჩატარება ბოლო ინექციიდან 2-4 კვირის შემდეგ (იხილეთ პუნქტი 4.2).

ვერორაბი შეიძლება დაინიშნოს Vi პოლისაქარიდული ტიფის ვაქცინასთან ერთად იმავე ვაქცინაციის ვიზიტის დროს, ინექციის ორი განსხვავებული ადგილის გამოყენებით.

ცოფის იმუნოგლობულინები ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა არ უნდა იყოს კომბინირებული ერთსა და იმავე შპრიცში ან შეყვანილი ერთსა და იმავე ადგილას (იხილეთ პარაგრაფი 6.2).

იმის გათვალისწინებით, რომ ცოფის იმუნოგლობულინები ხელს უშლის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე იმუნური პასუხის განვითარებას, მკაცრად უნდა იყოს დაცული რეკომენდაციები ცოფის იმუნოგლობულინების მიღების შესახებ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ცხოველებზე ჩატარებულმა ტოქსიკურობის ერთმა კვლევამ რეპროდუქციასა და განვითარებაზე, რომელთაც ჩაუტარდა სხვა ინაქტივირებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა, წარმოებული VERO უჯრედებში, არ გამოავლინა რაიმე მავნე ზეგავლენა ქალის ფერტილობაზე და პრე- და პოსტნატალურ განვითარებაზე.

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინების კლინიკურმა გამოყენებამ (ინაქტივირებული „WISTAR ცოფის PM/WI38 1503-3M შტამი“) ორსულობის შეზღუდული რაოდენობის დროს დღემდე არ გამოავლინა რაიმე მალფორმაციული ან ფეტოტოქსიკური ეფექტი.

ექსპოზიციამდე პროფილაქტიკა

დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით, დაბინძურების მაღალი რისკის შემთხვევაში, ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ორსულობის დროს, ვაქცინაციის ჩვეული გრაფიკის დაცვით.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა

დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით, ორსულობა არ არის უკუჩვენება.

ძუძუთი კვება

ამ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების პერიოდში.

ფერტილობა

ვერორაბი არ არის შეფასებული ფერტილობის კვლევებში.

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ხშირად აღწერილია ვაქცინაციის შემდგომი თავბრუსხვევა. აღნიშნულმა შეიძლება დროებით იმოქმედოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.

ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში, შეიცავს ფენილალანინს, კალიუმს და ნატრიუმს

ვერორაბი შეიცავს 4.1 მიკროგრამ ფენილალანინს ყოველ 0.5 მლ დოზაზე, რაც არის 0.068 მიკროგრამი/კგ-ს ეკვივალენტური 60 კგ წონის ადამიანზე. ფენილალანინი შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის (PKU) მქონე ადამიანებისთვის, რაც წარმოადგენს იშვიათ გენეტიკურ დაავადებას, რომლის დროსაც ფენილალანინი გროვდება, რადგან ორგანიზმს არ შეუძლია მისი სათანადოდ გამოყოფა.

ვერორაბი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ კალიუმს (39 მგ) და 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ არსებითად არ შეიცავს კალიუმსა და ნატრიუმს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის ყველას არ უვითარდება.

სერიოზული ალერგიული რეაქციები:

ყოველთვის შეიძლება განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები), თუმცა ძალიან იშვიათად. თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღენიშნება ანაფილაქსიური რეაქცია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

თუ განვითარდა, ანაფილაქსიური რეაქციის ნიშნებსა და სიმპტომებს ადგილი აქვს ინექციიდან ძალიან მალე და შეიძლება ითვალისწინებდეს გამონაყარს, ქავილს, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს და სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპებას.

სხვა გვერდითი მოქმედება

უმრავლესი გვერდითი მოქმედება ვითარდება ვაქცინაციიდან 3 დღის განმავლობაში. რეაქციების უმეტესობა ხშირად სპონტანურად გაქრა მათი დაწყებიდან 1-3 დღის განმავლობაში. ისინი რეგისტრირებულია შემდეგი სიხშირით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს

ზოგადად შეუძლოდ ყოფნა,

თავის ტკივილი (ცეფალგია),

კუნთების ტკივილი (მიალგია),

ტკივილი ინექციის ადგილზე,

სიწითლე (ერითემა) ინექციის ადგილზე,

შეშუპება ინექციის ადგილზე,

მხოლოდ ბავშვებში: გაღიზიანებადობა, ხანგრძლივი ტირილი და ძილიანობა.

ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს

ცხელება,

ლიმფური კვანძების ზომის გაზრდა (ლიმფადენოპათია),

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი,

გრიპის მსგავსი სინდრომი,

ქავილი ინექციის ადგილზე,

სიმკვრივე ინექციის ადგილზე,

მხოლოდ ბავშვებში: ძილის დარღვევა.

არახშირი: შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს

მადის დაქვეითება,

გულისრევა,

კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი),

დიარეა,

ღებინება,

კანკალი,

დაღლილობა, უჩვეულო სისუსტე (ასთენია),

თავბრუსხვევა,

სახსრების ტკივილი (ართრალგია),

სისხლჩაქცევა ინექციის ადგილზე (ეკქიმოზი).

იშვიათი: შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს

სუნთქვის გაძნელება.

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასებას არ ექვემდებარება

სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რაც შეიძლება იწვევდეს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას,

სმენის მოულოდნელად დაკარგვა/დაქვეითება.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც ამ ჩანართში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნა შეგიძლიათ პირდაპირ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით: წამლისა და ჯანდაცვის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო - ANSM)“ (Agence Nationale de sécurité du médicament et des produits de santé - ANSM) და რეგიონული ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრების ქსელი (Réseau des Centres Régionaux de Pharmacovigilance) - ვებ-გვერდი: www.signalement-sante.gouv.fr

გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა:

  • 5 მლ გამხსნელთან განზავების შემდეგ, 1 ფლაკონი შეიცავს შემდეგს:

ცოფის ვირუსია, WISTAR ცოფის PM/WI38 1503-3M შტამი (ინაქტივირებული) ........ 3.25 სებ

ა წარმოებულია VERO უჯრედებში

ბ რაოდენობა გაზომილია ELISA ტესტის მიხედვით საერთაშორისო სტანდარტზე დაყრდნობით.

სხვა ინგრედიენტებია:

ფხვნილი: მალტოზა, 20% ადამიანის ალბუმინის ხსნარი, Basal Medium Eagle (მინერალური მარილების ნარევი, კალიუმის ჩათვლით, ვიტამინები, დექსტროზა და ამინომჟავები, L-ფენილალანინის ჩათვლით), საინექციო წყალი, მარილმჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

გამხსნელი: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

შეიძლება შეიცავდეს პოლიმიქსინი B-ს, სტრეპტომიცინის და ნეომიცინის უმნიშვნელო რაოდენობას, რომლებიც გამოიყენება წარმოების პროცესში; იხილეთ „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.

ვერორაბის, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში, აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ვერორაბი არის ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად (ფხვნილი ფლაკონში + 0.5მლ გამხსნელი წინასწარ ავსებულ შპრიცში -კოლოფში 1 ან 10).

შენახვის პირობები

მოცემული მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მოცემული მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს (EXP) შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ მაცივარში (2°C -8°C). არ გაყინოთ.

შეინახეთ ორიგინალ გარე შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.

განზავების შემდეგ ვაქცინა დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

მედიკამენტები არ უნდა განადგურდეს ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო მედიკამენტების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა, ათქ კოდი: J07BG01.

ვერორაბი ნაჩვენებია ცოფის ექსპოზიციამდე და ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

ვერორაბი უნდა იქნას გამოყენებული ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

ცოფის ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს უნდა შესთავაზონ ექსპოზიციამდე პროფილაქტიკა.

ყველა, ვინც იმყოფება მუდმივი რისკის ქვეშ, როგორიცაა ცოფის ვირუსთან მომუშავე დიაგნოსტიკური, კვლევითი ან საწარმოო ლაბორატორიების პერსონალი, უნდა იყოს ვაქცინირებული.

ვაქცინაცია ასევე რეკომენდებულია შემდეგი კატეგორიებისთვის:

ქიროპტეროლოგები და ის პირები, რომლებიც რეგულარულად განიცდიან ღამურების ცოფის ვირუსის ზემოქმედებას.

ზემოქმედების ქვეშ მყოფი პროფესიონალები (ვეტერინარული პერსონალი, ლაბორატორიის პერსონალი, რომელიც იყენებს დაბინძურებულ ან სავარაუდოდ დაბინძურებულ აღჭურვილობას, სასაკლაოს ყასბები, ცხოველთა თავშესაფრების პერსონალი, ნატურალისტები, ტაქსიდერმისტები, მეცხოველეები, მეტყევეები, სასაკლაოს პერსონალი).

მოზრდილები და ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ ენზოოტურ ადგილებში.

  • რა უნდა იცოდეთ ვერორაბის, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში, გამოყენებამდე

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

დანართი IIIB

შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისათვის

სამკურნალო საშუალების დასახელება

ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა, ინაქტივირებული

ტექსტი ჩარჩოში

თქვენი ან თქვენი ბავშვის ვაქცინაციამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

მოცემული სამკურნალო საშუალება დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ ან თქვენს ბავშვს. არ გადასცეთ ის სხვებს.

თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც ჩანართში ჩამოთვლილი არ არის. იხ პარაგრაფი 4.

მოცემული ინსტრუქციის შინაარსი

  • რა არის ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში, და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ვერორაბის, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში, გამოყენებამდე
  • როგორ გამოიყენება ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • როგორ ინახება ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა, ათქ კოდი: J07BG01.

ვერორაბი ნაჩვენებია ცოფის ექსპოზიციამდე და ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

ვერორაბი უნდა იქნას გამოყენებული ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

ცოფის ვირუსით დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე სუბიექტებს უნდა შესთავაზონ ექსპოზიციამდე პროფილაქტიკა.

ყველა, ვინც იმყოფება მუდმივი რისკის ქვეშ, როგორიცაა ცოფის ვირუსთან მომუშავე დიაგნოსტიკური, კვლევითი ან საწარმოო ლაბორატორიების პერსონალი, უნდა იყოს ვაქცინირებული.

ვაქცინაცია ასევე რეკომენდებულია შემდეგი კატეგორიებისთვის:

ქიროპტეროლოგები და ის პირები, რომლებიც რეგულარულად განიცდიან ღამურების ცოფის ვირუსის ზემოქმედებას.

ზემოქმედების ქვეშ მყოფი პროფესიონალები (ვეტერინარული პერსონალი, ლაბორატორიის პერსონალი, რომელიც იყენებს დაბინძურებულ ან სავარაუდოდ დაბინძურებულ აღჭურვილობას, სასაკლაოს ყასბები, ცხოველთა თავშესაფრების პერსონალი, ნატურალისტები, ტაქსიდერმისტები, მეცხოველეები, მეტყევეები, სასაკლაოს პერსონალი).

მოზრდილები და ბავშვები, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ ენზოოტურ ადგილებში.

  • რა უნდა იცოდეთ ვერორაბის, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში, გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში:

ექსპოზიციამდელი პროფილაქტიკა:

თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი ხართ ალერგიული აქტიური ნივთიერების ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია პარაგრაფში 6.

თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს განუვითარდა ალერგიული რეაქცია ამ პრეპარატის ან იგივე შემადგენლობის ნებისმიერი ვაქცინის წინა ინექციის დროს.

თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს გაქვთ სიცხე ან მწვავე დაავადება (ამ შემთხვევაში უმჯობესია ვაქცინაციის გადადება).

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა:

ცოფის ინფექციის გარდაუვალი ფატალურობის პირობებში, არ არსებობს პოსტექსპოზიციური ვაქცინაციის უკუჩვენება.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

როგორც ყველა ვაქცინამ, ვერორაბმაც შეიძლება ვერ დაიცვას აცრილი პირების 100%.

ვერორაბის მიღება არ უნდა მოხდეს ინტრავასკულურად; დარწმუნდით, რომ ნემსი არ გადის სისხლძარღვში.

სიფრთხილით გამოიყენეთ, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი ხართ ალერგიული პოლიმიქსინი B-ს, სტრეპტომიცინის ან ნეომიცინის (არსებობს ვაქცინაში უმნიშვნელო რაოდენობით) ან იგივე ჯგუფის ნებისმიერი ანტიბიოტიკის მიმართ.

როგორც ყველა საინექციო ვაქცინის შემთხვევაში, რეკომენდებულია შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა და მეთვალყურეობა, რაც გამოიყენება ვაქცინაციის შემდეგ იშვიათი ანაფილაქსიური რეაქციისას.

სეროლოგიური ტესტების (პირებში სეროკონვერსიის შეფასება) აუცილებლობა უნდა განისაზღვროს ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

როდესაც ვაქცინა გამოიყენება იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ დაქვეითებული იმუნიტეტი (იმუნოდეფიციტი) იმუნოსუპრესიული დაავადების ან მიმდინარე იმუნოსუპრესიული თერაპიის გამო, ვაქცინაციიდან 2-4 კვირაში უნდა ჩატარდეს სისხლის ანალიზი იმის დასადასტურებლად, რომ განვითარდა იმუნური პასუხი, რომელიც მიუთითებს დაცვაზე. ექსპოზიციის შემდგომ ვაქცინაციის შემთხვევაში უნდა იქნას შეყვანილი ვაქცინის ყველა დოზა. ცოფის იმუნოგლობულინები ასევე უნდა იქნას გამოყენებული ვაქცინასთან ერთად ნებისმიერი II და III კატეგორიის ექსპოზიციის შემთხვევაში; იხ. “3. როგორ გამოიყენება ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში“.

ვერორაბი სიფრთხილით უნდა გამოიყენონ სუბიექტებში თრომბოციტების დაქვეითებული დონით (თრომბოციტოპენია) ან სისხლის შედედების დარღვევებით, სისხლდენის რისკის გამო, რომელიც შეიძლება გაჩნდეს ინტრამუსკულური ინექციისას.

ვერორაბის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

ბავშვები და მოზარდები

არ არის შესაბამისი.

სხვა მედიკამენტები და ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში

იმუნოსუპრესიულმა მკურნალობამ, მათ შორის ხანგრძლივმა სისტემურმა კორტიკოსტეროიდულმა თერაპიამ, შეიძლება ხელი შეუშალოს ანტისხეულების წარმოებას და გამოიწვიოს ვაქცინაციის წარუმატებლობა. ამიტომ, რეკომენდებულია სეროლოგიური ტესტის ჩატარება ვაქცინაციიდან 2-4 კვირაში; იხილეთ “გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.

ვერორაბი შეიძლება დაინიშნოს Vi პოლისაქარიდული ტიფის ვაქცინასთან ერთად იმავე ვაქცინაციის ვიზიტის დროს, ინექციის ორი განსხვავებული ადგილის გამოყენებით.

ცოფის იმუნოგლობულინები ან ნებისმიერი სხვა პროდუქტი და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა არ უნდა იყოს კომბინირებული ერთსა და იმავე შპრიცში ან შეყვანილი ერთსა და იმავე ადგილას.

იმის გათვალისწინებით, რომ ცოფის იმუნოგლობულინები ხელს უშლის ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე იმუნური პასუხის განვითარებას, მკაცრად უნდა იყოს დაცული რეკომენდაციები ცოფის იმუნოგლობულინების მიღების შესახებ.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ან თქვენი ბავშვი იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.

ვერორაბის, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში, მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ არის შესაბამისი.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ორსულობა

ცხოველებზე ჩატარებულმა ტოქსიკურობის ერთმა კვლევამ რეპროდუქციასა და განვითარებაზე, რომელთაც ჩაუტარდა სხვა ინაქტივირებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა, წარმოებული VERO უჯრედებში, არ გამოავლინა რაიმე მავნე ზეგავლენა ქალის ფერტილობაზე და პრე- და პოსტნატალურ განვითარებაზე.

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინების კლინიკურმა გამოყენებამ (ინაქტივირებული „WISTAR ცოფის PM/WI38 1503-3M შტამი“) ორსულობის შეზღუდული რაოდენობის დროს დღემდე არ გამოავლინა რაიმე მალფორმაციული ან ფეტოტოქსიკური ეფექტი.

ექსპოზიციამდე პროფილაქტიკა

დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით, დაბინძურების მაღალი რისკის შემთხვევაში, ვაქცინაცია უნდა ჩატარდეს ორსულობის დროს, ვაქცინაციის ჩვეული გრაფიკის დაცვით.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა

დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით, ორსულობა არ არის უკუჩვენება.

ძუძუთი კვება

ამ ვაქცინის გამოყენება შესაძლებელია ძუძუთი კვების პერიოდში.

ფერტილობა

ვერორაბი არ არის შეფასებული ფერტილობის კვლევებში.

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ მედიკამენტის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ავტომობილის მართვა და მექანიზმების გამოყენება

ხშირად აღწერილია ვაქცინაციის შემდგომი თავბრუსხვევა. აღნიშნულმა შეიძლება დროებით იმოქმედოს ავტომობილის მართვის ან მექანიზმების გამოყენების უნარზე.

ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში, შეიცავს ფენილალანინს, კალიუმს და ნატრიუმს

ვერორაბი შეიცავს 4.1 მიკროგრამ ფენილალანინს ყოველ 0.5 მლ დოზაზე, რაც არის 0.068 მიკროგრამი/კგ-ს ეკვივალენტური 60 კგ წონის ადამიანზე. ფენილალანინი შეიძლება საზიანო იყოს ფენილკეტონურიის (PKU) მქონე ადამიანებისთვის, რაც წარმოადგენს იშვიათ გენეტიკურ დაავადებას, რომლის დროსაც ფენილალანინი გროვდება, რადგან ორგანიზმს არ შეუძლია მისი სათანადოდ გამოყოფა.

ვერორაბი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ კალიუმს (39 მგ) და 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო დოზაზე, ანუ არსებითად არ შეიცავს კალიუმსა და ნატრიუმს.

  • როგორ გამოიყენება ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში

მოცემული მედიკამენტი ყოველთვის გამოიყენეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტად დაცვით. ნებისმიერი საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ინტრამუსკულარული გამოყენება (ი/მ): რეკომენდებული დოზაა 0.5 მლ განზავებული ვაქცინა.

ინტრადერმალური გამოყენება (ი/დ): რეკომენდებული დოზაა 0.1 მლ განზავებული ვაქცინა ინექციის ერთ ადგილზე.

ექსპოზიციამდე პროფილაქტიკა:

ექსპოზიციამდე იმუნიზაციისთვის იმუნოკომპეტენტურ პირებში ვაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს ცხრილში 1 წარმოდგენილი ვაქცინაციის სქემებიდან ერთ-ერთის მიხედვით და ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

ცხრილი 1: ექსპოზიციამდე ვაქცინაციის სქემები

დღე 0

დღე 7

დღე 21 ან 28

ინტრამუსკულარული გამოყენება (0.5 მლ ერთ დოზაზე)

ჩვეულებრივი რეჟიმი

ი/მ გამოყენება - 0.5 მლ

1 დოზა

1 დოზა

1 დოზა

1 კვირიანი რეჟიმი (ა)

ი/მ გამოყენება - 0.5 მლ

1 დოზა

1 დოზა

ინტრადერმალური გამოყენება (0.1 მლ ერთ დოზაზე)

1 კვირიანი რეჟიმი (ა)

ი/დ გამოყენება - 0.1 მლ

2 დოზა(ბ)

2 დოზა(ბ)

(ა) ეს რეჟიმი არ გამოიყენება დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში (იხ. პარაგრაფი “დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები“)

(ბ) ერთი ინექცია ორივე ბარძაყის კუნთის ანტეროლატერალურ მიდამოში (ჩვილები და მცირე ასაკის ბავშვები) ან ორივე მკლავში (ბავშვები და მოზრდილები).

ბუსტერული დოზები განისაზღვრება ექსპოზიციის რისკისა და სეროლოგიური ტესტების საფუძველზე, ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა მოიცავს ჭრილობის ადგილობრივ არა-სპეციფიკურ მკურნალობას, ვაქცინაციას და, საჭიროების შემთხვევაში, პასიურ იმუნიზაციას ცოფის იმუნოგლობულინებით.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა უნდა დაიწყოს ცოფის საეჭვო ზემოქმედებიდან რაც შეიძლება მალე. ყველა შემთხვევაში, ჭრილობის სათანადო დამუშავება (ყველა ნაკბენისა და ნაკაწრის საგულდაგულოდ დაბანა საპნით ან სარეცხი საშუალებით და დიდი რაოდენობით წყლით და/ან ვირუციდული საშუალებებით) უნდა ჩატარდეს ექსპოზიციის შემდეგ დაუყოვნებლივ ან რაც შეიძლება მალე. ის უნდა ჩატარდეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის ან ცოფის იმუნოგლობულინების შეყვანამდე, როდესაც ნაჩვენებია. ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს ექსპოზიციის კატეგორიას, ცხოველის მდგომარეობას (იხილეთ ცხრილი 3) და პაციენტის ვაქცინაციის სტატუსს, ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად (იხილეთ ცხრილი 3, ჯანმო-ს რეკომენდაციები).

საჭიროების შემთხვევაში, ექსპოზიციის შემდგომ პროფილაქტიკას შეიძლება დაემატოს ტეტანუსის პროფილაქტიკა და ანტიბიოტიკოთერაპია ცოფის გარდა სხვა ინფექციების განვითარების თავიდან ასაცილებლად.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა უნდა ჩატარდეს ექსპოზიციის შემდეგ რაც შეიძლება სწრაფად, ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ და მხოლოდ ცოფის იმუნიზაციის ცენტრში.

ცხრილი 2: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინსტრუქცია ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკისთვის, ექსპოზიციის სიმძიმის მიხედვით (უნდა ადაპტირდეს ადგილობრივი ოფიციალური რეკომენდაციების მიხედვით).

ექსპოზიციის კატეგორია

შინაურ ან გარეულ ცხოველზე ზემოქმედების ტიპი, რომელიც საეჭვო ან დადასტურებულია, რომ ცოფიანია, ან მიუწვდომელია ტესტირებისთვის

რეკომენდებულია ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა

I

ცხოველების შეხება ან კვება.

დაუზიანებელი კანის ალოკვა (ექსპოზიცია არ არის)

არცერთი სარწმუნო შემთხვევა არ არსებობს (ა)

II

დაუფარავი კანის დაკაწვრა.

მცირე ნაკაწრები ან აბრაზიები სისხლდენის გარეშე (ექსპოზიცია)

საჭიროა სასწრაფო ვაქცინაცია.

შეწყვიტეთ მკურნალობა, თუ ცხოველი ჯანმრთელია 10-დღიანი დაკვირვების პერიოდის(ბ) შემდეგ ან თუ შესაბამისი ლაბორატორიული მეთოდებით ჩატარებული ცოფის ტესტი უარყოფითია.

ღამურის ექსპოზიციის შემთხვევაში განიხილება III კატეგორიის მკურნალობა.

III

ერთჯერადი ან მრავლობითი ტრანსდერმული ნაკბენები(გ) ან ნაკაწრები, დაზიანებული კანის ალოკვა ან ლორწოვანი გარსების ნერწყვით დაბინძურება (ალოკვა), ღამურების ზემოქმედება (მძიმე ექსპოზიცია).

დაუყოვნებლივ შეიყვანეთ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა და ცოფის იმუნოგლობულინი, სასურველია რაც შეიძლება მალე ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის დაწყების შემდეგ.

ცოფის იმუნოგლობულინების შეყვანა შესაძლებელია ვაქცინის პირველი დოზის მიღებიდან 7 დღემდე პერიოდში.

შეწყვიტეთ მკურნალობა, თუ ცხოველი ჯანმრთელია 10-დღიანი დაკვირვების პერიოდის(ბ) შემდეგ ან თუ შესაბამისი ლაბორატორიული მეთოდებით ჩატარებული ცოფის ტესტი უარყოფითია.

(ა) თუ ცხოველი არის აშკარად ჯანმრთელი ძაღლი ან კატა, რომელიც ცხოვრობს დაბალი რისკის ზონაში და იმყოფება ვეტერინარული დაკვირვების ქვეშ, მკურნალობა შეიძლება გადაიდოს (იხილეთ ცხრილი 3).

(ბ) დაკვირვების ეს პერიოდი ეხება მხოლოდ კატებსა და ძაღლებს. გადაშენების პირას მყოფი ან საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების გარდა, შინაურ ცხოველებსა და გარეულ ცხოველებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს ცოფი, უნდა გაუკეთდეს ევთანაზია, და მათი ქსოვილები უნდა გამოიკვლიონ შესაბამისი ლაბორატორიული მეთოდების გამოყენებით (იხილეთ ცხრილი 3).

(გ) ნაკბენები, განსაკუთრებით თავზე, კისერზე, სახეზე, ხელებსა და სასქესო ორგანოებზე, კლასიფიცირდება, როგორც III კატეგორიის ექსპოზიცია სხეულის ამ ნაწილების ინტენსიური ინერვაციის გამო.

ცხრილი 3: მოქმედებათა თანმიმდევრობა ექსპოზიციის შემდეგ ცხოველის მდგომარეობიდან გამომდინარე (ჯანმო-ს რეკომენდაციები ადაპტირებული უნდა იქნას ადგილობრივი რეკომენდაციების მიხედვით)

გარემოებები

ქმედებათა თანმიმდევრობა შემდეგთან დაკავშირებით:

კომენტარები

ცხოველი

პაციენტი

ცხოველი მიუწვდომელია

საეჭვო ან არასაეჭვო გარემოებები

უნდა იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ ცოფის მკურნალობის ცენტრში.

მკურნალობა(ბ) ყოველთვის უნდა დასრულდეს.

მკვდარი ცხოველი

საეჭვო ან არასაეჭვო გარემოებები

ტვინი უნდა გაიგზავნოს ანალიზისათვის დამტკიცებულ ლაბორატორიაში.

უნდა იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ ცოფის მკურნალობის ცენტრში.

მკურნალობა(ბ) უნდა შეწყდეს, თუ ტესტები უარყოფითია, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს.

ცოცხალი ცხოველი არასაეჭვო გარემოებები

მოათავსეთ ვეტერინარული მეთვალყურეობის ქვეშ(ა).

გადადეთ ცოფის მკურნალობა.

მკურნალობა(ბ) უნდა გაგრძელდეს ცხოველზე ვეტერინარული მეთვალყურეობის შედეგების მიხედვით.

ცოცხალი ცხოველი

საეჭვო გარემოებები

მოათავსეთ ვეტერინარული მეთვალყურეობის ქვეშ (ა).

უნდა იქნას გადაყვანილი სამკურნალოდ ცოფის მკურნალობის ცენტრში.

მკურნალობა(ბ) უნდა შეწყდეს, თუ ვეტერინარული მეთვალყურეობა გააბათილებს თავდაპირველ ეჭვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა გაგრძელდეს.

(ა) საფრანგეთში ვეტერინარული ზედამხედველობა მოიცავს 3 ცნობას, რომლებიც შედგენილია 0, მე-7 და მე-14 დღეს და რომლებიც ადასტურებს ცოფის ნიშნების არარსებობას. ჯანმო-ს რეკომენდაციების მიხედვით, ძაღლებისა და კატებისთვის ვეტერინარული მეთვალყურეობის ქვეშ დაკვირვების მინიმალური პერიოდი 10 დღეა.

(ბ) მკურნალობა რეკომენდებულია ჭრილობის სერიოზულობის მიხედვით: იხილეთ ცხრილი 2.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა არაიმუნიზირებულ პირებში

არაიმუნიზირებულ პირებში ვაქცინაცია შეიძლება ჩატარდეს ვაქცინაციის ერთ-ერთი რეჟიმით ინტრამუსკულარული (ი/მ) ან ინტრადერმალური (ი/დ) გზით, ცხრილი 4-ის მიხედვით.

ყველა შემთხვევაში იხელმძღვანელეთ ადგილობრივი ოფიციალური რეკომენდაციებით.

ცხრილი 4: არაიმუნიზირებული პირების ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა

დღე 0

დღე 3

დღე 7

დღე 14

დღე 21

დღე 28

ინტრამუსკულარული გამოყენება (0.5 მლ ერთ დოზაზე)

ი/მ ესსენის პროტოკოლი

ი/მ გამოყენება - 0.5 მლ/დოზა

1 დოზა

1 დოზა

1 დოზა

1 დოზა

1 დოზა

ი/მ ზაგრების პროტოკოლი

ი/მ გამოყენება - 0.5 მლ/დოზა

2 დოზა(ა)

-

1 დოზა

-

1 დოზა

-

ინტრადერმალური გამოყენება (0.1 მლ ერთ დოზაზე)

ტაილანდის ახალი წითელი ჯვრის ი/დ რეჟიმი

ი/დ გამოყენება - 0.1 მლ/დოზა

2 დოზა(ბ)

2 დოზა(ბ)

2 დოზა(ბ)

-

-

2 დოზა(ბ)

კამბოჯას პასტერის ინსტიტუტის ი/დ რეჟიმი

ი/დ გამოყენება - 0.1 მლ/დოზა

2 დოზა(ბ)

2 დოზა(ბ)

2 დოზა(ბ)

-

-

-

4 ადგილი 1 კვირიანი ი/დ რეჟიმი

ი/დ გამოყენება - 0.1 მლ/დოზა

4 დოზა(გ)

4 დოზა(გ)

4 დოზა(გ)

-

-

-

(ა) ერთი ი/მ ინექცია ორივე ბარძაყის კუნთის ანტეროლატერალურ მიდამოში (ჩვილები და მცირე ასაკის ბავშვები) ან ორივე დელტისებრ კუნთში (უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში).

(ბ) ინექცია კეთდება 2 დამოუკიდებელ მიდამოში, თუ შესაძლებელია, საწინააღმდეგო მხარეს.

(გ) ინექცია კეთდება 4 დამოუკიდებელ მიდამოში.

რომელი რეჟიმიც არ უნდა იყოს გამოყენებული, ვაქცინაცია არ უნდა შეწყდეს იმ შემთხვევაში, თუ ვეტერინარული მეთვალყურეობის შემდეგ არ გამოცხადდება, რომ კონტაქტურ ცხოველს არ აქვს ცოფი (იხილეთ ცხრილი 2).

ცოფის იმუნოგლობულინები უნდა იქნას გამოყენებული III კატეგორიის ნებისმიერი ექსპოზიციის შემთხვევაში (ჯანმო-ს კლასიფიკაცია, იხილეთ ცხრილი 2). თუ შესაძლებელია, ვაქცინა უნდა იქნას გამოყენებული იმუნოგლობულინის შეყვანის მიდამოების საწინააღმდეგო მხარეს.

იხილეთ გამოყენებული ცოფის იმუნოგლობულინების შეფუთვის ჩანართი.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა უკვე იმუნიზირებულ პირებში

ოფიციალური რეკომენდაციების შესაბამისად, ეს ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც უკვე ჩაუტარდათ ექსპოზიციამდე პროფილაქტიკა ან ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა, ან რომლებსაც შეუწყდათ ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა უჯრედულ კულტურაში მომზადებული ვაქცინის მინიმუმ ორი დოზის გაკეთების შემდეგ.

უკვე იმუნიზირებულ პირებს უნდა გაუკეთდეთ ვაქცინის 1 დოზა (0.5 მლ ინტრამუსკულარული გზით) 0 დღეს და 1 დოზა - მე-3 დღეს.

ალტერნატივის სახით შეიძლება გაკეთდეს 0.1 მლ დოზით 4 ინტრადერმალური ინექცია 4 დამოუკიდებელ მიდამოში 0 დღეს.

ცოფის იმუნოგლობულინები ამ შემთხვევაში ნაჩვენები არ არის.

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირები

ექსპოზიციამდე პროფილაქტიკა

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში უნდა იქნას გამოყენებული სტანდარტული სამდოზიანი რეჟიმები (იხ. ცხრილი 1) და ჩატარდეს სეროლოგიური ტესტი გამანეიტრალებელ ანტისხეულებზე ვაქცინის ბოლო დოზიდან 2-დან 4 კვირამდე პერიოდში ვაქცინის შესაძლო დამატებითი დოზის საჭიროების შესაფასებლად.

ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკა

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე პირებში, უნდა ჩატარდეს ვაქცინაცია სრული რეჟიმით (იხ. ცხრილი 4). ცოფის იმუნოგლობულინები უნდა იქნას გამოყენებული ვაქცინასთან ერთად ნებისმიერი II და III კატეგორიის ექსპოზიციის შემთხვევაში (იხილეთ ცხრილი 1).

გამოყენება ბავშვებში

ბავშვს უნდა გაუკეთდეს იგივე დოზა, როგორც მოზრდილს (0.5 მლ ინტრამუსკულარული გზით ან 0.1 მლ ინტრადერმალური გზით).

გამოყენების მეთოდი

ინტრამუსკულარული გამოყენება (ი/მ)

ვაქცინა შეიყვანება ბარძაყის კუნთის ანტეროლატერალურ მიდამოში ჩვილებსა და მცირე ასაკის ბავშვები და დელტისებრ კუნთში უფროსი ასაკის ბავშვებსა და მოზრდილებში.

ზაგრების რეჟიმის გამოყენების შემთხვევაში ერთი დოზა უნდა იქნას შეყვანილი თითოეულ დელტისებრ კუნთში (მარცხენა და მარჯვენა) მოზრდილებში 0 დღეს, შემდეგ ერთი დოზა მე-7 და 21-ე დღეს.

ინტრადერმალური გამოყენება (ი/დ)

ვაქცინის შეყვანა სასურველია მხრის ან მკლავის არეში.

ინექციის გაკეთება არ შეიძლება დუნდულების მიდამოში.

ინექციის გაკეთება არ შეიძლება ინტრავასკულარული მეთოდით.

თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა მიიღეთ საჭიროზე მეტი ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში

არ არის შესაბამისი.

თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს დაგავიწყდათ ვერორაბის, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში, დოზის მიღება

არ არის შესაბამისი.

თუ თქვენ ან თქვენმა ბავშვმა შეწყვიტეთ ვერორაბის, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში, გამოყენება

არ არის შესაბამისი.

მოცემული მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით ნებისმიერი კითხვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებამ, ამ მედიკამენტმაც შეიძლება გამოწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის ყველას არ უვითარდება.

სერიოზული ალერგიული რეაქციები:

ყოველთვის შეიძლება განვითარდეს მძიმე ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები), თუმცა ძალიან იშვიათად. თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღენიშნება ანაფილაქსიური რეაქცია, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ჯანდაცვის სპეციალისტს, ან მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას.

თუ განვითარდა, ანაფილაქსიური რეაქციის ნიშნებსა და სიმპტომებს ადგილი აქვს ინექციიდან ძალიან მალე და შეიძლება ითვალისწინებდეს გამონაყარს, ქავილს, სუნთქვის გაძნელებას, ქოშინს და სახის, ტუჩების, ყელის ან ენის შეშუპებას.

სხვა გვერდითი მოქმედება

უმრავლესი გვერდითი მოქმედება ვითარდება ვაქცინაციიდან 3 დღის განმავლობაში. რეაქციების უმეტესობა ხშირად სპონტანურად გაქრა მათი დაწყებიდან 1-3 დღის განმავლობაში. ისინი რეგისტრირებულია შემდეგი სიხშირით:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს

ზოგადად შეუძლოდ ყოფნა,

თავის ტკივილი (ცეფალგია),

კუნთების ტკივილი (მიალგია),

ტკივილი ინექციის ადგილზე,

სიწითლე (ერითემა) ინექციის ადგილზე,

შეშუპება ინექციის ადგილზე,

მხოლოდ ბავშვებში: გაღიზიანებადობა, ხანგრძლივი ტირილი და ძილიანობა.

ხშირი: შეიძლება აღენიშნოს 10-დან 1 ადამიანს

ცხელება,

ლიმფური კვანძების ზომის გაზრდა (ლიმფადენოპათია),

ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი,

გრიპის მსგავსი სინდრომი,

ქავილი ინექციის ადგილზე,

სიმკვრივე ინექციის ადგილზე,

მხოლოდ ბავშვებში: ძილის დარღვევა.

არახშირი: შეიძლება აღენიშნოს 100-დან 1 ადამიანს

მადის დაქვეითება,

გულისრევა,

კუჭის ტკივილი (მუცლის ტკივილი),

დიარეა,

ღებინება,

კანკალი,

დაღლილობა, უჩვეულო სისუსტე (ასთენია),

თავბრუსხვევა,

სახსრების ტკივილი (ართრალგია),

სისხლჩაქცევა ინექციის ადგილზე (ეკქიმოზი).

იშვიათი: შეიძლება აღენიშნოს 1000-დან 1 ადამიანს

სუნთქვის გაძნელება.

უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასებას არ ექვემდებარება

სახის, ტუჩების, პირის, ენის ან ყელის შეშუპება, რაც შეიძლება იწვევდეს ყლაპვის ან სუნთქვის გაძნელებას,

სმენის მოულოდნელად დაკარგვა/დაქვეითება.

შეტყობინება გვერდითი მოქმედების შესახებ

თუ თქვენ ან თქვენს ბავშვს აღგენიშნებათ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც ამ ჩანართში ჩამოთვლილი არ არის. გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინების გაგზავნა შეგიძლიათ პირდაპირ შეტყობინებათა ეროვნული სისტემის საშუალებით: წამლისა და ჯანდაცვის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო - ANSM)“ (Agence Nationale de sécurité du médicament et des produits de santé - ANSM) და რეგიონული ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრების ქსელი (Réseau des Centres Régionaux de Pharmacovigilance) - ვებ-გვერდი: www.signalement-sante.gouv.fr

გვერდითი მოქმედების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ დახმარება ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებაში.

  • როგორ ინახება ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში

მოცემული მედიკამენტი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ მოცემული მედიკამენტი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე წარწერა “ვარგისია“-ს (EXP) შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

შეინახეთ მაცივარში (2°C -8°C). არ გაყინოთ.

შეინახეთ ორიგინალ გარე შეფუთვაში, სინათლისგან დაცულ ადგილას.

განზავების შემდეგ ვაქცინა დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოყენებული.

მედიკამენტები არ უნდა განადგურდეს ნარჩენ წყალთან ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო მედიკამენტების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ვერორაბი, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში

აქტიური ნივთიერებაა:

  • 5 მლ გამხსნელთან განზავების შემდეგ, 1 ფლაკონი შეიცავს შემდეგს:

ცოფის ვირუსია, WISTAR ცოფის PM/WI38 1503-3M შტამი (ინაქტივირებული) ........ 3.25 სებ

ა წარმოებულია VERO უჯრედებში

ბ რაოდენობა გაზომილია ELISA ტესტის მიხედვით საერთაშორისო სტანდარტზე დაყრდნობით.

სხვა ინგრედიენტებია:

ფხვნილი: მალტოზა, 20% ადამიანის ალბუმინის ხსნარი, Basal Medium Eagle (მინერალური მარილების ნარევი, კალიუმის ჩათვლით, ვიტამინები, დექსტროზა და ამინომჟავები, L-ფენილალანინის ჩათვლით), საინექციო წყალი, მარილმჟავა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი.

გამხსნელი: ნატრიუმის ქლორიდი, საინექციო წყალი.

შეიძლება შეიცავდეს პოლიმიქსინი B-ს, სტრეპტომიცინის და ნეომიცინის უმნიშვნელო რაოდენობას, რომლებიც გამოიყენება წარმოების პროცესში; იხილეთ „გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები“.

ვერორაბის, ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად წინასწარ შევსებულ შპრიცში, აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

ვერორაბი არის ფხვნილი და გამხსნელი საინექციო სუსპენზიის მოსამზადებლად (ფხვნილი ფლაკონში + 0.5მლ გამხსნელი წინასწარ ავსებულ შპრიცში -კოლოფში 1 ან 10).

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

სანოფი პასტერ

14 ესპეის ჰენრი ვალე

69007 ლიონი

დისტრიბუტორი

არ არის გაცხადებული

მწარმოებელი

სანოფი პასტერ

1541 AVENUE MARCEL MERIEUX

69280 MARCY L’ETOILE

ან

სანოფი პასტერ

PARC INDUSTRIEL D’INCARVILLE

27100 ვალ-დე-როი

ან

სანოფი-ავენტის ზრტ

IMMEUBLE DC5

CAMPONA UTCA 1.

1225, ბუდაპეშტი - უნგრეთი

სამკურნალო საშუალების დასახელება ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ-სახელმწიფოებში

არ არის შესაბამისი

მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი:

[ივსება მოგვიანებით მფლობელის მიერ]

სხვა

ამ სამკურნალო საშუალების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ANSM-ის (საფრანგეთი) ვებ-გვერდზე.

შემდეგი ინფორმაცია განკუთვნილია მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალებისთვის:

საჭიროა ინექციის სქემის რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა.

ვაქცინის მომზადებისთვის:

მოხსენით თავსახური ლიოფილიზებული ფხვნილის ფლაკონს.

ჩახრახნეთ დგუშის ღერძი შპრიცში, თუ ის ცალკეა მოწოდებული.

შეიყვანეთ გამხსნელი ლიოფილიზებული ფხვნილის ფლაკონში.

ფრთხილად შეანჯღრიეთ ფლაკონი ფხვნილის ერთგვაროვანი სუსპენზიის მიღებამდე.

განზავებული ვაქცინა უნდა იყოს გამჭვირვალე, ერთგვაროვანი და ნაწილაკების გარეშე.

ამოიღეთ და გადააგდეთ შპრიცი, რომელიც იქნა გამოყენებული ვაქცინის განსაზავებლად.

გამოიყენეთ ახალი შპრიცი ახალი ნემსით განზავებული ვაქცინის ამოსაღებად.

შეცვალეთ ვაქცინის ამოსაღებად გამოყენებული ნემსი ახალი ნემსით ინტრამუსკულარული ან ინტრადერმული ინექციისთვის.

ვაქცინის შეყვანისთვის გამოყენებული ნემსის სიგრძე უნდა იყოს ადაპტირებული პაციენტის მიმართ.

თუ ვერორაბი შეიყვანება ინტრამუსკულარულად, ვაქცინა უნდა იქნას გამოყენებული განზავებისთანავე.

თუ ვერორაბი შეიყვანება ინტრადერმალურად, ვაქცინის გამოყენება შეიძლება განზავებიდან 6 საათის განმავლობაში არაუმეტეს 25˚C ტემპერატურაზე შენახვის და სინათლისგან დაცვის პირობით. ასეპტიკის ტექნიკის დაცვით 0.5 მლ გამხსნელში განზავების შემდეგ ფლაკონიდან უნდა ამოიღოთ ვაქცინის დოზა 0.1 მლ. დარჩენილი დოზის გამოყენება შეიძლება სხვა პაციენტისთვის. ფლაკონიდან დოზის ყოველი ამოღების წინ ფრთხილად შეანჯღრიერთ ერთგვარი სუსპენზიის მისაღებად. ჯვარედინი ინფექციის თავიდან აცილების მიზნით თითოეულ პაციენტისთვის ვაქცინის ამოსაღებად გამოიყენეთ ახალი სტერილური ნემსი და ახალი სტერილური შპრიცი. გამოუყენებელი განზავებული ვაქცინა უნდა განადგურდეს 6 საათის შემდეგ.

ნებისმიერი გამოუყენებელი სამკურნალო საშუალება ან ნარჩენი მასალა უნდა განადგურდეს ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა