პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰელმინთური საშუალებები

ვერმოქსი

VERMOX

რეცეპტით100მგინსტრუქცია ქართულადრუმინეთი
რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ვერმოქსი წარმოადგენს ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებას (სამკურნალო საშუალებას, რომელსაც შეუძლია ორგანიზმიდან გამოდევნოს პარაზიტული ჰელმინთების ერთი ან რამდენიმე სახეობა, როგორებიცაა ენტერობიუსი, ასკარიდა, ტრიქოცეფალუსი, თასმისებური ჭიები), რომელიც ინიშნება ბავშვებსა და მოზრდილებში.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მებენდაზოლი (mebendazole)
ფორმა და შეფუთვა
100მგ ტაბლეტი №6 (1X6)
მწარმოებელი
Gedeon Richter Romania S.A., რუმინეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰელმინთური საშუალებები, ბენზიმიდაზოლის წარმოებულები
ATC კოდი
P02CA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044401
რეგისტრირებულია
27 ნოემბერი 2025, მოქმედებს 27 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Gedeon Richter Plc (უნგრეთი)
განმცხადებელი
ღია სააქციო საზოგადოება ქიმიური ქარხანა „გედეონ რიხტერი“–ს წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავერმოქსი და სხვა წამალი ერთად

ვერმოქსი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ვერმოქსი წარმოადგენს ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებას (სამკურნალო საშუალებას, რომელსაც შეუძლია ორგანიზმიდან გამოდევნოს პარაზიტული ჰელმინთების ერთი ან რამდენიმე სახეობა, როგორებიცაა ენტერობიუსი, ასკარიდა, ტრიქოცეფალუსი, თასმისებური ჭიები), რომელიც ინიშნება ბავშვებსა და მოზრდილებში.

უკუჩვენებები

თუ გაწუხებთ ალერგია მებენდაზოლის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია თავში 6);

დადასტურებული ან შესაძლო ორსულობის დროს.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ვერმოქსის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

ვერმოქსი მიიღეთ მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად და გაიარეთ დანიშნული გამოკვლევა სიმპტომების სრულად ალაგებამდე (მაგალითად, ჩაატარეთ ფეკალიების დანიშნული გამოკვლევა).

მკურნალობის დროს და მისი დასრულების შემდეგ პირადი ჰიგიენის წესების დაცვას გააჩნია პირველხარისხოვანი მნიშვნელობა რეციდივების და ინფექციის სხვა პირებისთვის გადაცემის პრევენციისთვის.

თუ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გამოყენება ბავშვებში

პრეპარატ ვერმოქსის გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის, მკურნალი ექიმის დანიშნულებების შესაბამისი შემთხვევების გარდა.

ტენიოზისა და სტრონგოლიოდოზის დროს ბავშვებშ და მოზარდებში 2წ დან 16წ-მდე ვერმოქსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ალტერნატივა არ არის.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

თუ ცოტა ხნის წინ იღებდით, იღებთ ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა სამკურნალო პრეპარატს, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

სხვა სამკურნალო პრეპარატების (როგორიც არის გულძმარვის სამკურნალოდ გამოსაყენებელი ციმეტიდინი) ერთდროულად მიღებამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს პრეპარატ ვერმოქსის ეფექტურობაზე. ამიტომ ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

მოერიდეთ პრეპარატ ვერმოქსისა და მეტრონიდაზოლის (ზოგიერთი პროტოზოული და ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო პრეპარატი) ერთად გამოყენებას შესაძლო მძიმე გვერდითი ეფექტების გამო.

ვერმოქსი და საკვების/სასმელების მიღება

ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ, მათი მთლიანად ან დანაწევრებული სახით ჩაყლაპვით, მცირეოდენი წყლის მიყოლებით.

მკურნალობის დროს საჭირო არ არის საფაღარათო საშუალებების მიღება ან სპეციალური დიეტის დაცვა.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ორსულად ხართ, ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ვარაუდობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

დადასტურებული ან შესაძლო ორსულობის შემთხვევაში ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ ვერმოქსის მიღება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ექიმის რეკომენდაციით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ვერმოქსი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ვერმოქსი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს) და ნატრიუმს

თუ თქვენმა ექიმმა ადრე აღნიშნა, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მას მიმართეთ რჩევისთვის.

სამკურნალო საშუალება 1 ტაბლეტში შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი ფაქტობრივად არ შეიცავს ნატრიუმს.

  • პრეპარატ ვერმოქსის გამოყენება

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკაცრად ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში კონსულტაციისთვის კიდევ მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი პარაზიტის ტიპის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 3 დღეს არ აღემატება.

საჭიროა ექიმის მიერ დანიშნული დოზის მკაცრად დაცვა და დანიშნული გამოკვლევის გაგრძელება სიმპტომების ალაგებამდე (მაგალითად, ჩატარდეს ფეკალიების დანიშნული კვლევა).

გარკვეული პარაზიტული დაავადებებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის კურსის გამეორება 2 და 4 კვირაში მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ, მათი ჩაყლაპვით ან დაღეჭვით და მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. გადატეხვის ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვის გაადვილებისთვის და ჩაყლაპვის მოხერხებულობისთვის, და არა თანაბარ დოზებად მისი გაყოფისთვის. მკურნალობის დროს საჭირო არ არის საფაღარათო საშუალებების მიღება ან სპეციალური დიეტის დაცვა.

გამოყენება ბავშვებში

პატარა ბავშვებისთვის ტაბლეტის ჩაყლაპვის გასაადვილებლად დაიშვება მისი დანაწევრება.

აუცილებლად დააკვირდით რომ ბავშვმა მიიღოს პრეპარატი.

თუ მიიღეთ პრეპარატ ვერმოქსის დანიშნულზე მეტი დოზა

თუ შემთხვევით საჭიროზე მეტი რაოდენობის ტაბლეტები მიიღეთ, შეიძლება დაგეწყოთ სპასტიკური ტკივილი მუცელში, ღებინება, გულისრევა და დიარეა.

თუ შემთხვევით საჭიროზე მეტი რაოდენობის ტაბლეტები მიიღეთ, ან გამოგივლინდათ ზემოთ აღწერილი სიმპტომები, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა და ფურცელ-ჩანართი.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ვერმოქსის მიღება

გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს და პრეპარატის მიღება განაგრძეთ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ვერმოქსის მიღება

ამ შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის ეფექტის დაქვეითება.

პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

გვერდითი მოვლენები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვლინდება.

რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებას, როგორც წესი, რაიმე არასასურველი სიმპტომების განვითარება არ ახლავს.

მასიური პარაზიტული ინვაზიისას შეიძლება აღინიშნოს მოვლითი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში და დიარეა. იშვიათად (დაახლოებით 1000-დან 1 პაციეტს) კლინიკურ კვლევებში აღინიშნა დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში, მეტეორიზმი, დიარეა და გამონაყარი.

როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების მიღებისას, ასევე პრეპარატ ვერმოქსის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები. ამიტომ, თუ გამოგივლინდათ ქვემოჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი, დაუყოვლებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს:

გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ალერგიული შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება; სახის, ხახის, პირის ღრუს ან ხორხის შეშუპება), სუნთქვის გაძნელება, გულყრის მდგომარეობა.

მძიმე დაავადება კანზე, პირში, თვალებისა და სასქესო ორგანოების მიდამოებში ბუშტუკების წარმოქმნით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

მძიმე დაავადება ბუშტუკების წარმოქმნით (კანის დესკვამაციით სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტის დაზიანებით - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

პრეპარატ ვერმოქსის გამოყენების ფონზე ასევე დარეგისტრირებულია შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი გვერდითი ეფექტები (გვხვდება დაახლოებით 10-დან 1 პაციენტში):

ტკივილი მუცელში

არახშირი გვერდითი ეფექტები (გვხვდება დაახლოებით 100-დან 1 პაციენტში):

ღებინება, გულისრევა

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვითრდება 10 000-დან 1 პაციენტში):

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ზოგჯერ სერიოზული

ტკივილი მუცლის არეში

დიარეა

მძიმე კანისმიერი რეაქციები

გამონაყარი კანზე

ჭინჭრის ციება

ალერგიული შეშუპება

თმის ცვენა

თავბუსხვევა

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები (არსებული მონაცემებით მათი განვითარების სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

ლეიკოციტების გარკვეული სახეობების რაოდენობის შემცირება, რასაც ახლავს ინფექციური დაავადებების სიხშირის გაზრდა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ანთებითი დაზიანება

რეკომენდებულზე მნიშვნელოვნად მაღალი დოზებით პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები:

ლეიკოციტების გარკვეული სახეობების რაოდენობის შემცირება, რასაც ახლავს ინფექციური დაავადებების რისკის გაზრდა

გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით მათი განვითარების სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

თირკმელების ანთებითი დაავადებები

დამატებითი გვერდითი მოვლენა ბავშვებში:

კრუნჩხვები

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

პრეპარატის მიღების ფონზე ნებისმიერი გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შესახებ, გთხოვთ, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ გვერდითი რეაქციების შესახებ, ინფორმაციის შეგროვების ეროვნული სისტემის გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დახმარებას გვიწევთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

შემადგენლობა

პრეპარატი ვერმოქსი შეიცავს

მოქმედი ნივთიერება: 100 მგ მებენდაზოლი თითოეულ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ლაურილსულფატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის საქარინი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

ვერმოქსის გარეგნულობა და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ბრტყელი ტაბლეტები მსუბუქი დამახასიათებელი სუნით, ნაზოლიანი დისკის ფორმის, წარწერით „VERMOX“ ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით მეორე მხარეს.

გადატეხვის ადგილას ტაბლეტი არის თეთრი ფერის.

გადატეხვის ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვის გაადვილებისთვის და ჩაყლაპვის მოხერხებულობისთვის, და არა თანაბარ დოზებად მისი გაყოფისთვის.

შეფუთვა:

6 ტაბლეტი პვქ/ალ ბლისტერში.

1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

ინახება +150С-დან +300С-მდე ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი ვერმოქსი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ შეიძლება პრეპარატის უტილიზაცია კანალიზაციის და გაყვანილობის ცენტრალურ სისტემებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან სად შეიძლება იმ პრეპარატის განადგურება, რომელსაც თქვენ აღარ იყენებთ. ეს ღნისძიებები მიმართულია გარემოს დასაცავად.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების გამოყენების ინსტრუქცია

ვერმოქსი, ტაბლეტები 100 მგ

მებენდაზოლი

პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მთელი ფურცელ-ჩანართი, იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელ-ჩანართი. შეიძლება მისი წაკითხვა კიდევ დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ პირადად თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვა ადამიანებს. მან შეიძლება ავნოს მათ მაშინაც კი, თუ მათი დაავადების სიმპტომები თქვენსას ჰგავს.

პრეპარატის მიღების ფონზე ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, გთხოვთ, აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ფურცელ-ჩანართში. იხ. თავი 4.

ფურცელ-ჩანართის შინაარსი:

რას წარმოადგენს ვერმოქსი, ტაბლეტები 100 მგ (შემდგომში ვერმოქსი), და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ვერმოქსის გამოყენებამდე

პრეპარატ ვერმოქსის გამოყენება

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება პრეპარატი ვერმოქსი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

  • რას წარმოადგენს ვერმოქსი და რისთვის გამოიყენება

პრეპარატი ვერმოქსი წარმოადგენს ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებას (სამკურნალო საშუალებას, რომელსაც შეუძლია ორგანიზმიდან გამოდევნოს პარაზიტული ჰელმინთების ერთი ან რამდენიმე სახეობა, როგორებიცაა ენტერობიუსი, ასკარიდა, ტრიქოცეფალუსი, თასმისებური ჭიები), რომელიც ინიშნება ბავშვებსა და მოზრდილებში.

  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ვერმოქსის გამოყენებამდე

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვერმოქსი

თუ გაწუხებთ ალერგია მებენდაზოლის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (ჩამოთვლილია თავში 6);

დადასტურებული ან შესაძლო ორსულობის დროს.

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ვერმოქსის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

ვერმოქსი მიიღეთ მკაცრად ექიმის დანიშნულების შესაბამისად და გაიარეთ დანიშნული გამოკვლევა სიმპტომების სრულად ალაგებამდე (მაგალითად, ჩაატარეთ ფეკალიების დანიშნული გამოკვლევა).

მკურნალობის დროს და მისი დასრულების შემდეგ პირადი ჰიგიენის წესების დაცვას გააჩნია პირველხარისხოვანი მნიშვნელობა რეციდივების და ინფექციის სხვა პირებისთვის გადაცემის პრევენციისთვის.

თუ გაქვთ რომელიმე შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს.

გამოყენება ბავშვებში

პრეპარატ ვერმოქსის გამოყენება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის, მკურნალი ექიმის დანიშნულებების შესაბამისი შემთხვევების გარდა.

ტენიოზისა და სტრონგოლიოდოზის დროს ბავშვებშ და მოზარდებში 2წ დან 16წ-მდე ვერმოქსის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ალტერნატივა არ არის.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი ვერმოქსი

თუ ცოტა ხნის წინ იღებდით, იღებთ ან მიიღებთ ნებისმიერ სხვა სამკურნალო პრეპარატს, ამის შესახებ აცნობეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

სხვა სამკურნალო პრეპარატების (როგორიც არის გულძმარვის სამკურნალოდ გამოსაყენებელი ციმეტიდინი) ერთდროულად მიღებამ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს პრეპარატ ვერმოქსის ეფექტურობაზე. ამიტომ ასეთ შემთხვევებში საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

მოერიდეთ პრეპარატ ვერმოქსისა და მეტრონიდაზოლის (ზოგიერთი პროტოზოული და ბაქტერიული ინფექციის სამკურნალო პრეპარატი) ერთად გამოყენებას შესაძლო მძიმე გვერდითი ეფექტების გამო.

ვერმოქსი და საკვების/სასმელების მიღება

ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ, მათი მთლიანად ან დანაწევრებული სახით ჩაყლაპვით, მცირეოდენი წყლის მიყოლებით.

მკურნალობის დროს საჭირო არ არის საფაღარათო საშუალებების მიღება ან სპეციალური დიეტის დაცვა.

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი

თუ ორსულად ხართ, ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ვარაუდობთ, რომ შეიძლება ორსულად იყოთ, ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

დადასტურებული ან შესაძლო ორსულობის შემთხვევაში ამ პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. ლაქტაციის პერიოდში პრეპარატ ვერმოქსის მიღება შეიძლება მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, ექიმის რეკომენდაციით.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

ვერმოქსი არ ახდენს ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

ვერმოქსი შეიცავს ლაქტოზას (რძის შაქარს) და ნატრიუმს

თუ თქვენმა ექიმმა ადრე აღნიშნა, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის მიღებამდე მას მიმართეთ რჩევისთვის.

სამკურნალო საშუალება 1 ტაბლეტში შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი ფაქტობრივად არ შეიცავს ნატრიუმს.

  • პრეპარატ ვერმოქსის გამოყენება

პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ მკაცრად ექიმის ან აფთიაქის თანამშრომლის რეკომენდაციების შესაბამისად. რაიმე ეჭვის შემთხვევაში კონსულტაციისთვის კიდევ მიმართეთ თქვენს ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს მკურნალი ექიმი პარაზიტის ტიპის მიხედვით. მკურნალობის ხანგრძლივობა ჩვეულებრივ 3 დღეს არ აღემატება.

საჭიროა ექიმის მიერ დანიშნული დოზის მკაცრად დაცვა და დანიშნული გამოკვლევის გაგრძელება სიმპტომების ალაგებამდე (მაგალითად, ჩატარდეს ფეკალიების დანიშნული კვლევა).

გარკვეული პარაზიტული დაავადებებისას, შესაძლოა საჭირო გახდეს მკურნალობის კურსის გამეორება 2 და 4 კვირაში მკურნალი ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ, მათი ჩაყლაპვით ან დაღეჭვით და მცირე რაოდენობით წყლის მიყოლებით. გადატეხვის ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვის გაადვილებისთვის და ჩაყლაპვის მოხერხებულობისთვის, და არა თანაბარ დოზებად მისი გაყოფისთვის. მკურნალობის დროს საჭირო არ არის საფაღარათო საშუალებების მიღება ან სპეციალური დიეტის დაცვა.

გამოყენება ბავშვებში

პატარა ბავშვებისთვის ტაბლეტის ჩაყლაპვის გასაადვილებლად დაიშვება მისი დანაწევრება.

აუცილებლად დააკვირდით რომ ბავშვმა მიიღოს პრეპარატი.

თუ მიიღეთ პრეპარატ ვერმოქსის დანიშნულზე მეტი დოზა

თუ შემთხვევით საჭიროზე მეტი რაოდენობის ტაბლეტები მიიღეთ, შეიძლება დაგეწყოთ სპასტიკური ტკივილი მუცელში, ღებინება, გულისრევა და დიარეა.

თუ შემთხვევით საჭიროზე მეტი რაოდენობის ტაბლეტები მიიღეთ, ან გამოგივლინდათ ზემოთ აღწერილი სიმპტომები, დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს ან სამედიცინო დახმარებისთვის მიმართეთ უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან წაიღეთ პრეპარატის შეფუთვა და ფურცელ-ჩანართი.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ვერმოქსის მიღება

გამოტოვებული დოზის კომპენსაციისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ. მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს და პრეპარატის მიღება განაგრძეთ ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ვერმოქსის მიღება

ამ შემთხვევაში შესაძლებელია მკურნალობის ეფექტის დაქვეითება.

პრეპარატის მიღების შესახებ დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა სამკურნალო პრეპარატის მსგავსად ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი ეფექტების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვლინდება.

რეკომენდებული დოზით პრეპარატის მიღებას, როგორც წესი, რაიმე არასასურველი სიმპტომების განვითარება არ ახლავს.

მასიური პარაზიტული ინვაზიისას შეიძლება აღინიშნოს მოვლითი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში და დიარეა. იშვიათად (დაახლოებით 1000-დან 1 პაციეტს) კლინიკურ კვლევებში აღინიშნა დისკომფორტი მუცლის ქვედა ნაწილში, მეტეორიზმი, დიარეა და გამონაყარი.

როგორც ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალების მიღებისას, ასევე პრეპარატ ვერმოქსის მიღებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის მძიმე რეაქციები. ამიტომ, თუ გამოგივლინდათ ქვემოჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი, დაუყოვლებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს:

გამონაყარი კანზე, ჭინჭრის ციება, ალერგიული შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება; სახის, ხახის, პირის ღრუს ან ხორხის შეშუპება), სუნთქვის გაძნელება, გულყრის მდგომარეობა.

მძიმე დაავადება კანზე, პირში, თვალებისა და სასქესო ორგანოების მიდამოებში ბუშტუკების წარმოქმნით (სტივენს-ჯონსონის სინდრომი).

მძიმე დაავადება ბუშტუკების წარმოქმნით (კანის დესკვამაციით სხეულის ზედაპირის 30%-ზე მეტის დაზიანებით - ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი).

პრეპარატ ვერმოქსის გამოყენების ფონზე ასევე დარეგისტრირებულია შემდეგი გვერდითი ეფექტები:

ხშირი გვერდითი ეფექტები (გვხვდება დაახლოებით 10-დან 1 პაციენტში):

ტკივილი მუცელში

არახშირი გვერდითი ეფექტები (გვხვდება დაახლოებით 100-დან 1 პაციენტში):

ღებინება, გულისრევა

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვითრდება 10 000-დან 1 პაციენტში):

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ზოგჯერ სერიოზული

ტკივილი მუცლის არეში

დიარეა

მძიმე კანისმიერი რეაქციები

გამონაყარი კანზე

ჭინჭრის ციება

ალერგიული შეშუპება

თმის ცვენა

თავბუსხვევა

უცნობი სიხშირის გვერდითი ეფექტები (არსებული მონაცემებით მათი განვითარების სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

ლეიკოციტების გარკვეული სახეობების რაოდენობის შემცირება, რასაც ახლავს ინფექციური დაავადებების სიხშირის გაზრდა

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ზოგჯერ სერიოზული

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ანთებითი დაზიანება

რეკომენდებულზე მნიშვნელოვნად მაღალი დოზებით პრეპარატის ხანგრძლივად გამოყენებისას აღინიშნებოდა შემდეგი არასასურველი რეაქციები:

ლეიკოციტების გარკვეული სახეობების რაოდენობის შემცირება, რასაც ახლავს ინფექციური დაავადებების რისკის გაზრდა

გვერდითი ეფექტების განვითარების სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემებით მათი განვითარების სიხშირის შეფასება შეუძლებელია):

თირკმელების ანთებითი დაავადებები

დამატებითი გვერდითი მოვლენა ბავშვებში:

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (ვითრდება 10 000-დან 1 პაციენტში):

კრუნჩხვები

შეტყობინებები გვერდითი ეფექტების შესახებ

პრეპარატის მიღების ფონზე ნებისმიერი გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შესახებ, გთხოვთ, აცნობეთ მკურნალ ექიმს ან აფთიაქის თანამშრომელს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ-ჩანართში. გარდა ამისა, თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ აცნობოთ გვერდითი რეაქციების შესახებ, ინფორმაციის შეგროვების ეროვნული სისტემის გამოყენებით. გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინებით, თქვენ დახმარებას გვიწევთ ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებაში.

  • როგორ ინახება პრეპარატი ვერმოქსი

ინახება +150С-დან +300С-მდე ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი ვერმოქსი არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ შეიძლება პრეპარატის უტილიზაცია კანალიზაციის და გაყვანილობის ცენტრალურ სისტემებში საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. დააზუსტეთ ფარმაცევტთან სად შეიძლება იმ პრეპარატის განადგურება, რომელსაც თქვენ აღარ იყენებთ. ეს ღნისძიებები მიმართულია გარემოს დასაცავად.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

პრეპარატი ვერმოქსი შეიცავს

მოქმედი ნივთიერება: 100 მგ მებენდაზოლი თითოეულ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ლაურილსულფატი, კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაგნიუმის სტეარატი, ნატრიუმის საქარინი, ტალკი, სიმინდის სახამებელი, ლაქტოზას მონოჰიდრატი.

ვერმოქსის გარეგნულობა და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის ბრტყელი ტაბლეტები მსუბუქი დამახასიათებელი სუნით, ნაზოლიანი დისკის ფორმის, წარწერით „VERMOX“ ერთ მხარეს და გამყოფი ხაზით მეორე მხარეს.

გადატეხვის ადგილას ტაბლეტი არის თეთრი ფერის.

გადატეხვის ხაზი განკუთვნილია მხოლოდ ტაბლეტის გატეხვის გაადვილებისთვის და ჩაყლაპვის მოხერხებულობისთვის, და არა თანაბარ დოზებად მისი გაყოფისთვის.

შეფუთვა:

6 ტაბლეტი პვქ/ალ ბლისტერში.

1 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ღსს „გედეონ რიხტერი“

1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი.

მწარმოებელი

გედეონ რიხტერი რუმინეთი ს.ს., ტირგუ მურეში, რუმინეთი ღსს “გედეონ რიხტერი”-სთვის, ბუდაპეშტი, უნგრეთი.

პასუხისმგებელი ბრუნვაში გაშვებაზე

ღსს “გედეონ რიხტერი”

1103 ბუდაპეშტი, დემრეის ქ., 19-21, უნგრეთი

პრეპარატის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, ასევე პრეტენზიების გაჩენის შემთხვევაში უნდა დაუკავშირდეთ სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელის წარმომადგენელს:

ღსს „გედეონ რიხტერ“-ის წარმომადგენლობა საქართველოში

მისამართი: საქართველო, 0160 თბილისი, ს.კანდელაკის ქ. №8

ტელეფონი: +995-322-37-11-00

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერის“-ის წარმომადგენლობა ტაჯიკეთის რესპუბლიკაში

მისამართი: ტაჯიკეთის რესპუბლიკა, 7340025 ქ. დუშანბე, ბუხოროს ქუჩა, 34, ბლოკი "ბ", 87-88

ტელეფონი: +992-37-221-74-43; +992-37-221-81-84

ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერ“-ის წარმომადგენლობა თურქმენეთში

მისამართი: თურქმენეთი, 744036 ქ. აშხაბადი, ათათურქის ქუჩა, სახლი 82, ბერკარარის ბიზნეს -ცენტრი, E-6

ტელეფონი: +993-12-46-82-11

ელექტრონული ფოსტის მისამართი: [email protected]

ღსს „გედეონ რიხტერ“-ის წარმომადგენლობა მონღოლეთში

მისამართი: მონღოლეთი, ულან-ბატორი, ხან-უულის რაიონი, მე-11 ქვერაიონი, ორგილის სტადიონი (17012),

დიდი მონღოლური სახელმწიფოს ქუჩა, სახლი 118, ბ. 200/1

ტელეფონი: +976-70-11-40-02

ელ.ფოსტის მისამართი: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა