პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კალციუმის არხების ბლოკატორები

ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდი

Verapamil Alkaloid retard

რეცეპტით240მგინსტრუქცია ქართულადმაკედონია
რისთვის გამოიყენება

ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდი მიეკუთვნება კალციუმის არხების ბლოკატორების ჯგუფს. კალციუმის არხების ბლოკატორები ცვლიან კალციუმის რაოდენობას გულის კუნთში და სისხლძარღვების კედლების კუნთებში, რამაც შესაძლოა იმოქმედოს გულის შეკუმშვათა სიმძლავრეზე და სიხშირეზე. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვერაპამილ (verapamil)
ფორმა და შეფუთვა
240მგ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20 (2X10)
მწარმოებელი
ALKALOID AD Skopje, მაკედონია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კალციუმის არხების ბლოკატორები, ფენილალკილამინის წარმოებულები
ATC კოდი
C08DA01
რეგისტრაციის ნომერი
რ-035017
რეგისტრირებულია
20 აპრილი 2022, მოქმედებს 20 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
ALKALOID AD Skopje (მაკედონია)
განმცხადებელი
ნინო იმნაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავერაპამილ ალკალოიდ რეტარდი და სხვა წამალი ერთად

ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდი მიეკუთვნება კალციუმის არხების ბლოკატორების ჯგუფს. კალციუმის არხების ბლოკატორები ცვლიან კალციუმის რაოდენობას გულის კუნთში და სისხლძარღვების კედლების კუნთებში, რამაც შესაძლოა იმოქმედოს გულის შეკუმშვათა სიმძლავრეზე და სიხშირეზე. ასევე ფართოვება სისხლძარღვები, შესაბამისად სისხლი ადვილად ნაწილდება მთელს ორგანიზმში. შედეგად გულის კუნთს უფრო მეტი ჟანგბადი მიეწოდება და მცირდება არტერიული წნევა.

ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდის ტაბლეტები გამოიყენება ჰიპერტონიის (მაღალი არტერიული წნევა) სამკურნალოდ და სტენოკარდიის (ტკივილი გულმკერდის არეში) შეტევების პროფილაქტიკისათვის.

პრეპარატ ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდის აქტიური ნივთიერება არის ვერაპამილის ჰიდროქლორიდი.

მიღების წესი და დოზირება

ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. შეკითხვების შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტების მიღება რეკომენდირებულია ჭიქა წყალთან ერთად. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ, არ ჩაღეჭოთ და არ დაფშვნათ. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია კვების დროს ან კვების შემდეგ.

ტაბლეტების რაოდენობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე:

ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა)

მოზრდილები: ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის სტანდარტული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ერთჯერ. თუ წარსულში არ ღებულობდით ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდს ექიმმა შესაძლოა დანიშნოს უფრო დაბალი დოზა, მაგ: ნახევარი ტაბლეტი დღეში. მაღალი არტერიული წნევის დროს მაქსიმალური დოზა არის 480 მგ დღეში; ჩვეულებრივ მიიღება 1 ტაბლეტი დილით და საღამოს, დაახლოებით 12 საათიანი ინტერვალით.

ხანდაზმულები:

ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეადგენს ნახევარ ტაბლეტს, რომელიც მიიღება ყოველ დილით. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა.

სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში)

სტენოკარდიის დროს სტანდარტული საწყისი დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ. მიიღება 1 ტაბლეტი დილით და საღამოს, დაახლოებით 12 საათიანი ინტერვალით. სიმპტომებიდან გამომდინარე ექიმმა შესაძლოა დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.

თუ მიიღეთ პრეპარატ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის ზედმეტი დოზა (ჭარბი დოზა)

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს, თან იქონიეთ ტაბლეტები.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის მიღება

მიიღეთ გამოტოვებული დოზა გახსენებისთანავე. თუმცა თუ შემდეგი დოზის მიღების დრო მოახლოებულია არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის მიღება

მდგომარეობა შესაძლოა დამძიმდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა განაგრძოთ ექიმის მიერ დანიშნული პერიოდით. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთესად გრძნობთ.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის (მოცემულია 6-ე ნაწილში) მიმართ

გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა, რაც გამოწვეულია გულთან დაკავშირებული პრობლემებით (მაგ: შოკის დროს)

ბოლო პერიოდში გადაიტანეთ გულის სერიოზული შეტევა (ბოლო 7 დღის განმავლობაში)

გაწუხებთ გულის უკმარისობა ან გაქვთ მეორე ან მესამე ხარისხის გულის ბლოკადა (გულში ნერვული სიგნალის დარღვევა, რაც იწვევს გულისცემის ძალიან შენელებას) ან გულის ელექტრული აქტივობის დარღვევა (წინაგულების ციმციმი/თრთოლვა), რაც იწვევს გახშირებული გულისცემის ეპიზოდებს (ვოლფ-პარკინსონ-ვაითის სინდრომი ან ლოუნ-ჯენონ ლევინის სინდრომი)

გაქვთ გულის სარქველთან დაკავშირებული პრობლემები ან “სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი” (არარეგულარული გულისცემა) და არ გაქვთ კარდიოსტიმულატორი

უკვე ღებულობთ ივაბრადინის შემცველ პრეპარატს გულ-სისხძარღვთა გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:

ოდესმე გაწუხებდათ გულის უკმარისობა, პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა ან არარეგულარული გულისცემა

გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა

გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება

ღებულობდით ბეტა-ბლოკატორების ინექციას (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა ინტენსიური თერაპიის ჩატარება)

გაქვთ ნერვ-კუნთოვანი დაავადება, მაგ: მიასთენია გრავის, ლამბერტ-იტონის სინდრომი ან დიუშენის პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით შემდეგ სამკურნალო საშუალებებს ან გეგმავთ მათ მიღებას:

ბეტა-ბლოკატორები, რომელთაც იყენებენ მაღალი არტერიული წნევის და გულის დაავადებების სამკურნალოდ (მათ შორის პროპრანოლოლი და მეტოპროლოლი)

ალფა-ბლოკატორები, რომელთაც იყენებენ მაღალი არტერიული წნევის, გულის დაავადებების და წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ (მათ შორის პრაზოზინი და ტერაზოზინი)

ეგრეთ წოდებული “სტატინები”, როგორიც არის ატორვასტატინი, ლოვასტატინი, სიმვასტატინი, რომელთაც იყენებენ ქოლესტერინის დონის შესამცირებლად

სხვა სამკურნალო საშუალებები, რომელთაც იყენებენ მაღალი არტერიული წნევის დასაწევად ან გულის რითმის დარღვევისას (არითმია), მაგ: ფლეკაინიდი, ქინიდინი, დიგოქსინი, დიგიტოქსინი და დიზოპირამიდი

დეპრესიის, შფოთვის ან ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო პრეპარატები (მათ შორის მცენარეული საშუალება კრაზანა). ასეთებია იმიპრამინი, ბუსპირონი და ლითიუმი

ეგრეთ წოდებული იმუნოდეპრესანტები, როგორიც არის ციკლოსპორინი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და ტაკროლიმუსი. აღნიშნულ სამკურნალო საშუალებებს იყენებენ ტრანსპლანტატის მოცილების პრევენციისათვის

გლიბურიდი, გამოიყენება გარკვეული ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ

ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (ასაპ), გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ტემპერატურის დასაწევად

ალმოტრიპტანი, რომელსაც იყენებენ შაკიკის სამკურნალოდ

მიდაზოლამი, რომელსაც იყენებენ სედაციური ან საანესთეზიო საშუალების სახით

თეოფილინი, რომელსაც იყენებენ ასთმის სამკურნალოდ

დოქსორუბიცინი, სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება

ციმეტიდინი, რომელსაც იყენებენ კუჭთან დაკავშირებული დარღვევების ან კუჭის წყლულის სამკურნალოდ

კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ფენობარბიტალი (ფენობარბიტონი). აღნიშნულ სამკურნალო საშუალებებს იყენებენ კრუნჩხვების საწინაღმდეგოდ

რიფამპიცინი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის და სხვა სახის ინფექციების სამკურნალოდ

რიტონავირი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ

ერთრომიცინი, კლარითრომიცინი და ტელითრომიცინი, რომელთაც იყენებენ გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ

კოლხიცინი ან სულფინპირაზონი, გამოიყენება წითელი ქარის სამკურნალოდ.

დაბიგატრანი (სამკურნალო საშუალება, რომელიც ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას)

ივაბრადინი, გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ

პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტები, როგორიც არის დიბიგატრანი, აპიქსაბანი, რივაროქსაბანი და ენდოქსაბანმეტფორმინი. ვერაპამილმა შეიძლება შეამციროს მეტფორმინის გლუკოზის დამწევი ეფექტი.

ქირურგიული ჩარევის საჭიროებისას აცნობეთ ქირურგს ან სტომატოლოგს, რომ ღებულობთ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდს, რადგან მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს საანესთეზიო საშუალებაზე.

პრეპარატ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

არ მიიღოთ ტაბლეტები გრეიფრუტის წვენთან ერთად, რადგან შესაძლოა იმოქმედოს პრეპარატის შეწოვაზე. აღნიშნული არ ეხება სხვა ხილის (მაგ: ფორთოხლის, ვაშლის ან პომიდვრის) წვენებს.

ვერაპამილმა შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის კონცენტრაციის ზრდა და შეანელოს მისი გამოყოფა ორგანიზმიდან. მკურნალობის პერიოდში მოერიდეთ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აცნობეთ ექიმს თუ ორსულად ხართ, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. პრეპარატ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის უსაფრთხოება ორსულობის პერიოდში არ არის ცნობილი.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

დაუშვებელია ტრანსპორტის მართვა, მექანიზმების გამოყენება ან ისეთი საქმიანობის შესრულება, რაც საჭიროებს მაქსიმალურ ყურადღებას სანამ არ დაადგენთ თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენზე. პრეპარატ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის მიღებამ ზოგჯერ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და დაღლილობა.

ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს, მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

პრეპარატის თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.

ნებისმიერი მოცემული გვერდითი ეფექტის გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

კანის ან თვალების გაყვითლება, ცხელება ან ტკივილი მუცლის არეში. ეს შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ ღვიძლი ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ

გახშირებული გულისცემა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომელიც პირველად ვლინდება ან ხშირად მეორდება, კოჭების შეშუპება, წვის ან ტკივილის შეგრძნება ხელებში ან ფეხებში

მოულოდნელად ხიხინით სუნთქვა, სუნთქვის გართულება, პირის ღრუს, ტუჩების ან ენის შეშუპება ან ძლიერი გამონაყარი კანზე. ეს შესაძლოა იყოს ალერგიული რეაქციების ნიშნები.

ხშირი (10-დან <1 პაციენტში)

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

შენელებული გულისცემა

სიწითლე

დაბალი არტერიული წნევა

ყაბზობა

გულისრევა (შეუძლოდ ყოფნა)

ფეხების ან კოჭების შეშუპება

ნაკლებად ხშირი (100-დან <1 პაციენტში)

არარეგულარული ან აჩქარებული გულისცემა

ტკივილი მუცლის არეში

დაღლილობა

იშვიათი (1000-დან <1 პაციენტში)

ჩხვლეტა ან ჩხვლეტის შეგრძნება კანზე

კანკალი

ძილიანობა

ხმები ყურებში (ტინიტუსი)

ღებინება

ძლიერი ოფლიანობა

სხვა გვერდითი ეფექტები (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

ალერგიული რეაქციები

სისხლში შაქრის დონის მომატება

კალიუმის მაღალი დონე

მოძრაობის დარღვევა

დამბლა

გულყრა

შფოთვა

შეხების შეგრძნების მოშლა და ნერვის დაზიანება

ვერტიგო

გულის შეტევა

გულის უკმარისობა

უჩვეულო გულისცემა

წვის შეგრძნება, სიწითლე და ხელების, ფეხების ან კიდურების სხვა ნაწილების შეშუპება

სუნთქვის გართულება

დისკომფორტი მუცლის არეში

ღრძილების შეშუპება, რაც ვრცელდება კბილებზე

ნაწლავთა გაუვალობა

ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები

პირის ღრუს, ტუჩების ან ენის შეშუპება ან სერიოზული გამონაყარი კანზე

გამონაყარი

მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ

თმების ცვენა (ალოპეცია)

ქავილი

სახსრების და/ან კუნთების ტკივილი და კუნთების სისუსტე

თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები

იმპოტენცია

მკერდის გადიდება ან შეშუპება

პროლაქტინის (ქალის ჰორმონი) დონის მომატება სისხლში, რის გამოც აღინიშნება რძის გამოყოფა

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

რითმის ხელოვნურ მატარებელთან (პეისმეიკერი) დაკავშირებული პრობლემები.

ჭარბი დოზა

სიმპტომები

ჰიპოტენზია, შოკი, გონების დაკარგვა, 1-ლი და მე-2 ხარისხის AV ბლოკადა (ხშირად ვენკებახის ფენომენის სახით ჩანაცვლებითი რითმით ან მის გარეშე), საერთო AV ბლოკადა საერთო AV დისოციაციით, ჩანაცვლებითი რითმი, ასისტოლია, სინუსური ბრადიკარდია, სინუსური კვანძის გაჩერება, ჰიპერგლიკემია, მეტაბოლური აციდოზი და მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი. ჭარბი დოზირების გამო აღინიშნა ფატალური შემთხვევები.

მკურნალობა

ჭარბი დოზირების მკურნალობა დამოკიდებულია სიმპტომების ტიპზე და სიმწვავეზე. ვერაპამილის ჰიდროქლორიდი ორგანიზმიდან არ გამოიდევნება ჰემოდიალიზის საშუალებით. სპეციფიური ანტიდოტია კალციუმი, მაგ.: 10-20 მლ 10% კალციუმის გლუკონატის ხსნარი ინტრავენურად (2.25-4.5 მმოლი), შეიძლება განმეორება საჭიროების შემთხვევაში ინექციის ან უწყვეტი ინფუზიის სახით (მაგ.: 5 მმოლი/სთ). შეიძლება მართებული იყოს კუჭის ამორეცხვა, სტანდარტულ სიფრთხილის ზომების მიღება. საჭიროა სტანდარტული გადაუდებელი ზომების მიღება მწვავე კარდიოვასკულარული კოლაფსისთვის, შემდეგ ტარდება ინტენსიური მკურნალობა.

ასევე, მე-2 და მე-3 ხარისხის AV ბლოკადის შემთხვევაში გამოიყენება ატროპინი, იზოპრენალინი, ორციპრენალინი და საჭიროების შემთხვევაში გაითვალისწინება კარდიოსტიმულაციური მკურნალობა. ასისტოლიის შემთხვევაში მიიღება სტანდარტული ზომები, მათ შორის ბეტა ადრენერგიული სტიმულაცია (მაგ.: იზოპროტერენოლის ჰიდროქლორიდი).

მიოკარდიუმის უკმარისობის ნიშნების არსებობისას გამოიყენება დოპამინი, დობუტამინი, საგულე გლიკოზიდები ან კალციუმის გლუკონატი (10-20 მლ 10% ხსნარი).

ჰიპოტენზიის შემთხვევაში პაციენტის სათანადო მდგომარეობაში მოთავსების შემდეგ შეიძლება დოპამინის, დობუტამინის ან ნორადრენალინის მიღება.

ხანგრძლივი გამოთავისუფლების პროდუქციის შეწოვის დაყოვნების შესაძლებლობის გამო პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ დაკვირვება და ჰოსპიტალიზაცია დაახლოებით 48 საათი.

ჭარბი დოზირების გამო აღინიშნა ფატალური შემთხვევები.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება: ვერაპამილის ჰიდროქლორიდი.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი; მიკროკრისტალური ცელულოზა; ნატრიუმის ალგინატი; ჰიპრომელოზა 4000 cp (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა); ჰიპრომელოზა 5 cp (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა); მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ოპადრი ლურჯი OY-30944.

პრეპარატ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა

ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდი, ნაწლავში ხსნადი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 240 მგ: მოგრძო, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, დაფარულია ლურჯი ფერის გარსით, აქვს ნიშნული ერთ მხარეზე.

10 ტაბლეტი ალ ფოლგის და პვქ პერფორირებულ ბლისტერში. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი (20 ტაბლეტი) და გამოყენების ინსტრუქცია.

გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.

ფარმაკოლოგიური თვისებები

კალციუმის არხის სელექციური ბლოკატორები, რომლებსაც გააჩნიათ პირდაპირი ზემოქმედება გულზე, ფენილალკილამინის წარმოებულები

ათქ კოდი: C08DA01

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს თეთრ ან პრაქტიკულად თეთრ კრისტალურ ფხვნილს. იგი პრაქტიკულად უსუნოა და აქვს მწარე გემო. იხსნება წყალში, თავისუფლად იხსნება ქლოროფორმში, ნაკლებად იხსნება სპირტში და პრაქტიკულად არ იხსნება ეთერში.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ქიმიური დასახელებაა ბენზოლაცეტონიტრილი, ɑ-[3-[{2-(3,4 დიმეტოქსიფენილ) ეთილ} მეთილამინოლ] პროპილ]-3, 4-დიმეტოქსი-ɑ-(1-მეთილეთილ) ჰიდროქლორიდი.

მოლეკულური წონა არის 491.07, ხოლო მოლეკულური ფორმულა C27H38N2O4 • HCl.

მოქმედების მექანიზმი და ფარმაკოდინამიკური ეფექტები

ვერაპამილი თრგუნავს გულის და სისხლძარღვების გლუვი კუნთების უჯრედების გარსებში კალციუმის იონების შეღწევას. მიოკარდიუმის მიერ ჟანგბადის მოთხოვნილება მცირდება პირდაპირ, მიოკარდიუმის უჯრედის ენერგიის მოხმარების მეტაბოლურ პროცესებზე ზეგავლენის შედეგად და არაპირდაპირ, პოსტდატვირთვის შემცირების გამო.

კორონარული სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე ზემოქმედების გზით ვერაპამილი აძლიერებს სისხლის ნაკადს მიოკარდიუმში, სტენოზის შემდგომ არეებშიც კი და ხსნის კორონარულ სპაზმებს.

აღნიშნული თვისებები განაპირობებენ ვერაპამილის ანტი-იშემიურ და ანტი-სტენოკარდიულ ეფექტებს ნებისმიერი ტიპის გულის იშემიური დაავადების დროს.

ვერაპამილს გააჩნია გამოხატული ანტიარითმიული ეფექტი, განსაკუთრებით სუპრავენტრიკულური არითმიების შემთხვევაში. იგი აყოვნებს იმპულსის გამტარობას AV კვანძში, შედეგად აღადგენს სინუსის რიტმს და/ან ახდენს პარკუჭოვანი რითმის ნორმალიზებას, არითმიის ტიპის მიხედვით. ჩვეულებირივ, რითმზე ზეგავლენა არ აღინიშნება ან მინიმალურად მცირდება.

ვერაპამილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი განპიროებულია პერიფერიული სისხლძარღვების რეზისტენტობის შემცირებით ისე, რომ არ იზრდება გულის შეკუმშვათა სიხშირე რეფლექსური რეაქციის სახით. მკურნალობის პირველივე დღეს არტერიული წნევა იკლებს; ეფექტი ნარჩუნდება ასევე ხანგრძლივი მკურნალობისას.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი წარმოადგენს რაცემიულ ნაერთს, რომელშიც თანაბრად შედის R-ენანტიომერი და S-ენანტიომერი. ვერაპამილი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება. ნორვერაპამილი წარმოადგენს 12-დან ერთ მეტაბოლიტს, რომელიც აღინიშნება შარდში, გააჩნია ვერაპამილის ფარმაკოლოგიური აქტივობის 10-20% და შეადგენს გამოყოფილი პრეპარატის 6%-ს. წონასწორულ მდგომარეობაში ნორვერაპამილის და ვერაპამილის პლაზმური კონცენტრაციები მსგავსია. წონასწორული მდგომარეობა დღეში ერთჯერ მრავალჯერადი დოზების მიღებისას მიიღწევა სამ-ოთხ დღეში.

შეწოვა

პერორალურად მიღების შემდეგ ვერაპამილის 90%-ზე მეტი სწრაფად შეიწოვება წვრილი ნაწლავიდან. უცვლელი ნაერთის საშუალო სისტემური ბიოშეღწევადობა სწრაფი გამოთავისუფლების (IR) ვერაპამილის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ შეადგენს 22%-ს, ხოლო გახანგრძლივებული გამოთავისუფლების (SR) ვერაპამილის შემთხვევაში კი დაახლოებით 33%-ს, რაც განპირობებულია ღვიძლში ექსტენსიური პირველი გავლის მეტაბოლიზმით. ბიოშეღწევადობა დაახლოებით ორჯერ მეტია განმეორებით მიღებისას. ვერაპამილის მაქსიმალური პლაზმური დონეები მიიღწევა IR ვერაპამილის მიღებიდან ერთ-ორ საათში და ოთხ-ხუთ საათში SR ვერაპამილის შემთხვევაში. ნორვერაპამილის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით ერთ (IR) და ხუთ (SR) საათში. საკვები არ ახდენს ზეგავლენას ვერაპამილის ბიოშეღწევადობაზე.

განაწილება

ვერაპამილი მნიშვნელოვნად ნაწილდება ორგანიზმის ქსოვილებში, განაწილების მოცულობა არის 1.8-6.8 ლ/კგ ჯანმრთელ სუბიექტებში. პლაზმის ცილასთან ვერაპამილის შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 90%-ს.

მეტაბოლიზმი

ვერაპამილი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება. In vitro მეტაბოლური კვლევების მიხედვით ვერაპამილის მეტაბოლიზმის პროცესში მონაწილეობენ ციტოქრომა P450 CYP3A4, CYP1A2, CYP2C8, CYP2C9 და CYP2C18. ჯანმრთელ მამაკაცებში პერორალურად მიღებული ვერაპამილის ჰიდროქლორიდი განიცდის ექსტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში, განისაზღვრება 12 მეტაბოლიტი, ძირითადად მხოლოდ მცირე რაოდენობით. მთავარი მეტაბოლიტები განისაზღვრა ვერაპამლის სხვადასხვა N და O-დეალკილირებული პროდუქტების სახით. ამ მეტაბოლიტებიდან მხოლოდ ნორვერაპამილს გააჩნია არსებითი ფარმაკოლოგიური ეფექტი (ძირითადი ნაერთის დაახლოებით 20%), რაც დაფიქსირდა ძაღლებში ჩატარებულ კვლევაში.

გამოყოფა

ინტრავენური ინფუზიის შემდეგ ვერაპამილი გამოიყოფა ბი-ექსპონენტურად, სწრაფი ადრეული განაწილების ფაზით (ნახევარ-გამოყოფის პერიოდი დაახლოებით ოთხი წუთი) და შედარებით ნელი ტერმინალური გამოყოფის ფაზით (ნახევარ-გამოყოფის პერიოდი ორი-ხუთი საათი).

პერორალურად მიღების შემდეგ ნახევარ-გამყოფის პერიოდი არის სამი-შვიდი საათი. მიღებული დოზის დაახლოებით 50% გამოიყოფა თირკმელებით 24 საათის განმავლობაში, 70% ხუთ დღეში. დოზის დაახლოებით 16% გამოიყოფა ფეკალიებში. თირკმელებით გამოყოფილი პრეპარატის დაახლოებით 3%-4% უცვლელი ფორმისაა. ვერაპამილის საერთო კლირენსი თითქმის ისეთივეა, როგორიც სისხლის ნაკადი ღვიძლში, დაახლოებით 1 ლ/სთ/კგ (დიაპაზონი: 0.7-1.3 ლ/სთ/კგ).

განსაკუთრებული პოპულაციები

ბავშვები:

პედიატრიულ პოპულაციაში ფარმაკოკინეტიკური მონაცემების შესახებ ინფორმაცია შეზღუდულია. ინტრავენური დოზის მიღების შემდეგ ვერაპამილის საშუალო ნახევარ-გამოყოფის პერიოდი იყო 9.17 საათი და საშუალო კლირენსი კი 30 ლ/სთ, ხოლო ეს მაჩვენებელი დაახლოებით 70 ლ/საათია 70 კგ წონის მოზრდილის შემთხვევაში. პერორალურად მიღებისას წონასწორულ მდგომარეობაში პლაზმური კონცენტრაციები უფრო დაბალია პედიატრიულ პოპულაციაში ვიდრე მოზრდილებში.

ხანდაზმულები:

ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ასაკმა შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს ვერაპამილის ფარმაკოკინეტიკაზე. ხანდაზმულებში შეიძლება გახანგრძლივდეს ნახევარ-გამოყოფის პერიოდი. როგორც აღმოჩნდა ვერაპამილის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი არ იყო ასაკზე დამოკიდებული.

თირკმლის უკმარისობა:

თირკმლის ფუნქციის დარღვევა ზეგავლენას არ ახდენს ვერაპამილის ფარმაკოკინეტიკაზე თირკმლის ბოლო სტადიის უკმარისობის მქონე პაციენტებში და ჯანმრთელი თირკმელების მქონე სუბიექტებში ჩატარებული შედარებითი კვლევების მიხედვით. ვერაპამილი და ნორვერაპამილი მნიშვნელოვნად არ გამოიდევნებიან ორგანიზმიდან ჰემოდიალიზის გზით.

ღვიძლის უკმარისობა:

პაციენტებში, რომლებსაც დარღვეული აქვთ ღვიძლის ფუნქცია ხანგრძლივდება ვერაპამილის ნახევარ-გამოყოფის პერიოდი, რაც განპირობებულია უფრო დაბალი პერორალური კლირენსით და განაწილების უფრო მაღალი მოცულობით.

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი ინტრავენურად მიღებისას სწრაფად მეტაბოლიზდება.

  • 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები

რეპროდუქციული კვლევები ჩატარდა ბოცვრებში და ვირთაგვებში, როდესაც გამოიყენებოდა ვერაპამილის პერორალური დოზები დაახლოებით 180 მგ/მ2/დღეში და 360 მგ/მ2/დღეში (ადამიანისთვის რეკომენდებულ მაქსიმალურ პერორალურ დღიურ დოზასთან (300 მგ/მ2) შედარებით) და არ გამოვლენილა ტერატოგენურობა. თუმცა, ვირთაგვებში კლინიკური დოზის (360 მგ/მ2) მსგავსი დოზა ემბრიოციდული იყო და გამოიწვია ნაყოფის ზრდის და განვითარების შეფერხება. ეს ეფექტები აღინიშნებოდა დედის ტოქსიურობის არსებობისას (რაც გამოიხატებოდა საკვების მიღების შემცირებით და წონის მატებით). აღნიშნულმა პერორალურმა დოზამ ასევე გამოიწვია ჰიპოტენზია ვირთაგვებში.

ორსულ ქალებში სათანადო და კარგად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა.

გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებული ინფორმაცია და ღრძილების დიფუზიური ჰიპერპლაზია ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ქრონიკული ტოქსიურობის შემთხვევაში გათვალისწინებულია ნაწილში 4.8 (გვერდითი ეფექტები).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდი, გახანგრძლივებული გამოთავისუფლების აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 240 მგ

ვერაპამილის ჰიდროქლორიდი

აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

აღნიშნული პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ, არ გადასცეთ სხვებს, რადგან მიუხედავად მსგავსი სიმპტომებისა შესაძლოა ავნოს მათ.

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. აქ იგულისხმება ნებისმიერი შესაძლო გვერდითი ეფექტი, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.

ფურცელ-ჩანართში შედის:

  • რას წარმოადგენს ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდის მიღებამდე
  • ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდის მიღების წესი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდის შენახვის პირობები
  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდი და რისთვის გამოიყენება

ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდი მიეკუთვნება კალციუმის არხების ბლოკატორების ჯგუფს. კალციუმის არხების ბლოკატორები ცვლიან კალციუმის რაოდენობას გულის კუნთში და სისხლძარღვების კედლების კუნთებში, რამაც შესაძლოა იმოქმედოს გულის შეკუმშვათა სიმძლავრეზე და სიხშირეზე. ასევე ფართოვება სისხლძარღვები, შესაბამისად სისხლი ადვილად ნაწილდება მთელს ორგანიზმში. შედეგად გულის კუნთს უფრო მეტი ჟანგბადი მიეწოდება და მცირდება არტერიული წნევა.

ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდის ტაბლეტები გამოიყენება ჰიპერტონიის (მაღალი არტერიული წნევა) სამკურნალოდ და სტენოკარდიის (ტკივილი გულმკერდის არეში) შეტევების პროფილაქტიკისათვის.

პრეპარატ ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდის აქტიური ნივთიერება არის ვერაპამილის ჰიდროქლორიდი.

  • რა უნდა იცოდეთ ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდის მიღებამდე

არ მიიღოთ ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდი, თუ:

გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ვერაპამილის ჰიდროქლორიდის ან პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის (მოცემულია 6-ე ნაწილში) მიმართ

გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა, რაც გამოწვეულია გულთან დაკავშირებული პრობლემებით (მაგ: შოკის დროს)

ბოლო პერიოდში გადაიტანეთ გულის სერიოზული შეტევა (ბოლო 7 დღის განმავლობაში)

გაწუხებთ გულის უკმარისობა ან გაქვთ მეორე ან მესამე ხარისხის გულის ბლოკადა (გულში ნერვული სიგნალის დარღვევა, რაც იწვევს გულისცემის ძალიან შენელებას) ან გულის ელექტრული აქტივობის დარღვევა (წინაგულების ციმციმი/თრთოლვა), რაც იწვევს გახშირებული გულისცემის ეპიზოდებს (ვოლფ-პარკინსონ-ვაითის სინდრომი ან ლოუნ-ჯენონ ლევინის სინდრომი)

გაქვთ გულის სარქველთან დაკავშირებული პრობლემები ან “სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი” (არარეგულარული გულისცემა) და არ გაქვთ კარდიოსტიმულატორი

უკვე ღებულობთ ივაბრადინის შემცველ პრეპარატს გულ-სისხძარღვთა გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:

ოდესმე გაწუხებდათ გულის უკმარისობა, პირველი ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა ან არარეგულარული გულისცემა

გაქვთ ძალიან დაბალი არტერიული წნევა

გაქვთ თირკმლის ან ღვიძლის დაავადება

ღებულობდით ბეტა-ბლოკატორების ინექციას (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა ინტენსიური თერაპიის ჩატარება)

გაქვთ ნერვ-კუნთოვანი დაავადება, მაგ: მიასთენია გრავის, ლამბერტ-იტონის სინდრომი ან დიუშენის პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდი

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ღებულობთ, ბოლო პერიოდში ღებულობდით შემდეგ სამკურნალო საშუალებებს ან გეგმავთ მათ მიღებას:

ბეტა-ბლოკატორები, რომელთაც იყენებენ მაღალი არტერიული წნევის და გულის დაავადებების სამკურნალოდ (მათ შორის პროპრანოლოლი და მეტოპროლოლი)

ალფა-ბლოკატორები, რომელთაც იყენებენ მაღალი არტერიული წნევის, გულის დაავადებების და წინამდებარე ჯირკვლის დაავადებების სამკურნალოდ (მათ შორის პრაზოზინი და ტერაზოზინი)

ეგრეთ წოდებული “სტატინები”, როგორიც არის ატორვასტატინი, ლოვასტატინი, სიმვასტატინი, რომელთაც იყენებენ ქოლესტერინის დონის შესამცირებლად

სხვა სამკურნალო საშუალებები, რომელთაც იყენებენ მაღალი არტერიული წნევის დასაწევად ან გულის რითმის დარღვევისას (არითმია), მაგ: ფლეკაინიდი, ქინიდინი, დიგოქსინი, დიგიტოქსინი და დიზოპირამიდი

დეპრესიის, შფოთვის ან ფსიქიკური აშლილობის სამკურნალო პრეპარატები (მათ შორის მცენარეული საშუალება კრაზანა). ასეთებია იმიპრამინი, ბუსპირონი და ლითიუმი

ეგრეთ წოდებული იმუნოდეპრესანტები, როგორიც არის ციკლოსპორინი, სიროლიმუსი, ევეროლიმუსი და ტაკროლიმუსი. აღნიშნულ სამკურნალო საშუალებებს იყენებენ ტრანსპლანტატის მოცილების პრევენციისათვის

გლიბურიდი, გამოიყენება გარკვეული ტიპის დიაბეტის სამკურნალოდ

ასპირინი, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება (ასაპ), გამოიყენება ტკივილის შესამსუბუქებლად და ტემპერატურის დასაწევად

ალმოტრიპტანი, რომელსაც იყენებენ შაკიკის სამკურნალოდ

მიდაზოლამი, რომელსაც იყენებენ სედაციური ან საანესთეზიო საშუალების სახით

თეოფილინი, რომელსაც იყენებენ ასთმის სამკურნალოდ

დოქსორუბიცინი, სიმსივნის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალება

ციმეტიდინი, რომელსაც იყენებენ კუჭთან დაკავშირებული დარღვევების ან კუჭის წყლულის სამკურნალოდ

კარბამაზეპინი, ფენიტოინი ან ფენობარბიტალი (ფენობარბიტონი). აღნიშნულ სამკურნალო საშუალებებს იყენებენ კრუნჩხვების საწინაღმდეგოდ

რიფამპიცინი, რომელიც გამოიყენება ტუბერკულოზის და სხვა სახის ინფექციების სამკურნალოდ

რიტონავირი, რომელიც გამოიყენება აივ ინფექციის სამკურნალოდ

ერთრომიცინი, კლარითრომიცინი და ტელითრომიცინი, რომელთაც იყენებენ გარკვეული ინფექციების სამკურნალოდ

კოლხიცინი ან სულფინპირაზონი, გამოიყენება წითელი ქარის სამკურნალოდ.

დაბიგატრანი (სამკურნალო საშუალება, რომელიც ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას)

ივაბრადინი, გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ

პირდაპირი მოქმედების პერორალური ანტიკოაგულანტები, როგორიც არის დიბიგატრანი, აპიქსაბანი, რივაროქსაბანი და ენდოქსაბანმეტფორმინი. ვერაპამილმა შეიძლება შეამციროს მეტფორმინის გლუკოზის დამწევი ეფექტი.

ქირურგიული ჩარევის საჭიროებისას აცნობეთ ქირურგს ან სტომატოლოგს, რომ ღებულობთ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდს, რადგან მან შესაძლოა გავლენა მოახდინოს საანესთეზიო საშუალებაზე.

პრეპარატ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან

არ მიიღოთ ტაბლეტები გრეიფრუტის წვენთან ერთად, რადგან შესაძლოა იმოქმედოს პრეპარატის შეწოვაზე. აღნიშნული არ ეხება სხვა ხილის (მაგ: ფორთოხლის, ვაშლის ან პომიდვრის) წვენებს.

ვერაპამილმა შეიძლება გამოიწვიოს ალკოჰოლის კონცენტრაციის ზრდა და შეანელოს მისი გამოყოფა ორგანიზმიდან. მკურნალობის პერიოდში მოერიდეთ ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

აცნობეთ ექიმს თუ ორსულად ხართ, გეგმავთ ორსულობას ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს. პრეპარატ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის უსაფრთხოება ორსულობის პერიოდში არ არის ცნობილი.

ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება

დაუშვებელია ტრანსპორტის მართვა, მექანიზმების გამოყენება ან ისეთი საქმიანობის შესრულება, რაც საჭიროებს მაქსიმალურ ყურადღებას სანამ არ დაადგენთ თუ როგორ მოქმედებს პრეპარატი თქვენზე. პრეპარატ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის მიღებამ ზოგჯერ შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუსხვევა და დაღლილობა.

ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდი შეიცავს ლაქტოზას მონოჰიდრატს. თუ ექიმისაგან ინფორმირებული ხართ, რომ ვერ იტანთ შაქრის გარკვეულ ტიპებს, მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

პრეპარატის თითო ტაბლეტი შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ (23 მგ) ნატრიუმს, ანუ პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

  • ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდის მიღების წესი

ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდი ყოველთვის მიიღეთ ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების მიხედვით. შეკითხვების შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ტაბლეტების მიღება რეკომენდირებულია ჭიქა წყალთან ერთად. ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ, არ ჩაღეჭოთ და არ დაფშვნათ. პრეპარატის მიღება რეკომენდებულია კვების დროს ან კვების შემდეგ.

ტაბლეტების რაოდენობა დამოკიდებულია დაავადების ტიპზე:

ჰიპერტონია (მაღალი არტერიული წნევა)

მოზრდილები: ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის სტანდარტული დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ერთჯერ. თუ წარსულში არ ღებულობდით ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდს ექიმმა შესაძლოა დანიშნოს უფრო დაბალი დოზა, მაგ: ნახევარი ტაბლეტი დღეში. მაღალი არტერიული წნევის დროს მაქსიმალური დოზა არის 480 მგ დღეში; ჩვეულებრივ მიიღება 1 ტაბლეტი დილით და საღამოს, დაახლოებით 12 საათიანი ინტერვალით.

ხანდაზმულები:

ჩვეულებრივ საწყისი დოზა შეადგენს ნახევარ ტაბლეტს, რომელიც მიიღება ყოველ დილით. საჭიროების შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა გაზარდოს დოზა.

სტენოკარდია (ტკივილი გულ-მკერდის არეში)

სტენოკარდიის დროს სტანდარტული საწყისი დოზა არის ერთი ტაბლეტი დღეში ორჯერ. მიიღება 1 ტაბლეტი დილით და საღამოს, დაახლოებით 12 საათიანი ინტერვალით. სიმპტომებიდან გამომდინარე ექიმმა შესაძლოა დანიშნოს უფრო დაბალი დოზა.

თუ მიიღეთ პრეპარატ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის ზედმეტი დოზა (ჭარბი დოზა)

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების სამსახურს, თან იქონიეთ ტაბლეტები.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის მიღება

მიიღეთ გამოტოვებული დოზა გახსენებისთანავე. თუმცა თუ შემდეგი დოზის მიღების დრო მოახლოებულია არ მიიღოთ გამოტოვებული დოზა. დაუშვებელია დოზის გაორმაგება გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის მიღება

მდგომარეობა შესაძლოა დამძიმდეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მკურნალობა განაგრძოთ ექიმის მიერ დანიშნული პერიოდით. არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება მხოლოდ იმიტომ, რომ თავს უკეთესად გრძნობთ.

პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენისას კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.

ნებისმიერი მოცემული გვერდითი ეფექტის გამოვლენისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს:

კანის ან თვალების გაყვითლება, ცხელება ან ტკივილი მუცლის არეში. ეს შესაძლოა იმის მანიშნებელი იყოს, რომ ღვიძლი ვერ ფუნქციონირებს სათანადოდ

გახშირებული გულისცემა, ტკივილი გულ-მკერდის არეში, რომელიც პირველად ვლინდება ან ხშირად მეორდება, კოჭების შეშუპება, წვის ან ტკივილის შეგრძნება ხელებში ან ფეხებში

მოულოდნელად ხიხინით სუნთქვა, სუნთქვის გართულება, პირის ღრუს, ტუჩების ან ენის შეშუპება ან ძლიერი გამონაყარი კანზე. ეს შესაძლოა იყოს ალერგიული რეაქციების ნიშნები.

ხშირი (10-დან <1 პაციენტში)

თავბრუსხვევა

თავის ტკივილი

შენელებული გულისცემა

სიწითლე

დაბალი არტერიული წნევა

ყაბზობა

გულისრევა (შეუძლოდ ყოფნა)

ფეხების ან კოჭების შეშუპება

ნაკლებად ხშირი (100-დან <1 პაციენტში)

არარეგულარული ან აჩქარებული გულისცემა

ტკივილი მუცლის არეში

დაღლილობა

იშვიათი (1000-დან <1 პაციენტში)

ჩხვლეტა ან ჩხვლეტის შეგრძნება კანზე

კანკალი

ძილიანობა

ხმები ყურებში (ტინიტუსი)

ღებინება

ძლიერი ოფლიანობა

სხვა გვერდითი ეფექტები (შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით)

ალერგიული რეაქციები

სისხლში შაქრის დონის მომატება

კალიუმის მაღალი დონე

მოძრაობის დარღვევა

დამბლა

გულყრა

შფოთვა

შეხების შეგრძნების მოშლა და ნერვის დაზიანება

ვერტიგო

გულის შეტევა

გულის უკმარისობა

უჩვეულო გულისცემა

წვის შეგრძნება, სიწითლე და ხელების, ფეხების ან კიდურების სხვა ნაწილების შეშუპება

სუნთქვის გართულება

დისკომფორტი მუცლის არეში

ღრძილების შეშუპება, რაც ვრცელდება კბილებზე

ნაწლავთა გაუვალობა

ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები

პირის ღრუს, ტუჩების ან ენის შეშუპება ან სერიოზული გამონაყარი კანზე

გამონაყარი

მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ

თმების ცვენა (ალოპეცია)

ქავილი

სახსრების და/ან კუნთების ტკივილი და კუნთების სისუსტე

თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები

იმპოტენცია

მკერდის გადიდება ან შეშუპება

პროლაქტინის (ქალის ჰორმონი) დონის მომატება სისხლში, რის გამოც აღინიშნება რძის გამოყოფა

ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება

რითმის ხელოვნურ მატარებელთან (პეისმეიკერი) დაკავშირებული პრობლემები.

  • ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდის შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.

დაუშვებელია პრეპარატების გადაყრა ჩამდინარე წყალში ან ნაგავში. გამოუყენებელი პრეპარატის განადგურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისათვის მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები დაიცავს გარემოს.

  • რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდი

აქტიური ნივთიერება: ვერაპამილის ჰიდროქლორიდი.

დამხმარე ნივთიერებები:

ტაბლეტის ბირთვი: ლაქტოზას მონოჰიდრატი; მიკროკრისტალური ცელულოზა; ნატრიუმის ალგინატი; ჰიპრომელოზა 4000 cp (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა); ჰიპრომელოზა 5 cp (ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა); მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: ოპადრი ლურჯი OY-30944.

პრეპარატ ვერაპამილ ალკალოიდ რეტარდის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა

ვერაპამილი ალკალოიდი რეტარდი, ნაწლავში ხსნადი, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები 240 მგ: მოგრძო, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, დაფარულია ლურჯი ფერის გარსით, აქვს ნიშნული ერთ მხარეზე.

10 ტაბლეტი ალ ფოლგის და პვქ პერფორირებულ ბლისტერში. მუყაოს კოლოფში მოთავსებულია 2 ბლისტერი (20 ტაბლეტი) და გამოყენების ინსტრუქცია.

გაცემის პირობა

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი

ალკალოიდ ად სკოპიე

ალექსანდრე მაკედონელის ბულვარი 12

1000 სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა

ტელ: +389 2 31 04 000;

ფაქსი: +389 2 31 04 021

www.alkaloid.com.mk

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა