პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ფსიქოლეფსური საშუალებები

ვამელანი

VAMELAN

ურეცეპტოდ25მგ + 25მგ + 125მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ვამელანი განკუთვნილია მსუბუქი სტრესული სიტუაციების, მათ შორის შფოთვისა და დაძაბულობის დროს გამოსაყენებლად, ასევე ძილის მოგვრის პროცესის დასაჩქარებლად. პიტნის ფოთლების, ბარამბოს ფოთლებისა და კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტების კომბინაციის გამოყენება ეფუძნება მხოლოდ ტრადიციული გრძელვადიანი გამოყენების გამოცდილებას.

სრულად
ფორმა და შეფუთვა
25მგ + 25მგ + 125მგ კაფსულა №30 (2X15)
მწარმოებელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ფსიქოლეფსური საშუალებები, საძილე და სედაციური სხვა საშუალებები
ATC კოდი
N05CM
რეგისტრაციის ნომერი
რ-037999
რეგისტრირებულია
2 მაისი 2023, მოქმედებს 2 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „გლობალფარმი“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავამელანი და სხვა წამალი ერთად

ვამელანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ვამელანი განკუთვნილია მსუბუქი სტრესული სიტუაციების, მათ შორის შფოთვისა და დაძაბულობის დროს გამოსაყენებლად, ასევე ძილის მოგვრის პროცესის დასაჩქარებლად.

პიტნის ფოთლების, ბარამბოს ფოთლებისა და კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტების კომბინაციის გამოყენება ეფუძნება მხოლოდ ტრადიციული გრძელვადიანი გამოყენების გამოცდილებას.

მიღების წესი და დოზირება

ზრდასრულები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

შფოთვისა და დაძაბულობის მდგომაეობებში პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 კაფსულას 2-ჯერ დღე-ღამეში.

უძილობის დროს პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 კაფსულას ძილის წინ 1 საათით ადრე.

პრეპარატის გამოყენებისას ეფექტი ვითარდება თანდათან. ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება მინიმუმ 14 დღის განმავლობაში.

პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ პრეპარატის მიღების შეწყვეტისას არ აღინიშნება მედიკამენტოზური დამოკიდებულების ან აბსტინენტური სინდრომის ნიშნები.

იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის 14 დღის განმავლობაში გამოყენების ფონზე სიმპტომების სიმძიმე არ კლებულობს ან აღინიშნება მდგომარეობის გაუარესება, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

გამოყენების წესი

კაფსულები მიიღება შინაგანად, საკვების მიღების მიუხედავად, სითხის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

სიფრთხილის ზომები

გასტროეზოფაგური რეფლუქსის (გულძმარვა) მქონე პაციენტებში არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ პიტნას რადგანაც, სიმპტომების სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს.

პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ პიტნას, ნაღველკენჭოვანი დაავადების ან ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

დამხმარე ნივთიერებები

ვამელანი შეიცავს რაფინირებულ სოიოს ზეთს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია არაქისის და სოიოს მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

მონაცემები პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ მოგვეპოვება. პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულ გამოყენებამდე პაციენტმა აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან.

გვაქვს შეზღუდული მონაცემები ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების შესახებ; კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები ნივთიერებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2D6, CYP3A4 / 5, CYP1A2 და CYP2E1 მონაწილეობით, არ აღინიშნა.

პრეპარატის ერთდროული გამოყენება სხვა სედატიურ საშუალებებთან (მაგალითად, ბენზოდიაზეპინები) არ არის რეკომენდებული და დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პიტნის ფოთლების, ბარამბოს ფოთლებისა და კატაბალახას ფესვების უარყოფითი ზემოქმედების რისკის შესახებ ცნობები არ გაგვაჩნია.

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები არ მოიპოვება).

გავლენა ავტომობილის მართვაზე

პრეპარატს შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. პრეპარატით თერაპიის დროს არ არის რეკომენდებული ავტოტრანსპორტის ტარება და მექანიზმების მართვა.

გვერდითი მოვლენები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდის მხრივ : სიხშირე უცნობია - გულისრევა, სპასტიური ხასიათის მუცლის ტკივილი; შესაძლებელია აღინიშნოს გასტროეზოფაგური რეფლუქსის (გულძმარვის) სიმპტომების სიმძიმის მატება.

იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატით თერაპიის დროს ვითარდებ არაიმე არასასურველი რეაქციები, მათ შორის, ისეთები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ დოკუმენტში, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

ჭარბი დოზა

20გ დოზით კატაბალახას ფესვის ექსტრაქტის მიღების დროს აღინიშნა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სპასტიური ხასიათის მუცლის ტკივილი, გულმკერდის არეში მოწოლის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ხელის ტრემორი და მიდრიაზი; ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ქრებოდა 24 საათის განმავლობაში.

დოზის გადაჭარბების სიმპტომების განვითარების შემთხვევაში უნდა იქნას ჩატარებული სიმპტომური მკურნალობა.

პიტნის ფოთლების ექსტრაქტისა და ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება .

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (mentha piperita ) 25 მგ

ბარამბოს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი ( Melissa officinalis ) 25 მგ

კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტი ( Valeriana officinalis ) 125 მგ

დამხმარე ნივთიერებები: სოიოს ლეციტინი, რაფინირებული ქოქოსის ზეთი, რაფინირებული პალმის ზეთი, ფუტკრის ყვითელი ცვილი, რაფინირებული სოიოს ზეთი, მალტოდექსტრინი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი; კაფსულა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, ქლოროფილინის სპილენძის კომპლექსი, რკინის ოქსიდი შავი, ქინოლინის ყვითელი.

პრეპარატის ათქ კოდი N05CM

შენახვის პირობები

შეინახეთ ტენიანობისა და სინათლისაგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების დღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

«უორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

ფარმაკოლოგიური თვისებები

ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. სხვა საძილე და სედაციური საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ვამელანი - კომბინირებული ფიტოპრეპარატი, რომელიც შეიცავს პიტნის ფოთლების, ბარამბოს ფოთლების და კატაბალახას ფესვების მშრალ ექსტრაქტებს. ცნობილია, რომ კატაბალახას ფესვებისა და პიტნის ფოთლების ექსტრაქტებს გააჩნიათ დამამშვიდებელი მოქმედება, ხოლო ბარამბოს ფოთლებსა და პიტნის ფოთლებს გააჩნიათ დადებითი გავლენა კუჭ-ნაწლავის უმნიშვნელოდ გამოხატული დარღვევების დროს.

ცნობილია, რომ პიტნის ფოთლების, ბარამბოს ფოთლებისა და კატაბალახას ფესვების ექსტრაქტების კომბინაცია ახდენს დამამშვიდებლ მოქმედებას უმნიშვნელოდ გამოხატულ სტრესულ მდგომარეობებზე, შფოთვისა და დაძაბული მდგომარეობის ჩათვლით და ასევე აჩქარებს ძილის პროცესს.

პიტნის ფოთლების, ბარამბოს ფოთლებისა და კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტების კომბინაციის გამოყენება ზემოთ აღნიშნული სიტუაციების დროს ეფუძნება მხოლოდ ტრადიციული გრძელვადიანი გამოყენების გამოცდილებას.

ფარმაკოკინეტიკა

სამეცნიერო ლიტერატურაში არ გაგვაჩნია მონაცემები პიტნის ფოთლების, ბარამბოს ფოთლებისა და კატაბალახას ფესვების ექსტრაქტების ფარმაკოკინეტიკური თვისებების შესახებ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო საშუალების

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ვამელანი

სავაჭრო დასახელება

ვამელანი, Vamelan

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება

-

სამკურნალო ფორმა

კაფსულები.

აღწერა: ოვალური რბილი ჟელატინის კაფსულები, ზომა №10, გაუმჭვირვალე, მუქი მწვანე ფერის, რომლებიც შეიცავენ შავი ფერის სქელ ზეთოვან სუსპენზიას ვალერიანის სუნით

შემადგენლობა

კაფსულა შეიცავს

აქტიური ნივთიერებები:

პიტნის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (mentha piperita ) 25 მგ

ბარამბოს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი ( Melissa officinalis ) 25 მგ

კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტი ( Valeriana officinalis ) 125 მგ

დამხმარე ნივთიერებები: სოიოს ლეციტინი, რაფინირებული ქოქოსის ზეთი, რაფინირებული პალმის ზეთი, ფუტკრის ყვითელი ცვილი, რაფინირებული სოიოს ზეთი, მალტოდექსტრინი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი; კაფსულა: ჟელატინი, გლიცერინი, ტიტანის დიოქსიდი, ქლოროფილინის სპილენძის კომპლექსი, რკინის ოქსიდი შავი, ქინოლინის ყვითელი.

პრეპარატის ათქ კოდი N05CM

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალებები. სხვა საძილე და სედაციური საშუალებები.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ვამელანი - კომბინირებული ფიტოპრეპარატი, რომელიც შეიცავს პიტნის ფოთლების, ბარამბოს ფოთლების და კატაბალახას ფესვების მშრალ ექსტრაქტებს. ცნობილია, რომ კატაბალახას ფესვებისა და პიტნის ფოთლების ექსტრაქტებს გააჩნიათ დამამშვიდებელი მოქმედება, ხოლო ბარამბოს ფოთლებსა და პიტნის ფოთლებს გააჩნიათ დადებითი გავლენა კუჭ-ნაწლავის უმნიშვნელოდ გამოხატული დარღვევების დროს.

ცნობილია, რომ პიტნის ფოთლების, ბარამბოს ფოთლებისა და კატაბალახას ფესვების ექსტრაქტების კომბინაცია ახდენს დამამშვიდებლ მოქმედებას უმნიშვნელოდ გამოხატულ სტრესულ მდგომარეობებზე, შფოთვისა და დაძაბული მდგომარეობის ჩათვლით და ასევე აჩქარებს ძილის პროცესს.

პიტნის ფოთლების, ბარამბოს ფოთლებისა და კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტების კომბინაციის გამოყენება ზემოთ აღნიშნული სიტუაციების დროს ეფუძნება მხოლოდ ტრადიციული გრძელვადიანი გამოყენების გამოცდილებას.

ფარმაკოკინეტიკა

სამეცნიერო ლიტერატურაში არ გაგვაჩნია მონაცემები პიტნის ფოთლების, ბარამბოს ფოთლებისა და კატაბალახას ფესვების ექსტრაქტების ფარმაკოკინეტიკური თვისებების შესახებ.

გამოყენების ჩვენებები

ვამელანი განკუთვნილია მსუბუქი სტრესული სიტუაციების, მათ შორის შფოთვისა და დაძაბულობის დროს გამოსაყენებლად, ასევე ძილის მოგვრის პროცესის დასაჩქარებლად.

პიტნის ფოთლების, ბარამბოს ფოთლებისა და კატაბალახას ფესვების მშრალი ექსტრაქტების კომბინაციის გამოყენება ეფუძნება მხოლოდ ტრადიციული გრძელვადიანი გამოყენების გამოცდილებას.

გამოყენების წესი და დოზები

დოზირება

ზრდასრულები და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდები

შფოთვისა და დაძაბულობის მდგომაეობებში პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 კაფსულას 2-ჯერ დღე-ღამეში.

უძილობის დროს პრეპარატის რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 კაფსულას ძილის წინ 1 საათით ადრე.

პრეპარატის გამოყენებისას ეფექტი ვითარდება თანდათან. ოპტიმალური ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენება მინიმუმ 14 დღის განმავლობაში.

პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის. ხანგრძლივი გამოყენების შემდეგ პრეპარატის მიღების შეწყვეტისას არ აღინიშნება მედიკამენტოზური დამოკიდებულების ან აბსტინენტური სინდრომის ნიშნები.

იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატის 14 დღის განმავლობაში გამოყენების ფონზე სიმპტომების სიმძიმე არ კლებულობს ან აღინიშნება მდგომარეობის გაუარესება, საჭიროა ექიმთან კონსულტაციის გავლა.

12 წლამდე ასაკის ბავშვები

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული, ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ მოიპოვება.

გამოყენების წესი

კაფსულები მიიღება შინაგანად, საკვების მიღების მიუხედავად, სითხის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების ან პრეპარატის ნებისმიერი დამხმარე ნივთიერებების მიმართ.

არასასურველი რეაქციები

არასასურველი რეაქციები ჩამოთვლილია ქვემოთ MedDRA-ს სისტემურ-ორგანული კლასების მიხედვით. არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100, მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000 მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემებით).

კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდის მხრივ : სიხშირე უცნობია - გულისრევა, სპასტიური ხასიათის მუცლის ტკივილი; შესაძლებელია აღინიშნოს გასტროეზოფაგური რეფლუქსის (გულძმარვის) სიმპტომების სიმძიმის მატება.

იმ შემთხვევებში, როდესაც პრეპარატით თერაპიის დროს ვითარდებ არაიმე არასასურველი რეაქციები, მათ შორის, ისეთები, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ დოკუმენტში, აუცილებელია კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ

შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ მნიშვნელოვანია. თუ პაციენტს აღმოაჩნდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან განვითარდა ახალი გვერდითი რეაქცია, რომელიც არ არის აღწერილი ამ განყოფილებაში, გთხოვთ, ინფორმაცია მიაწოდოთ ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.

განსაკუთრებული მითითებები

გასტროეზოფაგური რეფლუქსის (გულძმარვა) მქონე პაციენტებში არ შეიძლება გამოყენებულ იქნას პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ პიტნას რადგანაც, სიმპტომების სიმძიმე შეიძლება გაიზარდოს.

პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ პიტნას, ნაღველკენჭოვანი დაავადების ან ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების სხვა დაავადებების მქონე პაციენტებში უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით.

12 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემები არ არის ხელმისაწვდომი, ამიტომ ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

დამხმარე ნივთიერებები

ვამელანი შეიცავს რაფინირებულ სოიოს ზეთს, ამიტომ პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია არაქისის და სოიოს მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში.

გავლენა ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე

პრეპარატს შეუძლია ნეგატიური გავლენა მოახდინოს ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე. პრეპარატით თერაპიის დროს არ არის რეკომენდებული ავტოტრანსპორტის ტარება და მექანიზმების მართვა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

პიტნის ფოთლების, ბარამბოს ფოთლებისა და კატაბალახას ფესვების უარყოფითი ზემოქმედების რისკის შესახებ ცნობები არ გაგვაჩნია.

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ქალებში ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში (ამ კატეგორიის პაციენტებში პრეპარატის გამოყენების მონაცემები არ მოიპოვება).

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

მონაცემები პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების შესახებ არ მოგვეპოვება. პრეპარატის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთდროულ გამოყენებამდე პაციენტმა აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან.

გვაქვს შეზღუდული მონაცემები ფარმაკოლოგიური ურთიერთქმედების შესახებ; კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები ნივთიერებებთან, რომლებიც მეტაბოლიზდება CYP2D6, CYP3A4 / 5, CYP1A2 და CYP2E1 მონაწილეობით, არ აღინიშნა.

პრეპარატის ერთდროული გამოყენება სხვა სედატიურ საშუალებებთან (მაგალითად, ბენზოდიაზეპინები) არ არის რეკომენდებული და დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

დოზის გადაჭარბება

20გ დოზით კატაბალახას ფესვის ექსტრაქტის მიღების დროს აღინიშნა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, სპასტიური ხასიათის მუცლის ტკივილი, გულმკერდის არეში მოწოლის შეგრძნება, თავბრუსხვევა, ხელის ტრემორი და მიდრიაზი; ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ქრებოდა 24 საათის განმავლობაში.

დოზის გადაჭარბების სიმპტომების განვითარების შემთხვევაში უნდა იქნას ჩატარებული სიმპტომური მკურნალობა.

პიტნის ფოთლების ექსტრაქტისა და ბარამბოს ფოთლების ექსტრაქტის დოზის გადაჭარბების შესახებ მონაცემები არ მოიპოვება .

გამოშვების ფორმა

კაფსულები.

15 კაფსულა ბლისტერში.

2 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

შეინახეთ ტენიანობისა და სინათლისაგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე!

ვარგისობის ვადა

3 წელი წარმოების დღიდან.

არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

წარმოებულია

«უორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“, თურქეთი

(15 თემუზ მაჰ. ჯამი იოლუ ჯად. No 50 გიუნეშლი ბაგჯილარ / სტამბული)

"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", TURKEY

(15 Temmuz Mah. Cami Yolu Cad. No: 50 Güneşli Bağcılar / İstanbul).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა