პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ვაგოსტაბილი

Vagostabyl®

ურეცეპტოდ50,0მგ + 45,0მგ + 50,0მგ + 10,0მგინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
რისთვის გამოიყენება

წამალი არის სუსტი დამამშვიდებელი. ის რეკომენდებულია: მოზრდილებში გამოყენებისთვის, ნერვიულობის შესამცირებლად, გულისცემის გადამეტებული აღქმის (პალპიტაცია) შემთხვევებში, როდესაც გულის ყველა დაავადება გამორიცხულია. მოზრდილებში და ბავშვებში გამოსაყენებლად ძილის მსუბუქი დარღვევების შემთხვევებში

სრულად
ფორმა და შეფუთვა
50,0მგ + 45,0მგ + 50,0მგ + 10,0მგ გარსით დაფარული ტაბლეტი №40 პოლიპროპილენის ტუბში
მწარმოებელი
BIOCODEX, საფრანგეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სედაციური მცენარეული საშუალებები
რეგისტრაციის ნომერი
რ-038491
რეგისტრირებულია
30 ივნისი 2023, მოქმედებს 30 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
BIOCODEX (საფრანგეთი)
განმცხადებელი
შპს „ავერსი-ფარმა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებავაგოსტაბილი და სხვა წამალი ერთად

ვაგოსტაბილი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

წამალი არის სუსტი დამამშვიდებელი. ის რეკომენდებულია:

მოზრდილებში გამოყენებისთვის, ნერვიულობის შესამცირებლად, გულისცემის გადამეტებული აღქმის (პალპიტაცია) შემთხვევებში, როდესაც გულის ყველა დაავადება გამორიცხულია.

მოზრდილებში და ბავშვებში გამოსაყენებლად ძილის მსუბუქი დარღვევების შემთხვევებში

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები:

პალპიტაციის შემთხვევაში: 2 ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ, ჭამის წინ.

ძილის მცირე დარღვევების შემთხვევაში: 2 ტაბლეტი სადილის დროს, 2 ტაბლეტი ძილის წინ.

ბავშვები 6 წლის ზემოთ:

ძილის მცირე დარღვევების შემთხვევაში: 2 ტაბლეტი სადილის დროს, 1 ტაბლეტი ძილის წინ.

ტაბლეტის ფორმა არ არის შესაფერისი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

მიღების მეთოდი და გზა

პერორალურად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობა არ უნდა გახანგრძლივდეს ექიმის ნებართვის გარეშე.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვაგოსტაბილი®

მასიურმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

გულისრევა

ღებინება

ხშირი შარდვა

გადამეტებული წყურვილი

ყაბზობა

და სერიოზულ შემთხვევებში არარეგულარული გულისცემა

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვაგოსტაბილი® გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე კომპონენტის მიმართ, რომელიც ჩამოთვლილია 6.1 ნაწილში.

სიფრთხილის ზომები

თუ თქვენ გითხრათ ექიმმა, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით მას ამ წამლის მიღებამდე.

არასდროს მიიღოთ ვაგოსტაბილი® შემდეგ შემთხვევბში:

თუU გაქვთ ჰიიპერმგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის ან სხვა კომპონენტის მიმართ.

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მნიშვნელოვანია რომ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

იყავით ფრხილად ვაგოსტაბილთან®:

სპეციალური გაფრთხილებები:

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ბავშვებში ძილის პრობლემების დროს.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ეს წამალი შეიცავს არაორგანულ საღებავს (E110 Orange Yellow) რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ეს წამალი შეიცავს შაქარს. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, შაქრის აუტანლობით.

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მნიშვნელოვანია რომ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სხვადასხა წამლებს შორის ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სხვა მკურნალობის შესახებ, რომელსაც ამჟამად იტარებთ.

ორსულობა და ძუძუთი კვება

უმჯობესია, რომ ეს წამალი არ გამოიყენოთ ორსულობის დროს. თუ ამ წამლის გამოყენების პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც ერთადერთია ვინც უნდა გადაწყვიტოს, აუცილებელუია თუ არა მკურნალობის გაგრძელება

ეს წამალი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, ნებისმიერი ახალი წამლის მიღებამდე.

ექსციპიენტები ცნობილი ეფექტებით:

Orange Yellow S (E110), შაქარი

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არარელევანტური

გვერდითი მოვლენები

ყველა წამლის მსგავსად, ვაგოსტაბილმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში:

იშვიათ შემთხვევებში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და დარღვევბი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ.

შეტყობინებები გვერდით ეფექტებზე

თუ თქვენ აღნიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტსაც, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე უნდა აცნობოთ გვედითი ეფექტების შესახებ შეტყობინებების ეროვნულ სისტემას.

გვერდითთი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით მეტი ინფორმაიის შეგროვებას ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.

ჭარბი დოზა

გულისრევა, ღებინება, პოლიდიფსია, პოლიურია, ყაბზობა და მძიმე შემთხვევებში გულის არითმია.

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანციები:

კუნელის წყალ-სპირტოვანი მშრალი ექსტრაქტი: 50მგ

ლიმონის ბალზამის წყალ-სპირტოვანი მშრალი ექსტრაქტი: 45მგ

კალციუმის ლაქტატის პენტაჰიდრატი: 50მგ

მაგნიუმის თიოსულფატი: 10მგ

სხვა კომპონენტები: ბირთვი:

პოვიდონი K30, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH 101), კოლოიდური უწყლო სილიციუმი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: სეპიფილმი SN, ტალკი, შაქარი, ჟელატინი, გუმიარაბიკი, Orange Yellow S (E110), ოპაგლოსი 6000.

ვაგოსტაბილის® ფარმაცევტული ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ეს წამალი წარმოდგენილია შემოგარსული ტაბლეტის სახით. კოლოფში 40 ან 120 ტაბლეტი.

ხელმისაწვდომია ერთი პპ ტუბით 40 შემოგარსული ტაბლეტით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მფლობელი/დისტრიბიუტორი

BIOCODEX

22 Rue des Aqueducs 94250 GENTILLY, France

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ვაგოსტაბილი® კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ წამალი მშრალ ადგილზე

არ შეიძლება წამლების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნაგავში და კანალიზაციაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს თუ როგორ განთავისუფლდეთ იმ წამლებისგან რომლებსაც აღარ ღებულობთ. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ.

დამატებითი ინფორმაცია

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფიტოთერაპიული და მინერალური ელემენტები სედაციური ეფექტით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ვაგოსტაბილი®

წამლის მიღებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი-ჩანართი. ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

თუ თქენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები და ეჭვები, გთხოვთ მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს მეტი ინფორმაციისთვის

  • შეინახეთ ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
  • თუ გესაჭიროებათ მეტი ინფორმაცია ან რჩევა მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს
  • თუ სიმპტომები ხანგრძლივდება ან უარესდება მიმართეთ ექიმს
  • თუ თქვენ აღნიშნავთ გვერდით ეფექტს, როომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელ-ჩანართში ან თუ რომელიმე ჩამოთვლილი ეფექტი არის სეროიზული აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცვეტს.

ამ ჩანართში თქვენ იხილავთ:

რა არის ვაგოსტაბილი® და როდის გამოიყენება

ინფორმაცია რომელიც უნდა იცოდეთ ვაგოსტაბილის® მიღებამდე

როგორ მიიღება ვაგოსტაბილი®

შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორ ინახება ვაგოსტაბილი®

დამატებითი ინფორმაცია

რა არის ვაგოსტაბილი® როდის გამოიყენება

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ფიტოთერაპიული და მინერალური ელემენტები სედაციური ეფექტით.

თერაპიული ჩვენებები

წამალი არის სუსტი დამამშვიდებელი. ის რეკომენდებულია:

მოზრდილებში გამოყენებისთვის, ნერვიულობის შესამცირებლად, გულისცემის გადამეტებული აღქმის (პალპიტაცია) შემთხვევებში, როდესაც გულის ყველა დაავადება გამორიცხულია.

მოზრდილებში და ბავშვებში გამოსაყენებლად ძილის მსუბუქი დარღვევების შემთხვევებში

  • ინფორმაცია რომელიც უნდა იცოდეთ ვაგოსტაბილის® მიღებამდე

თუ თქვენ გითხრათ ექიმმა, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, დაუკავშირდით მას ამ წამლის მიღებამდე.

არასდროს მიიღოთ ვაგოსტაბილი® შემდეგ შემთხვევბში:

თუU გაქვთ ჰიიპერმგრძნობელობა აქტიური ინგრედიენტის ან სხვა კომპონენტის მიმართ.

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მნიშვნელოვანია რომ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

იყავით ფრხილად ვაგოსტაბილთან®:

სპეციალური გაფრთხილებები:

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, ბავშვებში ძილის პრობლემების დროს.

სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

ეს წამალი შეიცავს არაორგანულ საღებავს (E110 Orange Yellow) რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ეს წამალი შეიცავს შაქარს. მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, შაქრის აუტანლობით.

თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მნიშვნელოვანია რომ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

წამალთაშორისი ურთიერთქმედება:

სხვადასხა წამლებს შორის ურთიერთქმედების თავიდან ასაცილებლად, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს ნებისმიერი სხვა მკურნალობის შესახებ, რომელსაც ამჟამად იტარებთ.

ორსულობა და ლაქტაცია

უმჯობესია, რომ ეს წამალი არ გამოიყენოთ ორსულობის დროს. თუ ამ წამლის გამოყენების პერიოდში აღმოაჩენთ, რომ ხართ ორსულად, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც ერთადერთია ვინც უნდა გადაწყვიტოს, აუცილებელუია თუ არა მკურნალობის გაგრძელება

ეს წამალი არ გამოიყენება ლაქტაციის პერიოდში.

გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, ნებისმიერი ახალი წამლის მიღებამდე.

ექსციპიენტები ცნობილი ეფექტებით:

Orange Yellow S (E110), შაქარი

როგორ მიიღება ვაგოსტაბილი®?

დოზირება

მოზრდილები:

პალპიტაციის შემთხვევაში: 2 ტაბლეტი დღეში 1-3-ჯერ, ჭამის წინ.

ძილის მცირე დარღვევების შემთხვევაში: 2 ტაბლეტი სადილის დროს, 2 ტაბლეტი ძილის წინ.

ბავშვები 6 წლის ზემოთ:

ძილის მცირე დარღვევების შემთხვევაში: 2 ტაბლეტი სადილის დროს, 1 ტაბლეტი ძილის წინ.

ტაბლეტის ფორმა არ არის შესაფერისი 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის

მიღების მეთოდი და გზა

პერორალურად.

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობა არ უნდა გახანგრძლივდეს ექიმის ნებართვის გარეშე.

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვაგოსტაბილი®

მასიურმა ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

გულისრევა

ღებინება

ხშირი შარდვა

გადამეტებული წყურვილი

ყაბზობა

და სერიოზულ შემთხვევებში არარეგულარული გულისცემა

თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ვაგოსტაბილი® გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა წამლის მსგავსად, ვაგოსტაბილმაც® შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა არა ყველა პაციენტში:

იშვიათ შემთხვევებში ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და დარღვევბი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ.

შეტყობინებები გვერდით ეფექტებზე

თუ თქვენ აღნიშნავთ რაიმე გვერდით ეფექტს, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით ეფექტსაც, რომელიც ჩამოთვლილი არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე უნდა აცნობოთ გვედითი ეფექტების შესახებ შეტყობინებების ეროვნულ სისტემას.

გვერდითთი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ეხმარებით მეტი ინფორმაიის შეგროვებას ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.

როგორ ინახება ვაგოსტაბილი®?

შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილზე.

არ გამოიყენოთ ვაგოსტაბილი® კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

შეინახეთ წამალი მშრალ ადგილზე

არ შეიძლება წამლების გადაყრა საყოფაცხოვრებო ნაგავში და კანალიზაციაში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს თუ როგორ განთავისუფლდეთ იმ წამლებისგან რომლებსაც აღარ ღებულობთ. ეს ზომები მიმართულია გარემოს დაცვისკენ.

დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ვაგოსტაბილი®?

აქტიური სუბსტანციები:

კუნელის წყალ-სპირტოვანი მშრალი ექსტრაქტი: 50მგ

ლიმონის ბალზამის წყალ-სპირტოვანი მშრალი ექსტრაქტი: 45მგ

კალციუმის ლაქტატის პენტაჰიდრატი: 50მგ

მაგნიუმის თიოსულფატი: 10მგ

სხვა კომპონენტები: ბირთვი:

პოვიდონი K30, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH 101), კოლოიდური უწყლო სილიციუმი, სიმინდის სახამებელი, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსი: სეპიფილმი SN, ტალკი, შაქარი, ჟელატინი, გუმიარაბიკი, Orange Yellow S (E110), ოპაგლოსი 6000.

ვაგოსტაბილის® ფარმაცევტული ფორმა და შეფუთვის შემცველობა

ეს წამალი წარმოდგენილია შემოგარსული ტაბლეტის სახით. კოლოფში 40 ან 120 ტაბლეტი.

ხელმისაწვდომია ერთი პპ ტუბით 40 შემოგარსული ტაბლეტით.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე

მფლობელი/დისტრიბიუტორი

BIOCODEX

22 Rue des Aqueducs 94250 GENTILLY, France

მწარმოებელი

BIOCODEX

1 avenue Blaise Pascal

60000 Beauvais, France

ფურცელი-ჩანართი ბოლოს დამტკიცდა: იანვარი, 2025.

წამლის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ANSM’s (France) ვებ-გვერდზე.

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა