ვაგინოვა
Vaginova
ვაგინოვა არის ვაგინალური ტაბლეტი, რომელიც გამოიყენება საშოში (რეზერვუარში) შეყვანის გზით. პრეპარატი განეკუთვნება ანტიბაქტერიული (ეფექტური ბაქტერიების წინააღმდეგ), ანტიპროტოზული (ეფექტური პარაზიტების წინააღმდეგ), სოკოს საწინააღმდეგო (ეფექტური სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ) მედიკამენტების ჯგუფს. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- მეტრონიდაზოლი (metronidazole) + მიკონაზოლი (miconazole) + ლიდოკაინი (lidocaine)
- ფორმა და შეფუთვა
- 750+200+100მგ ვაგინალური ტაბლეტი №7 (1X7) აპლიკატორთან ერთად
- მწარმოებელი
- Drogsan Ilaclari San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური გინეკოლოგიური საშუალებები, იმიდაზოლის წარმოებულები
- ATC კოდი
- G01AF20
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043221
- რეგისტრირებულია
- 6 მაისი 2025, მოქმედებს 6 მაისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Drogsan Ilaclari San. ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „3დ ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ვაგინოვა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვაგინოვა არის ვაგინალური ტაბლეტი, რომელიც გამოიყენება საშოში (რეზერვუარში) შეყვანის გზით. პრეპარატი განეკუთვნება ანტიბაქტერიული (ეფექტური ბაქტერიების წინააღმდეგ), ანტიპროტოზული (ეფექტური პარაზიტების წინააღმდეგ), სოკოს საწინააღმდეგო (ეფექტური სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ) მედიკამენტების ჯგუფს.
55264053492500ვაგინოვა შეიცავს 7 თეთრ ან მოთეთრო ვაგინალური ტაბლეტს რომელზეც დატანილია ‘ ‘. ერთი ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს 750 მგ მეტრონიდაზოლს, 200 მგ მიკონაზოლის ნიტრატს და 100 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს აქტიური ნივთიერების სახით.
ვაგინოვა გამოიყენება ვაგინალური ანთების (ვაგინიტის) სამკურნალოდ, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ქავილი, წვა, პათოლოგიური გამონადენი, შეშუპება და სიწითლე საშოში (რეზერვუარში), იმ პირობით, რომ მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს კანდიდოზური ვაგინიტი (ვაგინალური ინფექცია, რომელიც გამოწვეულია Candida სოკოს გადაჭარბებული ზრდის შედეგად) ბაქტერიული ვაგინოზი (ვაგინალური ინფექცია გამოწვეული მავნე ბაქტერიების გამრავლების შედეგად საშოს ეკოსისტემის ცვლილებით) და/ან ტრიქომონული ვაგინიტი (Trichomonas vaginalis პარაზიტით გამოწვეული ვაგინალური ინფექცია) დადასტურებულია ლაბორატორიული მონაცემებით და იმ პირობით, რომ ერთდროულად გამოიყენება სისტემური ანტიმიკრობული საშუალებები რომელიმე ამ ინფექციისთვის.
- რა უნდა გაითვალისწინოთ ვაგინოვას გამოყენებამდე
მიღების წესი და დოზირება
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/გამოყენების სიხშირე:
გამოიყენება ერთი ტაბლეტი დღეში შვიდი დღის განმავლობაში საშოში ღრმად შეტანის გზით მწოლიარე მდგომარეობაში.
ვაგინოვას გამოყენებამდე ხელები უნდა დაიბანოთ.
რადგანაც მენსტრუაციის დროს ვაგინოვას ეფექტი შეიძლება შემცირდეს ან გამოყენება გაძნელდეს, რეკომენდებულია რომ ის არ იქნას გამოყენებული ამ პერიოდში.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ვაგინოვა გამოიყენება მხოლოდ საშოში (რეზერვუარში) შეტანის გზით.
პრეპარატის გამოყენებამდე დაწექით ზურგზე. აწიეთ ფეხები ოდნავ ზემოთ. შეიყვანეთ ვაგინოვა საშოში (რეზერვუარში) და მოათავსეთ რაც შეიძლება ღრმად. თუ შესაძლებელია, არ ადგეთ ვაგინალური ტაბლეტის შეყვანიდან ნახევარი საათის განმავლობაში.
მკურნალობა გააგრძელეთ ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდით.
არ შეიძლება ვაგინოვას გადაყლაპვა ან სხვა გზით გამოყენება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
ვაგინოვა არ უნდა დაინიშნოს 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულებისთვის გამოყენების განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა: გამოყენების შესახებ კონკრეტული რეკომენდაციები არ არსებობს. თუ გადიხართ დიალიზით მკურნალობას, ვაგინოვას ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.
ღვიძლის უკმარისობა: თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, ვაგინოვას გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში ვაგინოვას დოზას დაადგენს მკურნალი ექიმი.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ვაგინოვას ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ვაგინოვას:
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ვაგინოვა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, დიარეა, ქავილი, მეტალის გემო პირში, არამყარი სიარული ინტოქსიკაციის მსგავსი (ატაქსია), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ეპილეფსიური შეტევები (კრუნჩხვები), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), მუქი შარდი, წვის შეგრძნება პირისა და ყელის არეში, შეიძლება განვითარდეს წვა ხელებსა და ფეხებში, ჩხვლეტა, დაბუჟება და ჟუვილი (პარესთეზია), გულის რითმის დარღვევა, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილიც კი. ასეთ შემთხვევაში და თუ შემთხვევით გამოიყენეთ ვაგინოვას დიდი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ ვაგინოვას გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ვაგინოვათი მკურნალობის შეწყვეტისას
თუ მკურნალობა ნაადრევად შეწყდა, შეიძლება განმეორდეს ვაგინიტი და ხელახლა გამოჩნდეს ვაგინიტის სიმპტომები. თუ ვაგინოვათი მკურნალობა შეწყდება ექიმის მიერ რეკომენდებული პერიოდის შემდეგ, არასასურველი ეფექტები არ არის მოსალოდნელი.
უკუჩვენებები
თუ,
თუ გაქვთ ალერგია ვაგინოვას რომელიმე აქტიურ ინგრედიენტზე ან მათ წარმოებულებზე,
თუ ხართ ორსულობის პირველ ტრიმესტრში,
თუ გაქვთ პორფირია (მემკვიდრეობითი მეტაბოლური დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სისტემასთან),
თუ გაქვთ ეპილეფსია,
არ გამოიყენოთ ვაგინოვა თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული დისფუნქცია.
ვაგინოვათი მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში ალკოჰოლი არ უნდა იქნას მიღებული. დისულფირამის, როგორც აქტიური ნივთიერების შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალოდ, არ უნდა იქნას გამოყენებული ვაგინოვათი მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში.
გამოიყენეთ ვაგინოვა სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში
ვაგინოვამ შეიძლება დააზიანოს რეზინი. ამიტომ, მოერიდეთ ვაგინალური ტაბლეტების კონტაქტს კონდომებთან და კონტრაცეპციულ დიაფრაგმასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს არასასურველი ორსულობა.
ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენს პარტნიორს შესაძლოა დასჭირდეს შესაბამისი პერორალური მედიკამენტებით მკურნალობა. თუ ასეთი სიტუაცია გამოვლინდა ექიმის მიერ, მკაცრად დაიცავით თქვენი და თქვენი მეუღლისთვის დანიშნული მკურნალობის კურსი.
ექიმის მიერ რეკომენდებულზე მაღალი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს სისუსტე, ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება (პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები) და ეპილეფსიური შეტევების მსგავსი კრუნჩხვები (კონვულსიები) ხელებსა და ფეხებში. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
ლიდოკაინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილიც კი, განსაკუთრებით კანის დიდ ზედაპირებზე და განსაკუთრებით ნახვევის ქვეშ გამოყენებისას. რადგანაც ვაგინოვა ინიშნება ვაგინალური ტაბლეტის სახით, ამ ეფექტების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, როდესაც გამოყენება ხდება ისე, როგორც მითითებულია პუნქტში "სათანადო გამოყენების ინსტრუქციები და დოზა/გამოყენების სიხშირე". ზუსტად დაიცავით ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა.
თუ ვაგინოვას გამოყენების გამო განვითარდა ძლიერი გაღიზიანება გამოყენების ადგილას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
არ გამოიყენოთ ტამპონები ვაგინოვას მკურნალობის დროს.
არ გამოიყენოთ სხვა ვაგინალური პროდუქტები (მაგ. ტამპონები, შხაპები და სპერმიციდური პროდუქტები) ვაგინოვათი მკურნალობის დროს.
ვაგინოვა არ უნდა იქნას გამოყენებული სქესობრივად მოუმწიფებელ გოგონებში.
ვაგინოვას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვაგინოვას არ გააჩნია ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან მისი გამოყენების მეთოდის გამო.
სიფრთხილის ზომები
ალკოჰოლის მოხმარება არ შეიძლება მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში, რადგანაც შეიძლება განვითარდეს დისულფირამის მსგავსი რეაქცია.
სისტემური გამოყენების გამო მეტრონიდაზოლმა შეიძლება გამოიწვიოს პერიფერიული ნეიროპათია და კრუნჩხვები მაღალი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას.
ის არ უნდა იქნას გამოყენებული სქესობრივად მოუმწიფებელ გოგონებში.
ლიდოკაინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილიც კი, განსაკუთრებით კანის დიდ ზედაპირებზე და ოკლუზიური ნახვევის ქვეშ გამოყენებისას.
რადგანაც ვაგინოვა გამოიყენება ინტრავაგინალურად, ვაგინალური ტაბლეტის სახით, ეს ეფექტები ნაკლებად სავარაუდოა, როდესაც გამოყენება ხდება ისე, როგორც მითითებულია პუნქტში "დოზირება/გამოყენების სიხშირე და ხანგრძლივობა". ვაგინალური ტაბლეტები არ უნდა შევიდეს კონტაქტში კონტრაცეპციულ დიაფრაგმასთან და კონდომთან, რადგანაც ამან შეიძლება დააზიანოს რეზინი.
ვაგინოვა არ უნდა იქნას გამოყენებული სხვა ვაგინალურ პროდუქტებთან ერთად (მაგ. ტამპონები, სპრეები და სპერმიციდები) მკურნალობის დროს.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
კერძოდ, თუ არ იღებთ ალკოჰოლს ან ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედებას (მაგალითად: პრეპარატები, რომლებიც შეიცავს აცენოკუმაროლს, ანისინდიონს, დიკუმაროლს, ფენინდიონს, ფენპროკუმონს და ვარფარინს, აქტიური ინგრედიენტების სახით),
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სამკურნალოდ და შეიცავს ციმეტიდინს და ციზაპრიდს, აქტიური ნივთიერებების სახით,
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ (მაგალითად, ასტემიზოლის და ტერფენადინის შემცველი პრეპარატები, როგორც აქტიური ინგრედიენტები),
იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტები რომლებიც შეიცავს ციკლოსპორინს, აქტიური ნივთიერების სახით,
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ნივთიერება გლიმეპრიდს, როგორც აქტიურ ინგრედიენტს,
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა შარდის შეუკავებლობა, გახშირებული შარდვა და შარდის გაჟონვა (მაგალითად, მდეიკამენტები, რომლებიც შეიცავს ოქსიბუტინინს და ტოლტეროდინს, როგორც აქტიურ ნივთიერებებს),
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ და შეიცავს ნივთიერება - პიმოზიდს, აქტიური ნივთიერების სახით,
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ და შეიცავს ნივთიერება დისულფირამს, აქტიური ნივთიერების სახით,
კიბოს სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ფტორურაცილს და ტრიმეტრექსატს, როგორც აქტიურ ინგრედიენტებს),
ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. პრეპარატები, რომლებიც შეიცავს კარბამაზეპინს, ფოსფენიტოინს, ფენობარბიტალს და ფენიტოინს, როგორც აქტიურ ინგრედიენტებს),
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აფექტური აშლილობების სამკურნალოდ და შეიცავს ნივთიერებას, სახელწოდებით ლითიუმი, როგორც აქტიურ ნივთიერებას,
მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, სახელწოდებით ოქსიკოდონი და ფენტანილი, რომლებსაც გააჩნია ნარკოტიკული საშუალებების ეგექტი და გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებლები ძალიან ძლიერი ტკივილის დროს, განსაკუთრებით კიბოთი დაავადებულებში.
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ და შეიცავს ოფილინს, როგორც აქტიურ ნივთიერებას,
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ და შეიცავს ამიოდარონს და პროკაინამიდს აქტიური ნივთიერებების სახით,
მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) და გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს პროპრანოლოლს, როგორც აქტიურ ინგრედიენტს,
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ (ანტიარითმული პრეპარატები),
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება როგორც სედატიური საშუალებები და შედის ბარბიტურატების ჯგუფის პრეპარატებში.
თუ ამჟამად იყენებთ ან უახლოეს წარსულში იყენებდით რომელიმე რეცეპტით გაცემულ ან ურეცეპტო პრეპარატებს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს და ფარმაცევტს.
მხოლოდ თქვენს ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს, შეგიძლიათ თუ არა ვაგინოვას გამოყენება ორსულობისას.
თუ მკურნალობის დროს გაიგეთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტრონიდაზოლი, ვაგინოვას ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტი, გამოიყოფა დედის რძეში. ამ მიზეზით, ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მკურნალობის დროს, ხოლო ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს მკურნალობის დასრულებიდან 24-48 საათის შემდეგ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ექიმის მიერ რეკომენდებული დოზით და ხანგრძლივობით გამოყენებისას, ვაგინოვას არ აქვს ცნობილი გავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაღლილობა და სისუსტე, არ მართოთ მოტოციკლი ან ავტომობილი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაგინოვას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
თუ არ ხართ ჰიპერმგრძნობიარე მის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, ამ ნივთიერებების გამო გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ვაგინოვას კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში შეიძლება აღინიშნოს გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში).
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში),
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში),
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში),
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1-მდე პაციენტში).
უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება),
თუ განვითარდა ჩამოთვლილთაგან რომელიმე, შეწყვიტეთ ვაგინოვას გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
სერიოზული გამონაყარი კანზე;
სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება;
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ აღგენიშნათ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ვაგინოვას მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.
ძალიან ხშირი
ვაგინალური გამონადენი.
ხშირი:
თავბრუსხვევა.
თავის ტკივილი.
ვაგინალური ანთება (ვაგინიტი) ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ქავილი, წვა, ანომალური გამონადენი, შეშუპება და სიწითლე საშოში (რეზერვუარი).
გამონადენი, ქავილი, ცუდი სუნი და წვა საშოში, რომელიც გრძელდება 2-3 დღეზე მეტი (ვულვოვაგინალური გაღიზიანება),
ტკივილი საზარდულის ან მუცლის ქვედა ნაწილში, ჭიპის ქვემოთ (მენჯის არეში დისკომფორტი).
არახშირი:
დეპრესია;
წყურვილის შეგრძნება
იშვიათი:
წვა, ქავილი და საშოს გაღიზიანება;
კუჭის ტკივილი;
გამონაყარი კანზე;
ძალიან იშვიათი:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;
სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი);
სულიერი ცვლილებები.
უცნობი:
ლეიკოციტების შემცირება (ლეიკოპენია), რომელიც შეიძლება განისაზღვროს სისხლის კლინიკური ანალიზით და არის ორგანიზმში ინფექციის ნიშანი.
სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა სისუსტე, გულის პალპიტაცია, სუნთქვის დარღვევა და სისხლჩაქცევები ქსოვილებში ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდების გამო (მეტემოგლობინემია);
დაღლილობა ან სისუსტე;
სიფერმკრთალე;
ჩხვლეტის შეგრძნება სხეულში;
მგრძნობელობის დაკარგვა;
წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების და ჟუვილის შეგრძნება (პარესთეზია) ჩვეულებრივ ვლინდება ფეხებში;
სისუსტე, ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (პერიფერიული ნეიროპათია) მაღალი დოზების მიღებისას;
ძილიანობა;
ადგილის, დროისა და პიროვნების აღქმის დრღვევა (დეზორიენტაცია);
გადაჭარბებული და არათანმიმდევრული ქცევა (აგზნება);
ფსიქიკური აშლილობა (ფსიქოზი);
ეპილეფსიური შეტევები (კრუნჩხვები), კომა;
მეტყველების დარღვევა;
ჰიპერმგრძნობელობა შეხებაზე ან კანის ტკივილი (ჰიპერესთეზია);
აღქმის უნარის დაქვეითება (ჰიპოესთეზია);
მნიშვნელოვანი ლეტარგია და უმოქმედობა (ლეტარგია);
რეალობაში არარსებული მოვლენების აღქმა ან განცდა (ჰალუცინაცია);
სიცხის შეგრძნება;
გაუწონასწორებელი სიარული (ატაქსია);
გაღიზიანებადობა;
შფოთვა, გადაჭარბებული მღელვარება (შფოთვა);
გონებრივი მდგომარეობა (ეიფორია), რომელიც სიამოვნებს ადამიანს და თავს კარგად გრძნობს;
ცნობიერების დაბინდვა (დაბნეულობა), გონების დაკარგვა;
ტინიტუსი;
ძილიანობა ან უძილობა (უძილობა);
ბუნდოვანი ან გაორებული ხედვა;
შემცივნება;
კანკალი (ტრემორი) კუნთების დროებითი შეკუმშვის შედეგად;
გემოს ცვლილება, მეტალის გემო პირში;
პირის სიმშრალე;
გულისრევა, ღებინება;
ყაბზობა, დიარეა (დიარეა);
ანორექსია;
მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი და შეკუმშვა (სპაზმი);
ადგილობრივი გაღიზიანება და მგრძნობელობა;
კანის კონტაქტი ზოგიერთ ნივთიერებასთან და შედეგად მიღებული რეაქცია (კონტაქტური დერმატიტი);
თუ აღგენიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ჭარბი დოზა
როდესაც ვაგინალური ტაბლეტების დიდი რაოდენობაა გამოყენებული, შეიძლება განვითარდეს მეტრონიდაზოლით გამოწვეული სისტემური ეფექტები, თუმცა, მოსალოდნელი არაა, რომ ვაგინალურად გამოყენებულმა მეტრონიდაზოლმა გამოიწვიოს სიცოცხლისათვის საშიში სიმპტომები.
დოზის გადაჭარბებისას გამოიყენება სიმპტომური და დამხმარე მკურნალობა. მეტრონიდაზოლს ანტიდოტი არა აქვს. გამოჯანმრთელება მიიღწევა იმ პირებში, რომლებმაც მიიღეს 12 გრამი მეტრონიდაზოლი.
შეიძლება განვითარდეს მეტრონიდაზოლით გამოწვეული გულისრევა, ღებინება. მუცლის ტკივილი. დიარეა. ქავილი, პირში ლითონის გემო, ატაქსია, თავბრუსხვევა, პარესთეზია, კონვულსიები, ლეიკოპენია, შარდის ფერის გამუქება; მიკონაზოლის ნიტრატით გამოწვეული წვის შეგრძნება პირში და ყელში, ანორექსია, გულისრევა, ღებინება, თავის ტკივილი, დიარეა. ლიდოკაინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევები, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილიც კი, განსაკუთრებით კანის დიდ ზედაპირებზე და ძალიან მაღალი დოზებით გამოყენებისას.
შემადგენლობა
- რა არის ვაგინოვა და რისთვის გამოიყენება ის. 2. რა უნდა გაითვალისწინოთ ვაგინოვას გამოყენებამდე. 3. როგორ გამოიყენება ვაგინოვა. 4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები. 5. ვაგინოვას შენახვის წესი.
შენახვის პირობები
შეინახეთ ვაგინოვა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მისსავე შეფუთვაში.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC-ზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ვაგინოვა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ვაგინოვა, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტსა და მის შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! მოათავსეთ ის გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ სათანადო შესაგროვებელ სისტემაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგის ნებართვის მფლობელი:
Drogsan Ilaclari Sanayi ve Ticaret A.S.
Oguzlar Mah. 1370. Sok. 7/3
06520 Balgat - Cankaya / ანკარა
ტელ: +90 312287 74l0
ფაქსი: *90 312287 61 15
წარმოების ადგილი:
Drogsan Ilaclari Sanayi ve Ticaret A.S.
Esenboga Merkez Mah. Cubuk Cad. # 31
06760 Cubuk / ანკარა
ტელ: +90 312 827 11 16-17
ფაქსი: +90 312 827 11 15
გამოყენების ინსტრუქციის ბოლო დამტკიცების თარიღი 03/05/2021
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიბაქტერიული, ანტიპროტოზოული, სოკოს საწინააღმდეგო, საანესთეზიო საშუალოებები
ათქ კოდი: G01AF20
ვაგინოვა შეიცავს მიკონაზოლის ნიტრატს, როგორც სოკოს საწინააღმდეგო საშუალებას, მეტრონიდაზოლს, როგორც ანტიბაქტერიულ და ანტიტრიქომონულ საშუალებას, და ლიდოკაინს, როგორც ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებას. მიკონაზოლის ნიტრატი არის ფართო სპექტრის სინთეზური იმიდაზოლის წარმოებული სოკოს საწინააღმდეგო საშუალება, რომელიც ეფექტურია პათოგენური სოკოების, მათ შორის Candida albicans-ის წინააღმდეგ. ის ასევე ეფექტურია გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ. მიკონაზოლის ნიტრატი ახორციელებს თავის ეფექტს ციტოპლაზმურ მემბრანაში ერგოსტეროლის სინთეზის საშუალებით. მიკონაზოლის ნიტრატი ცვლის მიკოზური უჯრედის შეღწევადობას Candida-ს სახეობების მიმართ in vitro და აინჰიბირებს უჯრედის მიერ გლუკოზის უტილიზაციას.
მეტრონიდაზოლი განეკუთვნება 5-ნიტროიმიდაზოლის ჯგუფს, ის არის ანტიპროტოზოული, ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც ეფექტურია უმეტესობა ინფექციების წინააღმდეგ, ანაერობულ ბაქტერიებით გამოწვეული და პროტოზოებით გამოწვეული ინფექციების ჩათვლით. მეტრონიდაზოლი ეფექტურია ანაერობული ბაქტერიების წინააღმდეგ, Trichomonas vaginalis და Gardnerella vaginalis და ანაერობული სტრეპტოკოკების ჩათვლით.
ლიდოკაინი არის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, რომელიც ასტაბილურებს ნეირონის მემბრანას და ბლოკავს ნერვების გამტარობას.
მიკონაზოლი, მეტრონიდაზოლი და ლიდოკაინი არ არიან სინერგიული ან ანტაგონისტური.
ეფექტურობისა და უსაფრთხოების კვლევაში, რომელიც ჩატარდა მეტრონიდაზოლის, მიკონაზოლის ნიტრატის და ლიდოკაინის კომბინიაციის ვაგინალურ ჩანართზე 35 ვაგინიტის მქონე პაციენტში, მიკრობიოლოგიურად გამოჯანმრთელების მაჩვენებლები იყო 84% და 92% მე-8 დღეს (ვიზიტი 2) და მე-3 კვირას (ვიზიტი 3) შესაბამისად; იმავე პერიოდებში კლინიკური გაუმჯობესების მაჩვენებლები განისაზღვრა როგორც 88%.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
აბსორბცია:
მიკონაზოლის ნიტრატი აბსორბირდება ძალიან მცირე რაოდენობით (დოზის 1.4%) ინტრავაგინალურად გამოყენებისას,
მიკონაზოლის ნიტრატი არ იქნა აღმოჩენილი პლაზმაში ვაგინოვას გამოყენების შემდეგ.
მეტრონიდაზოლი: ბიოშეღწევადობა ინტრავაგინალური გამოყენებისას არის დაახლოებით 20% პერორალურ მიღებასთან შედარებით. პლაზმაში მეტრონიდაზოლის სტაბილურმა დონემ მიაღწია 1.1-5.0 მკგ/მლ-ს ვაგინოვას გამოყენების შემდეგ.
ლიდოკაინი: ლიდოკაინი ძალიან მცირე რაოდენობით აბსორბირდება დაზიანებული კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან. ვაგინოვას გამოყენების შემდეგ ლიდოკაინი აბსორბირდებოდა ძალიან დაბალი დონით პლაზმაში, პლაზმაში სტაბილური დონე აღწევს 0.04-1 მკგ/მლ-ს.
დისტრიბუცია:
მიკონაზოლის ნიტრატი: მისი ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელია 90-93%. ის ცუდად ვრცელდება ცერებროსპინალური სითხეში, ფართოდ ვრცელდება სხვა ქსოვილებში. დისტრიბუციის მოცულობაა 1400 ლ.
მეტრონიდაზოლი: მეტრონიდაზოლი ფართოდ ვრცელდება სხეულის ქსოვილებში და სითხეებში, როგორიცაა ნაღველი, ძვალი, ძუძუ, კანი, ცერებრალური აბსცესი, ცერებროსპინალური სითხე, ღვიძლი და ღვიძლის აბსცესი, ნერწყვი, სათესლე ჯირკვლის და ვაგინალურ სითხეებში, პლაზმურ კონცენტრაციასთან ახლო კონცენტრაციებით. ის გადის პლაცენტაში და სწრაფად შედის ნაყოფის სისხლის იმოქცევაში. პლაზმის ცილებთან შეკავშირების მაჩვენებელი 20%-ს არ აღემატება. დისტრიბუციის მოცულობაა 0,25-0,85 ლ/კგ.
ლიდოკაინი: პერორალურად ან ინტრავენურად გამოყენებისას, ლიდოკაინი აღმოჩენილია ნაწლავებში, შარდში და მცირე რაოდენობით განავალში. ის განისაზღვრა უცვლელი პრეპარატისა და მისი მეტაბოლიტების სახით შარდში. ლიდოკაინი 33%-80%-ით უკავშირდება პლაზმის ცილებს (ძირითადად α1-მჟავა გლიკოპროტეინს, ნაკლებად ალბუმინს). დისტრიბუციის მოცულობა შეადგენს 0,8-1,3 ლ/კგ-ს.
ბიოტრანსფორმაცია:
მიკონაზოლის ნიტრატი: მეტაბოლიზდება ღვიძლში. მას აქვს ორი არააქტიური მეტაბოლიტი (2,4- დიქლოროფენილ-1H იმიდაზოლის ეთანოლი და 2,4-დიქლორომანდელიუმის მჟავა).
მეტრონიდაზოლი: მეტაბოლიზდება ღვიძლში ოქსიდაციის გზით, აქტიურია ჰიდროქსი- მეტაბოლიტი. შარდში გამოიყოფა ორი ძირითადი მეტაბოლიტი, ჰიდროქსი-მეტაბოლიტი და ძმარმჟავა მეტაბოლიტი. ჰიდროქსი-მეტაბოლიტს გააჩნია მეტრონიდაზოლის ბიოლოგური აქტივობის 30%.
ლიდოკაინი: ის მეტაბოლიზდება ღვიძლში. არსებობენ აქტიური მონოეთილ გლიცინექსილიდიდის (MEGX) და გლიცინექსილიდიდის მეტაბოლიტები (GX).
ელიმინაცია:
მიკონაზოლის ნიტრატი: ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 24 საათს. 1%-ზე ნაკლები გამოიყოფა თირკმელებით. დაახლოებით 50% გამოიყოფა განავლით, უმეტესად უცვლელი სახით.
მეტრონიდაზოლი: ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-11 საათს. სისტემური ან ადგილობრივი გამოყენებისას მეტრონიდაზოლის დოზის 6-15% გამოიყოფა ფეკალური გზით, 60-80% გამოიყოფა უცვლელად და მეტაბოლიტების სახით შარდში. შარდით უცვლელი სახით გამოიყოფა პრეპარატის 20%.
ლიდოკაინი: გამოიყოფა თირკმელებით მისი მეტაბოლიტებისა და უცვლელი სახით (გამოყენებული დოზის 10%).
- 3. პრეელინიკური უსაფრთხოების მონაცემები
პრეკლინიკური ინფორმაცია ფარმაკოლოგიის, განმეორებითი დოზების ტოქსიკურობის, გენოტოქსიურობის, კანცეროგენული პოტენციალისა და რეპროდუქციული ტოქსიკურობის კვლევებიდან არ მიუთითებს განსაკუთრებულ საფრთხეზე ადამიანებისთვის.
მიკრობიოლოგიურ in vitro კვლევაში არ დაფიქსირებულა სინერგიული ან ანტაგონისტური ურთიერთქმედება Candida albicans-ს, Streptococcus-ის (ლანსფილდის ჯგუფი B), Gardnerella vaginalis-ის და Trichomonas vaginalis-ის მიმართ კომბინაციაში შემავალ აქტიურ ნივთიერებებს შორის. კვლევაში, რომელშიც 750 მგ მეტრონიდაზოლისა და 200 მგ მიკონაზოლის ნიტრატის კომბინაცია გამოიყენებოდა ინტრავაგინალურად მდედრობითი სქესის თაგვებში მწვავე ტოქსიკურობის შესაფასებლად, დაფიქსირდა, რომ არ არსებობდა გაძლიერება ან სინერგიზმი აქტიურ ნივთიერებებს შორის, და ასევე არ აღინიშნა ლეტალური ან ტოქსიკური ეფექტი. ლორწოვანის გაღიზიანების კვლევაში, რომელშიც მეტრონიდაზოლისა და მიკონაზოლის ნიტრატის კომბინაცია იყო გამოყენებული მდედრი ბიგლი ძაღლების მიმართ, გამოტანილია დაასკვნა, რომ ის არ იწვევდა საშოს ლორწოვანის გაღიზიანებას და არ იწვევდა რაიმე ცვლილებებს კლინიკური, ბიოქიმიური და ჰემატოლოგიური მაჩვენებლების მხრივ. იმავე კვლევაში დადგინდა, რომ ის არ იწვევდა ადგილობრივ ან სისტემურ ტოქსიკურ ეფექტებს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ვაგინოვა 750/200/100 მგ ვაგინალური ტაბლეტი
პრეპარატი გამოიყენება საშოში (რეზერვუარში) შეყვანის გზით.
- აქტიური ნივთიერება: ერთი დოზა შეიცავს 750 მგ მეტრონიდაზოლს, 200 მგ მიკონაზოლის ნიტრატს და 100 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს.
- დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა PH 102, ალუმინის მაგნიუმის სილიკატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ნაწილობრივ პრეჟელატინიზებული სიმინდის სახამებელი, ლუდიფლაში (მანიტოლი, კროსპოვიდონი, პოლივინილ აცეტატი), კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი 200 მაგნიუმის სტეარატი.
მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით გამოყენების ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ გამოყენების ინსტრუქცია, შესაძლოა კვლავ წარმოიშვას მისი გაცნობის საჭიროება.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს პრეპარატი დაგენიშნათ თქვენ ინდივიდუალურად. ნუ გადასცემთ მას მესამე პირს.
ამ მედიკამენტის გამოყენების დროს ექიმთან ან საავადმყოფოში ვიზიტისას აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იყენებთ აღნიშნულ მედიკამენტს.
ზუსტად დაიცავით გამოყენების ინსტრუქციის მითითებები. არ გამოიყენოთ ამ პრეპარატის თქვენთვის რეკომენდებულზე მაღალი ან დაბალი დოზები.
რას შეიცავს წინამდებარე გამოყენების ინსტრუქცია: 1. რა არის ვაგინოვა და რისთვის გამოიყენება ის. 2. რა უნდა გაითვალისწინოთ ვაგინოვას გამოყენებამდე. 3. როგორ გამოიყენება ვაგინოვა. 4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები. 5. ვაგინოვას შენახვის წესი.
- რა არის ვაგინოვა და რისთვის გამოიყენება ის.
ვაგინოვა არის ვაგინალური ტაბლეტი, რომელიც გამოიყენება საშოში (რეზერვუარში) შეყვანის გზით. პრეპარატი განეკუთვნება ანტიბაქტერიული (ეფექტური ბაქტერიების წინააღმდეგ), ანტიპროტოზული (ეფექტური პარაზიტების წინააღმდეგ), სოკოს საწინააღმდეგო (ეფექტური სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ) მედიკამენტების ჯგუფს.
55264053492500ვაგინოვა შეიცავს 7 თეთრ ან მოთეთრო ვაგინალური ტაბლეტს რომელზეც დატანილია ‘ ‘. ერთი ვაგინალური ტაბლეტი შეიცავს 750 მგ მეტრონიდაზოლს, 200 მგ მიკონაზოლის ნიტრატს და 100 მგ ლიდოკაინის ჰიდროქლორიდს აქტიური ნივთიერების სახით.
ვაგინოვა გამოიყენება ვაგინალური ანთების (ვაგინიტის) სამკურნალოდ, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ქავილი, წვა, პათოლოგიური გამონადენი, შეშუპება და სიწითლე საშოში (რეზერვუარში), იმ პირობით, რომ მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს კანდიდოზური ვაგინიტი (ვაგინალური ინფექცია, რომელიც გამოწვეულია Candida სოკოს გადაჭარბებული ზრდის შედეგად) ბაქტერიული ვაგინოზი (ვაგინალური ინფექცია გამოწვეული მავნე ბაქტერიების გამრავლების შედეგად საშოს ეკოსისტემის ცვლილებით) და/ან ტრიქომონული ვაგინიტი (Trichomonas vaginalis პარაზიტით გამოწვეული ვაგინალური ინფექცია) დადასტურებულია ლაბორატორიული მონაცემებით და იმ პირობით, რომ ერთდროულად გამოიყენება სისტემური ანტიმიკრობული საშუალებები რომელიმე ამ ინფექციისთვის.
- რა უნდა გაითვალისწინოთ ვაგინოვას გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ვაგინოვა შემდეგ შემთხვევებში:
თუ,
თუ გაქვთ ალერგია ვაგინოვას რომელიმე აქტიურ ინგრედიენტზე ან მათ წარმოებულებზე,
თუ ხართ ორსულობის პირველ ტრიმესტრში,
თუ გაქვთ პორფირია (მემკვიდრეობითი მეტაბოლური დარღვევა, რომელიც დაკავშირებულია სისხლის სისტემასთან),
თუ გაქვთ ეპილეფსია,
არ გამოიყენოთ ვაგინოვა თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული დისფუნქცია.
ვაგინოვათი მკურნალობის დროს და მკურნალობის დასრულებიდან 3 დღის განმავლობაში ალკოჰოლი არ უნდა იქნას მიღებული. დისულფირამის, როგორც აქტიური ნივთიერების შემცველი პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ალკოჰოლზე დამოკიდებულების სამკურნალოდ, არ უნდა იქნას გამოყენებული ვაგინოვათი მკურნალობის დროს ან მკურნალობის შემდეგ 2 კვირის განმავლობაში.
გამოიყენეთ ვაგინოვა სიფრთხილით შემდეგ სიტუაციებში
ვაგინოვამ შეიძლება დააზიანოს რეზინი. ამიტომ, მოერიდეთ ვაგინალური ტაბლეტების კონტაქტს კონდომებთან და კონტრაცეპციულ დიაფრაგმასთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მოხდეს არასასურველი ორსულობა.
ზოგიერთ შემთხვევაში, თქვენს პარტნიორს შესაძლოა დასჭირდეს შესაბამისი პერორალური მედიკამენტებით მკურნალობა. თუ ასეთი სიტუაცია გამოვლინდა ექიმის მიერ, მკაცრად დაიცავით თქვენი და თქვენი მეუღლისთვის დანიშნული მკურნალობის კურსი.
ექიმის მიერ რეკომენდებულზე მაღალი დოზებით და ხანგრძლივად გამოყენებისას, შეიძლება განვითარდეს სისუსტე, ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება (პერიფერიული ნეიროპათიის ნიშნები) და ეპილეფსიური შეტევების მსგავსი კრუნჩხვები (კონვულსიები) ხელებსა და ფეხებში. ასეთ შემთხვევაში შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
ლიდოკაინმა შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევა, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილიც კი, განსაკუთრებით კანის დიდ ზედაპირებზე და განსაკუთრებით ნახვევის ქვეშ გამოყენებისას. რადგანაც ვაგინოვა ინიშნება ვაგინალური ტაბლეტის სახით, ამ ეფექტების განვითარება ნაკლებად სავარაუდოა, როდესაც გამოყენება ხდება ისე, როგორც მითითებულია პუნქტში "სათანადო გამოყენების ინსტრუქციები და დოზა/გამოყენების სიხშირე". ზუსტად დაიცავით ექიმის მიერ რეკომენდებული დოზა და მკურნალობის ხანგრძლივობა.
თუ ვაგინოვას გამოყენების გამო განვითარდა ძლიერი გაღიზიანება გამოყენების ადგილას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება და მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
არ გამოიყენოთ ტამპონები ვაგინოვას მკურნალობის დროს.
არ გამოიყენოთ სხვა ვაგინალური პროდუქტები (მაგ. ტამპონები, შხაპები და სპერმიციდური პროდუქტები) ვაგინოვათი მკურნალობის დროს.
ვაგინოვა არ უნდა იქნას გამოყენებული სქესობრივად მოუმწიფებელ გოგონებში.
ვაგინოვას გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად
ვაგინოვას არ გააჩნია ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან მისი გამოყენების მეთოდის გამო.
ორსულობა
პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს და ფარმაცევტს.
მხოლოდ თქვენს ექიმს შეუძლია გადაწყვიტოს, შეგიძლიათ თუ არა ვაგინოვას გამოყენება ორსულობისას.
თუ მკურნალობის დროს გაიგეთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ძუძუთი კვება
ამ მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
მეტრონიდაზოლი, ვაგინოვას ერთ-ერთი აქტიური ინგრედიენტი, გამოიყოფა დედის რძეში. ამ მიზეზით, ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს მკურნალობის დროს, ხოლო ძუძუთი კვება უნდა გაგრძელდეს მკურნალობის დასრულებიდან 24-48 საათის შემდეგ.
ავტომობილის მართვა და მექანიზმის გამოყენება
ექიმის მიერ რეკომენდებული დოზით და ხანგრძლივობით გამოყენებისას, ვაგინოვას არ აქვს ცნობილი გავლენა ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე. თუმცა, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა თავბრუსხვევა, დაღლილობა და სისუსტე, არ მართოთ მოტოციკლი ან ავტომობილი.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაგინოვას ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ
თუ არ ხართ ჰიპერმგრძნობიარე მის შემადგენლობაში შემავალი დამხმარე ნივთიერებების მიმართ, ამ ნივთიერებების გამო გვერდითი ეფექტები მოსალოდნელი არ არის.
გამოყენება სხვა პრეპარატებთან ერთად
კერძოდ, თუ არ იღებთ ალკოჰოლს ან ქვემოთ ჩამოთვლილ რომელიმე პრეპარატს, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
პრეპარატები, რომლებიც ხელს უშლის სისხლის შედედებას (მაგალითად: პრეპარატები, რომლებიც შეიცავს აცენოკუმაროლს, ანისინდიონს, დიკუმაროლს, ფენინდიონს, ფენპროკუმონს და ვარფარინს, აქტიური ინგრედიენტების სახით),
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულების სამკურნალოდ და შეიცავს ციმეტიდინს და ციზაპრიდს, აქტიური ნივთიერებების სახით,
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ალერგიული დაავადებების სამკურნალოდ (მაგალითად, ასტემიზოლის და ტერფენადინის შემცველი პრეპარატები, როგორც აქტიური ინგრედიენტები),
იმუნური სისტემის დამთრგუნველი მედიკამენტები რომლებიც შეიცავს ციკლოსპორინს, აქტიური ნივთიერების სახით,
დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ნივთიერება გლიმეპრიდს, როგორც აქტიურ ინგრედიენტს,
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა შარდის შეუკავებლობა, გახშირებული შარდვა და შარდის გაჟონვა (მაგალითად, მდეიკამენტები, რომლებიც შეიცავს ოქსიბუტინინს და ტოლტეროდინს, როგორც აქტიურ ნივთიერებებს),
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ და შეიცავს ნივთიერება - პიმოზიდს, აქტიური ნივთიერების სახით,
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ალკოჰოლური დამოკიდებულების სამკურნალოდ და შეიცავს ნივთიერება დისულფირამს, აქტიური ნივთიერების სახით,
კიბოს სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს ფტორურაცილს და ტრიმეტრექსატს, როგორც აქტიურ ინგრედიენტებს),
ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები (მაგ. პრეპარატები, რომლებიც შეიცავს კარბამაზეპინს, ფოსფენიტოინს, ფენობარბიტალს და ფენიტოინს, როგორც აქტიურ ინგრედიენტებს),
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება აფექტური აშლილობების სამკურნალოდ და შეიცავს ნივთიერებას, სახელწოდებით ლითიუმი, როგორც აქტიურ ნივთიერებას,
მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს, სახელწოდებით ოქსიკოდონი და ფენტანილი, რომლებსაც გააჩნია ნარკოტიკული საშუალებების ეგექტი და გამოიყენება როგორც ტკივილგამაყუჩებლები ძალიან ძლიერი ტკივილის დროს, განსაკუთრებით კიბოთი დაავადებულებში.
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ და შეიცავს ოფილინს, როგორც აქტიურ ნივთიერებას,
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევის სამკურნალოდ და შეიცავს ამიოდარონს და პროკაინამიდს აქტიური ნივთიერებების სახით,
მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) და გულის დაავადებების სამკურნალოდ გამოყენებული მედიკამენტები, რომლებიც შეიცავს პროპრანოლოლს, როგორც აქტიურ ინგრედიენტს,
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევების სამკურნალოდ (ანტიარითმული პრეპარატები),
მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება როგორც სედატიური საშუალებები და შედის ბარბიტურატების ჯგუფის პრეპარატებში.
თუ ამჟამად იყენებთ ან უახლოეს წარსულში იყენებდით რომელიმე რეცეპტით გაცემულ ან ურეცეპტო პრეპარატებს, გთხოვთ აცნობოთ მათ შესახებ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ვაგინოვას მიღების წესი
სათანადო გამოყენების ინსტრუქცია და დოზა/გამოყენების სიხშირე:
გამოიყენება ერთი ტაბლეტი დღეში შვიდი დღის განმავლობაში საშოში ღრმად შეტანის გზით მწოლიარე მდგომარეობაში.
ვაგინოვას გამოყენებამდე ხელები უნდა დაიბანოთ.
რადგანაც მენსტრუაციის დროს ვაგინოვას ეფექტი შეიძლება შემცირდეს ან გამოყენება გაძნელდეს, რეკომენდებულია რომ ის არ იქნას გამოყენებული ამ პერიოდში.
გამოყენების გზა და მეთოდი:
ვაგინოვა გამოიყენება მხოლოდ საშოში (რეზერვუარში) შეტანის გზით.
პრეპარატის გამოყენებამდე დაწექით ზურგზე. აწიეთ ფეხები ოდნავ ზემოთ. შეიყვანეთ ვაგინოვა საშოში (რეზერვუარში) და მოათავსეთ რაც შეიძლება ღრმად. თუ შესაძლებელია, არ ადგეთ ვაგინალური ტაბლეტის შეყვანიდან ნახევარი საათის განმავლობაში.
მკურნალობა გააგრძელეთ ექიმის მიერ განსაზღვრული პერიოდით.
არ შეიძლება ვაგინოვას გადაყლაპვა ან სხვა გზით გამოყენება.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფი:
გამოყენება ბავშვებში:
ვაგინოვა არ უნდა დაინიშნოს 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.
გამოყენება ხანდაზმულებში:
ხანდაზმულებისთვის გამოყენების განსაკუთრებული რეკომენდაცია არ არსებობს.
სპეციალური გამოყენების შემთხვევები:
თირკმლის უკმარისობა: გამოყენების შესახებ კონკრეტული რეკომენდაციები არ არსებობს. თუ გადიხართ დიალიზით მკურნალობას, ვაგინოვას ტაბლეტებით მკურნალობის დაწყებამდე უნდა მიმართოთ ექიმს.
ღვიძლის უკმარისობა: თუ გაქვთ ღვიძლის უკმარისობა, ვაგინოვას გამოყენება უნდა მოხდეს სიფრთხილით და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ასეთ შემთხვევაში ვაგინოვას დოზას დაადგენს მკურნალი ექიმი.
თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ვაგინოვას ეფექტი ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
თუ იყენებთ საჭიროზე მეტ ვაგინოვას:
თუ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი ვაგინოვა, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას შესაძლოა განვითარდეს გულისრევა, ღებინება, მადის დაკარგვა, მუცლის ტკივილი, დიარეა, ქავილი, მეტალის გემო პირში, არამყარი სიარული ინტოქსიკაციის მსგავსი (ატაქსია), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ეპილეფსიური შეტევები (კრუნჩხვები), სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ლეიკოპენია), მუქი შარდი, წვის შეგრძნება პირისა და ყელის არეში, შეიძლება განვითარდეს წვა ხელებსა და ფეხებში, ჩხვლეტა, დაბუჟება და ჟუვილი (პარესთეზია), გულის რითმის დარღვევა, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილიც კი. ასეთ შემთხვევაში და თუ შემთხვევით გამოიყენეთ ვაგინოვას დიდი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ ვაგინოვას გამოყენება
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ვაგინოვათი მკურნალობის შეწყვეტისას
თუ მკურნალობა ნაადრევად შეწყდა, შეიძლება განმეორდეს ვაგინიტი და ხელახლა გამოჩნდეს ვაგინიტის სიმპტომები. თუ ვაგინოვათი მკურნალობა შეწყდება ექიმის მიერ რეკომენდებული პერიოდის შემდეგ, არასასურველი ეფექტები არ არის მოსალოდნელი.
- მოსალოდნელი გვერდითი ეფექტები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ვაგინოვას კომპონენტების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებში შეიძლება აღინიშნოს გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები კლასიფიცირდება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10-დან 1-მდე პაციენტში).
ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 100 პაციენტიდან 1-ზე მეტში),
არახშირი (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-მდე, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში),
იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 1 000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებში, მაგრამ 10 000-დან 1-ზე მეტ პაციენტში),
ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10 000-დან 1-მდე პაციენტში).
უცნობი სიხშირის (არსებული მონაცემებით შეფასება ვერ ხერხდება),
თუ განვითარდა ჩამოთვლილთაგან რომელიმე, შეწყვიტეთ ვაგინოვას გამოყენება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების განყოფილებას:
სერიოზული გამონაყარი კანზე;
სახის, ტუჩების, ენისა და ყელის შეშუპება, სუნთქვის გაძნელება;
ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია.
თუ აღგენიშნათ ზემოთ აღნიშნულიდან რომელიმე, თქვენ გაქვთ სერიოზული ალერგია ვაგინოვას მიმართ. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება ან ჰოსპიტალიზაცია.
ყველა ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენა ძალზე იშვიათია.
ძალიან ხშირი
ვაგინალური გამონადენი.
ხშირი:
თავბრუსხვევა.
თავის ტკივილი.
ვაგინალური ანთება (ვაგინიტი) ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა ქავილი, წვა, ანომალური გამონადენი, შეშუპება და სიწითლე საშოში (რეზერვუარი).
გამონადენი, ქავილი, ცუდი სუნი და წვა საშოში, რომელიც გრძელდება 2-3 დღეზე მეტი (ვულვოვაგინალური გაღიზიანება),
ტკივილი საზარდულის ან მუცლის ქვედა ნაწილში, ჭიპის ქვემოთ (მენჯის არეში დისკომფორტი).
არახშირი:
დეპრესია;
წყურვილის შეგრძნება
იშვიათი:
წვა, ქავილი და საშოს გაღიზიანება;
კუჭის ტკივილი;
გამონაყარი კანზე;
ძალიან იშვიათი:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები;
სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური შოკი);
სულიერი ცვლილებები.
უცნობი:
ლეიკოციტების შემცირება (ლეიკოპენია), რომელიც შეიძლება განისაზღვროს სისხლის კლინიკური ანალიზით და არის ორგანიზმში ინფექციის ნიშანი.
სიმპტომების კომბინაცია, როგორიცაა სისუსტე, გულის პალპიტაცია, სუნთქვის დარღვევა და სისხლჩაქცევები ქსოვილებში ჟანგბადის არასაკმარისი მიწოდების გამო (მეტემოგლობინემია);
დაღლილობა ან სისუსტე;
სიფერმკრთალე;
ჩხვლეტის შეგრძნება სხეულში;
მგრძნობელობის დაკარგვა;
წვის, ჩხვლეტის, დაბუჟების და ჟუვილის შეგრძნება (პარესთეზია) ჩვეულებრივ ვლინდება ფეხებში;
სისუსტე, ტკივილი, დაბუჟება, ჩხვლეტის შეგრძნება ხელებსა და ფეხებში (პერიფერიული ნეიროპათია) მაღალი დოზების მიღებისას;
ძილიანობა;
ადგილის, დროისა და პიროვნების აღქმის დრღვევა (დეზორიენტაცია);
გადაჭარბებული და არათანმიმდევრული ქცევა (აგზნება);
ფსიქიკური აშლილობა (ფსიქოზი);
ეპილეფსიური შეტევები (კრუნჩხვები), კომა;
მეტყველების დარღვევა;
ჰიპერმგრძნობელობა შეხებაზე ან კანის ტკივილი (ჰიპერესთეზია);
აღქმის უნარის დაქვეითება (ჰიპოესთეზია);
მნიშვნელოვანი ლეტარგია და უმოქმედობა (ლეტარგია);
რეალობაში არარსებული მოვლენების აღქმა ან განცდა (ჰალუცინაცია);
სიცხის შეგრძნება;
გაუწონასწორებელი სიარული (ატაქსია);
გაღიზიანებადობა;
შფოთვა, გადაჭარბებული მღელვარება (შფოთვა);
გონებრივი მდგომარეობა (ეიფორია), რომელიც სიამოვნებს ადამიანს და თავს კარგად გრძნობს;
ცნობიერების დაბინდვა (დაბნეულობა), გონების დაკარგვა;
ტინიტუსი;
ძილიანობა ან უძილობა (უძილობა);
ბუნდოვანი ან გაორებული ხედვა;
შემცივნება;
კანკალი (ტრემორი) კუნთების დროებითი შეკუმშვის შედეგად;
გემოს ცვლილება, მეტალის გემო პირში;
პირის სიმშრალე;
გულისრევა, ღებინება;
ყაბზობა, დიარეა (დიარეა);
ანორექსია;
მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი და შეკუმშვა (სპაზმი);
ადგილობრივი გაღიზიანება და მგრძნობელობა;
კანის კონტაქტი ზოგიერთ ნივთიერებასთან და შედეგად მიღებული რეაქცია (კონტაქტური დერმატიტი);
თუ აღგენიშნათ რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- ვაგინოვას შენახვის პირობები
შეინახეთ ვაგინოვა ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და მისსავე შეფუთვაში.
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ოთახის ტემპერატურაზე არაუმეტეს 25oC-ზე.
გამოიყენეთ ვარგისიანობის ვადის შესაბამისად.
არ გამოიყენოთ ვაგინოვა შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
არ გამოიყენოთ ვაგინოვა, თუ შეამჩნევთ რაიმე დაზიანებას პროდუქტსა და მის შეფუთვაზე.
არ გადააგდოთ ვადაგასული ან გამოუყენებელი მედიკამენტები! მოათავსეთ ის გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ სათანადო შესაგროვებელ სისტემაში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგის ნებართვის მფლობელი:
Drogsan Ilaclari Sanayi ve Ticaret A.S.
Oguzlar Mah. 1370. Sok. 7/3
06520 Balgat - Cankaya / ანკარა
ტელ: +90 312287 74l0
ფაქსი: *90 312287 61 15
წარმოების ადგილი:
Drogsan Ilaclari Sanayi ve Ticaret A.S.
Esenboga Merkez Mah. Cubuk Cad. # 31
06760 Cubuk / ანკარა
ტელ: +90 312 827 11 16-17
ფაქსი: +90 312 827 11 15
გამოყენების ინსტრუქციის ბოლო დამტკიცების თარიღი 03/05/2021
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


