პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

ექსფორჯი

EXFORGE®

რეცეპტით10მგ+160მგინსტრუქცია ქართულადიტალია
რისთვის გამოიყენება

პირველადი (ესენციური) ჰიპერტენზიის მკურნალობა.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვალსარტან (valsartan) + ამლოდიპინი (amlodipine)
ფორმა და შეფუთვა
10მგ+160მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)
მწარმოებელი
Novartis Farma S.p.A., იტალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების და კალციუმის არხების ბლოკატორები
ATC კოდი
C09DB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-038009
რეგისტრირებულია
5 მაისი 2023, მოქმედებს 5 მაისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Novartis Pharma Services AG (შვეიცარია)
განმცხადებელი
სს „ნოვარტის ფარმა სერვისიზ“ წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაექსფორჯი და სხვა წამალი ერთად

ექსფორჯი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

პირველადი (ესენციური) ჰიპერტენზიის მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

პაციენტი, რომლის არტერიული წნევა სათანადოდ ვერ რეგულირდება ამლოდიპინის ან ვალსარტანის მონოთერაპიით, შეიძლება გადაყვანილ იქნას ექსფორჯის კომბინირებულ თერაპიაზე. რეკომენდებული დოზა არის 1 ტაბლეტი დღეში. თუ კლინიკურად მისაღებია, შეიძლება განიხილოს მონოთერაპიიდან ფიქსირებული დოზის კომბინაციაზე პირდაპირ გადასვლის საკითხი.

მოხერხებულობისთვის, პაციენტები, რომლებიც ცალკე-ცალკე იღებენ ვალსარტანს და ამლოდიპინს, შეიძლება გადაყვანილ იქნან ექსფორჯიზე, რომელიც შეიცავს კომპონენტების იგივე დოზებს.

ექსფორჯი შეიძლება დაინიშნოს საწყისი მკურნალობის სახით პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ რამდენიმე პრეპარატი არტერიული წნევის სამიზნე დონის მისაღწევად. ჰიპერტენზიის სამკურნალოდ საწყისი თერაპიის სახით ექსფორჯის არჩევისას უნდა შეფასდეს მოსალოდნელი სარგებელი და რისკები.

საწყისი მკურნალობის დროს ექსფორჯის სტანდარტული საწყისი დოზა არის 5/80 მგ დღეში ერთჯერ. 1-2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ საჭიროების მიხედვით, არტერიული წნევის გასაკონტროლებლად დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე 10/320 მგ ტაბლეტი დღეში ერთჯერ. საწყისი მკურნალობის სახით ექსფორჯის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ინტრავასკულური მოცულობის შემცირება. მაქსიმალური დოზა არის 10/320 მგ.

როგორც ამლოდიპინის, ასევე ვალსარტანის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად. რეკომენდებულია ექსფორჯის მიაყოლოთ წყალი.

განსაკუთრებული პოპულაციები

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

დოზის კორექცია არ მოითხოვება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მსუბუქიდან ზომიერამდე ხარისხის დარღვევები.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ექსფორჯი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების ან ბილიარული ობსტრუქციული დარღვევების მქონე პაციენტებში. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მკურნალობის დაწყება ამლოდიპინის მინიმალური ხელმისაწვდომი დოზით. ექსფორჯის მინიმალური დოზირება შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს.

პედიატრიული პაციენტები (18 წლამდე)

ექსფორჯის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, რადგან არ არსებობს სათანადო მონაცემები უსაფრთხოების და ეფექტურობის მხრივ.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და 65 წელს ზემოთ)

ვინაიდან კომბინაციის ორივე კომპონენტი თანაბრად კარგად აიტანება ანალოგიური დოზების მიღებისას ხანდაზმულ ან ახალგაზრდა პაციენტებში, არ არის საჭირო საწყისი დოზის კორექცია. განხილული უნდა იქნას მკურნალობის დაწყება ამლოდიპინის მინიმალური ხელმისაწვდომი დოზით. ექსფორჯის მინიმალური დოზირება შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ბილიარული ციროზი ან ქოლესტაზი;

ექსფორჯის მიღება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთად შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში (GFR <60 მლ/წთ/1.73 მ2);

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი;

მწვავე ჰიპოტენზია;

შოკი (კარდიოგენური შოკის ჩათვლით);

მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგ.: ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია და მაღალი ხარისხის აორტის სტენოზი);

ჰემოდინამიურად არასტაბილური გულის უკმარისობა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ;

მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპება ან ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც დაფიქსირდა მანამდე აგფ ინჰიბიტორით მკურნალობის დროს.

სიფრთხილის ზომები

პაციენტები ნატრიუმის დეფიციტით და/ან მოცულობის შემცირებით

პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში გაურთულებელი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ექსფორჯის, 0.4%-ს აღენიშნა გადაჭარბებული ჰიპოტენზია. აქტივირებული რენინ-ანგიოტენზინის სისტემის (მაგ.: სითხის მოცულობის და/ან მარილის შემცირება პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკების მაღალ დოზებს) შემთხვევაში ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორების მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. ექსფორჯის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ არსებული ნატრიუმის და/ან მოცულობის შემცირების კორექციის შემდეგ, სხვა შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

თუ ექსფორჯის მიღებისას აღინიშნა გადაჭარბებული ჰიპოტენზია პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს არტერიული წნევის სტაბილიზაციის შემდეგ.

ჰიპერკალიემია

სიფრთხილით გამოიყენება კალიუმის დანამატები, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები ან სხვა პრეპარატები, რომლებაც შეიძლება გამოიწვიონ კალიუმის დონის ზრდა (ჰეპარინი და სხვა) და ხშირად უნდა გაკონტროლდეს კალიუმის დონე.

თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტები

ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ექსფორჯი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზი, ერთადერთი თირკმლის სტენოზი, რადგან შეიძლება გაიზარდოს სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის დონე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები

ექსფორჯის დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის მსუბუქიდან ზომიერამდე ხარისხის დარღვევები. მონაცემები არ არსებობს მწვავე შემთხვევების (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ) შესახებ, შესაბამისად რეკომენდებულია სიფრთხილე.

ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონისტების (ARBs), მათ შორის ვალსარტანის ან ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (ACEIs) ალისკირენთან კომბინაციის მიღება არ არის სასურველი თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევების (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (GFR) <30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში.

თირკმლის გადანერგვა

ამ დრომდე ექსფორჯის უსაფრთხოდ გამოყენების გამოცდილება არ არსებობს პაციენტებში, რომლებსაც ბოლო პერიოდში ჩაუტარდათ თირკმლის გადანერგვა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები

ვალსარტანი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით ნაღველით, ხოლო ამლოდიპინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ექსფორჯი გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების ან ბილიარული ობსტრუქციული დარღვევების მქონე პაციენტებში.

ანგიონევროზული შეშუპება

ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის ხორხის და ხორხის ნაპრალის შეშუპება, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ხახის და/ან ენის შეშუპება, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს; ამ პაციენტებიდან ზოგიერთს მანამდეც განუვითარდა ანგიონევროზული შეშუპება სხვა პრეპარატების, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების მიღებისას. ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ექსფორჯის მიღება, ექსფორჯი განმეორებით აღარ უნდა დაინიშნოს.

გულის უკმარისობის მქონე პაციენტები/მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი

ზოგადად, კალციუმის არხების ბლოკატორები, მათ შორის ამლოდიპინი სიფრთხილით გამოიყენება გულის სერიოზული შეგუბებითი უკმარისობის (ნიუ იორკის გულის ასოციაციის (NYHA) მიხედვით ფუნქციური კლასი III-IV) მქონე პაციენტებში.

პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში თირკმლის ფუნქცია შეიძლება დამოკიდებული იყოს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგ.: გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტები), ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონისტებით მკურნალობა დაკავშირებული იყო ოლიგურასთან და/ან პროგრესულ აზოთემიასთან და იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობასთან და/ან სიკვდილთან. გულის უკმარისობის მქონე ან მიოკარდიუმის ინფარქტ-გადატანილი პაციენტების შეფასება ყოველთვის უნდა მოიცავდეს თირკმლის ფუნქციის განსაზღვრას.

პაციენტები მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტით

ამლოდიპინით მკურნალობის დაწყების ან დოზის მომატების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს სტენოკარდიის გართულება და მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, განსაკუთრებით კორონარული არტერიების მწვავე ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში.

პაციენტები აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზით, ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათიით

ისევე, როგორც სხვა ვაზოდილატატორების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზის ან ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის გამოყენებისას.

რენინ-ანგიოტენზინის სისტემის (RAS) ორმაგი ბლოკადა

სიფრთხილეა საჭირო ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონისტების, მათ შორის ვალსარტანის ისეთ საშუალებებთან ერთად მიღებისას, რომლებიც ბლოკავენ RAS-ს, მაგ.: აგფ ინჰიბიტორები ან ალისკირენი.

ბეტა-ბლოკატორების მოხსნა

ამლოდიპინი არ არის ბეტა-ბლოკატორი და მისი შეწყვეტა ხელს არ უშლის რისკის განვითარებას; შესაბამისად დოზის ცვლილება უნდა მოხდეს ნელ-ნელა.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ამლოდიპინი

სიმვასტატინი

10 მგ ამლოდიპინის და 80 მგ სიმვასტატინის მრავალჯერადი დოზების ერთობლივად მიღებისას სიმვასტატინის ექსპოზიცია გაიზარდა 77%-ით სიმვასტატინის მონოთერაპიასთან შედარებით. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს, რეკომენდებულია სიმვასტატინის დოზა შეიზღუდოს 20 მგ-მდე დღეში.

CYP3A4-ის ინჰიბიტორები

დილთიაზემის 180 მგ დღიური დოზის და 5 მგ ამლოდიპინის ერთობლივად მიღებამ ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში გამოიწვია ამლოდიპინის სისტემური ექსპოზიციის 1.6-ჯერ ზრდა. თუმცა, CYP3A4-ის ძლიერმა ინჰიბიტორებმა (მაგ.: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი) შეიძლება უფრო მეტად გაზარდონ ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციები, ვიდრე დილთიაზემმა. ამგვარად, სიფრთხილით გამოიყენება ამლოდიპინის და CYP3A4-ის ინჰიბიტორების კომბინაცია.

გრეიფრუტის წვენი

გრეიფრუტის წვენთან ერთად მიღებისას, CYP3A4-ის დათრგუნვის გამო შეიძლება გაიზარდოს ამლოდიპინის ექსპოზიცია. თუმცა, 240 მლ გრეიფრუტის წვენის და 10 მგ ამლოდიპინის ერთჯერადი პერორალური დოზის ერთობლივად მიღებისას 20 ჯანმრთელ მოხალისეში არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი ზეგავლენა ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

CYP3A4-ის ინდუქტორები

ამლოდიპინზე CYP3A4-ის ინდუქტორების რაოდენობრივი ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ამლოდიპინის CYP3A4-ის ინდუქტორებთან (მაგ.: რიფამპიცინი, კრაზანა) ერთად მიღებისას უნდა მოხდეს პაციენტებზე დაკვირვება სათანადო კლინიკური ეფექტის თვალსაზრისით.

მონოთერაპიის შემთხვევაში ამლოდიპინი უსაფრთხოდ მიიღებოდა თიაზიდურ დიურეტიკებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან, ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატებთან, სუბლინგვალურ ნიტროგლიცერინთან, დიგოქსინთან, ვარფარინთან, ატორვასტატინთან, სილდენაფილთან, მაალოქსთან® (ალუმინის ჰიდროქსიდის გელი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი და სიმეთიკონი), ციმეტიდინთან, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან, ანტიბიოტიკებთან და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან ერთად.

ვალსარტანი

რენინ-ანგიოტენზინის სისტემის (RAS) ორმაგი ბლოკადა ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონიტებით (ARBs), ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით (ACEIs) ან ალისკირენით: მონოთერაპიასთან შედარებით ARBs-ის, მათ შორის ვალსარტანის თანმხლებ გამოყენებას ისეთ საშუალებებთან ერთად, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ RAS-ზე, უკავშირდება ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის ცვლილებების სიხშირის ზრდა. რეკომენდებულია არტერიული წნევის, თირკმლის ფუნქციის და ელექტროლიტების გაკონტოლება ექსფორჯით მკურნალობის დროს ისეთი სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ RAS-ზე. ARBs-ის, მათ შორის ვალსარტანის ან ACEIs-ის ალისკირენთან კომბინაციის მიღება არ არის სასურველი თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევების (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (GFR) <30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში.

კალიუმი

კალიუმის დანამატების, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან ისეთი პრეპარატების თანმხლები გამოყენება, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ კალიუმის დონის ზრდა (ჰეპარინი და სხვა), საჭიროებს სიფრთხილეს და კალიუმის დონის ხშირად გაკონტროლებას.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები (COX-2 ინჰიბიტორები):

ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების და ასაპ-ის ერთდროულად მიღებამ შეიძლება შეამციროს ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ამასთანავე, ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ორგანიზმში სითხის მოცულობის შემცირება (მათ შორის დიურეტიკებზე მყოფი პაციენტები) ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების და ასაპ-ის ერთობლივად მიღებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკი. ამგვარად, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გაკონტროლება ვალსარტანით მკურნალობის დაწყების ან მკურნალობის ცვლილების დროს პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად იღებენ ასაპ-ს.

ლითიუმი

ლითიუმის და აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ანტაგონისტების ერთობლივად მიღებისას აღინიშნა შრატში ლითიუმის კონცენტრაციების შექცევადი ხასიათის ზრდა და ტოქსიურობა. შესაბამისად, პრეპარატების ერთობლივად გამოყენებისას რეკომენდებულია შრატში ლითიუმის დონის ყურადღებით გაკონტროლება. თუ ასევე მიიღება დიურეტიკი, ლითიუმის ტოქსიურობის რისკი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ექსფორჯის მიღებისას.

ტრანსპორტერები

ადამიანის ღვიძლის ქსოვილის in vitro კვლევის შედეგების მიხედვით ვალსარტანი წარმოადგენს ღვიძლის უკუმიტაცებს ტრანსპორტერის OATP1B1 და ღვიძლის ეფლუქსური ტრანსპორტერის MRP2 სუბსტრატს. უკუმიტაცების ტრანსპორტერის ინჰიბიტორების (მაგ.: რიფამპინი, ციკლოსპორინი) ან ეფლუქსური ტრანსპორტერის (მაგ.: რიტონავირი) თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება.

ვალსარტანის მონოთერაპიის შემთხვევაში კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა შემდეგ პრეპარატებთან: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამლოდიპინი, გლიბენკლამიდი.

ორსულობა და ძუძუთი კვება

სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (RAAS), ექსფორჯიც არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების მოქმედების მექანიზმის გამო ნაყოფისთვის მოსალოდნელი რისკი არ არის გამორიცხული. არსებობს ინფორმაცია, რომ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს განვითარებადი ნაყოფის დაზიანება და დაღუპვა. გარდა ამისა, რეტროსპექტული მონაცემების მიხედვით ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას უკავშირდებოდა თანდაყოლილი მანკების განვითარების პოტენციური რისკი. არსებობს ინფორმაცია მუცლის თვითნებურად მოშლის, ოლიგოჰიდრამნიონის და ახალშობილის თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შესახებ, როდესაც ორსული ქალები დაუდევრად იღებდნენ ვალსარტანს.

ორსულ ქალებში ამლოდიპინის სათანადო კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა რეპროდუქციული ტოქსიურობა ისეთი დოზის მიღებისას, რომელიც 8-ჯერ აღემატებოდა მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას 10 მგ-ს. ადამიანებისთვის მოსალოდნელი რისკი უცნობია.

მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგომის შემთხვევაში ექსფორჯის მიღება უნდა შეწყდეს, რაც შეიძლება დროულად.

კლინიკური მოსაზრებები

დაავადებასთან დაკავშირებული დედისთვის და/ან ჩანასახისთვის/ნაყოფისთვის მოსალოდნელი რისკი

ორსულობის პერიოდში დედის შემთხვევაში ჰიპერტენზიის დროს იზრდება პრე-ეკლამფსიის, გესტაციური დიაბეტის, ნაადრევი მშობიარობის და მშობიარობის დროს გართულებების (მაგ.: საკეისრო კვეთის საჭიროება და მშობიარობის შემდგომი სისხდენა) რისკი. ჰიპერტენზიის დროს ნაყოფის შემთხვევაში იზრდება მუცლად ყოფნის პერიოდში ზრდის შეჩერების და სიკვდილიანობის რისკი.

რისკი ნაყოფისთვის/ახალშობილისთვის

ორსულებში, რომლებიც ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში იღებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედ პრეპარატებს, ოლიგოჰიდრამნიონმა შეიძლება გამოიწვიოს: ნაყოფის თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, რაც იწვევს ანურიას და თირკმლის უკმარისობას, ნაყოფის ფილტვის ჰიპოპლაზია, ჩონჩხის დეფორმაცია, მათ შორის ქალის ჰიპოპლაზია, ჰიპოტენზია და სიკვდილი.

ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორის (ARB) შემთხვევითი ზემოქმედების დროს უნდა განიხილოს ნაყოფის სათანადო მონიტორინგის შესაძლებლობა.

ჩვილები, რომელთა დედები ორსულობის პირველ ტრიმესტრში იღებდნენ ARB-ს, საჭიროებენ საგულდაგულო დაკვირვებას ჰიპოტენზიის განვითარების თვალსაზრისით.

ლაქტაცია

უცნობია ხვდება თუ არა ვალსარტანი ადამიანის რძეში. არსებობს ინფორმაცია, რომ ამლოდიპინი ხვდება ადამიანის რძეში. ჩვილის მიერ მიღებული დოზის შეფარდება დედის მიერ მიღებულ დოზასთან ფასდება ინტერკვარტილური დიაპაზონით 3 - 7% (მაქსიმუმი 15%). ამლოდიპინის ზეგავლენა ჩვილებზე არ არის ცნობილი. ვალსარტანი გამოიყო მეძუძური ვირთაგვების რძეში. ამგვარად, ექსფორჯის გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.

რეპროდუქციული უნარის მქონე ქალები და მამაკაცები

ნებისმიერი სხვა პრეპარატის მსგავსად, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (RAAS), ექსფორჯიც არ გამოიყენება ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. RAAS-ზე მოქმედი ნებისმიერი პრეპარატის დანიშვნისას ექიმმა უნდა აცნობოს რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებს მოსალოდნელი რისკის შესახებ.

უნაყოფობა

ადამიანის ფერტილობაზე ამლოდიპინის ან ვალსარტანის ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ვირთაგვებში ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა ფერტილობაზე ამლოდიპინის ან ვალსარტანის ზეგავლენა.

პედიატრიული გამოყენება

არსებობს კლინიკური მონაცემები ექსფორჯის გამოყენების შესახებ 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. შესაბამისად ექსფორჯით მკურნალობა არ არის რეკომენდებული პედიატრიულ პაციენტებში, სანამ არ იქნება საკმარისი ინფორმაცია.

ზეგავლენა ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ექსფორჯის ზემოქმედების კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტები, რომლებსაც პრეპარატის მიღების შემდეგ აღენიშნებათ ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის დაღლილობა ან თავბრუსხვევა, უნდა მოერიდონ ტრანსპორტის მართვას და პოტენციურად საშიში მექანიზმების გამოყენებას.

გვერდითი მოვლენები

ექსფორჯის უსაფრთხოება შეფასდა ხუთ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში 5,175 პაციენტის მონაწილეობით, საიდანაც 2,613 იღებდა ვალსარტანს ამლოდიპინთან კომბინაციაში. პრეპარატის გვერდითი რეაქციები (ცხრილი 1) შემდეგი პირობითობით დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); ნაკლებად ხშირი (≥1/1,000, <1/100); იშვიათი (≥1/10,000, <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით. თითოეული სიხშირის ჯგუფში გვერდითი რეაქციები დაჯგუფებულია სერიოზულობის კლებადობის მიხედვით.

ექსფორჯის გვერდითი რეაქციები

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი:

ნაზოფარინგიტი, გრიპი

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი

ჰიპერმგრძნობელობა

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

იშვიათი

მხედველობის დარღვევა

ფსიქიკური დარღვევები

იშვიათი

შფოთვა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი

ნაკლებად ხშირი

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა, ძილიანობა, პოსტურალური თავბრუსხვევა, პარესთეზია

დარღვევები სმენის ორგანოების მხრივ

ნაკლებად ხშირი

იშვიათი

ვერტიგო

ხმაური ყურებში

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირი

იშვიათი

ტაქიკარდია, აჩქარებული გულისცემა, ორთოსტატული ჰიპოტენზია

სინკოპე, ჰიპოტენზია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ნაკლებად ხშირი

ხველა, ყელის და ხორხის ტკივილი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ნაკლებად ხშირი

დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, პირის სიმშრალე

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ნაკლებად ხშირი

იშვიათი

გამონაყარი, ერითემა

ჰიპერჰიდროზი, ეგზანთემა, ქავილი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ნაკლებად ხშირი

იშვიათი

სახსრების შეშუპება, ზურგის ტკივილი, ართალგია

კუნთების სპაზმები, სიმძიმის შეგრძნება

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

იშვიათი

ხშირი შარდვა, შარდის ჭარბი გამოყოფა

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

იშვიათი

ერექციული ფუნქციის დარღვევა

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მიღების ადგილას

ხშირი

შეშუპება, რბილი შეშუპება, სახის შეშუპება, პერიფერიული შეშუპება, დაღლილობა, წამოხურება, ასთენია, „ცხელი“ წამოხურება

დამატებითი ინფორმაცია კომბინაციის შესახებ

ორმაგად ბრმა, აქტიურად ან პლაცებო კონტროლირებად დასრულებულ კლინიკურ კვლევებში პერიფერიული შეშუპების სიხშირე სტატისტიკურად დაბალი იყო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კომბინაციით (5.8%) იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ამლოდიპინს (9%).

ლაბორატორიული შეფასება

ვალსარტანი/ამლოდიპინით მკურნალობისას ჰიპერტენზიის მქონე ძალიან მცირე რაოდენობით პაციენტს აღენიშნა მნიშვნელოვანი ცვლილებები ლაბორატორიული ტესტების შედეგების მხრივ საწყის მაჩვენებლებთან შედარებით. სისხლის შარდოვანას აზოტის მნიშვნელოვნად მატების სიხშირე ოდნავ მაღალი იყო ამლოდიპინი/ვალსარტანის (5.5%) და ვალსარტანის მონოთერაპიის (5.5%) შემთხვევაში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (4.5%).

დამატებითი ინფორმაცია ცალკეული კომპონენტების შესახებ

რომელიმე ცალკეული კომპონენტის მანამდე დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები შესაძლებელია აღინიშნოს ექსფორჯის მიღების დროსაც, მაშინაც კი თუ ასეთი რეაქციები არ გამოვლენილა კლინიკურ კვლევებში.

ამლოდიპინი

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ამლოდიპინის მონოთერაპიის შემთხვევაში დაფიქსირებული სხვა დამატებითი გვერდითი რეაქციები, მიუხედავად საკვლევ პრეპარატთან მიზეზობრივი კავშირისა.

ამლოდიპინის მონოთერაპიის დროს გამოვლენილი გვერდითი რეაქციები

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

ნაკლებად ხშირი

დიპლოპია

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი

თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი

ალერგიული რეაქციები

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ

ძალიან იშვიათი

ჰიპერგლიკემია

ფსიქიატრიული დარღვევები

ნაკლებად ხშირი

უძილობა, განწყობის ცვალებადობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირი

ტრემორი, ჰიპოესთეზია, დისგევზია

ძალიან იშვიათი

პერიფერიული ნევროპათია, ჰიპერტენზია

დარღვევები გულის მხრივ

ძალიან იშვიათი

არითმია, ბრადიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ძალიან იშვიათი

ვასკულიტი

დისპნოე, რინიტი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ნაკლებად ხშირი

ღებინება, დისპეფსია

ძალიან იშვიათი

პანკრეატიტი, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი

ჰეპატიტი, სიყვითლე

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ნაკლებად ხშირი

ალოპეცია, პურპურა, კანის ფერის შეცვლა, ფოტომგრძნობელობა

ძალიან იშვიათი

ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი

მიალგია

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ

ნაკლებად ხშირი

შარდის გამოყოფის დარღვევა, ნიქტურია

გინეკომასტია

ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი გულმკერდის არეში

გამოკვლევები

ნაკლებად ხშირი

წონაში დაკლება, წონის მომატება

ძალიან იშვიათი

ღვიძლის ფერმენტების მომატება (ძირითადად მიუთითებს ქოლესტაზზე)

ვალსარტანი

კლინიკურ კვლევებში, პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებაში და ლაბორატორიულ კვლევებში ჰიპერტენზიის შემთხვევაში დაფიქსირებული სხვა გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში სისტემურ ორგანული კლასის მიხედვით.

პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებაში და ლაბორატორიულ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების შემთხვევაში შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა, შესაბამისად ასეთი გვერდითი რეაქციები მოხსენიებულია სიხშირით „უცნობი“.

ვალსარტანის მონოთერაპიის დროს გამოვლენილი გვერდითი რეაქციები

უცნობი

ჰემოგლობინის დაქვეითება, ჰემატოკრიტის შემცირება, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

უცნობი

ჰიპერმგრძნობელობა, შრატისმიერი დაავადების ჩათვლით

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ

უცნობი

სისხლში კალიუმის დონის მომატება

ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების გადახრა, მათ შორის სისხლში ბილირუბინის მომატება

ანგიონევროზული შეშუპება, ბულოზური დერმატიტი

თირკმლის უკმარისობა და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება

კლინიკურ კვლევებში ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ასევე აღინიშნა შემდეგი მოვლენები, მიუხედავად საკვლევ პრეპარატთან მიზეზობრივი კავშირისა: უძილობა, ლიბიდოს დაქვეითება, ფარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ვირუსული ინფექციები.

ჭარბი დოზა

ამჟამად არ არსებობს ექსფორჯის ჭარბი დოზირების გამოცდილება. ვალსარტანის ჭარბი დოზირების ძირითად სიმპტომს სავარაუდოდ წარმოადგენს გამოხატული ჰიპოტენზია თავბრუსხვევით. ამლოდიპინის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებული პერიფერიული ვაზოდილატაცია და სავარაუდოდ რეფლექტორული ტაქიკარდია. აღინიშნა გამოხატული და პოტენციურად გახანგრძლივებული სისტემური ჰიპოტენზია, მათ შორის შოკამდე და ლეტალური გამოსავალით.

ამლოდიპინის ჭარბი დოზით გამოწვეული კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია საჭიროებს აქტიურ მხარდაჭერას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, მათ შორის გულის და სასუნთქი გზების ფუნქციის ხშირ კონტროლს, კიდურების აწევას, ცირკულირებადი სითხის მოცულობის და შარდის გამოყოფის მონიტორინგს.

სისხლძარღვების ტონუსის და არტერიული წნევის აღსადგენად შეიძლება ეფექტური იყოს ვაზოკონსტრიქტორის გამოყენება თუ არ არსებობს მისი გამოყენების უკუჩვენებები. თუ პრეპარატის მიღებიდან არ გასულა დიდი დრო, შესაძლებელია ღებინების პროვოცირება ან კუჭის ამორეცხვა. ჯანმრთელ მოხალისეებში აქტივირებული ნახშირის მყისიერად ან ამლოდიპინის მიღებიდან დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიღებისას მნიშვნელოვნად შემცირდა ამლოდიპინის შეწოვა. კალციუმის არხების ბლოკადით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად შეიძლება ეფექტური იყოს კალციუმის გლუკონატის ინტრავენურად შეყვანა.

ნაკლებად სავარაუდოა ორგანიზმიდან ვალსარტანის და ამლოდიპინის ჰემოდიალიზით გამოყოფა.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება:

1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ამლოდიპინის (6.94 მგ ამლოდიპინი ბეზილატის სახით) ან 10 მგ ამლოდიპინის (13.87 მგ ამლოდიპინის ბეზილატის სახით) და 160 მგ ვალსარტანის კომბინაციას.

დამხმარე ნივთიერებები:

მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი (ტიპი A), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური უწყლო, მაკროგოლი 4000, ტალკი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი ყვითელი (E172), რკინის ოქსიდი წითელი (E172) (მხოლოდ 10 მგ ამლოდიპინის შემცველი ტაბლეტებისთვის).

აღწერილობა

5 მგ/160 მგ ტაბლეტები: ოვალური, ორმხრივ ამობურცული, მუქი ყვითელი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დაქანებული კიდეებით, ერთ მხარეს დატანილია „NVR“, ხოლო მეორე მხარეს „ECE“.

10 მგ/160მგ ტაბლეტები: ოვალური, ორმხრივ ამობურცული, ღია ყვითელი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი დაქანებული კიდეებით, ერთ მხარეს დატანილია „NVR“, ხოლო მეორე მხარეს „UIC“.

ექსფორჯის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არ იყოფა და შეუძლებელია მისი თანაბარ დოზებად დაყოფა.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვაში, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები, მარტივი (ვალსარტანი) კომბინაციები დიჰიდროპირიდინის წარმოებულებთან (ამლოდიპინი).

ათქ კოდი: C09DB01.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ექსფორჯი აერთიანებს ორ ანტიჰიპერტენზიულ ნაერთს, რომლებსაც გააჩნიათ არტერიული წნევის კონტროლის დამატებითი მექანიზმები ესენციური ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში: ამლოდიპინი მიეკუთვნება კალციუმის ანტაგონისტების კლასს, ხოლო ვალსარტანი - ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების კლასს. აღნიშნული ორი კომპონენტის კომბინაციას გააჩნია ადიტიური ანჰიპერტენზიული ეფექტი და ამცირებს არტერიულ წნევას უფრო მეტად, ვიდრე თითოეული კომპონენტი ცალ-ცალკე.

ამლოდიპინი

ექსფორჯის შემადგენლობაში შემავალი ამლოდიპინი თრგუნავს გულისა და სისხლძარღვების გლუვ კუნთებში კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ შეღწევას. ამლოდიპინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების მექანიზმი განპირობებულია სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე მარელაქსირებელი მოქმედებით, რაც ამცირებს პერიფერიული სისხლძარღვების რეზისტენტობას და არტერიული წნევას. ექსპერიმენტული მონაცემების მიხედვით ამლოდიპინი უკავშირდება დიჰიდროპირიდინულ და არაჰიდროპირიდინულ ბმის ადგილებს. გულისა და სისხლძარღვების გლუვი კუნთების შეკუმშვის პროცესი დამოკიდებულია უჯრედებში სპეციფიური იონური არხების გავლით უჯრედგარე კალციუმის ონების გადაადგილებაზე.

ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში თერაპიული დოზების მიღების შემდეგ ამლოდიპინი იწვევს ვაზოდილატაციას, რაც განაპირობებს არტერიული წნევის შემცირებას მწოლიარე და ფეხზე მყოფ მდგომარეობაში. ხანგრძლივად მიღებისას არტერიული წნევის ასეთ დაქვეითებას თან არ ახლავს პლაზმაში კატექოლამინის დონის ან გულის შეკუმშვათა სიხშირის მნიშვნელოვანი ცვლილება. პლაზმური კონცენტრაციები კორელირებს ეფექტთან ახალგაზრდა და ხანდაზმულ პაციენტებში. თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ჰიპერტენზიულ პაციენტებში ამლოდიპინის თერაპიული დოზების მიღებამ გამოიწვია თირკმლის სისხლძარღვოვანი რეზისტენტობის შემცირება და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის ზრდა, ასევე თირკმლის ეფექტური პლაზმური ნაკადი ფილტრაციის ფრაქციის ცვლილების ან პროტოინურიის გარეშე.

პარკუჭების ნორმალური ფუნქციის მქონე პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ამლოდიპინით, სიმშვიდის და დატვირთვის (ან კარდიოსტიმულაციის) დროს გულის ფუნქციის ჰემოდინამიკური შეფასების შედეგად ზოგადად აღინიშნა გულის ინდექის უმნიშვნელო მატება dP/dt-ზე ან მარცხენა პარკუჭის და დიასტოლურ წნევაზე ან მოცულობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის გარეშე. ჰემოდინამიკურ კვლევებში თერაპიული დოზების გამოყენებისას ინტაქტურ ცხოველებში და ადამიანებში ამლოდიპინის მიღებას არ უკავშირდებოდა უარყოფითი ინოტროპული ეფექტი, ადამიანებში ბეტა ბლოკატორებთან კომბინაციის შემთხვევაშიც კი. ამლოდიპინი არ ცვლის სინოატრიალური კვანძის ფუნქციას ან ატრიოვენტრიკულურ გამტარობას ინტაქტურ ცხოველებში და ადამიანებში.

კლინიკურ კვლევებში, როდესაც ამლოდიპინი მიიღებოდა ბეტა ბლოკატორებთან კომბინაციაში ჰიპერტენზიის ან სტენოკარდიის მქონე პაციენტებში, არ გამოვლენილა გვერდითი მოვლენები ელექტროკარდიოგრამის მაჩვენებლების მხრივ. ამლოდიპინმა გამოავლინა დადებითი კლინიკური ეფექტები ქრონიკული სტაბილური სტენოკარდიის, ვაზოსპასტიური სტენოკარდიის და ანგიოგრაფიით დადასტურებული გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებში.

ვალსარტანი

ვალსარტანი წარმოადგენს ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის სპეციფიურ, ძლიერ და პერორალურად მიღებისას აქტიურ ანტაგონისტს. იგი შერჩევითად მოქმედებს AT1 რეცეპტორის ქვეტიპზე, რომელიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინ II-ის ეფექტებზე. ვალსარტანის მიერ AT1 რეცეპტორის ბლოკადის შედეგად პლაზმაში ანგიოტენზინ II-ის დონის მატებამ შეიძლება მოახდინოს თავისუფალი AT2 რეცეპტორის სტიმულირება. ვალსარტანი არ ავლენს რაიმე სახის ნაწილობრივ აგონისტურ აქტივობას AT1 რეცეპტორის მიმართ და გააჩნია გაცილებით მეტი (დაახლოებით 2000-ჯერ) აფინურობა AT1 რეცეპტორთან, ვიდრე AT2 რეცეპტორთან.

ვალსარტანი არ თრგუნავს აგფ-ს, რომელიც ასევე ცნობილია კინინაზა II-ის სახელწოდებით და რომელიც ანტიოგტენზინ I-ს გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ად და შლის ბრადიკინინს. ვინაიდან არ აღინიშნება ზეგავლენა აგფ-ზე და ბრადიკინინის ან P სუბსტანციის გაძლიერება, შესაბამისად ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტებს სავარაუდოდ არ უკავშირდება ხველა. კლინიკურ კვლევებში ვალსარტანის და აგფ ინჰიბიტორის შედარებისას მშრალი ხველის სიხშირე მნიშვნელოვნად (P <0.05) ნაკლები იყო ვალსარტანით ნამკურნალებ პაციენტებში, ვიდრე აგფ ინჰიბიტორით ნამკურნალებ პაციენტებში (2.6% VS 7.9%). კლინიკურ კვლევაში პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აგფ ინჰიბიტორით მკურნალობისას უფიქსირდებოდათ მშრალი ხველა, ვალსარტანით ნამკურნალები პაციენტების 19.5%-ს და თიაზიდური დიურეტიკით ნამკურნალები პაციენტების 19.0%-ს აღენიშნა ხველა, ხოლო აგფ ინჰიბიტორის (P <0.05) მიღებისას ეს მაჩვენებელი შეადგენდა 68.5%-ს. ვალსარტანი არ უკავშირდება ან ბლოკავს სხვა ჰორმონების რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციის რეგულირების პროცესში.

ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ვალსარტანი ამცირებს არტერიულ წნევას პულსის სიხშირეზე ზეგავლენის გარეშე.

პაციენტების უმეტესობის შემთხვევაში ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ ანტიჰიპერტენზიული მოქმედება დგება 2 საათის განმავლობაში და არტერიული წნევის კლება მაქსიმუმს აღწევს 4-6 საათში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ნარჩუნდება პრეპარატის მიღებიდან 24 საათზე მეტხანს. განმეორებითი გამოყენებისას ნებისმიერი დოზით არტერიული წნევის მაქსიმალურად შემცირება ზოგადად მიიღწევა 2-4 კვირაში და ნარჩუნდება ხანგრლივი მკურნალობის პერიოდში. ვალსარტანის უეცრად მოხსნას არ უკავშირდება ჰიპერტენზიის განახლება ან სხვა კლინიკური გვერდითი მოვლენები.

გულის ქრონიკული უკმარისობის (II-IV კლასი, NYHA) მქონე პაციენტებში ვალსარტანმა მნიშვნელოვნად შეამცირა ჰოსპიტალიზაცია. მკურნალობა უფრო ეფექტური იყო პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ აგფ ინჰიბიტორს ან ბეტა ბლოკატორს. ვალსარტანმა ასევე შეამცირა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ კლინიკურად სტაბილურ პაციენტებში, მარცხენა პარკუჭის უკმარისობით ან მარცხენა პარკუჭის ფუნქციის დარღვევით.

ვალსარტანი/ამლოდიპინი

კვლევებში 1400-ზე მეტი ჰიპერტენზიული პაციენტი იღებდა ექსფორჯის დღეში ერთხელ. კომბინაციის ერთჯერადი დოზის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი გაგრძელდა 24 საათის განმავლობაში.

ექსფორჯის (ამლოდიპინის ბეზილატი/ვალსარტანი) შესწავლა მოხდა 2 პლაცებო კონტროლირებად კვლევაში ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში დიასტოლური არტერიული წნევით ≥95 მმ ვწყ.სვ. და <110 მმ ვწყ.სვ. პირველ კვლევაში (საწყისი არტერიული წნევა 153/99 მმ ვწყ.სვ.) ექსფორჯიმ დოზებით 5 მგ/80 მგ, 5 მგ/160 მგ და 5 მგ/320 მგ არტერიული წნევა შეამცირა 20-23/14-16 მმ ვწყ.სვ.-ით პლაცებოსთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი შეადგენდა 7/7 მმ ვწყ.სვ.-ს. მეორე კვლევაში (საწყისი არტერიული წნევა 157/99 მმ ვწყ.სვ.) ექსფორჯიმ დოზებით 10 მგ/160 მგ და 10 მგ/320 მგ არტერიული წნევა შეამცირა 28/18-19 მმ ვწყ.სვ.-ით პლაცებოსთან შედარებით, როდესაც ეს მაჩვენებელი შეადგენდა 13/9 მმ ვწყ.სვ.-ს.

მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, აქტიურად კონტროლირებად, პარალელური ჯგუფების კვლევაში აღინიშნა არტერიული წნევის ნორმალიზება (კვლევის ბოლოს მინიმალური დიასტოლური არტერიული წნევა მჯდომარე მდგომარეობაში <90 მმ ვწყ.სვ.) პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა სათანადოდ ვერ კონტროლდებოდა 160 მგ ვალსარტანის მიღებისას პაციენტების 75%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ 10/160 მგ ამლოდიპინით/ვალსარტანით და პაციენტების 62%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ 5/160 მგ ამლოდიპინით/ვალსარტანით პაციენტების 53%-თან შედარებით, რომლებიც რჩებოდნენ 160 მგ ვალსარტანზე. 10 მგ და 5 მგ ამლოდიპინის დამატებამ გამოიწვია სისტოლური/დიასტოლური არტერიული წნევის დამატებით შემცირება 6.0/4.8 მმ ვწყ.სვ.-ით და 3.9/2.9 მმ ვწყ.სვ.-ით იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც რჩებოდნენ მხოლოდ 160 მგ ვალსარტანზე.

მულტიცენტრულ, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა, აქტიურად კონტროლირებად, პარალელური ჯგუფების კვლევაში აღინიშნა არტერიული წნევის ნორმალიზება (კვლევის ბოლოს დიასტოლური არტერიული წნევა მჯდომარე მდგომარეობაში <90 მმ ვწყ.სვ.) პაციენტებში, რომელთა მდგომარეობა სათანადოდ ვერ კონტროლდებოდა 10 მგ ამლოდიპინით პაციენტების 78%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ 10/160 მგ ამლოდიპინით/ვალსარტანით პაციენტების 67%-თან შედარებით, რომლებიც რჩებოდნენ 10 მგ ამლოდიპინზე. 160 მგ ვალსარტანის დამატებამ გამოიწვია სისტოლური/დიასტოლური არტერიული წნევის დამატებითი შემცირება 2.9/2.1 მმ ვწყ.სვ.-ით იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც რჩებოდნენ მხოლოდ 10 მგ ამლოდიპინზე.

ექსფორჯის შესწავლა ასევე მოხდა ≥110 მმ ვწყ.სვ. და <120 მმ ვწყ.სვ. დიასტოლური არტერიული წნევის მქონე 130 ჰიპერტენზიული პაციენტის მონაწილეობით ჩატარებულ აქტიურად კონტროლირებად კვლევაში. აღნიშნულ კვლევაში (საწყისი არტერიული წნევა 171/113 მმ ვწყ.სვ.) ექსფორჯიმ დოზირების რეჟიმით 5/160 მგ, რომლის ტიტრირება მოხდა 10/160 მგ-მდე, შეამცირა არტერიული წნევა მჯდომარე მდგომარეობაში 36/29 მმ ვწყ.სვ.-ით 32/28 მმ ვწყ.სვ.-თან შედარებით, რაც აღინიშნა ლიზინოპრილის/ჰიდროქლორთიაზიდის 10/12.5 მგ დოზირების რეჟიმის შემთხვევაში, რომლის ტიტრირება მოხდა 20/12.5 მგ-მდე.

ორ ხანგრძლივ დაკვირვებით კვლევაში ექსფორჯის ეფექტი შენარჩუნდა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ექსფორჯის უეცრად შეწყვეტას არ უკავშირდებოდა არტერიული წნევის სწრაფ ზრდა.

პაციენტებში, რომელთა არტერიული წნევა სათანადოდ კონტროლდება ამლოდიპინით, მაგრამ აღინიშნება უსიამოვნო შეშუპება, კომბინირებული თერაპიის საშუალებით შეიძლება მიღწეულ იქნას არტერიული წნევის ანალოგიური კონტროლი ნაკლები შეშუპებით.

ფარმაკოკინეტიკა

ვალსარტანს და ამლოდიპინს ახასიათებთ სწორხაზოვანი ფარმაკოკინეტიკა.

ამლოდიპინი

შეწოვა: ამლოდიპინის თერაპიული დოზების პერორალურად მიღების შემდეგ მაქსიმალური კონცენტრაციები მიიღწევა 6-12 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 64% - 80%-ს. საკვები არ ახდენს ზეგავლენას ამლოდიპინის ბიოშეღწევადობაზე.

განაწილება: განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 21 ლ/კგ-ს. ამლოდიპინის in vitro კვლევებში დადგინდა, რომ ცირკულირებადი პრეპარატის დაახლოებით 97.5% უკავშირდება პლაზმის ცილებს. ამლოდიპინი კვეთს პლაცენტას და ხვდება რძეში.

ბიოტრანსფორმაცია: ამლოდიპინი აქტიურად (დაახლოებით 90%) მეტაბოლიზდება ღვიძლში არააქტიურ მეტაბოლიტებად.

გამოყოფა: ამლოდიპინის სისხლის პლაზმიდან გამოყოფა ორფაზიანია, საბოლოო ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს 30-50 საათს. წონასწორულ მდგომარეობაში პლაზმური დონეები მიიღწევა უწყვეტად 7-8 დღე მიღების შემდეგ. დაახლოებით საწყისი ამლოდიპინის 10% და ამლოდიპინის მეტაბოლიტების 60% გამოიყოფა შარდში.

ვალსარტანი

შეწოვა: ვალსარტანის პერორალურად მიღების შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა 2-4 საათში. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 23%-ს. ვალსარტანი ავლენს მულტიექსპონენტური დაშლის კინეტიკას (t 1/2α <1 სთ და t 1/2 ß დაახლოებით 9 სთ). საკვები ამცირებს ვალსარტანის ზემოქმედებას (AUC-ის მიხედვით) დაახლოებით 40%-ით და მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციას (Cmax), თუმცა დოზის მიღებიდან დაახლოებით 8 საათის შემდეგ ვალსარტანის პლაზმური კონცენტრაციები მსგავსია საკვებთან ერთად და საკვების გარეშე მიღებისას. თუმცა, AUC-ის შემცირებას თან არ ახლავს თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვანი შემცირება და შესაბამისად ვალსარტანის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად.

განაწილება: ინტრავენურად მიღების შემდეგ წონასწორულ მდგომარეობაში ვალსარტანის განაწილების მოცულობა შეადგენს 17 ლიტრს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვალსარტანი ქსოვილებში ექსტენსიურად არ ნაწილდება. ვალსარტანი მჭიდროდ უკავშირდება შრატის ცილებს (94-97 %), ძირითადად შრატის ალბუმინს.

ბიოტრანსფორმაცია: ვალსარტანი მნიშვნელოვნად არ ტრანსფორმირდება, რადგან დოზის მხოლოდ დაახლოებით 20% გადადის მეტაბოლიტებში. პლაზმაში დაბალი კონცენტრაციებით (ვალსარტანის AUC-ს <10%) აღმოჩნდა ჰიდროქსი მეტაბოლიტი, რომელიც ფარმაკოლოგიურად არააქტიურია.

გამოყოფა: ვალსარტანი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი ფორმით ფეკალიებში (დოზის დაახლოებით 83%) და შარდში (დოზის დაახლოებით 13%). ინტრავენურად მიღების შემდეგ ვალსარტანის პლაზმური კლირენსი შეადგენს დაახლოებით 2 ლ/სთ-ს, ხოლო თირკმლისმიერი კლირენსი 0.62 ლ/სთ-ს (საერთო კლირენსის დაახლოებით 30%). ვალსარტანის ნახევარ-გამოყოფის პერიოდი 6 საათია.

ვალსარტანი/ამლოდიპინი

ექსფორჯის პერორალურად მიღების შემდეგ ვალსარტანის და ამლოდიპინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა 6-8 საათში და 3 საათში. ექსფორჯიდან ვალსარტანის და ამლოდიპინის შეწოვის სიჩქარე და მოცულობა ისეთივეა, როგორც მათი დამოუკიდებელი წამლის ფორმების მიღებისას.

ფარმაკოკინეტიკა განსაკუთრებულ პოპულაციებში

ხანდაზმული პაციენტები

ამლოდიპინის მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციების მიღწევის დრო მსგავსია ხანდაზმულ და ახალგაზრდა პაციენტებში. ამლოდიპინის კლირენსი მცირდება, რაც იწვევს AUC-ის და ნახევარ-გამოყოფის პერიოდის ზრდას ხანდაზმულ პაციენტებში.

ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება უმნიშვნელოდ იზრდება ხანდაზმულ პაციენტებში ახალგაზრდებთან შედარებით, მაგრამ აღნიშნულ ზრდას არ გააჩნია კლინიკური მნიშვნელობა.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს თირკმის ფუნქციის დარღვევა. არ არსებობს გამოხატული კორელაცია თირკმლის ფუნქციას (განისაზღვრება კრეატინინის კლირენსის მიხედვით) და ვალსარტანის ზემოქმედებას (განისაზღვრება AUC-ის მიხედვით) შორის თირკმლის ფუნქციის სხვადასხვა ხარისხის დარღვევების მქონე პაციენტებში. შესაბამისად, თირკმლის ფუნქციის მსუბუქი ან ზომიერი დარღვევების მქონე პაციენტებმა შეიძლება მიიღონ სტანდარტული საწყისი დოზა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში მცირდება ამლოდიპინის კლირენსი, რაც იწვევს AUC-ის დაახლოებით 40-60 %-ით მომატებას. ღვიძლის მსუბუქი და ზომიერი ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში ვალსარტანის ექსპოზიცია საშუალოდ ორჯერ აჭარბებს ჯანმრთელ მოხალისეებში (შერჩეულნი იყვნენ ასაკის, სქესისა და წონის მიხედვით) დაფიქსირებულ მონაცემებს. სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის დაავადების მქონე პაციენტებში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

ექსფორჯი®

EXFORGE®

5 მგ/160 მგ; 10 მგ/160 მგ, აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება (INN):

ამლოდიპინი + ვალსარტანი

ჩვენებები

პირველადი (ესენციური) ჰიპერტენზიის მკურნალობა.

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერებების, დიჰიდროპირიდინის წარმოებულების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;

ღვიძლის მწვავე უკმარისობა, ბილიარული ციროზი ან ქოლესტაზი;

ექსფორჯის მიღება ალისკირენის შემცველ პროდუქტებთან ერთად შაქრიანი დიაბეტის ან თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში (GFR <60 მლ/წთ/1.73 მ2);

ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრი;

მწვავე ჰიპოტენზია;

შოკი (კარდიოგენური შოკის ჩათვლით);

მარცხენა პარკუჭის გამომავალი ტრაქტის ობსტრუქცია (მაგ.: ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია და მაღალი ხარისხის აორტის სტენოზი);

ჰემოდინამიურად არასტაბილური გულის უკმარისობა მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ;

მემკვიდრული ანგიონევროზული შეშუპება ან ანგიონევროზული შეშუპება, რომელიც დაფიქსირდა მანამდე აგფ ინჰიბიტორით მკურნალობის დროს.

განსაკუთრებული გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას

პაციენტები ნატრიუმის დეფიციტით და/ან მოცულობის შემცირებით

პლაცებო-კონტროლირებად კვლევებში გაურთულებელი ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ექსფორჯის, 0.4%-ს აღენიშნა გადაჭარბებული ჰიპოტენზია. აქტივირებული რენინ-ანგიოტენზინის სისტემის (მაგ.: სითხის მოცულობის და/ან მარილის შემცირება პაციენტებში, რომლებიც იღებენ დიურეტიკების მაღალ დოზებს) შემთხვევაში ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორების მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. ექსფორჯის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ არსებული ნატრიუმის და/ან მოცულობის შემცირების კორექციის შემდეგ, სხვა შემთხვევაში მკურნალობა უნდა დაიწყოს მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ.

თუ ექსფორჯის მიღებისას აღინიშნა გადაჭარბებული ჰიპოტენზია პაციენტი უნდა მოთავსდეს ზურგზე დაწოლილ მდგომარეობაში და საჭიროების შემთხვევაში უნდა გაკეთდეს ფიზიოლოგიური ხსნარის ინტრავენური ინფუზია. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს არტერიული წნევის სტაბილიზაციის შემდეგ.

ჰიპერკალიემია

სიფრთხილით გამოიყენება კალიუმის დანამატები, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკები, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები ან სხვა პრეპარატები, რომლებაც შეიძლება გამოიწვიონ კალიუმის დონის ზრდა (ჰეპარინი და სხვა) და ხშირად უნდა გაკონტროლდეს კალიუმის დონე.

თირკმლის არტერიის სტენოზის მქონე პაციენტები

ჰიპერტენზიის სამკურნალოდ ექსფორჯი სიფრთხილით გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის არტერიის ცალმხრივი ან ორმხრივი სტენოზი, ერთადერთი თირკმლის სტენოზი, რადგან შეიძლება გაიზარდოს სისხლში შარდოვანას და შრატში კრეატინინის დონე.

თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები

ექსფორჯის დოზის კორექცია არ არის საჭირო პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის ფუნქციის მსუბუქიდან ზომიერამდე ხარისხის დარღვევები. მონაცემები არ არსებობს მწვავე შემთხვევების (კრეატინინის კლირენსი <10 მლ/წთ) შესახებ, შესაბამისად რეკომენდებულია სიფრთხილე.

ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონისტების (ARBs), მათ შორის ვალსარტანის ან ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების (ACEIs) ალისკირენთან კომბინაციის მიღება არ არის სასურველი თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევების (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (GFR) <30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში.

თირკმლის გადანერგვა

ამ დრომდე ექსფორჯის უსაფრთხოდ გამოყენების გამოცდილება არ არსებობს პაციენტებში, რომლებსაც ბოლო პერიოდში ჩაუტარდათ თირკმლის გადანერგვა.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტები

ვალსარტანი ძირითადად გამოიყოფა უცვლელი სახით ნაღველით, ხოლო ამლოდიპინი ექსტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში. სიფრთხილეა საჭირო, როდესაც ექსფორჯი გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების ან ბილიარული ობსტრუქციული დარღვევების მქონე პაციენტებში.

ანგიონევროზული შეშუპება

ანგიონევროზული შეშუპება, მათ შორის ხორხის და ხორხის ნაპრალის შეშუპება, რაც იწვევს სასუნთქი გზების ობსტრუქციას და/ან სახის, ტუჩების, ხახის და/ან ენის შეშუპება, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ვალსარტანს; ამ პაციენტებიდან ზოგიერთს მანამდეც განუვითარდა ანგიონევროზული შეშუპება სხვა პრეპარატების, მათ შორის აგფ ინჰიბიტორების მიღებისას. ანგიონევროზული შეშუპების განვითარების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს ექსფორჯის მიღება, ექსფორჯი განმეორებით აღარ უნდა დაინიშნოს.

გულის უკმარისობის მქონე პაციენტები/მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი პერიოდი

ზოგადად, კალციუმის არხების ბლოკატორები, მათ შორის ამლოდიპინი სიფრთხილით გამოიყენება გულის სერიოზული შეგუბებითი უკმარისობის (ნიუ იორკის გულის ასოციაციის (NYHA) მიხედვით ფუნქციური კლასი III-IV) მქონე პაციენტებში.

პაციენტებში, რომელთა შემთხვევაში თირკმლის ფუნქცია შეიძლება დამოკიდებული იყოს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის აქტივობაზე (მაგ.: გულის მწვავე შეგუბებითი უკმარისობის მქონე პაციენტები), ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით ან ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონისტებით მკურნალობა დაკავშირებული იყო ოლიგურასთან და/ან პროგრესულ აზოთემიასთან და იშვიათად თირკმლის მწვავე უკმარისობასთან და/ან სიკვდილთან. გულის უკმარისობის მქონე ან მიოკარდიუმის ინფარქტ-გადატანილი პაციენტების შეფასება ყოველთვის უნდა მოიცავდეს თირკმლის ფუნქციის განსაზღვრას.

პაციენტები მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტით

ამლოდიპინით მკურნალობის დაწყების ან დოზის მომატების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს სტენოკარდიის გართულება და მწვავე მიოკარდიუმის ინფარქტი, განსაკუთრებით კორონარული არტერიების მწვავე ობსტრუქციული დაავადების მქონე პაციენტებში.

პაციენტები აორტის და მიტრალური სარქვლის სტენოზით, ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათიით

ისევე, როგორც სხვა ვაზოდილატატორების შემთხვევაში, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო აორტის ან მიტრალური სარქვლის სტენოზის ან ობსტრუქციული ჰიპერტროფული კარდიომიოპათიის მქონე პაციენტებში ამლოდიპინის გამოყენებისას.

რენინ-ანგიოტენზინის სისტემის (RAS) ორმაგი ბლოკადა

სიფრთხილეა საჭირო ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონისტების, მათ შორის ვალსარტანის ისეთ საშუალებებთან ერთად მიღებისას, რომლებიც ბლოკავენ RAS-ს, მაგ.: აგფ ინჰიბიტორები ან ალისკირენი.

ბეტა-ბლოკატორების მოხსნა

ამლოდიპინი არ არის ბეტა-ბლოკატორი და მისი შეწყვეტა ხელს არ უშლის რისკის განვითარებას; შესაბამისად დოზის ცვლილება უნდა მოხდეს ნელ-ნელა.

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა

სხვა პრეპარატების მსგავსად, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებას ახდენენ რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (RAAS), ექსფორჯიც არ გამოიყენება ორსულობის პერიოდში. ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების მოქმედების მექანიზმის გამო ნაყოფისთვის მოსალოდნელი რისკი არ არის გამორიცხული. არსებობს ინფორმაცია, რომ ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს განვითარებადი ნაყოფის დაზიანება და დაღუპვა. გარდა ამისა, რეტროსპექტული მონაცემების მიხედვით ორსულობის პირველ ტრიმესტრში აგფ ინჰიბიტორების გამოყენებას უკავშირდებოდა თანდაყოლილი მანკების განვითარების პოტენციური რისკი. არსებობს ინფორმაცია მუცლის თვითნებურად მოშლის, ოლიგოჰიდრამნიონის და ახალშობილის თირკმლის ფუნქციის დაქვეითების შესახებ, როდესაც ორსული ქალები დაუდევრად იღებდნენ ვალსარტანს.

ორსულ ქალებში ამლოდიპინის სათანადო კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ცხოველებში ჩატარებულ კვლევებში აღინიშნა რეპროდუქციული ტოქსიურობა ისეთი დოზის მიღებისას, რომელიც 8-ჯერ აღემატებოდა მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას 10 მგ-ს. ადამიანებისთვის მოსალოდნელი რისკი უცნობია.

მკურნალობის პერიოდში ორსულობის დადგომის შემთხვევაში ექსფორჯის მიღება უნდა შეწყდეს, რაც შეიძლება დროულად.

კლინიკური მოსაზრებები

დაავადებასთან დაკავშირებული დედისთვის და/ან ჩანასახისთვის/ნაყოფისთვის მოსალოდნელი რისკი

ორსულობის პერიოდში დედის შემთხვევაში ჰიპერტენზიის დროს იზრდება პრე-ეკლამფსიის, გესტაციური დიაბეტის, ნაადრევი მშობიარობის და მშობიარობის დროს გართულებების (მაგ.: საკეისრო კვეთის საჭიროება და მშობიარობის შემდგომი სისხდენა) რისკი. ჰიპერტენზიის დროს ნაყოფის შემთხვევაში იზრდება მუცლად ყოფნის პერიოდში ზრდის შეჩერების და სიკვდილიანობის რისკი.

რისკი ნაყოფისთვის/ახალშობილისთვის

ორსულებში, რომლებიც ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში იღებენ რენინ-ანგიოტენზინის სისტემაზე მოქმედ პრეპარატებს, ოლიგოჰიდრამნიონმა შეიძლება გამოიწვიოს: ნაყოფის თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, რაც იწვევს ანურიას და თირკმლის უკმარისობას, ნაყოფის ფილტვის ჰიპოპლაზია, ჩონჩხის დეფორმაცია, მათ შორის ქალის ჰიპოპლაზია, ჰიპოტენზია და სიკვდილი.

ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორის (ARB) შემთხვევითი ზემოქმედების დროს უნდა განიხილოს ნაყოფის სათანადო მონიტორინგის შესაძლებლობა.

ჩვილები, რომელთა დედები ორსულობის პირველ ტრიმესტრში იღებდნენ ARB-ს, საჭიროებენ საგულდაგულო დაკვირვებას ჰიპოტენზიის განვითარების თვალსაზრისით.

ლაქტაცია

უცნობია ხვდება თუ არა ვალსარტანი ადამიანის რძეში. არსებობს ინფორმაცია, რომ ამლოდიპინი ხვდება ადამიანის რძეში. ჩვილის მიერ მიღებული დოზის შეფარდება დედის მიერ მიღებულ დოზასთან ფასდება ინტერკვარტილური დიაპაზონით 3 - 7% (მაქსიმუმი 15%). ამლოდიპინის ზეგავლენა ჩვილებზე არ არის ცნობილი. ვალსარტანი გამოიყო მეძუძური ვირთაგვების რძეში. ამგვარად, ექსფორჯის გამოყენება არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვების პერიოდში.

რეპროდუქციული უნარის მქონე ქალები და მამაკაცები

ნებისმიერი სხვა პრეპარატის მსგავსად, რომელიც პირდაპირ ზემოქმედებას ახდენს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემაზე (RAAS), ექსფორჯიც არ გამოიყენება ქალებში, რომლებიც გეგმავენ ორსულობას. RAAS-ზე მოქმედი ნებისმიერი პრეპარატის დანიშვნისას ექიმმა უნდა აცნობოს რეპროდუქციული უნარის მქონე ქალებს მოსალოდნელი რისკის შესახებ.

უნაყოფობა

ადამიანის ფერტილობაზე ამლოდიპინის ან ვალსარტანის ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ვირთაგვებში ჩატარებულ კვლევებში არ გამოვლენილა ფერტილობაზე ამლოდიპინის ან ვალსარტანის ზეგავლენა.

პედიატრიული გამოყენება

არსებობს კლინიკური მონაცემები ექსფორჯის გამოყენების შესახებ 18 წლამდე ასაკის ბავშვებში. შესაბამისად ექსფორჯით მკურნალობა არ არის რეკომენდებული პედიატრიულ პაციენტებში, სანამ არ იქნება საკმარისი ინფორმაცია.

ზეგავლენა ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

ტრანსპორტის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ექსფორჯის ზემოქმედების კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტები, რომლებსაც პრეპარატის მიღების შემდეგ აღენიშნებათ ისეთი სიმპტომებით, როგორიც არის დაღლილობა ან თავბრუსხვევა, უნდა მოერიდონ ტრანსპორტის მართვას და პოტენციურად საშიში მექანიზმების გამოყენებას.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

ამლოდიპინი

სიმვასტატინი

10 მგ ამლოდიპინის და 80 მგ სიმვასტატინის მრავალჯერადი დოზების ერთობლივად მიღებისას სიმვასტატინის ექსპოზიცია გაიზარდა 77%-ით სიმვასტატინის მონოთერაპიასთან შედარებით. პაციენტებში, რომლებიც იღებენ ამლოდიპინს, რეკომენდებულია სიმვასტატინის დოზა შეიზღუდოს 20 მგ-მდე დღეში.

CYP3A4-ის ინჰიბიტორები

დილთიაზემის 180 მგ დღიური დოზის და 5 მგ ამლოდიპინის ერთობლივად მიღებამ ჰიპერტენზიის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში გამოიწვია ამლოდიპინის სისტემური ექსპოზიციის 1.6-ჯერ ზრდა. თუმცა, CYP3A4-ის ძლიერმა ინჰიბიტორებმა (მაგ.: კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი, რიტონავირი) შეიძლება უფრო მეტად გაზარდონ ამლოდიპინის პლაზმური კონცენტრაციები, ვიდრე დილთიაზემმა. ამგვარად, სიფრთხილით გამოიყენება ამლოდიპინის და CYP3A4-ის ინჰიბიტორების კომბინაცია.

გრეიფრუტის წვენი

გრეიფრუტის წვენთან ერთად მიღებისას, CYP3A4-ის დათრგუნვის გამო შეიძლება გაიზარდოს ამლოდიპინის ექსპოზიცია. თუმცა, 240 მლ გრეიფრუტის წვენის და 10 მგ ამლოდიპინის ერთჯერადი პერორალური დოზის ერთობლივად მიღებისას 20 ჯანმრთელ მოხალისეში არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი ზეგავლენა ამლოდიპინის ფარმაკოკინეტიკაზე.

CYP3A4-ის ინდუქტორები

ამლოდიპინზე CYP3A4-ის ინდუქტორების რაოდენობრივი ზეგავლენის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი. ამლოდიპინის CYP3A4-ის ინდუქტორებთან (მაგ.: რიფამპიცინი, კრაზანა) ერთად მიღებისას უნდა მოხდეს პაციენტებზე დაკვირვება სათანადო კლინიკური ეფექტის თვალსაზრისით.

მონოთერაპიის შემთხვევაში ამლოდიპინი უსაფრთხოდ მიიღებოდა თიაზიდურ დიურეტიკებთან, ბეტა-ბლოკატორებთან, ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებთან, ხანგრძლივი მოქმედების ნიტრატებთან, სუბლინგვალურ ნიტროგლიცერინთან, დიგოქსინთან, ვარფარინთან, ატორვასტატინთან, სილდენაფილთან, მაალოქსთან® (ალუმინის ჰიდროქსიდის გელი, მაგნიუმის ჰიდროქსიდი და სიმეთიკონი), ციმეტიდინთან, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებთან, ანტიბიოტიკებთან და პერორალურ ჰიპოგლიკემიურ პრეპარატებთან ერთად.

ვალსარტანი

რენინ-ანგიოტენზინის სისტემის (RAS) ორმაგი ბლოკადა ანგიოტენზინის რეცეპტორის ანტაგონიტებით (ARBs), ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით (ACEIs) ან ალისკირენით: მონოთერაპიასთან შედარებით ARBs-ის, მათ შორის ვალსარტანის თანმხლებ გამოყენებას ისეთ საშუალებებთან ერთად, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ RAS-ზე, უკავშირდება ჰიპოტენზიის, ჰიპერკალიემიის და თირკმლის ფუნქციის ცვლილებების სიხშირის ზრდა. რეკომენდებულია არტერიული წნევის, თირკმლის ფუნქციის და ელექტროლიტების გაკონტოლება ექსფორჯით მკურნალობის დროს ისეთი სამკურნალო საშუალებების მიღებისას, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ RAS-ზე. ARBs-ის, მათ შორის ვალსარტანის ან ACEIs-ის ალისკირენთან კომბინაციის მიღება არ არის სასურველი თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევების (გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარე (GFR) <30 მლ/წთ) მქონე პაციენტებში.

კალიუმი

კალიუმის დანამატების, კალიუმის დამზოგველი დიურეტიკების, კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელების ან ისეთი პრეპარატების თანმხლები გამოყენება, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ კალიუმის დონის ზრდა (ჰეპარინი და სხვა), საჭიროებს სიფრთხილეს და კალიუმის დონის ხშირად გაკონტროლებას.

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები (ასაპ), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის ინჰიბიტორები (COX-2 ინჰიბიტორები):

ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების და ასაპ-ის ერთდროულად მიღებამ შეიძლება შეამციროს ანტიჰიპერტენზიული ეფექტი. ამასთანავე, ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ორგანიზმში სითხის მოცულობის შემცირება (მათ შორის დიურეტიკებზე მყოფი პაციენტები) ან თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტების და ასაპ-ის ერთობლივად მიღებამ შეიძლება გაზარდოს თირკმლის ფუნქციის გაუარესების რისკი. ამგვარად, რეკომენდებულია თირკმლის ფუნქციის გაკონტროლება ვალსარტანით მკურნალობის დაწყების ან მკურნალობის ცვლილების დროს პაციენტებში, რომლებიც ამავდროულად იღებენ ასაპ-ს.

ლითიუმი

ლითიუმის და აგფ ინჰიბიტორების ან ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორის ანტაგონისტების ერთობლივად მიღებისას აღინიშნა შრატში ლითიუმის კონცენტრაციების შექცევადი ხასიათის ზრდა და ტოქსიურობა. შესაბამისად, პრეპარატების ერთობლივად გამოყენებისას რეკომენდებულია შრატში ლითიუმის დონის ყურადღებით გაკონტროლება. თუ ასევე მიიღება დიურეტიკი, ლითიუმის ტოქსიურობის რისკი შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს ექსფორჯის მიღებისას.

ტრანსპორტერები

ადამიანის ღვიძლის ქსოვილის in vitro კვლევის შედეგების მიხედვით ვალსარტანი წარმოადგენს ღვიძლის უკუმიტაცებს ტრანსპორტერის OATP1B1 და ღვიძლის ეფლუქსური ტრანსპორტერის MRP2 სუბსტრატს. უკუმიტაცების ტრანსპორტერის ინჰიბიტორების (მაგ.: რიფამპინი, ციკლოსპორინი) ან ეფლუქსური ტრანსპორტერის (მაგ.: რიტონავირი) თანმხლებმა გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს ვალსარტანის სისტემური ზემოქმედება.

ვალსარტანის მონოთერაპიის შემთხვევაში კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები არ გამოვლენილა შემდეგ პრეპარატებთან: ციმეტიდინი, ვარფარინი, ფუროსემიდი, დიგოქსინი, ატენოლოლი, ინდომეტაცინი, ჰიდროქლორთიაზიდი, ამლოდიპინი, გლიბენკლამიდი.

დოზირება და მიღების წესი

პაციენტი, რომლის არტერიული წნევა სათანადოდ ვერ რეგულირდება ამლოდიპინის ან ვალსარტანის მონოთერაპიით, შეიძლება გადაყვანილ იქნას ექსფორჯის კომბინირებულ თერაპიაზე. რეკომენდებული დოზა არის 1 ტაბლეტი დღეში. თუ კლინიკურად მისაღებია, შეიძლება განიხილოს მონოთერაპიიდან ფიქსირებული დოზის კომბინაციაზე პირდაპირ გადასვლის საკითხი.

მოხერხებულობისთვის, პაციენტები, რომლებიც ცალკე-ცალკე იღებენ ვალსარტანს და ამლოდიპინს, შეიძლება გადაყვანილ იქნან ექსფორჯიზე, რომელიც შეიცავს კომპონენტების იგივე დოზებს.

ექსფორჯი შეიძლება დაინიშნოს საწყისი მკურნალობის სახით პაციენტებში, რომლებსაც შეიძლება დასჭირდეთ რამდენიმე პრეპარატი არტერიული წნევის სამიზნე დონის მისაღწევად. ჰიპერტენზიის სამკურნალოდ საწყისი თერაპიის სახით ექსფორჯის არჩევისას უნდა შეფასდეს მოსალოდნელი სარგებელი და რისკები.

საწყისი მკურნალობის დროს ექსფორჯის სტანდარტული საწყისი დოზა არის 5/80 მგ დღეში ერთჯერ. 1-2 კვირიანი მკურნალობის შემდეგ საჭიროების მიხედვით, არტერიული წნევის გასაკონტროლებლად დოზა შეიძლება გაიზარდოს მაქსიმალურ დოზამდე 10/320 მგ ტაბლეტი დღეში ერთჯერ. საწყისი მკურნალობის სახით ექსფორჯის გამოყენება არ არის რეკომენდებული პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ინტრავასკულური მოცულობის შემცირება. მაქსიმალური დოზა არის 10/320 მგ.

როგორც ამლოდიპინის, ასევე ვალსარტანის მიღება შესაძლებელია კვებისგან დამოუკიდებლად. რეკომენდებულია ექსფორჯის მიაყოლოთ წყალი.

განსაკუთრებული პოპულაციები

პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით

დოზის კორექცია არ მოითხოვება პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ თირკმლის ფუნქციის მსუბუქიდან ზომიერამდე ხარისხის დარღვევები.

პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით

ექსფორჯი სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლის ფუნქციის დარღვევების ან ბილიარული ობსტრუქციული დარღვევების მქონე პაციენტებში. მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მკურნალობის დაწყება ამლოდიპინის მინიმალური ხელმისაწვდომი დოზით. ექსფორჯის მინიმალური დოზირება შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს.

პედიატრიული პაციენტები (18 წლამდე)

ექსფორჯის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის პაციენტებში, რადგან არ არსებობს სათანადო მონაცემები უსაფრთხოების და ეფექტურობის მხრივ.

ხანდაზმული პაციენტები (65 წლის და 65 წელს ზემოთ)

ვინაიდან კომბინაციის ორივე კომპონენტი თანაბრად კარგად აიტანება ანალოგიური დოზების მიღებისას ხანდაზმულ ან ახალგაზრდა პაციენტებში, არ არის საჭირო საწყისი დოზის კორექცია. განხილული უნდა იქნას მკურნალობის დაწყება ამლოდიპინის მინიმალური ხელმისაწვდომი დოზით. ექსფორჯის მინიმალური დოზირება შეიცავს 5 მგ ამლოდიპინს.

გვერდითი რეაქციები

ექსფორჯის უსაფრთხოება შეფასდა ხუთ კონტროლირებად კლინიკურ კვლევაში 5,175 პაციენტის მონაწილეობით, საიდანაც 2,613 იღებდა ვალსარტანს ამლოდიპინთან კომბინაციაში. პრეპარატის გვერდითი რეაქციები (ცხრილი 1) შემდეგი პირობითობით დაჯგუფებულია სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10); ხშირი (≥1/100, <1/10); ნაკლებად ხშირი (≥1/1,000, <1/100); იშვიათი (≥1/10,000, <1/1,000), ძალიან იშვიათი (<1/10,000), ცალკეული შეტყობინებების ჩათვლით. თითოეული სიხშირის ჯგუფში გვერდითი რეაქციები დაჯგუფებულია სერიოზულობის კლებადობის მიხედვით.

ექსფორჯის გვერდითი რეაქციები

ინფექციები და ინვაზიები

ხშირი:

ნაზოფარინგიტი, გრიპი

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათი

ჰიპერმგრძნობელობა

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

იშვიათი

მხედველობის დარღვევა

ფსიქიკური დარღვევები

იშვიათი

შფოთვა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი

ნაკლებად ხშირი

თავის ტკივილი

თავბრუსხვევა, ძილიანობა, პოსტურალური თავბრუსხვევა, პარესთეზია

დარღვევები სმენის ორგანოების მხრივ

ნაკლებად ხშირი

იშვიათი

ვერტიგო

ხმაური ყურებში

დარღვევები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირი

იშვიათი

ტაქიკარდია, აჩქარებული გულისცემა, ორთოსტატული ჰიპოტენზია

სინკოპე, ჰიპოტენზია

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ნაკლებად ხშირი

ხველა, ყელის და ხორხის ტკივილი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ნაკლებად ხშირი

დიარეა, გულისრევა, მუცლის ტკივილი, ყაბზობა, პირის სიმშრალე

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ნაკლებად ხშირი

იშვიათი

გამონაყარი, ერითემა

ჰიპერჰიდროზი, ეგზანთემა, ქავილი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ნაკლებად ხშირი

იშვიათი

სახსრების შეშუპება, ზურგის ტკივილი, ართალგია

კუნთების სპაზმები, სიმძიმის შეგრძნება

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი სისტემის მხრივ

იშვიათი

ხშირი შარდვა, შარდის ჭარბი გამოყოფა

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

იშვიათი

ერექციული ფუნქციის დარღვევა

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მიღების ადგილას

ხშირი

შეშუპება, რბილი შეშუპება, სახის შეშუპება, პერიფერიული შეშუპება, დაღლილობა, წამოხურება, ასთენია, „ცხელი“ წამოხურება

დამატებითი ინფორმაცია კომბინაციის შესახებ

ორმაგად ბრმა, აქტიურად ან პლაცებო კონტროლირებად დასრულებულ კლინიკურ კვლევებში პერიფერიული შეშუპების სიხშირე სტატისტიკურად დაბალი იყო პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ კომბინაციით (5.8%) იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებიც იღებდნენ მხოლოდ ამლოდიპინს (9%).

ლაბორატორიული შეფასება

ვალსარტანი/ამლოდიპინით მკურნალობისას ჰიპერტენზიის მქონე ძალიან მცირე რაოდენობით პაციენტს აღენიშნა მნიშვნელოვანი ცვლილებები ლაბორატორიული ტესტების შედეგების მხრივ საწყის მაჩვენებლებთან შედარებით. სისხლის შარდოვანას აზოტის მნიშვნელოვნად მატების სიხშირე ოდნავ მაღალი იყო ამლოდიპინი/ვალსარტანის (5.5%) და ვალსარტანის მონოთერაპიის (5.5%) შემთხვევაში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით (4.5%).

დამატებითი ინფორმაცია ცალკეული კომპონენტების შესახებ

რომელიმე ცალკეული კომპონენტის მანამდე დაფიქსირებული გვერდითი რეაქციები შესაძლებელია აღინიშნოს ექსფორჯის მიღების დროსაც, მაშინაც კი თუ ასეთი რეაქციები არ გამოვლენილა კლინიკურ კვლევებში.

ამლოდიპინი

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია ამლოდიპინის მონოთერაპიის შემთხვევაში დაფიქსირებული სხვა დამატებითი გვერდითი რეაქციები, მიუხედავად საკვლევ პრეპარატთან მიზეზობრივი კავშირისა.

ამლოდიპინის მონოთერაპიის დროს გამოვლენილი გვერდითი რეაქციები

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

ნაკლებად ხშირი

დიპლოპია

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი

თრომბოციტოპენია, ლეიკოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი

ალერგიული რეაქციები

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ

ძალიან იშვიათი

ჰიპერგლიკემია

ფსიქიატრიული დარღვევები

ნაკლებად ხშირი

უძილობა, განწყობის ცვალებადობა

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ნაკლებად ხშირი

ტრემორი, ჰიპოესთეზია, დისგევზია

ძალიან იშვიათი

პერიფერიული ნევროპათია, ჰიპერტენზია

დარღვევები გულის მხრივ

ძალიან იშვიათი

არითმია, ბრადიკარდია, წინაგულების ფიბრილაცია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ძალიან იშვიათი

ვასკულიტი

დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულმკერდის და შუასაყარის მხრივ

ნაკლებად ხშირი

დისპნოე, რინიტი

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ნაკლებად ხშირი

ღებინება, დისპეფსია

ძალიან იშვიათი

პანკრეატიტი, გასტრიტი, ღრძილების ჰიპერპლაზია

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი

ჰეპატიტი, სიყვითლე

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

ნაკლებად ხშირი

ალოპეცია, პურპურა, კანის ფერის შეცვლა, ფოტომგრძნობელობა

ძალიან იშვიათი

ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ნაკლებად ხშირი

მიალგია

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ

ნაკლებად ხშირი

შარდის გამოყოფის დარღვევა, ნიქტურია

დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ნაკლებად ხშირი

გინეკომასტია

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობა მიღების ადგილას

ნაკლებად ხშირი

ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი გულმკერდის არეში

გამოკვლევები

ნაკლებად ხშირი

წონაში დაკლება, წონის მომატება

ძალიან იშვიათი

ღვიძლის ფერმენტების მომატება (ძირითადად მიუთითებს ქოლესტაზზე)

ვალსარტანი

კლინიკურ კვლევებში, პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებაში და ლაბორატორიულ კვლევებში ჰიპერტენზიის შემთხვევაში დაფიქსირებული სხვა გვერდითი რეაქციები წარმოდგენილია ქვემოთ მოცემულ ცხრილში სისტემურ ორგანული კლასის მიხედვით.

პოსტ-მარკეტინგულ გამოცდილებაში და ლაბორატორიულ კვლევებში დაფიქსირებული გვერდითი რეაქციების შემთხვევაში შეუძლებელია სიხშირის განსაზღვრა, შესაბამისად ასეთი გვერდითი რეაქციები მოხსენიებულია სიხშირით „უცნობი“.

ვალსარტანის მონოთერაპიის დროს გამოვლენილი გვერდითი რეაქციები

დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ

უცნობი

ჰემოგლობინის დაქვეითება, ჰემატოკრიტის შემცირება, ნეიტროპენია, თრომბოციტოპენია

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

უცნობი

ჰიპერმგრძნობელობა, შრატისმიერი დაავადების ჩათვლით

დარღვევები მეტაბოლიზმის და კვების მხრივ

უცნობი

სისხლში კალიუმის დონის მომატება

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

უცნობი

ვასკულიტი

დარღვევები ჰეპატობილიარული სისტემის მხრივ

უცნობი

ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების გადახრა, მათ შორის სისხლში ბილირუბინის მომატება

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

უცნობი

ანგიონევროზული შეშუპება, ბულოზური დერმატიტი

დარღვევები ძვალ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

უცნობი

მიალგია

დარღვევები თირკმელების და შარდგამომყოფი გზების მხრივ

უცნობი

თირკმლის უკმარისობა და თირკმლის ფუნქციის დაქვეითება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება

კლინიკურ კვლევებში ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში ასევე აღინიშნა შემდეგი მოვლენები, მიუხედავად საკვლევ პრეპარატთან მიზეზობრივი კავშირისა: უძილობა, ლიბიდოს დაქვეითება, ფარინგიტი, რინიტი, სინუსიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ვირუსული ინფექციები.

ჭარბი დოზა

ამჟამად არ არსებობს ექსფორჯის ჭარბი დოზირების გამოცდილება. ვალსარტანის ჭარბი დოზირების ძირითად სიმპტომს სავარაუდოდ წარმოადგენს გამოხატული ჰიპოტენზია თავბრუსხვევით. ამლოდიპინის ჭარბმა დოზირებამ შეიძლება გამოიწვიოს გადაჭარბებული პერიფერიული ვაზოდილატაცია და სავარაუდოდ რეფლექტორული ტაქიკარდია. აღინიშნა გამოხატული და პოტენციურად გახანგრძლივებული სისტემური ჰიპოტენზია, მათ შორის შოკამდე და ლეტალური გამოსავალით.

ამლოდიპინის ჭარბი დოზით გამოწვეული კლინიკურად მნიშვნელოვანი ჰიპოტენზია საჭიროებს აქტიურ მხარდაჭერას გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ, მათ შორის გულის და სასუნთქი გზების ფუნქციის ხშირ კონტროლს, კიდურების აწევას, ცირკულირებადი სითხის მოცულობის და შარდის გამოყოფის მონიტორინგს.

სისხლძარღვების ტონუსის და არტერიული წნევის აღსადგენად შეიძლება ეფექტური იყოს ვაზოკონსტრიქტორის გამოყენება თუ არ არსებობს მისი გამოყენების უკუჩვენებები. თუ პრეპარატის მიღებიდან არ გასულა დიდი დრო, შესაძლებელია ღებინების პროვოცირება ან კუჭის ამორეცხვა. ჯანმრთელ მოხალისეებში აქტივირებული ნახშირის მყისიერად ან ამლოდიპინის მიღებიდან დაახლოებით ორი საათის განმავლობაში მიღებისას მნიშვნელოვნად შემცირდა ამლოდიპინის შეწოვა. კალციუმის არხების ბლოკადით გამოწვეული შედეგების აღმოსაფხვრელად შეიძლება ეფექტური იყოს კალციუმის გლუკონატის ინტრავენურად შეყვანა.

ნაკლებად სავარაუდოა ორგანიზმიდან ვალსარტანის და ამლოდიპინის ჰემოდიალიზით გამოყოფა.

გამოშვების ფორმა

7 ან 14 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ან 2 ბლისტერი 14 ტაბლეტით ან 4 ბლისტერი 7 ტაბლეტით მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე, თავისივე შეფუთვაში, მშრალ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

შენახვის ვადა

3 წელი.

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი

ზიგფრიდ ბარბერა, ს.ლ., ესპანეთი (Siegfried Barbera, S.L.,Spain)

რონდო დე სანტა მარია 158,

08210 ბარბერა დე ვალეს, ბარსელონა, ესპანეთი

ან

ნოვარტის ფარმა ს.პ.ა (Novartis Farma S.p.A)

ვია პროვინციალე შიტო 131

80058 ტორე ანუნზიატა (NA), იტალია

საწარმოო ლიცენზიის მფლობელი

ნოვარტის ფარმა აგ, შვეიცარია (Novartis Pharma AG, Switzerland)

ლიხშტრასე 35, 4056 ბაზელი, შვეიცარია

პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ მიმართოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ ადგილობრივ ფილიალს ან გამოაგზავნეთ შეტყობინება ელ. ფოსტაზე [email protected] თუ არსებობს ეჭვი გვერდითი მოვლენის შესახებ.

ნოვარტის ფარმა სერვისიზ აგ-ს ფილიალი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში.

AZ1014, ბაქო, რასულ რსა ქ. 75, „ვინთერ პარკ პლაზა“

ტელეფონი: +994 12 505 5822, +994 12 5055833.

ელ.ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა