ექსაბანი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ედოქსაბანს და მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ანტიკოაგულანტები. ეს პრეპარატი ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკაში. ის მოქმედებს Xa ფაქტორის აქტივობის დაბლოკვის გზით, რომელიც სისხლის შედედების მნიშვნელოვანი კომპონენტია. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ედოქსაბანი (edoxaban)
- ფორმა და შეფუთვა
- 60მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- B01AF03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-043660
- რეგისტრირებულია
- 22 ივლისი 2025, მოქმედებს 22 ივლისი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სოფია შუბლაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ექსაბანი 60მგ — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ექსაბანი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ედოქსაბანს და მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ანტიკოაგულანტები. ეს პრეპარატი ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკაში. ის მოქმედებს Xa ფაქტორის აქტივობის დაბლოკვის გზით, რომელიც სისხლის შედედების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ექსაბანი გამოიყენება მოზრდილებში:
ტვინში (ინსულტი) და ორგანიზმის სხვა სისხლძარღვებში თრომბების პრევენციისთვის, თუ გაქვთ არარეგულარული გულისცემის ისეთი ფორმა, რომელსაც ეწოდება წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაცია, და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი, როგორიცაა გულის უკმარისობა, მანამდე განვითარებული ინსულტი ან მაღალი არტერიული წნევა;
ფეხების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) თრომბების სამკურნალოდ, ასევე ფეხების და/ან ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების რეციდივის პროფილაქტიკისთვის.
მიღების წესი და დოზირება
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირება
რეკომენდებული დოზა არის ერთი 60 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში.
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ დოზა ერთ 30 მგ ტაბლეტამდე ერთხელ დღეში;
თუ თქვენი წონა 60 კგ ან ნაკლებია, რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ 30 მგ ტაბლეტს ერთხელ დღეში;
თუ თქვენი ექიმისგან დაგენიშნათ P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები: ციკლოსპორინი, დრონედარონი, ერითრომიცინი ან კეტოკონაზოლი, რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ 30 მგ ტაბლეტს ერთხელ დღეში.
პრეპარატის მიღების წესი
სასურველია, ტაბლეტი გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით.
ექსაბანის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
თუ გიჭირთ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, ექსაბანის მიღების სხვა მეთოდებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. შეგიძლიათ დაფშვნათ და შეურიოთ ტაბლეტი წყალში ან ვაშლის ფაფაში, უშუალოდ მიღების წინ. საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება მოგცეთ ექსაბანის დაფშვნილი ტაბლეტი ზონდის საშუალებით.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ ანტიკოაგულანტით მკურნალობა შემდეგი სახით:
K ვიტამინის ანტაგონისტიდან (მაგალითად, ვარფარინიდან) ექსაბანზე გადასვლა
შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის (მაგალითად, ვარფარინის) მიღება. თქვენს ექიმს დასჭირდება სისხლის მაჩვენებლების განსაზღვრა და მოგცემთ დანიშნულებას ექსაბანის მიღების დაწყებასთან დაკავშირებით.
პერორალური ანტიკოაგულანტიდან (დაბიგატრანიდან, რივაროქსაბანიდან ან აპიქსაბანიდან), რომელიც არ წარმოადგენს K ვიტამინის ანტაგონისტს, გადასვლა ექსაბანზე
შეწყვიტეთ წინა პრეპარატის (მაგალითად, დაბიგატრანის, რივაროქსაბანის ან აპიქსაბანის) მიღება და დაიწყეთ ექსაბანი მომდევნო დოზის დანიშნულ დროს.
პარენტერალური ანტიკოაგულანტიდან (მაგალითად, ჰეპარინიდან) გადასვლა ექსაბანზე
შეწყვიტეთ ანტიკოაგულანტის (მაგალითად, ჰეპარინის) მიღება და დაიწყეთ ექსაბანის მიღება ანტიკოაგულანტის მომდევნო დოზის დანიშნულ დროს.
ექსაბანიდან K ვიტამინის ანტაგონისტზე (მაგალითად, ვარფარინზე) გადასვლა
თუ ამჟამად იღებთ 60 მგ ექსაბანს:
თქვენი ექიმი შეგიმცირებთ ექსაბანის თქვენთვის დანიშნულ დოზას 30 მგ ტაბლეტამდე ერთხელ დღე-ღამეში და დაგინიშნავთ მას K ვიტამინის ანტაგონისტთან (მაგალითად, ვარფარინთან) ერთად. თქვენს ექიმს დასჭირდება სისხლის მაჩვენებლების განსაზღვრა და მოგცემთ დანიშნულებას ექსაბანის მიღების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
თუ ამჟამად იღებთ 30 მგ (შემცირებული დოზა) ექსაბანს:
თქვენი ექიმი შეგიმცირებთ ექსაბანის თქვენთვის დანიშნულ დოზას 15 მგ ტაბლეტამდე ერთხელ დღე-ღამეში და დაგინიშნავთ მას K ვიტამინის ანტაგონისტთან (მაგალითად, ვარფარინთან) ერთად. თქვენს ექიმს დასჭირდება სისხლის მაჩვენებლების განსაზღვრა და მოგცემთ დანიშნულებას ექსაბანის მიღების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ექსაბანიდან პერორალურ ანტიკოაგულანტზე (დაბიგატრანზე, რივაროქსაბანზე ან აპიქსაბანზე), რომელიც არ წარმოადგენს K ვიტამინის ანტაგონისტს, გადასვლა
შეწყვიტეთ ექსაბანის მიღება და დაიწყეთ ანტიკოაგულანტის (მაგალითად, დაბიგატრანის, რივაროქსაბანის ან აპიქსაბანის) მიღება, რომელიც არ წარმოადგენს K ვიტამინის ანტაგონისტს, ექსაბანის მომდევნო დოზის დანიშნულ დროს.
ექსაბანიდან პარენტერალურ ანტიკოაგულანტებზე (მაგალითად, ჰეპარინზე) გადასვლა
შეწყვიტეთ ექსაბანის მიღება და დაიწყეთ პარენტერალური ანტიკოაგულანტით (მაგალითად, ჰეპარინით) მკურნალობა ექსაბანის მომდევნო დოზის დანიშნულ დროს.
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია:
თუ თქვენი გულისცემის დარღვევა საჭიროებს აღდგენას ნორმალურ მდგომარეობამდე კარდიოვერსიის პროცედურის ჩატარებით, თავის ტვინში და ორგანიზმის სხვა სისხლძარღვებში თრომბების პრევენციის მიზნით მიიღეთ ექსაბანი თქვენი ექიმის მიერ დანიშნულ დროს.
თუ მიიღეთ ექსაბანის საჭიროზე მეტი დოზა
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მიიღეთ ექსაბანის ძალიან ბევრი ტაბლეტი.
ექსაბანის რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი.
თუ დაგავიწყდათ ექსაბანის მიღება
მიიღეთ ტაბლეტი როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ კი მეორე დღიდან გააგრძელეთ ჩვეულებრივ დღე-ღამეში ერთხელ მიღებით. გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ არ მიიღოთ ორი ტაბლეტი ერთ დღეს.
თუ შეწყვიტეთ ექსაბანის მიღება
არ შეწყვიტოთ ექსაბანის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან ექსაბანი გამოიყენება სერიოზული მდგომარეობების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ ხართ ალერგიული ედოქსაბანის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
თუ გაქვთ აქტიური სისხლდენა;
თუ გაქვთ დაავადება ან მდგომარეობა, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის განვითარების რისკს (მაგალითად, კუჭის წყლული, თავის ტვინის ტრავმა ან სისხლდენა, ასევე ახლახანს ჩატარებული ოპერაცია თავის ტვინზე ან თვალებზე);
თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით (მაგალითად, ვარფარინს, დაბიგატრანს, რივაროქსაბანს, აპიქსაბანს ან ჰეპარინს), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იცვლება ანტიკოაგულანტური მკურნალობა ან იღებთ ჰეპარინს ვენური ან არტერიული კათეტერის საშუალებით მისი ღია მდგომარეობაში შესანარჩუნებლად;
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს;
თუ თქვენი არტერიული წნევა არ ექვემდებარება მკურნალობას;
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
სიფრთხილის ზომები
ექსაბანის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ იმყოფებით სისხლდენის მომატებული რისკის ჯგუფში, მაგალითად, თუ გაქვთ ქვემოთ მითითებული რომელიმე მდგომარეობა:
თირკმელების დაავადება ტერმინალურ სტადიაში ან თუ გიტარდებათ დიალიზი;
ღვიძლის მძიმე დაავადება;
სისხლდენა;
დარღვევა თვალის უკან განთავსებულ სისხლძარღვებთან დაკავშირებით (რეტინოპათია);
ახლახანს განვითარებული სისხლდენა თქვენს თავის ტვინში (ინტრაკრანიალური ან ინტრაცერებრული სისხლდენა);
დარღვევები თქვენს თავის ტვინში ან ხერხემლის სვეტში განთავსებულ სისხლძარღვებთან დაკავშირებით;
თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი.
ექსაბანი 15 მგ გამოიყენება მხოლოდ 30 მგ ექსაბანიდან K ვიტამინის ანტაგონისტზე (მაგალითად, ვარფარინზე) გადასვლის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 3, როგორ მიიღება ექსაბანი).
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვაა საჭირო ექსაბანის მიღებისას,
თუ იცით, რომ გაქვთ დაავადება, სახელწოდებით ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც ზრდის თრომბების რისკს), აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს ზომებს, თუ თქვენი მკურნალობა საჭიროებს შეცვლას.
თუ გჭირდებათ ოპერაცია,
ექსაბანის მიღება აუცილებელია ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული დროის ზუსტად დაცვით. თუ შესაძლებელია, ექსაბანის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე სულ მცირე 24 საათით ადრე. თქვენი ექიმი განსაზღვრავს ექსაბანით მკურნალობის განახლების დროს.
თქვენი ექიმისგან მიიღებთ რეკომენდაციებს ექსაბანთან დაკავშირებით გადაუდებელ მდგომარეობებში სათანადო ზომების მისაღებად.
ბავშვები და მოზარდები
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ექსაბანის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არის.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ პრეპარატს:
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, კეტოკონაზოლი);
გულისცემის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, დრონედარონი, ქინიდინი, ვერაპამილი);
სისხლის შედედების შესამცირებელი სხვა პრეპარატები (მაგალითად, ჰეპარინი, კლოპიდოგრელი ან K ვიტამინის ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფენპროკუმონი ან დაბიგატრანი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი);
ანტიბიოტიკები (მაგალითად, ერითრომიცინი);
ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს მოწყვეტის პროფილაქტიკური საშუალებები (მაგალითად, ციკლოსპორინი);
ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ( მაგალითად, ნაპროქსენი ან აცეტილსალიცილის მჟავა);
ანტიდეპრესანტები, სახელწოდებით სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები;
თუ ზემოთ მითითებული რომელიმე მდგომარეობა თქვენ გეხებათ, ექსაბანის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება გაზარდოს ექსაბანის მოქმედება და არასასურველი სისხლდენის რისკი. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა იმკურნალოდ თუ არა ექსაბანით და უნდა იმყოფებოდეთ თუ არა დაკვირვების ქვეშ.
თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ პრეპარატს:
ეპილეფსიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);
კრაზანას პრეპარატები, მცენარეული პროდუქტი, რომელიც გამოიყენება შფოთვის და მსუბუქი დეპრესიის დროს;
ანტიბიოტიკი რიფამპიცინი.
თუ ზემოთ მითითებული რომელიმე მდგომარეობა თქვენ გეხებათ, ექსაბანის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან ექსაბანის მოქმედება შეიძლება შესუსტდეს. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა იმკურნალოდ თუ არა ექსაბანით და უნდა იმყოფებოდეთ თუ არა დაკვირვების ქვეშ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ ექსაბანი, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ. თუ შეიძლება დაორსულდეთ, ექსაბანის მიღების პერიოდში გამოიყენეთ კონტრაცეფციის საიმედო საშუალებები. ექსაბანის მიღების პერიოდში დაორსულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებით.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ექსაბანი არ ახდენს რაიმე ზეგავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
როგორც სხვა მსგავს პრეპარატს (სისხლის შედედების დამაქვეითებელ საშუალებებს), ექსაბანს შეუძლია გამოიწვიოს სისხლდენა, რომელიც პოტენციურად საფრთხეს წარმოადგენს სიცოცხლისთვის. ზოგ შემთხვევაში სისხლდენა შეიძლება არ იყოს გამოხატული.
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი სისხლდენა, რომელიც არ გაჩერდა სპონტანურად, ან აღგენიშნებათ ძლიერი სისხლდენის ნიშნები (უჩვეულო სისუსტე, დაღლილობა, ფერმკრთალობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან დაუდგენელი გენეზის შეშუპება), დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო მკაცრი დაკვირვება ან შეცვალოს თქვენი პრეპარატი.
შესაძლო გვერდითი მოვლენების ზოგადი ჩამონათვალი
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
კუჭის ტკივილი;
ღვიძლის ფუნქციის განმსაზღვრელი სისხლის ანალიზების პათოლოგიური პასუხები;
სისხლდენა კანიდან ან კანქვეშ;
ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დაბალი შემცველობა);
სისხლდენა ცხვირიდან;
სისხლდენა საშოდან;
გამონაყარი;
სისხლდენა ნაწლავში;
სისხლდენა პირის ღრუში ან/და ყელში;
სისხლი შარდში;
სისხლდენა ტრავმის (პუნქციის) შემდეგ;
სისხლდენა კუჭში;
თავბრუსხვევა;
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;
თავის ტკივილი;
ქავილი.
არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
სისხლჩაქცევა თვალში;
სისხლდენა ჭრილობიდან ოპერაციის შემდეგ;
სისხლი ნახველში ხველის დროს;
სისხლდენა თავის ტვინში;
სხვა სახის სისხლდენა;
თქვენს სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს შედედებაზე);
ალერგიული რეაქცია;
ჭინჭრის ციება.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
სისხლდენა კუნთებში;
სისხლდენა სახსრებში;
სისხლდენა მუცლის ღრუში;
სისხლდენა გულში;
სისხლდენა თავის ქალაში;
სისხლდენა ქირურგიული პროცედურის შემდეგ;
ალერგიული შოკი;
სხეულის ნებისმიერი ნაწილის შეშუპება ალერგიული რეაქციის შედეგად.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
სისხლდენა თირკმელებში, ზოგჯერ შარდში სისხლის არსებობით, იწვევს თირკმელების სათანადოდ ფუნქციონირების უნარის დაკარგვას (ანტიკოაგუნანტებით გამოწვეული ნეფროპათია).
ჭარბი დოზა
ედოქსაბანის დოზის გადაჭარბება შეიძლება იწვევდეს სისხლდენას. დოზის გადაჭარბების შემთხვევების გამოცდილება ძალიან შეზღუდულია.
სპეციფიკური ანტიდოტი, რომელიც მოახდენს ედოქსაბანის ფარმაკოდინამიკური ეფექტის ანტაგონიზმს, არ არის ხელმისაწვდომი.
აქტივირებული ნახშირის ადრეულ ეტაპზე მიღება განიხილება ედოქსაბანის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეწოვის შესამცირებლად. ეს რეკომენდაცია ეფუძნება სამკურნალო საშუალებებით დოზის გადაჭარბების სტანდარტულ მკურნალობას და მსგავსი შემადგენლობისთვის არსებულ მონაცემებს, რადგან ედოქსაბანის შეწოვის შესამცირებლად აქტივირებული ნახშირის გამოყენება სპეციალურად შესწავლილი არ არის ედოქსაბანის კლინიკურ კვლევაში.
სისხლდენის მკურნალობა
თუ პაციენტს, რომელიც იღებს ედოქსაბანს, განუვითარდა გართულება სისხლდენის სახით, ედოქსაბანის მომდევნო მიღება უნდა გადაიდოს ან შეწყდეს მკურნალობა, მდგომარეობის მიხედვით.
ედოქსაბანის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 10-14 საათს (იხ. პარაგრაფი 5.2). მკურნალობა უნდა იყოს ინდივიდუალური სისხლჩაქცევის სიმძიმის და ლოკაციის გათვალისწინებით.
საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება შესაბამისი სიმპტომური მკურნალობის გამოყენება, როგორიცაა, მექანიკური კომპრესია (მაგალითად, ცხვირიდან მძიმე სისხლდენისთვის), ქირურგიული ჰემოსტაზი სისხლდენის კონტროლის პროცედურებთან ერთად, სითხის ჩანაცვლება და ჰემოდინამიკური მხარდაჭერა, სისხლის პროდუქტები (ერითროციტული მასა ან ახლად გაყინული პლაზმა, თანმხლები ანემიის ან კოაგულოპათიის მიხედვით), ან თრომბოციტები.
სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენისთვის, რომლის გაჩერება შეუძლებელია ისეთი პროცედურების ჩატარებით, როგორიცაა სისხლის გადასხმა ან ჰემოსტაზი, 4-ფაქტორიანი პროთრომბინული კომპლექსის კონცენტრატის შეყვანა დოზით 50 ერთ/კგ, როგორც აღნიშნული იყო, სრულად ცვლის ედოქსაბანის მოქმედებას ინფუზიის დასრულებიდან 30 წუთში.
ასევე, გასათვალისწინებელია რეკომბინანტული ფაქტორი VIIa (r-FVIIa). თუმცა, ამ პრეპარატის გამოყენების კლინიკური გამოცდილება პირებში, რომლებიც იღებენ ედოქსაბანს, შეზღუდულია.
ადგილობრივი ხელმისაწვდომობის მიხედვით, ძლიერი სისხლდენების შემთხვევაში საჭიროა კოაგულაციის საკითხებში სპეციალისტთან კონსულტაცია.
არ არის მოსალოდნელი, რომ პროტამინის სულფატი და K ვიტამინი გავლენას ახდენს ედოქსაბანის ანტიკოაგულაციურ აქტივობაზე.
პირებში, რომლებიც იღებენ ედოქსაბანს, ანტიფიბრინოლიზური საშუალებების (ტრანექსამის მჟავა, ამინოკაპრონის მჟავა) გამოყენების გამოცდილება არ არის.
პირებში, რომლებიც იღებენ ედოქსაბანს, სისტემური ჰემოსტაზური საშუალებების (დესმოპრესინი, აპროტინინი) გამოყენების სარგებელის ლიტერატურული დასაბუთება ან გამოცდილება არ არის. პლაზმის ცილებთან მაღალი შეკავშირების გამო მოსალოდნელია, რომ ედოქსაბანი არ დაექვემდებარება დიალიზს.
შემადგენლობა
მოქმედი ნივთიერება არის ედოქსაბანი (ტოზილატის მონოჰიდრატის სახით).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ ედოქსაბანს (ტოზილატის მონოჰიდრატის სახით).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ედოქსაბანს (ტოზილატის მონოჰიდრატის სახით).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 60 მგ ედოქსაბანს (ტოზილატის მონოჰიდრატის სახით).
ექსაბანის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ექსაბანი 15 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ნარინჯისფერი, მრგვალი ფორმის, ამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
დღეისათვის გაყიდვაშია შემდეგი ზომის შეფუთვა:
აპკიანი გარსით დაფარული 10 ტაბლეტი.
ექსაბანი 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
დღეისათვის გაყიდვაშია შემდეგი ზომის შეფუთვა:
აპკიანი გარსით დაფარული 28 ტაბლეტი.
ექსაბანი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის, ამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
დღეისათვის გაყიდვაშია შემდეგი ზომის შეფუთვა:
აპკიანი გარსით დაფარული 28 ტაბლეტი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე და თითოეულ ბლისტერზე ან ბოთლზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტითრომბოზული საშუალებები, Xa ფაქტორის პირდაპირი ინჰიბიტორები; ათქ-კოდი: B01AF03.
მოქმედების მექანიზმი
ედოქსაბანი არის Xa ფაქტორის (FXa) მაღალსელექციური, პირდაპირი და შექცევადი ინჰიბიტორი, სერინპროტეაზა, რომელიც შედის სისხლის შედედების კასკადის საბოლოო ზოგად გზაში. ედოქსაბანი ახდენს თავისუფალი Xa ფაქტორის და პროთრომბინაზას აქტივობის ინჰიბირებას. Xa ფაქტორის ინჰიბირება სისხლის შედედების კასკადში ამცირებს თრომბინის წარმოქმნას, ზრდის სისხლის შედედების დროს და ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
ედოქსაბანი იწვევს ფარმაკოდინამიკური ეფექტების სწრაფად დაწყებას 1-2 საათის განმავლობაში, რაც შეესაბამება ედოქსაბანის ექსპოზიციის პიკს (Cmax). ანტი-FXa ანალიზის საშუალებით განსაზღვრული ფარმაკოდინამიკური ეფექტები პროგნოზირებადია და კორელირებს ედოქსაბანის დოზასა და კონცენტრაციასთან. Xa ფაქტორის ინჰიბირების შედეგად ედოქსაბანი ასევე, ზრდის სისხლის შედედების დროს ისეთ ტესტებში, როგორიცაა თრომბოპლასტინის დრო (PT) და აქტივირებული პარციალური ნაწილობრივი დრო (aPTT). სისხლის შედედების ამ ანალიზებში აღნიშნული ცვლილებები მოსალოდნელია თერაპიული დოზის შემთხვევაში, თუმცა ეს ცვლილებები მცირეა, აქვს მაღალი ხარისხის ვარიაბელურობა და არ არის მნიშვნელოვანი ედოქსაბანის ანტიკოაგულაციური ეფექტის მონიტორინგისთვის.
კლინიკური ეფექტიანობა და უსაფრთხოება
ინსულტის და სისტემური ემბოლიის პრევენცია
წინაგულების ფიბრილაციის სამკურნალოდ ედოქსაბანის კლინიკური პროგრამა შემუშავდა ედოქსაბანის დოზების ორი ჯგუფის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დამტკიცების მიზნით, ვარფარინთან შედარებით, ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკისთვის პაციენტებში წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით (NVAF) და ინსულტისა და სისტემური ემბოლური მოვლენების (SEE) ზომიერი ან მაღალი რისკით.
ინსულტისა და სისტემური ემბოლიის პროფილაქტიკა წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის (NVAF) მქონე პაციენტებში მაღალი კრეატინინის კლირენსით (კრეატინინის კლირენსი >100 მლ/წთ)
ჩატარდა სპეციალური რანდომიზებული ორმაგად ბრმა კვლევა (E314) წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის (NVAF) მქონე 607 პაციენტში მაღალი კრეატინინის კლირენსით (კრეატინინის კლირენსი >100 მლ/წთ კოკროფტ-გოლტის ფორმულით) ძირითადი მიზნით, შეფასდეს დღე-ღამეში ერთხელ 60 მგ ედოქსაბანის ფკ/ფდ, დღე-ღამეში ერთხელ 75 მგ-თან შედარებით. პირველადი ფკ/ფდ წერტილის გარდა, კვლევა ითვალისწინებდა ინსულტისა და სისხლდენის კლინიკური საბოლოო წერტილების შეფასებას 12 თვიანი მკურნალობის განმავლობაში.
როგორც მოსალოდნელი იყო, დღე-ღამეში ერთხელ 75 მგ ედოქსაბანის დოზა მაღალი კრეატინინის კლირენსის (>100 მლ/წთ) ქვეჯგუფში უზრუნველყოფდა ექსპოზიციის გაზრდას ~25%-ით, დღე-ღამეში ერთხელ 60 მგ ედოქსაბანთან შედარებით.
კვლევაში მონაწილეთა რაოდენობა, რომლებშიც დადგენილი იყო ინსულტის/ტრანზიტორული იშემიური შეტევის (ტიშ)/სისტემური ემბოლური მოვლენის ეფექტიანობის კომბინირებული საბოლოო წერტილი, შეზღუდული იყო და მოიცავდა 2 ინსულტს 60 მგ ედოქსაბანის ჯგუფში (0.7%; 95% ს/ი: 0.1% - 2.4%) და 3 ინსულტს 75 მგ ედოქსაბანის ჯგუფში (1%; 95% ს/ი: 0.2% - 2.9%).
დადგენილ მნიშვნელოვან სისხლდენებს ადგილი ჰქონდა 2 პაციენტში 60 მგ ედოქსაბანის ჯგუფში (0.7%; 95% ს/ი: 0.1% - 2.4%), 3 პაციენტთან შედარებით 75 მგ ედოქსაბანის ჯგუფში (1.0%; 95% ს/ი: 0.2% - 2.9%). 60 მგ ედოქსაბანის ჯგუფში 2 მნიშვნელოვანი სისხლდენიდან 1 იყო კრიტიკულ ზონაში/ორგანოში (თვალშიდა), ხოლო მეორე იყო სისხლდენა კუნთში. 75 მგ ედოქსაბანის ჯგუფში 3 მნიშვნელოვანი სისხლდენიდან 2 იყო კრიტიკულ ზონაში/ორგანოში (ინტრაცერებრული/1 ლეტალური შედეგი) და 1 - სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ზედა ორგანოებში (სიცოცხლისთვის საშიში). გარდა ამისა, 60 მგ ედოქსაბანის ჯგუფში იყო კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენის (CRNM) 9 (3%) შემთხვევა, 75 მგ ედოქსაბანის ჯგუფში კი - კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენის 7 (2.3%) შემთხვევა.
კლინიკური კვლევის E314 დამატებით, ევროპის 10 ქვეყანაში ჩატარდა პროსპექტული, მრავალეროვნული, მულტიცენტრული, რეგისტრაციის შემდგომი დაკვირვებითი კვლევა (ETNA-AF), რომელშიც ჩართული იყო 13 980 სუბიექტი. ამ პოპულაციაში 1 826 პირს ჰქონდა კრეატინინის კლირენსი >100 მლ/წთ და ისინი იღებდნენ 60 მგ ედოქსაბანს პროდუქტის ზოგად დახასიათებაში მითითებული დოზირების კატეგორიების შესაბამისად. კომბინირებული იშემიური ინსულტის ან სისტემური ემბოლიის წლიური სიხშირე შეადგენდა 0,39%/წელიწადში, ხოლო მნიშვნელოვან სისხლდენებს ადგილი ჰქონდა 0.73%-ში/წელიწადში.
ENGAGE AF, E314 და ETNA-AF-ის ერთობლივი მონაცემების გათვალისწინებით მოსალოდნელია, რომ პაციენტებში წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით (NVAF) და მაღალი კრეატინინის კლირენსით, რომლებიც იღებდნენ 60 მგ ედოქსაბანს, იშემიური ინსულტის/სისტემური ემბოლიის წლიური სიხშირე შეადგენს <1%-ს. მოსალოდნელია, რომ პაციენტებში წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით (NVAF) და მაღალი კრეატინინის კლირენსით (>100 მლ/წთ) დოზის 60 მგ-ზე მაღლა გაზრდა არ უზრუნველყოფს უფრო მაღალ დაცვას ინსულტისგან და შეიძლება დაკავშირებული იყოს გვერდითი მოვლენების გაძლიერებასთან. ამიტომ, ასეთ პაციენტებში ედოქსაბანის მიღება დოზით 60 მგ ერთხელ დღე-ღამეში რეკომენდებულია თრომბოემბოლიისა და სისხლდენის ინდივიდუალური რისკის გულდასმით შეფასების შემდეგ (იხ. პარაგრაფი 4.4).
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია
ჩატარდა მულტიცენტრული, პროსპექტული, რანდომიზებული ღია კვლევა საბოლოო წერტილის ბრმა შეფასებით (ENSURE-AF), რომელშიც რანდომიზებული იქნა 2199 პაციენტი (პერორალური ანტიკოაგულანტებით არანამკურნალები და ნამკურნალები) წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციით (NVAF) და დაგეგმილი კარდიოვერსიით, იმისათვის, რომ შედარებული იქნას 60 მგ ედოქსაბანი ერთხელ დღე-ღამეში და ენოქსაპარინი/ვარფარინი, თერაპიული სნთ-ის შესანარჩუნებლად 2.0-3.0 მნიშვნელობაზე (რანდომიზაცია 1:1), საშუალო TTR ვარფარინზე შეადგენდა 70.8%-ს. საერთო ჯამში, 2149 სუბიექტი მკურნალობდა ედოქსაბანით (N = 1067) ან ენოქსაპარინი/ვარფარინით (N = 1082). ედოქსაბანით მკურნალობის ჯგუფში სუბიექტები იღებდნენ 30 მგ-ს ერთხელ დღე-ღამეში ქვემოთ მითითებული ერთი ან რამდენიმე კლინიკური ფაქტორის არსებობისას: თირკმელების ზომიერი უკმარისობა (CrCl 30-50 მლ/წთ), დაბალი წონა (<60 კგ) ან P-გლიკოპროტეინის სპეციფიკური ინჰიბიტორების ერთდროულად მიღება. უმრავლეს პაციენტს ედოქსაბანისა და ვარფარინის ჯგუფებში ჩატარებული ჰქონდა კარდიოვერსია (შესაბამისად, 83.7 % და 78.9%) ან ავტოკონვერსია (შესაბამისად, 6.6% და 8.6%). გამოყენებული იქნა TEE-აღჭურვილი (კვლევის დაწყებიდან 3 დღის განმავლობაში) ან სტანდარტული კარდიოვერსია (მკურნალობის დაწყებამდე სულ მცირე 21 დღით ადრე). პაციენტები აგრძელებდნენ მკურნალობას კარდიოვერსიის ჩატარებიდან 28 დღის განმავლობაში.
ეფექტიანობის პირველადი შედეგი შეადგენდა ინსულტის, სისტემური ემბოლური მოვლენების, მიოკარდიუმის ინფარქტის და გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილის ყველა შემთხვევის ერთობლიობას. სულ 5 (0.5%, 95% ს/ი 0.15% - 1.06%) შემთხვევას ჰქონდა ადგილი ედოქსაბანის ჯგუფში (N = 1095) და 11 (1.0%, 95% ს/ი 0.50% - 1.78%) შემთხვევას ვარფარინის ჯგუფში (N = 1104); შანსების თანაფარდობა (შთ) 0.46 (95% ს/ი 0.12 - 1.43); ITT ანალიზი მოიცავს კვლევის სრულ პერიოდს საშუალო ხანგრძლივობით 66 დღე.
უსაფრთხოების პირველადი შედეგი იყო მნიშვნელოვანი სისხლდენისა და კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენის ერთობლიობა. სულ 16 (1.5%, 95% ს/ი 0.86% - 2.42%) შემთხვევას ჰქონდა ადგილი ედოქსაბანის ჯგუფის პაციენტებში (N = 1067) და 11 (1.0%, 95% ს/ი 0.51% - 1.81%) შემთხვევას ვარფარინის ჯგუფში (N = 1082); შთ 1.48 (95% ს/ი 0.64 - 3.55); უსაფრთხოების ანალიზი დადგენილია მკურნალობის პერიოდისთვის.
ამ ექსპერიმენტული კვლევით ნაჩვენებია მნიშვნელოვანი და კლინიკურად მნიშვნელოვანი მცირე სისხლდენის და თრომბოემბოლიის შემთხვევათა დაბალი სიხშირე კარდიოვერსიის ჩატარების პირობებში.
პედიატრიული პოპულაცია
ევროპულმა წამლის სააგენტომ გადაავადა პედიატრიული პოპულაციის ერთ ან რამდენიმე ქვეჯგუფში არტერიული თრომბოზის პროფილაქტიკისთვის, თრომბოემბოლიის სამკურნალოდ და თრომბოემბოლიის პროფილაქტიკისთვის ედოქსაბანის კვლევის შედეგების წარდგენის ვალდებულება (იხ. პარაგრაფი 4.2 პედიატრიაში გამოყენების შესახებ ინფორმაციისთვის).
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
შეწოვა
ედოქსაბანი შეიწოვება სისხლის პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევით 1-2 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 62%-ს შეადგენს. საკვები სხვადასხვა ხარისხით ზრდის კონცენტრაციის პიკს, მაგრამ მინიმალური გავლენა აქვს საერთო ექსპოზიციაზე. კვლევებში ENGAGE AF-TIMI 48 და Hokusai-VTE ედოქსაბანი დაინიშნა საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ედოქსაბანი ძნელად იხსნება рН >6.0-ზე. პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის ერთდროულად მიღება არ ახდენდა მნიშვნელოვან გავლენას ედოქსაბანის ექსპოზიციაზე.
30 ჯანმრთელი პირის მონაწილეობით ჩატარებულ კვლევაში AUC და Cmax საშუალო მნიშვნელობები დაფშვნილი და ვაშლის ფაფაში შერეული პერორალურად ან ნაზოგასტრალური ზონდით წყალში გაზავებული სუსპენზიის სახით 60 მგ ედოქსაბანის ტაბლეტების მიღებისას და მთლიანი ტაბლეტის მიღებისას იყო ბიოეკვივალენტური. ედოქსაბანის პროგნოზირებადი, დოზის პროპორციული ფარმაკოკინეტიკური პროფილის გათვალისწინებით, ამ კვლევაში მიღებული ბიოშეღწევადობის შედეგები, სავარაუდოდ, ძალაშია ედოქსაბანის უფრო დაბალი დოზებისთვის.
განაწილება
განაწილება ორფაზიანია. განაწილების მოცულობა შეადგენს საშუალოდ 107 (19.9) ლ-ს (SD).
in vitro შეკავშირება სისხლის პლაზმის ცილებთან შეადგენს დაახლოებით 55%-ს. ერთხელ დღე-ღამეში მიღებისას ედოქსაბანის კლინიკურად მნიშვნელოვანი დაგროვება არ აღინიშნება (დაგროვების კოეფიციენტი 1.14). სტაბილური კონცენტრაცია მიიღწევა 3 დღეში.
ბიოტრანსფორმაცია
სისხლის პლაზმაში ძირითადად წარმოდგენილია ედოქსაბანი უცვლელი ფორმით. ედოქსაბანი მეტაბოლიზდება ჰიდროლიზის (დაკავშირებული კარბოქსილესტერაზა 1-ით), კონიუგაციის ან CYP3A4/5-ის ზემოქმედებით დაჟანგვის გზით (<10%). ედოქსაბანს აქვს სამი აქტიური მეტაბოლიტი, ძირითადი მეტაბოლიტი (M-4), რომელიც წარმოიქმნება ჰიდროლიზის შედეგად, არის აქტიური და აღწევს საწყისი ნაერთის ზემოქმედების 10%-ზე ნაკლებს ჯანმრთელ პირებში. სხვა მეტაბოლიტების ზემოქმედება შეადგენს 5%-ზე ნაკლებს. ედოქსაბანი წარმოადგენს P-გლიკოპროტეინის ეფლუქსური ტრანსპორტერის სუბსტრატს, მაგრამ არ წარმოადგენს შთანთქმის ისეთი ტრანსპორტიორების სუბსტრატს, როგორიცაა OATP1B1 ორგანული ანიონების გადამტანი პოლიპეპტიდი, OAT1 ან OAT3 ორგანული ანიონების გადამტანი ან OCT2 ორგანული კატიონების ტრანსპორტიორი. მისი აქტიური მეტაბოლიტი წარმოადგენს OATP1B1-ის სუბსტრატს.
გამოყოფა
ჯანმრთელ პირებში საერთო კლირენსი შეფასდა, როგორც 22 (+3) ლ/სთ; 50% გამოიყოფა თირკმელებით (11 ლ/სთ). თირკმლისმიერ კლირენსზე მოდის შეყვანილი დოზის დაახლოებით 35%.
დარჩენილი კლირენსი მოდის მეტაბოლიზმზე და ექსკრეციაზე სანაღვლე გზებიდან/ნაწლავიდან.
პერორალური მიღებისას ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10-14 საათს.
ხაზოვნება/არახაზოვნება
ჯანმრთელ პირებში ედოქსაბანი ავლენს დაახლოებით დოზის პროპორციულ ფარმაკოკინეტიკას 15-დან 60 მგ-მდე დოზების მიღებისას.
განსაკუთრებული პოპულაციები
ხანდაზმულები
თირკმლის ფუნქციისა და წონის გათვალისწინებით ასაკს არ ჰქონდა დამატებითი კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ედოქსაბანის ფარმაკოკინეტიკურ მონაცემებზე წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის მესამე ფაზის საბაზისო კვლევის პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზებში (ENGAGE AF-TIMI 48).
თირკმლის უკმარისობა
თირკმელების მსუბუქი (კრეატინინის კლირენსი >50-80 მლ/წთ), ზომიერი (კრეატინინის კლირენსი 30-50 მლ/წთ) და მძიმე (კრეატინინის კლირენსი <30 მლ/წთ, მაგრამ დიალიზის ჩატარების გარეშე) უკმარისობის მქონე პირებში სისხლის პლაზმაში AUC მნიშვნელობები გაიზარდა შესაბამისად 32%, 74% და 72%-ით, თირკმელების ნორმალური ფუნქციის მქონე პირებთან შედარებით. თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში იცვლება მეტაბოლიტების პროფილი და წარმოიქმნება აქტიური მეტაბოლიტების მეტი რაოდენობა.
არსებობს ხაზოვანი დამოკიდებულება სისხლის პლაზმაში ედოქსაბანის კონცენტრაციასა და ანტი-FXa აქტივობას შორის, თირკმლის ფუნქციის მიუხედავად.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის მსუბუქი ან ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში ფარმაკოკინეტიკის და ფარმაკოდინამიკის მონაცემები მსგავსი იყო ჯანმრთელ საკონტროლო ჯგუფთან შედარებით. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში ედოქსაბანის კვლევები არ არის ჩატარებული (იხ. პარაგრაფი 4.2).
სქესი
წონის გათვალისწინებით სქესს არ ჰქონდა დამატებითი კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ედოქსაბანის ფარმაკოკინეტიკურ მონაცემებზე წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის მესამე ფაზის კვლევის პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზებში (ENGAGE AF-TIMI 48).
ეთნიკური წარმომავლობა
კვლევის ENGAGE AF-TIMI 48 პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზებში, აზიელ და არა-აზიელ პაციენტებში პიკი და საერთო ექსპოზიცია მსგავსი იყო.
წონა
წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის კვლევის ENGAGE AF-TIMI 48 პოპულაციურ ფარმაკოკინეტიკურ ანალიზებში, პაციენტებში საშუალო წონით (55 კგ) Cmax და AUC იყო გაზრდილი შესაბამისად 40%-ით და 13%-ით, საშუალოზე მაღალი წონის (84 კგ) მქონე პაციენტებთან შედარებით. მე-3 ფაზის კლინიკურ კვლევებში (როგორც წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაციის, ასევე ვენური თრომბოემბოლიის ჩვენებით), <60 კგ წონის პაციენტებში ედოქსაბანის დოზა შემცირდა 50%-ით და აღენიშნათ მსგავსი ეფექტიანობა და ნაკლები სისხლდენა, ვარფარინის ჯგუფის პაციენტებთან შედარებით.
ფარმაკოკინეტიკური/ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება(ები)
პდ, სნთ, აქტივირებული პარციალური ნაწილობრივი დრო და ანტი-FXa ხაზოვან დამოკიდებულებაშია ედოქსაბანის კონცენტრაციებთან.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეფუთვის ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისათვის
ექსაბანი 15 მგ
ექსაბანი 30 მგ
ექსაბანი 60 მგ
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ედოქსაბანი
მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შეიძლება საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.
ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
ჩანართის შინაარსი
- რას წარმოადგენს ექსაბანი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ ექსაბანის მიღებამდე
- როგორ მიიღება ექსაბანი
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
- ექსაბანის შენახვის პირობები
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
- რას წარმოადგენს ექსაბანი და რისთვის გამოიყენება
ექსაბანი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ედოქსაბანს და მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, სახელწოდებით ანტიკოაგულანტები. ეს პრეპარატი ხელს უწყობს თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკაში. ის მოქმედებს Xa ფაქტორის აქტივობის დაბლოკვის გზით, რომელიც სისხლის შედედების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ექსაბანი გამოიყენება მოზრდილებში:
ტვინში (ინსულტი) და ორგანიზმის სხვა სისხლძარღვებში თრომბების პრევენციისთვის, თუ გაქვთ არარეგულარული გულისცემის ისეთი ფორმა, რომელსაც ეწოდება წინაგულების არასარქვლოვანი ფიბრილაცია, და სულ მცირე ერთი დამატებითი რისკ-ფაქტორი, როგორიცაა გულის უკმარისობა, მანამდე განვითარებული ინსულტი ან მაღალი არტერიული წნევა;
ფეხების ვენებში (ღრმა ვენების თრომბოზი) და ფილტვების სისხლძარღვებში (ფილტვის ემბოლია) თრომბების სამკურნალოდ, ასევე ფეხების და/ან ფილტვების სისხლძარღვებში თრომბების რეციდივის პროფილაქტიკისთვის.
- რა უნდა იცოდეთ ექსაბანის მიღებამდე
არ მიიღოთ ექსაბანი
თუ ხართ ალერგიული ედოქსაბანის ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6).
თუ გაქვთ აქტიური სისხლდენა;
თუ გაქვთ დაავადება ან მდგომარეობა, რომელიც ზრდის სერიოზული სისხლდენის განვითარების რისკს (მაგალითად, კუჭის წყლული, თავის ტვინის ტრავმა ან სისხლდენა, ასევე ახლახანს ჩატარებული ოპერაცია თავის ტვინზე ან თვალებზე);
თუ იღებთ სხვა სამკურნალო საშუალებებს თრომბების წარმოქმნის პროფილაქტიკის მიზნით (მაგალითად, ვარფარინს, დაბიგატრანს, რივაროქსაბანს, აპიქსაბანს ან ჰეპარინს), გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იცვლება ანტიკოაგულანტური მკურნალობა ან იღებთ ჰეპარინს ვენური ან არტერიული კათეტერის საშუალებით მისი ღია მდგომარეობაში შესანარჩუნებლად;
თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება, რომელიც ზრდის სისხლდენის რისკს;
თუ თქვენი არტერიული წნევა არ ექვემდებარება მკურნალობას;
თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ.
გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები
ექსაბანის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს:
თუ იმყოფებით სისხლდენის მომატებული რისკის ჯგუფში, მაგალითად, თუ გაქვთ ქვემოთ მითითებული რომელიმე მდგომარეობა:
თირკმელების დაავადება ტერმინალურ სტადიაში ან თუ გიტარდებათ დიალიზი;
ღვიძლის მძიმე დაავადება;
სისხლდენა;
დარღვევა თვალის უკან განთავსებულ სისხლძარღვებთან დაკავშირებით (რეტინოპათია);
ახლახანს განვითარებული სისხლდენა თქვენს თავის ტვინში (ინტრაკრანიალური ან ინტრაცერებრული სისხლდენა);
დარღვევები თქვენს თავის ტვინში ან ხერხემლის სვეტში განთავსებულ სისხლძარღვებთან დაკავშირებით;
თუ გაქვთ გულის ხელოვნური სარქველი.
ექსაბანი 15 მგ გამოიყენება მხოლოდ 30 მგ ექსაბანიდან K ვიტამინის ანტაგონისტზე (მაგალითად, ვარფარინზე) გადასვლის შემთხვევაში (იხ. პარაგრაფი 3, როგორ მიიღება ექსაბანი).
სიფრთხილის განსაკუთრებული ზომების დაცვაა საჭირო ექსაბანის მიღებისას,
თუ იცით, რომ გაქვთ დაავადება, სახელწოდებით ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი (იმუნური სისტემის დარღვევა, რომელიც ზრდის თრომბების რისკს), აცნობეთ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს ზომებს, თუ თქვენი მკურნალობა საჭიროებს შეცვლას.
თუ გჭირდებათ ოპერაცია,
ექსაბანის მიღება აუცილებელია ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ თქვენი ექიმის მიერ დანიშნული დროის ზუსტად დაცვით. თუ შესაძლებელია, ექსაბანის მიღება უნდა შეწყდეს ოპერაციამდე სულ მცირე 24 საათით ადრე. თქვენი ექიმი განსაზღვრავს ექსაბანით მკურნალობის განახლების დროს.
თქვენი ექიმისგან მიიღებთ რეკომენდაციებს ექსაბანთან დაკავშირებით გადაუდებელ მდგომარეობებში სათანადო ზომების მისაღებად.
ბავშვები და მოზარდები
18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში ექსაბანის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ბავშვებსა და მოზარდებში პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ არის.
სხვა სამკურნალო საშუალებები და ექსაბანი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი.
თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ პრეპარატს:
სოკოვანი ინფექციების სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, კეტოკონაზოლი);
გულისცემის დარღვევების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, დრონედარონი, ქინიდინი, ვერაპამილი);
სისხლის შედედების შესამცირებელი სხვა პრეპარატები (მაგალითად, ჰეპარინი, კლოპიდოგრელი ან K ვიტამინის ანტაგონისტები, როგორიცაა ვარფარინი, აცენოკუმაროლი, ფენპროკუმონი ან დაბიგატრანი, რივაროქსაბანი, აპიქსაბანი);
ანტიბიოტიკები (მაგალითად, ერითრომიცინი);
ტრანსპლანტაციის შემდეგ ორგანოს მოწყვეტის პროფილაქტიკური საშუალებები (მაგალითად, ციკლოსპორინი);
ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ( მაგალითად, ნაპროქსენი ან აცეტილსალიცილის მჟავა);
ანტიდეპრესანტები, სახელწოდებით სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები ან სეროტონინი-ნორეპინეფრინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები;
თუ ზემოთ მითითებული რომელიმე მდგომარეობა თქვენ გეხებათ, ექსაბანის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან ამ პრეპარატებმა შეიძლება გაზარდოს ექსაბანის მოქმედება და არასასურველი სისხლდენის რისკი. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა იმკურნალოდ თუ არა ექსაბანით და უნდა იმყოფებოდეთ თუ არა დაკვირვების ქვეშ.
თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ პრეპარატს:
ეპილეფსიის სამკურნალო ზოგიერთი პრეპარატი (მაგალითად, ფენიტოინი, კარბამაზეპინი, ფენობარბიტალი);
კრაზანას პრეპარატები, მცენარეული პროდუქტი, რომელიც გამოიყენება შფოთვის და მსუბუქი დეპრესიის დროს;
ანტიბიოტიკი რიფამპიცინი.
თუ ზემოთ მითითებული რომელიმე მდგომარეობა თქვენ გეხებათ, ექსაბანის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს, რადგან ექსაბანის მოქმედება შეიძლება შესუსტდეს. თქვენი ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, უნდა იმკურნალოდ თუ არა ექსაბანით და უნდა იმყოფებოდეთ თუ არა დაკვირვების ქვეშ.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ მიიღოთ ექსაბანი, თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ. თუ შეიძლება დაორსულდეთ, ექსაბანის მიღების პერიოდში გამოიყენეთ კონტრაცეფციის საიმედო საშუალებები. ექსაბანის მიღების პერიოდში დაორსულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებას თქვენს მკურნალობასთან დაკავშირებით.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ექსაბანი არ ახდენს რაიმე ზეგავლენას ან უმნიშვნელოდ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
- როგორ მიიღება ექსაბანი
ეს პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების ზუსტად დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული, გადაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.
დოზირება
რეკომენდებული დოზა არის ერთი 60 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში.
თუ გაქვთ თირკმელების ფუნქციის დარღვევა, თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიმციროთ დოზა ერთ 30 მგ ტაბლეტამდე ერთხელ დღეში;
თუ თქვენი წონა 60 კგ ან ნაკლებია, რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ 30 მგ ტაბლეტს ერთხელ დღეში;
თუ თქვენი ექიმისგან დაგენიშნათ P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორები: ციკლოსპორინი, დრონედარონი, ერითრომიცინი ან კეტოკონაზოლი, რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ 30 მგ ტაბლეტს ერთხელ დღეში.
პრეპარატის მიღების წესი
სასურველია, ტაბლეტი გადაყლაპოთ წყლის მიყოლებით.
ექსაბანის მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.
თუ გიჭირთ ტაბლეტის მთლიანად გადაყლაპვა, ექსაბანის მიღების სხვა მეთოდებთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს. შეგიძლიათ დაფშვნათ და შეურიოთ ტაბლეტი წყალში ან ვაშლის ფაფაში, უშუალოდ მიღების წინ. საჭიროების შემთხვევაში, ექიმმა შეიძლება მოგცეთ ექსაბანის დაფშვნილი ტაბლეტი ზონდის საშუალებით.
თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ ანტიკოაგულანტით მკურნალობა შემდეგი სახით:
K ვიტამინის ანტაგონისტიდან (მაგალითად, ვარფარინიდან) ექსაბანზე გადასვლა
შეწყვიტეთ K ვიტამინის ანტაგონისტის (მაგალითად, ვარფარინის) მიღება. თქვენს ექიმს დასჭირდება სისხლის მაჩვენებლების განსაზღვრა და მოგცემთ დანიშნულებას ექსაბანის მიღების დაწყებასთან დაკავშირებით.
პერორალური ანტიკოაგულანტიდან (დაბიგატრანიდან, რივაროქსაბანიდან ან აპიქსაბანიდან), რომელიც არ წარმოადგენს K ვიტამინის ანტაგონისტს, გადასვლა ექსაბანზე
შეწყვიტეთ წინა პრეპარატის (მაგალითად, დაბიგატრანის, რივაროქსაბანის ან აპიქსაბანის) მიღება და დაიწყეთ ექსაბანი მომდევნო დოზის დანიშნულ დროს.
პარენტერალური ანტიკოაგულანტიდან (მაგალითად, ჰეპარინიდან) გადასვლა ექსაბანზე
შეწყვიტეთ ანტიკოაგულანტის (მაგალითად, ჰეპარინის) მიღება და დაიწყეთ ექსაბანის მიღება ანტიკოაგულანტის მომდევნო დოზის დანიშნულ დროს.
ექსაბანიდან K ვიტამინის ანტაგონისტზე (მაგალითად, ვარფარინზე) გადასვლა
თუ ამჟამად იღებთ 60 მგ ექსაბანს:
თქვენი ექიმი შეგიმცირებთ ექსაბანის თქვენთვის დანიშნულ დოზას 30 მგ ტაბლეტამდე ერთხელ დღე-ღამეში და დაგინიშნავთ მას K ვიტამინის ანტაგონისტთან (მაგალითად, ვარფარინთან) ერთად. თქვენს ექიმს დასჭირდება სისხლის მაჩვენებლების განსაზღვრა და მოგცემთ დანიშნულებას ექსაბანის მიღების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
თუ ამჟამად იღებთ 30 მგ (შემცირებული დოზა) ექსაბანს:
თქვენი ექიმი შეგიმცირებთ ექსაბანის თქვენთვის დანიშნულ დოზას 15 მგ ტაბლეტამდე ერთხელ დღე-ღამეში და დაგინიშნავთ მას K ვიტამინის ანტაგონისტთან (მაგალითად, ვარფარინთან) ერთად. თქვენს ექიმს დასჭირდება სისხლის მაჩვენებლების განსაზღვრა და მოგცემთ დანიშნულებას ექსაბანის მიღების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ექსაბანიდან პერორალურ ანტიკოაგულანტზე (დაბიგატრანზე, რივაროქსაბანზე ან აპიქსაბანზე), რომელიც არ წარმოადგენს K ვიტამინის ანტაგონისტს, გადასვლა
შეწყვიტეთ ექსაბანის მიღება და დაიწყეთ ანტიკოაგულანტის (მაგალითად, დაბიგატრანის, რივაროქსაბანის ან აპიქსაბანის) მიღება, რომელიც არ წარმოადგენს K ვიტამინის ანტაგონისტს, ექსაბანის მომდევნო დოზის დანიშნულ დროს.
ექსაბანიდან პარენტერალურ ანტიკოაგულანტებზე (მაგალითად, ჰეპარინზე) გადასვლა
შეწყვიტეთ ექსაბანის მიღება და დაიწყეთ პარენტერალური ანტიკოაგულანტით (მაგალითად, ჰეპარინით) მკურნალობა ექსაბანის მომდევნო დოზის დანიშნულ დროს.
პაციენტები, რომლებსაც უტარდებათ კარდიოვერსია:
თუ თქვენი გულისცემის დარღვევა საჭიროებს აღდგენას ნორმალურ მდგომარეობამდე კარდიოვერსიის პროცედურის ჩატარებით, თავის ტვინში და ორგანიზმის სხვა სისხლძარღვებში თრომბების პრევენციის მიზნით მიიღეთ ექსაბანი თქვენი ექიმის მიერ დანიშნულ დროს.
თუ მიიღეთ ექსაბანის საჭიროზე მეტი დოზა
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ მიიღეთ ექსაბანის ძალიან ბევრი ტაბლეტი.
ექსაბანის რეკომენდებულზე მეტი დოზის მიღებისას შეიძლება გაიზარდოს სისხლდენის რისკი.
თუ დაგავიწყდათ ექსაბანის მიღება
მიიღეთ ტაბლეტი როგორც კი გაგახსენდებათ, შემდეგ კი მეორე დღიდან გააგრძელეთ ჩვეულებრივ დღე-ღამეში ერთხელ მიღებით. გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ არ მიიღოთ ორი ტაბლეტი ერთ დღეს.
თუ შეწყვიტეთ ექსაბანის მიღება
არ შეწყვიტოთ ექსაბანის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე, რადგან ექსაბანი გამოიყენება სერიოზული მდგომარეობების სამკურნალოდ და პროფილაქტიკისთვის.
მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებათ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში.
როგორც სხვა მსგავს პრეპარატს (სისხლის შედედების დამაქვეითებელ საშუალებებს), ექსაბანს შეუძლია გამოიწვიოს სისხლდენა, რომელიც პოტენციურად საფრთხეს წარმოადგენს სიცოცხლისთვის. ზოგ შემთხვევაში სისხლდენა შეიძლება არ იყოს გამოხატული.
თუ აღგენიშნებათ ნებისმიერი სისხლდენა, რომელიც არ გაჩერდა სპონტანურად, ან აღგენიშნებათ ძლიერი სისხლდენის ნიშნები (უჩვეულო სისუსტე, დაღლილობა, ფერმკრთალობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი ან დაუდგენელი გენეზის შეშუპება), დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს კონსულტაციისთვის.
თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო მკაცრი დაკვირვება ან შეცვალოს თქვენი პრეპარატი.
შესაძლო გვერდითი მოვლენების ზოგადი ჩამონათვალი
ხშირი (შეიძლება აღენიშნოს 10-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
კუჭის ტკივილი;
ღვიძლის ფუნქციის განმსაზღვრელი სისხლის ანალიზების პათოლოგიური პასუხები;
სისხლდენა კანიდან ან კანქვეშ;
ანემია (სისხლის წითელი უჯრედების დაბალი შემცველობა);
სისხლდენა ცხვირიდან;
სისხლდენა საშოდან;
გამონაყარი;
სისხლდენა ნაწლავში;
სისხლდენა პირის ღრუში ან/და ყელში;
სისხლი შარდში;
სისხლდენა ტრავმის (პუნქციის) შემდეგ;
სისხლდენა კუჭში;
თავბრუსხვევა;
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება;
თავის ტკივილი;
ქავილი.
არახშირი (შეიძლება აღენიშნოს 100-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
სისხლჩაქცევა თვალში;
სისხლდენა ჭრილობიდან ოპერაციის შემდეგ;
სისხლი ნახველში ხველის დროს;
სისხლდენა თავის ტვინში;
სხვა სახის სისხლდენა;
თქვენს სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს შედედებაზე);
ალერგიული რეაქცია;
ჭინჭრის ციება.
იშვიათი (შეიძლება აღენიშნოს 1000-დან არაუმეტეს 1 ადამიანს):
სისხლდენა კუნთებში;
სისხლდენა სახსრებში;
სისხლდენა მუცლის ღრუში;
სისხლდენა გულში;
სისხლდენა თავის ქალაში;
სისხლდენა ქირურგიული პროცედურის შემდეგ;
ალერგიული შოკი;
სხეულის ნებისმიერი ნაწილის შეშუპება ალერგიული რეაქციის შედეგად.
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია):
სისხლდენა თირკმელებში, ზოგჯერ შარდში სისხლის არსებობით, იწვევს თირკმელების სათანადოდ ფუნქციონირების უნარის დაკარგვას (ანტიკოაგუნანტებით გამოწვეული ნეფროპათია).
- ექსაბანის შენახვის პირობები
მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.
არ გამოიყენოთ მოცემული პრეპარატი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს შეფუთვაზე და თითოეულ ბლისტერზე ან ბოთლზე წარწერა “ვარგისია“-ს შემდეგ. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.
შეინახეთ 30˚C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, საკუთარ შეფუთვაში.
არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ექსაბანი
მოქმედი ნივთიერება არის ედოქსაბანი (ტოზილატის მონოჰიდრატის სახით).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 15 მგ ედოქსაბანს (ტოზილატის მონოჰიდრატის სახით).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 30 მგ ედოქსაბანს (ტოზილატის მონოჰიდრატის სახით).
თითოეული ტაბლეტი შეიცავს 60 მგ ედოქსაბანს (ტოზილატის მონოჰიდრატის სახით).
ექსაბანის აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
ექსაბანი 15 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ნარინჯისფერი, მრგვალი ფორმის, ამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
დღეისათვის გაყიდვაშია შემდეგი ზომის შეფუთვა:
აპკიანი გარსით დაფარული 10 ტაბლეტი.
ექსაბანი 30 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ვარდისფერი, მრგვალი ფორმის, ამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
დღეისათვის გაყიდვაშია შემდეგი ზომის შეფუთვა:
აპკიანი გარსით დაფარული 28 ტაბლეტი.
ექსაბანი 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები არის ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის, ამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი.
დღეისათვის გაყიდვაშია შემდეგი ზომის შეფუთვა:
აპკიანი გარსით დაფარული 28 ტაბლეტი.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი
NOBEL İLAÇ SANAYİİ VE TİCARET A. Ş.
Saray Mahallesi Dr. Adnan Büyükdeniz Sokak, No: 14
34768 უმრანიე/ სტამბოლი/თურქეთი
ტელეფონი: +90 (216) 633 60 00
ფაქსი: +90 (216) 633 60 01
მწარმოებელი
NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A. Ş.
Sancaklar Mah. Eski Akçakoca Cad. No:299
81100 დუზჯე/თურქეთი
მოცემული ჩანართის ბოლო რედაქტირების თარიღი: 27.11.2023
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


