პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა

Etoricoxib Pentafarma

რეცეპტით60მგინსტრუქცია ქართულადპორტუგალია
რისთვის გამოიყენება

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა წარმოადგენს მედიკამენტების ერთ-ერთ ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ციკლოოქსიგენაზა(ცოგ)-2-ის სელექტიური ინჰიბიტორები. ისინი მიეკუთვნება მედიკამენტების ოჯახს, რომელსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს). …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ეტორიკოქსიბი (etoricoxib)
ფორმა და შეფუთვა
60მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №20
მწარმოებელი
Atlantic Pharma – Produções Farmacêuticas, S.A., პორტუგალია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, კოქსიბები
ATC კოდი
M01AH05
რეგისტრაციის ნომერი
რ-035432
რეგისტრირებულია
2 ივნისი 2022, მოქმედებს 2 ივნისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „რიჩ გრუპ“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაეტორიკოქსიბი პენტაფარმა და სხვა წამალი ერთად

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა წარმოადგენს მედიკამენტების ერთ-ერთ ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ციკლოოქსიგენაზა(ცოგ)-2-ის სელექტიური ინჰიბიტორები. ისინი მიეკუთვნება მედიკამენტების ოჯახს, რომელსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს).

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა ხელს უწყობს ტკივილის და შეშუპების (ანთება) შემცირებას სახსრებსა და კუნთებში 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, რომლებსაც აწუხებთ ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი და პოდაგრა.

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა ასევე გამოიყენება ზომიერი ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისთვის სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში.

რა არის ოსტეოართრიტი?

ოსტეოართრიტი არის სახსრების დაავადება. იგი გამოწვეულია ხრტილის თანდათანობითი დაშლით, რომელიც ამაგრებს ძვლების ბოლოებს. ეს იწვევს შეშუპებას (ანთებას), ტკივილს, სისუსტეს, რიგიდობას და ინვალიდობას.

რა არის რევმატოიდული ართრიტი?

რევმატოიდული ართრიტი არის სახსრების ხანგრძლივი ანთებითი დაავადება. ის იწვევს ტკივილს, რიგოდობას, შეშუპებას და მოძრაობის მზარდ შემცირებას იმ სახსრებში, რომლებსაც ის აზიანებს. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ანთება სხეულის სხვა უბნებში.

რა არის პოდაგრა?

პოდაგრა არის უეცარი, განმეორებადი შეტევები, სახსრების ძალიან მტკივნეული დაავადება ანთებით და სიწითლით. ეს გამოწვეულია სახსარში მინერალური კრისტალების დაგროვებით.

რა არის ანკილოზირებადი სპონდილიტი?

ანკილოზირებადი სპონდილიტი არის ხერხემლისა და მსხვილი სახსრების ანთებითი დაავადება.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ თქვენი მდგომარეობისთვის რეკომენდებული დოზაზე მეტი. თქვენი ექიმი დროდადრო განიხილავს თქვენს მკურნალობას. მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც გააკონტროლებს თქვენს ტკივილს და არ მიიღოთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმა საჭიროზე მეტ ხანს. რადგან გულის შეტევისა და ინსულტის რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მკურნალობის შემდეგ.

ამ სამკურნალო პრეპარატს გააჩნია სხადასხვა დოზები და თქვენი დაავადების მიხედვით თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას.

რეკომენდებული დოზებია:

ოსტეოართრიტი

რეკომენდებული დოზაა 30 მგ დღეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 60 მგ-მდე დღეში ერთხელ.

რევმატოიდული ართრიტი

რეკომენდებული დოზაა 90 მგ დღეში ერთხელ.

ანკილოზირებადი სპონდილიტი

რეკომენდებული დოზაა 90 მგ დღეში ერთხელ.

მწვავე ტკივილი

ეტორიკოქსიბი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მწვავე ტკივილის პერიოდში.

პოდაგრა

რეკომენდებული დოზაა 120 მგ ერთხელ დღეში, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მწვავე ტკივილის პერიოდში, მაქსიმუმ 8 დღის განმავლობაში.

სტომატოლოგიური პოსტოპერაციული ტკივილი

რეკომენდებული დოზაა 90 მგ დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში.

ღვიძლის პრობლემების მქონე პირები

თუ გაქვთ ღვიძლის მსუბუქი დაავადება, არ უნდა მიიღოთ 60 მგ-ზე მეტი დღეში.

თუ გაქვთ ღვიძლის ზომიერი დაავადება, არ უნდა მიიღოთ 30 მგ-ზე მეტი დღეში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ეტორიკოქსიბი პენტაფარმას ტაბლეტების დანიშვნა არ შეიძლება ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ხანდაზმული პირები

ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას.

მიღების წესი

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. მიიღეთ ტაბლეტები დღეში ერთხელ. ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

თუ მიიღეთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმა დანიშნულზე მეტი რაოდენობით

არასოდეს მიიღოთ იმაზე მეტი ტაბლეტი, რასაც ექიმი გირჩევთ. თუ მიიღეთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ დაგავიწყდათ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღება

მნიშვნელოვანია ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღება თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ გამოტოვეთ დოზა, უბრალოდ განაახლეთ თქვენი ჩვეული განრიგი მეორე დღეს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ეტორიკოქსიბის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);

თუ გაქვთ ალერგია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ, მათ შორის ასპირინის და ცოგ-2-ის ინჰიბიტორების მიმართ (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები, პარაგრაფი 4);

თუ ამჟამად გაქვთ კუჭის წყლული ან სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან;

თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული დაავადება;

თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული დაავადება,

თუ ხართ ან შეიძლება იყოთ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხ. „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“);

თუ ხართ 16 წლამდე ასაკის;

თუ გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადება, როგორიცაა კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან კოლიტი;

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მკურნალობით (გაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ექთანთან, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი წნევა ადეკვატურად კონტროლდება);

თუ თქვენმა ექიმმა დაგიდგინათ გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა (ზომიერი ან მძიმე ტიპის), სტენოკარდია (გულ-მკერდის ტკივილი);

თუ გქონიათ გულის შეტევა, შუნტირება, პერიფერიული არტერიების დაავადება (სუსტი სისხლის მიმოქცევა ფეხებში ან ტერფებში ვიწრო ან დაბლოკილი არტერიების გამო);

თუ გქონიათ რაიმე სახის ინსულტი (მათ შორის მინი ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა ან გიშ). ეტორიკოქსიბმა შეიძლება ოდნავ გაზარდოს ინფარქტისა და ინსულტის რისკი და ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული იმ პირებში, ვისაც უკვე ჰქონდა გულის პრობლემები ან ინსულტი.

თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ, არ მიიღოთ ტაბლეტები თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

სიფრთხილის ზომები

ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:

ანამნეზში გაქვთ კუჭიდან სისხლდენა ან კუჭის წყლული.

გაქვთ გაუწყლოება, მაგალითად, ხანგრძლივი ღებინების ან დიარეის შედეგად.

გაქვთ შეშუპება სითხის შეკავების გამო.

ანამნეზში გაქვთ გაქვთ გულის უკმარისობა ან სხვა სახის გულის დაავადება.

ანამნეზში გაქვთ მაღალი არტერიული წნება. ეტორიკოქსიბი პენტაფარმას შეუძლია გაზარდოს არტერიული წნევა ზოგიერთ ადამიანში, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მიღებისას, ამიტომ თქვენმა ექიმმა შეიძლება დროდადრო შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა.

ანამნეზში გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის რაიმე დაავადება.

მკურნალობთ ინფექციაზე. ეტორიკოქსიბი პენტაფარმას შეუძლია შენიღბოს ან დამალოს ცხელება, რაც ინფექციის ნიშანია.

გაქვთ დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი. ამან შეიძლება გაზარდოს გულის დაავადების რისკი.

ხარ ქალი, რომელიც ცდილობს დაორსულებას.

ხარ 65 წელზე მეტი ასაკის.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თუ არა, ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, რათა შეამოწმოთ არის თუ არა ეს პრეპარატი თქვენთვის შესაფერისი.

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა თანაბრად კარგად მუშაობს ხანდაზმულ და ახალგაზრდა მოზრდილ პაციენტებში. თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, თქვენმა ექიმმა სათანადოდ უნდა გაგაკონტროლოთ. 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები, მათ შორის პრეპარატები რომელიც მიიღება რეცეპტის გარეშე.

კერძოდ, თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მონიტორინგი, როგორც კი დაიწყებთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღებას რათა შეამოწმოს, რამდენად სწორად მუშაობს თქვენი მედიკამენტები:

მედიკამენტები, რომლებიც ათხელებს თქვენს სისხლს (ანტიკოაგულანტები), როგორიცაა ვარფარინი,

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი),

მეტოტრექსატი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნად და ხშირად გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დროს),

ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატები),

ლითიუმი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი სახის დეპრესიის სამკურნალოდ),

მედიკამენტები სახელწოდებით აგფ ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულის უკმარისობის კონტროლისთვის, და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, მაგალითად ენალაპრილი და რამიპრილი, ლოსარტანი და ვალსარტანი,

დიურეზული საშუალებები (წყლის ტაბლეტები),

დიგოქსინი (გულის უკმარისობისა და არარეგულარული გულის რითმის სამკურნალო საშუალება),

მინოქსიდილი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),

სალბუტამოლის ტაბლეტები ან პერორალური ხსნარი (ასთმის სამკურნალო საშუალება),

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (ამ კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი),

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი),

აცეტილსალიცილის მჟავა, კუჭის წყლულის განვითარების რისკი უფრო მაღალია, თუ იღებთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად.

ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღება შეიძლება დაბალი დოზის აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად. თუ ამჟამად იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზით გულის შეტევის ან ინსულტის თავიდან ასაცილებლად, არ შეწყვიტოთ აცეტილსალიცილის მჟავას მიღება, სანამ არ გაივილით კონსულტაციას თქვენს ექიმთან.

არ მიიღოთ აცეტილსალიცილის მჟავა მაღალი დოზით ან სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღებისას.

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა საკვებთან და სასმელთან ერთად

ეტორიკოქსიბი პენტაფარმას ეფექტის დაწყება შეიძლება უფრო დაჩქარდეს საკვების გარეშე მიღებისას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ეტორიკოქსიბი პენტაფარმას ტაბლეტების მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს. თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, არ მიიღოთ ტაბლეტები. თუ დაორსულდებით, შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული ან თუ გჭირდებათ მეტი რჩევა.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა ეტორიკოქსიბი პენტაფარმა დედის რძეში. თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ იყენებთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას, არ შეიძლება ძუძუთი კვება.

ფერტილობა

ეტორიკოქსიბი პენტაფარმას არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თავბრუსხვევა და ძილიანობა აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას.

არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება თუ აღგენიშნებათ თავბრუსხვევა ან ძილიანობა.

არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მანქანები, თუ აღგენიშნებათ თავბრუსხვევა ან ძილიანობა.

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

თუ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე გამოგივლინდებათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღება და გაესაუბროთ თქვენს ექიმს (იხ. რა უნდა იცოდეთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღებამდე, პარაგრაფი 2):

ქოშინის, ტკივილს გულმკერდის არეში ან ტერფის შეშუპების გამოვლენა ან გაუარესდება;

კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე) - ეს არის ღვიძლის პრობლემების ნიშნები;

მუცლის ძლიერი ან მუდმივი ტკივილი ან შავი განავალი;

ალერგიული რეაქცია - რომელიც შეიძლება მოიცავდეს კანის პრობლემებს, როგორიცაა წყლულები ან ბუშტუკები, ან - სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.

ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კონვენციის გამოყენებით:

ძალიან ხშირი (მოქმედებს 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელზე)

ხშირი (მოქმედებს 100-დან 1-10 მომხმარებელზე)

არახშირი (მოქმედებს 1000-დან 1-10 მომხმარებელზე)

იშვიათი (მოქმედებს 10000-დან 1-10 მომხმარებელზე)

ძალიან იშვიათი (მოქმედებს 10000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელზე)

შემდეგი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ეტორიკოქსიბი პენტაფარმით მკურნალობის დროს:

ძალიან ხშირი

კუჭის ტკივილი.

ხშირი

ალვეოლიტი (ანთება და ტკივილი კბილის ამოღების შემდეგ);

ფეხების და/ან ტერფების შეშუპება სითხის შეკავების გამო (შეშუპება);

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

პალპიტაცია (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა), არარეგულარული გულის რიტმი (არითმია);

მომატებული არტერიული წნევა;

ხიხინი ან ქოშინი (ბრონქოსპაზმი);

ყაბზობა, მეტეორიზმი (ჭარბი გაზი), გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), გულძმარვა, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)/კუჭის დისკომფორტი, გულისრევა, შეუძლოდ ყოფნა (ღებინება), საყლაპავის ანთება, პირის ღრუს წყლულები;

ღვიძლთან დაკავშირებული ცვლილებები სისხლის ტესტებში;

სისხლჩაქცევა;

სისუსტე და დაღლილობა, გრიპის მსგავსი დაავადება.

არახშირი

გასტროენტერიტი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, რომელიც მოიცავს როგორც კუჭს, ასევე წვრილ ნაწლავს/კუჭის გრიპს), ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია;

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების შემცირება),

მომატებული მგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია ჭინჭრის ციების ჩათვლით, რომელიც შეიძლება იყოს საკმარისად სერიოზული და საჭიროებდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას),

მადის დაკლება ან მომატება, წონაში მატება;

შფოთვა, დეპრესია, გონებრივი გამჭრიახობის შემცირება; იმის დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა, რაც არ არის იქ (ჰალუცინაციები);

გემოებოს შეცვლა, უძილობა, დაბუჟება ან ჩხვლეტა, ძილიანობა;

მხედველობის დაბინდვა, თვალების გაღიზიანება და სიწითლე;

ყურებში შუილი, ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება უმოძრაოდ ყოფნისას);

პათოლოგიური გულის რითმი (წინაგულების ფიბრილაცია), სწრაფი გულისცემა, გულის უკმარისობა, შებოჭილობის შეგრძნება, წნევის ან სიმძიმის შეგრძნება მკერდში (სტენოკარდია), გულის შეტევა;

ალები, ინსულტი, მინი ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა), არტერიული წნევის მკვეთრი მომატება. სისხლძარღვების ანთება;

ხველა, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა;

კუჭის ან ნაწლავის შებერილობა, ნაწლავის მუშაობის ცვლილება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც შეიძლება გახდეს სერიოზული და გამოიწვიოს სისხლდენა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, პანკრეასის ანთება;

სახის შეშუპება, კანისმიერი გამონაყარი ან კანის ქავილი, კანის სიწითლე;

კუნთების კრუნჩხვები/სპაზმი, კუნთების ტკივილი/რიგიდობა;

სისხლში კალიუმის მაღალი დონე, თირკმელებთან დაკავშირებული სისხლის ან შარდის ტესტების ცვლილებები, თირკმელების სერიოზული პრობლემები;

ტკივილი გულ-მკერდის არეში.

იშვიათი

ანგიონევროზული შეშუპება (ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, რაც შეიძლება იყოს საკმარისად სერიოზული და საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება/ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები შოკის ჩათვლით (სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას);

დაბნეულობა, მოუსვენრობა;

ღვიძლის პრობლემები (ჰეპატიტი);

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე;

ღვიძლის უკმარისობა, კანის და/ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე);

მძიმე კანისმიერი რეაქციები.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახებ პირდაპირ INFARMED, I.P-ს ქვემოთ მოცემული კონტაქტის საშუალებით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

INFARMED, I.P

მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი

Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

მედიცინის ხაზი: 800222444 (უფასო)

ფაქსი: +351 21 798 73 97

ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram

ელფოსტა: [email protected]

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერებაა ეტორიკოქსიბი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 60 მგ, ეტორიკოქსიბს.

სხვა ინგრედიენტებია: კალციუმის წყალბადფოსფატი (უწყლო), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, ინდიგო კარმინის ალუმინის ლაკი (E1172) და ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).

ეტორიკოქსიბი პენტაფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა 60 მგ: წაგრძელებული, მწვანე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა ხელმისაწვდომია 7, 20, 28 ან 59 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შეფუთვით. შესაძლებელია, რომ ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

Pentafarma – Sociedade Técnico-Medicinal, S.A. (პენტაფარმა - სოსიედადე-ტექნიკო მედიცინალ, ს.ა.)

Rua da Tapada Grande, n°2, Abrunheira (რუე დე ტაფადა გრანდე, #2, აბრუნჰეირა),

2710-089 Sintra (2710-089 სინტრა),

პორტუგალია

შენახვის პირობები

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა 60 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ეტორიკოქსიბი

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ მისცეთ იგი სხვა პირებს. ამ პრეპარატმა შეიძლება ავნოს მათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ისეთივე სიმპტომები აქვთ, როგორიც თქვენ.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც აღწერილი არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

რას წარმოადგენს ეტორიკოქსიბი პენტაფარმა და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღებამდე

როგორ მიიღება ეტორიკოქსიბი პენტაფარმა

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ ინახება ეტორიკოქსიბი პენტაფარმა

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას წარმოადგენს ეტორიკოქსიბი პენტაფარმა და რისთვის გამოიყენება

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა წარმოადგენს მედიკამენტების ერთ-ერთ ჯგუფს, რომელსაც ეწოდება ციკლოოქსიგენაზა(ცოგ)-2-ის სელექტიური ინჰიბიტორები. ისინი მიეკუთვნება მედიკამენტების ოჯახს, რომელსაც ეწოდება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები (აასს).

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა ხელს უწყობს ტკივილის და შეშუპების (ანთება) შემცირებას სახსრებსა და კუნთებში 16 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში, რომლებსაც აწუხებთ ოსტეოართრიტი, რევმატოიდული ართრიტი, ანკილოზირებადი სპონდილიტი და პოდაგრა.

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა ასევე გამოიყენება ზომიერი ტკივილის ხანმოკლე მკურნალობისთვის სტომატოლოგიური ოპერაციის შემდეგ 16 წლის და უფროსი ასაკის ადამიანებში.

რა არის ოსტეოართრიტი?

ოსტეოართრიტი არის სახსრების დაავადება. იგი გამოწვეულია ხრტილის თანდათანობითი დაშლით, რომელიც ამაგრებს ძვლების ბოლოებს. ეს იწვევს შეშუპებას (ანთებას), ტკივილს, სისუსტეს, რიგიდობას და ინვალიდობას.

რა არის რევმატოიდული ართრიტი?

რევმატოიდული ართრიტი არის სახსრების ხანგრძლივი ანთებითი დაავადება. ის იწვევს ტკივილს, რიგოდობას, შეშუპებას და მოძრაობის მზარდ შემცირებას იმ სახსრებში, რომლებსაც ის აზიანებს. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ანთება სხეულის სხვა უბნებში.

რა არის პოდაგრა?

პოდაგრა არის უეცარი, განმეორებადი შეტევები, სახსრების ძალიან მტკივნეული დაავადება ანთებით და სიწითლით. ეს გამოწვეულია სახსარში მინერალური კრისტალების დაგროვებით.

რა არის ანკილოზირებადი სპონდილიტი?

ანკილოზირებადი სპონდილიტი არის ხერხემლისა და მსხვილი სახსრების ანთებითი დაავადება.

რა უნდა იცოდეთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღებამდე

არ მიიღოთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმა:

თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ეტორიკოქსიბის ან ამ პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 პარაგრაფში);

თუ გაქვთ ალერგია არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (აასს) მიმართ, მათ შორის ასპირინის და ცოგ-2-ის ინჰიბიტორების მიმართ (იხ. შესაძლო გვერდითი მოვლენები, პარაგრაფი 4);

თუ ამჟამად გაქვთ კუჭის წყლული ან სისხლდენა კუჭიდან ან ნაწლავებიდან;

თუ გაქვთ ღვიძლის სერიოზული დაავადება;

თუ გაქვთ თირკმლის სერიოზული დაავადება,

თუ ხართ ან შეიძლება იყოთ ორსულად ან ძუძუთი კვებავთ ბავშვს (იხ. „ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა“);

თუ ხართ 16 წლამდე ასაკის;

თუ გაქვთ ნაწლავის ანთებითი დაავადება, როგორიცაა კრონის დაავადება, წყლულოვანი კოლიტი ან კოლიტი;

თუ გაქვთ მაღალი არტერიული წნევა, რომელიც არ კონტროლდება მკურნალობით (გაამოწმეთ თქვენს ექიმთან ან ექთანთან, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ თქვენი წნევა ადეკვატურად კონტროლდება);

თუ თქვენმა ექიმმა დაგიდგინათ გულის პრობლემები, მათ შორის გულის უკმარისობა (ზომიერი ან მძიმე ტიპის), სტენოკარდია (გულ-მკერდის ტკივილი);

თუ გქონიათ გულის შეტევა, შუნტირება, პერიფერიული არტერიების დაავადება (სუსტი სისხლის მიმოქცევა ფეხებში ან ტერფებში ვიწრო ან დაბლოკილი არტერიების გამო);

თუ გქონიათ რაიმე სახის ინსულტი (მათ შორის მინი ინსულტი, გარდამავალი იშემიური შეტევა ან გიშ). ეტორიკოქსიბმა შეიძლება ოდნავ გაზარდოს ინფარქტისა და ინსულტის რისკი და ამიტომ არ უნდა იქნას გამოყენებული იმ პირებში, ვისაც უკვე ჰქონდა გულის პრობლემები ან ინსულტი.

თუ ფიქრობთ, რომ რომელიმე ჩამოთვლილი თქვენ გეხებათ, არ მიიღოთ ტაბლეტები თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ:

ანამნეზში გაქვთ კუჭიდან სისხლდენა ან კუჭის წყლული.

გაქვთ გაუწყლოება, მაგალითად, ხანგრძლივი ღებინების ან დიარეის შედეგად.

გაქვთ შეშუპება სითხის შეკავების გამო.

ანამნეზში გაქვთ გაქვთ გულის უკმარისობა ან სხვა სახის გულის დაავადება.

ანამნეზში გაქვთ მაღალი არტერიული წნება. ეტორიკოქსიბი პენტაფარმას შეუძლია გაზარდოს არტერიული წნევა ზოგიერთ ადამიანში, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მიღებისას, ამიტომ თქვენმა ექიმმა შეიძლება დროდადრო შეამოწმოს თქვენი არტერიული წნევა.

ანამნეზში გაქვთ ღვიძლის ან თირკმლის რაიმე დაავადება.

მკურნალობთ ინფექციაზე. ეტორიკოქსიბი პენტაფარმას შეუძლია შენიღბოს ან დამალოს ცხელება, რაც ინფექციის ნიშანია.

გაქვთ დიაბეტი, მაღალი ქოლესტერინი ან ხართ მწეველი. ამან შეიძლება გაზარდოს გულის დაავადების რისკი.

ხარ ქალი, რომელიც ცდილობს დაორსულებას.

ხარ 65 წელზე მეტი ასაკის.

თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გეხებათ თუ არა, ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან, რათა შეამოწმოთ არის თუ არა ეს პრეპარატი თქვენთვის შესაფერისი.

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა თანაბრად კარგად მუშაობს ხანდაზმულ და ახალგაზრდა მოზრდილ პაციენტებში. თუ ხართ 65 წელზე მეტი ასაკის, თქვენმა ექიმმა სათანადოდ უნდა გაგაკონტროლოთ. 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ბავშვები და მოზარდები

ეს პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.

სხვა სამკურნალო საშუალებები და ეტორიკოქსიბი პენტაფარმა

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა პრეპატატები, მათ შორის პრეპარატები რომელიც მიიღება რეცეპტის გარეშე.

კერძოდ, თუ თქვენ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს, თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ მონიტორინგი, როგორც კი დაიწყებთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღებას რათა შეამოწმოს, რამდენად სწორად მუშაობს თქვენი მედიკამენტები:

მედიკამენტები, რომლებიც ათხელებს თქვენს სისხლს (ანტიკოაგულანტები), როგორიცაა ვარფარინი,

რიფამპიცინი (ანტიბიოტიკი),

მეტოტრექსატი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება იმუნური სისტემის დასათრგუნად და ხშირად გამოიყენება რევმატოიდული ართრიტის დროს),

ციკლოსპორინი ან ტაკროლიმუსი (იმუნური სისტემის დამთრგუნველი პრეპარატები),

ლითიუმი (მედიკამენტი, რომელიც გამოიყენება ზოგიერთი სახის დეპრესიის სამკურნალოდ),

მედიკამენტები სახელწოდებით აგფ ინჰიბიტორები, რომლებიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევისა და გულის უკმარისობის კონტროლისთვის, და ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკატორები, მაგალითად ენალაპრილი და რამიპრილი, ლოსარტანი და ვალსარტანი,

დიურეზული საშუალებები (წყლის ტაბლეტები),

დიგოქსინი (გულის უკმარისობისა და არარეგულარული გულის რითმის სამკურნალო საშუალება),

მინოქსიდილი (პრეპარატი, რომელიც გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ),

სალბუტამოლის ტაბლეტები ან პერორალური ხსნარი (ასთმის სამკურნალო საშუალება),

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები (ამ კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი),

ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია (კომბინაციამ შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოვლენების რისკი),

აცეტილსალიცილის მჟავა, კუჭის წყლულის განვითარების რისკი უფრო მაღალია, თუ იღებთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად.

ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღება შეიძლება დაბალი დოზის აცეტილსალიცილის მჟავასთან ერთად. თუ ამჟამად იღებთ აცეტილსალიცილის მჟავას დაბალი დოზით გულის შეტევის ან ინსულტის თავიდან ასაცილებლად, არ შეწყვიტოთ აცეტილსალიცილის მჟავას მიღება, სანამ არ გაივილით კონსულტაციას თქვენს ექიმთან.

არ მიიღოთ აცეტილსალიცილის მჟავა მაღალი დოზით ან სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღებისას.

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა საკვებთან და სასმელთან ერთად

ეტორიკოქსიბი პენტაფარმას ეფექტის დაწყება შეიძლება უფრო დაჩქარდეს საკვების გარეშე მიღებისას.

ორსულობა, ძუძუთი კვება და ფერტილობა

ორსულობა

ეტორიკოქსიბი პენტაფარმას ტაბლეტების მიღება არ შეიძლება ორსულობის დროს. თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის გაჩენას, არ მიიღოთ ტაბლეტები. თუ დაორსულდებით, შეწყვიტეთ ტაბლეტების მიღება და მიმართეთ თქვენს ექიმს. მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ არ ხართ დარწმუნებული ან თუ გჭირდებათ მეტი რჩევა.

ძუძუთი კვება

უცნობია გამოიყოფა თუ არა ეტორიკოქსიბი პენტაფარმა დედის რძეში. თუ ძუძუთი კვებავთ ბავშვს ან გეგმავთ ძუძუთი კვებას, ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს. თუ იყენებთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას, არ შეიძლება ძუძუთი კვება.

ფერტილობა

ეტორიკოქსიბი პენტაფარმას არ არის რეკომენდებული ქალებში, რომლებიც ცდილობენ დაორსულებას.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმების გამოყენება

თავბრუსხვევა და ძილიანობა აღინიშნა ზოგიერთ პაციენტში, რომლებიც იღებდნენ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას.

არ მართოთ სატრანსპორტო საშუალება თუ აღგენიშნებათ თავბრუსხვევა ან ძილიანობა.

არ გამოიყენოთ რაიმე ხელსაწყოები ან მანქანები, თუ აღგენიშნებათ თავბრუსხვევა ან ძილიანობა.

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

როგორ მიიღება ეტორიკოქსიბი პენტაფარმა

ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც დაგინიშნათ თქვენმა ექიმმა. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ მიიღოთ თქვენი მდგომარეობისთვის რეკომენდებული დოზაზე მეტი. თქვენი ექიმი დროდადრო განიხილავს თქვენს მკურნალობას. მნიშვნელოვანია, რომ გამოიყენოთ ყველაზე დაბალი დოზა, რომელიც გააკონტროლებს თქვენს ტკივილს და არ მიიღოთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმა საჭიროზე მეტ ხანს. რადგან გულის შეტევისა და ინსულტის რისკი შეიძლება გაიზარდოს ხანგრძლივი, განსაკუთრებით მაღალი დოზებით მკურნალობის შემდეგ.

ამ სამკურნალო პრეპარატს გააჩნია სხადასხვა დოზები და თქვენი დაავადების მიხედვით თქვენი ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის შესაფერის დოზას.

რეკომენდებული დოზებია:

ოსტეოართრიტი

რეკომენდებული დოზაა 30 მგ დღეში ერთხელ, საჭიროების შემთხვევაში შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 60 მგ-მდე დღეში ერთხელ.

რევმატოიდული ართრიტი

რეკომენდებული დოზაა 90 მგ დღეში ერთხელ.

ანკილოზირებადი სპონდილიტი

რეკომენდებული დოზაა 90 მგ დღეში ერთხელ.

მწვავე ტკივილი

ეტორიკოქსიბი უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მწვავე ტკივილის პერიოდში.

პოდაგრა

რეკომენდებული დოზაა 120 მგ ერთხელ დღეში, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ მწვავე ტკივილის პერიოდში, მაქსიმუმ 8 დღის განმავლობაში.

სტომატოლოგიური პოსტოპერაციული ტკივილი

რეკომენდებული დოზაა 90 მგ დღეში ერთხელ, მაქსიმუმ 3 დღის განმავლობაში.

ღვიძლის პრობლემების მქონე პირები

თუ გაქვთ ღვიძლის მსუბუქი დაავადება, არ უნდა მიიღოთ 60 მგ-ზე მეტი დღეში.

თუ გაქვთ ღვიძლის ზომიერი დაავადება, არ უნდა მიიღოთ 30 მგ-ზე მეტი დღეში.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ეტორიკოქსიბი პენტაფარმას ტაბლეტების დანიშვნა არ შეიძლება ბავშვებსა და 16 წლამდე ასაკის მოზარდებში.

ხანდაზმული პირები

ხანდაზმული პაციენტებისთვის დოზის კორექცია საჭირო არ არის. როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში გამოყენებისას.

მიღების წესი

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა განკუთვნილია პერორალური მიღებისთვის. მიიღეთ ტაბლეტები დღეში ერთხელ. ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

თუ მიიღეთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმა დანიშნულზე მეტი რაოდენობით

არასოდეს მიიღოთ იმაზე მეტი ტაბლეტი, რასაც ექიმი გირჩევთ. თუ მიიღეთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას ძალიან ბევრი ტაბლეტი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.

თუ დაგავიწყდათ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღება

მნიშვნელოვანია ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღება თქვენი ექიმის დანიშნულებისამებრ. თუ გამოტოვეთ დოზა, უბრალოდ განაახლეთ თქვენი ჩვეული განრიგი მეორე დღეს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული ტაბლეტის ასანაზღაურებლად.

ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად, ამ სამკურნალო საშუალებასაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს.

თუ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელიმე გამოგივლინდებათ, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღება და გაესაუბროთ თქვენს ექიმს (იხ. რა უნდა იცოდეთ ეტორიკოქსიბი პენტაფარმას მიღებამდე, პარაგრაფი 2):

ქოშინის, ტკივილს გულმკერდის არეში ან ტერფის შეშუპების გამოვლენა ან გაუარესდება;

კანისა და თვალების გაყვითლება (სიყვითლე) - ეს არის ღვიძლის პრობლემების ნიშნები;

მუცლის ძლიერი ან მუდმივი ტკივილი ან შავი განავალი;

ალერგიული რეაქცია - რომელიც შეიძლება მოიცავდეს კანის პრობლემებს, როგორიცაა წყლულები ან ბუშტუკები, ან - სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება.

ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლო გვერდითი მოვლენების სიხშირე განისაზღვრება შემდეგი კონვენციის გამოყენებით:

ძალიან ხშირი (მოქმედებს 10-დან 1-ზე მეტ მომხმარებელზე)

ხშირი (მოქმედებს 100-დან 1-10 მომხმარებელზე)

არახშირი (მოქმედებს 1000-დან 1-10 მომხმარებელზე)

იშვიათი (მოქმედებს 10000-დან 1-10 მომხმარებელზე)

ძალიან იშვიათი (მოქმედებს 10000-დან 1-ზე ნაკლებ მომხმარებელზე)

შემდეგი გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს ეტორიკოქსიბი პენტაფარმით მკურნალობის დროს:

ძალიან ხშირი

კუჭის ტკივილი.

ხშირი

ალვეოლიტი (ანთება და ტკივილი კბილის ამოღების შემდეგ);

ფეხების და/ან ტერფების შეშუპება სითხის შეკავების გამო (შეშუპება);

თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;

პალპიტაცია (სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა), არარეგულარული გულის რიტმი (არითმია);

მომატებული არტერიული წნევა;

ხიხინი ან ქოშინი (ბრონქოსპაზმი);

ყაბზობა, მეტეორიზმი (ჭარბი გაზი), გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), გულძმარვა, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა (დისპეფსია)/კუჭის დისკომფორტი, გულისრევა, შეუძლოდ ყოფნა (ღებინება), საყლაპავის ანთება, პირის ღრუს წყლულები;

ღვიძლთან დაკავშირებული ცვლილებები სისხლის ტესტებში;

სისხლჩაქცევა;

სისუსტე და დაღლილობა, გრიპის მსგავსი დაავადება.

არახშირი

გასტროენტერიტი (კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ანთება, რომელიც მოიცავს როგორც კუჭს, ასევე წვრილ ნაწლავს/კუჭის გრიპს), ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია;

ლაბორატორიული მაჩვენებლების ცვლილებები (სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება, სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება, თრომბოციტების შემცირება),

მომატებული მგრძნობელობა (ალერგიული რეაქცია ჭინჭრის ციების ჩათვლით, რომელიც შეიძლება იყოს საკმარისად სერიოზული და საჭიროებდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას),

მადის დაკლება ან მომატება, წონაში მატება;

შფოთვა, დეპრესია, გონებრივი გამჭრიახობის შემცირება; იმის დანახვა, შეგრძნება ან მოსმენა, რაც არ არის იქ (ჰალუცინაციები);

გემოებოს შეცვლა, უძილობა, დაბუჟება ან ჩხვლეტა, ძილიანობა;

მხედველობის დაბინდვა, თვალების გაღიზიანება და სიწითლე;

ყურებში შუილი, ვერტიგო (ტრიალის შეგრძნება უმოძრაოდ ყოფნისას);

პათოლოგიური გულის რითმი (წინაგულების ფიბრილაცია), სწრაფი გულისცემა, გულის უკმარისობა, შებოჭილობის შეგრძნება, წნევის ან სიმძიმის შეგრძნება მკერდში (სტენოკარდია), გულის შეტევა;

ალები, ინსულტი, მინი ინსულტი (გარდამავალი იშემიური შეტევა), არტერიული წნევის მკვეთრი მომატება. სისხლძარღვების ანთება;

ხველა, ქოშინი, ცხვირიდან სისხლდენა;

კუჭის ან ნაწლავის შებერილობა, ნაწლავის მუშაობის ცვლილება, პირის სიმშრალე, კუჭის წყლული, კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება, რომელიც შეიძლება გახდეს სერიოზული და გამოიწვიოს სისხლდენა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, პანკრეასის ანთება;

სახის შეშუპება, კანისმიერი გამონაყარი ან კანის ქავილი, კანის სიწითლე;

კუნთების კრუნჩხვები/სპაზმი, კუნთების ტკივილი/რიგიდობა;

სისხლში კალიუმის მაღალი დონე, თირკმელებთან დაკავშირებული სისხლის ან შარდის ტესტების ცვლილებები, თირკმელების სერიოზული პრობლემები;

ტკივილი გულ-მკერდის არეში.

იშვიათი

ანგიონევროზული შეშუპება (ალერგიული რეაქცია სახის, ტუჩების, ენის და/ან ყელის შეშუპებით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება, რაც შეიძლება იყოს საკმარისად სერიოზული და საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება/ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები შოკის ჩათვლით (სერიოზული ალერგიული რეაქცია, რომელიც საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას);

დაბნეულობა, მოუსვენრობა;

ღვიძლის პრობლემები (ჰეპატიტი);

სისხლში ნატრიუმის დაბალი დონე;

ღვიძლის უკმარისობა, კანის და/ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე);

მძიმე კანისმიერი რეაქციები.

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ აღგენიშნებათ რომელიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ ასევე შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენები შესახებ პირდაპირ INFARMED, I.P-ს ქვემოთ მოცემული კონტაქტის საშუალებით. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.

INFARMED, I.P

მედიკამენტების რისკის მართვის დეპარტამენტი

Parque da Saúde de Lisboa, Av. Brasil 53

1749-004 ლისაბონი

ტელ: +351 21 798 73 73

მედიცინის ხაზი: 800222444 (უფასო)

ფაქსი: +351 21 798 73 97

ვებგვერდი: http://www.infarmed.pt/web/infarmed/submissaoram

ელფოსტა: [email protected]

როგორ ინახება ეტორიკოქსიბი პენტაფარმა

შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

არ გამოიყენოთ ეს პრეპატატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.

სამკურნალო საშუალება არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.

არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გადაყაროთ პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ეტორიკოქსიბი პენტაფარმა

მოქმედი ნივთიერებაა ეტორიკოქსიბი. თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 60 მგ, ეტორიკოქსიბს.

სხვა ინგრედიენტებია: კალციუმის წყალბადფოსფატი (უწყლო), ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), ტრიაცეტინი, ინდიგო კარმინის ალუმინის ლაკი (E1172) და ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).

ეტორიკოქსიბი პენტაფარმას გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა 60 მგ: წაგრძელებული, მწვანე აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

ეტორიკოქსიბი პენტაფარმა ხელმისაწვდომია 7, 20, 28 ან 59 აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის შეფუთვით. შესაძლებელია, რომ ყველა შეფუთვა არ იყოს გაყიდვაში

მარკეტინგული ლიცენზიის მფლობელი

Pentafarma – Sociedade Técnico-Medicinal, S.A. (პენტაფარმა - სოსიედადე-ტექნიკო მედიცინალ, ს.ა.)

Rua da Tapada Grande, n°2, Abrunheira (რუე დე ტაფადა გრანდე, #2, აბრუნჰეირა),

2710-089 Sintra (2710-089 სინტრა),

პორტუგალია

მწარმოებელი

Atlantic Pharma - Produções Farmacêuticas, S.A. (ატლანტიკ ფარმა - პროდუცოეს ფარმაცეუტიკალს ს.ა.)

Rua da Tapada Grande n° 2, Abrunheira (რუე დე ტაფადა გრანდე, #2, აბრუნჰეირა),

2710-089 Sintra (2710-089 სინტრა),

პორტუგალია

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა