პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები

ეტოთემი

Etothem®

ურეცეპტოდ(100მგ + 10მგ)/გინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ეტოთემი წარმოდგენილია ალუმინის ტუბებში, შეიცავს 50გ კრემს და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში. ეტოთემი წამლის სუბსტანციის სახით შეიცავს ეტოფენამატს და ბენზილ ნიკოტინატს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
benzyl nicotinate + ეტოფენამატი (etofenamate)
ფორმა და შეფუთვა
(100მგ + 10მგ)/გ 50გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
მწარმოებელი
Recordati Ilac San. Ve Tic. A.S., თურქეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები ადგილობრივი გამოყენებისთვის
ATC კოდი
M02AA06
რეგისტრაციის ნომერი
რ-042586
რეგისტრირებულია
26 დეკემბერი 2024, მოქმედებს 26 დეკემბერი 2029-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Recordati Ilac San. Ve Tic. A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
შპს „ფიფ კომპანია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაეტოთემი და სხვა წამალი ერთად

ეტოთემი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ეტოთემი წარმოდგენილია ალუმინის ტუბებში, შეიცავს 50გ კრემს და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ეტოთემი წამლის სუბსტანციის სახით შეიცავს ეტოფენამატს და ბენზილ ნიკოტინატს.

ეტოფენამატი მიეკთვნება არასტეროიდულ (კორტიზონისგან თავისუფალ) ანტი-რევმატულ (რევმატიზმის სამკურნალო) საშუალებას და გააჩნია ინფექციის/ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) თვისებები.

ეტოთემი გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების სამკურნალოდ:

ძვალ-კუნთოვანი სისტემის რბილი ქსოვილების ხანგრძლივად მიმდინარე რევმატიული დაავადებები

კუნთების რევმატიზმი

კუნთის გამაგრება გაყინული მხრით (მხრის სახსრის პერიართრიტი)

ლუმბაგო, ზურგის ტკივილი

საჯდომი ნერვის ტკივილი

რბილი ქსოვილების ანთებითი დაავადება სახსრების ირგვლივ (ტენდინიტი, ბურსიტი)

დაავადებები, რომლებიც განვითარებულია ზურგის ძვლების ან სახსრების დატვირთვით ან ეროზიით (სპონდილოზი, ოსტეოართრიტი, სახსრების კალციფიკაცია)

  • ეტოთემის გამოყენებამდე

ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

მიღების წესი და დოზირება

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ

თქვენი ექიმი გეტყვით ეტოთემის დოზას თქვენი დაავადების მიხედვით. თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული ექიმის მიერ, დაიცავით შემდეგი ინსტრუქციები.

დაიტანეთ თხილის ზომის ეტოთემი კრემი მტკივნეულ ადგილზე, დღეში 3-4-ჯერ.

გამოყენების გზა და მეთოდი

ეტოთემი განკუთვნილია მხოლოდ კანზე, გარეგანი გამოყენებისთვის.

ეტოთემის წასმისას გამოიყენეთ მასირების ხუფი, კრემი ნაზად უნდა შეიზილოს კანში წრიული მოძრაობით. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირამდე. ჩივილების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რათა განსაზღვროთ გჭირდებათ თუ არა მკურნალობის გაგრძელება.

განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

რადგან არ არსებობს ბავშვებში კლინიკური გამოცდილება, ეტოთემი არ უნდა გამოიყენონ.

გამოყენება ხანდაზმულებში (65 წელზე უფროსი ასაკის)

დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის/ღვიძლის დაზიანება

დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ეტოთემის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ეტოთემი

როდესაც კანზე გამოიყენება რეკომენდებულზე მაღალი დოზა, საჭიროა ეტოთემის მოშორება და კანის წყლით დაბანა.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ეტოთემის გამოყენება:

გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ეტოთემის გამოყენების შეწყვეტისას

არ არის წარმოდგენილი

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ეტოფენამატის, ფლუფენამის მჟავას, ბენზილ ნიკოტინატის, ეტოთემის რომელიმე ინგრედიემტის ან სხვა ანალგეზიური ან რევმატული პრეპარატების მიმართ (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები).

იმყოფებით ორსულობის გვიან პერიოდში (6 თვის შემდეგ)

ბავშვს ძუძუთი კვებავთ

ხართ 18 წლამდე ასაკის

ეტოთემის მიღებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე სემდეგ სიტუაციებში

თუ გამოყენების ადგილი დაზიანებულია, არის ღია ჭრილობა, ეგზემა, ან ეგზემის მსგავსი მდგომარეობა.

არ გამოიყენოთ ლორწოვნზე, როგორიცაა: ტუჩები, ინტრანაზალური მიდამო და თვალები.

თუ ეს გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ, მიმართეთ ექიმს.

ეტოთემის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

მედიკამენტის გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, არ გააცნია ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.

სიფრთხილის ზომები

ეტოთემი არ უნდა წაისვათ დაზიანებულ ან ეგზემატური ანთებით კანზე.

ეტოთემი არ უნდა იქნას გამოყენებული ლორწოვან გარსებზე ან თვალებზე.

ეტოთემი შეიცავს ცეტილის სპირტს. ცეტილის სპირტმა შესაძლოა გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (კონტაქტური დერმატიტი).

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ეტოთემის რეკომენდაციების შესაბამისად კანზე გამოყენებისას, არ არის მოხსენებული წამლის ურთიერთქმედება. გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში, მიღებული გაქვთ რაიმე მედიკამენტი, რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული საშუალებების ჩათვლით.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ასევე არ გამოიყენოთ ეტოთემი ორსულობის 6 თვის შემდეგ.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნელივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ეტოთემი ლაქტაციის პერიოდში.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ არსებობს ინფორმაცია ეტოთემის გავლენის შესახებ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეტოთემის ზოგიერთი ექსციპიენტის შესახებ

ეთოთემის შემადგენლობაში შემავალმა ბენზილ ნიკოტინატმა შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე და წვის შეგრძნება.

ეტოთემი შეიცავს ცეტილის სპირტს. ცეტილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (კონტაქტურ დერმატიტი).

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.

არასასურველი ეფექტების შეფასება დაფუძნებულია შემდეგ ინფორმაციაზე:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში,

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ არა უმეტეს 100-დან 1 პაციენტში.

ნაკლებად ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ არა უმეტეს 1000-დან 1 პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ არა უმეტეს 10000-დან 1 პაციენტში

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.

თუ ვითარდება ჩამოთვლილთაგან რომელიმე, შეწყვიტეთ ეტოთემის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

  • მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ასეთი, გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია ეტოთემზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში გადაყვანა. ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები გვხვდება ძალიან იშვიათად.

თუ ეტოთემი გამოიყენება დიდ ფართობზე და ხანგრძლივად, შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარება, რომლებმაც შეიძლება იმოქმედოს სპეციფიკურ ორგანოთა სისტემაზე ან მთელ ორგანიზმზე, ისე როგორც აღინიშნება ეტოფენამატის სისტემური გამოყენებისას.

ნაკლებად ხშირი:

კანის სიწითლე

წვის შეგრძნება

ძალიან იშვიათი

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (კონტაქტური დენატიტი)

კანის რეაქციები სწრაფად იკლებს მედიკამენტების მიღების შეწყვეტისას. ამიტომ, არ არის საჭირო რაიმე კონკრეტული ქმედება.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტებს რაიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. გარდა ამისა, შეატყობინეთ გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნება "წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება" ხატულაზე დაწკაპუნებით ან გვერდითი ეფექტის მოხსენების ნომერზე დარეკვით: 0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TUFAM). გვერდითი ეფექტების მოხსენებით თქვენ მოგვაწოდებთ მეტ ინფორმაციას იმ წამლის შესახებ, რომელსაც იყენებთ.

ჭარბი დოზა

როდესაც ეტოტემის კრემი გამოიყენება კანზე რეკომენდებულზე მეტი დოზით, კრემი უნდა მოცილდეს და კანი უნდა დაიბანონ წყლით.

დანიშნულებაში შეცდომის გამო, თუ ეტოთემის კრემის ერთი ტუბის ან მეტი შიგთავსი მოკლე დროში წაისვით სხეულის მთელ ზედაპირზე, შეიძლება განვითარდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა ან ეპიგასტრალური დისკომფორტი.

რეკომენდებული მკურნალობა:

ეტოთემი, რომელიც გამოიყენება სხეულის ზედაპირზე, უნდა მოშორდეს წყლით დაბანით.

გემოს გამო, ტოქსიკოლოგიურად სახიფათო დოზების პერორალურად მიღება როგორც წესი არ ხდება, თუმცა თუ ეს მოხდება, უნდა განხორციელდეს კუჭის ამორეცხვა.

შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია:

თითოეული 1 გ კრემი შეიცავს 100 მგ ეტოფენამატს და 10 მგ ბენზილ ნიკოტინატს.

ექსციპიენტები:

ცეტილის სპირტი 10 მგ

ექსციპიენტებისთვის იხილეთ პუნქტი 6.1.

შენახვის პირობები

ეტოთემი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის ამოწურვამდე

არ გამოიყენეთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადაადგოთ ვადაგასული ან არასაჭირო მედიკამენტები! გადაეცით შეგროვების სისტემას, რომელიც განსაზღვრულია გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული / ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები

ათქ კოდი: M02AA06

ეტოფენამატი, რომელსაც აქვს ტკივილგამაყუჩებელი თვისებები, არის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი. გამოხატული ანტიფილოგისტური ეფექტი, რომელიც დადასტურდა ცხოველებზე ექსპერიმენტებში და დადასტურდა ადამიანებზე მრავალ კვლევაში, გამომდინარეობს მრავალი ინდივიდუალური ეფექტიდან. ეტოფენამატი მოქმედებს ანთებითი პროცესის სხვადასხვა წერტილზე: გარდა პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირებისა, განისაზღვრა ჰისტამინის გამოყოფის დათრგუნვა, ბრადიკინინისა და სეროტონინის ანტაგონისტური ეფექტი, კომპლემენტის აქტივობის დათრგუნვა და ჰიალურონიდაზას გამოყოფის ინჰიბირება.

მემბრანის სტაბილიზაციის თვისებები ხელს უშლის პროტეოლიზური ფერმენტების გამოყოფას. შედეგად, ექსუდაციური და პროლიფერაციული ანთებითი პროცესი ინჰიბირებულია და ანაფილაქსიური და უცხო სხეულის რეაქციები მცირდება.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა

300 მგ ეტოფენამატის ეტოთემის სახით გამოყენების შემდეგ, პლაზმაში ფლუფენამის მაქსიმალური დონე მიიღწევა მიღებიდან დაახლოებით 12-24 საათში.

ის ექვემდებარება დიდ ინტერ-ინდივიდუალურ და ინტრა-ინდივიდუალურ ფლუქტუაციებს, რაც ძირითადად გამოწვეულია შეყვანის ადგილით, კანის ტენიანობით და სხვა ფაქტორებით. კანის წასმის შემდეგ შედარებითი ბიოშეღწევადობა ეტოფენამატის სხვა პროდუქტების ფარგლებშია (20%-მდე).

განაწილება:

იგი უკავშირდება პლაზმის ცილებს 98-99%.

ბიოტრანსფორმაცია:

ეტოფენამატი მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირებით, ეთერული და ესთერული დეზინტეგრაციით.

გამოყოფა:

ეტოფენამატი გამოიყოფა თირკმელებით და განავლით მრავალი მეტაბოლიტის (ჰიდროქსილაცია, ეთერული და ეთერული დეზინტეგრაცია) და მათი კონიუგატების სახით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

პროდუქტის საინფორმაციო ჩანართი

ეტოთემი® %10+%1 კრემი

გამოიყენება კანზე წასასმელად

აქტიური ნივთიერება: კრემის ყოველი გ შეიცავს 100მგ ეტოფენამატს და 10მგ ბენზილ ნიკოტინატს.

ექსციპიენტები: ბენზილის სპირტი, იზოპროპილ მირისტატი, გლიცეროლ მონოსტეარატი, პოლიოქსიეთილენ 100 სტეარატი, ცეტილის სპირტი, ნატრიუმის ციტრატი, დეიონიზებული წყალი.

ამ მედიკამენტის გამოყენების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ჩანართი სრულად რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას:

შეინახეთ ინსტრუქცია/ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ეს მედიკამენტი დაგენიშნათ პირადად თქვენ, არ გადასცეთ ის სხვა პირებს

ამ მედიკამენტის მიღებისას, თუ მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში, აცნობეთ ექიმს, რომ

იყენებთ ამ მედიკამენტს

მიჰყევით ამ ჩანართში მოყვანილ ინსტრუქციებს აბსოლუტურად. არ გამოიყენოთ წამლის მაღალი

ან დაბალი დოზები, გამოიყენეთ თქვენთვის რეკომენდებული ზუსტი დოზა.

ამ პროდუქტის საინფორმაციო ჩანართში:

  • რა არის ეტოთემი რისთვის გამოიყენება?
  • სანამ გამოიყენებდეთ ეტოთემს მიღებამდე
  • როგორ გამოიყენება ეტოთემი?
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება ეტოთემი
  • რა არის ეტოთემი და რისთვის გამოიყენება?

ეტოთემი წარმოდგენილია ალუმინის ტუბებში, შეიცავს 50გ კრემს და მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ეტოთემი წამლის სუბსტანციის სახით შეიცავს ეტოფენამატს და ბენზილ ნიკოტინატს.

ეტოფენამატი მიეკთვნება არასტეროიდულ (კორტიზონისგან თავისუფალ) ანტი-რევმატულ (რევმატიზმის სამკურნალო) საშუალებას და გააჩნია ინფექციის/ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი (ანალგეზიური) თვისებები.

ეტოთემი გამოიყენება ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევების სამკურნალოდ:

ძვალ-კუნთოვანი სისტემის რბილი ქსოვილების ხანგრძლივად მიმდინარე რევმატიული დაავადებები

კუნთების რევმატიზმი

კუნთის გამაგრება გაყინული მხრით (მხრის სახსრის პერიართრიტი)

ლუმბაგო, ზურგის ტკივილი

საჯდომი ნერვის ტკივილი

რბილი ქსოვილების ანთებითი დაავადება სახსრების ირგვლივ (ტენდინიტი, ბურსიტი)

დაავადებები, რომლებიც განვითარებულია ზურგის ძვლების ან სახსრების დატვირთვით ან ეროზიით (სპონდილოზი, ოსტეოართრიტი, სახსრების კალციფიკაცია)

  • ეტოთემის გამოყენებამდე

ნებისმიერი მედიკამენტის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

არ გამოიყენოთ ეტოთემი შემდეგი მდგომარეობების დროს

თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) ეტოფენამატის, ფლუფენამის მჟავას, ბენზილ ნიკოტინატის, ეტოთემის რომელიმე ინგრედიემტის ან სხვა ანალგეზიური ან რევმატული პრეპარატების მიმართ (ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები).

იმყოფებით ორსულობის გვიან პერიოდში (6 თვის შემდეგ)

ბავშვს ძუძუთი კვებავთ

ხართ 18 წლამდე ასაკის

ეტოთემის მიღებისას გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე სემდეგ სიტუაციებში

თუ გამოყენების ადგილი დაზიანებულია, არის ღია ჭრილობა, ეგზემა, ან ეგზემის მსგავსი მდგომარეობა.

არ გამოიყენოთ ლორწოვნზე, როგორიცაა: ტუჩები, ინტრანაზალური მიდამო და თვალები.

თუ ეს გეხებათ ან წარსულში გეხებოდათ, მიმართეთ ექიმს.

ეტოთემის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

მედიკამენტის გამოყენების მეთოდიდან გამომდინარე, არ გააცნია ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან.

ორსულობა

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს

ასევე არ გამოიყენოთ ეტოთემი ორსულობის 6 თვის შემდეგ.

თუ მკურნალობის დროს აღმოაჩენთ, რომ ორსულად ხართ, დაუყოვნელივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ ეტოთემი ლაქტაციის პერიოდში.

ავტომობილის მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

არ არსებობს ინფორმაცია ეტოთემის გავლენის შესახებ ავტომობილის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ეტოთემის ზოგიერთი ექსციპიენტის შესახებ

ეთოთემის შემადგენლობაში შემავალმა ბენზილ ნიკოტინატმა შეიძლება გამოიწვიოს სიწითლე და წვის შეგრძნება.

ეტოთემი შეიცავს ცეტილის სპირტს. ცეტილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიოს კანის ადგილობრივი რეაქციები (კონტაქტურ დერმატიტი).

გამოყენება სხვა მედიკამენტებთან ერთად

ეტოთემის რეკომენდაციების შესაბამისად კანზე გამოყენებისას, არ არის მოხსენებული წამლის ურთიერთქმედება. გთხოვთ, აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ ან ბოლო პერიოდში, მიღებული გაქვთ რაიმე მედიკამენტი, რეცეპტით ან ურეცეპტოდ გაცემული საშუალებების ჩათვლით.

  • როგორ გამოიყენება ეტოთემი?

ინსტრუქციები სათანადო გამოყენების და დოზირების/მიღების სიხშირის შესახებ

თქვენი ექიმი გეტყვით ეტოთემის დოზას თქვენი დაავადების მიხედვით. თუ სხვაგვარად არ არის დანიშნული ექიმის მიერ, დაიცავით შემდეგი ინსტრუქციები.

დაიტანეთ თხილის ზომის ეტოთემი კრემი მტკივნეულ ადგილზე, დღეში 3-4-ჯერ.

გამოყენების გზა და მეთოდი

ეტოთემი განკუთვნილია მხოლოდ კანზე, გარეგანი გამოყენებისთვის.

ეტოთემის წასმისას გამოიყენეთ მასირების ხუფი, კრემი ნაზად უნდა შეიზილოს კანში წრიული მოძრაობით. მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 2 კვირამდე. ჩივილების გახანგრძლივების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რათა განსაზღვროთ გჭირდებათ თუ არა მკურნალობის გაგრძელება.

განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფები

გამოყენება ბავშვებში

რადგან არ არსებობს ბავშვებში კლინიკური გამოცდილება, ეტოთემი არ უნდა გამოიყენონ.

გამოყენება ხანდაზმულებში (65 წელზე უფროსი ასაკის)

დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.

განსაკუთრებული პოპულაციები

თირკმლის/ღვიძლის დაზიანება

დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის.

თუ გაქვთ შთაბეჭდილება, რომ ეტოთემის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ეტოთემი

როდესაც კანზე გამოიყენება რეკომენდებულზე მაღალი დოზა, საჭიროა ეტოთემის მოშორება და კანის წყლით დაბანა.

თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი რაოდენობა მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ ეტოთემის გამოყენება:

გამოტოვებულის კომპენსაციისთვის არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

ეფექტები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ეტოთემის გამოყენების შეწყვეტისას

არ არის წარმოდგენილი

  • შესაძლო გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა მედიკამენტის შემთხვევაში გვერდითი ეფექტები შეიძლება განვითარდეს იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობელობა მისი კომპონენტების მიმართ.

არასასურველი ეფექტების შეფასება დაფუძნებულია შემდეგ ინფორმაციაზე:

ძალიან ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში,

ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 10-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში, მაგრამ არა უმეტეს 100-დან 1 პაციენტში.

ნაკლებად ხშირი: შეიძლება აღინიშნოს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ არა უმეტეს 1000-დან 1 პაციენტში.

იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ არა უმეტეს 10000-დან 1 პაციენტში

ძალიან იშვიათი: შეიძლება აღინიშნოს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი: შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით.

თუ ვითარდება ჩამოთვლილთაგან რომელიმე, შეწყვიტეთ ეტოთემის მიღება და დაუყოვნებლივ აცნობეთ ექიმს ან მიმართეთ უახლოეს საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

  • მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენებია. თუ თქვენ გაქვთ ერთ-ერთი ასეთი, გაქვთ სერიოზული ალერგიული რეაქცია ეტოთემზე. შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო ჩარევა ან საავადმყოფოში გადაყვანა. ეს ძალიან სერიოზული გვერდითი მოვლენები გვხვდება ძალიან იშვიათად.

თუ ეტოთემი გამოიყენება დიდ ფართობზე და ხანგრძლივად, შესაძლებელია გვერდითი ეფექტების განვითარება, რომლებმაც შეიძლება იმოქმედოს სპეციფიკურ ორგანოთა სისტემაზე ან მთელ ორგანიზმზე, ისე როგორც აღინიშნება ეტოფენამატის სისტემური გამოყენებისას.

ნაკლებად ხშირი:

კანის სიწითლე

წვის შეგრძნება

ძალიან იშვიათი

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ადგილობრივი ალერგიული რეაქციები (კონტაქტური დენატიტი)

კანის რეაქციები სწრაფად იკლებს მედიკამენტების მიღების შეწყვეტისას. ამიტომ, არ არის საჭირო რაიმე კონკრეტული ქმედება.

თუ შეამჩნევთ რაიმე გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღნიშნული ამ ჩანართში, გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტებს რაიმე გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, რომელიც მითითებულია ან არ არის ამ ფურცელ-ჩანართში. გარდა ამისა, შეატყობინეთ გვერდითი ეფექტების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნება "წამლის გვერდითი ეფექტების შესახებ შეტყობინება" ხატულაზე დაწკაპუნებით ან გვერდითი ეფექტის მოხსენების ნომერზე დარეკვით: 0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრში (TUFAM). გვერდითი ეფექტების მოხსენებით თქვენ მოგვაწოდებთ მეტ ინფორმაციას იმ წამლის შესახებ, რომელსაც იყენებთ.

  • როგორ ინახება ეტოთემი

ეტოთემი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, ორიგინალურ შეფუთვაში.

ინახება ოთახის ტემპერატურაზე, არა უმეტეს 25°C.

გამოიყენეთ ვარგისობის ვადის ამოწურვამდე

არ გამოიყენეთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

არ გადაადგოთ ვადაგასული ან არასაჭირო მედიკამენტები! გადაეცით შეგროვების სისტემას, რომელიც განსაზღვრულია გარემოს დაცვის და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

რეკორდატი ილაჩ სან. ვე ტიკ. ას.

კ.ო.ს.ბ. კარააგაც მაჰ. ათათურქ კად.

N:36, კაპაკლი /ტეკირდაგ

ტელ:0 282 999 16 00

წარმოების ადგილი:

რეკორდატი ილაჩ სან. ვე ტიკ. ას.

კ.ო.ს.ბ. კარააგაც მაჰ. ათათურქ კად.

N:36, კაპაკლი /ტეკირდაგ

ჩანართის ბოლო დამტკიცების თარიღი: 01/04/2020

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა