ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლია; ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (არაპაროქსიზმული და პაროქსიზმული); მოციმციმე არითმიის პაროქსიზმები; შესაძლებელია მისი გამოყენება მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდეგ, რომელიც გართულებულია გულის რითმის დარღვევით.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- _ (Ethacizine,Etacizin)
- ფორმა და შეფუთვა
- 50მგ შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №50 (5X10)
- მწარმოებელი
- AVERSI-RATIONAL Ltd (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Olpha AS(ლატვია)), საქართველო
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კარდიალური თერაპია, ანტიარითმიული საშუალებები, კლასი Iс
- ATC კოდი
- C01BC09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044500
- რეგისტრირებულია
- 17 დეკემბერი 2025, მოქმედებს 11 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- AVERSI-RATIONAL Ltd (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-რაციონალი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ეტაციზინი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლია;
ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (არაპაროქსიზმული და პაროქსიზმული);
მოციმციმე არითმიის პაროქსიზმები;
შესაძლებელია მისი გამოყენება მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდეგ, რომელიც გართულებულია გულის რითმის დარღვევით.
მიღების წესი და დოზირება
ეტაციზინი ინიშნება პერორალურად საწყისი დოზით 50 მგ 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დოზა იზრდება (აუცილებლად ეკგ-ს კონტროლის ქვეშ) 50 მგ-მდე 4-ჯერ დღეში (200 მგ/დღეში) ან 100 მგ 3-ჯერ დღეში (300 მგ/დღეში). მყარი ანტიარითმიული ეფექტის მიღწევისას ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია ინდივიდუალურად შერჩეული მინიმალური ეფექტური დოზებით. ანტიარითმიული ეფექტი ვითარდება პერორალური მიღებიდან მეორე-მესამე დღეს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არითმიის ფორმაზე, მკურნალობის ეფექტურობასა და ამტანობაზე.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, მიოკარდიუმის გამტარებლობის დარღვევა, II ხარისხის სინოატრიული ბლოკადა, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა; მარცხენა პარკუჭის გამოხატული ჰიპერტროფია; პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი; კარდიოგენული შოკი; არტერიული ჰიპოტონია; გულის მძიმე უკმარისობა (III და IV კლასი NYHA კლასიფიკაციით); ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა; ორსულობა; ლაქტაცია; ბავშვთა ასაკი 18 წლამდე; ეტაციზინი სიფრთხილით ინიშნება სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის დროს, I ხარისხის AV ბლოკადის, ჰისის კონის არასრული ბლოკადის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს.
სიფრთხილის ზომები
ეტაციზინს, როგორც სხვა ანტიარითმიულ პრეპარატებს, ახასიათებს არითმოგენული მოქმედება. მისი დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას:
- უკუჩვენება პრეპარატის გამოყენების მიმართ;
- წინასწარ გამოვლინდეს ჰიპოკალემია და მიღებული იქნას მისი საწინააღმდეგო ზომები;
- დაუშვებელია ეტაციზინის კომბინაცია IA კლასის სხვა ანტიარითმიულ პრეპარატებთან;
- პრეპარატით მკურნალობა უნდა დაიწყოს სტაციონარში (განსაკუთრებით პირველი 3-5 დღის განმავლობაში ეკგ-ს მონიტორინგის ქვეშ);
- ექტოპიური პარკუჭოვანი კომპლექსების გახშირების, ბლოკადების ან ბრადიკარდიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეტაციზინით მკურნალობა ასევე უნდა შეწყდეს პარკუჭოვანი კომპლექსის გაგანიერების შემთხვევაში >25%-ით, მათი ამპლიტუდის შემცირებისას, P კბილის 0.12 წამზე მეტით ხანგრძლივებისას;
- არითმოგენული ეფექტი არ არის უშუალოდ დოზადამოკიდებული. არითმოგენული მოქმედების შესამცირებლად რეკომენდებულია ეტაციზინისა და ბეტა-ადრენობლოკატორის მცირე დოზებით გამოყენება.
- არითმოგენული ეფექტის განვითარების რისკის ფაქტორს წარმოადგენს გულის ორგანული დაზიანება (განსაკუთრებით მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი), გულის მიერ გადმოსროლილი სისხლის ფრაქციის შემცირება, მყარი პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პრეპარატის მაქსიმალური დოზა. ეტაციზინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ღვიძლის დაავადებით.
პრეპარატი შეიცავს საქაროზას, რის გამოც არ ინიშნება პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტით.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ეტაციზინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ, მხედველობის დარღვევა, რის გამოც არ შეიძლება მექანიზმების მართვა ან სხვა პოტენციურად საშიში აქტივობით დაკავება.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
IС კლასის ანტიარითმიული პრეპარატების (ეთმოზინი, ენკაინიდი, ფლეკაინიდი, დორკაიმიდი, პროპაფენონი) ერთდროული გამოყენება დაუშვებელია.
IС კლასის ანტიარითმიული პრეპარატების გამოყენება IA კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან ასევე დაუშვებელია.
ეტაციზინი არ ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან.
ბეტა-ბლოკატორების კომბინაცია IС კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან აძლიერებს ანტიარითმიულ ეფექტს, განსაკუთრებით იმ არითმიების მიმართ, რომლებიც გამოწვეულია ფიზიკური დატვირთვით ან სტრესით. ასეთი კომბინაცია საშუალებას იძლევა დაინიშნოს ანტიარითმიული პრეპარატები მცირე დოზებით. იგი ნაჩვენებია პაროქსიზმული ტაქიკარდიების, (მათ შორის პარკუჭოვანი), მკურნალობისთვის და პროფილაქტიკისათვის. შესაძლებელია ეტაციზინის კომბინაცია ამიოდარონთან (III კლასის ანტიარითმიული პრეპარატი). ასეთ შემთხვევაში ორივე პრეპარატის დოზა მცირდება. პარკუჭების ფიბრილაციის ან პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის პროფილაქტიკისათვის შესაძლებელია ეტაციზინის კომბინაცია მექსილეტინთან და ანაპრილინთან.
ეტაციზინის და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ორივე პრეპარატის ანტიარითმიული მოქმედება და უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვადობა. მათი ერთობლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, მადის დაქვეითება, რაც დაკავშირებულია დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებასთან სისხლში. ამ დროს საჭიროა დიგოქსინის დოზის შემცირება. გლუტამინის მჟავას და ეტაციზინის ერთდროული დანიშვნა იწვევს ეტაციზინის კარდიოდეპრესიული მოქმედების ნიველირებას ავადმყოფებში სისხლის მიმოქცევის საწყისი დარღვევით. ეტაციზინით მკურნალობისას დაუშვებელია ალკოჰოლის გამოყენება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატის დანიშვნისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გასათვალისწინებელია პოტენციური სარგებლიანობა დედისათვის და მოსალოდნელი რისკი ნაყოფისათვის. პრეპარატი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს და გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
გვერდითი მოვლენები
ეტაციზინმა, ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, რომლებიც ყველასთან არ ვლინდება.
გვერდითი მოვლენების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (შეუძლებელია განისაზღვროს არსებული მონაცემებით).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად: AV ბლოკადა, პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა, მიოკარდიუმის კუმშვადობის შემცირება. ცალკეულ შემთხვევებში არითმოგენული მოქმედება მოულოდნელი სიკვდილის რისკით. კორონარული სისხლის მიმოქცევის შემცირება, არითმია, ცვლილებები ეკგ-ზე: PQ ინტერვალის გახანგრძლივება, P კბილისა და QRS კომპლექსის გაფართოება;
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: თავბრუ, წონასწორობის დარღვევა, იშვიათად: თავის ტკივილი;
მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირად: აკომოდაციის დარღვევა (მკურნალობის დასაწყისში);
6858000381000საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში;
გვერდითი მოვლენების გამოვლინება დამოკიდებულია დოზაზე, რის გამოც საჭიროა თავის შეკავება მაქსიმალური დოზის დანიშვნისაგან.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: PR ინტერვალის გახანგრძლივება და QRS კომპლექსის გაფართოება, T კბილის ამპლიტუდის გაზრდა, ბრადიკარდია, სინოატრიული და AV ბლოკადა, ასისტოლია, პოლიმორფული და მონომორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის პაროქსიზმი, მიოკარდიუმის კუმშვადობის შემცირება, მყარი ჰიპოტენზია, თავბრუ, მხედველობის დაბინდვა, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება.
მკურნალობა: სიმპტომური. პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დროს არ შეიძლება IA და IC კლასის ანტიარითმიული პრეპარატების გამოყენება. QRS კომპლექსის გაფართოება, ბრადიკარდია და არტერიული ჰიპოტენზია შესაძლებელია მოიხსნას ნატრიუმის ჰიდროკარბონატით.
შემადგენლობა
1 შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ეტაციზინს – 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი, საქაროზა;
გარსის შემადგენლობა: საქაროზა, პოვიდონი, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის ჰიდროქსიკარბონატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კარნაუბას ცვილი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), Sunset Yellow FCF (E 110), Quinoline Yellow (E 104).
შენახვის პირობები
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში
პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ეტაციზინი წარმოადგენს IC კლასის ანტიარითმიულ საშუალებას (მემბრანის სტაბილიზატორი). მას გააჩნია გამოხატული და ხანგრძლივი ანტიარითმიული მოქმედება. ეტაციზინი ანელებს აგზნების გატარებას მიოკარდიუმში. იგი არ ცვლის გულისცემის სიხშირეს და არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე. მიოკარდიუმის კუმშვადობა დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. პრეპარატს გააჩნია ზომიერი ანტიიშემიური მოქმედება. არითმოგენული ეფექტი თერაპიული დოზების გამოყენებისას ვითარდება იშვიათად.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური გამოყენებისას ეტაციზინი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. მიღებიდან 30-60 წთ-ის შემდეგ განისაზღვრება სისხლში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 2.5 სთ-ში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 40%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება ეტაციზინის 90%. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 2.5 სთ-ს. ეტაციზინი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში ”პირველადი გავლის” დროს. ზოგიერთ წარმოქმნილ მეტაბოლიტს გააჩნია არითმიის საწინააღმდეგო აქტივობა. ეტაციზინი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს, გადადის დედის რძეში. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით. ხანგრძლივი მიღებისას კუმულაცია არ აღინიშნება.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
გამოყენების ინსტრუქცია
ეტაციზინი
(ETACIZIN)
ზოგადი დახასიათება:
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: ეტაციზინი;
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები:
ყვითელი ფერის, მრგვალი ფორმის, ორმხრივამოზნექილი ზედაპირის მქონე, შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტები;
შემადგენლობა:
1 შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს:
ეტაციზინს – 50 მგ;
დამხმარე ნივთიერებები: კარტოფილის სახამებელი, მეთილცელულოზა, კალციუმის სტეარატი, საქაროზა;
გარსის შემადგენლობა: საქაროზა, პოვიდონი, კალციუმის კარბონატი, მაგნიუმის ჰიდროქსიკარბონატი, უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი, კარნაუბას ცვილი, ტიტანის დიოქსიდი (E 171), Sunset Yellow FCF (E 110), Quinoline Yellow (E 104).
გამოშვების ფორმა:
შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, 50 მგ.
ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ანტიარითმიული საშუალება.
ათქ-კოდი: C01BC09.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ეტაციზინი წარმოადგენს IC კლასის ანტიარითმიულ საშუალებას (მემბრანის სტაბილიზატორი). მას გააჩნია გამოხატული და ხანგრძლივი ანტიარითმიული მოქმედება. ეტაციზინი ანელებს აგზნების გატარებას მიოკარდიუმში. იგი არ ცვლის გულისცემის სიხშირეს და არ მოქმედებს არტერიულ წნევაზე. მიოკარდიუმის კუმშვადობა დამოკიდებულია პრეპარატის დოზაზე. პრეპარატს გააჩნია ზომიერი ანტიიშემიური მოქმედება. არითმოგენული ეფექტი თერაპიული დოზების გამოყენებისას ვითარდება იშვიათად.
ფარმაკოკინეტიკა:
პერორალური გამოყენებისას ეტაციზინი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. საკვების მიღება არ ახდენს გავლენას პრეპარატის შეწოვაზე. მიღებიდან 30-60 წთ-ის შემდეგ განისაზღვრება სისხლში. მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში (Cmax) მიიღწევა 2.5 სთ-ში. ბიოშეღწევადობა შეადგენს 40%-ს. პლაზმის ცილებს უკავშირდება ეტაციზინის 90%. ნახევარგამოყოფის პერიოდი (T1/2) შეადგენს დაახლოებით 2.5 სთ-ს. ეტაციზინი განიცდის ინტენსიურ მეტაბოლიზმს ღვიძლში ”პირველადი გავლის” დროს. ზოგიერთ წარმოქმნილ მეტაბოლიტს გააჩნია არითმიის საწინააღმდეგო აქტივობა. ეტაციზინი გაივლის პლაცენტარულ ბარიერს, გადადის დედის რძეში. ორგანიზმიდან გამოიყოფა შარდით მეტაბოლიტების სახით. ხანგრძლივი მიღებისას კუმულაცია არ აღინიშნება.
ჩვენება:
ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლია;
ვენტრიკულური და სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია (არაპაროქსიზმული და პაროქსიზმული);
მოციმციმე არითმიის პაროქსიზმები;
შესაძლებელია მისი გამოყენება მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტის შემდეგ, რომელიც გართულებულია გულის რითმის დარღვევით.
მიღების წესი და დოზირება:
ეტაციზინი ინიშნება პერორალურად საწყისი დოზით 50 მგ 2-3-ჯერ დღეში საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. არასაკმარისი ეფექტის შემთხვევაში დოზა იზრდება (აუცილებლად ეკგ-ს კონტროლის ქვეშ) 50 მგ-მდე 4-ჯერ დღეში (200 მგ/დღეში) ან 100 მგ 3-ჯერ დღეში (300 მგ/დღეში). მყარი ანტიარითმიული ეფექტის მიღწევისას ტარდება შემანარჩუნებელი თერაპია ინდივიდუალურად შერჩეული მინიმალური ეფექტური დოზებით. ანტიარითმიული ეფექტი ვითარდება პერორალური მიღებიდან მეორე-მესამე დღეს. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არითმიის ფორმაზე, მკურნალობის ეფექტურობასა და ამტანობაზე.
გვერდითი მოვლენები:
ეტაციზინმა, ისევე როგორც სხვა პრეპარატებმა, შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, რომლებიც ყველასთან არ ვლინდება.
გვერდითი მოვლენების სიხშირე: ძალიან ხშირად (≥1/10); ხშირად (≥1/100-დან <1/10-მდე); არახშირად (≥1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათად (≥1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათად (<1/10000); უცნობია (შეუძლებელია განისაზღვროს არსებული მონაცემებით).
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: იშვიათად: AV ბლოკადა, პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა, მიოკარდიუმის კუმშვადობის შემცირება. ცალკეულ შემთხვევებში არითმოგენული მოქმედება მოულოდნელი სიკვდილის რისკით. კორონარული სისხლის მიმოქცევის შემცირება, არითმია, ცვლილებები ეკგ-ზე: PQ ინტერვალის გახანგრძლივება, P კბილისა და QRS კომპლექსის გაფართოება;
ნერვული სისტემის მხრივ: ხშირად: თავბრუ, წონასწორობის დარღვევა, იშვიათად: თავის ტკივილი;
მხედველობის ორგანოების მხრივ: ხშირად: აკომოდაციის დარღვევა (მკურნალობის დასაწყისში);
6858000381000საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: იშვიათად: გულისრევა, ტკივილი ეპიგასტრიუმის არეში;
გვერდითი მოვლენების გამოვლინება დამოკიდებულია დოზაზე, რის გამოც საჭიროა თავის შეკავება მაქსიმალური დოზის დანიშვნისაგან.
იმ შემთხვევაში, თუ გამოვლინდა ისეთი გვერდითი მოვლენები, რომლებიც არ არის აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს.
უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, მიოკარდიუმის გამტარებლობის დარღვევა, II ხარისხის სინოატრიული ბლოკადა, II და III ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა; პარკუჭშიდა გამტარებლობის დარღვევა; მარცხენა პარკუჭის გამოხატული ჰიპერტროფია; პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი; კარდიოგენული შოკი; არტერიული ჰიპოტონია; გულის მძიმე უკმარისობა (III და IV კლასი NYHA კლასიფიკაციით); ღვიძლის და/ან თირკმლის ფუნქციის დარღვევა; ორსულობა; ლაქტაცია; ბავშვთა ასაკი 18 წლამდე; ეტაციზინი სიფრთხილით ინიშნება სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომის დროს, I ხარისხის AV ბლოკადის, ჰისის კონის არასრული ბლოკადის, დახურულკუთხოვანი გლაუკომის, წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს.
ურთიერთქმედება სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედება:
IС კლასის ანტიარითმიული პრეპარატების (ეთმოზინი, ენკაინიდი, ფლეკაინიდი, დორკაიმიდი, პროპაფენონი) ერთდროული გამოყენება დაუშვებელია.
IС კლასის ანტიარითმიული პრეპარატების გამოყენება IA კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან ასევე დაუშვებელია.
ეტაციზინი არ ინიშნება მაო-ს ინჰიბიტორებთან.
ბეტა-ბლოკატორების კომბინაცია IС კლასის ანტიარითმიულ პრეპარატებთან აძლიერებს ანტიარითმიულ ეფექტს, განსაკუთრებით იმ არითმიების მიმართ, რომლებიც გამოწვეულია ფიზიკური დატვირთვით ან სტრესით. ასეთი კომბინაცია საშუალებას იძლევა დაინიშნოს ანტიარითმიული პრეპარატები მცირე დოზებით. იგი ნაჩვენებია პაროქსიზმული ტაქიკარდიების, (მათ შორის პარკუჭოვანი), მკურნალობისთვის და პროფილაქტიკისათვის. შესაძლებელია ეტაციზინის კომბინაცია ამიოდარონთან (III კლასის ანტიარითმიული პრეპარატი). ასეთ შემთხვევაში ორივე პრეპარატის დოზა მცირდება. პარკუჭების ფიბრილაციის ან პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდიის პროფილაქტიკისათვის შესაძლებელია ეტაციზინის კომბინაცია მექსილეტინთან და ანაპრილინთან.
ეტაციზინის და დიგოქსინის ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება ორივე პრეპარატის ანტიარითმიული მოქმედება და უმჯობესდება მიოკარდიუმის კუმშვადობა. მათი ერთობლივი გამოყენებისას შესაძლებელია განვითარდეს გულისრევა, მადის დაქვეითება, რაც დაკავშირებულია დიგოქსინის კონცენტრაციის მომატებასთან სისხლში. ამ დროს საჭიროა დიგოქსინის დოზის შემცირება. გლუტამინის მჟავას და ეტაციზინის ერთდროული დანიშვნა იწვევს ეტაციზინის კარდიოდეპრესიული მოქმედების ნიველირებას ავადმყოფებში სისხლის მიმოქცევის საწყისი დარღვევით. ეტაციზინით მკურნალობისას დაუშვებელია ალკოჰოლის გამოყენება.
ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: PR ინტერვალის გახანგრძლივება და QRS კომპლექსის გაფართოება, T კბილის ამპლიტუდის გაზრდა, ბრადიკარდია, სინოატრიული და AV ბლოკადა, ასისტოლია, პოლიმორფული და მონომორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის პაროქსიზმი, მიოკარდიუმის კუმშვადობის შემცირება, მყარი ჰიპოტენზია, თავბრუ, მხედველობის დაბინდვა, თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება.
მკურნალობა: სიმპტომური. პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დროს არ შეიძლება IA და IC კლასის ანტიარითმიული პრეპარატების გამოყენება. QRS კომპლექსის გაფართოება, ბრადიკარდია და არტერიული ჰიპოტენზია შესაძლებელია მოიხსნას ნატრიუმის ჰიდროკარბონატით.
ორსულობა და ლაქტაცია:
პრეპარატის დანიშვნისას ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში გასათვალისწინებელია პოტენციური სარგებლიანობა დედისათვის და მოსალოდნელი რისკი ნაყოფისათვის. პრეპარატი კვეთს პლაცენტარულ ბარიერს და გადადის დედის რძეში. ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
განსაკუთრებული მითითებები:
ეტაციზინს, როგორც სხვა ანტიარითმიულ პრეპარატებს, ახასიათებს არითმოგენული მოქმედება. მისი დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას:
- უკუჩვენება პრეპარატის გამოყენების მიმართ;
- წინასწარ გამოვლინდეს ჰიპოკალემია და მიღებული იქნას მისი საწინააღმდეგო ზომები;
- დაუშვებელია ეტაციზინის კომბინაცია IA კლასის სხვა ანტიარითმიულ პრეპარატებთან;
- პრეპარატით მკურნალობა უნდა დაიწყოს სტაციონარში (განსაკუთრებით პირველი 3-5 დღის განმავლობაში ეკგ-ს მონიტორინგის ქვეშ);
- ექტოპიური პარკუჭოვანი კომპლექსების გახშირების, ბლოკადების ან ბრადიკარდიის განვითარების შემთხვევაში პრეპარატით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ეტაციზინით მკურნალობა ასევე უნდა შეწყდეს პარკუჭოვანი კომპლექსის გაგანიერების შემთხვევაში >25%-ით, მათი ამპლიტუდის შემცირებისას, P კბილის 0.12 წამზე მეტით ხანგრძლივებისას;
- არითმოგენული ეფექტი არ არის უშუალოდ დოზადამოკიდებული. არითმოგენული მოქმედების შესამცირებლად რეკომენდებულია ეტაციზინისა და ბეტა-ადრენობლოკატორის მცირე დოზებით გამოყენება.
- არითმოგენული ეფექტის განვითარების რისკის ფაქტორს წარმოადგენს გულის ორგანული დაზიანება (განსაკუთრებით მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი), გულის მიერ გადმოსროლილი სისხლის ფრაქციის შემცირება, მყარი პარკუჭოვანი ტაქიკარდია, პრეპარატის მაქსიმალური დოზა. ეტაციზინი სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ღვიძლის დაავადებით.
პრეპარატი შეიცავს საქაროზას, რის გამოც არ ინიშნება პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით, ფრუქტოზას თანდაყოლილი აუტანლობით, გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბციით ან საქარაზა-იზომალტაზას დეფიციტით.
პრეპარატის ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
ეტაციზინით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუ, მხედველობის დარღვევა, რის გამოც არ შეიძლება მექანიზმების მართვა ან სხვა პოტენციურად საშიში აქტივობით დაკავება.
შეფუთვა:
10 ტაბლეტი ბლისტერში, 5 ბლისტერი მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები:
ინახება არა უმეტეს 25°C ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში. ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი რაიმე სახის დეფექტის შემთხვევაში
პრეპარატის მიღება დაუშვებელია.
ვარგისობის ვადა: 3 წელი.
შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება დაუშვებელია.
აფთიაქიდან გაცემის პირობა:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
მწარმოებელი:
შპს “ავერსი-რაციონალი“ (საქართველო).
მისამართი:
საქართველო 0198, თბილისი, დავით კობახიძის ქ. 33.
www.rational.ge
მარკეტინგი ხორციელდება:
Olpha AS, Rupnicu iela 5, Olaine, Olaines novads, LV-2114, ლატვია.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


