პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

ესენციალე N

ESSENTIALE® N

რეცეპტით250მგინსტრუქცია ქართულადესპანეთი
რისთვის გამოიყენება

ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია (მათ შორის, შაქრიანი დიაბეტის დროს): მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის უჯრედების ნეკროზი, ღვიძლისმიერი კომა და პრეკომა, ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები; ორსულობის ტოქსიკოზი; …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
_ (Phosphatidylcholine)
ფორმა და შეფუთვა
250მგ/5მლ (50მგ/მლ) 5მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი მინის ამპულა №5 (1X5)
მწარმოებელი
Famar Health Care Services Madrid S.A.U., ესპანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ნაღვლის ბუშტის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები კომბინაციაში ლიპოტროპულებთან
ATC კოდი
A05C
რეგისტრაციის ნომერი
რ-042812
რეგისტრირებულია
20 თებერვალი 2025, მოქმედებს 20 თებერვალი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Opella Healthcare (რუსეთი)
განმცხადებელი
შპს „შტადა ჯორჯია“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაესენციალე N და სხვა წამალი ერთად

ესენციალე N — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია (მათ შორის, შაქრიანი დიაბეტის დროს): მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის უჯრედების ნეკროზი, ღვიძლისმიერი კომა და პრეკომა, ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები; ორსულობის ტოქსიკოზი; წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა, განსაკუთრებით, ჰეპატობილიარული ზონის არეში ოპერაციის დროს; ფსორიაზი; რადიაციული სინდრომი.

მიღების წესი და დოზირება

პრეპარატი გამოიყენება ინტრავენური ინექციისთვის, არ შეიძლება მისი შეყვანა კუნთში გაღიზიანების შესაძლო ადგილობრივი გაღიზიანების რეაქციების გამო. თუ სხვა რეკომენდაციები არ არის მოცემული ექიმის მიერ პრეპარატი უნდა იქნას შეყვანილი ნელა ინტრავენურად 1-2 ამპულა (5-10 მლ) ან მძიმე შემთხვევაში - 2-4 ამპულა (10-20 მლ) დღეში. ორი ამპულის შიგთავსი შეიძლება შეყვანილი იქნას ერთდროულად. არ შეურიოთ ერთ შპრიცში სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად. რეკომენდებულია ხსნარის გახსნა პაციენტის სისხლში შეფარდებით 1:1.

პრეპარატის გახსნის აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ 5% ან 10% დექსტროზის ხსნარი საინფუზიო შეყვანისთვის, ხოლო გახსნილი პრეპარატის ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე შეყვანის განმავლობაში.

არ შეიძლება პრეპარატის გახსნა ელექტროლიტური ხსნარებით (იზოტონური ხსნარი, რინგერის ხსნარი)!

რეკომენდებულია პრეპარატის პარენტერალურ შეყვანას, რაც შეიძლება სწრაფად დაემატოს პერორალური მიღება.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა ფოსფატიდილქოლინის, სოიოს, არაქისის, სოიოს ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (მძიმე ალერგიული რეაქციების რისკის გამო).

3 წლამდე საბავშვო ასაკი (ბენზილის სპირტის შემცველი პრეპარატების გამოყენება დროულად დაბადებულ ახალშობილებში ან დღენაკლულ ახალშობილებში ასოცირდებოდა მათში ფატალური ასფიქსიის სინდრომის განვითარებასთან).

სიფრთხილით

12 წლამდე ბავშვთა ასაკი, ორსულობა (იხ. ნაწილი "გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში")

სიფრთხილის ზომები

გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი!

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ელექტროლიტების ხსნარები არ უნდა გამოიყენებოდეს პრეპარატი ესენციალე® ნ-ის გასაზავებლად.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობის დროს პრეპარატი ესენციალე® ნ-ის გამოყენება უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ (არ არსებობს მონაცემები ორსულ ქალებში უტყუარი და კარგად კონტროლირებადი კვლევების შესახებ).

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება მოითხოვს სიფრთხილის გამოჩენას პრეპარატის შემცველობაში ბენზოლის სპირტის არსებობის გამო, რომელსაც შეუძლია შეაღწიოს პლაცენტურ ბარიერში.

ძუძუთი კვების პერიოდი

დღეისათვის, ძუძუთი კვების დროს სოიოს შემცველი პროდუქტების გამოყენებისას რაიმე რისკები არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, ლაქტაციის პერიოდში ქალებში პრეპარატის შესაბამისი კვლევების არარსებობის პირობებში პრეპარატი ესენციალე® ნ-ის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100 - <1/10), არც ისე ხშირად (>1/1000 - <1/100), იშვიათად (>1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასებას არ ექვემდებარება).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათად: ​​ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება) ქავილი.

ჭარბი დოზა

პრეპარატი ესენციალე® ნ-ის რეკომენდებულზე მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაზრდა.

შემადგენლობა

5 მლ პრეპარატი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: გამომშრალი სუბსტანციის სოიოს მარცვლების ფოსფატიდილქოლინს, რომელიც შეიცავს 93% (3-sn-ფოსფატიდილ)ქოლინს: სინონიმები - ესენციური ფოსფოლიპიდები, EPL® - 250 მგ.

დამხმარე ნივთიერებებს: დეზოქსიქოლის მჟავას – 126,50 მგ; ნატრიუმის ჰიდროქსიდს – 13,40 მგ; ბენზილის სპირტს – 45,00 მგ, ნატრიუმის ქლორიდს – 12,00 მგ, რიბოფლავინს – 0,50 მგ; საინექციო წყალს – 5 მლ-მდე.

აღწერა: გამჭვირვალე ყვითელი ხსნარი.

შენახვის პირობები

2˚C-8˚C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ჰეპატოპროტექტორული საშუალება.

ათქ კოდი: A05C.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ესენციური ფოსფოლიპიდები წარმოადგენს უჯრედის გარსისა და უჯრედის ორგანელების სრუქტურის ძირითად ელემენტს. ღვიძლის დაავადებებისას ყოველთვის არსებობს ღვიძლის უჯრედების გარსისა და მათი ორგანელების დაზიანება, რაც იწვევს მათთან დაკავშირებული ფერმენტებისა და რეცეპტორების სისტემების აქტიურობის დარღვევას, ღვიძლის უჯრედების ფუნქციური აქტივობის გაუარესებასა და რეგენერაციისადმი უნარის დაქვეითებას.

პრეპარატ ესენციალე® ნ-ის შემადგენლობაში შემავალი ფოსფოლიპიდები თავისი ქიმიური სტრუქტურით შეესაბამება ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს, მაგრამ აღემატება ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს აქტიურობით მათში პოლიუჯერი (ესენციური) ცხიმოვანი მჟავების უფრო მაღალი შემცველობის ხზრჯზე. აღნიშნული მაღალენერგეტიკული მოლეკულების ჩაშენება ჰეპატოციტების უჯრედოვანი მემბრანების დაზიანებულ უბნებში აღადგენს ღვიძლის უჯრედების მთლიანობას, ხელს უწყობს მათ რეგენერაციას. მათი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ცის-ორმაგი ბმა ხელს უშლის უჯრედის გარსების ფოსფოლიპიდებში ნახშირწყალბადის ჯაჭვების პარალელურ განლაგებას, ჰეპატოციდების უჯრედის გარსის ფოსფოლიპიდური სტრუქტურა „ფხვიერდება“, რაც განაპირობებს მათი დენადობისა და ელასტიურობის მომატებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. წარმოქმნილი ფუნქციური ბლოკები ზრდის მემბრანებზე ფიქსირებული ფერმენტების აქტიურობას და ხელს უწყობს უმნიშვნელოვანესი მეტაბოლური პროცესების მიმდინარეობას ნორმალური, ფიზიოლოგიური გზით.

პრეპარატ ესენციალეს® შემადგენლობაში შემავალი ფოსფოლიპიდები არეგულირებს ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმს, ნეიტრალური ცხიმებისა და ქოლესტერინის გადატანით დაჟანგვის ადგილებში, ძირითადად, ეს ხდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინთან შეკავშირების უნარის გაზრდით.

ამგვარად, ხდება მანორმალიზებელი მოქმედება ლიპიდებისა და ცილების მეტაბოლიზმზე; ღვიძლის დეზინტოქსიკაციის ფუნქციაზე; ღვიძლის უჯრედის სტრუქტურისა და ფოსფოლიპიდებზე დამოკიდებული ფერმენტული სისტემების აღდგენასა და შენარჩუნებაზე; რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უშლის ღვიძლში შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებას.

ნაღველში ფოსფოლიპიდების გამოყოფისას ხდება ლითოგენური ინდექსის დაქვეითება და ნაღვლის სტაბილიზაცია.

ფარმაკოკინეტიკა

ძირითადად მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებთან შეკავშირებით ფოსფატიდილქოლინი გამოიყოფა, კერძოდ, ღვიძლის უჯრედებში.

ქოლინის კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 66 საათს, ხოლო უჯერი ცხიმოვანი მჟავების ნახევარგამოყოფის პერიოდი – 32 საათს.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

ესენციალე® ნ

სავაჭრო დასახელება: ესენციალე® ნ.

მოქმედი ნივთიერება (საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება): ფოსფოლიპიდები.

სამკურნალო ფორმა: ხსნარი ინტრავენური ინექციისათვის.

შემადგენლობა

5 მლ პრეპარატი შეიცავს:

აქტიურ ნივთიერებას: გამომშრალი სუბსტანციის სოიოს მარცვლების ფოსფატიდილქოლინს, რომელიც შეიცავს 93% (3-sn-ფოსფატიდილ)ქოლინს: სინონიმები - ესენციური ფოსფოლიპიდები, EPL® - 250 მგ.

დამხმარე ნივთიერებებს: დეზოქსიქოლის მჟავას – 126,50 მგ; ნატრიუმის ჰიდროქსიდს – 13,40 მგ; ბენზილის სპირტს – 45,00 მგ, ნატრიუმის ქლორიდს – 12,00 მგ, რიბოფლავინს – 0,50 მგ; საინექციო წყალს – 5 მლ-მდე.

აღწერა: გამჭვირვალე ყვითელი ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ჰეპატოპროტექტორული საშუალება.

ათქ კოდი: A05C.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ესენციური ფოსფოლიპიდები წარმოადგენს უჯრედის გარსისა და უჯრედის ორგანელების სრუქტურის ძირითად ელემენტს. ღვიძლის დაავადებებისას ყოველთვის არსებობს ღვიძლის უჯრედების გარსისა და მათი ორგანელების დაზიანება, რაც იწვევს მათთან დაკავშირებული ფერმენტებისა და რეცეპტორების სისტემების აქტიურობის დარღვევას, ღვიძლის უჯრედების ფუნქციური აქტივობის გაუარესებასა და რეგენერაციისადმი უნარის დაქვეითებას.

პრეპარატ ესენციალე® ნ-ის შემადგენლობაში შემავალი ფოსფოლიპიდები თავისი ქიმიური სტრუქტურით შეესაბამება ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს, მაგრამ აღემატება ენდოგენურ ფოსფოლიპიდებს აქტიურობით მათში პოლიუჯერი (ესენციური) ცხიმოვანი მჟავების უფრო მაღალი შემცველობის ხზრჯზე. აღნიშნული მაღალენერგეტიკული მოლეკულების ჩაშენება ჰეპატოციტების უჯრედოვანი მემბრანების დაზიანებულ უბნებში აღადგენს ღვიძლის უჯრედების მთლიანობას, ხელს უწყობს მათ რეგენერაციას. მათი პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების ცის-ორმაგი ბმა ხელს უშლის უჯრედის გარსების ფოსფოლიპიდებში ნახშირწყალბადის ჯაჭვების პარალელურ განლაგებას, ჰეპატოციდების უჯრედის გარსის ფოსფოლიპიდური სტრუქტურა „ფხვიერდება“, რაც განაპირობებს მათი დენადობისა და ელასტიურობის მომატებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. წარმოქმნილი ფუნქციური ბლოკები ზრდის მემბრანებზე ფიქსირებული ფერმენტების აქტიურობას და ხელს უწყობს უმნიშვნელოვანესი მეტაბოლური პროცესების მიმდინარეობას ნორმალური, ფიზიოლოგიური გზით.

პრეპარატ ესენციალეს® შემადგენლობაში შემავალი ფოსფოლიპიდები არეგულირებს ლიპოპროტეინების მეტაბოლიზმს, ნეიტრალური ცხიმებისა და ქოლესტერინის გადატანით დაჟანგვის ადგილებში, ძირითადად, ეს ხდება მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების ქოლესტერინთან შეკავშირების უნარის გაზრდით.

ამგვარად, ხდება მანორმალიზებელი მოქმედება ლიპიდებისა და ცილების მეტაბოლიზმზე; ღვიძლის დეზინტოქსიკაციის ფუნქციაზე; ღვიძლის უჯრედის სტრუქტურისა და ფოსფოლიპიდებზე დამოკიდებული ფერმენტული სისტემების აღდგენასა და შენარჩუნებაზე; რაც, საბოლოო ჯამში, ხელს უშლის ღვიძლში შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებას.

ნაღველში ფოსფოლიპიდების გამოყოფისას ხდება ლითოგენური ინდექსის დაქვეითება და ნაღვლის სტაბილიზაცია.

ფარმაკოკინეტიკა

ძირითადად მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდებთან შეკავშირებით ფოსფატიდილქოლინი გამოიყოფა, კერძოდ, ღვიძლის უჯრედებში.

ქოლინის კომპონენტის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 66 საათს, ხოლო უჯერი ცხიმოვანი მჟავების ნახევარგამოყოფის პერიოდი – 32 საათს.

გამოყენების ჩვენება

ღვიძლის ცხიმოვანი დეგენერაცია (მათ შორის, შაქრიანი დიაბეტის დროს): მწვავე და ქრონიკული ჰეპატიტები, ღვიძლის ციროზი, ღვიძლის უჯრედების ნეკროზი, ღვიძლისმიერი კომა და პრეკომა, ღვიძლის ტოქსიური დაზიანებები; ორსულობის ტოქსიკოზი; წინასაოპერაციო და ოპერაციის შემდგომი მკურნალობა, განსაკუთრებით, ჰეპატობილიარული ზონის არეში ოპერაციის დროს; ფსორიაზი; რადიაციული სინდრომი.

გამოყენების წესი და დოზები

პრეპარატი გამოიყენება ინტრავენური ინექციისთვის, არ შეიძლება მისი შეყვანა კუნთში გაღიზიანების შესაძლო ადგილობრივი გაღიზიანების რეაქციების გამო. თუ სხვა რეკომენდაციები არ არის მოცემული ექიმის მიერ პრეპარატი უნდა იქნას შეყვანილი ნელა ინტრავენურად 1-2 ამპულა (5-10 მლ) ან მძიმე შემთხვევაში - 2-4 ამპულა (10-20 მლ) დღეში. ორი ამპულის შიგთავსი შეიძლება შეყვანილი იქნას ერთდროულად. არ შეურიოთ ერთ შპრიცში სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად. რეკომენდებულია ხსნარის გახსნა პაციენტის სისხლში შეფარდებით 1:1.

პრეპარატის გახსნის აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება მხოლოდ 5% ან 10% დექსტროზის ხსნარი საინფუზიო შეყვანისთვის, ხოლო გახსნილი პრეპარატის ხსნარი უნდა იყოს გამჭვირვალე შეყვანის განმავლობაში.

არ შეიძლება პრეპარატის გახსნა ელექტროლიტური ხსნარებით (იზოტონური ხსნარი, რინგერის ხსნარი)!

რეკომენდებულია პრეპარატის პარენტერალურ შეყვანას, რაც შეიძლება სწრაფად დაემატოს პერორალური მიღება.

გვერდითი მოქმედება

გვერდითი მოქმედების სიხშირის შეფასების მიზნით გამოიყენება შემდეგი განმარტებები: ძალიან ხშირად (>1/10), ხშირად (>1/100 - <1/10), არც ისე ხშირად (>1/1000 - <1/100), იშვიათად (>1/10000 - <1/1000), ძალიან იშვიათად (<1/10000), სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე შეფასებას არ ექვემდებარება).

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

იშვიათად: ​​ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

სიხშირე უცნობია: ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ეგზანთემა, ჭინჭრის ციება) ქავილი.

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა ფოსფატიდილქოლინის, სოიოს, არაქისის, სოიოს ან პრეპარატის სხვა ინგრედიენტების მიმართ (მძიმე ალერგიული რეაქციების რისკის გამო).

3 წლამდე საბავშვო ასაკი (ბენზილის სპირტის შემცველი პრეპარატების გამოყენება დროულად დაბადებულ ახალშობილებში ან დღენაკლულ ახალშობილებში ასოცირდებოდა მათში ფატალური ასფიქსიის სინდრომის განვითარებასთან).

სიფრთხილით

12 წლამდე ბავშვთა ასაკი, ორსულობა (იხ. ნაწილი "გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში")

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ელექტროლიტების ხსნარები არ უნდა გამოიყენებოდეს პრეპარატი ესენციალე® ნ-ის გასაზავებლად.

განსაკუთრებული მითითება

გამოიყენეთ მხოლოდ გამჭვირვალე ხსნარი!

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ორსულობა

ორსულობის დროს პრეპარატი ესენციალე® ნ-ის გამოყენება უნდა ხორციელდებოდეს მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ (არ არსებობს მონაცემები ორსულ ქალებში უტყუარი და კარგად კონტროლირებადი კვლევების შესახებ).

ორსულობის დროს პრეპარატის გამოყენება მოითხოვს სიფრთხილის გამოჩენას პრეპარატის შემცველობაში ბენზოლის სპირტის არსებობის გამო, რომელსაც შეუძლია შეაღწიოს პლაცენტურ ბარიერში.

ძუძუთი კვების პერიოდი

დღეისათვის, ძუძუთი კვების დროს სოიოს შემცველი პროდუქტების გამოყენებისას რაიმე რისკები არ გამოვლენილა. მიუხედავად ამისა, ლაქტაციის პერიოდში ქალებში პრეპარატის შესაბამისი კვლევების არარსებობის პირობებში პრეპარატი ესენციალე® ნ-ის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ჭარბი დოზირება

პრეპარატი ესენციალე® ნ-ის რეკომენდებულზე მაღალი დოზებით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების გაზრდა.

გამოშვების ფორმა

5 მლ პრეპარატი მუქი შუშის შევიწროვებულ ამპულებში.

5 ამპულა პვქ აფკის კონტურულ უჯრედებიან შეფუთვაში.

თითო კონტურული უჯრედებიანი შეფუთვა სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

2˚C-8˚C ტემპერატურის პირობებში.

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისობის ვადა

3 წელი.

არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

მწარმოებელი:

ფამარ ჰელს ქეა სერვისიზ მადრიდი, ს.ა.უ.

მწარმოებლის მისამართი:

ავენიდა დე ლეგანეს,#62, 28923, ალკორკონი (მადრიდი), ესპანეთი.

ორგანიზაციის დასახელება და მისამართი, რომელიც იღებს პრეტენზიებს (წინადადებებს) სამკურნალო საშუალების ხარისხთან დაკავშირებით უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე: იპ შპს „STADA SUBSIDIARY“, 100060, უზბეკეთის რესპუბლიკა, ქ. ტაშკენტი, ტარას შევჩენკოს ქ., 21ა.

ტელ: (+998 78) 140 -35-81

[email protected] [email protected]

უზბეკეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ციფრული მარკირების სისტემის საკითხებზე პასუხისმგებელი ორგანიზაციის დასახელება და მისამართი:იპ შპს „STADA SUBSIDIARY“, 100060, უზბეკეთის რესპუბლიკა, ქ. ტაშკენტი, ტარას შევჩენკოს ქ., 21ა.

ტელ: (+998 78) 140 -35-81

www.stada.uz

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა