- მოქმედი ნივთიერება
- epoetin beta
- ფორმა და შეფუთვა
- 4000სე/მლ 1მლ ი.ვ. და კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი ფლაკონი №10
- მწარმოებელი
- DONG-A ST CO., LTD., კორეა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიანემიური პრეპარატები, ანტიანემიური სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- B03XA01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-025506
- რეგისტრირებულია
- 12 ივნისი 2018, მოქმედებს 12 ივნისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- განმცხადებელი
- შპს „მერმისი“
- GMP
- -
ეპორონი — ინსტრუქცია ქართულად
უკუჩვენებები
- ეპორონი®და ერითროპოეტინის სხვა აგენტები არ გამოიყენოთ პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ სუფთა წითელუჯრედოვანი აპლაზია ერითროპოეტინური აგენტების გამოყენების შემდეგ.
- პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ეპორონის ან მისი რომელიმე კომპონენტის, სხვა ერითროპოეტინური აგენტების ან დარბეპოეტინის აგენტების მიმართ.
- პაცინტებში, რომლებსაც აღენიშნებათ უკონტროლო ჰიპერტენზია
- პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ძუძუმწოვრების უჯრედებისგან მიღებული პროდუქტების ან ადამიანის ალბუმინის მიმართ.
- გამოიყენეთ სიფრთხილით
- ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში (ეპორონით მკურნალობისას შეიძლება მოიმატოს სისხლის წნევამ და განვითარდეს ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია)
- პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- პაცინტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგიული წინასწარგანწყობა
- პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვის ინფარქტი, ცერებრული ინფარქტი ან ანამნეზში ეს დაავადებები (აღწერილია სისხლის წებოვნების მომატება და შეიძლება განვითარდეს ან გამწვავდეს თრომბოემბოლიური მოვლენები. დამატებით სისხლის აუტოლოგური დონაციისას და პოსტ-ოპერაციულად გამოყენებისას შეიძლება გამწვავდეს სისხლის დათრომბვა. აქედან გამომდინარე, საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი).
- დღენაკლ ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ ინტრავენტრიკულური ჰემორაგია და ინტრაცერებრული ჰემორაგია (შეიძლება გამწვავდეს ცერებრული ჰემორაგია)
- პაციენტებში იშემიური ვასკულური დაავადებით
- პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კრუნჩხვები
- ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში
- თრომბოციტოზით დაავადებულ პაციენტებში
- ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში
სიფრთხილის ზომები
გამოიყენეთ დოზა, რომელსაც შეუძლია ჰემოგლობინის მინიმალური დონის შენარჩუნება სისხლის წითელი უჯრედების ტრანსფუზიის საჭიროების გარეშე
თუ ეპორონის მიღებისას ჰემოგლობინის დონე აჭარბებს 12გ/დლ-ს (11გ/დლ თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში) იზრდება სერიოზული კარდიოვასკულური მოვლენების სიხშირე და სიკვდილიანობის რისკი
თუ ეპორონის მიღებისას ჰემოგლობინის დონე აჭარბებს 12გ/დლ-ს თავის და კისრის შორსწასული კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც რადიაციული თერაპია უტარდებათ, პაციენტებში, რომლებსაც ძუძუს მეტასტაზირებული კიბოს გამო ქიმიოთერაპია უტარდებათ და აქტიური მალიგნაციის მქონე პაციენტებში, რომლებსაც არ უტარდებათ ქიმიო ან რადიოთერაპია, იზრდება სიკვდილიანობის რისკი და ქვეითდება სიმსივნის პროგრესი
პაციენტებში, რომლებშიც ეპორონი გამოიყენებოდა ოპერაციამდე სისხლის წითელი უჯრედების ტრანსფუზიის შემცირებისთვის, გამოვლინდა ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) სიხშირის ზრდა
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
- არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეპორონი ცვლის სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმს. თუმცა რადგან ციკლოსპორინი უკავშირდება RBC-ს, არსებობს წამალთაშორისი ურთიერთქმედების შესაძლებლობა. ციკლოსპორინთან ერთად მიღებისას საჭიროა სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციაზე დაკვირვება და დოზის ცვლილება ჰემატოკრიტის დონის ზრდის მიხედვით.
- ჰემატოპოეზურ პრეპარატებთან ერთად მიღებისას ეპორონის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს.
- ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთად მიღებისას შეიძლება შემცირდეს სისხლის წნევის დამაქვეითებელი ეფექტი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
- ვირთხების კვლევებში ერთი კვირის განმავლობაში ადამიანის ყოველკვირეულ დოზაზე 20-ჯერ მეტი რაოდენობის გამოყენებისას აღინიშნა შთამომავლობის წონის შემცირება, ოსიფიკაციის დაგვიანება და სიკვდილიანობის ზრდა.
- კურდღლების კვლევებში 500სე/კგ-ს მიღებისას მაკეობის 6-18 დღის პერიოდში არ განვითარდა გვერდითი ეფექტები.
- ორსულ ქალებში ეპორონის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ეპორონი არ უნდა გამოიყენონ ორსულ და შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში. თუმცა აუცილებლობისას უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.
- რძეში გამოყოფა უცნობია. აქედან გამომდინარე, ლაქტაციის დროს გამოყენება რეკომენდებული არ არის.
- ადამიანებში ორსულობის და ლაქტაციის დროს ადექვატური და კარგად-კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა.
- გამოყენება პედიატრიაში
პედიატრული ასაკის პაციენტებში ეპორონის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
- გამოყენება გერიატრიაში
ზოგადად ფიზიოლოგიური ფუნქცია ხანდაზმულებში ქვეითდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებისას, როგორიცაა ჰიპერტენზია. აქედან გამომდინარე, ეპორონის გამოყენებისას დოზის და მიღების სიხშირის კორექცია უნდა მოხდეს სისხლის წნევის და ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის დონის მიხედვით.
- დოზის გადაჭარბება
ეპორონზე პასუხი შეიძლება ვარირებდეს ინდივიდუალურად. დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერტენზია ან პოლიციტემია. RBC მომატებისას (ჰემოგლობინის დონის ჭარბი მომატება) შეიძლება ჩატარდეს ფლებოტომია.
- გაფრთხილებები პრეპარატის გამოყენებისას
- ეპორონი არ გამოიყენოთ მედიკამენტების სხვა ხსნარებთან ერთად.
- ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში სასურველია ეპორინის დიალიზის შემდეგ გამოყენება. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გრიპის მსგავსი სიმპტომები, გამოიყენეთ ნელა, 5 წუთის განმავლობაში.
- არ გამოიყენოთY ინტრავენურად ნაკადად.
- ინექციამდე მედიკამენტი უნდა მიიყვანონ ოთახის ტემპარატურაზე. ამისთვის საჭიროა დაახლოებით 15-30 წუთი.
(შეფუთვა) 1, 10 ფლაკონი
(შენახვა) ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში 2-8°C.
ეპორონის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია და შეინახეთ ის მედიკამენტთან ერთად.
არასწორი გამოყენების და დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატის დაცვის და ხარისხის შენარჩუნებისთვის ეპორონი შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოცემის თარიღი: 1999. 03
რევიზიის თარიღი: 2015. 01
გვერდითი მოვლენები
- შოკი: იშვიათად შეიძლება აღინიშნოს შოკი და ანაფილაქტოიდური ჰიპერსენსიტიური რეაქციები (ურტიკარია, ქოშინი, ტუჩების შეშუპება, ხორხის შეშუპება და სხვ). აქედან გამომდინარე, საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, როგორიცაა ეპორონის მოხსნა.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
- შეიძლება განვითარდეს სისხლის წნევის მომატება, თრომბოზი ვასკულური კონტაქტის მიდამოში ფისტულის ჩათვლით, იშვიათად პალპიტაცია.
- ჰიპერტენზიური ენცეფალოპათია-ცერებრული ჰემორაგია: სისხლის წნევის უეცარი მომატების გამო ზოგ შემთხვევაში აღწერილია ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, თავის ტკივილი, ცნობიერების დაზიანება და კრუნჩხვები, რაც იწვევს ჰემორაგიას. აქედან გამომდინარე, საჭიროა სისხლის წნევის ცვლილების და ჰემატოკრიტის მონიტორინგი.
- მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებრული ინფარქტი, ფილტვის ინფარქტი: შეიძლება განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებრული ინფარქტი, ფილტვის ინფარქტი. აქედან გამომდინარე საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, როგორიცაა ეპორონის მოხსნა.
- კრუნჩხვები
კლინიკურ კვლევებში პაციენტების ეპორონით მკურნალობისას აღწერილია კრუნჩხვები. მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც დიალიზზე იმყოფებოდნენ, შემდგომ პერიოდთან შედარებით კრუნჩხვები უფრო ხშირი იყო (დაახლოებით 2.5%-ში) თერაპიის პირველი 90 დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მკურნალობის პირველი 90 დღის განმავლობაში საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი სისხლის წნევაზე და ნევროლოგიურ სიმპტომებზე დაკვირვებით. ამ პერიოდში პაციენტები აგრეთვე უნდა მოერიდონ ავტომობილის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას. რადგან უცნობია მიზეზობრივი კავშირი კრუნჩხვებს და ჰემატოკრიტის დონის ზრდის სიხშირეს შორის, რეკომენდებულია დოზის შემცირება თუ ჰემოგლობინის დონე 4%-ით გაიზრდება 2 კვირის განმავლობაში.
- ღვიძლი: აღწერილია ერითროპოეტინის აგენტებით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობა AST, ALT,y-GTP, LDH, ALP და ბილირუბინის მომატებით, სიყვითლით. აქედან გამომდინარე, საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, როგორიცაა ეპორონის მოხსნა.
- კანი და დანამატები: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის გამონაყარი, აკნე და სხვ.
- საჭმლის მომნელებელი სისტემა: იშვიათად შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ანორექსია და დიარეა.
- ჰემატოლოგიური
(1) იშვიათად შეიძლება განვითარდეს ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია და იშვიათად თრომბოციტოზი
(2) დღენაკლ ჩვილებში იშვიათად შეიძლება განვითარდეს გრანულოპენია ან რაქიტი.
(3) თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ერითროპოეტინის აგენტებით მკურნალობენ თვეების ან წლების განმავლობაში, იშვიათად აღწერილია სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია.
- სენსორული და ცენტრალური ნერვული სისტემა: შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, მწარე გემო, თავის ტკივილი, შაკიკი, დაღლილობა, წვა, ცხელება, ალები, წვის შეგრძნება, საერთო სისუსტე, ართრალგია, მიალგია და უძილობა.
- სხვა: შეიძლება განვითარდეს თვალის ფსკერის ჰემორაგია (ბადურას არტერიის თრომბოზი, ბადურას ვენის თრომბოზი და სხვ), არანეოპლაზიური ზრდა, ცხვირიდან სისხლდენა და იშვიათად შრატში კალიუმის, BUN, კრეატინინის და შარდის მჟავას მომატება, შეშუპება, კრუნჩხვები ან ქუთუთოების შეშუპება.
- ეპორონი ზოგადად კარგად აიტანება. ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს პაციენტის ძირითადი დაავადების შედეგი და არ არის აუცილებელი, რომ დაკავშირებული იყოს ეპორონის მიღებასთან.
(1) თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტები
ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, რომლებიც მოიცავდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ 300 პაციენტს ეპორონით ნამკურნალები პაციენტების 5%-ზე მეტში განვითარებული მოვლენები არის შემდეგი:
გვერდითი მოვლენები
საკვლევი ჯგუფი
(ეპორონი®)
(N=200)
საკონტროლო ჯგუფი
(N=135)
ჰიპერტენზია
თავის ტკივილი
ართრალგია
გულისრევა
შეშუპება
დაღლილობა
დიარეა
ღებინება
გულმკერდის ტკივილი
კანის რეაქციები (მიღების ადგილას)
ასთენია
თავბრუსხვევა
თრომბოზი
- 0%
- 0%
- 0%
- 5%
- 0%
- 0%
- 5%
- 0%
- 0%
- 0%
- 0%
- 0%
- 8%
- 5%
- 9%
- 9%
- 9%
- 4%
- 1%
- 9%
- 2%
- 8%
- 9%
- 9%
- 6%
- 3%
მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდებოდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტების ორმაგად-ბრმა კლინიკურ კვლევებში, არის შემდეგი:
გვერდითი მოვლენები
საკვლევი ჯგუფი (ეპორონი®)
(N=200)
საკვლევი ჯგუფი
(N=135)
კონვულსიები
CVA/TIA
MI
სიკვდილი
- 1%
- 4%
- 4%
0%
- 1%
- 6%
- 1%
- 7%
დიალიზზე მყოფი მოზრდილი პაციენტების კლინიკურ კვლევებში (567 პაციენტი) ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენები იყო ჰიპერტენზია (0.75%), თავის ტკივილი (0.40%), ტაქიკარდია (0.3%). გულისრევა/ღებინება (0.26%), სისხლის შედედება (0.25%), სუნთქვის უკმარისობა (0.14%), ჰიპერკალიემია (0.11%), დიარეა (0.11%). სხვა აღწერილი გვერდითი მოვლენები ვითარდებოდა 0.10%-ზე ნაკლებ შემთხვევაში წელიწადში. ეპორონის მიღების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში აღწერილი მოვლენები იყო იშვიათი, მსუბუქი და ტრანზიტორული, მოიცავდა ინექციის ადგილის ჩხვლეტას დიალიზზე მყოფ პაციენტებში და გრიპის მსგავს სიმპტომებს, როგორიცაა ართრალგია და მიალგია. ამ დროისთვის გაანალიზებულ ყველა კვლევაში ეპორონი ძირითადად კარგად აიტანებოდა მიღების მეთოდის მიუხედავად.
(2) კიბოთი დაავადებული პაციენტები
ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ 3-თვიან კვლევებში, რომლებშიც ჩართული იყო კიბოთი დაავადებული 131 პაციენტი, 10%-ზე ხშირად აღწერილი მოვლენები არის შემდეგი:
გვერდითი მოვლენები
საკვლევი ჯგუფი (ეპორონი®)
(N=63)
საკვლევი ჯგუფი
(N=68)
ცხელება
დიარეა
გულისრევა
ღებინება
შეშუპება
ასთენია
დაღლილობა
სუნთქვის უკმარისობა
პარესთეზია
ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექცია
თავბრუსხვევა
ტორსის ტკივილი
29%
21%
1%
17%
17%
13%
13%
13%
11%
11%
5%
3%
19%
7%
32%
15%
16%
1%
15%
9%
6%
4%
12%
16%
მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნებოდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები საკვლევ და საკონტროლო ჯგუფებს შორის, საკვლევ ჯგუფში აღწერილი გვერდითი მოვლენები შეთავსებადი იყო კიბოს პროგრესირებასთან. დამატებით, კლინიკურ კვლევებში აღწერილი გვერდითი მოვლენები, რომლებშიც პაციენტები (N=72) 32 კვირის განმავლობაში იღებდნენ 92სე/კგ დოზას, შეთავსებადი იყო კიბოს პროგრესირების სიმპტომებთან. გადარჩენის სიხშირის და იმ პაციენტების რაოდენობის შედარებითი მონაცემების მიხედვით, რომლებმაც მკურნალობა შეწყვიტეს გარდაცვალების, დაავადების პროგრესირების ან გვერდითი მოვლენების გამო (საკვლევი ჯგუფი 22%, საკონტროლო ჯგუფი 13%, p=0.25), კლინიკური შედეგი მსგავსი იყო ორივე ხაზში.
ცხოველების სიმსივნეების მოდელებიდან და სოლიდური სიმსივნეების ნიმუშების ბიოფსიის შედეგად გაზომვით მიღებულმა მონაცემებმა კლინიკურ კვლევებში ეპორონის მიღების შემდეგ აჩვენა, რომ ეს მედიკამენტი არ იწვევს სიმსივნის პროლიფერაციას. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება გამოირიცხოს იმის შესაძლებლობა, რომ ეპორონმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნეების, განსაკუთრებით მიელოიდური მალიგნაციების სტიმულაცია. საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ეპორონი არ იწვევდა პერიფერიული სისხლის ლეიკოციტების სტიმულაციას.
- პოსტ-მარკეტინგული კვლევების შედეგად, რომელიც ჩატარდა კორეაში და მოიცავდა 2,064 სუბიექტს, გვერდითი მოვლენები აღწერილი იყო 75 პაციენტში (3.6%), ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა იყო სისხლის წნევის მომატება (28 შემთხვევა), ქოშინი, თრომბოზი, თავის ტკივილი, შრატში კალიუმის მომატება, ქავილი, გულისრევა და სხვ. სერიოზული გვერდითი მოვლენებიდან აღწერილი იყო არტერიოვენური ნაკადის ოკლუზიის და ცერებრული ჰემორაგიის ერთი შემთხვევა. მოულოდნელი გვერდითი მოვლენებიდან აღინიშნა მსუბუქი ექსფოლიაციური დერმატიტი (მიზეზი უცნობია) და ჰემატურია.
- ზოგადი უსაფრთხოების ზომები
- ეპორონის მიღება შეზღუდულია პაციენტებში, რომლებსაც ანემია აღენიშნებათ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გამო (და კიბოთი დაავადებულ პაციენტებში; შეზღუდულია პრეპარატის ეფექტურობა), რომელიც მოქმედებს ყოველდღიურ აქტივობაზე. პაციენტებში, რომლებსაც ანემია აღენიშნებათ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გამო, პრეპარატის მიღების მიზეზია ჰემოგლობინის 10გ/დლ-ზე ნაკლები დონე (ჰემატოკრიტის დონე 30%; კიბოთი დაავადებულ პაციენტებში შრატში ერითროპოეტინის დონე 200მ.ერთ/მლ ან ნაკლები).
- ეფექტი სიმსივნის პროგრესზე: ერითროპოეტინი არის ზრდის ფაქტორი, რომელიც ძირითადად ასტიმულირებს ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების – RBC) პროდუქციას. ერითროპოეტინის რეცეპტორები შეიძლება იყოს მრავალი სიმსივნური უჯრედის ზედაპირზე. როგორც ყველა ზრდის ფაქტორმა, ერითროპოტეინმაც შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი სიმსივნის ზრდა. სხვა ერითროპოეტინური აგენტების გამოყენებით ჩატარებულ ორ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში ერითროპოეტინის გამოყენების შედეგად პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ თავის და კისრის ან ძუძუს კიბო, აღინიშნა გარდაცვალების მოულოდნელად დიდი რაოდენობა.
- ჰემოდიალიზზე მყოფი 1,265 პაციენტის კლინიკურ კვლევაში (სამიზნე შესანარჩუნებელი ჰემატოკრიტი 42±3% ან 30±3), რომლებსაც აღენიშნებოდათ გულის დაავადებები (გულის იშემიური დაავადება ან გულის შეგუბებითი უკმარისობა), სიკვდილიანობის ზრდა აღინიშნა საკვლევ ჯგუფში, რომელშიც ჰემატოკრიტის სამიზნე დონე იყო 42% (221 გარდაცვალება 634 პაციენტიდან, სიკვდილიანობა 35%) საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელშიც ჰემატოკრიტის სამიზნე დონე იყო 30% (185 გარდაცვალება 631 პაციენტიდან, სიკვდილიანობა 29%). სიკვდილიანობის გაზრდის მიზეზი უცნობია. თუმცა მიოკარდიუმის ინფარქტის (3.1% vs 2.3%), სისხლძარღვების თრომბოზის (39% vs 29%) და ყველა სხვა თრომბოზული მოვლენის (22% vs 18%) სიხშირე უფრო მაღალი იყო საკვლევ ჯგუფში, რომელშიც ჰემატოკრიტის სამიზნე დონე იყო 42%.
ეპორონის პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ კორონარული შუნტირება და არ აღენიშნებოდათ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, 126 პაციენტიდან 7 გარდაიცვალა ეპორონის მიღებისას, პლაცებოს ჯგუფში გარდაცვალება არ დაფიქსირდა. აღწერილიდან ოთხი სიკვდილი დაკავშირებული იყო თრომბოზულ მოვლენებთან. თრომბოზის რისკის მქონე პაციენტებში ეპორონის გამოყენებისას უნდა შედარდეს ერითროპოეტინური აგენტების თერაპიული ეფექტები და რისკები.
- ეპორონის მიღებისას უნდა დადასტურდეს, რომ ანემიის მიზეზია თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. ეპორონი ნაჩვენები არ არის სხვა ფაქტორებით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ (მაგ. სისხლის დანაკარგი, პანციტოპენია, ალუმინის ან B12 ვიტამინის აკუმულაციის მომატება ან ფოლატების დეფიციტი). რადგან ფოლიუმის მჟავას და B12 ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება შეამციროს ეპორონის ეფექტურობა, ის უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.
- ისეთი პასუხების წინასწარ განსაზღვრისთვის, როგორიც არის შოკი, უნდა მოხდეს საკმარისი გამოკითხვა. ამას გარდა, პირველი გამოყენებისას ან შეწვეტის შემდეგ დოზის პირველად მიღებისას, სრული დოზის მიღება სასურველია მცირე რაოდენობის ინტრავენური ინექციის შემდეგ, რათა გამოირიცხოს გვერდითი მოვლენების განვითარება.
- ეპორონით თერაპიის განმავლობაში რეგულარულად უნდა ხდებოდეს ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონის მონიტორინგი (კვირაში ერთხელ დასაწყისში და კვირაში ორჯერ შემანარჩუნებელ ფაზაში). სიფრთხილეა საჭირო ჭარბი ჰემატოპოეზის თავიდან ასაცილებლად (ჰემოგლობინის დონე 12გ/დლ, ჰემატოკრიტის დონე 36%). თუ ნაჩვენებია ჭარბი ჰემატოპოეზი, პრეპარატის მიღება უნდა შემცირდეს ან უნდა შეწყდეს.
- ეპორონის მიღების გამო შეიძლება განვითარდეს სისხლის წნევის მომატება და ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია. აქედან გამომდინარე, გამოყენებამდე სრულად უნდა შეფასდეს სისხლის წნევის, ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონის ცვლილება. ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის დონე უნდა გაიზარდოს თანდათან. დამატებით, რადგან ჰემატოკრიტის დონემ შეიძლება მოიმატოს მოხსნის შემდეგაც, საჭიროა მისი სრული გამოკვლევა. აქედან გამომდინარე, პაციენტებში, რომლებიც ეპორონს იღებენ, საჭიროა სისხლის წნევის ინტენსიური მონიტორინგი, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან მაღალი წნევის განვითარების მაჩვენებლები.
პაციენტებში, რომლებიც ეპორონის მიღებას პასუხობენ ჰემატოკრიტის დონის სწრაფი მომატებით (მაგ. 4%-ზე მეტი 2 კვირის განმავლობაში) საჭიროა დოზის ცვლილება ან შემცირება, რადგან ჰემოგლობინის დონის სწრაფმა ზრდამ შეიძლება გაამწვავოს ჰიპერტენზია.
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობდნენ ეპორონის კლინიკურ კვლევებში, აღინიშნა კრუნჩხვები. სხვა პერიოდებთან შედარებით მკურნალობის პირველი 90 დღის განმავლობაში კრუნჩხვების სიხშირე უფრო მაღალი იყო დიალიზზე მყოფ პაციენტებში (დაახოებით 2.5%). კიბოთი დაავადებული იმ პაციენტების ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, რომლებსაც უტარდებოდათ ქიმიოთერაპია საკვლევი ჯგუფის 3.2%-ში (n=2/63) და პლაცებოს ჯგუფის 2.9%-ში (n=2/68) განვითარდა კრუნჩხვები. საკვლევი ჯგუფის პაციენტების 1.6%-ში (n=1/63) კრუნჩხვები განვითარდა სისხლის წნევის და ჰემატოკრიტის დონის მატების კონტექსტში. თუმცა საკვლევი ჯგუფის ორივე პაციენტს აგრეთვე აღენიშნებოდა ცენტრალური ნერვული სისტემის თანმხლები დაავადება, რომელიც შეიძლება კრუნჩხვებთან ყოფილიყო დაკავშირებული. აქედან გამომდინარე პაციენტებში, რომლებიც ეპორონს იღებენ, საჭიროა სისხლის წნევის და ცნობილი ნევროლოგიური სიმპტომების მონიტორინგი.
- ეპორონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია განსაკუთრებით თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. აქედან გამომდინარე, მკურნალობის განმავლობაში საჭიროა შრატში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი, საჭიროა დიეტის შესაბამისი კონტროლიც. ჰიპერკალიემიის განვითარებისას მკურნალობა უნდა შეჩერდეს კალიუმის დონის ნორმალიზებამდე.
- პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შუნტის ოკლუზია ან რეზიდუალური სისხლი ჰემოდიალიზის სისტემაში. აქედან გამომდინარე, საჭიროა სისხლის ნაკადის სისწრაფის ინტენსიური მონიტორინგი შუნტში და ჰემოდიალიზის სისტემაში. პაციენტებს შეიძლება დაჭირდეთ შუნტის კორექცია ან ანტიკოაგულანტების მომატება.
- რკინამ შეიძლება იმოქმედოს ეპორონის ეფექტურობის ექსპრესიაზე. აქედან გამომდინარე, მკურნალობამდე და თერაპიის განმავლობაში საჭიროა პაციენტებში რკინის მარაგის შეფასება, რკინის დეფიციტის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ რკინის დანამატები.
- ეპორონი არის ზრდის ფაქტორი, რომელიც ძირითადად ასტიმულირებს RBC პროდუქციას. არ შეიძლება გამოირიცხოს შესაძლებლობა, რომ ეპორონმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნეების, განსაკუთრებით მიელოიდური მალიგნაციების სტიმულაცია.
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ეპორონით ან ერითროპოეტინური აგენტებით მკურნალობენ რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში, აღწერილია სისხლის სუფთა წითელი უჯრედების აპლაზიის იშვიათი შემთხვევები. რადგან სისხლის სუფთა წითელი უჯრედების აპლაზიის შემთხვევები ძირითადად დაკავშირებული იყო კანქვეშა ინექციასთან, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია ინტრავენური ინექცია. ერითროპოეტინის ანტისხეულები აღინიშნა იმ პაციენტების უმრავლესობაში, რომლებსაც განუვითარდათ სისხლის სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია. პაციენტებში, რომლებშიც ეპორონის ეფექტურობა უცებ დაიკარგა, უნდა შეფასდეს ამის გამომწვევი ტიპიური ფაქტორები (მაგ. რკინის, ფოლიუმის მჟავას ან B12 ვიტამინის დეფიციტი, ალუმინის ტოქსიურობა, ინფექციები ან ანთება, სისხლის დაკარგვა ან ჰემოლიზი). გამომწვევი ფაქტორის არ არსებობისას უნდა გაითვალისწინონ ძვლის ტვინის ბიოფსია. მას შემდეგ რაც დადასტურდება სისხლის სუფთა წითელი უჯრედების აპლაზიის დიაგნოზი, გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა ჩატარდეს ანტისხეულის ტესტი. პაციენტები არ უნდა გადაიყვანონ სხვა ერითროპოეტინურ აგენტზე, რადგან ანტისხეულები შეიძლება ჯვარედინად მოქმედებდნენ. უნდა გამოირიცხოს სისხლის სუფთა წითელი უჯრედების აპლაზიის სხვა მიზეზი და უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
ეპორონი® (ერითროპოეტინი) საინექციო
(აქტიური ინგრედიენტები და სიმძლავრე) 1 ფლაკონში
ეპორონი® ფლაკონი 2000სე/1მლ
აქტიური ინგრედიენტი: ადამიანის რეკომბინანტული ერითროპოეტინი (შიდა სპეციფიკაციით)…..... 2,000სე
(მასპინძელი: CHD/DHFR, ვექტორი: pSRaAMVEPO)
სტაბილიზატორი: ადამიანის შრატის ალბუმინი 1მგ, D-მანიტოლი 30მგ
pH კორექტორი:NaOH
იზოტონიზატური ხსნარი: NaCl
ბუფერი: ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი უწყლო
გამხსნელი: საინექციო წყალი
ეპორონი® ფლაკონი 4000სე/1მლ
აქტიური ინგრედიენტი: ადამიანის რეკომბინანტული ერითროპოეტინი (შიდა სპეციფიკაციით)….....4,000სე
(მასპინძელი: CHD/DHFR, ვექტორი: pSRaAMVEPO)
სტაბილიზატორი: ადამიანის შრატის ალბუმინი 1მგ, D-მანიტოლი 30მგ
pH კორექტორი:NaOH
იზოტონიზატური ხსნარი: NaCl
ბუფერი: ნატრიუმის დიჰიდროფოსფატი უწყლო
გამხსნელი: საინექციო წყალი
(აღწერა)
უფერო გამჭვირვალე სითხე ფლაკონში
(ჩვენება და გამოყენება)
ანემია თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში.
- სიმპტომური ანემია
- ანემია სისხლის ტრანსფუზიის საჭიროების დროს
(დოზირება და მიღება)
ეპორონის მიღებამდე უნდა აღმოიფხვრას ანემიის სხვა მიზეზები (ვიტამინების დეფიციტი, მეტაბოლური ან ქრონიკული ანთებითი პროცესი, ფარული სისხლის დანაკარგი). რეკომენდებული საწყისი დოზაა 50სე/კგ ინტრავენურად კვირაში სამჯერ, 1-2 კვირის განმავლობაში. პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზზე არ იმყოფებიან, შესაძლებელია კანქვეშ ინექცია. დოზის ცვლილება უნდა მოხდეს საწყისი პასუხის მიხედვით. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 25სე/კგ-თი 4 კვირის ინტერვალით. თუ 50სე/კგ დოზის მიღებისას ჰემოგლობინი იზრდება 2გ/დლ-ზე მეტად, დოზა უნდა შემცირდეს კვირაში ორჯერ მიღებამდე სამჯერ მიღების ნაცვლად. ანემიის გაუმჯობესებისთვის ჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებელია დაახლოებით 10გ/დლ (ჰემატოკრიტის დონის 30%). ცნობილია რომ ჰემოგლობინის ოპტიმალური დონეა 10-11გ/დლ, პაციენტებში, რომლებიც მკურნალობას იწყებენ ჰემოგლობინის დაბალი დონისას (6გ/დლ) საჭიროა უფრო მაღალი შემანარჩუნებელი დოზა იმ პაციენტებთან შედარებით, რომლებშიც მკურნალობის დაწყებისას ჰემოგლობინი 8გ/დლ ან უფრო მაღალია. დოზის კორექცია აგრეთვე უნდა მოხდეს ასაკის მიხედვით. ნებისმიერ შემთხვევაში, მაქსიმალურმა დოზამ არ უნდა გადააჭარბოს 200სე/კგ-ს 3 კვირაში ერთხელ. თერაპიამდე და თერაპიის განმავლობაში უნდა შეფასდეს პაციენტის რკინის მარაგი და საჭიროებისას პრეპარატი უნდა მიიღონ რკინის დანამატებთან ერთად. პასუხი შეიძლება დაქვეითებული იყოს პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ალუმინით ინტოქსიკაცია ან ინფექცია. პაციენტებში, რომლებიც დიალიზზე არ იმყოფებიან, დოზის ინდივიდუალური შერჩევა კვლავ უნდა მოხდეს ანემიის სიმძიმის და ასაკის მიხედვით, თუმცა, 70-150სე/კვირაში დოზის დროს ჰემატოკრიტი 36-38%-ზე ნარჩუნდება დაახლოებით 6 თვის განმავლობაში.
(სიფრთხილის ზომები)
გაფრთხილებები
გამოიყენეთ დოზა, რომელსაც შეუძლია ჰემოგლობინის მინიმალური დონის შენარჩუნება სისხლის წითელი უჯრედების ტრანსფუზიის საჭიროების გარეშე
თუ ეპორონის მიღებისას ჰემოგლობინის დონე აჭარბებს 12გ/დლ-ს (11გ/დლ თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში) იზრდება სერიოზული კარდიოვასკულური მოვლენების სიხშირე და სიკვდილიანობის რისკი
თუ ეპორონის მიღებისას ჰემოგლობინის დონე აჭარბებს 12გ/დლ-ს თავის და კისრის შორსწასული კიბოთი დაავადებულ პაციენტებში, რომლებსაც რადიაციული თერაპია უტარდებათ, პაციენტებში, რომლებსაც ძუძუს მეტასტაზირებული კიბოს გამო ქიმიოთერაპია უტარდებათ და აქტიური მალიგნაციის მქონე პაციენტებში, რომლებსაც არ უტარდებათ ქიმიო ან რადიოთერაპია, იზრდება სიკვდილიანობის რისკი და ქვეითდება სიმსივნის პროგრესი
პაციენტებში, რომლებშიც ეპორონი გამოიყენებოდა ოპერაციამდე სისხლის წითელი უჯრედების ტრანსფუზიის შემცირებისთვის, გამოვლინდა ღრმა ვენების თრომბოზის (DVT) სიხშირის ზრდა
- უკუჩვენება
- ეპორონი®და ერითროპოეტინის სხვა აგენტები არ გამოიყენოთ პაციენტებში, რომლებსაც უვითარდებათ სუფთა წითელუჯრედოვანი აპლაზია ერითროპოეტინური აგენტების გამოყენების შემდეგ.
- პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ეპორონის ან მისი რომელიმე კომპონენტის, სხვა ერითროპოეტინური აგენტების ან დარბეპოეტინის აგენტების მიმართ.
- პაცინტებში, რომლებსაც აღენიშნებათ უკონტროლო ჰიპერტენზია
- პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა ძუძუმწოვრების უჯრედებისგან მიღებული პროდუქტების ან ადამიანის ალბუმინის მიმართ.
- გამოიყენეთ სიფრთხილით
- ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტებში (ეპორონით მკურნალობისას შეიძლება მოიმატოს სისხლის წნევამ და განვითარდეს ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია)
- პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ პრეპარატების მიმართ მომატებული მგრძნობელობა
- პაცინტებში, რომლებსაც აღენიშნებათ ალერგიული წინასწარგანწყობა
- პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მიოკარდიუმის ინფარქტი, ფილტვის ინფარქტი, ცერებრული ინფარქტი ან ანამნეზში ეს დაავადებები (აღწერილია სისხლის წებოვნების მომატება და შეიძლება განვითარდეს ან გამწვავდეს თრომბოემბოლიური მოვლენები. დამატებით სისხლის აუტოლოგური დონაციისას და პოსტ-ოპერაციულად გამოყენებისას შეიძლება გამწვავდეს სისხლის დათრომბვა. აქედან გამომდინარე, საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი).
- დღენაკლ ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ ინტრავენტრიკულური ჰემორაგია და ინტრაცერებრული ჰემორაგია (შეიძლება გამწვავდეს ცერებრული ჰემორაგია)
- პაციენტებში იშემიური ვასკულური დაავადებით
- პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აღენიშნებათ კრუნჩხვები
- ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში
- თრომბოციტოზით დაავადებულ პაციენტებში
- ღვიძლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში
- გვერდითი მოვლენები
- შოკი: იშვიათად შეიძლება აღინიშნოს შოკი და ანაფილაქტოიდური ჰიპერსენსიტიური რეაქციები (ურტიკარია, ქოშინი, ტუჩების შეშუპება, ხორხის შეშუპება და სხვ). აქედან გამომდინარე, საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების შემთხვევაში, საჭიროა შესაბამისი ზომების მიღება, როგორიცაა ეპორონის მოხსნა.
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ
- შეიძლება განვითარდეს სისხლის წნევის მომატება, თრომბოზი ვასკულური კონტაქტის მიდამოში ფისტულის ჩათვლით, იშვიათად პალპიტაცია.
- ჰიპერტენზიური ენცეფალოპათია-ცერებრული ჰემორაგია: სისხლის წნევის უეცარი მომატების გამო ზოგ შემთხვევაში აღწერილია ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია, თავის ტკივილი, ცნობიერების დაზიანება და კრუნჩხვები, რაც იწვევს ჰემორაგიას. აქედან გამომდინარე, საჭიროა სისხლის წნევის ცვლილების და ჰემატოკრიტის მონიტორინგი.
- მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებრული ინფარქტი, ფილტვის ინფარქტი: შეიძლება განვითარდეს მიოკარდიუმის ინფარქტი, ცერებრული ინფარქტი, ფილტვის ინფარქტი. აქედან გამომდინარე საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, როგორიცაა ეპორონის მოხსნა.
- კრუნჩხვები
კლინიკურ კვლევებში პაციენტების ეპორონით მკურნალობისას აღწერილია კრუნჩხვები. მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც დიალიზზე იმყოფებოდნენ, შემდგომ პერიოდთან შედარებით კრუნჩხვები უფრო ხშირი იყო (დაახლოებით 2.5%-ში) თერაპიის პირველი 90 დღის განმავლობაში. აქედან გამომდინარე, მკურნალობის პირველი 90 დღის განმავლობაში საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი სისხლის წნევაზე და ნევროლოგიურ სიმპტომებზე დაკვირვებით. ამ პერიოდში პაციენტები აგრეთვე უნდა მოერიდონ ავტომობილის მართვას და მექანიზმებთან მუშაობას. რადგან უცნობია მიზეზობრივი კავშირი კრუნჩხვებს და ჰემატოკრიტის დონის ზრდის სიხშირეს შორის, რეკომენდებულია დოზის შემცირება თუ ჰემოგლობინის დონე 4%-ით გაიზრდება 2 კვირის განმავლობაში.
- ღვიძლი: აღწერილია ერითროპოეტინის აგენტებით გამოწვეული ღვიძლის უკმარისობა AST, ALT,y-GTP, LDH, ALP და ბილირუბინის მომატებით, სიყვითლით. აქედან გამომდინარე, საჭიროა პაციენტების ინტენსიური მონიტორინგი და გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში, უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები, როგორიცაა ეპორონის მოხსნა.
- კანი და დანამატები: იშვიათად შეიძლება განვითარდეს ქავილი, კანის გამონაყარი, აკნე და სხვ.
- საჭმლის მომნელებელი სისტემა: იშვიათად შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ანორექსია და დიარეა.
- ჰემატოლოგიური
(1) იშვიათად შეიძლება განვითარდეს ლეიკოციტოზი, ეოზინოფილია და იშვიათად თრომბოციტოზი
(2) დღენაკლ ჩვილებში იშვიათად შეიძლება განვითარდეს გრანულოპენია ან რაქიტი.
(3) თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ერითროპოეტინის აგენტებით მკურნალობენ თვეების ან წლების განმავლობაში, იშვიათად აღწერილია სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია.
- სენსორული და ცენტრალური ნერვული სისტემა: შეიძლება განვითარდეს თავბრუსხვევა, მწარე გემო, თავის ტკივილი, შაკიკი, დაღლილობა, წვა, ცხელება, ალები, წვის შეგრძნება, საერთო სისუსტე, ართრალგია, მიალგია და უძილობა.
- სხვა: შეიძლება განვითარდეს თვალის ფსკერის ჰემორაგია (ბადურას არტერიის თრომბოზი, ბადურას ვენის თრომბოზი და სხვ), არანეოპლაზიური ზრდა, ცხვირიდან სისხლდენა და იშვიათად შრატში კალიუმის, BUN, კრეატინინის და შარდის მჟავას მომატება, შეშუპება, კრუნჩხვები ან ქუთუთოების შეშუპება.
- ეპორონი ზოგადად კარგად აიტანება. ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენები შეიძლება იყოს პაციენტის ძირითადი დაავადების შედეგი და არ არის აუცილებელი, რომ დაკავშირებული იყოს ეპორონის მიღებასთან.
(1) თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტები
ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, რომლებიც მოიცავდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ 300 პაციენტს ეპორონით ნამკურნალები პაციენტების 5%-ზე მეტში განვითარებული მოვლენები არის შემდეგი:
გვერდითი მოვლენები
საკვლევი ჯგუფი
(ეპორონი®)
(N=200)
საკონტროლო ჯგუფი
(N=135)
ჰიპერტენზია
თავის ტკივილი
ართრალგია
გულისრევა
შეშუპება
დაღლილობა
დიარეა
ღებინება
გულმკერდის ტკივილი
კანის რეაქციები (მიღების ადგილას)
ასთენია
თავბრუსხვევა
თრომბოზი
- 0%
- 0%
- 0%
- 5%
- 0%
- 0%
- 5%
- 0%
- 0%
- 0%
- 0%
- 0%
- 8%
- 5%
- 9%
- 9%
- 9%
- 4%
- 1%
- 9%
- 2%
- 8%
- 9%
- 9%
- 6%
- 3%
მნიშვნელოვანი გვერდითი მოვლენები, რომლებიც ვითარდებოდა თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებული პაციენტების ორმაგად-ბრმა კლინიკურ კვლევებში, არის შემდეგი:
გვერდითი მოვლენები
საკვლევი ჯგუფი (ეპორონი®)
(N=200)
საკვლევი ჯგუფი
(N=135)
კონვულსიები
CVA/TIA
MI
სიკვდილი
- 1%
- 4%
- 4%
0%
- 1%
- 6%
- 1%
- 7%
დიალიზზე მყოფი მოზრდილი პაციენტების კლინიკურ კვლევებში (567 პაციენტი) ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი მოვლენები იყო ჰიპერტენზია (0.75%), თავის ტკივილი (0.40%), ტაქიკარდია (0.3%). გულისრევა/ღებინება (0.26%), სისხლის შედედება (0.25%), სუნთქვის უკმარისობა (0.14%), ჰიპერკალიემია (0.11%), დიარეა (0.11%). სხვა აღწერილი გვერდითი მოვლენები ვითარდებოდა 0.10%-ზე ნაკლებ შემთხვევაში წელიწადში. ეპორონის მიღების შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში აღწერილი მოვლენები იყო იშვიათი, მსუბუქი და ტრანზიტორული, მოიცავდა ინექციის ადგილის ჩხვლეტას დიალიზზე მყოფ პაციენტებში და გრიპის მსგავს სიმპტომებს, როგორიცაა ართრალგია და მიალგია. ამ დროისთვის გაანალიზებულ ყველა კვლევაში ეპორონი ძირითადად კარგად აიტანებოდა მიღების მეთოდის მიუხედავად.
(2) კიბოთი დაავადებული პაციენტები
ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ 3-თვიან კვლევებში, რომლებშიც ჩართული იყო კიბოთი დაავადებული 131 პაციენტი, 10%-ზე ხშირად აღწერილი მოვლენები არის შემდეგი:
გვერდითი მოვლენები
საკვლევი ჯგუფი (ეპორონი®)
(N=63)
საკვლევი ჯგუფი
(N=68)
ცხელება
დიარეა
გულისრევა
ღებინება
შეშუპება
ასთენია
დაღლილობა
სუნთქვის უკმარისობა
პარესთეზია
ზემო რესპირატორული ტრაქტის ინფექცია
თავბრუსხვევა
ტორსის ტკივილი
29%
21%
1%
17%
17%
13%
13%
13%
11%
11%
5%
3%
19%
7%
32%
15%
16%
1%
15%
9%
6%
4%
12%
16%
მიუხედავად იმისა, რომ აღინიშნებოდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები საკვლევ და საკონტროლო ჯგუფებს შორის, საკვლევ ჯგუფში აღწერილი გვერდითი მოვლენები შეთავსებადი იყო კიბოს პროგრესირებასთან. დამატებით, კლინიკურ კვლევებში აღწერილი გვერდითი მოვლენები, რომლებშიც პაციენტები (N=72) 32 კვირის განმავლობაში იღებდნენ 92სე/კგ დოზას, შეთავსებადი იყო კიბოს პროგრესირების სიმპტომებთან. გადარჩენის სიხშირის და იმ პაციენტების რაოდენობის შედარებითი მონაცემების მიხედვით, რომლებმაც მკურნალობა შეწყვიტეს გარდაცვალების, დაავადების პროგრესირების ან გვერდითი მოვლენების გამო (საკვლევი ჯგუფი 22%, საკონტროლო ჯგუფი 13%, p=0.25), კლინიკური შედეგი მსგავსი იყო ორივე ხაზში.
ცხოველების სიმსივნეების მოდელებიდან და სოლიდური სიმსივნეების ნიმუშების ბიოფსიის შედეგად გაზომვით მიღებულმა მონაცემებმა კლინიკურ კვლევებში ეპორონის მიღების შემდეგ აჩვენა, რომ ეს მედიკამენტი არ იწვევს სიმსივნის პროლიფერაციას. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება გამოირიცხოს იმის შესაძლებლობა, რომ ეპორონმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნეების, განსაკუთრებით მიელოიდური მალიგნაციების სტიმულაცია. საკონტროლო ჯგუფთან შედარებით ეპორონი არ იწვევდა პერიფერიული სისხლის ლეიკოციტების სტიმულაციას.
- პოსტ-მარკეტინგული კვლევების შედეგად, რომელიც ჩატარდა კორეაში და მოიცავდა 2,064 სუბიექტს, გვერდითი მოვლენები აღწერილი იყო 75 პაციენტში (3.6%), ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენა იყო სისხლის წნევის მომატება (28 შემთხვევა), ქოშინი, თრომბოზი, თავის ტკივილი, შრატში კალიუმის მომატება, ქავილი, გულისრევა და სხვ. სერიოზული გვერდითი მოვლენებიდან აღწერილი იყო არტერიოვენური ნაკადის ოკლუზიის და ცერებრული ჰემორაგიის ერთი შემთხვევა. მოულოდნელი გვერდითი მოვლენებიდან აღინიშნა მსუბუქი ექსფოლიაციური დერმატიტი (მიზეზი უცნობია) და ჰემატურია.
- ზოგადი უსაფრთხოების ზომები
- ეპორონის მიღება შეზღუდულია პაციენტებში, რომლებსაც ანემია აღენიშნებათ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გამო (და კიბოთი დაავადებულ პაციენტებში; შეზღუდულია პრეპარატის ეფექტურობა), რომელიც მოქმედებს ყოველდღიურ აქტივობაზე. პაციენტებში, რომლებსაც ანემია აღენიშნებათ თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გამო, პრეპარატის მიღების მიზეზია ჰემოგლობინის 10გ/დლ-ზე ნაკლები დონე (ჰემატოკრიტის დონე 30%; კიბოთი დაავადებულ პაციენტებში შრატში ერითროპოეტინის დონე 200მ.ერთ/მლ ან ნაკლები).
- ეფექტი სიმსივნის პროგრესზე: ერითროპოეტინი არის ზრდის ფაქტორი, რომელიც ძირითადად ასტიმულირებს ერითროციტების (სისხლის წითელი უჯრედების – RBC) პროდუქციას. ერითროპოეტინის რეცეპტორები შეიძლება იყოს მრავალი სიმსივნური უჯრედის ზედაპირზე. როგორც ყველა ზრდის ფაქტორმა, ერითროპოტეინმაც შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი სიმსივნის ზრდა. სხვა ერითროპოეტინური აგენტების გამოყენებით ჩატარებულ ორ კონტროლირებულ კლინიკურ კვლევაში ერითროპოეტინის გამოყენების შედეგად პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ თავის და კისრის ან ძუძუს კიბო, აღინიშნა გარდაცვალების მოულოდნელად დიდი რაოდენობა.
- ჰემოდიალიზზე მყოფი 1,265 პაციენტის კლინიკურ კვლევაში (სამიზნე შესანარჩუნებელი ჰემატოკრიტი 42±3% ან 30±3), რომლებსაც აღენიშნებოდათ გულის დაავადებები (გულის იშემიური დაავადება ან გულის შეგუბებითი უკმარისობა), სიკვდილიანობის ზრდა აღინიშნა საკვლევ ჯგუფში, რომელშიც ჰემატოკრიტის სამიზნე დონე იყო 42% (221 გარდაცვალება 634 პაციენტიდან, სიკვდილიანობა 35%) საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, რომელშიც ჰემატოკრიტის სამიზნე დონე იყო 30% (185 გარდაცვალება 631 პაციენტიდან, სიკვდილიანობა 29%). სიკვდილიანობის გაზრდის მიზეზი უცნობია. თუმცა მიოკარდიუმის ინფარქტის (3.1% vs 2.3%), სისხლძარღვების თრომბოზის (39% vs 29%) და ყველა სხვა თრომბოზული მოვლენის (22% vs 18%) სიხშირე უფრო მაღალი იყო საკვლევ ჯგუფში, რომელშიც ჰემატოკრიტის სამიზნე დონე იყო 42%.
ეპორონის პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში პაციენტებში, რომლებსაც უტარდებოდათ კორონარული შუნტირება და არ აღენიშნებოდათ თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, 126 პაციენტიდან 7 გარდაიცვალა ეპორონის მიღებისას, პლაცებოს ჯგუფში გარდაცვალება არ დაფიქსირდა. აღწერილიდან ოთხი სიკვდილი დაკავშირებული იყო თრომბოზულ მოვლენებთან. თრომბოზის რისკის მქონე პაციენტებში ეპორონის გამოყენებისას უნდა შედარდეს ერითროპოეტინური აგენტების თერაპიული ეფექტები და რისკები.
- ეპორონის მიღებისას უნდა დადასტურდეს, რომ ანემიის მიზეზია თირკმლის ქრონიკული უკმარისობა. ეპორონი ნაჩვენები არ არის სხვა ფაქტორებით გამოწვეული ანემიის სამკურნალოდ (მაგ. სისხლის დანაკარგი, პანციტოპენია, ალუმინის ან B12 ვიტამინის აკუმულაციის მომატება ან ფოლატების დეფიციტი). რადგან ფოლიუმის მჟავას და B12 ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება შეამციროს ეპორონის ეფექტურობა, ის უნდა გამოიყენონ სიფრთხილით.
- ისეთი პასუხების წინასწარ განსაზღვრისთვის, როგორიც არის შოკი, უნდა მოხდეს საკმარისი გამოკითხვა. ამას გარდა, პირველი გამოყენებისას ან შეწვეტის შემდეგ დოზის პირველად მიღებისას, სრული დოზის მიღება სასურველია მცირე რაოდენობის ინტრავენური ინექციის შემდეგ, რათა გამოირიცხოს გვერდითი მოვლენების განვითარება.
- ეპორონით თერაპიის განმავლობაში რეგულარულად უნდა ხდებოდეს ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონის მონიტორინგი (კვირაში ერთხელ დასაწყისში და კვირაში ორჯერ შემანარჩუნებელ ფაზაში). სიფრთხილეა საჭირო ჭარბი ჰემატოპოეზის თავიდან ასაცილებლად (ჰემოგლობინის დონე 12გ/დლ, ჰემატოკრიტის დონე 36%). თუ ნაჩვენებია ჭარბი ჰემატოპოეზი, პრეპარატის მიღება უნდა შემცირდეს ან უნდა შეწყდეს.
- ეპორონის მიღების გამო შეიძლება განვითარდეს სისხლის წნევის მომატება და ჰიპერტენზიული ენცეფალოპათია. აქედან გამომდინარე, გამოყენებამდე სრულად უნდა შეფასდეს სისხლის წნევის, ჰემოგლობინის და ჰემატოკრიტის დონის ცვლილება. ჰემატოკრიტის და ჰემოგლობინის დონე უნდა გაიზარდოს თანდათან. დამატებით, რადგან ჰემატოკრიტის დონემ შეიძლება მოიმატოს მოხსნის შემდეგაც, საჭიროა მისი სრული გამოკვლევა. აქედან გამომდინარე, პაციენტებში, რომლებიც ეპორონს იღებენ, საჭიროა სისხლის წნევის ინტენსიური მონიტორინგი, განსაკუთრებით იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ან მაღალი წნევის განვითარების მაჩვენებლები.
პაციენტებში, რომლებიც ეპორონის მიღებას პასუხობენ ჰემატოკრიტის დონის სწრაფი მომატებით (მაგ. 4%-ზე მეტი 2 კვირის განმავლობაში) საჭიროა დოზის ცვლილება ან შემცირება, რადგან ჰემოგლობინის დონის სწრაფმა ზრდამ შეიძლება გაამწვავოს ჰიპერტენზია.
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც მონაწილეობდნენ ეპორონის კლინიკურ კვლევებში, აღინიშნა კრუნჩხვები. სხვა პერიოდებთან შედარებით მკურნალობის პირველი 90 დღის განმავლობაში კრუნჩხვების სიხშირე უფრო მაღალი იყო დიალიზზე მყოფ პაციენტებში (დაახოებით 2.5%). კიბოთი დაავადებული იმ პაციენტების ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, რომლებსაც უტარდებოდათ ქიმიოთერაპია საკვლევი ჯგუფის 3.2%-ში (n=2/63) და პლაცებოს ჯგუფის 2.9%-ში (n=2/68) განვითარდა კრუნჩხვები. საკვლევი ჯგუფის პაციენტების 1.6%-ში (n=1/63) კრუნჩხვები განვითარდა სისხლის წნევის და ჰემატოკრიტის დონის მატების კონტექსტში. თუმცა საკვლევი ჯგუფის ორივე პაციენტს აგრეთვე აღენიშნებოდა ცენტრალური ნერვული სისტემის თანმხლები დაავადება, რომელიც შეიძლება კრუნჩხვებთან ყოფილიყო დაკავშირებული. აქედან გამომდინარე პაციენტებში, რომლებიც ეპორონს იღებენ, საჭიროა სისხლის წნევის და ცნობილი ნევროლოგიური სიმპტომების მონიტორინგი.
- ეპორონის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპერკალიემია განსაკუთრებით თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში. აქედან გამომდინარე, მკურნალობის განმავლობაში საჭიროა შრატში კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი, საჭიროა დიეტის შესაბამისი კონტროლიც. ჰიპერკალიემიის განვითარებისას მკურნალობა უნდა შეჩერდეს კალიუმის დონის ნორმალიზებამდე.
- პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს შუნტის ოკლუზია ან რეზიდუალური სისხლი ჰემოდიალიზის სისტემაში. აქედან გამომდინარე, საჭიროა სისხლის ნაკადის სისწრაფის ინტენსიური მონიტორინგი შუნტში და ჰემოდიალიზის სისტემაში. პაციენტებს შეიძლება დაჭირდეთ შუნტის კორექცია ან ანტიკოაგულანტების მომატება.
- რკინამ შეიძლება იმოქმედოს ეპორონის ეფექტურობის ექსპრესიაზე. აქედან გამომდინარე, მკურნალობამდე და თერაპიის განმავლობაში საჭიროა პაციენტებში რკინის მარაგის შეფასება, რკინის დეფიციტის შემთხვევაში უნდა გამოიყენონ რკინის დანამატები.
- ეპორონი არის ზრდის ფაქტორი, რომელიც ძირითადად ასტიმულირებს RBC პროდუქციას. არ შეიძლება გამოირიცხოს შესაძლებლობა, რომ ეპორონმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნეების, განსაკუთრებით მიელოიდური მალიგნაციების სტიმულაცია.
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც ეპორონით ან ერითროპოეტინური აგენტებით მკურნალობენ რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში, აღწერილია სისხლის სუფთა წითელი უჯრედების აპლაზიის იშვიათი შემთხვევები. რადგან სისხლის სუფთა წითელი უჯრედების აპლაზიის შემთხვევები ძირითადად დაკავშირებული იყო კანქვეშა ინექციასთან, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით დაავადებულ პაციენტებში რეკომენდებულია ინტრავენური ინექცია. ერითროპოეტინის ანტისხეულები აღინიშნა იმ პაციენტების უმრავლესობაში, რომლებსაც განუვითარდათ სისხლის სუფთა წითელი უჯრედების აპლაზია. პაციენტებში, რომლებშიც ეპორონის ეფექტურობა უცებ დაიკარგა, უნდა შეფასდეს ამის გამომწვევი ტიპიური ფაქტორები (მაგ. რკინის, ფოლიუმის მჟავას ან B12 ვიტამინის დეფიციტი, ალუმინის ტოქსიურობა, ინფექციები ან ანთება, სისხლის დაკარგვა ან ჰემოლიზი). გამომწვევი ფაქტორის არ არსებობისას უნდა გაითვალისწინონ ძვლის ტვინის ბიოფსია. მას შემდეგ რაც დადასტურდება სისხლის სუფთა წითელი უჯრედების აპლაზიის დიაგნოზი, გამოყენება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და უნდა ჩატარდეს ანტისხეულის ტესტი. პაციენტები არ უნდა გადაიყვანონ სხვა ერითროპოეტინურ აგენტზე, რადგან ანტისხეულები შეიძლება ჯვარედინად მოქმედებდნენ. უნდა გამოირიცხოს სისხლის სუფთა წითელი უჯრედების აპლაზიის სხვა მიზეზი და უნდა დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა.
- წამალთაშორისი ურთიერთქმედება
- არ არსებობს მტკიცებულება, რომ ეპორონი ცვლის სხვა პრეპარატების მეტაბოლიზმს. თუმცა რადგან ციკლოსპორინი უკავშირდება RBC-ს, არსებობს წამალთაშორისი ურთიერთქმედების შესაძლებლობა. ციკლოსპორინთან ერთად მიღებისას საჭიროა სისხლში ციკლოსპორინის კონცენტრაციაზე დაკვირვება და დოზის ცვლილება ჰემატოკრიტის დონის ზრდის მიხედვით.
- ჰემატოპოეზურ პრეპარატებთან ერთად მიღებისას ეპორონის ეფექტი შეიძლება გაიზარდოს.
- ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთად მიღებისას შეიძლება შემცირდეს სისხლის წნევის დამაქვეითებელი ეფექტი.
- გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
- ვირთხების კვლევებში ერთი კვირის განმავლობაში ადამიანის ყოველკვირეულ დოზაზე 20-ჯერ მეტი რაოდენობის გამოყენებისას აღინიშნა შთამომავლობის წონის შემცირება, ოსიფიკაციის დაგვიანება და სიკვდილიანობის ზრდა.
- კურდღლების კვლევებში 500სე/კგ-ს მიღებისას მაკეობის 6-18 დღის პერიოდში არ განვითარდა გვერდითი ეფექტები.
- ორსულ ქალებში ეპორონის უსაფრთხოება დადგენილი არ არის. ეპორონი არ უნდა გამოიყენონ ორსულ და შვილოსნობის უნარის მქონე ქალებში. თუმცა აუცილებლობისას უნდა გამოიყენონ მხოლოდ მაშინ, თუ მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს პოტენციურ რისკს.
- რძეში გამოყოფა უცნობია. აქედან გამომდინარე, ლაქტაციის დროს გამოყენება რეკომენდებული არ არის.
- ადამიანებში ორსულობის და ლაქტაციის დროს ადექვატური და კარგად-კონტროლირებული კვლევები არ ჩატარებულა.
- გამოყენება პედიატრიაში
პედიატრული ასაკის პაციენტებში ეპორონის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის.
- გამოყენება გერიატრიაში
ზოგადად ფიზიოლოგიური ფუნქცია ხანდაზმულებში ქვეითდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებისას, როგორიცაა ჰიპერტენზია. აქედან გამომდინარე, ეპორონის გამოყენებისას დოზის და მიღების სიხშირის კორექცია უნდა მოხდეს სისხლის წნევის და ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის დონის მიხედვით.
- დოზის გადაჭარბება
ეპორონზე პასუხი შეიძლება ვარირებდეს ინდივიდუალურად. დოზის გადაჭარბებისას შეიძლება განვითარდეს ჰიპერტენზია ან პოლიციტემია. RBC მომატებისას (ჰემოგლობინის დონის ჭარბი მომატება) შეიძლება ჩატარდეს ფლებოტომია.
- გაფრთხილებები პრეპარატის გამოყენებისას
- ეპორონი არ გამოიყენოთ მედიკამენტების სხვა ხსნარებთან ერთად.
- ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში სასურველია ეპორინის დიალიზის შემდეგ გამოყენება. პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ გრიპის მსგავსი სიმპტომები, გამოიყენეთ ნელა, 5 წუთის განმავლობაში.
- არ გამოიყენოთY ინტრავენურად ნაკადად.
- ინექციამდე მედიკამენტი უნდა მიიყვანონ ოთახის ტემპარატურაზე. ამისთვის საჭიროა დაახლოებით 15-30 წუთი.
(შეფუთვა) 1, 10 ფლაკონი
(შენახვა) ჰერმეტულ კონტეინერში, მაცივარში 2-8°C.
ეპორონის გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია და შეინახეთ ის მედიკამენტთან ერთად.
არასწორი გამოყენების და დოზის გადაჭარბების თავიდან ასაცილებლად, პრეპარატის დაცვის და ხარისხის შენარჩუნებისთვის ეპორონი შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში.
გამოცემის თარიღი: 1999. 03
რევიზიის თარიღი: 2015. 01
მწარმოებელი
დონგ-ა სტ კო ლტდ
მთავარი ოფისი: 64, ჩეონჰო-კლაერო, დონგადემუნ-გუ, სეული, კორეის რესპუბლიკა
ფაბრიკა: (ნ-დონგი,სექცია 2) 493, ნონგონგ-რო, ნონგონგ-ეუპ,დალსეონგ-გუნ, დაეგუ, კორეის რესპუბლიკა.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


