პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
იმუნოსუპრესანტები

ენტივიო

ENTYVIO

რეცეპტით300მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

ენტივიო, ეს არის ფხვნილი, რომელიც რეზინის საცობის და პლასტიკური სახურავის მქონე მინის ბოთლშია მოთავსებული და თეთრი-მოთეთრო ფერის კონცენტრირებული საინფუზიო ხსნარის მისაღებად გამოიყენება. თითოეული ენტივიოს პაკეტი ერთ ფლაკონს (ბოთლს) შეიცავს. ენტივიო, მოქმედი ნივთიერების სახით ვედოლიზუმაბს შეიცავს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვედოლიზუმაბი (vedolizumab)
ფორმა და შეფუთვა
300მგ ფხვნილი საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად №1
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
იმუნოსუპრესანტები, სელექციური იმუნოსუპრესანტები
ATC კოდი
L04AA33
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0104
რეგისტრირებულია
1 აპრილი 2022, მოქმედებს 1 აპრილი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაენტივიო და სხვა წამალი ერთად

ენტივიო — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ენტივიო, ეს არის ფხვნილი, რომელიც რეზინის საცობის და პლასტიკური სახურავის მქონე მინის ბოთლშია მოთავსებული და თეთრი-მოთეთრო ფერის კონცენტრირებული საინფუზიო ხსნარის მისაღებად გამოიყენება.

თითოეული ენტივიოს პაკეტი ერთ ფლაკონს (ბოთლს) შეიცავს.

ენტივიო, მოქმედი ნივთიერების სახით ვედოლიზუმაბს შეიცავს. ვედოლიზუმაბი, მონოკლონური ანტისხეულების (Mab) სახელით ცნობილი ბიოლოგიური წამლების ჯგუფში შედის. ვედოლიზუმაბი, ადამიანის α4 β7 ინტეგრინთან დაკავშირებული ადამიანის -Ig G1 მონოკლონური ანტისხეულია და მისი წარმოება ჩინური ზაზუნას საკვერცხის (CHO) უჯრედებისგან ხდება. ვედოლიზუმაბი, წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების დროს ანთებითი პროცესის (ანთება, ჩირქოვანი ანთება) გამომწვევი სისხლის თეთრი უჯრედების ზედაპირზე არსებულ პროტეინს ბლოკავს და მოქმედების ამ ფორმით ანთებით პროცესს ამცირებს.

ენტივიო, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების და დაავადების ნიშნების სამკურნალოდ გამოიყენება:

საშუალო და მძიმე ფორმის აქტიური წყლულოვანი კოლიტი

საშუალო და მძიმე ფორმის აქტიური კრონის დაავადება

წყლულოვანი კოლიტი

წყლულოვანი კოლიტი,მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებაა. თუ, წყლულოვანი კოლიტი გაქვთ, დაავადების სამკურნალოდ თქვენ პირველ რიგში სხვა წამლები დაგენიშნებათ. თუ, ამ წამლებით მკურნალობაზე კარგი შედეგი არ მიიღება ანდა ტოლერანტობა არ გექნებათ, თქვენი ექიმი, დაავადების ნიშნების და სიმპტომების შემცირების მიზნით შეიძლება ენტივიოს დაგინიშნავთ.

კრონის დაავადება

კრონის დაავადება, საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებითი დაავადებაა. თუ, კრონის დაავადება გაქვთ, დაავადების სამკურნალოდ თქვენ პირველ რიგში სხვა წამლები დაგენიშნებათ. თუ, ამ წამლებით მკურნალობაზე კარგი შედეგი არ მიიღება ანდა ტოლერანტობა არ გექნებათ, თქვენი ექიმი, დაავადების ნიშნების და სიმპტომების შემცირების მიზნით შეიძლება ენტივიოს დაგინიშნავთ.

  • ენტივიოს გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ენტივიო, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ:

ვედოლიზუმაბის ანდა ამ წამლის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან (გამოყენების ინსტურქციის სათაურში მოცემულია ჩამონათვალი) რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ.

აქტიური მძიმე ინფექცია გაქვთ. მაგ.:ტუბერკულოზი (ჭლექი), სისხლის ინტოქსიკაცია, მძიმე გასტროენტერიტი (დიარეით მიმდინარე კუჭ-ნაწლავის ანთება), ნერვული სისტემის ინფექციები.

ენტივიო, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ,

ამ წამლის პირველი გამოყენებისას და მკურნალობის პერიოდში, ასევე დოზებს შორის პერიოდში, თუ ქვემოთ მოცემული მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, მაშივე თქვენს ექიმს ანდა ექთანს აცნობეთ:

მხედველობის შემღვრევა ანდა გაორება, მეტყველების გაძნელება, ერთ ხელსა ანდა ფეხში ძალის შემცირება, სიარულის მანერის ცვლილება ანდა წონასწორობასთან დაკავშირებული პრობლემები, მუდმივი დაბუჟება, მგრძნობელობის შემცირება ანდა მგრძნობელობის დაკარგვა, მეხსიერების დაკარგვა ანდა გონების არევა. აღნიშნული სიმპტომები პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის სახელით ცნობილი სერიოზული და სიკვდილის ალბათობის მქონე თავის ტვინის დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს.

მწვავე ინფექციის არსებობა ანდა ინფექციის არსებობის ალბათობისას, შემცივნება, კანკალი, ჯიუტი ხველა ანდა მაღალი ტემპერატურა. ზოგიერთი ინფექცია შეიძლება სერიოზული იყოს და თუ მკურნალობა არ ჩატარდება, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას.

ალერგიული რეაქციის ანდა ინფუზიის წინააღმდეგ განვითრებული სხვა რეაქცია: ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება, ქავილი, შესივება ანდა გაბრუების მსგავსი ნიშნები. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ინფუზიის დროს ანდა შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს. უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 4 - ინფუზია და ალერგიული რეაქციები.

ნებისმიერი აცრის გაკეთებისას ანდა ახლო პერიოდში აცრის გაკეთების დაგეგმვისას. ენტივიომ, შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს აცრის შედეგად ორგანიზმის მიერ გამოვლენილ რეაქციაზე.

თუ, სიმსივნე გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ამ შემთხვევაში ენტივიოს გამოყენების საკითხს ექიმის გადაწყვეტს.

თუ, თავს უფრო უკეთესად ვერ გრძნობთ, კრონის დაავადების მძიმე და აქტიური ფორმის მქონე ზოგიერთ ავადმყოფთან, ვედოლიზუმაბის ეფექტი შეიძლება 14 კვირა გაგრძელდეს.

ბიოტექნოლოგიურ პროდუქტებზე კონტროლის უზრუნველყოფისთვის, გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო და სერიის ნომერი აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს ავადმყოფის ისტორიაში.

თუ, ნატალიზუმაბის და რიტუქსიმაბის მსგავსი ბიოლოგიური პროდუქტები გამოიყენეთ ანდა ამჟამადაც იყენებთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ენტივიოს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ამ თემასთან დაკავშირებით მონაცემები არ არსებობს.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

რეკომენდირებული დოზები ქვემოთაა მოცემული:

წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების დროს ენტივიოთი მკურნალობის დოზირება ერთიდაიგივეა.

ენტივიო 300 მგ -რეკომენდირებული დოზები ქვემოთაა მოცემული (იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი):

მკურნალობა(ინფუზიის) რაოდენობა

მკურნალობა (ინფუზიის) დრო

მკურნალობის 1-ელი ეტაპი

კვირა

მკურნალობის მე-2 ეტაპი

მკურნალობის 1-ელი ეტაპიდან 2 კვირის შემდეგ

მკურნალობის მე-3 ეტაპი

მკურნალობის 1-ელი ეტაპიდან 6 კვირის შემდეგ

მკურნალობის შემდეგი ეტაპები

8 კვირაში ერთხელ

ენტივიოთი მკურნალობის თქვენთან გამოვლენილი შედეგის შესაბამისად, ექიმი შეიძლება მკურნალობის გეგემას შეცვლის.

შეყვანის გზა და მეთოდი:

ინფუზიას, ექიმი ანდა ექთანი ინტრავენურად (ვენაში), ინექციის გზით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გაგიკეთებთ.

პირველი 2 ინფუზიის დროს, ექიმი ანდა ექთანი ინფუზიის მიმდინარეობისას და ინფუზიის დასრულებიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, უფრო ახლო დაკვირვებას განახორციელებს. პირველი 2 ინფუზიის შემდეგ ყველა მომდევნო ინფუზიის დროს, ინფუზიის მიმდინარეობის და ინფუზიის დასრულებიდან მომდევნო 1 საათის განმავლობაში საჭიროა დაკვირვება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ენტივიოს, ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის ბავშვები)გამოყენებასთან დაკავშირებით მონაცემები მწირია, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

სიფრთხილის ზომები

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

ამ თემასთან დაკაშირებით მონაცემები არ არსებობს.

თუ,ფიქრობთ, რომ ენტივიოს ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ენტივიოს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

თუ, ენტივიოს მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ინფუზიისთვის დაგეგმილ ვიზიტზე მისვლა დაგავიწყდებათ ანდა გამოტოვებთ, უმოკლეს დროში სხვა ვიზიტი დაგეგმეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ენტივიოთი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმთან კონსულტაციის გარეშე ენტივიოს გამოყენება არ შეწყვიტოთ.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს ანდა ექთანს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ენტივიოს შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.

შესაძლო გვერდითი ეფექტები ინფუზიის შედეგად გამოვლენილ რეაქციებს ანდა ალერგიულ რეაქციებს (100 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს) და ინფექციებს (10 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს)მოიცავს.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ:

ხიხინი ანდა ჩასუნთქვა -ამოსუნთქვის გაძნელება

ურტიკარია

კანის ქავილი

შეშუპება

გულისრევა (ავად ყოფნის შეგრძნება)

ინფუზიის ადგილას ტკივილი

კანის სიწითლე

შემცივნება ანდა კანკალი

მაღალი ტემპერატურა ანდა გამონაყარი

ენტივიოს გამოყენების დროს შეიძლება სხვა გვერდითი ეფექტებიც გამოვლინდეს, რომლის ჩამონათვალიც ქვემოთაა მოცემული. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს აცნობეთ:

ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (10 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

გაცივება (ნაზოფარინგიტი)

სახსრების ტკივილი

თავის ტკივილი

გავრცელებული გვერდითი ეფექტები (10 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

ცხელება

გულმკერდის ღრუს ინფექცია

დაღლილობა

ხველა

სურდო (გრიპი)

ზურგის ტკივილი

ყელის ტკივილი

წიაღების ინფექცია

ქავილი/ქავილის შეგრძნება

გამონაყარი და სიწითლე

კუნთების კრუნჩხვები

ხელების და ფეხების ტკივილი

კუნთების კრუნჩხვები

კუნთების სისუსტე

ყელის ინფექცია

კუჭ-ნაწლავის ანთება

ანუსში იარა, დაზიანება

ყაბზობა

კუჭის შებერილობა

აირების გამოყოფა

მაღალი არტერიული წნევა

ჩხვლეტის ანდა დაბუჟების შეგრძნება

კუჭში მჟავიანობის შეგრძნება

გულისრევა

ბუასილი

ცხვირის გაჭედვა

ეგზემა

ღამის ოფლიანობა

აკნე (ფერისმჭამელები)

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (100 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

თმის ფესვების სიწითლე და მგრძნობელობა

ხახის და ყელის სოკოვანი ინფექცია

საშოს ინფექცია

ჰერპეს ზოსტერის ინფექცია

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (10.000 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

ფილტვების ანთება (პნევმონია)

მხედველობის დარღვევა (მხედველობის სიმახვილის დაკარგვა)

სუნთქვის გაძნელება, შეშუპება, გულისცემის გახშირება, ოფლიანობა, სისხლის არტერიული წნევის დაცემა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაკარგვის და გონების დაკარგვის გამომწვევის უეცარი, ძლიერი ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია და ანაფილაქსიური შოკი)

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ენტივიოს შენახვა

ენტივიოს ინფუზია, საავდმყოფოში ანდა კლინიკაში კეთდება, ამიტომ ავადმყოფს ენტივიოს შენახვასთან ანდა ენტივიოსთან დაკავშირებულ რაიმე სახის ჩარევასთან კავშირი არ აქვს.

ენტივიო, მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

გაუხსნელი ფლაკონი: მაცივარში შეინახეთ. (20 C -80 C ). ფლაკონი, სინათლისგან დაცვის მიზნით კოლოფის შეფუთვაში შეინახეთ.

წამლის განზავებული ხსნარი: მაშინვე გამოიყენეთ. თუ, ეს შეუძლებელია, ფლაკონში განზავებული ხსნარის მაცივარში 20 C -80 C -მდე 8 საათის განმავლობაში შენეხვა შესაძლებელია. ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარით განზავების შემდეგ, ხსნარი <250 ოთახის ტემპერატურაზე 12 საათამდე ანდა მაცივარში (20 C -80 C )24 საათამდე შეიძლება შეინახოთ. ფლაკონის და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის საინფუზიო ტომარაში ერთად გამოყენების შემთხვევაში, <250 ოთახის ტემპერატურაზე 12 საათამდე და მაცივარში (20 C -80 C )12 საათამდე, ჯამში კი 24 საათამდე შეიძლება შეინახოთ. აღნიშნული 24 საათიანი დრო მოიცავს: ფლაკონში განხავებული ხსნარის (20 C -80 C ) 8 საათამდე შენახვას და ინფუზიის ტომარაში განზავებული ხსნარის 200 C -250 C -მდე 12 საათამდე შენახვას, მაგრამ 24 საათამდე დარჩენილი დროის განმავლობაში საინფუზიო ტომარა მაცივარში (20 C -80 C ) უნდა იქნას შენახული. განზავებული ხსნარი, მითითებული ფლაკონში შენახვის ვადის და ხსნარის საინფუზიო ტომარაში შენახვის ვადის განმავლობაში (შენახვის ვადის ამოწურვამდე) ამოღებული უნდა იქნას.

არ გაყინოთ.

ინფუზის გაკეთებამდე, თუ ხსნარში ნაწილაკებს ანდა ფერის ცვლილებას შეამჩნევთ, ეს წამალი არ გამოიყენოთ.

ენტივიო, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

ფლაკონზე და კოლოფზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ენტივიო არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა, იმ თვის ბოლო დღეა.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. ტაკედა ილაჩ საღლიქ სანაი თიჯარეთ

შიშლი/სტამბული

ორსულობა და ძუძუთი კვება

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ენტივიოთი მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ენტივიოს ეფექტი ორსულ ქალებში უცნობია.

შესაბამისად, ექიმთან ერთად მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება ამ წამლის ორსულობის პერიოდში გამოყენებასთან დაკაშირებით, ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნას წამლის მოქმედებით თქვენთან მიღებული სარგებელი და ასევე თქვენთან ანდა თქვენს ბავშვთან მიღებული შესაძლო რისკები, ამ წამლის ორსულობის დროს გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

თუ, ორსულობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ, ენტივიოს გამოყენების დროს რეკომენდირებულია ორსულობისთვის თავის არიდება. მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის ბოლო ეტაპიდან სულ ცოტა 4-5 თვის განმავლობაში საჭიროა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ ანდა ძუძუთი კვებას გეგმავთ, ექიმს აცნობეთ. ენტივიო, დედის რძეში გადადის. ამ შემთვევაში, ენტივიოს მიერ ბავშვთან გამოვლენილი ეფექტის შესახებ მონაცემი არ არსებობს. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ძუძუთი კვების ბავშვისთვის სარგებელის და მკურნალობის დედისთვის მოსალოდნელი სარგებელის დეტალები, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ძუძუთი კვების გაგრძელების ანდა შეწყვეტის დ ან ენტივიოთი მკურნალობის შეჩერების ანდა გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

აღნიშნული წამალი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე მსუბუქ ზემოქმედებას ახდენს. ავადმყოფთა მცირე ჯგუფში, ენტივიოს გამოყენების დროს გამოვლინდა გაბრუება. თუ, გაბრუებას იგრძნობთ, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

ენტივიოს შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ენტივიო, სიფრთხილის განმაპირობებელ რაიმე სახის დამხმარე ნივთიერებას არ შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ენტივიო, იმუნური სისტემის დამთრგუნავ სხვა ბიოლოგიურ წამლებთან (ინფლიქსიმაბის და ადალიმუმაბის მსგავსი)ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგანაც აღნიშნულ შემთხევვაში გამოვლენილი ეფექტი უცნობია.

თუ, მანამდე ნატალიზუმაბი (კრონის დაავადების და მრავლობითი სკელროზის სამკურნალოდ გამოყენებული ბიოლოგიური წამალი) ანდა რიტუქსიმაბი (ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, არა-ჰოჩკინის ლიმფომის მსგავსი სიმსივნის განსაზღვრული ტიპები და სახსრების რევმატიული ანთების სამკურნალოდ გამოყენებლი ბიოლოგიური წამალი) გამოიყენეთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. თქვენთან ენტივიოს გამოყენების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

ენტივიოსთან ერთად ისეთი ცოცხალი აცრების გაკეთებისას, რომელიც პირის გზით (ორალურად) კეთდება, სიფრთხილეა საჭირო. აცრები, ექიმის კონტროლის ქვეშ უნდა გაკეთდეს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

შენახვის პირობები

ფლაკონში განზავებით მომზადებული ხსნარი

მაცივარში 20 C -80 C

200 C -250 C

  • 9% ნატრიუმის ქლორიდში განზავებული ხსნარში

8 საათი

არ დააყოვნოთ1

24 საათი2,3

12 საათი2

1განზავების პროცედურა მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

2ამ დროის განმავლობაში განზავებული ხსნარი მაშინვე 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში უნდა გიხსნას და მხოლოდ საინფუზიო ტომარაში შეინახოს. განზავებული ხსნარის ფლაკონში შენახვის ვადები, ხსნარის საინფუზიო ტომარაში შენახვის ვადებს უნდა გამოაკლდეს.

3ამ დროის განმავლობაში ხსნარი 200 C -250 C ტემპერატურაზე 12 საათამდე შეიძლება შენახული იქნას.

არ გაყინოთ. საინფუზიო ხსნარის ანდა განზავებული ხსნარის გამოუყენებელი ნაწილი თუ დარჩება, კვლავ გამოყენების მიზნით არ შეინახოთ.

თითოეული ფლაკონი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისა განკუთვნილი.

გამოუყენებელი პროდუქტები ანდა ნარჩენი მასალა ,,სამედიცინო ნარჩენების კონტროლირებადი მართვის’’ და ,,შეფუთვების და შეფუთვების ნარჩენების კონტროლირებადი მართვის’’ მოთხოვნების შესაბამისად უნდა განადგურდეს.

6161196

2008

კოდი:1167

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

ენტივიოR 300 მგ

ფხვნილი საინფუზიო ხსნარის კონცენტრატისთვის

სტერილური

განკუთვნილია ინტრავენური ინფუზიისთვის (ვენაში გადასმა)

მოქმედი ნივთიერება: თითოეული ფლაკონი 300 მგ ვედოლიზუმაბს შეიცავს. პრეპარატის განზავების შემდეგ თითოეული მლ 60 მგ ვედოლიზუმაბს შეიცავს.

დამხმარე ნივთიერებ(ები)ა: ლ-ჰისტიდინი, ლ-ჰისტიდინ მონოჰიდროქლორიდი, ლ-არგინინის ჰიდროქლორიდი, სუკროზა და პოლისორბატ 80.

აღნიშნული წამალი დამატებით მონიტორინგს საჭიროებს. ეს სამკუთხედი

უსაფრთხოების ახალი მონაცემების სწრაფ განსაზღვრას უზრუნველყოფს. ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მოხსენების გაკეთებით შეგიძლიათ დაგვეხმაროთ. გვერდითი ეფექტების შესახებ მოხსენების გაკეთება იხილეთ ნაწილი -4-ის ბოლო მონაკვეთი.

აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.

დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.

აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.

აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.

წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.

გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:

რა არის და რისთვის გამოიყენება ენტივიო?

ენტივიოს გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

როგორ გამოიყენება ენტივიო?

რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?

ენტივიოს შენახვა

  • რა არის და რისთვის გამოიყენება ენტივიო?

ენტივიო, ეს არის ფხვნილი, რომელიც რეზინის საცობის და პლასტიკური სახურავის მქონე მინის ბოთლშია მოთავსებული და თეთრი-მოთეთრო ფერის კონცენტრირებული საინფუზიო ხსნარის მისაღებად გამოიყენება.

თითოეული ენტივიოს პაკეტი ერთ ფლაკონს (ბოთლს) შეიცავს.

ენტივიო, მოქმედი ნივთიერების სახით ვედოლიზუმაბს შეიცავს. ვედოლიზუმაბი, მონოკლონური ანტისხეულების (Mab) სახელით ცნობილი ბიოლოგიური წამლების ჯგუფში შედის. ვედოლიზუმაბი, ადამიანის α4 β7 ინტეგრინთან დაკავშირებული ადამიანის -Ig G1 მონოკლონური ანტისხეულია და მისი წარმოება ჩინური ზაზუნას საკვერცხის (CHO) უჯრედებისგან ხდება. ვედოლიზუმაბი, წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების დროს ანთებითი პროცესის (ანთება, ჩირქოვანი ანთება) გამომწვევი სისხლის თეთრი უჯრედების ზედაპირზე არსებულ პროტეინს ბლოკავს და მოქმედების ამ ფორმით ანთებით პროცესს ამცირებს.

ენტივიო, ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების და დაავადების ნიშნების სამკურნალოდ გამოიყენება:

საშუალო და მძიმე ფორმის აქტიური წყლულოვანი კოლიტი

საშუალო და მძიმე ფორმის აქტიური კრონის დაავადება

წყლულოვანი კოლიტი

წყლულოვანი კოლიტი,მსხვილი ნაწლავის ანთებითი დაავადებაა. თუ, წყლულოვანი კოლიტი გაქვთ, დაავადების სამკურნალოდ თქვენ პირველ რიგში სხვა წამლები დაგენიშნებათ. თუ, ამ წამლებით მკურნალობაზე კარგი შედეგი არ მიიღება ანდა ტოლერანტობა არ გექნებათ, თქვენი ექიმი, დაავადების ნიშნების და სიმპტომების შემცირების მიზნით შეიძლება ენტივიოს დაგინიშნავთ.

კრონის დაავადება

კრონის დაავადება, საჭმლის მომნელებელი სისტემის ანთებითი დაავადებაა. თუ, კრონის დაავადება გაქვთ, დაავადების სამკურნალოდ თქვენ პირველ რიგში სხვა წამლები დაგენიშნებათ. თუ, ამ წამლებით მკურნალობაზე კარგი შედეგი არ მიიღება ანდა ტოლერანტობა არ გექნებათ, თქვენი ექიმი, დაავადების ნიშნების და სიმპტომების შემცირების მიზნით შეიძლება ენტივიოს დაგინიშნავთ.

  • ენტივიოს გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?

ენტივიო, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:

თუ:

ვედოლიზუმაბის ანდა ამ წამლის შემადგენლობაში არსებული დამხმარე ნივთიერებებიდან (გამოყენების ინსტურქციის სათაურში მოცემულია ჩამონათვალი) რომელიმეს მიმართ ალერგია გაქვთ.

აქტიური მძიმე ინფექცია გაქვთ. მაგ.:ტუბერკულოზი (ჭლექი), სისხლის ინტოქსიკაცია, მძიმე გასტროენტერიტი (დიარეით მიმდინარე კუჭ-ნაწლავის ანთება), ნერვული სისტემის ინფექციები.

ენტივიო, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ,

ამ წამლის პირველი გამოყენებისას და მკურნალობის პერიოდში, ასევე დოზებს შორის პერიოდში, თუ ქვემოთ მოცემული მდგომარეობებიდან რომელიმე გამოვლინდება, მაშივე თქვენს ექიმს ანდა ექთანს აცნობეთ:

მხედველობის შემღვრევა ანდა გაორება, მეტყველების გაძნელება, ერთ ხელსა ანდა ფეხში ძალის შემცირება, სიარულის მანერის ცვლილება ანდა წონასწორობასთან დაკავშირებული პრობლემები, მუდმივი დაბუჟება, მგრძნობელობის შემცირება ანდა მგრძნობელობის დაკარგვა, მეხსიერების დაკარგვა ანდა გონების არევა. აღნიშნული სიმპტომები პროგრესული მულტიფოკალური ლეიკოენცეფალოპათიის სახელით ცნობილი სერიოზული და სიკვდილის ალბათობის მქონე თავის ტვინის დაავადების ნიშანი შეიძლება იყოს.

მწვავე ინფექციის არსებობა ანდა ინფექციის არსებობის ალბათობისას, შემცივნება, კანკალი, ჯიუტი ხველა ანდა მაღალი ტემპერატურა. ზოგიერთი ინფექცია შეიძლება სერიოზული იყოს და თუ მკურნალობა არ ჩატარდება, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა შეიძლება შეიქმნას.

ალერგიული რეაქციის ანდა ინფუზიის წინააღმდეგ განვითრებული სხვა რეაქცია: ხიხინი, სუნთქვის გაძნელება, ჭინჭრის ციება, ქავილი, შესივება ანდა გაბრუების მსგავსი ნიშნები. აღნიშნული სიმპტომები შეიძლება ინფუზიის დროს ანდა შემდეგ შეიძლება გამოვლინდეს. უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 4 - ინფუზია და ალერგიული რეაქციები.

ნებისმიერი აცრის გაკეთებისას ანდა ახლო პერიოდში აცრის გაკეთების დაგეგმვისას. ენტივიომ, შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს აცრის შედეგად ორგანიზმის მიერ გამოვლენილ რეაქციაზე.

თუ, სიმსივნე გაქვთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. ამ შემთხვევაში ენტივიოს გამოყენების საკითხს ექიმის გადაწყვეტს.

თუ, თავს უფრო უკეთესად ვერ გრძნობთ, კრონის დაავადების მძიმე და აქტიური ფორმის მქონე ზოგიერთ ავადმყოფთან, ვედოლიზუმაბის ეფექტი შეიძლება 14 კვირა გაგრძელდეს.

ბიოტექნოლოგიურ პროდუქტებზე კონტროლის უზრუნველყოფისთვის, გამოყენებული პროდუქტის სავაჭრო და სერიის ნომერი აუცილებლად უნდა ჩაინიშნოს ავადმყოფის ისტორიაში.

თუ, ნატალიზუმაბის და რიტუქსიმაბის მსგავსი ბიოლოგიური პროდუქტები გამოიყენეთ ანდა ამჟამადაც იყენებთ, თქვენს ექიმს აცნობეთ.

ენტივიოს გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

ამ თემასთან დაკავშირებით მონაცემები არ არსებობს.

ორსულობა

წამლის გამოყენებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ ანდა ორსულობას გეგმავთ, ენტივიოთი მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.

ენტივიოს ეფექტი ორსულ ქალებში უცნობია.

შესაბამისად, ექიმთან ერთად მიღებული უნდა იქნას გადაწყვეტილება ამ წამლის ორსულობის პერიოდში გამოყენებასთან დაკაშირებით, ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნას წამლის მოქმედებით თქვენთან მიღებული სარგებელი და ასევე თქვენთან ანდა თქვენს ბავშვთან მიღებული შესაძლო რისკები, ამ წამლის ორსულობის დროს გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

თუ, ორსულობის პოტენციალის მქონე ქალი ხართ, ენტივიოს გამოყენების დროს რეკომენდირებულია ორსულობისთვის თავის არიდება. მკურნალობის პერიოდში და მკურნალობის ბოლო ეტაპიდან სულ ცოტა 4-5 თვის განმავლობაში საჭიროა ეფექტური ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდის გამოყენება.

თუ, მკურნალობის პერიოდში ორსულობას გამოავლენთ, კონსულტაციისთვის სასწრაფოდ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

ძუძუთი კვება-ლაქტაცია

წამლის მიღებამდე გთხოვთ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ ანდა ძუძუთი კვებას გეგმავთ, ექიმს აცნობეთ. ენტივიო, დედის რძეში გადადის. ამ შემთვევაში, ენტივიოს მიერ ბავშვთან გამოვლენილი ეფექტის შესახებ მონაცემი არ არსებობს. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნას ძუძუთი კვების ბავშვისთვის სარგებელის და მკურნალობის დედისთვის მოსალოდნელი სარგებელის დეტალები, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ძუძუთი კვების გაგრძელების ანდა შეწყვეტის დ ან ენტივიოთი მკურნალობის შეჩერების ანდა გაგრძელების საკითხთან დაკავშირებით.

ავტომობილისა და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება

აღნიშნული წამალი, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე მსუბუქ ზემოქმედებას ახდენს. ავადმყოფთა მცირე ჯგუფში, ენტივიოს გამოყენების დროს გამოვლინდა გაბრუება. თუ, გაბრუებას იგრძნობთ, ავტომობილი და მექანიზმები არ მართოთ.

ენტივიოს შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია

ენტივიო, სიფრთხილის განმაპირობებელ რაიმე სახის დამხმარე ნივთიერებას არ შეიცავს.

სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება

ენტივიო, იმუნური სისტემის დამთრგუნავ სხვა ბიოლოგიურ წამლებთან (ინფლიქსიმაბის და ადალიმუმაბის მსგავსი)ერთად არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგანაც აღნიშნულ შემთხევვაში გამოვლენილი ეფექტი უცნობია.

თუ, მანამდე ნატალიზუმაბი (კრონის დაავადების და მრავლობითი სკელროზის სამკურნალოდ გამოყენებული ბიოლოგიური წამალი) ანდა რიტუქსიმაბი (ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია, არა-ჰოჩკინის ლიმფომის მსგავსი სიმსივნის განსაზღვრული ტიპები და სახსრების რევმატიული ანთების სამკურნალოდ გამოყენებლი ბიოლოგიური წამალი) გამოიყენეთ, თქვენს ექიმს აცნობეთ. თქვენთან ენტივიოს გამოყენების საკითხს ექიმი გადაწყვეტს.

ენტივიოსთან ერთად ისეთი ცოცხალი აცრების გაკეთებისას, რომელიც პირის გზით (ორალურად) კეთდება, სიფრთხილეა საჭირო. აცრები, ექიმის კონტროლის ქვეშ უნდა გაკეთდეს.

თუ რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, აღნიშნულის შესახებ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.

  • როგორ გამოიყენება ენტივიო?

სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:

რეკომენდირებული დოზები ქვემოთაა მოცემული:

წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების დროს ენტივიოთი მკურნალობის დოზირება ერთიდაიგივეა.

ენტივიო 300 მგ -რეკომენდირებული დოზები ქვემოთაა მოცემული (იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი):

მკურნალობა(ინფუზიის) რაოდენობა

მკურნალობა (ინფუზიის) დრო

მკურნალობის 1-ელი ეტაპი

კვირა

მკურნალობის მე-2 ეტაპი

მკურნალობის 1-ელი ეტაპიდან 2 კვირის შემდეგ

მკურნალობის მე-3 ეტაპი

მკურნალობის 1-ელი ეტაპიდან 6 კვირის შემდეგ

მკურნალობის შემდეგი ეტაპები

8 კვირაში ერთხელ

ენტივიოთი მკურნალობის თქვენთან გამოვლენილი შედეგის შესაბამისად, ექიმი შეიძლება მკურნალობის გეგემას შეცვლის.

შეყვანის გზა და მეთოდი:

ინფუზიას, ექიმი ანდა ექთანი ინტრავენურად (ვენაში), ინექციის გზით დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში გაგიკეთებთ.

პირველი 2 ინფუზიის დროს, ექიმი ანდა ექთანი ინფუზიის მიმდინარეობისას და ინფუზიის დასრულებიდან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, უფრო ახლო დაკვირვებას განახორციელებს. პირველი 2 ინფუზიის შემდეგ ყველა მომდევნო ინფუზიის დროს, ინფუზიის მიმდინარეობის და ინფუზიის დასრულებიდან მომდევნო 1 საათის განმავლობაში საჭიროა დაკვირვება.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

ბავშვებში გამოყენება:

ენტივიოს, ბავშვებსა და მოზარდებში (18 წლამდე ასაკის ბავშვები)გამოყენებასთან დაკავშირებით მონაცემები მწირია, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფში გამოყენება არ არის რეკომენდირებული.

ხანდაზმულებში გამოყენება:

დოზის რეგულირებას არ საჭიროებს.

გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:

თირკმლების/ღვიძლის უკმარისობა:

ამ თემასთან დაკაშირებით მონაცემები არ არსებობს.

თუ,ფიქრობთ, რომ ენტივიოს ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.

თუ, ენტივიოს საჭიროზე მეტი დოზა მიიღეთ:

ამ თემასთან დაკაშირებით მონაცემები არ არსებობს.

თუ, ენტივიოს მიღება დაგავიწყდებათ:

თუ, ინფუზიისთვის დაგეგმილ ვიზიტზე მისვლა დაგავიწყდებათ ანდა გამოტოვებთ, უმოკლეს დროში სხვა ვიზიტი დაგეგმეთ.

დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ მიიღოთ.

მოვლენები, რომელიც ენტივიოთი მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:

ექიმთან კონსულტაციის გარეშე ენტივიოს გამოყენება არ შეწყვიტოთ.

თუ, ამ წამლის გამოყენებასთან დაკაშირებით კითხვები გაგიჩნდებათ, თქვენს ექიმს ანდა ექთანს მიმართეთ.

  • რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:

როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ენტივიოს შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე პირებში შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი ეფექტები.

შესაძლო გვერდითი ეფექტები ინფუზიის შედეგად გამოვლენილ რეაქციებს ანდა ალერგიულ რეაქციებს (100 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს) და ინფექციებს (10 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს)მოიცავს.

თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ:

ხიხინი ანდა ჩასუნთქვა -ამოსუნთქვის გაძნელება

ურტიკარია

კანის ქავილი

შეშუპება

გულისრევა (ავად ყოფნის შეგრძნება)

ინფუზიის ადგილას ტკივილი

კანის სიწითლე

შემცივნება ანდა კანკალი

მაღალი ტემპერატურა ანდა გამონაყარი

ენტივიოს გამოყენების დროს შეიძლება სხვა გვერდითი ეფექტებიც გამოვლინდეს, რომლის ჩამონათვალიც ქვემოთაა მოცემული. თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, უმოკლეს დროში თქვენს ექიმს აცნობეთ:

ძალიან გავრცელებული გვერდითი ეფექტები (10 ავადმყოფიდან >1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

გაცივება (ნაზოფარინგიტი)

სახსრების ტკივილი

თავის ტკივილი

გავრცელებული გვერდითი ეფექტები (10 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

ცხელება

გულმკერდის ღრუს ინფექცია

დაღლილობა

ხველა

სურდო (გრიპი)

ზურგის ტკივილი

ყელის ტკივილი

წიაღების ინფექცია

ქავილი/ქავილის შეგრძნება

გამონაყარი და სიწითლე

კუნთების კრუნჩხვები

ხელების და ფეხების ტკივილი

კუნთების კრუნჩხვები

კუნთების სისუსტე

ყელის ინფექცია

კუჭ-ნაწლავის ანთება

ანუსში იარა, დაზიანება

ყაბზობა

კუჭის შებერილობა

აირების გამოყოფა

მაღალი არტერიული წნევა

ჩხვლეტის ანდა დაბუჟების შეგრძნება

კუჭში მჟავიანობის შეგრძნება

გულისრევა

ბუასილი

ცხვირის გაჭედვა

ეგზემა

ღამის ოფლიანობა

აკნე (ფერისმჭამელები)

ნაკლებად გავრცელებული გვერდითი ეფექტები (100 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

თმის ფესვების სიწითლე და მგრძნობელობა

ხახის და ყელის სოკოვანი ინფექცია

საშოს ინფექცია

ჰერპეს ზოსტერის ინფექცია

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები (10.000 ავადმყოფიდან მაქსიმუმ 1 ავადმყოფთან შეიძლება გამოვლინდეს):

ფილტვების ანთება (პნევმონია)

მხედველობის დარღვევა (მხედველობის სიმახვილის დაკარგვა)

სუნთქვის გაძნელება, შეშუპება, გულისცემის გახშირება, ოფლიანობა, სისხლის არტერიული წნევის დაცემა, თავბრუსხვევა, ცნობიერების დაკარგვის და გონების დაკარგვის გამომწვევის უეცარი, ძლიერი ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქცია და ანაფილაქსიური შოკი)

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.

გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.

  • ენტივიოს შენახვა

ენტივიოს ინფუზია, საავდმყოფოში ანდა კლინიკაში კეთდება, ამიტომ ავადმყოფს ენტივიოს შენახვასთან ანდა ენტივიოსთან დაკავშირებულ რაიმე სახის ჩარევასთან კავშირი არ აქვს.

ენტივიო, მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი.

გაუხსნელი ფლაკონი: მაცივარში შეინახეთ. (20 C -80 C ). ფლაკონი, სინათლისგან დაცვის მიზნით კოლოფის შეფუთვაში შეინახეთ.

წამლის განზავებული ხსნარი: მაშინვე გამოიყენეთ. თუ, ეს შეუძლებელია, ფლაკონში განზავებული ხსნარის მაცივარში 20 C -80 C -მდე 8 საათის განმავლობაში შენეხვა შესაძლებელია. ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარით განზავების შემდეგ, ხსნარი <250 ოთახის ტემპერატურაზე 12 საათამდე ანდა მაცივარში (20 C -80 C )24 საათამდე შეიძლება შეინახოთ. ფლაკონის და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის საინფუზიო ტომარაში ერთად გამოყენების შემთხვევაში, <250 ოთახის ტემპერატურაზე 12 საათამდე და მაცივარში (20 C -80 C )12 საათამდე, ჯამში კი 24 საათამდე შეიძლება შეინახოთ. აღნიშნული 24 საათიანი დრო მოიცავს: ფლაკონში განხავებული ხსნარის (20 C -80 C ) 8 საათამდე შენახვას და ინფუზიის ტომარაში განზავებული ხსნარის 200 C -250 C -მდე 12 საათამდე შენახვას, მაგრამ 24 საათამდე დარჩენილი დროის განმავლობაში საინფუზიო ტომარა მაცივარში (20 C -80 C ) უნდა იქნას შენახული. განზავებული ხსნარი, მითითებული ფლაკონში შენახვის ვადის და ხსნარის საინფუზიო ტომარაში შენახვის ვადის განმავლობაში (შენახვის ვადის ამოწურვამდე) ამოღებული უნდა იქნას.

არ გაყინოთ.

ინფუზის გაკეთებამდე, თუ ხსნარში ნაწილაკებს ანდა ფერის ცვლილებას შეამჩნევთ, ეს წამალი არ გამოიყენოთ.

ენტივიო, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.

გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.

ფლაკონზე და კოლოფზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ენტივიო არ გამოიყენოთ. გამოყენების ბოლო ვადა, იმ თვის ბოლო დღეა.

ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.

ლიცენზიის მფლობელი:

ს.ს. ტაკედა ილაჩ საღლიქ სანაი თიჯარეთ

შიშლი/სტამბული

მწარმოებელი:

Hospira Icn . კანსასი/აშშ

აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 03.12.2019-ში დამოწმებულია.

ქვემოთ მოცემული ინფორმაცია განკუთვნილია იმ სამედიცინო პერსონალისთვის, რომელიც ენტივიოს ინფუზიას განახოციელებს

პრეპარატის მომზადება გამოყენებისთვის და ინფუზიისთვის მითითებები

ენტივიო, განზავების შემდეგ ოთახის ტემპერატურაზე უნდა იქნას შენახული. (200 C -250 C ).

ენტივიოს ინტრავენური საინფუზიო ხსნარის მომზადება ასეპტიკური წესების დაცვით უნდა მოხდეს.

ფლაკონის ხრახნიანი სახურავი უნდა მოიხსნას და სპირტიანი სალფეთქით გაიწმინდოს. ვედოლიზუმაბი, 4,8 მლ სტერილური საინექციო წყლით, 21-25 დიამეტრიანი ინჟექტორის გამოყენებით ოთახის ტემპერატურზე (200 C -250 C) მოხმარებისთვის უნდა მომზადდეს.

ნემსი, საცობის ცენტრალურ ნაწილიდან ფლაკონში გატარდება და ზედმეტი ქაფის წარმოქმნის თავიდან აცილების მიზნით, სითხის ნაკადი ფლაკონის კედლის მიმართულებით გატარდება.

ფლაკონი, სულ ცოტა 15 წამის განმავლობაში მსუბუქად უნდა შეირხას. ძლიერი შენჯღრევა ანდა თავდაყირა მოტრიალება არ შეიძლება.

პრეპარატის გამოყენებისთვის მზად ყოფნისთვის და ქაფების არსებობის შემთხვევაში- დალექვისთვის, ფლაკონი ოთახის ტემპერატურაზე (200 C -250 C) 20 წუთის განმავლობაში უნდა დაყოვნდეს. ამ დროის განმავლობაში, ფლაკონი ირგვლივი მოძრაობით დატრილდება და ხსნარის გახსნის დეტალები გადამოწმდება. თუ, 20 წუთის შემდეგ პრეპარატი სრულად არ გაიხსნება, გახსნის მიზნით 10 წუთი კიდევ დაყოვნდება.

განზავებით მიღებული ხსნარი, გამოყენებამდე გადამოწმდება ნაწილაკების არსებობის და ფერის ცვლილების მხრივ. ხსნარი, გამჭვირვალე ანდა ოპაკური, უფერო ანდა ღია ყვითელი ფერის უნდა იყოს, თვალით ხილულ ნაწილაკებს არ უნდა შეიცავდეს. თუ, განზავების შემდეგ მომზადებული ხსნარის ფერი განსხვავებულია ანდა ნაწილაკებს შეიცავს, არ უნდა იქნას გამოყენებული.

პრეპარატის გახსნის შემდეგ ფლაკონი 3-ჯერ მსუბუქად თავდაყირა უნდა ამოტრიალდეს.

21-25 დიამეტრიანი ინჟექტორის გამოყენებით, განზავებით მომზადებული 5 მლ-იანი ენტივიო (300 მგ) მაშინვე ინჟექტორში ამოიქაჩება.

განზავებით მომზადებული 5 მლ-იანი ენტივიო (300 მგ), 250 მლ სტერილურ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში დაემატება და საინფუზიო ტომარა მსუბუქად შეირხევა მასში წამლის გახსნის მიზნით. (ენტივიოს შერევამდე საინფუზიო ტომარიდან 5 მლ 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის ამოქაჩვა არ არის საჭირო). მომზადებულ საინფუზიო ხსნარს ანდა ინტრავენურ საინფუზიო ნაკრებში სხვა სამედიცინო პროდუქტები არ უნდა შეერიოს. საინფუზიო ხსნარი 30 წუთის განმავლობაში გადაისხმება.

საინფუზიო ხსნარი, განზავებით მომზადების შემდეგ უმოკლეს დროში გამოყენებული უნდა იქნას. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, ფლაკონში განზავებით მომზადებული ხსნარის სტაბილურობა და მისი გამოყენებისთის ვარგისიაონობა 20 C -80 C ტემპერატურაზე 8 საათის განმავლობაში ნარჩუნდება.

პრეპარატის, ნატრიუმის ქლორიდის 0.9% ხსნარით განზავების შემდეგ, ხსნარი <250 ოთახის ტემპერატურაზე 12 საათამდე ანდა მაცივარში (20 C -80 C )24 საათამდე შეიძლება შეინახოთ. ფლაკონის და 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარის საინფუზიო ტომარაში ერთად გამოყენების შემთხვევაში, <250 ოთახის ტემპერატურაზე 12 საათამდე და მაცივარში (20 C -80 C )12 საათამდე, ჯამში კი 24 საათამდე შეიძლება შეინახოთ.

შენახვის პირობები

ფლაკონში განზავებით მომზადებული ხსნარი

მაცივარში 20 C -80 C

200 C -250 C

  • 9% ნატრიუმის ქლორიდში განზავებული ხსნარში

8 საათი

არ დააყოვნოთ1

24 საათი2,3

12 საათი2

1განზავების პროცედურა მაქსიმუმ 30 წუთის განმავლობაში უნდა განხორციელდეს.

2ამ დროის განმავლობაში განზავებული ხსნარი მაშინვე 0.9% ნატრიუმის ქლორიდის ხსნარში უნდა გიხსნას და მხოლოდ საინფუზიო ტომარაში შეინახოს. განზავებული ხსნარის ფლაკონში შენახვის ვადები, ხსნარის საინფუზიო ტომარაში შენახვის ვადებს უნდა გამოაკლდეს.

3ამ დროის განმავლობაში ხსნარი 200 C -250 C ტემპერატურაზე 12 საათამდე შეიძლება შენახული იქნას.

არ გაყინოთ. საინფუზიო ხსნარის ანდა განზავებული ხსნარის გამოუყენებელი ნაწილი თუ დარჩება, კვლავ გამოყენების მიზნით არ შეინახოთ.

თითოეული ფლაკონი მხოლოდ ერთჯერადი გამოყენებისთვისა განკუთვნილი.

გამოუყენებელი პროდუქტები ანდა ნარჩენი მასალა ,,სამედიცინო ნარჩენების კონტროლირებადი მართვის’’ და ,,შეფუთვების და შეფუთვების ნარჩენების კონტროლირებადი მართვის’’ მოთხოვნების შესაბამისად უნდა განადგურდეს.

6161196

2008

კოდი:1167

თარჯიმანი ნაილა იდნოევი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა