პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
სტომატოლოგიური პრეპარატები

ელუდრილი Gé

Eludril Gé

ურეცეპტოდ(0,100გ + 0,5გ)ინსტრუქცია ქართულადსაფრანგეთი
ფორმა და შეფუთვა
(0,100გ + 0,5გ)/100მლ 90 მლ პირის ღრუს სავლები ხსნარი ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
მწარმოებელი
PIERRE FABRE MEDICAMENT PRODUCTION, საფრანგეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
სტომატოლოგიური პრეპარატები, ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური საშუალებები პირის ღრუს დაავადებების ადგილობრივი მკურნალობისთვის
ATC კოდი
A01AB
რეგისტრაციის ნომერი
რ-037598
რეგისტრირებულია
20 მარტი 2023, მოქმედებს 20 მარტი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებაელუდრილი Gé და სხვა წამალი ერთად

ელუდრილი Gé — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 - 15 მლ ხსნარს 2-ჯერ დღეში (რომელიც უნდა განზავდეს საზომ ჭიქაში). აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას 3-ჯერ დღეში, თუმცა მაქსიმალური დოზა შეადგენს 20 მლ-ს (რომელიც უნდა განზავდეს) 3-ჯერ დღეში.

მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას პირის ღრუს გამოსავლებად.

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების ყოველი გამოყენების წინ საჭიროა კბილების გულმოდგინედ გახეხვა და პირის ღრუს წყლით გულმოდგინედ გამოვლება.

რეკომენდებული დოზა უნდა ჩაისხას საზომ ჭიქაში.

ზედა ნიშნულამდე უნდა გაივსოს თბილი წყლით (მედიკამენტის განსაზავებლად).

შემდეგ უნდა მოხდეს გამოვლება საზომი ჭიქის შიგთავსის დამთავრებამდე.

პირის ღრუს სავლები ხსნარი არ უნდა გადაიყლაპოს. პირის ღრუში ხსნარი უნდა გაჩერდეს 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ საჭიროა მისი გადმოფურთხება ნიჟარაში და არ უნდა მოხდეს პირის ღრუს გამოვლება.

ერთჯერადდოზიანი 15 მლ ფლაკონის შიგთავსი უნდა განზავდეს ნახევარ ჭიქა წყალში და გამოივლოს პირის ღრუში.

საზომი ჭიქა უნდა გაირეცხოს და გაშრეს ყოველი გამოყენების შემდეგ. ფლაკონი და საზომი ჭიქა უნდა ინახებოდეს კოლოფში შემდგომ გამოყენებამდე, ბაშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. საზომი ჭიქა უნდა იქნას გადაგდებული ფლაკონის შიგთავსის სრულად გამოყენების შემდეგ.

ღრძილების ანთებისა და პაროდონტიტის შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 2 კვირა. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 2 კვირაზე მეტხანს, გარდა ექიმის რეკომენდაციისა.

ბავშვებში გამოყენება

განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისა და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისათვის

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების დოზის გადაჭარბებისას

პირის ღრუს სავლები ხსნარის ნორმალური პირობებით გამოყენებისას დოზის გადაჭარბება არ არის მოსალოდნელი.

ხსნარის გადაყლაპვისას შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა წვა პირში ან ყელში, ყელის ან საყლაპავის ადგილობრივი გაღიზიანება. დიდი რაოდენობით გადაყლაპვისას შეიძლება განვითარდეს საჭმლის მონელების დისკომფორტის სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა), მოძრაობის კოორდინაციის მსუბუქი დარღვევა ან ღვიძლზე ტოქსიკური გავლენა.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ტერპენის წარმოებულებს დამხმარე ნივთიერებების სახით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გულყრები ბავშვებში გადაყლაპვისას და მაღალი დოზების გამოყენებისას

საჭიროა ექიმთან, ქირურგ-სტომატოლოგთან ან ტოქსიკოლოგიის ცენტრში მიმართვა ხსნარის დიდი რაოდენობით გადაყლაპვისას.

განუზავებელ პროდუქტში სპირტის არსებობის გამო, ბავშვების მიერ სავლები ხსნარის დიდი რაოდენობით გადაყლაპვისას საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება შესაბამისი ზომების მიღებით.

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გამოყენების დავიწყებისას

დაუშვებელია ორმაგი დოზის გამოყენება დავიწყებულის სანაცვლოდ.

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გამოყენების შეწყვეტისას

არ არის მოწოდებული.

მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენებები

თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია ქლორჰექსიდინის, ქლორბუტანოლის ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, ჩამონათვალი იხ მე-6 პარაგრაფში;

6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სიფრთხილის ზომები

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გამოყენებამდე.

მედიკამენტი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის, პირის ღრუს სავლები ხსნარის სახით.

დაუშვებელია ხსნარის გადაყლაპვა.

დაუშვებელია პროდუქტის მოხვედრა თვალებში, ცხვირში ან ყურებში. კონტაქტის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ჩამობანა დიდი რაოდენობა წყლით.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ენის, კბილების, კბილის პროთეზის და ბჟენის ფერის შეცვლა. ფერის ცვლილება შექცევადია და მისი თავიდან აცილება შესაძლებელია კბილების ყოველდღე გამოხეხვით პირის ღრუს სავლების გამოყენებამდე, ან კბილის პროთეზებისათვის, ან საბჟენი მასალისათვის განკუთვნილი ხსნარის გამოყენებით.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება 5 დღეზე მეტხანს და/ან ვითარდება ცხელება, საჭიროა ექიმთან ან სტომატოლოგთან მიმართვა.

მედიკამენტი შეიცავს ქლორჰექსიდინს და ამიტომ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ზემოქმედებიდან რამდენიმე წუთში.

ეს მედიკამენტი შეიცავს ტერპენის წარმოებულებს, რომლებმაც, ჭარბი დოზებით მიღებისას და გადაყლაპვისას, შეიძლება გამოიწვიონ ბავშვებში ნევროლოგიური დარღვევები, გულყრების სახით.

ბავშვები

ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

თუ მედიკამენტი გამოიყენება 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში, მშობელი უნდა დარწმუნდეს, რომ ბავშვი არ ყლაპავს მედიკამენტს, რადგან ხსნარი შეიცავს სპირტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს მიიღოს რომელიმე სხვა მედიკამენტი.

მოქმედი ნივთიერება, ქლორჰექსიდინი, შეუთავსებელია ზოგიერთ კბილის პასტასთან.

პირის ღრუს სავლები ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას კბილების გახეხვიდან და პირის ღრუს გულმოდგინედ გამოვლებიდან მხოლოდ მცირეოდენი ინტერვალის შემდეგ. კბილის პასტისა და პირის ღრუს სავლები ხსნარის გამოყენებებს შორის დაცული უნდა იყოს მცირე ინტერვალი.

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ არის მოწოდებული.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გავლენის კვლევები არ ჩატარებულა.

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლები შეიცავს:

  • 2 გ სპირტი (ეთანოლი) 20 მლ დოზის ხსნარში, რაც ექვივალენტურია 361.6 მგ/მლ-ის. სპირტის რაოდენობა სამკურნალო პრეპარატის დოზაში ექვივალენტურია 184 მლ ლუდის ან 74 მლ ღვინის ნაკლები რაოდენობის. რადგან ეს პრეპარატი წარმოადგენს პირის ღრუს სავლებ ხსნარს და ამიტომ არ ხდება მისი გადაყლაპვა, ხსნარში არსებულმა სპირტის რაოდენობამ არ არის მოსალოდნელი, რომ გამოიწვიოს რაიმე მნიშვნელოვანი კლინიკური ეფექტი. მნიშვნელოვანია, მოხდეს ბავშვების მეთვალყურეობა, რათა მათ არ გადაყლაპონ პრეპარატი. ალკოჰოლური აბსტინენციის დროს აცილებელია სპირტის არსებობის გათვალისწინება.

1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლები ნატრიუმი ხსნარის 10-15 მლ-ში, რაც ნიშნავს, რომ ხსნარი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

დამხმარე ნივთიერება “კოშენილის წითელი A (E124)”, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალი, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ხასიათისაა და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები (სიხშირე უცნობია):

ძლიერი გამონაყარი კანზე, ქავილი, პირის, სახის და ყელის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება. ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია ამ პრეპარატის მიმართ. რომელიმე ამ ეფექტის განვითარებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ექიმთან მიმართვა;

გემოს ცვლილება ან ენაზე წვის შეგრძნება, განსაკუთრებით, მკურნალობის დასაწყისში. ეს ეფექტები თანდათან გადის მკურნალობის განმავლობაში;

ენის შეღებვა ყავისფრად, რაც არ არის საზიანო და ქრება მკურნალობის დამთავრებისთანავე;

კბილების, კბილის პროთეზის და კბილის სარესტავრაციო მასალის შეღებვა. ამის თავიდან აცილება ადვილად შესაძლებელია ყოველდღიურად კბილების გახეხვით ან სტომატოლოგთან მიმართვით;

სანერწყვე ჯირკვლების (ყურისახლო ჯირკვლების) შეშუპება, რომელიც ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ;

პირის ღრუს ეპითელიუმის აშრევება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სავლები ხსნარის განზავება 50% წყლით და ექიმთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით: წამლებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო (Agence nationale de sécurité du médicament et des produits de santé, ANSM) და ფარმაკოზედამხედველობის რეგიონული ცენტრები: www.signalement-sante.gouv.fr

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებებია:

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი -------------------------------------------------------------- 0.100 გ

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატის ხსნარის სახით ------------------------------------ 0.5 მლ

ქლორბუტანოლის ჰემიჰიდრატი --------------------------------------------------------0.5 გ

100 მლ-ში

სპირტი: 42.8% (v/v)

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, 96%-იანი ეთანოლი, ნატრიუმის დოკუტაზი, ლევომენთოლი, პიტნის ეთერზეთის სპირტხსნარი, გაწმენდილი წყალი, წითელი კოშენილი A (E124).

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების ფორმა და შეფუთვა

მედიკამენტი არის ღია ვარდისფერი პირის ღრუს სავლები ხსნარი, რომელიც მოთავსებულია 15 მლ ერთჯერადდოზიან ფლაკონში ან 90 მლ, 200 მლ ან 500 მლ ფლაკონში, რომელსაც თან ახლავს დანაყოფებიანი საზომი ჭიქა.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

PIERRE FABRE MEDICAMENT

LES CAUQUILLOUS

81500 LAVAUR

პიერ ფაბრ მედიკამენტ

ლე კოკვილუ

81500 ლავური

ვაჭრობის ლიცენზიის ოპერატორი კომპანია

PIERRE FABRE MEDICAMENT

PARC INDUSTRIEL DE LA CHARTREUSE

81100 CASTRES

პიერ ფაბრ მედიკამენტ

პარკ ინდუსტრიელ დე ლა შარტრეზე

91100 კასტრე

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 25ºC-ის ქვემოთ.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

სტომატოლოგიური პრეპარატები - პირის ღრუს ადგილობრივი სამკურნალო ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური პრეპარატები - ათქ კოდი: A01AB03

მედიკამენტი წარმოადგენს 2 ანტისეპტიკური საშუალების კომბინაციას (ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი და ქლორბუტანოლის ჰემიჰიდრატი), რომლებიც ებრძვიან კბილებზე (ბაქტერიული ნადები ან კბილის ნადები) და პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს.

ბაქტერიული ნადების განვითარების შეზღუდვით, ის ასევე ამცირებს ღრძილების ანთებას.

მედიკამენტი ასევე გამოიყენება ადგილობრივი, დამხმარე მკურნალობის სახით პირის ღრუს ინფექციების დროს და ოდონტოსტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი პერიოდის თერაპიისათვის.

ეს მდგომარეობები ვითარდება:

თუ პაციენტს აღენიშნება მდგომარეობა, რომელიც აზიანებს პირის ღრუს;

პირის ღრუს ან დენტალური ოპერაციის შემდეგ.

ეს მედიკამენტი ნაჩვენებია მოზრდილებისა და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს ან 5 დღის შემდეგ მდგომარეობა უარესდება.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გამოყენებამდე;

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

გამოყენების ინსტრუქცია: ინფორმაცია პაციენტისათვის

სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლები

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი, ქლორბუტანოლის ჰემიჰიდრატი

საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან შეიცავს პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ზუსტად ინსტრუქციის ან ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად.

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა, წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი ინფორმაციის ან რჩევის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა.

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. იხ. პარაგრაფი 4.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს ან 5 დღის შემდეგ მდგომარეობა უარესდება.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლები და მისი გამოყენება;

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გამოყენებამდე;

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გამოყენების წესი;

შესაძლო გვერდითი მოვლენები;

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების შენახვის წესი;

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია.

რას წარმოადგენს ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლები და მისი გამოყენება

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სტომატოლოგიური პრეპარატები - პირის ღრუს ადგილობრივი სამკურნალო ინფექციის საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური პრეპარატები - ათქ კოდი: A01AB03

მედიკამენტი წარმოადგენს 2 ანტისეპტიკური საშუალების კომბინაციას (ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი და ქლორბუტანოლის ჰემიჰიდრატი), რომლებიც ებრძვიან კბილებზე (ბაქტერიული ნადები ან კბილის ნადები) და პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს.

ბაქტერიული ნადების განვითარების შეზღუდვით, ის ასევე ამცირებს ღრძილების ანთებას.

მედიკამენტი ასევე გამოიყენება ადგილობრივი, დამხმარე მკურნალობის სახით პირის ღრუს ინფექციების დროს და ოდონტოსტომატოლოგიური ოპერაციის შემდგომი პერიოდის თერაპიისათვის.

ეს მდგომარეობები ვითარდება:

თუ პაციენტს აღენიშნება მდგომარეობა, რომელიც აზიანებს პირის ღრუს;

პირის ღრუს ან დენტალური ოპერაციის შემდეგ.

ეს მედიკამენტი ნაჩვენებია მოზრდილებისა და 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებისათვის.

საჭიროა ექიმთან კონსულტაცია, თუ პაციენტი თავს უკეთესად არ გრძნობს ან 5 დღის შემდეგ მდგომარეობა უარესდება.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გამოყენებამდე;

დაუშვებელია ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გამოყენება:

თუ პაციენტს აღენიშნება ალერგია ქლორჰექსიდინის, ქლორბუტანოლის ან პრეპარატის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ, ჩამონათვალი იხ მე-6 პარაგრაფში;

6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გამოყენებამდე.

მედიკამენტი განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის, პირის ღრუს სავლები ხსნარის სახით.

დაუშვებელია ხსნარის გადაყლაპვა.

დაუშვებელია პროდუქტის მოხვედრა თვალებში, ცხვირში ან ყურებში. კონტაქტის შემთხვევაში საჭიროა დაუყოვნებლივ ჩამობანა დიდი რაოდენობა წყლით.

პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება აღინიშნოს ენის, კბილების, კბილის პროთეზის და ბჟენის ფერის შეცვლა. ფერის ცვლილება შექცევადია და მისი თავიდან აცილება შესაძლებელია კბილების ყოველდღე გამოხეხვით პირის ღრუს სავლების გამოყენებამდე, ან კბილის პროთეზებისათვის, ან საბჟენი მასალისათვის განკუთვნილი ხსნარის გამოყენებით.

თუ სიმპტომები ნარჩუნდება 5 დღეზე მეტხანს და/ან ვითარდება ცხელება, საჭიროა ექიმთან ან სტომატოლოგთან მიმართვა.

მედიკამენტი შეიცავს ქლორჰექსიდინს და ამიტომ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გენერალიზებული ალერგიული რეაქციები, რომლებიც შეიძლება განვითარდეს ზემოქმედებიდან რამდენიმე წუთში.

ეს მედიკამენტი შეიცავს ტერპენის წარმოებულებს, რომლებმაც, ჭარბი დოზებით მიღებისას და გადაყლაპვისას, შეიძლება გამოიწვიონ ბავშვებში ნევროლოგიური დარღვევები, გულყრების სახით.

ბავშვები

ეს მედიკამენტი არ არის რეკომენდებული 6 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის.

თუ მედიკამენტი გამოიყენება 6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში, მშობელი უნდა დარწმუნდეს, რომ ბავშვი არ ყლაპავს მედიკამენტს, რადგან ხსნარი შეიცავს სპირტს.

სხვა მედიკამენტები და ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლები

საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია, თუ პაციენტი იღებს, უკანასკნელ პერიოდში იღებდა ან აპირებს მიიღოს რომელიმე სხვა მედიკამენტი.

მოქმედი ნივთიერება, ქლორჰექსიდინი, შეუთავსებელია ზოგიერთ კბილის პასტასთან.

პირის ღრუს სავლები ხსნარი გამოყენებულ უნდა იქნას კბილების გახეხვიდან და პირის ღრუს გულმოდგინედ გამოვლებიდან მხოლოდ მცირეოდენი ინტერვალის შემდეგ. კბილის პასტისა და პირის ღრუს სავლები ხსნარის გამოყენებებს შორის დაცული უნდა იყოს მცირე ინტერვალი.

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

არ არის მოწოდებული.

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება

ფეხმძიმობის ან ძუძუთი კვების დროს, შესაძლო ფეხმძიმობის ან მისი დაგეგმვის შემთხვევაში საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია ამ მედიკამენტის მიღებამდე.

ამ პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული ფეხმძიმობისა და ძუძუთი კვების დროს.

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვა

ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გავლენის კვლევები არ ჩატარებულა.

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლები შეიცავს:

  • 2 გ სპირტი (ეთანოლი) 20 მლ დოზის ხსნარში, რაც ექვივალენტურია 361.6 მგ/მლ-ის. სპირტის რაოდენობა სამკურნალო პრეპარატის დოზაში ექვივალენტურია 184 მლ ლუდის ან 74 მლ ღვინის ნაკლები რაოდენობის. რადგან ეს პრეპარატი წარმოადგენს პირის ღრუს სავლებ ხსნარს და ამიტომ არ ხდება მისი გადაყლაპვა, ხსნარში არსებულმა სპირტის რაოდენობამ არ არის მოსალოდნელი, რომ გამოიწვიოს რაიმე მნიშვნელოვანი კლინიკური ეფექტი. მნიშვნელოვანია, მოხდეს ბავშვების მეთვალყურეობა, რათა მათ არ გადაყლაპონ პრეპარატი. ალკოჰოლური აბსტინენციის დროს აცილებელია სპირტის არსებობის გათვალისწინება.

1 მმოლ-ზე (23 მგ) ნაკლები ნატრიუმი ხსნარის 10-15 მლ-ში, რაც ნიშნავს, რომ ხსნარი პრაქტიკულად არ შეიცავს ნატრიუმს.

დამხმარე ნივთიერება “კოშენილის წითელი A (E124)”, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების მიღების წესი

მედიკამენტის გამოყენება უნდა მოხდეს ზუსტად ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული.

რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 - 15 მლ ხსნარს 2-ჯერ დღეში (რომელიც უნდა განზავდეს საზომ ჭიქაში). აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას 3-ჯერ დღეში, თუმცა მაქსიმალური დოზა შეადგენს 20 მლ-ს (რომელიც უნდა განზავდეს) 3-ჯერ დღეში.

მედიკამენტი გამოყენებულ უნდა იქნას პირის ღრუს გამოსავლებად.

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების ყოველი გამოყენების წინ საჭიროა კბილების გულმოდგინედ გახეხვა და პირის ღრუს წყლით გულმოდგინედ გამოვლება.

რეკომენდებული დოზა უნდა ჩაისხას საზომ ჭიქაში.

ზედა ნიშნულამდე უნდა გაივსოს თბილი წყლით (მედიკამენტის განსაზავებლად).

შემდეგ უნდა მოხდეს გამოვლება საზომი ჭიქის შიგთავსის დამთავრებამდე.

პირის ღრუს სავლები ხსნარი არ უნდა გადაიყლაპოს. პირის ღრუში ხსნარი უნდა გაჩერდეს 1 წუთის განმავლობაში, შემდეგ საჭიროა მისი გადმოფურთხება ნიჟარაში და არ უნდა მოხდეს პირის ღრუს გამოვლება.

ერთჯერადდოზიანი 15 მლ ფლაკონის შიგთავსი უნდა განზავდეს ნახევარ ჭიქა წყალში და გამოივლოს პირის ღრუში.

საზომი ჭიქა უნდა გაირეცხოს და გაშრეს ყოველი გამოყენების შემდეგ. ფლაკონი და საზომი ჭიქა უნდა ინახებოდეს კოლოფში შემდგომ გამოყენებამდე, ბაშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. საზომი ჭიქა უნდა იქნას გადაგდებული ფლაკონის შიგთავსის სრულად გამოყენების შემდეგ.

ღრძილების ანთებისა და პაროდონტიტის შემთხვევაში მკურნალობა უნდა გაგრძელდეს 2 კვირა. მკურნალობა არ უნდა გაგრძელდეს 2 კვირაზე მეტხანს, გარდა ექიმის რეკომენდაციისა.

ბავშვებში გამოყენება

განკუთვნილია მხოლოდ მოზრდილებისა და 6 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებისათვის

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების დოზის გადაჭარბებისას

პირის ღრუს სავლები ხსნარის ნორმალური პირობებით გამოყენებისას დოზის გადაჭარბება არ არის მოსალოდნელი.

ხსნარის გადაყლაპვისას შეიძლება განვითარდეს ადგილობრივი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა წვა პირში ან ყელში, ყელის ან საყლაპავის ადგილობრივი გაღიზიანება. დიდი რაოდენობით გადაყლაპვისას შეიძლება განვითარდეს საჭმლის მონელების დისკომფორტის სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, მუცლის ტკივილი და დიარეა), მოძრაობის კოორდინაციის მსუბუქი დარღვევა ან ღვიძლზე ტოქსიკური გავლენა.

ეს სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ტერპენის წარმოებულებს დამხმარე ნივთიერებების სახით, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ გულყრები ბავშვებში გადაყლაპვისას და მაღალი დოზების გამოყენებისას

საჭიროა ექიმთან, ქირურგ-სტომატოლოგთან ან ტოქსიკოლოგიის ცენტრში მიმართვა ხსნარის დიდი რაოდენობით გადაყლაპვისას.

განუზავებელ პროდუქტში სპირტის არსებობის გამო, ბავშვების მიერ სავლები ხსნარის დიდი რაოდენობით გადაყლაპვისას საჭიროა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება შესაბამისი ზომების მიღებით.

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გამოყენების დავიწყებისას

დაუშვებელია ორმაგი დოზის გამოყენება დავიწყებულის სანაცვლოდ.

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გამოყენების შეწყვეტისას

არ არის მოწოდებული.

მედიკამენტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების არსებობისას საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალი, ეს მედიკამენტიც იწვევს გვერდით მოვლენებს, თუმცა არა ყველა პაციენტში.

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების გვერდითი მოვლენები ჩვეულებრივ სუსტი ხასიათისაა და ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.

შეიძლება განვითარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტები (სიხშირე უცნობია):

ძლიერი გამონაყარი კანზე, ქავილი, პირის, სახის და ყელის შეშუპება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაძნელება. ეს შეიძლება იყოს ალერგიული რეაქცია ამ პრეპარატის მიმართ. რომელიმე ამ ეფექტის განვითარებისას დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს პრეპარატის მიღება და რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ექიმთან მიმართვა;

გემოს ცვლილება ან ენაზე წვის შეგრძნება, განსაკუთრებით, მკურნალობის დასაწყისში. ეს ეფექტები თანდათან გადის მკურნალობის განმავლობაში;

ენის შეღებვა ყავისფრად, რაც არ არის საზიანო და ქრება მკურნალობის დამთავრებისთანავე;

კბილების, კბილის პროთეზის და კბილის სარესტავრაციო მასალის შეღებვა. ამის თავიდან აცილება ადვილად შესაძლებელია ყოველდღიურად კბილების გახეხვით ან სტომატოლოგთან მიმართვით;

სანერწყვე ჯირკვლების (ყურისახლო ჯირკვლების) შეშუპება, რომელიც ქრება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ;

პირის ღრუს ეპითელიუმის აშრევება. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია სავლები ხსნარის განზავება 50% წყლით და ექიმთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება

თუ განვითარდება რომელიმე გვერდითი მოვლენა, საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა. ეს მოიცავს ისეთ შესაძლო გვერდით მოვლენებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ასევე შესაძლებელია შეტყობინების ეროვნული სისტემის საშუალებით: წამლებისა და ჯანმრთელობის დაცვის პროდუქტების უსაფრთხოების ეროვნული სააგენტო (Agence nationale de sécurité du médicament et des produits de santé, ANSM) და ფარმაკოზედამხედველობის რეგიონული ცენტრები: www.signalement-sante.gouv.fr

გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინება ხელს უწყობს მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის შეგროვებას.

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება კოლოფზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ, შენახვის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

ინახება 25ºC-ის ქვემოთ.

დაუშვებელია პრეპარატის გადაგდება სახლის ნაგავში ან საკანალიზაციო წყალში. ნებისმიერი გამოუყენებელი პრეპარატის განადგურების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საჭიროა ფარმაცევტთან მიმართვა. აღნიშნული ღონისძიებები ემსახურება გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლები

აქტიური ნივთიერებებია:

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატი -------------------------------------------------------------- 0.100 გ

ქლორჰექსიდინის დიგლუკონატის ხსნარის სახით ------------------------------------ 0.5 მლ

ქლორბუტანოლის ჰემიჰიდრატი --------------------------------------------------------0.5 გ

100 მლ-ში

სპირტი: 42.8% (v/v)

დამხმარე ნივთიერებები: გლიცერინი, 96%-იანი ეთანოლი, ნატრიუმის დოკუტაზი, ლევომენთოლი, პიტნის ეთერზეთის სპირტხსნარი, გაწმენდილი წყალი, წითელი კოშენილი A (E124).

ელუდრილი 0.5 მლ/0.5 გ 100 მლ-ის მოსამზადებლად, პირის ღრუს სავლების ფორმა და შეფუთვა

მედიკამენტი არის ღია ვარდისფერი პირის ღრუს სავლები ხსნარი, რომელიც მოთავსებულია 15 მლ ერთჯერადდოზიან ფლაკონში ან 90 მლ, 200 მლ ან 500 მლ ფლაკონში, რომელსაც თან ახლავს დანაყოფებიანი საზომი ჭიქა.

ყველა შეფუთვა გასაყიდად შეიძლება არ იყოს წარმოდგენილი.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი: III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

ვაჭრობის ლიცენზიის მფლობელი

PIERRE FABRE MEDICAMENT

LES CAUQUILLOUS

81500 LAVAUR

პიერ ფაბრ მედიკამენტ

ლე კოკვილუ

81500 ლავური

ვაჭრობის ლიცენზიის ოპერატორი კომპანია

PIERRE FABRE MEDICAMENT

PARC INDUSTRIEL DE LA CHARTREUSE

81100 CASTRES

პიერ ფაბრ მედიკამენტ

პარკ ინდუსტრიელ დე ლა შარტრეზე

91100 კასტრე

მწარმოებელი

PIERRE FABRE MEDICAMENT PRODUCTION

ETABLISSEMENT PROGIPHARM

RUE DU LYCÉE

45500 GIEN

პიერ ფაბრ მედიკამენტ ფროდუქსიონ

ეტაბლისემენტ პროგიფარმ

რუ დუ ლისეე

45500, ჟიენი

სამკურნალო პროდუქტის სახელწოდება ევროპის ეკონომიკური ზონის წევრ ქვეყნებში

არ არის მოწოდებული.

ინსტრუქციის უკანასკნელად შესწორების თარიღი:

2022 წლის თებერვალი

სხვა

მედიკამენტის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ANSM-ის ვებგვერდზე (საფრნაგეთი).

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა