ელტროლეიდი ნაჩვენებია ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებთაც აღენიშნებათ პირველადი იმუნური თრომბოციტოპენია (ITP) და რომლებიც რეფრაქტერულნი არიან სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ (მაგ. კორტიკოსტეროიდები, იმუნოგლობულინები) (იხ. ნაწილი 4.2 და 5.1). …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ელტრომბოპაგი (eltrombopag)
- ფორმა და შეფუთვა
- 25მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (4X7)
- მწარმოებელი
- Synthon Hispania S.L., ესპანეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიჰემორაგიული საშუალებები, სისტემური მოქმედების ჰემოსტაზური სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- B02BX05
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-036865
- რეგისტრირებულია
- 17 ნოემბერი 2022, მოქმედებს 17 ნოემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- “AVERSI-PHARMA” LLC (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „ავერსი-ფარმა“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ელტროლეიდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ელტროლეიდი ნაჩვენებია ზრდასრული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებთაც აღენიშნებათ პირველადი იმუნური თრომბოციტოპენია (ITP) და რომლებიც რეფრაქტერულნი არიან სხვა სამკურნალო საშუალებების მიმართ (მაგ. კორტიკოსტეროიდები, იმუნოგლობულინები) (იხ. ნაწილი 4.2 და 5.1).
ელტროლეიდი ნაჩვენებია 1 წლის ასაკიდან და ზემოთ პედიატრიული პაციენტების სამკურნალოდ, რომლებთაც ახასიათებთ პირველადი იმუნური თრომბოციტოპენია (ITP), რომელიც გრძელდება დიაგნოზიდან 6 თვე ან მეტხანს და რომლებიც რეფრაქტერულნი არიან სხვა მკურნალობის მიმართ (მაგ. კორტიკოსტეროიდები, იმუნოგლობულინები) (იხ. ნაწილი 4.2 და 5.1).
ელტროლადი ნაჩვენებია ქრონიკული C ჰეპატიტის ვირუსის (HCV) ინფექციის მქონე ზრდასრულ პაციენტებში თრომბოციტოპენიის სამკურნალოდ, სადაც თრომბოციტოპენიის ხარისხი არის მთავარი ფაქტორი, რომელიც აფერხებს ინტერფერონზე დაფუძნებული თერაპიის დაწყებას ან ზღუდავს ინტერფერონზე დაფუძნებული ოპტიმალური თერაპიის შენარჩუნების უნარს (იხ. ნაწილი 4.4 და 5.1).
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეცვალოთ ელტროლეიდის მისაღები დოზა ან განრიგი, თუ ამას თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი არ გირჩევთ. ელტროლეიდის მიღებისას თქვენ იქნებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს თქვენი მდგომარეობის მკურნალობის სპეციალიზებული გამოცდილება.
რამდენი უნდა მიიღოთ
ITP-თვის
მოზრდილები და ბავშვები (6-დან 17 წლამდე) - ჩვეულებრივი საწყისი დოზა ITP-ის დროს არის ელტროლეიდის ერთი 50 მგ ტაბლეტი დღეში. თუ ხართ აღმოსავლეთ/სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობის, შეიძლება დაგჭირდეთ 25 მგ-ზე უფრო დაბალი დოზით დაწყება.
ბავშვები (1-დან 5 წლამდე) - ჩვეულებრივი საწყისი დოზა ITP-სთვის არის ერთი 25 მგ ელტროლეიდის ტაბლეტი დღეში.
C ჰეპატიტისთვის
მოზრდილები - C ჰეპატიტის დროს ჩვეულებრივი საწყისი დოზაა ელტროლეიდის ერთი 25 მგ ტაბლეტი დღეში. თუ ხართ აღმოსავლეთ/სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობის თქვენ დაიწყებთ იგივე 25 მგ დოზით.
ელტროლეიდის მოქმედების დაწყებას შეიძლება დასჭირდეს 1-დან 2 კვირამდე. ელტროლეიდზე თქვენი რეაქციიდან გამომდინარე, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დღიური დოზის შეცვლა.
როგორ მიიღება ტაბლეტები
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, ცოტაოდენი წყალის დაყოლებით.
როდის მივიღოთ
დარწმუნდი, რომ
ელტროლეიდის მიღებამდე 4 საათით ადრე
და ელტროლეიდის მიღებიდან 2 საათის შემდეგ
თქვენ არ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს:
რძის პროდუქტებს, როგორიცაა ყველი, კარაქი, იოგურტი ან ნაყინი;
რძე ან რძის კოქტეილებს, რძის, იოგურტის ან ნაღების შემცველ სასმელების;
ანტაციდებს, ერთგვარი პრეპარატები საჭმლის მონელებისთვის და გულძმარვისთვის;
ზოგიერთ მინერალურ და ვიტამინის დანამატს, მათ შორის რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ალუმინს, სელენს და თუთიას.
თუ იღებთ აღნიშნულს, პრეპარატი სათანადოდ არ შეიწოვება თქვენს ორგანიზმში.
635006286500
დამატებითი რჩევისთვის შესაფერის საკვებთან და სასმელთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ელტროლეიდი
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ შესაძლებელია, აჩვენეთ მათ შეფუთვა, ან წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. თქვენ იქნებით დაკვირვების ქვეშ გვერდითი მოვლენების ნებისმიერი ნიშანისა თუ სიმპტომის გამოსავლენად და დაუყოვნებლივ დაგენიშნებათ შესაბამის მკურნალობას.
თუ დაგავიწყდათ ელტროლეიდის მიღება
მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ელტროლეიდის ერთ დოზაზე მეტი ერთ დღეში.
თუ შეწყვეტთ ელტროლეიდის მიღებას
არ შეწყვიტოთ ელტროლეიდის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ თქვენი ექიმი გირჩევთ მკურნალობის შეწყვეტას, თრომბოციტების რაოდენობა შეგიმოწმდებათ ყოველ კვირას ოთხი კვირის განმავლობაში. აგრეთვე იხ. „სისხლდენა ან სისხლჩაქცევა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ“ მე-4 პარაგრაფში.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
თუ გაქვთ ალერგია ელტრომბოპაგის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში „რას შეიცავს ელტროლეიდი“).
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული გეხებათ.
სიფრთხილის ზომები
ელტროლეიდის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს:
თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თრომბოციტების დაბალი დონე, ისევე როგორც ღვიძლის ქრონიკული (ხანგრძლივი) დაავადება, უფრო მეტად აქვთ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის დაზიანებისა და სისხლის შედედების რისკი. თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ ამ პრეპარატის მიღების სარგებელი აღემატება რისკს, მკურნალობის დროს თქვენ იქნებით საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ.
თუ გაქვთ ვენებში ან არტერიებში სისხლის შედედების რისკი, ან იცით, რომ თრომბები ხშირია თქვენს ოჯახში.
თქვენ შეიძლება გქონდეთ სისხლის შედედების უფრო მაღალი რისკი:
როდესაც გემატებათ ასაკი;
თუ დიდხანს მოგიწიათ საწოლში ყოფნა;
თუ გაქვთ კიბო;
თუ ღებულობთ ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრაცეპტივს ან ჰორმონ-ჩანაცვლებით თერაპიას;
თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ოპერაცია ან მიიღეთ ფიზიკური დაზიანება;
თუ გაქვთ ძალიან ჭარბი წონა (მსუქანი);
თუ ხარ მწეველი;
თუ გაქვთ ღვიძლის ქრონიკული დაავადება.
თუ რომელიმე მათგანი გეხებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს მკურნალობის დაწყებამდე. არ მიიღოთ ელტროლეიდი, თუ თქვენი ექიმი არ ჩათვლის, რომ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება სისხლის შედედების რისკს.
თუ გაქვთ კატარაქტა (თვალის ბროლი დაბინდულია);
თუ გაქვთ სისხლის სხვა დაავადება, როგორიცაა მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS). თქვენი ექიმი დაგინიშნათ ანალიზებს, რათა შეამოწმოს, ხომ არ გაქვთ სისხლის ეს დაავადება, სანამ დაიწყებთ ელტროლეიდის მიღებას. თუ გაქვთ MDS და იღებთ ამ პრეპარატს, თქვენი MDS შეიძლება გაუარესდეს.
აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ.
თვალის გამოკვლევები
თქვენი ექიმი გირჩევთ შემოწმებას კატარაქტაზე. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ რეგულარული გამოკვლევა. თქვენ ასევე შეიძლება შეგამოწმონ ნებისმიერი სისხლდენის არსებობაზე ბადურაში ან მის გარშემო (თვალის უკანა ნაწილის სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედების ფენა).
დაგჭირდებათ რეგულარული კვლევები
სანამ დაიწყებთ ელტროლეიდის მიღებას, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს თქვენი სისხლის უჯრედების, მათ შორის თრომბოციტების შესამოწმებლად. ეს ანალიზები განმეორდება ინტერვალებით, სანამ მიიღებთ პრეპარატს.
სისხლის ანალიზები ღვიძლის ფუნქციისთვის
ელტრომბოპაგმა შეიძლება მოგვცეს სისხლის ანალიზის ისეთი შედეგები, რომელიც შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები - ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის, განსაკუთრებით ბილირუბინის და ალანინ/ასპარტატ ტრანსამინაზების დონის მომატება. თუ C ჰეპატიტის გამო თრომბოციტების დაბალი რაოდენობის სამკურნალოდ იღებთ ინტერფერონზე დაფუძნებულ მკურნალობას ელტროლეიდთან ერთად, ღვიძლის ზოგიერთი პრობლემა შეიძლება გაუარესდეს.
თქვენ დაგენიშნებათ სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად, სანამ დაიწყებთ ელტროლეიდის მიღებას და მისი მიღების დროს პერიოდულად. შეიძლება დაგჭირდეთ ელტროლეიდის მიღების შეწყვეტა, თუ ამ ნივთიერებების რაოდენობა ძალიან გაიზრდება, ან თუ გექნებათ ღვიძლის დაზიანების სხვა ნიშნები.
წაიკითხეთ ინფორმაცია „ღვიძლის პრობლემები“ ამ ფურცელ-ჩანართის მე-4 პარაგრაფში.
სისხლის ანალიზები თრომბოციტების რაოდენობისთვის
თუ შეწყვეტთ ელტროლეიდის მიღებას, თქვენი სისხლში თრომბოციტების რაოდენობა სავარაუდოდ კვლავ დაიკლებს რამდენიმე დღეში. თრომბოციტების რაოდენობა გაკონტროლდება და თქვენი ექიმი განიხილავს შესაბამის სიფრთხილის ზომებს თქვენთან.
სისხლში თრომბოციტების ძალიან მაღალმა რაოდენობამ შეიძლება გაზარდოს სისხლის შედედების რისკი. თუმცა, სისხლის შედედება, ასევე, შეიძლება წარმოიქმნას თრომბოციტების ნორმალური ან თუნდაც დაბალი რაოდენობისას. თქვენი ექიმი დააგიკორექტირებთ ელტროლეიდის დოზას, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენი თრომბოციტების რაოდენობა არ ძალიან არ მოიმატებს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაქვთ სისხლის შედედების რომელიმე შემდეგი ნიშანი:
შეშუპება, ტკივილი ან სისუსტე ერთ ფეხში;
უეცარი ქოშინი, განსაკუთრებით მკვეთრ ტკივილთან ერთად გულმკერდის არეში ან აჩქარებულ სუნთქვასთან ერთად;
მუცლის (კუჭის) ტკივილი, გადიდებული მუცელი, სისხლი განავალში.
სამედიცინო კვლევები ძვლის ტვინის შესამოწმებლად
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ძვლის ტვინთან დაკავშირებული პრობლემები, მედიკამენტებმა, როგორიცაა ელტროლეიდი, შეიძლება გააუარესოს პრობლემები. ძვლის ტვინის ცვლილებების ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზის პათოლოგიური შედეგების სახით. თქვენმა ექიმმა, ასევე, შეიძლება დაგინიშნოთ კვლევა, რათა პირდაპირ შეამოწმოს ძვლის ტვინი ელტროლეიდით მკურნალობის დროს.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლდენების შემოწმება
თუ იღებთ ინტერფერონზე დაფუძნებულ მკურნალობას ელტროლეიდთან ერთად, თქვენ იქნებით დაკვირვების ქვეშ კუჭში ან ნაწლავებში სისხლდენის ნებისმიერი ნიშანის გამოსავლენად ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
გულის მონიტორინგი
თქვენმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს თქვენი გულის მონიტორინგი ელტროლეიდით მკურნალობის დროს და ჩაგიტაროთ ელექტროკარდიოგრაფიის (ეკგ) ტესტი.
ხანდაზმული ადამიანები (65 წლის და მეტი)
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ელტრომბოპაგის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. საჭიროა სიფრთხილე ელტროლეიდის გამოყენებისას, თუ ხართ 65 წელზე უფროსი ასაკის.
ბავშვები და მოზარდები
ელტრომბოპაგი არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ ITP. ასევე, არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ დაბალი თრომბოციტების რაოდენობა C ჰეპატიტის ან მძიმე აპლასტიკური ანემიის გამო.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. აღნიშნული მოიცავს რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტებს და ვიტამინებს.
ზოგიერთი ყოველდღიურად მისაღები პრეპარატი ურთიერთქმედებს ელტრომბოპაგთან – მათ შორის რეცეპტით და ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები და მინერალები. აღნიშნული მოიცავს:
ანტაციდურ მედიკამენტებს საჭმლის მონელების დარღვევის, გულძმარვის ან კუჭის წყლულების სამკურნალოდ (იხ. აგრეთვე „როდის მივიღოთ“ მე-3 პარაგრაფში);
მედიკამენტებს, რომლებსაც უწოდებენ სტატინებს და გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად;
ზოგიერთ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტს, როგორიცაა ლოპინავირი და/ან რიტონავირი;
ციკლოსპორინს, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის ან იმუნური დაავადებების კონტექსტში;
მინერალებს, როგორიცაა: რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ალუმინი, სელენი და თუთია, რომლებიც შედის ვიტამინებსა და მინერალურ დანამატებში (იხ. აგრეთვე „როდის მივიღოთ“ მე-3 პარაგრაფში);
კიბოს სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა მეტოტრექსატი და ტოპოტეკანი.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე მათგანს. ზოგიერთი მათგანის მიიღება არ შეიძლება ელტროლეიდთან ერთად, ან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია, ან შეიძლება დაგჭირდეთ მათი მიღების დროის შეცვლა. თქვენი ექიმი განიხილავს პრეპარატებს, რომლებსაც იღებთ და საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ შესაბამის ჩანაცვლებას.
თუ ასევე იღებთ სისხლის შედედების საპროფილაქტიკო პრეპარატებს, მაშინ არსებობს სისხლდენის დიდი რისკი. თქვენი ექიმი ამას განიხილავს თქვენთან ერთად.
თუ თქვენ იღებთ კორტიკოსტეროიდებს, დანაზოლს და/ან აზათიოპრინს, შესაძლოა დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზის მიღება ან მათი მიღების შეწყვეტა ელტროლეიდის მიღებისას.
ელტროლეიდი საჭმელთან და სასმელთან ერთად
არ მიიღოთ ელტროლეიდი რძის შემცველ საკვებთან ან სასმელთან ერთად, რადგან რძის პროდუქტებში არსებული კალციუმი გავლენას ახდენს პრეპარატის შეწოვაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. „როდის მივიღოთ“ მე-3 პარაგრაფში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ გამოიყენოთ ელტროლეიდი თუ ხართ ორსულად და თქვენი ექიმი კონკრეტულად არ გირჩევთ მის მიღებას. ორსულობის დროს ელტრომბოპაგის ეფექტი ცნობილი არ არის.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.
ელტროლეიდის მიღებისას, ორსულობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი.
თუ დაორსულდებით ელტროლეიდით მკურნალობის დროს აცნობეთ თქვენს ექიმს.
არ შეიძლება ძუძუთი კვება ელტროლეიდის მიღებისას. უცნობია გამოიყოფა თუ არა ელტრომბოპაგი დედის რძეში. თუ ხართ მეძუძური დედა ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას, აცნობეთ თქვენს ექიმს.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ელტროლეიდს შეუძლია გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სხვა გვერდითი მოვლენები, რაც შეამცირებს სიფხიზლეს. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ პრეპარატი არ ახდენს თქვენზე ზეგავლენას.
ელტროლეიდი შეიცავს იზომალტს და ნატრიუმს
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.
სიმპტომები, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას: მიმართეთ ექიმს
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ელტრომბოპაგს ITP-ის ან C ჰეპატიტის სამკურნალოდ სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობის გამო, შეიძლება განუვუთარდეთ პოტენციურად სერიოზული გვერდითი მოვლენები.
მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ეს სიმპტომები:
სისხლის შედედების მაღალი რისკი
ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სისხლის შედედების უფრო მაღალი რისკი და პრეპარატებმა, როგორიცაა ელტროლეიდი, შეიძლება გაამოწვავოს ეს პრობლემა. თრომბის მიერ სისხლძარღვის უეცარი ბლოკირება არახშირი გვერდითი მოვლენაა და შეიძლება ზეგავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოგივლინდათ სისხლის შედედების ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა:
შეშუპება, ტკივილი, სიცხე, სიწითლე ან სისუსტე ერთ ფეხში;
უეცარი ქოშინი, განსაკუთრებით მკვეთრ ტკივილთან ერთად გულმკერდის არეში ან აჩქარებულ სუნთქვასთან ერთად;
მუცლის (კუჭის) ტკივილი, გადიდებული მუცელი, სისხლი განავალში.
ღვიძლის პრობლემები
ელტროლეიდის შეუძლია გამოიწვიოს ცვლილებები, რომლებიც ვლინდება სისხლის ანალიზში და შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები. ღვიძლის პრობლემები (სისხლის ანალიზში ნაჩვენები ფერმენტების მომატება) ხშირია და შეიძლება ზეგავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე. ღვიძლის სხვა პრობლემები არახშირია და შეიძლება ზეგავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე.
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემების რომელიმე აღნიშნული ნიშანი:
კანის ან თვალების სკლერების გაყვითლება (სიყვითლე);
უჩვეულოდ მუქი ფერის შარდი
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
სისხლდენა ან სისხლჩაქცევა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
ელტროლეიდის შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში თქვენი სისხლში თრომბოციტების რაოდენობა ჩვეულებრივ შემცირდება იმ დონემდე, რაც იყო ელტროლეიდის მიღების დაწყებამდე. თრომბოციტების დაბალმა რაოდენობამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკი. თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს თრომბოციტების რაოდენობას ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სისხლდენა ან სისხლჩაქცევა ელტროლეიდის შეწყვეტის შემდეგ.
ზოგიერთ ადამიანს აქვს სისხლდენა საჭმლის მომნელებელ სისტემაში პეგინტერფერონის, რიბავირინის და ელტრომბოპაგის მიღების შეწყვეტის შემდეგ. სიმპტომები მოიცავს:
შავი კუპრიფერი განავალი (გაუფერულებული ნაწლავური მოძრაობა არახშირი გვერდითი მოვლენაა, რომელიც შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს);
სისხლი განავალში;
სისხლიანი ღებინება ან ყავის ნალექის მსგავსი ღებინება.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი.
ელტრომბოპაგით მკურნალობასთან დაკავშირებული შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ITP-ით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)
ცხვირის, სინუსების, ყელის და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია (ზედა სასუნთქი გზების ინფექცია);
ხველა, გაციება;
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა), დიარეა;
ზურგის ტკივილი
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზით:
ღვიძლის ფერმენტების მომატება (ალანინ ამინოტრანსფერაზა (ALT)).
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
გრიპი, მარტივი ჰერპესი, პნევმონია, სინუსების გაღიზიანება და ანთება (შეშუპება), ნუშისებრი ჯირკვლების ანთება (შეშუპება) და ინფექცია, ფილტვების, სინუსების, ცხვირისა და ყელის ინფექცია, ღრძილის ქსოვილის ანთება, მარტივი ჰერპესი და დისკომფორტი ყლაპვისას;
მადის დაკარგვა;
ძილის პრობლემები, დეპრესია;
კანის მგრძნობელობის დაქვეითება, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, რომელსაც ჩვეულებრივ უწოდებენ „ჩხვლეტის შეგრძნებას“, ძილიანობა, შაკიკი;
თვალთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის თვალის პათოლოგიური ტესტი, მშრალი თვალი, თვალის ტკივილი და დაბინდული მხედველობა, მხედველობის დაქვეითება;
ყურის ტკივილი, თავბრუ (ვერტიგო);
ტკივილი, შეშუპება და სისუსტე ერთ-ერთ ფეხში (ჩვეულებრივ წვივის უკანა ნაწილი) დაზიანებულ არეში კანის სიმხურვალე (სისხლის შედედების ნიშნები ღრმა ვენაში), ლოკალიზებული შეშუპება, სისხლსავსეობა, რაც გამოწვეულია სისხლძარღვის დაზიანებით (ჰემატომა);
სურდო;
პირის ღრუს პრობლემები, მათ შორის პირის სიმშრალე, ტკივილი, მგრძნობიარე ენა, ღრძილებიდან სისხლდენა, პირის ღრუს წყლულები, კბილის ტკივილი, ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მომნელებელ სისტემის მხრივ- მეტეორიზმი;
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
კანისმიერი ცვლილებები, მათ შორის ჭარბი ოფლიანობა, გამონაყარი ქავილით, წითელი ლაქები, კანის გარეგნული ცვლილებები, თმის ცვენა;
კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, ძვლების ტკივილი;
ქაფიანი, აქაფებული ან ბუშტუკოვანი შარდი (შარდში ცილის არსებობის ნიშნები);
მძიმე მენსტრუალური პერიოდი;
მაღალი ტემპერატურა, სიცხის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტის შეგრძნება.
ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა, ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდა (ლეიკოციტოზი);
შარდმჟავას დონის მომატება, კალიუმის დონის დაქვეითება;
ღვიძლის ფერმენტების მომატება (ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (AST)), სისხლში ბილირუბინის მომატება (ღვიძლის მიერ წარმოებული ნივთიერება);
ზოგიერთი ცილის დონის მომატება, კრეატინინის დონის მომატება;
ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)
კანის ინფექცია;
სწორი ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის კიბო;
ალერგიული რეაქციები;
მადის დაკარგვა, სახსრების მტკივნეული შეშუპება, რომელიც გამოწვეულია შარდმჟავით (პოდაგრა);
ინტერესის ნაკლებობა, განწყობის ცვლილება, ტირილი, რომლის შეჩერება ძნელია ან ხდება მოულოდნელად;
წონასწორობის, მეტყველების და ნერვული ფუნქციის პრობლემები, კანკალი, დამბლა სხეულის ერთ მხარეს, შაკიკი, ნერვის დაზიანება, სისხლძარღვების გაფართოება ან შეშუპება, რაც იწვევს თავის ტკივილს;
თვალთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ცრემლდენის მომატება, თვალის ბროლის დაბინდვა (კატარაქტა), ბადურიდან სისხლდენა, თვალების სიმშრალე;
გახშირებული გულისცემა, არარეგულარული გულისცემა, კანის მოლურჯო შეფერილობა, გულის რითმის დარღვევა (QT გახანგრძლივება), რაც შეიძლება იყოს გულისა და სისხლძარღვების მხრვი დარღვევის ნიშნები, გულის ნაწილში სისხლმომარაგების შეწყვეტა;
შესაძლო ტკივილი, შეშუპება და/ან სიწითლე ვენის ირგვლივ, რაც შეიძლება იყოს ვენაში სისხლის შედედების ნიშნები, სისხლის შედედება, სიწითლე;
უეცარი ქოშინი, განსაკუთრებით მაშინ, როცა თან ახლავს მკვეთრი ტკივილი გულმკერდის არეში და/ან აჩქარებული სუნთქვა, რაც შეიძლება იყოს ფილტვებში სისხლის შედედების ნიშნები (იხ. „სისხლის შედედების მაღალი რისკი“ ზემოთ მე-4 პარაგრაფში), ფილტვის ფუნქციის დარღვევა რომელიც გამოწვეულია ფილტვის არტერიის ბლოკირებით, ცხვირის, ყელის და სინუსების პრობლემები, სუნთქვის პრობლემები ძილის დროს;
პირის ღრუს პრობლემები, მათ შორის პირის სიმშრალე ან ტკივილი, ენის ტკივილი, ღრძილებიდან სისხლდენა, დისკომფორტი პირის ღრუში, ბუშტუკები/წყლულები პირის ღრუსა და ყელში, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, მათ შორის ხშირი ნაწლავური მოძრაობა, საკვებით მოწამვლა, სისხლი განავალში, სისხლის ღებინება, რექტალური სისხლდენა, განავლის ფერის ცვლილება, მუცლის შებერილობა, ყაბზობა;
კანის გაყვითლება და/ან მუცლის ტკივილი, ღვიძლის დაზიანება, ანთებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანება (იხ. „ღვიძლის პრობლემები“ ზემოთ მე-4 პარაგრაფში), ღვიძლის დაზიანება მედიკამენტების გამო;
მტკივნეული ან პათოლოგიური კანისმიერი შეგრძნებები, კანის ცვლილებები, მათ შორის კანის გაუფერულება, აქერცვლა, სიწითლე, ქავილი და ოფლიანობა, ცივი ოფლი.
კუნთების სისუსტე;
თირკმელების პრობლემები, მათ შორის თირკმლის ანთება, ჭარბი შარდვა ღამით, თირკმლის უკმარისობა, თეთრი უჯრედები შარდში;
სიცხის შეგრძნება, შფოთვის შეგრძნება, სისხლდენა კათეტერის გარშემო (არსებობის შემთხვევაში) კანში, სიწითლე ან შეშუპება ჭრილობის ირგვლივ, ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება, უცხო სხეულის შეგრძნება;
მზის დამწვრობა.
არახშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ლაბორატორიულ ტესტებში:
სისხლის წითელი უჯრედების ფორმის ცვლილებები, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), გამოწვეული სისხლის წითელი უჯრედების გადაჭარბებული განადგურებით (ჰემოლიზური ანემია), მიელოციტების რაოდენობის გაზრდა, ნეიტროფილების ზოლის გაზრდა, სისხლის თეთრი უჯრედების განვითარება, რაც შეიძლება მიუთითებდეს გარკვეულ დაავადებაზე, თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა, ჰემოგლობინის დონის მომატება;
კალციუმის დონის დაქვეითება;
სისხლში შარდოვანას მომატება, შარდში ცილის დონის მომატება;
სისხლში ალბუმინის დონის მომატება, მთლიანი ცილის დონის მომატება, სისხლში ალბუმინის დონის დაქვეითება, შარდის pH-ის მომატება.
გამოვლინდა ელტრომბოპაგით მკურნალობასთან დაკავშირებული შემდეგი დამატებითი გვერდითი მოვლენები, ITP-ის მქონე ბავშვებში (1-დან 17 წლამდე):
თუ ეს გვერდითი მოვლენები გართულდება, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ბავშვში)
ცხვირის, სინუსების, ყელის და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, გაციება (ზედა სასუნთქი გზების ინფექცია);
ხველა;
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა), დიარეა, მუცლის ტკივილი;
მაღალი ტემპერატურა.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ბავშვში)
ძილის გაძნელება (უძილობა);
ქავილი, სურდო ან დახშული ცხვირი, ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირის გაჭედვა და ცემინება, ცხვირის და ყელის ტკივილი;
კბილის ტკივილი, პირის ღრუს პრობლემები, მათ შორის პირის სიმშრალე, პირის ტკივილი, მგრძნობიარე ენა, ღრძილებიდან სისხლდენა, წყლულები პირის ღრუში.
შემდეგი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია ელტრომბოპაგით მკურნალობასთან პეგინტერფერონთან და რიბავირინთან ერთად HCV-ის მქონე პაციენტებში:

თავის ტკივილი;
ხველა;
სისუსტე, გულისრევა, დიარეა;
ქავილი, ხელების ან ფეხების შეშუპება, უჩვეულო თმის ცვენა;
კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე;
ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, გრიპის მსგავსი დაავადება, სისუსტის შეგრძნება, შემცივნება.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია).

საშარდე სისტემის ინფექცია, ცხვირის, სინუსების, ყელის და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება, სასუნთქი გზების, ყელის და პირის ღრუს ანთება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, პირის სიმშრალე, პირის ტკივილი ან ანთება, კბილის ტკივილი, გრიპი, მარტივი ჰერპესი;
წონის დაკლება;
ძილის დარღვევა, პათოლოგიური ძილიანობა, დეპრესია, შფოთვა;
თავბრუსხვევა, ყურადღების და მეხსიერების პრობლემები, განწყობის ცვლილება, ტვინის ფუნქციის დაქვეითება ღვიძლის დაზიანების შემდგომ, ჩხვლეტა ან დაბუჟება ხელებსა ან ტერფებში;
თვალის პრობლემები, მათ შორის თვალის ბროლის დაბინდვა (კატარაქტა), თვალის სიმშრალე, მცირე ზომის ყვითელი დეპოზიტები ბადურაში, თვალის სკლერების გაყვითლება, ბადურიდან სისხლდენა;
თვბრუ (ვერტიგო);
სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (პალპიტაცია);
ქოშინი, ხველა, რომელიც იწვევს ნახველს, სურდო, ყელის ტკივილი და დისკომფორტი ყლაპვისას;
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, მათ შორის ღებინება, კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, გემოვნების დარღვევები, კუჭის ტკივილი/დისკომფორტი, სისხლძარღვების შეშუპება და სისხლდენა საყლაპავში (საყლაპავის მილში), კბილის ტკივილი;
ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ღვიძლის სიმსივნე, თვალების სკლერების ან კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის დაზიანება მედიკამენტებით (იხ. „ღვიძლის პრობლემები“ მე-4 პარაგრაფში);
კანისმიერი ცვლილებები, მათ შორის გამონაყარი, კანის სიმშრალე, ეგზემა, კანის სიწითლე, ქავილი, ჭარბი ოფლიანობა, კანზე უჩვეულო წარმონაქმნები, თმის ცვენა;
სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ძვლების ტკივილი, ტკივილი კიდურებში (მკლავები, ფეხები, ხელები ან ტერფები), კუნთების სპაზმი;
გაღიზიანებადობა, ზოგადად უსიამოვნო შეგრძნება, კანისმიერი რეაქცია, როგორიცაა სიწითლე ან შეშუპება და ტკივილი ინექციის ადგილზე, ტკივილი და დისკომფორტი გულმკერდის არეში, სითხის დაგროვება სხეულში ან კიდურებში, რაც იწვევს შეშუპებას;
დეპრესია, შფოთვა, ძილის პრობლემები, ნერვიულობა;
ცხელება, თავის ტკივილი.

სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მომატება, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება, სისხლში ალბუმინის დონის დაქვეითება, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (ღვიძლის მიერ წარმოებული ნივთიერება), ფერმენტების ცვლილებები, რომლებიც აკონტროლებენ სისხლის შედედებას.

კუჭ-ნაწვალის ტრაქტის ანთება(გასტროენტერიტი), ყელის ტკივილი;
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია) გამოწვეული სისხლის წითელი უჯრედების გადაჭარბებული დაშლით (ჰემოლიზური ანემია);
დაბნეულობა,
პირის ღრუს ბუშტუკები/წყლულები, კუჭის ანთება;
სისხლის შედედება ღვიძლის ვენაში (ღვიძლის და/ან საჭმლის მომნელებელი სისტემის შესაძლო დაზიანება), ღვიძლის უკმარისობა;
კანისმიერი ცვლილებები, მათ შორის ფერის ცვლილება, აქერცვლა, სიწითლე, ქავილი, დაზიანება და ღამის ოფლიანობა;
სისხლის პათოლოგიური შედედება მცირე სისხლძარღვებში თირკმლის უკმარისობით, მტკივნეული შარდვა;
გამონაყარი, სისხლჩაქცევები ინექციის ადგილზე, დისკომფორტი გულმკერდის არეში;
გულის რითმის დარღვევა (QT გახანგრძლივება).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია V დანართში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
ჭარბი დოზა
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, თრომბოციტების რაოდენობა შეიძლება ზედმეტად გაიზარდოს და გამოიწვიოს თრომბოზული/თრომბოემბოლიური გართულებები. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ლითონის კათიონის შემცველი პრეპარატის პერორალური მიღება, როგორიცაა კალციუმის, ალუმინის ან მაგნიუმის პრეპარატები, ელტრომბოპაგის ქელატაციის მოხდენის მიზნით და ამგვარად შეწოვის შეზღუდვის მისაღწევად. თრომბოციტების რაოდენობა უნდა იყოს მკაცრად გაკონტროლებული. ელტრომბოპაგით მკურნალობა ხელახლა უნდა დაიწყოს დოზირებისა და მიღების რეკომენდაციების შესაბამისად (იხ. ნაწილი 4.2).
კლინიკურ კვლევებში მოხსენებული იყო დოზის გადაჭარბების ერთი შემთხვევა, როდესაც პაციენტმა მიიღო 5000 მგ ელტრომბოპაგი. მოხსენებული გვერდითი რეაქციები მოიცავდა მსუბუქ გამონაყარს, გარდამავალ ბრადიკარდიას, ALT და AST მატებას და დაღლილობას. ღვიძლის ფერმენტები, რომლებიც იზომება მიღებიდან მე-2 და მე-18 დღეებს შორის, პიკს აღწევს 1.6-ჯერ ULN-ზე AST-ში, 3.9-ჯერ ULN-ზე ALT-ში და 2.4-ჯერ ULN-ზე მთლიან ბილირუბინში. თრომბოციტების რაოდენობა იყო 672,000/μl გესტაციის შემდეგ 18 დღეს და თრომბოციტების მაქსიმალური რაოდენობა იყო 929,000/μl. ყველა მოვლენა ალაგდა მკურნალობის შემდგომ შედეგების გარეშე. იმის გამო, რომ ელტრომბოპაგი მნიშვნელოვნად არ გამოიყოფა თირკმელებით და მაღალ კავშირშია პლაზმის ცილებთან, არ არის მოსალოდნელი, რომ ჰემოდიალიზი იყოს ეფექტური მეთოდი ელტრომბოპაგის ელიმინაციის გასაძლიერებლად.
შემადგენლობა
რა რას წარმოადგენს ელტროლეიდი და რისთვის გამოიყენება
ელტროლეიდი შეიცავს ელტრომბოპაგს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება თრომბოპოეტინის რეცეპტორების აგონისტები. იგი გამოიყენება სისხლში თრომბოციტების რაოდენობის გაზრდის მიზნით. თრომბოციტები არის სისხლის უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლდენის შემცირებას ან თავიდან აცილებას.
ელტროლეიდი გამოიყენება სისხლდენის დარღვევის სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება იმუნური (პირველადი) თრომბოციტოპენია (ITP) 1 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებმაც უკვე მიიღეს სხვა მედიკამენტები (კორტიკოსტეროიდები ან იმუნოგლობულინები) უშედეგოდ.
ITP გამოწვეულია სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობით (თრომბოციტოპენია). ITP-ის მქონე ადამიანებს აქვთ სისხლდენის გაზრდილი რისკი. ITP-ით დაავადებულმა პაციენტებმა შეიძლება შეამჩნიონ სიმპტომები, მათ შორის პეტექია (წერტილოვანი ბრტყელი მრგვალი წითელი ლაქები კანქვეშ), სისხლჩაქცევები, ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებდან სისხლდენა და სისხლდენის გაკონტროლების გართულება, გაჭრის ან დაშავების შემთხვევაში.
ელტროლეიდი, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას თრომბოციტების დაბალი რაოდენობის (თრომბოციტოპენია) სამკურნალოდ C ჰეპატიტის ვირუსული (HCV) ინფექციების მქონე მოზრდილებში, თუ მათ ჰქონდათ პრობლემა გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით ინტერფერონით მკურნალობის დროს. C ჰეპატიტის მქონე ბევრ ადამიანს აქვს თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, არა მხოლოდ დაავადების შედეგად, არამედ ზოგიერთი ანტივირუსული მედიკამენტის გამო, რომლებიც გამოიყენება მის სამკურნალოდ. ელტროლეიდის მიღებამ შესაძლოა გაგიადვილოთ ანტივირუსული მედიკამენტების სრული კურსის (პეგინტერფერონი და რიბავირინი) დასრულება.
შენახვის პირობები
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიჰემორაგიული, სხვა სისტემური ჰემოსტატიკური საშუალებები.
ათქ კოდი: B02BX 05.
მოქმედების მექანიზმი TPO არის მთავარი ციტოკინი, რომელიც მონაწილეობს მეგაკარიოპოეზისა და თრომბოციტების წარმოების რეგულაციაში და არის TPO-R-ის ენდოგენური ლიგანდი. ელტრომბოპაგი ურთიერთქმედებს ადამიანის TPO-R ტრანსმემბრანულ დომენთან და იწყებს სასიგნალო კასკადებს, რომლებიც ენდოგენური თრომბოპოეტინის (TPO) მსგავსია, მაგრამ არა იდენტური, რაც იწვევს ძვლის ტვინის პროგენიტორული უჯრედებისგან პროლიფერაციას და დიფერენციაციას.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
იმუნური (პირველადი) თრომბოციტოპენიის (ITP) კვლევები
ფაზა III ორმა, რანდომიზებულმა, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებადმა კვლევამ RAISE (TRA102537) და TRA100773B და ორი ღია ეტიკეტირების კვლევამ REPEAT (TRA108057) და EXTEND (TRA105325) შეაფასა ელტრომბოპაგის უსაფრთხოება და ეფექტურობა ადრე ნამკურნალებ ITP პაციენტებში. საერთო ჯამში, ელტრომბოპაგი ჩაუტარდა 277 ITP პაციენტს მინიმუმ 6 თვის განმავლობაში და 202 პაციენტს მინიმუმ 1 წლის განმავლობაში. მეორე ფაზის კვლევამ TAPER (CETB115J2411) შეაფასა ელტრომბოპაგის უსაფრთხოება და ეფექტურობა და მისი უნარი გამოიწვიოს მდგრადი პასუხი მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 105 ზრდასრულ ITP პაციენტში, რომლებმაც განიცადეს რეციდივი ან არ აღენიშნათ პასუხი პირველი რიგის კორტიკოსტეროიდულ მკურნალობაზე.
ორმაგად ბრმა პლაცებოზე კონტროლირებადი კვლევები
RAISE: 197 ITP პაციენტი იყო რანდომიზირებული 2:1, ელტრომბოპაგი (n=135) პლაცებოზე (n=62) და რანდომიზაცია იყო სტრატიფიცირებული სპლენექტომიის სტატუსის, ITP სამკურნალო პროდუქტების გამოყენების საწყის და საწყის თრომბოციტების რაოდენობაზე დაყრდნობით. ელტრომბოპაგის დოზა კორექტირებული იყო 6-თვიანი მკურნალობის პერიოდში თრომბოციტების ინდივიდუალური რაოდენობის მიხედვით. ყველა პაციენტმა დაიწყო მკურნალობა ელტრომბოპაგით 50 მგ. 29 დღიდან მკურნალობის დასრულებამდე, ელტრომბოპაგით ნამკურნალები პაციენტების 15-დან 28%-მდე შენარჩუნებული იყო ≤ 25 მგ-ზე და 29-დან 53%-მდე მიიღო 75 მგ.
გარდა ამისა, პაციენტებს შეეძლოთ შეამცირონ თანმხლები ITP სამკურნალო საშუალებები და მიიღონ სამაშველო მკურნალობა, როგორც ამას მიუთითებს ადგილობრივი მოვლის სტანდარტები. ყველა პაციენტის ნახევარზე მეტს თითოეულ სამკურნალო ჯგუფში მიღებული ჰქონდა ≥ 3 ადრე ITP თერაპია და 36%-ს ჰქონდა წინა სპლენექტომია.
თრომბოციტების საშუალო რაოდენობა საწყის ეტაპზე იყო 16,000/μl ორივე სამკურნალო ჯგუფისთვის და ელტრომბოპაგის ჯგუფში შენარჩუნებული იყო 50,000/μl ზემოთ ყველა თერაპიის ვიზიტზე, დაწყებული 15 დღიდან; ამის საპირისპიროდ, პლაცებოს ჯგუფში თრომბოციტების მედიანური რაოდენობა დარჩა <30,000/μl კვლევის განმავლობაში. თრომბოციტების რაოდენობის პასუხი 50,000 და 400,000/μl შორის გადაუდებელი მკურნალობის გარეშე მიღწეული იყო მნიშვნელოვნად მეტ პაციენტში ელტრომბოპაგით ნამკურნალევ ჯგუფში მკურნალობის 6 თვის განმავლობაში, p <0.001. ელტრომბოპაგით ნამკურნალები პაციენტების 54%-მა და პლაცებოთი ნამკურნალევი პაციენტების 13%-მა მიაღწია პასუხის ამ დონეს მკურნალობიდან 6 კვირის შემდეგ. თრომბოციტების მსგავსი პასუხი შენარჩუნებული იყო მთელი კვლევის განმავლობაში, ხოლო პაციენტების 52% და 16% აღინიშნა პასუხი 6-თვიანი მკურნალობის პერიოდის ბოლოს.
ცხრილი 4 მეორადი ეფექტურობის შედეგები RAISE-დან
ელტრომბოპაგი N=135
პლაცებო
N=62
ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილები
კუმულაციური კვირების რაოდენობა თრომბოციტების დათვლით ≥ 50,000-400,000/μl, საშუალო (SD)
- 3 (9.46)
- 4 (5.95)
პაციენტები ≥ 75% შეფასების სამიზნე დიაპაზონში (50,000-დან 400,000/μl), n (%)
p-მნიშვნელობაa
51 (38)
4 (7)
<0.001
სისხლდენის მქონე პაციენტები (WHO 1-4 ხარისხი) ნებისმიერ დროს 6 თვის განმავლობაში, n (%)
p-მნიშვნელობაa
106 (79)
56 (93)
- 012
სისხლდენის მქონე პაციენტები (WHO 2-4 ხარისხი) ნებისმიერ დროს 6 თვის განმავლობაში, n (%)
p-მნიშვნელობაa
44 (33)
32 (53)
- 002
საჭიროებს გადაუდებელ სასწრაფო თერაპიას, n (%)
p-მნიშვნელობაa
24 (18)
25 (40)
- 001
პაციენტები, რომლებიც იღებენ ITP თერაპიას საწყის ეტაპზე (n)
63
31
პაციენტები, რომლებიც ცდილობდნენ საბაზისო თერაპიის შემცირებას ან შეწყვეტას, n (%)b
p-მნიშვნელობაa
37 (59)
10 (32)
- 016
a ლოგისტიკური რეგრესიის მოდელი მორგებული რანდომიზაციის სტრატიფიკაციის ცვლადებისთვის.
b 21 პაციენტიდან 63 (33%), რომლებიც მკურნალობდნენ ელტრომბოპაგით, რომლებიც იღებდნენ ITP სამკურნალო პროდუქტს საწყის ეტაპზე, სამუდამოდ შეწყვიტეს ყველა საწყისი ITP სამკურნალო პროდუქტი.
საწყის ეტაპზე, მკურნალობის თითოეულ ჯგუფში ITP პაციენტების 70%-ზე მეტს აღენიშნა რაიმე სახის სისხლდენა (WHO 1-4 ხარისხი) და 20%-ზე მეტს აღენიშნა კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა (WHO 2-4 ხარისხი), შესაბამისად. ელტრომბოპაგით ნამკურნალები პაციენტების პროპორცია ნებისმიერი სისხლდენით (1-4 ხარისხი) და კლინიკურად მნიშვნელოვანი სისხლდენა (2-4 ხარისხი) შემცირდა საწყისიდან დაახლოებით 50%-ით მე-15 დღიდან მკურნალობის დასრულებამდე 6-თვიანი მკურნალობის პერიოდში.
TRA100773B: პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი იყო გამოვლენილი პასუხის მქონე პირთა პროპორცია, რომელიც განისაზღვრებიან, როგორც ITP პაციენტები, რომლებსაც აღენიშნებოდათ თრომბოციტების რაოდენობის ზრდა ≥ 50,000/μl-მდე 43 დღეს საწყისიდან < 30,000/μl; ხოლო პაციენტები, რომლებიც ნაადრევად გამოირიცხნენ კვლევიდან თრომბოციტების რაოდენობის > 200,000/μl-ის გამო, ჩაითვალნენ იმ პირთა კატეგორიად, რომლებმაც შეწყვიტეს მკურნალობა სხვა მიზეზით და ჩათვლილი იყვნენ, როგორც პირები, რომლებთაც არ აღენიშნათ პასუხი მკურნალობაზე, მიუხედავად თრომბოციტების რაოდენობისა. სულ 114 ადრე ნამკურნალები ITP პაციენტი იყო რანდომიზირებული 2:1 ელტრომბოპაგზე (n=76) და პლაცებოზე (n=38).
ცხრილი 5 ეფექტურობის შედეგები TRA100773B კვლევიდან
ელტრომბოპაგი
N=74
პლაცებო
N=38
ძირითადი ძირითადი საბოლოო წერტილები
დასაშვებია ეფექტურობის ანალიზისთვის, n
73
37
პაციენტები თრომბოციტების რაოდენობით ≥ 50,000/μl დოზის მიღებიდან 42 დღემდე (შედარებით საბაზისო რაოდენობასთან < 30,000/μl), n (%)
p-მნიშვნელობა a
43 (59)
6 (16)
<0.001
ძირითადი მეორადი საბოლოო წერტილები
პაციენტები 43 დღის სისხლდენის შეფასებით, n
51
30
სისხლდენა (WHO 1-4 ხარისხი) n (%)
p-მნიშვნელობა a
20 (39)
18 (60)
- 029
a ლოგისტიკური რეგრესიის მოდელი მორგებული რანდომიზაციის სტრატიფიკაციის ცვლადებისთვის
როგორც RAISE-ში, ასევე TRA100773B-ში, პასუხი ელტრომბოპაგზე პლაცებოსთან შედარებით იყო მსგავსი, მიუხედავად ITP სამკურნალო პროდუქტის გამოყენების, სპლენექტომიის სტატუსისა და თრომბოციტების საწყისი რაოდენობის (≤ 15,000/μl, > 15,000/μl) რანდომიზაციის მიხედვით.
RAISE და TRA100773B კვლევებში, ITP პაციენტების ქვეჯგუფში, რომლებთაც კვლევის დასაწყისში აღენიშნებოდათ თრომბოციტების რაოდენობა ≤ 15,000/μl, თრომბოციტების მედიანურმა რაოდენობამ ვერ მიაღწია სამიზნე დონეს (>50,000/μl), თუმცა ორივე კვლევაში ელტრომბოპაგით ნამკურნალები ამ პაციენტების 43%-ში აღინიშნა მკურნალობის პასუხი მკურნალობის 6 კვირის შემდეგ. გარდა ამისა, RAISE კვლევაში პაციენტთა 42%-მა თრომბოციტების საწყისი რაოდენობით ≤ 15000/μl, რომლებიც მკურნალობდნენ ელტრომბოპაგით, უპასუხეს 6-თვიანი მკურნალობის პერიოდის ბოლოს. ელტრომბოპაგით ნამკურნალები პაციენტების 42-დან 60%-მდე RAISE კვლევაში იღებდა 75 მგ-ს 29 დღიდან მკურნალობის დასრულებამდე.
ღია, არაკონტროლირებადი კვლევები
REPEAT (TRA108057): ამ ღია, განმეორებითი დოზის კვლევამ (მკურნალობის 3 ციკლი 6 კვირის განმავლობაში, რასაც მოჰყვა 4 კვირით შეწყვეტა) აჩვენა, რომ ელტრომბოპაგის მრავალჯერადი კურსის ეპიზოდურმა გამოყენებამ არ გამოიწვია პასუხის დაკარგვა.
EXTEND (TRA105325): ელტრომბოპაგი გაუკეთდა 302 ITP პაციენტს ღია ეტიკეტირების გაფართოებულ კვლევაში EXTEND (TRA105325), 218 პაციენტმა დაასრულა 1 წელი, 180 დაასრულა 2 წელი, 107 დაასრულა 3 წელი, 75 დაასრულა 4 წელი, 34 დაასრულა 5 წელი და 18 დაასრულა 6 წელი. თრომბოციტების საშუალო საწყისი რაოდენობა იყო 19,000/μl ელტრომბოპაგის მიღებამდე. თრომბოციტების საშუალო რაოდენობა 1, 2, 3, 4, 5, 6 და 7 წლის განმავლობაში შესწავლისას იყო 85,000/ µl, 85,000/ µl, 105,000/ µl, 64,000/ µl, 75,000/ µl, 119,000/ µl და 76,000/ µl, შესაბამისად.
TAPER (CETB115J2411): ეს იყო ცალმხრივი II ფაზის კვლევა, რომელშიც მონაწილეობდნენ ITP პაციენტები, რომლებიც მკურნალობდნენ ელტრომბოპაგით პირველი რიგის კორტიკოსტეროიდების უკმარისობის შემდეგ, დიაგნოზის დადგენიდან დროის მიუხედავად. სულ 105 პაციენტი ჩაირიცხა კვლევაში და დაიწყო ელტრომბოპაგით მკურნალობა 50 მგ დღეში ერთხელ (25 მგ დღეში ერთხელ აღმოსავლეთ/სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობის პაციენტებისთვის). ელტრომბოპაგის დოზა კორექტირებული იყო მკურნალობის პერიოდში, თრომბოციტების ინდივიდუალური რაოდენობის მიხედვით, თრომბოციტების რაოდენობის ≥100,000/μl მიღწევის მიზნით.
ჩატარდა ad-hoc ანალიზი n=105 პაციენტზე ITP დიაგნოზირების შემდეგ, რათა შეფასებულიყო ადრეული პასუხი ელტრომბოპაგზე ოთხი სხვადასხვა ITP ხანგრძლივობის კატეგორიაში (ახალი დიაგნოზირებული ITP <3 თვე, მუდმივი ITP 3-დან <6 თვემდე, მუდმივი ITP 6 ≤12 თვემდე და ქრონიკული ITP >12 თვე). პაციენტთა 49%-ს (n=51) ჰქონდა ITP დიაგნოზი <3 თვე, 20%-ს (n=21) 3-დან <6 თვემდე, 17%-ს (n=18) 6-დან ≤12 თვემდე და 14%-ს (n =15) >12 თვე.
შეწყვეტის თარიღამდე (22.ოქტომბერი 2021), პაციენტები ექვემდებარებოდნენ ელტრომბოპაგს მედიანური (Q1-Q3) ხანგრძლივობით 6.2 თვე (2.3-12.0 თვე). თრომბოციტების მედიანური (Q1-Q3) რაოდენობა საწყის ეტაპზე იყო 16,000/μl (7,800-28,000/μl).
თრომბოციტების რაოდენობის პასუხი (განსაზღვრულია როგორც თრომბოციტების რაოდენობა ≥50,000/μl ერთხელ მაინც მე-9 კვირამდე სამაშველო თერაპიის გარეშე) მიღწეული იყო 84% (95% CI: 71% - 93%) ახლად დიაგნოზირებული ITP პაციენტებში, 91% (95%). CI: 70% - 99%) და 94% (95% CI: 73% - 100%) მუდმივი ITP პაციენტების (ანუ ITP დიაგნოზით 3-დან <6 თვემდე და 6-დან ≤12 თვემდე, შესაბამისად), და 87% -ში (95% CI: 60% - 98%) ქრონიკული ITP პაციენტებში.
სრული პასუხის მაჩვენებელი, განსაზღვრული, როგორც თრომბოციტების რაოდენობა ≥100,000/μl ერთხელ მაინც მე-9 კვირამდე სამაშველო თერაპიის გარეშე, იყო 75% (95% CI: 60% - 86%) ახლად დიაგნოზირებულ ITP პაციენტებში, 76% (95% CI : 53% - 92%) და 72% (95% CI: 47% 90%) მუდმივი ITP პაციენტებში (ITP ხანგრძლივობა 3-დან <6 თვემდე და 6-დან ≤12 თვემდე, შესაბამისად) და 87% (95% CI : 60%-დან 98%-მდე ქრონიკული ITP პაციენტებში. თრომბოციტების რაოდენობის გრძელვადიანი პასუხის მაჩვენებელი, განსაზღვრული, როგორც თრომბოციტების რაოდენობა ≥50,000/μl 8 ზედიზედ შეფასებიდან სულ მცირე 6-ში გადაუდებელი სასწრაფო თერაპიის გარეშე კვლევის პირველი 6 თვის განმავლობაში, იყო 71% (95% CI: 56% - 83% ) ახლად დიაგნოზირებულ ITP პაციენტებში, 81% (95% CI: 58% -დან 95%-მდე) და 72% (95% CI: 47% - 90.3%) მუდმივი ITP პაციენტებში (ITP ხანგრძლივობა 3-დან <6 თვემდე და 6-დან ≤ 12 თვე, შესაბამისად) და 80% (95% CI: 52% - 96%) ქრონიკული ITP პაციენტებში. WHO-ს სისხლდენის სკალის მიხედვით შეფასებისას, ახლად დიაგნოზირებული და მუდმივი ITP პაციენტების წილი სისხლდენის გარეშე მე-4 კვირას მერყეობდა 88%-დან 95%-მდე, საწყის ეტაპზე 37%-დან 57%-მდე. ქრონიკული ITP პაციენტებისთვის ეს იყო 93% საწყის ეტაპზე 73%-თან შედარებით. ალტრომბოპაგის უსაფრთხოება თანმიმდევრული იყო ITP-ის ყველა კატეგორიაში და შეესაბამება მის ცნობილ უსაფრთხოების პროფილს. კლინიკური კვლევები, რომლებიც ადარებენ ელტრომბოპაგს სხვა მკურნალობის ვარიანტებთან (მაგ. სპლენექტომია) არ ჩატარებულა. თერაპიის დაწყებამდე გასათვალისწინებელია ელტრომბოპაგის გრძელვადიანი უსაფრთხოება.
პედიატრიული პოპულაცია (1-დან 17 წლამდე)
ელტრომბოპაგის უსაფრთხოება და ეფექტურობა პედიატრიულ პაციენტებში გამოკვლეული იყო ორ კვლევაში.
TRA115450 (PETIT2): პირველადი საბოლოო წერტილი იყო მდგრადი პასუხი, რომელიც განისაზღვრა, როგორც პაციენტების პროპორცია, რომლებიც იღებდნენ ელტრომბოპაგს პლაცებოსთან შედარებით, თრომბოციტების რაოდენობას ≥ 50,000/μl მიაღწიეს 8 კვირადან მინიმუმ 6 (სამაშველო თერაპიის არარსებობის შემთხვევაში), ორმაგად ბრმა რანდომიზებული პერიოდის განმავლობაში 5-დან 12 კვირამდე. პაციენტებს დაუსვეს ქრონიკული ITP-ის დიაგნოზი მინიმუმ 1 წლის განმავლობაში და იყვნენ რეფრაქტერული ან რეციდივი, სულ მცირე, ერთ წინა ITP თერაპიაზე ან ვერ გააგრძელეს სხვა ITP მკურნალობა სამედიცინო მიზეზის გამო და ჰქონდათ თრომბოციტების რაოდენობა < 30,000/μl. ოთხმოცდათორმეტი პაციენტი რანდომიზირებული იყო სამი ასაკობრივი კოჰორტის ფენით (2:1) ელტრომბოპაგზე (n=63) ან პლაცებოზე (n=29). ელტრომბოპაგის დოზა შეიძლება დარეგულირდეს თრომბოციტების ინდივიდუალური რაოდენობის მიხედვით.
მთლიანობაში, ელტრომბოპაგის პაციენტების მნიშვნელოვნად უფრო დიდმა წილმა (40%) პლაცებოსთან შედარებით (3%) მიაღწია პირველად საბოლოო წერტილს (შანსების თანაფარდობა: 18.0 [95% CI: 2.3, 140.9] p <0.001), რომელიც მსგავსი იყო სამი ასაკის მიხედვით კოჰორტებში (ცხრილი 6).
ცხრილი 6 თრომბოციტების რეაგირების მდგრადი სიხშირე ასაკობრივი ჯგუფის მიხედვით პედიატრიულ პაციენტებში ქრონიკული ITP-ით
ელტრომბოპაგი
n/N (%)
[95% CI]
პლაცებო
n/N (%)
[95% CI]
კოჰორტა 1 (12-დან 17 წლამდე)
კოჰორტა 2 (6-დან 11 წლამდე)
კოჰორტა 3 (1-დან 5 წლამდე)
9/23 (39%)
[20%, 61%]
11/26 (42%)
[23%, 63%]
5/14 (36%)
[13%, 65%]
1/10 (10%)
[0%, 45%]
0/13 (0%)
[N/A]
0/6 (0%)
[N/A]
[N/A]
სტატისტიკურად უფრო ნაკლებ ელტრომბოპაგის პაციენტს ესაჭიროებოდა სასწრაფო გადაუდებელი მკურნალობა რანდომიზებული პერიოდის განმავლობაში პლაცებო პაციენტებთან შედარებით (19% [12/63] vs. 24% [7/29], p=0.032).
საწყის ეტაპზე, ელტრომბოპაგის ჯგუფში პაციენტთა 71%-ში და პლაცებოს ჯგუფში 69%-ში აღნიშნა ნებისმიერი სახის სისხლდენა (WHO 1-4 ხარისხი). მე-12 კვირაში, ელტრომბოპაგის მქონე პაციენტების პროპორცია, რომლებიც აფიქსირებდნენ რაიმე სისხლდენას, შემცირდა საწყისის ნახევარზე (36%). მე-12 კვირასთან შედარებით, პლაცებო პაციენტთა 55%-ში დაფიქსირდა ნებისმიერი სახის სისხლდენა.
პაციენტებს მიეცათ უფლება შეემცირებინათ ან შეწყვიტონ საწყისი ITP თერაპია მხოლოდ კვლევის ღია ფაზის განმავლობაში და პაციენტების 53%-მა (8/15) შეძლო შეემცირებინა (n=1) ან შეეწყვიტა (n=7) საწყისი ITP თერაპია, ძირითადად კორტიკოსტეროიდებით, გადაუდებელი თერაპიის გარეშე.
TRA108062 (PETIT): პირველადი საბოლოო წერტილი იყო პაციენტთა პროპორცია, რომლებმაც მიაღწიეს თრომბოციტების რაოდენობას ≥ 50,000/μl ერთხელ მაინც რანდომიზებული პერიოდის 1-დან 6 კვირებს შორის. პაციენტებს დაუსვეს ITP-ის დიაგნოზი სულ მცირე 6 თვის განმავლობაში და იყვნენ რეფრაქტერული ან რეციდივი ადრეული ITP თერაპიის დროს, თრომბოციტების რაოდენობა < 30,000/μl (n=67). კვლევის რანდომიზებული პერიოდის განმავლობაში, პაციენტები რანდომიზებული იყვნენ სამი ასაკობრივი კოჰორტის ფენით (2:1) ელტრომბოპაგში (n=45) ან პლაცებოზე (n=22). ელტრომბოპაგის დოზის რეგულირება შესაძლებელი იყო თრომბოციტების ინდივიდუალური რაოდენობის მიხედვით.
საერთო ჯამში, ელტრომბოპაგის მქონე პაციენტების მნიშვნელოვნად უფრო დიდმა წილმა (62%) პლაცებო პაციენტთან შედარებით (32%) მიაღწია პირველად საბოლოო წერტილს (შანსების თანაფარდობა: 4.3 [95% CI: 1.4, 13.3] p=0.011).
მდგრადი პასუხი დაფიქსირდა საწყის პასუხის გამოვლენილ პირების 50%-ში 20-დან 24 კვირიდან PETIT 2 კვლევაში და 15 - 24 კვირიდან PETIT კვლევაში.
C ქრონიკული ჰეპატიტით ასოცირებული თრომბოციტოპენიის კვლევები
ელტრომბოპაგის ეფექტურობა და უსაფრთხოება თრომბოციტოპენიის სამკურნალოდ HCV ინფექციის მქონე პაციენტებში შეფასებული იყო ორ რანდომიზირებულ, ორმაგად ბრმა, პლაცებოზე კონტროლირებად კვლევაში. ENABLE 1 იყენებდა პეგინტერფერონ ალფა-2ა პლუს რიბავირინს ანტივირუსული მკურნალობისთვის და ENABLE 2 იყენებდა პეგინტერფერონ ალფა-2ბ პლუს რიბავირინს. პაციენტები არ იღებდნენ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსულ აგენტებს. ორივე კვლევაში, პაციენტები, რომელთა თრომბოციტების რაოდენობა შეადგენდა <75,000/μl, იყვნენ ჩაწერილი და სტრატიფიცირებული თრომბოციტების რაოდენობის მიხედვით (< 50,000/μl და ≥ 50,000/μl-დან < 75,000/μl-მდე), HCV სკრინინგის RNA (< 800,000 IU/ml და ≥ 800,000 IU/ml), და HCV გენოტიპი (გენოტიპი 2/3 და გენოტიპი 1/4/6).
დაავადების საწყისი მახასიათებლები მსგავსი იყო ორივე კვლევაში და შეესაბამებოდა კომპენსირებული ციროზული HCV პაციენტების პოპულაციას. პაციენტების უმრავლესობა იყო HCV გენოტიპი 1 (64%) და აღენიშნებოდა პროგრესირებული ფიბროზი/ციროზი. პაციენტების 31 პროცენტი მკურნალობდა წინა HCV თერაპიებით, ძირითადად პეგილირებული ინტერფერონით პლუს რიბავირინით. თრომბოციტების საშუალო საწყისი რაოდენობა იყო 59,500/μl ორივე მკურნალობის ჯგუფში: მონაწილე პაციენტების 0,8%, 28% და 72% ჰქონდათ თრომბოციტების რაოდენობა < 20,000/μl, < 50,000/μl და ≥ 50,000/μl, შესაბამისად.
კვლევები შედგებოდა ორი ფაზისგან - პრე-ანტივირუსული მკურნალობის ფაზა და ანტივირუსული მკურნალობის ფაზა. ანტივირუსული მკურნალობის ფაზაში პაციენტებმა მიიღეს ღია ეტიკეტირების ელტრომბოპაგი თრომბოციტების რაოდენობის გაზრდის მიზნით ≥ 90,000/μl-მდე ENABLE 1-ისთვის და ≥ 100,000/μl ENABLE 2-ისთვის. თრომბოციტების სამიზნე რაოდენობის მიღწევის მედიანური დრო ≥ 90,000/μl (ENABLE 1) ან ≥ 100,000/μl (ENABLE 2) იყო 2 კვირა. პირველადი ეფექტურობის საბოლოო წერტილი ორივე კვლევისთვის იყო მდგრადი ვირუსოლოგიური პასუხი (SVR), რომელიც განისაზღვრა, როგორც პაციენტების პროცენტი, რომლებსაც არ ჰქონდათ გამოვლენილი HCV-RNA, დაგეგმილი მკურნალობის პერიოდის დასრულებიდან 24 კვირაში.
ორივე HCV კვლევაში, ელტრომბოპაგით ნამკურნალებ პაციენტთა მნიშვნელოვნად უფრო დიდმა წილმა (n=201, 21%) მიაღწია SVR-ს, ვიდრე მათ, ვინც მკურნალობდა პლაცებოთი (n=65, 13%) (იხ. ცხრილი 7). პაციენტების პროპორციის გაუმჯობესება, რომლებმაც მიაღწიეს SVR-ს, თანმიმდევრული იყო ყველა ქვეჯგუფში რანდომიზაციის ფენაში (თრომბოციტების საწყისი რაოდენობა (< 50,000 > 50,000-ის წინააღმდეგ), ვირუსული დატვირთვა (< 800,000 სე/მლ ≥ 800,000 სე/მლ) და 00 IU ტიპის (2/3 vs. 1/4/6)).
ცხრილი 7 ვირუსოლოგიური პასუხი HCV პაციენტებში ENABLE 1 და ENABLE 2 კვლევებში
გაერთიანებული მონაცემები
ENABLE 1a
ENABLE 2b
პაციენტები, რომლებიც აღწევენ თრომბოციტების სამიზნე რაოდენობას და იწყებენ ანტივირუსულ თერაპიასc
1,439/1,520 (95%)
680/715 (95%)
759/805 (94%)
ელტრომბოპაგი
პლაცებო
ელტრომბოპაგი
პლაცებო
ელტრომბოპაგი
პლაცებო
პაციენტთა საერთო რაოდენობა, რომლებიც შედიან ანტივირუსული მკურნალობის ფაზაში
n=956
n=485
n=450
n=232
n=506
n=253
% პაციენტები აღწევენ ვირუსოლოგიურ პასუხს
საერთო SVR d
21
13
23
14
19
13
HCV RNA გენოტიპი
გენოტიპი 2/3
35
25
35
24
34
25
გენოტიპი 1/4/6e
15
8
18
10
13
7
ალბუმინის დონე f
≤ 35გ/l
11
8
> 35გ/l
25
16
MELD ქულაf
≥ 10
18
10
< 10
23
17
a ელტრომბოპაგი მიცემული პეგინტერფერონ ალფა-2a-სთან ერთად (180 მკგ კვირაში ერთხელ 48 კვირის განმავლობაში 1/4/6 გენოტიპისთვის; 24 კვირა გენოტიპისთვის 2/3) პლუს რიბავირინი (800-დან 1200 მგ დღეში 2 გაყოფილი დოზით პერორალურად)
b ელტრომბოპაგი მიცემული პეგინტერფერონ ალფა-2ბ-თან ერთად (1,5 მკგ/კგ კვირაში ერთხელ 48 კვირის განმავლობაში 1/4/6 გენოტიპისთვის; 24 კვირა გენოტიპისთვის 2/3) პლუს რიბავირინი (800-დან 1400 მგ პერორალურად 2 გაყოფილი დოზით)
c თრომბოციტების სამიზნე რაოდენობა იყო ≥ 90,000/μl ENABLE 1-ისთვის და ≥ 100,000/μl ENABLE 2-ისთვის. ENABLE 1-ისთვის, 682 პაციენტი რანდომიზირებული იყო ანტივირუსული მკურნალობის ფაზაში; თუმცა, 2 პაციენტმა გააუქმა თანხმობა ანტივირუსული თერაპიის მიღებამდე
d p-მნიშვნელობა <0.05 ელტრომბოპაგისთვის პლაცებოსთან შედარებით
e ENABLE 1-ში და ENABLE 2-ში მონაწილე პაციენტების 64% იყო გენოტიპი 1
f პოსტ-ჰოკ ანალიზები
კვლევების სხვა მეორადი დასკვნები მოიცავდა შემდეგს: მნიშვნელოვნად ნაკლებმა პაციენტმა, რომლებიც მკურნალობდნენ ელტრომბოპაგით, ნაადრევად შეწყვიტეს ანტივირუსული თერაპია პლაცებოსთან შედარებით (45% v. 60%, p=<0.0001). ელტრომბოპაგზე მყოფი პაციენტების უფრო დიდ ნაწილს არ ესაჭიროებოდა ანტივირუსული დოზის შემცირება პლაცებოსთან შედარებით (45% v. 27%). ელტრომბოპაგით მკურნალობა გადაიდო და შეამცირა პეგინტერფერონის დოზის შემცირება.
- 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
პლაზმაში ელტრომბოპაგის კონცენტრაცია-დროის მონაცემები შეგროვებული 88 პაციენტში ITP-ით TRA100773A და TRA100773B კვლევებში შეჯამებული იყო 111 ჯანმრთელი ზრდასრული სუბიექტის მონაცემებთან პოპულაციის PK ანალიზში. პლაზმური ელტრომბოპაგის AUC(0-) და Cmax შეფასებები ITP პაციენტებისთვის წარმოდგენილია (ცხრილი 8).
ცხრილი 8 პლაზმური ელტრომბოპაგის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების წონასწორული მდგომარეობის (steady-state) საშუალო გეომეტრიული მაჩვენებელი (95% სანდო ინტერვალები) ITP მქონე მოზრდილებში
ელტრომბოპაგის დოზა, დღეში ერთხელ
N
AUC (0-) a, µg.სთ/მლ
Cmax a, µg/მლ
30 მგ
28
47 (39, 58)
- 78 (3.18, 4.49)
50 მგ
34
108 (88, 134)
- 01 (6.73, 9.53)
75 მგ
26
168 (143, 198)
- 7 (11.0, 14.5)
a AUC(0-) და Cmax დაფუძნებული პოპულაციის PK პოსტ-ჰოკ შეფასებებზე.
პლაზმური ელტრომბოპაგის კონცენტრაცია-დროის მონაცემები, რომლებიც შეგროვდა 590 პაციენტში HCV-ით, რომლებიც მონაწილეობდნენ III ფაზის კვლევებში TPL103922/ENABLE 1 და TPL108390/ENABLE 2, გაერთიანებული იყო HCV-ით დაავადებულთა მონაცემებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ II ფაზის კვლევაში TPL102357 და ასევე ჯანმრთელი ზრდასრული სუბიექტების PK პოპულაციის - ანალიზში.
ცხრილში 9 წარმოდგენილია პლაზმური ელტრომბოპაგის Cmax და AUC(0-) დონეები HCV-ით დაავადებული პაციენტებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ფაზა-III- კვლევებში, თითოეული შესწავლილი დოზისთვის.
ცხრილი 9 ელტრომბოპაგის წონასწორული მდგომარეობის (steady-state) პლაზმის ფარმაკოკინეზური პარამეტრების საშუალო გეომეტრიული მაჩვენებელი (95% CI) ქრონიკული HCV მქონე პაციენტებში
ელტრომბოპაგის დოზა (დღეში ერთხელ)
N
AUC(0-)
(µg.h/ml)
Cmax
(µg/ml)
25 მგ
330
118
(109, 128)
- 40
(5.97, 6.86)
50 მგ
119
166
(143, 192)
- 08
(7.96, 10.35)
75 მგ
45
301
(250, 363)
- 71
(14.26, 19.58)
100 მგ
96
354
(304, 411)
- 19
(16.81, 21.91)
მონაცემები …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
- 3.1 შეფუთვის ფურცელი-ჩანართი - ძირითადი
შეფუთვის ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია მომხმარებლისთვის
ელტროლეიდი 25 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ელტროლეიდი 50 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
ელტრომბოპაგი
ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით წაიკითხეთ წინამდებარე ფურცელი-ჩანართი, რადგან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
შეინახეთ ეს ფურცელი-ჩანართი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
ეს სამკურნალო საშუალება გამოგეწერლია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ იგი სხვა პირებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები ისეთივეა, როგორიც თქვენი.
ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. აღნიშნული მოიცავს ისეთ გვერდით მოვლენებსაც, რომელიც მოცემული არ არის წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:
რას წარმოადგენს ელტროლეიდი და რისთვის გამოიყენება
რა უნდა იცოდეთ ელტროლეიდის მიღებამდე
როგორ გამოიყენება ელტროლეიდი
შესაძლო გვერდითი მოვლენები
როგორ ინახება ელტროლეიდი
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რა რას წარმოადგენს ელტროლეიდი და რისთვის გამოიყენება
ელტროლეიდი შეიცავს ელტრომბოპაგს, რომელიც მიეკუთვნება მედიკამენტების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება თრომბოპოეტინის რეცეპტორების აგონისტები. იგი გამოიყენება სისხლში თრომბოციტების რაოდენობის გაზრდის მიზნით. თრომბოციტები არის სისხლის უჯრედები, რომლებიც ხელს უწყობენ სისხლდენის შემცირებას ან თავიდან აცილებას.
ელტროლეიდი გამოიყენება სისხლდენის დარღვევის სამკურნალოდ, რომელსაც ეწოდება იმუნური (პირველადი) თრომბოციტოპენია (ITP) 1 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში, რომლებმაც უკვე მიიღეს სხვა მედიკამენტები (კორტიკოსტეროიდები ან იმუნოგლობულინები) უშედეგოდ.
ITP გამოწვეულია სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობით (თრომბოციტოპენია). ITP-ის მქონე ადამიანებს აქვთ სისხლდენის გაზრდილი რისკი. ITP-ით დაავადებულმა პაციენტებმა შეიძლება შეამჩნიონ სიმპტომები, მათ შორის პეტექია (წერტილოვანი ბრტყელი მრგვალი წითელი ლაქები კანქვეშ), სისხლჩაქცევები, ცხვირიდან სისხლდენა, ღრძილებდან სისხლდენა და სისხლდენის გაკონტროლების გართულება, გაჭრის ან დაშავების შემთხვევაში.
ელტროლეიდი, ასევე, შეიძლება გამოყენებულ იქნას თრომბოციტების დაბალი რაოდენობის (თრომბოციტოპენია) სამკურნალოდ C ჰეპატიტის ვირუსული (HCV) ინფექციების მქონე მოზრდილებში, თუ მათ ჰქონდათ პრობლემა გვერდით მოვლენებთან დაკავშირებით ინტერფერონით მკურნალობის დროს. C ჰეპატიტის მქონე ბევრ ადამიანს აქვს თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, არა მხოლოდ დაავადების შედეგად, არამედ ზოგიერთი ანტივირუსული მედიკამენტის გამო, რომლებიც გამოიყენება მის სამკურნალოდ. ელტროლეიდის მიღებამ შესაძლოა გაგიადვილოთ ანტივირუსული მედიკამენტების სრული კურსის (პეგინტერფერონი და რიბავირინი) დასრულება.
რა უნდა იცოდეთ ელტროლეიდის მიღებამდე
არ მიიღოთ ელტროლეიდი
თუ გაქვთ ალერგია ელტრომბოპაგის ან ამ პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ ჩამოთვლილია მე-6 პარაგრაფში „რას შეიცავს ელტროლეიდი“).
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ ფიქრობთ, რომ აღნიშნული გეხებათ.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
ელტროლეიდის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს:
თუ გაქვთ ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ თრომბოციტების დაბალი დონე, ისევე როგორც ღვიძლის ქრონიკული (ხანგრძლივი) დაავადება, უფრო მეტად აქვთ გვერდითი მოვლენების განვითარების რისკი, მათ შორის სიცოცხლისათვის საშიში ღვიძლის დაზიანებისა და სისხლის შედედების რისკი. თუ თქვენი ექიმი ჩათვლის, რომ ამ პრეპარატის მიღების სარგებელი აღემატება რისკს, მკურნალობის დროს თქვენ იქნებით საგულდაგულო დაკვირვების ქვეშ.
თუ გაქვთ ვენებში ან არტერიებში სისხლის შედედების რისკი, ან იცით, რომ თრომბები ხშირია თქვენს ოჯახში.
თქვენ შეიძლება გქონდეთ სისხლის შედედების უფრო მაღალი რისკი:
როდესაც გემატებათ ასაკი;
თუ დიდხანს მოგიწიათ საწოლში ყოფნა;
თუ გაქვთ კიბო;
თუ ღებულობთ ჩასახვის საწინააღმდეგო კონტრაცეპტივს ან ჰორმონ-ჩანაცვლებით თერაპიას;
თუ ცოტა ხნის წინ გაიკეთეთ ოპერაცია ან მიიღეთ ფიზიკური დაზიანება;
თუ გაქვთ ძალიან ჭარბი წონა (მსუქანი);
თუ ხარ მწეველი;
თუ გაქვთ ღვიძლის ქრონიკული დაავადება.
თუ რომელიმე მათგანი გეხებათ, აცნობეთ თქვენს ექიმს მკურნალობის დაწყებამდე. არ მიიღოთ ელტროლეიდი, თუ თქვენი ექიმი არ ჩათვლის, რომ მოსალოდნელი სარგებელი აღემატება სისხლის შედედების რისკს.
თუ გაქვთ კატარაქტა (თვალის ბროლი დაბინდულია);
თუ გაქვთ სისხლის სხვა დაავადება, როგორიცაა მიელოდისპლაზიური სინდრომი (MDS). თქვენი ექიმი დაგინიშნათ ანალიზებს, რათა შეამოწმოს, ხომ არ გაქვთ სისხლის ეს დაავადება, სანამ დაიწყებთ ელტროლეიდის მიღებას. თუ გაქვთ MDS და იღებთ ამ პრეპარატს, თქვენი MDS შეიძლება გაუარესდეს.
აცნობეთ ექიმს, თუ რომელიმე ჩამოთვლილი გეხებათ.
თვალის გამოკვლევები
თქვენი ექიმი გირჩევთ შემოწმებას კატარაქტაზე. ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ რეგულარული გამოკვლევა. თქვენ ასევე შეიძლება შეგამოწმონ ნებისმიერი სისხლდენის არსებობაზე ბადურაში ან მის გარშემო (თვალის უკანა ნაწილის სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედების ფენა).
დაგჭირდებათ რეგულარული კვლევები
სანამ დაიწყებთ ელტროლეიდის მიღებას, თქვენი ექიმი დაგინიშნავთ სისხლის ანალიზს თქვენი სისხლის უჯრედების, მათ შორის თრომბოციტების შესამოწმებლად. ეს ანალიზები განმეორდება ინტერვალებით, სანამ მიიღებთ პრეპარატს.
სისხლის ანალიზები ღვიძლის ფუნქციისთვის
ელტრომბოპაგმა შეიძლება მოგვცეს სისხლის ანალიზის ისეთი შედეგები, რომელიც შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები - ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის, განსაკუთრებით ბილირუბინის და ალანინ/ასპარტატ ტრანსამინაზების დონის მომატება. თუ C ჰეპატიტის გამო თრომბოციტების დაბალი რაოდენობის სამკურნალოდ იღებთ ინტერფერონზე დაფუძნებულ მკურნალობას ელტროლეიდთან ერთად, ღვიძლის ზოგიერთი პრობლემა შეიძლება გაუარესდეს.
თქვენ დაგენიშნებათ სისხლის ანალიზი ღვიძლის ფუნქციის შესამოწმებლად, სანამ დაიწყებთ ელტროლეიდის მიღებას და მისი მიღების დროს პერიოდულად. შეიძლება დაგჭირდეთ ელტროლეიდის მიღების შეწყვეტა, თუ ამ ნივთიერებების რაოდენობა ძალიან გაიზრდება, ან თუ გექნებათ ღვიძლის დაზიანების სხვა ნიშნები.
წაიკითხეთ ინფორმაცია „ღვიძლის პრობლემები“ ამ ფურცელ-ჩანართის მე-4 პარაგრაფში.
სისხლის ანალიზები თრომბოციტების რაოდენობისთვის
თუ შეწყვეტთ ელტროლეიდის მიღებას, თქვენი სისხლში თრომბოციტების რაოდენობა სავარაუდოდ კვლავ დაიკლებს რამდენიმე დღეში. თრომბოციტების რაოდენობა გაკონტროლდება და თქვენი ექიმი განიხილავს შესაბამის სიფრთხილის ზომებს თქვენთან.
სისხლში თრომბოციტების ძალიან მაღალმა რაოდენობამ შეიძლება გაზარდოს სისხლის შედედების რისკი. თუმცა, სისხლის შედედება, ასევე, შეიძლება წარმოიქმნას თრომბოციტების ნორმალური ან თუნდაც დაბალი რაოდენობისას. თქვენი ექიმი დააგიკორექტირებთ ელტროლეიდის დოზას, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენი თრომბოციტების რაოდენობა არ ძალიან არ მოიმატებს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გაქვთ სისხლის შედედების რომელიმე შემდეგი ნიშანი:
შეშუპება, ტკივილი ან სისუსტე ერთ ფეხში;
უეცარი ქოშინი, განსაკუთრებით მკვეთრ ტკივილთან ერთად გულმკერდის არეში ან აჩქარებულ სუნთქვასთან ერთად;
მუცლის (კუჭის) ტკივილი, გადიდებული მუცელი, სისხლი განავალში.
სამედიცინო კვლევები ძვლის ტვინის შესამოწმებლად
პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ძვლის ტვინთან დაკავშირებული პრობლემები, მედიკამენტებმა, როგორიცაა ელტროლეიდი, შეიძლება გააუარესოს პრობლემები. ძვლის ტვინის ცვლილებების ნიშნები შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზის პათოლოგიური შედეგების სახით. თქვენმა ექიმმა, ასევე, შეიძლება დაგინიშნოთ კვლევა, რათა პირდაპირ შეამოწმოს ძვლის ტვინი ელტროლეიდით მკურნალობის დროს.
საჭმლის მომნელებელ ტრაქტში სისხლდენების შემოწმება
თუ იღებთ ინტერფერონზე დაფუძნებულ მკურნალობას ელტროლეიდთან ერთად, თქვენ იქნებით დაკვირვების ქვეშ კუჭში ან ნაწლავებში სისხლდენის ნებისმიერი ნიშანის გამოსავლენად ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტის შემდეგ.
გულის მონიტორინგი
თქვენმა ექიმმა შესაძლოა საჭიროდ ჩათვალოს თქვენი გულის მონიტორინგი ელტროლეიდით მკურნალობის დროს და ჩაგიტაროთ ელექტროკარდიოგრაფიის (ეკგ) ტესტი.
ხანდაზმული ადამიანები (65 წლის და მეტი)
65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში ელტრომბოპაგის გამოყენების შესახებ მონაცემები შეზღუდულია. საჭიროა სიფრთხილე ელტროლეიდის გამოყენებისას, თუ ხართ 65 წელზე უფროსი ასაკის.
ბავშვები და მოზარდები
ელტრომბოპაგი არ არის რეკომენდებული 1 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რომლებსაც აქვთ ITP. ასევე, არ არის რეკომენდებული 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ დაბალი თრომბოციტების რაოდენობა C ჰეპატიტის ან მძიმე აპლასტიკური ანემიის გამო.
სხვა მედიკამენტები და ელტროლეიდი
აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ცოტა ხნის წინ იღებდით ან შესაძლოა მიიღოთ სხვა მედიკამენტები. აღნიშნული მოიცავს რეცეპტის გარეშე გასაცემ მედიკამენტებს და ვიტამინებს.
ზოგიერთი ყოველდღიურად მისაღები პრეპარატი ურთიერთქმედებს ელტრომბოპაგთან – მათ შორის რეცეპტით და ურეცეპტოდ გაცემული მედიკამენტები და მინერალები. აღნიშნული მოიცავს:
ანტაციდურ მედიკამენტებს საჭმლის მონელების დარღვევის, გულძმარვის ან კუჭის წყლულების სამკურნალოდ (იხ. აგრეთვე „როდის მივიღოთ“ მე-3 პარაგრაფში);
მედიკამენტებს, რომლებსაც უწოდებენ სტატინებს და გამოიყენება ქოლესტერინის შესამცირებლად;
ზოგიერთ აივ ინფექციის სამკურნალო მედიკამენტს, როგორიცაა ლოპინავირი და/ან რიტონავირი;
ციკლოსპორინს, რომელიც გამოიყენება ტრანსპლანტაციის ან იმუნური დაავადებების კონტექსტში;
მინერალებს, როგორიცაა: რკინა, კალციუმი, მაგნიუმი, ალუმინი, სელენი და თუთია, რომლებიც შედის ვიტამინებსა და მინერალურ დანამატებში (იხ. აგრეთვე „როდის მივიღოთ“ მე-3 პარაგრაფში);
კიბოს სამკურნალო პრეპარატებს, როგორიცაა მეტოტრექსატი და ტოპოტეკანი.
მიმართეთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ რომელიმე მათგანს. ზოგიერთი მათგანის მიიღება არ შეიძლება ელტროლეიდთან ერთად, ან შეიძლება საჭირო გახდეს დოზის კორექცია, ან შეიძლება დაგჭირდეთ მათი მიღების დროის შეცვლა. თქვენი ექიმი განიხილავს პრეპარატებს, რომლებსაც იღებთ და საჭიროების შემთხვევაში, შემოგთავაზებთ შესაბამის ჩანაცვლებას.
თუ ასევე იღებთ სისხლის შედედების საპროფილაქტიკო პრეპარატებს, მაშინ არსებობს სისხლდენის დიდი რისკი. თქვენი ექიმი ამას განიხილავს თქვენთან ერთად.
თუ თქვენ იღებთ კორტიკოსტეროიდებს, დანაზოლს და/ან აზათიოპრინს, შესაძლოა დაგჭირდეთ უფრო დაბალი დოზის მიღება ან მათი მიღების შეწყვეტა ელტროლეიდის მიღებისას.
ელტროლეიდი საჭმელთან და სასმელთან ერთად
არ მიიღოთ ელტროლეიდი რძის შემცველ საკვებთან ან სასმელთან ერთად, რადგან რძის პროდუქტებში არსებული კალციუმი გავლენას ახდენს პრეპარატის შეწოვაზე. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. „როდის მივიღოთ“ მე-3 პარაგრაფში.
ორსულობა და ძუძუთი კვება
არ გამოიყენოთ ელტროლეიდი თუ ხართ ორსულად და თქვენი ექიმი კონკრეტულად არ გირჩევთ მის მიღებას. ორსულობის დროს ელტრომბოპაგის ეფექტი ცნობილი არ არის.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად, ფიქრობთ, რომ ხართ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას.
ელტროლეიდის მიღებისას, ორსულობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენეთ კონტრაცეფციის საიმედო მეთოდი.
თუ დაორსულდებით ელტროლეიდით მკურნალობის დროს აცნობეთ თქვენს ექიმს.
არ შეიძლება ძუძუთი კვება ელტროლეიდის მიღებისას. უცნობია გამოიყოფა თუ არა ელტრომბოპაგი დედის რძეში. თუ ხართ მეძუძური დედა ან გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას, აცნობეთ თქვენს ექიმს.
სატრანსპორტო საშუალების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ელტროლეიდს შეუძლია გამოიწვიოს თავბრუსხვევა და სხვა გვერდითი მოვლენები, რაც შეამცირებს სიფხიზლეს. არ მართოთ სატრანსპორტო საშუალებები ან არ გამოიყენოთ მექანიზმები, თუ არ ხართ დარწმუნებული, რომ პრეპარატი არ ახდენს თქვენზე ზეგავლენას.
ელტროლეიდი შეიცავს იზომალტს და ნატრიუმს
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, ამ სამკურნალო საშუალების მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.
ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლ-ზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) თითო ტაბლეტში, ანუ არსებითად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
როგორ გამოიყენება ელტროლეიდი
ყოველთვის მიიღეთ ეს პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. არ შეცვალოთ ელტროლეიდის მისაღები დოზა ან განრიგი, თუ ამას თქვენი ექიმი ან ფარმაცევტი არ გირჩევთ. ელტროლეიდის მიღებისას თქვენ იქნებით ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, რომელსაც აქვს თქვენი მდგომარეობის მკურნალობის სპეციალიზებული გამოცდილება.
რამდენი უნდა მიიღოთ
ITP-თვის
მოზრდილები და ბავშვები (6-დან 17 წლამდე) - ჩვეულებრივი საწყისი დოზა ITP-ის დროს არის ელტროლეიდის ერთი 50 მგ ტაბლეტი დღეში. თუ ხართ აღმოსავლეთ/სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობის, შეიძლება დაგჭირდეთ 25 მგ-ზე უფრო დაბალი დოზით დაწყება.
ბავშვები (1-დან 5 წლამდე) - ჩვეულებრივი საწყისი დოზა ITP-სთვის არის ერთი 25 მგ ელტროლეიდის ტაბლეტი დღეში.
C ჰეპატიტისთვის
მოზრდილები - C ჰეპატიტის დროს ჩვეულებრივი საწყისი დოზაა ელტროლეიდის ერთი 25 მგ ტაბლეტი დღეში. თუ ხართ აღმოსავლეთ/სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური წარმომავლობის თქვენ დაიწყებთ იგივე 25 მგ დოზით.
ელტროლეიდის მოქმედების დაწყებას შეიძლება დასჭირდეს 1-დან 2 კვირამდე. ელტროლეიდზე თქვენი რეაქციიდან გამომდინარე, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ დღიური დოზის შეცვლა.
როგორ მიიღება ტაბლეტები
გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად, ცოტაოდენი წყალის დაყოლებით.
როდის მივიღოთ
დარწმუნდი, რომ
ელტროლეიდის მიღებამდე 4 საათით ადრე
და ელტროლეიდის მიღებიდან 2 საათის შემდეგ
თქვენ არ იღებთ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილს:
რძის პროდუქტებს, როგორიცაა ყველი, კარაქი, იოგურტი ან ნაყინი;
რძე ან რძის კოქტეილებს, რძის, იოგურტის ან ნაღების შემცველ სასმელების;
ანტაციდებს, ერთგვარი პრეპარატები საჭმლის მონელებისთვის და გულძმარვისთვის;
ზოგიერთ მინერალურ და ვიტამინის დანამატს, მათ შორის რკინას, კალციუმს, მაგნიუმს, ალუმინს, სელენს და თუთიას.
თუ იღებთ აღნიშნულს, პრეპარატი სათანადოდ არ შეიწოვება თქვენს ორგანიზმში.
635006286500
დამატებითი რჩევისთვის შესაფერის საკვებთან და სასმელთან დაკავშირებით, მიმართეთ თქვენს ექიმს.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი ელტროლეიდი
დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. თუ შესაძლებელია, აჩვენეთ მათ შეფუთვა, ან წინამდებარე ფურცელი-ჩანართი. თქვენ იქნებით დაკვირვების ქვეშ გვერდითი მოვლენების ნებისმიერი ნიშანისა თუ სიმპტომის გამოსავლენად და დაუყოვნებლივ დაგენიშნებათ შესაბამის მკურნალობას.
თუ დაგავიწყდათ ელტროლეიდის მიღება
მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ელტროლეიდის ერთ დოზაზე მეტი ერთ დღეში.
თუ შეწყვეტთ ელტროლეიდის მიღებას
არ შეწყვიტოთ ელტროლეიდის მიღება თქვენს ექიმთან კონსულტაციის გარეშე. თუ თქვენი ექიმი გირჩევთ მკურნალობის შეწყვეტას, თრომბოციტების რაოდენობა შეგიმოწმდებათ ყოველ კვირას ოთხი კვირის განმავლობაში. აგრეთვე იხ. „სისხლდენა ან სისხლჩაქცევა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ“ მე-4 პარაგრაფში.
ამ პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
ყველა პრეპარატის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველას არ აღენიშნება.
სიმპტომები, რომლებიც საჭიროებენ ყურადღებას: მიმართეთ ექიმს
პაციენტებს, რომლებიც იღებენ ელტრომბოპაგს ITP-ის ან C ჰეპატიტის სამკურნალოდ სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობის გამო, შეიძლება განუვუთარდეთ პოტენციურად სერიოზული გვერდითი მოვლენები.
მნიშვნელოვანია აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ ეს სიმპტომები:
სისხლის შედედების მაღალი რისკი
ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სისხლის შედედების უფრო მაღალი რისკი და პრეპარატებმა, როგორიცაა ელტროლეიდი, შეიძლება გაამოწვავოს ეს პრობლემა. თრომბის მიერ სისხლძარღვის უეცარი ბლოკირება არახშირი გვერდითი მოვლენაა და შეიძლება ზეგავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ გამოგივლინდათ სისხლის შედედების ისეთი ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა:
შეშუპება, ტკივილი, სიცხე, სიწითლე ან სისუსტე ერთ ფეხში;
უეცარი ქოშინი, განსაკუთრებით მკვეთრ ტკივილთან ერთად გულმკერდის არეში ან აჩქარებულ სუნთქვასთან ერთად;
მუცლის (კუჭის) ტკივილი, გადიდებული მუცელი, სისხლი განავალში.
ღვიძლის პრობლემები
ელტროლეიდის შეუძლია გამოიწვიოს ცვლილებები, რომლებიც ვლინდება სისხლის ანალიზში და შეიძლება იყოს ღვიძლის დაზიანების ნიშნები. ღვიძლის პრობლემები (სისხლის ანალიზში ნაჩვენები ფერმენტების მომატება) ხშირია და შეიძლება ზეგავლენა იქონიოს 10-დან 1 ადამიანზე. ღვიძლის სხვა პრობლემები არახშირია და შეიძლება ზეგავლენა იქონიოს 100-დან 1 ადამიანზე.
თუ თქვენ გაქვთ ღვიძლის პრობლემების რომელიმე აღნიშნული ნიშანი:
კანის ან თვალების სკლერების გაყვითლება (სიყვითლე);
უჩვეულოდ მუქი ფერის შარდი
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს.
სისხლდენა ან სისხლჩაქცევა მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ
ელტროლეიდის შეწყვეტიდან ორი კვირის განმავლობაში თქვენი სისხლში თრომბოციტების რაოდენობა ჩვეულებრივ შემცირდება იმ დონემდე, რაც იყო ელტროლეიდის მიღების დაწყებამდე. თრომბოციტების დაბალმა რაოდენობამ შეიძლება გაზარდოს სისხლდენის ან სისხლჩაქცევების რისკი. თქვენი ექიმი შეამოწმებს თქვენს თრომბოციტების რაოდენობას ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტიდან სულ მცირე 4 კვირის განმავლობაში.
აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რაიმე სისხლდენა ან სისხლჩაქცევა ელტროლეიდის შეწყვეტის შემდეგ.
ზოგიერთ ადამიანს აქვს სისხლდენა საჭმლის მომნელებელ სისტემაში პეგინტერფერონის, რიბავირინის და ელტრომბოპაგის მიღების შეწყვეტის შემდეგ. სიმპტომები მოიცავს:
შავი კუპრიფერი განავალი (გაუფერულებული ნაწლავური მოძრაობა არახშირი გვერდითი მოვლენაა, რომელიც შეიძლება აღენიშნებოდეს 100-დან 1 ადამიანს);
სისხლი განავალში;
სისხლიანი ღებინება ან ყავის ნალექის მსგავსი ღებინება.
დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ გაქვთ რომელიმე ჩამოთვლილი სიმპტომი.
ელტრომბოპაგით მკურნალობასთან დაკავშირებული შემდეგი გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა ITP-ით დაავადებულ მოზრდილ პაციენტებში:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)
ცხვირის, სინუსების, ყელის და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია (ზედა სასუნთქი გზების ინფექცია);
ხველა, გაციება;
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა), დიარეა;
ზურგის ტკივილი
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზით:
ღვიძლის ფერმენტების მომატება (ალანინ ამინოტრანსფერაზა (ALT)).
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
გრიპი, მარტივი ჰერპესი, პნევმონია, სინუსების გაღიზიანება და ანთება (შეშუპება), ნუშისებრი ჯირკვლების ანთება (შეშუპება) და ინფექცია, ფილტვების, სინუსების, ცხვირისა და ყელის ინფექცია, ღრძილის ქსოვილის ანთება, მარტივი ჰერპესი და დისკომფორტი ყლაპვისას;
მადის დაკარგვა;
ძილის პრობლემები, დეპრესია;
კანის მგრძნობელობის დაქვეითება, ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება, რომელსაც ჩვეულებრივ უწოდებენ „ჩხვლეტის შეგრძნებას“, ძილიანობა, შაკიკი;
თვალთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის თვალის პათოლოგიური ტესტი, მშრალი თვალი, თვალის ტკივილი და დაბინდული მხედველობა, მხედველობის დაქვეითება;
ყურის ტკივილი, თავბრუ (ვერტიგო);
ტკივილი, შეშუპება და სისუსტე ერთ-ერთ ფეხში (ჩვეულებრივ წვივის უკანა ნაწილი) დაზიანებულ არეში კანის სიმხურვალე (სისხლის შედედების ნიშნები ღრმა ვენაში), ლოკალიზებული შეშუპება, სისხლსავსეობა, რაც გამოწვეულია სისხლძარღვის დაზიანებით (ჰემატომა);
სურდო;
პირის ღრუს პრობლემები, მათ შორის პირის სიმშრალე, ტკივილი, მგრძნობიარე ენა, ღრძილებიდან სისხლდენა, პირის ღრუს წყლულები, კბილის ტკივილი, ღებინება, მუცლის ტკივილი, საჭმლის მომნელებელ სისტემის მხრივ- მეტეორიზმი;
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა;
კანისმიერი ცვლილებები, მათ შორის ჭარბი ოფლიანობა, გამონაყარი ქავილით, წითელი ლაქები, კანის გარეგნული ცვლილებები, თმის ცვენა;
კუნთების ტკივილი, კუნთების სპაზმი, კუნთების სისუსტე, ძვლების ტკივილი;
ქაფიანი, აქაფებული ან ბუშტუკოვანი შარდი (შარდში ცილის არსებობის ნიშნები);
მძიმე მენსტრუალური პერიოდი;
მაღალი ტემპერატურა, სიცხის შეგრძნება, ტკივილი გულმკერდის არეში, სისუსტის შეგრძნება.
ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), თრომბოციტების რაოდენობის შემცირება (თრომბოციტოპენია), ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, ეოზინოფილების რაოდენობის გაზრდა, ლეიკოციტების რაოდენობის გაზრდა (ლეიკოციტოზი);
შარდმჟავას დონის მომატება, კალიუმის დონის დაქვეითება;
ღვიძლის ფერმენტების მომატება (ასპარტატ ამინოტრანსფერაზა (AST)), სისხლში ბილირუბინის მომატება (ღვიძლის მიერ წარმოებული ნივთიერება);
ზოგიერთი ცილის დონის მომატება, კრეატინინის დონის მომატება;
ტუტე ფოსფატაზის დონის მომატება.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)
კანის ინფექცია;
სწორი ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის კიბო;
ალერგიული რეაქციები;
მადის დაკარგვა, სახსრების მტკივნეული შეშუპება, რომელიც გამოწვეულია შარდმჟავით (პოდაგრა);
ინტერესის ნაკლებობა, განწყობის ცვლილება, ტირილი, რომლის შეჩერება ძნელია ან ხდება მოულოდნელად;
წონასწორობის, მეტყველების და ნერვული ფუნქციის პრობლემები, კანკალი, დამბლა სხეულის ერთ მხარეს, შაკიკი, ნერვის დაზიანება, სისხლძარღვების გაფართოება ან შეშუპება, რაც იწვევს თავის ტკივილს;
თვალთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ცრემლდენის მომატება, თვალის ბროლის დაბინდვა (კატარაქტა), ბადურიდან სისხლდენა, თვალების სიმშრალე;
გახშირებული გულისცემა, არარეგულარული გულისცემა, კანის მოლურჯო შეფერილობა, გულის რითმის დარღვევა (QT გახანგრძლივება), რაც შეიძლება იყოს გულისა და სისხლძარღვების მხრვი დარღვევის ნიშნები, გულის ნაწილში სისხლმომარაგების შეწყვეტა;
შესაძლო ტკივილი, შეშუპება და/ან სიწითლე ვენის ირგვლივ, რაც შეიძლება იყოს ვენაში სისხლის შედედების ნიშნები, სისხლის შედედება, სიწითლე;
უეცარი ქოშინი, განსაკუთრებით მაშინ, როცა თან ახლავს მკვეთრი ტკივილი გულმკერდის არეში და/ან აჩქარებული სუნთქვა, რაც შეიძლება იყოს ფილტვებში სისხლის შედედების ნიშნები (იხ. „სისხლის შედედების მაღალი რისკი“ ზემოთ მე-4 პარაგრაფში), ფილტვის ფუნქციის დარღვევა რომელიც გამოწვეულია ფილტვის არტერიის ბლოკირებით, ცხვირის, ყელის და სინუსების პრობლემები, სუნთქვის პრობლემები ძილის დროს;
პირის ღრუს პრობლემები, მათ შორის პირის სიმშრალე ან ტკივილი, ენის ტკივილი, ღრძილებიდან სისხლდენა, დისკომფორტი პირის ღრუში, ბუშტუკები/წყლულები პირის ღრუსა და ყელში, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, მათ შორის ხშირი ნაწლავური მოძრაობა, საკვებით მოწამვლა, სისხლი განავალში, სისხლის ღებინება, რექტალური სისხლდენა, განავლის ფერის ცვლილება, მუცლის შებერილობა, ყაბზობა;
კანის გაყვითლება და/ან მუცლის ტკივილი, ღვიძლის დაზიანება, ანთებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანება (იხ. „ღვიძლის პრობლემები“ ზემოთ მე-4 პარაგრაფში), ღვიძლის დაზიანება მედიკამენტების გამო;
მტკივნეული ან პათოლოგიური კანისმიერი შეგრძნებები, კანის ცვლილებები, მათ შორის კანის გაუფერულება, აქერცვლა, სიწითლე, ქავილი და ოფლიანობა, ცივი ოფლი.
კუნთების სისუსტე;
თირკმელების პრობლემები, მათ შორის თირკმლის ანთება, ჭარბი შარდვა ღამით, თირკმლის უკმარისობა, თეთრი უჯრედები შარდში;
სიცხის შეგრძნება, შფოთვის შეგრძნება, სისხლდენა კათეტერის გარშემო (არსებობის შემთხვევაში) კანში, სიწითლე ან შეშუპება ჭრილობის ირგვლივ, ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება, უცხო სხეულის შეგრძნება;
მზის დამწვრობა.
არახშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ლაბორატორიულ ტესტებში:
სისხლის წითელი უჯრედების ფორმის ცვლილებები, სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია), გამოწვეული სისხლის წითელი უჯრედების გადაჭარბებული განადგურებით (ჰემოლიზური ანემია), მიელოციტების რაოდენობის გაზრდა, ნეიტროფილების ზოლის გაზრდა, სისხლის თეთრი უჯრედების განვითარება, რაც შეიძლება მიუთითებდეს გარკვეულ დაავადებაზე, თრომბოციტების რაოდენობის გაზრდა, ჰემოგლობინის დონის მომატება;
კალციუმის დონის დაქვეითება;
სისხლში შარდოვანას მომატება, შარდში ცილის დონის მომატება;
სისხლში ალბუმინის დონის მომატება, მთლიანი ცილის დონის მომატება, სისხლში ალბუმინის დონის დაქვეითება, შარდის pH-ის მომატება.
გამოვლინდა ელტრომბოპაგით მკურნალობასთან დაკავშირებული შემდეგი დამატებითი გვერდითი მოვლენები, ITP-ის მქონე ბავშვებში (1-დან 17 წლამდე):
თუ ეს გვერდითი მოვლენები გართულდება, აცნობეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ბავშვში)
ცხვირის, სინუსების, ყელის და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, გაციება (ზედა სასუნთქი გზების ინფექცია);
ხველა;
შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა), დიარეა, მუცლის ტკივილი;
მაღალი ტემპერატურა.
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ბავშვში)
ძილის გაძნელება (უძილობა);
ქავილი, სურდო ან დახშული ცხვირი, ყელის ტკივილი, სურდო, ცხვირის გაჭედვა და ცემინება, ცხვირის და ყელის ტკივილი;
კბილის ტკივილი, პირის ღრუს პრობლემები, მათ შორის პირის სიმშრალე, პირის ტკივილი, მგრძნობიარე ენა, ღრძილებიდან სისხლდენა, წყლულები პირის ღრუში.
შემდეგი გვერდითი მოვლენები დაკავშირებულია ელტრომბოპაგით მკურნალობასთან პეგინტერფერონთან და რიბავირინთან ერთად HCV-ის მქონე პაციენტებში:
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანში)
მადის დაკარგვა;
თავის ტკივილი;
ხველა;
სისუსტე, გულისრევა, დიარეა;
ქავილი, ხელების ან ფეხების შეშუპება, უჩვეულო თმის ცვენა;
კუნთების ტკივილი, კუნთების სისუსტე;
ცხელება, დაღლილობის შეგრძნება, გრიპის მსგავსი დაავადება, სისუსტის შეგრძნება, შემცივნება.
ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია).
ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 10-დან 1 ადამიანში)
საშარდე სისტემის ინფექცია, ცხვირის, სინუსების, ყელის და ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, ბრონქების ლორწოვანი გარსის ანთება, სასუნთქი გზების, ყელის და პირის ღრუს ანთება, გრიპის მსგავსი სიმპტომები, პირის სიმშრალე, პირის ტკივილი ან ანთება, კბილის ტკივილი, გრიპი, მარტივი ჰერპესი;
წონის დაკლება;
ძილის დარღვევა, პათოლოგიური ძილიანობა, დეპრესია, შფოთვა;
თავბრუსხვევა, ყურადღების და მეხსიერების პრობლემები, განწყობის ცვლილება, ტვინის ფუნქციის დაქვეითება ღვიძლის დაზიანების შემდგომ, ჩხვლეტა ან დაბუჟება ხელებსა ან ტერფებში;
თვალის პრობლემები, მათ შორის თვალის ბროლის დაბინდვა (კატარაქტა), თვალის სიმშრალე, მცირე ზომის ყვითელი დეპოზიტები ბადურაში, თვალის სკლერების გაყვითლება, ბადურიდან სისხლდენა;
თვბრუ (ვერტიგო);
სწრაფი ან არარეგულარული გულისცემა (პალპიტაცია);
ქოშინი, ხველა, რომელიც იწვევს ნახველს, სურდო, ყელის ტკივილი და დისკომფორტი ყლაპვისას;
საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, მათ შორის ღებინება, კუჭის ტკივილი, საჭმლის მონელების დარღვევა, ყაბზობა, გემოვნების დარღვევები, კუჭის ტკივილი/დისკომფორტი, სისხლძარღვების შეშუპება და სისხლდენა საყლაპავში (საყლაპავის მილში), კბილის ტკივილი;
ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემები, მათ შორის ღვიძლის სიმსივნე, თვალების სკლერების ან კანის გაყვითლება (სიყვითლე), ღვიძლის დაზიანება მედიკამენტებით (იხ. „ღვიძლის პრობლემები“ მე-4 პარაგრაფში);
კანისმიერი ცვლილებები, მათ შორის გამონაყარი, კანის სიმშრალე, ეგზემა, კანის სიწითლე, ქავილი, ჭარბი ოფლიანობა, კანზე უჩვეულო წარმონაქმნები, თმის ცვენა;
სახსრების ტკივილი, ზურგის ტკივილი, ძვლების ტკივილი, ტკივილი კიდურებში (მკლავები, ფეხები, ხელები ან ტერფები), კუნთების სპაზმი;
გაღიზიანებადობა, ზოგადად უსიამოვნო შეგრძნება, კანისმიერი რეაქცია, როგორიცაა სიწითლე ან შეშუპება და ტკივილი ინექციის ადგილზე, ტკივილი და დისკომფორტი გულმკერდის არეში, სითხის დაგროვება სხეულში ან კიდურებში, რაც იწვევს შეშუპებას;
დეპრესია, შფოთვა, ძილის პრობლემები, ნერვიულობა;
ცხელება, თავის ტკივილი.
ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს სისხლის ანალიზში:
სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მომატება, ლეიკოციტების რაოდენობის შემცირება, ნეიტროფილების რაოდენობის შემცირება, სისხლში ალბუმინის დონის დაქვეითება, ჰემოგლობინის დონის დაქვეითება, სისხლში ბილირუბინის დონის მომატება (ღვიძლის მიერ წარმოებული ნივთიერება), ფერმენტების ცვლილებები, რომლებიც აკონტროლებენ სისხლის შედედებას.
არახშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება განვითარდეს 100-დან 1 ადამიანში)
კუჭ-ნაწვალის ტრაქტის ანთება(გასტროენტერიტი), ყელის ტკივილი;
სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (ანემია) გამოწვეული სისხლის წითელი უჯრედების გადაჭარბებული დაშლით (ჰემოლიზური ანემია);
დაბნეულობა,
პირის ღრუს ბუშტუკები/წყლულები, კუჭის ანთება;
სისხლის შედედება ღვიძლის ვენაში (ღვიძლის და/ან საჭმლის მომნელებელი სისტემის შესაძლო დაზიანება), ღვიძლის უკმარისობა;
კანისმიერი ცვლილებები, მათ შორის ფერის ცვლილება, აქერცვლა, სიწითლე, ქავილი, დაზიანება და ღამის ოფლიანობა;
სისხლის პათოლოგიური შედედება მცირე სისხლძარღვებში თირკმლის უკმარისობით, მტკივნეული შარდვა;
გამონაყარი, სისხლჩაქცევები ინექციის ადგილზე, დისკომფორტი გულმკერდის არეში;
გულის რითმის დარღვევა (QT გახანგრძლივება).
შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ
თუ აღგენიშნებათ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. აღნიშნული მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი წინამდებარე ფურცელ-ჩანართში. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ შეატყობინოთ გვერდითი მოვლენების შესახებ პირდაპირ შეტყობინების ეროვნული სისტემის მეშვეობით, რომელიც ჩამოთვლილია V დანართში. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით თქვენ დაგვეხმარებით მივიღოთ მეტი ინფორმაცია ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ.
როგორ ინახება ელტროლეიდი
შეინახეთ ეს პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე „EXP“-ის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ეს პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
არ გადაყაროთ პრეპარატები კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ მოახდინოთ პრეპარატების უტილიზაცია, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს ელტროლეიდი
მოქმედი ნივთიერებაა ელტრომბოპაგის ოლამინი.
ელტროლეიდი 25 მგ: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს ელტრომბოპაგის ოლამინს, რომელიც 25 მგ ელტრომბოპაგის ექვივალენტურია.
ელტროლეიდი 50 მგ: თითოეული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს ელტრომბოპაგის ოლამინს, რომელიც 50 მგ ელტრომბოპაგის ექვივალენტურია.
სხვა ინგრედიენტებია: მიკროკრისტალური ცელულოზა, მანიტოლი, პოვიდონი, იზომალტი (E 953), კალციუმის სილიკატი, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი (ტაბლეტის ბირთვი); ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), რკინის ოქსიდი წითელი (E 172), რკინის ოქსიდი ყვითელი (E 172), ტრიაცეტინი (ტაბლეტის გარსი).
- ელტროლეიდის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი
ელტროლეიდი 25 მგ არის ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ცალ მხარეს გრავირებულია „II“ და დიამეტრი აქვს დაახლოებით 8 მმ.
ელტროლეიდი 50 მგ არის ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივ ამოზნექილი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი, ცალ მხარეს გრავირებულია „III“ და დიამეტრი აქვს დაახლოებით 10 მმ.
ელტროლეიდი 25 მგ წარმოდგენილია კოლოფში, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს და შეფუთულია 4 ბლისტერში.
ელტროლეიდი 50 მგ წარმოდგენილია კოლოფში, რომელიც შეიცავს 28 ტაბლეტს და შეფუთულია 4 ბლისტერში.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგის ავტორიზაციის მფლობელი
Synthon BV (სინტონ ბვ)
მიკროვეგ 22
6545 CM ნიჯმეგენი
ნიდერლანდები
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი საქართველოში
შპს „ავერსი-ფარმა“
დ. აღმაშენებლის გამზ. 148
0112 თბილისი, საქართველო
მწარმოებელი:
Synthon Hispania, S.L. (სინტონ ჰისპანია, ს.ლ.)
C/Castelló, Nº1, (C/კასტელო)
სანტ ბოი დე ლობრეგატი,
08830 ბარსელონა, ესპანეთი
წინამდებარე ფურცელი-ჩანართი ბოლოს შესწორდა: 10.07.2023
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.