ელონვა
Elonva®
მრავლობითი ფოლიკულების წარმოქმნის მიზნით გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის (გნრჰ) ანტაგონისტთან კომბინაციაში საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაცია ქალებში, რომლებიც მონაწილეობენ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების პროგრამებში.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- corifollitropin alfa
- ფორმა და შეფუთვა
- 150მკგ/0,5მლ 0.5მლ კანქვეშ შესაყვანი საინექციო ხსნარი წინასწარ შევსებული შპრიცი №1 კომპლექტში 1 სტერილურ ნემსთან ერთად მოთავსებული პლასტმასის კონტეინერში მეორეული შეფუთვით
- მწარმოებელი
- N.V. Organon (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -Vetter Pharma -Fertigung GmbH & Co. KG(გერმანია)), ნიდერლანდი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები, გონადოტროპინები
- ATC კოდი
- G03GA09
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-038633
- რეგისტრირებულია
- 13 ივლისი 2023, მოქმედებს 13 ივლისი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Merck Sharp & Dohme Corp (აშშ)
- განმცხადებელი
- Organon Central East GmbH (შვეიცარია)
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ელონვა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
მრავლობითი ფოლიკულების წარმოქმნის მიზნით გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის (გნრჰ) ანტაგონისტთან კომბინაციაში საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაცია ქალებში, რომლებიც მონაწილეობენ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების პროგრამებში.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი ელონვა განკუთვნილია მხოლოდ კანქვეშ ერთჯერადად შეყვანისთვის. ამავე ციკლის დროს არ უნდა დაინიშნოს დამატებითი ინექციები.
პრეპარატის შეყვანის დაწყებიდან მე-8 დღემდე არ უნდა შეიყვანონ რეკომბინანტული ფმჰ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევები.
თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შესაძლებელია კორიფოლიტროპინ ალფას გამოყოფის დაქვეითება. ამიტომ ასეთ ქალებში პრეპარატ ელონვას® გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გონადოტროპინ რილიზინგ-ჰორმონის აგონისტთან პროტოკოლში არარეკომენდებული გამოყენება
პრეპარატ ელონვას გამოყენების გამოცდილება გონადოტროპინ რილიზინგ-ჰორმონის აგონისტთან კომბინაციაში შეზღუდულია. არამასშტაბური არაკონტროლირებული კვლევის შედეგები მიუთითებს საკვერცხეების მხრიდან უფრო გამოხატულ პასუხზე, ვიდრე გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ანტაგონისტთან კომბინაციაში გამოყენების შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით გონადოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონის აგონისტთან კომბინაციაში პრეპარატ ელონვას გამოყენება რეკომენდებული არ არის.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს)
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი განსხვავადება საკვერცხეების გაურთულებელი გადიდებისგან. მსუბუქი და საშუალო ხარისხის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის კლინიკური ნიშნები შეიძლება იყოს: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, საკვერცხეების გადიდება (უმნიშვნელოდან საშუალო დონემდე), საკვერცხეების კისტა. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის მძიმე ხარისხი შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს. აღნიშნული მოვლენის კლინიკურ ნიშნებს წარმოადგენს: საკვერცხეების დიდი ზომის კისტები (მიდრეკილი გასკდომისკენ), მუცლის მწვავე ტკივილი, ასციტი, პლევრული შეგუბება, ჰიდროთორაქსი, ქოშინი, ოლიგურია, ჰემატოლოგიური დარღვევები, წონის მატება. იშვიათ შემთხვევებში საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომმა შეიძლება გამოიწვიოს ვენური ან არტერიული თრომბოემბოლია. ასევე იყო შეტყობინებები სჰს-სა და ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიურ ცვლილებებს შორის კავშირის შესახებ, ღვიძლის ბიოფსიისას მორფოლოგიური ცვლილებებით ან მის გარეშე.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის სიმპტომები და ნიშნები ვითარდება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ან ორსულობის გავლენით (ენდოგენური ქორიონული გონადოტროპინი). საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის ადრეული სინდრომი ჩვეულებრივ ვითარდება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის შეყვანიდან 10 დღის განმავლობაში და შეიძლება თან ახლდეს საკვერცხეების გადაჭარბებული პასუხი გონადოტროპინით სტიმულაციაზე. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის გვიანი სინდრომი ვითარდება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის შეყვანიდან 10 დღეზე ხანგრძლივი დროის შემდეგ ორსულობის შედეგად. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების რისკის გამო ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის შეყვანიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება.
ქალები, საკვერცხის ძალიან ინტენსიური პასუხის ცნობილი რისკ-ფაქტორით, შესაძლოა, განსაკუთრებით მიდრეკილნი იყვნენ სჰს-ს განვითარებისკენ პრეპარატ ელონვათი მკურნალობისას ან მის შემდეგ. ქალებისათვის, ნაწილობრივ ცნობილი რისკ-ფაქტორებით, რომლებიც გადიან საკვერცხეების სტიმულაციის პირველ ციკლს, რეკომენდებულია ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ყოფნა სჰს-ს ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების რისკის შესამცირებლად მიჰყევით მიმდინარე კლინიკურ პრაქტიკას დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიებისთვის. პრეპარატ ელონვას რეკომენდებული დოზის და მკურნალობის რეჟიმის დაცვა და ასევე, საკვერცხეების რეაქციის ზედმიწევნითი მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვაბია საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების რისკის შესამცირებლად.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების კონტროლის მიზნით, საჭიროა ფოლიკულების განვითარების ულტრაბგერითი მონიტორინგის ჩატარება მკურნალობამდე და რეგულარულად – მკურნალობის მიმდინარეობისას.
შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს ამავდროულად სისხლის შრატში ესტრადიოლის დონის განსაზღვრა. დამხმარე რეპდორუქციული ტექნოლოგიების პროგრამაში საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის რისკი მომატებულია 18 და მეტი ფოლიკულის არსებობისას, რომელთა დიამეტრიც შეადგენს 11მმ-ს და მეტს. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარებისას აუცილებელია სტანდარტული და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
საკვერცხის გადაგრეხა
იყო შეტყობინებები საკვერცხის გადაგრეხის შესახებ გონადოტროპინებით, მათ შორის პრეპარატ ელონვათი მკურნალობის შემდეგ. საკვერცხის გადაგრეხა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სხვა მდგომარეობებთან, როგორიცაა საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, ორსულობა, ადრე გადატანილი ქირურგიული ჩარევა მუცლის ღრუზე, საკვერცხის გადაგრეხა ანამნეზში, ასევე, აწმყო დროში ან ანამნეზში საკვერცხის კისტისა და საკვერცხის პოლიკისტოზის არსებობა. სისხლის არასაკმარისი მიწოდებით გამოწვეული საკვერცხეების დაზიანების თავიდან აცილება შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკითა და გადაგრეხის დაუყოვნებელი მოცილებით.
მრავალნაყოფიანი ორსულობა და მშობიარობა
- გონადოტროპინების ყველა პრეპარატის, მათ შორის, პრეპარატ ელონვას გამოყენებისას აღნიშნავდნენ მრავალნაყოფიან ორსულობას და რამდენიმე ახალშობილის დაბადებას. ქალი და მისი პარტნიორი მკურნალობის დაწყებამდე უნდა გააფრთხილონ დედისთვის (ორსულობის და მშობიარობის გართულება) და ახალშობილისთვის შესაძლო რისკზე (სხეულის დაბალი მასა). დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მეთოდებით მკურნალობისას მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკი ძირითადად დამოკიდებულია გადატანილი ემბრიონების რიცხვზე.
საშვილოსნოსგარე ორსულობა
უნაყოფო ქალებში, რომლებისთვისაც შეთავაზებულია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობა, მომატებულია საშვილოსნოგარე ორსულობის რისკი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის ადრეულ სტადიაზე ჩატარდეს ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა დადასტურდეს საშვილოსნოსშიდა ორსულობა და გამოირიცხოს საშვილოსნოსგარე ორსულობა.
თანდაყოლილი მანკები
თანდაყოლილი მანკების სიხშირე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე ბუნებრივი განაყოფიერებისას. ამას უკავშირებენ მშობლების თავისებურებებს (მაგ. ქალის ასაკი, სპერმის თვისებები) და მრავალნაყოფიანი ორსულობის სიხშირის ზრდას.
საკვერცხეების და რეპროდუქციული სისტემის სხვა ორგანოების სიმსივნეები
ქალებში, რომლებიც მრავალჯერადად იღებენ მკურნალობის სხვადასხვა სქემებს უნაყოფობის გამო, აღწერილია საკვერცხეების და რეპროდუქციული სისტემის სხვა ორგანოების სიმსივნეების (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი) განვითარება. დაუდგენელია შეუძლია თუ არა გონადოტროპინებით მკურნალობას ამ სიმსივნეების რისკის ზრდა უნაყოფო ქალებში.
გართულებები სისხლძარღვების მხრივ
იყო შეტყობინებები თრომბოემბოლიური გართულებების შესახებ (სჰს-სთან დაკავშირებული, ან მის გარეშე), გონადოტროპინებით, მათ შორის პრეპარატ ელონვათი მკურნალობის შემდეგ.
სისხლძარღვშიდა თრომბოზი, როგორც ვენოზური, ასევე არტერიული სისხლძარღვების, შეიძლება გახდეს მიზეზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და კიდურებისკენ სისხლის ნაკადის შემცირებისა.
ქალებისათვის, თრომბოზთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა პირადი ან ოჯახური ანამნეზი, გამოხატული სიმსუქნე ან თრომბოფილია, გონადოტროპინებით, მათ შორის პრეპარატ ელონვათი მკურნალობისას, შესაძლებელია ასეთი რისკი გაიზარდოს. ამ ჯგუფის პაციენტების მკურნალობის დროს აუცილებელია გონადოტროპინების, მათ შორის პრეპარატ ელონვას გამოყენების სარგებლისა და შესაძლო რისკის შეფასება. ამასთან აღსანიშნავია, რომ თავისთავად ორსულობას ახლავს თრომბოზის განვითარების რისკის მომატება.
უკუჩვენებები
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- საკვერცხის, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს, ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნეები
- დაუდგენელი /არადიაგნოსტირებული ეტიმოლოგიის პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენა (რომელიც დაკავშირებული არ არის მენსტრუაციასთან);
- საკვერცხეების პირველადი უკმარისობა;
- საკვერცხეების კისტები ან საკვერცხეების გადიდება;
- საშვილოსნოს ფიბროზული სიმსივნეები, რომელთა დროსაც ორსულობა და მისი შემდგომი შენარჩუნება გაძნელებულია;
- რეპროდუქციული ორგანოების განვითარების მანკები, რომელთა დროსაც ორსულობა შეუძლებელია;
- ორსულობა;
- საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის რისკ-ფაქტორები
- ანამნეზში საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი;
- 30 ფოლიკულზე მეტი 11მმ, გაზომილი ულტრაბგერითი გამოკვლევის მეთოდით, რაც წარმოადგენს საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციის წინა ციკლის შედეგს;
- ანტრალური ფოლიკულების ბაზალური რიცხვი >20;
- საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი (სპს).
სიფრთხილის ზომები
უნაყოფობის შეფასება მკურნალობის დაწყების წინ
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია წყვილის უნაყოფობის მიზეზის სათანადო შეფასება. კერძოდ, ქალი უნდა გამოიკვლიონ ჰიპოთირეოზზე, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის, ჰიპერპროლაქტინემიის, ჰიპოთალამუსის და ჰიპოფიზის სიმსივნეების გამოსავლენად, მას უნდა დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ელონვათი® მკურნალობის დაწყებამდე ასევე აუცილებელია სამედიცინო მდგომარეობების შეფასება, რომლის დროსაც ორსულობა უკუნაჩვენებია.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პრეპარატ ელონვას® ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან შესწავლილი არ არის. კორიფოლიტროპინ ალფა არ წარმოადგენს იზოფერმენტ ციტოქრომ Р450-ის სუბსტრატს, ამიტომ სხვა პრეპარატებთან მეტაბოლური ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
ელონვამ® შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ტესტის ცრუ დადებითი შედეგი, იმ შემთხვევაში, თუკი ტესტი შესრულდება დამხმარე რეპდორუქციული ტექნოლოგიების პროგრამის დროს საკვერცხეების სტიმულაციის ციკლში. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ორსულობაზე ადამიანის ქოროინული გონადოტროპინის ზოგიერთ ტესტსა და ელონვას® შემადგენლობაში შემავალ კარბოქსი-ტერმინალური პეპტიდ ბეტას ერთეულის ჯვარედინი რეაქტიულობით.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ENGAGEკვლევაში არ გამოვლინდა ნაკლები ეფექტურობა პროგრესირებადი ორსულობის სიხშირის მაჩვენებლის მხრივ პრეპარატ ელონვას და (რ) ფმჰ-ს გამოყენებისას, რაც განისაზღვრა როგორც გულისცემის მქონე მინიმუმ ერთი ნაყოფის არსებობა (რაც ფასდებოდა ემბრიონის გადატანიდან მინიმუმ 10 კვირის შემდეგ).
PURSUE კვლევაში არ გამოვლინდა ნაკლები ეფექტურობა ორსულობის სიხშირის მაჩვენებლის მხრივ პრეპარატ ელონვას და (რ) ფმჰ-ს გამოყენებისას, რაც განისაზღვრა როგორც გულისცემის მქონე მინიმუმ ერთი ნაყოფის არსებობა(რაც ფასდებოდა ემბრიონის გადატანიდან 5-6 კვირის შემდეგ).
მიღებული პროცენტული მაჩვენებლები წარმოდგენილია ქვემოთ მე-2 ცხრილში.
ცხრილი 2: ორსულობის შედეგები ENGAGE და PURSUEკვლევებში
(ITT-პოპულაცია)
მაჩვენებელი
ENGAGE†
(18-36 წელი)
(სხეულის მასა 60 კგ-ზე მეტი და
ზე ნაკლები)
PURSUE‡
(35-42 წელი)
(სხეულის მასა 50 კგ და მეტი)
ელონვა 150 მკგ
(რ) ფმჰ
200 სე
განსხვავება[95% სი]
ელონვა 150 მკგ
(რ) ფმჰ
300 სე
განსხვავება
[95% სი]
N=756
N=750
N=694
N=696
ორსულობის სიხშირე (ვიტალური)
39,9%
39,1%
1,1 [-3,8, 5,9]
23,9%
26,9%
- 3,0
[-7,3, 1,4]
ორსულობის სიხშირე (განვითარებადი)
39,0%
38,1%
1,1 [-3,8, 5,9]
22,2%
24,0%
- 1,9
[-6,1, 2,3]
ბავშვის დაბადების სიხშირე*
35,6%
34,4%
1,3 [-3,5, 6,1]
21,3%
23,4%
- 2,3
[-6,5, 1,9]
† ENGAGE კვლევაში ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო განვითარებული ორსულობა (რომელიც ფასდება ემბრიონის გადატანიდან მინიმუმ 10 კვირის შემდეგ).
‡ PURSUE კვლევაში ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო ვიტალური ორსულობების სიხშირე, განსაზღვრული როგორც ორსული ქალების რაოდენობა (პროცენტული მაჩვენებელი) მინიმუმ ერთი ნაყოფით და მისი გულის აქტივობით, რაც დასტურდება ემბრიონის გადატანის შემდეგ 5-6 კვირის შემდეგ.
- ცოცხალი ბავშვის დაბადების სიხშირე იყო ეფექტურობის მეორადი საბოლოო წერტილი ENGAGE და PURSUE კვლევებში.
ამ კლინიკურ კვლევებში უსაფრთხოების პროფილი პრეპარატ ელონვას ერთჯერადი ინექციის გამოყენებისას შეთავსებადი იყო (რ) ფმჰ –ს ყოველდღიურ ინექციებთან.
ორსულობა გაყინული-გამდნარი ემბრიონების გადატანის ციკლში (გგეგ) ENGAGE და PURSUE კვლევებში.
შემდგომ „გგეგ“- კვლევაში ENGAGE -ისთვის მონაწილეობდნენ ქალები, რომლებშიც გამოიყენებოდა მინიმუმ 1 გამდნარი ემბრიონი კრიონოკვერსაციიდან მინიმუმ 1 წლის შემდეგ. გადატანილი ემბრიონების საშუალო რაოდენობა„გგეგ“- ENGAGE ციკლებში შეადგენდა 1.7-ს მკურნალობის ყოველ ჯგუფში.
შემდგომ კვლვაში „გგეგ“- PURSUE -სთვის მონაწილეობდნენ ქალები, რომლებშიც გამოიყენებოდა მინიმუმ 1 განდმარი ემბრიონი კრიოკონსერვაციიდან 2 წლის განმავლობაში. გადატანილი ემბრიონების საშუალო რაოდენობა „გგეგ“- ENGAGE ციკლებში შეადგენდა 2,4-ს მკურნალობის ყოველ ჯგუფში. ამ კვლევაში აგრეთვე გროვდებოდა მონაცემები ბავშვების უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც დაიბადნენ კრიოკონსერვირებული ემბრიონებიდან.
„გგეგ“- ციკლების მაქსიმალური რაოდენობა იყო 5 და 4 შემდგომ „გგეგ“ კვლევაში ENGAGE და PURSUE-სთვის. „გგეგ“- პირველი ორი ციკლის დროს ორსულობის შედეგები მითითებულია ქვემოთ მე-3 ცხრილში.
ცხრილი 3: ორსულობის შედეგები „გგეგ“-ს ციკლებში ENGAGE და PURSUE
(ITT-პოპულაცია)
„გგეგ“- ციკლები ENGAGE
(18-36 წელი)
(სხეულის წონა 60კგ-ზე მეტი და 90კგ-ზე ნაკლები)
„გგეგ“- ციკლები PURSUE
(35-42 წელი)
(სხეულის წონა 50კგ-ზე მეტი)
ელონვა®
150 მკგ
(р)ფმჰ
200 სე
ელონვა®
150 მკგ
(р)ფმჰ
300 სე
n
N
%
n
N
%
n
N
%
n
N
%
ციკლი1a გგეგ
დამდგარი ორსულობა
55
148
37,2
45
147
30,6
43
152
28,3
42
145
29,0
ცოცხალი ბავშვის დაბადება
-
-
-
-
-
-
43
152
28,3
41
145
28,3
ციკლი 2a გგეგ
დამდგარი ორსულობა
9
38
23,7
9
31
29,0
8
23
34,8
6
14
42,9
ცოცხალი ბავშვის დაბადება
-
-
-
-
-
-
8
23
34,8
6
14
42,9
n = შედეგის მქონე ქალების რაოდენობა N = ქალების საერთო რაოდენობა
a ემბრიონის პირველ გადატანაზე
თანდაყოლილი პათოლოგია ბავშვებში, რომელიც აღწერილია გგეგ ციკლის შემდეგ.
პრეპარატ ელონვას გამოყენების შემდეგ დაიბადა 61 ბავშვი გგეგ ციკლის შემდეგ PURSUE კვლევაში და 607 ბავშვი დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიის ციკლის შემდეგ ENSURE, ENGAGE და PURSUE კვლევების კომბინაციში. განვითარების თანდაყოლილი მანკების სიხშირე (შედარებით დიდი და მცირე) ბავშვებში გგეგ ციკლის შემდეგ PURSUE კვლევაში (16,4%) ისეთივე იყო როგორიც ბავშვებში დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიის ციკლის შემდეგ , ENGAGE და PURSUE (16,8%) კვლევების კომბინაციაში.
იმუნოგენობა
2 511 ქალიდან, რომელიც იტარებდა პრეპარატ ელონვათი მკურნალობას და რომელმაც ჩააბარა ტესტი ანტისხეულების წარმოქმნაზე მკურნალობის შემდეგ, 4 ქალში (0,16%) აღინიშნა ანტისხეულები (3 ქალი იღებდა პრეპარატ ელონვას ერთხელ და ერთი ქალი-ორჯერ). ყოველ შემთხვევაში ეს ანტისხეულები არ იყო გამანეიტრალებელი და გავლენას არ ახდენდა სტიმულაციაზე ან ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის-საკვერცხეების ნორმალურ ფიზიოლოგიურ პასუხზე. ამ ოთხი ქალიდან ორი დაორსულდა მკურნალობის იმ ციკლში, როდესაც აღმოაჩინეს ანტისხეულები, რაც მიუთითებს არაგამანეიტრალებელი ანტისხეულების კლინიკური მნიშვნელობის არ არსებობაზე, რომლებიც წარმოიქმნება პრეპარატ ელონვათი სტიმულაციის შემდეგ.
ბავშვები
ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა პრეპარატ ელონვას კვლევების შედეგების მოწოდებაზე ბავშვების ერთ ან მეტ ქვეჯგუფში ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმისას (იხ. პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზირება”, ბავშვებში გამოყენება).
ფარმაკოკინეტიკა
კორიფოლიტროპინ ალფას ფარმაკოკინეტიკა შეისწავლებოდა კანქვეშ შეყვანის შემდეგ ქალებში, რომლებშიც ტარდებოდა მკურნალობის კურსი სკს-თვის.
რამდენადაც რეკომენდებული დოზის შეყვანის შემდეგ პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივია, შრატში კორიფოლიტროპინ ალფას კონცენტრაცია საკმარისია მრავლობითი ფოლიკულების ზრდის შენარჩუნებისათვის მთელი კვირის განმავლობაში. ეს ამართლებს მრავლობითი ფოლიკულების განითარების და ორსულობის დადგომისთვის (რ)ფმჰ-ს ყოველდღიური პირველი 7ინექციის შეცვლას პრეპარატ ელონვას ერთჯერადი კანქვეშა ინექციით სკს-ს დროს დრტ-ს პროგრამის ფარგლებში (იხ. პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზირება”).
კორიფოლიტროპინ ალფას დოზა ისაზღვრება სხეულის წონით. პრეპარატის ექსპოზიცია ერთჯერადი კანქვეშა ინექციის შემდეგ შეადგენს 665საათს*ნგ/მლ
(AUC, 4261, 037 სთ* მგ/მლ (სავარაუდო დიაპაზონი პაციენტების 90%-ისთვის)) და ერთნაირია 100მკგ კორიფოლიტროპინ ალფას გამოყენებისას ≤60 კგ წონის ქალებში და 150მკგ 60კგ-ზე მეტი წონის ქალებში.
აბსორბცია.
პრეპარატ ელონვას ერთჯერადი კანქვეშ შეყვანის შემდეგ შრატში კორიფოლიტროპინ ალფას მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწეოდა 44 საათის შემდეგ (35-75 საათი) (სავარაუდო დიაპაზონო პაციენტების 90%-ისთვის)) და შეადგენდა 4,24ნგ/მლ-ს (2,49-7,21ნგ/მლ) (სავარაუდო დიაპაზონი პაციენტების 90%=ისთვის)). აბსოლუტური ბიომისაწვდომლობა შეადგენდა 58%-ს (48-70%) (სავარაუდო დიაპაზონი პაციენტების 90%-ისთვის).
განაწილება.
კორიფოლიტროპინ ალფას განაწილება, მეტაბოლიზმი და გამოყოფა სხვა გონადოტროპინების მსგავსია როგორიცაა ფმჰ, ქგ და ლჰ. სისხლში მოხვედრის შემდეგ კორიფოლიტროპინ ალფა ძირითადად საკვერცხეებში და თირკმელებში ნაწილდება. წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა შეადგენს 9,2ლ-ს (6,5-13,1ლ (სავარაუდო დიაპაზონი პაციენტები 90%-ისთვის). კორიფოლიტროპინ ალფას ექსპოზიცია იზრდება დოზის პროპორციულად 60-240მკგ დოზის დიაპაზონის გამოყენებისს.
გამოყოფა,
კორიფოლიტროპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 70 საათს (59-82 საათი (სავარაუდო დიაპაზონო პაციენტების 90%-ისთვის), კლირენსი-0,13 ლ/სთ-ს (0,10-0,18 ლ/სთ (სავარაუდო დიაპაზონი პაციენტების 90%-ისთვის). კორიფოლიტროპინ ალფას გამოყოფა უპირატესად თირკმელებით ხორციელდება, გამოყოფის სისწრაფე შეიძლება დაქვეითდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი უმნიშვნელო გავლენას ახდენს კორიფოლიტროპინ ალფას გამოყოფაზე.
პაციენტების ცალკეული ჯგუფები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა ამგვარი პათოლოგიის გავლენა კორიფოლიტროპინ ალფას გამოყოფაზე.
კლინიკამდელი კვლევების მონაცემები
კლინიკამდელი მონაცემები მიუთითებს ადამიანზე სპეციფიური უარყოფითი ზემოქმედების არ არსებობაზე, რაც დაფუძნებულია ერთჯერადი და განმეორებითი დოზირების ტოქსიურობის ფართოდ მიღებულ კვლევებზე, აგრეთვე უსაფრთხოების ფარმაკოლოგიაზე.
ვირთხებში და კურდღლებში ჩატარებულმა რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებმა აჩვენა, რომ კორიფოლიტროპინ ალფა არ ახდენს ფერტილობაზე არასასურველ გავლენას. ვირთხებში და კურდღლებში კორიფოლიტროპინის შეწყვილებამდე და უშუალოდ შეწყვილების შემდეგ, აგრეთვე მაკეობის ადრეულ პერიოდში გამოყენება იწვევს ემბრიოტოქსიურობას. ბოცვრებში შეწყვილებამდე პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნა ტერატოგენობა. ემბრიოტოქსიურობა და ტერატოგენობა ითვლება ცხოველების სუპეროვულატორული მდგომარეობის შედეგად, რომლის დროსაც შესაძლებელია ემბრიონების რაოდენობის შენარჩუნება, რაც აჭარბებს ფიზიოლოგიურ მაქსიმუმს. ამ მონაცემების მნიშვნელობა პრეპარატ ელონვას კლინიკური გამოყენებისთვის საკმარისად შესწავლილი არ არის.
გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევები (n=2 397) მიუთითებს, რომ პრეპარატ ელონვათი® მკურნალობის დროს აღნიშნულ შედარებით ხშირ გვერდით ეფექტებს წარმოადგენს: დისკომფორტის შეგრძნება მცირე მენჯის მიდამოში (6,0%), საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (4,3%), თავის ტკივილი (4,0%), ტკივილი მცირე მენჯის მიდამოში (2,9%),გულისრევა (2,3%), დაღლილობა (1,5%), ჩივილები სარძევე ჯირკვლის მხრივ (მათ შორის - ტკივილი) (1,3%).
ქვემოთ წარმოდგენილია ძირითადი გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა კლინიკური კვლევების პერიოდში ქალებში, რომლებიც იტარებენ პრეპარატ ელონვათი® მკურნალობას, ორგანოთა სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით; ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი ( ≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი ( ≥ 1/1 000-დან < 1/100-მდე), იშვიათი ( ≥ 1/10 000-დან < 1/1 000-მდე) და ძალიან იშვიათი (< 1/10 000).
დარღვევები ფსიქიკის მხრივ: არახშირი – ხასიათის ცვლილება.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივL ხშირი – თავის ტკივილი; არახშირი – თავბრუსხვევა.
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არახშირი – ალები.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ: ხშირი – გულისრევა, არახშირი – მუცლის შებერილობა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირი – ზურგის ტკივილი.
ჭარბი დოზა
ერთი ციკლის დროს პრეპარატ ელონვას ერთზე მეტი ინექციის შეყვანა ან ელონვას ან (რ)ფმჰ-ს ძალიან მაღალი დოზების გამოყენება სავარაუდოდ გაზრდის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების რისკს. პრეპარატ ელონვას შეყვანის შემდეგ არ არის საჭირო დამატებითი ფმჰ პრეპარატების მიღება სტიმულაციის მე-8 დღემდე, ვინაიდან ასევე შეიძლება გაიზარდოს საკვერცხეების ჰიპესტიმულაციის სინდრომის (სჰს) რისკი. სჰს-ს განვითარების რისკის შემცირებისა და მკურნალობის ზომები იხილეთ პარაგრაფში `სიფრთხილის ზომები~.
შემადგენლობა
ყოველი წინასწარ ავსებული შპრიცი შეიცავს 100მკგ ან 150მკგ კორიფოლიტროპინ ალფას გახსნილს 0,5მლ საინექციო ხსნარში.
მოქმედი ნივთიერება: კორიფოლიტროპინ ალფა.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, საქაროზა, L-მეთიონინი, პოლისორბატი 20, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ერთი ინექცია შეიცავს 1 მმოლზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს (ანუ, პრაქტიკულად, `არ შეიცავს~ ნატრიუმს).
სამკურნალწამლო ფორმა: კანქვეშ შესაყვანი ხსნარი.
შენახვის პირობები
3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება 2-8°C ტემპერატურაზე. გაყინვა არ შეიძლება.
ინახება ბავშებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
25°C - მდე ტემპერატურაზე შენახვა დასაშვებია არაუმეტეს 1 თვის განმავლობაში.
შეფუთვა
კორიფოლიტროპინ ალფას ხსნარი კანქვეშ შეყვანისთვის 100 ან 150მკგ. 0,5მლ ხსნარი ერთჯერად 1მლ მოცულობის შპრიცში, რომელიც დამზადებულია I ტიპის მინისგან (ეფ), ნემსის ბლოკირების ავტომატური სისტემით. ერთჯერადი შპრიცი ერთი მხრიდან დახშულია პლასტმასის რეზინის საფენიანი თავსახურით, მეორე მხარეს - პლასტმასის დგუშით მასზე მოხვეული დგუშის რეზინის საცობით. 1 ერთჯერადი, წინასწარ ავსებული შპრიცი კომპლექტში 1 სტერილურ ნემსთან ერთად, ინდივიდუალურ სტერილურ შეფუთვაში, თავსდება გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერში, რომელიც იხურება ქაღალდის მემბრანით. 1 გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
ნ.ვ. ორგანონი, ნიდერლანდები
N.V. Organon, The Netherlands
მისამართი
Kloosterstraat 6, 5349 AB, Oss, The Netherlands
კლოოსტერშტრასსე 6, 5349 AB, ქ.ოსი, ნიდერლანდები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
კორიფოლიტროპინ ალფა-ფოლიკულების მყარი სტიმულატორი რეკომბინანტული ფმჰ ((რ) ფმჰ)-ს ანალოგიური ფარმაკოდინამიური თვისებებით, მაგრამ უფრო ხანგრძლივი მოქმედებით. პრეპარატის მიერ მრავლობითი ფოლიკულების ზრდის ინიცირების და ხელშეწყობის უნარის გამო 1 კვირის განმავლობაში, პრეპარატ ელონვას ერთმა კანქვეშა ინექციამ შეიძლება შეცვალოს ნებისმიერი (რ)ფმჰ პირველი 7 ინექცია მკურნალობის ციკლში საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციისას (სკს). ფმჰ აქტივობის ხანგრძლივობა მიიღწევა კარბოქსილის პეპტიდის-β-სუბერთეულის ქგ-ს ფმჰ-ს β-ჯაჭვში ჩასმით. კორიფოლიტროპინ ალფას არ ახასიათებს ლთ/ქგ-ს დამახასიათებელი მოქმედება.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
სამ რანდომიზებულ, ორმაგად-ბრმა კლინიკურ კვლევაში პრეპარატ ელონვათი მკურნალობა (ერთჯერადი კანქვეშა ინექცია) 100მკგ დოზით (კვლევა ENSURE) ან 150მკგ დოზით (კვლევა ENGAGE და PURSUE) სკს-ს პირველი 7 დღის განმავლობაში შეადარეს (რ)ფმჰ-თი მკურნალობას 150, 200 ან 300 სე დოზით.
ყოველ კლინიკურ კვლევაში ტარდებოდა ჰიპოფიზის ფუნქციის დათრგუნვა გნრჰ ანტაგონისტებით (განირელიქსის აცეტატი საინექციო, სადღეღამისო დოზით 0,25მგ).
ENSURE კვლევაში ნორმალური ოვულაციის მქონე 396 ჯანმრთელი ქალი (ასაკი 18-36 წელი, წონა 60კგ და ნაკლები) ერთი ციკლის განმავლობაში იღებდა პრეპარატ ელონვათი მკურნალობას (100მკგ), ჰიპოფიზის ფუნქციის დათრგუნვისთვის გნრჰ ანტაგონისტს (დრტ-ს ფარგლებში). ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო მიღებული ოოციტების რაოდენობა. პირველადი სტიმულაციის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 9 დღეს ორივე ჯგუფში, რაც მიუთითებდა მე-8 დღიდან ორი დღის განმავლობაში ®(რ)ფმჰ-ს გამოყენების აუცილებლობაზე საკვერცხეების სრული სტიმულაციისთვის (ამ კვლევაში (რ)ფმჰ-ს გამოყენება ხდებოდა ქგ-ს შეყვანის დღეს).
ENGAGE კვლევაში ნორმალური ოვულაციის მქონე 1 506 ჯანმრთელი ქალი (ასაკი 18-36 წელი წონა 60-90კგ) ერთი ციკლის განმავლობაში იღებდა პრეპარატ ელონვათი (150მკგ) მკურნალობას და გნრჰ ანტაგონისტს (ჰიპოფიზის ფუნქციის დათრგუნვისთვის) დრტ-ს პროგრამის ფარგლებში. ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო პროგრესირებული ორსულობის მაჩვენებლები და მიღებული ოოციტების რაოდენობა. სტიმულაციის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 9 დღეს ორივე ჯგუფში, რაც მიუთითებდა მე-8 დღიდან ორი დღის განმავლობაში ®(რ)ფმჰ-ს გამოყენების აუცილებლობაზე საკვერცხეების სრული სტიმულაციისთვის (ამ კვლევაში (რ)ფმჰ-ს გამოყენება ხდებოდა ქგ-ს შეყვანის დღეს).
PURSUE კვლევაში ნორმალური ოვულაციის მქონე 1 390 ჯანმრთელი ქალი (ასაკი 35-42 წელი წონა 50კგ და მეტი) ერთი ციკლის განმავლობაში იღებდა პრეპარატ ელონვათი მკურნალობას (150მკგ) და გნრჰ ანტაგონისტს (ჰიპოფიზის ფუნქციის დათრგუნვისთვის) დრტ-ს პროგრამის ფარგლებში. ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო ორსულობების რაოდენობა. სტიმულაციის საშუალო ხანგრძლივობა ორივე ჯგუფში იყო 9 დღე, რაც მიუთითებდა მე-8 დღიდან ორი დღის განმავლობაში ®(რ)ფმჰ-ს გამოყენების აუცილებლობაზე საკვერცხეების სრული სტიმულაციისთვის (ამ კვლევაში (რ)ფმჰ-ს გამოყენება ხდებოდა ქგ-ს შეყვანის დღეს).
მიღებული ოოციტების რაოდენობა
პრეპარატ ელონვას სამივე კლინიკურ კვლევაში (ერთჯერადი ინექცია 100 ან 150მკგ) პირველი 7 დღის განმავლობაში სკს-ს ახლდა მიღებული ოოციტების დიდი რაოდენობა, ვიდრე ყოველდღიურად (რ)ფმჰ-ს სადღეღამისო დოზის შეყვანას. თუმცა განსხვავება იყო შესაბამისობის სავარაუდოდ დადგენილ ჩარჩოებში (კვლევები
ENGAGE და ENSURE) ან ეფექტურობის არა მცირე საზღვრებში (კვლევა PURSUE). იხ. ქვემოთ ცხრილი 1
ცხრილი 1: მიღებული ოოციტების საშუალო რაოდენობა კვლევებში ENSURE, ENGAGE და PURSUE (ITT-პოპულაცია)
მაჩვენებელი
ENSURE
(18-36წელი)
(სხეულის წონა ≤ 60 კგ)
ENGAGE
(18-36 წელი)
(სხეულის წონა 60-90კგ)
PURSUE
(35-42 წელი)
(სხეულის წონა 50კგ და მეტი)
ელონვა 100მკგ
(რ) ფმჰ
150 სე
ელონვა 150მკგ
(რ) ფმჰ
200 სე
ელონვა 150მკგ
(რ) ფმჰ
300 სე
N=268
N=128
N=756
N=750
N=694
N=696
Oოოციტების საშუალო რაოდენობა
13,3
10,6
13,8
12,6
10,7
10,3
განსხვავება
[95% სი]
2,5 [1,2; 3,9]
1,2 [0,5, 1,9]
0,5 [-0,2, 1,2]
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
ელონვა®/Elonva®
სამკურნალო პრეპარატის დასახელება: ელონვა®
საერთაშორისო არაპატენტური დასახელება: კორიფოლიტროპინ ალფა
შემადგენლობა
ყოველი წინასწარ ავსებული შპრიცი შეიცავს 100მკგ ან 150მკგ კორიფოლიტროპინ ალფას გახსნილს 0,5მლ საინექციო ხსნარში.
მოქმედი ნივთიერება: კორიფოლიტროპინ ალფა.
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ციტრატის დიჰიდრატი, საქაროზა, L-მეთიონინი, პოლისორბატი 20, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, ქლორწყალბადმჟავა, საინექციო წყალი.
პრეპარატის ერთი ინექცია შეიცავს 1 მმოლზე (23მგ) ნაკლებ ნატრიუმს (ანუ, პრაქტიკულად, `არ შეიცავს~ ნატრიუმს).
სამკურნალწამლო ფორმა: კანქვეშ შესაყვანი ხსნარი.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სასქესო ჰორმონები და სასქესო სისტემის მოდულატორები. გონადოტროპინები. ათქ კოდი: G03GA09
გამოყენების ჩვენება
მრავლობითი ფოლიკულების წარმოქმნის მიზნით გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის (გნრჰ) ანტაგონისტთან კომბინაციაში საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაცია ქალებში, რომლებიც მონაწილეობენ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების პროგრამებში.
გამოყენების მეთოდი და დოზა
პრეპარატ ელონვათი® მკურნალობა უნდა დაიწყოს ექიმის დაკვირვების ქვეშ, რომელსაც გააჩნია უნაყოფობის მკურნალობის გამოცდილება.
დოზირება
რეპროდუქციული ასაკის ქალების მკურნალობის დროს პრეპარატ ელონვას® დოზის შერჩევა ხდება სხეულის მასისა და ასაკის გათვალისწინებით ქალებში 36 წლის ჩათვლით და სხეულის მასით ≤ 60კგ რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთჯერადად შეყავთ 100მკგ.
ქალებს სხეულის მასით >60კგ (ასაკისგან დამოუკიდებლად) და 36 წელზე უფროსი ასაკის ქალებს სხეულის მასით >50კგ რეკომენდებული დოზა შეადგენას ერთჯერადად 150მკგ.
პრეპარატის გამოყენება 36 წელზე უფროსი ასაკის და 50კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე ქალებში არ არის შესწავლილი.
სხეულის მასა
50კგ-ზე ნაკლები
50-60კგ
60კგ-ზე მეტი
ასაკი
36 წელი და ნაკლები
100მკგ
100მკგ
150მკგ
36 წელზე უფროსი
არ არის შესწავლილი
150მკგ
150მკგ
პრეპარატ ელონვას® რეკომენდებული დოზები დადგენილია მკურნალობის სქემებისათვის გონადოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონის ანტაგონისტებთან კომბინაციაში, რომელიც გამოიყენება სტიმულაციის მე-5 ან მე-6 დღეს (იხ. ასევე პარაგრაფი `სიფრთხილის ზომები~, `ფარმაკოდინამიკა~).
სტიმულაციის პირველი დღე:
პრეპარატი ელონვა® შეყავთ ერთჯერადად კანქვეშ (უმჯობესია მუცლის კანის ქვეშ) მენსტრუალური ციკლის ადრეულ ფოლიკულურ ფაზაში.
სტიმულაციის მე-5 და მე-6 დღე:
გონადოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონის ანტაგონისტებით მკურნალობის დაწყება სასურველია სტიმულაციის მე-5 ან მე-6 დღეს, სტიმულაციაზე საკვერცხეების პასუხის მიხედვით, რაც გულისხმობს ზრდადი ფოლიკულების რაოდენობას ან ზომას. ასევე, ამავდროულად, შესაძლოა საჭირო გახდეს სისხლის შრატში ესტრადიოლის რაოდენობას განსაზღვრა. გნრჰ ანტაგონისტი გამოიყენება მალუთეინიზებელი ჰორმონის ნაადრევი პიკის პრევენციისთვის.
სტიმულაციის მე-8 დღე:
პრეპარატ ელონვას შეყვანიდან 7 დღის შემდეგ (სტიმულაციის პირველ დღეს) მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს რეკომბინანტული ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (ფმჰ) ყოველდღიური შეყვანით, სანამ არ იქნება მიღწეული ფოლიკულების ის განსაზღვრული ზომები, რომლებიც შეესაბამება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის სამიზნე დოზის შეყვანის კრიტერიუმებს (3 ფოლიკული ≥ 17მმ).
ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის დღიური დოზა დამოკიდებულია საკვერცხეების პასუხზე, რომელიც სტიმულაციის მეხუთე ან მეექვსე დღიდან რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მეთოდით. თუ პასუხი ნორმალურია, რეკომბინანტული ფმჰ-ს რეკომენდებული დღიური დოზა შეადგენს 150სე-ს. ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის გამოყენების დღეს საკვერცხეების პასუხის მიხედვით შეიძლება არ მოხდეს რეკომბინანტული ფმჰ-ს გამოყენება. ფოლიკულების აუცილებელი ზრდა საშუალოდ მიიღწევა მკურნალობის მეცხრე დღეს (მკურნალობის პერიოდი 6-18 დღე).
როგორც კი აღინიშნება 3 ფოლიკული ≥ 17მმ, იმავე დღეს, ან მეორე დღეს ინიშნება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ინექცია 5 000-10 000სე, ფოლიკულების საბოლოო მომწიფების სტიმულაციისთვის ინექცია შეყავთ იმავე ან შემდეგ დღეს. საკვერცხეების გადაჭარბებული პასუხის შემთხვევაში საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის რისკის შემცირებისთვის რეკომენდაციები იხ. პარაგრაფში “სიფრთხილის ზომები”.
პაციენტთა ცალკეული ჯგუფები.
პაციენტები თირკმლის ფუნქციის დარღვევით:
კლინიკური კვლევები თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში არ ჩატარებულა. ვინაიდან კორიფოლიტროპინ ალფას გამოყოფა შეიძლება დაქვეითებული იყოს თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში, პრეპარატ ელონვას გამოყენება ასეთ შემთხვევებში რეკომენდებული არ არის.
პაციენტები ღვიძლის ფუნქციის დარღვევით. თუმცა არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტების შესახებ, ნაკლებსავარაუდოა კორიფოლიტროპინ ალფას გამოყოფაზე მისი გავლენა.
ბავშვები. პრეპარატ ელონვას® გამოყენება ბავშვებში არ შეესაბამება პრეპარატის ჩვენებებს.
მიღების მეთოდი
ელონვას კანქვეშა ინექცია შეიძლება მოხდეს პაციენტის მიერ დამოუკიდებლად ან მისი პარტნიორის მიერ იმ შემთხვევაში, თუ მას შესაბამისი კონსულტაცია ჩაუტარა სპეციალისტმა. ელონვას დამოუკიდებლად შეყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ პაციენტის მიერ, რომელიც საკმარისად მოტივირებული და მცოდნეა, მას აგრეთვე შეუძლია სპეციალისტის რჩევის მიღება.
რეკომენდაცია პაციენტებისთვის კანქვეშა ინექციის მომზადების და შესრულებისთვის.
ნემსიანი შპრიცის კომპონენტები
დგუში, 2. შპრიცი, 3. ხსნარი, 4. შპრიცის თავსახური, 5. ნემსის თავსახური, 6. ნემსი, 7.ნემსის ბუდე, 8.პერფორაცია
ინექციისთვის მომზადება
- 134620147955 1.
პრეპარატის გამოყენებამდე დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით, და გაიშრეთ.
ინექციის სავარაუდო ადგილზე (ჭიპის ქვემოთ) კანი გაწმინდეთ სადეზინფექციო საშუალებით (მაგ. სპირტით) კანის ზედაპირიდან ბაქტერიების მოშორების მიზნით.
სადეზინფექციო ხსნარით კანი დაამუშავეთ ინექციის სავარაუდო წერტილიდან 5 სმ რადიუსით. მოითმინეთ მინიმუმ 1 წუთი, სანამ სადეზინფექციო ხსნარი არ გაშრება.
3810039370 2.
- სანამ ელოდებით სადეზინფექციო ხსნარის გაშრობას, გადატეხეთ ეტიკეტი პერფორაციის ხაზზე და ამოიღეთ ნემსი
- არ მოხსნათ ნემსს ბუდე
- დადეთ ნემსის ბუდე (ნემსის შემცველი) მშრალ სუფთა ზედაპირზე და მოამზადეთ შპრიცი.
698508890 3.
- დაიჭირეთ შპრიცი სახურავით ზემოთ (ვერტიკალურად).
- ფრთხილად დააკაკუნეთ თითით შპრიცზე, რათა ჰაერის ბუშტუკებმა აიწიონ ზევით.
74930100330 4.
- დაიჭირეთ შპრიცი ვერტიკალურად.
- დაატრიალეთ შპრიცის თავსახური საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.
8255122555 5.
- დაიჭირეთ შპრიცი ვერტიკალურად
- მიახრახნეთ მას ნემსის თავსახური (ნემსის შემცველი) საათის ისრის მიმართულებით.
889012700 6.
- დაიჭირეთ შპრიცი ვერტიკალურად
- მოხსენით ნემსს ბუდე და გადააგდეთ.
- ნემსთან ფრთხილად იყავით!
104775146050
7.
- მოუჭირეთ შპრიცს საჩვენებელი და შუა თითი და დაიჭირეთ ვერტიკალურად.
- მოათავსეთ ცერა თითი დგუშზე.
- ფრთხილად დააჭირეთ დგუშს ისე, რომ ნემსის წვერზე გამოჩნდეს ხსნარის წვეთი.
133350135890 8.
- ცერა და საჩვენებელი თითით კანზე გააკეთეთ ნაკეცი.
- ნემსი 90 °С კუთხით შეიყვანეთ კანის ნაკეცში.
- ფრთხილად დააჭირეთ დგუშს ბოლომდე.
- დაითვალეთ 5-მდე სანამ შეიყვანთ მთელ ხსნარს.
132080-260350 9.
- მოაშორეთ ცერა თითი დგუშს.
- ნემსი ავტომატურად გადაინაცვლებს შპრიცში და დაიბლოკება.
გვერდითი მოქმედება
კლინიკური კვლევები (n=2 397) მიუთითებს, რომ პრეპარატ ელონვათი® მკურნალობის დროს აღნიშნულ შედარებით ხშირ გვერდით ეფექტებს წარმოადგენს: დისკომფორტის შეგრძნება მცირე მენჯის მიდამოში (6,0%), საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (4,3%), თავის ტკივილი (4,0%), ტკივილი მცირე მენჯის მიდამოში (2,9%),გულისრევა (2,3%), დაღლილობა (1,5%), ჩივილები სარძევე ჯირკვლის მხრივ (მათ შორის - ტკივილი) (1,3%).
ქვემოთ წარმოდგენილია ძირითადი გვერდითი რეაქციები, რომლებიც აღინიშნა კლინიკური კვლევების პერიოდში ქალებში, რომლებიც იტარებენ პრეპარატ ელონვათი® მკურნალობას, ორგანოთა სისტემის კლასის და სიხშირის მიხედვით; ძალიან ხშირი (≥ 1/10), ხშირი ( ≥ 1/100-დან < 1/10-მდე), არახშირი ( ≥ 1/1 000-დან < 1/100-მდე), იშვიათი ( ≥ 1/10 000-დან < 1/1 000-მდე) და ძალიან იშვიათი (< 1/10 000).
დარღვევები ფსიქიკის მხრივ: არახშირი – ხასიათის ცვლილება.
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივL ხშირი – თავის ტკივილი; არახშირი – თავბრუსხვევა.
დარღვევები სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: არახშირი – ალები.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ: ხშირი – გულისრევა, არახშირი – მუცლის შებერილობა, ღებინება, დიარეა, ყაბზობა.
დარღვევები ჩონჩხ-კუნთოვანი სისტემის და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: არახშირი – ზურგის ტკივილი.
ორსულობა, მშობიარობისშემდგომი და პერინატალური მდგომარეობები: არახშირი – სპონტანური აბორტი.
დარღვევები რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ: ხშირი - საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, ტკივილი მცირე მენჯის მიდამოში, დისკომფორტის შეგრძნება მცირე მენჯის მიდამოში, სარძევე ჯირკვლების მომატებული მგრძნობელობა; არახშირი – საკვერცხის გადაგრეხა, საშვილოსნოს მიდამოში, ნაადრევი ოვულაცია, სარძევე ჯირკვლების ტკივილი.
დარღვევები ზოგადი მდგომარეობის მხრივ და დაკავშირებული პრეპარატის გამოყენების მეთოდთან: არახშირი – ჰემატომა ინექციის ადგილზე, ტკივილი ინექციის ადგილზე, გაღიზიანება.
გამოკვლევები: არახშირი ALT დონის მომატება, AST დონის მომატება.
ტრავმები, მოწამვლა, პროცედურის გართულება: არახშირი – ტკივილი პროცედურის დროს.
ცალკეული გვერდითი რეაქციების აღწერა
ამას გარდა დაფიქსირებული იყო საშვილოსნოსგარე ორსულობის, აბორტის და მრავალნაყოფიანი ორსულობის შემთხვევები. ითვლება, რომ ეს მოვლენები უკავშირდება დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებს ან მის შემდგომ ორსულობას.
თრომბოემბოლიზმი იშვიათ შემთხვევებში ასოცირებული იყო პრეპარატ ელონვათი მკურნალობასთან, ისევე, როგორც სხვა გონადოტროპინებით თერაპიასთან.
პოსტ-მარკეტინგულ პერიოდში აღწერილი იყო როგორც ლოკალური ასევე გენერალიზებული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის – გამონაყარი.
უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ;
- საკვერცხის, სარძევე ჯირკვლის, საშვილოსნოს, ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის სიმსივნეები
- დაუდგენელი /არადიაგნოსტირებული ეტიმოლოგიის პათოლოგიური ვაგინალური სისხლდენა (რომელიც დაკავშირებული არ არის მენსტრუაციასთან);
- საკვერცხეების პირველადი უკმარისობა;
- საკვერცხეების კისტები ან საკვერცხეების გადიდება;
- საშვილოსნოს ფიბროზული სიმსივნეები, რომელთა დროსაც ორსულობა და მისი შემდგომი შენარჩუნება გაძნელებულია;
- რეპროდუქციული ორგანოების განვითარების მანკები, რომელთა დროსაც ორსულობა შეუძლებელია;
- ორსულობა;
- საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის რისკ-ფაქტორები
- ანამნეზში საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი;
- 30 ფოლიკულზე მეტი 11მმ, გაზომილი ულტრაბგერითი გამოკვლევის მეთოდით, რაც წარმოადგენს საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციის წინა ციკლის შედეგს;
- ანტრალური ფოლიკულების ბაზალური რიცხვი >20;
- საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომი (სპს).
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
პრეპარატ ელონვას® ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან შესწავლილი არ არის. კორიფოლიტროპინ ალფა არ წარმოადგენს იზოფერმენტ ციტოქრომ Р450-ის სუბსტრატს, ამიტომ სხვა პრეპარატებთან მეტაბოლური ურთიერთქმედება მოსალოდნელი არ არის.
ელონვამ® შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ტესტის ცრუ დადებითი შედეგი, იმ შემთხვევაში, თუკი ტესტი შესრულდება დამხმარე რეპდორუქციული ტექნოლოგიების პროგრამის დროს საკვერცხეების სტიმულაციის ციკლში. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ორსულობაზე ადამიანის ქოროინული გონადოტროპინის ზოგიერთ ტესტსა და ელონვას® შემადგენლობაში შემავალ კარბოქსი-ტერმინალური პეპტიდ ბეტას ერთეულის ჯვარედინი რეაქტიულობით.
სიფრთხილის ზომები
უნაყოფობის შეფასება მკურნალობის დაწყების წინ
მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია წყვილის უნაყოფობის მიზეზის სათანადო შეფასება. კერძოდ, ქალი უნდა გამოიკვლიონ ჰიპოთირეოზზე, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის უკმარისობის, ჰიპერპროლაქტინემიის, ჰიპოთალამუსის და ჰიპოფიზის სიმსივნეების გამოსავლენად, მას უნდა დაენიშნოს შესაბამისი მკურნალობა. ელონვათი® მკურნალობის დაწყებამდე ასევე აუცილებელია სამედიცინო მდგომარეობების შეფასება, რომლის დროსაც ორსულობა უკუნაჩვენებია.
დოზირება სტიმულაციის ციკლის განმავლობაში
პრეპარატი ელონვა განკუთვნილია მხოლოდ კანქვეშ ერთჯერადად შეყვანისთვის. ამავე ციკლის დროს არ უნდა დაინიშნოს დამატებითი ინექციები.
პრეპარატის შეყვანის დაწყებიდან მე-8 დღემდე არ უნდა შეიყვანონ რეკომბინანტული ფმჰ.
თირკმლის ფუნქციის დარღვევები.
თირკმლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში შესაძლებელია კორიფოლიტროპინ ალფას გამოყოფის დაქვეითება. ამიტომ ასეთ ქალებში პრეპარატ ელონვას® გამოყენება რეკომენდებული არ არის.
გონადოტროპინ რილიზინგ-ჰორმონის აგონისტთან პროტოკოლში არარეკომენდებული გამოყენება
პრეპარატ ელონვას გამოყენების გამოცდილება გონადოტროპინ რილიზინგ-ჰორმონის აგონისტთან კომბინაციაში შეზღუდულია. არამასშტაბური არაკონტროლირებული კვლევის შედეგები მიუთითებს საკვერცხეების მხრიდან უფრო გამოხატულ პასუხზე, ვიდრე გონადოტროპინ-რილიზინგ ჰორმონის ანტაგონისტთან კომბინაციაში გამოყენების შემთხვევაში. ამასთან დაკავშირებით გონადოტროპინ-რილიზინგ-ჰორმონის აგონისტთან კომბინაციაში პრეპარატ ელონვას გამოყენება რეკომენდებული არ არის.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი (სჰს)
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომი განსხვავადება საკვერცხეების გაურთულებელი გადიდებისგან. მსუბუქი და საშუალო ხარისხის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის კლინიკური ნიშნები შეიძლება იყოს: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, საკვერცხეების გადიდება (უმნიშვნელოდან საშუალო დონემდე), საკვერცხეების კისტა. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის მძიმე ხარისხი შეიძლება სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს. აღნიშნული მოვლენის კლინიკურ ნიშნებს წარმოადგენს: საკვერცხეების დიდი ზომის კისტები (მიდრეკილი გასკდომისკენ), მუცლის მწვავე ტკივილი, ასციტი, პლევრული შეგუბება, ჰიდროთორაქსი, ქოშინი, ოლიგურია, ჰემატოლოგიური დარღვევები, წონის მატება. იშვიათ შემთხვევებში საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომმა შეიძლება გამოიწვიოს ვენური ან არტერიული თრომბოემბოლია. ასევე იყო შეტყობინებები სჰს-სა და ღვიძლის ფუნქციის პათოლოგიურ ცვლილებებს შორის კავშირის შესახებ, ღვიძლის ბიოფსიისას მორფოლოგიური ცვლილებებით ან მის გარეშე.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის სიმპტომები და ნიშნები ვითარდება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის ან ორსულობის გავლენით (ენდოგენური ქორიონული გონადოტროპინი). საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის ადრეული სინდრომი ჩვეულებრივ ვითარდება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის შეყვანიდან 10 დღის განმავლობაში და შეიძლება თან ახლდეს საკვერცხეების გადაჭარბებული პასუხი გონადოტროპინით სტიმულაციაზე. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის გვიანი სინდრომი ვითარდება ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის შეყვანიდან 10 დღეზე ხანგრძლივი დროის შემდეგ ორსულობის შედეგად. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების რისკის გამო ადამიანის ქორიონული გონადოტროპინის შეყვანიდან მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში საჭიროა პაციენტებზე დაკვირვება.
ქალები, საკვერცხის ძალიან ინტენსიური პასუხის ცნობილი რისკ-ფაქტორით, შესაძლოა, განსაკუთრებით მიდრეკილნი იყვნენ სჰს-ს განვითარებისკენ პრეპარატ ელონვათი მკურნალობისას ან მის შემდეგ. ქალებისათვის, ნაწილობრივ ცნობილი რისკ-ფაქტორებით, რომლებიც გადიან საკვერცხეების სტიმულაციის პირველ ციკლს, რეკომენდებულია ინტენსიური დაკვირვების ქვეშ ყოფნა სჰს-ს ადრეული ნიშნებისა და სიმპტომების გამოსავლენად.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების რისკის შესამცირებლად მიჰყევით მიმდინარე კლინიკურ პრაქტიკას დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიებისთვის. პრეპარატ ელონვას რეკომენდებული დოზის და მკურნალობის რეჟიმის დაცვა და ასევე, საკვერცხეების რეაქციის ზედმიწევნითი მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვაბია საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების რისკის შესამცირებლად.
საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების კონტროლის მიზნით, საჭიროა ფოლიკულების განვითარების ულტრაბგერითი მონიტორინგის ჩატარება მკურნალობამდე და რეგულარულად – მკურნალობის მიმდინარეობისას.
შესაძლოა, მიზანშეწონილი იყოს ამავდროულად სისხლის შრატში ესტრადიოლის დონის განსაზღვრა. დამხმარე რეპდორუქციული ტექნოლოგიების პროგრამაში საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის რისკი მომატებულია 18 და მეტი ფოლიკულის არსებობისას, რომელთა დიამეტრიც შეადგენს 11მმ-ს და მეტს. საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარებისას აუცილებელია სტანდარტული და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება.
საკვერცხის გადაგრეხა
იყო შეტყობინებები საკვერცხის გადაგრეხის შესახებ გონადოტროპინებით, მათ შორის პრეპარატ ელონვათი მკურნალობის შემდეგ. საკვერცხის გადაგრეხა შესაძლებელია დაკავშირებული იყოს სხვა მდგომარეობებთან, როგორიცაა საკვერცხის ჰიპერსტიმულაციის სინდრომი, ორსულობა, ადრე გადატანილი ქირურგიული ჩარევა მუცლის ღრუზე, საკვერცხის გადაგრეხა ანამნეზში, ასევე, აწმყო დროში ან ანამნეზში საკვერცხის კისტისა და საკვერცხის პოლიკისტოზის არსებობა. სისხლის არასაკმარისი მიწოდებით გამოწვეული საკვერცხეების დაზიანების თავიდან აცილება შესაძლებელია დროული დიაგნოსტიკითა და გადაგრეხის დაუყოვნებელი მოცილებით.
მრავალნაყოფიანი ორსულობა და მშობიარობა
- გონადოტროპინების ყველა პრეპარატის, მათ შორის, პრეპარატ ელონვას გამოყენებისას აღნიშნავდნენ მრავალნაყოფიან ორსულობას და რამდენიმე ახალშობილის დაბადებას. ქალი და მისი პარტნიორი მკურნალობის დაწყებამდე უნდა გააფრთხილონ დედისთვის (ორსულობის და მშობიარობის გართულება) და ახალშობილისთვის შესაძლო რისკზე (სხეულის დაბალი მასა). დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების მეთოდებით მკურნალობისას მრავალნაყოფიანი ორსულობის რისკი ძირითადად დამოკიდებულია გადატანილი ემბრიონების რიცხვზე.
საშვილოსნოსგარე ორსულობა
უნაყოფო ქალებში, რომლებისთვისაც შეთავაზებულია დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით მკურნალობა, მომატებულია საშვილოსნოგარე ორსულობის რისკი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის ადრეულ სტადიაზე ჩატარდეს ულტრაბგერითი გამოკვლევა, რათა დადასტურდეს საშვილოსნოსშიდა ორსულობა და გამოირიცხოს საშვილოსნოსგარე ორსულობა.
თანდაყოლილი მანკები
თანდაყოლილი მანკების სიხშირე დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენების შემდეგ უფრო მაღალია, ვიდრე ბუნებრივი განაყოფიერებისას. ამას უკავშირებენ მშობლების თავისებურებებს (მაგ. ქალის ასაკი, სპერმის თვისებები) და მრავალნაყოფიანი ორსულობის სიხშირის ზრდას.
საკვერცხეების და რეპროდუქციული სისტემის სხვა ორგანოების სიმსივნეები
ქალებში, რომლებიც მრავალჯერადად იღებენ მკურნალობის სხვადასხვა სქემებს უნაყოფობის გამო, აღწერილია საკვერცხეების და რეპროდუქციული სისტემის სხვა ორგანოების სიმსივნეების (კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი) განვითარება. დაუდგენელია შეუძლია თუ არა გონადოტროპინებით მკურნალობას ამ სიმსივნეების რისკის ზრდა უნაყოფო ქალებში.
გართულებები სისხლძარღვების მხრივ
იყო შეტყობინებები თრომბოემბოლიური გართულებების შესახებ (სჰს-სთან დაკავშირებული, ან მის გარეშე), გონადოტროპინებით, მათ შორის პრეპარატ ელონვათი მკურნალობის შემდეგ.
სისხლძარღვშიდა თრომბოზი, როგორც ვენოზური, ასევე არტერიული სისხლძარღვების, შეიძლება გახდეს მიზეზი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოებისა და კიდურებისკენ სისხლის ნაკადის შემცირებისა.
ქალებისათვის, თრომბოზთან დაკავშირებული რისკ-ფაქტორებით, როგორიცაა პირადი ან ოჯახური ანამნეზი, გამოხატული სიმსუქნე ან თრომბოფილია, გონადოტროპინებით, მათ შორის პრეპარატ ელონვათი მკურნალობისას, შესაძლებელია ასეთი რისკი გაიზარდოს. ამ ჯგუფის პაციენტების მკურნალობის დროს აუცილებელია გონადოტროპინების, მათ შორის პრეპარატ ელონვას გამოყენების სარგებლისა და შესაძლო რისკის შეფასება. ამასთან აღსანიშნავია, რომ თავისთავად ორსულობას ახლავს თრომბოზის განვითარების რისკის მომატება.
გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში
ორსულობა
ელონვას® გამოყენება ორსულობის დროს უკუნაჩვენებია. ორსულობის დროს პრეპარატ ელონვას შემთხვევითი გამოყენებისას ორსულობის არასასურველი შედეგის გამოსარიცხად საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს. ცხოველების კვლევებში აღინიშნა რეპროდუქციული ტოქსიურობა.
ძუძუთი კვება
ძუძუთი კვების პერიოდში პრეპარატ ელონვას გამოყენება ნაჩვენები არ არის.
ფერტილობა
პრეპარატი ელონვა® ნაჩვენებია რეპროდუქციულ მედიცინაში გამოსაყენებლად.
გავლენა რეაქციის სისწრაფეზე ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს.
კვლევები პრეპარატის გავლენის შესასწავლად რეაქციის სისწრაფეზე ავტომობილის მართვის ან სხვა მექანიზმებთან მუშაობის დროს არ ჩატარებულა.
პრეპარატმა ელონვამ შეიძლება გამოიწვიოს თავბრუსხვევა. იმ შემთხვევაში, თუ ქალი გრძნობს თავბრუსხვევას, მისთვის რეკომენდებული არ არის ავტომობილის მართვა ან სხვა მექანიზმებთან მუშაობა.
ჭარბი დოზირება
ერთი ციკლის დროს პრეპარატ ელონვას ერთზე მეტი ინექციის შეყვანა ან ელონვას ან (რ)ფმჰ-ს ძალიან მაღალი დოზების გამოყენება სავარაუდოდ გაზრდის საკვერცხეების ჰიპერსტიმულაციის სინდრომის განვითარების რისკს. პრეპარატ ელონვას შეყვანის შემდეგ არ არის საჭირო დამატებითი ფმჰ პრეპარატების მიღება სტიმულაციის მე-8 დღემდე, ვინაიდან ასევე შეიძლება გაიზარდოს საკვერცხეების ჰიპესტიმულაციის სინდრომის (სჰს) რისკი. სჰს-ს განვითარების რისკის შემცირებისა და მკურნალობის ზომები იხილეთ პარაგრაფში `სიფრთხილის ზომები~.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა.
კორიფოლიტროპინ ალფა-ფოლიკულების მყარი სტიმულატორი რეკომბინანტული ფმჰ ((რ) ფმჰ)-ს ანალოგიური ფარმაკოდინამიური თვისებებით, მაგრამ უფრო ხანგრძლივი მოქმედებით. პრეპარატის მიერ მრავლობითი ფოლიკულების ზრდის ინიცირების და ხელშეწყობის უნარის გამო 1 კვირის განმავლობაში, პრეპარატ ელონვას ერთმა კანქვეშა ინექციამ შეიძლება შეცვალოს ნებისმიერი (რ)ფმჰ პირველი 7 ინექცია მკურნალობის ციკლში საკვერცხეების კონტროლირებული სტიმულაციისას (სკს). ფმჰ აქტივობის ხანგრძლივობა მიიღწევა კარბოქსილის პეპტიდის-β-სუბერთეულის ქგ-ს ფმჰ-ს β-ჯაჭვში ჩასმით. კორიფოლიტროპინ ალფას არ ახასიათებს ლთ/ქგ-ს დამახასიათებელი მოქმედება.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
სამ რანდომიზებულ, ორმაგად-ბრმა კლინიკურ კვლევაში პრეპარატ ელონვათი მკურნალობა (ერთჯერადი კანქვეშა ინექცია) 100მკგ დოზით (კვლევა ENSURE) ან 150მკგ დოზით (კვლევა ENGAGE და PURSUE) სკს-ს პირველი 7 დღის განმავლობაში შეადარეს (რ)ფმჰ-თი მკურნალობას 150, 200 ან 300 სე დოზით.
ყოველ კლინიკურ კვლევაში ტარდებოდა ჰიპოფიზის ფუნქციის დათრგუნვა გნრჰ ანტაგონისტებით (განირელიქსის აცეტატი საინექციო, სადღეღამისო დოზით 0,25მგ).
ENSURE კვლევაში ნორმალური ოვულაციის მქონე 396 ჯანმრთელი ქალი (ასაკი 18-36 წელი, წონა 60კგ და ნაკლები) ერთი ციკლის განმავლობაში იღებდა პრეპარატ ელონვათი მკურნალობას (100მკგ), ჰიპოფიზის ფუნქციის დათრგუნვისთვის გნრჰ ანტაგონისტს (დრტ-ს ფარგლებში). ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო მიღებული ოოციტების რაოდენობა. პირველადი სტიმულაციის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 9 დღეს ორივე ჯგუფში, რაც მიუთითებდა მე-8 დღიდან ორი დღის განმავლობაში ®(რ)ფმჰ-ს გამოყენების აუცილებლობაზე საკვერცხეების სრული სტიმულაციისთვის (ამ კვლევაში (რ)ფმჰ-ს გამოყენება ხდებოდა ქგ-ს შეყვანის დღეს).
ENGAGE კვლევაში ნორმალური ოვულაციის მქონე 1 506 ჯანმრთელი ქალი (ასაკი 18-36 წელი წონა 60-90კგ) ერთი ციკლის განმავლობაში იღებდა პრეპარატ ელონვათი (150მკგ) მკურნალობას და გნრჰ ანტაგონისტს (ჰიპოფიზის ფუნქციის დათრგუნვისთვის) დრტ-ს პროგრამის ფარგლებში. ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო პროგრესირებული ორსულობის მაჩვენებლები და მიღებული ოოციტების რაოდენობა. სტიმულაციის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 9 დღეს ორივე ჯგუფში, რაც მიუთითებდა მე-8 დღიდან ორი დღის განმავლობაში ®(რ)ფმჰ-ს გამოყენების აუცილებლობაზე საკვერცხეების სრული სტიმულაციისთვის (ამ კვლევაში (რ)ფმჰ-ს გამოყენება ხდებოდა ქგ-ს შეყვანის დღეს).
PURSUE კვლევაში ნორმალური ოვულაციის მქონე 1 390 ჯანმრთელი ქალი (ასაკი 35-42 წელი წონა 50კგ და მეტი) ერთი ციკლის განმავლობაში იღებდა პრეპარატ ელონვათი მკურნალობას (150მკგ) და გნრჰ ანტაგონისტს (ჰიპოფიზის ფუნქციის დათრგუნვისთვის) დრტ-ს პროგრამის ფარგლებში. ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო ორსულობების რაოდენობა. სტიმულაციის საშუალო ხანგრძლივობა ორივე ჯგუფში იყო 9 დღე, რაც მიუთითებდა მე-8 დღიდან ორი დღის განმავლობაში ®(რ)ფმჰ-ს გამოყენების აუცილებლობაზე საკვერცხეების სრული სტიმულაციისთვის (ამ კვლევაში (რ)ფმჰ-ს გამოყენება ხდებოდა ქგ-ს შეყვანის დღეს).
მიღებული ოოციტების რაოდენობა
პრეპარატ ელონვას სამივე კლინიკურ კვლევაში (ერთჯერადი ინექცია 100 ან 150მკგ) პირველი 7 დღის განმავლობაში სკს-ს ახლდა მიღებული ოოციტების დიდი რაოდენობა, ვიდრე ყოველდღიურად (რ)ფმჰ-ს სადღეღამისო დოზის შეყვანას. თუმცა განსხვავება იყო შესაბამისობის სავარაუდოდ დადგენილ ჩარჩოებში (კვლევები
ENGAGE და ENSURE) ან ეფექტურობის არა მცირე საზღვრებში (კვლევა PURSUE). იხ. ქვემოთ ცხრილი 1
ცხრილი 1: მიღებული ოოციტების საშუალო რაოდენობა კვლევებში ENSURE, ENGAGE და PURSUE (ITT-პოპულაცია)
მაჩვენებელი
ENSURE
(18-36წელი)
(სხეულის წონა ≤ 60 კგ)
ENGAGE
(18-36 წელი)
(სხეულის წონა 60-90კგ)
PURSUE
(35-42 წელი)
(სხეულის წონა 50კგ და მეტი)
ელონვა 100მკგ
(რ) ფმჰ
150 სე
ელონვა 150მკგ
(რ) ფმჰ
200 სე
ელონვა 150მკგ
(რ) ფმჰ
300 სე
N=268
N=128
N=756
N=750
N=694
N=696
Oოოციტების საშუალო რაოდენობა
13,3
10,6
13,8
12,6
10,7
10,3
განსხვავება
[95% სი]
2,5 [1,2; 3,9]
1,2 [0,5, 1,9]
0,5 [-0,2, 1,2]
ორსულობა
ENGAGEკვლევაში არ გამოვლინდა ნაკლები ეფექტურობა პროგრესირებადი ორსულობის სიხშირის მაჩვენებლის მხრივ პრეპარატ ელონვას და (რ) ფმჰ-ს გამოყენებისას, რაც განისაზღვრა როგორც გულისცემის მქონე მინიმუმ ერთი ნაყოფის არსებობა (რაც ფასდებოდა ემბრიონის გადატანიდან მინიმუმ 10 კვირის შემდეგ).
PURSUE კვლევაში არ გამოვლინდა ნაკლები ეფექტურობა ორსულობის სიხშირის მაჩვენებლის მხრივ პრეპარატ ელონვას და (რ) ფმჰ-ს გამოყენებისას, რაც განისაზღვრა როგორც გულისცემის მქონე მინიმუმ ერთი ნაყოფის არსებობა(რაც ფასდებოდა ემბრიონის გადატანიდან 5-6 კვირის შემდეგ).
მიღებული პროცენტული მაჩვენებლები წარმოდგენილია ქვემოთ მე-2 ცხრილში.
ცხრილი 2: ორსულობის შედეგები ENGAGE და PURSUEკვლევებში
(ITT-პოპულაცია)
მაჩვენებელი
ENGAGE†
(18-36 წელი)
(სხეულის მასა 60 კგ-ზე მეტი და
ზე ნაკლები)
PURSUE‡
(35-42 წელი)
(სხეულის მასა 50 კგ და მეტი)
ელონვა 150 მკგ
(რ) ფმჰ
200 სე
განსხვავება[95% სი]
ელონვა 150 მკგ
(რ) ფმჰ
300 სე
განსხვავება
[95% სი]
N=756
N=750
N=694
N=696
ორსულობის სიხშირე (ვიტალური)
39,9%
39,1%
1,1 [-3,8, 5,9]
23,9%
26,9%
- 3,0
[-7,3, 1,4]
ორსულობის სიხშირე (განვითარებადი)
39,0%
38,1%
1,1 [-3,8, 5,9]
22,2%
24,0%
- 1,9
[-6,1, 2,3]
ბავშვის დაბადების სიხშირე*
35,6%
34,4%
1,3 [-3,5, 6,1]
21,3%
23,4%
- 2,3
[-6,5, 1,9]
† ENGAGE კვლევაში ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო განვითარებული ორსულობა (რომელიც ფასდება ემბრიონის გადატანიდან მინიმუმ 10 კვირის შემდეგ).
‡ PURSUE კვლევაში ეფექტურობის პირველადი საბოლოო წერტილი იყო ვიტალური ორსულობების სიხშირე, განსაზღვრული როგორც ორსული ქალების რაოდენობა (პროცენტული მაჩვენებელი) მინიმუმ ერთი ნაყოფით და მისი გულის აქტივობით, რაც დასტურდება ემბრიონის გადატანის შემდეგ 5-6 კვირის შემდეგ.
- ცოცხალი ბავშვის დაბადების სიხშირე იყო ეფექტურობის მეორადი საბოლოო წერტილი ENGAGE და PURSUE კვლევებში.
ამ კლინიკურ კვლევებში უსაფრთხოების პროფილი პრეპარატ ელონვას ერთჯერადი ინექციის გამოყენებისას შეთავსებადი იყო (რ) ფმჰ –ს ყოველდღიურ ინექციებთან.
ორსულობა გაყინული-გამდნარი ემბრიონების გადატანის ციკლში (გგეგ) ENGAGE და PURSUE კვლევებში.
შემდგომ „გგეგ“- კვლევაში ENGAGE -ისთვის მონაწილეობდნენ ქალები, რომლებშიც გამოიყენებოდა მინიმუმ 1 გამდნარი ემბრიონი კრიონოკვერსაციიდან მინიმუმ 1 წლის შემდეგ. გადატანილი ემბრიონების საშუალო რაოდენობა„გგეგ“- ENGAGE ციკლებში შეადგენდა 1.7-ს მკურნალობის ყოველ ჯგუფში.
შემდგომ კვლვაში „გგეგ“- PURSUE -სთვის მონაწილეობდნენ ქალები, რომლებშიც გამოიყენებოდა მინიმუმ 1 განდმარი ემბრიონი კრიოკონსერვაციიდან 2 წლის განმავლობაში. გადატანილი ემბრიონების საშუალო რაოდენობა „გგეგ“- ENGAGE ციკლებში შეადგენდა 2,4-ს მკურნალობის ყოველ ჯგუფში. ამ კვლევაში აგრეთვე გროვდებოდა მონაცემები ბავშვების უსაფრთხოების შესახებ, რომლებიც დაიბადნენ კრიოკონსერვირებული ემბრიონებიდან.
„გგეგ“- ციკლების მაქსიმალური რაოდენობა იყო 5 და 4 შემდგომ „გგეგ“ კვლევაში ENGAGE და PURSUE-სთვის. „გგეგ“- პირველი ორი ციკლის დროს ორსულობის შედეგები მითითებულია ქვემოთ მე-3 ცხრილში.
ცხრილი 3: ორსულობის შედეგები „გგეგ“-ს ციკლებში ENGAGE და PURSUE
(ITT-პოპულაცია)
„გგეგ“- ციკლები ENGAGE
(18-36 წელი)
(სხეულის წონა 60კგ-ზე მეტი და 90კგ-ზე ნაკლები)
„გგეგ“- ციკლები PURSUE
(35-42 წელი)
(სხეულის წონა 50კგ-ზე მეტი)
ელონვა®
150 მკგ
(р)ფმჰ
200 სე
ელონვა®
150 მკგ
(р)ფმჰ
300 სე
n
N
%
n
N
%
n
N
%
n
N
%
ციკლი1a გგეგ
დამდგარი ორსულობა
55
148
37,2
45
147
30,6
43
152
28,3
42
145
29,0
ცოცხალი ბავშვის დაბადება
-
-
-
-
-
-
43
152
28,3
41
145
28,3
ციკლი 2a გგეგ
დამდგარი ორსულობა
9
38
23,7
9
31
29,0
8
23
34,8
6
14
42,9
ცოცხალი ბავშვის დაბადება
-
-
-
-
-
-
8
23
34,8
6
14
42,9
n = შედეგის მქონე ქალების რაოდენობა N = ქალების საერთო რაოდენობა
a ემბრიონის პირველ გადატანაზე
თანდაყოლილი პათოლოგია ბავშვებში, რომელიც აღწერილია გგეგ ციკლის შემდეგ.
პრეპარატ ელონვას გამოყენების შემდეგ დაიბადა 61 ბავშვი გგეგ ციკლის შემდეგ PURSUE კვლევაში და 607 ბავშვი დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიის ციკლის შემდეგ ENSURE, ENGAGE და PURSUE კვლევების კომბინაციში. განვითარების თანდაყოლილი მანკების სიხშირე (შედარებით დიდი და მცირე) ბავშვებში გგეგ ციკლის შემდეგ PURSUE კვლევაში (16,4%) ისეთივე იყო როგორიც ბავშვებში დამხმარე რეპროდუქტიული ტექნოლოგიის ციკლის შემდეგ , ENGAGE და PURSUE (16,8%) კვლევების კომბინაციაში.
იმუნოგენობა
2 511 ქალიდან, რომელიც იტარებდა პრეპარატ ელონვათი მკურნალობას და რომელმაც ჩააბარა ტესტი ანტისხეულების წარმოქმნაზე მკურნალობის შემდეგ, 4 ქალში (0,16%) აღინიშნა ანტისხეულები (3 ქალი იღებდა პრეპარატ ელონვას ერთხელ და ერთი ქალი-ორჯერ). ყოველ შემთხვევაში ეს ანტისხეულები არ იყო გამანეიტრალებელი და გავლენას არ ახდენდა სტიმულაციაზე ან ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის-საკვერცხეების ნორმალურ ფიზიოლოგიურ პასუხზე. ამ ოთხი ქალიდან ორი დაორსულდა მკურნალობის იმ ციკლში, როდესაც აღმოაჩინეს ანტისხეულები, რაც მიუთითებს არაგამანეიტრალებელი ანტისხეულების კლინიკური მნიშვნელობის არ არსებობაზე, რომლებიც წარმოიქმნება პრეპარატ ელონვათი სტიმულაციის შემდეგ.
ბავშვები
ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა პრეპარატ ელონვას კვლევების შედეგების მოწოდებაზე ბავშვების ერთ ან მეტ ქვეჯგუფში ჰიპოგონადოტროპული ჰიპოგონადიზმისას (იხ. პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზირება”, ბავშვებში გამოყენება).
ფარმაკოკინეტიკა
კორიფოლიტროპინ ალფას ფარმაკოკინეტიკა შეისწავლებოდა კანქვეშ შეყვანის შემდეგ ქალებში, რომლებშიც ტარდებოდა მკურნალობის კურსი სკს-თვის.
რამდენადაც რეკომენდებული დოზის შეყვანის შემდეგ პრეპარატის ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივია, შრატში კორიფოლიტროპინ ალფას კონცენტრაცია საკმარისია მრავლობითი ფოლიკულების ზრდის შენარჩუნებისათვის მთელი კვირის განმავლობაში. ეს ამართლებს მრავლობითი ფოლიკულების განითარების და ორსულობის დადგომისთვის (რ)ფმჰ-ს ყოველდღიური პირველი 7ინექციის შეცვლას პრეპარატ ელონვას ერთჯერადი კანქვეშა ინექციით სკს-ს დროს დრტ-ს პროგრამის ფარგლებში (იხ. პარაგრაფი “გამოყენების მეთოდი და დოზირება”).
კორიფოლიტროპინ ალფას დოზა ისაზღვრება სხეულის წონით. პრეპარატის ექსპოზიცია ერთჯერადი კანქვეშა ინექციის შემდეგ შეადგენს 665საათს*ნგ/მლ
(AUC, 4261, 037 სთ* მგ/მლ (სავარაუდო დიაპაზონი პაციენტების 90%-ისთვის)) და ერთნაირია 100მკგ კორიფოლიტროპინ ალფას გამოყენებისას ≤60 კგ წონის ქალებში და 150მკგ 60კგ-ზე მეტი წონის ქალებში.
აბსორბცია.
პრეპარატ ელონვას ერთჯერადი კანქვეშ შეყვანის შემდეგ შრატში კორიფოლიტროპინ ალფას მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწეოდა 44 საათის შემდეგ (35-75 საათი) (სავარაუდო დიაპაზონო პაციენტების 90%-ისთვის)) და შეადგენდა 4,24ნგ/მლ-ს (2,49-7,21ნგ/მლ) (სავარაუდო დიაპაზონი პაციენტების 90%=ისთვის)). აბსოლუტური ბიომისაწვდომლობა შეადგენდა 58%-ს (48-70%) (სავარაუდო დიაპაზონი პაციენტების 90%-ისთვის).
განაწილება.
კორიფოლიტროპინ ალფას განაწილება, მეტაბოლიზმი და გამოყოფა სხვა გონადოტროპინების მსგავსია როგორიცაა ფმჰ, ქგ და ლჰ. სისხლში მოხვედრის შემდეგ კორიფოლიტროპინ ალფა ძირითადად საკვერცხეებში და თირკმელებში ნაწილდება. წონასწორულ მდგომარეობაში განაწილების მოცულობა შეადგენს 9,2ლ-ს (6,5-13,1ლ (სავარაუდო დიაპაზონი პაციენტები 90%-ისთვის). კორიფოლიტროპინ ალფას ექსპოზიცია იზრდება დოზის პროპორციულად 60-240მკგ დოზის დიაპაზონის გამოყენებისს.
გამოყოფა,
კორიფოლიტროპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 70 საათს (59-82 საათი (სავარაუდო დიაპაზონო პაციენტების 90%-ისთვის), კლირენსი-0,13 ლ/სთ-ს (0,10-0,18 ლ/სთ (სავარაუდო დიაპაზონი პაციენტების 90%-ისთვის). კორიფოლიტროპინ ალფას გამოყოფა უპირატესად თირკმელებით ხორციელდება, გამოყოფის სისწრაფე შეიძლება დაქვეითდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში. ღვიძლისმიერი მეტაბოლიზმი უმნიშვნელო გავლენას ახდენს კორიფოლიტროპინ ალფას გამოყოფაზე.
პაციენტების ცალკეული ჯგუფები
ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
არ არსებობს მონაცემები ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებისთვის, მაგრამ ნაკლებსავარაუდოა ამგვარი პათოლოგიის გავლენა კორიფოლიტროპინ ალფას გამოყოფაზე.
კლინიკამდელი კვლევების მონაცემები
კლინიკამდელი მონაცემები მიუთითებს ადამიანზე სპეციფიური უარყოფითი ზემოქმედების არ არსებობაზე, რაც დაფუძნებულია ერთჯერადი და განმეორებითი დოზირების ტოქსიურობის ფართოდ მიღებულ კვლევებზე, აგრეთვე უსაფრთხოების ფარმაკოლოგიაზე.
ვირთხებში და კურდღლებში ჩატარებულმა რეპროდუქციული ტოქსიურობის კვლევებმა აჩვენა, რომ კორიფოლიტროპინ ალფა არ ახდენს ფერტილობაზე არასასურველ გავლენას. ვირთხებში და კურდღლებში კორიფოლიტროპინის შეწყვილებამდე და უშუალოდ შეწყვილების შემდეგ, აგრეთვე მაკეობის ადრეულ პერიოდში გამოყენება იწვევს ემბრიოტოქსიურობას. ბოცვრებში შეწყვილებამდე პრეპარატის გამოყენებისას აღინიშნა ტერატოგენობა. ემბრიოტოქსიურობა და ტერატოგენობა ითვლება ცხოველების სუპეროვულატორული მდგომარეობის შედეგად, რომლის დროსაც შესაძლებელია ემბრიონების რაოდენობის შენარჩუნება, რაც აჭარბებს ფიზიოლოგიურ მაქსიმუმს. ამ მონაცემების მნიშვნელობა პრეპარატ ელონვას კლინიკური გამოყენებისთვის საკმარისად შესწავლილი არ არის.
ფარმაცევტული მახასიათებლები
ძირითადი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები: გამჭვირვალე წყალხსნარი
ვარგისობის ვადა
3 წელი. გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
ინახება 2-8°C ტემპერატურაზე. გაყინვა არ შეიძლება.
ინახება ბავშებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
25°C - მდე ტემპერატურაზე შენახვა დასაშვებია არაუმეტეს 1 თვის განმავლობაში.
შეფუთვა
კორიფოლიტროპინ ალფას ხსნარი კანქვეშ შეყვანისთვის 100 ან 150მკგ. 0,5მლ ხსნარი ერთჯერად 1მლ მოცულობის შპრიცში, რომელიც დამზადებულია I ტიპის მინისგან (ეფ), ნემსის ბლოკირების ავტომატური სისტემით. ერთჯერადი შპრიცი ერთი მხრიდან დახშულია პლასტმასის რეზინის საფენიანი თავსახურით, მეორე მხარეს - პლასტმასის დგუშით მასზე მოხვეული დგუშის რეზინის საცობით. 1 ერთჯერადი, წინასწარ ავსებული შპრიცი კომპლექტში 1 სტერილურ ნემსთან ერთად, ინდივიდუალურ სტერილურ შეფუთვაში, თავსდება გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერში, რომელიც იხურება ქაღალდის მემბრანით. 1 გამჭვირვალე პლასტმასის კონტეინერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ინფორმაცია მწარმოებლის შესახებ
ნ.ვ. ორგანონი, ნიდერლანდები
N.V. Organon, The Netherlands
მისამართი
Kloosterstraat 6, 5349 AB, Oss, The Netherlands
კლოოსტერშტრასსე 6, 5349 AB, ქ.ოსი, ნიდერლანდები.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი
ორგანონ სენტრალ ისტ გმბჰ, ვეიშტრასსე 20, 6006, ლუცერნი 6, შვეიცარია.
Organon Central Еаst GmbH, Weystrasse 20, 6006 Luzern, Switzerland
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


