ელიდელის 1% კრემი, მოთეთრო ფერის, უსუნო კრემია, რომელიც ლაქას არ ტოვებს და კანზე ადვილად გადანაწილდება. ერთი გრამი ელიდელი, 10 მგ მოქმედ ნივთიერებას (პიმეკროლიმუსს) შეიცავს.ანდა ელიდელი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 30 გრამიან ტუბებში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პიმეკროლიმუსი (pimecrolimus)
- ფორმა და შეფუთვა
- 1% 30გ ადგილობრივი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- დერმატოლოგიური სხვა პრეპარატები, დერმატიტების სამკურნალო საშუალებები, გარდა კორტიკოსტეროიდებისა
- ATC კოდი
- D11AH02
- რეგისტრაციის ნომერი
- რ/ა-P-0469
- რეგისტრირებულია
- 30 დეკემბერი 2022, მოქმედებს 30 დეკემბერი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- ()
- GMP
- -
ელიდელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ელიდელის 1% კრემი, მოთეთრო ფერის, უსუნო კრემია, რომელიც ლაქას არ ტოვებს და კანზე ადვილად გადანაწილდება. ერთი გრამი ელიდელი, 10 მგ მოქმედ ნივთიერებას (პიმეკროლიმუსს) შეიცავს.ანდა
ელიდელი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 30 გრამიან ტუბებში.
ელიდელი, ტოპიკალური (ადგილობრივი) მოქმედების კრემია, რომელიც კალცინევრინის ინჰიბიტორების სახელით წოდებული წამლის ჯგუფში შედის, პრეპარატი სტეროიდს (კორტიზონი და მსგავსი ნივთიერებები) არ შეიცავს. ელიდელი, ანთების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ნივთიერების-კალცინევრინის მოქმედებას თრგუნავს და კანზე ზედაპირული გამოყენებით, კანის ანთებით პროცესს მკურნალობს. ელიდელი, კანის ანთების და ეგზემისთვის დამახასიათებელი სიწითლის და ქავილის გამომწვევ კანის უჯრედებზე ზემოქმედებას ახდენს.
ელიდელი, გამოიყენება 2 წლის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში კანის ეგზემის (ატოპიური დერმატიტი) ნიშნების და სიმპტომების სამკურნალოდ. დაავადების ადრეული ნიშნების და სიმპტომების მკურნალობის მიზნით გამოყენებისას, დაავადების პროგრესირებას და გამწვავებას ხელს უშლის, ეს კი გამწვავების გარეშე პერიოდების უფრო მეტად გახანგრძლივებას უზურნველყოფს.
- ელიდელის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ტოპიკალური (ზედაპირული) კალცინევრინის ინჰიბიტორების ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის. იმის მიუხედავად, რომ მიზეზობრივი კავშირი არ არის დადასტურებული, ტოპიკალური კალცინევრინის ინჰიბიტორების (ანთების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი, კალცინევრინის სახელით წოდებული ნივთიერების დათრგუნვით, კანის ანთებად ზედაპირზე გარეგანი გამოყენების წამლის ჯგუფი) მომხმარებელი ავადმყოფებში, იშვიათად, მაგრამ მაინც ვლინდება კანის სიმსივნეების და ლიმფომის (სხეულის დამცველობითი სისტემის ერთი ნაწილის-ლიმფური ჯირკვლების სახელით წოდებული ქსოვილების ავთვისებიანი დაავადება) მსგავსი სიმსივნეების განვითარება. ამიტომ, ელიდელის ჩათვლით, კალცინევრინის ინჰიბიტორების ხანგრძლივ ადგილობრივ გამოყენებას ყველა ასაკობრივ ჯჯგუფში მოერიდეთ. ელიდელი, 2 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისთვის არ არის ნაჩვენები.
ელიდელი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ,
პიმეკროლიმუსის ანდა ელიდელის შემადგენელი სხვა ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ, პრეპარატი არ გამოიყენოთ.
ელიდელი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ;
კანის რომელიმე დაავადება გაქვთ.
ნეტერტონის სინდრომი (კანის გენეტიკური დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის აქერცვლა, გამოშრობა, ბეწვის სტრუქტურის დარღვევა) ანდა გავრცელებული ერითროდერმიის (კანის ზედაპირზე სიწითლე ჩირქოვანი ანთებით) სახელით წოდებული კანის დაავადება გაქვთ- თუ, აღნიშნული დაავადება გაქვთ, ექიმს დავადების შესახებ ინფორმაცია მოწოდებული უნდა ჰქონდეს.
თუ, გითხრეს, რომ დასუსტებული იმუნური სისტემა გაქვთ.
თუ, ელიდელით მკურნალობის დროს ლიმფური ჯირკვლების შესივება გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ელიდელი, ხანგრძლივი დროით უწყვეტად არ გამოიყენოთ, რადგანაც ელიდელის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
იშვიათ შემთხვევებში, ელიდელის ჩათვლით, სხვა ტოპიკალური კალცინევრინის ინჰიბიტორებით (წამლის ჯგუფი, რომელიც კანის ზედაპირზე გამოყენებით ანთებით პროცესის სამკურნალოდ გამოიყენება, წამლის ეფექტი ანთებითი პროცესის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი კალცინევრინის დათრგუნვით ვლინდება) მკურნალობისას ავადმყოფებში სიმსივნის (მაგ. კანის ანდა ლიმფომა) განვითარება ვლინდება. აღნიშნული ტოპიკალური კალცინევრინის ინჰიბიტორების გამოყენებისას, მიზეზობრივი კავშირი დადასტურებული არ არის.
ელიდელი, კანის სიმსივნის ალბათობის მქონე მონაკვეთებსა ანდა წარსულში გადატანილი სიმსივნის ლოკალურ მიდამოებში (კანის გარკვეული ნაწილები) არ გამოიყენოთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ელიდელი, ვირუსებით გამოწვეული კანის ინფექციის (მაგალითად: ჰერპესი) მიდამოებში არ გამოიყენოთ. კანზე ინფექციის განვითარების შემთხვევაში, თქვენს ექიმს აცნობეთ. ამ დროს, უპირველესად საჭიროა ინფექციის მკურნალობა.
კანის, ხელოვნური ანდა ბუნებრივი მზის სხივების ქვეშ მოხვედრას მოერიდეთ. (აღნიშნული მოიცავს მზის ლამპებს, სოლარიუმს და ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობას). თუ, ელიდელის კანზე გამოყენების შემდეგ ღია ცის ქვეშ დროს ატარებთ, მზის სხივებისგან დაცვის მიზნით მზის დამცავი კრემი გამოიყენეთ და მზისგან დამცავი თავისუფალი ტანისამოსი ატარეთ. ელიდელით მკურნალობის დროს, მზის სხივების ზემოქმედებას მოერიდეთ, თუნდაც კრემი არ გქონდეთ გამოყენებული. გარდა ამისა, მზისგან დაცვის მიზნით სხვა მეთოდების შესახებ კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
ელიდელი, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. პირის ღრუში, ცხვირის ღრუში და თვალის არეში არ გამოიყენოთ. თუ, შემთხვევით, აღნიშნულ მიდამოებში კრემის კონტაქტი დაფიქსირდება, კრემი მაქსიმალურად მოცილებული და სუფთა წყლით ჩამობანილი უნდა იქნას. წამლის გადაყლაპვის ანდა შემთხვევვით პირის ღრუში მოხვედრისგან თავიდან აცილებისთვის (მაგ, ხელის ზედაპირზე გამოყენებისას), სიფრთხილე გამოიჩინეთ.
ელიდელი, შეიცავს ზოგიერთ ისეთ ნივთიერებას (მაგ.ცეტილის სპირტი, პროპილენ გლიკოლი, სტეარილის სპირტი), რომელმაც შეიძლება კანის ლოკალური რეაქციები ანდა გაღიზიანება გამოიწვიოს. ელიდელის გამოყენებისას, კანის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება მსუბუქი და გარდამავალი რეაქციები (მაგ. სიმხურვალე და/ ანდა წვის შეგრძნება) ანდა კანის გაღიზიანება (მაგ. ქავილი და სიწითლე) გამოიწვიოს. თუ, მსგავსი ნიშნები გამოვლინდება და გამწვავედება, თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
ელიდელის შემადგენლობაში სპირტის არსებობის გამო, კანის დაზიანებულ ნაწილებში(იარებზე) შეიძლება გამაღიანებელი ეფექტი გამოვლინდეს.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულატციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ელიდელის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
ელიდელის გამოყენება შესაძლებელია როგორც მშიერზე, ასევე კვების შემდეგ.
მიღების წესი და დოზირება
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ელიდელის გამოყენების დროს, ყოველთვის ექიმის ანდა ფარმაცევტის მიერ მოცემული მითითებები ზედმიწევნით შეასრულეთ. თუ, შეკითხვევბი გაგიჩნდებათ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ელიდელის გამოყენება შესაძლებელია თავის, სახის, კისრის და კანის ნაკეცების მიდამოებში, მთლიანად კანის ზედაპირზე. ელიდელი, კანის მხოლოდ ეგზემით დაზიანებულ მონაკვეთებში გამოიყენეთ.
თუ, ელიდელით მკურნალობის შემდეგ ეგზემის სიმპტომები კვლავ განვითარდება, ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.
კრემი, დილით და საღამოს, დღეში ორჯერ უნდა იქნას გამოყენებული. ელიდელის კანის ზედაპიზე გამოყენებისთანავე შეიძლება დამატენიანებელი კრემის (კანის დამარბილებელი) გამოყენება. თუ, აბაზანა ანდა შხაპი მიიღეთ, დამატენიანებელი (კანის დამარბილებელი) კრემი ელიდელის გამოყენებამდე წაიცხეთ.
თუ, 6 კვირიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესების არანაირი ნიშანი არ გამოვლინდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. ზოგჯერ, კანის სხვა დაავადება ეგზემაში ეშლებათ.
კრემი, ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის შესაბამისად გამოიყენეთ.
ეგზემის ხანგრძლივი მკურნალობისას, ელიდელის გამოყენება დაავადების სიმპტომების და ნიშნების (ქავილი, სიწითლე) პირველი შემჩნევისას დაიწყეთ. აღნიშნული, დაავადების გართულებას და გამწვავევის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
ელიდელი, დაავადების სიმპტომების და ნიშნების გამოვლინების განმავლობაში გამოიყენეთ. თუ, დაავადების სიმპტომები და ნიშნები კვლავ გამოვლინდება, მკურნალობა განმეორებით უნდა დაიწყოთ.
გამოყენების გზა და მეთოდი:
კრემი, ქვემოთ მოცემული ფორმით გამოიყენეთ:
ხელები დაიბანეთ და დაიმშრალეთ.
კრემის ტუბი გახსენით (კრემის პირველად გამოყენებამდე, ტუბის სახურავის საპირისპირო მხარეს არსებული ბასრი ნაწილით გახვრიტეთ).
კრემის გარკვეული მასა თითით აიღეთ.
ელიდელი, თხელი ფენის სახით, კანის დაავადებული ნაწილში სრულად წაიცხეთ.
კრემი, დაზიანებული კანის მონაკვეთში მსუბუქად დაიზილეთ, შეწოვამდე.
ტუბის სახურავი დაახურეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ბავშვებში (2-11 წელი) და მოზარდებში (12-17 წელი) კრემის დოზირება, ზრდასრულთა დოზირების ანალოგიურია.
ელიდელი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ეგზემა, 65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში იშვიათად ვლინდება. 65 წლის ანდა მეტი ასაკის პირებში ელიდელის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
უკუჩვენებები
პიმეკროლიმუსი უკუნაჩვენებია სხვა მაკროლაქტამების ან მისი რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებში. (იხ. ნაწილი 6.1)
სიფრთხილის ზომები
თირკმლების /ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლების და ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზების რეგულირება საჭირო არ არის.
თუ, ექიმი სხვა რეკომენდაციას არ მოგცემთ, აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციის მითითებები გაითალისწინეთ.
ექიმი, ელიდელით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. მკურნალობა ადრეულად არ შეწყვიტოთ, რადგანაც ელიდელით მკურნალობის შეჩერებამ შეიძლება დაავადების გამწვავება გამოიწვიოს.
თუ, ფიქრობთ, რომ ელიდელის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ელიდელის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ:
თუ, შემთხვევვით კანზე რეკომენდირებულზე მეტი რაოდენობით კრემს გამოიყენებთ, კრემის მოცილება საკმარისია, აღნიშნულს თქვენზე მავნე ზემოქმედება არ ექნება.
თუ, შემთხვევით თქვენ ანდა სხვა ელიდელის კრემს გადაყლაპავს, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, ელიდელის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ, ელიდელის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, კრემის გამოყენება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, უმოკლეს დროში კრემი დაზიანებული კანის არეში გამოიყენეთ, შემდეგი დოზების გამოყენება ჩვეულებრივი გეგმით გააგრძელეთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.
მოვლენები, რომელიც ელიდელით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ელიდელით მკურნალობის შეჩერება, დაავადების გამწვავებას და გაუარესებას გამოიწვევს.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ელიდელით მკურნალობა არ შეაჩეროთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ელიდელის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ელიდელის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
შეშუპება და ტკივილი, კანზე გამონაყარი ანდა ურტიკარია (ალერგიული რეაქციის ნიშნები).
უეცრად განვიტარებული ხიხინი და მკერდის არეში ტკივილი ანდა სუნთქვის გაძნელება, თვალის ქუთუთოების, სახის ანდა ტუჩების შესივება (ანაფილაქსიური რეაქციის სახელით წოდებული სერიოზული ალერგიული რეაქციების ნიშნები).
ზემოთ აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ ელიდელის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ.
ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
ძალიან გავრცელებული (≥ 1/10); გავრცელებული (≥1/100 -დან ≤1/10); ნაკლებად გავრცელებული (≥1/1.000 -დან ≤1/100); იშვიათი (≥1/10.000 -დან ≤1/1.000); ძალიან იშვიათი (≤1/10.000); უცნობი (ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია).
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
იშვიათ შემთხვევებში, ელიდელით მკურნალობის დროს ავადმყოფებში დაფიქსირებულია სიმსივნის (მაგალითად, კანის ანდა ლიმფომა) გამოვლინება. თუმცა, ელიდელით მკურნალობასთან მიზეზობრივი კავშირი არ დადასტურებულა.
ყველა აღნიშნული, სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ :
ძალიან გავრცელებული (10 ავადმყოფიდან სულ ცოტა ერთთან ვლინდება):
კრემის გამოყენების ადგილას სიმხურვალე და/ანდა წვის შეგრძნება
გავრცეელბული (10 ავადმყოფიდან <1, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ვლინდება):
კრემის გამოყენების ადგილას გაღიზიანება, ქავილი და სიმხურვალე
კანის ინფექციები (მაგალითად, ბეწვის ფესვების ანთება)
ნაკლებად გავრცელებული (100 ავადმყოფიდან <1, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ვლინდება):
მკურნალობის მიუხედავად მდგომარეობის გაუარესება
ბაქტერიებით გამოწვეული (იმპეტიგო: კანიდან გამონადენის, ქერქების განვითრების გამომწვევი კანის გადამდები დაავადება) და ვირუსებით გამოწვეული კანის ინფექციები (მეჭეჭები და მსგავსი გადამდები კანის დაავადება- კონტაგიოზური მოლუსკი)
მარტივი ჰერპესის სახელით წოდებული ვირუსით გამოწვეული დაზიანება და ანთებითი პროცესი (ჰერპესული ეგზემა)
კანის გამონაყარი, ტკივილი, გამოყენების ადგილას ჩხვლეტის შეგრძნება, მსუბუქი აქერცვლა, სიმშრალე და შეშუპება
მეჭეჭები
ბეწვის ფესვების და ირგვლივი ქსოვილების ინფექცია
იშვიათი (1.000 ავადმყოფიდან <1, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ვლინდება):
ალკოჰოლის მიღების შემდეგ სახის სიმხურვალე ანდა კანის გაღიზიანება (მაგალითად; გამონაყარი, წვა, ქავილი ანდა შეშუპება)
კანის ფერის ცვლილება (ირგვლივ მდებარე კანისგან უფრო მუქი ანდა უფრო ღია ფერით შეცვლა)
ყველა აღნიშნული, ელიდელის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ელიდელის შენახვა
ელიდელი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ, <250C ოთახის ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ.
ტუბის სახურავი, მჭიდროდ მორგებული სახით შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ელიდელი არ გამოიყენოთ.
თუ, პროდუქტზე და/ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ელიდელი არ გამოიყენოთ.
ტუბი, გახსნის შემდეგ 1 წლის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი: შპს. მედა ფარმა ილაჩ სან ვე თიჯ
ორთაქოი/ბეშიქთაში/ სტამბოლი
წარმოების ადგილი: Meda Manufacturing Merignac Cedex/ საფრანგეთი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 16.01.2012-ში დამოწმებულია.
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
პიმეკროლიმუსსა და სხვა პრეპარატებს შორის პოტენციური ურთიერთქმედება სისტემატურად არ არის შეფასებული. პიმეკროლიმუსი მეტაბოლიზდება ექსკლუზიურად CYP 450 3A4-ით. მისი ძალიან დაბალი შეწოვის გამო, არ არის მოსალოდნელი პიმეკროლიმუსის ურთიერთქმედება სისტემურად გამოყენებულ წამლებთან (იხ. ნაწილი 5.2). არსებული მონაცემები ვარაუდობს, რომ პიმეკროლიმუსის გამოყენება შესაძლებელია ანტიბიოტიკებთან, ანტიჰისტამინებთან და კორტიკოსტეროიდებთან ერთად (პერორალური /ნაზალური /საინჰალაციო). აბსორბციის შედარებით დაბალ ხარისხზე დაყრდნობით, ვაქცინაციასთან პოტენციური სისტემური ურთიერთქმედება ნაკლებად სავარაუდოა. პროგრესირებული დაავადების მქონე პაციენტებში რეკომენდებულია ვაქცინაცია ელიდელით მკურნალობის შეწყვეტის პერიოდში. პიმეკროლიმუსის გამოყენება ვაქცინაციის ადგილებში არ არის შესწავლილი, სანამ ადგილობრივი რეაქციები შენარჩუნებულია და ამიტომ არ არის რეკომენდებული. არ არსებობს გამოცდილება ატოპიური ეგზემის იმუნოსუპრესიული თერაპიის ერთდროული გამოყენების შესახებ, როგორიცაა UVB, UVA, PUVA, აზათიოპრინი და ციკლოსპორინი A.
პიმეკროლიმუსმა არ გამოავლინა ფოტოკარცინოგენური პოტენციალი ცხოველებში (იხ. ნაწილი 5.3). თუმცა, რადგან ადამიანებზე ზემოქმედება უცნობია, პიმეკროლიმუსით მკურნალობისას თავიდან უნდა იქნას აცილებული კანის გადაჭარბებული ზემოქმედება ულტრაიისფერ შუქზე, მათ შორის სოლარიუმის შუქზე ან მკურნალობა PUVA, UVA ან UVB. სიწითლის, გამონაყარის, წვის, ქავილის ან შეშუპების იშვიათი შემთხვევები დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ პიმეკროლიმუსის კრემს ალკოჰოლის მიღებიდან მალევე (იხ. პუნქტი 4.8).
დამატებითი ინფორმაცია სპეციალური პოპულაციების შესახებ
პედიატრიული მოსახლეობა
5-წლიან კვლევაში ≥3 თვიდან 12 თვემდე ასაკის ჩვილებში, მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ატოპიური დერმატიტის მქონე პაციენტებმა, რომლებიც მკურნალობდნენ ელიდელით ან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით, აჩვენეს ნორმალური იმუნური პასუხი და განავითარეს ეფექტური იმუნიზაცია ვაქცინის ანტიგენების წინააღმდეგ (იხ. ნაწილი 5.1).
ორსულობა და ძუძუთი კვება
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ელიდელით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება -ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.
თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ელიდელის და სხვა ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს აცნობეთ.
ბავშვზე ძუძუთი კვების პერიოდში, ელიდელი, მკერდის მიდამოში არ გამოიყენოთ.
ელიდელის კანის ზედაპირზე გამოყენების შემდეგ, მოქმედი ნივთიერების დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
ელიდელის, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება უცნობია.
ელიდელის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ელიდელი, ცეტილის სპირტის და სტეარილის სპირტის სახელით წოდებულ ნივთიერებებს შეიცავს. ეს ნივთიერებები, კანის ლოკალური გაღიზიანების (მაგ.დერმატიტის სახელით წოდებული კანის დაავადება) მიზეზი შეიძლება გახდეს.
ელიდელი, პროპილენ გლიკოლის სახელით წოდებულ ნივთიერებას შეიცავს. აღნიშნულმა ნივთიერებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, ახლო პერიოდში აცრა გაიკეთეთ, აცრის მიდამოში კანზე არსებული სიწითლის და/ ანდა შესივების ალაგებამდე ელიდელი არ გამოიყენოთ.
ელიდელი, კანზე შერჩევით ეფექტს ავლენს, ამიტომ წამლის მცირე ნაწილი სისხლის მიმოქცევაში ხვდება (სხვა წამლებთან ურთიერთქმედება ძირითადად აქ ხდება). ამიტომ, ელიდელსა და პირის გზით მიღებულ წამლებს შორის დაბალი ურთიერთქმედების ალბათობა არსებობს.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
გვერდითი მოვლენები
ყველაზე ხშირი გვერდითი მოვლენები, რომლებიც აღინიშნა პაციენტების დაახლოებით 19%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ ელიდელით და პაციენტების დაახლოებით 16% საკონტროლო ჯგუფში იყო კანის რეაქციები გამოყენების ადგილზე. ეს რეაქციები ძირითადად გამოვლინდა მკურნალობის ადრეულ ეტაპებზე, ხასიათდებოდა როგორც მსუბუქი/ზომიერად მძიმე და ხანმოკლე ხანგრძლივობით. სისტემ-ორგანული კლასის მიხედვით გვერდითი მოვლენები კლასიფიცირებულია შემდეგი სიხშირით: ძალიან ხშირი (1/10); ხშირი ( 1/100-დან <1/10-მდე); არახშირი (1/1000-დან <1/100-მდე); იშვიათი (1/10000-დან <1/1000-მდე); ძალიან იშვიათი (<1/10000); უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებით).
ინფექციები და ინვაზიები
არახშირი: Molluscum contagiosum
იმუნური სისტემის დაავადებები
ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქციები, მძიმე ფორმების ჩათვლით.
მეტაბოლიზმი და კვების დაავადებები
იშვიათი: ალკოჰოლის აუტანლობა (ძირითადად, გამონაყარი, გამონაყარი, წვა, ქავილი ან შეშუპება ჩნდება ალკოჰოლის მიღებიდან მალევე).
კანისა და კანქვეშა ქსოვილის დაავადებები
ხშირი: კანის ინფექციები (ფოლიკულიტი)
არახშირი: ფურუნკულები, იმპეტიგო, მარტივი ჰერპესი, ჰერპეს ზოსტერი, მარტივი ჰერპეს-დერმატიტი (ეგზემა ჰერპეტიკუმი), კანის პაპილომა და კანის გამწვავებული რეაქციები
იშვიათი: ალერგიული რეაქციები (მაგ. გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროზული შეშუპება), კანის ფერის შეცვლა (მაგ. ჰიპოპიგმენტაცია, ჰიპერპიგმენტაცია)
ზოგადი დარღვევები და გართულებები გამოყენების ადგილას
ძალიან ხშირი: წვის შეგრძნება გამოყენების ადგილზე
ხშირი: რეაქციები გამოყენების ადგილზე (გაღიზიანება, ქავილი და ერითემა)
არახშირი: დარღვევები გამოყენების ადგილზე (გამონაყარი, ტკივილი, პარესთეზია, აქერცვლა, სიმშრალე, შეშუპება)
პოსტმარკეტინგული კვლევები: კანის და სხვა სახის ლიმფომებისა და კანის კიბოს ჩათვლით პაციენტებში, რომლებიც იყენებენ პიმეკროლიმუსის კრემს დაფიქსირდა ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევები, მათ შორის (იხ. ნაწილი 4.4).
ლიმფადენოპათიის შემთხვევები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ და კლინიკურ კვლევებში, მაგრამ ელიდელით მკურნალობასთან მიზეზობრივი კავშირი დადგენილი არ არის (იხ. ნაწილი 4.4).
პედიატრიული პოპულაცია
კლინიკური უსაფრთხოების მონაცემთა ბაზა 3 თვის და უფროსი ასაკის ბავშვების შესახებ, რომლებიც მკურნალობენ 1% პიმეკროლიმუსის კრემით, მოიცავს გრძელვადიან 5 წლამდე უსაფრთხოების მონაცემებს. ჩვილებში, ბავშვებში და მოზარდებში უსაფრთხოების პროფილები სახეობის და სიხშირის მხრივ ცნობილი არასასურველი მოვლენების მსგავსი იყო. ყველაზე ხშირად გამოვლენილი გვერდითი ეფექტი იყო რეაქციები გამოყენების ადგილზე.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შეტყობინება
პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ სავარაუდო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ინფორმაცია საშუალებას იძლევა წამლის სარგებლის/რისკის ბალანსის მუდმივი მონიტორინგის საშუალებას. ჯანდაცვის თანამშრომლები ვალდებულნი არიან შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო არასასურველი რეაქციის შესახებ თურქეთის გარმაკოლოგიის ცენტრს (TÜFAM) (www.titck.gov.tr; ელ. ფოსტა: [email protected]; ტელ: 0 800 314 00 08; ფაქსი: 0 312 218 35 99).
ჭარბი დოზა
ელიდელით დოზის გადაჭარბების გამოცდილება არ არსებობს.
შემადგენლობა
აქტიური ნივთიერება
ერთი გრ კრემისთვის:
პიმეკროლიმუსი 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები
ერთი გრ კრემისთვის:
ბენზილის სპირტი 10 მგ
პროპილენ გლიკოლი 50 მგ
ცეტილის სპირტი 40 მგ
სტეარილის სპირტი 40 მგ
დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ 6.1.
- წამლის ფორმა
კრემი კანზე ადგილობრივი გამოყენებისთვის. ელიდელი არის მოთეთრო, უსუნო კრემი, არ ღებავს და ადვილად ნაწილდება კანზე.
შენახვის პირობები
ტუბის გახსნის შემდეგ, მისი შიგთავსი უნდა იქნას გამოყენებული 12 თვის განმავლობაში.
- 4. განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვისას
ინახება არაუმეტეს 25°C-ზე ტემპერატურაზე. არ გაყინოთ.
- 5. შეფუთვის ფორმა და შემცველობა
კოლოფი შეიცავს 30გრ კრემს ალუმინის ტუბში პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით.
- 6. ადამიანის გამოყენების სამკურნალო პროდუქტის ნარჩენების განადგურება და სხვა სპეციალური ღონისძიებები
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენების უტილიზაცია უნდა განხორციელდეს "სამედიცინო ნარჩენების კონტროლის რეგულაციების" და "შეფუთვისა და შეფუთვის ნარჩენების შესახებ კონტროლის დებულების“ შესაბამისად.
- ლიცენზიის მფლობელი
Meda Pharma Ilac San. ve Tic. შ.პ.ს. სტი.
ორთაქოი/ბეშიქთაში/სტამბოლი
- ლიცენზიის ნომერი
132/64
- პირველი ლიცენზიის თარიღი/ლიცენზიის განახლების თარიღი
ფარმაკოლოგიური თვისებები
სხვა დერმატოლოგიური პრეპარატები, დერმატიტის დროს გამოყენებული პრეპარატები (კორტიკოსტეროიდების გარდა)
ათქ კოდი: D11AH02
მოქმედების მექანიზმი
პიმეკროლიმუსი არის ლიპოფილური ანთების საწინააღმდეგო ასკომიცინის მაკრო-ლაქტამის წარმოებული და წარმოადგენს უჯრედების პრო-ანთებითი ციტოკინების წარმოებისა და განთავისუფლების სელექციურ ინჰიბიტორს.
მაკროფილინ-12-თან მაღალი აფინურობით შებოჭვის შედეგად პიმეკროლიმუსი ახდენს კალციუმდამოკიდებული ფოსფატაზა კალცინეურინის ინჰიბირებას. შესაბამისად, პიმეკროლიმუსი ბლოკავს ანთებითი ციტოკინების სინთეზს T უჯრედებში.
ფარმაკოდინამიკური ეფექტები
პიმეკროლიმუსი ავლენს მაღალ ანთების საწინააღმდეგო აქტივობას კანის ანთების ცხოველურ მოდელებში ადგილობრივი და სისტემური გამოყენების შემდეგ. ადგილობრივი გამოყენების პიმეკროლიმუსი ისეთივე ეფექტურია, როგორც ძლიერი კორტიკოსტეროიდები ალერგიული კონტაქტური დერმატიტის ღორის მოდელში. კორტიკოსტეროიდებისგან განსხვავებით, პიმეკროლიმუსი არ იწვევდა კანის ატროფიას ღორებში და არ მოქმედებდა ლანგერჰანსის უჯრედებზე თაგვის კანზე. თაგვებში პიმეკროლიმუსი არ მოქმედებს არც პირველად იმუნურ პასუხზე და არც ლიმფურ კვანძებზე ალერგიული კონტაქტური დერმატიტის დროს. ადგილობრივი პიმეკროლიმუსი კორტიკოსტეროიდების მსგავსად ანალოგიურად თუმცა გაცილებით ნაკლებად აღწევს ადამიანის კანში, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პიმეკროლიმუსის სისტემური შთანთქმის პოტენციალი ძალიან დაბალია. კეთდენა დასკვნა, რომ კორტიკოსტეროიდებისგან განსხვავებით, პიმეკროლიმუსს აქვს დერმოსელექტიური ფარმაკოლოგიური პროფილი.
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ელიდელის ეფექტურობა და უსაფრთხოების პროფილი შეფასებული იყო II და III ფაზის კვლევებში, რომელშიც მონაწილეობდა 2000-ზე მეტი პაციენტი, მათ შორის 3 თვის და უფროსი ასაკის ჩვილები, ბავშვები, მოზარდები და მოზრდილები. ამ პაციენტთაგან 1500-ზე მეტმა გამოიყენა ელიდელი, ხოლო 500-ზე მეტმა გამოიყენა საკონტროლო პრეპარატი, მათ შორის ელიდელის მატარებელი და/ან ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები.
მოკლევადიანი (მწვავე) მკურნალობა
ბავშვები და მოზარდები: 2-17 წლის ასაკის 403 პედიატრიულ პაციენტში ჩატარდა ორი 6-კვირიანი, მატარებლით კონტროლირებადი კვლევა და პაციენტები იყენებდნენ ელიდელს დღეში ორჯერ. ორივე კვლევის მონაცემები გაერთიანდა. ჩვილები: მსგავსი კვლევა ჩატარდა 6 კვირის ასაკში 3-23 თვის ასაკის 186 ახალშობილში.
შემდგომში წარმოდგენილია საბოლოო წერტილის ეფექტურობის შედეგები ამ სამ 6-კვირიან კვლევაში:
ბავშვები და მოზარდები
ჩვილები
საბოლოო წერტილი
კრიტერიუმები
ელიდელი 1% (N=267)
გადამტანი (N=136)
p-მნიშვნე-ლობა
ელიდელი 1% (N=123)
გადამტანი (N=63)
p-მნიშვნე-ლობა
IGA*
ნორმალური ან თითქმის ნორმალური1
- 8%
- 4%
<0,001
- 5%
- 8%
<0.001
IGA*
აღდგენა 2
- 9%
33%
არ ჩატარებულა
68%
40%
არ ჩატარებულა
ქავილი
არცერთი ან მსუბუქი
56,6 %
33,8 %
<0,001
72,4 %
33,3 %
<0,001
EASIo
საერთო ჯამში (საშუალო % ცვლილება)3
- 43,6
- 0,7
<0,001
- 61,8
+ 7,35
<0,001
EASIo
თავი/ყელი (საშუალო % ცვლილება)3
- 61,1
+ 0,6
<0,001
- 74
+ 31,48
<0,001
- Investigators Global Assessment (IGA): მკვლევარების გლობალური შეფასება
o ეგზემის არეალის სიმძიმის ინდექსი (EASI): სხეულის ზედაპირის დაზიანებული ფართობის საშუალო ცვლილება (%) და კლინიკური შედეგები (ერითემა, ინფილტრაცია, ექსკორიაცია, ლიქენიფიკაცია)
1 P-მნიშვნელობა CMH ტესტის შედეგებზე დაყრდნობით, სტრატიფიცირებული სასწავლო ცენტრის მიერ.
2 გაუმჯობესება = დაბალი IGA ქულა საწყისთან შედარებით
3 სასწავლო ცენტრი და მკურნალობის ფაქტორი და საწყისი (დღე 1) დაფუძნებულია ANCOVA მოდელზე ბოლო წერტილში 43 დღეს EASI-სთვის, სადაც EASI ქულა აღებულია, როგორც კოვარიანტული ფაქტორი. P- მნიშვნელობა.
ბავშვებისა და მოზარდების 44%-ში და ჩვილების 70%-ში აღინიშნა, რომ ქავილი მნიშვნელოვნად შემცირდა პირველი კვირის განმავლობაში.
მოზრდილები: საშუალო და მძიმე ატოპიური დერმატიტის მქონე მოზრდილების ხანმოკლე (3 კვირა) მკურნალობისას ელიდელი ნაკლებად ეფექტური იყო ვიდრე 0.1% ბეტამეთაზონ-17 ვალერატი.
გრძელვადიანი მკურნალობა
ორ ორმაგად ბრმა კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 2-17 წლის 713 ბავშვი და მოზარდი და 3-23 თვის ასაკის 251 ჩვილი, ელიდელი გამოიყენებოდა, როგორც არჩევის პირველადი პრეპარატი ატოპიური დერმატიტის ხანგრძლივი მკურნალობისთვის.
ელიდელი გამოიყენებოდა, სიმპტომების პირველივე გამოვლენისას, როგორიცაა ქავილი და სიწითლე, ატოპიური დერმატიტის გამწვავების პრევენციის მიზნით. საშუალო სიძლიერის ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები გამოიყენება მხოლოდ დაავადების სიმძიმის გამწვავების შემთხვევაში, რომლის კონტროლი შეუძლებელია ელიდელით. როდესაც გამწვავების სამკურნალოდ დაიწყო კორტიკოსტეროიდული თერაპია, პიმეკროლიმუსის კრემით მკურნალობა შეწყდა. ორმაგი ბრმა კვლევის შესანარჩუნებლად საკონტროლო ჯგუფმა გამოიყენა ელიდელის მატარებელი.
ორივე კვლევაში დაფიქსირდა, რომ გამწვავების პერიოდები მნიშვნელოვნად შემცირდა პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ პიმეკროლიმუსის კრემს (p<0.001).
პიმეკროლიმუსის კრემით მკურნალობამ აჩვენა უკეთესი ეფექტურობა ყველა მეორად შეფასებაში (ეგზემის არეალის სიმძიმის ინდექსი, IGA, შეფასება პაციენტების მიერ) და ქავილი კონტროლდებოდა 1 კვირის განმავლობაში პიმეკროლიმუსის კრემით. პაციენტთა წილი, რომლებმაც დაასრულეს 6 თვიანი მკურნალობა, შეადგენდა 34% vs. 61% ჩვილებში, და შესაბამისად 33% vs. 70% ახალშობილებში, რომლებშიც გამოიყენებოდა პიმეკროლიმუსის კრემი საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით და პაციენტების წილი, რომლებმაც დაასრულეს 12 მკურნალობის თვეები ყოველგვარი გამწვავების გარეშე, რომლებშიც გამოიყენებოდა ელიდელი, შეადგენდა ბავშვებში საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით, შესაბამისად, 28% vs. 57% ჩვილებში 28% vs. 51% ახალშობილებში.
პაციენტების პროპორციები, რომლებსაც არ სჭირდებოდათ ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები 12 თვის განმავლობაში, ასევე იყო 32% vs. 57% ბავშვებში, რომლებიც იყენებდნენ ელიდელს საკონტროლო ჯგუფებთან შედარებით, შესაბამისად; ჩვილებში 35% vs. 64%. პიმეკროლიმუსის კრემის ეფექტურობა შენარჩუნებულია დროთა განმავლობაში.
მსგავსი დიზაინის 6-თვიანი რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პარალელური ჯგუფის გადამზიდით კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 192 მოზრდილში ზომიერი და მძიმე ატოპიური დერმატიტით. ადგილობრივი კორტიკოსტეროიდული მედიკამენტები გამოყენებული იყო 24-კვირიანი მკურნალობის პერიოდის 14.2%±24.2% ელიდელის ჯგუფში და 37.2±34.6% საკონტროლო ჯგუფში (p<0.001). პაციენტთა 50%-ს, რომლებიც მკურნალობდნენ პიმეკროლიმუსის კრემით, არ აღენიშნებოდათ გამწვავებები საკონტროლო ჯგუფის პაციენტების 24%-თან შედარებით.
ზომიერი და მძიმე ატოპიური დერმატიტის მქონე მოზრდილებში ერთწლიანი ორმაგი ბრმა კვლევა ჩატარდა ელიდელის შესადარებლად 0.1% ტრიამცინოლონ აცეტონიდის კრემთან (ტანის და კიდურების) + 1% ჰიდროკორტიზონის აცეტატის კრემთან (სახის, კისრის და კანის ნაოჭების/კონტაქტური უბნებისთვის). ორივე, პიმეკროლიმუსის კრემი და ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები გამოყენებული იყო შეზღუდვის გარეშე. საკონტროლო ჯგუფის პაციენტების ნახევარმა მიიღო ადგილობრივი კორტიკოსტეროიდები კვლევის 95%-ზე მეტის განმავლობაში. ელიდელი ნაკლებად ეფექტური იყო, ვიდრე 0,1% ტრიამცინოლონ აცეტონიდის კრემი (ტანის და კიდურებისთვის) + 1% ჰიდროკორტიზონის აცეტატის კრემი (სახის, კისრის და კანის ნაკეცების/კონტაქტური უბნებისთვის) ზომიერი და მძიმე სიმძიმის ატოპიური დერმატიტის მქონე მოზრდილების ხანგრძლივი მკურნალობისთვის (52 კვირა).
გრძელვადიანი უსაფრთხოება
5-წლიანი, ღია, რანდომიზებული, აქტიური კონტროლირებადი კვლევა ჩატარდა 2418 ჩვილში ≥3 თვიდან <12 თვემდე ასაკის მსუბუქი და ზომიერი ატოპიური დერმატიტით (AD). პირველადი მიზანი იყო უსაფრთხოების შედარება გვერდითი მოვლენებისა და მკურნალობის ეფექტების შეფასებით იმუნური სისტემის განვითარებაზე და ზრდის ტემპზე. ჩვილები რანდომიზირებული იყო ელიდელზე (n = 1,205; მოკლევადიანი ადგილობრივი კორტიკოსტეროიდებით დაავადების გამწვავებისთვის) ან დაბალი/ზომიერი პოტენციალის ადგილობრივ კორტიკოსტეროიდებზე (TCS; n = 1.213).
ელიდელი კარგად გადაიტანეს 3 თვიდან <12 თვემდე ასაკის ჩვილებში მსუბუქი და საშუალო სიმძიმის AS-ით კვლევის დასაწყისში. გვერდითი მოვლენების პროფილი და სიხშირე მსგავსი იყო მკურნალობის 2 ჯგუფში. არ შეინიშნებოდა სისტემური იმუნიტეტის შეფასებების შემცირება და AD–ით დაავადებულმა ჩვილებმა, რომლებიც მკურნალობდნენ ელიდელით ან TCS–ით, აჩვენეს ნორმალური იმუნური პასუხის მომწიფება და ეფექტური იმუნიზაცია ვაქცინის ანტიგენების წინააღმდეგ. ზრდის ტემპში მნიშვნელოვანი განსხვავება არ ყოფილა.
სპეციალური კვლევები
ტოლერანტობის კვლევებმა აჩვენა, რომ ელიდელის გამოყენებას არ ახლავს რაიმე გაღიზიანება, კონტაქტური მგრძნობელობა, ფოტოტოქსიკურობა ან ფოტომგრძნობელობის პოტენციალი.
ელიდელის კანის ატროფიის გამოვლენის პოტენციალი ადამიანებში, გამოვლინდა ზომიერი და მძიმე კანის ატროფიის დროს 16 ჯანმრთელ მოხალისეში, რომლებიც მკურნალობდნენ 4 კვირის განმავლობაში. ძლიერი აქტუალური სტეროიდები (ბეტამეთაზონ-17-ვალერატი 0.1% კრემი და ტრიამცინოლონ აცეტონიდი 0.1% კრემი). მიუხედავად იმისა, რომ ორივე ადგილობრივი კორტიკოსტეროიდი იწვევს კანის სისქის მნიშვნელოვან გათხელებას, რომელიც იზომება ეკოგრაფიით, ელიდელმა და მატარებელმა არ გამოიწვია კანის სისქის შემცირება.
პედიატრიული პოპულაცია
ჩვილებში, ბავშვებსა და მოზარდებში შესაბამისი კვლევის შედეგები დეტალურად არის აღწერილი ზემოთ 5.1 ნაწილში.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
ზოგადი მახასიათებლები
პიმეკროლიმუსი არის თეთრიდან მოთეთრო წვრილი კრისტალური ფხვნილი.
ის წყალში უხსნადია, ხოლო მეთანოლსა და ეთანოლში ხსნადია.
აბსორბცია
მონაცემები ადამიანებში
აბსორბცია მოზრდილებში
პიმეკროლიმუსის სისტემური აბსორბცია გამოკვლეული იყო 12 ზრდასრულ პაციენტში ატოპიური დერმატიტით (ეგზემა), რომელიც მოიცავს სხეულის მთლიანი ზედაპირის 15-59%-ს და იყენებდა ელიდელს დღეში ორჯერ 3 კვირის განმავლობაში. სისხლის საერთო ნიმუშებში აღმოჩნდა პიმეკროლიმუსის კონცენტრაცია 0.5 ნგ/მლ-ზე დაბალი აღებული სისხლის ნიმუშების 77.5%-ში. დაფიქსირდა, რომ ნიმუშების 99.8% იყო 1 ნგ/მლ-ზე ნაკლები. პიმეკროლიმუსის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სისხლში ერთ პაციენტში იყო 1.4 ნგ/მლ.
40 ზრდასრულ პაციენტში ატოპიური დერმატიტით, რომელიც მოიცავს სხეულის ზედაპირის 14-62%-ს კვლევის საწყის ეტაპზე, რომლებიც მკურნალობდნენ ელიდელით ერთ წლამდე, პიმეკროლიმუსის კონცენტრაციის 98% სისხლში იყო 0,5 ნგ/მლ-ზე დაბალი. სისხლში პიკური კონცენტრაცია გაზომილი მკურნალობის მე-6 კვირაში იყო 0.8 ნგ/მლ მხოლოდ 2 პაციენტში. 12-თვიანი კვლევის პერიოდში, პიმეკროლიმუსის კონცენტრაცია სისხლში არ იყო მომატებული არცერთ პაციენტში. AUC0-12 სთ მნიშვნელობები ატოპიური დერმატიტის მქონე 8 ზრდასრულ პაციენტში, რომელთა პიმეკროლიმუსის კონცენტრაცია შეიძლება შეფასდეს, მერყეობდა 2,5-11,4 ნგ.სთ/მლ შორის.
აბსორბცია ჩვილებში, ბავშვებში და მოზარდებში
პიმეკროლიმუსის აბსორბცია პედიატრიულ ასაკობრივ ჯგუფში შესწავლილი იყო 3 თვიდან 14 წლამდე ასაკის 58 პედიატრიულ პაციენტში (41 პაციენტი 2 წლამდე ასაკის)ატოპიური დერმატიტით (ეგზემა) სხეულის მთლიანი ზედაპირზე 10-92%-ით. ეს ბავშვები მკურნალობდნენ ელიდელით დღეში ორჯერ 3 კვირის განმავლობაში და მკურნალობა გაგრძელდა "საჭიროებისამებრ" ერთი წლის განმავლობაში 58 პაციენტიდან 5 -ში (8.6%). (2 პაციენტი 3 თვიდან 6 თვემდე და 3 პაციენტი ≥ 6 თვიდან 12 თვემდე).
დამუშავებული დაზიანებების სიდიდისა და მკურნალობის ხანგრძლივობის მიუხედავად, სისხლში გაზომილი კონცენტრაცია ყოველთვის დაბალი იყო და მიახლოებული იყო მოზრდილ პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ იმავე დოზირებას.
ჩვილებში (> 3 თვე-<23 თვე), სისხლში პიმეკროლიმუსის კონცენტრაციების დაახლოებით 67% იყო 0,5 ნგ/მლ-ზე დაბალი და სისხლის ყველა ნიმუშის 93%-ს ჰქონდა პიმეკროლიმუსის კონცენტრაცია 2 ნგ/მლ-ზე ნაკლები. პიმეკროლიმუსის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სისხლში გაზომილი 2 პედიატრიულ პაციენტში 8 თვიდან 14 წლამდე იყო 2 ნგ/მლ.
3 თვიდან 6 თვემდე ასაკობრივ ჯგუფში, სისხლის ნიმუშების 31%-ს ჰქონდა პიმეკროლიმუსის კონცენტრაცია 0,5 ნგ/მლ-ზე დაბალი, ხოლო 90%-ში იყო 2 ნგ/მლ-ზე ნაკლები. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სისხლში გაზომილი ამ ასაკობრივი ჯგუფის პაციენტში ვენის პუნქციის დროს საეჭვო დაბინძურებით იყო 4.14 ნგ/მლ.
>6 თვიდან 12 თვემდე ასაკობრივ ჯგუფში, სისხლის ნიმუშების 66%-ს ჰქონდა პიმეკროლიმუსის კონცენტრაცია 0,5 გ/მლ-ზე ნაკლები და 90%-ში იყო 2 ნგ/მლ-ზე ნაკლები. სისხლის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია გაზომილი პაციენტის სისხლის ნიმუშში იყო 2.6 ნგ/მლ.
>12 თვიდან <24 თვემდე ასაკობრივ ჯგუფში, სისხლის ნიმუშების 80%-ს ჰქონდა პიმეკროლიმუსის კონცენტრაცია 0,5 ნგ/მლ-ზე ნაკლები და 97%-ში იყო 2 ნგ/მლ-ზე ნაკლები. პიმეკროლიმუსის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის ნიმუშში იყო 2 ნგ/მლ.
სისხლში კონცენტრაცია დაბალი დარჩა 5 ბავშვში (2 პაციენტი 3 თვიდან 6 თვემდე და 3 პაციენტი ≥ 6 თვიდან 12 თვემდე), რომლებიც მკურნალობდნენ 1 წლის განმავლობაში (სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია იყო 1,94 ნგ/მლ 1 პაციენტში 3 თვიდან 6 თვემდე ასაკის). მკურნალობის 12 თვის განმავლობაში არცერთ პაციენტს არ აღენიშნებოდა სისხლში კონცენტრაციის ზრდა დროთა განმავლობაში.
ბავშვებში და მოზარდებში (2-დან 14 წლამდე) სისხლში პიმეკროლიმუსის კონცენტრაციების 68% იყო 0,5 ნგ/მლ-ზე დაბალი, ხოლო სისხლის ყველა ნიმუშის 99% იყო 2 ნგ/მლ-ზე ნაკლები. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სისხლში გაზომილი ერთ პაციენტში იყო 2 ნგ/მლ.
AUC0-12 საათიანი მნიშვნელობები 2-14 წლის ასაკის 8 პედიატრიულ პაციენტში მერყეობდა 5.4-დან 18.8 ნგ.საათ/მლ-მდე. იმ პაციენტების AUC მნიშვნელობები, რომლებშიც დაზიანებები იკავებდნენ სხეულის მთლიანი ზედაპირის 40%-ზე ნაკლებს კვლევის დასაწყისში, მსგავსი იყო იმ პაციენტების AUC მნიშვნელობებთან, რომლებშიც დაზიანებები დაიკავა მინიმუმ 40% ან სხეულის ზედაპირის მეტი ფართობი. სხეულის ზედაპირის მაქსიმალური დამუშავებული ფართობი იყო 92% კლინიკურ ფარმაკოლოგიურ კვლევებში და 100%-მდე III ფაზის კვლევებში.
განაწილება
ადგილობრივი გამოყენების შემდეგ, პიმეკროლიმუსის დონე სისხლში ძალიან დაბალია, რადგან ეს არის დერმოსელექტიური პრეპარატი. ამიტომ პიმეკროლიმუსის მეტაბოლიზმის შესწავლა არ შეიძლება ადგილობრივი გამოყენების შემდეგ.
პლაზმის ცილებთან შეკავშირების in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ პლაზმაში პიმეკროლიმუსის 99.6% დაკავშირებულია ცილებთან. პლაზმაში პიმეკროლიმუსის ძირითადი ნაწილი დაკავშირებულია სხვადასხვა ლიპოპროტეინებთან.
ბიოტრანსფორმაცია
ჯანმრთელ მოხალისეებში რადიოაქტიური პიმეკროლიმუსის ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ, სისხლში წამალთან დაკავშირებული ძირითადი კომპონენტი იყო უცვლელი პიმეკროლიმუსი, ასევე ზომიერი პოლარობის რამდენიმე უმნიშვნელო მეტაბოლიტი, რომლებიც, როგორც ჩანს, იყო O-დემეთილაციის და ოქსიგენაციის პროდუქტები. ინ ვიტრო ადამიანის კანში წამლის მეტაბოლიზმი არ დაფიქსირებულა.
ელიმინაცია
პერორალური მიღების შემდეგ, წამალთან დაკავშირებული რადიოაქტიურობა გამოიყოფა ორგანიზმიდან ძირითადად (78.4%) განავლით და ძალიან მცირე ნაწილი (2.5%) შარდით. მიღებული დოზის მთლიანი რადიოაქტიურობის საშუალოდ 80,9% გამოიყოფა ორგანიზმიდან. უცვლელი პიმეკროლიმუსი არ იქნა ნაპოვნი შარდში, ხოლო განავალში არსებული რადიოაქტიურობის 1%-ზე ნაკლები აღმოჩნდა პიმეკროლიმუსი უცვლელი სახით.
წრფივობა/არაწრფივობა
ეს ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი, რადგან იგი გამოიყენება ადგილობრივად.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
MEDA გამოყენების ინსტრუქცია
ელიდელიR 1% კრემი
განკუთვნილია კანზე გარეგანი გამოყენებისთვის
მოქმედი ნივთიერება: კრემის თითოეული გრამი 10 მგ პიმეკროლიმუსს შეიცავს
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის ჰიდროქსიდი, უწყლო ლიმონმჟავა, ბენზილის სპირტი, ნატრიუმის ცეტოსტეარილის სულფატი, მონო- და დი-გლიცერიდი, ცეტილის სპირტი, სტეარილის სპირტი, პროპილენ გლიკოლი, ოლეილის სპირტი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდი, გამოხდილი წყალი.
აღნიშნული წამლის მიღებამდე გამოყენების ინსტრუქცია ყურადღებით წაიკითხეთ, რადგანაც ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.
- აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია შეინახეთ. შეიძლება განმეორებით გადაკითხვა დაგჭირდეთ.
- დამატებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართოთ.
- აღნიშნული წამალი პირადად თქვენთვისაა გამოწერილი, სხვას არ მისცეთ.
- აღნიშნული წამლის გამოყენებისას თუ სხვა ექიმს ანდა საავადმყოფოს მიმართავთ, ექიმს მიაწოდეთ ინფორმაცია ამ წამლის მოხმარების შესახებ.
- წამლის გამოყენების ინსტრუქცია ზუსტად შეასრულეთ. თქვენთვის რეკომენდირებული დოზის გარდა მაღალი ანდა დაბალი დოზა არ მიიღოთ.
გამოყენების ინსტრუქცია შეიცავს შემდეგი სათაურების მომცველ მონაცემებს:
რა არის და რისთვის გამოიყენება ელიდელი?
ელიდელის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
როგორ გამოიყენება ელიდელი?
რა სახის შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება გამოვლინდეს?
ელიდელის შენახვა
- რა არის და რისთვის გამოიყენება ელიდელი ?
ელიდელის 1% კრემი, მოთეთრო ფერის, უსუნო კრემია, რომელიც ლაქას არ ტოვებს და კანზე ადვილად გადანაწილდება. ერთი გრამი ელიდელი, 10 მგ მოქმედ ნივთიერებას (პიმეკროლიმუსს) შეიცავს.ანდა
ელიდელი, მოხმარებისთვის წარმოდგენილია 30 გრამიან ტუბებში.
ელიდელი, ტოპიკალური (ადგილობრივი) მოქმედების კრემია, რომელიც კალცინევრინის ინჰიბიტორების სახელით წოდებული წამლის ჯგუფში შედის, პრეპარატი სტეროიდს (კორტიზონი და მსგავსი ნივთიერებები) არ შეიცავს. ელიდელი, ანთების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი ნივთიერების-კალცინევრინის მოქმედებას თრგუნავს და კანზე ზედაპირული გამოყენებით, კანის ანთებით პროცესს მკურნალობს. ელიდელი, კანის ანთების და ეგზემისთვის დამახასიათებელი სიწითლის და ქავილის გამომწვევ კანის უჯრედებზე ზემოქმედებას ახდენს.
ელიდელი, გამოიყენება 2 წლის და მეტი ასაკის მქონე ბავშვებში, მოზარდებსა და ზრდასრულებში კანის ეგზემის (ატოპიური დერმატიტი) ნიშნების და სიმპტომების სამკურნალოდ. დაავადების ადრეული ნიშნების და სიმპტომების მკურნალობის მიზნით გამოყენებისას, დაავადების პროგრესირებას და გამწვავებას ხელს უშლის, ეს კი გამწვავების გარეშე პერიოდების უფრო მეტად გახანგრძლივებას უზურნველყოფს.
- ელიდელის გამოყენებამდე რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ტოპიკალური (ზედაპირული) კალცინევრინის ინჰიბიტორების ხანგრძლივი გამოყენების უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის. იმის მიუხედავად, რომ მიზეზობრივი კავშირი არ არის დადასტურებული, ტოპიკალური კალცინევრინის ინჰიბიტორების (ანთების განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი, კალცინევრინის სახელით წოდებული ნივთიერების დათრგუნვით, კანის ანთებად ზედაპირზე გარეგანი გამოყენების წამლის ჯგუფი) მომხმარებელი ავადმყოფებში, იშვიათად, მაგრამ მაინც ვლინდება კანის სიმსივნეების და ლიმფომის (სხეულის დამცველობითი სისტემის ერთი ნაწილის-ლიმფური ჯირკვლების სახელით წოდებული ქსოვილების ავთვისებიანი დაავადება) მსგავსი სიმსივნეების განვითარება. ამიტომ, ელიდელის ჩათვლით, კალცინევრინის ინჰიბიტორების ხანგრძლივ ადგილობრივ გამოყენებას ყველა ასაკობრივ ჯჯგუფში მოერიდეთ. ელიდელი, 2 წლამდე ასაკის ბავშვების მკურნალობისთვის არ არის ნაჩვენები.
ელიდელი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობების დროს არ გამოიყენოთ:
თუ,
პიმეკროლიმუსის ანდა ელიდელის შემადგენელი სხვა ნივთიერებებიდან რომელიმეს მიმართ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) გაქვთ, პრეპარატი არ გამოიყენოთ.
ელიდელი, ქვემოთ მოცემული მდგომარეობის დროს სიფრთხილით გამოიყენეთ:
თუ;
კანის რომელიმე დაავადება გაქვთ.
ნეტერტონის სინდრომი (კანის გენეტიკური დაავადება, რომელსაც ახასიათებს კანის აქერცვლა, გამოშრობა, ბეწვის სტრუქტურის დარღვევა) ანდა გავრცელებული ერითროდერმიის (კანის ზედაპირზე სიწითლე ჩირქოვანი ანთებით) სახელით წოდებული კანის დაავადება გაქვთ- თუ, აღნიშნული დაავადება გაქვთ, ექიმს დავადების შესახებ ინფორმაცია მოწოდებული უნდა ჰქონდეს.
თუ, გითხრეს, რომ დასუსტებული იმუნური სისტემა გაქვთ.
თუ, ელიდელით მკურნალობის დროს ლიმფური ჯირკვლების შესივება გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ.
ელიდელი, ხანგრძლივი დროით უწყვეტად არ გამოიყენოთ, რადგანაც ელიდელის ხანგრძლივი დროით გამოყენებისას უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია უცნობია.
იშვიათ შემთხვევებში, ელიდელის ჩათვლით, სხვა ტოპიკალური კალცინევრინის ინჰიბიტორებით (წამლის ჯგუფი, რომელიც კანის ზედაპირზე გამოყენებით ანთებით პროცესის სამკურნალოდ გამოიყენება, წამლის ეფექტი ანთებითი პროცესის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელი კალცინევრინის დათრგუნვით ვლინდება) მკურნალობისას ავადმყოფებში სიმსივნის (მაგ. კანის ანდა ლიმფომა) განვითარება ვლინდება. აღნიშნული ტოპიკალური კალცინევრინის ინჰიბიტორების გამოყენებისას, მიზეზობრივი კავშირი დადასტურებული არ არის.
ელიდელი, კანის სიმსივნის ალბათობის მქონე მონაკვეთებსა ანდა წარსულში გადატანილი სიმსივნის ლოკალურ მიდამოებში (კანის გარკვეული ნაწილები) არ გამოიყენოთ. თუ, დარწმუნებული არა ხართ, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ელიდელი, ვირუსებით გამოწვეული კანის ინფექციის (მაგალითად: ჰერპესი) მიდამოებში არ გამოიყენოთ. კანზე ინფექციის განვითარების შემთხვევაში, თქვენს ექიმს აცნობეთ. ამ დროს, უპირველესად საჭიროა ინფექციის მკურნალობა.
კანის, ხელოვნური ანდა ბუნებრივი მზის სხივების ქვეშ მოხვედრას მოერიდეთ. (აღნიშნული მოიცავს მზის ლამპებს, სოლარიუმს და ულტრაიისფერი სხივებით მკურნალობას). თუ, ელიდელის კანზე გამოყენების შემდეგ ღია ცის ქვეშ დროს ატარებთ, მზის სხივებისგან დაცვის მიზნით მზის დამცავი კრემი გამოიყენეთ და მზისგან დამცავი თავისუფალი ტანისამოსი ატარეთ. ელიდელით მკურნალობის დროს, მზის სხივების ზემოქმედებას მოერიდეთ, თუნდაც კრემი არ გქონდეთ გამოყენებული. გარდა ამისა, მზისგან დაცვის მიზნით სხვა მეთოდების შესახებ კონსულტაციისთვის ექიმს მიმართეთ.
ელიდელი, მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვისაა განკუთვნილი. პირის ღრუში, ცხვირის ღრუში და თვალის არეში არ გამოიყენოთ. თუ, შემთხვევით, აღნიშნულ მიდამოებში კრემის კონტაქტი დაფიქსირდება, კრემი მაქსიმალურად მოცილებული და სუფთა წყლით ჩამობანილი უნდა იქნას. წამლის გადაყლაპვის ანდა შემთხვევვით პირის ღრუში მოხვედრისგან თავიდან აცილებისთვის (მაგ, ხელის ზედაპირზე გამოყენებისას), სიფრთხილე გამოიჩინეთ.
ელიდელი, შეიცავს ზოგიერთ ისეთ ნივთიერებას (მაგ.ცეტილის სპირტი, პროპილენ გლიკოლი, სტეარილის სპირტი), რომელმაც შეიძლება კანის ლოკალური რეაქციები ანდა გაღიზიანება გამოიწვიოს. ელიდელის გამოყენებისას, კანის გარკვეულ მონაკვეთში შეიძლება მსუბუქი და გარდამავალი რეაქციები (მაგ. სიმხურვალე და/ ანდა წვის შეგრძნება) ანდა კანის გაღიზიანება (მაგ. ქავილი და სიწითლე) გამოიწვიოს. თუ, მსგავსი ნიშნები გამოვლინდება და გამწვავედება, თქვენს ექიმს დაუკავშირდით.
ელიდელის შემადგენლობაში სპირტის არსებობის გამო, კანის დაზიანებულ ნაწილებში(იარებზე) შეიძლება გამაღიანებელი ეფექტი გამოვლინდეს.
თუ, აღნიშნული გაფრთხილებები ამჟამად ანდა წარსულის ნებისმიერ მომენტში თქვენთან გამოვლინდა, გთხოვთ, კონსულატციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
ელიდელის გამოყენება საკვებთან დ სასმელთან ერთად
ელიდელის გამოყენება შესაძლებელია როგორც მშიერზე, ასევე კვების შემდეგ.
ორსულობა:
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ორსულად ხართ ანდა ფიქრობთ, რომ ორსულად ხართ, ელიდელით მკურნალობის დაწყებამდე კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ.
თუ, მკურნალობის დროს ორსულობა დადასტურდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ძუძუთი კვება -ლაქტცია
წამლის გამოყენებამდე, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს ანდა ფარმცევტს მიმართეთ.
თუ, ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ელიდელის და სხვა ნებისმიერი წამლის გამოყენებამდე თქვენს ექიმს აცნობეთ.
ბავშვზე ძუძუთი კვების პერიოდში, ელიდელი, მკერდის მიდამოში არ გამოიყენოთ.
ელიდელის კანის ზედაპირზე გამოყენების შემდეგ, მოქმედი ნივთიერების დედის რძეში გადასვლის საკითხი უცნობია.
ავტომობილის და მექანიზმების მართვა
ელიდელის, ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედება უცნობია.
ელიდელის შემადგენლობში არსებული ზოგიერი დამხმარე ნივთირებების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ელიდელი, ცეტილის სპირტის და სტეარილის სპირტის სახელით წოდებულ ნივთიერებებს შეიცავს. ეს ნივთიერებები, კანის ლოკალური გაღიზიანების (მაგ.დერმატიტის სახელით წოდებული კანის დაავადება) მიზეზი შეიძლება გახდეს.
ელიდელი, პროპილენ გლიკოლის სახელით წოდებულ ნივთიერებას შეიცავს. აღნიშნულმა ნივთიერებამ შეიძლება კანის გაღიზიანება გამოიწვიოს.
სხვა მედიკამენტებთან ერთად გამოყენება
თუ, ახლო პერიოდში აცრა გაიკეთეთ, აცრის მიდამოში კანზე არსებული სიწითლის და/ ანდა შესივების ალაგებამდე ელიდელი არ გამოიყენოთ.
ელიდელი, კანზე შერჩევით ეფექტს ავლენს, ამიტომ წამლის მცირე ნაწილი სისხლის მიმოქცევაში ხვდება (სხვა წამლებთან ურთიერთქმედება ძირითადად აქ ხდება). ამიტომ, ელიდელსა და პირის გზით მიღებულ წამლებს შორის დაბალი ურთიერთქმედების ალბათობა არსებობს.
თუ, რეცეპტით დ ან რეცეპტის გარეშე ნებისმიერ წამალს ღებულობთ ანდა ბოლო პერიოდში მიიღეთ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს აცნობეთ.
- როგორ გამოიყენება ელიდელი ?
სწორი გამოყენება და დოზები/გამოყენების სიხშირე და მითითებები:
ელიდელის გამოყენების დროს, ყოველთვის ექიმის ანდა ფარმაცევტის მიერ მოცემული მითითებები ზედმიწევნით შეასრულეთ. თუ, შეკითხვევბი გაგიჩნდებათ, გთხოვთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
ელიდელის გამოყენება შესაძლებელია თავის, სახის, კისრის და კანის ნაკეცების მიდამოებში, მთლიანად კანის ზედაპირზე. ელიდელი, კანის მხოლოდ ეგზემით დაზიანებულ მონაკვეთებში გამოიყენეთ.
თუ, ელიდელით მკურნალობის შემდეგ ეგზემის სიმპტომები კვლავ განვითარდება, ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინეთ.
კრემი, დილით და საღამოს, დღეში ორჯერ უნდა იქნას გამოყენებული. ელიდელის კანის ზედაპიზე გამოყენებისთანავე შეიძლება დამატენიანებელი კრემის (კანის დამარბილებელი) გამოყენება. თუ, აბაზანა ანდა შხაპი მიიღეთ, დამატენიანებელი (კანის დამარბილებელი) კრემი ელიდელის გამოყენებამდე წაიცხეთ.
თუ, 6 კვირიანი მკურნალობის შემდეგ მდგომარეობის გაუმჯობესების არანაირი ნიშანი არ გამოვლინდება, კონსულტაციისთვის თქვენს ექიმს მიმართეთ. ზოგჯერ, კანის სხვა დაავადება ეგზემაში ეშლებათ.
კრემი, ექიმის მიერ რეკომენდირებული დროის შესაბამისად გამოიყენეთ.
ეგზემის ხანგრძლივი მკურნალობისას, ელიდელის გამოყენება დაავადების სიმპტომების და ნიშნების (ქავილი, სიწითლე) პირველი შემჩნევისას დაიწყეთ. აღნიშნული, დაავადების გართულებას და გამწვავევის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
ელიდელი, დაავადების სიმპტომების და ნიშნების გამოვლინების განმავლობაში გამოიყენეთ. თუ, დაავადების სიმპტომები და ნიშნები კვლავ გამოვლინდება, მკურნალობა განმეორებით უნდა დაიწყოთ.
გამოყენების გზა და მეთოდი:
კრემი, ქვემოთ მოცემული ფორმით გამოიყენეთ:
ხელები დაიბანეთ და დაიმშრალეთ.
კრემის ტუბი გახსენით (კრემის პირველად გამოყენებამდე, ტუბის სახურავის საპირისპირო მხარეს არსებული ბასრი ნაწილით გახვრიტეთ).
კრემის გარკვეული მასა თითით აიღეთ.
ელიდელი, თხელი ფენის სახით, კანის დაავადებული ნაწილში სრულად წაიცხეთ.
კრემი, დაზიანებული კანის მონაკვეთში მსუბუქად დაიზილეთ, შეწოვამდე.
ტუბის სახურავი დაახურეთ.
სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:
ბავშვებში გამოყენება:
ბავშვებში (2-11 წელი) და მოზარდებში (12-17 წელი) კრემის დოზირება, ზრდასრულთა დოზირების ანალოგიურია.
ელიდელი, 2 წლამდე ასაკის ბავშვებში არ გამოიყენება.
ხანდაზმულებში გამოყენება:
ეგზემა, 65 წლის და მეტი ასაკის ავადმყოფებში იშვიათად ვლინდება. 65 წლის ანდა მეტი ასაკის პირებში ელიდელის გამოყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ.
გამოყენების განსაკუთრებული მდგომარეობები:
თირკმლების /ღვიძლის უკმარისობა:
თირკმლების და ღვიძლის უკმარისობის მქონე ავადმყოფებში დოზების რეგულირება საჭირო არ არის.
თუ, ექიმი სხვა რეკომენდაციას არ მოგცემთ, აღნიშნული გამოყენების ინსტრუქციის მითითებები გაითალისწინეთ.
ექიმი, ელიდელით მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ინფორმაციას მოგაწვდით. მკურნალობა ადრეულად არ შეწყვიტოთ, რადგანაც ელიდელით მკურნალობის შეჩერებამ შეიძლება დაავადების გამწვავება გამოიწვიოს.
თუ, ფიქრობთ, რომ ელიდელის ეფექტი ძალიან ძლიერი ანდა ძალიან სუსტია, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს მიმართეთ.
თუ, ელიდელის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ:
თუ, შემთხვევვით კანზე რეკომენდირებულზე მეტი რაოდენობით კრემს გამოიყენებთ, კრემის მოცილება საკმარისია, აღნიშნულს თქვენზე მავნე ზემოქმედება არ ექნება.
თუ, შემთხვევით თქვენ ანდა სხვა ელიდელის კრემს გადაყლაპავს, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ.
თუ, ელიდელის საჭიროზე მეტი დოზა გამოიყენეთ, თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს გაესაუბრეთ.
თუ, ელიდელის მიღება დაგავიწყდებათ:
თუ, კრემის გამოყენება დაგავიწყდებათ, როგორც კი გაიხსენებთ, უმოკლეს დროში კრემი დაზიანებული კანის არეში გამოიყენეთ, შემდეგი დოზების გამოყენება ჩვეულებრივი გეგმით გააგრძელეთ.
დავიწყებული დოზების აღდგენისთვის ორმაგი დოზა არ გამოიყენოთ.
მოვლენები, რომელიც ელიდელით მკურნალობის დასრულებისას შეიძლება გამოვლინდეს:
ელიდელით მკურნალობის შეჩერება, დაავადების გამწვავებას და გაუარესებას გამოიწვევს.
ექიმის რეკომენდაციის გარეშე, ელიდელით მკურნალობა არ შეაჩეროთ.
- რა შეიძლება იყოს შესაძლო გვერდითი ეფექტები:
როგორც ყველა წამლის შემთხვევაში, ასევე ელიდელის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებების მიმართ მგრძნობელობის მქონე ავადმყოფებში შეიძლება გვერდითი ეფექტები გამოვლინდეს.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, ელიდელის გამოყენება შეაჩერეთ და მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ.
შეშუპება და ტკივილი, კანზე გამონაყარი ანდა ურტიკარია (ალერგიული რეაქციის ნიშნები).
უეცრად განვიტარებული ხიხინი და მკერდის არეში ტკივილი ანდა სუნთქვის გაძნელება, თვალის ქუთუთოების, სახის ანდა ტუჩების შესივება (ანაფილაქსიური რეაქციის სახელით წოდებული სერიოზული ალერგიული რეაქციების ნიშნები).
ზემოთ აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდით ეფექტებია.
თუ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან ვლინდება, ეს ნიშნავს რომ თქვენ ელიდელის მიმართ სერიოზული ალერგია გაქვთ.
ამ დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარება ანდა საავადმყოფოში დაწოლა შეიძლება დაგჭირდეთ.
აღნიშნული ძალიან სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
ძალიან გავრცელებული (≥ 1/10); გავრცელებული (≥1/100 -დან ≤1/10); ნაკლებად გავრცელებული (≥1/1.000 -დან ≤1/100); იშვიათი (≥1/10.000 -დან ≤1/1.000); ძალიან იშვიათი (≤1/10.000); უცნობი (ხელთ არსებული მონაცემებით ვარაუდი შეუძლებელია).
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, მაშინვე თქვენს ექიმს აცნობეთ ანდა თქვენთან ყველაზე ახლო საავადმყოფოს ემერჯენსის განყოფილებას მიმართეთ:
იშვიათ შემთხვევებში, ელიდელით მკურნალობის დროს ავადმყოფებში დაფიქსირებულია სიმსივნის (მაგალითად, კანის ანდა ლიმფომა) გამოვლინება. თუმცა, ელიდელით მკურნალობასთან მიზეზობრივი კავშირი არ დადასტურებულა.
ყველა აღნიშნული, სერიოზული გვერდითი ეფექტებია. ამ დროს შეიძლება საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოჩენა.
სერიოზული გვერდითი ეფექტები საკმაოდ იშვიათად ვლინდება.
თუ, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე თქვენთან გამოვლინდება, თქვენს ექიმს აცნობეთ :
ძალიან გავრცელებული (10 ავადმყოფიდან სულ ცოტა ერთთან ვლინდება):
კრემის გამოყენების ადგილას სიმხურვალე და/ანდა წვის შეგრძნება
გავრცეელბული (10 ავადმყოფიდან <1, მაგრამ 100 ავადმყოფიდან >1 ვლინდება):
კრემის გამოყენების ადგილას გაღიზიანება, ქავილი და სიმხურვალე
კანის ინფექციები (მაგალითად, ბეწვის ფესვების ანთება)
ნაკლებად გავრცელებული (100 ავადმყოფიდან <1, მაგრამ 1000 ავადმყოფიდან >1 ვლინდება):
მკურნალობის მიუხედავად მდგომარეობის გაუარესება
ბაქტერიებით გამოწვეული (იმპეტიგო: კანიდან გამონადენის, ქერქების განვითრების გამომწვევი კანის გადამდები დაავადება) და ვირუსებით გამოწვეული კანის ინფექციები (მეჭეჭები და მსგავსი გადამდები კანის დაავადება- კონტაგიოზური მოლუსკი)
მარტივი ჰერპესის სახელით წოდებული ვირუსით გამოწვეული დაზიანება და ანთებითი პროცესი (ჰერპესული ეგზემა)
კანის გამონაყარი, ტკივილი, გამოყენების ადგილას ჩხვლეტის შეგრძნება, მსუბუქი აქერცვლა, სიმშრალე და შეშუპება
მეჭეჭები
ბეწვის ფესვების და ირგვლივი ქსოვილების ინფექცია
იშვიათი (1.000 ავადმყოფიდან <1, მაგრამ 10.000 ავადმყოფიდან >1 ვლინდება):
ალკოჰოლის მიღების შემდეგ სახის სიმხურვალე ანდა კანის გაღიზიანება (მაგალითად; გამონაყარი, წვა, ქავილი ანდა შეშუპება)
კანის ფერის ცვლილება (ირგვლივ მდებარე კანისგან უფრო მუქი ანდა უფრო ღია ფერით შეცვლა)
ყველა აღნიშნული, ელიდელის მსუბუქი გვერდითი ეფექტებია.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ანდა ფარმაცევტს.
გვერდი ეფექტების შესახებ მოხსენება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლინების შემთხვევაში, რომელიც არ არის ხსენებული წამლის გამოყენების ინსტრუქციაში, მიმართეთ თქვენს ექიმს, ექთანს ანდა ფარმაცევტს. ასევე, გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შესახებ აცნობეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www.titck.gov.tr ,,წამლის გვერდითი ეფექტის შესახებ შეტყობინების’’ გრაფაში დაკლიკებით ანდა დარეკეთ ტელეფონის ნომერზე:0 800 314 00 08 თურქეთის ფარმაკოლოგიის სააგენტოს ცენტრს(TUFAM). გამოვლენილი გვერდითი ეფექტების შეტყობინებით წვლილს შეიტანთ გამოყენებული მედიკამენტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღებასა და უსაფრთხოებაზე.
- ელიდელის შენახვა
ელიდელი, ბავშვებისგან შორს, მიუწვდომელ ადგილას, შეფუთვაში შეინახეთ.
შეინახეთ, <250C ოთახის ტემპერატურაზე.
არ გაყინოთ.
ტუბის სახურავი, მჭიდროდ მორგებული სახით შეინახეთ.
გამოიყენეთ გამოყენების ბოლო ვადის შესაბამისად.
შეფუთვაზე მითითებული გამოყენების ბოლო ვადის შემდეგ ელიდელი არ გამოიყენოთ.
თუ, პროდუქტზე და/ანდა შეფუთვაზე დაზიანებას შეამჩნევთ, ელიდელი არ გამოიყენოთ.
ტუბი, გახსნის შემდეგ 1 წლის განმავლობაში გამოყენებული უნდა იქნას.
ვადა გასული ანდა გამოუყენებელი წამლები ნაგავში არ ჩააგდოთ, გარემოს დაცვისა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შემკრებ სისტემას ჩააბარეთ.
ლიცენზიის მფლობელი: შპს. მედა ფარმა ილაჩ სან ვე თიჯ
ორთაქოი/ბეშიქთაში/ სტამბოლი
წარმოების ადგილი: Meda Manufacturing Merignac Cedex/ საფრანგეთი
აღნიშნული გამოყენების ინსტრუქცია 16.01.2012-ში დამოწმებულია.
თარჯიმანი ნაილა იდნოევი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

















