პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

ელვოქსი 0.4მგ

Elvox 0.4mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

ელვოქსი შეიცავს სამკურნალო საშუალებას, სახელწოდებით მოქსოდინიდი. ეს პრეპარატი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება “ანტიჰიპერტენზიული საშუალებები“. ელვოქსი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მოქსონიდინი (moxonidine)
ფორმა და შეფუთვა
0,4მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №14 (2X7)
მწარმოებელი
NOBEL ILAC SANAYII VE TICARET A.S., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, იმიდაზოლინის რეცეპტორების აგონისტები
ATC კოდი
C02AC05
რეგისტრაციის ნომერი
რ-044407
რეგისტრირებულია
27 ნოემბერი 2025, მოქმედებს 27 ნოემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
NOBEL ILAC SANAYII ve TICARET A.S. (თურქეთი)
განმცხადებელი
სოფია შუბლაძე
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებაელვოქსი 0.4მგ და სხვა წამალი ერთად

ელვოქსი 0.4მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ელვოქსი შეიცავს სამკურნალო საშუალებას, სახელწოდებით მოქსოდინიდი. ეს პრეპარატი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება “ანტიჰიპერტენზიული საშუალებები“.

ელვოქსი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. ის მოქმედებს თქვენი სისხლძარღვების მოდუნებისა და გაფართოების გზით, რაც ხელს უწყობს თქვენი არტერიული წნევის დაქვეითებას.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ელვოქსი თქვენი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატის მიღება

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით.

სასურველია თქვენი ტაბლეტების მიღება ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ეს დაგეხმარებათ მათი მიღების გახსენებაში.

რა დოზით უნდა მიიღოთ

ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 200 მიკროგრამს დღე-ღამეში.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს ეს დოზა 600 მიკროგრამამდე დღე-ღამეში. არ უნდა მიიღოთ 400 მიკროგრამზე მეტი ერთჯერადი დოზის სახით ან 600 მიკროგრამზე მეტი ნებისმიერი ერთი დღის განმავლობაში.

თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ 600 მიკროგრამის მიღება დღე-ღამეში, ეს დოზა უნდა განაწილდეს ორ მიღებაზე (300 მიკროგრამი დილით და 300 მიკროგრამი საღამოს).

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა, თუ გაქვთ თირკმელების დარღვევები.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ელვოქსი არ უნდა დაენიშნოს ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებს.

თუ მიიღეთ ელვოქსის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ელვოქსის საჭიროზე მეტი დოზა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა. შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ მოვლენებს: თავის ტკივილი, ძილიანობის შეგრძნება (ძილიანობა, სედაცია), არტერიული წნევის დაცემა (ჰიპოტენზია), სუსტი გულისცემა (ბრადიკარდია), თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო), პირის სიმშრალე, შეუძლოდ ყოფნა (ღებინება), დაღლილობის შეგრძნება (დაღლილობა), სისუსტე და ტკივილი კუჭის არეში (ადბომინალური ტკივილი).

თუ დაგავიწყდათ ელვოქსის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ ელვოქსის მიღება

გააგრძელეთ თქვენი ტაბლეტების მიღება ექიმის მიერ მათი მიღების შეწყვეტის დანიშნულებამდე.

თუ გჭირდებათ პრეპარატის მიღების შეწყვეტა, თქვენი ექიმი ნელა შეგიმცირებთ დოზას რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ იღებთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ერთზე მეტ პრეპარატს (როგორიცაა ბეტა-ბლოკერები), თქვენი ექიმისგან მიიღებთ მითითებას, რომელი პრეპარატი უნდა შეწყდეს პირველ რიგში იმისათვის, რომ თქვენმა ორგანიზმმა სიფრთხილით მიიღოს ცვლილება. მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მოქსონიდინის ან ელვოქსის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6)

გაქვთ სუსტი გულისცემა, გამოწვეული გულის დაავადებით, რომელსაც ეწოდება „ავადმყოფი სინუსის სინდრომი“ ან “მე-2 ან მე-3 ხარისხის ავ-ბლოკადა“

გაქვთ გულის უკმარისობა.

არ მიიღოთ ელვოქსი, თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ელვოქის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

ელვოქსის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

გაქვთ გულის დაავადება, რომელსაც ეწოდება “I ხარისხის ავ-ბლოკადა“

გაქვთ გულის მძიმე დაავადება, როგორიცაა სტენოკარდია ან ტკივილი გულ-მკერდის არეში მოსვენების მდგომარეობაში

გაქვთ თირკმელების დარღვევები. თქვენმა ექიმმა შეიძლება დააკორექტიროს თქვენი დოზა.

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა თქვენ გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ელვოქსის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. ეს ეხება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, მათ შორის მცენარეულ პრეპარატებს, რადგან ელვოქსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა პრეპარატის მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთმა სხვა პრეპარატმა შეიძლება გავლენას იქონიოს ელვოქსის მოქმედებაზე.

განსაკუთრებით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ პრეპარატს:

თქვენი არტერიული წნევის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატები. ელვოქსმა შეიძლება გაზარდოს ამ პრეპარატების მოქმედება

დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა იმიპრამინი ან ამიტრიპტილინი

ტრანკვილიზატორები, სედაციური ან საძილე ტაბლეტები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები

ბეტა-ბლოკერები (იხ. პუნქტი “თუ შეწყვიტეთ ელვოქსის მიღება“ პარაგრაფში 3)

ელვოქსი გამოიყოფა ორგანიზმიდან თქვენი თირკმელებით ისეთი პროცესის საშუალებით, რომელსაც ეწოდება “მილაკოვანი ექსკრეცია“. სხვა პრეპარატებმა, რომლებიც თირკმელებით გამოიყოფა იმავე პროცესის საშუალებით, შეიძლება გავლენა იქონიოს ელვოქსის მოქმედების მექანიზმზე.

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა თქვენ გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ელვოქსის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ელვოქსის მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

არ მიიღოთ ალკოჰოლი ელვოქსით მკურნალობის პერიოდში, რადგან ელვოქსმა შეიძლება გააძლიეროს ალკოჰოლის ეფექტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან შეიძლება იყოთ ორსულად. როგორც წესი, თქვენი ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ ელვოქსის მიღება. თქვენი ექიმი გირჩევთ სხვა პრეპარატის მიღებას ელვოქსის ნაცვლად.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვების დაწყებას. ელვოქსის მიღება არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისთვის. თუ გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა პრეპარატის მიღება ან ძუძუთი კვების შეწყვეტა.

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

ელვოქსის მიღების პერიოდში შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა ან თავბრუსხვევა. ამ მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან ნებისმიერ ხელსაწყოსთან ან მექანიზმთან მუშაობის დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ელვოქსი შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ელვოქსსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით შეიძლება განვითარდეს შემდეგ გვერდითი მოქმედება:

შეწყვიტეთ ელვოქსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ შემდეგ სერიოზულ გვერდით მოქმედებას - შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა:

სახის, ტუჩების ან პირის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება). ეს არის არახშირი გვერდითი მოქმედება, რომელიც გავლენას ახდენს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს.

სხვა გვერდითი მოქმედება:

ძალიან ხშირი (აღენიშნება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

პირის ღრუს სიმშრალე.

ხშირი (აღენიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

ზურგის ტკივილი

თავის ტკივილი

სისუსტე (ასთენია)

თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო)

გამონაყარი და ქავილი (ქავილი)

დაძინების გაძნელება (უძლობა), ძილიანობის შეგრძნება (ძილიანობა)

შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა), დიარეა, შეუძლოდ ყოფნა (ღებინება), მოუნელებლობა (დისპეფსია).

არახშირი (აღენიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

კისრის ტკივილი

ნერვიულობის შეგრძნება

გონების დაკარგვა (სინკოპე)

შესიება (შეშუპება)

ყურებში ზარების რეკვის ხმა ან ხმაური (ტინიტუსი)

უჩვეულოდ სუსტი პულსი (ბრადიკარდია)

დაბალი არტერიული წნევა, მათ შორის დაბალი არტერიული წნევა ფეხზე წამოდგომისას.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების რეგისტრირებულ რამდენიმე შემთხვევაში, პერორალური დოზა, რომელიც შეადგენდა 19.6 მგ-ს, მიღებული იქნა მწვავე ფორმით, ლეტალური შედეგის გარეშე. რეგისტრირებული ნიშნები და სიმპტომებია: თავის ტკივილი, სედაცია, ძილიანობა, ჰიპოტენზია, თავბრუსხვევა, ასთენია, ბრადიკარდია, პირის ღრუს სიმშრალე, ღებინება, დაღლილობა და ტკივილის მუცლის ზედა არეში. დოზის მძიმე გადაჭარბების შემთხვევაში რეკომენდებულია მკაცრი მონიტორინგი, განსაკუთრებით ცნობიერების დარღვევის და სუნთქვის დათრგუნვის თვალსაზრისით.

2 წლის ბავშვს, რომელმაც შემთხვევით გადაყლაპა გაურკვეველი რაოდენობის მოქსონიდინი (სავარაუდოდ, 14 მგ-მდე), აღენიშნა ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სედაცია, კომა, ჰიპოტენზია, მიოზი და დისპნოე.

მკურნალობა ითვალისწინებდა კუჭის გამორეცხვას, გლუკოზის ინფუზიას, კონტროლირებულ ვენტილაციას და წოლით რეჟიმს, შედეგად სიმპტომები სრულად ალაგდა 11 საათის განმავლობაში.

გარდა ამისა, ცხოველებში ჩტარებული მაღალი დოზის რამდენიმე კვლევის საფუძველზე, შეიძლება ასევე, აღინიშნოს დროებითი ჰიპერტენზია, ტაქიკარდია და ჰიპერგლიკემია.

დოზის გადაჭარბების მკურნალობა

სპეციფიკური ანტიდოტი ცნობილი არ არის. ჰიპოტენზიის განვითარების შემთხვევაში, შეიძლება განხილული იქნას სისხლის მიმოქცევის შენარჩუნება, როგორიცაა სითხეებისა და დოპამინის მიღება. ბრადიკარდიის მკურნალობა შეიძლება ატროპინით. α-რეცეპტორების ანტაგონისტებს შეუძლია შეამციროს ან გააქროს მოქსონიდინის დოზის გადაჭარბების პარადოქსული ჰიპერტენზიული ეფექტები.

შემადგენლობა

თითოეული ტაბლეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, 200 მიკროგრამ მოქსონიდინს.

დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი (ლაქტოზის სპრეი გამომშრალი - Flowlac 100), პოვიდონი K25, კროსპოვიდონი CL-F, მაგნიუმის სტეარატი

ოპადრაი AMB II ვარდისფერი (88A240080) (პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, გლიცერილის მონო და დიკაპრილოკაპრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, რკინის წითელი ოქსიდი, ორ და სამვალენტიანი რკინა/რკინის შავი ოქსიდი)

200 მიკროგრამი ტაბლეტები არის ღია ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

რას შეიცავს ელვოქსი 0.4 მგ

თითოეული ტაბლეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, 400 მიკროგრამ მოქსონიდინს.

დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი (ლაქტოზის სპრეი გამომშრალი - Flowlac 100), პოვიდონი K25, კროსპოვიდონი CL-F, მაგნიუმის სტეარატი

ოპადრაი AMB II წითელი (88A250019) (პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, გლიცერილის მონო და დიკაპრილოკაპრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი).

400 მიკროგრამი ტაბლეტები არის წითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

შენახვის პირობები

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ შეინახოთ 25˚C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ელვოქსი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერის სტრიპებზე. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

ფარმაკოლოგიური თვისებები

იმიდაზონის რეცეპტორების აგონისტები, მოქსონიდინი, ათქ-კოდი: C02AC05.

ცხოველების სხვადასხვა მოდელებში ნაჩვენებია, რომ მოქსონიდინი მძლავრი ანტიჰიპერტენზიული საშუალებაა. არსებული ექსპერიმენტული მონაცემები სარწმუნოდ ადასტურებს, რომ მოქსონიდინის ანტიჰიპერტენზიული მოქმედების ადგილი არის ცენტრალური ნერვული სისტემა (ცნს). ტვინის ღეროსთან დაკავშირებით ნაჩვენებია, რომ მოქსონიდინი შერჩევითად შედის ურთიერთქმედებაში I1-იმიდაზოლინის რეცეპტორებთან. იმიდაზოლის მიმართ მგრძნობიარე ეს რეცეპტორები კონცენტრირებულია როსტრალური ნაწილის ვენტრომედულურ ბირთვში, რომელიც წარმოადგენს ზონას, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია პერიფერიული სიმპათიკური ნერვული სისტემის კონტროლისთვის. l1-იმიდაზოლინის რეცეპტორებთან ამ ურთიერთქმედების საბოლოო ეფექტი, როგორც ჩანს, იწვევს სიმპათიკური ნერვების აქტივობის შემცირებას (ნაჩვენებია გულის, ვისცერული და რენული სიმპათიკური ნერვებისთვის).

ადამიანებში მოქსინიდინი ამცირებს სისხლძარღვების სისტემურ რეზისტენტობას სიმპათიკური აქტივობის დაქვეითებით, შესაბამისად კი არტერიული სისხლის წნევის შემცირებით. დღეისათვის უცნობია მოქსინიდინის გავლენა ლეტალობასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებზე ესენციური ჰიპერტენზიის მკურნალობისას.

მოქსინიდინი განსხვავდება ცენტრალური მოქმედების მქონე სხვა ხელმისაწვდომი ანტიჰიპერტენზიული საშუალებებისგან ცენტრალური α2-ადრენორეცეპტორებთან მხოლოდ მცირედი მსგავსებით, I1-იმიდაზოლინის რეცეპტორებთან შედარებით; ითვლება, რომ α2-ადრენორეცეპტორები მოლეკულური სამიზნეებით არიან, რომელთა საშუალებით მიმდინარეობს სედაციური ეფექტი და სიმშრალე პირის ღრუში, რომლებიც წარმოადგენენ ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ყველაზე გავრცელებულ არასასურველ რეაქციებს.

იმიდაზოლინის რეცეპტორებისათვის დამახასიათებელი მაღალი შერჩევითობის გამო მნიშვნელოვნად ნაკლებად გამოხატულია ალფა2-რეცეპტორთან ურთიერთქმედებით გამოწვეული არასასურველი მოვლენები, როგორიცაა სედაციური ეფექტი და სიმშრალე პირის ღრუში, რომლებიც წარმოადგენენ ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიული საშუალებების ყველაზე გავრცელებულ არასასურველ რეაქციებს.

გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს, რომ ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიით, მოქსონიდინის კომბინაცია ანგიოტენზინ II რეცეპტორებთან იწვევს მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის უფრო მეტად დაქვეითებას, ვიდრე თიაზიდისა და კალციუმის არხების ბლოკერის თავისუფალი კომბინაციის მიღებისას.

ორთვიან კლინიკურ კვლევაში მოქსონიდინმა 21%-ით გააუმჯობესა ინსულინის მიმართ მგრძნობელობის ინდექსი ჭარბწონიან და ინსულინრეზისტენტულ პაციენტებში ზომიერი ჰიპერტენზიით, პლაცებოს ჯგუფთან შედარებით.

ადამიანებში, მოქსონიდინი ამცირებს სისხლძარღვების სისტემურ რეზისტენტობას, შესაბამისად, არტერიულ სისხლის წნევას.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ვირთაგვებსა და ძაღლებში მოქსონიდინის პერორალური მიღება იწვევდა სწრაფ და თითქმის სრულ აბსორბციას და მაქსიმალურ პლაზმურ კონცენტრაციებს <0.5 საათის განმავლობაში. პლაზმაში საშუალო კონცენტრაციები მსგავსი იყო ცხოველის ორივე სახეობაში პერორალური და ინტრავენური შეყვანის შემდეგ. რადიოაქტიურობის და უცვლელი ნაერთის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეფასდა, როგორც 1-3 საათი. მოქსონიდინი და მისი ორი მეტაბოლიტი (4.5-დეჰიდრომოქსონიდინი და გუანიდინის წარმოებული) ძირითადად გამოიყოფა შარდში. ქრონიკული ტოქსიკურობის კვლევაში 52 კვირის შემდეგ მოქსინიდინის დაგროვება არ აღინიშნა ცხოველების არცერთ სახეობაში.

შეწოვა:

პერორალური მიღების შემდეგ მოქსონიდინი სწრაფად შეიწოვება (tmax დაახლოებით 1 სთ) და თითქმის სრულად შეიწოვება პერორალური დოზის დაახლოებით 90%-ის შთანთქმით. მოქსონიდინი არ განიცდის პირველი გავლის მეტაბოლიზმს და მისი ბიოშეღწევადობა 88%-ს შეადგენს.

საკვების მიღება არ ახდენს გავლენას მოქსონიდინის ფარმაკოკინეტიკურ მაჩვენებლებზე.

განაწილება: აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტის მიღების შემდეგ პლაზმაში მოქსინიდინის კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს 30-180 წუთს.

ბიოტრანსფორმაცია:

მოქსონიდინი 10-20%-ით მეტაბოლიზდება, ძირითადად 4.5-დეჰიდრომოქსონიდინად და გუანიდინის წარმოებულად იმიდაზოლინური რგოლის გახსნით. 4.5-დეჰიდრომოქსონიდინის ჰიპოტენზიური ეფექტი შეადგენს მხოლოდ 1/10-ს, ხოლო გუანიდინის წარმოებულის - 1/100-ზე ნაკლებს, მოქსონიდინის მაჩვენებელთან შედარებით.

სისხლის პლაზმაში მოქსონიდინის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტს მირებიდანიდან 30-180 წუთში.

მოქსონიდინის მხოლოდ დაახლოებით 7% უკავშირდება პლაზმის ცილებს (Vdss=1.8+0.4 ლ/კგ).

მოქსონიდინი და მისი მეტაბოლიტები თითქმის სრულად გამოიყოფა თირკმელების საშუალებით. დოზის 90%-ზე მეტი გამოიყოფა თირკმელების საშუალებით მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში, ნაწლავების საშუალებით კი გამოიყოფა მხოლოდ დაახლოებით 1%. უცვლელი მოქსონიდინის თირკმელების საშუალებით ჯამური ექსკრეცია შეადგენს დაახლოებით 50-75%-ს.

პლაზმაში მოქსონიდინის ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი შეადგენს 2.2-2.3 საათს და თირკმელების საშუალებით ნახვერგამოყოფის საშუალო პერიოდი - 2.6-2.8 საათს.

ნაჩვენებია, რომ მოქსონიდინი არ გროვდება მრავალჯერადი მიღების შემდეგ თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებშიც კი, მიუხედდავად თირკმელების საშუალებით გამოყოფისა.

ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში:

მოქსონიდინის ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის აღნიშნული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებში, ჯანმრთელ პირებთან შედარებით.

ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ხანდაზმულებში

ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი იყოს მცირე განსხვავებები მოქსონიდინის ფარმაკოკინეტიკურ თვისებებში ჯანმრთელ ხანდაზმულებსა და ახალგაზრდა მოზრდილებს შორის. ვინაიდან არ აღინიშნება მოქსოდინის დაგროვება, თირკმელების ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში დოზის კორექტირება საჭირო არ არის.

ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები ბავშვებში

ბავშვებში ფარმაკოკინეტიკური კვლევები არ არის ჩატარებული.

ფარმაკოკინეტიკური მაჩვენებლები თირკმელების ფუნქციის დარღვევის დროს

მოქსონიდინის გამოყოფა მნიშვნელოვნად დამოკიდებულია კრეატინინის კლირენსზე. თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში დოზის კორექტირება საჭიროა ინდივიდუალური აუცილებლობის მიხედვით.

თირკმელების ფუნქციის ზომიერად დარღვევის შემთხვევაში (გფს 30-60 მლ/წთ), AUC მაჩვენებელი გაზრდილია 85%-ით, ხოლო კლირენსი შემცირებულია 52%-ით. ამ პაციენტებში ელვოქსის ჰიპოტენზიური მოქმედება საჭიროებს გულდასმით მონიტორინგს, განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში; გარდა ამისა, ერთჯერადი დოზები არ უნდა აღემატებოდეს 200 მიკროგრამს და დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მიკროგრამს.

პლაზმაში მოქსონიდინის მაქსიმალური კონცენტრაციები გაზრდილია მხოლოდ 1.5-2-ჯერ.

თირკმელების მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში (გფს <30 მლ/წთ), პლაზმაში სტაბილური კონცენტრაციები და ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი დაახლოებით სამჯერ უფრო მაღალია. თუმცა, ამ პაციენტებში მრავალჯერადი დოზების მიღების შემდეგ აღინიშნა პრეპარატის მოულოდნელად დაგროვება. თირკმელების ტერმინალური სტადიის დაავადების მქონე პაციენტებში (გფს <10 წთ/მლ), რომლებსაც უტარდებათ ჰემოდიალიზი, AUC მაჩვენებელი და ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი იზრდება შესაბამისად 6-ჯერ და 4-ჯერ, ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებთან შედარებით, რომლებსაც აქვთ თირკმელების ნორმალური ფუნქცია.

მოქსონიდინი მცირე ხარისხით გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

შეფუთვის ჩანართი

პაციენტის საინფორმაციო ჩანართი

ელვოქსი 0.2 მგ

ელვოქსი 0.4 მგ

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი

მოქსონიდინი

მოცემული პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ სრული ჩანართი, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ მოცემული ჩანართი. შეიძლება, კვლავ დაგჭირდეთ მისი გადაკითხვა.

ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ ის სხვა პირებს. ეს შეიძლება საზიანო იყოს მათთვის იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები თქვენსას ემთხვევა.

ნებისმიერი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. იხ. პარაგრაფი 4.

მოცემული ჩანართის შინაარსი:

  • რას წარმოადგენს ელვოქსი და რისთვის გამოიყენება
  • რა უნდა იცოდეთ ელვოქსის მიღებამდე
  • როგორ მიიღება ელვოქსი
  • შესაძლო გვერდითი მოქმედება
  • ელვოქსის შენახვის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
  • რას წარმოადგენს ელვოქსი და რისთვის გამოიყენება

ელვოქსი შეიცავს სამკურნალო საშუალებას, სახელწოდებით მოქსოდინიდი. ეს პრეპარატი მიეკუთვნება სამკურნალო საშუალებების ჯგუფს, რომელსაც ეწოდება “ანტიჰიპერტენზიული საშუალებები“.

ელვოქსი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის (ჰიპერტენზიის) სამკურნალოდ. ის მოქმედებს თქვენი სისხლძარღვების მოდუნებისა და გაფართოების გზით, რაც ხელს უწყობს თქვენი არტერიული წნევის დაქვეითებას.

  • რა უნდა იცოდეთ ელვოქსის მიღებამდე

არ მიიღოთ ელვოქსი, თუ:

გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მოქსონიდინის ან ელვოქსის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილია პარაგრაფში 6)

გაქვთ სუსტი გულისცემა, გამოწვეული გულის დაავადებით, რომელსაც ეწოდება „ავადმყოფი სინუსის სინდრომი“ ან “მე-2 ან მე-3 ხარისხის ავ-ბლოკადა“

გაქვთ გულის უკმარისობა.

არ მიიღოთ ელვოქსი, თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა გეხებათ. თუ არ ხართ დარწმუნებული, ელვოქის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

ელვოქსის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

გაქვთ გულის დაავადება, რომელსაც ეწოდება “I ხარისხის ავ-ბლოკადა“

გაქვთ გულის მძიმე დაავადება, როგორიცაა სტენოკარდია ან ტკივილი გულ-მკერდის არეში მოსვენების მდგომარეობაში

გაქვთ თირკმელების დარღვევები. თქვენმა ექიმმა შეიძლება დააკორექტიროს თქვენი დოზა.

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა თქვენ გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ელვოქსის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სხვა პრეპარატები და ელვოქსი

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა პრეპარატი. ეს ეხება ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატებს, მათ შორის მცენარეულ პრეპარატებს, რადგან ელვოქსმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი სხვა პრეპარატის მოქმედებაზე. ასევე, ზოგიერთმა სხვა პრეპარატმა შეიძლება გავლენას იქონიოს ელვოქსის მოქმედებაზე.

განსაკუთრებით, აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ ქვემოთ მითითებულ ნებისმიერ პრეპარატს:

თქვენი არტერიული წნევის დამაქვეითებელი სხვა პრეპარატები. ელვოქსმა შეიძლება გაზარდოს ამ პრეპარატების მოქმედება

დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები, როგორიცაა იმიპრამინი ან ამიტრიპტილინი

ტრანკვილიზატორები, სედაციური ან საძილე ტაბლეტები, როგორიცაა ბენზოდიაზეპინები

ბეტა-ბლოკერები (იხ. პუნქტი “თუ შეწყვიტეთ ელვოქსის მიღება“ პარაგრაფში 3)

ელვოქსი გამოიყოფა ორგანიზმიდან თქვენი თირკმელებით ისეთი პროცესის საშუალებით, რომელსაც ეწოდება “მილაკოვანი ექსკრეცია“. სხვა პრეპარატებმა, რომლებიც თირკმელებით გამოიყოფა იმავე პროცესის საშუალებით, შეიძლება გავლენა იქონიოს ელვოქსის მოქმედების მექანიზმზე.

თუ რომელიმე ზემოთ მითითებული მდგომარეობა თქვენ გეხებათ (ან არ ხართ დარწმუნებული), ელვოქსის მიღებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ელვოქსის მიღება საკვებთან, სასმელებთან და ალკოჰოლთან ერთად

ტაბლეტების მიღება შეგიძლიათ საკვების მიღებისგან დამოუკიდებლად.

არ მიიღოთ ალკოჰოლი ელვოქსით მკურნალობის პერიოდში, რადგან ელვოქსმა შეიძლება გააძლიეროს ალკოჰოლის ეფექტები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან შეიძლება იყოთ ორსულად. როგორც წესი, თქვენი ექიმი გირჩევთ შეწყვიტოთ ელვოქსის მიღება. თქვენი ექიმი გირჩევთ სხვა პრეპარატის მიღებას ელვოქსის ნაცვლად.

აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ ან გეგმავთ ძუძუთი კვების დაწყებას. ელვოქსის მიღება არ არის რეკომენდებული მეძუძური დედებისთვის. თუ გეგმავთ ბავშვის ძუძუთი კვებას, თქვენმა ექიმმა შეიძლება გირჩიოთ სხვა პრეპარატის მიღება ან ძუძუთი კვების შეწყვეტა.

თუ ხართ ორსულად ან ბავშვს ძუძუთი კვებავთ, ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა

ელვოქსის მიღების პერიოდში შეიძლება იგრძნოთ ძილიანობა ან თავბრუსხვევა. ამ მდგომარეობების განვითარების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალებების მართვის ან ნებისმიერ ხელსაწყოსთან ან მექანიზმთან მუშაობის დაწყებამდე მიმართეთ თქვენს ექიმს.

ელვოქსი შეიცავს ლაქტოზას

თუ თქვენთვის ექიმისგან ცნობილია, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, მოცემული პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს.

  • როგორ მიიღება ელვოქსი

ყოველთვის მიიღეთ ელვოქსი თქვენი ექიმის მითითებების ზუსტად დაცვით. რაიმე საკითხზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატის მიღება

გადაყლაპეთ ტაბლეტი მთლიანად ჭიქა წყლის მიყოლებით.

სასურველია თქვენი ტაბლეტების მიღება ყოველდღე დაახლოებით ერთსა და იმავე დროს. ეს დაგეხმარებათ მათი მიღების გახსენებაში.

რა დოზით უნდა მიიღოთ

ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 200 მიკროგრამს დღე-ღამეში.

თქვენმა ექიმმა შეიძლება გაზარდოს ეს დოზა 600 მიკროგრამამდე დღე-ღამეში. არ უნდა მიიღოთ 400 მიკროგრამზე მეტი ერთჯერადი დოზის სახით ან 600 მიკროგრამზე მეტი ნებისმიერი ერთი დღის განმავლობაში.

თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ 600 მიკროგრამის მიღება დღე-ღამეში, ეს დოზა უნდა განაწილდეს ორ მიღებაზე (300 მიკროგრამი დილით და 300 მიკროგრამი საღამოს).

თქვენმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ უფრო დაბალი დოზა, თუ გაქვთ თირკმელების დარღვევები.

გამოყენება ბავშვებსა და მოზარდებში

ელვოქსი არ უნდა დაენიშნოს ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებს.

თუ მიიღეთ ელვოქსის საჭიროზე მეტი დოზა

თუ მიიღეთ ელვოქსის საჭიროზე მეტი დოზა, დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან დაუყოვნებლივ მიმართეთ საავადმყოფოს. თან იქონიეთ პრეპარატის შეფუთვა. შეიძლება ადგილი ჰქონდეს შემდეგ მოვლენებს: თავის ტკივილი, ძილიანობის შეგრძნება (ძილიანობა, სედაცია), არტერიული წნევის დაცემა (ჰიპოტენზია), სუსტი გულისცემა (ბრადიკარდია), თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო), პირის სიმშრალე, შეუძლოდ ყოფნა (ღებინება), დაღლილობის შეგრძნება (დაღლილობა), სისუსტე და ტკივილი კუჭის არეში (ადბომინალური ტკივილი).

თუ დაგავიწყდათ ელვოქსის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ ის, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ უკვე მომდევნო დოზის მიღების დრო ახლოვდება, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა.

არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

თუ შეწყვიტეთ ელვოქსის მიღება

გააგრძელეთ თქვენი ტაბლეტების მიღება ექიმის მიერ მათი მიღების შეწყვეტის დანიშნულებამდე.

თუ გჭირდებათ პრეპარატის მიღების შეწყვეტა, თქვენი ექიმი ნელა შეგიმცირებთ დოზას რამდენიმე კვირის განმავლობაში. თუ იღებთ მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო ერთზე მეტ პრეპარატს (როგორიცაა ბეტა-ბლოკერები), თქვენი ექიმისგან მიიღებთ მითითებას, რომელი პრეპარატი უნდა შეწყდეს პირველ რიგში იმისათვის, რომ თქვენმა ორგანიზმმა სიფრთხილით მიიღოს ცვლილება. მოცემული პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, ელვოქსსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება, თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში. მოცემულ პრეპარატთან დაკავშირებით შეიძლება განვითარდეს შემდეგ გვერდითი მოქმედება:

შეწყვიტეთ ელვოქსის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შენიშნავთ ნებისმიერ შემდეგ სერიოზულ გვერდით მოქმედებას - შეიძლება დაგჭირდეთ სასწრაფო სამედიცინო მკურნალობა:

სახის, ტუჩების ან პირის შეშუპება (ანგიონევროზული შეშუპება). ეს არის არახშირი გვერდითი მოქმედება, რომელიც გავლენას ახდენს 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს.

სხვა გვერდითი მოქმედება:

ძალიან ხშირი (აღენიშნება 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს)

პირის ღრუს სიმშრალე.

ხშირი (აღენიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

ზურგის ტკივილი

თავის ტკივილი

სისუსტე (ასთენია)

თავბრუსხვევის შეგრძნება (ვერტიგო)

გამონაყარი და ქავილი (ქავილი)

დაძინების გაძნელება (უძლობა), ძილიანობის შეგრძნება (ძილიანობა)

შეუძლოდ ყოფნის შეგრძნება (გულისრევა), დიარეა, შეუძლოდ ყოფნა (ღებინება), მოუნელებლობა (დისპეფსია).

არახშირი (აღენიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ ადამიანს)

კისრის ტკივილი

ნერვიულობის შეგრძნება

გონების დაკარგვა (სინკოპე)

შესიება (შეშუპება)

ყურებში ზარების რეკვის ხმა ან ხმაური (ტინიტუსი)

უჩვეულოდ სუსტი პულსი (ბრადიკარდია)

დაბალი არტერიული წნევა, მათ შორის დაბალი არტერიული წნევა ფეხზე წამოდგომისას.

  • ელვოქსის შენახვის პირობები

მოცემული პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე.

არ შეინახოთ 25˚C-ზე მაღალ ტემპერატურაზე.

არ გამოიყენოთ ელვოქსი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია მუყაოს კოლოფზე და ბლისტერის სტრიპებზე. ვარგისობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ სამკურნალო საშუალებები კანალიზაციის მილში ან საყოფაცხოვრებო ნაგავთან ერთად. არასაჭირო პრეპარატების უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ თქვენს ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

  • შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს ელვოქსი 0.2 მგ

თითოეული ტაბლეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, 200 მიკროგრამ მოქსონიდინს.

დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი (ლაქტოზის სპრეი გამომშრალი - Flowlac 100), პოვიდონი K25, კროსპოვიდონი CL-F, მაგნიუმის სტეარატი

ოპადრაი AMB II ვარდისფერი (88A240080) (პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, გლიცერილის მონო და დიკაპრილოკაპრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, რკინის წითელი ოქსიდი, ორ და სამვალენტიანი რკინა/რკინის შავი ოქსიდი)

200 მიკროგრამი ტაბლეტები არის ღია ვარდისფერი, მრგვალი, ორმხრივამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

რას შეიცავს ელვოქსი 0.4 მგ

თითოეული ტაბლეტი შეიცავს მოქმედ ნივთიერებას, 400 მიკროგრამ მოქსონიდინს.

დამხმარე ნივთიერებებია: ლაქტოზის მონოჰიდრატი (ლაქტოზის სპრეი გამომშრალი - Flowlac 100), პოვიდონი K25, კროსპოვიდონი CL-F, მაგნიუმის სტეარატი

ოპადრაი AMB II წითელი (88A250019) (პოლივინილის სპირტი, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, რკინის წითელი ოქსიდი, გლიცერილის მონო და დიკაპრილოკაპრატი, ნატრიუმის ლაურილსულფატი).

400 მიკროგრამი ტაბლეტები არის წითელი ფერის, მრგვალი, ორმხრივამობურცული აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.

გაცემის რეჟიმი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი

NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A. Ş.

İnkılap Mahallesi, Dr. Adnan Büyükdeniz Caddesi No: 14

34768 უმრანიე/სტამბოლი/თურქეთი

ტელეფონი: +90 (216) 633 60 00

ფაქსი: +90 (216) 633 60 01

მწარმოებელი:

NOBEL İLAÇ SANAYİİ ve TİCARET A. Ş.

Sancaklar Mah. Eski Akçakoca Cad. No:299

ტელეფონი: +90 (380) 526 30 60

ფაქსი: +90 (380) 526 30 43

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა