ევროფარი სიროფი
Eurofar syrup
რკინადეფიციტური ანემიები - პროფილაქტიკა და მკურნალობა -პოსტჰემორაგიული (მენორაგიები, ქრონიკული სისხლდენები კნტ-დან და სხვ.); …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- folic acid + ferrous iii hydroxypolymaltose + ციანოკობალამინი (cyanocobalamine)
- ფორმა და შეფუთვა
- (200მგ + 50მკგ + 0,7მკგ)/5მლ 150მლ სიროფი ბავშვებისათვის მინის ფლაკონი №1
- მწარმოებელი
- Vefa Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიანემიური პრეპარატები, რკინა სხვა კომბინაციებში
- ATC კოდი
- B03AE01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-035702
- რეგისტრირებულია
- 29 ივნისი 2022, მოქმედებს 29 ივნისი 2027-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „Europharma Georgia“ LTD (საქართველო)
- განმცხადებელი
- შპს „Europharma Georgia ევროფარმა ჯორჯია“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ევროფარი სიროფი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
რკინადეფიციტური ანემიები - პროფილაქტიკა და მკურნალობა -პოსტჰემორაგიული (მენორაგიები, ქრონიკული სისხლდენები კნტ-დან და სხვ.);
- რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა (ბავშვის ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდი, სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ორსულობა, ლაქტაცია) -რკინის არასაკმარისი მიღება, ან მისი შეწოვის დარღვევა (ქრონიკული დიარეები, ჭიებით ინვაზია). წინააღმდეგჩვენებები: ანემიები, რომლებიც არაა დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური - შეძენილი ან თანდაყოლილი), ჰემოქრომატოზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავის პერიოდი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიKური წყლულოვანი კოლიტი). გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, იშვიათ შემთხვევაში გულისრევა, რკინის გემო პირში, დიარეა. დოზირება და მიღების წესი: 0 - 1 წელი: 2,5 - 5 მლ. 1-ჯერ დღეში; 1 - 12 წელი: 5 - 10 მლ. 1-ჯერ დღეში; 12 წლის ზევით: 20 მლ. 1-ჯერ დღეში. მიიღება ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე. გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ ფლაკონში
შემადგენლობა
სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავს რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი - ექვივალენტური 50 მგ. ელემენტური რკინის;
ფოლის მჟავა-50 მკგ;
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)- 0,7 მკგ. ფარმაკოლოგიური მოქმედება: რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი მაკრომოლეკულაა, რომლის შემადგენლობაში არსებული რკინა (III) სწრაფად ანაზღაურებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში. მაკრომოლეკულიდან რკინა შეიწოვება აქტიური აბსორბციის გზით, ტრანსფერინთან კომპლექსში აღწევს უჯრედის შიგნით და მონაწილეობს ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზში. გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით. რკინის (III) პოლიმალტოზური კომპლექსი სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პირობებში რკინას არ გამოყოფს. ფოლის მჟავა ასტიმულირებს სისხლმბადი უჯრედების გაყოფასა და სისხლწარმოქმნის პროცესს; გარდა ერითროციტებისა, აუცილებელია სისხლის დანარჩენი ფორმიანი ელემენტების წარმოქმნისა და ზრდისთვის; მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების, ამინომჟავების სინთეზში. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი განაპირობებს მეგალობლასტური ანემიის განვითარებას. ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ფოლის მჟავასთან ერთად ასტიმულირებს ნუკლეოტიდების ბიოსინთეზს და დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს; აუცილებელია ერითროციტების ფორმირებისთვის, მათი სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებისთვის. ევროფარი სიროფი უზრუნველყოფს რკინის დეფიციტის სწრაფ შევსებას ორგანიზმში.
შენახვის პირობები
3 წელი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
ინსტრუქცია
ევროფარი სიროფი
Eurofar Syrup
შემადგენლობა: სიროფის ყოველი 5 მლ. შეიცავს რკინის (III) ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი - ექვივალენტური 50 მგ. ელემენტური რკინის;
ფოლის მჟავა-50 მკგ;
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი)- 0,7 მკგ. ფარმაკოლოგიური მოქმედება: რკინის ჰიდროქსიდის პოლიმალტოზური კომპლექსი მაკრომოლეკულაა, რომლის შემადგენლობაში არსებული რკინა (III) სწრაფად ანაზღაურებს რკინის დეფიციტს ორგანიზმში. მაკრომოლეკულიდან რკინა შეიწოვება აქტიური აბსორბციის გზით, ტრანსფერინთან კომპლექსში აღწევს უჯრედის შიგნით და მონაწილეობს ჰემოგლობინისა და მიოგლობინის სინთეზში. გამოიყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტით. რკინის (III) პოლიმალტოზური კომპლექსი სტაბილურია და ფიზიოლოგიურ პირობებში რკინას არ გამოყოფს. ფოლის მჟავა ასტიმულირებს სისხლმბადი უჯრედების გაყოფასა და სისხლწარმოქმნის პროცესს; გარდა ერითროციტებისა, აუცილებელია სისხლის დანარჩენი ფორმიანი ელემენტების წარმოქმნისა და ზრდისთვის; მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების, პირიმიდინების, ამინომჟავების სინთეზში. ფოლიუმის მჟავას დეფიციტი განაპირობებს მეგალობლასტური ანემიის განვითარებას. ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) ფოლის მჟავასთან ერთად ასტიმულირებს ნუკლეოტიდების ბიოსინთეზს და დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს; აუცილებელია ერითროციტების ფორმირებისთვის, მათი სტრუქტურისა და ფუნქციის შენარჩუნებისთვის. ევროფარი სიროფი უზრუნველყოფს რკინის დეფიციტის სწრაფ შევსებას ორგანიზმში.
ჩვენებები: რკინადეფიციტური ანემიები - პროფილაქტიკა და მკურნალობა -პოსტჰემორაგიული (მენორაგიები, ქრონიკული სისხლდენები კნტ-დან და სხვ.);
- რკინაზე გაზრდილი მოთხოვნა (ბავშვის ინტენსიური ზრდა-განვითარების პერიოდი, სქესობრივი მომწიფების პერიოდი, ორსულობა, ლაქტაცია) -რკინის არასაკმარისი მიღება, ან მისი შეწოვის დარღვევა (ქრონიკული დიარეები, ჭიებით ინვაზია). წინააღმდეგჩვენებები: ანემიები, რომლებიც არაა დაკავშირებული რკინის დეფიციტთან (ჰემოლიზური - შეძენილი ან თანდაყოლილი), ჰემოქრომატოზი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების გამწვავის პერიოდი, ნაწლავის ანთებითი დაავადებები (კრონის დაავადება, არასპეციფიKური წყლულოვანი კოლიტი). გვერდითი მოვლენები: ინდივიდუალური აუტანლობა რომელიმე კომპონენტის მიმართ, იშვიათ შემთხვევაში გულისრევა, რკინის გემო პირში, დიარეა. დოზირება და მიღების წესი: 0 - 1 წელი: 2,5 - 5 მლ. 1-ჯერ დღეში; 1 - 12 წელი: 5 - 10 მლ. 1-ჯერ დღეში; 12 წლის ზევით: 20 მლ. 1-ჯერ დღეში. მიიღება ჭამის დროს ან ჭამის დასრულებისთანავე. გამოშვების ფორმა: სიროფი 150 მლ ფლაკონში
ვარგისობის ვადა: 3 წელი
გაცემის წესი:
ფარმაცევტული ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე
მწარმოებელი:
Vefa İlaç San. ve Tic. A.Ş.
Beylikdüzü OSB Mah. 2. Cadde No:3/2
Beylikdüzü/სტამბოლი/თურქეთი
ტელ : (0212) 438 70 85
ფაქსი : (0212) 438 70 87
სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:
შპს. “EuroPharma Georgia” თბილისი/საქართველო
მისამართი: 0144, 24/2 ნავთლუღის ქუჩა
ტელეფონი: +995 32 47 20 02
E-mail: [email protected]
Web-site: www.epg.com.ge
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.
