პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაზოპროტექტორები

დოქსი-ჰემი

Doxi-Hem®

ურეცეპტოდ500მგინსტრუქცია ქართულადსერბეთი
რისთვის გამოიყენება

სისხლძარღვოვანი დაზიანებები კაპილარების მომატებული გამტარიანობით (დიაბეტური რეტინოპათია და ნეფროპათია) და სხვა მიკროანგიოპათიები, დაკავშირებული სხვადასხვა გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლურ დაავადებებთან. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დობეზილატი (dobesilate)
ფორმა და შეფუთვა
500მგ კაფსულა №30 (3X10)
მწარმოებელი
Hemofarm A.D. (შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი -HEMOFARM A.D. Vršac, Branch Plant Šabac(სერბეთი)), სერბეთი
გაცემის წესი
III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაზოპროტექტორები, მასკლეროზირებელი სხვა საშუალებები
ATC კოდი
C05BX01
რეგისტრაციის ნომერი
რ-036819
რეგისტრირებულია
10 ნოემბერი 2022, მოქმედებს 10 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
«Nizhpharm» JSC (რუსეთი)
განმცხადებელი
შპს „შორე“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადოქსი-ჰემი და სხვა წამალი ერთად

დოქსი-ჰემი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

სისხლძარღვოვანი დაზიანებები კაპილარების მომატებული გამტარიანობით (დიაბეტური რეტინოპათია და ნეფროპათია) და სხვა მიკროანგიოპათიები, დაკავშირებული სხვადასხვა გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლურ დაავადებებთან. სხვადასხვა ხარისხის გამოხატულების ვენური უკმარისობა და მისი შედეგები (მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდება ქსოვილების შეშუპებით, ტკივილით, პარესთეზიით, სტაზური დერმატიტით; ზედაპირული ფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაფართოება, ტროფიკული წყლულები).

მიღების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად, დაღეჭვის გარეშე, ჭამის დროს.

ინიშნება 500 მგ 3-ჯერ დღეში 2-3 კვირის განმავლობაში, შემდეგ დოზას ამცირებენ 500 მგ-მდე დღეში ერთხელ. რეტინოპათიის და მიკროანგიოპათიის მკურნალობის დროს ინიშნება 500 მგ 3-ჯერ დღეში 4-6 თვის განმავლობაში, შემდეგ დღიურ დოზას ამცირებენ 500 მგ-მდე დღეში ერთხელ.

მკურნალობის კურსი მერყეობს 3-4 კვირიდან რამდენიმე თვემდე, თერაპიული ეფექტის მიხედვით.

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კალციუმის დობეზილატის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების სტადიაში), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, თირკმლის და ღვიძლის დაავადებები, ჰემორაგიები, ანტიკოაგულანტებით გამოწვეული; ორსულობა (პირველი ტრიმესტრი), ბავშვთა ასაკი (18 წლამდე).

სიფრთხილის ზომები

პაციენტებს თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომლებსაც ესაჭიროებათ დიალიზი, უნდა შეუმცირდეთ პრეპარატის დოზა.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, კალციუმის დობეზილატის შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს აგრანულოციტოზი.

აგრანულოციტოზის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, შემცივნება, სისუსტე, ტკივილი ყლაპვის დროს, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (ანგინა), ანთება ანოგენიტალურ არეში), საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, სისხლის კლინიკური ანალიზის ჩატარება და პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (შოკი ან ანაფილაქსიური რეაქცია). ამ შემთხვევებში, თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

თერაპიული დოზებით კალციუმის დობეზილატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კრეატინინის დონის განსაზღვრისთვის ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე და გამოიწვიოს კრეატინინის მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებლები.

პრეპარატით დოქსი-ჰემი® თერაპიის დროს, ლაბორატორიული ანალიზებისთვის საჭირო სინჯების აღება უნდა ჩატარდეს პრეპარატის პირველი დღიური დოზის მიღებამდე, რათა შემცირდეს ლაბორატორიულ ტესტებთან ნებისმიეირი პოტენციური ურთიერთქმედება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

დღემდე არ არის გამოვლენილი კალციუმის დობეზილატის წამლისმიერი ურთიერთქმედების შემთხვევები.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულებსა და მეძუძურ ქალებში გამოყენების უსაფრთხოების ადეკვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებების მიხედვით იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი ეფექტი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

ლაქტაციის პერიოდში დანიშვნის შემთხვევაში, აუცილებელია გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

არ ჩატარებულა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების კვლევები. ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა, თავის ტკივილი და დაღლილობა. ამიტომ, რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს (იხილეთ ნაწილი „გვერდითი მოქმედება“).

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10 000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობია (სიხშირის აღნიშვნის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: აგრანულოციტოზი.

სიხშირე უცნობია: ნეიტროპენია, ლეიკოპენია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

არახშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სახის შეშუპება).

ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქცია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: თავის ტკივილი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, ღებინება.

დარღვევები კუნთოვანი, ძვლოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ხშირი: ართრალგია, მიალგია.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას

არახშირი: ციებ-ცხელება, შემცივნება, კანკალი, ასთენია, დაღლილობა. ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

ხშირი: ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) დონის მომატება.

ეს რეაქციები, როგორც წესი, შექცევადია და თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ქრება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების აღნიშვნის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან თერაპიის დროებით შეწყვეტა.

თუ ალერგიული კანის რეაქციები, ცხელება, სახსრების ტკივილი ან ჰემატოლოგიური მაჩვენებლების ცვლილებები გამოვლინდა, საჭიროა თერაპიის შეწყვეტა და ამის შესახებ ექიმის ინფორმირება, რადგან ეს შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის გამოვლინება.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანგიოპროტექტორები; საშუალებები ვენების ვარიკოზული გაფართოების სამკურნალოდ; სხვა ვენომასკლეროზირებელი საშუალებები.

ათქ კოდი: C05BX01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ანგიოპროტექტორი, ამცირებს სისხლძარღვთა მომატებულ გამტარიანობას, ზრდის კაპილარების კედლების რეზისტენტობას, აუმჯობესებს ლიმფური სისხლძარღვების მიკროცირკულაციას და დრენაჟის ფუნქციას, ზომიერად ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და სისხლის სიბლანტეს, ზრდის ერითროციტების მემბრანის ელასტიურობას. მისი მოქმედება გარკვეულწილად დაკავშირებულია პლაზმის კინინების აქტივობის ზრდასთან.

ფარმაკოკინეტიკა

სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 6 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 20-25%-ს. პრაქტიკულად არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

გამოიყოფა თირკმელებით (დაახლოებით 50%) და ნაწლავებით (დაახლოებით 50%), ძირითადად უცვლელი სახით, 24 საათის განმავლობაში, 10% - მეტაბოლიტების სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი 5 საათია.

ძალიან მცირე რაოდენობით (0.4 მკგ/მლ 1.5 გ პრეპარატის მიღების შემდეგ) გამოიყოფა დედის რძით.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

დოქსი-ჰემი®

რეგისტრაციის ნომერი:

სავაჭრო დასახელება: დოქსი-ჰემი®

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება: კალციუმის დობეზილატი

სამკურნალო ფორმა: კაფსულები

თითო კაფსულის შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: კალციუმის დობეზილატი (კალციუმის დობეზილატის მონოჰიდრატის სახით (521.51 მგ) – 500.00 მგ;

დამხმარე ნივთიერებები: სიმინდის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი;

კაფსულა: ჟელატინი;

კაფსულის კორპუსი: ტიტანის დიოქსიდი, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი E172;

კაფსულის თავსახური: საღებავი რკინის ოქსიდი შავი E 172, საღებავი ინდიგოკარმინი E 132, ტიტანის დიოქსიდი, საღებავი რკინის ოქსიდი ყვითელი E 172.

აღწერა

მყარი ჟელატინის კაფსულა # 0, კაფსულის კორპუსი გაუმჭვირვალე ღია ყვითელი ფერის, თავსახური გაუმჭვირვალე მუქი მწვანე ფერის.

კაფსულის შიგთავსი: ფხვნილი თეთრიდან მოყვითალო-თეთრ ფერამდე. დასაშვებია კონგლომერატების არსებობა, რომლებიც შუშის ღეროთი მსუბუქად დაჭერისას ფხვიერ ფხვნილად გარდაიქმნება.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანგიოპროტექტორები; საშუალებები ვენების ვარიკოზული გაფართოების სამკურნალოდ; სხვა ვენომასკლეროზირებელი საშუალებები.

ათქ კოდი: C05BX01

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ანგიოპროტექტორი, ამცირებს სისხლძარღვთა მომატებულ გამტარიანობას, ზრდის კაპილარების კედლების რეზისტენტობას, აუმჯობესებს ლიმფური სისხლძარღვების მიკროცირკულაციას და დრენაჟის ფუნქციას, ზომიერად ამცირებს თრომბოციტების აგრეგაციას და სისხლის სიბლანტეს, ზრდის ერითროციტების მემბრანის ელასტიურობას. მისი მოქმედება გარკვეულწილად დაკავშირებულია პლაზმის კინინების აქტივობის ზრდასთან.

ფარმაკოკინეტიკა

სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. სისხლის პლაზმაში პიკური კონცენტრაცია მიიღწევა პერორალური მიღებიდან 6 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს 20-25%-ს. პრაქტიკულად არ აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში.

გამოიყოფა თირკმელებით (დაახლოებით 50%) და ნაწლავებით (დაახლოებით 50%), ძირითადად უცვლელი სახით, 24 საათის განმავლობაში, 10% - მეტაბოლიტების სახით. ნახევარგამოყოფის პერიოდი 5 საათია.

ძალიან მცირე რაოდენობით (0.4 მკგ/მლ 1.5 გ პრეპარატის მიღების შემდეგ) გამოიყოფა დედის რძით.

გამოყენების ჩვენებები

სისხლძარღვოვანი დაზიანებები კაპილარების მომატებული გამტარიანობით (დიაბეტური რეტინოპათია და ნეფროპათია) და სხვა მიკროანგიოპათიები, დაკავშირებული სხვადასხვა გულ-სისხლძარღვთა და მეტაბოლურ დაავადებებთან. სხვადასხვა ხარისხის გამოხატულების ვენური უკმარისობა და მისი შედეგები (მდგომარეობები, რომლებიც ხასიათდება ქსოვილების შეშუპებით, ტკივილით, პარესთეზიით, სტაზური დერმატიტით; ზედაპირული ფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაფართოება, ტროფიკული წყლულები).

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა კალციუმის დობეზილატის ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ, კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება (გამწვავების სტადიაში), სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, თირკმლის და ღვიძლის დაავადებები, ჰემორაგიები, ანტიკოაგულანტებით გამოწვეული; ორსულობა (პირველი ტრიმესტრი), ბავშვთა ასაკი (18 წლამდე).

გამოყენება ორსულობის დროს და ძუძუთი კვების პერიოდში

ორსულებსა და მეძუძურ ქალებში გამოყენების უსაფრთხოების ადეკვატური და მკაცრად კონტროლირებადი კვლევები არ ჩატარებულა. პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია ორსულობის პირველ ტრიმესტრში. ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრში პრეპარატი ინიშნება მხოლოდ სასიცოცხლო ჩვენებების მიხედვით იმ შემთხვევაში, როდესაც მოსალოდნელი ეფექტი აღემატება ნაყოფისთვის შესაძლო რისკს.

ლაქტაციის პერიოდში დანიშვნის შემთხვევაში, აუცილებელია გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

გამოყენების წესი და დოზირება

მიიღება პერორალურად, დაღეჭვის გარეშე, ჭამის დროს.

ინიშნება 500 მგ 3-ჯერ დღეში 2-3 კვირის განმავლობაში, შემდეგ დოზას ამცირებენ 500 მგ-მდე დღეში ერთხელ. რეტინოპათიის და მიკროანგიოპათიის მკურნალობის დროს ინიშნება 500 მგ 3-ჯერ დღეში 4-6 თვის განმავლობაში, შემდეგ დღიურ დოზას ამცირებენ 500 მგ-მდე დღეში ერთხელ.

მკურნალობის კურსი მერყეობს 3-4 კვირიდან რამდენიმე თვემდე, თერაპიული ეფექტის მიხედვით.

გვერდითი მოქმედება

არასასურველი გვერდითი რეაქციების კლასიფიცირება ხდება განვითარების სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100-დან <1/10-მდე), არახშირი (≥1/1,000-დან <1/100-მდე), იშვიათი (≥1/10 000-დან <1/1000-მდე), ძალიან იშვიათი (<1/10 000), უცნობია (სიხშირის აღნიშვნის დადგენა შეუძლებელია არსებული მონაცემებით).

დარღვევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ

ძალიან იშვიათი: აგრანულოციტოზი.

სიხშირე უცნობია: ნეიტროპენია, ლეიკოპენია.

დარღვევები იმუნური სისტემის მხრივ

არახშირი: ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (გამონაყარი, ალერგიული დერმატიტი, ქავილი, ჭინჭრის ციება, სახის შეშუპება).

ძალიან იშვიათი: ანაფილაქსიური რეაქცია.

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი: თავის ტკივილი.

დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ

ხშირი: მუცლის ტკივილი, გულისრევა, დიარეა, ღებინება.

დარღვევები კუნთოვანი, ძვლოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ

ხშირი: ართრალგია, მიალგია.

ზოგადი დარღვევები და რეაქციები შეყვანის ადგილას

არახშირი: ციებ-ცხელება, შემცივნება, კანკალი, ასთენია, დაღლილობა. ლაბორატორიული და ინსტრუმენტული მონაცემები

ხშირი: ალანინამინოტრანსფერაზას (ALT) დონის მომატება.

ეს რეაქციები, როგორც წესი, შექცევადია და თერაპიის შეწყვეტის შემდეგ ქრება.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ დარღვევების აღნიშვნის შემთხვევაში საჭიროა დოზის შემცირება ან თერაპიის დროებით შეწყვეტა.

თუ ალერგიული კანის რეაქციები, ცხელება, სახსრების ტკივილი ან ჰემატოლოგიური მაჩვენებლების ცვლილებები გამოვლინდა, საჭიროა თერაპიის შეწყვეტა და ამის შესახებ ექიმის ინფორმირება, რადგან ეს შეიძლება იყოს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის გამოვლინება.

ჭარბი დოზირება

დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დღემდე არ არის გამოვლენილი კალციუმის დობეზილატის წამლისმიერი ურთიერთქმედების შემთხვევები.

განსაკუთრებული მითითებები

პაციენტებს თირკმლის მძიმე უკმარისობით, რომლებსაც ესაჭიროებათ დიალიზი, უნდა შეუმცირდეთ პრეპარატის დოზა.

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, კალციუმის დობეზილატის შეყვანამ შეიძლება გამოიწვიოს აგრანულოციტოზი.

აგრანულოციტოზის სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში (ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, შემცივნება, სისუსტე, ტკივილი ყლაპვის დროს, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება (ანგინა), ანთება ანოგენიტალურ არეში), საჭიროა ექიმთან დაუყოვნებლივ მიმართვა, სისხლის კლინიკური ანალიზის ჩატარება და პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (შოკი ან ანაფილაქსიური რეაქცია). ამ შემთხვევებში, თერაპია დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

თერაპიული დოზებით კალციუმის დობეზილატმა შეიძლება გავლენა მოახდინოს კრეატინინის დონის განსაზღვრისთვის ლაბორატორიული ანალიზების შედეგებზე და გამოიწვიოს კრეატინინის მოსალოდნელზე დაბალი მაჩვენებლები.

პრეპარატით დოქსი-ჰემი® თერაპიის დროს, ლაბორატორიული ანალიზებისთვის საჭირო სინჯების აღება უნდა ჩატარდეს პრეპარატის პირველი დღიური დოზის მიღებამდე, რათა შემცირდეს ლაბორატორიულ ტესტებთან ნებისმიეირი პოტენციური ურთიერთქმედება.

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების, მექანიზმების მართვის უნარზე

არ ჩატარებულა სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვის უნარზე ზემოქმედების კვლევები. ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა გულისრევა, თავის ტკივილი და დაღლილობა. ამიტომ, რეკომენდირებულია სიფრთხილის დაცვა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის დროს (იხილეთ ნაწილი „გვერდითი მოქმედება“).

გამოშვების ფორმა

500 მგ კაფსულები. 10 კაფსულა ბლისტერზე, რომელიც დამზადებულია პოლივინილქლორიდის აპკისა და ალუმინის ფოლგისგან.

3 ან 9 ბლისტერი სამკურნალო პრეპარატის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

შენახვის პირობები

არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა

5 წელი. არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

მწარმოებელი

ჰემოფარმა ა.დ. ვრშაცი, განყოფილება საწარმოო მოედანი შაბაცი, სერბეთი

15000, ქ. შაბაცი, ჰაიდუკ ველიკოვის ქუჩა ბბ

დამფასოებელი/შემფუთავი/ხარისხის კონტროლის გამოშვები/სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ჰემოფარმა ა.დ., სერბეთი

26300, ქ. ვრშაცი, ბეოგრადის გზა ბბ

მომხმარებელთა პრეტენზიების მიმღები ორანიზაცია

სს „ნიჟფარმი“, რუსეთი

603105, ქ. ნიჟნი ნოვგოროდი, სალგანსკაიას ქუჩა, შენობა 7

ტელ.: (831) 278-80-88

ელ. ფოსტა: [email protected]

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა