პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

დოქსაზოსინი 4მგ

Doxazosin 4mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადდიდი ბრიტანეთი
რისთვის გამოიყენება

დოქსაზოსინი არის ალფა-ბლოკატორების ჯგუფის პრეპარატი. გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სიმპტომების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვლის გადიდების გამო. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დოქსაზოსინი (doxazosin)
ფორმა და შეფუთვა
4მგ ტაბლეტი №28
მწარმოებელი
Bristol Laboratories Ltd, დიდი ბრიტანეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, ალფა - ადრენორეცეპტორების ანტაგონისტები
ATC კოდი
C02CA04
რეგისტრაციის ნომერი
რ-023741
რეგისტრირებულია
3 ნოემბერი 2017, მოქმედებს 3 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „ეიჩ ბი-ჯეორჯია“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადოქსაზოსინი 4მგ და სხვა წამალი ერთად

დოქსაზოსინი 4მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დოქსაზოსინი არის ალფა-ბლოკატორების ჯგუფის პრეპარატი. გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სიმპტომების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვლის გადიდების გამო.

დოქსაზოსინის გამოყენება შესაძლებელია მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ (ჰიპერტენზია) სისხლძარღვების მოდუნებით ისე რომ სისხლი უფრო ადვილად გადის მათში. ეს ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას.

პაციენტებში გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით, დოქსაზოსინი მიიღება იშვიათი და/ან ხშირი შარდვის სამკურნალოდ. ეს ხშირად შეინიშნება პაციენტებში გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით.

დოქსაზოსინი მოქმედებს შარდის ბუშტის და წინამდებარე ჯირკვლის გარშემო კუნთების მოდუნებით ისე, რომ შარდი უფრო ადვილად გადადის.

მიღების წესი და დოზირება

ტაბლეტები მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით.

2მგ და 4მგ ტაბლეტების გამტეხი ხაზი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გასატეხად.

დოქსაზოსინის ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ ყოველ დღე.

თუ იღებთ დოქსაზოსინს პირველად, ნორმალური დოზაა 1მგ დღეში. ექიმმა შესაძლოა მოამატოს დოზა ორი კვირის შემდეგ ჩვეულებრივ 2 მგ ან 4მგ დოზას დღეში. ზოგჯერ შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 8 მგ დღეში თუ მკურნალობთ წინამდებარე ჯირკვლის გადიდებას ან მაქსიმუმ 16 მგ თუ მკურნალობთ მაღალ არტერიულ წნევას.

მოცემული პრეპარატის მიღება შესაძლებელია დილით ან საღამოს.

ტაბლეტის მიღება უმჯობესია ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს.

თუ იღებთ დოქსაზოსინის ტაბლეტების საჭიროზე მეტ დოზას

ერთდროულად ზომაზე მეტი ტაბლეტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცუდად გახდომა. რამოდენიმე ტაბლეტის მიღება შეიძლება იყოს სახიფათო. აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს.

თუ დაგავიწყდათ დოქსაზოსინის ტაბლეტების მიღება

თუ დაგავიწყდათ დოქსაზოსინის ტაბლეტების მიღება გამოტოვეთ ის და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულ დროს. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ დოქსაზოსინის ტაბლეტების მიღებას

თუ უეცრად შეწყვეტთ დოქსაზოსინის ტაბლეტების მიღებას, შესაძლოა განმეორდეს მანამდე არსებული სიმპტომები. ამიტომ, უმჯობესია არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება.

უკუჩვენებები

ხართ ალერგიული დოქსაზოსინის, იმავე ჯგუფის სხვა პრეპარატების (ქინაზოლინები, როგორიცაა პრაზოსინი და ტრაზოსინი) ან მოცემული პრეპარატის სხვა ნივთიერებების მიმართ , ნაწილში 6.

გაქვთ „ორთოსტატული ჰიპოტენზია“, რაც წარმოადგენს დაბალი არტერიული წნევის ფორმას, რა ც იწვევს ძილიანობას ან თავბრუსხვევას ფეხზე ადგომისას.

გაქვთ გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი რომელიმე შემდგომი მდგომარეობით: საშარდე გზების დახშობა ან ბლოკადა, საშარდე გზების ხანგრძლივი ინფექცია ან გაქვთ ქვები შარდის ბუშტში

ლაქტაციის პერიოდი

გაქვთ გადიდებული პროსტატის ჯირკვალი (ბენინგის ჰიპერპლაზია) ან დაბალი არტერიული წნევა

გაქვთ შეუკავებლობა (ვერ გრძნობთ შარდვის სურვილს) ან ანურია (ორგანიზმი ვერ წარმოქმნის შარდს) თირკმელების პრობლემებით ან მის გარეშე.

დოქსაზოსინის მეზილატი არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად, ვინაიდან არ დადგენილა უსაფრთხოება და ეფექტურობა.

გაფრთილებები და სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის მიღებამდე, თუ:

ხართ ორსულად ან აპირებთ ორსულობას

ღვიძლის დაავადება

იღებთ სხვა პრეპარატებსაც

გულის დაავადება

თუ იტარებთ თვალზე კატარაქტას ოპერაციას აცნობეთ ექიმს ოპერაციამდე რომ იღებთ მოცემულ პრეპარტს. ვინაიდან დოქსაზოსინს შეუძლია გამოიწვიოს გართულებები ოპერაციის დროს, რომლის მართვაც მოხდება ექიმის მიერ წინასწარ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დოქსაზოსინის შესახებ

არტერიული წნევის უეცარი დაცემის ალბათობა მაღალია მკურნალობის დასაწყისში ან დოზის მომატებისას. ეს გამოიხატება თავბრუსხვევაში ან ძალიან იშვიათად გულის წასვლაში პოზიციის ცვლილებისას. მსგავსის განვითარების რისკის შესამცირებლად, ექიმი შეამოწმებს არტერიულ წნევას მკურნალობის დასაწყისში და დოზის მომატებისას. ამიტომ, თავიდან უნდა აიცილოთ მკურალობის დაწყებისას ისეთი სიტუაციები, როდესაც თავრუსხვევამ და გულის წასლვამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება.

დოქსაზოსინმა ასევე შეიძლება იმოქმედოს სისხლის და შარდის ანალიზების შედეგებზე. თუ აპირებთ სისხლის ან შარდის ანალიზის ჩატარებას, აცნობეთ ექიმს რომ იღებთ დოქსაზოსინს.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ , ბოლო დროს მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ზოგიერთი პაციენტი, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკატორებს მაღალი არტერიული წნევის ან გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის სამკურნალოდ, შეიძლება განიცადონ თავბრუსხვევა, რაც შეიძლება გამოიწვიოს დაბალმა არტერიულმა წნევამ ფხეზე სწრაფად ადგომისას. ზოგიერთ პაციენტში განვითარდა მსგავსი სიმპტომები ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარტების მიღებისას; როგორიცაა სილდენაფილი ალფა-ბლოკატორებთან. მსგავსი სიმპტომების განვითარების ალბათობის შესამცირებლად, ალფა-ბლოკატორები უნდა მიიღოთ რეგულარული დოზებით ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარტების მიღებამდე.

დოქსაზოსინმა შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა უფრო მეტად თუ უკვე იღებთ სხვა პრეპარატებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როოგრიცაა ტერაზოსინი და პრაზოსინი.

საკვების და სასმელის მიღება

მოცემული პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად, მიმართეთ ექიმს დოქსაზოსინის მიღებამდე. დოქსაზოსინის მიღება უნდა მოხდეს ორსულობის დროს თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე შესაძლო რისკს.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

გამოიჩინეთ სიფრთხილე ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვისას. ტაბლეტებმა შესაძლოა იმოქმედონ ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე, განსაკუთრებით მათი პირველად მიღებისას. შესაძლებელია იგრძნოთ სისუსტე ან თავრუსხვევა. მსგავსის განვითარებისას არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.

დოქსაზოსინის ტაბლეტები შიეცავს ლაქტოზას.

თუ ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ ექიმს პრეპარატის მიღებამდე.

გვერდითი მოვლენები

სხვა პრეპარატების მსგავსად მოცემულ პრეპარატს შეუძლია ზოგჯერ გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ჰოსპიტალს დაუყოვნებლივ თუ განვითარდება შემდეგი:

გულის შეტევა

მკლავების, ფეხების სისუსტე ან საუბრის პრობლემები, რაც შეიძლება იყოს ინსულტის ნიშნები

სახის, ენის ან ყელის შეშუპება, რაც შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის შედეგი პრეპარატის მიმართ.

აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ თუ განვითარდება შემდეგი რომელიმე სიმპტომი პრეპარატის მიღების შემდეგ:

გულმკერდის ტკივილი, სტენოკარდია

ქოშინი, სუნთქვის გართულება

შესუსტებული, გაძლიერებული ან არარეგულარული გულისცემა

პალპიტაციები

გულის წასვლა

კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე)

სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები ან ადვილად სისხლდენა

შემდეგი სახის მოვლენები შეინიშნებოდა პაცეინტებში დოქსაზოსინის მიღებისას. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულია ან თუ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს.

ხშირი: (შეიძლება განვითარდეს 1/10-ში)

თავბრუსხვევა, ვერტიგო, თავის ტკივილი

დაბალი არტერიული წნევა

ტერფების, მუხლების ან თითების შეშუპება

ბრონქიტი, ხველა, რესპირატორული ტრაქტის ინფექცია (ცხვირი, ყელი, ფილტვები)

ცხვირის გაჭედილობა, ცემინება და/ან ცხვირიდან გამონადენი გამოწვეული ცხვირის ფენის ანთებით (რინიტი)

კუჭის/მუცლის ტკივილი, გულისრევა

საშარდე გზების ინფექცია, შარდვის შეუკავებლობა , შარდის ბუშტის ანთება (ცისტიტი)

უძილობა, ზოგადი სისუსტე

მოუნელებლობა, გულძმარვა, პირის სიმშრალე

ქავილი

ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი

გრიპის მსგავსი სიმპტომები

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 1/100-ში)

ყაბზობა, შებერილობა, კუჭ-ნაწლკავის ანთება (გასტროენტერიტი), რამაც შეიძლება გამიოწვიოს დიარეა და ღებინება

ტკივილი ან დისკომფორტი შარდვისას, შარდვის გახშირება, სისხლიანი შარდი

სახსრების ანთება (პოდაგრა), სახსრების ტკივილი, ზოგადი ტკივილი

სახის შეშუპება

ძილიანობა, აჟიტაცია, დეპრესია ან ნერვოზულობა

შეხების შემცირებული ან შეცვლილი გრძნობა ხელებსა და ტერფებში

მომატებული მადიანობა ან მადის დაკარგვა, წონის მომატება

ცხვირიდან სისხლდენა

კანზე გამნაყარი

ყურებში ხმაური, ტრემორი

ერექციის შეუძლებლობა

ღვიძლის ფერმენტების მომატება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ სამედიცინო ტესტზე

ინსულტი

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1/1000-ში)

შარდვის გახშირება

კუნთების კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი

ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 1/10000-ში)

დაბალი არტერიული წნევით გამოწვეული გულის წასვლა ან თავბრუსხვევა ფეხზე ადგომისას

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ან ნაღვლის ბუშტის პრობლემები

თივის ცხელება, თმის ცვენა, წითელი ლაქები კანზე, კანქვეშა სისხლჩაქცევა

ხელებზე და ტერფებზე ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება

დაღლილობა, ზოგადად ცუდად ყოფნა

გაძლიერებული ხიხინი

მხედველობის ბუნდოვანება

ცხელი ალები

შარდვის გაძნელება, ღამით შარდვის სურვილი, შარდის მოცულობის გაზრდა

მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გაზრდა

პენისის მტკივნეული ერექცია

უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

სექსუალურ კულმინაციურ მომენტში მცირე რაოდენობის ან სპერმის საერთოდ არგამოყოფა, სექსუალური კულმინაციური მომენტის შემდეგ მღვრიე შარდი

თვალის პრობლემები კატარაქტას ოპერაციის დროს (თვალის ლინზების ბუნდოვანება). იხ. ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გვერდითი მოვლენა რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მოცემული პრეპარატის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერებაა:

დოქსაზოსინის მეზილატი 1.2125მგ ექვივალენტური 1მგ დოქსაზოსინის დოქსაზოსინის 1მგ ტაბლეტში

დოქსაზოსინის მეზილატი 2.425 მგ ექვივალენტური 2მგ დოქსაზოსინის დოქსაზოსინის 1მგ ტაბლეტში

დოქსაზოსინის მეზილატი 4.85 მგ ექვივალენტური 4მგ დოქსაზოსინის დოქსაზოსინის 1მგ ტაბლეტში

დამხმარე ნივთიერებებია: უწყლო ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი და ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

დოქსაზოსინის ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

დოქსაზოსინის ტაბლტები არის თეთრი ფერის და მოცემულია სამი დოზით.

დოქსაზოსინის ტაბლეტების 1მგ ტაბლეტი არის მრგვალი, ამობურცული, შემოუგარსავი, ერთ მხარეს ნიშნით Ð1

დოქსაზოსინის ტაბლეტების 2მგ ტაბლეტი არის ოვალური, შემოუგარსავი , ერთ მხარეს ნიშნით D2 და გამყოფი ხაზით

დოქსაზოსინის ტაბლეტების 4მგ ტაბლეტი არის ოვალური, შემოუგარსავი ტაბლეტი ერთ მხარეს ნიშნით D4 და გამყოფი ხაზით.

დოქსაზოსინის ტაბლეტები მოცემულია 28 ტაბლეტიან შეფუთვაში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

სახელი და მისამართი: ბრისტოლ ლაბორატორიზ ლტდ.

იუნიტ 3, კანალსაიდ, ნორსბრიჯ როუდ, ბერჰამსტედ,

ჰერტფორდშია, HP4 1 EG, დიდი ბრიტანეთი

ტელ: 0044 (0) 1442 200922

ფაქსი: 0044 (0) 1441 873717

ელ.ფოსტა: [email protected]

დოქსაზოსინის ტაბლეტების 1მგ ტაბლეტები; PL 17907/0255

დოქსაზოსინის ტაბლეტების 2მგ ტაბლეტები; PL 17907/0256

დოქსაზოსინის ტაბლეტების 4მგ ტაბლეტები; PL 17907/0257

მოცემული ინსტრუქცია ბოლოს შემოწმდა 2015 წლის დეკემბერში.

მოცემული ინსტრუქციის ბრაილში ასლის, დიდი ბეჭდვითი ან აუდიო ფორმატისთვის დაუკავშირდით ლიცენზიის მფლობელს ზემოთ მითითებულ მისამართზე (ტელეფონზე, ფაქსზე, ელ.ფოსტაზე) .

თარგმანი სწორია:

შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

არ გამოიყენოთ ტაბლეტები კოლოფზე ან ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

არ გადააგდოთ მედიკამენტები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება. მოცემული ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია: მომხმარებლისთვის განკუთვნილი ინფორმაცია

დოქსაზოსინი 1მგ, 2მგ და 4მგ ტაბლეტები

დოქსაზოსინის მეზილატი

(Doxazosin Mesylate)

გამოყენებამდე ყურადღებით წაიკითხეთ მოცემული ინსტრუქცია, ვინაიდან ის თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს.

შეინახეთ მოცემული ინსტრუქცია. შესაძლებელია მისი წაკითხვა კვლავ დაგჭირდეთ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მოცემული პრეპარატი გამოწერილია თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს . შესაძლებელია ზიანი მიადგეთ მათ .

ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს შესაძლოა იყოს ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტი რომელიც არ არის მითითებული მოცემულ ინსტრუქციაში. იხ. ნაწილი 4.

რას შეიცავს ინსტრუქცია

რა არის დოქსაზოსინის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

რა უნდა იცოდეთ დოქსაზოსინის ტაბლეტების მიღებამდე

დოქსაზოსინის ტაბლეტების მიღების წესი

შესაძლო გვერდითი ეფექტები

დოქსაზოსინის ტაბლეტების შენახვის პირობები

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რა არის დოქსაზოსინის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება

დოქსაზოსინი არის ალფა-ბლოკატორების ჯგუფის პრეპარატი. გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის ან სიმპტომების სამკურნალოდ, რომელიც გამოწვეულია მამაკაცებში წინამდებარე ჯირკვლის გადიდების გამო.

დოქსაზოსინის გამოყენება შესაძლებელია მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ (ჰიპერტენზია) სისხლძარღვების მოდუნებით ისე რომ სისხლი უფრო ადვილად გადის მათში. ეს ხელს უწყობს არტერიული წნევის დაწევას.

პაციენტებში გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით, დოქსაზოსინი მიიღება იშვიათი და/ან ხშირი შარდვის სამკურნალოდ. ეს ხშირად შეინიშნება პაციენტებში გადიდებული წინამდებარე ჯირკვლით.

დოქსაზოსინი მოქმედებს შარდის ბუშტის და წინამდებარე ჯირკვლის გარშემო კუნთების მოდუნებით ისე, რომ შარდი უფრო ადვილად გადადის.

რა უნდა იცოდეთ დოქსაზოსინის ტაბლეტების მიღებამდე

არ მიიღოთ დოქსაზოსინის ტაბლეტები თუ:

ხართ ალერგიული დოქსაზოსინის, იმავე ჯგუფის სხვა პრეპარატების (ქინაზოლინები, როგორიცაა პრაზოსინი და ტრაზოსინი) ან მოცემული პრეპარატის სხვა ნივთიერებების მიმართ , ნაწილში 6.

გაქვთ „ორთოსტატული ჰიპოტენზია“, რაც წარმოადგენს დაბალი არტერიული წნევის ფორმას, რა ც იწვევს ძილიანობას ან თავბრუსხვევას ფეხზე ადგომისას.

გაქვთ გადიდებული წინამდებარე ჯირკვალი რომელიმე შემდგომი მდგომარეობით: საშარდე გზების დახშობა ან ბლოკადა, საშარდე გზების ხანგრძლივი ინფექცია ან გაქვთ ქვები შარდის ბუშტში

ლაქტაციის პერიოდი

გაქვთ გადიდებული პროსტატის ჯირკვალი (ბენინგის ჰიპერპლაზია) ან დაბალი არტერიული წნევა

გაქვთ შეუკავებლობა (ვერ გრძნობთ შარდვის სურვილს) ან ანურია (ორგანიზმი ვერ წარმოქმნის შარდს) თირკმელების პრობლემებით ან მის გარეშე.

დოქსაზოსინის მეზილატი არ არის რეკომენდებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში გამოსაყენებლად, ვინაიდან არ დადგენილა უსაფრთხოება და ეფექტურობა.

გაფრთილებები და სიფრთხილის ზომები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს პრეპარატის მიღებამდე, თუ:

ხართ ორსულად ან აპირებთ ორსულობას

ღვიძლის დაავადება

იღებთ სხვა პრეპარატებსაც

გულის დაავადება

თუ იტარებთ თვალზე კატარაქტას ოპერაციას აცნობეთ ექიმს ოპერაციამდე რომ იღებთ მოცემულ პრეპარტს. ვინაიდან დოქსაზოსინს შეუძლია გამოიწვიოს გართულებები ოპერაციის დროს, რომლის მართვაც მოხდება ექიმის მიერ წინასწარ.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დოქსაზოსინის შესახებ

არტერიული წნევის უეცარი დაცემის ალბათობა მაღალია მკურნალობის დასაწყისში ან დოზის მომატებისას. ეს გამოიხატება თავბრუსხვევაში ან ძალიან იშვიათად გულის წასვლაში პოზიციის ცვლილებისას. მსგავსის განვითარების რისკის შესამცირებლად, ექიმი შეამოწმებს არტერიულ წნევას მკურნალობის დასაწყისში და დოზის მომატებისას. ამიტომ, თავიდან უნდა აიცილოთ მკურალობის დაწყებისას ისეთი სიტუაციები, როდესაც თავრუსხვევამ და გულის წასლვამ შეიძლება გამოიწვიოს დაზიანება.

დოქსაზოსინმა ასევე შეიძლება იმოქმედოს სისხლის და შარდის ანალიზების შედეგებზე. თუ აპირებთ სისხლის ან შარდის ანალიზის ჩატარებას, აცნობეთ ექიმს რომ იღებთ დოქსაზოსინს.

სხვა პრეპარატები და დოქსაზოსინის ტაბლეტები

აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ იღებთ , ბოლო დროს მიიღეთ ან აპირებთ მიიღოთ სხვა პრეპარატები.

ზოგიერთი პაციენტი, რომლებიც იღებენ ალფა-ბლოკატორებს მაღალი არტერიული წნევის ან გადიდებული წინამდებარე ჯირკვლის სამკურნალოდ, შეიძლება განიცადონ თავბრუსხვევა, რაც შეიძლება გამოიწვიოს დაბალმა არტერიულმა წნევამ ფხეზე სწრაფად ადგომისას. ზოგიერთ პაციენტში განვითარდა მსგავსი სიმპტომები ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარტების მიღებისას; როგორიცაა სილდენაფილი ალფა-ბლოკატორებთან. მსგავსი სიმპტომების განვითარების ალბათობის შესამცირებლად, ალფა-ბლოკატორები უნდა მიიღოთ რეგულარული დოზებით ერექციული დისფუნქციის სამკურნალო პრეპარტების მიღებამდე.

დოქსაზოსინმა შეიძლება შეამციროს არტერიული წნევა უფრო მეტად თუ უკვე იღებთ სხვა პრეპარატებს მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ, როოგრიცაა ტერაზოსინი და პრაზოსინი.

საკვების და სასმელის მიღება

მოცემული პრეპარატი მიიღება საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა, ლაქტაცია და ნაყოფიერება

თუ ხართ ორსულად ან ფიქრობთ რომ ხართ ორსულად, მიმართეთ ექიმს დოქსაზოსინის მიღებამდე. დოქსაზოსინის მიღება უნდა მოხდეს ორსულობის დროს თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აჭარბებს ნაყოფზე შესაძლო რისკს.

ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვა

გამოიჩინეთ სიფრთხილე ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვისას. ტაბლეტებმა შესაძლოა იმოქმედონ ავტომობილის და მექანიზმების მართვის უნარზე, განსაკუთრებით მათი პირველად მიღებისას. შესაძლებელია იგრძნოთ სისუსტე ან თავრუსხვევა. მსგავსის განვითარებისას არ მართოთ ავტომობილი ან მექანიზმები და მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.

დოქსაზოსინის ტაბლეტები შიეცავს ლაქტოზას.

თუ ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, მიმართეთ ექიმს პრეპარატის მიღებამდე.

დოქსაზოსინის ტაბლეტების მიღების წესი

ტაბლეტები მიიღეთ ექიმის დანიშნულების მიხედვით. თუ არ ხართ დარწმუნებული გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს წყლის მიყოლებით.

2მგ და 4მგ ტაბლეტების გამტეხი ხაზი არ არის განკუთვნილი ტაბლეტის გასატეხად.

დოქსაზოსინის ჩვეულებრივი დოზაა ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ ყოველ დღე.

თუ იღებთ დოქსაზოსინს პირველად, ნორმალური დოზაა 1მგ დღეში. ექიმმა შესაძლოა მოამატოს დოზა ორი კვირის შემდეგ ჩვეულებრივ 2 მგ ან 4მგ დოზას დღეში. ზოგჯერ შეიძლება გაიზარდოს მაქსიმუმ 8 მგ დღეში თუ მკურნალობთ წინამდებარე ჯირკვლის გადიდებას ან მაქსიმუმ 16 მგ თუ მკურნალობთ მაღალ არტერიულ წნევას.

მოცემული პრეპარატის მიღება შესაძლებელია დილით ან საღამოს.

ტაბლეტის მიღება უმჯობესია ყოველ დღე ერთსადაიმავე დროს.

თუ იღებთ დოქსაზოსინის ტაბლეტების საჭიროზე მეტ დოზას

ერთდროულად ზომაზე მეტი ტაბლეტის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ცუდად გახდომა. რამოდენიმე ტაბლეტის მიღება შეიძლება იყოს სახიფათო. აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ ან მიმართეთ უახლოეს ჰოსპიტალს.

თუ დაგავიწყდათ დოქსაზოსინის ტაბლეტების მიღება

თუ დაგავიწყდათ დოქსაზოსინის ტაბლეტების მიღება გამოტოვეთ ის და მიიღეთ შემდეგი ტაბლეტი ჩვეულ დროს. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ დოქსაზოსინის ტაბლეტების მიღებას

თუ უეცრად შეწყვეტთ დოქსაზოსინის ტაბლეტების მიღებას, შესაძლოა განმეორდეს მანამდე არსებული სიმპტომები. ამიტომ, უმჯობესია არ შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება.

შესაძლო გვერდითი ეფექტები

სხვა პრეპარატების მსგავსად მოცემულ პრეპარატს შეუძლია ზოგჯერ გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა არა ყველა პაციენტში.

შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ჰოსპიტალს დაუყოვნებლივ თუ განვითარდება შემდეგი:

გულის შეტევა

მკლავების, ფეხების სისუსტე ან საუბრის პრობლემები, რაც შეიძლება იყოს ინსულტის ნიშნები

სახის, ენის ან ყელის შეშუპება, რაც შეიძლება იყოს ალერგიული რეაქციის შედეგი პრეპარატის მიმართ.

აცნობეთ ექიმს დაუყოვნებლივ თუ განვითარდება შემდეგი რომელიმე სიმპტომი პრეპარატის მიღების შემდეგ:

გულმკერდის ტკივილი, სტენოკარდია

ქოშინი, სუნთქვის გართულება

შესუსტებული, გაძლიერებული ან არარეგულარული გულისცემა

პალპიტაციები

გულის წასვლა

კანის ან თვალების გაყვითლება (სიყვითლე)

სისხლის თეთრი უჯრედების ან თრომბოციტების დაბალი რაოდენობა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სისხლჩაქცევები ან ადვილად სისხლდენა

შემდეგი სახის მოვლენები შეინიშნებოდა პაცეინტებში დოქსაზოსინის მიღებისას. თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულია ან თუ შეამჩნევთ ისეთი გვერდითი მოვლენის განვითარებას, რომელიც არ არის მითითებული ინსტრუქციაში, აცნობეთ ექიმს.

ხშირი: (შეიძლება განვითარდეს 1/10-ში)

თავბრუსხვევა, ვერტიგო, თავის ტკივილი

დაბალი არტერიული წნევა

ტერფების, მუხლების ან თითების შეშუპება

ბრონქიტი, ხველა, რესპირატორული ტრაქტის ინფექცია (ცხვირი, ყელი, ფილტვები)

ცხვირის გაჭედილობა, ცემინება და/ან ცხვირიდან გამონადენი გამოწვეული ცხვირის ფენის ანთებით (რინიტი)

კუჭის/მუცლის ტკივილი, გულისრევა

საშარდე გზების ინფექცია, შარდვის შეუკავებლობა , შარდის ბუშტის ანთება (ცისტიტი)

უძილობა, ზოგადი სისუსტე

მოუნელებლობა, გულძმარვა, პირის სიმშრალე

ქავილი

ზურგის ტკივილი, კუნთების ტკივილი

გრიპის მსგავსი სიმპტომები

არახშირი (შეიძლება განვითარდეს 1/100-ში)

ყაბზობა, შებერილობა, კუჭ-ნაწლკავის ანთება (გასტროენტერიტი), რამაც შეიძლება გამიოწვიოს დიარეა და ღებინება

ტკივილი ან დისკომფორტი შარდვისას, შარდვის გახშირება, სისხლიანი შარდი

სახსრების ანთება (პოდაგრა), სახსრების ტკივილი, ზოგადი ტკივილი

სახის შეშუპება

ძილიანობა, აჟიტაცია, დეპრესია ან ნერვოზულობა

შეხების შემცირებული ან შეცვლილი გრძნობა ხელებსა და ტერფებში

მომატებული მადიანობა ან მადის დაკარგვა, წონის მომატება

ცხვირიდან სისხლდენა

კანზე გამნაყარი

ყურებში ხმაური, ტრემორი

ერექციის შეუძლებლობა

ღვიძლის ფერმენტების მომატება, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს ზოგიერთ სამედიცინო ტესტზე

ინსულტი

იშვიათი (შეიძლება განვითარდეს 1/1000-ში)

შარდვის გახშირება

კუნთების კრუნჩხვები, კუნთების ტკივილი

ძალიან იშვიათად (შეიძლება განვითარდეს 1/10000-ში)

დაბალი არტერიული წნევით გამოწვეული გულის წასვლა ან თავბრუსხვევა ფეხზე ადგომისას

ჰეპატიტი (ღვიძლის ანთება) ან ნაღვლის ბუშტის პრობლემები

თივის ცხელება, თმის ცვენა, წითელი ლაქები კანზე, კანქვეშა სისხლჩაქცევა

ხელებზე და ტერფებზე ჩხვლეტის ან დაბუჟების შეგრძნება

დაღლილობა, ზოგადად ცუდად ყოფნა

გაძლიერებული ხიხინი

მხედველობის ბუნდოვანება

ცხელი ალები

შარდვის გაძნელება, ღამით შარდვის სურვილი, შარდის მოცულობის გაზრდა

მამაკაცებში სარძევე ჯირკვლების გაზრდა

პენისის მტკივნეული ერექცია

უცნობი (სიხშირის შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემების მიხედვით)

სექსუალურ კულმინაციურ მომენტში მცირე რაოდენობის ან სპერმის საერთოდ არგამოყოფა, სექსუალური კულმინაციური მომენტის შემდეგ მღვრიე შარდი

თვალის პრობლემები კატარაქტას ოპერაციის დროს (თვალის ლინზების ბუნდოვანება). იხ. ნაწილი „გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები“.

გვერდითი ეფექტების შეტყობინება

ნებისმიერი სახის გვერდითი ეფექტების განვითარებისას, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან ექთანს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გვერდითი მოვლენა რომელიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით ხელს შეუწყობთ მოცემული პრეპარატის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

დოქსაზოსინის ტაბლეტების შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას

არ გამოიყენოთ ტაბლეტები კოლოფზე ან ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა ეხება თვის ბოლო რიცხვს.

არ გადააგდოთ მედიკამენტები საყოფაცხოვრებო ნაგავში ან კანალიზაციაში. ჰკითხეთ ფარმაცევტს, როგორ უნდა მოხდეს პრეპარატების გადაგდება. მოცემული ზომებით ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას.

შეფუთვის შემადგენლობა და დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს დოქსაზოსინის ტაბლეტები

აქტიური ნივთიერებაა:

დოქსაზოსინის მეზილატი 1.2125მგ ექვივალენტური 1მგ დოქსაზოსინის დოქსაზოსინის 1მგ ტაბლეტში

დოქსაზოსინის მეზილატი 2.425 მგ ექვივალენტური 2მგ დოქსაზოსინის დოქსაზოსინის 1მგ ტაბლეტში

დოქსაზოსინის მეზილატი 4.85 მგ ექვივალენტური 4მგ დოქსაზოსინის დოქსაზოსინის 1მგ ტაბლეტში

დამხმარე ნივთიერებებია: უწყლო ლაქტოზა, მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმი, ნატრიუმის ლაურილ სულფატი და ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი.

დოქსაზოსინის ტაბლეტების აღწერა და შეფუთვის შემადგენლობა

დოქსაზოსინის ტაბლტები არის თეთრი ფერის და მოცემულია სამი დოზით.

დოქსაზოსინის ტაბლეტების 1მგ ტაბლეტი არის მრგვალი, ამობურცული, შემოუგარსავი, ერთ მხარეს ნიშნით Ð1

დოქსაზოსინის ტაბლეტების 2მგ ტაბლეტი არის ოვალური, შემოუგარსავი , ერთ მხარეს ნიშნით D2 და გამყოფი ხაზით

დოქსაზოსინის ტაბლეტების 4მგ ტაბლეტი არის ოვალური, შემოუგარსავი ტაბლეტი ერთ მხარეს ნიშნით D4 და გამყოფი ხაზით.

დოქსაზოსინის ტაბლეტები მოცემულია 28 ტაბლეტიან შეფუთვაში.

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი და მწარმოებელი

სახელი და მისამართი: ბრისტოლ ლაბორატორიზ ლტდ.

იუნიტ 3, კანალსაიდ, ნორსბრიჯ როუდ, ბერჰამსტედ,

ჰერტფორდშია, HP4 1 EG, დიდი ბრიტანეთი

ტელ: 0044 (0) 1442 200922

ფაქსი: 0044 (0) 1441 873717

ელ.ფოსტა: [email protected]

დოქსაზოსინის ტაბლეტების 1მგ ტაბლეტები; PL 17907/0255

დოქსაზოსინის ტაბლეტების 2მგ ტაბლეტები; PL 17907/0256

დოქსაზოსინის ტაბლეტების 4მგ ტაბლეტები; PL 17907/0257

მოცემული ინსტრუქცია ბოლოს შემოწმდა 2015 წლის დეკემბერში.

მოცემული ინსტრუქციის ბრაილში ასლის, დიდი ბეჭდვითი ან აუდიო ფორმატისთვის დაუკავშირდით ლიცენზიის მფლობელს ზემოთ მითითებულ მისამართზე (ტელეფონზე, ფაქსზე, ელ.ფოსტაზე) .

თარგმანი სწორია:

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა