დოსოფლუ ჯუნიორი
Dosoflu Junior
დოსოფლუ ჯუნიორი არის პარაცეტამოლის, გვაიფენეზინის და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის შემცველი პრეპარატი, ჟოლოს არომატით. პარაცეტამოლი მართავს ტკივილს და ამცირებს ცხელებას. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პარაცეტამოლი (paracetamol) + გუაიფენეზინი (guaifenesin) + ფენილეფრინი (phenylephrine)
- ფორმა და შეფუთვა
- (250მგ+100მგ+5მგ)/10მლ 150მლ სიროფი ჟოლოს არომატით 6 წლის ასაკიდან ბავშვებისთვის მუქი ფერის მინის ბოთლი №1 საზომ კოვზთან ერთად
- მწარმოებელი
- Adipharm EAD, ბულგარეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანალგეზური საშუალებები, ანილიდები
- ATC კოდი
- N02BE51
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041415
- რეგისტრირებულია
- 25 ივნისი 2024, მოქმედებს 25 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Adipharm EAD (ბულგარეთი)
- განმცხადებელი
- შპს „SmartPharm“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დოსოფლუ ჯუნიორი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დოსოფლუ ჯუნიორი არის პარაცეტამოლის, გვაიფენეზინის და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის შემცველი პრეპარატი, ჟოლოს არომატით.
პარაცეტამოლი მართავს ტკივილს და ამცირებს ცხელებას. გვაიფენეზინი აადვილებს ამოხველებას, ხოლო ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ხელს უწყობს ცხვირიდან სეკრეციის შემცირებას, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას და აადვილებს სუნთქვას.
დოსოფლუ ჯუნიორი გამოიყენება თავის ტკივილის, ყელის ტკივილის, ცხელების, „გაჭედილი“ ცხვირის, ცემინების, კუნთების ტკივილის და გაციებასთან და გრიპთან დაკავშირებული პროდუქტიული ხველის ხანმოკლე მკურნალობისთვის. აღნიშნული პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
მიმართეთ ექიმს თუ 3 დღის შემდეგ ბავშვი უკეთესად არ გრძნობს თავს ან აღენიშნება გაუარესება.
მიღების წესი და დოზირება
ყოველთვის მიიღეთ დოსოფლუ ჯუნიორი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება:
6-12 წლის ბავშვები:
რეკომენდებული დოზა არის 10 მლ (ორი 5 მლ საზომი კოვზი), 6-8 საათიანი ინტერვალით.
პრეპარატი არ გამოიყენება 6 საათზე ნაკლები ინტერვალით, ხოლო დღიური დოზა არ უნდა
აღემატებოდეს 4 დოზას (40 მლ).
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
2 დოზა სიროფი (20 მლ) 3-4 ჯერ დღეში ყოველ 6-8 საათში.
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 80 მლ (8 დოზა) სიროფს, ხოლო დოზებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 6 საათზე ნაკლები.
6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები
აღნიშნული პრეპარატი არ არის მისაღები 6 წლამდე ასაკის ან 20 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის, თუ ექიმი არ დანიშნავს.
მიღების მეთოდი
მიიღება პერორალურად.
საზომი კოვზი უნდა შეივსოს სიროფით. ყოველი გამოყენების შემდეგ კოვზი უნდა გაირეცხოს და გაშრეს.
ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:
პრეპარატი არ მიიღება 6 საათზე ნაკლები ინტერვალით;
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს ზემოთ მითითებულ დოზას;
ყოველთვის გამოიყენეთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა;
პრეპარატი არ მიიღება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმის დანიშნულების გარდა;
უნდა მიმართოთ ექიმს, თუ 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან სიმპტომები განმეორდება.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი
პარაცეტამოლით მოწამვლა აღინიშნა მოზრდილებში და განსაკუთრებით ბავშვებში და ზოგჯერ შეიძლება ძალიან სერიოზული აღმოჩნდეს. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ჭარბი დოზირებით მითითებულზე მეტი დოზის მიღების ან შემთხვევითი დოზის გადაჭარბების გამო.
დოზის გადაჭარბების სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, სიფერმკრთალე, მუცლის ტკივილი, ოფლიანობა და ძილიანობა, რომლებიც ყველაზე ხშირად ვლინდება პირველი 24 საათის განმავლობაში. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული დაზიანება და გონების დაკარგვა. ფენილეფრინის მაღალმა დოზებმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის შეკუმშვათა სიხშირის მნიშვნელოვანი აჩქარება და არტერიული წნევის მომატება.
თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა ან გამოვლინდა დოზის გადაჭარბების სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. არ დაგავიწყდეთ თან იქონიოთ პრეპარატის შეფუთვა
თუ დაგავიწყდათ დოსოფლუ ჯუნიორის სიროფის მიღება
თუ გამოგრჩათ დოზა, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა ზოგიერთი აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ;
ღვიძლის ან თირკმელების ფუნქციის მძიმე დარღვევები;
გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებები;
მაღალი ხარისხის არტერიული ჰიპერტენზია;
არაკომპენსირებული ჰიპერთირეოზი;
ეპილეფსია;
შაქრიანი დიაბეტი;
ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებთან, ბეტა-ბლოკატორებთან ან მაო ინჰიბიტორებთან ერთად მიღება, მათ შორის ბოლო 14 დღის განმავლობაში, სხვა სიმპათომიმეტიკებთან (დეკონგესტანტები), მადის დამთრგუნველ საშუალებებთან და ამფეტამინის მსგავს ფსიქოსტიმულატორებთან კომბინაცია (იხ. ნაწილი 4.4 და 4.5);
ფეოქრომოციტომა;
გლაუკომა;
შარდის მაღალი ხარისხის შეკავება.
სიფრთხილის ზომები
არ მისცეთ დოსოფლუ ჯუნიორი ბავშვს, თუ აღინიშნება:
ალერგია პარაცეტამოლის, გვაიფენეზინის, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);
ღვიძლის, თირკმელების ან გულის დაავადებები ან მაღალი არტერიული წნევა;
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა ან შაქრიანი დიაბეტი;
სიმსივნე, რომელიც ცნობილია როგორც ფეოქრომოციტომა;
გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);
შარდის გამოყოფის პრობლემა;
ამჟამად ღებულობს ან ბოლო პერიოდში ღებულობდა ისეთ პრეპარატებს, როგორიც არის მაო ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბეტა-ბლოკატორები, სიმპათომიმეტიკები, მათ შორის, რომლებიც გამოიყენება როგორც თვალის ან ცხვირის წვეთები, ინჰალატორები და ა.შ.
ამჟამად ღებულობს პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
დოსოფლუ ჯუნიორის სიროფის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი დოზა. შესაძლებელია დოზის გადაჭარბება. გამოიყენეთ რაც შეიძლება დაბალი ეფექტური დოზა.
თუ იყენებთ სხვა პრეპარატებს ტკივილისა და ტემპერატურის სამკურნალოდ, შეამოწმეთ ხომ არ შეიცავენ პარაცეტამოლს, რადგან შესაძლოა აღინიშნოს დოზის გადაჭარბება.
თუ მიიღება მაღალი დოზები ხანგრძლივად ან თუ ამავდროულად ან რეგულარულად მიიღება ისეთი პრეპარატები, რომლებიც აზიანებენ ღვიძლს, იზრდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის რისკი;
თუ ბავშვს აქვს გულის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადება, ფილტვების გარკვეული დაავადებები, განსაკუთრებით ასთმა, პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით;
პარაცეტამოლმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის შედეგებზე. აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს უნდა ჩაუტარდეს ლაბორატორიული ტესტები.
არ მისცეთ აღნიშნული პრეპარატი 6 წლამდე ასაკის ან 20 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებს, თუ ექიმი არ დანიშნავს.
მიმართეთ ექიმს, თუ:
დაავადების სიმპტომები გრძელდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. იგი შეაფასებს დოზის კორექციის ან სხვა მკურნალობას დანიშვნის საჭიროებას.
თუ ბავშვი ღებულობს რომელიმე შემდეგ პრეპარატს ან სხვა პრეპარატს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ნაწილში:
პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატები
გაციების და გრიპის სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ დეკონგესტანტს;
სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგ.: ვარფარინი;
მაღალი არტერიული წნევის ან გულის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, როგორიც არის ბეტა-ბლოკატორები ან დიგოქსინი;
მადის სტიმულატორები ან დამთრგუნველი საშუალებები;
დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები;
ბავშვს აქვს მაღალი არტერიული წნევა, გულის ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, მომატებული თვალშიდა წნევა, რეინოს ფენომენი;
ბავშვი არასრულფასოვნად იკვებება ან მცირე წონის არის, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია;
ინფექცია ხანგრძლივდება. ამ შემთხვევებში არსებობს მეტაბოლური აციდოზის რისკი, რომლის სიმპტომებია ღრმა, აჩქარებული, გაძნელებული სუნთქვა, ღებინების სურვილი, ღებინება, მადის დაკარგვა.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ბავშვი ღებულობს, ბოლო პერიოდში ღებულობდა ან მიიღებს ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
აღნიშნული პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ საშუალებებთან ერთად:
პარაცეტამოლის და/ან ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის შემცველი სხვა პრეპარატები;
სხვა დეკონგესტანტის შემცველი პრეპარატები;
დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაგ.: ამიტრიპტილინი) ან მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორები. შესაძლოა აღინიშნოს არტერიული წნევის მკვეთრი მატება.
უნდა იცოდეთ, რომ თუ იყენებთ დოსოფლუ ჯუნიორის სიროფს შემდეგ საშუალებებთან:
სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მათ შორის ვარფარინი, შესაძლოა აღინიშნოს სისხლდენა, რადგან პარაცეტამოლი აძლიერებს მათ ეფექტს;
ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ პარაცეტამოლის ეფექტი;
მეტოკლოპრამიდის, დომპერიდონის ან ქოლესტირამინის შემცველი პრეპარატები, დოზებს შორის დროის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 1 საათი;
ბეტა-ბლოკატორები, დიგოქსინი და გულის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები, იზრდება გულის მხრივ გვერდითი რეაქციების რისკი;
ტკივილგამაყუჩებლები და ტემპერატურის დამწევი პრეპარატები, მათ შორის ასპირინი, იზრდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი;
სიმპათომიმეტიკები (ხშირად გვხვდება თვალის ან ყურის წვეთებში), იზრდება გულის მხრივ გვერდითი რეაქციების რისკი.
დოსოფლუ ჯუნიორის სიროფის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
შეზღუდვები არ არსებობს.
ალკოჰოლთან ერთად მიღება ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს, ამიტომ აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს თავიდან უნდა აირიდოთ ალკოჰოლის მოხმარება.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პრეპარატი განკუთვნილია ბავშვებში გამოსაყენებლად. არ გამოიყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში უსაფრთხოების მონაცემების ნაკლებობის გამო.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია ბავშვებში გამოსაყენებლად.
დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი შეიცავს საქაროზას
დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი შეიცავს სორბიტოლს და პროპილენ გლიკოლს. თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მასთან.
დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი შეიცავს პროპილენ გლიკოლს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომები.
გვერდითი მოვლენები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
აცნობეთ ექიმს თუ გამოვლინდა გვერდითი ეფექტები. აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის და სისხლჩაქცევების რისკს და სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები) რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლოა გაზარდოს ინფექციების რისკი;
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭ-ნაწლავური დისკომფორტი;
გამონაყარი კანზე, ურტიკარია (ე.წ. "ჭინჭრის ციება");
უძილობა, ნერვიულობა, შფოთვა, აღგზნებადობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
გუგის გაფართოება, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომის გაუარესება.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდება, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს:
მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს შეშუპებას თვალების, ტუჩებისა და ყელის არეში, სუნთქვის გაძნელებას ან ხიხინს, მძიმე მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ჰერპესი კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე;
გულის შეკუმშვათა სიხშირის აჩქარება, არტერიული წნევის მატება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი;
შარდის გამოყოფის პრობლემები და შარდის შეკავება;
სიყვითლე - კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინების გზით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
ჭარბი დოზა
პარაცეტამოლი
სიმპტომები
მინიმალური ტოქსიკური დოზა ერთჯერადი მიღებისას ბავშვებში, რომელიც დაკავშირებულია მძიმე ჰეპატოტოქსიკურობის რისკთან არის 150 მგ/კგ; 1-6 წლის ჯანმრთელ ბავშვებში 200 მგ/კგ, ხოლო მოზრდილებში 7.5-10 გ.
პარაცეტამოლის ტოქსიკურმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის ციტოლიზი, რომელიც ხშირად განაპირობებს სრულ და შეუქცევად ნეკროზს, რაც იწვევს ჰეპატოცელულარულ უკმარისობას, მეტაბოლურ აციდოზს და ენცეფალოპათიას, შედეგად კი კომას და სიკვდილს.
აღინიშნება ღვიძლის ტრანსამინაზების, ლაქტატ დეჰიდროგენაზების და ბილირუბინის დონეების ზრდა პროთრომბინის დროის შემცირებასთან ერთად. ეს ცვლილებები ხდება შედარებით გვიან (12-დან 48 საათამდე) მიღების შემდეგ.
პარაცეტამოლის ჭარბ დოზირებასთან დაკავშირებული ღვიძლის დაზიანების რისკი უფრო მაღალია ჰეპატოტოქსიკური პრეპარატების, ღვიძლის ფერმენტების ინდუქტორების ხანგრძლივად მიღებისას, ისეთი დაავადებების ან მდგომარეობების დროს (მაგ.: კვების დარღვევები, დიეტა, შიმშილი, კაჰექსია, კისტოზური ფიბროზი, აივ ინფექცია), რომლებიც იწვევენ გლუტათიონის დეპოს ამოწურვას.
პირველი 24 საათის განმავლობაში ჩვეულებრივ პარაცეტამოლის ჭარბი დოზირების კლინიკური ნიშნებია გულისრევა, ღებინება, ანორექსია, სიფერმკრთალე, მუცლის ტკივილი, ოფლიანობა და ძილიანობა, ტაქიკარდია, არტერიული წნევის მომატება.
თირკმლის მძიმე უკმარისობა მწვავე მილაკოვანი ნეკროზით შეიძლება განვითარდეს ღვიძლის სერიოზული დაზიანების არარსებობის შემთხვევაშიც კი.
აღინიშნა გულის არითმიები და პანკრეატიტი.
პარაცეტამოლით ინტოქსიკაციის შემთხვევები აღინიშნა მოზრდილებში და უფრო ხშირად ბავშვებში (თერაპიული ან შემთხვევითი დოზის გადაჭარბება), რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება ფატალური იყოს.
მკურნალობა
პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბება საჭიროებს სასწრაფო მკურნალობას. ადრეული სიმპტომების არარსებობის მიუხედავად, უნდა მოხდეს პაციენტების ჰოსპიტალიზაცია და უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. გააქტიურებული ნახშირით მკურნალობა მიზანშეწონილია მიღებიდან პირველი საათის განმავლობაში.
პარაცეტამოლის პლაზმური კონცენტრაცია უნდა გაკონტროლდეს მიღებიდან 4 საათის შემდეგ ან მოგვიანებით. N-აცეტილცისტეინით მკურნალობა, რომლის მიღება ასევე შესაძლებელია პარენტერალურად, მიზანშეწონილია პარაცეტამოლის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში, თუმცა მაქსიმალური დამცავი ეფექტი შეინიშნება მიღებიდან 8 საათში. ამ პერიოდის შემდეგ მიღებული N-აცეტილცისტეინის ეფექტურობა მცირდება.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი
სიმპტომები
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის ჭარბი დოზირება იწვევს ეფექტებს, რომლებიც მსგავსია ფენილეფრინთან დაკავშირებული ცნობილი გვერდითი რეაქციებისა. ასევე შესაძლოა აღინიშნოს გაღიზიანება, შფოთვა, ჰიპერტენზია და პოტენციური რეფლექსური ბრადიკარდია. განსაკუთრებით მწვავე შემთხვევებში შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე დაბნეულობას, ჰალუცინაციებს, კრუნჩხვებს, არითმიას.
მკურნალობა
მკურნალობა სიმპტომურია. მწვავე ჰიპერტენზია ზოგჯერ მოითხოვს ალფა-ბლოკერების გამოყენებას, როგორიც არის ფენტოლამინი.
გვაიფენეზინი
სიმპტომები
ძალიან მაღალი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს გულისრევა და ღებინება.
მკურნალობა
ღებინების დროს ზოგჯერ შესაძლოა საჭირო გახდეს წყლისა და ელექტროლიტების შემცვლელი რეჰიდრატაცია.
შემადგენლობა
10 მლ სიროფში აქტიური ნივთიერებებია: პარაცეტამოლი 250 მგ, გვაიფენეზინი 100 მგ და ფენილეფრინი 5 მგ.
სხვა ინგრედიენტებია: სორბიტოლი, გლიცერინი, პროპილენ გლიკოლი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ციკლამატი, საქარინის ნატრიუმი, ნატრიუმის ბენზოატი, ჟოლოს არომატიზატორი, ბუნებრივი (ბუნებრივი არომატიზატორებისა და გლუკოზის ნარევი) პოვიდონი K-30, გასუფთავებული წყალი.
როგორია ვიზუალურად დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი და რა შედის შეფუთვაში
დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი არის გამჭვირვალე, უფერო, ბლანტი ხსნარი ჟოლოს არომატით.
დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი ხელმისაწვდომია მუქი შუშის ბოთლებში (ტიპი III), რომელიც შეიცავს 150 მლ სიროფს.
შეფუთვაში მოთავსებულია ერთი ბოთლი, საზომი კოვზით.
შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 3 თვე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე
შეინახეთ თავისივე შეფუთვაში.
პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (Exp.) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გადაყაროთ ის პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ტკივილგამაყუჩებელი-სიცხის დამწევი საშუალებები, ანილიდები, პარაცეტამოლის კომბინაციები, ათქ კოდი - N02 BE 51
მოქმედების მექანიზმი
პარაცეტამოლის სიცხის დამწევი მოქმედება გამოწვეულია ჰიპოთალამუსის თერმო-რეგულაციურ ცენტრზე მისი მოქმედებით. მიჩნეულია, რომ ცოგ-ფერმენტები, რომლებიც გავლენას ახდენენ ტკივილსა და ტემპერატურაზე ცენტრალურ ნერვულ სისტემაში, უფრო ძლიერად ინჰიბირდებიან, ვიდრე პერიფერიულ ნერვულ სისტემაში, რაც ხსნის პარაცეტამოლის უფრო სუსტ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას. იგი სავარაუდოდ მოიცავს პროსტაგლანდინების სინთეზის დათრგუნვას და ბრადიკინინ მგრძნობიარე რეცეპტორების ბლოკირებას. პარაცეტამოლი ავლენს სიცხის დამწევ ეფექტს თერმორეგულაციურ ცენტრზე ზემოქმედების შედეგად, რომ მოხდეს პერიფერიული სისხლძარღვების გაფართოვება, რაც იწვევს კანში სისხლის ნაკადის ზრდას და მასთან დაკავშირებულ ოფლის გამოყოფას და სითბოს დაკარგვას.
გვაიფენეზინი ზრდის ბრონქული სეკრეტის მოცულობას, ამცირებს მის სიბლანტეს და ზრდის მუკოცილიარულ კლირენსს.
სიმპათომიმეტური ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არის α1-სელექტიური აგონისტი, რომელიც მაღალი კონცენტრაციების შემთხვევაში ააქტიურებს ასევე β-ადრენერგულ რეცეპტორებს.
ფარმაკოლოგიური ეფექტი
პარაცეტამოლს აქვს ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება, ხოლო უფრო მაღალი დოზების შემთხვევაში ასევე აქვს გარკვეული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. მას გააჩნია როგორც ცენტრალური, ისე პერიფერიული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ამასთანავე ზრდის ტკივილის ზღვარს.
გვაიფენეზინი აადვილებს ამოხველებას.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი იწვევს არტერიულ ვაზოკონსტრიქციას, შესაბამისად იგი გამოიყენება სამედიცინო პრაქტიკაში ძირითადად ცხვირის გაჭედვის შესამცირებლად, რომელიც გამოწვეულია ცხვირის ლორწოვანი გარსის სისხლით გაზრდილი მომარაგების შედეგად გაციების ან გრიპის დროს. მისი გავლენა სასუნთქი სისტემის ალფა-ადრენერგულ რეცეპტორებზე იწვევს ვაზოკონსტრიქციას, რაც დროებით ამცირებს ცხვირის ლორწოვანი გარსის და სინუსების ანთებასთან დაკავშირებულ შეშუპებას.
იგივე მექანიზმით ამცირებს ლორწოს გამომუშავებას, რითაც ხელს უშლის ცხვირის ღრუში სეკრეტის დაგროვებას და ამცირებს სეკრეტის შეკავებასთან დაკავშირებულ წნევას და ტკივილს.
- 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები
პარაცეტამოლი
პარაცეტამოლი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა მიღებიდან 30 და 60 წუთში. 500 მგ პარაცეტამოლის პერორალურად მიღების შემდეგ მისი სისტემური ბიოშეღწევადობა შეადგენს 70%-ს. პლაზმური ნახევარ-გამოყოფის საშუალო პერიოდი ბავშვებში და მოზრდილებში შეადგენს 2 საათს.
იგი ნაწილდება სხეულის სითხეებსა და ქსოვილებში და უკავშირდება პლაზმის ცილებს დაახლოებით 25%-ით.
კონიუგაცია ხდება ღვიძლში და დაახლოებით 3% გამოიყოფა უცვლელი სახით 24 საათის განმავლობაში. იგი კონიუგირდება სულფატის და გლუკურონიდურ მეტაბოლიტებად. მცირე ჟანგვითი გზა ციტოქრომა P-450-ის შერეული ფუნქციის ოქსიდაზას ფერმენტული სისტემის მეშვეობით წარმოქმნის რეაქტიულ, პოტენციურად ტოქსიურ შუალედურ მეტაბოლიტს N-აცეტილ-ბენზოქინონიმინს.
თირკმლისმიერი ექსკრეცია ხდება ძირითადად გორგლოვანი ფილტრაციით მნიშვნელოვანი მილაკოვანი რეაბსორბციით. პრეპარატი კვეთს პლაცენტას და გამოიყოფა დედის რძეში.
გვაიფენეზინი
გვაიფენეზინი სწრაფად შეიწოვება პერორალურად მიღების შემდეგ და მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა დაახლოებით 15 წუთში. იგი სწრაფად მეტაბოლიზდება დაჟანგვის გზით β-(2 მეთოქსი-ფენოქსი) რძემჟავად, რომელიც გამოიყოფა შარდში. ნახევარ-გამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს.
ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი
პერორალურად მიღების შემდეგ ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი სწრაფად და მთლიანად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. პერორალურად მიღების შემდეგ მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაციები მიიღწევა მიღებიდან 1-2 საათში.
ცერებროსპინალურ სითხეში, ტვინში და დედის რძეში შეღწევა მინიმალურია. ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი არ კვეთს პლაცენტას.
იგი განიცდის ექსტენსიურ პრესისტემურ მეტაბოლიზმს ნაწლავის კედელში. იგი განიცდის ექსტენსიურ ბიოტრანსფორმაციას ღვიძლში ძირითადად სულფატირების და გლუკურონიდაციის გზით.
იგი გამოიყოფა შარდში, ძირითადად მეტაბოლიტების სახით და მცირე რაოდენობით უცვლელი პრეპარატის სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
გამოყენების ინსტრუქცია
ფურცელი-ჩანართი: ინფორმაცია პაციენტისთვის
დოსოფლუ ჯუნიორი
250 მგ/100 მგ/5 მგ/10 მლ სიროფი
პარაცეტამოლი/გვაიფენეზინი/ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი
პრეპარატის მიღებამდე ყურადღებით გაეცანით ფურცელ-ჩანართს, რადგან მასში მოცემულია თქვენთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია.
პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც აღწერილია აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად.
შეინახეთ ფურცელი-ჩანართი, შესაძლოა კვლავ დაგჭირდეთ.
დამატებითი ინფორმაციისათვის ან რჩევისთვის მიმართეთ ფარმაცევტს.
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული ფურცელ-ჩანართში. იხ. ნაწილი 4.
მიმართეთ ექიმს თუ 3 დღის შემდეგ უკეთესად არ გრძნობთ თავს ან აღინიშნება გაუარესება.
ფურცელ-ჩანართში შედის:
- რა არის დოსოფლუ ჯუნიორი და რისთვის გამოიყენება
- რა უნდა იცოდეთ დოსოფლუ ჯუნიორის მიღებამდე
- დოსოფლუ ჯუნიორის მიღების წესი
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
- დოსოფლუ ჯუნიორის შენახვის პირობები
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
- რა არის დოსოფლუ ჯუნიორი და რისთვის გამოიყენება
დოსოფლუ ჯუნიორი არის პარაცეტამოლის, გვაიფენეზინის და ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის შემცველი პრეპარატი, ჟოლოს არომატით.
პარაცეტამოლი მართავს ტკივილს და ამცირებს ცხელებას. გვაიფენეზინი აადვილებს ამოხველებას, ხოლო ფენილეფრინის ჰიდროქლორიდი ხელს უწყობს ცხვირიდან სეკრეციის შემცირებას, ცხვირის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას და აადვილებს სუნთქვას.
დოსოფლუ ჯუნიორი გამოიყენება თავის ტკივილის, ყელის ტკივილის, ცხელების, „გაჭედილი“ ცხვირის, ცემინების, კუნთების ტკივილის და გაციებასთან და გრიპთან დაკავშირებული პროდუქტიული ხველის ხანმოკლე მკურნალობისთვის. აღნიშნული პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში.
მიმართეთ ექიმს თუ 3 დღის შემდეგ ბავშვი უკეთესად არ გრძნობს თავს ან აღენიშნება გაუარესება.
- რა უნდა იცოდეთ დოსოფლუ ჯუნიორის მიღებამდე
არ მისცეთ დოსოფლუ ჯუნიორი ბავშვს, თუ აღინიშნება:
ალერგია პარაცეტამოლის, გვაიფენეზინის, ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის ან აღნიშნული პრეპარატის რომელიმე სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი მე-6 ნაწილში);
ღვიძლის, თირკმელების ან გულის დაავადებები ან მაღალი არტერიული წნევა;
ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერაქტივობა ან შაქრიანი დიაბეტი;
სიმსივნე, რომელიც ცნობილია როგორც ფეოქრომოციტომა;
გლაუკომა (თვალშიდა წნევის მომატება);
შარდის გამოყოფის პრობლემა;
ამჟამად ღებულობს ან ბოლო პერიოდში ღებულობდა ისეთ პრეპარატებს, როგორიც არის მაო ინჰიბიტორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბეტა-ბლოკატორები, სიმპათომიმეტიკები, მათ შორის, რომლებიც გამოიყენება როგორც თვალის ან ცხვირის წვეთები, ინჰალატორები და ა.შ.
ამჟამად ღებულობს პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებს.
გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები
დოსოფლუ ჯუნიორის სიროფის გამოყენებამდე გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე მაღალი დოზა. შესაძლებელია დოზის გადაჭარბება. გამოიყენეთ რაც შეიძლება დაბალი ეფექტური დოზა.
თუ იყენებთ სხვა პრეპარატებს ტკივილისა და ტემპერატურის სამკურნალოდ, შეამოწმეთ ხომ არ შეიცავენ პარაცეტამოლს, რადგან შესაძლოა აღინიშნოს დოზის გადაჭარბება.
თუ მიიღება მაღალი დოზები ხანგრძლივად ან თუ ამავდროულად ან რეგულარულად მიიღება ისეთი პრეპარატები, რომლებიც აზიანებენ ღვიძლს, იზრდება ღვიძლის ფუნქციის დარღვევის რისკი;
თუ ბავშვს აქვს გულის დაავადება, მაღალი არტერიული წნევა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე დაავადება, ფილტვების გარკვეული დაავადებები, განსაკუთრებით ასთმა, პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის კონსულტაციით;
პარაცეტამოლმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული ტესტის შედეგებზე. აცნობეთ ექიმს, თუ ბავშვს უნდა ჩაუტარდეს ლაბორატორიული ტესტები.
არ მისცეთ აღნიშნული პრეპარატი 6 წლამდე ასაკის ან 20 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებს, თუ ექიმი არ დანიშნავს.
მიმართეთ ექიმს, თუ:
დაავადების სიმპტომები გრძელდება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. იგი შეაფასებს დოზის კორექციის ან სხვა მკურნალობას დანიშვნის საჭიროებას.
თუ ბავშვი ღებულობს რომელიმე შემდეგ პრეპარატს ან სხვა პრეპარატს, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ნაწილში:
პარაცეტამოლის შემცველი პრეპარატები
გაციების და გრიპის სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც შეიცავენ დეკონგესტანტს;
სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მაგ.: ვარფარინი;
მაღალი არტერიული წნევის ან გულის დაავადებების სამკურნალო საშუალებები, როგორიც არის ბეტა-ბლოკატორები ან დიგოქსინი;
მადის სტიმულატორები ან დამთრგუნველი საშუალებები;
დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები;
ბავშვს აქვს მაღალი არტერიული წნევა, გულის ან ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, მომატებული თვალშიდა წნევა, რეინოს ფენომენი;
ბავშვი არასრულფასოვნად იკვებება ან მცირე წონის არის, რადგან შესაძლოა საჭირო გახდეს დოზის კორექცია;
ინფექცია ხანგრძლივდება. ამ შემთხვევებში არსებობს მეტაბოლური აციდოზის რისკი, რომლის სიმპტომებია ღრმა, აჩქარებული, გაძნელებული სუნთქვა, ღებინების სურვილი, ღებინება, მადის დაკარგვა.
სხვა პრეპარატები და დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი
აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს თუ ბავშვი ღებულობს, ბოლო პერიოდში ღებულობდა ან მიიღებს ნებისმიერ სხვა პრეპარატს.
აღნიშნული პრეპარატი არ უნდა გამოიყენოთ შემდეგ საშუალებებთან ერთად:
პარაცეტამოლის და/ან ფენილეფრინის ჰიდროქლორიდის შემცველი სხვა პრეპარატები;
სხვა დეკონგესტანტის შემცველი პრეპარატები;
დეპრესიის სამკურნალო პრეპარატები (ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, მაგ.: ამიტრიპტილინი) ან მონოამინო ოქსიდაზას ინჰიბიტორები. შესაძლოა აღინიშნოს არტერიული წნევის მკვეთრი მატება.
უნდა იცოდეთ, რომ თუ იყენებთ დოსოფლუ ჯუნიორის სიროფს შემდეგ საშუალებებთან:
სისხლის გამათხელებელი პრეპარატები, მათ შორის ვარფარინი, შესაძლოა აღინიშნოს სისხლდენა, რადგან პარაცეტამოლი აძლიერებს მათ ეფექტს;
ჩასახვის საწინააღმდეგო ტაბლეტები, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ პარაცეტამოლის ეფექტი;
მეტოკლოპრამიდის, დომპერიდონის ან ქოლესტირამინის შემცველი პრეპარატები, დოზებს შორის დროის ინტერვალი უნდა იყოს მინიმუმ 1 საათი;
ბეტა-ბლოკატორები, დიგოქსინი და გულის დაავადებების სამკურნალო სხვა პრეპარატები, იზრდება გულის მხრივ გვერდითი რეაქციების რისკი;
ტკივილგამაყუჩებლები და ტემპერატურის დამწევი პრეპარატები, მათ შორის ასპირინი, იზრდება თირკმლის ფუნქციის დარღვევის რისკი;
სიმპათომიმეტიკები (ხშირად გვხვდება თვალის ან ყურის წვეთებში), იზრდება გულის მხრივ გვერდითი რეაქციების რისკი.
დოსოფლუ ჯუნიორის სიროფის მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად
შეზღუდვები არ არსებობს.
ალკოჰოლთან ერთად მიღება ზრდის ღვიძლის დაზიანების რისკს, ამიტომ აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს თავიდან უნდა აირიდოთ ალკოჰოლის მოხმარება.
ორსულობა, ძუძუთი კვება და ნაყოფიერება
პრეპარატი განკუთვნილია ბავშვებში გამოსაყენებლად. არ გამოიყენება ორსულ და მეძუძურ ქალებში უსაფრთხოების მონაცემების ნაკლებობის გამო.
ტრანსპორტის მართვა და მექანიზმების გამოყენება
არ არის გათვალისწინებული. აღნიშნული პრეპარატი განკუთვნილია ბავშვებში გამოსაყენებლად.
დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი შეიცავს საქაროზას
დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი შეიცავს სორბიტოლს და პროპილენ გლიკოლს. თუ ექიმისგან ინფორმირებული ხართ, რომ გაქვთ აუტანლობა ზოგიერთი შაქრის მიმართ, აღნიშნული პრეპარატის მიღებამდე გაიარეთ კონსულტაცია მასთან.
დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი შეიცავს პროპილენ გლიკოლს, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალკოჰოლური ინტოქსიკაციის სიმპტომები.
- დოსოფლუ ჯუნიორის მიღების წესი
ყოველთვის მიიღეთ დოსოფლუ ჯუნიორი ზუსტად ისე, როგორც აღწერილია ფურცელ-ჩანართში ან ექიმის ან ფარმაცევტის მითითებების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
დოზირება:
6-12 წლის ბავშვები:
რეკომენდებული დოზა არის 10 მლ (ორი 5 მლ საზომი კოვზი), 6-8 საათიანი ინტერვალით.
პრეპარატი არ გამოიყენება 6 საათზე ნაკლები ინტერვალით, ხოლო დღიური დოზა არ უნდა
აღემატებოდეს 4 დოზას (40 მლ).
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები:
2 დოზა სიროფი (20 მლ) 3-4 ჯერ დღეში ყოველ 6-8 საათში.
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 80 მლ (8 დოზა) სიროფს, ხოლო დოზებს შორის ინტერვალი არ უნდა იყოს 6 საათზე ნაკლები.
6 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვები
აღნიშნული პრეპარატი არ არის მისაღები 6 წლამდე ასაკის ან 20 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებისთვის, თუ ექიმი არ დანიშნავს.
მიღების მეთოდი
მიიღება პერორალურად.
საზომი კოვზი უნდა შეივსოს სიროფით. ყოველი გამოყენების შემდეგ კოვზი უნდა გაირეცხოს და გაშრეს.
ყურადღება მიაქციეთ შემდეგს:
პრეპარატი არ მიიღება 6 საათზე ნაკლები ინტერვალით;
დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს ზემოთ მითითებულ დოზას;
ყოველთვის გამოიყენეთ ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა;
პრეპარატი არ მიიღება 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში, ექიმის დანიშნულების გარდა;
უნდა მიმართოთ ექიმს, თუ 3-დღიანი მკურნალობის შემდეგ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდება ან სიმპტომები განმეორდება.
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი
პარაცეტამოლით მოწამვლა აღინიშნა მოზრდილებში და განსაკუთრებით ბავშვებში და ზოგჯერ შეიძლება ძალიან სერიოზული აღმოჩნდეს. ეს შესაძლოა გამოწვეული იყოს ჭარბი დოზირებით მითითებულზე მეტი დოზის მიღების ან შემთხვევითი დოზის გადაჭარბების გამო.
დოზის გადაჭარბების სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, სიფერმკრთალე, მუცლის ტკივილი, ოფლიანობა და ძილიანობა, რომლებიც ყველაზე ხშირად ვლინდება პირველი 24 საათის განმავლობაში. პარაცეტამოლის დოზის გადაჭარბებამ შესაძლოა გამოიწვიოს ღვიძლის სერიოზული დაზიანება და გონების დაკარგვა. ფენილეფრინის მაღალმა დოზებმა შესაძლოა გამოიწვიოს გულის შეკუმშვათა სიხშირის მნიშვნელოვანი აჩქარება და არტერიული წნევის მომატება.
თუ მიიღეთ რეკომენდებულზე მეტი დოზა ან გამოვლინდა დოზის გადაჭარბების სიმპტომები, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს. არ დაგავიწყდეთ თან იქონიოთ პრეპარატის შეფუთვა
თუ დაგავიწყდათ დოსოფლუ ჯუნიორის სიროფის მიღება
თუ გამოგრჩათ დოზა, მიიღეთ იგი გახსენებისთანავე.
არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ანაზღაურების მიზნით.
პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
- შესაძლო გვერდითი ეფექტები
სხვა პრეპარატების მსგავსად აღნიშნულმა პრეპარატმაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, მაგრამ არა ყველა პაციენტში.
აცნობეთ ექიმს თუ გამოვლინდა გვერდითი ეფექტები. აღნიშნული პრეპარატით მკურნალობის დროს შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
თრომბოციტების რაოდენობის შემცირება, რაც ზრდის სისხლდენის და სისხლჩაქცევების რისკს და სისხლის თეთრი უჯრედების (ლეიკოციტები) რაოდენობის შემცირება, რამაც შესაძლოა გაზარდოს ინფექციების რისკი;
ღვიძლის ფუნქციის დარღვევები;
გულისრევა, ღებინება, დიარეა, კუჭ-ნაწლავური დისკომფორტი;
გამონაყარი კანზე, ურტიკარია (ე.წ. "ჭინჭრის ციება");
უძილობა, ნერვიულობა, შფოთვა, აღგზნებადობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი;
გუგის გაფართოება, თვალშიდა წნევის მომატება, გლაუკომის გაუარესება.
თუ რომელიმე ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გამოვლინდება, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს:
მძიმე ალერგიული რეაქცია, რომელიც იწვევს შეშუპებას თვალების, ტუჩებისა და ყელის არეში, სუნთქვის გაძნელებას ან ხიხინს, მძიმე მდგომარეობა, რომელსაც თან ახლავს ჰერპესი კანზე, პირის ღრუში, თვალებსა და სასქესო ორგანოებზე;
გულის შეკუმშვათა სიხშირის აჩქარება, არტერიული წნევის მატება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი;
შარდის გამოყოფის პრობლემები და შარდის შეკავება;
სიყვითლე - კანისა და თვალების სკლერების გაყვითლება.
გვერდითი ეფექტების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება
ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით ეფექტსაც, რომელიც არ არის მოცემული აღნიშნულ ფურცელ-ჩანართში.
გვერდითი ეფექტების შეტყობინების გზით შეგიძლიათ ხელი შეუწყოთ აღნიშნული პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მოწოდებას.
- დოსოფლუ ჯუნიორის შენახვის პირობები
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შენახვის ვადა პირველი გახსნის შემდეგ: 3 თვე არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე
შეინახეთ თავისივე შეფუთვაში.
პრეპარატი არ გამოიყენება კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის (Exp.) გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადაში იგულისხმება მოცემული თვის ბოლო დღე.
არ გადაყაროთ პრეპარატები ჩამდინარე წყალში ან საყოფაცხოვრებო ნაგავში. ჰკითხეთ ფარმაცევტს თუ როგორ გადაყაროთ ის პრეპარატები, რომლებსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.
- რა შედის შეფუთვაში და სხვა ინფორმაცია
რას შეიცავს დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი
10 მლ სიროფში აქტიური ნივთიერებებია: პარაცეტამოლი 250 მგ, გვაიფენეზინი 100 მგ და ფენილეფრინი 5 მგ.
სხვა ინგრედიენტებია: სორბიტოლი, გლიცერინი, პროპილენ გლიკოლი, ლიმონმჟავა, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ციკლამატი, საქარინის ნატრიუმი, ნატრიუმის ბენზოატი, ჟოლოს არომატიზატორი, ბუნებრივი (ბუნებრივი არომატიზატორებისა და გლუკოზის ნარევი) პოვიდონი K-30, გასუფთავებული წყალი.
როგორია ვიზუალურად დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი და რა შედის შეფუთვაში
დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი არის გამჭვირვალე, უფერო, ბლანტი ხსნარი ჟოლოს არომატით.
დოსოფლუ ჯუნიორის სიროფი ხელმისაწვდომია მუქი შუშის ბოთლებში (ტიპი III), რომელიც შეიცავს 150 მლ სიროფს.
შეფუთვაში მოთავსებულია ერთი ბოთლი, საზომი კოვზით.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
ადიფარმი იეიდი (Adipharm EAD)
სიმეონოვსკოს შოსეს ბულ. 130, 1700 სოფია, ბულგარეთი
ფურცელი-ჩანართის ბოლო გადახედვის თარიღი:
04/2022
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


