დოპროკინ-S
Doprokin-S
დოპროკინ-S გამოიყენება ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა გულისრევა და ღებინება.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დომპერიდონი (domperidone) + სიმეტიკონი (simeticone)
- ფორმა და შეფუთვა
- (1მგ + 4მგ)/მლ 60მლ შიგნით მისაღები სუსპენზია ყვითელი მინის ფლაკონი №1 საზომი ჭიქით
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი; World Medicine Ilac San. ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- გასტროინტესტინური ტრაქტის ფუნქციური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები
- ATC კოდი
- A03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-039333
- რეგისტრირებულია
- 13 ოქტომბერი 2023, მოქმედებს 13 ოქტომბერი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დოპროკინ-S — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
დოპროკინ-S გამოიყენება ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა გულისრევა და ღებინება.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი უნდა იქნას მიღებული მინიმალური ეფექტური დოზით მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა გულისრევასა და ღებინებაზე კონტროლის მისაღწევად.
რეკომენდებულია დოპროკინ-S-ის შიგნით მიღება ჭამის წინ; ჭამის შემდეგ მიღებისას მცირდება პრეპარატის შეწოვის სიჩქარე.
პრეპარატის მიღებამდე ფლაკონი სუსპენზიით უნდა შეანჯღრიოთ. სუსპენზიის დოზირების მიზნით გამოიყენება საზომი ჭიქა, რომელიც გრადუირებულია ცალ მხარეს ნიშნულებზე 2,5 მლ, 5 მლ, 7,5 მლ, 10 მლ, 15 მლ და 20 მლ, ხოლო მეორე მხარეს - 1,25 მლ, 6,25 მლ, 8,75 მლ, 11,25 მლ, 13,75 მლ და 16,25 მლ.
დოპროკინ-S უნდა მიიღოთ დადგენილ დროს; მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისი მიღება არ შეიძლება, უნდა დაელოდოთ შემდეგ დოზას და მიიღოთ იგი განრიგის შესაბამისად. არ შეიძლება გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით ორმაგი დოზის მიღება.
როგორც წესი, პრეპარატით მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას.
ზრდასრულები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან 35 კგ და მეტი სხეულის მასით
10 მლ სუსპენზია (10 მგ დომპერიდონი) 1-3-ჯერ დღე-ღამეში, სამკურნალო საშუალების მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 30 მლ (30 მგ დომპერიდონი).
12 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან 35 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით
დომპერიდონის გამოყენების ეფექტურობა მოცემული კატეგორიის პაციენტებში დადგენილი არ არის.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის საშუალო ხარისხის უკმარისობა; ღვიძლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში იზრდება, ამიტომ, სამკურნალო საშუალების მრავალჯერადი გამოყენებისას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მიღების სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 1-2-ჯერად მიღებას დღე-ღამეში (სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე), ასევე შეიძლება გაჩნდეს დოზის შემცირების საჭიროება.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ჰიპოფიზის პროლაქტინ-მაპროდუცირებელი სიმსივნე (პროლაქტინომა);
- მდგომარეობები, რა დროსაც კუჭის მოტორიკის გაძლიერებას შეიძლება არასასურველი შედეგები ჰქონდეს, მაგალითად, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მექანიკური ობსტრუქცია ან პერფორაცია;
- ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობა;
- გულის გამტარობის დარღვევა, QTc ინტერვალის გახანგრძლივების ჩათვლით, ელექტროლიტური ბალანსის მნიშვნელოვანი დარღვევები ან გულის თანმხლები დაავადებები, ისეთები, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა; - ერთდროული გამოყენება პრეპარატებისა, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, აპომორფინის გარდა;
- CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება (მიუხედავად მათი გავლენისა QT ინტერვალის ხანგრძლივობაზე).
სიფრთხილის ზომები
თირკმლის უკმარისობა

გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე
დომპერიდონის გამოყენებისას ხანგრძლივდება QT ინტერვალი ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ). პოსტმარკეტინგულ პერიოდში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დომპერიდონს, ძალზე იშვიათად აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის განვითარების შემთხვევები; ამასთანავე ასეთ პაციენტებს ჰქონდათ თანმხლები რისკ-ფაქტორები, ელექტროლიტური დარღვევები ან ისინი იღებდნენ მკურნალობას, რომელსაც შეიძლება ხელი შეეწყო ზემოაღნიშნული ცვლილებების განვითარებისათვის.
ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით, დომპერიდონით თერაპიის დროს იზრდებოდა მძიმე პარკუჭოვანი არითმიებისა ან უეცარი გულისმიერი სიკვდილის რისკი. უფრო მაღალი რისკი აღენიშნებოდათ 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს, პაციენტებს, რომლებიც იყენებდნენ დომპერიდონს სადღეღამისო დოზით 30 მგ-ზე მეტი და პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს, ან CYP3A4-ის ინჰიბიტორებს.
დოპროკინ-S უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზით.
პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკიდან გამომდინარე, პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში გულის გამტარობის დარღვევებით, QTc ინტერვალის გახანგრძლივების ჩათვლით, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებით (ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია), ბრადიკარდიით ან გულის ისეთი დაავადებებით, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა. ცნობილია, რომ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის (ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია) ან ბრადიკარდიის დროს, არითმიების განვითარების რისკი იზრდება.
იმ ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება იყოს დაკავშირებული გულის რითმის დარღვევებთან, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
დომპერიდონით თერაპიის დროს აუცილებელია პაციენტებმა დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს გულის მხრივ ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შესახებ.
აპომორფინთან ერთდროული გამოყენება
უკუნაჩვენებია ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, აპომორფინის ჩათვლით. დოპროკინ-S შეიძლება გამოყენებულ იქნას აპომორფინთან ერთად მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მათი კომბინირებული გამოყენების სარგებელი აღემატება შესაძლო რისკებს და მხოლოდ აპომორფინის კომბინირებული გამოყენებისთვის რეკომენდებული სიფრთხილის ზომების მკაცრად დაცვისას, რომლებიც აღნიშნულია სამედიცინო გამოყენების შესაბამის ინსტრუქციაში (იხ. აპომორფინის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია).
დამხმარე ნივთიერებები
დოპროკინ-S შეიცავს სორბიტოლს (200 მგ-ს სუსპენზიის 1 მლ-ში), რომელიც წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს; ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ან ისეთი პროდუქტების საკვებად მიღებისას, რომლებიც შეიცავენ სორბიტოლს (ან ფრუქტოზას), მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადიტიური ეფექტი. სორბიტოლის შემცველმა პერორალურმა პრეპარატებმა ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მოახდინონ ზეგავლენა სხვა პერორალურად მისაღები სამკურნალო საშუალებების ბიოშეღწევადობაზე.
სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი და მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.
დოპროკინ-S შეიცავს ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, თითოეულმა მათგანმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის დაყოვნებული.
დოპროკინ-S შეიცავს საქაროზას, ამიტომ პაციენტებისათვის იშვიათი მემკვიდრული დარღვევებით, რომლებსაც ახასიათებთ გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობა, მოცემული პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.
დოპროკინ-S შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) სუსპენზიის 1 მლ-ში, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის რეკომენდებული დომპერიდონთან ერთდროულად ანტაციდების ან ანტისეკრეტორული პრეპარატების მიღება; კომბინირებული თერაპიის დროს ისინი უნდა იქნას მიღებული არა ჭამის წინ, არამედ ჭამის შემდეგ.
დომპერიდონისა და ლევოდოპას ერთდროულად გამოყენებისას, ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება (მაქსიმუმ 30-40%-ით), მაგრამ ითვლება, რომ ლევოდოპას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
დომპერიდონის მეტაბოლიზმში უპირატესად მონაწილეობს CYP3A4. In vitro კვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც მნიშვნელოვნად აინჰიბირებენ ამ იზოფერმენტს, დომპერიდონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს. დომპერიდონის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების დროს ფარმაკოდინამიკური და/ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების გამო იზრდება QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი.
პრეპარატები, რომლებთანაც დომპერიდონის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია
პრეპარატები, რომლებიც ახანგრძლივებს QTc ინტერვალს („პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის განვითარების რისკი):
- IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, დიზოპირამიდი, ჰიდროქინიდინი, ქინიდინი);
- III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგ., ამიოდარონი, დოფეტილიდი, დრონედარონი, იბუტილიდი, სოტალოლი);
- ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ., ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი);
- ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (მაგალითად, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი);
- ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგალითად, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი);
- ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ., პენტამიდინი, ფლუკონაზოლი);
- მალარიის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (კერძოდ, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი);
- ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციებზე (მაგალითად, ციზაპრიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი);
- ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი (მაგ., მეკვიტაზინი, მიზოლასტინი);
- ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი (მაგ., ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი);
- ზოგიერთი სხვა პრეპარატი (მაგალითად, ბეპრიდილი, დიფემანილი, მეტადონი);
- აპომორფინი (დომპერიდონის გამოყენება აპომორფინთან ერთად შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მათი კომბინირებული გამოყენების სარგებელი აღემატება შესაძლო რისკებს და მხოლოდ აპომორფინის კომბინირებული გამოყენებისთვის რეკომენდებული სიფრთხილის ზომების მკაცრად დაცვისას, რომლებიც აღნიშნულია სამედიცინო გამოყენების შესაბამის ინსტრუქციაში (იხ. აპომორფინის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია)).
CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები (მიუხედავად მათი QT ინტერვალის ხანგრძლივობაზე მოქმედებისა):
- პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგალითად, რიტონავირი, საქვინავირი და ტელაპრევირი);
- სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისთვის აზოლის ჯგუფიდან (მაგალითად, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, პოზაკონაზოლი, ვორიკონაზოლი);
- ზოგიერთი ანტიბიოტიკი მაკროლიდების ჯგუფიდან (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი,
ტელითრომიცინი).
პრეპარატები, რომლებთან ერთადაც დომპერიდონის გამოყენება არ არის რეკომენდებული
CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები (მაგ., დილთიაზემი, ვერაპამილი, ზოგიერთი ანტიბიოტიკი მაკროლიდების ჯგუფიდან).
პრეპარატები, რომლებთანაც დომპერიდონი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ბრადიკარდიის და ჰიპოკალიემიის განვითარებას, ასევე მაკროლიდების ჯგუფის ზოგიერთი ანტიბიოტიკი, რომელიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, ისეთები, როგორიცაა აზითრომიცინი და როქსითრომიცინი (დომპერიდონის გამოყენება კლარითრომიცინთან ერთად უკუნაჩვენებია, რადგან ეს უკანასკნელი არის CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი).
პრეპარატების ზემოთ ჩამოთვლილი სია არის წარმომადგენლობითი, მაგრამ არა ამომწურავი.
ვინაიდან სიმეთიკონი არ შეიწოვება კნტ-ში, არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სიმეთიკონსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის.
ორსულობა და ძუძუთი კვება
პოსტმარკეტინგული მონაცემები ორსულ ქალებში დომპერიდონის გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ სამკურნალო საშუალებას გააჩნია რეპროდუქციული ტოქსიკურობა (დოზებში, რომლებსაც აქვთ ტოქსიკური მოქმედება დედის ორგანიზმზე); ადამიანებისთვის პოტენციური რისკი არ არის ცნობილი. ორსულობის დროს დოპროკინ-S უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მისი გამოყენება გამართლებულია მოსალოდნელი თერაპიული სარგებლის თვალსაზრისით.
ლაქტაცია
დომპერიდონი გამოიყოფა დედის რძეში; ბავშვები, რომლებიც ძუძუთი კვებაზე იმყოფებიან, იღებენ დედის მიერ მიღებული დოზის 0,1%-ზე ნაკლებს (სხეულის მასაზე გათვლით). არასასურველი რეაქციების, კერძოდ, გულის მხრივ, წარმოქმნის რისკი, არ უნდა გამოირიცხოს, როდესაც პრეპარატი ბავშვის ორგანიზმში დედის რძის მეშვეობით ხვდება. ძუძუთი კვების შეწყვეტისა ან დომპერიდონით მკურნალობის შეწყვეტის/შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს გასათვალისწინებელია ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და პრეპარატის გამოყენების სარგებელი დედისთვის. დოპროკინ-S სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში, როდესაც ბავშვებს აქვთ QTc ინტერვალის გაზრდის რისკ-ფაქტორი.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დომპერიდონის გამოყენების შემთხვევაში აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა. ამიტომ, დომპერიდონის გამოყენებისას პაციენტებმა არ უნდა მართონ სატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმები, აგრეთვე თავი აარიდონ ისეთი სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ყურადღებას და მოძრაობების კოორდინაციას, ვიდრე დადგინდება, როგორ ზემოქმედებას ახდენს მათზე სამკურნალო პრეპარატი.
გვერდითი მოვლენები
დომპერიდონის გამოყენების უსაფრთხოება შეფასებული იყო კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში. კლინიკურ კვლევებში (31 ორმაგი ბრმა პლაცებო კონტროლირებადი კვლევა) მონაწილეობდა 1275 პაციენტი 15 წლის ასაკიდან, რომლებსაც ჰქონდათ დისპეფსია, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, გულისრევა და ღებინება ან სხვა მსგავსი დარღვევები; დომპერიდონით თერაპიის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 28 დღეს (1-28 დღე), სამკურნალო საშუალების საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენდა 30 მგ (10-80 მგ). იმ კვლევათა მონაცემები, რომლებშიც დომპერიდონი გამოიყენებოდა დიაბეტური გასტროპარეზის მქონე ან ქიმიოთერაპიასთან ან პარკინსონიზმთან დაკავშირებული სიმპტომების მქონე პაციენტებთან, გამოირიცხა.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100 მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან გამომდინარე).
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.
ფსიქიკური დარღვევები: არახშირად - ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, აჟიტაცია, ნერვოზულობა.
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ექსტრაპირამიდული დარღვევები; სიხშირე უცნობია - კრუნჩხვები, მოუსვენარი ფეხების სინდრომი (მოუსვენარი ფეხების სინდრომის გამწვავება პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში).
მხედველობის ორგანოს მხრივ : სიხშირე უცნობია - ოკულოგირული კრიზი.
გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - პარკუჭოვანი არითმიები, QTc ინტერვალის გახანგრძლივება, „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდია, უეცარი გულისმიერი სიკვდილი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ხშირად - პირის სიმშრალე; არახშირად - დიარეა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება.
თირკმელების და საშარდე გზების მხრივ : სიხშირე უცნობია - შარდის შეკავება.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: არახშირად - გალაქტორეა, ტკივილი სარძევე ჯირკვლების არეში, სარძევე ჯირკვლების მომატებული მგრძნობელობა; სიხშირე უცნობია - გინეკომასტია, ამენორეა.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირად - ასთენია.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: სიხშირე უცნობია - დარღვევები ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მხრივ, პროლაქტინის მომატებული დონე სისხლში.
45 კლინიკურ კვლევაში, რომლებშიც დომპერიდონს იყენებდნენ უფრო მაღალი დოზებით უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და დამატებითი ჩვენებებისას, დიაბეტური გასტროპარეზის ჩათვლით, არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე (პირის სიმშრალის გამოკლებით) იყო მნიშვნელოვნად მაღალი, განსაკუთრებით სამკურნალო საშუალების ფარმაკოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე პროგნოზირებადი არასასურველი რეაქციებისა, რომლებიც იყო დაკავშირებული სისხლში პროლაქტინის დონის მატებასთან. გარდა ზემოთ ხსენებული არასასურველი რეაქციებისა აღინიშნებოდა აგრეთვე: აკატიზია, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, სარძევე ჯირკვლების ზომაში გადიდება, სარძევე ჯირკვლების შეშუპება, დეპრესია, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ლაქტაციის დარღვევა და მენსტრუაციის არარეგულარობა.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები
დომპერიდონის დოზის გადაჭარბების შემთხვევები ძირითადად აღინიშნებოდა ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს აჟიტაციას, ცნობიერების დარღვევას, კრუნჩხვებს, დეზორიენტაციას, ძილიანობას და ექსტრაპირამიდულ დარღვევებს.
მკურნალობა
დომპერიდონის სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს შესაბამისი სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. რეკომენდებულია ეკგ მონიტორინგის ჩატარება QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და პაციენტების გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა. ექსტრაპირამიდული დარღვევების სამკურნალოდ შეიძლება რეკომენდებული იყოს ანტიქოლინერგული და პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.
ექიმმა უნდა მიმართოს რეგიონულ ტოქსიკოლოგიურ ცენტრს დომპერიდონის დოზის გადაჭარბების თერაპიასთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციების მისაღებად.
სიმეთიკონის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. დოზის გადაჭარბების რისკი პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან სიმეთიკონი ქიმიურად ინერტულია და არ იწვევს რაიმე ფიზიოლოგიური ეფექტების განვითარებას.
შემადგენლობა
სუსპენზიის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: დომპერიდონი 1 მგ, სიმეთიკონი 4 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, სორბიტოლის ხსნარი არაკრისტალიზებადი, ნატრიუმის კარმელოზა, არომატიზატორი „ანანასი“, პოლისორბატი 80, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი A03
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი / ტექირდაგი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
საშუალებები, რომლებიც გავლენას ახდენენ საჭმლის მომნელებელ სისტემაზე და მეტაბოლიზმზე. პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება კუჭ-ნაწლავის ფუნქციური დარღვევების დროს.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დომპერიდონი არის დოფამინური რეცეპტორების ანტაგონისტი ღებინების საწინააღმდეგო მოქმედებით. დომპერიდონი ცუდად აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. მის გამოყენებას ძალიან იშვიათად, განსაკუთრებით ზრდასრულ პაციენტებში, თან ახლავს ექსტრაპირამიდული დარღვევების განვითარება; პრეპარატი ასევე ასტიმულირებს პროლაქტინის გამოყოფას ჰიპოფიზიდან. დომპერიდონის ღებინების საწინააღმდეგო მოქმედება შესაძლოა, განპირობებული იყოს ერთობლიობით პერიფერიული (გასტროკინეტიკური) ეფექტებისა და ანტაგონიზმისა დოფამინური რეცეპტორების მიმართ ქემორეცეპტორულ ტრიგერულ ზონაში, რომელიც მდებარეობს area postrema-ს მიდამოში და არ გააჩნია ჰემატოენცეფალური ბარიერი. ცხოველებზე ჩატარებული კვლევების შედეგები, ასევე პრეპარატის დაბალი კონცენტრაცია თავის ტვინში მიუთითებს იმაზე, რომ დომპერიდონის ეფექტები უპირატესად დაკავშირებულია მის პერიფერიულ ზემოქმედებასთან დოფამინურ რეცეპტორებზე.
ადამიანებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დომპერიდონი პერორალური მიღებისას ზრდის საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს, აუმჯობესებს ანტროდუოდენურ მოტორიკას და აჩქარებს კუჭის დაცლას. პრეპარატი არ ახდენს გავლენას კუჭის სეკრეტორულ ფუნქციაზე.
დომპერიდონის (10 მგ ან 20 მგ 4-ჯერ დღე-ღამეში, მაქსიმალური დოზა 80 მგ დღე-ღამეში) გავლენა QT ინტერვალის ხანგრძლივობაზე შეფასებული იქნა კლინიკურ კვლევაში ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით, რომელიც ჩატარდა გზამკვლევის ICH-E14 (კლინიკური შეფასება QT/QTc ინტერვალის გახანგრძლივებისა და იმ სამკურნალო საშუალებების არითმოგენური პოტენციალისა, რომლებიც არ განეკუთვნებიან ანტიარითმულ საშუალებებს) მოთხოვნების შესაბამისად პლაცებოს, შესადარებელი აქტიური პრეპარატის და დადებითი კონტროლის გამოყენებით. მაქსიმალურმა სხვაობამ QTc ინტერვალებს შორის კვლევის მე-4 დღეს (საწყისი მდგომარეობიდან მაჩვენებლების გადახრის შესაფასებლად გამოყენებული იქნა უმცირესი კვადრატების მეთოდი) დომპერიდონისა (20 მგ 4-ჯერ დღე-ღამეში) და პლაცებოს გამოყენებისას შეადგინა 3,4 მწ (1,0-5,9 მწ), ორმხრივი 90% ნდობის ინტერვალი არ აღემატებოდა 10 მწ-ს. ამ კვლევაში 80 მგ-მდე სადღეღამისო დოზით (2-ზე მეტჯერ აჭარბებს რეკომენდებულ მაქსიმალურ დოზას) გამოყენებისას დომპერიდონის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა QTc ინტერვალის ხანგრძლივობაზე არ ყოფილა დაფიქსირებული.
ამისდა მიუხედავად, წამლისმიერი ურთიერთქმედებების წინა ორ კლინიკურ კვლევაში დომპერიდონით მონოთერაპიისას (10 მგ 4-ჯერ დღე-ღამეში) აღინიშნა QTc ინტერვალის ზრდა. მაქსიმალურმა საშუალო სხვაობამ QTcF ინტერვალებს შორის (დროის კორექტირებით) დომპერიდონისა და პლაცებოს გამოყენებისას შეადგინა 5,4 მწ (95% ნდობის ინტერვალი: 1.7-12.4) და 7,5 მწ (95% ნდობის ინტერვალი: 0,6-14,4) შესაბამისად.
დომპერიდონის გამოყენების კლინიკური კვლევები 12 წლის და 12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებში
დომპერიდონის გამოყენების უსაფრთხოება და ეფექტურობა შეფასებული იქნა მულტიცენტრულ რანდომიზებულ ორმაგ ბრმა პლაცებო-კონტროლირებად პროსპექტულ კლინიკურ კვლევაში პარალელური ჯგუფების ჩართულობით, რომელშიც მონაწილეობდა მწვავე გასტროენტერიტის მქონე 6 თვიდან 12 წლამდე ასაკის (საშუალო ასაკი 7 წელი) 292 ბავშვი. პერორალური რეჰიდრატაციული თერაპიის (პრთ) ფონზე პაციენტები რანდომულად იღებდნენ 3-ჯერ დღე-ღამეში დომპერიდონის სუსპენზიას (0,25 მგ/კგ, მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 30 მგ) ან პლაცებოს, არაუმეტეს 7 დღისა. კვლევის შედეგებმა დაადასტურა, რომ სამკურნალო საშუალებისა და პრთ-ის ეფექტურობა არ აღემატებოდა პლაცებოსა და პრთ-ის ეფექტურობას (მკურნალობის დაწყებიდან პირველი 48 საათის განმავლობაში ღებინების ეპიზოდების რაოდენობის შეფასებისას).
სიმეთიკონი, ზედაპირულად აქტიური პოლიდიმეთილსილოქსანი, საჭმლის მომნელებელ ტრაქტში არსებულ საკვების მასებსა და ლორწოში ამცირებს აირის ბუშტუკების ზედაპირულ დაჭიმულობას, რის შედეგადაც ისინი იშლება. ამის გზით გამოთავისუფლებული აირები შემდგომში ან მსხვილ ნაწლავში შეიწოვება, ან გამოიყოფა ბუნებრივი გზით ნაწლავების პერისტალტიკის შედეგად.
სიმეთიკონი ახდენს მხოლოდ ფიზიკურ ზემოქმედებას, ის არ მონაწილეობს ქიმიურ რეაქციებში და არ იწვევს რაიმე ფარმაკოლოგიური ან ფიზიოლოგიური ეფექტების განვითარებას.
ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
პერორალურად მიღებისას დომპერიდონი სწრაფად აბსორბირდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან და აღწევს სისხლის სისტემურ მიმოქცევაში. მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში (Cmax) მიიღწევა დაახლოებით 1 საათის შემდეგ. დოზის დიაპაზონში 10 მგ-დან 20 მგ-მდე Cmax-ის მნიშვნელობები და „კონცენტრაცია-დროის“ მრუდის (AUC) ქვეშ არსებული ფართობები იზრდება დოზის პროპორციულად. აღმოჩნდა, რომ 4 დღის განმავლობაში დომპერიდონის დღე-ღამეში 4-ჯერ მიღებისას (ყოველ 5 საათში) AUC -ის მნიშვნელობები გაიზარდა 2-3-ჯერ.
იმისდა მიუხედავად, რომ ჯანმრთელ სუბიექტებში ჭამის შემდეგ მიღებისას დომპერიდონის ბიოშეღწევადობა იზრდება, კუჭ-ნაწლავის დარღვევების მქონე პაციენტებმა უნდა მიიღონ პრეპარატი ჭამამდე 15-30 წუთით ადრე. კუჭის წვენის მჟავიანობის დაქვეითების შემთხვევაში დომპერიდონის აბსორბცია მცირდება. ციმეტიდინთან და ნატრიუმის ბიკარბონატთან ერთდროული მიღებისას პერორალური ბიოშეღწევადობა მცირდება.
განაწილება
დომპერიდონის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი შეადგენს 91-93%-ს. ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, როდესაც იყენებდნენ რადიოაქტიურად მონიშნულ დომპერიდონს, დადგინდა, რომ პრეპარატს ახასიათებს ფართო გავრცელება ქსოვილებში, თუმცა ამავე დროს თავის ტვინში აღინიშნებოდა მისი დაბალი კონცენტრაცია. ვირთაგვებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დომპერიდონი მცირე რაოდენობით აღწევს პლაცენტაში.
მეტაბოლიზმი
დომპერიდონი ინტენსიურად მეტაბოლიზდება ღვიძლში ჰიდროქსილირებისა და N- დეალკირილების გზით. In vitro კვლევებისას ღვიძლის ფერმენტების ციტოქრომ P450 სისტემის ინჰიბიტორების გამოყენებით დადგენილ იქნა, რომ CYP3A4 მონაწილეობას იღებს დომპერიდონის N-დეალკილირებაში, მაშინ, როცა CYP3A4, CYP1A2 და CYP2E1 მონაწილეობენ სამკურნალო საშუალების ჰიდროქსილირებაში.
გამოყოფა
პერორალური მიღებისას დომპერიდონის შეყვანილი დოზის 31% და 66% გამოიყოფა შესაბამისად შარდით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მეშვეობით. სამკურნალო საშუალება გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით უმნიშვნელო რაოდენობით (დაახლოებით 1% შარდით და 10% კნტ-ით). ჯანმრთელ მოხალისეებში, ერთჯერადი დოზის შიგნით მიღების შემდეგ, დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 7-9 საათს; თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება.
ღვიძლის უკმარისობა
ღვიძლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (7-9 ქულა, სიმძიმის კლასი B ჩაილდ-პიუს კლასიფიკაციის მიხედვით) დომპერიდონის AUC-ისა და Cmax-ის მნიშვნელობები შესაბამისად 2,9-ჯერ და 1,5-ჯერ აღემატებოდა ჯანმრთელი მოხალისეების ანალოგიურ მნიშვნელობებს; ცილებთან შეუკავშირებელი ფრაქცია იზრდებოდა 25%-ით და ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი იზრდებოდა 15-დან 23 საათამდე. ღვიძლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებს აღენიშნებოდათ უფრო დაბალი Cmax და AUC დომპერიდონისთვის ჯანმრთელი მოხალისეების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით, ამავდროულად სისხლის პლაზმის ცილებთან შეკავშირების ხარისხი და სამკურნალო საშუალების ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი არ იცვლებოდა. ღვიძლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში დომპერიდონის გამოყენების კვლევები არ ჩატარებულა. სამკურნალო საშუალების გამოყენება უკუნაჩვენებია ღვიძლის მძიმე ან საშუალო სიმძიმის ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში.
თირკმლის უკმარისობა
პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით (კრეატინინის კლირენსი < 30 მლ/წთ/1,73 მ2), დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდებოდა 7,4-დან 20,8 საათამდე, ამასთან პრეპარატის კონცენტრაცია პლაზმაში უფრო დაბალი იყო ანალოგიურთან შედარებით ჯანმრთელ სუბიექტებში.
ვინაიდან დომპერიდონი შარდით უცვლელი სახით გამოიყოფა მხოლოდ მცირე რაოდენობით (დაახლოებით 1%), ნაკლებად სავარაუდოა, რომ ერთჯერადი გამოყენების შემთხვევაში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის კორექცია.
თუმცა, დომპერიდონის მრავალჯერადი გამოყენების შემთხვევაში თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე, მიღების სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 1-2-ჯერ მიღებას დღე-ღამეში, ასევე შეიძლება საჭირო გახდეს პრეპარატის დოზის შემცირება.
სიმეთიკონი შიგნით მიღების შემდეგ არ შეიწოვება კნტ-ში და გამოიყოფა ორგანიზმიდან უცვლელი სახით.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
დოპროკინ-S
სავაჭრო დასახელება
დოპროკინ-S, Doprokin-S
საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება ან ჯგუფური დასახელება
დომპერიდონი + სიმეთიკონი
Domperidone + Simethicone
წამლის ფორმა
სუსპენზია პერორალური მიღებისათვის.
აღწერა: თეთრი ფერის სუსპენზია ანანასის სურნელით.
შემადგენლობა
სუსპენზიის 1 მლ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: დომპერიდონი 1 მგ, სიმეთიკონი 4 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: საქაროზა, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, სორბიტოლის ხსნარი არაკრისტალიზებადი, ნატრიუმის კარმელოზა, არომატიზატორი „ანანასი“, პოლისორბატი 80, ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ტიტანის დიოქსიდი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი A03
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გამოყენების ჩვენებები
დოპროკინ-S გამოიყენება ისეთი სიმპტომების შესამსუბუქებლად, როგორიცაა გულისრევა და ღებინება.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი უნდა იქნას მიღებული მინიმალური ეფექტური დოზით მაქსიმალურად ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში, რომელიც საჭიროა გულისრევასა და ღებინებაზე კონტროლის მისაღწევად.
რეკომენდებულია დოპროკინ-S-ის შიგნით მიღება ჭამის წინ; ჭამის შემდეგ მიღებისას მცირდება პრეპარატის შეწოვის სიჩქარე.
პრეპარატის მიღებამდე ფლაკონი სუსპენზიით უნდა შეანჯღრიოთ. სუსპენზიის დოზირების მიზნით გამოიყენება საზომი ჭიქა, რომელიც გრადუირებულია ცალ მხარეს ნიშნულებზე 2,5 მლ, 5 მლ, 7,5 მლ, 10 მლ, 15 მლ და 20 მლ, ხოლო მეორე მხარეს - 1,25 მლ, 6,25 მლ, 8,75 მლ, 11,25 მლ, 13,75 მლ და 16,25 მლ.
დოპროკინ-S უნდა მიიღოთ დადგენილ დროს; მორიგი დოზის გამოტოვების შემთხვევაში მისი მიღება არ შეიძლება, უნდა დაელოდოთ შემდეგ დოზას და მიიღოთ იგი განრიგის შესაბამისად. არ შეიძლება გამოტოვებულის კომპენსაციის მიზნით ორმაგი დოზის მიღება.
როგორც წესი, პრეპარატით მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას.
ზრდასრულები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან 35 კგ და მეტი სხეულის მასით
10 მლ სუსპენზია (10 მგ დომპერიდონი) 1-3-ჯერ დღე-ღამეში, სამკურნალო საშუალების მაქსიმალური სადღეღამისო დოზა შეადგენს 30 მლ (30 მგ დომპერიდონი).
12 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები 12 წლის ასაკიდან 35 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასით
დომპერიდონის გამოყენების ეფექტურობა მოცემული კატეგორიის პაციენტებში დადგენილი არ არის.
პაციენტები ღვიძლის უკმარისობით
პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის მძიმე უკმარისობა ან ღვიძლის საშუალო ხარისხის უკმარისობა; ღვიძლის მსუბუქი ხარისხის უკმარისობის მქონე პაციენტებში პრეპარატის დოზის კორექცია საჭირო არ არის.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში იზრდება, ამიტომ, სამკურნალო საშუალების მრავალჯერადი გამოყენებისას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მიღების სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 1-2-ჯერად მიღებას დღე-ღამეში (სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე), ასევე შეიძლება გაჩნდეს დოზის შემცირების საჭიროება.
უკუჩვენებები
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ;
- ჰიპოფიზის პროლაქტინ-მაპროდუცირებელი სიმსივნე (პროლაქტინომა);
- მდგომარეობები, რა დროსაც კუჭის მოტორიკის გაძლიერებას შეიძლება არასასურველი შედეგები ჰქონდეს, მაგალითად, კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა, მექანიკური ობსტრუქცია ან პერფორაცია;
- ღვიძლის საშუალო ან მძიმე ხარისხის უკმარისობა;
- გულის გამტარობის დარღვევა, QTc ინტერვალის გახანგრძლივების ჩათვლით, ელექტროლიტური ბალანსის მნიშვნელოვანი დარღვევები ან გულის თანმხლები დაავადებები, ისეთები, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა; - ერთდროული გამოყენება პრეპარატებისა, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, აპომორფინის გარდა;
- CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორების ერთდროული გამოყენება (მიუხედავად მათი გავლენისა QT ინტერვალის ხანგრძლივობაზე).
არასასურველი რეაქციები
დომპერიდონის გამოყენების უსაფრთხოება შეფასებული იყო კლინიკურ კვლევებში და პოსტმარკეტინგულ პერიოდში. კლინიკურ კვლევებში (31 ორმაგი ბრმა პლაცებო კონტროლირებადი კვლევა) მონაწილეობდა 1275 პაციენტი 15 წლის ასაკიდან, რომლებსაც ჰქონდათ დისპეფსია, გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, გულისრევა და ღებინება ან სხვა მსგავსი დარღვევები; დომპერიდონით თერაპიის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 28 დღეს (1-28 დღე), სამკურნალო საშუალების საშუალო სადღეღამისო დოზა შეადგენდა 30 მგ (10-80 მგ). იმ კვლევათა მონაცემები, რომლებშიც დომპერიდონი გამოიყენებოდა დიაბეტური გასტროპარეზის მქონე ან ქიმიოთერაპიასთან ან პარკინსონიზმთან დაკავშირებული სიმპტომების მქონე პაციენტებთან, გამოირიცხა.
არასასურველი რეაქციების სიხშირის პარამეტრები განისაზღვრება შემდეგნაირად: ძალიან ხშირად (≥ 1/10); ხშირად (≥ 1/100 მაგრამ < 1/10); არახშირად (≥ 1/1000, მაგრამ < 1/100); იშვიათად (≥ 1/10000, მაგრამ < 1/1000); ძალიან იშვიათად (< 1/10000); სიხშირე უცნობია (არ შეიძლება შეფასდეს არსებული მონაცემებიდან გამომდინარე).
იმუნური სისტემის მხრივ: სიხშირე უცნობია - ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით.
ფსიქიკური დარღვევები: არახშირად - ლიბიდოს დაქვეითება, შფოთვა, აჟიტაცია, ნერვოზულობა.
ნერვული სისტემის მხრივ: არახშირად - თავბრუსხვევა, ძილიანობა, თავის ტკივილი, ექსტრაპირამიდული დარღვევები; სიხშირე უცნობია - კრუნჩხვები, მოუსვენარი ფეხების სინდრომი (მოუსვენარი ფეხების სინდრომის გამწვავება პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტებში).
მხედველობის ორგანოს მხრივ : სიხშირე უცნობია - ოკულოგირული კრიზი.
გულის მხრივ: სიხშირე უცნობია - პარკუჭოვანი არითმიები, QTc ინტერვალის გახანგრძლივება, „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდია, უეცარი გულისმიერი სიკვდილი.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ : ხშირად - პირის სიმშრალე; არახშირად - დიარეა.
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: არახშირად - გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება; სიხშირე უცნობია - ანგიონევროზული შეშუპება.
თირკმელების და საშარდე გზების მხრივ : სიხშირე უცნობია - შარდის შეკავება.
სასქესო ორგანოებისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ: არახშირად - გალაქტორეა, ტკივილი სარძევე ჯირკვლების არეში, სარძევე ჯირკვლების მომატებული მგრძნობელობა; სიხშირე უცნობია - გინეკომასტია, ამენორეა.
ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილას: არახშირად - ასთენია.
გავლენა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევების შედეგებზე: სიხშირე უცნობია - დარღვევები ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლების მხრივ, პროლაქტინის მომატებული დონე სისხლში.
45 კლინიკურ კვლევაში, რომლებშიც დომპერიდონს იყენებდნენ უფრო მაღალი დოზებით უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში და დამატებითი ჩვენებებისას, დიაბეტური გასტროპარეზის ჩათვლით, არასასურველი რეაქციების განვითარების სიხშირე (პირის სიმშრალის გამოკლებით) იყო მნიშვნელოვნად მაღალი, განსაკუთრებით სამკურნალო საშუალების ფარმაკოლოგიური თვისებებიდან გამომდინარე პროგნოზირებადი არასასურველი რეაქციებისა, რომლებიც იყო დაკავშირებული სისხლში პროლაქტინის დონის მატებასთან. გარდა ზემოთ ხსენებული არასასურველი რეაქციებისა აღინიშნებოდა აგრეთვე: აკატიზია, გამონადენი სარძევე ჯირკვლებიდან, სარძევე ჯირკვლების ზომაში გადიდება, სარძევე ჯირკვლების შეშუპება, დეპრესია, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, ლაქტაციის დარღვევა და მენსტრუაციის არარეგულარობა.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
შეტყობინებები არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანია. თუკი პაციენტს გამოუვლინდა სამკურნალო საშუალებაზე სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი გვერდითი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი მოცემულ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინოთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
თირკმლის უკმარისობა
დომპერიდონის ნახევარგამოყოფის პერიოდი თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში იზრდება, ამიტომ, სამკურნალო საშუალების მრავალჯერადი გამოყენებისას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში, მიღების სიხშირე არ უნდა აღემატებოდეს 1-2-ჯერად მიღებას დღე-ღამეში (სიმძიმის ხარისხიდან გამომდინარე), ასევე შეიძლება გაჩნდეს დოზის შემცირების საჭიროება.
გავლენა გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე
დომპერიდონის გამოყენებისას ხანგრძლივდება QT ინტერვალი ელექტროკარდიოგრამაზე (ეკგ). პოსტმარკეტინგულ პერიოდში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ დომპერიდონს, ძალზე იშვიათად აღინიშნა QT ინტერვალის გახანგრძლივებისა და „პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის განვითარების შემთხვევები; ამასთანავე ასეთ პაციენტებს ჰქონდათ თანმხლები რისკ-ფაქტორები, ელექტროლიტური დარღვევები ან ისინი იღებდნენ მკურნალობას, რომელსაც შეიძლება ხელი შეეწყო ზემოაღნიშნული ცვლილებების განვითარებისათვის.
ეპიდემიოლოგიური კვლევების მიხედვით, დომპერიდონით თერაპიის დროს იზრდებოდა მძიმე პარკუჭოვანი არითმიებისა ან უეცარი გულისმიერი სიკვდილის რისკი. უფრო მაღალი რისკი აღენიშნებოდათ 60 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებს, პაციენტებს, რომლებიც იყენებდნენ დომპერიდონს სადღეღამისო დოზით 30 მგ-ზე მეტი და პაციენტებს, რომლებიც ერთდროულად იღებდნენ QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ პრეპარატებს, ან CYP3A4-ის ინჰიბიტორებს.
დოპროკინ-S უნდა იქნას გამოყენებული მინიმალური ეფექტური დოზით.
პარკუჭოვანი არითმიების განვითარების რისკიდან გამომდინარე, პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებში გულის გამტარობის დარღვევებით, QTc ინტერვალის გახანგრძლივების ჩათვლით, ელექტროლიტური ბალანსის დარღვევებით (ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია), ბრადიკარდიით ან გულის ისეთი დაავადებებით, როგორიცაა გულის შეგუბებითი უკმარისობა. ცნობილია, რომ ელექტროლიტური ბალანსის დარღვევის (ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპომაგნიემია) ან ბრადიკარდიის დროს, არითმიების განვითარების რისკი იზრდება.
იმ ნიშნების ან სიმპტომების განვითარების შემთხვევაში, რომლებიც შეიძლება იყოს დაკავშირებული გულის რითმის დარღვევებთან, პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს და უნდა მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
დომპერიდონით თერაპიის დროს აუცილებელია პაციენტებმა დაუყოვნებლივ შეატყობინონ ექიმს გულის მხრივ ნებისმიერი სიმპტომის განვითარების შესახებ.
აპომორფინთან ერთდროული გამოყენება
უკუნაჩვენებია ისეთ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენება, რომლებიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, აპომორფინის ჩათვლით. დოპროკინ-S შეიძლება გამოყენებულ იქნას აპომორფინთან ერთად მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მათი კომბინირებული გამოყენების სარგებელი აღემატება შესაძლო რისკებს და მხოლოდ აპომორფინის კომბინირებული გამოყენებისთვის რეკომენდებული სიფრთხილის ზომების მკაცრად დაცვისას, რომლებიც აღნიშნულია სამედიცინო გამოყენების შესაბამის ინსტრუქციაში (იხ. აპომორფინის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია).
დამხმარე ნივთიერებები
დოპროკინ-S შეიცავს სორბიტოლს (200 მგ-ს სუსპენზიის 1 მლ-ში), რომელიც წარმოადგენს ფრუქტოზის წყაროს; ფრუქტოზის მემკვიდრული აუტანლობის მქონე პაციენტებმა არ უნდა გამოიყენონ ეს პრეპარატი.
ისეთი პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ან ისეთი პროდუქტების საკვებად მიღებისას, რომლებიც შეიცავენ სორბიტოლს (ან ფრუქტოზას), მხედველობაში უნდა იქნას მიღებული ადიტიური ეფექტი. სორბიტოლის შემცველმა პერორალურმა პრეპარატებმა ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება მოახდინონ ზეგავლენა სხვა პერორალურად მისაღები სამკურნალო საშუალებების ბიოშეღწევადობაზე.
სორბიტოლმა შეიძლება გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის მხრივ დისკომფორტი და მსუბუქი საფაღარათო ეფექტი.
დოპროკინ-S შეიცავს ნატრიუმის მეთილპარაჰიდროქსიბენზოატს და ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატს, თითოეულმა მათგანმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები, მათ შორის დაყოვნებული.
დოპროკინ-S შეიცავს საქაროზას, ამიტომ პაციენტებისათვის იშვიათი მემკვიდრული დარღვევებით, რომლებსაც ახასიათებთ გლუკოზა-გალაქტოზის მალაბსორბცია ან საქარაზა-იზომალტაზას უკმარისობა, მოცემული პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის.
დოპროკინ-S შეიცავს 1 მმოლზე ნაკლებ ნატრიუმს (23 მგ) სუსპენზიის 1 მლ-ში, ე.ი. პრაქტიკულად „არ შეიცავს ნატრიუმს“.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარებისა და მექანიზმების მართვის უნარზე
დომპერიდონის გამოყენების შემთხვევაში აღინიშნებოდა ისეთი არასასურველი რეაქციები, როგორიცაა თავბრუსხვევა და ძილიანობა. ამიტომ, დომპერიდონის გამოყენებისას პაციენტებმა არ უნდა მართონ სატრანსპორტო საშუალებები ან მექანიზმები, აგრეთვე თავი აარიდონ ისეთი სახის საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ყურადღებას და მოძრაობების კოორდინაციას, ვიდრე დადგინდება, როგორ ზემოქმედებას ახდენს მათზე სამკურნალო პრეპარატი.
გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობა
პოსტმარკეტინგული მონაცემები ორსულ ქალებში დომპერიდონის გამოყენების შესახებ შეზღუდულია. ვირთაგვებზე ჩატარებულ კვლევებში დადგენილია, რომ სამკურნალო საშუალებას გააჩნია რეპროდუქციული ტოქსიკურობა (დოზებში, რომლებსაც აქვთ ტოქსიკური მოქმედება დედის ორგანიზმზე); ადამიანებისთვის პოტენციური რისკი არ არის ცნობილი. ორსულობის დროს დოპროკინ-S უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ორსულობის პერიოდში მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მისი გამოყენება გამართლებულია მოსალოდნელი თერაპიული სარგებლის თვალსაზრისით.
ლაქტაცია
დომპერიდონი გამოიყოფა დედის რძეში; ბავშვები, რომლებიც ძუძუთი კვებაზე იმყოფებიან, იღებენ დედის მიერ მიღებული დოზის 0,1%-ზე ნაკლებს (სხეულის მასაზე გათვლით). არასასურველი რეაქციების, კერძოდ, გულის მხრივ, წარმოქმნის რისკი, არ უნდა გამოირიცხოს, როდესაც პრეპარატი ბავშვის ორგანიზმში დედის რძის მეშვეობით ხვდება. ძუძუთი კვების შეწყვეტისა ან დომპერიდონით მკურნალობის შეწყვეტის/შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების დროს გასათვალისწინებელია ძუძუთი კვების სარგებელი ბავშვისთვის და პრეპარატის გამოყენების სარგებელი დედისთვის. დოპროკინ-S სიფრთხილით უნდა იქნას გამოყენებული ქალებში ძუძუთი კვების პერიოდში, როდესაც ბავშვებს აქვთ QTc ინტერვალის გაზრდის რისკ-ფაქტორი.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის რეკომენდებული დომპერიდონთან ერთდროულად ანტაციდების ან ანტისეკრეტორული პრეპარატების მიღება; კომბინირებული თერაპიის დროს ისინი უნდა იქნას მიღებული არა ჭამის წინ, არამედ ჭამის შემდეგ.
დომპერიდონისა და ლევოდოპას ერთდროულად გამოყენებისას, ამ უკანასკნელის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება (მაქსიმუმ 30-40%-ით), მაგრამ ითვლება, რომ ლევოდოპას დოზის კორექცია საჭირო არ არის.
დომპერიდონის მეტაბოლიზმში უპირატესად მონაწილეობს CYP3A4. In vitro კვლევების მონაცემები მოწმობენ, რომ იმ პრეპარატებთან ერთად გამოყენებისას, რომლებიც მნიშვნელოვნად აინჰიბირებენ ამ იზოფერმენტს, დომპერიდონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს. დომპერიდონის სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენების დროს ფარმაკოდინამიკური და/ან ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედების გამო იზრდება QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი.
პრეპარატები, რომლებთანაც დომპერიდონის ერთდროული გამოყენება უკუნაჩვენებია
პრეპარატები, რომლებიც ახანგრძლივებს QTc ინტერვალს („პირუეტის“ ტიპის ტაქიკარდიის განვითარების რისკი):
- IA კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგალითად, დიზოპირამიდი, ჰიდროქინიდინი, ქინიდინი);
- III კლასის ანტიარითმიული პრეპარატები (მაგ., ამიოდარონი, დოფეტილიდი, დრონედარონი, იბუტილიდი, სოტალოლი);
- ზოგიერთი ანტიფსიქოზური საშუალებები (მაგ., ჰალოპერიდოლი, პიმოზიდი, სერტინდოლი);
- ზოგიერთი ანტიდეპრესანტი (მაგალითად, ციტალოპრამი, ესციტალოპრამი);
- ზოგიერთი ანტიბიოტიკი (მაგალითად, ერითრომიცინი, ლევოფლოქსაცინი, მოქსიფლოქსაცინი, სპირამიცინი);
- ზოგიერთი სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები (მაგ., პენტამიდინი, ფლუკონაზოლი);
- მალარიის საწინააღმდეგო ზოგიერთი პრეპარატი (კერძოდ, ჰალოფანტრინი, ლუმეფანტრინი);
- ზოგიერთი პრეპარატი, რომელიც გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციებზე (მაგალითად, ციზაპრიდი, დოლასეტრონი, პრუკალოპრიდი);
- ზოგიერთი ანტიჰისტამინური პრეპარატი (მაგ., მეკვიტაზინი, მიზოლასტინი);
- ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატი (მაგ., ტორემიფენი, ვანდეტანიბი, ვინკამინი);
- ზოგიერთი სხვა პრეპარატი (მაგალითად, ბეპრიდილი, დიფემანილი, მეტადონი);
- აპომორფინი (დომპერიდონის გამოყენება აპომორფინთან ერთად შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მათი კომბინირებული გამოყენების სარგებელი აღემატება შესაძლო რისკებს და მხოლოდ აპომორფინის კომბინირებული გამოყენებისთვის რეკომენდებული სიფრთხილის ზომების მკაცრად დაცვისას, რომლებიც აღნიშნულია სამედიცინო გამოყენების შესაბამის ინსტრუქციაში (იხ. აპომორფინის სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია)).
CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორები (მიუხედავად მათი QT ინტერვალის ხანგრძლივობაზე მოქმედებისა):
- პროტეაზას ინჰიბიტორები (მაგალითად, რიტონავირი, საქვინავირი და ტელაპრევირი);
- სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისთვის აზოლის ჯგუფიდან (მაგალითად, იტრაკონაზოლი, კეტოკონაზოლი, პოზაკონაზოლი, ვორიკონაზოლი);
- ზოგიერთი ანტიბიოტიკი მაკროლიდების ჯგუფიდან (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი,
ტელითრომიცინი).
პრეპარატები, რომლებთან ერთადაც დომპერიდონის გამოყენება არ არის რეკომენდებული
CYP3A4-ის ზომიერი ინჰიბიტორები (მაგ., დილთიაზემი, ვერაპამილი, ზოგიერთი ანტიბიოტიკი მაკროლიდების ჯგუფიდან).
პრეპარატები, რომლებთანაც დომპერიდონი უნდა იქნას გამოყენებული სიფრთხილით
პრეპარატები, რომლებიც იწვევენ ბრადიკარდიის და ჰიპოკალიემიის განვითარებას, ასევე მაკროლიდების ჯგუფის ზოგიერთი ანტიბიოტიკი, რომელიც ახანგრძლივებს QT ინტერვალს, ისეთები, როგორიცაა აზითრომიცინი და როქსითრომიცინი (დომპერიდონის გამოყენება კლარითრომიცინთან ერთად უკუნაჩვენებია, რადგან ეს უკანასკნელი არის CYP3A4-ის ძლიერი ინჰიბიტორი).
პრეპარატების ზემოთ ჩამოთვლილი სია არის წარმომადგენლობითი, მაგრამ არა ამომწურავი.
ვინაიდან სიმეთიკონი არ შეიწოვება კნტ-ში, არ არის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი ურთიერთქმედებები სიმეთიკონსა და სხვა სამკურნალო საშუალებებს შორის.
დოზის გადაჭარბება
სიმპტომები
დომპერიდონის დოზის გადაჭარბების შემთხვევები ძირითადად აღინიშნებოდა ბავშვებში, მათ შორის ახალშობილებში. დოზის გადაჭარბების სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს აჟიტაციას, ცნობიერების დარღვევას, კრუნჩხვებს, დეზორიენტაციას, ძილიანობას და ექსტრაპირამიდულ დარღვევებს.
მკურნალობა
დომპერიდონის სპეციფიკური ანტიდოტი არ არის ცნობილი. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში დაუყოვნებლივ უნდა ჩატარდეს შესაბამისი სიმპტომური და შემანარჩუნებელი მკურნალობა. რეკომენდებულია ეკგ მონიტორინგის ჩატარება QT ინტერვალის შესაძლო გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და პაციენტების გულდასმითი სამედიცინო მეთვალყურეობის უზრუნველყოფა. ექსტრაპირამიდული დარღვევების სამკურნალოდ შეიძლება რეკომენდებული იყოს ანტიქოლინერგული და პარკინსონიზმის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.
ექიმმა უნდა მიმართოს რეგიონულ ტოქსიკოლოგიურ ცენტრს დომპერიდონის დოზის გადაჭარბების თერაპიასთან დაკავშირებული შესაბამისი რეკომენდაციების მისაღებად.
სიმეთიკონის დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა. დოზის გადაჭარბების რისკი პრაქტიკულად გამორიცხულია, რადგან სიმეთიკონი ქიმიურად ინერტულია და არ იწვევს რაიმე ფიზიოლოგიური ეფექტების განვითარებას.
გამოშვების ფორმა
სუსპენზია პერორალური მიღებისთვის 60 მლ ყვითელი მინის ფლაკონში ხრახნიანი დამცავი სახურავით.
1 ფლაკონი საზომ ჭიქასთან და სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩოსბ გ.ო. პაშა მაჰ. 6. ჯად. #30 ჩერქეზქოი / ტექირდაგი)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. А.Ş.", TURKEY
(ÇOSB G.O. Paşa Mah. 6. Cad. No: 30 Çerkezköy / Tekirdaĝ).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.