პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ანტიჰიპერტენზიული საშუალებები

დოპეგიტი

Dopegyt®

რეცეპტით250მგინსტრუქცია ქართულადუნგრეთი
რისთვის გამოიყენება

ჰიპერტენზია.

სრულად
მოქმედი ნივთიერება
მეთილდოპა (methyldopa)
ფორმა და შეფუთვა
250მგ ტაბლეტი №50 ყავისფერ მინის ფლაკონში
მწარმოებელი
EGIS Pharmaceuticals PLC, უნგრეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰიპერტენზული საშუალებები, მეთილდოპა
ATC კოდი
C02AB01
რეგისტრაციის ნომერი
რ-044549
რეგისტრირებულია
23 დეკემბერი 2025, მოქმედებს 23 დეკემბერი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
EGIS Pharmaceuticals Plc (უნგრეთი)
განმცხადებელი
დსს „ეგის ფარმაცეუტიკალს“ წარმომადგენლობა საქართველოში
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადოპეგიტი და სხვა წამალი ერთად

დოპეგიტი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

ჰიპერტენზია.

მიღების წესი და დოზირება

ზრდასრულები

პრეპარატის საწყისი რეკომენდებული დოზაა 250 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში 2-3-ჯერ პირველი ორი დღის განმავლობაში. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს საწყისი დოზა არტერიული წნევის დაქვეითების ხარისხის მიხედვით, მინიმუმ ორდღიანი ინტერვალებით. რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 500-2000 მგ დღე-ღამეში (დოპეგიტის® 2-8 ტაბლეტ) , რომელიც უნდა იქნას მიღებული 2-4 მიღებაზე.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს (12 ტაბლეტი). რეკომენდებულია გაზრდილი დოზის საღამოს მიღება.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური შესაძლო დოზით (დოპეგიტის® 250 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ). თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა არტერიული წნევის დაქვეითების ხარისხის მიხედვით. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს (8 ტაბლეტი).

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში თქვენი მკურნალი ექიმი შეამცირებს პრეპარატ დოპეგიტის® დოზას თირკმელების ფუნქციის დარღვევის ხარისხის შესაბამისად. თქვენმა ექიმმა ასევე შეიძლება შეამციროს ტაბლეტების მიღების სიხშირე. თირკმელების ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევის შემთხვევაში ორი ტაბლეტის მიღებებს შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 8 საათი, საშუალოდ გამოხატულის დროს - მინიმუმ 8-12 საათი, ხოლო მძიმე დარღვევისას - 12-24 საათი.

ჰემოდიალიზით მკურნალობის დროს (თირკმელების დარღვეული ფუნქციის კომპენსირებისთვის), მეთილდოფა გამოიყოფა ორგანიზმიდან, ამგვარად, ჰემოდიალიზის პროცედურის დასრულების შემდეგ, არტერიული წნევის მომატების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია დოპეგიტი® a დამატებითი ტაბლეტის (250 მგ) მიღება.

18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

ბავშვებისთვის პრეპარატის დოზას ექიმი ნიშნავს ბავშვის სხეულის წონის მიხედვით. მეთილდოფას რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს დღე-ღამეში 10 მგ/კგ სხეულის წონაზე გაყოფილი 2-4 მიღებაზე. საჭიროების შემთხვევაში ბავშვებისა და მოზარდებისთვის სადღეღამისო დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს (მაქსიმუმ 65 მგ-მდე/კგ სხეულის წონაზე) მინიმუმ ორდღიანი ინტერვალებით.

სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს.

გამოყენების წესი

ტაბლეტები შიგნით მიღებისთვის.

ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

თუ თქვენ მიიღეთ დოპეგიტის® იმაზე მეტი ტაბლეტი, ვიდრე დანიშნული იყო დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები იმისთვის, რომ აჩვენოთ ექიმს.

მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბების სიმპტომები: არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, გამოხატული ძილიანობა, სისუსტე, ბრადიკარდია (გულისცემის სიხშირის შემცირება), თავბრუსხვევა, ყაბზობა, მუცლის შებერილობა, აირების დიდი რაოდენობით დაგროვება, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

თუ დაგავიწყდათ დოპეგიტის® ტაბლეტის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატ დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტების ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. ეს არ მოახდენს გამოტოვებული დოზის კომპენსირებას, მხოლოდ გაზრდის დოზის გადაჭარბების რისკს. გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივი რეჟიმით.

თუ შეწყვეტთ დოპეგიტის® ტაბლეტების მიღებას

დოპეგიტი ® 250 მგ ტაბლეტებით მკურნალობა ხანგრძლივია.

იმისდა მიუხედავად, რომ პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ არტერიული წნევა 48 საათის განმავლობაში უბრუნდება საწყის მაჩვენებელს და არ აღინიშნება წნევის უეცარი მატება, არ შეწყვიტოთ დოპეგიტი® ტაბლეტების მიღება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაავადების რეციდივი.

დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია მოქმედი ნივთიერების (მეთილდოფა) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია მე-8 ნაწილში.

თუ გაქვთ ღვიძლის აქტიური დაავადება (მწვავე ჰეპატიტი, აქტიური ციროზი),

თუ მეთილდოფა ადრე იწვევდა ღვიძლის დაზიანებას.

თუ თქვენ ამავდროულად ღებულობთ MAO-ს ინჰიბიტორებს (მაგალითად, მოკლობემიდი) დეპრესიის, პარკინსონის ან ალცჰაიმერის დაავადების (სელეგილინი) სამკურნალოდ.

თუ გაქვთ დეპრესია

თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა აღმოაჩინა, რომ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლების განსაკუთრებული სიმსივნე, რომელიც გამოყოფს კატექოლამინებს (ფეოქრომოციტომას ან პარაგანგლიომას)

თუ გაქვთ პორფირია

თუ ზუსტად არ იცით თქვენი დაავადებები ან მიღებული პრეპარატები, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

სიფრთხილის ზომები

პრეპარატ დოპეგიტის® 250 მგ ტაბლეტები მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ თქვენ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთი მდგომარეობა, პრეპარატ დოპეგიტის® 250 მგ ტაბლეტები მიღების დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

თუ ადრე აღმოგაჩნდათ ღვიძლის დაავადებები ან მისი ფუნქციური სინჯების გადახრები

თუ გაწუხებთ თირკმელების დაავადება

თუ იმყოფებით ჰემოდიალიზზე

თუ დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ

თუ ადრე გქონიათ ინსულტი.

თუ თქვენ ან თქვენს რომელიმე ნათესავს გაწუხებთ ნივთიერებათა ცვლის განსაკუთრებული დაავადება (ღვიძლის პორფირია),

პრეპარატმა დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტები შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე, ამგვარად, სისხლის გადასხმამდე და თირკმელზედა ჯირკვლის განსაკუთრებულ სიმსივნეზე (ფეოქრომოციტომაზე) დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარებამდე აუცილებლად აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს, რომ ღებულობთ დოპეგიტის® ტაბლეტებს.

დოპეგიტის® ტაბლეტების მიღების დაწყებამდე, ხოლო შემდეგ მკურნალობის მე-6-12 კვირას ან დროის ნებისმიერ წუთს სხეულის ტემპერატურის მომატებისა ან სიყვითლის განვითარდების შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლისა და ღვიძლის ფუნქციური ანალიზები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მოხვიდეთ თქვენთვის ამ აუცილებელი ტესტების ჩასატარებლად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ ამჟამად, იღებდით ახლახანს ან აპირებთ მიღებას.

ეს პრეპარატი არ უნდა მიიღოთ MAO ინჰიბიტორებთან ერთდროულად (მაგალითად, მოკლობემიდთან, რომელიც ინიშნება დეპრესიის სამკურნალოდ ან სელეგილინთან, რომელიც წარმოადგენს პარკინსონის და ალცჰაიმერის დაავადებების სამკურნალო საშუალებას).

ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება შეასუსტოს დოპეგიტი® ტაბლეტების ჰიპოტენზიური ეფექტი , ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს და უნდა ხორციელდებოდეს ექიმის გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ:

ზოგიერთი პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე და შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ადრენალინი, ეფედრინი, ფსევდოეფედრინი და ასევე, სხვა სამკურნალო საშუალებები გაციებისთვის, ხველისთვის და ასთმისსთვის;

ზოგიერთი პრეპარატი, რომლებიც ინიშნება დეპრესიის სამკურნალოდ (მაგალითად, იმიპრამინი, ამიტრიპტილინი),

ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ქლორპრომაზინი და ტრიფტორპერაზინი),

შიგნით მისაღები რკინის პრეპარატები (რკინის გლუკონატი და რკინის სულფატი ამცირებენ მეთილდოფას შეწოვას),

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების, ცხელებისა და ტკივილის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, პიროქსიკამი, დიკლოფენაკი და ნაპროქსენი),

ესტროგენები (ქალის სასქესო ჰორმონების შემცველი პრეპარატები).

სხვა პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს დოპეგიტი® ტაბლეტების ჰიპოტენზიური ეფექტი :

სხვა სამკურნალო საშუალებები არტერიული წნევის შესამცირებლად

ზოგადი საანესთეზიო საშუალებები.

პრეპარატ დოპეგიტის® და ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება შეცვალოს თითოეული მათგანის თერაპიული ეფექტი და დაუმატოს ახალი არასასურველი ეფექტები. ამიტომ, მათი კომბინირებული გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს:

ლითიუმი (ინიშნება ექიმის მიერ ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ),

ლევოდოპა (ინიშნება ექიმის მიერ პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ),

სედაციური, საძილე, ზოგიერთი ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები და ალკოჰოლი (ისინი აძლიერებენ პრეპარატ დოპეგიტის® დამამშვიდებელ ეფექტს და აქვეითებენ ყურადღების კონცენტრაციას),

ანტიკოაგულანტები (მაგალითად, აცენოკუმაროლი) - მათი ერთდროული გამოყენება დოპეგიტის® ტაბლეტებთან ერთად ზრდის სისხლდენის რისკს,

ბრომოკრიპტინი (ინიშნება ექიმის მიერ ზრდის ჰორმონისა და პროლაქტინის (ჰორმონი, რომელიც მოქმედებს საკვერცხეებზე და ხელს უწყობს რძის გამომუშავებას) დონის გასაზრდელად)

ჰალოპერიდოლი (ინიშნება ექიმის მიერ გარკვეული ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ).

პრეპარატ დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტების მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ამ პრეპარატით მკურნალობის დროს ალკოჰოლური სასმელების მიღება აკრძალულია.

რეპროდუქციული ფუნქცია, ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, დოპეგიტის® ტაბლეტების მიღების დაწყებამდე აცნობეთ ამის შესახებ თქევს მკურნალ ექიმს . მიუხედავად იმისა, რომ არსებული შეზღუდული მონაცემები არ ადასტურებენ მეთილდოფას არასასურველ ზემოქმედებას ორსულობაზე, ნაყოფის განვითარებაზე ან ახალშობილებზე, პრეპარატი დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტები შეიძლება დაინიშნოს ორსულ ქალებში მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მოქმედი ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, მეძუძურ დედებს შეუძლიათ ამ პრეპარატის გამოყენება მხოლოდ ექიმის მიერ დანიშვნისას რისკისა და სარგებლის გულდასმითი ანალიზის შემდეგ.

სამკურნალო საშუალების გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

მკურნალობის კურსის დასაწყისში და დოზის გაზრდის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს სედაციური ეფექტი. თუ შეამჩნიეთ ასეთი ეფექტი (ძილიანობა, თავბრუსხვევა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება) იმ დროის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრა ექიმის მიერ, თავი უნდა შეიკავოთ ავტომობილის მართვისგან ან ისეთი სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციის მომატებას. შემდგომში ექიმი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრავს შეზღუდვების ხარისხს.

ნატრიუმის შემცველობა

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი ის, პრაქტიკულად, არ შეიცავს ნატრიუმს.

როგორ უნდა მივიღოთ პრეპარატი დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტები

დოპეგიტის® ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

მეთილდოპას შეიძლება ჰქონდეს სედაციური ეფექტი, რომელიც, როგორც წესი, გარდამავალია და შეიძლება გამოვლინდეს როგორც მკურნალობის დასაწყისში, ასევე დოზის გაზრდისას. თუ პაციენტებს განუვითარდებათ სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ სედაციური ეფექტის განვითარებაზე, მათთვის აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებების მართვა და ისეთი სამუშაოების შესრულება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციას.

გვერდითი მოვლენები

ისევე, როგორც ყველა სამკურნალო საშუალება, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს.

მკურნალობის დასაწყისში და დოზის გაზრდისას გარდამავალი არასასურველი მოვლენების სახით შეიძლება აღინიშნოს: ძილიანობა, თავბრუსხვევა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, თავის ტკივილი, სისუსტე, ფიზიკური ძალის დაკარგვის შეგრძნება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში:

სიფერმკრთალე, სისუსტე

ინფექციის სიმპტომები (ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუში წყლულების გაჩენა)

მთელ სხეულზე მცირე წითელი სისხლჩაქცევები, შავი ფერის განავალი ან სისხლი შარდში

უჩვეულო ან გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლჩაქცევები

თვალების სკლერებისა და კანის გაყვითლება, შარდის გამუქება

გამოხატული დაღლილობა

გულმკერდის არეში ტკივილის შეტევების გახშირება ან გახანგრძლივება (სტენოკარდია)

ქოშინი (სუნთქვის გაძნელება), ფეხების შეშუპება, სხეულის მასის მატება

კანზე ბუშტუკების წარმოქმნა ან აქერცვლა

ეს სიმპტომები შეიძლება წარმოადგენდნენ პრეპარატის გვერდითი ეფექტების გავლენის შედეგს სისხლმბად ორგანოებზე, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებისა (ალერგიები) ან გულის უკმარისობის შედეგს. ამ მდგომარეობებს შეიძლება ჰქონდეთ მძიმე შედეგები. თუ თქვენ იცავთ ექიმის რეკომენდაციებს, იტარებთ დანიშნულ ლაბორატორიულ ანალიზებს და ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართავთ ექიმს, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ მძიმე შედეგები.

პრეპარატ დოპეგიტის® გამოყენებისას, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, შეიძლება ასევე აღინიშნოს შემდეგი გვერდითი რეაქციები:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

დადებითი იმუნოლოგიური ლაბორატორიული ტესტი (კუმბსის ტესტი) ჰემოლიზური ანემიის გარკვეული ტიპის დიაგნოზირებისთვის

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 1000-დან):

ჰემოლიზური ანემია, სისხლის თეთრი უჯრედების და სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს არაუმეტეს 1 ადამიანის 10000-დან ):

გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი) ან გულის გარეთა გარსის ანთება (პერიკარდიტი)

პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (კანკალი, კუნთების შებოჭილობა, არეული სიარული)

სტენოკარდიის გაუარესება (გულმკერდის არეში მოჭერითი ტკივილი)

პანკრეასის ჯირკვლის ანთება, რომელსაც თან ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილი და ღებინება

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით მისი შეფასება შეუძლებელია ):

სანერწყვე ჯირკვლების ანთება

ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, ეოზინოფილია (გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება)

სისხლძარღვების ანთება, წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი, პრეპარატის მიღებით გამოწვეული ცხელება, ეოზინოფილია

ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება

შემაერთებელი ქსოვილის დაავადება (სისტემური წითელი მგლურა), რომელსაც თან ახლავს სხვადასხვა ორგანოების დაზიანება და კანის სიმპტომების ხშირი განვითარება (სახის კანის „პეპლის“ ფორმის სიწითლე), სისხლძარღვების ანთება.

სახის ნერვის პარეზი, აპათია, უნებლიე მოძრაობები, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობის სიმპტომები (მეტყველების ან მხედველობის დარღვევა, კიდურების სისუსტე სხეულის ერთ მხარეს), თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევები (ჩხვლეტა).

ისეთი ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა კოშმარული სიზმრები, ცნობიერების არევა, დეპრესია, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება.

გულის შეგუბებითი უკმარისობა, პულსის სიხშირის შემცირება, შეშუპებები, სხეულის მასის მატება, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა, თავბრუსხვევა ადგომისას

ცხვირის „გაჭედვა“

მსხვილი ნაწლავის ანთება, ღებინება, დიარეა, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, მტკივნეული ენა ან მისი გაშავება, გულისრევა, ყაბზობა, მტკივნეული მუცელი ან მისი შებერილობა, ნაწლავებში აირების დაგროვება, პირის სიმშრალე, ენის წვის, ჩქმეტის, ქავილის შეგრძნება.

ნაღვლის შეგუბება სანაღვლე სადინარებში, სიყვითლე

ქავილიანი, სველი (ეგზემის მსგავსი) ან ქავილიანი, კაშკაშა წითელი (ლიქენოიდული) გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება

უმნიშვნელო ტკივილი სახსრებში, სახსრების შეშუპებით ან მის გარეშე, კუნთების ტკივილი.

სარძევე ჯირკვლების გადიდება, რძის სეკრეცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა

ლაბორატორიული ანალიზების შედეგების ცვლილებები

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ შენიშნავთ ნებისმიერ არასასურველ რეაქციებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციებში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შესახებ სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით. თქვენი შეტყობინებები ხელს შეუწყობს მეტი ინფორმაციის მიღებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ უნდა შევინახოთ დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

ჭარბი დოზა

სიმპტომები: არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა, გამოხატული ძილიანობა, სისუსტე, ბრადიკარდია, თავბრუსხვევა, ყაბზობა, მუცლის შებერილობა, აირების სიჭარბე, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

მკურნალობა: დოზის გადაჭარბებიდან მალევე - კუჭის ამორეცხვამ და ღებინების გამოწვევამ შეიძლება შეამციროს შეწოვილი პრეპარატის რაოდენობა. სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. მეთილდოპა ორგანიზმიდან გამოიდევნება ჰემოდიალიზის საშუალებით. დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა. იმის შემდეგ, როდესაც პრეპარატი შეიწოვება, შესაძლებელია მისი გამოყოფის სტიმულირება თირკმელებით სითხის შეყვანის საშუალებით. საჭიროა გულდასმითი დაკვირვება გულის შეკუმშვის სიხშირეზე, სისხლის მოცულობაზე წუთში და სისხლის მოცულობაზე, ელექტროლიტურ ბალანსზე, კუჭ-ნაწლავისა და თირკმლის ფუნქციაზე, ასევე თავის ტვინის ფუნქციაზე. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება სიმპათომიმეტიკების (მაგალითად, ადრენალინის) შეყვანა.

ქრონიკული დოზის გადაჭარბების ეჭვის შემთხვევაში, პრეპარატი დოპეგიტი® უნდა მოიხსნას.

შემადგენლობა

მოქმედი ნივთიერება: 250 მგ მეთილდოფა (282 მგ მეთილდოფას სესქვიჰიდრატის სახით).

დამხმარე ნივთიერებები: ეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი.

პრეპარატ დოპეგიტის® 250 მგ ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე: თეთრი ან მონაცრისფრო-თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ღარით, ერთ მხარეს გლუვი, მეორე მხარეს გრავირებით DOPEGYT, უსუნო ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა: 50 ტაბლეტი ყავისფერ მინის ფლაკონში. 1 ფლაკონი დახურულია პლასტმასის თავსახურით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

შენახვის პირობები

არ გამოიყენოთ ეს წამალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნიეთ მისი ხარისხის გაუარესების რაიმე აშკარა ნიშანი.

სამკურნალო საშუალებები არ უნდა გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან ჩამდინარე წყლებთან ერთად. თუ აუცილებელია ისეთი პრეპარატის თავიდან მოცილება, რომელიც აღარ გჭირდებათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

  • აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანტიჰიპერტენზიული პრეპარატები; ცენტრალური მოქმედების ადრენერგული პრეპარატები.

ათქ კოდი: C02AB01.

დოპეგიტის® ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება - მეთილდოფა - წარმოადგენს ცენტრალური მოქმედების ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას. მისი მოქმედების მექანიზმი ამჟამად ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მოხვედრისას პრეპარატი ახდენს ჰიპოტენზიურ ეფექტს თავისი მეტაბოლიტის (ალფა-მეთილნორადრენალინის) მეშვეობით რამდენიმე სავარაუდო მექანიზმის მეშვეობით:

სიმპათიკური ტონუსის შემცირება ცენტრალური სამუხრუჭებელი პრესინაფსური ალფა-2 რეცეპტორების სტიმულაცის მეშვეობით;

ენდოგენური დოფამინის ჩანაცვლება დოფამინერგულ ნერვულ დაბოლოებებზე - ცრუ ნეირომედიატორის სახით;

პლაზმის რენინის აქტივობისა და პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირება;

ფერმენტ DOPA - დეკარბოქსილაზას დათრგუნვა, რაც ამცირებს ნორადრენალინის, დოფამინის, სეროტონინის სინთეზს და ნორადრენალინის და ადრენალინის კონცენტრაციას ქსოვილებში.

მეთილდოპა არ ახდენს პირდაპირ გავლენას გულის ფუნქციაზე, არ ამცირებს სისხლის მოცულობას წუთში, არ იწვევს რეფლექსურ ტაქიკარდიას და ასევე არ ამცირებს გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეს, თირკმლის სისხლის მიმოქცევას, ფილტრირებად ფრაქციას. ზოგიერთ შემთხვევაში, ის ამცირებს გულისცემას. პრეპარატი ამცირებს არტერიულ წნევას პაციენტის როგორც ზურგზე წოლის, ასევე ფეხზე ყოფნის მდგომარეობაში და მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში იწვევს ორთოსტატულ ჰიპოტენზიას.

  • 2 ფარმაკოკინეტიკური თვისებები

შეწოვა :

მეთილდოპას შეწოვა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან არ არის სტაბილური. შიგნით მიღების შემდეგ ბიოშეღწევადობა შეადგენს 25%-ს. პლაზმაში მაქიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-3 საათში.

განაწილება:

პრეპარატი უმნიშვნელოდ (20%-ზე ნაკლებად) უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს.

ბიოტრანსფორმაცია:

ღვიძლი მეთილდოპას ძირითადი და ყველაზე ინტენსიური მეტაბოლიზმის ადგილია. პრეპარატის აქტიური მეტაბოლიტი - ალფა-მეთილნორადრენალინი - წარმოიქმნება ცენტრალურ ადრენერგულ ნეირონებში. გარდა ამისა, ცნობილია, სხვა მრავალი მეტაბოლიტი, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით.

გამოყოფა:

მეთილდოპას დაახლოებით 70% გამოიყოფა შარდთან ერთად უცვლელი მეთილდოპას ან სულფატური კონიუგატის სახით, ხოლო დანარჩენი გამოიყოფა ნაწლავების მიერ უცვლელი სახით. გამოყოფას აქვს ორფაზიანი ხასიათი. თირკმლის ნორმალური ფუნქციის დროს ნახევარგამოყოფის პერიოდი უდრის 1.8 ± 0.2 საათს. პრეპარატის აქტიური კომპონენტი მთლიანად გამოიყოფა ორგანიზმიდან 36 საათის განმავლობაში.

მეთილდოპას გამოიყოფა ჰემოდიალიზის საშუალებით. ექვსსაათიანი ჰემოდიალიზის დროს შესაძლებელია მოცირკულარე სისხლიდან გამოიყოს შეწოვილი მეთილდოპას დოზის 60%, ხოლო პერიტონეალური დიალიზს 20-30 საათის განმავლობაში გამოყოფს დაახლოებით 22-39%-ს.

მეთილდოპა კვეთს პლაცენტარულ ბარიერს და გამოიყოფა დედის რძეში.

არტერიული წნევის მაქსიმალური შემცირება ხდება ერთი დოზის შიგნით მიღებიდან 4-6 საათის შემდეგ და გრძელდება 12-24 საათი.

განმეორებითი მიღების შემდეგ მაქსიმალური ჰიპოტენზიური ეფექტი ვითარდება 2-3 დღის განმავლობაში. პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ არტერიული წნევა საწყის დონეს უბრუნდება 1-2 დღის განმავლობაში.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები :

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

თირკმლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში მეთილდოპას გამოყოფა შენელებულია თირკმლის ფუნქციის დარღვევის ხარისხის შესაბამისად. მძიმე უკმარისობის დროს (ჰემოდიალიზის გარეშე), მეთილდოპას ნახევარგამოყოფის პერიოდი ხანგრძლივდება 10-ჯერ (იხ. ნაწილი 4.2).

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

პრეპარატის სამედიცინო გამოყენების

ინსტრუქცია

(ინფორმაცია პაციენტებისთვის)

დოპეგიტი® ტაბლეტები 250 მგ

(მეთილდოფა)

ამ მედიკამენტის მიღების დაწყებამდე სრულად და ყურადღებით გაეცანით ინსტრუქციას, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

შეინახეთ ეს ფურცელი. შესაძლოა დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს სამკურნალო საშუალება დანიშნულია სპეციალურად თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. შესაძლოა, მან ზიანი მიაყენოს მათ, იგივე სიმპტომების არსებობის შემთხვევაშიც კი.

თუ განგივითარდათ რაიმე გვერდითი ეფექტი ან შეამჩნევთ ისეთ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ, აცნობოთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს (იხილეთ მე-4 ნაწილი).

მოცემული ფურცელ-ჩანართი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას:

  • რა არის პრეპარატი დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ის
  • რა უნდა იცოდეთ პრეპარატ დოპეგიტის® 250 მგ ტაბლეტები გამოყენების დაწყებამდე
  • როგორ მივიღოთ პრეპარატი დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტები
  • შესაძლო გვერდითი რეაქციები
  • როგორ უნდა შევინახოთ პრეპარატი დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტები
  • ვარგისობის ვადა
  • აფთიაქებიდან გაცემის პირობები
  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რა არის პრეპარატი დოპეგიტი ® 250 მგ ტაბლეტები და როგორ გამოიყენება ის

დოპეგიტის® ტაბლეტების მოქმედი ნივთიერება - მეთილდოფა - წარმოადგენ ანტიჰიპერტენზიულ სამკურნალო საშუალებას, რომელიც ამცირებს არტერიულ წნევას ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე ზემოქმედების გზით.

დოპეგიტი® გამოიყენება ჰიპერტენზიული დაავადების სამკურნალოდ.

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ დოპეგიტის 250 მგ ტაბლეტები გამოყენების დაწყებამდე

არ მიიღოთ პრეპარატი დოპეგიტი ® 250 მგ ტაბლეტები

თუ გაქვთ ალერგია მოქმედი ნივთიერების (მეთილდოფა) ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია მე-8 ნაწილში.

თუ გაქვთ ღვიძლის აქტიური დაავადება (მწვავე ჰეპატიტი, აქტიური ციროზი),

თუ მეთილდოფა ადრე იწვევდა ღვიძლის დაზიანებას.

თუ თქვენ ამავდროულად ღებულობთ MAO-ს ინჰიბიტორებს (მაგალითად, მოკლობემიდი) დეპრესიის, პარკინსონის ან ალცჰაიმერის დაავადების (სელეგილინი) სამკურნალოდ.

თუ გაქვთ დეპრესია

თუ თქვენმა მკურნალმა ექიმმა აღმოაჩინა, რომ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვლების განსაკუთრებული სიმსივნე, რომელიც გამოყოფს კატექოლამინებს (ფეოქრომოციტომას ან პარაგანგლიომას)

თუ გაქვთ პორფირია

თუ ზუსტად არ იცით თქვენი დაავადებები ან მიღებული პრეპარატები, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს.

სიფრთხილის ზომები სამედიცინო გამოყენებისას

პრეპარატ დოპეგიტის® 250 მგ ტაბლეტები მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან.

თუ თქვენ გაქვთ ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთი მდგომარეობა, პრეპარატ დოპეგიტის® 250 მგ ტაბლეტები მიღების დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან.

თუ ადრე აღმოგაჩნდათ ღვიძლის დაავადებები ან მისი ფუნქციური სინჯების გადახრები

თუ გაწუხებთ თირკმელების დაავადება

თუ იმყოფებით ჰემოდიალიზზე

თუ დაგეგმილი გაქვთ ქირურგიული ოპერაცია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ

თუ ადრე გქონიათ ინსულტი.

თუ თქვენ ან თქვენს რომელიმე ნათესავს გაწუხებთ ნივთიერებათა ცვლის განსაკუთრებული დაავადება (ღვიძლის პორფირია),

პრეპარატმა დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტები შეიძლება გავლენა მოახდინოს ზოგიერთი ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე, ამგვარად, სისხლის გადასხმამდე და თირკმელზედა ჯირკვლის განსაკუთრებულ სიმსივნეზე (ფეოქრომოციტომაზე) დიაგნოსტიკური ტესტის ჩატარებამდე აუცილებლად აცნობეთ თქვენ მკურნალ ექიმს, რომ ღებულობთ დოპეგიტის® ტაბლეტებს.

დოპეგიტის® ტაბლეტების მიღების დაწყებამდე, ხოლო შემდეგ მკურნალობის მე-6-12 კვირას ან დროის ნებისმიერ წუთს სხეულის ტემპერატურის მომატებისა ან სიყვითლის განვითარდების შემთხვევაში თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება დაგინიშნოთ სისხლისა და ღვიძლის ფუნქციური ანალიზები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ მოხვიდეთ თქვენთვის ამ აუცილებელი ტესტების ჩასატარებლად.

სხვა სამკურნალო საშუალებები და პრეპარატი დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტები

აუცილებლად აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს ყველა იმ სამკურნალო საშუალების შესახებ, რომელსაც იღებთ ამჟამად, იღებდით ახლახანს ან აპირებთ მიღებას.

ეს პრეპარატი არ უნდა მიიღოთ MAO ინჰიბიტორებთან ერთდროულად (მაგალითად, მოკლობემიდთან, რომელიც ინიშნება დეპრესიის სამკურნალოდ ან სელეგილინთან, რომელიც წარმოადგენს პარკინსონის და ალცჰაიმერის დაავადებების სამკურნალო საშუალებას).

ზოგიერთმა პრეპარატმა შეიძლება შეასუსტოს დოპეგიტი® ტაბლეტების ჰიპოტენზიური ეფექტი , ამიტომ მათი ერთდროული გამოყენება ქვემოთ ჩამოთვლილ პრეპარატებთან ერთად მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს და უნდა ხორციელდებოდეს ექიმის გულდასმითი მეთვალყურეობის ქვეშ:

ზოგიერთი პრეპარატები, რომლებიც მოქმედებენ ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაზე და შეიცავენ ისეთ ნივთიერებებს, როგორიცაა ადრენალინი, ეფედრინი, ფსევდოეფედრინი და ასევე, სხვა სამკურნალო საშუალებები გაციებისთვის, ხველისთვის და ასთმისსთვის;

ზოგიერთი პრეპარატი, რომლებიც ინიშნება დეპრესიის სამკურნალოდ (მაგალითად, იმიპრამინი, ამიტრიპტილინი),

ზოგიერთი ფსიქიკური დაავადებების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, ქლორპრომაზინი და ტრიფტორპერაზინი),

შიგნით მისაღები რკინის პრეპარატები (რკინის გლუკონატი და რკინის სულფატი ამცირებენ მეთილდოფას შეწოვას),

საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებების, ცხელებისა და ტკივილის სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად, პიროქსიკამი, დიკლოფენაკი და ნაპროქსენი),

ესტროგენები (ქალის სასქესო ჰორმონების შემცველი პრეპარატები).

სხვა პრეპარატების ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გააძლიეროს დოპეგიტი® ტაბლეტების ჰიპოტენზიური ეფექტი :

სხვა სამკურნალო საშუალებები არტერიული წნევის შესამცირებლად

ზოგადი საანესთეზიო საშუალებები.

პრეპარატ დოპეგიტის® და ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების ერთდროულმა მიღებამ შეიძლება შეცვალოს თითოეული მათგანის თერაპიული ეფექტი და დაუმატოს ახალი არასასურველი ეფექტები. ამიტომ, მათი კომბინირებული გამოყენება მოითხოვს განსაკუთრებულ სიფრთხილეს:

ლითიუმი (ინიშნება ექიმის მიერ ფსიქიკური დაავადებების სამკურნალოდ),

ლევოდოპა (ინიშნება ექიმის მიერ პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ),

სედაციური, საძილე, ზოგიერთი ალერგიის საწინააღმდეგო საშუალებები და ალკოჰოლი (ისინი აძლიერებენ პრეპარატ დოპეგიტის® დამამშვიდებელ ეფექტს და აქვეითებენ ყურადღების კონცენტრაციას),

ანტიკოაგულანტები (მაგალითად, აცენოკუმაროლი) - მათი ერთდროული გამოყენება დოპეგიტის® ტაბლეტებთან ერთად ზრდის სისხლდენის რისკს,

ბრომოკრიპტინი (ინიშნება ექიმის მიერ ზრდის ჰორმონისა და პროლაქტინის (ჰორმონი, რომელიც მოქმედებს საკვერცხეებზე და ხელს უწყობს რძის გამომუშავებას) დონის გასაზრდელად)

ჰალოპერიდოლი (ინიშნება ექიმის მიერ გარკვეული ფსიქიატრიული დაავადებების სამკურნალოდ).

პრეპარატ დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტების მიღება საკვებთან, სასმელთან და ალკოჰოლთან ერთად

ამ პრეპარატით მკურნალობის დროს ალკოჰოლური სასმელების მიღება აკრძალულია.

რეპროდუქციული ფუნქცია, ორსულობა და ძუძუთი კვება

ორსულობა

თუ ხართ ორსულად, ძუძუთი კვებავთ ბავშვს, ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ორსულობას, დოპეგიტის® ტაბლეტების მიღების დაწყებამდე აცნობეთ ამის შესახებ თქევს მკურნალ ექიმს . მიუხედავად იმისა, რომ არსებული შეზღუდული მონაცემები არ ადასტურებენ მეთილდოფას არასასურველ ზემოქმედებას ორსულობაზე, ნაყოფის განვითარებაზე ან ახალშობილებზე, პრეპარატი დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტები შეიძლება დაინიშნოს ორსულ ქალებში მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც მკურნალობის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება შესაძლო რისკს.

ძუძუთი კვება

ამ პრეპარატის მოქმედი ნივთიერება გამოიყოფა დედის რძეში. ამიტომ, მეძუძურ დედებს შეუძლიათ ამ პრეპარატის გამოყენება მხოლოდ ექიმის მიერ დანიშვნისას რისკისა და სარგებლის გულდასმითი ანალიზის შემდეგ.

სამკურნალო საშუალების გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე

მკურნალობის კურსის დასაწყისში და დოზის გაზრდის შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს სედაციური ეფექტი. თუ შეამჩნიეთ ასეთი ეფექტი (ძილიანობა, თავბრუსხვევა და ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება) იმ დროის განმავლობაში, რომელიც განისაზღვრა ექიმის მიერ, თავი უნდა შეიკავოთ ავტომობილის მართვისგან ან ისეთი სამუშაოს შესრულებისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციის მომატებას. შემდგომში ექიმი თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალურად განსაზღვრავს შეზღუდვების ხარისხს.

ნატრიუმის შემცველობა

ეს პრეპარატი შეიცავს 1 მმოლზე (23 მგ) ნაკლებ ნატრიუმს, ესე იგი ის, პრაქტიკულად, არ შეიცავს ნატრიუმს.

როგორ უნდა მივიღოთ პრეპარატი დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტები

დოპეგიტის® ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ექიმის დანიშნულების შესაბამისად. ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზირების რეჟიმი

ზრდასრულები

პრეპარატის საწყისი რეკომენდებული დოზაა 250 მგ (ერთი ტაბლეტი) დღეში 2-3-ჯერ პირველი ორი დღის განმავლობაში. თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს საწყისი დოზა არტერიული წნევის დაქვეითების ხარისხის მიხედვით, მინიმუმ ორდღიანი ინტერვალებით. რეკომენდებული შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 500-2000 მგ დღე-ღამეში (დოპეგიტის® 2-8 ტაბლეტ) , რომელიც უნდა იქნას მიღებული 2-4 მიღებაზე.

მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს (12 ტაბლეტი). რეკომენდებულია გაზრდილი დოზის საღამოს მიღება.

პაციენტების სპეციალური ჯგუფები

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმული პაციენტების მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური შესაძლო დოზით (დოპეგიტის® 250 მგ ერთი ტაბლეტი დღეში ერთხელ). თქვენმა მკურნალმა ექიმმა შეიძლება თანდათან გაზარდოს დოზა არტერიული წნევის დაქვეითების ხარისხის მიხედვით. სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 2 გ-ს (8 ტაბლეტი).

თირკმელების ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტები

თირკმელების ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში თქვენი მკურნალი ექიმი შეამცირებს პრეპარატ დოპეგიტის® დოზას თირკმელების ფუნქციის დარღვევის ხარისხის შესაბამისად. თქვენმა ექიმმა ასევე შეიძლება შეამციროს ტაბლეტების მიღების სიხშირე. თირკმელების ფუნქციის უმნიშვნელო დარღვევის შემთხვევაში ორი ტაბლეტის მიღებებს შორის უნდა გავიდეს მინიმუმ 8 საათი, საშუალოდ გამოხატულის დროს - მინიმუმ 8-12 საათი, ხოლო მძიმე დარღვევისას - 12-24 საათი.

ჰემოდიალიზით მკურნალობის დროს (თირკმელების დარღვეული ფუნქციის კომპენსირებისთვის), მეთილდოფა გამოიყოფა ორგანიზმიდან, ამგვარად, ჰემოდიალიზის პროცედურის დასრულების შემდეგ, არტერიული წნევის მომატების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია დოპეგიტი® a დამატებითი ტაბლეტის (250 მგ) მიღება.

18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები

ბავშვებისთვის პრეპარატის დოზას ექიმი ნიშნავს ბავშვის სხეულის წონის მიხედვით. მეთილდოფას რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს დღე-ღამეში 10 მგ/კგ სხეულის წონაზე გაყოფილი 2-4 მიღებაზე. საჭიროების შემთხვევაში ბავშვებისა და მოზარდებისთვის სადღეღამისო დოზა შეიძლება თანდათან გაიზარდოს (მაქსიმუმ 65 მგ-მდე/კგ სხეულის წონაზე) მინიმუმ ორდღიანი ინტერვალებით.

სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 3 გ-ს.

გამოყენების წესი

ტაბლეტები შიგნით მიღებისთვის.

ტაბლეტების მიღება შესაძლებელია ჭამის წინ ან ჭამის შემდეგ.

თუ თქვენ მიიღეთ დოპეგიტის® იმაზე მეტი ტაბლეტი, ვიდრე დანიშნული იყო დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას. თან იქონიეთ ეს ინსტრუქცია და დარჩენილი ტაბლეტები იმისთვის, რომ აჩვენოთ ექიმს.

მნიშვნელოვანი დოზის გადაჭარბების სიმპტომები: არტერიული წნევის უეცარი ვარდნა, გამოხატული ძილიანობა, სისუსტე, ბრადიკარდია (გულისცემის სიხშირის შემცირება), თავბრუსხვევა, ყაბზობა, მუცლის შებერილობა, აირების დიდი რაოდენობით დაგროვება, დიარეა, გულისრევა, ღებინება.

თუ დაგავიწყდათ დოპეგიტის® ტაბლეტის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატ დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტების ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის კომპენსირების მიზნით. ეს არ მოახდენს გამოტოვებული დოზის კომპენსირებას, მხოლოდ გაზრდის დოზის გადაჭარბების რისკს. გააგრძელეთ მკურნალობა ჩვეულებრივი რეჟიმით.

თუ შეწყვეტთ დოპეგიტის® ტაბლეტების მიღებას

დოპეგიტი ® 250 მგ ტაბლეტებით მკურნალობა ხანგრძლივია.

იმისდა მიუხედავად, რომ პრეპარატის შეწყვეტის შემდეგ არტერიული წნევა 48 საათის განმავლობაში უბრუნდება საწყის მაჩვენებელს და არ აღინიშნება წნევის უეცარი მატება, არ შეწყვიტოთ დოპეგიტი® ტაბლეტების მიღება, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს თქვენი დაავადების რეციდივი.

დამატებითი კითხვების გაჩენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი რეაქციები

ისევე, როგორც ყველა სამკურნალო საშუალება, მოცემულმა პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი რეაქციები, თუმცა ისინი არ უვითარდება ყველა პაციენტს.

მკურნალობის დასაწყისში და დოზის გაზრდისას გარდამავალი არასასურველი მოვლენების სახით შეიძლება აღინიშნოს: ძილიანობა, თავბრუსხვევა, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება, თავის ტკივილი, სისუსტე, ფიზიკური ძალის დაკარგვის შეგრძნება.

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს შემდეგი სიმპტომებიდან ნებისმიერის გამოვლენის შემთხვევაში:

სიფერმკრთალე, სისუსტე

ინფექციის სიმპტომები (ცხელება, ყელის ტკივილი, პირის ღრუში წყლულების გაჩენა)

მთელ სხეულზე მცირე წითელი სისხლჩაქცევები, შავი ფერის განავალი ან სისხლი შარდში

უჩვეულო ან გახანგრძლივებული სისხლდენა, სისხლჩაქცევები

თვალების სკლერებისა და კანის გაყვითლება, შარდის გამუქება

გამოხატული დაღლილობა

გულმკერდის არეში ტკივილის შეტევების გახშირება ან გახანგრძლივება (სტენოკარდია)

ქოშინი (სუნთქვის გაძნელება), ფეხების შეშუპება, სხეულის მასის მატება

კანზე ბუშტუკების წარმოქმნა ან აქერცვლა

ეს სიმპტომები შეიძლება წარმოადგენდნენ პრეპარატის გვერდითი ეფექტების გავლენის შედეგს სისხლმბად ორგანოებზე, ჰიპერმგრძნობელობის რეაქციებისა (ალერგიები) ან გულის უკმარისობის შედეგს. ამ მდგომარეობებს შეიძლება ჰქონდეთ მძიმე შედეგები. თუ თქვენ იცავთ ექიმის რეკომენდაციებს, იტარებთ დანიშნულ ლაბორატორიულ ანალიზებს და ზემოთ ჩამოთვლილი ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გამოვლენისთანავე დაუყოვნებლივ მიმართავთ ექიმს, შეგიძლიათ თავიდან აიცილოთ მძიმე შედეგები.

პრეპარატ დოპეგიტის® გამოყენებისას, ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, შეიძლება ასევე აღინიშნოს შემდეგი გვერდითი რეაქციები:

ძალიან ხშირი (შეიძლება აღენიშნებოდეს 10-დან 1-ზე მეტ ადამიანს):

დადებითი იმუნოლოგიური ლაბორატორიული ტესტი (კუმბსის ტესტი) ჰემოლიზური ანემიის გარკვეული ტიპის დიაგნოზირებისთვის

იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს არაუმეტეს 1 ადამიანისა 1000-დან):

ჰემოლიზური ანემია, სისხლის თეთრი უჯრედების და სისხლის ფირფიტების რაოდენობის შემცირება

ძალიან იშვიათი (შეიძლება აღენიშნებოდეს არაუმეტეს 1 ადამიანის 10000-დან ):

გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი) ან გულის გარეთა გარსის ანთება (პერიკარდიტი)

პარკინსონის დაავადებისთვის დამახასიათებელი სიმპტომები (კანკალი, კუნთების შებოჭილობა, არეული სიარული)

სტენოკარდიის გაუარესება (გულმკერდის არეში მოჭერითი ტკივილი)

პანკრეასის ჯირკვლის ანთება, რომელსაც თან ახლავს მუცლის ძლიერი ტკივილი და ღებინება

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების მიხედვით მისი შეფასება შეუძლებელია ):

სანერწყვე ჯირკვლების ანთება

ძვლის ტვინის ფუნქციის დათრგუნვა, ეოზინოფილია (გარკვეული ტიპის სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება)

სისხლძარღვების ანთება, წითელი მგლურას მსგავსი სინდრომი, პრეპარატის მიღებით გამოწვეული ცხელება, ეოზინოფილია

ჰორმონ პროლაქტინის დონის მომატება

შემაერთებელი ქსოვილის დაავადება (სისტემური წითელი მგლურა), რომელსაც თან ახლავს სხვადასხვა ორგანოების დაზიანება და კანის სიმპტომების ხშირი განვითარება (სახის კანის „პეპლის“ ფორმის სიწითლე), სისხლძარღვების ანთება.

სახის ნერვის პარეზი, აპათია, უნებლიე მოძრაობები, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის უკმარისობის სიმპტომები (მეტყველების ან მხედველობის დარღვევა, კიდურების სისუსტე სხეულის ერთ მხარეს), თავბრუსხვევა, მგრძნობელობის დარღვევები (ჩხვლეტა).

ისეთი ფსიქიკური დარღვევები, როგორიცაა კოშმარული სიზმრები, ცნობიერების არევა, დეპრესია, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება.

გულის შეგუბებითი უკმარისობა, პულსის სიხშირის შემცირება, შეშუპებები, სხეულის მასის მატება, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა, თავბრუსხვევა ადგომისას

ცხვირის „გაჭედვა“

მსხვილი ნაწლავის ანთება, ღებინება, დიარეა, სანერწყვე ჯირკვლების ანთება, მტკივნეული ენა ან მისი გაშავება, გულისრევა, ყაბზობა, მტკივნეული მუცელი ან მისი შებერილობა, ნაწლავებში აირების დაგროვება, პირის სიმშრალე, ენის წვის, ჩქმეტის, ქავილის შეგრძნება.

ნაღვლის შეგუბება სანაღვლე სადინარებში, სიყვითლე

ქავილიანი, სველი (ეგზემის მსგავსი) ან ქავილიანი, კაშკაშა წითელი (ლიქენოიდული) გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ჭინჭრის ციება

უმნიშვნელო ტკივილი სახსრებში, სახსრების შეშუპებით ან მის გარეშე, კუნთების ტკივილი.

სარძევე ჯირკვლების გადიდება, რძის სეკრეცია, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, იმპოტენცია, ეაკულაციის დარღვევა

ლაბორატორიული ანალიზების შედეგების ცვლილებები

ინფორმაციის მიწოდება გვერდითი ეფექტების შესახებ

თუ შენიშნავთ ნებისმიერ არასასურველ რეაქციებს, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციებში, გთხოვთ, მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თქვენ შეგიძლიათ შეატყობინოთ ნებისმიერი არასასურველი რეაქციის შესახებ სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტების რეგისტრაციის ეროვნული სისტემის მეშვეობით. თქვენი შეტყობინებები ხელს შეუწყობს მეტი ინფორმაციის მიღებას ამ მედიკამენტის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ უნდა შევინახოთ დოპეგიტი® 250 მგ ტაბლეტები

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.

შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე!

  • ვარგისობის ვადა

ვარგისობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.

არ გამოიყენოთ ეს წამალი შეფუთვაზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გამოიყენოთ ეს პრეპარატი, თუ შეამჩნიეთ მისი ხარისხის გაუარესების რაიმე აშკარა ნიშანი.

სამკურნალო საშუალებები არ უნდა გადაყაროთ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ან ჩამდინარე წყლებთან ერთად. თუ აუცილებელია ისეთი პრეპარატის თავიდან მოცილება, რომელიც აღარ გჭირდებათ, კონსულტაციისთვის მიმართეთ ფარმაცევტს. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაბინძურების თავიდან აცილებას.

  • აფთიაქებიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს პრეპარატ დოპეგიტის® თითოეული ტაბლეტი

მოქმედი ნივთიერება: 250 მგ მეთილდოფა (282 მგ მეთილდოფას სესქვიჰიდრატის სახით).

დამხმარე ნივთიერებები: ეთილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი, სიმინდის სახამებელი, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი, ტალკი.

პრეპარატ დოპეგიტის® 250 მგ ტაბლეტების გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი

გარეგნული სახე: თეთრი ან მონაცრისფრო-თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ღარით, ერთ მხარეს გლუვი, მეორე მხარეს გრავირებით DOPEGYT, უსუნო ან თითქმის უსუნო.

შეფუთვა: 50 ტაბლეტი ყავისფერ მინის ფლაკონში. 1 ფლაკონი დახურულია პლასტმასის თავსახურით, მოთავსებულია მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

დსს „ ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

1106 ბუდაპეშტი, კერესტურის ქუჩა, 30-38 უნგრეთი

წარმოების მოედანი

დსს „ ფარმაცევტული ქარხანა ეგისი“

9900 კიორმენდი, მატიაშ კირაის ქუჩა, 65

უნგრეთი

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა