შეზღუდული პოპულაცია პრეტომანიდის ტაბლეტები ნაჩვენებია ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინირებული სქემის შემადგენლობაში, ფილტვის ტუბერკულოზის (ტბ) მქონე მოზრდილების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ რეზისტენტობა იზონიაზიდის, რიფამიცინის, ფტორქინოლონების და მეორე რიგის საინექციო ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ, ან ფილტვის …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- პრეტომანიდი (pretomanid)
- ფორმა და შეფუთვა
- 200მგ ტაბლეტი №182 მაღალი სიმკვრივის პოლიეთილენის ფლაკონში
- მწარმოებელი
- Mylan Laboratories Limited, ინდოეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ანტიმიკობაქტერიული საშუალებები, ტუბერკულოზის სამკურნალო სხვა პრეპარატები
- ATC კოდი
- J04AK08
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044563
- რეგისტრირებულია
- 25 დეკემბერი 2025, მოქმედებს 25 დეკემბერი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „MEDA Pharmaceuticals Switzerland GmbH“ in Ukraine & CIS countries (უკრაინა)
- განმცხადებელი
- შპს „ჯი.დი.ერ.ეს“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დოვპრელა — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
შეზღუდული პოპულაცია
პრეტომანიდის ტაბლეტები ნაჩვენებია ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინირებული სქემის შემადგენლობაში, ფილტვის ტუბერკულოზის (ტბ) მქონე მოზრდილების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ რეზისტენტობა იზონიაზიდის, რიფამიცინის, ფტორქინოლონების და მეორე რიგის საინექციო ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ, ან ფილტვის ტუბერკულოზის მქონე მოზრდილების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ რეზისტენტობა იზონიაზიდის და რიფამპიცინის მიმართ მკურნალობის აუტანლობით ან არ აქვთ რეაქცია სტანდარტულ თერაპიაზე. გამოყენების ეს ჩვენება დაფუძნებულია უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეზღუდულ კლინიკურ მონაცემებზე. პრეპარატი ნაჩვენებია პაციენტების შეზღუდულ და სპეციფიკურ პოპულაციაში გამოსაყენებლად.
მიღების წესი და დოზირება
მნიშვნელოვანი მითითებები გამოყენების მეთოდთან დაკავშირებით
პრეტომანიდის ტაბლეტების მიღება საჭიროა მხოლოდ ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში, როგორც დოზირების რეკომენდებული რეჟიმის ნაწილი.
პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით მკურნალობის კომბინირებული სქემა გამოიყენება უშუალო ზედამხედველობის ქვეშ (DOT).
პრეტომანიდის ტაბლეტები უნდა გამოიყენოთ ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში ჭამის დროს.
მნიშვნელოვანია პაციენტების მიერ თერაპიის სრული კურსის დაცვის აუცილებლობა.
თუ ექიმი წყვეტს პრეტომანიდით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით კომბინირებულ თერაპიას უსაფრთხოების თვალსაზრისით, გამოტოვებული დოზების კომპენსირება შეიძლება მკურნალობის დასრულებისას; ლინეზოლიდის მიმართ არასასურველი რეაქციების გამო გამოტოვებული ლინეზოლიდის დოზების კომპენსირება მიზანშეწონილი არ არის.
პრეტომანიდით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით მკურნალობის კომბინირებული სქემის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება 26 კვირაზე მეტხანს.
რეკომენდებული დოზები
პრეტომანიდის ტაბლეტების მიღება საჭიროა მხოლოდ ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში ჭამის დროს. კომბინირებულ სქემაში გამოყენებისას პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინისა და ლინეზოლიდის მიღების რეკომენდებული დოზები და ხანგრძლივობა შეადგენს შემდეგს:
პრეტომანიდი, ტაბლეტები
200 მგ პრეტომანიდის ერთი ტაბლეტი პერორალურად ერთხელ დღეში 26 კვირის განმავლობაში.
პრეტომანიდის ტაბლეტები უნდა მიიღოთ მთლიანად, წყლის მიყოლებით.
მოზრდილი პაციენტებისთვის ყლაპვის გაძნელების დროს გამოიყენება შემდეგი ორიდან ერთ-ერთი მეთოდი:
ა) დაფშვენით პრეტომანიდი, ტაბლეტები და გააკეთეთ სუსპენზია.
დაფშვენით პრეტომანიდის ტაბლეტი და გააკეთეთ სუსპენზია ჭიქაში ერთ ჩაის კოვზ (დაახლოებით 5 მლ) ოთახის ტემპერატურის წყალში და კარგად მოურიეთ.
დალიეთ ჭიქის შიგთავსი მომზადებისთანავე.
იმისათვის, რომ ჭიქაში არ დარჩეს ტაბლეტის ნარჩენები, გამოავლეთ ჭიქა კიდევ ერთი ჩაის კოვზი (დაახლოებით 5 მლ) წყლით და დაუყოვნებლივ მიიღეთ ჭიქის შიგთავსი.
არ შეინახოთ სუსპენზია შემდეგ გამოყენებამდე.
ბ) დაალბეთ და შემდეგ დაფშვენით პრეტომანიდი, ტაბლეტები.
დაალბეთ პრეტომანიდის ტაბლეტი 4-5 წუთით ჭიქაში ერთ ჩაის კოვზ (დაახლოებით 5 მლ) ოთახის ტემპერატურის წყალში, შემდეგ სრულად დაფშვენით დარჩენილი მყარი ნივთიერება. კარგად მოურიეთ ჭიქის შიგთავსს.
დალიეთ ჭიქის შიგთავსი მომზადებისთანავე.
იმისათვის, რომ ჭიქაში არ დარჩეს ტაბლეტების ნარჩენები, გამოავლეთ ჭიქა კიდევ ერთი ჩაის კოვზი წყლით (დაახლოებით 5 მლ) და დაუყოვნებლივ მიიღეთ ჭიქის შიგთავსი.

ბედაკვილინი:
უნდა გამოიყენოთ ბედაკვილონის დოზირების ორიდან ერთ-ერთი ქვემოთ მითითებული რეჟიმი:
ბედაკვილინი 400 მგ პერორალურად ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ 3-ჯერ კვირაში, მიღებებს შორის სულ მცირე 48 საათიანი ინტერვალის დაცვით, 24 კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში 26 კვირა.
ბედაკვილინი 200 მგ პერორალურად ერთხელ დღეში 8 კვირის განმავლობაში, შემდეგ 100 მგ ერთხელ დღეში 18 კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში 26 კვირა.
ლინეზოლიდი:
ლინეზოლიდის დოზირების უპირატესი რეჟიმი: 600 მგ ერთხელ დღეში პერორალურად 26 კვირის განმავლობაში. მიელოსუპრესიის, პერიფერიული ნეიროპათიის და მხედველობის ნერვის ნეიროპათიის განვითარებისას საჭიროა ლინეზოლიდის დოზის შემცირება 300 მგ-მდე ერთხელ დღეში ან ლინეზოლიდით მკურნალობის შეწყვეტა (იხ. პარაგრაფები 4.2 დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი, 4.4 განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები და 4.8 არასასურველი რეაქციები).
ლინეზოლიდის დოზირების ალტერნატიული რეჟიმი: 1200 მგ პერორალურად ერთხელ დღეში 26 კვირის განმავლობაში. მიელოსუპრესიის, პერიფერიული ნეიროპათიის ან მხედველობის ნერვის ნეიროპათიის განვითარებისას საჭიროა ლინეზოლიდის დოზის შემცირება 600 მგ-მდე ერთხელ დღეში, ლინეზოლიდის დოზის დამატებით შემცირება 300 მგ-მდე ერთხელ დღეში ან ლინეზოლიდის მიღების შეწყვეტა (იხ. პარაგრაფები 4.2 დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი, 4.4 განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები და 4.8 არასასურველი რეაქციები).
პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინაციის მიღების დაწყებამდე საჭიროა:
ღვიძლის დაავადების სიმპტომებისა და ნიშნების (როგორიცაა მომატებული დაღლილობა, ანორექსია, გულისრევა, სიყვითლე, მუქი შარდი, ტკივილი ღვიძლის არეში და ჰეპატომეგალია) შეფასება. ლაბორატორიული ტესტების (ალანინამინოტრანსფერაზა [ალტ], ასპარტატამინოტრანსფერაზა [ასტ], ტუტე ფოსფატაზა და ბილირუბინი) შედეგების მიღება.
სისხლის სრული ანალიზის ჩატარება. შრატში კალიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის დონის შედეგების მიღება, დოზის კორექტირება ნორმიდან გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში. ეკგ მონაცემების მიღება მკურნალობის დაწყებამდე.
მკურნალობის შეწყვეტა
თუ მკურნალი ექიმი მოგიხსნით ბედაკვილინის ან პრეტომანიდის ტაბლეტებს, კომბინირებული სქემა სრულად უნდა მოიხსნას.
თუ მკურნალი ექიმი სრულად მოგიხსნით ლინეზოლიდს მკურნალობის პირველი ოთხი თანმიმდევრული კვირის განმავლობაში, ბედაკვილინის და პრეტომანიდის ტაბლეტების მიღებაც უნდა შეწყდეს. თუ თანმიმდევრული მკურნალონის პირველი ოთხი კვირის შემდეგ ლინეზოლიდი მოიხსნა, გააგრძელეთ ბედაკვილინის და პრეტომანიდის ტაბლეტების მიღება.
გამოყენება პედიატრიულ პოპულაციაში
პედიატრიულ პოპულაციაში პრეტომანიდის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.
გამოყენება გერიატრიულ პოპულაციაში
პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებული სქემის მიღების კლინიკურ კვლევებში არ იყვნენ ჩართული 65 წელზე უფროსი ასაკის საკმარისი რაოდენობის პაციენტი, იმისათვის რომ გამოვლენილი ყოფილიყო განსხვავებები 65 წლამდე ასაკის პაციენტებთან შედარებით.
ღვიძლის უკმარისობა
პრეტომანიდის უსაფრთხოებაზე, ეფექტიანობასა და ფარმაკოკინეტიკაზე ღვიძლის უკმარისობის გავლენა უცნობია.
თირკმელების უკმარისობა
პრეტომანიდის უსაფრთხოებაზე, ეფექტიანობასა და ფარმაკოკინეტიკაზე თირკმელების უკმარისობის გავლენა უცნობია.
უკუჩვენებები
პრეტომანიდის ტაბლეტები, რომლებიც გამოიყენება ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში, უკუნაჩვენებია ბედაკვილინის ან/და ლინეზოლიდის მიმართ უკუჩვენების მქონე პაციენტებისთვის. იხ. ბედაკვილინის და ლინეზოლიდის გამოყენების ინსტრუქცია.
სიფრთხილის ზომები
მკურნალობის კომბინირებულ სქემასთან დაკავშირებული რისკები
პრეტომანიდის ტაბლეტები ნაჩვენებია ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში გამოსაყენებლად.
იხ. ბედაკვილინის და ლინეზოლიდის გამოყენების ინსტრუქცია პოტენციური რისკების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან დაკავშირებული განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები ასევე გასათვალისწინებელია პრეტომანიდის ტაბლეტებთან კომბინაციის მიმართ.
ჰეპატოტოქსიკურობა
ცნობილია ღვიძლის მხრივ არასასურველი რეაქციების შესახებ პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის მიღების კომბინირებული სქემის დროს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის და ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების, მათ შორის ბიოლოგიურად აქტიური მცენარეული დანამატების და ბედაკვილინისგან და ლინეზოლიდისგან განსხვავებული სამკურნალო საშუალებების გამოყენებისგან პრეტომანიდის ტაბლეტების მიღებისას, განსაკუთრებით ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში.
საჭიროა სიმპტომებისა და ნიშნების (როგორიცაა მომატებული დაღლილობა, ანორექსია, გულისრევა, სიყვითლე, მუქი შარდი, მტკივნეულობა ღვიძლის არეში და ჰეპატომეგალია) და ლაბორატორიული ანალიზების (ალტ, ასტ, ტუტე ფოსფატაზა და ბილირუბინი) მონიტორინგი სულ მცირე მკურნალობის დასაწყისში, ორი კვირის შემდეგ, შემდეგ კი ყოველთვიურად მკურნალობის დროს და საჭიროების შემთხვევაში. ღვიძლის დისფუნქციის ახალი ნიშნების გამოვლენის ან დამძიმების შემთხვევაში უნდა გადამოწმდეს ისეთი დაავადებების არსებობა, როგორიცაა ვირუსული ჰეპატიტი, და შეწყდეს სხვა ჰეპატოტოქსიკური პრეპარატების მიღება. სქემით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ:
ამინოტრანსფერაზის დონის მომატებას თან ახლავს საერთო ბილირუბინის დონის ორჯერ მატება ნორმის ზედა ზღვართან შედარებით;
ამინოტრანსფერაზის დონე 8-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს;
ამინოტრანსფერაზის დონე 5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს და ნარჩუნდება 2 კვირის განმავლობაში.
მიელოსუპრესია
ცნობილია მიელოსუპრესიის შესახებ (ანემიის, ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის და პანციტოპენიის ჩათვლით) პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის მიღების კომბინირებული სქემის დროს. მიელოსუპრესია წარმოადგენს ლინეზოლიდის ცნობილ არასასურველ რეაქციას. ანემია შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისთვის. პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის მიღების კომბინირებული სქემის შემადგენლობაში ლინეზოლიდის დოზის შემცირების, მისი მიღების შეწყვეტის ან მოხსნის შემდეგ აღნიშნული ჰემატოლოგიური დარღვევები ატარებდა შექცევად ხასიათს. სისხლის საერთო ანალიზი უნდა იქნას ჩატარებული სულ მცირე მკურნალობის დასაწყისში, ორი კვირის შემდეგ, შემდეგ კი ყოველთვიურად პაციენტებში, რომლებიც ლინეზოლიდს იღებდნენ პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებული სქემის შემადგენლობაში. ასევე, გასათვალისწინებელია ლინეზოლიდის საწყისი დოზის განახევრების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის საკითხი მიელოსუპრესიის განვითარების ან დამძიმების შემთხვევაში.
პერიფერიული და მხედველობითი ნევროპათია
პერიფერიული ნევროპათია და მხედველობის ნერვის ნევროპათია რეგისტრირებულია პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებული სქემის მიღებისას. ნევროპათია წარმოადგენს ცნობილ არასასურველ რეაქციას ლინეზოლიდის ხანგრძლივი გამოყენების დროს. ლინეზოლიდით გამოწვეული ნევროპათია, როგორც წესი, შექცევადია ან მისი მოხსნა შეიძლება შესაბამისი მონიტორინგის და ლინეზოლიდის მიღების შეწყვეტის, დოზის შემცირების ან მოხსნის შემთხვევაში. პერიფერიული ნეიროპათიის სიმძიმის ხარისხის შემცირებისას უნდა განიხილებოდეს ლინეზოლიდის განახევრებული საწყისი დოზის მიღების განახლების შესაძლებლობა. ყველა პაციენტში, რომელიც იღებდა კომბინირებულ მკურნალობას პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით, საჭიროა მხედველობის კონტროლი; თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დარღვევის სიმპტომები, საჭიროა ლინეზოლიდის მიღების შეწყვეტა და ოფთალმოლოგთან რაც შეიძლება სწრაფად მიმართვა კონსულტაციისთვის.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებული სქემის მიღებისას ცნობილია QT ინტერვალის გახანგრძლივების შესახებ. QT ინტერვალის გახანგრძლივება წარმოადგენს ცნობილ არასასურველ რეაქციას ბედაკვილინის მიღებისას. საჭიროა ეკგ მონიტორინგი მკურნალობის დაწყებამდე და პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებული სქემის მიღების დაწყებიდან სულ მცირე 2, 12 და 24 კვირაში. საჭიროა შრატში კალიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის დონეების მონიტორინგი მკურნალობის საწყის ეტაპზე და მათი დოზის კორექტირება ნორმიდან გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში. ამ ელექტროლიტების მონიტორინგი საჭიროა QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევაში.
შემდეგ ფაქტორებს შეუძლია გაზარდოს QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინაციის მიღებისას: ანამნეზში ორმხრივმიმართული ტაქიკარდია, გახანგრძლივებული QT ინტერვალის თანდაყოლილი სინდრომი, ხანგრძლივი ჰიპოთირეოზი, ხანგრძლივი ბრადიარითმია, გულის არაკომპენსირებული უკმარისობა ან შრატში კალციუმის, მაგნიუმის ან კალიუმის კონცენტრაციის ნორმიდან დაქვეითება. საჭიროების შემთხვევაში, ასეთ პაციენტებში შეიძლება განიხილოს ბედაკვილინით მკურნალობის დაწყების შესაძლებლობა სარგებელისა და რისკის თანაფარდობის სასიკეთო შეფასების შემდეგ და ეკგ მაჩვენებლების მუდმივი კონტროლით.
თუ პაციენტს განუვითარდა კლინიკურად მნიშვნელოვანი პარკუჭოვანი არითმია ან QTcF ინტერვალი შეადგენს 500 მწ-ზე მეტს (დადასტურებული განმეორებით ეკგ-ზე), პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინაციის მიღება უნდა შეწყდეს. გულის წასვლის შემთხვევაში ტარდება ეკგ QT-ს გახანგრძლივების დადასტურების მიზნით.
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება
CYP3A4-ის ინდუქტორები
პრეტომანიდი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება CYP3A4-ით. თავი უნდა შეიკავოთ CYP3A4-ის ძლიერი ან ზომიერი ინდუქტორების, როგორიცაა რიფამპინი ან ეფავირენცი, ერთდროულად შეყვანისგან პრეტომანიდით მკურნალობის დროს. (იხ. პარაგრაფი 4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან).
ეფექტები რეპროდუქციულ ფუნქციაზე
პრეტომანიდმა გამოიწვია სათესლე ჯირკვლების ატროფია და ფერტილობის დარღვევა ხვად ვირთაგვებში. პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ, რომელიც გამოვლინდა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ასევე მამაკაცის ფერტილობაზე პოტენციური ზემოქმედების შესახებ, რომელიც სათანადოდ შეფასებული არ არის.
ლაქტოაციდოზი
ცნობილია ლაქტოაციდოზის შესახებ პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებული სქემის მიღებისას. ლაქტოაციდოზი წარმოადგენს ცნობილ არასასურველ რეაქციას ლინეზოლიდის მიღებისას. პაციენტებმა, რომლებსაც უვითარდებათ მორეციდივე გულისრევა ან ღებინება, დაუყოვნებლივ უნდა გაიარონ სამედიცინო დაკვირვება, ბიკარბონატისა და რძემჟავას დონეების შეფასების ჩათვლით, ასევე საჭიროა ლინეზოლიდის ან პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის მთლიანი კომბინაციის მიღების შეწყვეტის საკითხის განხილვა მნიშვნელოვანი ლაქტოაციდოზის განვითარების შემთხვევაში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა პრეტომანიდზე
CYP3A4-ის ინდუქტორები
პრეტომანიდის რიფამპინთან და ეფავირენცთან ერთდროულად მიღებამ გამოიწვია პლაზმაში პრეტომანიდის კონცენტრაციის დაქვეითება. საჭიროა პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინაციის რიფამპინთან, ეფავირენცთან ან CYP3A4-ის სხვა ძლიერ ან ზომიერ ინდუქტორებთან ერთდროულად მიღებისგან თავის შეკავება. სამკურნალო საშუალებების CYP3A4-თან ურთიერთქმედების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. ბედაკვილინის გამოყენების ინსტრუქცია.
ლოპინავირი/რიტონავირი
პრეტომანიდის ლოპინავირთან/რიტონავირთან ერთდროულად გამოყენება არ ახდენდა გავლენას პლაზმაში პრეტომანიდის კონცენტრაციაზე. ლოპინავირის/რიტონავირის მიღება შეიძლება პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინაციასთან ერთად.
პრეტომანიდის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე
მიდაზოლამი
პრეტომანიდის CYP3A4-ის სუბსტრატ მიდაზოლამთან ერთდროულად მიღება არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას მიდაზოლამის ან მისი ძირითადი მეტაბოლიტის, 1-ჰიდროქსი-მიდაზოლამის ფარმაკოკინეტიკაზე. პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებული სქემის მიღება შეიძლება CYP3A4-ის სუბსტრატებთან ერთად.
ორგანული ანიონების გადამტანი-3-ის სუბსტრატები (OAT3) BCRP, OATP1B3 და P-გლიკოპროტეინი
ადამიანებში პრეტომანიდის ერთდროულად მიღების ეფექტი OAT3-ის სუბსტრატების ფარმაკოკინეტიკაზე უცნობია. მიუხედავად ამისა, in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ პრეტომანიდი მნიშვნელოვნად აინჰიბირებს OAT3-ის გადამტანს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს OAT3-ის სუბსტრატების კლინიკურად მომატებული კონცენტრაციები და გაზარდოს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი ამ პრეპარატების მიღებისას.
თუ პრეტომანიდი მიიღება OAT3-ის სუბსტრატებთან (მაგალითად, მეტოტრექსატთან, ინდომეტაცინთან, ციპროფლოქსაცინთან) ერთად, საჭიროა OAT3-ის სუბსტრატით გამოწვეული არასასურველი რეაქციების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში კი უნდა იქნას განხილული OAT3-ის სუბსტრატების დოზირების შემცირების შესაძლებლობა. დოზირების შემცირების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად იხ. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც მიიღება პრეტომანიდთან ერთად.
in vitro კვლევები ვერ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ პრეტომანიდი წარმოადგენს BCRP, OATP1B3 და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორს. ამ ურთიერთქმედების შემსწავლელი კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული. შესაბამისად, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ პრეტომანიდის ერთდროულად გამოყენებამ OATP1B3 მგრძნობიარე სუბსტრატებთან (მაგალითად, ვალსარტანი, სტატინები), BCRP სუბსტრატებთან (მაგალითად, როზუვასტატინი, პრაზოზინი, გლიბურიდი, სულფასალაზინი) და P-გლიკოპროტეინის სუბსტრატებთან (მაგალითად, დიგოქსინი, დაბიგატრანის ეტექსილატი, ვერაპამილი) შეიძლება გაზარდოს მათი ექსპოზიცია. თუ პრეტომანიდი გამოიყენება OATP1B3, BCRP ან P-გლიკოპროტეინის სუბსტრატებთან ერთად, უნდა ჩატარდეს ერთდროულად გამოყენებული პრეპარატით გამოწვეული გვერდითი რეაქციების გაძლიერებული კონტროლი.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულებში პრეტომანიდის გამოყენების კვლევები ან ხელმისაწვდომი მონაცემები არარსებობს. შესაბამისად, პრეპარატთან დაკავშირებული რისკები უცნობია. არსებობს ორსულობის დროს აქტიურ ტუბერკულოზთან დაკავშირებული რისკები (იხ. კლინიკური მოსაზრება). თუ პრეტომანიდის ტაბლეტები ინიშნება ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში, ორსულებში ბედაკვილინისა და ლინეზოლიდის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია უნდა იქნას მიღებული მხედველობაში. ორსულობის დროს ბედაკვილინისა და ლინეზოლიდის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ დამატებითი ინფომაციის მისაღებად იხ. ბედაკვილინისა და ლინეზოლიდის ინსტრუქცია. ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული ფუნქციის კვლევებში აღინიშნა მუცლის მოშლის შემთხვევების გაზრდა იმპლანტაციის შემდეგ ძუებში ტოქსიკური ზემოქმედების დროს (წონის დაკლება და საკვების მიღების შემცირება) პრეტომანიდის პერორალური შეყვანის შემდეგ ვირთაგვებში ორგანოგენეზის დროს დოზით, რომელიც დაახლოებით 4-ჯერ აღემატება ადამიანში რეკომენდებული დოზის ზემოქმედებას. ვირთაგვებსა და ბოცვრებში, რომლებიც პერორალურად იღებდნენ პრეტომანიდს ორგანოგენეზის დროს, არ აღინიშნებოდა არასასიკეთო ზემოქმედება ემბრიონზე/ნაყოფზე დოზით, რომელიც დაახლოებით 2-ჯერ აღემატებოდა ადამიანში რეკომენდებული დოზის ზემოქმედებას.
ამ ჯგუფის პაციენტებისთვის სერიოზული თანდაყოლილი დეფექტებისა და მუცლის მოშლის სავარაუდო თანმხლები რისკი უცნობია. ორსულობის ყველა შემთხვევას ახასიათებს თანდაყოლილი დეფექტების, მუცლის მოშლის ან სხვა არასასიკეთო შედეგების თანმხლები რისკის არსებობა. აშშ-ში საერთო პოპულაციაში კლინიკურად დადასტურებული ორსულობის დროს ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების და მუცლის მუშლის შეფასებული თანმხლები რისკები შეადგენს შესაბამისად 2%-დან 4%-მდე და 15%-დან 20%-მდე.
კლინიკური მოსაზრება
დაავადებასთან დაკავშირებული რისკი დედისთვის ან/და ემბრიონისთვის/ნაყოფისთვის.
ორსულობის დროს აქტიური ტუბერკულოზი დაკავშირებულია არასასიკეთო გამოსავლებთან დედისთვის და ნაყოფისთვის, მათ შორის ანემია დედაში, საკეისრო კვეთა, ნაადრევი მშობიარობა, დაბადებისას ბავშვის დაბალი წონა, ასფიქსია დაბადებისას და ჩვილის პერინატალური სიკვდილი.
ლაქტაცია
ინფორმაცია დედის რძეში პრეტომანიდის არსებობის და რძის გამომუშავებაზე ან ჩვილის კვებაზე მისი გავლენის შესახებ არ არსებობს. პრეტომანიდი გამოვლინდა ვირთაგვების რძეში. ვინაიდან სამკურნალო საშუალება არსებობს ცხოველის რძეში, შესაძლებელია სამკურნალო საშუალება არსებობდეს ქალის რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში არასასურველი რეაქციების გამოვლენის პოტენციური შესაძლებლობის გამო გასათვალისწინებელია განვითარებისთვის და ჯანმრთელობისთვის ძუძუთი კვების უპირატესობები, ასევე დედისთვის პრეტომანიდის ტაბლეტების კლინიკური მოთხოვნილება, მათ შორის ჩვილზე ნებისმიერი პოტენციური არასასიკეთო ზემოქმედება პრეტომანიდის ტაბლეტების მიღების შედეგად და შედეგები დედისთვის პრეტომანიდის მიღებაზე უარის შემთხვევაში. ვინაიდან პრეტომანიდის ტაბლეტები ინიშნება ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში, ლაქტაციაზე ბედაკვილინის და ლინეზოლიდის შესაძლო ეფექტების შესახებ ინფორმაცია უნდა იქნას მიღებული მხედველობაში. ლაქტაციის პერიოდში ბედაკვილინის და ლინეზოლიდის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. ბედაკვილინისა და ლინეზოლიდის გამოყენების ინსტრუქცია.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტები
მამაკაცები
ფერტილობის დაქვეითება ან/და სათესლე ჯირკვლებისთვის ტოქსიკურობის მომატება აღინიშნა ხვად ვირთაგვებსა და თაგვებში, რომლებიც პერორალურად იღებდნენ პრეტომანიდს. ეს ეფექტები დაკავშირებული იყო ჰორმონალურ ცვლილებებთან, მათ შორის შრატში ინჰიბინ B-ს დონის დაქვეითება და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის და ლუთეინიზირებული ჰორმონის მომატება მღრღნელებში.
ფერტილობის დაქვეითება და სათესლე ჯირკვლის ტოქსიკურობის მომატება არ შეიძლება სრულად გამოირიცხოს მამაკაცებში.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მონაცემები არ არსებობს.
გვერდითი მოვლენები
კლინიკური კვლევების გამოცდილება
ვინაიდან კლინიკური კვლევები ტარდება სხვადასხვა პირობებში, სამკურნალო საშუალების კლინიკურ კვლევებში აღნიშნული არასასურველი რეაქციების სიხშირე არ შეიძლება პირდაპირ შედარებული იყოს სხვა პრეპარატის კლინიკური კვლევების სიხშირესთან, ასევე შეიძლება არ ასახოს კლინიკურ პრაქტიკაში აღნიშნული მაჩვენებლები.
ვინაიდან პრეტომანიდის ტაბლეტები ინიშნება ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში, საჭიროა შესაბამისი პრეპარატების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შესწავლა მათ გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების მხრივ.
კლინიკური კვლევების ფარგლებში დაახლოებით 3100 სუბიექტმა განიცადა პრეტომანიდის ტაბლეტების ზემოქმედება ცალკე ან კომბინირებული თერაპიის ფარგლებში.
კვლევა 1 (NCT02333799): ღია, არა შედარებითი კვლევა, რომელიც ჩატარდა სამხრეთ აფრიკის სამ ცენტრში, რომლის დროსაც მოზრდილი პაციენტები ფილტვების ტუბერკულოზით, რეზისტენტული იზონიაზიდის, რიფამპიცინის, ფტორქინოლონების და მეორე რიგის საინექციო ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ, ან ფილტვების ტუბერკულოზით, რეზისტენტული იზონიაზიდის და რიფამპიცინის მიმართ მკურნალობის აუტანლობით ან სტანდარტულ თერაპიაზე რეაქციის უქონლობით, იღებდნენ კომბინირებულ თერაპიას პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდს 6 თვის განმავლობაში (შესაძლოა, 9 თვემდე გაგრძელებით), შემდგომი 24 თვიანი დაკვირვებით. ას ცხრა პაციენტმა მიიღო მკურნალობა; 76% იყო ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, ხოლო 23% - შერეული რასის წარმომადგენელი. სუბიექტთა ასაკი მერყეობდა 17-დან 60 წლამდე (საშუალოდ 36 წელი), ყველა პაციენტი იყო სამხრეთ აფრიკიდან. ორმოცდათექვსმეტი (51%) პაციენტი იყო აივ-დადებითი. კვლევის პერიოდში დარეგისტრირდა 8 სიკვდილი. ექვსი პაციენტი გარდაიცვალა მკურნალობის დროს; ყველა გადარჩენილმა პაციენტმა, ერთის გარდა, რომელმაც გააუქმა თანხმობა კვლევაში მონაწილეობაზე, დაასრულა მკურნალობა. ორი პაციენტი გარდაიცვალა დაკვირვების პერიოდში 369-ე და 486-ე დღეს.
კვლევა 2 (NCT03086486) წარმოადგენდა მე-3 ფაზის ნაწილობრივ ბრმა რანდომიზებულ კვლევას, რომელიც აფასებდა პრეტომანიდის ტაბლეტებთან და ბევაკვილინთან კომბინაციაში ლინეზოლიდით მკურნალობის სხვადასხვა დოზების და ხანგრძლივობის უსაფრთხოებას და ეფექტიანობას პაციენტებში ფილტვების ტუბერკულოზით, რეზისტენტული იზონიაზიდის, რიფამპიცინის, ფტორქინოლონების და მეორე რიგის საინექციო ანტიბაქტერიული პრეპარატის მიმართ, ან ფილტვების ტუბერკულოზით, რეზისტენტული იზონიაზიდის ან ფტორქინოლონის მიმართ, ან მეორე რიგის საინექციო ანტიბაქტერიული პრეპარატის მიმართ, ან ფილტვების ტუბერკულოზით, რეზისტენტული იზონიაზიდის და რიფამპინის მიმართ, სტანდარტული თერაპიის აუტანლობით ან არაეფექტიანობით.
საერთო ჯამში 181 პაციენტი რანდომიზებული იყო ოთხი სამკურნალო ჯგუფიდან ერთ-ერთში: პრეტომანიდი, ტაბლეტები, პლუს ბედაკვილინი პლუს ლინეზოლიდი დოზით 1200 მგ ან 600 მგ 26 კვირის ან 9 კვირის განმავლობაში (არ არის დოზირების რეგისტრირებული რეჟიმი), შემდეგ ლინეზოლიდის პლაცებო 17 კვირის განმავლობაში. კვლევაში პაციენტების 67% იყო მამრობითი სქესის, ხოლო ყველა პაციენტის საშუალო ასაკი შეადგენდა 36 წელს. პაციენტების 64% იყო ევროპეოიდული რასის წარმომადგენელი, დანარჩენი კი - ნეგროიდული რასის წარმომადგენელი (36%). მკურნალობის ჯგუფები მსგავსი იყო დემოგრაფიული მახასიათებლების თვალსაზრისით. პაციენტების უმრავლესობამ (93%) დაასრულა მკურნალობა. რეგისტრირებულია გარდაცვალების ერთი შემთხვევა 9 კვირის განმავლობაში 1200 მგ ლინეზოლიდის მიმღები პაციენტების ჯგუფში (არ წარმოადგენს დოზირების რეგისტრირებულ რეჟიმს).
კვლევებში 1 და 2 გამოვლენილი ხშირი არასასურველი რეაქციები
ცხრილში 1 მოყვანილია ცალკეული არასასურველი რეაქციების სიხშირის აღწერა, რომლებიც რეგისტრირებულია კვლევებში 1 და 2 მონაწილე პაციენტების >5%-ში, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას 26 კვირის განმავლობაში.
ცხრილი 1: ცალკეული არასასურველი რეაქციები (ყველა ხარისხი), რეგისტრირებული პაციენტების >5%-ში, რომლებიც იღებდნენ პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინის და ლინეზოლიდით კომბინირებული თერაპიის კურსს კვლევებში 1 და 2.
პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით (1200 მგ) მკურნალობის კომბინირებული სქემა (N=154)
პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით (600 მგ) მკურნალობის კომბინირებული სქემა (N=45)
არასასურველი რეაქციები
სიმძიმის ყველა ხარისხი
n (%)
სიმძიმის ყველა ხარისხი
n (%)
პერიფერიული ნეიროპათია*
105 (68)
10 (22)
ანემია*
48 (31)
გულისრევა
46 (30)
ფერიჭამელები*
44 (29)
6 (13)
ღებინება
40 (26)
ტრანსამინაზების დონის მომატება*
39 (25)
11 (24)
თავის ტკივილი
34 (22)
ძვალ-კუნთოვანი ტკივილი*
34 (22)
დისპეფსია
30 (19)
გამონაყარი*
29 (19)
ქავილი*
25 (16)
3 (7)
მადის დაქვეითება
24 (16)
ტკივილი მუცლის არეში*
22 (14)
პლევრიტული ტკივილი
22 (14)
4 (9)
გამა-გლუტამილტრანსფერაზის დონის მომატება
20 (13)
ნახველი სისხლით
17 (11)
ჰიპერამილაზემია*
15 (10)
დიარეა
14 (9)
ჰიპერტენზია*
14 (9)
ხველა*
13 (8)
მხედველობის დარღვევა*
13 (8)
ჰიპოგლიკემია
12 (8)
ნეიტროპენია*
12 (8)
3 (7)
წონის ანომალური კლება
11 (7)
შეკრულობა
9 (6)
გასტრიტი
9 (6)
ჰიპერლიპაზემია*
9 (6)
უძილობა
9 (6)
მშრალი კანი
8 (5)
- ცალკეული ტერმინები გაერთიანებულია შემდეგი სახით: პერიფერიული ნეიროპათია (წვის შეგრძნება, ჰიპესთეზია, ჰიპორეფლექსია, პერიფერიული ნეიროპათია, პარესთეზია, პერიფერიული მოტორული ნეიროპათია, პერიფერიული სენსომოტორული ნეიროპათია, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, პოლინეიროპათია, სენსორული დარღვევა); ანემია (ანემია); ფერიჭამელები (ფერიჭამელები, აკნეფორმული დერმატიტი); ტრანსამინაზების დონის მომატება (ალანინამინოტრანსფერაზის [ალტ], ასპარტატამინოტრანსფერაზის [ასტ] დონის მომატება, სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანება, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის სინჯების მაჩვენებლების მომატება, ტრანსამინაზების დონის მომატება); ძვალკუნთოვანი ტკივილი (ართრალგია, ტკივილი ზურგის მხრივ, ნეკნხრტილოვანი შესახსრების ქონდრიტი, მიალგია, ტკივილი კიდურში); გამონაყარი (გამონაყარი, ერითემატოზური გამონაყარი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, პაპულოზური გამონაყარი, ვეზიკულური გამონაყარი); ქავილი (ქავილი, გენერალიზებული ქავილი, გამონაყარი ქავილით); ტკივილი მუცლის არეში (ტკივილი მუცლის არეში, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ტკივილი მუცლის ზედა ორგანოებში, მტკივნეულობა მუცლის არეში); ჰიპერამილაზემია (ამილაზას დონის მომატება, ჰიპერამილაზემია); ჰიპერტენზია (არტერიული წნევის მომატება, ჰიპერტენზია); ხველა (ხველა, პროდუქტიული ხველა); მხედველობის დარღვევა (მხედველობის ველის დაბინდვა, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება, მხედველობის დარღვევა); ნეიტროპენია (ნეიტროპენია); ჰიპერლიპაზემია (ჰიპერლიპაზემია, ლიპაზას დონის მომატება).
შემდეგი არასასურველი რეაქციები რეგისტრირებულია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ მკურნალობას პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის (1200 მგ), 5%-ზე ნაკლებ მაჩვენებლებში კვლევების 1 და 2 ფარგლებში:
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პანკრეატიტი, დისგევზია.
კვლევები: სისხლში კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება, სისხლის კრეატინინის დონის მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება.
სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები: ჰიპომაგნიემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია.
ნერვული სისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა, კრუნჩხვა.
შემდეგი ცალკეული არასასურველი რეაქციები რეგისტრირებულია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით (600 მგ) მკურნალობის კომბინირებულ სქემას 5%-ზე ნაკლებ მაჩვენებლებში კვლევაში 2:
დარღევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია;
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: მადის დაქვეითება, ჰიპერლიპაზემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალიემია;
ფსიქიკური აშლილობები: უძილობა;
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი;
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: ჰიპერტენზია;
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ხველა, სისხლიანი ნახველი;
კუჭ-ნაწლავური დარღვევები: ტკივილი მუცლის არეში, შეკრულობა, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება;
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: მშრალი კანი, გამონაყარი;
დარღვევები კუნთების, ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ძვალკუნთოვანი ტკივილი.
ლაბორატორიული კვლევების შედეგების ნორმიდან გადაცდენა, რეგისტრირებულია კვლევებში 1 და 2.
ცხრილი 2: ერთეული ლაბორატორიული გადაცდომები, რომლებიც გამოვლინდა კლინიკური კვლევების ფარგლებში.
პარამეტრი.
ჯერადი მონაცემები ნორმის ზედა ზღვარის შესახებ
(x ნზზ)
კომბინირებული მკურნალობა პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით (1200მგ)
(N=154)
n %
კომბინირებული პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით (600მგ)
(N=45)
n %
ტრანსამინაზები და ბილირუბინი
ალანინამინოტრანსფერაზა (ალტ)
<3 და <5 x ნზზ
13 (8)
3 (7)
<5 და <8 x ნზზ
6 (4)
0 (0)
<8 x ნზზ
1 (1)
1 (2)
ასპარტატამინოტრანსფერაზა (ასტ)
<3 და <5 x ნზზ
7 (5)
0 (0)
<5 და <8 x ნზზ
3 (2)
0 (0)
<8 X ნზზ
1 (1)
1 (2)
საერთო ბილირუბინი
>1 X ნზზ და <2 X ნზზ
8 (5)
1 (2)
>2 X ნზზ
2 (1)
1 (2)
ჰემატოლოგია
ჰემოგლობინი
<7.9 გ/დლ
6 (4)
0 (0)
ნეიტროფილების აბსოლუტური შემცველობა
<749/მმ3
6 (4)
10 (20)
თრომბოციტები
<49,999/მმ3
2 (1)
0 (0)
სისხლის ბიოქიმიური ანალიზი
ლიპაზა
>2 X ნზზ
7 (5)
2 (4)
ნზზ = ნორმის ზედა ზღვარი
კვლევაში 1 პაციენტების 28%-ს გამოუვლინდა ტრანსამინაზების დონის მომატება. ერთი პაციენტის გარდა, რომელიც გარდაიცვალა პნევმონიით და სეფსისით, ყველა პაციენტმა, რომელსაც გამოუვლინდა ტრანსამინაზების დონის მომატება, შეძლო თერაპიის გაგრძელება და მკურნალობის სრული კურსის დასრულება. კვლევაში 2 181 პაციენტიდან 47-ში (26%) რეგისტრირებული იყო ერთი ან რამდენიმე არასასურველი რეაქცია, დაკავშირებული ღვიძლის ფუნქციასთან, ამასთან, თითოეულ ჯგუფში ეს რიცხვი იყო მსგავსი.
მიელოსუპრესია წარმოადგენს ცნობილ არასასურველ რეაქციას ლინეზოლიდის მიღებისას. კვლევაში 1 ყველაზე გავრცელებულ ჰემატოპოეტურ ციტოპენიას წარმოადგენდა ანემია (37%). ციტოპენიის უმრავლესი შემთხვევა გამოვლინდა მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში. სამ პაციენტში გამოვლინდა სერიოზული ხარისხის სიმძიმის ციტოპენია: ნეიტროპენია 1 პაციენტში და ანემია 2 პაციენტში. სამივე სერიოზულმა არასასურველმა რეაქციამ მიგვიყვანა ლინეზოლიდის ან პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით კომბინირებული მკურნალობის სქემის ყველა კომპონენტის გამოყენების შეწყვეტამდე, რის შემდეგაც ყველა რეაქცია ალაგდა.
კვლევაში 2 მიელოსუპრესიის სიხშირე უფრო მაღალი იყო (29%, 13%-თან შედარებით) 1200 მგ ლინეზოლიდის მიღების ჯგუფში, იმ ჯგუფთან შედარებით, რომელიც იღებდა 600 მგ ლინეზოლიდს, 26 კვირის განმავლობაში. მიელოსუპრესიასთან დაკავშირებული უმრავლესი არასასურველი რეაქცია იყო პირველი ან მე-2 ხარისხის სიმძიმის.
კვლევების 1 და 2 გაერთიანებული მონაცემების თანახმად, 2 პაციენტში რეგისტრირებულია სერიოზული არასასურველი რეაქციები ანემიის სახით 1200 მგ დოზით ლინეზოლიდის მიღებისას, ხოლო 600 მგ-ის ჯგუფში ასეთი რეაქციები არ იყო.
პერიფერიული და მხედველობითი ნევროპათია
პერიფერიული ნევროპათია წარმოადგენს ცნობილ არასასურველ რეაქციას ლინეზოლიდის მიღებისას. კვლევაში 1 პერიფერიული ნევროპათია აღენიშნა პაციენტების 81%-ს. მოცემული არასასურველი რეაქციების უმრავლესობა (64%) გამოვლინდა მკურნალობის დაწყებიდან 8 კვირაში და იწვევდა მკურნალობის შეწყვეტას, დოზის შემცირებას ან ლინეზოლიდის გამოყენების შეწყვეტას. მძიმე, ზომიერი და მსუბუქი პერიფერიული ნევროპათია აღენიშნა პაციენტების შესაბამისად 22%-ს, 32%-ს და 26%-ს. პერიფერიული ნევროპათიასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები არ იწვევდა კომბინირებული თერაპიის სრული სქემის მიღების შეწყვეტას.
კვლევაში 2 17 (38%) პაციენტში რეგისტრირებულია არასასურველი რეაქციები პერიფერიული ნეიროპათიის სახით 1200 მგ-ით 26 კვირის განმავლობაში მკურნალობის ჯგუფში; ამ რეაქციებიდან ერთ-ერთმა გამოიწვია მკურნალობის შეწყვეტა. 600 მგ-ით 26 კვირის განმავლობაში მკურნალობის ჯგუფში 10 (22%) პაციენტში რეგისტრირებულია პერიფერიული ნეიროპათია, და არცერთ მათგან არ დაჭირდა ლინეზოლიდით მკურნალობის შეწყვეტა ან მოხსნა. მხედველობის ნერვის ნევროპათია წარმოადგენს ცნობილ არასასურველ რეაქციას ლინეზოლიდის მიღებისას. კვლევაში 1 ორ პაციენტს (2%) განუვითარდა მხედველობის ნერვის ნევროპათია მკურნალობის დაწყებიდან 16 კვირის შემდეგ. ორივე შემთხვევა კლასიფიცირებულია, როგორც სერიოზული, დადასტურდა ბადურას დათვალიერებისას მხედველობის ნერვის ნევროპათიის/ნევრიტის დიაგნოსტირებით, რამაც მიგვიყვანა ლინეზოლიდის გამოყენების შეწყვეტამდე; ორივე შემთხვევაში არასასურველი რეაქციები ალაგდა.
ზოგადად, პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდს დოზით 600 მგ ორჯერ დღეში, აღენიშნებოდათ 1200 მგ დოზის ერთხელ დღეში მიღების ანალოგიური უსაფრთხოების პროფილი.
ზოგადად, კვლევაში 2, 4 (2%) პაციენტში რეგისტრირებული იყო არასასურველი რეაქციები მხედველობის ნერვის ნეიროპათიის სახით. ოთხივე პაციენტი იყო 1200 მგ დოზით ლინეზოლიდის 26 კვირის განმავლობაში მიღების ჯგუფში (9%). მაქსიმალურმა სიმძიმემ მიაღწია პირველ ხარისხს (მსუბუქი) 1 პაციენტში, მე-2 ხარისხს (საშუალო) 2 პაციენტში და მე-3 ხარისხს (მძიმე) 1 პაციენტში. ლინეზოლიდით მკურნალობა საბოლოოდ შეწყდა ყველა პაციენტში, გარდა ერთი პაციენტისა, რომელსაც არასასურველი რეაქციის გამოვლენის მომენტისთვის უკვე დასრულებული ჰქონდა მკურნალობა. მას განუვითარდა მხედველობის ნერვის ნეიროპათია მკურნალობიდან 3 თვეში და ალაგდა.
შეტყობინება მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნა მნიშვნელოვანია. ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავაგრძელოთ სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის თანაფარდობის მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის რეკომენდებულია ნებისმიერი მოსალოდნელი არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინების გაგზავნა ანგარიშგების ნაციონალური სისტემის საშუალებით.
თუ თქვენთვის ცნობილი გახდა რომელიმე არასასურველი რეაქციის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის პროდუქტის გამოყენებასთან, მ.შ. ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ან გამოვლენილია სამედიცინო შეცდომების, არასწორი გამოყენების, მავნედ მოხმარების, დოზის გადაჭარბების, სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების ან სამკურნალო საშუალებისა და საკვების ურთიერთქმედების, ჩვენების შეუსაბამო გამოყენებით ან პროფესიული და არაპროფესიული საქმიანობის შედეგად გამოწვეული გავლენის, ინფექციური აგენტის გადაცემაზე ეჭვის არსებობის ან არაეფექტიანობის შედეგად, ასევე დაკავშირებულია ხარისხის დეფექტთან, უნდა შეატყობინოთ ფარმაკოუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს, ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
ჭარბი დოზა
პრეტომანიდით დოზის მწვავე გადაჭარბების გამოცდილება არარსებობს. რეკომენდებულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძირითადი ფუნქციების შემანარჩუნებელი ზოგადი ზომების გატარება, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციებისა და ეკგ (QT ინტერვალი) მონიტორინგი დოზის განზრახ ან შემთხვევით გადაჭარბების შემთხვევაში.
შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: 200 მგ პრეტომანიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (ტიპი а), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი.
სამკურნალწამლო ფორმა
200 მგ ტაბლეტები.
აღწერა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ოვალური ტაბლეტები გრავირებით “M“ ერთ მხარეს და გრავირებით “P200“ მეორე მხარეს.
შენახვის პირობები
ბლისტერები №14 და №14x13, ფლაკონი №26 - 4 წელი;
ფლაკონი №182 - 2 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა
14 ტაბლეტი ალუმინის ფოლგის და პვქ/პვდქ ფირის ბლისტერში.
1 ან 13 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
26 ან 182 ტაბლეტი პევპ ფლაკონში ბამბით და ალუმინის მემბრანით, პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით და ბავშვებისგან დამცავი პოლიპროპილენის თავსახურით.
თითო ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
ფარმაკოლოგიური თვისებები
კარდიოელექტროფიზიოლოგია
პრეტომანიდის QT ინტერვალზე ზემოქმედების საკითხზე იყო ჩატარებული რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული დადებითი კონტროლით (მოქსიფლოქსაცინი 400 მგ) ჯვარედინი კვლევა 74 ჯანმრთელი მოზრდილი მოხალისის მონაწილეობით. პრეტომანიდის ერთჯერადი მიღებისას დოზებით 400 მგ (დამტკიცებულ რეკომენდებულ დოზაზე 2-ჯერ მეტი) და 1000 მგ (დამტკიცებულ რეკომენდებულ დოზაზე 5-ჯერ მეტი), QT ინტერვალის გახანგრძლივების მნიშვნელოვანი ეფექტი არ იქნა აღმოჩენილი.
კვლევაში 1 პაციენტები ღებულობდნენ პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებულ სქემას 26 კვირის განმავლობაში. არცერთ პაციენტთან QTcF ინტერვალი არ აღემატებოდა 480 მწამს, ხოლო 1 სუბიექტთან QTcF-ის გახანგრძლივებამ საწყის მნიშვნელობასთან შედარებით შეადგინა 60 მწამ-ზე მეტი კომბინირებული თერაპიის ფონზე, რომელიც მოიცავდა 200 მგ პრეტომანიდს ერთხელ დღეში, 400 მგ ბედაკვილინს ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ ბედაკვილინს 3-ჯერ კვირაში და 1200 მგ ლინეზოლიდს დღეში.
კვლევაში 2 პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ თერაპიას პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით 26 კვირის განმავლობაში, არცერთ პაციენტში იყო რეგისტრირებული QTcF-ის ინტერვალის გახანგრძლივება 480 მწამზე მეტად ან QTcF-ის გახანგრძლივება 60 მწამზე მეტად საწყის დონესთან შედარებით კომბინირებული თერაპიის ფონზე, რომელიც მოიცავდა 200 მგ პრეტომანიდს ერთხელ დღეში, 200 მგ ბედაკვილინს ერთხელ დღეში 8 კვირის განმავლობაში, შემდეგ 100 მგ ბედაკვილინს ერთხელ დღეში და 600 მგ ან 1200 მგ ლინეზოლიდს დღეში.
მოქმედების მექანიზმი
სამკურნალო პრეპარატი პრეტომანიდის ტაბლეტები წარმოადგენს ნიტროიმიდაზოოქსაზინურ ანტიმიკობაქტერიულ პრეპარატს. პრეტომანიდი კლავს აქტიურად რეპლიცირებად M. tuberculosis, აინჰიბირებს რა მიკოლინის მჟავას ბიოსინთეზს, რითაც ხელს უშლის უჯრედის კედლის წარმოქმნას. პრეტომანიდი ანაერობულ პირობებში აზოტის ოქსიდის გამოთავისუფლების შემდეგ არარეპლიცირებადი ბაქტერიების მიმართ მოქმედებს, როგორც რესპირატორული შხამი. ყველა ეს ქმედება მოითხოვს პრეტომანიდის ნიტრო-აღდგენას მიკობაქტერიულ უჯრედში დეაზაფლავინდამოკიდებული ნიტრორედუქტაზას, Ddn-ას, ამოქმედებით, რომელიც დამოკიდებულია კოფაქტორ F420-ის აღდგენილ ფორმაზე. F420-ის აღდგენა ხორციელდება F420-დამოკიდებულ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას, Fgd 1-ის, ამოქმედების მეშვეობით.
რეზისტენტობა
მუტაციები M. tuberculosis-ის ხუთ გენში (ddn, fgdl, fbiA, fbiB და fbiC) დაკავშირებულია რეზისტენტობასთან პრეტომანიდის მიმართ. ამ გენების პროდუქტები მონაწილეობენ ბაქტერიულ უჯრედში პრეტომანიდის ბიორედუქტიულ აქტივაციაში. ზოგ იზოლატს მომატებული მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციით (მდკ) არა აქვს მუტაციები ამ გენებში, რაც მოწმობს იმაზე, რომ არსებობს, სულ მცირე, კიდევ ერთი რეზისტენტობის მექანიზმი. In vitro პრეტომანიდის მიმართ რეზისტენტობის განვითარების სიხშირე მერყეობდა 10-7-დან 10-5-მდე 2-6-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე პრეტომანიდის მდკ. იყო აღმოჩენილი პრეტომანიდის ჯვარედინი რეზისტენტობა იმავე კლასის სხვა ნაერთებთან.
ანტიმიკრობული აქტივობა
პრეტომანიდმა გამოამჟღავნა in vitro აქტივობა M. tuberculosis-ის კომპლექსის წინააღმდეგ. პრეტომანიდმა ასევე გამოამჟღავნა ანტი-ტუბერკულოზული აქტივობა ტუბერკულოზის მოდელებში ცხოველებზე.
ტუბერკულოზის მოდელებში თაგვებში პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის 3 პრეპარატის კომბინაცია უფრო მეტად ამცირებდა ბაქტერიების რაოდენობას ფილტვებში და იწვევდა უფრო ნაკლები რაოდენობის რეციდივებს თერაპიიდან 2 და 3 თვის შემდეგ, ვიდრე 2 პრეპარატის პრეტომანიდის და ბედაკვილინისა და ლინეზოლიდის კომბინაცია. კვლევაში 1, პრეტომანიდის მდკ-ის გაანგარიშება ხორციელდებოდა მიკობაქტერიული ზრდის ინდიკატორის (MGIT) გამოყენებით. კვლევაში პრეტომანიდის მდკ-ის საწყისი მნიშვნელობა M. tuberculosis-ის იზოლატებისთვის შეადგენდა 0.06-დან 1 მკგ/მლ-მდე.
კვლევაში 2 პრეტომანიდის მდკ გაიზარდა 1 მკგ/მლ-დან 16 მკგ/მლ-მდე შვიდ პაციენტში წყვილი იზოლატებით, რომლებიც მიღებულია საწყის დონეზე და 16 კვირის შემდეგ. 5 პაციენტში (2 იღებდა ლინეზოლიდს დოზით 1200 მგ 9 კვირის განმავლობაში, 3 იღებდა ლინეზოლიდს დოზით 600 მგ 9 კვირის განმავლობაში) რეგისტრირებულია რეციდივი ან არაეფექტიანი თერაპია, ხოლო 1-ს ჰქონდა დადებითი შედეგი. დოზირების 9 კვირიანი რეჟიმი არ არის რეგისტრირებული დოზირების რეჟიმი. 7-დან 6 პაციენტში აღინიშნა ბედაკვილინის მომატებული მდკ საწყის დონეზე.
- 2 ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებისას პრეტომანიდის AUC და Cmax იყო დაახლოებით პროპორციული დოზისა ერთჯერადი დოზების დიაპაზონში 50 მგ-დან (0.25-ჯერ დამტკიცებულ რეკომენდებულ დოზაზე) 200 მგ-მდე (დამტკიცებული რეკომენდებული დოზა); ერთჯერადი დოზების შემთხვევაში 200 მგ-ზე ზევით და 1000 მგ-მდე (5-ჯერ აღემატება დამტკიცებულ რეკომენდებულ დოზას) AUC და Cmax იზრდება ნაკლებად, ვიდრე დოზის პროპორციულობა. პრეტომანიდის სტაბილური კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მიღწეული იქნა 200 მგ დოზის მრავალჯერადი მიღებიდან დაახლოებით 4-6 დღის შემდეგ, ხოლო დაგროვების კოეფიციენტმა შეადგინა დაახლოებით 2. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები პრეტომანიდის 200 მგ დოზის ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში მოყვანილია ცხრილში 3.
ცხრილი 3: პრეტომანიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების საშუალო (СО) მნიშვნელობები ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში უზმოზე და საკვების მიღების შემდეგ
ფკ პარამეტრი *
ერთჯერადი დოზა 200 მგ; უზმოზე
ერთჯერადი დოზა 200 მგ; საკვების მიღების შემდეგ
ერთჯერადი დოზა 200 მგ სტაციონარულ მდგომარეობაში; უზმოზე
Cmax (მკგ / მლ)
- 1 (0.2)
- 0 (0.3)
- 7 (0.3)
AUCt (მკგ*სთ/მლ)
† 28.1 (8.0)
† 51.6 (10.1)
‡ 30.2 (3.7)
AUCinf (მკგ*სთ/ მლ)
- 8 (8.3)
- 0 (10.6)
Н/О
- Tmax (სთ)
- 0 (2.0, 6.0)
- 0 (3.0, 8.1)
- 5 (2.0, 8.0)
Vd /F (ლ)
180 (51.3)
- 0 (17.2)
Н/О
CL/F (ლ/სთ)
- 6 (2.5)
- 9 (0.8)
Н/О
t 1/2 (სთ)
- 9 (3.1)
- 4 (2.8)
- 0 (1.6)
- - მედიანა (მინიმუმი, მაქსიმუმი); † -AUC96სთ; ‡ -AUC24 სთ; H/O – არ არის განსაზღვრული
აბსორბცია
საკვების მიღების გავლენა
პრეტომანიდის დოზის მიღებამ (პერორალურად ტაბლეტების სახით) მაღალკალორიულ ცხიმიან საკვებთან ერთად (დაახლოებით 150, 250 და 500-600 კალორია, სადაც შედიოდა შესაბამისად, ცილები, ნახშირწყლები და ცხიმები) გაზარდა საშუალო Cmax 76%-ით და AUCinf -ის საშუალო მნიშვნელობა 88%-ით პრეპარატის უზმოზე მიღებასთან შედარებით (იხ. ასევე ცხრილი 3 ზემოთ).
განაწილება
პრეტომანიდის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 86.4%.
გამოყოფა
პერორალური შეყვანისას პრეტომანიდის აშკარა კლირენსისა და ნახევარგამოყოფის პერიოდის შეფასებისთვის იხილეთ ცხრილი 3, ზევით.
მეტაბოლიზმი
პრეტომანიდი მეტაბოლიზდება რამოდენიმე აღდგენითი და ჟანგვითი გზით, ამ დროს არცერთი მათგანი არ ითვლება ძირითადად. In vitro კვლევებმა რეკომბინანტული CYP3A4 გამოყენებით აჩვენა, რომ ეს ფერმენტი პასუხისმგებელია პრეტომანიდის დაახლოებით 20%-მდე მეტაბოლიზმზე.
ექსკრექცია
ჯანმრთელ მოზრდილ მამაკაცებში, რომლებიც იღებენ პრეტომანიდის 14C-ით მონიშნულ რადიოაქტიულ იზოტოპს პერორალურად 1100 მგ დოზით, შარდით გამოყოფილი რადიოაქტიური დოზის საშუალო მნიშვნელობა (СО) შეადგენდა 53% (3.4%), განავლით 38% (2.7%), ძირითადად პრეტომანიდი გამოიყოფებოდა მეტაბოლიტების სახით; რადიოაქტიური დოზის დაახლოებით 1% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით.
განსაკუთრებული პოპულაციები
პრეტომანიდის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ ყოფილა აღნიშნული სქესის, სხეულის წონის, რასის (ნეგროიდული, ევროპეოიდული რასის წარმომადგენლები და ა.შ.), ფილტვების ტუბერკულოზის ფორმების (იზონიაზიდის, რიფამიცინების, ფტორქინოლონების და მეორე რიგის საინექციო ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული ან რეზისტენტული იზონიაზიდის და რიფაპმიცინის მიმართ მკურნალობის აუტანლობით ან სტანდარტულ თერაპიაზე რეაქციის უქონლობით) ან აივ-სტატუსის მონაცემების გაანალიზების დროს. თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის გავლენა პრეტომანიდის ფარმაკოკინეტიკაზე უცნობია.
სამკურნალო ურთიერთქმედებების კვლევა
კლინიკური კვლევები
ეფავირენცი: პრეტომანიდის ოთხჯერ დღეში 200 მგ დოზით და 600 მგ ეფავირენცის ოთხჯერ დღეში ერთდროული მიღება 7 დღის განმავლობაში იწვევს პრეტომანიდისათვის AUC-ის საშუალო მნიშვნელობის 35%-ით და Cmax-ის - 28%-ით შემცირებას. ეფავირენცის AUC და Cmax საშუალო მნიშვნელობები არ შეცვლილა პრეტომანიდთან ერთად დანიშვნისას. ლოპინავირი/რიტონავირი: პრეტომანიდის დოზით 200 მგ ოთხჯერ დღეში ლოპინავირთან/ რიტონავირთან 400/100 მგ ორჯერ დღეში ერთდროულად გამოყენება 7 დღის განმავლობაში იწვევს პრეტომანიდებისათვის AUC-ის საშუალო მნიშვნელობის 17%-ით და Cmax 13%-ით შემცირებას. პრეტომანიდთან ერთდროულად გამოყენებისას ლოპინავირის AUC და Cmax საშუალო მნიშვნელობები შემცირებული იქნა შესაბამისად, 14% და 17%-ით.
რიფამპინი: პრეტომანიდის 200 მგ დოზით 4-ჯერ დღეში რიფამპინთან 600 მგ 4-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ერთდროულად გამოყენება იწვევს პრეტომანიდისათვის AUC-ის საშუალო მნიშვნელობის 66%-ით და Cmax-ის - 53%-ით შემცირებას.
მიდაზოლამი: პრეტომანიდის 400 მგ-ის დოზით (დადგენილ რეკომენდებულ დოზაზე ორჯერ მეტი) დღეში ოთხჯერ 14 დღის განმავლობაში და მიდაზოლამის ერთჯერადი პერორალური დოზით 2 მგ ერთდროულმა გამოყენებამ მე-14 დღეს გამოიწვია მიდაზოლამისათვის AUC-ის საშუალო მნიშვნელობის 15%-ით და Cmax-ის - 16%-ით შემცირება და 1-ჰიდროქსი-მიდაზოლამის AUC-ისა და Cmax-ის საშუალო მნიშვნელობის ზრდა შესაბამისად, 14%-ით და 5%-ით.
In vitro კვლევები, სადაც სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების პოტენციალი კლინიკურად არ არის შეფასებული შემდგომში
ციტოქრომ P 450 (CYP) ფერმენტები: CYP3A4 ასრულებს როლს პრეტომანიდის მეტაბოლიზმში, ანუ 20%-მდე. პრეტომანიდი არ არის CYP2C9, CYP2C19 და CYP2D6-ის სუბსტრატი. In vitro კვლევების საფუძველზე პრეტომანიდი არ არის CYP1A2-ის, CYP2C8- ის, CYP2C9-ის, CYP2C19-ისა და CYP2D6-ის ინჰიბიტორი კლინიკურად მნიშვნელოვან კონცენტრაციებში. პრეტომანიდი არ არის CYP3A4 ინდუქტორი.
ტრანსპორტერული სისტემები.
პრეტომანიდი არის OAT3 ტრანსპორტერის ინჰიბიტორი in vitro, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს OAT3-ის სამკურნალო პრეპარატ-სუბსტრატების კონცენტრაციის მატება და შეიძლება გაზარდოს იმ გვერდითი რეაქციების რისკი, რომლებიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო საშუალებებთან. OAT3-ის სუბსტრატებთან სამკურნალო ურთიერთქმედების კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
In vitro კვლევები ვერ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ პრეტომანიდი არის BCRP- ის, OATP1B3-ისა და P-gp-ის ტრანსპორტერების ინჰიბიტორი. პრეტომანიდის ერთდროული მიღების გავლენა BCRP, OATP1B3 და P-gp სუბსტრატების ფარმაკოკინეტიკაზე ადამიანებში უცნობია.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ პრეტომანიდი არ აინჰიბირებს ტრანსპორტს, რომელიც განპირობებულია OAT1, OCT1, OCT2, OAT1B1, OATP1B3, BCRP, BSEP, P-gp, MATE1 და/ან MATE2-K-ით, პრეტომანიდის კლინიკურად მნიშვნელოვან კონცენტრაციებში. პრეტომანიდი არ არის OAT1, OAT3, OCT2, OAT1B1, OATP1B3, MATE1, MATE2-K, BCRP და/ან P-gp ტრანსპორტერების სუბსტრატი.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · პროდუქტის მახასიათებლები (ექიმისთვის)
გამოყენების ინსტრუქცია
დოვპრელა
200 მგ ტაბლეტები
სამკურნალო საშუალების დასახელება
დოვპრელა, 200 მგ ტაბლეტები
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა
ერთი ტაბლეტი შეიცავს:
მოქმედ ნივთიერებას: 200 მგ პრეტომანიდს.
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზის მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი (ტიპი а), მაგნიუმის სტეარატი, სილიციუმის დიოქსიდი კოლოიდური, ნატრიუმის ლაურილსულფატი, პოვიდონი.
სამკურნალწამლო ფორმა
200 მგ ტაბლეტები.
აღწერა: თეთრი ან თითქმის თეთრი ფერის, ოვალური ტაბლეტები გრავირებით “M“ ერთ მხარეს და გრავირებით “P200“ მეორე მხარეს.
გამოყენების ჩვენება
შეზღუდული პოპულაცია
პრეტომანიდის ტაბლეტები ნაჩვენებია ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინირებული სქემის შემადგენლობაში, ფილტვის ტუბერკულოზის (ტბ) მქონე მოზრდილების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ რეზისტენტობა იზონიაზიდის, რიფამიცინის, ფტორქინოლონების და მეორე რიგის საინექციო ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ, ან ფილტვის ტუბერკულოზის მქონე მოზრდილების სამკურნალოდ, რომლებსაც აქვთ რეზისტენტობა იზონიაზიდის და რიფამპიცინის მიმართ მკურნალობის აუტანლობით ან არ აქვთ რეაქცია სტანდარტულ თერაპიაზე. გამოყენების ეს ჩვენება დაფუძნებულია უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შეზღუდულ კლინიკურ მონაცემებზე. პრეპარატი ნაჩვენებია პაციენტების შეზღუდულ და სპეციფიკურ პოპულაციაში გამოსაყენებლად.
გამოყენების შეზღუდვა
პრეტომანიდის ტაბლეტები უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის:
მგრძნობიარე (DS) ტუბერკულოზით
Mycobacterium tuberculosis-ით გამოწვეული ფარული ინფექციით;
Mycobacterium tuberculosis-ით გამოწვეული არაფილტვისმიერი ინფექციით;
იზონიაზიდის და რიფამპიცინის მიმართ რეზისტენტული ტუბერკულოზით, რომელიც არ ავლენს აუტანლობას მკურნალობის მიმართ ან არ რეაგირებს სტანდარტულ თერაპიაზე;
ტუბერკულოზით, რომლებშიც ცნობილია რეზისტენტობის არსებობა კომბინაციის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.
არ არის დადგენილი პრეტომანიდის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტიანობა სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში გამოყენებისთვის, გარდა ბედაკვილინისა და ლინეზოლიდისა, როგორც დოზირების რეკომენდებული რეჟიმის ნაწილის (იხ. პარაგრაფი 4.2 დოზირების რეჟიმი და გამოყენები წესი).
- 2 დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი
მნიშვნელოვანი მითითებები გამოყენების მეთოდთან დაკავშირებით
პრეტომანიდის ტაბლეტების მიღება საჭიროა მხოლოდ ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში, როგორც დოზირების რეკომენდებული რეჟიმის ნაწილი.
პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით მკურნალობის კომბინირებული სქემა გამოიყენება უშუალო ზედამხედველობის ქვეშ (DOT).
პრეტომანიდის ტაბლეტები უნდა გამოიყენოთ ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში ჭამის დროს.
მნიშვნელოვანია პაციენტების მიერ თერაპიის სრული კურსის დაცვის აუცილებლობა.
თუ ექიმი წყვეტს პრეტომანიდით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით კომბინირებულ თერაპიას უსაფრთხოების თვალსაზრისით, გამოტოვებული დოზების კომპენსირება შეიძლება მკურნალობის დასრულებისას; ლინეზოლიდის მიმართ არასასურველი რეაქციების გამო გამოტოვებული ლინეზოლიდის დოზების კომპენსირება მიზანშეწონილი არ არის.
პრეტომანიდით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით მკურნალობის კომბინირებული სქემის გამოყენება, საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება 26 კვირაზე მეტხანს.
რეკომენდებული დოზები
პრეტომანიდის ტაბლეტების მიღება საჭიროა მხოლოდ ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში ჭამის დროს. კომბინირებულ სქემაში გამოყენებისას პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინისა და ლინეზოლიდის მიღების რეკომენდებული დოზები და ხანგრძლივობა შეადგენს შემდეგს:
პრეტომანიდი, ტაბლეტები
200 მგ პრეტომანიდის ერთი ტაბლეტი პერორალურად ერთხელ დღეში 26 კვირის განმავლობაში.
პრეტომანიდის ტაბლეტები უნდა მიიღოთ მთლიანად, წყლის მიყოლებით.
მოზრდილი პაციენტებისთვის ყლაპვის გაძნელების დროს გამოიყენება შემდეგი ორიდან ერთ-ერთი მეთოდი:
ა) დაფშვენით პრეტომანიდი, ტაბლეტები და გააკეთეთ სუსპენზია.
დაფშვენით პრეტომანიდის ტაბლეტი და გააკეთეთ სუსპენზია ჭიქაში ერთ ჩაის კოვზ (დაახლოებით 5 მლ) ოთახის ტემპერატურის წყალში და კარგად მოურიეთ.
დალიეთ ჭიქის შიგთავსი მომზადებისთანავე.
იმისათვის, რომ ჭიქაში არ დარჩეს ტაბლეტის ნარჩენები, გამოავლეთ ჭიქა კიდევ ერთი ჩაის კოვზი (დაახლოებით 5 მლ) წყლით და დაუყოვნებლივ მიიღეთ ჭიქის შიგთავსი.
არ შეინახოთ სუსპენზია შემდეგ გამოყენებამდე.
ბ) დაალბეთ და შემდეგ დაფშვენით პრეტომანიდი, ტაბლეტები.
დაალბეთ პრეტომანიდის ტაბლეტი 4-5 წუთით ჭიქაში ერთ ჩაის კოვზ (დაახლოებით 5 მლ) ოთახის ტემპერატურის წყალში, შემდეგ სრულად დაფშვენით დარჩენილი მყარი ნივთიერება. კარგად მოურიეთ ჭიქის შიგთავსს.
დალიეთ ჭიქის შიგთავსი მომზადებისთანავე.
იმისათვის, რომ ჭიქაში არ დარჩეს ტაბლეტების ნარჩენები, გამოავლეთ ჭიქა კიდევ ერთი ჩაის კოვზი წყლით (დაახლოებით 5 მლ) და დაუყოვნებლივ მიიღეთ ჭიქის შიგთავსი.
არ შეინახოთ სუსპენზია შემდეგ გამოყენებამდე.
ბედაკვილინი:
უნდა გამოიყენოთ ბედაკვილონის დოზირების ორიდან ერთ-ერთი ქვემოთ მითითებული რეჟიმი:
ბედაკვილინი 400 მგ პერორალურად ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ 3-ჯერ კვირაში, მიღებებს შორის სულ მცირე 48 საათიანი ინტერვალის დაცვით, 24 კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში 26 კვირა.
ბედაკვილინი 200 მგ პერორალურად ერთხელ დღეში 8 კვირის განმავლობაში, შემდეგ 100 მგ ერთხელ დღეში 18 კვირის განმავლობაში, საერთო ჯამში 26 კვირა.
ლინეზოლიდი:
ლინეზოლიდის დოზირების უპირატესი რეჟიმი: 600 მგ ერთხელ დღეში პერორალურად 26 კვირის განმავლობაში. მიელოსუპრესიის, პერიფერიული ნეიროპათიის და მხედველობის ნერვის ნეიროპათიის განვითარებისას საჭიროა ლინეზოლიდის დოზის შემცირება 300 მგ-მდე ერთხელ დღეში ან ლინეზოლიდით მკურნალობის შეწყვეტა (იხ. პარაგრაფები 4.2 დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი, 4.4 განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები და 4.8 არასასურველი რეაქციები).
ლინეზოლიდის დოზირების ალტერნატიული რეჟიმი: 1200 მგ პერორალურად ერთხელ დღეში 26 კვირის განმავლობაში. მიელოსუპრესიის, პერიფერიული ნეიროპათიის ან მხედველობის ნერვის ნეიროპათიის განვითარებისას საჭიროა ლინეზოლიდის დოზის შემცირება 600 მგ-მდე ერთხელ დღეში, ლინეზოლიდის დოზის დამატებით შემცირება 300 მგ-მდე ერთხელ დღეში ან ლინეზოლიდის მიღების შეწყვეტა (იხ. პარაგრაფები 4.2 დოზირების რეჟიმი და გამოყენების წესი, 4.4 განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები და 4.8 არასასურველი რეაქციები).
პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინაციის მიღების დაწყებამდე საჭიროა:
ღვიძლის დაავადების სიმპტომებისა და ნიშნების (როგორიცაა მომატებული დაღლილობა, ანორექსია, გულისრევა, სიყვითლე, მუქი შარდი, ტკივილი ღვიძლის არეში და ჰეპატომეგალია) შეფასება. ლაბორატორიული ტესტების (ალანინამინოტრანსფერაზა [ალტ], ასპარტატამინოტრანსფერაზა [ასტ], ტუტე ფოსფატაზა და ბილირუბინი) შედეგების მიღება.
სისხლის სრული ანალიზის ჩატარება. შრატში კალიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის დონის შედეგების მიღება, დოზის კორექტირება ნორმიდან გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში. ეკგ მონაცემების მიღება მკურნალობის დაწყებამდე.
მკურნალობის შეწყვეტა
თუ მკურნალი ექიმი მოგიხსნით ბედაკვილინის ან პრეტომანიდის ტაბლეტებს, კომბინირებული სქემა სრულად უნდა მოიხსნას.
თუ მკურნალი ექიმი სრულად მოგიხსნით ლინეზოლიდს მკურნალობის პირველი ოთხი თანმიმდევრული კვირის განმავლობაში, ბედაკვილინის და პრეტომანიდის ტაბლეტების მიღებაც უნდა შეწყდეს. თუ თანმიმდევრული მკურნალონის პირველი ოთხი კვირის შემდეგ ლინეზოლიდი მოიხსნა, გააგრძელეთ ბედაკვილინის და პრეტომანიდის ტაბლეტების მიღება.
გამოყენება პედიატრიულ პოპულაციაში
პედიატრიულ პოპულაციაში პრეტომანიდის ტაბლეტების უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადგენილი არ არის.
გამოყენება გერიატრიულ პოპულაციაში
პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებული სქემის მიღების კლინიკურ კვლევებში არ იყვნენ ჩართული 65 წელზე უფროსი ასაკის საკმარისი რაოდენობის პაციენტი, იმისათვის რომ გამოვლენილი ყოფილიყო განსხვავებები 65 წლამდე ასაკის პაციენტებთან შედარებით.
ღვიძლის უკმარისობა
პრეტომანიდის უსაფრთხოებაზე, ეფექტიანობასა და ფარმაკოკინეტიკაზე ღვიძლის უკმარისობის გავლენა უცნობია.
თირკმელების უკმარისობა
პრეტომანიდის უსაფრთხოებაზე, ეფექტიანობასა და ფარმაკოკინეტიკაზე თირკმელების უკმარისობის გავლენა უცნობია.
- 3 უკუჩვენება
პრეტომანიდის ტაბლეტები, რომლებიც გამოიყენება ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში, უკუნაჩვენებია ბედაკვილინის ან/და ლინეზოლიდის მიმართ უკუჩვენების მქონე პაციენტებისთვის. იხ. ბედაკვილინის და ლინეზოლიდის გამოყენების ინსტრუქცია.
- 4 განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
მკურნალობის კომბინირებულ სქემასთან დაკავშირებული რისკები
პრეტომანიდის ტაბლეტები ნაჩვენებია ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში გამოსაყენებლად.
იხ. ბედაკვილინის და ლინეზოლიდის გამოყენების ინსტრუქცია პოტენციური რისკების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად. ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან დაკავშირებული განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები ასევე გასათვალისწინებელია პრეტომანიდის ტაბლეტებთან კომბინაციის მიმართ.
ჰეპატოტოქსიკურობა
ცნობილია ღვიძლის მხრივ არასასურველი რეაქციების შესახებ პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის მიღების კომბინირებული სქემის დროს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის და ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების, მათ შორის ბიოლოგიურად აქტიური მცენარეული დანამატების და ბედაკვილინისგან და ლინეზოლიდისგან განსხვავებული სამკურნალო საშუალებების გამოყენებისგან პრეტომანიდის ტაბლეტების მიღებისას, განსაკუთრებით ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში.
საჭიროა სიმპტომებისა და ნიშნების (როგორიცაა მომატებული დაღლილობა, ანორექსია, გულისრევა, სიყვითლე, მუქი შარდი, მტკივნეულობა ღვიძლის არეში და ჰეპატომეგალია) და ლაბორატორიული ანალიზების (ალტ, ასტ, ტუტე ფოსფატაზა და ბილირუბინი) მონიტორინგი სულ მცირე მკურნალობის დასაწყისში, ორი კვირის შემდეგ, შემდეგ კი ყოველთვიურად მკურნალობის დროს და საჭიროების შემთხვევაში. ღვიძლის დისფუნქციის ახალი ნიშნების გამოვლენის ან დამძიმების შემთხვევაში უნდა გადამოწმდეს ისეთი დაავადებების არსებობა, როგორიცაა ვირუსული ჰეპატიტი, და შეწყდეს სხვა ჰეპატოტოქსიკური პრეპარატების მიღება. სქემით მკურნალობა უნდა შეწყდეს, თუ:
ამინოტრანსფერაზის დონის მომატებას თან ახლავს საერთო ბილირუბინის დონის ორჯერ მატება ნორმის ზედა ზღვართან შედარებით;
ამინოტრანსფერაზის დონე 8-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს;
ამინოტრანსფერაზის დონე 5-ჯერ აღემატება ნორმის ზედა ზღვარს და ნარჩუნდება 2 კვირის განმავლობაში.
მიელოსუპრესია
ცნობილია მიელოსუპრესიის შესახებ (ანემიის, ლეიკოპენიის, თრომბოციტოპენიის და პანციტოპენიის ჩათვლით) პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის მიღების კომბინირებული სქემის დროს. მიელოსუპრესია წარმოადგენს ლინეზოლიდის ცნობილ არასასურველ რეაქციას. ანემია შეიძლება საშიში იყოს სიცოცხლისთვის. პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის მიღების კომბინირებული სქემის შემადგენლობაში ლინეზოლიდის დოზის შემცირების, მისი მიღების შეწყვეტის ან მოხსნის შემდეგ აღნიშნული ჰემატოლოგიური დარღვევები ატარებდა შექცევად ხასიათს. სისხლის საერთო ანალიზი უნდა იქნას ჩატარებული სულ მცირე მკურნალობის დასაწყისში, ორი კვირის შემდეგ, შემდეგ კი ყოველთვიურად პაციენტებში, რომლებიც ლინეზოლიდს იღებდნენ პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებული სქემის შემადგენლობაში. ასევე, გასათვალისწინებელია ლინეზოლიდის საწყისი დოზის განახევრების ან პრეპარატის მიღების შეწყვეტის საკითხი მიელოსუპრესიის განვითარების ან დამძიმების შემთხვევაში.
პერიფერიული და მხედველობითი ნევროპათია
პერიფერიული ნევროპათია და მხედველობის ნერვის ნევროპათია რეგისტრირებულია პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებული სქემის მიღებისას. ნევროპათია წარმოადგენს ცნობილ არასასურველ რეაქციას ლინეზოლიდის ხანგრძლივი გამოყენების დროს. ლინეზოლიდით გამოწვეული ნევროპათია, როგორც წესი, შექცევადია ან მისი მოხსნა შეიძლება შესაბამისი მონიტორინგის და ლინეზოლიდის მიღების შეწყვეტის, დოზის შემცირების ან მოხსნის შემთხვევაში. პერიფერიული ნეიროპათიის სიმძიმის ხარისხის შემცირებისას უნდა განიხილებოდეს ლინეზოლიდის განახევრებული საწყისი დოზის მიღების განახლების შესაძლებლობა. ყველა პაციენტში, რომელიც იღებდა კომბინირებულ მკურნალობას პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით, საჭიროა მხედველობის კონტროლი; თუ პაციენტს აღენიშნება მხედველობის დარღვევის სიმპტომები, საჭიროა ლინეზოლიდის მიღების შეწყვეტა და ოფთალმოლოგთან რაც შეიძლება სწრაფად მიმართვა კონსულტაციისთვის.
QT ინტერვალის გახანგრძლივება
პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებული სქემის მიღებისას ცნობილია QT ინტერვალის გახანგრძლივების შესახებ. QT ინტერვალის გახანგრძლივება წარმოადგენს ცნობილ არასასურველ რეაქციას ბედაკვილინის მიღებისას. საჭიროა ეკგ მონიტორინგი მკურნალობის დაწყებამდე და პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებული სქემის მიღების დაწყებიდან სულ მცირე 2, 12 და 24 კვირაში. საჭიროა შრატში კალიუმის, კალციუმისა და მაგნიუმის დონეების მონიტორინგი მკურნალობის საწყის ეტაპზე და მათი დოზის კორექტირება ნორმიდან გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში. ამ ელექტროლიტების მონიტორინგი საჭიროა QT ინტერვალის გახანგრძლივების შემთხვევაში.
შემდეგ ფაქტორებს შეუძლია გაზარდოს QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკი პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინაციის მიღებისას: ანამნეზში ორმხრივმიმართული ტაქიკარდია, გახანგრძლივებული QT ინტერვალის თანდაყოლილი სინდრომი, ხანგრძლივი ჰიპოთირეოზი, ხანგრძლივი ბრადიარითმია, გულის არაკომპენსირებული უკმარისობა ან შრატში კალციუმის, მაგნიუმის ან კალიუმის კონცენტრაციის ნორმიდან დაქვეითება. საჭიროების შემთხვევაში, ასეთ პაციენტებში შეიძლება განიხილოს ბედაკვილინით მკურნალობის დაწყების შესაძლებლობა სარგებელისა და რისკის თანაფარდობის სასიკეთო შეფასების შემდეგ და ეკგ მაჩვენებლების მუდმივი კონტროლით.
თუ პაციენტს განუვითარდა კლინიკურად მნიშვნელოვანი პარკუჭოვანი არითმია ან QTcF ინტერვალი შეადგენს 500 მწ-ზე მეტს (დადასტურებული განმეორებით ეკგ-ზე), პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინაციის მიღება უნდა შეწყდეს. გულის წასვლის შემთხვევაში ტარდება ეკგ QT-ს გახანგრძლივების დადასტურების მიზნით.
სამკურნალწამლო ურთიერთქმედება
CYP3A4-ის ინდუქტორები
პრეტომანიდი ნაწილობრივ მეტაბოლიზდება CYP3A4-ით. თავი უნდა შეიკავოთ CYP3A4-ის ძლიერი ან ზომიერი ინდუქტორების, როგორიცაა რიფამპინი ან ეფავირენცი, ერთდროულად შეყვანისგან პრეტომანიდით მკურნალობის დროს. (იხ. პარაგრაფი 4.5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან).
ეფექტები რეპროდუქციულ ფუნქციაზე
პრეტომანიდმა გამოიწვია სათესლე ჯირკვლების ატროფია და ფერტილობის დარღვევა ხვად ვირთაგვებში. პაციენტი უნდა იყოს ინფორმირებული რეპროდუქციული ტოქსიკურობის შესახებ, რომელიც გამოვლინდა ცხოველებზე ჩატარებულ კვლევებში, ასევე მამაკაცის ფერტილობაზე პოტენციური ზემოქმედების შესახებ, რომელიც სათანადოდ შეფასებული არ არის.
ლაქტოაციდოზი
ცნობილია ლაქტოაციდოზის შესახებ პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებული სქემის მიღებისას. ლაქტოაციდოზი წარმოადგენს ცნობილ არასასურველ რეაქციას ლინეზოლიდის მიღებისას. პაციენტებმა, რომლებსაც უვითარდებათ მორეციდივე გულისრევა ან ღებინება, დაუყოვნებლივ უნდა გაიარონ სამედიცინო დაკვირვება, ბიკარბონატისა და რძემჟავას დონეების შეფასების ჩათვლით, ასევე საჭიროა ლინეზოლიდის ან პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის მთლიანი კომბინაციის მიღების შეწყვეტის საკითხის განხილვა მნიშვნელოვანი ლაქტოაციდოზის განვითარების შემთხვევაში.
- 5 ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
სხვა სამკურნალო საშუალებების გავლენა პრეტომანიდზე
CYP3A4-ის ინდუქტორები
პრეტომანიდის რიფამპინთან და ეფავირენცთან ერთდროულად მიღებამ გამოიწვია პლაზმაში პრეტომანიდის კონცენტრაციის დაქვეითება. საჭიროა პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინაციის რიფამპინთან, ეფავირენცთან ან CYP3A4-ის სხვა ძლიერ ან ზომიერ ინდუქტორებთან ერთდროულად მიღებისგან თავის შეკავება. სამკურნალო საშუალებების CYP3A4-თან ურთიერთქმედების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. ბედაკვილინის გამოყენების ინსტრუქცია.
ლოპინავირი/რიტონავირი
პრეტომანიდის ლოპინავირთან/რიტონავირთან ერთდროულად გამოყენება არ ახდენდა გავლენას პლაზმაში პრეტომანიდის კონცენტრაციაზე. ლოპინავირის/რიტონავირის მიღება შეიძლება პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინაციასთან ერთად.
პრეტომანიდის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე
მიდაზოლამი
პრეტომანიდის CYP3A4-ის სუბსტრატ მიდაზოლამთან ერთდროულად მიღება არ ახდენდა კლინიკურად მნიშვნელოვან გავლენას მიდაზოლამის ან მისი ძირითადი მეტაბოლიტის, 1-ჰიდროქსი-მიდაზოლამის ფარმაკოკინეტიკაზე. პრეტომანიდის ტაბლეტების, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებული სქემის მიღება შეიძლება CYP3A4-ის სუბსტრატებთან ერთად.
ორგანული ანიონების გადამტანი-3-ის სუბსტრატები (OAT3) BCRP, OATP1B3 და P-გლიკოპროტეინი
ადამიანებში პრეტომანიდის ერთდროულად მიღების ეფექტი OAT3-ის სუბსტრატების ფარმაკოკინეტიკაზე უცნობია. მიუხედავად ამისა, in vitro კვლევებმა აჩვენა, რომ პრეტომანიდი მნიშვნელოვნად აინჰიბირებს OAT3-ის გადამტანს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს OAT3-ის სუბსტრატების კლინიკურად მომატებული კონცენტრაციები და გაზარდოს არასასურველი რეაქციების განვითარების რისკი ამ პრეპარატების მიღებისას.
თუ პრეტომანიდი მიიღება OAT3-ის სუბსტრატებთან (მაგალითად, მეტოტრექსატთან, ინდომეტაცინთან, ციპროფლოქსაცინთან) ერთად, საჭიროა OAT3-ის სუბსტრატით გამოწვეული არასასურველი რეაქციების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში კი უნდა იქნას განხილული OAT3-ის სუბსტრატების დოზირების შემცირების შესაძლებლობა. დოზირების შემცირების შესაძლებლობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მისაღებად იხ. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია, რომელიც მიიღება პრეტომანიდთან ერთად.
in vitro კვლევები ვერ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ პრეტომანიდი წარმოადგენს BCRP, OATP1B3 და P-გლიკოპროტეინის ინჰიბიტორს. ამ ურთიერთქმედების შემსწავლელი კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული. შესაბამისად, არ შეიძლება გამოირიცხოს, რომ პრეტომანიდის ერთდროულად გამოყენებამ OATP1B3 მგრძნობიარე სუბსტრატებთან (მაგალითად, ვალსარტანი, სტატინები), BCRP სუბსტრატებთან (მაგალითად, როზუვასტატინი, პრაზოზინი, გლიბურიდი, სულფასალაზინი) და P-გლიკოპროტეინის სუბსტრატებთან (მაგალითად, დიგოქსინი, დაბიგატრანის ეტექსილატი, ვერაპამილი) შეიძლება გაზარდოს მათი ექსპოზიცია. თუ პრეტომანიდი გამოიყენება OATP1B3, BCRP ან P-გლიკოპროტეინის სუბსტრატებთან ერთად, უნდა ჩატარდეს ერთდროულად გამოყენებული პრეპარატით გამოწვეული გვერდითი რეაქციების გაძლიერებული კონტროლი.
- 6 ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობა
ორსულებში პრეტომანიდის გამოყენების კვლევები ან ხელმისაწვდომი მონაცემები არარსებობს. შესაბამისად, პრეპარატთან დაკავშირებული რისკები უცნობია. არსებობს ორსულობის დროს აქტიურ ტუბერკულოზთან დაკავშირებული რისკები (იხ. კლინიკური მოსაზრება). თუ პრეტომანიდის ტაბლეტები ინიშნება ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში, ორსულებში ბედაკვილინისა და ლინეზოლიდის დანიშვნის შესახებ ინფორმაცია უნდა იქნას მიღებული მხედველობაში. ორსულობის დროს ბედაკვილინისა და ლინეზოლიდის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ დამატებითი ინფომაციის მისაღებად იხ. ბედაკვილინისა და ლინეზოლიდის ინსტრუქცია. ცხოველებზე ჩატარებული რეპროდუქციული ფუნქციის კვლევებში აღინიშნა მუცლის მოშლის შემთხვევების გაზრდა იმპლანტაციის შემდეგ ძუებში ტოქსიკური ზემოქმედების დროს (წონის დაკლება და საკვების მიღების შემცირება) პრეტომანიდის პერორალური შეყვანის შემდეგ ვირთაგვებში ორგანოგენეზის დროს დოზით, რომელიც დაახლოებით 4-ჯერ აღემატება ადამიანში რეკომენდებული დოზის ზემოქმედებას. ვირთაგვებსა და ბოცვრებში, რომლებიც პერორალურად იღებდნენ პრეტომანიდს ორგანოგენეზის დროს, არ აღინიშნებოდა არასასიკეთო ზემოქმედება ემბრიონზე/ნაყოფზე დოზით, რომელიც დაახლოებით 2-ჯერ აღემატებოდა ადამიანში რეკომენდებული დოზის ზემოქმედებას.
ამ ჯგუფის პაციენტებისთვის სერიოზული თანდაყოლილი დეფექტებისა და მუცლის მოშლის სავარაუდო თანმხლები რისკი უცნობია. ორსულობის ყველა შემთხვევას ახასიათებს თანდაყოლილი დეფექტების, მუცლის მოშლის ან სხვა არასასიკეთო შედეგების თანმხლები რისკის არსებობა. აშშ-ში საერთო პოპულაციაში კლინიკურად დადასტურებული ორსულობის დროს ძირითადი თანდაყოლილი დეფექტების და მუცლის მუშლის შეფასებული თანმხლები რისკები შეადგენს შესაბამისად 2%-დან 4%-მდე და 15%-დან 20%-მდე.
კლინიკური მოსაზრება
დაავადებასთან დაკავშირებული რისკი დედისთვის ან/და ემბრიონისთვის/ნაყოფისთვის.
ორსულობის დროს აქტიური ტუბერკულოზი დაკავშირებულია არასასიკეთო გამოსავლებთან დედისთვის და ნაყოფისთვის, მათ შორის ანემია დედაში, საკეისრო კვეთა, ნაადრევი მშობიარობა, დაბადებისას ბავშვის დაბალი წონა, ასფიქსია დაბადებისას და ჩვილის პერინატალური სიკვდილი.
ლაქტაცია
ინფორმაცია დედის რძეში პრეტომანიდის არსებობის და რძის გამომუშავებაზე ან ჩვილის კვებაზე მისი გავლენის შესახებ არ არსებობს. პრეტომანიდი გამოვლინდა ვირთაგვების რძეში. ვინაიდან სამკურნალო საშუალება არსებობს ცხოველის რძეში, შესაძლებელია სამკურნალო საშუალება არსებობდეს ქალის რძეში. ძუძუთი კვებაზე მყოფ ჩვილებში არასასურველი რეაქციების გამოვლენის პოტენციური შესაძლებლობის გამო გასათვალისწინებელია განვითარებისთვის და ჯანმრთელობისთვის ძუძუთი კვების უპირატესობები, ასევე დედისთვის პრეტომანიდის ტაბლეტების კლინიკური მოთხოვნილება, მათ შორის ჩვილზე ნებისმიერი პოტენციური არასასიკეთო ზემოქმედება პრეტომანიდის ტაბლეტების მიღების შედეგად და შედეგები დედისთვის პრეტომანიდის მიღებაზე უარის შემთხვევაში. ვინაიდან პრეტომანიდის ტაბლეტები ინიშნება ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში, ლაქტაციაზე ბედაკვილინის და ლინეზოლიდის შესაძლო ეფექტების შესახებ ინფორმაცია უნდა იქნას მიღებული მხედველობაში. ლაქტაციის პერიოდში ბედაკვილინის და ლინეზოლიდის გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხ. ბედაკვილინისა და ლინეზოლიდის გამოყენების ინსტრუქცია.
რეპროდუქციული პოტენციალის მქონე პაციენტები
მამაკაცები
ფერტილობის დაქვეითება ან/და სათესლე ჯირკვლებისთვის ტოქსიკურობის მომატება აღინიშნა ხვად ვირთაგვებსა და თაგვებში, რომლებიც პერორალურად იღებდნენ პრეტომანიდს. ეს ეფექტები დაკავშირებული იყო ჰორმონალურ ცვლილებებთან, მათ შორის შრატში ინჰიბინ B-ს დონის დაქვეითება და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის და ლუთეინიზირებული ჰორმონის მომატება მღრღნელებში.
ფერტილობის დაქვეითება და სათესლე ჯირკვლის ტოქსიკურობის მომატება არ შეიძლება სრულად გამოირიცხოს მამაკაცებში.
- 7 ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე
მონაცემები არ არსებობს.
- 8 არასასურველი რეაქციები
კლინიკური კვლევების გამოცდილება
ვინაიდან კლინიკური კვლევები ტარდება სხვადასხვა პირობებში, სამკურნალო საშუალების კლინიკურ კვლევებში აღნიშნული არასასურველი რეაქციების სიხშირე არ შეიძლება პირდაპირ შედარებული იყოს სხვა პრეპარატის კლინიკური კვლევების სიხშირესთან, ასევე შეიძლება არ ასახოს კლინიკურ პრაქტიკაში აღნიშნული მაჩვენებლები.
ვინაიდან პრეტომანიდის ტაბლეტები ინიშნება ბედაკვილინთან და ლინეზოლიდთან კომბინაციაში, საჭიროა შესაბამისი პრეპარატების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შესწავლა მათ გამოყენებასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციების მხრივ.
კლინიკური კვლევების ფარგლებში დაახლოებით 3100 სუბიექტმა განიცადა პრეტომანიდის ტაბლეტების ზემოქმედება ცალკე ან კომბინირებული თერაპიის ფარგლებში.
კვლევა 1 (NCT02333799): ღია, არა შედარებითი კვლევა, რომელიც ჩატარდა სამხრეთ აფრიკის სამ ცენტრში, რომლის დროსაც მოზრდილი პაციენტები ფილტვების ტუბერკულოზით, რეზისტენტული იზონიაზიდის, რიფამპიცინის, ფტორქინოლონების და მეორე რიგის საინექციო ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ, ან ფილტვების ტუბერკულოზით, რეზისტენტული იზონიაზიდის და რიფამპიცინის მიმართ მკურნალობის აუტანლობით ან სტანდარტულ თერაპიაზე რეაქციის უქონლობით, იღებდნენ კომბინირებულ თერაპიას პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდს 6 თვის განმავლობაში (შესაძლოა, 9 თვემდე გაგრძელებით), შემდგომი 24 თვიანი დაკვირვებით. ას ცხრა პაციენტმა მიიღო მკურნალობა; 76% იყო ნეგროიდული რასის წარმომადგენელი, ხოლო 23% - შერეული რასის წარმომადგენელი. სუბიექტთა ასაკი მერყეობდა 17-დან 60 წლამდე (საშუალოდ 36 წელი), ყველა პაციენტი იყო სამხრეთ აფრიკიდან. ორმოცდათექვსმეტი (51%) პაციენტი იყო აივ-დადებითი. კვლევის პერიოდში დარეგისტრირდა 8 სიკვდილი. ექვსი პაციენტი გარდაიცვალა მკურნალობის დროს; ყველა გადარჩენილმა პაციენტმა, ერთის გარდა, რომელმაც გააუქმა თანხმობა კვლევაში მონაწილეობაზე, დაასრულა მკურნალობა. ორი პაციენტი გარდაიცვალა დაკვირვების პერიოდში 369-ე და 486-ე დღეს.
კვლევა 2 (NCT03086486) წარმოადგენდა მე-3 ფაზის ნაწილობრივ ბრმა რანდომიზებულ კვლევას, რომელიც აფასებდა პრეტომანიდის ტაბლეტებთან და ბევაკვილინთან კომბინაციაში ლინეზოლიდით მკურნალობის სხვადასხვა დოზების და ხანგრძლივობის უსაფრთხოებას და ეფექტიანობას პაციენტებში ფილტვების ტუბერკულოზით, რეზისტენტული იზონიაზიდის, რიფამპიცინის, ფტორქინოლონების და მეორე რიგის საინექციო ანტიბაქტერიული პრეპარატის მიმართ, ან ფილტვების ტუბერკულოზით, რეზისტენტული იზონიაზიდის ან ფტორქინოლონის მიმართ, ან მეორე რიგის საინექციო ანტიბაქტერიული პრეპარატის მიმართ, ან ფილტვების ტუბერკულოზით, რეზისტენტული იზონიაზიდის და რიფამპინის მიმართ, სტანდარტული თერაპიის აუტანლობით ან არაეფექტიანობით.
საერთო ჯამში 181 პაციენტი რანდომიზებული იყო ოთხი სამკურნალო ჯგუფიდან ერთ-ერთში: პრეტომანიდი, ტაბლეტები, პლუს ბედაკვილინი პლუს ლინეზოლიდი დოზით 1200 მგ ან 600 მგ 26 კვირის ან 9 კვირის განმავლობაში (არ არის დოზირების რეგისტრირებული რეჟიმი), შემდეგ ლინეზოლიდის პლაცებო 17 კვირის განმავლობაში. კვლევაში პაციენტების 67% იყო მამრობითი სქესის, ხოლო ყველა პაციენტის საშუალო ასაკი შეადგენდა 36 წელს. პაციენტების 64% იყო ევროპეოიდული რასის წარმომადგენელი, დანარჩენი კი - ნეგროიდული რასის წარმომადგენელი (36%). მკურნალობის ჯგუფები მსგავსი იყო დემოგრაფიული მახასიათებლების თვალსაზრისით. პაციენტების უმრავლესობამ (93%) დაასრულა მკურნალობა. რეგისტრირებულია გარდაცვალების ერთი შემთხვევა 9 კვირის განმავლობაში 1200 მგ ლინეზოლიდის მიმღები პაციენტების ჯგუფში (არ წარმოადგენს დოზირების რეგისტრირებულ რეჟიმს).
კვლევებში 1 და 2 გამოვლენილი ხშირი არასასურველი რეაქციები
ცხრილში 1 მოყვანილია ცალკეული არასასურველი რეაქციების სიხშირის აღწერა, რომლებიც რეგისტრირებულია კვლევებში 1 და 2 მონაწილე პაციენტების >5%-ში, რომლებიც იღებდნენ მკურნალობას 26 კვირის განმავლობაში.
ცხრილი 1: ცალკეული არასასურველი რეაქციები (ყველა ხარისხი), რეგისტრირებული პაციენტების >5%-ში, რომლებიც იღებდნენ პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინის და ლინეზოლიდით კომბინირებული თერაპიის კურსს კვლევებში 1 და 2.
პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით (1200 მგ) მკურნალობის კომბინირებული სქემა (N=154)
პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით (600 მგ) მკურნალობის კომბინირებული სქემა (N=45)
არასასურველი რეაქციები
სიმძიმის ყველა ხარისხი
n (%)
სიმძიმის ყველა ხარისხი
n (%)
პერიფერიული ნეიროპათია*
105 (68)
10 (22)
ანემია*
48 (31)
გულისრევა
46 (30)
ფერიჭამელები*
44 (29)
6 (13)
ღებინება
40 (26)
ტრანსამინაზების დონის მომატება*
39 (25)
11 (24)
თავის ტკივილი
34 (22)
ძვალ-კუნთოვანი ტკივილი*
34 (22)
დისპეფსია
30 (19)
გამონაყარი*
29 (19)
ქავილი*
25 (16)
3 (7)
მადის დაქვეითება
24 (16)
ტკივილი მუცლის არეში*
22 (14)
პლევრიტული ტკივილი
22 (14)
4 (9)
გამა-გლუტამილტრანსფერაზის დონის მომატება
20 (13)
ნახველი სისხლით
17 (11)
ჰიპერამილაზემია*
15 (10)
დიარეა
14 (9)
ჰიპერტენზია*
14 (9)
ხველა*
13 (8)
მხედველობის დარღვევა*
13 (8)
ჰიპოგლიკემია
12 (8)
ნეიტროპენია*
12 (8)
3 (7)
წონის ანომალური კლება
11 (7)
შეკრულობა
9 (6)
გასტრიტი
9 (6)
ჰიპერლიპაზემია*
9 (6)
უძილობა
9 (6)
მშრალი კანი
8 (5)
- ცალკეული ტერმინები გაერთიანებულია შემდეგი სახით: პერიფერიული ნეიროპათია (წვის შეგრძნება, ჰიპესთეზია, ჰიპორეფლექსია, პერიფერიული ნეიროპათია, პარესთეზია, პერიფერიული მოტორული ნეიროპათია, პერიფერიული სენსომოტორული ნეიროპათია, პერიფერიული სენსორული ნეიროპათია, პოლინეიროპათია, სენსორული დარღვევა); ანემია (ანემია); ფერიჭამელები (ფერიჭამელები, აკნეფორმული დერმატიტი); ტრანსამინაზების დონის მომატება (ალანინამინოტრანსფერაზის [ალტ], ასპარტატამინოტრანსფერაზის [ასტ] დონის მომატება, სამკურნალო საშუალებებით გამოწვეული ღვიძლის დაზიანება, ღვიძლის ფერმენტების დონის მომატება, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა, ღვიძლის ფუნქციის სინჯების მაჩვენებლების მომატება, ტრანსამინაზების დონის მომატება); ძვალკუნთოვანი ტკივილი (ართრალგია, ტკივილი ზურგის მხრივ, ნეკნხრტილოვანი შესახსრების ქონდრიტი, მიალგია, ტკივილი კიდურში); გამონაყარი (გამონაყარი, ერითემატოზური გამონაყარი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, პაპულოზური გამონაყარი, ვეზიკულური გამონაყარი); ქავილი (ქავილი, გენერალიზებული ქავილი, გამონაყარი ქავილით); ტკივილი მუცლის არეში (ტკივილი მუცლის არეში, ტკივილი მუცლის ქვედა არეში, ტკივილი მუცლის ზედა ორგანოებში, მტკივნეულობა მუცლის არეში); ჰიპერამილაზემია (ამილაზას დონის მომატება, ჰიპერამილაზემია); ჰიპერტენზია (არტერიული წნევის მომატება, ჰიპერტენზია); ხველა (ხველა, პროდუქტიული ხველა); მხედველობის დარღვევა (მხედველობის ველის დაბინდვა, მხედველობის სიმკვეთრის შემცირება, მხედველობის დარღვევა); ნეიტროპენია (ნეიტროპენია); ჰიპერლიპაზემია (ჰიპერლიპაზემია, ლიპაზას დონის მომატება).
შემდეგი არასასურველი რეაქციები რეგისტრირებულია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ მკურნალობას პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის (1200 მგ), 5%-ზე ნაკლებ მაჩვენებლებში კვლევების 1 და 2 ფარგლებში:
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: პანკრეატიტი, დისგევზია.
კვლევები: სისხლში კრეატინფოსფოკინაზას დონის მომატება, სისხლის კრეატინინის დონის მომატება, სისხლში ტუტე ფოსფატაზას დონის მომატება.
სისხლისა და ლიმფური სისტემის დაავადებები: ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია.
ნივთიერებათა ცვლისა და კვების დარღვევები: ჰიპომაგნიემია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოკალიემია, ჰიპერკალიემია, ჰიპონატრიემია.
ნერვული სისტემის დარღვევები: თავბრუსხვევა, კრუნჩხვა.
შემდეგი ცალკეული არასასურველი რეაქციები რეგისტრირებულია პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით (600 მგ) მკურნალობის კომბინირებულ სქემას 5%-ზე ნაკლებ მაჩვენებლებში კვლევაში 2:
დარღევები სისხლისა და ლიმფური სისტემის მხრივ: ანემია, თრომბოციტოპენია;
მეტაბოლიზმისა და კვების დარღვევები: მადის დაქვეითება, ჰიპერლიპაზემია, ჰიპოგლიკემია, ჰიპოფოსფატემია, ჰიპომაგნიემია, ჰიპერკალიემია;
ფსიქიკური აშლილობები: უძილობა;
დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი;
დარღვევები სისხლძარღვების მხრივ: ჰიპერტენზია;
დარღვევები სასუნთქი სისტემის, გულ-მკერდისა და შუასაყარის ორგანოების მხრივ: ხველა, სისხლიანი ნახველი;
კუჭ-ნაწლავური დარღვევები: ტკივილი მუცლის არეში, შეკრულობა, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა, ღებინება;
დარღვევები კანისა და კანქვეშა უჯრედისის მხრივ: მშრალი კანი, გამონაყარი;
დარღვევები კუნთების, ძვლებისა და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ: ძვალკუნთოვანი ტკივილი.
ლაბორატორიული კვლევების შედეგების ნორმიდან გადაცდენა, რეგისტრირებულია კვლევებში 1 და 2.
ცხრილი 2: ერთეული ლაბორატორიული გადაცდომები, რომლებიც გამოვლინდა კლინიკური კვლევების ფარგლებში.
პარამეტრი.
ჯერადი მონაცემები ნორმის ზედა ზღვარის შესახებ
(x ნზზ)
კომბინირებული მკურნალობა პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით (1200მგ)
(N=154)
n %
კომბინირებული პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით (600მგ)
(N=45)
n %
ტრანსამინაზები და ბილირუბინი
ალანინამინოტრანსფერაზა (ალტ)
<3 და <5 x ნზზ
13 (8)
3 (7)
<5 და <8 x ნზზ
6 (4)
0 (0)
<8 x ნზზ
1 (1)
1 (2)
ასპარტატამინოტრანსფერაზა (ასტ)
<3 და <5 x ნზზ
7 (5)
0 (0)
<5 და <8 x ნზზ
3 (2)
0 (0)
<8 X ნზზ
1 (1)
1 (2)
საერთო ბილირუბინი
>1 X ნზზ და <2 X ნზზ
8 (5)
1 (2)
>2 X ნზზ
2 (1)
1 (2)
ჰემატოლოგია
ჰემოგლობინი
<7.9 გ/დლ
6 (4)
0 (0)
ნეიტროფილების აბსოლუტური შემცველობა
<749/მმ3
6 (4)
10 (20)
თრომბოციტები
<49,999/მმ3
2 (1)
0 (0)
სისხლის ბიოქიმიური ანალიზი
ლიპაზა
>2 X ნზზ
7 (5)
2 (4)
ნზზ = ნორმის ზედა ზღვარი
კვლევაში 1 პაციენტების 28%-ს გამოუვლინდა ტრანსამინაზების დონის მომატება. ერთი პაციენტის გარდა, რომელიც გარდაიცვალა პნევმონიით და სეფსისით, ყველა პაციენტმა, რომელსაც გამოუვლინდა ტრანსამინაზების დონის მომატება, შეძლო თერაპიის გაგრძელება და მკურნალობის სრული კურსის დასრულება. კვლევაში 2 181 პაციენტიდან 47-ში (26%) რეგისტრირებული იყო ერთი ან რამდენიმე არასასურველი რეაქცია, დაკავშირებული ღვიძლის ფუნქციასთან, ამასთან, თითოეულ ჯგუფში ეს რიცხვი იყო მსგავსი.
მიელოსუპრესია წარმოადგენს ცნობილ არასასურველ რეაქციას ლინეზოლიდის მიღებისას. კვლევაში 1 ყველაზე გავრცელებულ ჰემატოპოეტურ ციტოპენიას წარმოადგენდა ანემია (37%). ციტოპენიის უმრავლესი შემთხვევა გამოვლინდა მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირაში. სამ პაციენტში გამოვლინდა სერიოზული ხარისხის სიმძიმის ციტოპენია: ნეიტროპენია 1 პაციენტში და ანემია 2 პაციენტში. სამივე სერიოზულმა არასასურველმა რეაქციამ მიგვიყვანა ლინეზოლიდის ან პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით კომბინირებული მკურნალობის სქემის ყველა კომპონენტის გამოყენების შეწყვეტამდე, რის შემდეგაც ყველა რეაქცია ალაგდა.
კვლევაში 2 მიელოსუპრესიის სიხშირე უფრო მაღალი იყო (29%, 13%-თან შედარებით) 1200 მგ ლინეზოლიდის მიღების ჯგუფში, იმ ჯგუფთან შედარებით, რომელიც იღებდა 600 მგ ლინეზოლიდს, 26 კვირის განმავლობაში. მიელოსუპრესიასთან დაკავშირებული უმრავლესი არასასურველი რეაქცია იყო პირველი ან მე-2 ხარისხის სიმძიმის.
კვლევების 1 და 2 გაერთიანებული მონაცემების თანახმად, 2 პაციენტში რეგისტრირებულია სერიოზული არასასურველი რეაქციები ანემიის სახით 1200 მგ დოზით ლინეზოლიდის მიღებისას, ხოლო 600 მგ-ის ჯგუფში ასეთი რეაქციები არ იყო.
პერიფერიული და მხედველობითი ნევროპათია
პერიფერიული ნევროპათია წარმოადგენს ცნობილ არასასურველ რეაქციას ლინეზოლიდის მიღებისას. კვლევაში 1 პერიფერიული ნევროპათია აღენიშნა პაციენტების 81%-ს. მოცემული არასასურველი რეაქციების უმრავლესობა (64%) გამოვლინდა მკურნალობის დაწყებიდან 8 კვირაში და იწვევდა მკურნალობის შეწყვეტას, დოზის შემცირებას ან ლინეზოლიდის გამოყენების შეწყვეტას. მძიმე, ზომიერი და მსუბუქი პერიფერიული ნევროპათია აღენიშნა პაციენტების შესაბამისად 22%-ს, 32%-ს და 26%-ს. პერიფერიული ნევროპათიასთან დაკავშირებული არასასურველი რეაქციები არ იწვევდა კომბინირებული თერაპიის სრული სქემის მიღების შეწყვეტას.
კვლევაში 2 17 (38%) პაციენტში რეგისტრირებულია არასასურველი რეაქციები პერიფერიული ნეიროპათიის სახით 1200 მგ-ით 26 კვირის განმავლობაში მკურნალობის ჯგუფში; ამ რეაქციებიდან ერთ-ერთმა გამოიწვია მკურნალობის შეწყვეტა. 600 მგ-ით 26 კვირის განმავლობაში მკურნალობის ჯგუფში 10 (22%) პაციენტში რეგისტრირებულია პერიფერიული ნეიროპათია, და არცერთ მათგან არ დაჭირდა ლინეზოლიდით მკურნალობის შეწყვეტა ან მოხსნა. მხედველობის ნერვის ნევროპათია წარმოადგენს ცნობილ არასასურველ რეაქციას ლინეზოლიდის მიღებისას. კვლევაში 1 ორ პაციენტს (2%) განუვითარდა მხედველობის ნერვის ნევროპათია მკურნალობის დაწყებიდან 16 კვირის შემდეგ. ორივე შემთხვევა კლასიფიცირებულია, როგორც სერიოზული, დადასტურდა ბადურას დათვალიერებისას მხედველობის ნერვის ნევროპათიის/ნევრიტის დიაგნოსტირებით, რამაც მიგვიყვანა ლინეზოლიდის გამოყენების შეწყვეტამდე; ორივე შემთხვევაში არასასურველი რეაქციები ალაგდა.
ზოგადად, პაციენტებს, რომლებიც იღებდნენ ლინეზოლიდს დოზით 600 მგ ორჯერ დღეში, აღენიშნებოდათ 1200 მგ დოზის ერთხელ დღეში მიღების ანალოგიური უსაფრთხოების პროფილი.
ზოგადად, კვლევაში 2, 4 (2%) პაციენტში რეგისტრირებული იყო არასასურველი რეაქციები მხედველობის ნერვის ნეიროპათიის სახით. ოთხივე პაციენტი იყო 1200 მგ დოზით ლინეზოლიდის 26 კვირის განმავლობაში მიღების ჯგუფში (9%). მაქსიმალურმა სიმძიმემ მიაღწია პირველ ხარისხს (მსუბუქი) 1 პაციენტში, მე-2 ხარისხს (საშუალო) 2 პაციენტში და მე-3 ხარისხს (მძიმე) 1 პაციენტში. ლინეზოლიდით მკურნალობა საბოლოოდ შეწყდა ყველა პაციენტში, გარდა ერთი პაციენტისა, რომელსაც არასასურველი რეაქციის გამოვლენის მომენტისთვის უკვე დასრულებული ჰქონდა მკურნალობა. მას განუვითარდა მხედველობის ნერვის ნეიროპათია მკურნალობიდან 3 თვეში და ალაგდა.
შეტყობინება მოსალოდნელი გვერდითი რეაქციების შესახებ
სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინების გაგზავნა მნიშვნელოვანია. ეს გვაძლევს შესაძლებლობას გავაგრძელოთ სამკურნალო საშუალების სარგებელი/რისკის თანაფარდობის მონიტორინგი. ჯანდაცვის სპეციალისტებისთვის რეკომენდებულია ნებისმიერი მოსალოდნელი არასასურველი რეაქციის შესახებ შეტყობინების გაგზავნა ანგარიშგების ნაციონალური სისტემის საშუალებით.
თუ თქვენთვის ცნობილი გახდა რომელიმე არასასურველი რეაქციის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის პროდუქტის გამოყენებასთან, მ.შ. ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, ან გამოვლენილია სამედიცინო შეცდომების, არასწორი გამოყენების, მავნედ მოხმარების, დოზის გადაჭარბების, სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედების ან სამკურნალო საშუალებისა და საკვების ურთიერთქმედების, ჩვენების შეუსაბამო გამოყენებით ან პროფესიული და არაპროფესიული საქმიანობის შედეგად გამოწვეული გავლენის, ინფექციური აგენტის გადაცემაზე ეჭვის არსებობის ან არაეფექტიანობის შედეგად, ასევე დაკავშირებულია ხარისხის დეფექტთან, უნდა შეატყობინოთ ფარმაკოუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირს, ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
- 9 დოზის გადაჭარბება
პრეტომანიდით დოზის მწვავე გადაჭარბების გამოცდილება არარსებობს. რეკომენდებულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ძირითადი ფუნქციების შემანარჩუნებელი ზოგადი ზომების გატარება, მათ შორის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფუნქციებისა და ეკგ (QT ინტერვალი) მონიტორინგი დოზის განზრახ ან შემთხვევით გადაჭარბების შემთხვევაში.
- ფარმაკოლოგიური თვისებები
- 1. ფარმაკოდინამიკა
კარდიოელექტროფიზიოლოგია
პრეტომანიდის QT ინტერვალზე ზემოქმედების საკითხზე იყო ჩატარებული რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული დადებითი კონტროლით (მოქსიფლოქსაცინი 400 მგ) ჯვარედინი კვლევა 74 ჯანმრთელი მოზრდილი მოხალისის მონაწილეობით. პრეტომანიდის ერთჯერადი მიღებისას დოზებით 400 მგ (დამტკიცებულ რეკომენდებულ დოზაზე 2-ჯერ მეტი) და 1000 მგ (დამტკიცებულ რეკომენდებულ დოზაზე 5-ჯერ მეტი), QT ინტერვალის გახანგრძლივების მნიშვნელოვანი ეფექტი არ იქნა აღმოჩენილი.
კვლევაში 1 პაციენტები ღებულობდნენ პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის კომბინირებულ სქემას 26 კვირის განმავლობაში. არცერთ პაციენტთან QTcF ინტერვალი არ აღემატებოდა 480 მწამს, ხოლო 1 სუბიექტთან QTcF-ის გახანგრძლივებამ საწყის მნიშვნელობასთან შედარებით შეადგინა 60 მწამ-ზე მეტი კომბინირებული თერაპიის ფონზე, რომელიც მოიცავდა 200 მგ პრეტომანიდს ერთხელ დღეში, 400 მგ ბედაკვილინს ერთხელ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ 200 მგ ბედაკვილინს 3-ჯერ კვირაში და 1200 მგ ლინეზოლიდს დღეში.
კვლევაში 2 პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ კომბინირებულ თერაპიას პრეტომანიდის ტაბლეტებით, ბედაკვილინით და ლინეზოლიდით 26 კვირის განმავლობაში, არცერთ პაციენტში იყო რეგისტრირებული QTcF-ის ინტერვალის გახანგრძლივება 480 მწამზე მეტად ან QTcF-ის გახანგრძლივება 60 მწამზე მეტად საწყის დონესთან შედარებით კომბინირებული თერაპიის ფონზე, რომელიც მოიცავდა 200 მგ პრეტომანიდს ერთხელ დღეში, 200 მგ ბედაკვილინს ერთხელ დღეში 8 კვირის განმავლობაში, შემდეგ 100 მგ ბედაკვილინს ერთხელ დღეში და 600 მგ ან 1200 მგ ლინეზოლიდს დღეში.
მოქმედების მექანიზმი
სამკურნალო პრეპარატი პრეტომანიდის ტაბლეტები წარმოადგენს ნიტროიმიდაზოოქსაზინურ ანტიმიკობაქტერიულ პრეპარატს. პრეტომანიდი კლავს აქტიურად რეპლიცირებად M. tuberculosis, აინჰიბირებს რა მიკოლინის მჟავას ბიოსინთეზს, რითაც ხელს უშლის უჯრედის კედლის წარმოქმნას. პრეტომანიდი ანაერობულ პირობებში აზოტის ოქსიდის გამოთავისუფლების შემდეგ არარეპლიცირებადი ბაქტერიების მიმართ მოქმედებს, როგორც რესპირატორული შხამი. ყველა ეს ქმედება მოითხოვს პრეტომანიდის ნიტრო-აღდგენას მიკობაქტერიულ უჯრედში დეაზაფლავინდამოკიდებული ნიტრორედუქტაზას, Ddn-ას, ამოქმედებით, რომელიც დამოკიდებულია კოფაქტორ F420-ის აღდგენილ ფორმაზე. F420-ის აღდგენა ხორციელდება F420-დამოკიდებულ გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას, Fgd 1-ის, ამოქმედების მეშვეობით.
რეზისტენტობა
მუტაციები M. tuberculosis-ის ხუთ გენში (ddn, fgdl, fbiA, fbiB და fbiC) დაკავშირებულია რეზისტენტობასთან პრეტომანიდის მიმართ. ამ გენების პროდუქტები მონაწილეობენ ბაქტერიულ უჯრედში პრეტომანიდის ბიორედუქტიულ აქტივაციაში. ზოგ იზოლატს მომატებული მინიმალური დამთრგუნველი კონცენტრაციით (მდკ) არა აქვს მუტაციები ამ გენებში, რაც მოწმობს იმაზე, რომ არსებობს, სულ მცირე, კიდევ ერთი რეზისტენტობის მექანიზმი. In vitro პრეტომანიდის მიმართ რეზისტენტობის განვითარების სიხშირე მერყეობდა 10-7-დან 10-5-მდე 2-6-ჯერ უფრო მაღალი, ვიდრე პრეტომანიდის მდკ. იყო აღმოჩენილი პრეტომანიდის ჯვარედინი რეზისტენტობა იმავე კლასის სხვა ნაერთებთან.
ანტიმიკრობული აქტივობა
პრეტომანიდმა გამოამჟღავნა in vitro აქტივობა M. tuberculosis-ის კომპლექსის წინააღმდეგ. პრეტომანიდმა ასევე გამოამჟღავნა ანტი-ტუბერკულოზული აქტივობა ტუბერკულოზის მოდელებში ცხოველებზე.
ტუბერკულოზის მოდელებში თაგვებში პრეტომანიდის, ბედაკვილინის და ლინეზოლიდის 3 პრეპარატის კომბინაცია უფრო მეტად ამცირებდა ბაქტერიების რაოდენობას ფილტვებში და იწვევდა უფრო ნაკლები რაოდენობის რეციდივებს თერაპიიდან 2 და 3 თვის შემდეგ, ვიდრე 2 პრეპარატის პრეტომანიდის და ბედაკვილინისა და ლინეზოლიდის კომბინაცია. კვლევაში 1, პრეტომანიდის მდკ-ის გაანგარიშება ხორციელდებოდა მიკობაქტერიული ზრდის ინდიკატორის (MGIT) გამოყენებით. კვლევაში პრეტომანიდის მდკ-ის საწყისი მნიშვნელობა M. tuberculosis-ის იზოლატებისთვის შეადგენდა 0.06-დან 1 მკგ/მლ-მდე.
კვლევაში 2 პრეტომანიდის მდკ გაიზარდა 1 მკგ/მლ-დან 16 მკგ/მლ-მდე შვიდ პაციენტში წყვილი იზოლატებით, რომლებიც მიღებულია საწყის დონეზე და 16 კვირის შემდეგ. 5 პაციენტში (2 იღებდა ლინეზოლიდს დოზით 1200 მგ 9 კვირის განმავლობაში, 3 იღებდა ლინეზოლიდს დოზით 600 მგ 9 კვირის განმავლობაში) რეგისტრირებულია რეციდივი ან არაეფექტიანი თერაპია, ხოლო 1-ს ჰქონდა დადებითი შედეგი. დოზირების 9 კვირიანი რეჟიმი არ არის რეგისტრირებული დოზირების რეჟიმი. 7-დან 6 პაციენტში აღინიშნა ბედაკვილინის მომატებული მდკ საწყის დონეზე.
- 2 ფარმაკოკინეტიკა
პერორალურად მიღებისას პრეტომანიდის AUC და Cmax იყო დაახლოებით პროპორციული დოზისა ერთჯერადი დოზების დიაპაზონში 50 მგ-დან (0.25-ჯერ დამტკიცებულ რეკომენდებულ დოზაზე) 200 მგ-მდე (დამტკიცებული რეკომენდებული დოზა); ერთჯერადი დოზების შემთხვევაში 200 მგ-ზე ზევით და 1000 მგ-მდე (5-ჯერ აღემატება დამტკიცებულ რეკომენდებულ დოზას) AUC და Cmax იზრდება ნაკლებად, ვიდრე დოზის პროპორციულობა. პრეტომანიდის სტაბილური კონცენტრაციები სისხლის პლაზმაში მიღწეული იქნა 200 მგ დოზის მრავალჯერადი მიღებიდან დაახლოებით 4-6 დღის შემდეგ, ხოლო დაგროვების კოეფიციენტმა შეადგინა დაახლოებით 2. ფარმაკოკინეტიკური პარამეტრები პრეტომანიდის 200 მგ დოზის ერთჯერადი და მრავალჯერადი მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში მოყვანილია ცხრილში 3.
ცხრილი 3: პრეტომანიდის ფარმაკოკინეტიკური პარამეტრების საშუალო (СО) მნიშვნელობები ჯანმრთელ მოზრდილ მოხალისეებში უზმოზე და საკვების მიღების შემდეგ
ფკ პარამეტრი *
ერთჯერადი დოზა 200 მგ; უზმოზე
ერთჯერადი დოზა 200 მგ; საკვების მიღების შემდეგ
ერთჯერადი დოზა 200 მგ სტაციონარულ მდგომარეობაში; უზმოზე
Cmax (მკგ / მლ)
- 1 (0.2)
- 0 (0.3)
- 7 (0.3)
AUCt (მკგ*სთ/მლ)
† 28.1 (8.0)
† 51.6 (10.1)
‡ 30.2 (3.7)
AUCinf (მკგ*სთ/ მლ)
- 8 (8.3)
- 0 (10.6)
Н/О
- Tmax (სთ)
- 0 (2.0, 6.0)
- 0 (3.0, 8.1)
- 5 (2.0, 8.0)
Vd /F (ლ)
180 (51.3)
- 0 (17.2)
Н/О
CL/F (ლ/სთ)
- 6 (2.5)
- 9 (0.8)
Н/О
t 1/2 (სთ)
- 9 (3.1)
- 4 (2.8)
- 0 (1.6)
- - მედიანა (მინიმუმი, მაქსიმუმი); † -AUC96სთ; ‡ -AUC24 სთ; H/O – არ არის განსაზღვრული
აბსორბცია
საკვების მიღების გავლენა
პრეტომანიდის დოზის მიღებამ (პერორალურად ტაბლეტების სახით) მაღალკალორიულ ცხიმიან საკვებთან ერთად (დაახლოებით 150, 250 და 500-600 კალორია, სადაც შედიოდა შესაბამისად, ცილები, ნახშირწყლები და ცხიმები) გაზარდა საშუალო Cmax 76%-ით და AUCinf -ის საშუალო მნიშვნელობა 88%-ით პრეპარატის უზმოზე მიღებასთან შედარებით (იხ. ასევე ცხრილი 3 ზემოთ).
განაწილება
პრეტომანიდის პლაზმის ცილებთან შეკავშირება შეადგენს დაახლოებით 86.4%.
გამოყოფა
პერორალური შეყვანისას პრეტომანიდის აშკარა კლირენსისა და ნახევარგამოყოფის პერიოდის შეფასებისთვის იხილეთ ცხრილი 3, ზევით.
მეტაბოლიზმი
პრეტომანიდი მეტაბოლიზდება რამოდენიმე აღდგენითი და ჟანგვითი გზით, ამ დროს არცერთი მათგანი არ ითვლება ძირითადად. In vitro კვლევებმა რეკომბინანტული CYP3A4 გამოყენებით აჩვენა, რომ ეს ფერმენტი პასუხისმგებელია პრეტომანიდის დაახლოებით 20%-მდე მეტაბოლიზმზე.
ექსკრექცია
ჯანმრთელ მოზრდილ მამაკაცებში, რომლებიც იღებენ პრეტომანიდის 14C-ით მონიშნულ რადიოაქტიულ იზოტოპს პერორალურად 1100 მგ დოზით, შარდით გამოყოფილი რადიოაქტიური დოზის საშუალო მნიშვნელობა (СО) შეადგენდა 53% (3.4%), განავლით 38% (2.7%), ძირითადად პრეტომანიდი გამოიყოფებოდა მეტაბოლიტების სახით; რადიოაქტიური დოზის დაახლოებით 1% გამოიყოფა შარდით უცვლელი სახით.
განსაკუთრებული პოპულაციები
პრეტომანიდის ფარმაკოკინეტიკაში კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავებები არ ყოფილა აღნიშნული სქესის, სხეულის წონის, რასის (ნეგროიდული, ევროპეოიდული რასის წარმომადგენლები და ა.შ.), ფილტვების ტუბერკულოზის ფორმების (იზონიაზიდის, რიფამიცინების, ფტორქინოლონების და მეორე რიგის საინექციო ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ რეზისტენტული ან რეზისტენტული იზონიაზიდის და რიფაპმიცინის მიმართ მკურნალობის აუტანლობით ან სტანდარტულ თერაპიაზე რეაქციის უქონლობით) ან აივ-სტატუსის მონაცემების გაანალიზების დროს. თირკმლის ან ღვიძლის უკმარისობის გავლენა პრეტომანიდის ფარმაკოკინეტიკაზე უცნობია.
სამკურნალო ურთიერთქმედებების კვლევა
კლინიკური კვლევები
ეფავირენცი: პრეტომანიდის ოთხჯერ დღეში 200 მგ დოზით და 600 მგ ეფავირენცის ოთხჯერ დღეში ერთდროული მიღება 7 დღის განმავლობაში იწვევს პრეტომანიდისათვის AUC-ის საშუალო მნიშვნელობის 35%-ით და Cmax-ის - 28%-ით შემცირებას. ეფავირენცის AUC და Cmax საშუალო მნიშვნელობები არ შეცვლილა პრეტომანიდთან ერთად დანიშვნისას. ლოპინავირი/რიტონავირი: პრეტომანიდის დოზით 200 მგ ოთხჯერ დღეში ლოპინავირთან/ რიტონავირთან 400/100 მგ ორჯერ დღეში ერთდროულად გამოყენება 7 დღის განმავლობაში იწვევს პრეტომანიდებისათვის AUC-ის საშუალო მნიშვნელობის 17%-ით და Cmax 13%-ით შემცირებას. პრეტომანიდთან ერთდროულად გამოყენებისას ლოპინავირის AUC და Cmax საშუალო მნიშვნელობები შემცირებული იქნა შესაბამისად, 14% და 17%-ით.
რიფამპინი: პრეტომანიდის 200 მგ დოზით 4-ჯერ დღეში რიფამპინთან 600 მგ 4-ჯერ დღეში 7 დღის განმავლობაში ერთდროულად გამოყენება იწვევს პრეტომანიდისათვის AUC-ის საშუალო მნიშვნელობის 66%-ით და Cmax-ის - 53%-ით შემცირებას.
მიდაზოლამი: პრეტომანიდის 400 მგ-ის დოზით (დადგენილ რეკომენდებულ დოზაზე ორჯერ მეტი) დღეში ოთხჯერ 14 დღის განმავლობაში და მიდაზოლამის ერთჯერადი პერორალური დოზით 2 მგ ერთდროულმა გამოყენებამ მე-14 დღეს გამოიწვია მიდაზოლამისათვის AUC-ის საშუალო მნიშვნელობის 15%-ით და Cmax-ის - 16%-ით შემცირება და 1-ჰიდროქსი-მიდაზოლამის AUC-ისა და Cmax-ის საშუალო მნიშვნელობის ზრდა შესაბამისად, 14%-ით და 5%-ით.
In vitro კვლევები, სადაც სამკურნალო პრეპარატებთან ურთიერთქმედების პოტენციალი კლინიკურად არ არის შეფასებული შემდგომში
ციტოქრომ P 450 (CYP) ფერმენტები: CYP3A4 ასრულებს როლს პრეტომანიდის მეტაბოლიზმში, ანუ 20%-მდე. პრეტომანიდი არ არის CYP2C9, CYP2C19 და CYP2D6-ის სუბსტრატი. In vitro კვლევების საფუძველზე პრეტომანიდი არ არის CYP1A2-ის, CYP2C8- ის, CYP2C9-ის, CYP2C19-ისა და CYP2D6-ის ინჰიბიტორი კლინიკურად მნიშვნელოვან კონცენტრაციებში. პრეტომანიდი არ არის CYP3A4 ინდუქტორი.
ტრანსპორტერული სისტემები.
პრეტომანიდი არის OAT3 ტრანსპორტერის ინჰიბიტორი in vitro, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს OAT3-ის სამკურნალო პრეპარატ-სუბსტრატების კონცენტრაციის მატება და შეიძლება გაზარდოს იმ გვერდითი რეაქციების რისკი, რომლებიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო საშუალებებთან. OAT3-ის სუბსტრატებთან სამკურნალო ურთიერთქმედების კლინიკური კვლევები არ ჩატარებულა.
In vitro კვლევები ვერ გამორიცხავენ იმის შესაძლებლობას, რომ პრეტომანიდი არის BCRP- ის, OATP1B3-ისა და P-gp-ის ტრანსპორტერების ინჰიბიტორი. პრეტომანიდის ერთდროული მიღების გავლენა BCRP, OATP1B3 და P-gp სუბსტრატების ფარმაკოკინეტიკაზე ადამიანებში უცნობია.
In vitro კვლევებმა აჩვენა, რომ პრეტომანიდი არ აინჰიბირებს ტრანსპორტს, რომელიც განპირობებულია OAT1, OCT1, OCT2, OAT1B1, OATP1B3, BCRP, BSEP, P-gp, MATE1 და/ან MATE2-K-ით, პრეტომანიდის კლინიკურად მნიშვნელოვან კონცენტრაციებში. პრეტომანიდი არ არის OAT1, OAT3, OCT2, OAT1B1, OATP1B3, MATE1, MATE2-K, BCRP და/ან P-gp ტრანსპორტერების სუბსტრატი.
ვარგისობის ვადა
ბლისტერები №14 და №14x13, ფლაკონი №26 - 4 წელი;
ფლაკონი №182 - 2 წელი.
არ გამოიყენოთ ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.
შენახვის პირობები
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.
შეფუთვა
14 ტაბლეტი ალუმინის ფოლგის და პვქ/პვდქ ფირის ბლისტერში.
1 ან 13 ბლისტერი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
26 ან 182 ტაბლეტი პევპ ფლაკონში ბამბით და ალუმინის მემბრანით, პოლიპროპილენის ხრახნიანი თავსახურით და ბავშვებისგან დამცავი პოლიპროპილენის თავსახურით.
თითო ფლაკონი სამედიცინო გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
აფთიაქიდან გაცემის პირობა
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მწარმოებელი
მაილან ლაბორატორიზ ლიმიტედ/Mylan Laboratories Limited.
ნაკვეთი №H-12, H-13, MIDC, ვალუჯ, აურანგაბადი 431136 მაჰარაშტრას შტატი, ინდოეთი
ტბ ალიანსის ლიცენზიით/Under license from TB Alliance
განმცხადებელი
მაილან ლაბორატორიზ ლიმიტედ, ინდოეთი/Mylan Laboratories Limited, India.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.