პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

დობუთავერი

DOBUTHAVER

რეცეპტით250მგინსტრუქცია ქართულადთურქეთი
რისთვის გამოიყენება

დობუთავერის ამპულა მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც "ინოტროპული (ზრდის გულის შეკუმშვის ძალას)". დობუთავერი არის ძალიან ღია ყვითელი ფერის ან უფერო, გამჭვირვალე, ნაწილაკების გარეშე ხსნარი და წარმოდგენილია 20 მილილიტრიან შუშის ამპულებში. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დობუტამინი (dobutamine)
ფორმა და შეფუთვა
250მგ/20მლ 20მლ კონცენტრატი ი.ვ. საინფუზიო ხსნარის მოსამზადებლად ამპულა №10
მწარმოებელი
Osel İlaç San. ve Tic. A.Ş., თურქეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, ადრენერგული და დოფამინერგული საშუალებები
ATC კოდი
C01CA07
რეგისტრაციის ნომერი
რ-036918
რეგისტრირებულია
28 ნოემბერი 2022, მოქმედებს 28 ნოემბერი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
შპს „პსპ ფარმა“
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადობუთავერი და სხვა წამალი ერთად

დობუთავერი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დობუთავერის ამპულა მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც "ინოტროპული (ზრდის გულის შეკუმშვის ძალას)".

დობუთავერი არის ძალიან ღია ყვითელი ფერის ან უფერო, გამჭვირვალე, ნაწილაკების გარეშე ხსნარი და წარმოდგენილია 20 მილილიტრიან შუშის ამპულებში. თითოეული 20 მილილიტრიანი ამპულა შეიცავს 280.2მგ დობუტამინის ჰიდროქლორიდს, რაც 250მგ დობუტამინის, როგორც აქტიური ინგრედიენტის, ექვივალენტურია.

დობუთავერი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

მოზრდილები:

  • გულზე ღია ოპერაციისას
  • გულის დაავადებების სამკურნალოდ
  • გულის უკმარისობის სამკურნალოდ
  • შოკის შემთხვევაში
  • გამოიყენება როგორც ფიზიკური დატვირთვის ალტერნატივა გულის დატვირთვის ტესტირებისას.

ბავშვები:

გამოიყენება როგორც ინოტროპული (გულის შეკუმშვის ძალის გამაძლიერებლი) საშუალება ყველა პედიატრიულ ასაკობრივ ჯგუფში (ახალშობილობიდან 18 წლის ასაკამდე) გულის დაავადებების ან გულის უკმარისობისას, რომელიც შეიძლება განვითარდეს გულის შეკუმშვის შემცირების გამო გულზე ოპერაციების შემდეგ.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ დობუთავერის ამპულის მიღებამდე

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენების და დოზის/შეყვანის სიხშირის ინსტრუქციები:

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი წამლის დოზას დაავადების მიხედვით და დაგინიშნავთ მას.

მიღების წესი და მეთოდი:

შეჰყავთ ინტრავენურად შესაფერისი მცირე ზომის მილაკით (კათეტერი) ან ინჟექტორით. რეკომენდირებულია კალიბრირებულ ელექტრონულ ტუმბოსთან ერთად გამოყენება ხსნარის ნაკადის სიჩქარის გასაკონტროლებლად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

თქვენი ექიმი განსაზღვრავს და გამოიყენებს პრეპარატის დოზას დაავადების მიხედვით.

გამოყენება ხანდაზმულებში:

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები არ არის.

თუ ფიქრობთ, რომ დობუთავერის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ დობუთავერის ჭარბი დოზა:

დობუთავერის შეყვანა ყოველთვის ხდება მედიცინის მუშაკის მიერ. ამიტომ, დოზის გადაჭარბების ალბათობა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი ზედმეტად დიდი რაოდენობით იქნა შეყვანილი, თუ გაქვთ გულსირევა, ღებინება, შფოთვა, გულის პალპიტაციები, თავის ტკივილი, ქოშინი ან გულმკერდის არეში ტკივილი, უნდა აცნობოთ ამის შესახებ მედიცინის მუშაკს, რომელსაც შეჰყავს ეს პრეპარატი.

თუ იყენებთ იმაზე მეტ დობუთავერს, ვიდრე საჭიროა, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დობუთავერის გამოყენება:

დობუთავერი ყოველთვის შეიყვანება მედიცინის მუშაკის მიერ, ამიტომ დოზის გამოტოვება ნაკლებად სავარაუდოა.

არ მიიღოთ ორმაგი დოზები გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით.

დობუთავერით მკურნალობის შეწყვეტისას განვითარებული ეფექტები:

პრეპარატის მიღება არ უნდა შეწყდეს მკვეთრად. პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს დოზის თანდათანობით შემცირებით.

  • როგორია შესაძლო გვერდითი ეფექტები?

ყველა პრეპარატის მსგავსად, დობუთავერმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

დობუთავერის დანიშვნამდე, თქვენი ექიმი შეამოწმებს გულის ფუნქციას, რათა დადგინდეს, რამდენად შესაფერისია ეს პრეპარატი თქვენთვის.

უკუჩვენებები

თუ;

  • გაქვთ მგრძნობელობა ან ალერგია დობუტამინის, ნატრიუმის მეტაბისულფიტის ან დობუთავერის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
  • გაქვთ მაღალი არტერიული წნევა თირკმელზედა ჯირკვლებში სიმსივნის არსებობის გამო (ფეოქრომოციტომა)
  • გაქვთ გულისისხლძარღვთა ან სისხლძარღვთა გარკვეული დარღვევები. დობუტამინი არ უნდა იქნას გამოყენებული გულში სისლდინების უკმარისობის გამოსავლენად (გულის დატვირთვის ტესტი, რომელიც ცნობილია როგორც „დობუტამინის სტრესის ექოკარდიოგრაფია“).
  • გაქვთ სისხლის მოცულობის სიმცირე (ჰიპოვოლემია).

გამოიყენეთ დობუთავერი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:

თუ;

  • ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა
  • გაქვთ გულის გადანერგვის ისტორია
  • გაქვთ გახშირებული გულისცემა
  • გაქვთ ასთმა
  • გაქვთ დროებითი (არასტაბილური) სტენოკარდია (გულ-მკერდის არეში ტკივილი, რომელიც გამოწვეულია გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროებით/ოკლუზიით)
  • გაქვთ გულის დაავადებები
  • გაქვთ მაღალი წნევა
  • გაქვთ მდგომრეობა, რომლის დროსაც ფიზიკური დატვირთვა თქვენთვის სახიფათოა

ბავშვებში

გულისცემის და არტერიული წნევის მატება ბავშვებში უფრო ხშირი და ინტენსიურია, ვიდრე მოზრდილებში. ცნობილია, რომ ახალშობილებში გულ-სისხლძარღვთა სისტემა ნაკლებად მგრძნობიარეა დობუტამინის მიმართ და რომ ჰიპოტენზიური ეფექტი (არტერიული წნევის დაწევა) უფრო ხშირად გვხვდება მოზრდილ პაციენტებში, ვიდრე მცირეწლოვან ბავშვებში. ამიტომ დობუტამინის გამოყენებისას ბავშვებში აუცილებელია მკაცრი მონიტორინგი.

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ თქვენ წარსულში.

დობუთავერის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

დობუთავერი არის ინტრავენური პრეპარატი; საკვებთან და სასმელთან ერთად გამოყენებისას შეყვანის მეთოდის გამო ურთიერთქმედება არ არსებობს.

ორსულობა და ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ დობუთავერი ორსულობის დროს, თუ ეს არ არის მიზანშეწონილად მიჩნეული თქვენი ექიმის მიერ.

თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. არ გამოიყენოთ დობუთავერი ძუძუთი კვების დროს, თუ ექიმმა არ მიიჩნია განსაკუთრებით მიზანშეწონილად.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

თუ თვლით რომ გაწუხებთ დობუთავერით სამკურნალო დაავადება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დობუთავერის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

დობუთავერი შეიცავს 4,8 მგ ნატრიუმის მეტაბისულფტს ყოველ 20 მილილიტრში. სულფტებმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი (სუნთქვის გაძნელება).

ნატრიუმი: ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 0,05 მგ ნატრიუმს არანაკლებ 1მმოლ (23 მგ) მლ-ში. ამ დოზით მოსალოდნელი არ არის ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები.

სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება

ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს შემდეგი მედიკამენტების ურთიერთქმედება დობუტამინთან, განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო დობუთავერის გამოყენებისას:

  • პრეპარატები, რომლებიც ახდენენ მგრძნობელობის დაკარგვას (საანესთეზიო საშუალებები);
  • ბეტა-ბლოკატორები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის გარკვეული დაავადებების, აგზნების (შფოთვის) და შაკიკის სამკურნალოდ);
  • ალფა ბლოკატორები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ სისხლძარღვების კუნთების მოდუნების გზით)
  • აგფ ინჰიბიტორები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის სამკურნალოდ და არტერიული წნევის დასაწევად);
  • ვაზოდილატატორები (ვაზოდილატაციის გამომწვევი პრეპარატები);
  • ენტაკაპონი (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება);

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს,მ გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენები

ძალიან ხშირი : შეიძლება განვითარდეს 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი : შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი : შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი : შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი : შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი : შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები:

  • გულის შეკუმშვის სიხშირის მომატება
  • გულ-მკერდის არეში ტკივილი
  • გულისცემის რითმის დარღვევები (არითმია)

ზოგადი გვერდითი ეფექტები:

  • არტერიული წნევის მატება ან შემცირება
  • სისხლძარღვების შევიწროება (ვაზოკონსტრიქცია)
  • თავის ტკივილი
  • გულ-მკერდის არეში ტკივილი
  • გულისცემა
  • ასთმის მსგავსი სიმპტომები (ბრონქოსპაზმი)
  • სუნთქვის დარღვევა
  • გულისრევა
  • სისხლში ეოზინოფილების (ალერგიის უჯრედის ნაირსახეობა) რაოდენობის ზრდა
  • თრომბის წარმოქმნის ინჰიბირება (პრევენცია).
  • სიწითლე (ეგზანთემა)
  • შარდვის სურვილის მომატება (მაღალი დოზებისას)
  • ცხელება
  • ვენების ანთება ინექციის ადგილზე (ფლებიტი)

არახშირი გვერდითი ეფექტები:

  • გულის პარკუჭის სწრაფი შეკუმშვა (პარკუჭული ტაქიკარდია)
  • სიცოცხლისთვის საშიში გულისცემა პარკუჭების ფიბრილაცია)
  • გულის შეტევა (მიოკარდის ინფარქტი)

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:

  • ნელი გულისცემა (ბრადიკარდია)
  • გულში არასაკმარისი სისხლის შედინება (მიოკარდის იშემია)
  • სისხლში ნორმაზე დაბალი კალიუმის დონე (ჰიპოკალიემია)
  • კანქვეშა წერტილოვანი სისხლჩაქცევები (წერტილოვანი სისხლჩაქცევები)
  • გულის გამტარობის ბლოკადა
  • გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროება (კორონარული ვაზოსპაზმი)
  • კანის ნეკროზი

უცნობი:

  • სტრესული გულმკერდის ტკივილი (სტრესული კარდიომიოპათია)
  • ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები), მათ შორის გამონაყარი, ცხელება, სისხლში ეოზინოფილების (ალერგიის უჯრედის ნაირსახეობა) მომატებული რაოდენობა და ასთმის მსგავსი სიმპტომები (ბრონქოსპაზმი)
  • სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები) და სიცოცხლისათვის საშიში ასთმის შეტევები ნატრიუმის მეტაბისულფიტის მგრძნობელობის გამო (იხ. ნაწილი 2).
  • კუნთის ან კუნთების ჯგუფის უეცარი და ხანმოკლე შეკუმშვა (მიოკლონუსი) პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით.
  • დარღვევები გულის ფუნქციის ანომალიური მაჩვენებლებში (ელექტროკარდიოგრამაზე ST სეგმენტის ელევაცია)
  • გულის კუნთის ანთება (ეოზინოფილური მიოკარდიტი) გადანერგილი გულის მქონე პაციენტებში
  • გულის ბლოკადა (გულისმარცხენა პარკუჭის შევიწროება)
  • გულის ფატალური გახეთქვა (გაგლეჯვა)
  • აგზნება
  • შეუძლოდ ყოფნა
  • კიდურების დაბუჟება (პარესთეზია)
  • კანკალი
  • წამოხურება და შფოთვა

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, ეს შეიძლება იყოს სერიოზული, აცნობეთ თქვენს ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს.

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ:

ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი ეფექტებისაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ თურქეთის ფარმაკოლოგიური კონტროლის ცენტში (TUFAM), ვეგ-გვერდზე www.titck.gov.tr ან ცხელ ხაზზე დარეკვის გზით 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

შენახვის პირობები

შეინახეთ დობუთავერი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ დობუთავერი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

„არ გამოიყენოთ დობუთავერი, თუ აღმოაჩენთ, რომ ხსნარი არ არის გამჭვირვალე და შეიცავს ნაწილაკებს."

ინტრავენური ინფუზიის წინ უნდა გაზავდეს მინიმუმ 50 მლ-მდე.

ინტრავენური გამოყენებისთვის გაზავებული ხსნარები ვარგისია 24 საათის განმავლობაში, როდესაც ისინი მომზადებულია ასეპტიკურ პირობებში და ინახება მაცივარში.

გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს.

დობუტამინის ჰიდროქლორიდის ხსნარები დროთა განმავლობაში შესაძლოა ვარდისფერი გახდეს. ფერის ეს ცვლილება განპირობებულია პრეპარატის ოდნავ დაჟანგვით. თუმცა, პრეპარატის ეფექტი არ იკარგება რეკომენდებულ შენახვის პერიოდში.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებები! მიეცით იგი გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

პაციენტის საინფორმაციო ფურცელი

დობუთავერი 250 მგ/20 მლ ი.ვ. კონცენტრირებული საინფუზიო ხსნარის შემცველი ამპულა

სტერილური

შეჰყავთ ინტრამუსკულურად ან ინტრავენურად

  • აქტიური ნივთიერება: ყოველი 20 მლ ამპულა შეიცავს 280,2 მგ დობუტამინის ჰიდროქლორიდს, რაც 250 მგ დობუტამინის, როგორც აქტიური ნივთიერების, ექვივალენტურია.
  • დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეტაბისულფიტი, საინექციო წყალი და მარილმჟავა/ნატრიუმის ჰიდროქსიდი pH-ის კორექციისთვის, საჭიროების შემთხვევაში.

ამ პრეპარატის მიღების დაწყებამდე ყურადღებით წაიკითხეთ ეს ფურცელი სრულად, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ფურცელი. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ გაქვთ რაიმე დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს პრეპარატი გამოწერილია მხოლოდ თქვენთვის. არ გადასცეთ ის სხვებს. ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათი დაავადების ნიშნები იგივეა, რაც თქვენი.
  • აცნობეთ თქვენს ექიმს, რომ იღებთ ამ მედიკამენტს, როდესაც მიდიხართ ექიმთან ან საავადმყოფოში ამ პრეპარატის გამოყენებისას.
  • ზუსტად დაიცავით ამ ინსტრუქციაში მოცემული მითითებები. არ გამოიყენოთ რეკომენდებულზე უფრო მაღალი ან დაბალი დოზები.

ამ პაციენტის საინფორმაციო ფურცელში:

  • რა არის დობუთავერი და რისთვის გამოიყენება?
  • დობუთავერის მიღებამდე
  • როგორ გამოიყენება დობუთავერი
  • შესაძლო გვერდითი ეფექტები
  • როგორ ინახება დობუთავერი

სათაურები მოცემულია.

  • რა არის დობუთავერი და რისთვის გამოიყენება?

დობუთავერის ამპულა მიეკუთვნება პრეპარატების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც "ინოტროპული (ზრდის გულის შეკუმშვის ძალას)".

დობუთავერი არის ძალიან ღია ყვითელი ფერის ან უფერო, გამჭვირვალე, ნაწილაკების გარეშე ხსნარი და წარმოდგენილია 20 მილილიტრიან შუშის ამპულებში. თითოეული 20 მილილიტრიანი ამპულა შეიცავს 280.2მგ დობუტამინის ჰიდროქლორიდს, რაც 250მგ დობუტამინის, როგორც აქტიური ინგრედიენტის, ექვივალენტურია.

დობუთავერი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

მოზრდილები:

  • გულზე ღია ოპერაციისას
  • გულის დაავადებების სამკურნალოდ
  • გულის უკმარისობის სამკურნალოდ
  • შოკის შემთხვევაში
  • გამოიყენება როგორც ფიზიკური დატვირთვის ალტერნატივა გულის დატვირთვის ტესტირებისას.

ბავშვები:

გამოიყენება როგორც ინოტროპული (გულის შეკუმშვის ძალის გამაძლიერებლი) საშუალება ყველა პედიატრიულ ასაკობრივ ჯგუფში (ახალშობილობიდან 18 წლის ასაკამდე) გულის დაავადებების ან გულის უკმარისობისას, რომელიც შეიძლება განვითარდეს გულის შეკუმშვის შემცირების გამო გულზე ოპერაციების შემდეგ.

  • რა უნდა გაითვალისწინოთ დობუთავერის ამპულის მიღებამდე

არ გამოიყენოთ დობუთავერის შემდეგ შემთხვევებში: თუ;

  • გაქვთ მგრძნობელობა ან ალერგია დობუტამინის, ნატრიუმის მეტაბისულფიტის ან დობუთავერის რომელიმე ინგრედიენტის მიმართ
  • გაქვთ მაღალი არტერიული წნევა თირკმელზედა ჯირკვლებში სიმსივნის არსებობის გამო (ფეოქრომოციტომა)
  • გაქვთ გულისისხლძარღვთა ან სისხლძარღვთა გარკვეული დარღვევები. დობუტამინი არ უნდა იქნას გამოყენებული გულში სისლდინების უკმარისობის გამოსავლენად (გულის დატვირთვის ტესტი, რომელიც ცნობილია როგორც „დობუტამინის სტრესის ექოკარდიოგრაფია“).
  • გაქვთ სისხლის მოცულობის სიმცირე (ჰიპოვოლემია).

გამოიყენეთ დობუთავერი სიფრთხილით შემდეგ შემთხვევებში:

თუ;

  • ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა
  • გაქვთ გულის გადანერგვის ისტორია
  • გაქვთ გახშირებული გულისცემა
  • გაქვთ ასთმა
  • გაქვთ დროებითი (არასტაბილური) სტენოკარდია (გულ-მკერდის არეში ტკივილი, რომელიც გამოწვეულია გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროებით/ოკლუზიით)
  • გაქვთ გულის დაავადებები
  • გაქვთ მაღალი წნევა
  • გაქვთ მდგომრეობა, რომლის დროსაც ფიზიკური დატვირთვა თქვენთვის სახიფათოა

ბავშვებში

გულისცემის და არტერიული წნევის მატება ბავშვებში უფრო ხშირი და ინტენსიურია, ვიდრე მოზრდილებში. ცნობილია, რომ ახალშობილებში გულ-სისხლძარღვთა სისტემა ნაკლებად მგრძნობიარეა დობუტამინის მიმართ და რომ ჰიპოტენზიური ეფექტი (არტერიული წნევის დაწევა) უფრო ხშირად გვხვდება მოზრდილ პაციენტებში, ვიდრე მცირეწლოვან ბავშვებში. ამიტომ დობუტამინის გამოყენებისას ბავშვებში აუცილებელია მკაცრი მონიტორინგი.

გთხოვთ, მიმართოთ ექიმს, თუ ეს გაფრთხილებები გეხებოდათ თქვენ წარსულში.

დობუთავერის გამოყენება საკვებთან და სასმელთან ერთად

დობუთავერი არის ინტრავენური პრეპარატი; საკვებთან და სასმელთან ერთად გამოყენებისას შეყვანის მეთოდის გამო ურთიერთქმედება არ არსებობს.

ორსულობა

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

არ გამოიყენოთ დობუთავერი ორსულობის დროს, თუ ეს არ არის მიზანშეწონილად მიჩნეული თქვენი ექიმის მიერ.

თუ მკურნალობის დროს შეამჩნევთ, რომ ორსულად ხართ, კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

ძუძუთი კვება

პრეპარატის გამოყენებამდე კონსულტაციისთის მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ ბავშვს ძუძუთი კვებავთ, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს. არ გამოიყენოთ დობუთავერი ძუძუთი კვების დროს, თუ ექიმმა არ მიიჩნია განსაკუთრებით მიზანშეწონილად.

ავტომობილის და მექანიზმების მართვა

თუ თვლით რომ გაწუხებთ დობუთავერით სამკურნალო დაავადება, რომელიც ზეგავლენას მოახდენს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე, არ მართოთ ავტომობილი და მექანიზმები.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია დობუთავერის შემადგენლობაში არსებული ზოგიერთი დამხმარე ნივთიერების შესახებ

დობუთავერი შეიცავს 4,8 მგ ნატრიუმის მეტაბისულფტს ყოველ 20 მილილიტრში. სულფტებმა იშვიათად შეიძლება გამოიწვიოს მძიმე ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები და ბრონქოსპაზმი (სუნთქვის გაძნელება).

ნატრიუმი: ეს სამკურნალო პროდუქტი შეიცავს 0,05 მგ ნატრიუმს არანაკლებ 1მმოლ (23 მგ) მლ-ში. ამ დოზით მოსალოდნელი არ არის ნატრიუმთან დაკავშირებული გვერდითი ეფექტები.

სხვა მედიკამენტებთან ერთდროული გამოყენება

ვინაიდან შეიძლება აღინიშნოს შემდეგი მედიკამენტების ურთიერთქმედება დობუტამინთან, განსაკუთრებული ყურადღება არის საჭირო დობუთავერის გამოყენებისას:

  • პრეპარატები, რომლებიც ახდენენ მგრძნობელობის დაკარგვას (საანესთეზიო საშუალებები);
  • ბეტა-ბლოკატორები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის გარკვეული დაავადებების, აგზნების (შფოთვის) და შაკიკის სამკურნალოდ);
  • ალფა ბლოკატორები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება გულის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ სისხლძარღვების კუნთების მოდუნების გზით)
  • აგფ ინჰიბიტორები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება არტერიული წნევის სამკურნალოდ და არტერიული წნევის დასაწევად);
  • ვაზოდილატატორები (ვაზოდილატაციის გამომწვევი პრეპარატები);
  • ენტაკაპონი (პარკინსონის დაავადების სამკურნალო საშუალება);

თუ ამჟამად იყენებთ ან ცოტა ხნის წინ იყენებდით რომელიმე რეცეპტით ან ურეცეპტოდ გასაცემ პრეპარატს,მ გთხოვთ, აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • როგორ გამოიყენება დობუთავერი?

სწორი გამოყენების და დოზის/შეყვანის სიხშირის ინსტრუქციები:

თქვენი ექიმი განსაზღვრავს თქვენი წამლის დოზას დაავადების მიხედვით და დაგინიშნავთ მას.

მიღების წესი და მეთოდი:

შეჰყავთ ინტრავენურად შესაფერისი მცირე ზომის მილაკით (კათეტერი) ან ინჟექტორით. რეკომენდირებულია კალიბრირებულ ელექტრონულ ტუმბოსთან ერთად გამოყენება ხსნარის ნაკადის სიჩქარის გასაკონტროლებლად.

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

გამოყენება ბავშვებში:

თქვენი ექიმი განსაზღვრავს და გამოიყენებს პრეპარატის დოზას დაავადების მიხედვით.

გამოყენება ხანდაზმულებში:

თქვენი ექიმი განსაზღვრავს და გამოიყენებს პრეპარატის დოზას დაავადების მიხედვით.

გამოყენების განსაკუთრებული შემთხვევები:

განსაკუთრებული გამოყენების შემთხვევები არ არის.

თუ ფიქრობთ, რომ დობუთავერის ეფექტი ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ გამოიყენეთ დობუთავერის ჭარბი დოზა:

დობუთავერის შეყვანა ყოველთვის ხდება მედიცინის მუშაკის მიერ. ამიტომ, დოზის გადაჭარბების ალბათობა ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატი ზედმეტად დიდი რაოდენობით იქნა შეყვანილი, თუ გაქვთ გულსირევა, ღებინება, შფოთვა, გულის პალპიტაციები, თავის ტკივილი, ქოშინი ან გულმკერდის არეში ტკივილი, უნდა აცნობოთ ამის შესახებ მედიცინის მუშაკს, რომელსაც შეჰყავს ეს პრეპარატი.

თუ იყენებთ იმაზე მეტ დობუთავერს, ვიდრე საჭიროა, გაესაუბრეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თუ დაგავიწყდათ დობუთავერის გამოყენება:

დობუთავერი ყოველთვის შეიყვანება მედიცინის მუშაკის მიერ, ამიტომ დოზის გამოტოვება ნაკლებად სავარაუდოა.

არ მიიღოთ ორმაგი დოზები გამოტოვებული დოზების კომპენსირების მიზნით.

დობუთავერით მკურნალობის შეწყვეტისას განვითარებული ეფექტები:

პრეპარატის მიღება არ უნდა შეწყდეს მკვეთრად. პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს დოზის თანდათანობით შემცირებით.

  • როგორია შესაძლო გვერდითი ეფექტები?

ყველა პრეპარატის მსგავსად, დობუთავერმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

დობუთავერის დანიშვნამდე, თქვენი ექიმი შეამოწმებს გულის ფუნქციას, რათა დადგინდეს, რამდენად შესაფერისია ეს პრეპარატი თქვენთვის.

გვერდითი ეფექტების კლასიფიცირდება შემდეგ კატეგორიებად:

ძალიან ხშირი : შეიძლება განვითარდეს 10-დან მინიმუმ 1 პაციენტში.

ხშირი : შეიძლება განვითარდეს 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

არახშირი : შეიძლება განვითარდეს 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

იშვიათი : შეიძლება განვითარდეს 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10000-დან 1-ზე მეტ პაციენტში.

ძალიან იშვიათი : შეიძლება განვითარდეს 10000-დან 1-ზე ნაკლებ პაციენტში.

უცნობი : შეფასება შეუძლებელია არსებული მონაცემებით.

ძალიან ხშირი გვერდითი ეფექტები:

  • გულის შეკუმშვის სიხშირის მომატება
  • გულ-მკერდის არეში ტკივილი
  • გულისცემის რითმის დარღვევები (არითმია)

ზოგადი გვერდითი ეფექტები:

  • არტერიული წნევის მატება ან შემცირება
  • სისხლძარღვების შევიწროება (ვაზოკონსტრიქცია)
  • თავის ტკივილი
  • გულ-მკერდის არეში ტკივილი
  • გულისცემა
  • ასთმის მსგავსი სიმპტომები (ბრონქოსპაზმი)
  • სუნთქვის დარღვევა
  • გულისრევა
  • სისხლში ეოზინოფილების (ალერგიის უჯრედის ნაირსახეობა) რაოდენობის ზრდა
  • თრომბის წარმოქმნის ინჰიბირება (პრევენცია).
  • სიწითლე (ეგზანთემა)
  • შარდვის სურვილის მომატება (მაღალი დოზებისას)
  • ცხელება
  • ვენების ანთება ინექციის ადგილზე (ფლებიტი)

არახშირი გვერდითი ეფექტები:

  • გულის პარკუჭის სწრაფი შეკუმშვა (პარკუჭული ტაქიკარდია)
  • სიცოცხლისთვის საშიში გულისცემა პარკუჭების ფიბრილაცია)
  • გულის შეტევა (მიოკარდის ინფარქტი)

ძალიან იშვიათი გვერდითი ეფექტები:

  • ნელი გულისცემა (ბრადიკარდია)
  • გულში არასაკმარისი სისხლის შედინება (მიოკარდის იშემია)
  • სისხლში ნორმაზე დაბალი კალიუმის დონე (ჰიპოკალიემია)
  • კანქვეშა წერტილოვანი სისხლჩაქცევები (წერტილოვანი სისხლჩაქცევები)
  • გულის გამტარობის ბლოკადა
  • გულის მკვებავი სისხლძარღვების შევიწროება (კორონარული ვაზოსპაზმი)
  • კანის ნეკროზი

უცნობი:

  • სტრესული გულმკერდის ტკივილი (სტრესული კარდიომიოპათია)
  • ალერგიული რეაქციები (ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები), მათ შორის გამონაყარი, ცხელება, სისხლში ეოზინოფილების (ალერგიის უჯრედის ნაირსახეობა) მომატებული რაოდენობა და ასთმის მსგავსი სიმპტომები (ბრონქოსპაზმი)
  • სერიოზული ალერგიული რეაქციები (ანაფილაქსიური რეაქციები) და სიცოცხლისათვის საშიში ასთმის შეტევები ნატრიუმის მეტაბისულფიტის მგრძნობელობის გამო (იხ. ნაწილი 2).
  • კუნთის ან კუნთების ჯგუფის უეცარი და ხანმოკლე შეკუმშვა (მიოკლონუსი) პაციენტებში თირკმლის მძიმე უკმარისობით.
  • დარღვევები გულის ფუნქციის ანომალიური მაჩვენებლებში (ელექტროკარდიოგრამაზე ST სეგმენტის ელევაცია)
  • გულის კუნთის ანთება (ეოზინოფილური მიოკარდიტი) გადანერგილი გულის მქონე პაციენტებში
  • გულის ბლოკადა (გულისმარცხენა პარკუჭის შევიწროება)
  • გულის ფატალური გახეთქვა (გაგლეჯვა)
  • აგზნება
  • შეუძლოდ ყოფნა
  • კიდურების დაბუჟება (პარესთეზია)
  • კანკალი
  • წამოხურება და შფოთვა

თუ ფიქრობთ, რომ გაქვთ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გვერდითი ეფექტი, ეს შეიძლება იყოს სერიოზული, აცნობეთ თქვენს ექიმს, მედდას ან ფარმაცევტს.

თუ განვითარდა რაიმე გვერდითი მოვლენა, რომელიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

შეტყობინება გვერდითი ეფექტების შესახებ:

ნებისმიერი არასასურველი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მათ შორის ისეთი ეფექტებისაც, რომლებიც არ არის მითითებული ამ ინსტრუქციაში, მიმართეთ ექიმს, ფარმაცევტს ან სამედიცინო პერსონალს. გვერდითი ეფექტების შეტყობინება ასევე შეგიძლიათ თურქეთის ფარმაკოლოგიური კონტროლის ცენტში (TUFAM), ვეგ-გვერდზე www.titck.gov.tr ან ცხელ ხაზზე დარეკვის გზით 0 800 314 00 08. გვერდითი ეფექტების შეტყობინებით თქვენ ხელს შეუწყობთ წამლის უსაფრთხო გამოყენების შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვებას.

  • როგორ ინახება დობუთავერი

შეინახეთ დობუთავერი ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას და ორიგინალ შეფუთვაში.

არ გამოიყენოთ დობუთავერი ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

შეინახეთ არაუმეტეს 25°C ოთახის ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ ადგილას.

„არ გამოიყენოთ დობუთავერი, თუ აღმოაჩენთ, რომ ხსნარი არ არის გამჭვირვალე და შეიცავს ნაწილაკებს."

ინტრავენური ინფუზიის წინ უნდა გაზავდეს მინიმუმ 50 მლ-მდე.

ინტრავენური გამოყენებისთვის გაზავებული ხსნარები ვარგისია 24 საათის განმავლობაში, როდესაც ისინი მომზადებულია ასეპტიკურ პირობებში და ინახება მაცივარში.

გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს.

დობუტამინის ჰიდროქლორიდის ხსნარები დროთა განმავლობაში შესაძლოა ვარდისფერი გახდეს. ფერის ეს ცვლილება განპირობებულია პრეპარატის ოდნავ დაჟანგვით. თუმცა, პრეპარატის ეფექტი არ იკარგება რეკომენდებულ შენახვის პერიოდში.

არ გადაყაროთ ვადაგასული ან გამოუყენებელი სამკურნალო საშუალებები! მიეცით იგი გარემოსა და ურბანიზაციის სამინისტროს მიერ განსაზღვრულ შეგროვების სისტემას.

სავაჭრო ნებართვის მფლობელი:

HAVER FARMA ILaç A. Ş.

Akbaba Mah. Maras Cad. No: 52/2/1

ბეიქოზი / სტამბოლი

წარმოების ადგილი:

Osel llaç San. ve Tic. A. Ş.

Akbaba Mah. Maras Cad. No: 52

ბეიქოზი სტამბოლი

ეს ფურცელი დამტკიცებულია 24/06/2015

თარგმანი სწორია:

A0223630/2

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა