პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ვაქცინები

დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის და b ტიპის Haemophilus influenza-ს კონიუგირებული ვაქცინა ადსორბირებული

Diphtheria, Tetanus, Pertussis, Hepatitis B and Haemophilus influenzae type b Conjugate Vaccine Adsorbed

რეცეპტით0.5მლინსტრუქცია ქართულადინდოეთი
ფორმა და შეფუთვა
0.5მლ (1 დოზა) დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის და Haemophilus influenzae type b - ს საწინააღმდეგო კონიუგირებული ვაქცინა ადსორბირებული ი.მ. საინექციო სუსპენზიის სახით ფლაკონი №50
მწარმოებელი
SERUM INSTITUTE OF INDIA PVT. LTD., ინდოეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ვაქცინები, ბაქტერიული და ვირუსული ვაქცინები, კომბინაციები
ATC კოდი
J07CA11
რეგისტრაციის ნომერი
რ-038492
რეგისტრირებულია
30 ივნისი 2023, მოქმედებს 30 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
SERUM INSTITUTE OF INDIA PVT. LTD. (ინდოეთი)
განმცხადებელი
სს „გეფა“
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის და b ტიპის Haemophilus influenza-ს კონიუგირებული ვაქცინა ადსორბირებული და სხვა წამალი ერთად

დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის და b ტიპის Haemophilus influenza-ს კონიუგირებული ვაქცინა ადსორბირებული — ინსტრუქცია ქართულად

მიღების წესი და დოზირება

ინექცია არ კეთდება კანქვეშ ან ვენაში.

თხევადი ვაქცინის ფლაკონი გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს სუსპენზიის ჰომოგენიზაციის მიზნით.

ვაქცინა უნდა გაკეთდეს ინტრამუსკულარულად. ბარძაყის ზედა ანტეროლატერალური ნაწილი წარმოადგენს ინექციის უპირატეს ადგილს, ან დელტისებურ კუნთი უფროსი ასაკის ბავშვებში ან მოზრდილებში. ბავშვის დუნდულოში ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს საჯდომის ნერვის დაზიანება და არ არის რეკომენდირებული. ინექცია არ უნდა გაკეთდეს კანში, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი რეაქცია. ერთი პედიატრიული დოზაა 0.5 მლ. ინექციისათვის უნდა იყოს გამოყენებული სტერილური შპრიცი და სტერილური ნემსი. ვაქცინა შეჰყავთ კუნთში.

სხვა ინექცია, რომელიც კეთდება „დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის და b ტიპის Haemophilus influenzae-ს კონიუგირებული ვაქცინა, ადსორბირებულთან“ ერთად, უნდა გაკეთდეს სხვა ადგილზე. თითოეული ინექციისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სტერილური შპრიცები.

გახსნის შემდეგ მრავალდოზიანი ფლაკონი უნდა ინახებოდეს +2°C და +8°C-ს შორის ტემპერატურაზე. „დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის და b ტიპის Haemophilus influenzae-ს კონიუგირებული ვაქცინა ადსორბირებული“ მრავალდოზიანი ფლაკონი, საიდანაც ამოღებული იქნა ვაქცინის ერთ ან მეტი დოზა იმუნიზაციის კურსის დროს, შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდგომი იმუნიზაციის კურსში მაქსიმუმ 28 დღეში, თუ დაცულია ჯანმოს პოლიტიკის დადგენილებაში: „მრავალდოზიანი ვაქცინის ფლაკონების გამოყენება გახსნის შემდეგ ჯანმო/IVT/14.07“ აღწერილი ყველა შემდეგი პირობა:

ვაქცინა ამჟამად პრეკვალიფიცირებულია ჯანმოს მიერ;

ვაქცინა დამტკიცებულია 28 დღემდე ფარგლებში გამოყენებისათვის ფლაკონის გახსნის შემდეგ, როგორც დადგენილია ჯანმოს მიერ;

ვაქცინის ვარგისიანობის ვადა გასული არ არის.

ვაქცინების ფლაკონები ინახება და კვლავ შეინახება ჯანმოს ან მწარმოებლის რეკომენდებულ ტემპერატურაზე; გარდა ამისა, ვაქცინის ფლაკონის მონიტორი, თუ ერთვის თან, ვიზუალურად ხილვადია ვაქცინის ეტიკეტზე და არ გასცილებია მისი უტილიზაციის ვადებს და ვაქცინა არ არის დაზიანებული გაყინვით.

ვაქცინა უნდა შემოწმდეს ვიზუალურად უცხო ნაწილაკების და/ან ფიზიკური ასპექტის ცვლილების არსებობაზე გამოყენებამდე. თუ აღინიშნება რომელიმე აღნიშნული, ვაქცინა უნდა განადგურდეს.

უკუჩვენებები

ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ან მძიმე რეაქცია კომბინირებული ვაქცინის ან რომელიმე მისი კომპონენტის ადრინდელ დოზაზე არის აბსოლუტური უკუჩვენება კომბინირებული ვაქცინის შემდგომ დოზებზე ან სპეციფიურ ვაქცინაზე, რომელიც ცნობილია გვერდითი რეაქციის პროვოცირებით. არსებობს გარკვეული სახის უკუჩვენება DTP-ს პირველ დოზასთან დაკავშირებით - კრუნჩხვები ან პათოლოგიური ცერებრალური ნიშნები ახალშობილობის პერიოდში და ან სხვა სერიოზული ნევროლოგიური პათოლოგიები წარმოადგენენ ყივანახველას კომპონენტის უკუჩვენებებს. ასეთ შემთხვევაში, ვაქცინები არ უნდა გაკეთდეს კომბინირებული ვაქცინების სახით, მაგრამ DT უნდა გაკეთდეს DTP-ს ნაცვლად და ჰეპატიტი B-ს და Hib ვაქცინები უნდა გაკეთდეს ცალცალკე. ვაქცინა არ აყენებს ზიანს იმ პირებს, რომლებიც ამჟამად არიან ან ადრე იყვნენ ინფიცირებული B ჰეპატიტის ვირუსით.

გაფრთხილებები B ჰეპატიტის ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდის გამო (6 თვემდე და მეტი), იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი ჰქონდა B ჰეპატიტის ვირუსის ადრინდელ ექსპოზიციას, ვაქცინაცია შეიძლება არ იყოს ეფექტური.

თუ ადგილი აქვს რომელიმე ქვემოთ მითითებულ მოვლენას, რომელიც დროში დაკავშირებულია DTP-ს მიღებასთან, ყურადღებით უნდა იქნას განხილული გადაწყვეტილება ყივანახველას შემცველი ვაქცინის შემდგომი დოზების გამოყენების შესახებ. შეიძლება არსებობდეს გარემოებები, როგორიცაა ყივანახველას მაღალი სიხშირე, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს, განსაკუთრებით როდესაც ეს მოვლენები არ არის დაკავშირებული მუდმივ შედეგებთან.

ტემპერატურა 40,5 ° C (105 ° F) ან მეტი დოზის მიცემიდან 48 საათის განმავლობაში, რომელიც არ აიხსნება სხვა მიზეზით.

კოლაფსი და შოკის მსგავსი მდგომარეობა (ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსული ეპიზოდი) 48 საათის განმავლობაში.

მუდმივი, დაუწყნარებელი ტირილი, რომელიც გრძელდება 3 საათი ან მეტი, 48 საათის განმავლობაში.

კრუჩხვები ცხელებით ან მის გარეშე სამი დღის განმავლობაში.

პირებს, რომლებსაც განუვითარდებათ არტიუსის ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან ტემპერატურა 39°C (> 103 ° F) ტეტანუსის ტოქსოიდის ადრინდელი დოზის შემდეგ, როგორც წესი, აქვთ შრატში ტეტანუსის ანტიტოქსინის მაღალი დონე და არ უნდა გაუკეთდეთ TD -ს გადაუდებელი დოზებიც კი, ყოველ 10 წელზე უფრო ხშირად მაშინაც, კი თუ მათ აქვთ ჭრილობა, რომელიც არც სუფთაა და არც უმნიშვნელო.

DTP არ უნდა გაუკეთდეს კოაგულაციის ნებისმიერი სახის დარღვევის, მათ შორის თრომბოციტოპენიის მქონე ბავშვებს, რაც არის უკუნაჩვენები ინტრამუსკულარული ინექციის შემთხვევაში, თუ გამოყენების პოტენციური სარგებელი აშკარად არ გადაწონის რისკებს.

ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ ჩვილებსა და ბავშვებს, რომელთა პირველი რიგის ოჯახის წევრებს (ანუ და-ძმა და მშობლები) ანამნეზში აღენიშნებათ კრუნჩხვები, აქვთ ნევროლოგიური მოვლენების 3:2-ჯერ გაზრდილი რისკი DTP ვაქცინის და მუდმივი ნევროლოგიური დაზიანების შედარებისას.

ჩვილები და ბავშვები ცნობილი შესაძლო ან პოტენციური ძირითადი ნევროლოგიური მდგომარეობებით როგორც ჩანს, იმყოფებიან ძირითადი ნევროლოგიური დარღვევის გამოვლენის რისკის ქვეშ ვაქცინაციიდან ორი ან სამი დღის განმავლობაში. DTP-ს გამოყენება ბავშვებში დადასტურებული ან საეჭვო ძირითადი ნევროლოგიური დარღვევებით, რომლებიც აქტიურად არ ვითარდება, უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.

სიფრთხილის ზომები

ნებისმიერი ვაქცინის ინექციამდე, სიფრთხილის ყველა ცნობილი ზომა უნდა იქნას მიღებული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით. ეს მოიცავს მშობლების ანამნეზის მიმოხილვას, შესაძლო მგრძობიარობის და ამ ვაქცინის ან მსგავსი ვაქცინების მიმართ ნებისმიერი ადრინდელი გვერდითი მოვლენების მხრივ. იმუნიზაციის წინა ისტორია, ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობა და მოცემული ვაქცინის გამოყენების შესახებ არსებული ლიტერატურის ცოდნა.

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ბავშვებში შეიძლება არ აღინიშნოს რეაგირება. DTP, B ჰეპატიტის, Hib გამოყენებამდე მედიცინის მუშაკმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის მეურვეს იმუნიზაციის სარგებელის და რისკების შესახებ, ასევე გამოჰკითხოს ასაცრელი ბავშვის ბოლოდროინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ბავშვის მშობლებს ოჯახურ ანამნეზში კრუნჩხვებით უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ მათ ბავშვს აქვს კრუნჩხვების მომატებული რისკი DTP-ს გაკეთების შემდეგ და მიეცეთ ინსტრუქცია შესაბამის სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით, კრუნჩხვის ნაკლებად სავარაუდო განვითარების შემთხვევის დროს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ინექცია არ შევიდეს სისხლძარღვში.

ადრენალინის ინექცია (1: 1000) დაუყოვნებლივ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თუ განვითარდება ვაქცინის რომელიმე კომპონენტით გამოწვეული მწვავე ანაფილაქსიური რეაქცია. მძიმე ანაფილაქსიის სამკურნალოდ ადრენალინის საწყისი დოზაა 0.1 - 0.5 მგ (0.1-0.5 მლ 1: 1000 ინექცია) რომელიც კეთდება კანქვეშ ან კუნთში. ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 მგ (1 მლ). ახალშობილებში და ბავშვებში ადრენალინის რეკომენდებული დოზაა 0.01 მგ / კგ (0.01 მლ/კგ 1:1000 ინექცია).

ერთჯერადი პედიატრიული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მგ (0.5 მლ). მძიმე ფორმის ანაფილაქსიის მკურნალობაში მთავარია ადრენალინის სწრაფად გამოყენება, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სიცოცხლის გადამრჩენი მნიშვნელობა.

ისევე, როგორც ყველა ვაქცინის გამოყენებისას, ვაქცინირებული პირი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში მყისიერი ან ადრეული ტიპის ალერგიული რეაქციების განვითარების შესაძლებლობის გამო.

ჰიდროკორტიზონი და ანტიჰისტამინური პრეპარატები ასევე უნდა იყოს ხელმისაწვდომი დამხმარე საშუალებებთან ერთად , მაგ. ჟანგბადის ინჰალაციასთან ერთად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ისევე, როგორც სხვა ინტრამუსკულარული ინექციების შემთხვევაში, გამოიყენეთ სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ანტიკოაგულანტური მკურნალობა.

იმუნოსუპრესიულმა მკურნალობამ, მათ შორის, დასხივებამ, ანტიმეტაბოლიტურმა საშუალებებმა, მაალკილირებელმა აგენტებმა, ციტოტოქსიკურმა პრეპარატებმა და კორტიკოსტეროიდებმა (ფიზიოლოგიურზე მეტი დოზებით მიღებისას) შეიძლება შეამციროს იმუნური პასუხი ვაქცინებზე. მოკლევადიან (<2 კვირა), კორტიკოსტეროიდებით თერაპიას ან კორტიკოსტეროიდების სახსარშიდა, სინოვიალური ჩანთის, ან მყესის ინექციებს არა აქვთ იმუნოსუპრესიული მოქმედება.

გვერდითი მოვლენები

ამ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები მოიცავს შემდეგს: ადგილობრივი სიწითლე, სითბო, შეშუპება და გამკვრივება ტკივილის თანხლებით ან მის გარეშე, ასევე, ჭინჭრის ციება და გამონაყარი. სისტემური რეაქციები, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა და სისუსტე შეიძლება გამოვლინდეს ზოგიერთ შემთხვევაში. ზოგი მონაცემი მიუთითებს, რომ უფრო სავარაუდოა, ფებრილური რეაქცია განუვითარდეთ მათ, ვისაც აღენიშნებოდა ამგვარი საპასუხო რეაქცია ადრინდელი დოზების მიმართ. მძიმე გვერდითი რეაქციების ტიპი და სიხშირე არ განსხვავდება მნიშვნელოვნად DTP, HepB და Hib ვაქცინების ეაქციებისაგან, რომლებიც ცალკეა აღწერილი. DTP-ს შემთხვევაში ხშირია მსუბუქი ადგილობრივი ან სისტემური რეაქციები. ესენია გარკვეული დროებითი შეშუპება, მტკივნეულობა და სიწითლე ინექციის ადგილზე ცხელებასთან ერთად უმეტეს შემთხვევებში. ზოგჯერ მძიმე რეაქციები მაღალი ცხელებით, გაღიზიანებადობითა და ყვირილით ვითარება ვაქცინაციიდან 24 საათის განმავლობაში. დაფიქსირებულია ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსული ეპიზოდები.

დაფიქსირებულია ფებრილური გულყრა დოზის გამოყენების 12500-დან ერთ შემთხვევაში. აცეტამინოფენის გამოყენება იმუნიზაციის დროს და და 4-8 საათის შემდეგ ამცირებს მომდევნო ფებრილური რეაქციების სიხშირეს. დიდ ბრიტანეთში ბავშვთა ენცეფალოპათიის ეროვნულმა კვლევამ გამოავლინა მწვავე ენცეფალოპათიის მცირედ გაზრდილი რისკი (პირველადი კრუნჩხვები) DTP იმუნიზაციის შემდეგ. თუმცა, ყველა ხელმისაწვდომი კვლევების შემდგომმა დეტალურმა მიმოხილვამ რიგი ჯგუფების მიერ, მათ შორის „შეერთებული შტატები მედიცინის ინსტიტუტის“,„იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის“ და ავსტრალიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პედიატრიული ასოციაციების მიერ, დაასკვნა, რომ მონაცემები არ აჩვენებდა მიზეზობრივ კავშირს DTP-სა და ბავშვებში ნერვული სისტემის ქრონიკულ დისფუნქციას შორის. ამდენად, არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, რომ ამ რეაქციებს აქვთ მუდმივი შედეგები ბავშვებში.

B ჰეპატიტის ვაქცინა ძალიან კარგად გადაიტანება. პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, ადგილობრივი ტკივილის გარდა, დაფიქსირებული მოვლენები, როგორიცაა მიალგია და გარდამავალი ცხელება, არ ყოფილა უფრო ხშირი ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ინფორმაცია მძიმე ანაფილაქსიური რეაქციის შესახებ ძალიან იშვიათია. არსებული მონაცემები არ მიუთითებს მიზეზობრივ კავშირს B ჰეპატიტის ვაქცინასა და გიიენ-ბარეს სინდრომს შორის, ან დემიელინიზირებად დარღვევებს, მათ შორის გაფანტულ სკლეროზს შორის, ასევე არ არსებობს ეპიდემიოლოგიური მონაცემები, რომლებიც ადასტურებს მიზეზობრივ კავშირს B ჰეპატიტის ვაქცინაციასა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, ართრიტს, აუტოიმუნურ დაავადებებს, ასთმას, ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომს ან დიაბეტს შორის.

Hib ვაქცინა ძალიან კარგად გადაიტანება. ადგილობრივი რეაქციები შეიძლება განვითარდეს ვაქცინაციიდან 24 საათის განმავლობაში, როდესაც რეციპიენტებს შეიძლება განუვითარდეთ ტკივილი და მტკივნეულობა ინექციის ადგილზე.

ეს რეაქციები, როგორც წესი, მსუბუქია და გარდამავალი. უმეტეს შემთხვევაში, ისინი სპონტანურად ალაგდება 2- 3 დღეში და არ საჭიროებენ შემდგომ სამედიცინო დახმარებას. მსუბუქი სისტემური რეაქციები, მათ შორის ცხელება, იშვიათად ვითარდება Hib ვაქცინაციის შემდეგ. უფრო მძიმე რეაქციები ძალიან იშვიათია; მიზეზობრივი კავშირი უფრო სერიოზულ რეაქციებსა და ვაქცინაციას შორის არ არის დადგენილი.

იმუნოდეფიციტი

პირები, რომლებიც დაინფიცირებული არიან ადამინაის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ), როგორც ასიმპტომური, ასევე სიმპტომური, უნდა იყვნენ ვაქცინირებული კომბინირებული ვაქცინით სტანდარტული გრაფიკის მიხედვით.

შენახვა ვაქცინა უნდა ინახებოდეს 2-8°C ტემპერატურაზე. ტრანსპორტირება ასევე უნდა განხორციელდეს 2 -8 ° C ტემპერატურაზე.

არ გაყინოთ.

შენახვის პირობები

არ გამოიყენოთ გარე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

გამოყენების ინსტრუქცია

დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის და b ტიპის Haemophilus influenza-ს კონიუგირებული ვაქცინა, ადსორბირებული

Diphtheria, Tetanus, Pertussin, Hepatitis B and Haemophilus influenzae type b Conjugate Vaccine Adsorbed

აღწერა

დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის და b ტიპის Haemophilus influenzae-ს კონიუგირებული ვაქცინა, ადსორბირებული, როგორც ეს მოწოდებულია Serum Institute of India Pvt. Ltd-ს მიერ, წარმოადგენს ერთგვაროვან სითხეს, რომელიც შეიცავს გასუფთავებულ დიფტერიის და ტეტანუსის ტოქსოიდებს, ინაქტივირებული ყივანახველას (pertussis) მიკრორგანიზმებს, B ჰეპატიტის ზედაპირული ანტიგენის (HBsAg) მაღალგასუფთავებულ, არაინფექციურ ნაწილაკებს და Hib კომპონენტს, როგორც ბაქტერიული ქვეჯგუფის ვაქცინას, რომელიც შეიცავს b ტიპის Haemophilus influenzae (HIB)-ს მაღალგასუფთავებულ, არაინფექციურ კაფსულურ პოლისაქრიდს, რომელიც ქიმიურად კონიუგირებულია პროტეინთან (ტეტანუსის ტოქსოიდი). B ჰეპატიტის ვირუსის (HBV) ზედაპირული ანტიგენი მიიღება გენური ინჟინერიით კულტივირების გზით მიღებული Hansenula ploymorpha-ს საფუარის უჯრედებისაგან, რომელთაც აქვთ B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის გენი. B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) რომელიც გამოიყოფა Hansenula ploymorpha-ს უჯრედებში, სუფთავდება რამდენიმე ქიმიური სტადიის გავლის შედეგად, რეკომბინანტული დნმ-ის პროცედურების გამოყენებით. თიომერსალი დამატებულია კონსერვანტის სახით.

Hib პოლისაქარიდი მზადდება b ტიპის H. influenzae-ს შტამის კაფსულური პოლისაქარიდისგან და აქტივაციის შემდეგ წყვილდება ტეტანუსის ტოქსოიდთან.

ვაქცინა აკმაყოფილებს ჯანმო-ს და ბრიტანეთის ფარმაკოპეის მოთხოვნებს, როდესაც ტესტირება ხდება მეთოდებით, რომლებიც მოცემულია ჯანმო-ს, TRS. 980 (2014), 978 (2013), 897 (2000) და ბრიტანეთის ფარმაკოპეაში.

ყოველი 0.5 მლ დოზა შეიცავს:

დიფტერიის ტოქსოიდი ≤25 Lf (≥ 30 სე)

ტეტანუსის ტოქსოიდი ≥ 2.5 Lf (≥ 40 სე)

ყივანახველას ბაქტერია (მთლიანი უჯრედი) ≤16 OU (≥4.0 IU)*

(HBsAg) (rDNA) ≥10 მკგ

გასუფთავებული კაფსულური Hib პოლისაქარიდი (PRP) კონიუგირებული ტეტანუსის ტოქსოიდთან (მტარებელი პროტეინი) 10 მკგ

ადსორბირებულია ალუმინის ფოსფატზე, Al +++ ≤ 1.25 მგ

კონსერვანტი: თიომერსალი 0.005%

დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის აცეტატი და ნატრიუმის ქლორიდი.

  • სავარაუდო აქტივობის ქვედა სარწმუნო ზღვარი (P=0.95) არანაკლებ 2.0 სე.

დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის და b ტიპის Haemophilus influenza-ს კონიუგირებული ადსორბირებული ვაქცინა არ ახდენს ჰეპატიტის პრევენციას, რომელიც გამოწვეულია HBV-სგან განსხვავებული აგენტებით (მაგ. ვირუსი A, C და E), მაგრამ ის ითვლება ეფექტურად დელტა აგენტის მიერ გამოწვეული ჰეპატიტის პრევენციისათვის. HIB ვაქცინა არ იცავს დაავადებებისაგან, რომლებიც გამოწვეულია H.influenzae-ს სხვა ტიპებით, და არც სხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული მენინგიტისაგან.

ჩვენებები „დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის და b ტიპის Haemophilus influenzae-ს კონიუგირებული ვაქცინა, ადსორბირებული“ ნაჩვენებია 6 კვირის ან მეტი ასაკის ჩვილების აქტიური იმუნიზაციისათვის დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და b ტიპის Haemophilus Influenzae-ს წინააღმდეგ. მცირე ასაკის ბავშვებში EPI („ვაქცინაციის გაფართოებული პროგრამა“) რეკომენდაციას იძლევა გამოყენებული იქნას შეძლებისდაგვარად მრავალი ანტიგენი ერთ ვიზიტზე.

„დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, B ჰეპატიტის და b ტიპის Haemophilus influenzae-ს კონიუგირებული ვაქცინა ადსორბირებულის“ დოზა არ უნდა იქნას გამოყენებული დაბადების დროს.

იმ ქვეყნებში, სადაც ყივანახველა განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს მცირე ასაკის ჩვილებისათვის, კომბინირებული ვაქცინა უნდა იქნას დაწყებული, რაც შეიძლება ადრე, პირველი დოზა უნდა მიეცეს მე-6 კვირას, და ორი მომდევნო დოზა მიეცეს 4 კვირიანი ინტერვალებით.

„დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის და b ტიპის Haemophilus influenzae-ს კონიუგირებული ვაქცინა, ადსორბირებული“ შეიძლება გაკეთდეს უსაფრთხოდ და ეფექტურად ერთდროულად BCG, წითელას, პოლიომიელიტის (OPV ან IPV), და ყვითელი ცხელების ვაქცინებთან და A ვიტამინის დანამატთან ერთად. თუ „დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის და b ტიპის Haemophilus influenzae-ს კონიუგირებული ვაქცინა, ადსორბირებული“ კეთდება სხვა ვაქცინებთან ერთად, მისი შეყვანა უნდა მოხდეს სხვა ადგილას. მისი შერევა არ უნდა მოხდეს ფლაკონში ან შპრიცში ნებისმიერ სხვა ვაქცინასთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ლიცენზირებულია კომბინირებული პროდუქტის სახით გამოყენებისათვის.

დოზირება ჩვილებისა და სკოლამდელი ბავშვების აქტიური იმუნიზაციისათვის მიზანშეწონილია სამი კუნთშიდა 0.5 მლ ინექციის გაკეთება ოთხკვირიანი ინტერვალებით დოზებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ პირველადი იმუნიზაციის პირველი დოზის გაკეთების სტანდარტული ასაკი არის ორი თვე, ახალი რეკომენდაციით ის კეთდება 6 კვირის ასაკში.

DTwp და b ტიპის Haemophilus influenzae-ს კონიუგირებული ვაქცინის ბუსტერ დოზა უნდა გაკეთდეს 15-18 თვის ასაკში.

გაძლიერებული DTwP ვაქცინა უნდა გაკეთდეს 5 წლის ასაკში (ანუ სკოლაში შესვლის დროს). IAP (ინდოეთის პედიატრიის აკადემია) რეკომენდაციას იძლევა, რომ სადაც ხელმისაწვდომია კომბინირებული ვაქცინები, მათ შეიძლება ჩაანაცვლონ მონოვალენტური ფორმულაციები ეროვნული იმუნიზაციის გრაფიკში, სადაც ეს ნაჩვენებია.

გამოყენების მეთოდი

ინექცია არ კეთდება კანქვეშ ან ვენაში.

თხევადი ვაქცინის ფლაკონი გამოყენებამდე უნდა შეინჯღრეს სუსპენზიის ჰომოგენიზაციის მიზნით.

ვაქცინა უნდა გაკეთდეს ინტრამუსკულარულად. ბარძაყის ზედა ანტეროლატერალური ნაწილი წარმოადგენს ინექციის უპირატეს ადგილს, ან დელტისებურ კუნთი უფროსი ასაკის ბავშვებში ან მოზრდილებში. ბავშვის დუნდულოში ინექციამ შეიძლება გამოიწვიოს საჯდომის ნერვის დაზიანება და არ არის რეკომენდირებული. ინექცია არ უნდა გაკეთდეს კანში, რადგანაც ამან შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი რეაქცია. ერთი პედიატრიული დოზაა 0.5 მლ. ინექციისათვის უნდა იყოს გამოყენებული სტერილური შპრიცი და სტერილური ნემსი. ვაქცინა შეჰყავთ კუნთში.

სხვა ინექცია, რომელიც კეთდება „დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის და b ტიპის Haemophilus influenzae-ს კონიუგირებული ვაქცინა, ადსორბირებულთან“ ერთად, უნდა გაკეთდეს სხვა ადგილზე. თითოეული ინექციისათვის გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ სტერილური შპრიცები.

გახსნის შემდეგ მრავალდოზიანი ფლაკონი უნდა ინახებოდეს +2°C და +8°C-ს შორის ტემპერატურაზე. „დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის და b ტიპის Haemophilus influenzae-ს კონიუგირებული ვაქცინა ადსორბირებული“ მრავალდოზიანი ფლაკონი, საიდანაც ამოღებული იქნა ვაქცინის ერთ ან მეტი დოზა იმუნიზაციის კურსის დროს, შეიძლება გამოყენებულ იქნას შემდგომი იმუნიზაციის კურსში მაქსიმუმ 28 დღეში, თუ დაცულია ჯანმოს პოლიტიკის დადგენილებაში: „მრავალდოზიანი ვაქცინის ფლაკონების გამოყენება გახსნის შემდეგ ჯანმო/IVT/14.07“ აღწერილი ყველა შემდეგი პირობა:

ვაქცინა ამჟამად პრეკვალიფიცირებულია ჯანმოს მიერ;

ვაქცინა დამტკიცებულია 28 დღემდე ფარგლებში გამოყენებისათვის ფლაკონის გახსნის შემდეგ, როგორც დადგენილია ჯანმოს მიერ;

ვაქცინის ვარგისიანობის ვადა გასული არ არის.

ვაქცინების ფლაკონები ინახება და კვლავ შეინახება ჯანმოს ან მწარმოებლის რეკომენდებულ ტემპერატურაზე; გარდა ამისა, ვაქცინის ფლაკონის მონიტორი, თუ ერთვის თან, ვიზუალურად ხილვადია ვაქცინის ეტიკეტზე და არ გასცილებია მისი უტილიზაციის ვადებს და ვაქცინა არ არის დაზიანებული გაყინვით.

ვაქცინა უნდა შემოწმდეს ვიზუალურად უცხო ნაწილაკების და/ან ფიზიკური ასპექტის ცვლილების არსებობაზე გამოყენებამდე. თუ აღინიშნება რომელიმე აღნიშნული, ვაქცინა უნდა განადგურდეს.

უკუჩვენებები

ცნობილი ჰიპერმგრძნობელობა ვაქცინის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ, ან მძიმე რეაქცია კომბინირებული ვაქცინის ან რომელიმე მისი კომპონენტის ადრინდელ დოზაზე არის აბსოლუტური უკუჩვენება კომბინირებული ვაქცინის შემდგომ დოზებზე ან სპეციფიურ ვაქცინაზე, რომელიც ცნობილია გვერდითი რეაქციის პროვოცირებით. არსებობს გარკვეული სახის უკუჩვენება DTP-ს პირველ დოზასთან დაკავშირებით - კრუნჩხვები ან პათოლოგიური ცერებრალური ნიშნები ახალშობილობის პერიოდში და ან სხვა სერიოზული ნევროლოგიური პათოლოგიები წარმოადგენენ ყივანახველას კომპონენტის უკუჩვენებებს. ასეთ შემთხვევაში, ვაქცინები არ უნდა გაკეთდეს კომბინირებული ვაქცინების სახით, მაგრამ DT უნდა გაკეთდეს DTP-ს ნაცვლად და ჰეპატიტი B-ს და Hib ვაქცინები უნდა გაკეთდეს ცალცალკე. ვაქცინა არ აყენებს ზიანს იმ პირებს, რომლებიც ამჟამად არიან ან ადრე იყვნენ ინფიცირებული B ჰეპატიტის ვირუსით.

გაფრთხილებები B ჰეპატიტის ხანგრძლივი ინკუბაციური პერიოდის გამო (6 თვემდე და მეტი), იმ შემთხვევაში, როდესაც ადგილი ჰქონდა B ჰეპატიტის ვირუსის ადრინდელ ექსპოზიციას, ვაქცინაცია შეიძლება არ იყოს ეფექტური.

თუ ადგილი აქვს რომელიმე ქვემოთ მითითებულ მოვლენას, რომელიც დროში დაკავშირებულია DTP-ს მიღებასთან, ყურადღებით უნდა იქნას განხილული გადაწყვეტილება ყივანახველას შემცველი ვაქცინის შემდგომი დოზების გამოყენების შესახებ. შეიძლება არსებობდეს გარემოებები, როგორიცაა ყივანახველას მაღალი სიხშირე, როდესაც პოტენციური სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკს, განსაკუთრებით როდესაც ეს მოვლენები არ არის დაკავშირებული მუდმივ შედეგებთან.

ტემპერატურა 40,5 ° C (105 ° F) ან მეტი დოზის მიცემიდან 48 საათის განმავლობაში, რომელიც არ აიხსნება სხვა მიზეზით.

კოლაფსი და შოკის მსგავსი მდგომარეობა (ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსული ეპიზოდი) 48 საათის განმავლობაში.

მუდმივი, დაუწყნარებელი ტირილი, რომელიც გრძელდება 3 საათი ან მეტი, 48 საათის განმავლობაში.

კრუჩხვები ცხელებით ან მის გარეშე სამი დღის განმავლობაში.

პირებს, რომლებსაც განუვითარდებათ არტიუსის ტიპის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები ან ტემპერატურა 39°C (> 103 ° F) ტეტანუსის ტოქსოიდის ადრინდელი დოზის შემდეგ, როგორც წესი, აქვთ შრატში ტეტანუსის ანტიტოქსინის მაღალი დონე და არ უნდა გაუკეთდეთ TD -ს გადაუდებელი დოზებიც კი, ყოველ 10 წელზე უფრო ხშირად მაშინაც, კი თუ მათ აქვთ ჭრილობა, რომელიც არც სუფთაა და არც უმნიშვნელო.

DTP არ უნდა გაუკეთდეს კოაგულაციის ნებისმიერი სახის დარღვევის, მათ შორის თრომბოციტოპენიის მქონე ბავშვებს, რაც არის უკუნაჩვენები ინტრამუსკულარული ინექციის შემთხვევაში, თუ გამოყენების პოტენციური სარგებელი აშკარად არ გადაწონის რისკებს.

ბოლოდროინდელი კვლევები ცხადყოფს, რომ ჩვილებსა და ბავშვებს, რომელთა პირველი რიგის ოჯახის წევრებს (ანუ და-ძმა და მშობლები) ანამნეზში აღენიშნებათ კრუნჩხვები, აქვთ ნევროლოგიური მოვლენების 3:2-ჯერ გაზრდილი რისკი DTP ვაქცინის და მუდმივი ნევროლოგიური დაზიანების შედარებისას.

ჩვილები და ბავშვები ცნობილი შესაძლო ან პოტენციური ძირითადი ნევროლოგიური მდგომარეობებით როგორც ჩანს, იმყოფებიან ძირითადი ნევროლოგიური დარღვევის გამოვლენის რისკის ქვეშ ვაქცინაციიდან ორი ან სამი დღის განმავლობაში. DTP-ს გამოყენება ბავშვებში დადასტურებული ან საეჭვო ძირითადი ნევროლოგიური დარღვევებით, რომლებიც აქტიურად არ ვითარდება, უნდა გადაწყდეს ინდივიდუალურად.

სიფრთხილის ზომები

ნებისმიერი ვაქცინის ინექციამდე, სიფრთხილის ყველა ცნობილი ზომა უნდა იქნას მიღებული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით. ეს მოიცავს მშობლების ანამნეზის მიმოხილვას, შესაძლო მგრძობიარობის და ამ ვაქცინის ან მსგავსი ვაქცინების მიმართ ნებისმიერი ადრინდელი გვერდითი მოვლენების მხრივ. იმუნიზაციის წინა ისტორია, ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობა და მოცემული ვაქცინის გამოყენების შესახებ არსებული ლიტერატურის ცოდნა.

დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ბავშვებში შეიძლება არ აღინიშნოს რეაგირება. DTP, B ჰეპატიტის, Hib გამოყენებამდე მედიცინის მუშაკმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ბავშვის მეურვეს იმუნიზაციის სარგებელის და რისკების შესახებ, ასევე გამოჰკითხოს ასაცრელი ბავშვის ბოლოდროინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ბავშვის მშობლებს ოჯახურ ანამნეზში კრუნჩხვებით უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია, რომ მათ ბავშვს აქვს კრუნჩხვების მომატებული რისკი DTP-ს გაკეთების შემდეგ და მიეცეთ ინსტრუქცია შესაბამის სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით, კრუნჩხვის ნაკლებად სავარაუდო განვითარების შემთხვევის დროს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ ინექცია არ შევიდეს სისხლძარღვში.

ადრენალინის ინექცია (1: 1000) დაუყოვნებლივ უნდა იყოს ხელმისაწვდომი, თუ განვითარდება ვაქცინის რომელიმე კომპონენტით გამოწვეული მწვავე ანაფილაქსიური რეაქცია. მძიმე ანაფილაქსიის სამკურნალოდ ადრენალინის საწყისი დოზაა 0.1 - 0.5 მგ (0.1-0.5 მლ 1: 1000 ინექცია) რომელიც კეთდება კანქვეშ ან კუნთში. ერთჯერადი დოზა არ უნდა აღემატებოდეს 1 მგ (1 მლ). ახალშობილებში და ბავშვებში ადრენალინის რეკომენდებული დოზაა 0.01 მგ / კგ (0.01 მლ/კგ 1:1000 ინექცია).

ერთჯერადი პედიატრიული დოზა არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მგ (0.5 მლ). მძიმე ფორმის ანაფილაქსიის მკურნალობაში მთავარია ადრენალინის სწრაფად გამოყენება, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს სიცოცხლის გადამრჩენი მნიშვნელობა.

ისევე, როგორც ყველა ვაქცინის გამოყენებისას, ვაქცინირებული პირი უნდა იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში მყისიერი ან ადრეული ტიპის ალერგიული რეაქციების განვითარების შესაძლებლობის გამო.

ჰიდროკორტიზონი და ანტიჰისტამინური პრეპარატები ასევე უნდა იყოს ხელმისაწვდომი დამხმარე საშუალებებთან ერთად , მაგ. ჟანგბადის ინჰალაციასთან ერთად.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

ისევე, როგორც სხვა ინტრამუსკულარული ინექციების შემთხვევაში, გამოიყენეთ სიფრთხილით პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ ანტიკოაგულანტური მკურნალობა.

იმუნოსუპრესიულმა მკურნალობამ, მათ შორის, დასხივებამ, ანტიმეტაბოლიტურმა საშუალებებმა, მაალკილირებელმა აგენტებმა, ციტოტოქსიკურმა პრეპარატებმა და კორტიკოსტეროიდებმა (ფიზიოლოგიურზე მეტი დოზებით მიღებისას) შეიძლება შეამციროს იმუნური პასუხი ვაქცინებზე. მოკლევადიან (<2 კვირა), კორტიკოსტეროიდებით თერაპიას ან კორტიკოსტეროიდების სახსარშიდა, სინოვიალური ჩანთის, ან მყესის ინექციებს არა აქვთ იმუნოსუპრესიული მოქმედება.

გვერდითი მოვლენები

ამ ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები მოიცავს შემდეგს: ადგილობრივი სიწითლე, სითბო, შეშუპება და გამკვრივება ტკივილის თანხლებით ან მის გარეშე, ასევე, ჭინჭრის ციება და გამონაყარი. სისტემური რეაქციები, როგორიცაა ცხელება, თავის ტკივილი, გულისრევა და სისუსტე შეიძლება გამოვლინდეს ზოგიერთ შემთხვევაში. ზოგი მონაცემი მიუთითებს, რომ უფრო სავარაუდოა, ფებრილური რეაქცია განუვითარდეთ მათ, ვისაც აღენიშნებოდა ამგვარი საპასუხო რეაქცია ადრინდელი დოზების მიმართ. მძიმე გვერდითი რეაქციების ტიპი და სიხშირე არ განსხვავდება მნიშვნელოვნად DTP, HepB და Hib ვაქცინების ეაქციებისაგან, რომლებიც ცალკეა აღწერილი. DTP-ს შემთხვევაში ხშირია მსუბუქი ადგილობრივი ან სისტემური რეაქციები. ესენია გარკვეული დროებითი შეშუპება, მტკივნეულობა და სიწითლე ინექციის ადგილზე ცხელებასთან ერთად უმეტეს შემთხვევებში. ზოგჯერ მძიმე რეაქციები მაღალი ცხელებით, გაღიზიანებადობითა და ყვირილით ვითარება ვაქცინაციიდან 24 საათის განმავლობაში. დაფიქსირებულია ჰიპოტონურ-ჰიპორესპონსული ეპიზოდები.

დაფიქსირებულია ფებრილური გულყრა დოზის გამოყენების 12500-დან ერთ შემთხვევაში. აცეტამინოფენის გამოყენება იმუნიზაციის დროს და და 4-8 საათის შემდეგ ამცირებს მომდევნო ფებრილური რეაქციების სიხშირეს. დიდ ბრიტანეთში ბავშვთა ენცეფალოპათიის ეროვნულმა კვლევამ გამოავლინა მწვავე ენცეფალოპათიის მცირედ გაზრდილი რისკი (პირველადი კრუნჩხვები) DTP იმუნიზაციის შემდეგ. თუმცა, ყველა ხელმისაწვდომი კვლევების შემდგომმა დეტალურმა მიმოხილვამ რიგი ჯგუფების მიერ, მათ შორის „შეერთებული შტატები მედიცინის ინსტიტუტის“,„იმუნიზაციის პრაქტიკის მრჩეველთა კომიტეტის“ და ავსტრალიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პედიატრიული ასოციაციების მიერ, დაასკვნა, რომ მონაცემები არ აჩვენებდა მიზეზობრივ კავშირს DTP-სა და ბავშვებში ნერვული სისტემის ქრონიკულ დისფუნქციას შორის. ამდენად, არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, რომ ამ რეაქციებს აქვთ მუდმივი შედეგები ბავშვებში.

B ჰეპატიტის ვაქცინა ძალიან კარგად გადაიტანება. პლაცებო-კონტროლირებულ კვლევებში, ადგილობრივი ტკივილის გარდა, დაფიქსირებული მოვლენები, როგორიცაა მიალგია და გარდამავალი ცხელება, არ ყოფილა უფრო ხშირი ვიდრე პლაცებოს ჯგუფში. ინფორმაცია მძიმე ანაფილაქსიური რეაქციის შესახებ ძალიან იშვიათია. არსებული მონაცემები არ მიუთითებს მიზეზობრივ კავშირს B ჰეპატიტის ვაქცინასა და გიიენ-ბარეს სინდრომს შორის, ან დემიელინიზირებად დარღვევებს, მათ შორის გაფანტულ სკლეროზს შორის, ასევე არ არსებობს ეპიდემიოლოგიური მონაცემები, რომლებიც ადასტურებს მიზეზობრივ კავშირს B ჰეპატიტის ვაქცინაციასა და ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, ართრიტს, აუტოიმუნურ დაავადებებს, ასთმას, ჩვილ ბავშვთა უეცარი სიკვდილის სინდრომს ან დიაბეტს შორის.

Hib ვაქცინა ძალიან კარგად გადაიტანება. ადგილობრივი რეაქციები შეიძლება განვითარდეს ვაქცინაციიდან 24 საათის განმავლობაში, როდესაც რეციპიენტებს შეიძლება განუვითარდეთ ტკივილი და მტკივნეულობა ინექციის ადგილზე.

ეს რეაქციები, როგორც წესი, მსუბუქია და გარდამავალი. უმეტეს შემთხვევაში, ისინი სპონტანურად ალაგდება 2- 3 დღეში და არ საჭიროებენ შემდგომ სამედიცინო დახმარებას. მსუბუქი სისტემური რეაქციები, მათ შორის ცხელება, იშვიათად ვითარდება Hib ვაქცინაციის შემდეგ. უფრო მძიმე რეაქციები ძალიან იშვიათია; მიზეზობრივი კავშირი უფრო სერიოზულ რეაქციებსა და ვაქცინაციას შორის არ არის დადგენილი.

იმუნოდეფიციტი

პირები, რომლებიც დაინფიცირებული არიან ადამინაის იმუნოდეფიციტის ვირუსით (აივ), როგორც ასიმპტომური, ასევე სიმპტომური, უნდა იყვნენ ვაქცინირებული კომბინირებული ვაქცინით სტანდარტული გრაფიკის მიხედვით.

შენახვა ვაქცინა უნდა ინახებოდეს 2-8°C ტემპერატურაზე. ტრანსპორტირება ასევე უნდა განხორციელდეს 2 -8 ° C ტემპერატურაზე.

არ გაყინოთ.

ვარგისიანობის ვადა

არ გამოიყენოთ გარე შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა

1 დოზა 0.5 მლ -იან ფლაკონში

2 დოზა 1 მლ-იან ფლაკონში

10 დოზა 5 მლ-იან ფლაკონში

ვაქცინის ფლაკონის მონიტორი (დამატებითი, არასავალდებულო)

ვაქცინის ფლაკონის მონიტორები (VVM) მოთავსებულია „სირუმ ინსთითუთ ოფ ინდია პვტ. ლტდ-ის“ მიერ მოწოდებული დიფტერიის, ტეტანუსის, ყივანახველას, B ჰეპატიტის და b ტიპის Haemophilus influenzae-ს კონიუგირებული ადსორბირებული ვაქცინის თავსახურზე (2 მლ-იანი ფლაკონი)/ ეტიკეტის ნაწილზე. ეს წარმოადგენს დრო-ტემპერატურის მიმართ მგრძნობიარე წერტილს, რომელიც აჩვენებს სითბოს ჯამურ რაოდენობას, რომლის ზემოქმედების ქვეშაც იყო ფლაკონი. ის აფრთხილებს საბოლოო მომხმარებელს, როცა სითბოს ზემოქმედებამ შესაძლოა გამოიწვიოს ვაქცინის დაშლა მისაღები დონის საზღრებს მიღმა.

ვაქცინის ფლაკონის მონიტორების ინტერპრეტაცია მარტივია. ყურადღება უნდა მიექცეს ცენტრალურ კვადრატს. მისი ფერი თანდათან შეიცვლება. სანამ ამ კვადრატის ფერი გარე რგოლზე ღია ფერისაა, ვაქცინის გამოყენება შეიძლება. როგორც კი ცენტრალური კვადრატის ფერი გახდება იგივე ან უფრო მუქი ფერი, ვიდრე გარე რგოლის, ფლაკონი უნდა იქნას გადაგდებული.

გაცემის წესი

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

მწარმოებელი:

სერუმ ინსთითიუთ ოფ ინდია პვტ. ლტდ

(SERUM INSTITUTE OF INDIA PVT.LTD)

212/2, ჰადაპსარი, პუნი 411028, ინდოეთი

„დაცვა დაბადებიდან მთელი სიცოცხლის განმავლობაში“

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა