პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
ჰემატოლოგიური სხვა საშუალებები

დისტრეპტაზა

DISTREPTAZA®

რეცეპტით15000 სე + 1250 სეინსტრუქცია ქართულადპოლონეთი
რისთვის გამოიყენება

მცირე მენჯის ორგანოების ანთებების კომპლექსური მკურნალობა (PID, ინგლ. pelvic injlammalory disease) - საკვერცხეების, ფალოპის მილების და ენდომეტრიუმის ანთებითი დაავადებების სინდრომი. ადჰეზიური დაავადების პრევენცია მცირე მენჯის არეში ოპერაციის შემდეგ. მწვავე (AHD, ინგლ. …

სრულად
ფორმა და შეფუთვა
15000 სე + 1250 სე რექტალური სუპოზიტორია №6 (1X6)
მწარმოებელი
Synthaverse S.A, პოლონეთი
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ჰემატოლოგიური სხვა საშუალებები, ენზიმები
ATC კოდი
B06AA55
რეგისტრაციის ნომერი
რ-043098
რეგისტრირებულია
8 აპრილი 2025, მოქმედებს 8 აპრილი 2030-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
Synthaverse S.A (პოლონეთი)
განმცხადებელი
საქართველოში Alpen Pharma AG-ის წარმომადგენლობითი ოფისი
GMP
აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
ურთიერთქმედების შემოწმებადისტრეპტაზა და სხვა წამალი ერთად

დისტრეპტაზა — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

მცირე მენჯის ორგანოების ანთებების კომპლექსური მკურნალობა (PID, ინგლ. pelvic injlammalory disease) - საკვერცხეების, ფალოპის მილების და ენდომეტრიუმის ანთებითი დაავადებების სინდრომი.

ადჰეზიური დაავადების პრევენცია მცირე მენჯის არეში ოპერაციის შემდეგ.

მწვავე (AHD, ინგლ. acute haemorroidal disease) და ქრონიკული ჰემოროიდული დაავადება.

გავრცელებული ანთებითი ინფილტრატით მიმდინარე პერირექტალური აბსცესის და ფისტულების კომპლექსური მკურნალობა.

მიღების წესი და დოზირება

მოზრდილები

დოზირება დამოკიდებულია ანთებითი პროცესის ინტენსივობის ტიპსა და ხარისხზე.

გამოიყენეთ ექიმის მითითებით.

მძიმე მდგომარეობების დროს გამოიყენება:

1 სუპოზიტორი 3-ჯერ დღეში პირველი 3 დღის განმავლობაში;

1 სუპოზიტორი 2-ჯერ დღეში შემდეგი 3 დღის განმავლობაში;

1 სუპოზიტორი ერთხელ დღეში შემდეგი 3 დღის განმავლობაში.

შედარებით მსუბუქი მდგომარეობების დროს:

1 სუპოზიტორი 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში;

1 სუპოზიტორი ერთხელ დღეში შემდეგი 4 დღის განმავლობაში;

ან

1 სუპოზიტორი 2-ჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში.

ჩვეულებრივ თერაპიაში 8 - 18 სუპოზიტორი გამოიყენება.

მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობაა 7 - 10 დღე.

ბავშვები და მოზარდები

გამოყენების უსაფრთხოება ბავშვებსა და მოზარდებში სათანადოდ არ არის დოკუმენტირებული.

ხანდაზმული ასაკის პირები

არ არსებობს ინფორმაცია დოზირების ცვლილების აუცილებლობის შესახებ 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

დისტრეპტაზა გამოიყენება რექტალური სუპოზიტორების სახით. იგი არ მეტაბოლიზდება ღვიძლში და ამიტომ არ არის საჭირო დოზის შეცვლა ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის ცვლილების საჭიროების შესახებ.

გამოყენების წესი

ბლისტერის უჯრედიდან ამოღების შემდეგ სუპოზიტორი შეჰყავთ ღრმად სწორ ნაწლავში.

უკუჩვენებები

სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული:

  • 1 პუნქტში ჩამოთვლილი აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;

თუ პაციენტს აქვს ახალი ქერქით დაფარული ჭრილობები ან ქირურგიული ნაკერები შეყვანის მიდამოში: დაუშვებელია სამკურნალო საშუალების შეხება ახალ ჭრილობასთან, რომელიც დაფარულია ქერქით, ან ახლახან დადებულ ნაკერთან, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაკერების დასუსტება და, ამის შედეგად, ჭრილობიდან სისხლდენის განვითარება.

სისხლდენის შემდეგ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება ხელახალი სისხლდენა გამოიწვიოს;

კალციუმის მარილების შემცველ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში;

წითელი ქარის დროს;

პაციენტებში სისხლის შედედების შემცირებისას;

ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში (საშუალებები, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედებას), ადგილობრივი სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო.

გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გაღიზიანება.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

სამკურნალო საშუალება დისტრეპტაზა არ უნდა იქნას გამოყენებული იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედების უნარს, ადგილობრივი სისხლდენის განვითარების რისკის გამო.

გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე, ორსულობასა და ძუძუთ კვებაზე

ორსულობა და ძუძუთი კვება

დისტრეპტაზა არ გამოიყენება ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

დისტრეპტაზა არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

დისტრეპტაზა არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებებისა და მანქანების მართვის უნარზე.

გვერდითი მოვლენები

იშვიათად (≥1/10 000-დან <1/1 000-მდე) შეიძლება განვითარდეს:

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას: ალერგიული რეაქციები, სხეულის ტემპერატურის მომატება, ასევე სისხლდენებისადმი მიდრეკილება, ადგილობრივი ტკივილი და შეშუპება.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოქმედებების შესახებ

სამკურნალო საშუალების მიმოქცევაში გაშვების შემდეგ მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოქმედებების შესახებ. ეს სამკურნალო საშუალების რისკის და სარგებელის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. პროფესიონალმა სამედიცინო პერსონალმა უნდა მიაწოდოს ნებისმიერი არსებული ინფორმაცია საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ სამკურნალო პრეპარატების რეგისტრაციის დაწესებულებას სამკურნალო პრეპარატების გვერდითი მოქმედების მონიტორინგის დეპარტამენტის მეშვეობით:

ალ. იერუსალიმის 181С, 02-222 ვარშავა, ტელ .: + 48 22 49-21-301, ფაქსი: +48 22 49-21-309, ელ.ფოსტა: [email protected].

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ შეიძლება ეცნობოს პასუხისმგებელ სუბიექტს.

ჭარბი დოზა

მონაცემები არ მოიპოვება.

შემადგენლობა

ერთი 1 სუპოზიტორი (2 გ) შეიცავს სტრეპტოკინაზას (Streptokinasum) 15 000 სე და სტრეპტოდორნაზას (Streptodornasum) 1 250 სე.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი, იხ. პუნქტი 6.1.

შენახვის პირობები

3 წელი

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვის დროს

ინახება მაცივარში (2 ° C - 8 ° C). არ გაყინოთ.

შეფუთვის ტიპი და შემცვეელობა

6 ცალი - 6 სუპოზიტორი ერთ ბლისტერში.

10 ცალი - 5 სუპოზიტორი ერთ ბლისტერში. 2 ბლისტერი შეფუთვაში.

პვქ/პე ბლისტერი მუყაოს ყუთში.

ყველა ზომის შეფუთვა არ იქნება მიმოქცევაში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით და განადგურების წესის შესახებ

სამკურნალო პრეპარატის ყველა გამოუყენებელი ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.

პასუხისმგებელი სუბიექტი, რომელსაც აქვს მიმოქცევაზე დაშვება

სინტავერს ს.ა.

20-029 ლუბლინი, უნივერსიტეტსკაიას ქ. 10

ტელ. 81 533 82 21

ფაქსი 81 533 80 60

ელ.ფოსტა [email protected]

მიმოქცევაზე დაშვების ნებართვის ნომერი

R/0211

მიმოქცვაზე დაშვების პირველი ნებართვის გაცემის თარიღი / ნებართვის გახანგრძლივების თარიღი

მიმოქცევაზე დაშვების პირველი ნებართვის გაცემის თარიღი: 1967 წლის 21 აგვისტო

ნებართვის ბოლო გახანგრძლივების თარიღი: 2013 წლის 9 მაისი

სამკურნალო პრეპარატის დახასიათების დამტკიცების თარიღი ან ტექსტში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის თარიღი

07/2024

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

ფარმაკოლოგიური თვისებები

სტრეპტოკინაზა, კომპლექსური მედიკამენტები, ათქ კოდი: B06AA55

ფარმაკოკინეტიკური თვისებები და მოქმედების მექანიზმი

დისტრეპტაზა სუპოზიტორიების სახით შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: სტრეპტოკინაზას და სტრეპტოდორნაზას.

სტრეპტოკინაზა არის ადამიანის სისხლში არსებული პროენზიმი პლაზმინოგენის აქტივატორი, რომელიც სტრეპტოკინაზას ზემოქმედებით გადადის აქტიურ ფორმაში - პლაზმინში. პლაზმინს აქვს უნარი გამოიწვიოს ადამიანის შედედებულ სისხლში არსებული ფიბრინის ლიზისი. სტრეპტოკინაზას სტექიომეტრული ურთიერთქმედების შედეგად ფერმენტულად არააქტიურ პლაზმინოგენთან წარმოქიმნება ფერმენტულად აქტიური პლაზმინი. ამგვარად, პლაზმინი არ დეგრადირებს, იგი შეზღუდული პროტეოლიზის გზით ფიბრინის ქსელს ხსნად პროდუქტებად გარდაქმნის. სტრეპტოკინაზას ზემოქმედებით პლაზმინოგენი გარდაიქმნება კომპლექსად პლაზმინოგენი + სტრეპტოკინაზა, რაც ააქტიურებს პლაზმინოგენის სხვა მოლეკულებს, რომ მათი პლაზმინში გადასვლა მოხდეს.

სტრეპტოდორნაზა იწვევს დეზოქსირიბონუკლეოპროტეინების, დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ), ნუკლეოტიდების და ნუკლეოზიდების დაშლას. სტრეპტოდორნაზა იწვევს ძალიან ღრმა დეპოლარიზაციას, რადგან დეზოქსირიბონუკლეოპროტეინებზე სტრეპტოდორნაზას ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება თავისუფალი პურინის და პირამიდინის ფუძეები. ამრიგად, სტრეპტოკინაზასაგან განსხვავებით, სტრეპტოდორნაზა არ არის ენზიმის აქტივატორი; იგი არის ენზიმი, რომელიც უშუალოდ მოქმედებს სუბსტრატზე. დეპოლარიზაცია არის პროცესი, რომელიც ამცირებს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას ხსნარების სიბლანტეს. დნმ იშლება ნუკლეიტიდური კავშირების (pPy-pPu) გახლეჩისა და პურინისა და პირამიდინის ფუძეების გამოთავისუფლების შედეგად, იხლიჩება 3'-ფოსფატური კავშირები (pPy-pPu) პურინის და პირამიდინის ფუძეებს შორის, ხდება სხვადასხვა სიგრძის 5'-ფოსფატური ფრაგმენტების ფორმირება. სტრეპტოდორნაზას მოქმედების შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი რაოდენობის მონონუკლეოტიდები და მცირე რაოდენობის დინუკლეოტიდები. ფრაგმენტების უმრავლესობა დინუკლიოტიდებზე გრძელია. დეზოქსირიბონუკლეოპროტეინები წარმოადგენენ ჩირქის ერთ-ერთ კომპონენტს და მოქმედებენ მისი სიბლანტის ხარისხზე. ამგვარად, სტრეპტოდორნაზას მოქმედება მოიცავს სქელი ჩირქოვანი მასების გათხიერებას დეზოქსირიბონუკლეოპროტეინების დეპოლარიზაციის გზით. სტრეპტოდორნაზა არის ენზიმი, რომელსაც აქვს უნარი გამოიწვიოს ნუკლეოპროტეინების წებოვანი მასების, მკვდარი უჯრედების ან ჩირქის ლიზისი, ამავე დროს იგი არ მოქმედებს ცოცხალ უჯრედებსა და მათ ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე.

დისტრეპტაზა სუპოზიტორიების სახით გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი, ისე დამხმარე მედიკამენტი, რომელიც თავისი მოქმედებით აძლიერებს ანტიბიოტიკების ან ქიმიოთერაპიული პრეპარატების შეღწევას ანთების კერაში.

პრეპარატი ამცირებს სუბიექტურ შეგრძნებებს და მრავალჯერად ამცირებს მკურნალობის პერიოდს.

უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები

ლაბორატორიულ ცხოველებზე (ზღვის გოჭები და თეთრი ვირთაგვები) ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ პრეპარატი დისტრეპტაზა არ არის ტოქსიკური.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია

სამკურნალო პრეპარატის დახასიათება

სამკურნალო პრეპარატის დასახელება

დისტრეპტაზა

სტრეპტოკინაზა + სტრეპტოდორნაზა

15 000 სე + 1250 სე

რექტალური სუპოზიტორიები

ხარისხობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა

ერთი 1 სუპოზიტორი (2 გ) შეიცავს სტრეპტოკინაზას (Streptokinasum) 15 000 სე და სტრეპტოდორნაზას (Streptodornasum) 1 250 სე.

დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალი, იხ. პუნქტი 6.1.

ფარმაცევტული ფორმა

რექტალური სუპოზიტორიები მასით 2 გ

დაწვრილებითი კლინიკური მონაცემები

გამოყენების ჩვენებები

მცირე მენჯის ორგანოების ანთებების კომპლექსური მკურნალობა (PID, ინგლ. pelvic injlammalory disease) - საკვერცხეების, ფალოპის მილების და ენდომეტრიუმის ანთებითი დაავადებების სინდრომი.

ადჰეზიური დაავადების პრევენცია მცირე მენჯის არეში ოპერაციის შემდეგ.

მწვავე (AHD, ინგლ. acute haemorroidal disease) და ქრონიკული ჰემოროიდული დაავადება.

გავრცელებული ანთებითი ინფილტრატით მიმდინარე პერირექტალური აბსცესის და ფისტულების კომპლექსური მკურნალობა.

დოზირება და გამოყენების ჩვენებები

დოზირება

მოზრდილები

დოზირება დამოკიდებულია ანთებითი პროცესის ინტენსივობის ტიპსა და ხარისხზე.

გამოიყენეთ ექიმის მითითებით.

მძიმე მდგომარეობების დროს გამოიყენება:

1 სუპოზიტორი 3-ჯერ დღეში პირველი 3 დღის განმავლობაში;

1 სუპოზიტორი 2-ჯერ დღეში შემდეგი 3 დღის განმავლობაში;

1 სუპოზიტორი ერთხელ დღეში შემდეგი 3 დღის განმავლობაში.

შედარებით მსუბუქი მდგომარეობების დროს:

1 სუპოზიტორი 2-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში;

1 სუპოზიტორი ერთხელ დღეში შემდეგი 4 დღის განმავლობაში;

ან

1 სუპოზიტორი 2-ჯერ დღეში 2 დღის განმავლობაში.

ჩვეულებრივ თერაპიაში 8 - 18 სუპოზიტორი გამოიყენება.

მკურნალობის კურსის საშუალო ხანგრძლივობაა 7 - 10 დღე.

ბავშვები და მოზარდები

გამოყენების უსაფრთხოება ბავშვებსა და მოზარდებში სათანადოდ არ არის დოკუმენტირებული.

ხანდაზმული ასაკის პირები

არ არსებობს ინფორმაცია დოზირების ცვლილების აუცილებლობის შესახებ 65 წელზე მეტი ასაკის პაციენტებში.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა

დისტრეპტაზა გამოიყენება რექტალური სუპოზიტორების სახით. იგი არ მეტაბოლიზდება ღვიძლში და ამიტომ არ არის საჭირო დოზის შეცვლა ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტებში.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა

არ არსებობს ინფორმაცია თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზის ცვლილების საჭიროების შესახებ.

გამოყენების წესი

ბლისტერის უჯრედიდან ამოღების შემდეგ სუპოზიტორი შეჰყავთ ღრმად სწორ ნაწლავში.

უკუჩვენებები

სამკურნალო საშუალება არ უნდა იქნას გამოყენებული:

  • 1 პუნქტში ჩამოთვლილი აქტიური ნივთიერების ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს;

თუ პაციენტს აქვს ახალი ქერქით დაფარული ჭრილობები ან ქირურგიული ნაკერები შეყვანის მიდამოში: დაუშვებელია სამკურნალო საშუალების შეხება ახალ ჭრილობასთან, რომელიც დაფარულია ქერქით, ან ახლახან დადებულ ნაკერთან, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს ნაკერების დასუსტება და, ამის შედეგად, ჭრილობიდან სისხლდენის განვითარება.

სისხლდენის შემდეგ დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, რადგან ამან შეიძლება ხელახალი სისხლდენა გამოიწვიოს;

კალციუმის მარილების შემცველ სამკურნალო საშუალებებთან კომბინაციაში;

წითელი ქარის დროს;

პაციენტებში სისხლის შედედების შემცირებისას;

ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში (საშუალებები, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედებას), ადგილობრივი სისხლდენის გაზრდილი რისკის გამო.

გამოყენებასთან დაკავშირებული სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი გაღიზიანება.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა სახის ურთიერთქმედებები

სამკურნალო საშუალება დისტრეპტაზა არ უნდა იქნას გამოყენებული იმ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებიც ამცირებს სისხლის შედედების უნარს, ადგილობრივი სისხლდენის განვითარების რისკის გამო.

გავლენა რეპროდუქციულ ფუნქციაზე, ორსულობასა და ძუძუთ კვებაზე

ორსულობა

დისტრეპტაზა არ გამოიყენება ორსულობის დროს.

ძუძუთი კვება

დისტრეპტაზა არ გამოიყენება ძუძუთი კვების დროს.

ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებებისა და მანქანების მართვის უნარზე

დისტრეპტაზა არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებებისა და მანქანების მართვის უნარზე.

გვერდითი მოქმედება

იშვიათად (≥1/10 000-დან <1/1 000-მდე) შეიძლება განვითარდეს:

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას: ალერგიული რეაქციები, სხეულის ტემპერატურის მომატება, ასევე სისხლდენებისადმი მიდრეკილება, ადგილობრივი ტკივილი და შეშუპება.

შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოქმედებების შესახებ

სამკურნალო საშუალების მიმოქცევაში გაშვების შემდეგ მნიშვნელოვანია შეტყობინება საეჭვო გვერდითი მოქმედებების შესახებ. ეს სამკურნალო საშუალების რისკის და სარგებელის თანაფარდობის უწყვეტი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. პროფესიონალმა სამედიცინო პერსონალმა უნდა მიაწოდოს ნებისმიერი არსებული ინფორმაცია საეჭვო გვერდითი ეფექტების შესახებ სამკურნალო პრეპარატების რეგისტრაციის დაწესებულებას სამკურნალო პრეპარატების გვერდითი მოქმედების მონიტორინგის დეპარტამენტის მეშვეობით:

ალ. იერუსალიმის 181С, 02-222 ვარშავა, ტელ .: + 48 22 49-21-301, ფაქსი: +48 22 49-21-309, ელ.ფოსტა: [email protected].

შეტყობინება გვერდითი მოვლენების შესახებ შეიძლება ეცნობოს პასუხისმგებელ სუბიექტს.

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების სიმპტომები ცნობილი არ არის.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკური თვისებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: სტრეპტოკინაზა, კომპლექსური მედიკამენტები, ათქ კოდი: B06AA55

ფარმაკოკინეტიკური თვისებები და მოქმედების მექანიზმი

დისტრეპტაზა სუპოზიტორიების სახით შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: სტრეპტოკინაზას და სტრეპტოდორნაზას.

სტრეპტოკინაზა არის ადამიანის სისხლში არსებული პროენზიმი პლაზმინოგენის აქტივატორი, რომელიც სტრეპტოკინაზას ზემოქმედებით გადადის აქტიურ ფორმაში - პლაზმინში. პლაზმინს აქვს უნარი გამოიწვიოს ადამიანის შედედებულ სისხლში არსებული ფიბრინის ლიზისი. სტრეპტოკინაზას სტექიომეტრული ურთიერთქმედების შედეგად ფერმენტულად არააქტიურ პლაზმინოგენთან წარმოქიმნება ფერმენტულად აქტიური პლაზმინი. ამგვარად, პლაზმინი არ დეგრადირებს, იგი შეზღუდული პროტეოლიზის გზით ფიბრინის ქსელს ხსნად პროდუქტებად გარდაქმნის. სტრეპტოკინაზას ზემოქმედებით პლაზმინოგენი გარდაიქმნება კომპლექსად პლაზმინოგენი + სტრეპტოკინაზა, რაც ააქტიურებს პლაზმინოგენის სხვა მოლეკულებს, რომ მათი პლაზმინში გადასვლა მოხდეს.

სტრეპტოდორნაზა იწვევს დეზოქსირიბონუკლეოპროტეინების, დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას (დნმ), ნუკლეოტიდების და ნუკლეოზიდების დაშლას. სტრეპტოდორნაზა იწვევს ძალიან ღრმა დეპოლარიზაციას, რადგან დეზოქსირიბონუკლეოპროტეინებზე სტრეპტოდორნაზას ზემოქმედების შედეგად წარმოიქმნება თავისუფალი პურინის და პირამიდინის ფუძეები. ამრიგად, სტრეპტოკინაზასაგან განსხვავებით, სტრეპტოდორნაზა არ არის ენზიმის აქტივატორი; იგი არის ენზიმი, რომელიც უშუალოდ მოქმედებს სუბსტრატზე. დეპოლარიზაცია არის პროცესი, რომელიც ამცირებს დეზოქსირიბონუკლეინის მჟავას ხსნარების სიბლანტეს. დნმ იშლება ნუკლეიტიდური კავშირების (pPy-pPu) გახლეჩისა და პურინისა და პირამიდინის ფუძეების გამოთავისუფლების შედეგად, იხლიჩება 3'-ფოსფატური კავშირები (pPy-pPu) პურინის და პირამიდინის ფუძეებს შორის, ხდება სხვადასხვა სიგრძის 5'-ფოსფატური ფრაგმენტების ფორმირება. სტრეპტოდორნაზას მოქმედების შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი რაოდენობის მონონუკლეოტიდები და მცირე რაოდენობის დინუკლეოტიდები. ფრაგმენტების უმრავლესობა დინუკლიოტიდებზე გრძელია. დეზოქსირიბონუკლეოპროტეინები წარმოადგენენ ჩირქის ერთ-ერთ კომპონენტს და მოქმედებენ მისი სიბლანტის ხარისხზე. ამგვარად, სტრეპტოდორნაზას მოქმედება მოიცავს სქელი ჩირქოვანი მასების გათხიერებას დეზოქსირიბონუკლეოპროტეინების დეპოლარიზაციის გზით. სტრეპტოდორნაზა არის ენზიმი, რომელსაც აქვს უნარი გამოიწვიოს ნუკლეოპროტეინების წებოვანი მასების, მკვდარი უჯრედების ან ჩირქის ლიზისი, ამავე დროს იგი არ მოქმედებს ცოცხალ უჯრედებსა და მათ ფიზიოლოგიურ ფუნქციებზე.

დისტრეპტაზა სუპოზიტორიების სახით გამოიყენება როგორც დამოუკიდებელი, ისე დამხმარე მედიკამენტი, რომელიც თავისი მოქმედებით აძლიერებს ანტიბიოტიკების ან ქიმიოთერაპიული პრეპარატების შეღწევას ანთების კერაში.

პრეპარატი ამცირებს სუბიექტურ შეგრძნებებს და მრავალჯერად ამცირებს მკურნალობის პერიოდს.

უსაფრთხოების კლინიკამდელი მონაცემები

ლაბორატორიულ ცხოველებზე (ზღვის გოჭები და თეთრი ვირთაგვები) ჩატარებული კვლევებით დადგინდა, რომ პრეპარატი დისტრეპტაზა არ არის ტოქსიკური.

ფარმაცევტული მონაცემები

დამხმარე ნივთიერებების ჩამონათვალი

პარაფინის ზეთი

მყარი ცხიმი

ფარმაცევტული შეუთავსებლობა

არ არსებობს.

ვარგისობის ვადა

3 წელი

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები შენახვის დროს

ინახება მაცივარში (2 ° C - 8 ° C). არ გაყინოთ.

შეფუთვის ტიპი და შემცვეელობა

6 ცალი - 6 სუპოზიტორი ერთ ბლისტერში.

10 ცალი - 5 სუპოზიტორი ერთ ბლისტერში. 2 ბლისტერი შეფუთვაში.

პვქ/პე ბლისტერი მუყაოს ყუთში.

ყველა ზომის შეფუთვა არ იქნება მიმოქცევაში.

განსაკუთრებული სიფრთხილის ზომები სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით და განადგურების წესის შესახებ

სამკურნალო პრეპარატის ყველა გამოუყენებელი ნარჩენი უნდა განადგურდეს ადგილობრივი რეგლამენტით დადგენილი წესის შესაბამისად.

პასუხისმგებელი სუბიექტი, რომელსაც აქვს მიმოქცევაზე დაშვება

სინტავერს ს.ა.

20-029 ლუბლინი, უნივერსიტეტსკაიას ქ. 10

ტელ. 81 533 82 21

ფაქსი 81 533 80 60

ელ.ფოსტა [email protected]

მიმოქცევაზე დაშვების ნებართვის ნომერი

R/0211

მიმოქცვაზე დაშვების პირველი ნებართვის გაცემის თარიღი / ნებართვის გახანგრძლივების თარიღი

მიმოქცევაზე დაშვების პირველი ნებართვის გაცემის თარიღი: 1967 წლის 21 აგვისტო

ნებართვის ბოლო გახანგრძლივების თარიღი: 2013 წლის 9 მაისი

სამკურნალო პრეპარატის დახასიათების დამტკიცების თარიღი ან ტექსტში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანის თარიღი

07/2024

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა