დიპ რილიფი
DEEP Relief
გელი დიპ რილიფი გარეგანი გამოყენების კომბინირებული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც შეიცავს იბუპროფენს და ლევომენტოლს. იგი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისთვის: კუნთებისა და სახსრების ტკივილი; მცირე ტრავმული დაზიანებების გამო შეშუპება: იოგების დაჭიმულობა, სისხლჩაქცევები, სპორტული დაზიანებები; …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- იბუპროფენი (ibuprofen) + ლევომენთოლი (levomenthol)
- ფორმა და შეფუთვა
- (50მგ + 30მგ)/გ 50გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- The Mentholatum Company Limited, დიდი ბრიტანეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების საშუალებები, სახსრებისა და კუნთების ტკივილის სამკურნალო ადგილობრივი გამოყენების სხვა საშუალებები
- ATC კოდი
- M02AX10
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-044705
- რეგისტრირებულია
- 3 თებერვალი 2026, მოქმედებს 3 თებერვალი 2031-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- The Mentholatum Company Limited (დიდი ბრიტანეთი)
- განმცხადებელი
- დელტა მედიკალ პრომოუშენსის წარმომადგენლობა ეიჯი
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიპ რილიფი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
გელი დიპ რილიფი გარეგანი გამოყენების კომბინირებული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც შეიცავს იბუპროფენს და ლევომენტოლს. იგი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისთვის:
კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
მცირე ტრავმული დაზიანებების გამო შეშუპება: იოგების დაჭიმულობა, სისხლჩაქცევები, სპორტული დაზიანებები;
ტკივილის სინდრომი რევმატიზმის დროს (კომპლექსური მკურნალობის დროს).
დიპ რილიფის გელი ნაჩვენებია მოზრდილებში გამოსაყენებლად
ანთების საწინააღმდეგო გელი დიპ რილიფი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას.
იბუპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSID) ჯგუფს. მას აქვს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ამცირებს ანთებით პროცესს და ხსნის შეშუპებას.
ლევომენტოლს (მენთოლს) აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ტკივილის შესამსუბუქებლად.
თუ 10 დღის შემდეგ გაუმჯობესება არ შეიმჩნევა ან თავს უარესად გრძნობთ, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
მიღების წესი და დოზირება
მოზრდილებისთვის
პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ბავშვები
პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 18 წლამდე უმცროსი ასაკის ბავშვებში.
გამოყენების მეთოდი
საჭიროა მცირე რაოდენობის გელის წასმა თხელი ფენის სახით დაზიანებულ ადგილას და მსუბუქად შეზელვა. შესაძლებელია გამეორება აუცილებლობისას, მაქსიმუმ სამჯერ დღე-ღამეში ყოველ გამოყენებას შორის მინიმუმ 4-საათიანი ინტერვალის შენარჩუნებით.
წასმისას დაახლოებით იყენებენ 10-40მმ გელს ტუბიდან, რომლიც მოცულობა შეადგენს 50 ან 100გ-ს (შეიცავს 50-125მგ იბუპროფენს) და 40-100მმ გელს 15გ-იანი ტუბის გამოყენებისას.
მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის
უკუჩვენებები
ხართ ალერგიული ხართ იბუპროფენის, მენთოლის ან გელის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ (იხილეთ ინფორმაცია მე-2 თავის ბოლოს და მე-6 თავში);
ხართ ალერგიული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიმართ, რომლებიც ცნობილია როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ((NSID), პერორალურად მიღებული პრეპარატების ჩათვლით;
გაქვთ ასთმა და მიდრეკილება ასთმური შეტევისკენ, ცხვირიდან გამონადენი (რინიტი), ქავილი ან გამონაყარი აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას;
ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში;
ხართ ძუძუთი კვებაზე;
გაქვთ კანზე ანთებითი პროცესი ან დაზიანება ან გაქვთ კანის ინფექციები;
18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
სიფრთხილის ზომები
გელი დიპ რილიფი უნდა წაისვათ მხოლოდ კანზე. ის არ არის შიგნით მისაღები საშუალება.
არ წაისვათ გელი ტუჩებზე, ნესტოებზე, თვალებზე ან თვალების ირგვლივ, სასქესო ორგანოებზე, ანალურ ხვრელზე ან სხვა მგრძნობიარე უბნებზე. თუ ეს შემთხვევით მოხდა, კარგად ჩამოიბანეთ უხვი სუფთა წყლით.
გელის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგიის სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი კანზე ან ქავილი, გამოწვეული მედიკამენტებით ან კოსმეტიკური საშუალებებით;
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები (ამჟამად ან წარსულში გქონდათ);
თუ გაქვთ წყლული (ამჟამად ან წარსულში გქონდათ);
ორსულობის დროს (6 თვეზე მეტი) ან საეჭვო ორსულობისას;
თუ გაქვთ დაორსულების პრობლემა ან უნაყოფობის მკურნალობის ჩატარებისას.
ბავშვები და მოზარდები
გელი დიპ რილიფი უკუნაჩვენებია 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმის შესახებ, რომ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება დაიწყოთ სხვა მედიკამენტების მიღება, არასარეცეპტო საშუალებების ჩათვლით.
გელი დიპ რილიფის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ იღებთ შემდეგ საშუალებებს:
აცეტილსალიცილის მჟავა;
ნებისმიერი სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალება;
ნებისმიერი სხვა პრეპარატი რეგულარულად მიღებისას.
არ წაისვათ გელი დიპ რილიფი კანის იმავე უბანზე გარეგანი გამოყენების სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე, ფიქრობთ დაორსულდით ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
იბუპროფენი არ გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს, გადაავადოს მშობიარობა ან გამოიწვიოს მშობიარობის დროს გართულებები.
ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში იბუპროფენის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო დოზა და გამოყენების ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური.
ძუძუთი კვება
იბუპროფენი გადადის დედის რძეში მცირე რაოდენობით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმოქმედოს ძუძუთი კვებაზე.
ვინაიდან არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ლევომენტოლის, გელის მეორე კომპონენტის, დედის რძეში შეღწევის შესახებ, დიპ რილიფის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.
ფერტილობა
არსებობს მცირე შესაძლებლობა, რომ დიპ რილიფის ადგილობრივმა გამოყენებამ, ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, შესაძლებელია გავლენა იქონიოს ფერტილობაზე. პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ, თუ სირთულე ახლდა დაორსულებას ან უნაყოფობის გამოკვლევის ჩატარებისას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გელი დიპ რილიფის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
გელი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და სპირტს (ეთანოლი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
- პრეპარატ დიპ რილიფის გამოყენება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ამ ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციის ან თქვენი მკურნალი ექიმის მითითების შესაბამისად. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ ექიმს.
გელი დიპ რილიფი განკუთვნილია მოზრდილებში გამოსაყენებლად.
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გარედან და მხოლოდ დაუზიანებელ კანზე.
პირველად გამოყენებისას პრეპარატი ჯერ მცირე ფართობზე წაისვით.
მტკივნეული ადგილის სიდიდიდან გამომდინარე, საჭიროა გელის მცირე რაოდენობის (1-4 სმ სიგრძის ტუბიდან 50 გ ან 100 გ მოცულობით ან 4-10 სმ სიგრძის ტუბიდან 15 გ მოცულობით) თხელ ფენად წასმა მტკივნეულ ადგილას. შეიზილეთ მსუბუქი მოძრაობებით, სანამ მთლიანად არ შეიწოვება. შეიძლება იგრძნოთ ჩხვლეტის შეგრძნება.
ნუ გამოიყენოთ გელის რეკომენდებულ ოდენობაზე მეტს.
გელი გამოიყენება არაუმეტეს 3-ჯერ დღეში, ყოველ გამოყენებას შორის მინიმუმ 4-საათიანი ინტერვალის შენარჩუნებით.
გელის წასმის შემდეგ საჭიროა დაუყონებლივ ხელების დაბანა, თუ ისინი სამკურნალო უბანს არ წარმოადგენს.
პრეპარატის გამოყენების შემდეგ საჭიროა ტუბს მჭიდროდ დაახუროთ თავსახური.
კანის ძლიერი გაღიზიანების ან სხვა არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ გელის გამოყენება.
არ წაისვათ გელი სახვევების, თაბაშირის ან სხვა სახვევების ქვეშ.
თუ ტკივილი ან შეშუპება არ გაქრება მკურნალობის დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
საჭიროზე უფრო მეტი ოდენობის გელის გამოყენებისას
თუ შემთხვევით ძალიან ბევრი გელი გამოწურეთ, ზედმეტი მოაშორეთ ხელსახოცით.
თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა შემთხვევით გადაყლაპეთ გელი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ გელი დიპ რილიფის წასმა
წაისვით გელი როგორც კი გაგახსენდებათ. უნდა გახსოვდეთ, რომ გელის გამოყენება საჭიროა არა უმეტეს 3-ჯერ დღეში, მინიმუმ 4-საათიანი ინტერვალით.
გვერდითი მოვლენები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ გელის გამოყენება და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ რომელიმე შემდეგი სიმპტომი გამოვლინდება:
უცნობი ეტიოლოგიის მსტვინავი სუნთქვა;
სუნთქვის გაძნელება;
დამწვრობა, ბუშტუკები ან გამონაყარი კანზე;
კანის ქავილი, სიწითლე ან სისხლჩაქცევა;
სახის შეშუპება.
მცირე სიწითლე, სიმშრალე და ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება შეიძლება განვითარდეს იმ ადგილებში, სადაც გელის გამოყენება ხდება. ეს არ არის შეშფოთების მიზეზი. თუმცა, თუ მდგომარეობა გაუარესდება, შეწყვიტეთ გელის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. არასასურველი ეფექტების შემცირება შესაძლებელია მკურნალობის მაქსიმალურად ხანმოკლე კურსში ყველაზე დაბალი დოზის გამოყენებისას.
კანი ხდება მგრძნობიარე სინათლის მიმართ - სიხშირე უცნობია.
შემდეგი რეაქციები უფრო იშვიათად აღინიშნება:
მუცლის არეში ტკივილი ან საჭმლის მონელების დარღვევა;
თირკმლის პრობლემები თუ გაწუხებთ თირკმლის დაავადება.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
- პრეპარატ დიპ რილიფის შენახვა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე ან ტუბზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ ტუბი მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
გაანადგურეთ გამოუყენებელი პრეპარატის ნარჩენები ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
ჭარბი დოზა
იბუპროფენის ზედოზირების სიმპტომები მოიცავს თავის ტკივილს, ღებინებას, ძილიანობას და ჰიპოტენზიას.
საჭიროა მწვავე ელექტროლიტური დარღვევის კორექცია.
- ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
- 1 ფარმაკოდინამიური მახასიათებლები
შემადგენლობა
გელი დიპ რილიფის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: იბუპროფენი, ლევომენტოლი.
1 გ გელი შეიცავს 50 მგ იბუპროფენს და 30 მგ ლევომენტოლს.
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, კარბომერი, დიიზოპროპანოლამინი, დენატურირებული ეთანოლი, გასუფთავებული წყალი.
სამკურნალწამლო ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისთვის.
პრეპარატ დი რილიფის შეფუთვის გარეგნული სახე და შემცველობა
გამჭვირვალე გელი მენთოლის სუნით. 15გრ, 50გრ ან 100გრ ალუმინის ტუბებში. თითოეული ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრლი ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
გაერთიანებული სამეფო
მენტოლატუმ კომპანი ლიმიტედ/The Mentholatum Company Limited
1 რედვუდის გამზირი, პილ პარკის კამპუსი
ისტ კილბრაიდ, G74 5PE, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი
სავაჭრლი ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენელი
მომხმარებელთა პრეტენზიები უნდა გაიგზავნოს მისამართზე:
ბელორუსის რესპუბლიკა
სს "Delta Medical Promotions AG" (შვეიცარია) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში
31-22 პოლიგრაფიის ქუჩა, 220090, მინსკი,
ტელ: +375 17 262 54 13
ელ. ფოსტა: [email protected]
შენახვის პირობები
3 წელი
- 4 შენახვისას გამოყენებული განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
- 5 პირველადი შეფუთვის აღწერა და შემადგენლობა
15, 50 ან 100 გ ალუმინის ტუბებში. თითოეული ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს შეფუთვაში.
- 6 განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომები გამოყენებული სამკურნალო საშუალებების ან ნარჩენების განადგურებისას, რომლებიც წარმოიქმნება სამკურნალო საშუალებების გამოყენებისა და შეხების შედეგად
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
ფარმაკოლოგიური თვისებები
ადგილობრივი გამოყენების სხვა პრეპარატები სახსრების და კუნთების ტკივილის დროს. ათქ კოდი: M02AX10
იბუპროფენი, ფენილპროპიონის მჟავას წარმოებული არის პროსტაგლანდინსინთეტაზას ინჰიბიტორი, ხასიათდება ანალგეზიური და ანთების საწიმააღმდეგო მოქმედებით ადგილობრივი გამოყენებისას.
კანზე წასმის დროს ლევომენთოლი ავიწროებს სისხლძარღვებს და იწვევს სიცივის შეგრძნებას, შემდეგ ანალგეზიურ ეფექტს. მენთოლის მოქმედება ვლინდება კანის ნერვულ დაბოლოებებზე და იწვევს მსუბუქ ყურადღების გადატანის ეფექტს, რასაც მოაქვს ტკივილის შემსუბუქება კუნთების, მყესების და სახსრების დაზიანებების დროს.
რადგან გელი მზადდება წყლიან-სპირტიან ბაზაზე, პრეპარატი ავლენს დამამშვიდებელ და სწრაფ გამაგრილებელ ეფექტს კანზე წასმისას.
- 2 ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლები
იბუპროფენი გამოიყენება ადგილობრივად. ადგილობრივი გამოყენებისას კანის მეშვეობით შეწოვა შეადგენს დაახლოებით 5%-ს პერორალურ დოზასთან შედარებით. სისტემური კონცენტრაცია აღწევს მაქსიმუმს (დაახლოებით 0,6 მკგ/მლ) პრეპარატის მიღებიდან დაახლოებით ორი საათის შემდეგ.
ლევომენტოლი, რომელიც შეიწოვება კანში, გადადის ღვიძლში. I ფაზის მეტაბოლიზმის გარკვეული ნაწილი შეიძლება მოხდეს კანში, მაგრამ უმეტესობა ხდება ღვიძლში. მენთოლი ჰიდროქსილირებულია და შემდეგ კონიუგირებულია გლუკურონიდთან, სანამ თირკმლებში მოხვდება, რომ გამოიყოს შარდით.
- 3 კლინიკამდელი უსაფრთხოების მონაცემები
ტრადიციული ფარმაკოლოგიური უსაფრთხოების კვლევებზე დაფუძნებულმა პრეკლინიკური მონაცემებმა არ გამოავლინა რაიმე განსაკუთრებული საფრთხე ადამიანებში; იბუპროფენმა და მენთოლმა არ აჩვენა მუტაგენური აქტივობას in vitro ან in vivo.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია-ინფორმაცია მომხმარებლისთვის
დიპ რილიფი
გელი გარეგანი გამოყენებისთვის
იბუპროფენი/ლევომენტოლი
ამ პრეპარატის გამოყენებამდე სრულად წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია, რადგან ის შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.
ყოველთვის გამოიყენეთ პრეპარატი ზუსტად ისე, როგორც მითითებულია ინსტრუქციაში ან თქვენი ექიმის რეკომენდაციის მიხედვით.
შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შესაძლებელია დაგჭირდეთ მისი თავიდან წაკითხვა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ აფთიაქის თანამშრომელს.
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო გვერდით რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ დოკუმენტის მე-4 თავში.
თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, 10 დღის შემდეგ საჭიროა მიმართოთ ექიმს.
ინსტრუქციის შინაარსი:
რა არის დიპ რილიფი და რისთვის გამოიყენება ის?
რა უნდა იცოდეთ დიპ რილიფის გამოყენებამდე
პრეპარატ დიპ რილიფის გამოყენება
შესაძლო გვერდითი რეაქციები
პრეპარატის დიპ რილიფის შენახვა
შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
რა არის დიპ რილიფი და რისთვის გამოიყენება ის?
გელი დიპ რილიფი გარეგანი გამოყენების კომბინირებული სამკურნალო საშუალებაა, რომელიც შეიცავს იბუპროფენს და ლევომენტოლს. იგი გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების სიმპტომური მკურნალობისთვის:
კუნთებისა და სახსრების ტკივილი;
მცირე ტრავმული დაზიანებების გამო შეშუპება: იოგების დაჭიმულობა, სისხლჩაქცევები, სპორტული დაზიანებები;
ტკივილის სინდრომი რევმატიზმის დროს (კომპლექსური მკურნალობის დროს).
დიპ რილიფის გელი ნაჩვენებია მოზრდილებში გამოსაყენებლად
ანთების საწინააღმდეგო გელი დიპ რილიფი შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას.
იბუპროფენი მიეკუთვნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების (NSID) ჯგუფს. მას აქვს გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ამცირებს ანთებით პროცესს და ხსნის შეშუპებას.
ლევომენტოლს (მენთოლს) აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ტკივილის შესამსუბუქებლად.
თუ 10 დღის შემდეგ გაუმჯობესება არ შეიმჩნევა ან თავს უარესად გრძნობთ, საჭიროა მიმართოთ ექიმს.
რა უნდა იცოდეთ დიპ რილიფის გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ პრეპარატი დიპ რილიფი, თუ:
ხართ ალერგიული ხართ იბუპროფენის, მენთოლის ან გელის სხვა შემადგენელი კომპონენტების მიმართ (იხილეთ ინფორმაცია მე-2 თავის ბოლოს და მე-6 თავში);
ხართ ალერგიული აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების მიმართ, რომლებიც ცნობილია როგორც არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები ((NSID), პერორალურად მიღებული პრეპარატების ჩათვლით;
გაქვთ ასთმა და მიდრეკილება ასთმური შეტევისკენ, ცხვირიდან გამონადენი (რინიტი), ქავილი ან გამონაყარი აცეტილსალიცილის მჟავას ან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებისას;
ხართ ორსულობის მესამე ტრიმესტრში;
ხართ ძუძუთი კვებაზე;
გაქვთ კანზე ანთებითი პროცესი ან დაზიანება ან გაქვთ კანის ინფექციები;
18 წლამდე ასაკის ბავშვებში.
განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები
გელი დიპ რილიფი უნდა წაისვათ მხოლოდ კანზე. ის არ არის შიგნით მისაღები საშუალება.
არ წაისვათ გელი ტუჩებზე, ნესტოებზე, თვალებზე ან თვალების ირგვლივ, სასქესო ორგანოებზე, ანალურ ხვრელზე ან სხვა მგრძნობიარე უბნებზე. თუ ეს შემთხვევით მოხდა, კარგად ჩამოიბანეთ უხვი სუფთა წყლით.
გელის გამოყენებამდე მიმართეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:
თუ გაქვთ ალერგიის სიმპტომები, როგორიცაა გამონაყარი კანზე ან ქავილი, გამოწვეული მედიკამენტებით ან კოსმეტიკური საშუალებებით;
თუ გაქვთ თირკმლის პრობლემები (ამჟამად ან წარსულში გქონდათ);
თუ გაქვთ წყლული (ამჟამად ან წარსულში გქონდათ);
ორსულობის დროს (6 თვეზე მეტი) ან საეჭვო ორსულობისას;
თუ გაქვთ დაორსულების პრობლემა ან უნაყოფობის მკურნალობის ჩატარებისას.
ბავშვები და მოზარდები
გელი დიპ რილიფი უკუნაჩვენებია 18 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებში.
სხვა პრეპარატები და გელი დიპი რილიფი
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს იმის შესახებ, რომ იღებთ, ცოტა ხნის წინ მიიღეთ ან შეიძლება დაიწყოთ სხვა მედიკამენტების მიღება, არასარეცეპტო საშუალებების ჩათვლით.
გელი დიპ რილიფის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ იღებთ შემდეგ საშუალებებს:
აცეტილსალიცილის მჟავა;
ნებისმიერი სხვა ტკივილგამაყუჩებელი საშუალება;
ნებისმიერი სხვა პრეპარატი რეგულარულად მიღებისას.
არ წაისვათ გელი დიპ რილიფი კანის იმავე უბანზე გარეგანი გამოყენების სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად.
ორსულობა, ძუძუთი კვება, ფერტილობა
თუ ხართ ორსულად ან ძუძუთი კვებაზე, ფიქრობთ დაორსულდით ან გეგმავთ ორსულობას, ამ პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.
ორსულობა
იბუპროფენი არ გამოიყენება ორსულობის მესამე ტრიმესტრში, რადგან ამან შეიძლება ზიანი მიაყენოს ბავშვს, გადაავადოს მშობიარობა ან გამოიწვიოს მშობიარობის დროს გართულებები.
ორსულობის პირველ და მეორე ტრიმესტრში იბუპროფენის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო დოზა და გამოყენების ხანგრძლივობა უნდა იყოს მინიმალური.
ძუძუთი კვება
იბუპროფენი გადადის დედის რძეში მცირე რაოდენობით, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ იმოქმედოს ძუძუთი კვებაზე.
ვინაიდან არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია ლევომენტოლის, გელის მეორე კომპონენტის, დედის რძეში შეღწევის შესახებ, დიპ რილიფის გამოყენება ძუძუთი კვების დროს არ არის რეკომენდებული.
ფერტილობა
არსებობს მცირე შესაძლებლობა, რომ დიპ რილიფის ადგილობრივმა გამოყენებამ, ნებისმიერი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მსგავსად, შესაძლებელია გავლენა იქონიოს ფერტილობაზე. პრეპარატი არ უნდა გამოიყენონ, თუ სირთულე ახლდა დაორსულებას ან უნაყოფობის გამოკვლევის ჩატარებისას.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია გელი დიპ რილიფის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
გელი შეიცავს პროპილენგლიკოლს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და სპირტს (ეთანოლი), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს წვის შეგრძნება დაზიანებულ კანზე.
- პრეპარატ დიპ რილიფის გამოყენება
ყოველთვის გამოიყენეთ ეს პრეპარატი ამ ინსტრუქციაში მოცემული ინფორმაციის ან თქვენი მკურნალი ექიმის მითითების შესაბამისად. თუ ეჭვი გეპარებათ, მიმართეთ ექიმს.
გელი დიპ რილიფი განკუთვნილია მოზრდილებში გამოსაყენებლად.
პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ გარედან და მხოლოდ დაუზიანებელ კანზე.
პირველად გამოყენებისას პრეპარატი ჯერ მცირე ფართობზე წაისვით.
მტკივნეული ადგილის სიდიდიდან გამომდინარე, საჭიროა გელის მცირე რაოდენობის (1-4 სმ სიგრძის ტუბიდან 50 გ ან 100 გ მოცულობით ან 4-10 სმ სიგრძის ტუბიდან 15 გ მოცულობით) თხელ ფენად წასმა მტკივნეულ ადგილას. შეიზილეთ მსუბუქი მოძრაობებით, სანამ მთლიანად არ შეიწოვება. შეიძლება იგრძნოთ ჩხვლეტის შეგრძნება.
ნუ გამოიყენოთ გელის რეკომენდებულ ოდენობაზე მეტს.
გელი გამოიყენება არაუმეტეს 3-ჯერ დღეში, ყოველ გამოყენებას შორის მინიმუმ 4-საათიანი ინტერვალის შენარჩუნებით.
გელის წასმის შემდეგ საჭიროა დაუყონებლივ ხელების დაბანა, თუ ისინი სამკურნალო უბანს არ წარმოადგენს.
პრეპარატის გამოყენების შემდეგ საჭიროა ტუბს მჭიდროდ დაახუროთ თავსახური.
კანის ძლიერი გაღიზიანების ან სხვა არასასურველი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ გელის გამოყენება.
არ წაისვათ გელი სახვევების, თაბაშირის ან სხვა სახვევების ქვეშ.
თუ ტკივილი ან შეშუპება არ გაქრება მკურნალობის დაწყებიდან 10 დღის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.
საჭიროზე უფრო მეტი ოდენობის გელის გამოყენებისას
თუ შემთხვევით ძალიან ბევრი გელი გამოწურეთ, ზედმეტი მოაშორეთ ხელსახოცით.
თუ თქვენ ან თქვენმა შვილმა შემთხვევით გადაყლაპეთ გელი, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან საავადმყოფოს.
თუ დაგავიწყდათ გელი დიპ რილიფის წასმა
წაისვით გელი როგორც კი გაგახსენდებათ. უნდა გახსოვდეთ, რომ გელის გამოყენება საჭიროა არა უმეტეს 3-ჯერ დღეში, მინიმუმ 4-საათიანი ინტერვალით.
- შესაძლო არასასურველი რეაქციები
ყველა მედიკამენტის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი რეაქციები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება.
დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ გელის გამოყენება და გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ რომელიმე შემდეგი სიმპტომი გამოვლინდება:
უცნობი ეტიოლოგიის მსტვინავი სუნთქვა;
სუნთქვის გაძნელება;
დამწვრობა, ბუშტუკები ან გამონაყარი კანზე;
კანის ქავილი, სიწითლე ან სისხლჩაქცევა;
სახის შეშუპება.
მცირე სიწითლე, სიმშრალე და ჩხვლეტის ან წვის შეგრძნება შეიძლება განვითარდეს იმ ადგილებში, სადაც გელის გამოყენება ხდება. ეს არ არის შეშფოთების მიზეზი. თუმცა, თუ მდგომარეობა გაუარესდება, შეწყვიტეთ გელის გამოყენება და მიმართეთ ექიმს. არასასურველი ეფექტების შემცირება შესაძლებელია მკურნალობის მაქსიმალურად ხანმოკლე კურსში ყველაზე დაბალი დოზის გამოყენებისას.
კანი ხდება მგრძნობიარე სინათლის მიმართ - სიხშირე უცნობია.
შემდეგი რეაქციები უფრო იშვიათად აღინიშნება:
მუცლის არეში ტკივილი ან საჭმლის მონელების დარღვევა;
თირკმლის პრობლემები თუ გაწუხებთ თირკმლის დაავადება.
შეტყობინება არასასურველი რეაქციების შესახებ
ნებისმიერი გვერდითი რეაქციის განვითარების შემთხვევაში, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს რეკომენდაცია ვრცელდება ნებისმიერ შესაძლო არასასურველ რეაქციაზე, მათ შორის, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში.
არასასურველი რეაქციების შეტყობინებით, თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებას.
- პრეპარატ დიპ რილიფის შენახვა
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25⁰C ტემპერატურაზე. შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ პრეპარატი მუყაოს კოლოფზე ან ტუბზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადად ითვლება მითითებული თვის ბოლო დღე.
შეინახეთ ტუბი მჭიდროდ დახურულ მდგომარეობაში.
გაანადგურეთ გამოუყენებელი პრეპარატის ნარჩენები ადგილობრივი მოთხოვნების შესაბამისად.
- შეფუთვის შემცველობა და სხვა ინფორმაცია
გელი დიპ რილიფის შემადგენლობა
აქტიური ნივთიერებები: იბუპროფენი, ლევომენტოლი.
1 გ გელი შეიცავს 50 მგ იბუპროფენს და 30 მგ ლევომენტოლს.
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, კარბომერი, დიიზოპროპანოლამინი, დენატურირებული ეთანოლი, გასუფთავებული წყალი.
სამკურნალწამლო ფორმა: გელი გარეგანი გამოყენებისთვის.
პრეპარატ დი რილიფის შეფუთვის გარეგნული სახე და შემცველობა
გამჭვირვალე გელი მენთოლის სუნით. 15გრ, 50გრ ან 100გრ ალუმინის ტუბებში. თითოეული ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად თავსდება მუყაოს კოლოფში.
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
სავაჭრლი ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი
გაერთიანებული სამეფო
მენტოლატუმ კომპანი ლიმიტედ/The Mentholatum Company Limited
1 რედვუდის გამზირი, პილ პარკის კამპუსი
ისტ კილბრაიდ, G74 5PE, შოტლანდია, დიდი ბრიტანეთი
სავაჭრლი ლიცენზიის მფლობელის წარმომადგენელი
მომხმარებელთა პრეტენზიები უნდა გაიგზავნოს მისამართზე:
ბელორუსის რესპუბლიკა
სს "Delta Medical Promotions AG" (შვეიცარია) წარმომადგენლობა ბელარუსის რესპუბლიკაში
31-22 პოლიგრაფიის ქუჩა, 220090, მინსკი,
ტელ: +375 17 262 54 13
ელ. ფოსტა: [email protected]
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


