პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
რენინ-ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები

დიოვანი

DIOVAN

რეცეპტით80მგინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება

დიოვანი გამოდის 28 და 84 ცალი გარსიანი აპკით დაფარული ტაბლეტის შემცველ ბლისტერულ შეფუთვებში. თითოეული გარსიანი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ვალსარტანს. დიოვანი მიეკუთვნება ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების ჯგუფის ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
ვალსარტან (valsartan)
ფორმა და შეფუთვა
80მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
რენინ - ანგიოტენზინ სისტემაზე მოქმედი საშუალებები, ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები
ATC კოდი
C09CA03
რეგისტრაციის ნომერი
რ/ა-P-0341
რეგისტრირებულია
29 ივლისი 2022, მოქმედებს 29 ივლისი 2027-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადიოვანი და სხვა წამალი ერთად

დიოვანი — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დიოვანი გამოდის 28 და 84 ცალი გარსიანი აპკით დაფარული ტაბლეტის შემცველ ბლისტერულ შეფუთვებში. თითოეული გარსიანი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ვალსარტანს. დიოვანი მიეკუთვნება ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების ჯგუფის ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს. დიოვანი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგოდ მოზრდილებში და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზრდებსა და ბავშვებში.

არტერიული წნევის სამკურნალოდ დიოვანი გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთად.

დიოვანი ასევე გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, როდესაც ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატები უკუნაჩვენებია ან აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად, როდესაც უკუნაჩვენებია გულის უკმარისობის სამკურნალო სხვა ჯგუფის პრეპარატები (მინერალოკორტიკოიდების რეცეპტორების ანტაგონისტები და ბეტა-ბლოკატორები).

დიოვანი ასევე გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში. დიოვანი აუმჯობესებს მიოკარდიუმის ინფარქტის გამოსავალს და ამცირებს დამატებითი კარდიოლოგიური გართულებების განვითარების რისკს.

პრეპარატის მოქმედების ან გამოყენების ჩვენებების შესახებ დამატებითი კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

მიღების წესი და დოზირება

სწორი გამოყენების და დოზირების ინსტრუქციები

ხშირ შემთხვევაში, მაღალი არტერიული წნევა პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება. უმეტესობა თავს კარგად გრძნობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა არ შეწყვიტოს ექიმთან ვიზიტები, იმ შემთხვევაშიც, როდესაც თვითშეგრძნება ნორმალურია. ოპტიმალური ეფექტისა და გვერდითი მოვლენების შემცირებისთვის პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებების მიხედვით. დაუშვებელია რეკლომენდებული დოზის გადაჭარბება.

არტერიული ჰიპერტენზია მოზრდილებში: საჭირო დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. სტანდარტულ დოზას შეადგენს 80 მგ ან 160 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს უფრო მაღალი დოზა (320 მგ ტაბლეტი) ან მკურნალობის სქემაში ჩაირთოს დამატებითი პრეპარატი (მაგ. შარდმდენი).

არტერიული ჰიპერტენზია ბავშვებსა და მოზარდებში (6-დან 18 წლამდე): პაციენტებში, რომელთა წონა არ აღემატება 35 კგ-ს სტანდარტულ დოზას შეადგენს 40 მგ ვალსარტანი ერთხელ დღეში. პაციენტებში, რომელთა წონა აჭარბებს 35 კგ-ს, სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს 80 მგ ვალსარტანი ერთხელ დღეში (დოზა შესაძლოა გაიზარდოს 160 მგ-მდე ან მაქსიმალურ დოზამდე, რაც შეადგენს 320 მგ-ს).

გულის უკმარისობა მოზრდილებში: სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს 40 მგ ორჯერ დღეში. დოზა თანდათან იზრდება 80 ან 160 მგ-მდე ორჯერ დღეში, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მარტივად ეგუება პაციენტი მკურნალობას.

ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი მოზრდილებში: სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს 20 მგ ორჯერ დღეში. დოზა იზრდება რამდენიმე კვირის განმავლობაში და მაქსიმალური დოზა შეადგენს 160 მგ-ს ორჯერ დღეში. 20 მგ დოზა მიიღება 40 მგ-ანი ტაბლეტის ორ ტოლ ნაწილად გაყოფის შედეგად.

პაციენტები მაღალი არტერიული წნევით და ჰიპერგლიკემიით: შაქრიანი დიაბეტის პროგრესირების შესაფერხებლად გამოიყენება 80 მგ ან 160 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობა შესაძლოა დაიწყოს 80 მგ-ით და დოზა შესაძლოა გაიზარდოს 160 მგ-მდე.

მიღების წესი და მიღების გზა

დიოვანი განკუთვნილია მხოლოდ პერ-ორალური მიღებისთვის.

დიოვანის მიღება დასაშვებია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დიოვანი მიიღება ჭიქა წყალთან ერთად

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

მიღება ბავშვებში:

ბავშვებსა და მოზარდებში დიოვანის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ლიმიტირებულია.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები:

დოზის კორექცია საჭირო არ არის პაციდენტებში 65 წლის ასაკიდან.

განსაკუთრებული მდგომარეობები:

პრეპარატი არ არის განკუთვნილი განსაკუთრებული გამოყენებისთვის.

საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვა, გარდა მკურნალი ექიმის მიერ დადგენილი განსაკუთრებული შემთხვევებისაა.

დიოვანით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ექიმის მიერ განსაზღვრული ვადით.

მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ ფიქრობს, რომ პრეპარატის მოქმედება ზედმეტად ძლიერი ან არასათანადოდ სუსტია.

უკუჩვენებები

თუ პაციენტი ალერგიულია ვალსარტანის ან პრეპრატში შემავალი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართი (დამატებითი ინფორმაციისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს)

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე დაზიანება

თუ პაციენტს აქვს დიაბეტი ან დაქვეითებული აქვს თირკმლის ფუნქცია (GFღ <60მლ/მინ/1.73მ2) და მკურნალობს ალისკირენის შემცველი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით

თუ პაციენტი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას.

დიოვანის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე

თუ პაციენტს დარღვეული აქვს ღვიძლის ფუნქცია

თუ პაციენტს აქვს თირკმლის მძიმე ხარისხის დაზიანება ან იმყოფება დიალიზზე

თუ პაციენტს შევიწროებული აქვს თირკმლის არტერია

თუ პაციენტი ერთდროულად ღებულობს აგფ-ინჰიბიტორებს (ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ჯგუფი) და ბეტა-ბლოკატორებს

თუ პაციენტს ახლო წარსულში გადანერგილი აქვს თირკმელი

თუ პაციენტს აქვს ჰიპერალდოსტერონიზმი (მდგომარეობა, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლებში გამოიყოფა ჭარბი რაოდენობის ალდოსტერონი. აღნიშნულ შემთხვევაში, დიოვანის გამოყენება რეკომენდებული არ არის.).

თუ პაციენტს დაკარგული აქვს დიდი რაოდენობით სითხე (მაგ. ფაღარათის, ღებინების ან შარდმდენების მაღალი დოზის მიღების გამო)

თუ პაციენტს აქვს გულის უკმარისობა ან გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი

თუ პაციენტი ღებულობს აგფ-ინჰიბიტორებს ან ალისკირენს. საწყისი დოზა უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია

თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია ალერგიული რეაქციის ნიშნები (ენის ან სახის შეშუპება) სხვა პრეპარატების მიმართ (მათ შორის აგფ-ინჰიბიტორების). დიოვანით მკურნალობის პერიოდში მსგავსი ნიშნების განვითარების შემთხვევაში, დიოვანის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აღარ განახლდეს.

თუ პაციენტი ღებულობს პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლში. აღნიშნული მოიცავს კალიუმის დანამატებს ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელ საშუალებებს, კალიუმის დამზოგველ პრეპრატებს ან ჰეპარინს. შესაძლოა საჭირო გახდეს კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი.

პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს ექიმის რეკომენდაციები საწყისი დოზის შესახებ. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია.

პაციენტმა დიოვანის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემული მდგომარეობებიდან რომელიმე ეხება მას.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიმღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ არტერიალ წნევას, განსაკუთრებით შარდმდენები, აგფ-ინჰიბიტორები ან ალისკირენი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ-ები), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორები. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია.

ლითიუმი – გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ

პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლში. აღნიშნული მოიცავს კალიუმის დანამატებს ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელ საშუალებებს, კალიუმის დამზოგველ პრეპრატებს ან ჰეპარინს. შესაძლოა საჭირო გახდეს კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი

ზოგიერთი ანტიბიოტიკი (რიფამპიცინის ჯგუფის), ციკლოსპორინი (გამოიყენება ტრანსპლანტის მოცილების საწინააღმდეგოდ) ან რიტონავირი (ანტირეტროვირუსული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ. აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გააძლიერონ დიოვანის მოქმედება.

მიოკარდიუმის შემდგომ პერიოდში, აგფ-ინჰიბიტორებთან კომბინაცია რეკომენდებული არ არის.

გულის უკმარისობის სამკურნალოდ, აგფ-ინჰიბიტორებთან და ბეტა-ბლოკატორებთან (გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალებებ) და კალიუმის შემაკავებელ საშუალებებთან (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები) სამმაგი კომბინაცია რეკომენდებული არ არის.

აგფ-ინჰიბიტორების და ანგიოტენზინი II რეცეპტორის ბლოკატორების კომბინაცია უკუნაჩვენებია დიაბეტური ნეფროპათიის არსებობის შემთხვევაში.

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეფტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

ორსულობა და ძუძუთი კვება

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

პაციენტმა არ უნდა მიმღოს დიოვანი თუ იგი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას. პრეპარატმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს. პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას.

ექიმი განიხილავს პაციენტთან დიოვანთან ასოცირებულ რისკებს ორსულობის პერიოდში. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს დიოვანით მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში.

ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

ლაქტაციის პერიოდში დიოვანი არ გამოიყენება. პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი ძუძუთი კვებავს ბავშვს.

ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა

სხვა მრავალი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მსგავსად, დიოვანმა, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუხვევა და კონცენტრაციის დაქვეითება. ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვამდე ან ისეთი აქტივობების შესრულებამდე, რომლებიც მოითხოვს კონცენტრაციას, პაციენტი უნდა დარწმუნდეს დიოვანის უსაფრთხოებაში.

მნიშნელოვანი ინფორმაცია დიოვანის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

დიოვანში შემავალი დამხმარე ნივთიერებები უსაფრთხოა, თუ პაციენტი არ არის მათ მიმართ ალერგიული.

გავლენა ავტომობილის მართვაზე

სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მსგავსად, სიფრთხილეა რეკომენდებული ვალსარტანის გამოყენებისას მანქანის მართვის ან მექანიზმებთან მუშაობის დროს.

გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება

შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ანგიოშეშუპება (ალერგიული რეაქციის ტიპი)

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება

სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება

ურტიკარია, ქავილი

აღნიშნული წარმოადგენს ძალიან საშიშ გვერდით მოვლენებს. მათი განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ხშირი გვერდითი მოვლენები

თავბრუსხვევა

არტერიული ჰიპოტენზია, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა თავბრუსხვევა ან მათ გარეშე

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის უკმარისობის ნიშნები)

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები, მათ შორის ქავილი, გამონაყარი, სახის, ენის ან ხახის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ანგიოშეშუპების ნიშნები) – (იხ. ნაწილი “საშიში გვერდითი მოვლენები”)

გონების უეცარი კარგვა

ვერტიგო

თირკმლის მძიმე ხარისხის დისფუნქცია (თირკმლის უკმარისობის ნიშნები)

კუნთების სპაზმები, არითმია (ჰიპერკალემიის ნიშნები)

ქოშინი, სუნთქვის გაძნელება მწოლიარე პოზიციში, კოჭების ან ფეხების შეშუპება (გულის უკმარისობის ნიშნები)

თავის ტკივილი

ხველა

მუცლის ტკივილი

გულისრევა

ფაღარათი

დაღლილობა

საერთო სისუსტე

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება

ალერგიული რეაქციები გამონაყრით, ქავილით და ჭინჭრის ციებით; შესაძლოა თან ახლდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, სახსრების/კუთების ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება და/ან გაციების მსგავსი სიმპტომები (შრატისმიერი დაავადების ნიშნები)

წყლულები კანზე (ბულოზური დერმატიტის ნიშანი)

მოიასამნისფრო-მოწითალო ლაქები, ცხელება, ქავილი (ვასცულიტის ნიშნები)

უეცარი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენიის ნიშნები)

კუნთების ტკივილი (მიალგია)

ცხელება, ყელის ტკივილი ან წყლულები პირის ღრუში ინფექციის გამო (ნეიტროპენიის ნიშნები)

ჰემოგლობინის და სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (შესაძლოა განაპირობოს ანემია მძიმე შემთხვევებში)

კალიუმის რაოდენობის მომატება სისლხში (შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სპაზმი და არითმია მძიმე შემთხვევებში)

ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატებული მაჩვენებლები (შესაძლოა მიანიშნებდეს ღვიძლის დაზიანებაზე), მათ შორის ბილირუბინის მომატება სისხლში (შესაძლოა გამოიწვიოს კანისა და სკლერების სიყვითლე)

სისხლის შარდოვანას აზოტის და კრეატინინის მომატებული რაოდენობა (შესაძლოა მიანიშნებდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე).

ზოგიერთი გვერდითი მოვლენის სიხშირე დამოკიდებულია დაავადების ტიპზე. მაგალითად, თავბრუსხვევა და თირკმლის დაზიანება შედარებით იშვიათია არტერიული ჰიპერტენზიისას და შედარებით ხშირი გულის უკმარისობის ან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.

შემდეგი გვერდითი მოვლენები განვითარდა დიოვანის კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას და დაუდგენელია მათი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დიოვანთან: წელის ტკივილი, ლიბიდოს დარღვევები, სინუსების ანთება, უძილობა, სახსრების ტკივილი, ფარინგიტი, რინიტი, ხელების, მაჯების ან ფეხების შეშუპება, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ვირუსული ინფექციები.

ინსტრუქციაში მოცემული ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (თÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე არსებულ “ღეპორტინგ Dრუგ შიდე Eფფეცტ” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

ჭარბი დოზა

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიამრთოს მკურნალ ექიმს. თავბრუსხვევის ან გულის წასვლის შეგრძნების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დღის ერთსა და იმავე დროს, უპირატესად დილის საათებში. გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას, თუ იგი არ ემთხვევა მომდევნო დოზას. შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.

შემადგენლობა

აქტიური ნივთიერება

ვალსარტანი 80 მგ

დამხმარე ნივთიერებები: დამხმარე ნივთიერებებისთვის იხილეთ ნაწილი 6.1.

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 30ჩ ტემპერატურაზე.

ნესტისგან დასაცავად ინახება თავისივე კოლოფში.

გამოიყენება შენახვის ვადის გასვლამდე.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე და ფლაკონზე სიმბოლოების - ‘’EXP’’ შემდეგ.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება თუ ის ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

ფარმაკოლოგიური თვისებები

ანგიოტენზინ II-ის ანტაგონისტები, მარტივები.

ათქ- კოდი: C09C A03

ანგიოტენზინ I (AT1) გარდაიქმნება ანგიოტენზინ II-ში (AT2) აგფ-ის (ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის) მოქმედებით. ანგიოტენზინ II არის რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის სისტემის (RAAS) აქტიური ჰორმონი. ანგიოტენზინ II უკავშირდება სპეციფიკურ რეცეპტორებს სხვადასხვა ქსოვილის უჯრედის მემბრანაზე. ანგიოტენზინ II, რომელსაც აქვს ფიზიოლოგიური ეფექტების ფართო სპექტრი, განსაკუთრებით არტერიული წნევის პირდაპირი და არაპირდაპირი რეგულირება, იწვევს პირდაპირ პრესორულ რეაქციას მისი ძლიერი ვაზოკონსტრიქტორული ეფექტის გამო. ის ასევე ზრდის ნატრიუმის შეკავებას და ალდოსტერონის სეკრეციას ორგანიზმში. ვალსარტანი არის პერორალურად აქტიური, ძლიერი და სპეციფიკური ანგიოტენზინ II (Ang II) რეცეპტორების ბლოკატორი. ის შერჩევით გავლენას ახდენს AT1 რეცეპტორის ქვეტიპზე, რომელიც პასუხისმგებელია ანგიოტენზინ II-ის ცნობილ ეფექტებზე.

ანგიოტენზინ II პლაზმაში ამაღლებული დონეები AT1 რეცეპტორების ვალსარტანით ბლოკადის შემდეგ ასტიმულირებს AT2 რეცეპტორებს, რომლებიც არ არის დაბლოკილი და, როგორც ჩანს, ანადგურებს AT1 რეცეპტორების ეფექტს. ვალსარტანს, რომელსაც არ აქვს ნაწილობრივი აგონისტური აქტივობა AT1 რეცეპტორზე, აქვს ბევრად უფრო დიდი აფინურობა ამ რეცეპტორთან, ვიდრე მისი აფინურობა AT2 რეცეპტორთან (დაახლოებით 20000-ჯერ). ვალსარტანი არ აინჰიბირებს ანგიოტენზინ-გარდამქმნელ ფერმენტს (ACE), რომელიც ასევე ცნობილია როგორც კინინაზა II, რომელიც გარდაქმნის ანგიოტენზინ II-ს II-ში და ანადგურებს ბრადიკინინს. ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ იწვევენ ხველას, რადგან ისინი მოქმედებენ აგფ-ზე და ასევე არ აძლიერებენ არც ბრადიკინინს და არც P ნივთიერებას. კლინიკურ კვლევებში, რომლებიც ადარებდნენ ვალსარტანს აგფ ინჰიბიტორთან, მშრალი ხველის სიხშირე მნიშვნელოვნად დაბალი იყო (p<0.05) ვალსარტანის ჯგუფში აგფ ინჰიბიტორებთან შედარებით (2.6% v. 7.9%). მშრალი ხველა აგფ ინჰიბიტორების გამოყენებისას კლინიკურ კვლევაში, რომელიც ჩატარდა ჩივილების მქონე პაციენტებზე, ხველა დაფიქსირდა პაციენტების 19.5%-ში, რომლებიც იყენებდნენ ვალსარტანს, 19.0% პაციენტებს, რომლებიც იყენებდნენ თიაზიდურ დიურეზულებს და 68.5% პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ აგფ ინჰიბიტორს (p<0.05). ვალსარტანი არ უკავშირდება და არ ბლოკავს სხვა ჰორმონის რეცეპტორებს ან იონურ არხებს, რომლებიც ცნობილია გულ-სისხლძარღვთა რეგულირებისთვის.

ჰიპერთენზია

ჰიპერთენზიის მქონე პაციენტებში დიოვანის გამოყენება ამცირებს არტერიულ წნევას პულსის სიხშირის შეცვლის გარეშე. უმეტეს პაციენტებში, ერთჯერადი პერორალური დოზის მიღების შემდეგ, ანტიჰიპერტენზიული ეფექტი იწყება 2 საათში და აღწევს პიკს 4-6 საათში. ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შენარჩუნებულია მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. განმეორებითი დოზების გამოყენებისას არტერიული წნევის მაქსიმალური დაქვეითება ჩვეულებრივ მიიღწევა 2-4 კვირის განმავლობაში, მიუხედავად გამოყენებული დოზისა და შენარჩუნებულია ხანგრძლივი მკურნალობის დროს. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დამატებითი შემცირება მიიღწევა ვალსარტანის ჰიდროქლორთიაზიდთან ერთად გამოყენებისას. დიოვანის უეცრად შეწყვეტისას არ აღინიშნა ჰიპერტენზია ან სხვა კლინიკური გვერდითი მოვლენები. ჰიპერტენზიულ პაციენტებში მრავალჯერადი დოზის კვლევებმა არ აჩვენა ვალსარტანის მნიშვნელოვანი გავლენა მთლიან ქოლესტეროლზე, უზმოზე ტრიგლიცერიდებზე, უზმოზე შრატში გლუკოზაზე ან შარდმჟავას დონეებზე. ორი დიდი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევისას ONTARGET (Ongoing Telmisartan Alone და Ramipril Global Endpoint კვლევის კომბინაციაში) და VA NEPHRON-D (The Veterans Affairs Nephropathy in Diabetes))გამოკვლეული იქნა ACE- ინჰიბიტორის გამოყენება ანგიოტენზინის II რეცეპტორების ბლოკატორთან ერთად.

ONTARGET კვლევა ჩატარდა პაციენტებში მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტით, რომლებსაც აქვთ გულ-სისხლძარღვთა ან ცერებროვასკულური დაავადების ისტორია ან დადასტურებული სასიცოცხლო ორგანოების დაზიანება. VA NEPHRON-D კვლევა ჩატარდა პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და დიაბეტური ნეფროპათიით.

ამ კვლევებმა არ აჩვენა მნიშვნელოვანი სარგებელი თირკმლის და/ან გულ-სისხლძარღვთა შედეგებზე და სიკვდილიანობაზე და დაფიქსირდა ჰიპერკალიემიის, თირკმლის მწვავე დაზიანების და/ან ჰიპოტენზიის გაზრდილი რისკი მონოთერაპიასთან შედარებით. მათი მსგავსი ფარმაკოდინამიკური თვისებების გათვალისწინებით, ეს შედეგები ასევე რელევანტურია აგფ-ინჰიბიტორებისა და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორებისთვის. ამიტომ, აგფ-ინჰიბიტორები და ანგიოტენზინ II რეცეპტორების ბლოკატორები არ უნდა იქნას გამოყენებული დიაბეტური ნეფროპათიის მქონე პაციენტებში.

ALTITUDE (ალისკირენის ტესტი ტიპი 2 დიაბეტის დროს, კარდიოვასკულური და თირკმლის დაავადების საბოლოო წერტილების გამოყენებით) კვლევამ შეაფასა პაციენტები ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით თირკმელების ქრონიკული დაავადებით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ან ორივეთი. ეს იყო კვლევა, რომელიც ჩატარდა შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში ალისკირენის დამატების სარგებლობის შესამოწმებლად აგფ ინჰიბიტორით ან ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორით. კვლევა ადრე შეწყდა არასასურველი შედეგების გაზრდილი რისკის გამო. გულ-სისხლძარღვთა სიკვდილი და ინსულტი რიცხობრივად უფრო ხშირი იყო ალისკირენის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით და შესაბამისი გვერდითი მოვლენები და სერიოზული გვერდითი მოვლენები (ჰიპერკალიემია, ჰიპოტენზია და თირკმლის დისფუნქცია) უფრო ხშირად დაფიქსირდა ალისკირენის ჯგუფში, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.

გულის უკმარისობა

ჰემოდინამიკა და ნეიროჰორმონები

ჰემოდინამიკური პარამეტრები და პლაზმური ნეიროჰორმონის დონე გაზომილი იყო 2 მოკლევადიანი, ქრონიკული მკურნალობის კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ NYHA კლასის II, III ან IV გულის უკმარისობის მქონე პაციენტები ფილტვის კაპილარული წნევით 15 მმ Hg ან უფრო მაღალი. მათ შორის, კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდნენ პაციენტები, რომლებიც იყენებდნენ აგფ ინჰიბიტორებს ქრონიკულად, ვალსარტანის ერთჯერადი ან მრავალჯერადი დოზა აგფ ინჰიბიტორთან ერთად იწვევდა ჰემოდინამიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, მათ შორის ფილტვის კაპილარული წნევის, ფილტვის არტერიის დიასტოლური წნევის და სისტოლური არტერიული წნევის გაუმჯობესებას. მკურნალობის 28 დღის შემდეგ პლაზმაში ალდოსტერონისა და ნორადრენალინის დონე შემცირდა. მეორე კვლევაში, რომელიც მოიცავდა მხოლოდ პაციენტებს, რომლებიც არ იყენებდნენ აგფ ინჰიბიტორს წინა 6 თვის განმავლობაში, ვალსარტანმა მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოახდინა ფილტვის კაპილარულ წნევაში, სისტემურ სისხლძარღვთა წინააღმდეგობას, გულის წუთ მოცულობას და სისტოლურ არტერიულ წნევას მკურნალობის დაწყებიდან 28 დღის შემდეგ. ვალსარტანის გულის უკმარისობის ხანგრძლივ კვლევაში (Val-HeFT), პლაზმური ნორეპინეფრინის და ტვინის ნატრიურეზული პეპტიდების დონეები ვალსარტანის ჯგუფში მნიშვნელოვნად შემცირდა საწყისიდან პლაცებო ჯგუფთან შედარებით.

ავადობა და სიკვდილიანობა

Val-HeFT კვლევამ შეაფასა ვალსარტანის გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ გულის სტანდარტული უკმარისობით, მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციით <40% და მარცხენა პარკუჭის შიდა დიამეტრით დიასტოლში >2,9 სმ/მ2, NYHA II კლასი (62%), კლასი III ( 36%), ან IV კლასი (2%), კონტროლირებადი, მრავალეროვნული, რანდომიზებული კვლევა, რომელიც ადარებდა მის ეფექტს პლაცებოსთან ავადობაზე და სიკვდილიანობაზე გულის უკმარისობის შემთხვევებში. ამ კვლევაში, 16 ქვეყნიდან 5010 პაციენტს შემთხვევითობის პრინციპით დაენიშნათ ვალსარტანის ან პლაცებოს მიღება გულის უკმარისობის სტანდარტული მკურნალობის გარდა, მათ შორის აგფ ინჰიბიტორები (93%), დიურეზულები (86%), დიგოქსინი (67%) და ბეტა-ბლოკატორები (36). %). ამ კვლევაში გამოყენებული იყო დიოვანის საშუალოდ 254 მილიგრამი დღიური დოზა, რომლითაც ჩატარდა პაციენტზე დაკვირვება დაახლოებით 2 წლის განმავლობაში. Val-HeFT კვლევაში, რომლის დროსაც განისაზღვრა პაციენტის სიკვდილი (სიკვდილამდე დრო) ყველა მიზეზით სიკვდილიანობის ჩათვლით, უეცარი გულის სიკვდილის შემთხვევით, რომლის დროსაც პაციენტი სიცოცხლეს დაუბრუნდა რეანიმაციით, დაფიქსირდა ორი ძირითადი საბოლოო წერტილი: გულის უკმარისობის ავადობა (დრო პირველი ავადობის მოვლენამდე), განისაზღვრა, როგორც ჰოსპიტალიზაცია გულის უკმარისობის გამო ან ინტრავენური ინოტროპული ან ვაზოდილატორული საშუალებების გამოყენება მინიმუმ 4 საათის განმავლობაში, მაშინაც კი, თუ პაციენტი არ იყო ჰოსპიტალიზირებული.

ყველა მიზეზით სიკვდილიანობა მსგავსი იყო ვალსარტანისა და პლაცებოს ჯგუფებში; ამის საპირისპიროდ, ავადობა ვალსარტანის ჯგუფში მნიშვნელოვნად შემცირდა 13.2%-ით პლაცებო ჯგუფთან შედარებით. ვალსარტანის პირველადი სარგებელი იყო გულის უკმარისობის გამო პირველ ჰოსპიტალიზაციამდე დროის 27.5%-ით შემცირება. ეს სარგებელი ყველაზე დიდი იყო პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ აგფ ინჰიბიტორებს ან ბეტა-ბლოკატორებს. მეორეს მხრივ, რისკის კოეფიციენტები პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ სამმაგ კომბინირებულ თერაპიას, რომელიც შედგება ბეტა ბლოკატორისგან, აგფ ინჰიბიტორისა და ARB (ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკატორი) და ვალსარტანისგან, იყო პლაცებოს სასარგებლოდ. ქვეჯგუფური ანალიზის ინტერპრეტაცია შეიძლება არ იყოს მარტივი და უცნობია, ასახავს თუ არა ისინი რეალურ განსხვავებებს თუ წარმოიქმნება შემთხვევით. სხვა კვლევებმა, როგორიცაა VALIANT პაციენტებში გაზრდილი სიკვდილიანობის გარეშე (იხ. ნაწილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ) შეამცირა შეშფოთება სამმაგი კომბინაციების შესახებ.

დატვირთვის ტოლერანტობა და უნარიანობა

ვალსარტანის მოქმედება, რომელიც გამოიყენება ჩვეულებრივ გულის უკმარისობის თერაპიის დამხმარე საშუალებად, დატვირთვის ტოლერანტობაზე NYHA კლასის II, III და IV შემთხვევებში მარცხენა პარკუჭის დისფუნქციით (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია £40%) შეფასებული იყო შეცვლილი Naughtnon პროტოკოლის გამოყენებით. ძალისხმევის ხანგრძლივობა გახანგრძლივდა მკურნალობის ყველა ჯგუფში საწყისთან შედარებით; საშუალო მატება ამ პერიოდში დაფიქსირდა, რომ უფრო დიდი იყო ვალსარტანის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით, თუმცა განსხვავებამ არ მიაღწია სტატისტიკურ მნიშვნელობას.

დატვირთვის დროის ყველაზე დიდი გახანგრძლივება დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც არ იყენებდნენ აგფ ინჰიბიტორებს და ამ ჯგუფში ვალსარტანით მიღწეული დროის გახანგრძლივება იყო 2-ჯერ ვიდრე მიღწეული პლაცებოთი. ვალსარტანის ეფექტი დატვირთვის უნარზე NYHA II და III კლასის გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის £45% და რომლებიც იყენებდნენ აგფ ინჰიბიტორებს კვლევაში შესვლამდე სულ მცირე 3 თვით ადრე შედარებული იყო ენალაპრილთან 6 წუთიანი სიარულის ტესტის გამოყენებით. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ვალსარტანის დოზები 80-დან 160 მგ-მდე დღეში, სულ მცირე იმდენ გავლენას ახდენდა დატვირთვის უნარზე, რაც გაზომილი იყო 6 წუთიანი სიარულის ტესტით პაციენტებში, რომლებიც ადრე სტაბილიზირებული იყვნენ აგფ ინჰიბიტორებით და რომლებმაც დაიწყეს ვალსარტანის ან გამოყენება. უშუალოდ ენალაპრილი და 5-დან 10 მგ-მდე ენალაპრილი დღეში ორჯერ ეფექტური აღმოჩნდა.

NYHA კლასი, ნიშნები და სიმპტომები, ცხოვრების ხარისხი, განდევნის ფრაქცია

Val-HeFT კვლევაში, პაციენტებს, რომლებიც მკურნალობდნენ ვალსარტანით, ჰქონდათ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება NYHA კლასში და გულის უკმარისობის ნიშნების და სიმპტომების მხრივ, მათ შორის როგორიცაა ქოშინი, დაღლილობა, შეშუპება და გამონაყარი, პლაცებოსთან შედარებით. ცხოვრების ხარისხის ქულის ცვლილება საწყისიდან ბოლომდე, რომელიც განსაზღვრულია Minnesota Living with Heart Failure- გამოკითხვით, აჩვენა, რომ პაციენტების ცხოვრების ხარისხი, რომლებიც იყენებდნენ ვალსარტანს, უკეთესი იყო, ვიდრე პლაცებოს მქონე პაციენტების. იმ პაციენტების განდევნის ფრაქცია, რომლებიც მკურნალობდნენ ვალსარტანით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საწყისთან შედარებით, პლაცებოსთან შედარებით, და დიასტოლის დროს მარცხენა პარკუჭის შიდა დიამეტრი მნიშვნელოვნად შემცირდა.

მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ

VALIANT (VALsartan In Acute myocardial iNfarcTion) იყო რანდომიზებული, საკონტროლო, ორმაგად ბრმა კვლევა, რომელიც ჩატარდა 14,703 პაციენტზე, რომლებსაც განუვითარდათ მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი და ჰქონდათ გულის შეგუბებითი უკმარისობის ნიშნები, სიმპტომები ან რადიოლოგიური ნიშნები და/ან მარცხენა პარკუჭის სისტოლური დისფუნქციის ნიშნები (გამოდევნის ფრაქცია <40%, როგორც გაზომილია რადიოიზოტოპური პარკუჭოგრაფიით, ექოკარდიოგრაფიით ან კონტრასტული პარკუჭის გაძლიერებული < 35% ვენტრიკულოგრაფიით).

პაციენტები, რომლებიც მონაწილეობდნენ VALIANT კვლევაში, შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდნენ სამი მკურნალობის ჯგუფში, რათა მიეღოთ ცალ-ცალკე ვალსარტანი, კაპტოპრილი, აგფ ინჰიბიტორი (დოზები დაწყებული 20 მილიგრამით ორჯერ დღეში და იზრდება უმაღლეს ტოლერანტულ დოზამდე, მაქსიმუმ 160 მგ-მდე ორჯერ დღეში) ან მათი კომბინაცია (დაწყებული 6,25 მილიგრამით 3-ჯერ დღეში და იზრდება უმაღლეს ტოლერანტულ დოზამდე, მაქსიმუმ 50 მგ-მდე 3-ჯერ დღეში) მიოკარდიუმის ინფარქტის სიმპტომების დაწყებიდან 12 საათიდან 10 დღემდე პერიოდის განმავლობაში. კომბინირებულ ჯგუფში, ვალსარტანის დოზა გაიზარდა 20 მგ-დან ორჯერ დღეში უმაღლეს ამტან დოზამდე, მაქსიმუმ 80 მგ-მდე ორჯერ დღეში და კაპტოპრილით თერაპია შეყვანილი იყო იმავე დოზებით, როგორც მონოთერაპია. მკურნალობა გაგრძელდა საშუალოდ ორი წლის განმავლობაში. მონოთერაპიის ჯგუფში შეყვანილი იყო დიოვანის საშუალო დღიური დოზა 217 მგ. საწყისი მკურნალობა მოიცავდა აცეტილსალიცილის მჟავას (91%), ბეტა-ბლოკერს (70%), აგფ ინჰიბიტორს (40%), თრომბოლიზურ (35%) და სტატინებს (34%). გამოკვლეული მოსახლეობის 69% იყო მამრობითი სქესის პაციენტი, 94% იყო კავკასიელი პაციენტი და 53% იყო 65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტი. პირველადი საბოლოო წერტილი დასახელდა, როგორც დრო ყველა მიზეზით სიკვდილამდე. ვალსარტანი ისეთივე ეფექტური იყო, როგორც კაპტოპრილი მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ ყველა მიზეზით სიკვდილიანობის შესამცირებლად. ყველა მიზეზით სიკვდილიანობა მსგავსი იყო მკურნალობის სამივე ჯგუფში (19,9% ვალსარტანის მონოთერაპიის დროს, 19,5% კაპტოპრილის მონოთერაპიისას, 19,3% ვალსარტანის + კაპტოპრილის კომბინაციით). ვალსარტანი ასევე ეფექტურია გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობის შემცირებაში, ჰოსპიტალიზაციაში გულის უკმარისობის, განმეორებითი მიოკარდიუმის ინფარქტის, შექცევადი გულის გაჩერებისა და არაფატალური ინსულტის (მეორადი კომპოზიტური საბოლოო წერტილის) და მათი განვითარებისთვის საჭირო დროის გახანგრძლივებისთვის.

ინაიდან ეს კვლევა იყო აქტიური კონტროლირებადი (კაპტოპრილი) კვლევა, ჩატარდა ყველა მიზეზით სიკვდილიანობის დამატებითი ანალიზი ვალსარტანის ეფექტურობის შესაფასებლად პლაცებოსთან შედარებით. მიოკარდიუმის ინფარქტის წინა საცნობარო კვლევების შედეგების გამოყენებით (SAVE, AIRE და TRACE), ვალსარტანის სავარაუდო ეფექტმა შეინარჩუნა კაპტოპრილის ეფექტის 99.6% (97.5% CI=60-139%). ვალსარტანის კომბინაციამ კაპტოპრილთან ერთად არ მოიტანა რაიმე დამატებითი სარგებელი მხოლოდ კაპტოპრილით თერაპიასთან შედარებით. არ იყო განსხვავებები ყველა მიზეზით სიკვდილიანობაში ასაკის, სქესის, რასის, საწყისი მკურნალობის ან ძირითადი დაავადებების მიხედვით.

არ იყო განსხვავებები ყველა მიზეზით სიკვდილიანობაში, გულ-სისხლძარღვთა სიკვდილიანობაში ან ავადობაში, როდესაც ბეტა-ბლოკერები შეყვანილი იყო ვალსარტანთან + კაპტოპრილთან, მარტო ვალსარტანთან ან მარტო კაპტოპრილთან ერთად. მიუხედავად საკვლევი წამლის მკურნალობისა, სიკვდილიანობა დაფიქსირდა უფრო მაღალი იმ პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ ბეტა-ბლოკატორებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ბეტა-ბლოკერებით თერაპიის ცნობილი სარგებელი ამ პოპულაციაში შენარჩუნდა ამ კვლევაში. გარდა ამისა, ვალსარტანი + კაპტოპრილის კომბინაციის, ვალსარტანის მონოთერაპიის და კაპტოპრილის მონოთერაპიის სარგებელი შენარჩუნდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ბეტა-ბლოკატორებით.

პედიატრიული პოპულაცია

ჰიპერტენზია

ვალსარტანის ანტიჰიპერტენზიული ეფექტი შეფასებული იყო ოთხ, რანდომიზებულ, ორმაგად ბრმა კლინიკურ კვლევაში 6-დან 18 წლამდე ასაკის 561 პედიატრიულ პაციენტში. თირკმელებისა და შარდის დარღვევები და სიმსუქნე არის ყველაზე გავრცელებული თანმდევი სამედიცინო მდგომარეობა, რომელიც პოტენციურად ხელს უწყობს ჰიპერტენზიას ამ კვლევებში ჩართულ ბავშვებში.

კლინიკური გამოცდილება 6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში

კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 6-დან 16 წლამდე ასაკის 261 ჰიპერტონიული პედიატრიული პაციენტი, რომელთაგანაც პაციენტები წონით <35 კგ იღებდნენ ვალსარტანის ტაბლეტებს 10, 40 ან 80 მგ დღეში (დაბალი, საშუალო და მაღალი დოზები) და 35 კგ წონის პაციენტები იყენებდნენ 20, 80 და 160 მგ ვალსარტანის ტაბლეტებს ყოველდღიურად (დაბალი, საშუალო და მაღალი დოზები).

2 კვირის შემდეგ, ვალსარტანმა შეამცირა როგორც სისტოლური, ასევე დიასტოლური არტერიული წნევა დოზადამოკიდებული გზით. საერთო ჯამში, ვალსარტანის დოზის სამმა დონემ (დაბალი, საშუალო და მაღალი) მნიშვნელოვნად შეამცირა სისტოლური არტერიული წნევა საწყისიდან 8, 10 და 12 მმ Hg– ით, შესაბამისად. პაციენტები ხელახლა რანდომიზებულნი იყვნენ ან გააგრძელეს ვალსარტანი იმავე დოზით, ან გადავიდნენ პლაცებოზე.

პაციენტებში, რომლებიც აგრძელებდნენ ვალსარტანის ზომიერი ან მაღალი დოზების გამოყენებას, სისტოლური არტერიული წნევა იყო -4 და -7 მმ Hg დაბალი ვიდრე იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებო მკურნალობას. პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ვალსარტანის დაბალ დოზებს, სისტოლური არტერიული წნევა მსგავსი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ პლაცებო მკურნალობას. ზოგადად, ვალსარტანის დოზადამოკიდებული ანტიჰიპერტენზიული ეფექტი თანმიმდევრულია ყველა დემოგრაფიულ ქვეჯგუფში.

სხვა კლინიკურ კვლევაში, რომელშიც მონაწილეობდა 6-დან 18 წლამდე ასაკის 300 ჰიპერტენზიული პედიატრიული პაციენტი, ნებადართული პაციენტები რანდომიზებულნი იყვნენ ვალსარტანის ან ენალაპრილის ტაბლეტებზე 12 კვირის განმავლობაში.

18 კგ და 35 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვები მიიღეს ვალსარტანი 80 მგ ან ენალაპრილი 10 მგ; ბავშვებმა 35 კგ და 80 კგ-ზე ნაკლები იღებდნენ ვალსარტანს 160 მგ ან ენალაპრილს 20 მგ; 80 კგ წონის მქონე პირებმა გამოიყენეს ვალსარტანი 320 მგ ან ენალაპრილი 40 მგ. სისტოლური არტერიული წნევის დაქვეითება მსგავსი იყო პაციენტებში, რომლებიც იყენებდნენ ვალსარტანს (15 მმ Hg) და ენალაპრილს (14 მმ Hg) (არასრულფასოვნების p-მნიშვნელობა <0,0001). თანმიმდევრული შედეგები დაფიქსირდა დიასტოლური არტერიული წნევის შემცირებით 9.1 მმ Hg და 8.5 მმ Hg-ით ვალსარტანთან და ენალაპრილთან, შესაბამისად.

  • 2. ფარმაკოკინეტიკური თვისებები

ზოგადი მახასიათებლები

ვალსარტანი

არის თეთრი ან თითქმის თეთრი ფხვნილი. ის ხსნადია ეთანოლში და მეთანოლში, მაგრამ ნაკლებად ხსნადი წყალში.

აბსორბცია

მხოლოდ ვალსარტანის პერორალური მიღების შემდეგ, პლაზმაში ვალსარტანის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 2-4 საათის განმავლობაში. საშუალო აბსოლუტური ბიოშეღწევადობა არის 23%. პლაზმური კონცენტრაციები დოზის მიღებიდან 8 საათის შემდეგ განსხვავდება იმ პირებში, რომლებიც იღებენ პრეპარატს უზმოზე ან სავსე კუჭზე. თუმცა, როდესაც ვალსარტანი მიიღება საკვებთან ერთად, პლაზმური კონცენტრაციის/დროის მრუდის ქვეშ არსებული ფართობი (AUC მნიშვნელობა) მცირდება 48%-ით. თუმცა, AUC-ის ეს შემცირება არ წარმოადგენს თერაპიული ეფექტის კლინიკურად მნიშვნელოვან შემცირებას და, შესაბამისად, ვალსარტანის მიღება შესაძლებელია ჭამის დროს ან უზმოზე.

განაწილება

ვალსარტანის ინტრავენური შეყვანის შემდეგ, წონასწორული მდგომარეობის განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 17 ლიტრს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ვალსარტანი ფართოდ არ ნაწილდება ქსოვილებში. ის ძლიერ უკავშირდება (94-97%) პლაზმის ცილებს, ძირითადად შრატის ალბუმინს.

ბიოტრანსფორმაცია

ვალსარტანი არ განიცდის მაღალ ბიოტრანსფორმაციას, რადგან დოზის მხოლოდ 20% გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით. ჰიდროქსი მეტაბოლიტი გამოვლინდა პლაზმაში დაბალი კონცენტრაციით (ვალსარტანის AUC-ის 10%-ზე ნაკლები). ეს მეტაბოლიტი ის არ არის ფარმაკოლოგიურად აქტიური.

ელიმინაცია

ვალსარტანს აქვს მრავალ ექსპონენციური დეგრადაციის კინეტიკა (t1/2 ალფა<1 საათი და t1/2 ბეტა დაახლოებით 9 საათი). ვალსარტანი ძირითადად გამოიყოფა არსებითად უცვლელი პრეპარატის სახით განავლით (დოზის დაახლოებით 83%) და შარდით (დოზის დაახლოებით 13%). ინტრავენური შეყვანის შემდეგ, ვალსარტანის პლაზმური კლირენსი არის დაახლოებით 2 ლ/სთ, ხოლო თირკმლის კლირენსი არის 0,62 ლ/სთ (მთლიანი კლირენსის დაახლოებით 30%). ვალსარტანის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6 საათს. საშუალო დრო პიკურ კონცენტრაციამდე და ვალსარტანის ნახევარგამოყოფის პერიოდი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში დაფიქსირდა, რომ მსგავსი იყო ჯანმრთელ მოხალისეებისა. ვალსარტანის AUC და Cmax იზრდება ხაზოვნად და დაახლოებით პროპორციულია დოზის გაზრდით კლინიკური დოზის დიაპაზონზე (40-დან 160 მგ-მდე დღეში ორჯერ). აკუმილაციის საშუალო ფაქტორი არის დაახლოებით 1.7, ვალსარტანის აშკარა კლირენსი პერორალური მიღების შემდეგ არის დაახლოებით 4.5 ლ/სთ. ასაკი არ ახდენს გავლენას გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში აშკარა კლირენსზე.

წრფივობა/არაწრფივობა

ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკა წრფივია შემოწმებულ დოზებში. განმეორებითი გამოყენებისას ვალსარტანის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება და დღეში ერთხელ მიღებისას ვალსარტანი ძალიან ცოტა გროვდება ორგანიზმში. პლაზმური კონცენტრაცია მამაკაცებსა და ქალებში მსგავსია.

პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფები

ხანდაზმულები

ზოგიერთ ხანდაზმულ პაციენტში ვალსარტანის სისტემური დონე დაფიქსირდა ოდნავ უფრო მაღალი ვიდრე ახალგაზრდებში; თუმცა, ამას კლინიკური მნიშვნელობა არ აქვს.

პედიატრიული პაციენტები

კვლევაში, რომლის დროსაც 26 პედიატრიულ ჰიპერტენზიულ პაციენტში (1-დან 16 წლამდე) გამოყენებული იქნა ვალსარტანის სუსპენზიის ერთჯერადი დოზა (საშუალოდ: 0.9-დან 2 მგ/კგ, მაქსიმალური დოზით 80 მგ), ვალსარტანის კლირენსი (ლიტრი/სთ/ კგ) განისაზღვრა 1-დან 16 წლამდე ასაკში, რაც მსგავსია მოზრდილებში იმავე ფორმულირებით.

თირკმლის უკმარისობა

როგორც მოსალოდნელი იყო ნივთიერებისთვის, რომლის თირკმლის კლირენსი შეადგენს მთლიანი პლაზმური კლირენსის მხოლოდ 30%-ს, არ დაფიქსირებულა კავშირი თირკმლის ფუნქციასა და სისტემურ ვალსარტანის …

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

გამოყენების ინსტრუქცია

დიოვანი® 80 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

პერორალური გამოყენებისთვის

აქტიური ნივთიერება: 80 მგ ვალსარტანი თითოეულ აპკიანი გარსით დაფარულ ტაბლეტში.

დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, კროსპოვიდონი, კოლოიდური სილიკონის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზა, ტიტანის დიოქსიდი (E171), პოლიეთილენგლიკოლი 8000, წითელი რკინის ოქსიდი (E172), ყვითელი რკინის ოქსიდი (E172).

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ინსტრუქციის ყურადღებით წაკითხვა, რადგან ის პაციენტისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავს

საჭიროა ინსტრუქციის შენახვა. შესაძლოა წარმოიშვას მისი ხელახალი გაცნობის აუცილებლობა.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

ეს პრეპარატი განკუთვნილია მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის. დაუშვებელია პრეპარატის სხვისთვის მიცემა.

კლინიკაში ვიზიტისას ან ექიმთან კონსულტაციისას, პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს ამ პრეპარატის გამოყენების შესახებ.

პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს დანიშნულებისამებრ, ინსტრუქციაში მოცემული წესით.

ინსტრუქციაში მოცემულია:

რას წარმოადგენს დიოვანი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დიოვანის გამოყენებამდე

დიოვანის მიღების წესი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

დიოვანის შენახვის წესი

  • რას წარმოადგენს დიოვანი და რისთვის გამოიყენება იგი?

დიოვანი გამოდის 28 და 84 ცალი გარსიანი აპკით დაფარული ტაბლეტის შემცველ ბლისტერულ შეფუთვებში. თითოეული გარსიანი აპკით დაფარული ტაბლეტი შეიცავს 80 მგ ვალსარტანს. დიოვანი მიეკუთვნება ანგიოტენზინ II რეცეპტორის ანტაგონისტების ჯგუფის ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებს. დიოვანი გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის საწინააღმდეგოდ მოზრდილებში და 6-დან 18 წლამდე ასაკის მოზრდებსა და ბავშვებში.

არტერიული წნევის სამკურნალოდ დიოვანი გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპარატებთან ერთად.

დიოვანი ასევე გამოიყენება გულის უკმარისობის სამკურნალოდ, როდესაც ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორების ჯგუფის პრეპარატები უკუნაჩვენებია ან აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად, როდესაც უკუნაჩვენებია გულის უკმარისობის სამკურნალო სხვა ჯგუფის პრეპარატები (მინერალოკორტიკოიდების რეცეპტორების ანტაგონისტები და ბეტა-ბლოკატორები).

დიოვანი ასევე გამოიყენება მოზრდილ პაციენტებში, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომ პერიოდში. დიოვანი აუმჯობესებს მიოკარდიუმის ინფარქტის გამოსავალს და ამცირებს დამატებითი კარდიოლოგიური გართულებების განვითარების რისკს.

პრეპარატის მოქმედების ან გამოყენების ჩვენებების შესახებ დამატებითი კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

რა უნდა იცოდეს პაციენტმა დიოვანის გამოყენებამდე

დიოვანი არ მიიღება:

თუ პაციენტი ალერგიულია ვალსარტანის ან პრეპრატში შემავალი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართი (დამატებითი ინფორმაციისთვის პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს)

თუ პაციენტს აქვს ღვიძლის მძიმე დაზიანება

თუ პაციენტს აქვს დიაბეტი ან დაქვეითებული აქვს თირკმლის ფუნქცია (GFღ <60მლ/მინ/1.73მ2) და მკურნალობს ალისკირენის შემცველი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატებით

თუ პაციენტი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას.

დიოვანის გამოყენებისას საჭიროა განსაკუთრებული სიფრთხილე

თუ პაციენტს დარღვეული აქვს ღვიძლის ფუნქცია

თუ პაციენტს აქვს თირკმლის მძიმე ხარისხის დაზიანება ან იმყოფება დიალიზზე

თუ პაციენტს შევიწროებული აქვს თირკმლის არტერია

თუ პაციენტი ერთდროულად ღებულობს აგფ-ინჰიბიტორებს (ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ჯგუფი) და ბეტა-ბლოკატორებს

თუ პაციენტს ახლო წარსულში გადანერგილი აქვს თირკმელი

თუ პაციენტს აქვს ჰიპერალდოსტერონიზმი (მდგომარეობა, როდესაც თირკმელზედა ჯირკვლებში გამოიყოფა ჭარბი რაოდენობის ალდოსტერონი. აღნიშნულ შემთხვევაში, დიოვანის გამოყენება რეკომენდებული არ არის.).

თუ პაციენტს დაკარგული აქვს დიდი რაოდენობით სითხე (მაგ. ფაღარათის, ღებინების ან შარდმდენების მაღალი დოზის მიღების გამო)

თუ პაციენტს აქვს გულის უკმარისობა ან გადატანილი აქვს მიოკარდიუმის ინფარქტი

თუ პაციენტი ღებულობს აგფ-ინჰიბიტორებს ან ალისკირენს. საწყისი დოზა უნდა შეთანხმდეს მკურნალ ექიმთან. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია

თუ პაციენტს ოდესმე ჰქონია ალერგიული რეაქციის ნიშნები (ენის ან სახის შეშუპება) სხვა პრეპარატების მიმართ (მათ შორის აგფ-ინჰიბიტორების). დიოვანით მკურნალობის პერიოდში მსგავსი ნიშნების განვითარების შემთხვევაში, დიოვანის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და აღარ განახლდეს.

თუ პაციენტი ღებულობს პრეპარატებს, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლში. აღნიშნული მოიცავს კალიუმის დანამატებს ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელ საშუალებებს, კალიუმის დამზოგველ პრეპრატებს ან ჰეპარინს. შესაძლოა საჭირო გახდეს კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი.

პაციენტმა უნდა გაითვალისწინოს ექიმის რეკომენდაციები საწყისი დოზის შესახებ. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია.

პაციენტმა დიოვანის მიღებამდე უნდა მიმართოს ექიმს თუ ზემოთ მოცემული მდგომარეობებიდან რომელიმე ეხება მას.

ურთიერთქმედება საკვებთან და სასმელთან

დიოვანის მიღება დასაშვებია საკვებთან ერთად ან მის გარეშე.

ორსულობა

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

პაციენტმა არ უნდა მიმღოს დიოვანი თუ იგი არის ორსულად ან აპირებს დაორსულებას. პრეპარატმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ნაყოფს. პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი ფიქრობს, რომ შესაძლოა იყოს ორსულად ან აპირებს დაორსულებას.

ექიმი განიხილავს პაციენტთან დიოვანთან ასოცირებულ რისკებს ორსულობის პერიოდში. პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ექიმს დიოვანით მკურნალობის პერიოდში დაორსულების შემთხვევაში.

ლაქტაცია

ნებისმიერი პრეპარატის მიღებამდე პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს.

ლაქტაციის პერიოდში დიოვანი არ გამოიყენება. პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ იგი ძუძუთი კვებავს ბავშვს.

ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვა

სხვა მრავალი ანტიჰიპერტენზიული პრეპარატის მსგავსად, დიოვანმა, იშვიათ შემთხვევებში, შესაძლოა გამოიწვიოს თავბრუხვევა და კონცენტრაციის დაქვეითება. ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვამდე ან ისეთი აქტივობების შესრულებამდე, რომლებიც მოითხოვს კონცენტრაციას, პაციენტი უნდა დარწმუნდეს დიოვანის უსაფრთხოებაში.

მნიშნელოვანი ინფორმაცია დიოვანის ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ

დიოვანში შემავალი დამხმარე ნივთიერებები უსაფრთხოა, თუ პაციენტი არ არის მათ მიმართ ალერგიული.

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიმღოს მომავალში, მათ შორის ურეცეპტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

პრეპარატები, რომლებიც აქვეითებენ არტერიალ წნევას, განსაკუთრებით შარდმდენები, აგფ-ინჰიბიტორები ან ალისკირენი

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (აასპ-ები), მათ შორის ციკლოოქსიგენაზა-2-ის სელექტიური ინჰიბიტორები. მკურნალმა ექიმმა შესაძლოა შეამოწმოს თირკმლის ფუნქცია.

ლითიუმი – გამოიყენება ზოგიერთი ფსიქიკური აშლილობის სამკურნალოდ

პრეპარატები, რომლებიც ზრდიან კალიუმის დონეს სისხლში. აღნიშნული მოიცავს კალიუმის დანამატებს ან კალიუმის შემცველ მარილის შემცვლელ საშუალებებს, კალიუმის დამზოგველ პრეპრატებს ან ჰეპარინს. შესაძლოა საჭირო გახდეს კალიუმის დონის რეგულარული კონტროლი

ზოგიერთი ანტიბიოტიკი (რიფამპიცინის ჯგუფის), ციკლოსპორინი (გამოიყენება ტრანსპლანტის მოცილების საწინააღმდეგოდ) ან რიტონავირი (ანტირეტროვირუსული პრეპარატი, რომელიც გამოიყენება აივ-ინფექციის სამკურნალოდ. აღნიშნულმა პრეპარატებმა შესაძლოა გააძლიერონ დიოვანის მოქმედება.

მიოკარდიუმის შემდგომ პერიოდში, აგფ-ინჰიბიტორებთან კომბინაცია რეკომენდებული არ არის.

გულის უკმარისობის სამკურნალოდ, აგფ-ინჰიბიტორებთან და ბეტა-ბლოკატორებთან (გულის უკმარისობის სამკურნალო საშუალებებ) და კალიუმის შემაკავებელ საშუალებებთან (მაღალი არტერიული წნევის სამკურნალო საშუალებები) სამმაგი კომბინაცია რეკომენდებული არ არის.

აგფ-ინჰიბიტორების და ანგიოტენზინი II რეცეპტორის ბლოკატორების კომბინაცია უკუნაჩვენებია დიაბეტური ნეფროპათიის არსებობის შემთხვევაში.

პაციენტმა უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ექიმს იმ პრეპარატების შესახებ, რომლებსაც იღებს, იღებდა ახლო წარსულში ან აპირებს მიიღოს მომავალში, მათ შორის ურეცეფტოდ გასაცემ მედიკამენტებზე.

  • დიოვანის მიღების წესი

სწორი გამოყენების და დოზირების ინსტრუქციები

ხშირ შემთხვევაში, მაღალი არტერიული წნევა პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება. უმეტესობა თავს კარგად გრძნობს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა არ შეწყვიტოს ექიმთან ვიზიტები, იმ შემთხვევაშიც, როდესაც თვითშეგრძნება ნორმალურია. ოპტიმალური ეფექტისა და გვერდითი მოვლენების შემცირებისთვის პრეპარატის მიღება უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის მითითებების მიხედვით. დაუშვებელია რეკლომენდებული დოზის გადაჭარბება.

არტერიული ჰიპერტენზია მოზრდილებში: საჭირო დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. სტანდარტულ დოზას შეადგენს 80 მგ ან 160 მგ ტაბლეტი ერთხელ დღეში. ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა დაინიშნოს უფრო მაღალი დოზა (320 მგ ტაბლეტი) ან მკურნალობის სქემაში ჩაირთოს დამატებითი პრეპარატი (მაგ. შარდმდენი).

არტერიული ჰიპერტენზია ბავშვებსა და მოზარდებში (6-დან 18 წლამდე): პაციენტებში, რომელთა წონა არ აღემატება 35 კგ-ს სტანდარტულ დოზას შეადგენს 40 მგ ვალსარტანი ერთხელ დღეში. პაციენტებში, რომელთა წონა აჭარბებს 35 კგ-ს, სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს 80 მგ ვალსარტანი ერთხელ დღეში (დოზა შესაძლოა გაიზარდოს 160 მგ-მდე ან მაქსიმალურ დოზამდე, რაც შეადგენს 320 მგ-ს).

გულის უკმარისობა მოზრდილებში: სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს 40 მგ ორჯერ დღეში. დოზა თანდათან იზრდება 80 ან 160 მგ-მდე ორჯერ დღეში, რაც დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მარტივად ეგუება პაციენტი მკურნალობას.

ახლო წარსულში გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი მოზრდილებში: სტანდარტულ საწყის დოზას შეადგენს 20 მგ ორჯერ დღეში. დოზა იზრდება რამდენიმე კვირის განმავლობაში და მაქსიმალური დოზა შეადგენს 160 მგ-ს ორჯერ დღეში. 20 მგ დოზა მიიღება 40 მგ-ანი ტაბლეტის ორ ტოლ ნაწილად გაყოფის შედეგად.

პაციენტები მაღალი არტერიული წნევით და ჰიპერგლიკემიით: შაქრიანი დიაბეტის პროგრესირების შესაფერხებლად გამოიყენება 80 მგ ან 160 მგ ერთხელ დღეში. მკურნალობა შესაძლოა დაიწყოს 80 მგ-ით და დოზა შესაძლოა გაიზარდოს 160 მგ-მდე.

მიღების წესი და მიღების გზა

დიოვანი განკუთვნილია მხოლოდ პერ-ორალური მიღებისთვის.

დიოვანის მიღება დასაშვებია საკვებთან ერთად ან მის გარეშე. დიოვანი მიიღება ჭიქა წყალთან ერთად

სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები:

მიღება ბავშვებში:

ბავშვებსა და მოზარდებში დიოვანის გამოყენების შესახებ ინფორმაცია ლიმიტირებულია.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები:

დოზის კორექცია საჭირო არ არის პაციდენტებში 65 წლის ასაკიდან.

განსაკუთრებული მდგომარეობები:

პრეპარატი არ არის განკუთვნილი განსაკუთრებული გამოყენებისთვის.

საჭიროა ინსტრუქციაში მოცემული მითითებების დაცვა, გარდა მკურნალი ექიმის მიერ დადგენილი განსაკუთრებული შემთხვევებისაა.

დიოვანით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ექიმის მიერ განსაზღვრული ვადით.

მკურნალობის ხანგრძლივობასთან დაკავშირებული კითხვებისთვის, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

პაციენტმა უნდა აცნობოს ექიმს თუ ფიქრობს, რომ პრეპარატის მოქმედება ზედმეტად ძლიერი ან არასათანადოდ სუსტია.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში, პაციენტმა დაუყოვნებლივ უნდა მიამრთოს მკურნალ ექიმს. თავბრუსხვევის ან გულის წასვლის შეგრძნების განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

დოზის გამოტოვების შემთხვევაში

ტაბლეტების მიღება უნდა მოხდეს დღის ერთსა და იმავე დროს, უპირატესად დილის საათებში. გამოტოვებული დოზის მიღება უნდა მოხდეს პირველივე შესაძლებლობისას, თუ იგი არ ემთხვევა მომდევნო დოზას. შემდგომი მკურნალობა უნდა გაგრძელდეს გეგმის მიხედვით. გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ორმაგი დოზის მიღება არ შეიძლება.

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში

მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს. მკურნალობა არ უნდა შეწყდეს ექიმისგან დამოუკიდებლად.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორც ყველა წამალს, ამ პრეპარატსაც შეუძლია გვერდითი მოვლენების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტს არ უვითარდება.

გვერდითი მოვლენები მოცემულია განვითარების სიხშირის მიხედვით:

ძალიან ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10-დან 1-ზე ნაკლებ და 100-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ნაკლებად ხშირი: მათი განვითარება მოსალოდნელია 100-დან 1-ზე ნაკლებ და 1000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 1000-დან 1-ზე ნაკლებ და 10 000-დან 1-ზე მეტ შემთხვევაში

ძალიან იშვიათი: მათი განვითარება მოსალოდნელია 10 000-დან 1-ზე ნაკლებ შემთხვევაში

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება

შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:

შემდეგი გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა შეწყვიტოს პრეპარატის მიღება, დაუკავშირდეს მკურნალ ექიმს ან მიაკითხოს უახლოესი საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების განყოფილებას:

ანგიოშეშუპება (ალერგიული რეაქციის ტიპი)

სახის, ტუჩების, ენის ან ყელის შეშუპება

სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება

ურტიკარია, ქავილი

აღნიშნული წარმოადგენს ძალიან საშიშ გვერდით მოვლენებს. მათი განვითარების შემთხვევაში, შესაძლოა საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

ხშირი გვერდითი მოვლენები

თავბრუსხვევა

არტერიული ჰიპოტენზია, ისეთი სიმპტომებით, როგორიცაა თავბრუსხვევა ან მათ გარეშე

თირკმლის ფუნქციის დაქვეითება (თირკმლის უკმარისობის ნიშნები)

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები

ალერგიული რეაქციები, მათ შორის ქავილი, გამონაყარი, სახის, ენის ან ხახის შეშუპება, სუნთქვის ან ყლაპვის გაძნელება (ანგიოშეშუპების ნიშნები) – (იხ. ნაწილი “საშიში გვერდითი მოვლენები”)

გონების უეცარი კარგვა

ვერტიგო

თირკმლის მძიმე ხარისხის დისფუნქცია (თირკმლის უკმარისობის ნიშნები)

კუნთების სპაზმები, არითმია (ჰიპერკალემიის ნიშნები)

ქოშინი, სუნთქვის გაძნელება მწოლიარე პოზიციში, კოჭების ან ფეხების შეშუპება (გულის უკმარისობის ნიშნები)

თავის ტკივილი

ხველა

მუცლის ტკივილი

გულისრევა

ფაღარათი

დაღლილობა

საერთო სისუსტე

უცნობი სიხშირის: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა ვერ ხერხდება

ალერგიული რეაქციები გამონაყრით, ქავილით და ჭინჭრის ციებით; შესაძლოა თან ახლდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა ცხელება, სახსრების/კუთების ტკივილი, ლიმფური კვანძების შეშუპება და/ან გაციების მსგავსი სიმპტომები (შრატისმიერი დაავადების ნიშნები)

წყლულები კანზე (ბულოზური დერმატიტის ნიშანი)

მოიასამნისფრო-მოწითალო ლაქები, ცხელება, ქავილი (ვასცულიტის ნიშნები)

უეცარი სისხლდენა ან სისხლჩაქცევები (თრომბოციტოპენიის ნიშნები)

კუნთების ტკივილი (მიალგია)

ცხელება, ყელის ტკივილი ან წყლულები პირის ღრუში ინფექციის გამო (ნეიტროპენიის ნიშნები)

ჰემოგლობინის და სისხლის წითელი უჯრედების რაოდენობის შემცირება (შესაძლოა განაპირობოს ანემია მძიმე შემთხვევებში)

კალიუმის რაოდენობის მომატება სისლხში (შესაძლოა გამოიწვიოს კუნთების სპაზმი და არითმია მძიმე შემთხვევებში)

ღვიძლის ფუნქციური სინჯების მომატებული მაჩვენებლები (შესაძლოა მიანიშნებდეს ღვიძლის დაზიანებაზე), მათ შორის ბილირუბინის მომატება სისხლში (შესაძლოა გამოიწვიოს კანისა და სკლერების სიყვითლე)

სისხლის შარდოვანას აზოტის და კრეატინინის მომატებული რაოდენობა (შესაძლოა მიანიშნებდეს თირკმლის ფუნქციის დარღვევაზე).

ზოგიერთი გვერდითი მოვლენის სიხშირე დამოკიდებულია დაავადების ტიპზე. მაგალითად, თავბრუსხვევა და თირკმლის დაზიანება შედარებით იშვიათია არტერიული ჰიპერტენზიისას და შედარებით ხშირი გულის უკმარისობის ან გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტის დროს.

შემდეგი გვერდითი მოვლენები განვითარდა დიოვანის კლინიკური კვლევების მიმდინარეობისას და დაუდგენელია მათი მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დიოვანთან: წელის ტკივილი, ლიბიდოს დარღვევები, სინუსების ანთება, უძილობა, სახსრების ტკივილი, ფარინგიტი, რინიტი, ხელების, მაჯების ან ფეხების შეშუპება, ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ვირუსული ინფექციები.

ინსტრუქციაში მოცემული ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შემთხვევაში, პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს ან ფარმაცევტს.

გვერდითი მოვლენების შეტყობინება

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის განვითარების შესახებ, პაციენტმა უნდა აცნობოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. გვერდითი მოვლენების შეტყობინება ასევე შესაძლებელია თურქეთის ფარმაკოუსაფრთხოების ცენტრის (თÜFAM) მეშვეობით, ვებ-გვერდზე არსებულ “ღეპორტინგ Dრუგ შიდე Eფფეცტ” გრაფაზე მიყოლით ან სატელეფონო ზარით ნომერზე 0 800 314 00 08. გვერდითი მოვლენების შეტყობინებით, თითოეულ პაციენტს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ამ პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ცნობების შეგროვებაში.

  • დიოვანის შენახვის წესი

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ინახება არაუმეტეს 30ჩ ტემპერატურაზე.

ნესტისგან დასაცავად ინახება თავისივე კოლოფში.

გამოიყენება შენახვის ვადის გასვლამდე.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. შენახვის ვადა მითითებულია კოლოფზე და ფლაკონზე სიმბოლოების - ‘’EXP’’ შემდეგ.

დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება თუ ის ან მისი შეფუთვა დაზიანებულია.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: Novartis Sağlık, Gıda ve Tarım Ürünleri San. ve Tic A.S., Kavacik/Beykoz/ – İstanbul

წარმოების ადგილი: Novartis Sağlık, Gıda ve Tarım Ürünleri San. ve Tic A.S., Pendik – İstanbul

ინსტრუქციის დამტკიცების თარიღი: 22/12/2015

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა