დიმედროლი LMP 10 მგ/გ გელი
DIMEDROL LMP 10 mg/g gels
კანისა და ლორწოვანი გარსების სხვადასხვა წარმოშობის ქავილი: კანის ალერგიული რეაქციები, 1-ლი ხარისხის მზის და თერმული დამწვრობა, მწერების ნაკბენი, ჭინჭრის ციება, ეგზემა, რომელსაც თან ახლავს ქავილი, ჩუტყვავილა.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დიფენჰიდრამინი (diphenhydramine)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ/გ 30გ გარეგანი გამოყენების გელი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- „LMP“ LTD, ლატვია
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ქავილის საწინააღმდეგო საშუალებები, ანტიჰისტამინური და საანესთეზიო საშუალებების ჩათვლით, ადგილობრივი გამოყენების ანტიჰისტამინური საშუალებები
- ATC კოდი
- D04AA32
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-037462
- რეგისტრირებულია
- 2 მარტი 2023, მოქმედებს 2 მარტი 2028-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- „LMP“ LTD (ლატვია)
- განმცხადებელი
- შპს „იმპექსფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიმედროლი LMP 10 მგ/გ გელი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
კანისა და ლორწოვანი გარსების სხვადასხვა წარმოშობის ქავილი: კანის ალერგიული რეაქციები, 1-ლი ხარისხის მზის და თერმული დამწვრობა, მწერების ნაკბენი, ჭინჭრის ციება, ეგზემა, რომელსაც თან ახლავს ქავილი, ჩუტყვავილა.
მიღების წესი და დოზირება
გელი გარეგანი გამოყენებისათვის.
დიტანეთ გელის თხელი ფენა ქავილიან ზედაპირზე და შეიზილეთ კანში.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ აღემატება 7 დღეს. თუ საჭიროა უფრო ხანგრძლივი გამოყენება, მიმართეთ ექიმს კონსულტაცისთვის.
არ არსებობს ინფორმაცია გელის ზეგავლევის შესახებ თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებზე, ასევე ხანდაზმულ პაციენტებზე.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების და/ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
არ გამოიყენოთ თვალებზე ქავილის მოსახსნელად.
დადასტურებულია დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდისა და პორფირიის (Porphyria) გამწვავების ურთიერთკავშირი, ამიტომ დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი არ არის რეკომენდებული ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის.
დიმედროლი ლმპ 10 მგ/გ გელის გამოყენება ჩუტყვავილას, წითელას ან ექსუდაციური დერმატოზების დროს დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
არ გამოიყენოთ კანის დიდ უბნებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს თერაპია დანიშნულია მკურნალი ექიმის მიერ.
არ გამოიყენოთ ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდს.
განსკუთრებული მითითებები
დიმედროლი ლმპ 10 მგ/გ გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. გელის წასმის შემდეგ არ შეიძლება ოკლუზიური სახვევის დადება. მოერიდეთ გელის თვალებში მოხვედრას, რადგან გელი იწვევს გაღიზიანებას. თუ ეს მოხდება, ჩამოიბანეთ თვალები უხვი რაოდენობის თბილი წყლით. არ გამოიყენოთ 2 თვმდე ასაკის ბავშვებში. გამოიყენეთ 2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. გამოიყენეთ ჩუტყვავილის მქონე ბავშვებში მხოლოდ ექიმის ნებართვით.
სიფრთხილის ზომები
დიმედროლი ლმპ 10 მგ/გ გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.
გელის გამოყენების შემდეგ არ შეიძლება ოკლუზიური სახვევის დადება. მოერიდეთ გელის თვალებში მოხვედრას, ვინაიდან გელი იწვევს გაღიზიანებას. თუ ეს მოხდება, ჩამოიბანეთ თვალები უხვი რაოდენობის თბილი წყლით. არ გამოიყენოთ 2 თვმდე ასაკის ბავშვებში. გამოიყენეთ 2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. გამოიყენეთ ჩუტყვავილის მქონე ბავშვებში, მხოლოდ ექიმის ნებართვით.
- 5. მედიკამენტოზური ურთიერთქმედება და სხვა სახის ურთიერთქმედება
არ აღინიშნა.
ორსულობა და ძუძუთი კვება
გამოიყენეთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ შესაძლო რისკფაქტორის საფუძვლიანი შესწავლის და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პრეპარატის მოქმედების თავისებურებები სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარზე ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობისას
გელი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მედიკამენტოზური ურთიერთქმედება
ურთიერთქმედების მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
გელი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
ყველა გვერდითი მოვლენა დანაწილებულია ჯგუფებად გამოვლენის სიხშირის მიხედვით. თითოეული ჯგუფის გვერდითი მოვლენები, მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, წარმოდგენილია კლებადობის მიხედვით.
ძალიან ხშირად (≥ 1/10)
ხშირად (≥ 1/100-დან <1/10-მდე)
არახშირად (≥ 1/1000-დან <1/100-მდე)
იშვიათი (≥ 1/10000-დან <1/1000-მდე)
ძალიან იშვიათი (<1/10 000)
მონაცემები არ არის (არ განისაზღვრება არსებული ინფორმაციით)
კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების მხრივ:
არც ისე ხშირად: შესაძლებელია კანის გამაღიზიანებელი და მგრძნობიარე (ალერგენული) ზემოქმედება კანზე ან ლორწოვან გარსებზე (სიწითლე, ანთება).
ასეთ შემთხვევებში შეწყვიტეთ გელის გამოყენება.
აცნობეთ ექიმს და ფარმაცევტს, თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში!
ჭარბი დოზა
არ არსებობს ინფორმაცია დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ.
შემადგენლობა
1 გ გელი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას:
დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი (სას Diphenhydramini hydrochloridum) – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
შარდოვანა, ეთილის სპირტი 96%, ტრომეტამოლი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, კარბომერი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), გასუფთავებული წყალი.
წამლისმიერი ფორმა
გელი გარეგანი გამოყენებისთვის.
შენახვის პირობები
3 წელი.
- 4. შენახვის განსაკუთრებული პირობები
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. დაიცავით ტენისგან.
შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
- 5. შეფუთვა
30 გ ალუმინის ტუბებში, ტუბები მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
- 6. ნარჩენების უტილიზაციის განსაკუთრებული მითითებები
ფარმაკოლოგიური თვისებები
ანტიჰისტამინური საშუალებები გარეგანი გამოყენებისთვის.
ათქ კოდი: D04AA32.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიმედროლი ლმპ 10 მგ/გ გელი არის ანტიჰისტამინური პრეპარატი და გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ქავილის აღმოსაფხვრელად.
დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი (დიმედროლი) არის პირველი თაობის H1 ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკატორი გამოხატული ანტიჰისტამინური აქტივობით. დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი ამცირებს ქავილს, შეშუპებას, ჰიპერემიას. დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდს ასევე გააჩნია ანტიალერგიული და ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტი. დამხმარე ნივთიერება ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი არის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, რომელიც ამცირებს ქავილსგან გამოწვეულ ტკივილს.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო საშუალების სამედიცინო
გამოყენების ინსტრუქცია მომხმარებლისთვის
დიმედროლი ლმპ 10 მგ/გ გელი
შემადგენლობა
1 გ გელი შეიცავს:
აქტიურ ნივთიერებას:
დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი (სას Diphenhydramini hydrochloridum) – 10 მგ.
დამხმარე ნივთიერებები:
შარდოვანა, ეთილის სპირტი 96%, ტრომეტამოლი, ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი, კარბომერი, მეთილის პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), გასუფთავებული წყალი.
წამლისმიერი ფორმა
გელი გარეგანი გამოყენებისთვის.
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ანტიჰისტამინური საშუალებები გარეგანი გამოყენებისთვის.
ათქ კოდი: D04AA32.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიმედროლი ლმპ 10 მგ/გ გელი არის ანტიჰისტამინური პრეპარატი და გამოიყენება სხვადასხვა წარმოშობის ქავილის აღმოსაფხვრელად.
დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი (დიმედროლი) არის პირველი თაობის H1 ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკატორი გამოხატული ანტიჰისტამინური აქტივობით. დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი ამცირებს ქავილს, შეშუპებას, ჰიპერემიას. დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდს ასევე გააჩნია ანტიალერგიული და ადგილობრივი საანესთეზიო ეფექტი. დამხმარე ნივთიერება ლიდოკაინის ჰიდროქლორიდი არის ადგილობრივი საანესთეზიო საშუალება, რომელიც ამცირებს ქავილსგან გამოწვეულ ტკივილს.
გამოყენების ჩვენებები
კანისა და ლორწოვანი გარსების სხვადასხვა წარმოშობის ქავილი: კანის ალერგიული რეაქციები, 1-ლი ხარისხის მზის და თერმული დამწვრობა, მწერების ნაკბენი, ჭინჭრის ციება, ეგზემა, რომელსაც თან ახლავს ქავილი, ჩუტყვავილა.
უკუჩვენებები
ჰიპერმგრძნობელობა აქტიური ნივთიერების და/ან ნებისმიერი დამხმარე ნივთიერების მიმართ.
არ გამოიყენოთ თვალებზე ქავილის მოსახსნელად.
დადასტურებულია დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდისა და პორფირიის (Porphyria) გამწვავების ურთიერთკავშირი, ამიტომ დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი არ არის რეკომენდებული ამ დაავადების მქონე პაციენტებისთვის.
დიმედროლი ლმპ 10 მგ/გ გელის გამოყენება ჩუტყვავილას, წითელას ან ექსუდაციური დერმატოზების დროს დასაშვებია მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.
არ გამოიყენოთ კანის დიდ უბნებზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს თერაპია დანიშნულია მკურნალი ექიმის მიერ.
არ გამოიყენოთ ერთდროულად სხვა სამკურნალო საშუალებებთან, რომლებიც შეიცავენ დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდს.
განსკუთრებული მითითებები
დიმედროლი ლმპ 10 მგ/გ გელი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის. გელის წასმის შემდეგ არ შეიძლება ოკლუზიური სახვევის დადება. მოერიდეთ გელის თვალებში მოხვედრას, რადგან გელი იწვევს გაღიზიანებას. თუ ეს მოხდება, ჩამოიბანეთ თვალები უხვი რაოდენობის თბილი წყლით. არ გამოიყენოთ 2 თვმდე ასაკის ბავშვებში. გამოიყენეთ 2 თვიდან 2 წლამდე ასაკის ბავშვებში სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ. გამოიყენეთ ჩუტყვავილის მქონე ბავშვებში მხოლოდ ექიმის ნებართვით.
ორსულობა და ლაქტაცია
გამოიყენეთ ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მხოლოდ შესაძლო რისკფაქტორის საფუძვლიანი შესწავლის და ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
პრეპარატის მოქმედების თავისებურებები სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარზე ან პოტენციურად სახიფათო მექანიზმებთან მუშაობისას
გელი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
მედიკამენტოზური ურთიერთქმედება
ურთიერთქმედების მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
დოზის გადაჭარბება
არ არსებობს ინფორმაცია დოზის გადაჭარბების შემთხვევების შესახებ.
გამოყენების წესი და დოზირება
გელი გარეგანი გამოყენებისათვის.
დიტანეთ გელის თხელი ფენა ქავილიან ზედაპირზე და შეიზილეთ კანში.
პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა არ აღემატება 7 დღეს. თუ საჭიროა უფრო ხანგრძლივი გამოყენება, მიმართეთ ექიმს კონსულტაცისთვის.
არ არსებობს ინფორმაცია გელის ზეგავლევის შესახებ თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებზე, ასევე ხანდაზმულ პაციენტებზე.
გვერდითი მოვლენები
ყველა გვერდითი მოვლენა დანაწილებულია ჯგუფებად გამოვლენის სიხშირის მიხედვით. თითოეული ჯგუფის გვერდითი მოვლენები, მათი მნიშვნელობიდან გამომდინარე, წარმოდგენილია კლებადობის მიხედვით.
ძალიან ხშირად (≥ 1/10)
ხშირად (≥ 1/100-დან <1/10-მდე)
არახშირად (≥ 1/1000-დან <1/100-მდე)
იშვიათი (≥ 1/10000-დან <1/1000-მდე)
ძალიან იშვიათი (<1/10 000)
მონაცემები არ არის (არ განისაზღვრება არსებული ინფორმაციით)
კანისა და კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილების მხრივ:
არც ისე ხშირად: შესაძლებელია კანის გამაღიზიანებელი და მგრძნობიარე (ალერგენული) ზემოქმედება კანზე ან ლორწოვან გარსებზე (სიწითლე, ანთება).
ასეთ შემთხვევებში შეწყვიტეთ გელის გამოყენება.
აცნობეთ ექიმს და ფარმაცევტს, თუ შეამჩნევთ ისეთ გვერდით ეფექტებს, რომლებიც არ არის ჩამოთვლილი მოცემულ ინსტრუქციაში!
ვარგისიანობის ვადა
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
შენახვა
შეინახეთ ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. შეინახეთ ტენისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ მზის პირდაპირი სხივებისგან დაცულ ადგილას.
გამოშვების ფორმა და შეფუთვა
30 გ ალუმინის ტუბებში, ტუბები მოთავსებულია მუყაოს შეფუთვაში ფურცელ-ჩანართთან ერთად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.
გამოყენებისა და უტილიზაციის მითითებები
განსაკუთრებული მითითებები არ არის.
სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი და მწარმოებელი
შპს „ლმპ”, ვიეტალვასის ქუჩა 1, რიგა, LV-1009, ლატვია.
ტექსტის ბოლო შემოწმების თარიღი:
2023 წლის იანვარი.
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


