პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
კარდიალური თერაპია

დიგოქსინი-გრინდექსი 0,25მგ

DIGOXIN-GRINDEKS 0,25mg

რეცეპტითინსტრუქცია ქართულადლატვია
რისთვის გამოიყენება

დიგოქსინიგრინდექსი შეიცავს დიგოქსინს. იგი მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომლებსაც უწოდებენ საგულე გლიკოზიდებს. დიგოქსინი ანელებს გულისცემის სიხშირეს, ამასთან ზრდის გულის კუნთის შეკუმშვის ძალას. იგი გამოიყენება გულის შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: გულის უკმარისობა. …

სრულად
მოქმედი ნივთიერება
დიგოქსინი (digoxin)
ფორმა და შეფუთვა
0,25მგ ტაბლეტი №50
მწარმოებელი
AS GRINDEKS., ლატვია
გაცემის წესი
II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კარდიალური თერაპია, საგულე გლიკოზიდები
ATC კოდი
C01AA05
რეგისტრაციის ნომერი
რ-038318
რეგისტრირებულია
12 ივნისი 2023, მოქმედებს 12 ივნისი 2028-მდე
რეგისტრაციის მფლობელი
()
განმცხადებელი
სს გრინდეკსი-ს წარმომადგენლობა (ფილიალი)
GMP
-
ურთიერთქმედების შემოწმებადიგოქსინი-გრინდექსი 0,25მგ და სხვა წამალი ერთად

დიგოქსინი-გრინდექსი 0,25მგ — ინსტრუქცია ქართულად

რისთვის გამოიყენება

დიგოქსინიგრინდექსი შეიცავს დიგოქსინს. იგი მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომლებსაც უწოდებენ საგულე გლიკოზიდებს. დიგოქსინი ანელებს გულისცემის სიხშირეს, ამასთან ზრდის გულის კუნთის შეკუმშვის ძალას.

იგი გამოიყენება გულის შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

გულის უკმარისობა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გულს არ შეუძლია სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო რაოდენობის სისხლის გადასროლა;

გულის რითმის დარღვევები (წინაგულების თრთოლვა და წინაგულების ფიბრილაცია). ისინი გამოწვეულია წინაგულებში ელექტრო სიგნალის გატარების დარღვევებით. შედეგად, ხდება გულისცემის აჩქარება ან არარეგულარული ხდება.

მიღების წესი და დოზირება

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი თქვენი ექიმის დანიშნულების მიხედვით. გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის დიგოქსინის საუკეთესო დოზას შემდეგზე დაყრდნობით:

გულის დაავადების სირთულე და ტიპი;

თქვენი ასაკი, წონა და თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლები;

რეაქცია მკურნალობაზე. ექიმს შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს დოზა. თუ დაგჭირდებათ 0.25 მგ-ზე ნაკლები დოზა, ექიმი სავარაუდოდ ტაბლეტების ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა დოზირების ფორმას ან დიგოქსინის შემცველ სხვა ტაბლეტებს. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ანალიზებს (სისხლის და შარდის ანალიზს) რათა განსაზღვროს, თუ როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე.

ამ პრეპარატის მიღება

ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად.

ჩვეულებრივ დიგოქსინით თერაპია ხდება ორ ეტაპად:

ეტაპი 1 – დარტყმითი დოზა

დარტყმითი დოზა სწრაფად ზრდის დიგოქსინის დონეს საჭირო დონემდე. ექიმი დაგინიშნავთ:

მიიღეთ ერთი დიდი დოზა და შემდეგ დაიწყეთ შემანარჩუნებელ დოზა ან

მიიღეთ უფრო დაბალი დოზა ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში და შემდეგ დაიწყეთ შემანარჩუნებელ დოზა.

ეტაპი 2 – შემანარჩუნებელი დოზა

დარტყმითი დოზის შემდეგ ყოველდღე მიიღებთ დიგოქსინის ბევრად უფრო დაბალ დოზას. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

მოზრდილები და 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

დარტყმითი დოზა

რეკომენდირებული დოზაა 0.75-1.5 მგ (3-6 ტაბლეტი) ერთჯერადი დოზის სახით.

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება მიეცეს გაყოფილი დოზით, 6 საათიანი ინტერვალით.

ალტერნატიულად, 0.25-0.75 მგ (1-3 ტაბლეტი) შეიძლება მიღებული იყოს ყოველდღე, კვირის განმავლობაში.

შემანარჩუნებელი დოზა

თქვენი ექიმი გადაწყვეტს ამას მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით.

რეკომენდირებული დოზაა 0.125-0.25 მგ დღეში.

ზოგიერთი პაციენტისთვის შეიძლება საკმარისი იყოს დაბალი დოზა (0.0625 მგ), ხოლო ზოგიერთისთვის უფრო მაღალი.

ხანდაზმულები

დარტყმითი დოზა

რეკომენდირებული დოზაა 0.75-1.5 მგ (3-6 ტაბლეტი), გამოიყენება გაყოფილი დოზით 6-საათიანი ინტერვალით.

შემანარჩუნებელი დოზა

ექიმი მას გადაწყვეტს მკურნალობისადმი თქვენი რეაქციის მიხედვით.

რეკომენდირებული დოზაა 0.0625 მგ დღეში.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

გამოყენებული უნდა იყოს უფრო დაბალი დოზები.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

არ არსებობს რაიმე სპეციფიური რეკომენდაციები დოზებთან დაკავშირებით.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

დიგოქსინიგრინდექსი არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ესაჭიროებათ მოზრდილების დოზები (იხილეთ ზემოთ). დოზა განისაზღვრება ბავშვის სხეულის წონის მიხედვით.

თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ სხვა დოზირება, უნდა დაიცვათ მისი მითითებები.

თუ ღებულობთ საჭიროზე მეტ დიგოქსინი- გრინდექსს

თუ თქვენ ზედმეტი დოზა მიიღეთ, ან ვინმე სხვამ მიიღო თქვენი წამალი შეცდომით, ეჭვობთ, რომ მოხდა დოზის გადაჭარბება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ წამლის შეფუთვა.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები მსგავსია მე-4 სექციაში ჩამოთვლილი სიმპტომებისა. ინტოქსიკაციის ყველაზე ხშირად გამოვლენილი ნიშნებია გულის რითმის სხვადასხვა დარღვევა. დოზის გადაჭარბების სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მადის დაქვეითებას, გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, დიარეას, თავის ტკივილს, კანის დაზიანებას, უძლურობას, სისუსტეს, თავბრუსხვევას, ძილიანობას, ცნობიერების დაქვეითებას, კონფუზიას, ღამის კოშმარებს, კრუნჩხვებს, კანის რეაქციებს და მხედველობის დაქვეითებას, იშვიათად- დელირიუმს, მწვავე ფსიქოზს და ჰალუცინაციებს. ხანდაზმულ ადამიანებში შეიძლება გამოვლინდეს უნებლიე მოძრაობები, წყლიანი დიარეა, ყლაპვის გაძნელება და მეტყველების გაძნელება ან ტკივილი საუბრის დროს.

თუ დაგავიწყდათ დიგოქსინი- გრინდექსის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ თითქმის დადგა შემდეგი დოზის დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ დიგოქსინი- გრინდექსის მიღებას

არ შეწყვიტოთ ამ წამლის მიღება, ვინაიდან ამის გამო გულთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება გაგიუარესდეთ. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ წამლის მიღების შეწყვეტა.

წამლის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენებები

თუ გაქვთ ალერგია დიგოქსინის, სხვა სათითურას გლიკოზიდების ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი სექცია 6);

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ნებისმიერი შემდეგი გულის პრობლემა:

პარკუჭოვანი დისფუნქცია (პარკუჭოვანი ტაქიკარდია ან პარკუჭოვანი ფიბრილაცია);

ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია;

გულის არითმიები (სუპრავენტრიკულარული არითმია) ასოცირებული დამატებით გამტარ გზებთან წინაგულებსა და პარკუჭებს შორის (WPW სინდრომი);

მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, თუ არ იქნა გამოყენებული ხელოვნური კარდიოსტიმულატორი;

გულის რითმის დარღვევები, გამოწვეული საგულე გლიკოზიდებით ინტოქსიკაციით;

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა თქვენ ნებისმიერი ჩამოთვლილი დაავადება, დიგოქსინი-გრინდექსის მიღებამდე დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

სიფრთხილის ზომები

დიგოქსინი-გრინდექსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ:

გაქვთ გარკვეული პრობლემები გულთან დაკავშირებით (ატრიოვენტრიკულარული ბლოკადის სხვადასხვა ხარისხი ან სინუსური კვანძის სინდრომი);

თუ გაქვთ გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი);

თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);

გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა;

ცოტა ხნის წინ ჩაიტარეთ ოპერაცია გულზე;

გაქვთ პრობლემები თირკმელებთან;

გაქვთ პრობლემები ფარისებრ ჯირკვალთან;

გაქვთ რესპირატორული დაავადებები;

გაქვთ კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოკალემია ან ჰიპომაგნემია);

გაქვთ კალციუმის მომატებული დონე სისხლში (ჰიპერკალცემია);

ხართ ხანდაზმული.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა ან შეიძლება დაგჭირდეთ სხვა წამალი.

რეკომენდირებულია დიგოქსინის მიღების შეწყვეტა დაგეგმილ კარდიოვერსიამდე 24-48 საათით ადრე, ვინაიდან არსებობს სიცოცხლისთვის საშიში გულის რითმის დარღვევების რისკი.

სავარაუდოდ, დიგოქსინი ზრდის მკერდის კიბოს რისკს ქალებში.

დიგოქსინით თერაპიის დროს პერიოდულად უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია, ისევე, როგორც ელექტროლიტების და დიგოქსინის დონე შრატში.

ბავშვები და მოზარდები

დიგოქსინიგრინდექსი არ უნდა იყოს გამოყენებული 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა წამლები.

კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

მიღებული გაქვთ დიგოქსინი ან დიგიტოქსინი ბოლო ორი ან სამი კვირის განმავლობაში. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის ცვლილება.

დიგოქსინის სხვა წამლებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეცვალოს მათი მოქმედება ან დიგოქსინი-გრინდექსის მოქმედება. უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ქვემოთ აღნიშნულთაგან ნებისმიერს:

წამლები არარეგულარული გულისცემისთვის (არითმია) და მაღალი არტერიული წნევისთვის;

დიურეტიკები;

წამლები ქოლესტერინის მაღალი დონისთვის;

კალციუმის მარილები;

მედიკამენტები ინფექციის სამკურნალოდ (ანტიბიოტიკები);

კორტიკოსტეროიდები;

სიმპატომიმეტიკური პრეპარატები;

კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები;

აცეტაზოლამიდი (გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები);

მუცლის ღრუს პრობლემების დროს გამოყენებული პრეპარატები, საჭმლის მონელების დარღვევის, დიარეის და ღებინების ჩათვლით (როგორიცაა კარბენოქსოლონი, ომეპრაზოლი, კუჭის მჟავას გამანეიტრალიზირებელი პრეპარატები);

აივ საწინააღმდეგო პრეპარატები;

პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატები (კოლხიცინი);

მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ქინინი, მეფლოქინი);

კუნთების მოსადუნებელი პრეპარატები (ტიზანიდინი);

ულიპრისტალი (გადაუდებელი კონტრაცეპცია);

შფოთვის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცა ალპრაზოლამი);

იმუნოდეპრესანტები (მაგ. ციკლოსპორინი);

შარდის შეუკავებლობის სამკურნალო პრეპარატები;

ანთების საწინააღმდეგო ან რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები;

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები;

პრეპარატები სისხლში შაქრის დონის დასაწევად;

პრეპარატები ვენებში სისხლის შედედების პრევენციისთვის;

ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატები;

მცენარეული საშუალება კრაზანა. იგი არ უნდა მიიღოთ დიგოქსინის მიღებისას. თუ უკვე მიიღეთ კრაზანა, უთხარით ამის შესახებ ექიმს რაც შეიძლება მალე, ვიდრე შეწყვეტთ კრაზანის მიღებას.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დიგოქსინი -გრინდექსი საკვებთან ერთად

საკვები ანელებს ამ წამლის შეწოვას.

ორსულობა და ძუძუთი კვება

თუ ხართ ორსულად ან ხართ მეძუძური დედა, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს.

ორსულობის დროს დიგოქსინის მიღება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ პოტენციური სარგებელი დედის მკურნალობიდან აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ამას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

დიგოქსინი მცირე ოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძურ დედებს ეს წამალი უნდა მიეცეს სიფრთხილით.

არ არსებობს მონაცემები დიგოქსინის გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე.

ავტომანქანების ტარება და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

თქვენ შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი ან გაგიჩნდეთ ბუნდოვანი მხედველობა დიგოქსინის მიღებისას. ამ შემთხვევაში არ უნდა ატაროთ ავტომობილი ან იმუშაოთ მანქანა-დანადგარებთან.

დიგოქსინი - გრინდექსი შეიცავს სუკროზას და გლუკოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ ვერ იტანთ ზოგიერთ შაქარს, ამ წამლის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.

გვერდითი მოვლენები

ყველა წამლის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

გვერდითი მოვლენები ყველაზე ხშირად ვლინდება დიდი დოზების მიღებისას.

დაუყოვნებლივ მოახსენეთ თქვენს ექიმს, თუ:

გაქვთ პაპლიტაციები, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა ან ოფლდენა. ეს შეიძლება იყოს გულის რითმის სხვა, ახალი დარღვევებით გამოწვეული სერიოზული პრობლემის ნიშნები.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ში)

ძილიანობა ან თავბრუსხვევა

მხედველობის დარღვევა (ბუნდოვანი მხედველობა, ობიექტების ყვითელ ფერში დანახვა)

ნელი ან არარეგულარული გულისცემა

გულისრევა, ღებინება, დიარეა

კანზე გამონაყარი, რომელიც მსგავსია ჭინჭრის ციების ან დამახასიათებელია ქუნთრუშასთვის; შეიძლება თან ახლდეს სპეციფიური სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 ადამიანიდან 1-ში)

დეპრესია

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 ადამიანიდან 1-ში)

თრომბოციტოპენია (თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა სისხლში); შეიძლება გამოვლინდეს სისხლჩაქცევები ან სისხლდენა ნორმაზე უფრო იოლად

მადის დაკარგვა

ფსიქიატრიული დარღვევები, აპათია, დაბნეულობა, საღად მსჯელობის შეუძლებლობა, ჰალუცინაციები

თავის ტკივილი

გულის რითმის მძიმე დარღვევები (არითმია). თქვენს ექიმს შეუძლია ჩაგიტაროთ რეგულარული შემოწმებები იმაში დასარწმუნებლად, რომ დიგოქსინი თქვენზე უსაფრთხოდ მოქმედებს.

ტკივილი მუცლის არეში, გამოწვეული სისხლის მოწოდების ნაკლებობით ან ნაწლავების დაზიანებით

მკერდის გადიდება მამაკაცებში (ხანგრძლივი მკურნალობისას)

დაღლილობა, ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება (ავადმყოფობის შეგრძნება), სისუსტე

მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოახსენოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ წამლების სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით, იერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV-1003. ვებგვერდი: www.zva.gov.lv.

გვერდითი მოვლენების მოხსენებით დაგვეხმარებით მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ უნდა შეინახოთ დიგოქსინი-გრინდექსი

არ შეინახოთ 25 °C-ზე მაღლა.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილებში.

არ გამოიყენოთ ეს წამალი მუყაოს შეფუთვაზე “EXP”-ის გვერდით დაწერილი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ ნებისმიერი წამალი ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

შემადგენლობა

  • აქტიური ნივთიერება არის დიგოქსინი (digoxinum). თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.25 მგ დიგოქსინს.
  • სხვა ინგრედიენტებია (შემავსებლები) სუკროზა, გლუკოზა, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი, პარაფინის სითხე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

როგორ გამოიყურება დიგოქსინი-გრინდექსი და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ან მოთეთრო ფერის მრგვალი ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით და მოჭრილი კიდეებით.

25 ტაბლეტი შეფუთულია PVC/ალუმინის ბლისტერში.

2 ბლისტერი (50 ტაბლეტი) შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის

სარეკომენდაციო ვერსია

შეფუთვის ინსტრუქცია: ინფორმაცია მომხმარებლებისთვის

დიგოქსინი-გრინდექსი 0.25 მგ ტაბლეტები

digoxinum

ყურადღებით წაიკითხეთ ეს ინსტრუქცია პრეპარატის გამოყენების დაწყებამდე, ვინაიდან იგი შეიცავს თქვენთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას.

  • შეინახეთ ეს ინსტრუქცია. შეიძლება დაგჭირდეთ მისი ხელახლა წაკითხვა.
  • თუ თქვენ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.
  • ეს წამალი დაგენიშნათ მხოლოდ თქვენ. არ გადასცეთ იგი სხვებს. მას შეუძლია ზიანი მიაყენოს მათ, მაშინაც კი, თუ მათ აქვთ თქვენი დაავადების მსგავსი სიმპტომები.
  • თუ თქვენ გაქვთ რაიმე გვერდითი მოვლენა, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს მოიცავს ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ინსტრუქციაში. იხილეთ სექცია 4.

რა არის ამ ინსტრუქციაში:

რა არის დიგოქსინი-გრინდექსი და რისთვის გამოიყენება იგი

რა უნდა იცოდეთ დიგოქსინი-გრინდექსის მიღებამდე

როგორ გამოიყენება დიგოქსინი-გრინდექსი

შესაძლო გვერდითი მოვლენები

როგორ უნდა შეინახოთ დიგოქსინი-გრინდექსი

შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

  • რა არის დიგოქსინი- გრინდექსი და რისთვის გამოიყენება იგი

დიგოქსინიგრინდექსი შეიცავს დიგოქსინს. იგი მიეკუთვნება იმ მედიკამენტების ჯგუფს, რომლებსაც უწოდებენ საგულე გლიკოზიდებს. დიგოქსინი ანელებს გულისცემის სიხშირეს, ამასთან ზრდის გულის კუნთის შეკუმშვის ძალას.

იგი გამოიყენება გულის შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

გულის უკმარისობა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გულს არ შეუძლია სხეულის ნორმალური ფუნქციონირებისათვის საჭირო რაოდენობის სისხლის გადასროლა;

გულის რითმის დარღვევები (წინაგულების თრთოლვა და წინაგულების ფიბრილაცია). ისინი გამოწვეულია წინაგულებში ელექტრო სიგნალის გატარების დარღვევებით. შედეგად, ხდება გულისცემის აჩქარება ან არარეგულარული ხდება.

  • რა უნდა იცოდეთ დიგოქსინი- გრინდექსის მიღებამდე

არ მიიღოთ დიგოქსინი - გრინდექსი:

თუ გაქვთ ალერგია დიგოქსინის, სხვა სათითურას გლიკოზიდების ან ამ პრეპარატის ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ (ჩამოთვლილი სექცია 6);

თუ ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ნებისმიერი შემდეგი გულის პრობლემა:

პარკუჭოვანი დისფუნქცია (პარკუჭოვანი ტაქიკარდია ან პარკუჭოვანი ფიბრილაცია);

ჰიპერტროფული ობსტრუქციული კარდიომიოპათია;

გულის არითმიები (სუპრავენტრიკულარული არითმია) ასოცირებული დამატებით გამტარ გზებთან წინაგულებსა და პარკუჭებს შორის (WPW სინდრომი);

მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულარული ბლოკადა, თუ არ იქნა გამოყენებული ხელოვნური კარდიოსტიმულატორი;

გულის რითმის დარღვევები, გამოწვეული საგულე გლიკოზიდებით ინტოქსიკაციით;

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა თქვენ ნებისმიერი ჩამოთვლილი დაავადება, დიგოქსინი-გრინდექსის მიღებამდე დაელაპარაკეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები

დიგოქსინი-გრინდექსის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ:

გაქვთ გარკვეული პრობლემები გულთან დაკავშირებით (ატრიოვენტრიკულარული ბლოკადის სხვადასხვა ხარისხი ან სინუსური კვანძის სინდრომი);

თუ გაქვთ გულის კუნთის ანთება (მიოკარდიტი);

თუ ცოტა ხნის წინ გქონდათ გულის შეტევა (მიოკარდიუმის ინფარქტი);

გაქვთ გულის მძიმე უკმარისობა;

ცოტა ხნის წინ ჩაიტარეთ ოპერაცია გულზე;

გაქვთ პრობლემები თირკმელებთან;

გაქვთ პრობლემები ფარისებრ ჯირკვალთან;

გაქვთ რესპირატორული დაავადებები;

გაქვთ კალიუმის ან მაგნიუმის დაბალი დონე სისხლში (ჰიპოკალემია ან ჰიპომაგნემია);

გაქვთ კალციუმის მომატებული დონე სისხლში (ჰიპერკალცემია);

ხართ ხანდაზმული.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს. თქვენმა ექიმმა შეიძლება შეგიცვალოთ დოზა ან შეიძლება დაგჭირდეთ სხვა წამალი.

რეკომენდირებულია დიგოქსინის მიღების შეწყვეტა დაგეგმილ კარდიოვერსიამდე 24-48 საათით ადრე, ვინაიდან არსებობს სიცოცხლისთვის საშიში გულის რითმის დარღვევების რისკი.

სავარაუდოდ, დიგოქსინი ზრდის მკერდის კიბოს რისკს ქალებში.

დიგოქსინით თერაპიის დროს პერიოდულად უნდა შეფასდეს თირკმლის ფუნქცია, ისევე, როგორც ელექტროლიტების და დიგოქსინის დონე შრატში.

ბავშვები და მოზარდები

დიგოქსინიგრინდექსი არ უნდა იყოს გამოყენებული 10 წლამდე ასაკის ბავშვებში.

სხვა წამლები და დიგოქსინი-გრინდექსი

უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ, მიიღეთ ცოტა ხნის წინ ან შეიძლება მიიღოთ ნებისმიერი სხვა წამლები.

კერძოდ, უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ:

მიღებული გაქვთ დიგოქსინი ან დიგიტოქსინი ბოლო ორი ან სამი კვირის განმავლობაში. თქვენს ექიმს შეიძლება დასჭირდეს დოზის ცვლილება.

დიგოქსინის სხვა წამლებთან ერთად მიღებამ შეიძლება შეცვალოს მათი მოქმედება ან დიგოქსინი-გრინდექსის მოქმედება. უთხარით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ღებულობთ ქვემოთ აღნიშნულთაგან ნებისმიერს:

წამლები არარეგულარული გულისცემისთვის (არითმია) და მაღალი არტერიული წნევისთვის;

დიურეტიკები;

წამლები ქოლესტერინის მაღალი დონისთვის;

კალციუმის მარილები;

მედიკამენტები ინფექციის სამკურნალოდ (ანტიბიოტიკები);

კორტიკოსტეროიდები;

სიმპატომიმეტიკური პრეპარატები;

კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატები;

აცეტაზოლამიდი (გლაუკომის საწინააღმდეგო პრეპარატები);

მუცლის ღრუს პრობლემების დროს გამოყენებული პრეპარატები, საჭმლის მონელების დარღვევის, დიარეის და ღებინების ჩათვლით (როგორიცაა კარბენოქსოლონი, ომეპრაზოლი, კუჭის მჟავას გამანეიტრალიზირებელი პრეპარატები);

აივ საწინააღმდეგო პრეპარატები;

პოდაგრის საწინააღმდეგო პრეპარატები (კოლხიცინი);

მალარიის საწინააღმდეგო პრეპარატები (ქინინი, მეფლოქინი);

კუნთების მოსადუნებელი პრეპარატები (ტიზანიდინი);

ულიპრისტალი (გადაუდებელი კონტრაცეპცია);

შფოთვის სამკურნალო პრეპარატები (როგორიცა ალპრაზოლამი);

იმუნოდეპრესანტები (მაგ. ციკლოსპორინი);

შარდის შეუკავებლობის სამკურნალო პრეპარატები;

ანთების საწინააღმდეგო ან რევმატიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები;

სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები;

პრეპარატები სისხლში შაქრის დონის დასაწევად;

პრეპარატები ვენებში სისხლის შედედების პრევენციისთვის;

ასთმის საწინააღმდეგო პრეპარატები;

მცენარეული საშუალება კრაზანა. იგი არ უნდა მიიღოთ დიგოქსინის მიღებისას. თუ უკვე მიიღეთ კრაზანა, უთხარით ამის შესახებ ექიმს რაც შეიძლება მალე, ვიდრე შეწყვეტთ კრაზანის მიღებას.

თუ არ ხართ დარწმუნებული, გეხებათ თუ არა ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი, პრეპარატის მიღებამდე გაესაუბრეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

დიგოქსინი -გრინდექსი საკვებთან ერთად

საკვები ანელებს ამ წამლის შეწოვას.

ორსულობა, ლაქტაცია და ფერტილურობა

თუ ხართ ორსულად ან ხართ მეძუძური დედა, ან ფიქრობთ, რომ შეიძლება იყოთ ორსულად ან გეგმავთ ბავშვის ყოლას, ამ პრეპარატის მიღებამდე ჰკითხეთ რჩევა თქვენს ექიმს.

ორსულობის დროს დიგოქსინის მიღება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ პოტენციური სარგებელი დედის მკურნალობიდან აჭარბებს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. ამას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

დიგოქსინი მცირე ოდენობით გამოიყოფა დედის რძეში. მეძუძურ დედებს ეს წამალი უნდა მიეცეს სიფრთხილით.

არ არსებობს მონაცემები დიგოქსინის გავლენის შესახებ ადამიანის ფერტილობაზე.

ავტომანქანების ტარება და მანქანა-დანადგარებთან მუშაობა

თქვენ შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა, დაღლილობა, თავის ტკივილი ან გაგიჩნდეთ ბუნდოვანი მხედველობა დიგოქსინის მიღებისას. ამ შემთხვევაში არ უნდა ატაროთ ავტომობილი ან იმუშაოთ მანქანა-დანადგარებთან.

დიგოქსინი - გრინდექსი შეიცავს სუკროზას და გლუკოზას

თუ ექიმმა გითხრათ, რომ ვერ იტანთ ზოგიერთ შაქარს, ამ წამლის მიღებამდე დაუკავშირდით ექიმს.

  • როგორ უნდა მიიღოთ დიგოქსინი- გრინდექსი

ყოველთვის მიიღეთ ეს წამალი თქვენი ექიმის დანიშნულების მიხედვით. გადაამოწმეთ ექიმთან ან ფარმაცევტთან, თუ არ ხართ დარწმუნებული.

თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენთვის დიგოქსინის საუკეთესო დოზას შემდეგზე დაყრდნობით:

გულის დაავადების სირთულე და ტიპი;

თქვენი ასაკი, წონა და თირკმლის ფუნქციის მაჩვენებლები;

რეაქცია მკურნალობაზე. ექიმს შეუძლია გაზარდოს ან შეამციროს დოზა. თუ დაგჭირდებათ 0.25 მგ-ზე ნაკლები დოზა, ექიმი სავარაუდოდ ტაბლეტების ნაცვლად დაგინიშნავთ სხვა დოზირების ფორმას ან დიგოქსინის შემცველ სხვა ტაბლეტებს. თქვენი ექიმი დაგინიშნავთ ანალიზებს (სისხლის და შარდის ანალიზს) რათა განსაზღვროს, თუ როგორ რეაგირებთ მკურნალობაზე.

ამ პრეპარატის მიღება

ტაბლეტები უნდა გადაყლაპოთ მთლიანად.

ჩვეულებრივ დიგოქსინით თერაპია ხდება ორ ეტაპად:

ეტაპი 1 – დარტყმითი დოზა

დარტყმითი დოზა სწრაფად ზრდის დიგოქსინის დონეს საჭირო დონემდე. ექიმი დაგინიშნავთ:

მიიღეთ ერთი დიდი დოზა და შემდეგ დაიწყეთ შემანარჩუნებელ დოზა ან

მიიღეთ უფრო დაბალი დოზა ყოველდღე ერთი კვირის განმავლობაში და შემდეგ დაიწყეთ შემანარჩუნებელ დოზა.

ეტაპი 2 – შემანარჩუნებელი დოზა

დარტყმითი დოზის შემდეგ ყოველდღე მიიღებთ დიგოქსინის ბევრად უფრო დაბალ დოზას. მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს თქვენი ექიმი.

მოზრდილები და 10 წელზე მეტი ასაკის ბავშვები

დარტყმითი დოზა

რეკომენდირებული დოზაა 0.75-1.5 მგ (3-6 ტაბლეტი) ერთჯერადი დოზის სახით.

ზოგიერთ პაციენტს შეიძლება მიეცეს გაყოფილი დოზით, 6 საათიანი ინტერვალით.

ალტერნატიულად, 0.25-0.75 მგ (1-3 ტაბლეტი) შეიძლება მიღებული იყოს ყოველდღე, კვირის განმავლობაში.

შემანარჩუნებელი დოზა

თქვენი ექიმი გადაწყვეტს ამას მკურნალობაზე თქვენი რეაქციის მიხედვით.

რეკომენდირებული დოზაა 0.125-0.25 მგ დღეში.

ზოგიერთი პაციენტისთვის შეიძლება საკმარისი იყოს დაბალი დოზა (0.0625 მგ), ხოლო ზოგიერთისთვის უფრო მაღალი.

ხანდაზმულები

დარტყმითი დოზა

რეკომენდირებული დოზაა 0.75-1.5 მგ (3-6 ტაბლეტი), გამოიყენება გაყოფილი დოზით 6-საათიანი ინტერვალით.

შემანარჩუნებელი დოზა

ექიმი მას გადაწყვეტს მკურნალობისადმი თქვენი რეაქციის მიხედვით.

რეკომენდირებული დოზაა 0.0625 მგ დღეში.

თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები

გამოყენებული უნდა იყოს უფრო დაბალი დოზები.

ღვიძლის უკმარისობის მქონე პაციენტები

არ არსებობს რაიმე სპეციფიური რეკომენდაციები დოზებთან დაკავშირებით.

გამოყენება ბავშვებში და მოზარდებში

დიგოქსინიგრინდექსი არ გამოიყენება 10 წლამდე ასაკის ბავშვებში. 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს ესაჭიროებათ მოზრდილების დოზები (იხილეთ ზემოთ). დოზა განისაზღვრება ბავშვის სხეულის წონის მიხედვით.

თუ თქვენმა ექიმმა დაგინიშნათ სხვა დოზირება, უნდა დაიცვათ მისი მითითებები.

თუ ღებულობთ საჭიროზე მეტ დიგოქსინი- გრინდექსს

თუ თქვენ ზედმეტი დოზა მიიღეთ, ან ვინმე სხვამ მიიღო თქვენი წამალი შეცდომით, ეჭვობთ, რომ მოხდა დოზის გადაჭარბება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. თან იქონიეთ წამლის შეფუთვა.

დოზის გადაჭარბების სიმპტომები მსგავსია მე-4 სექციაში ჩამოთვლილი სიმპტომებისა. ინტოქსიკაციის ყველაზე ხშირად გამოვლენილი ნიშნებია გულის რითმის სხვადასხვა დარღვევა. დოზის გადაჭარბების სხვა სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს მადის დაქვეითებას, გულისრევას, ღებინებას, მუცლის ტკივილს, დიარეას, თავის ტკივილს, კანის დაზიანებას, უძლურობას, სისუსტეს, თავბრუსხვევას, ძილიანობას, ცნობიერების დაქვეითებას, კონფუზიას, ღამის კოშმარებს, კრუნჩხვებს, კანის რეაქციებს და მხედველობის დაქვეითებას, იშვიათად- დელირიუმს, მწვავე ფსიქოზს და ჰალუცინაციებს. ხანდაზმულ ადამიანებში შეიძლება გამოვლინდეს უნებლიე მოძრაობები, წყლიანი დიარეა, ყლაპვის გაძნელება და მეტყველების გაძნელება ან ტკივილი საუბრის დროს.

თუ დაგავიწყდათ დიგოქსინი- გრინდექსის მიღება

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება, მიიღეთ იგი, როგორც კი გაგახსენდებათ. თუმცა, თუ თითქმის დადგა შემდეგი დოზის დრო, გამოტოვეთ დავიწყებული დოზა. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის სანაცვლოდ.

თუ შეწყვეტთ დიგოქსინი- გრინდექსის მიღებას

არ შეწყვიტოთ ამ წამლის მიღება, ვინაიდან ამის გამო გულთან დაკავშირებული პრობლემები შეიძლება გაგიუარესდეთ. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ გსურთ წამლის მიღების შეწყვეტა.

წამლის მიღებასთან დაკავშირებით ნებისმიერი დამატებითი კითხვების შემთხვევაში ჰკითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

  • შესაძლო გვერდითი მოვლენები

ყველა წამლის მსგავსად, ამ პრეპარატსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, თუმცა ისინი ყველასთან არ ვლინდება.

გვერდითი მოვლენები ყველაზე ხშირად ვლინდება დიდი დოზების მიღებისას.

დაუყოვნებლივ მოახსენეთ თქვენს ექიმს, თუ:

გაქვთ პაპლიტაციები, ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა ან ოფლდენა. ეს შეიძლება იყოს გულის რითმის სხვა, ახალი დარღვევებით გამოწვეული სერიოზული პრობლემის ნიშნები.

სხვა გვერდითი მოვლენები, რომლის შესახებ უნდა აცნობოთ თქვენს ექიმს:

ხშირი (შეიძლება გამოვლინდეს 10 ადამიანიდან 1-ში)

ძილიანობა ან თავბრუსხვევა

მხედველობის დარღვევა (ბუნდოვანი მხედველობა, ობიექტების ყვითელ ფერში დანახვა)

ნელი ან არარეგულარული გულისცემა

გულისრევა, ღებინება, დიარეა

კანზე გამონაყარი, რომელიც მსგავსია ჭინჭრის ციების ან დამახასიათებელია ქუნთრუშასთვის; შეიძლება თან ახლდეს სპეციფიური სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის მომატება

არახშირი (შეიძლება გამოვლინდეს 100 ადამიანიდან 1-ში)

დეპრესია

ძალიან იშვიათი (შეიძლება გამოვლინდეს 10,000 ადამიანიდან 1-ში)

თრომბოციტოპენია (თრომბოციტების შემცირებული რაოდენობა სისხლში); შეიძლება გამოვლინდეს სისხლჩაქცევები ან სისხლდენა ნორმაზე უფრო იოლად

მადის დაკარგვა

ფსიქიატრიული დარღვევები, აპათია, დაბნეულობა, საღად მსჯელობის შეუძლებლობა, ჰალუცინაციები

თავის ტკივილი

გულის რითმის მძიმე დარღვევები (არითმია). თქვენს ექიმს შეუძლია ჩაგიტაროთ რეგულარული შემოწმებები იმაში დასარწმუნებლად, რომ დიგოქსინი თქვენზე უსაფრთხოდ მოქმედებს.

ტკივილი მუცლის არეში, გამოწვეული სისხლის მოწოდების ნაკლებობით ან ნაწლავების დაზიანებით

მკერდის გადიდება მამაკაცებში (ხანგრძლივი მკურნალობისას)

დაღლილობა, ზოგადი უსიამოვნო შეგრძნება (ავადმყოფობის შეგრძნება), სისუსტე

მოხსენება გვერდითი მოვლენების შესახებ

ნებისმიერი შესაძლო გვერდითი მოვლენის გამოვლენის შემთხვევაში შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. ეს ეხება ნებისმიერ გვერდით მოვლენებს, რომელიც არ არის ჩამოთვლილი ამ ფურცელში. თქვენ ასევე შეგიძლიათ მოახსენოთ გვერდითი მოვლენების შესახებ უშუალოდ წამლების სახელმწიფო სააგენტოს მეშვეობით, იერსიკას ქუჩა 15, რიგა, LV-1003. ვებგვერდი: www.zva.gov.lv.

გვერდითი მოვლენების მოხსენებით დაგვეხმარებით მივაწოდოთ მეტი ინფორმაცია ამ წამლის უსაფრთხოების შესახებ.

  • როგორ უნდა შეინახოთ დიგოქსინი-გრინდექსი

არ შეინახოთ 25 °C-ზე მაღლა.

შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში სინათლისგან დასაცავად.

შეინახეთ ბავშვებისთვის უხილავ და მიუწვდომელ ადგილებში.

არ გამოიყენოთ ეს წამალი მუყაოს შეფუთვაზე “EXP”-ის გვერდით დაწერილი ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისობის ვადა ეხება ამ თვის ბოლო დღეს.

არ გადააგდოთ ნებისმიერი წამალი ჩამდინარე წყლებში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ უნდა გადააგდოთ წამალი, რომელსაც აღარ იყენებთ. ეს ზომები დაგეხმარებათ გარემოს დაცვაში.

  • შეფუთვის შიგთავსი და სხვა ინფორმაცია

რას შეიცავს დიგოქსინი-გრინდექსი

  • აქტიური ნივთიერება არის დიგოქსინი (digoxinum). თითოეული ტაბლეტი შეიცავს 0.25 მგ დიგოქსინს.
  • სხვა ინგრედიენტებია (შემავსებლები) სუკროზა, გლუკოზა, კარტოფილის სახამებელი, ტალკი, კალციუმის სტეარატი, პარაფინის სითხე.

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.

როგორ გამოიყურება დიგოქსინი-გრინდექსი და შეფუთვის შიგთავსი

თეთრი ან მოთეთრო ფერის მრგვალი ტაბლეტები ბრტყელი ზედაპირით და მოჭრილი კიდეებით.

25 ტაბლეტი შეფუთულია PVC/ალუმინის ბლისტერში.

2 ბლისტერი (50 ტაბლეტი) შეფუთულია მუყაოს კოლოფში.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი და მწარმოებელი

სს გრინდეკსი.

კრუსტპილსის ქ. 53, რიგა, LV1057, ლატვია

ტელ.: +371 67083205

ფაქსი: +371 67083505

Email: [email protected]

მოცემული ინსტრუქცია ბოლოს განახლებული იქნა 02/2019

წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.

სხვა წამლის მოძებნა