ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი დიაკორი ნაჩვენებია მოზრდილებში არასაკმარისად კონტროლირებული ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როგორც დიეტისა და ვარჯიშის დამხმარე საშუალება: - როგორც მონოთერაპია, როდესაც მეტფორმინის მიღება აუტანლობის გამო მიზანშეწონილი არ არის - - ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალო სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში. …
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- დაპაგლიფლოზინი (dapagliflozin)
- ფორმა და შეფუთვა
- 10მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტი №28 (2X14)
- მწარმოებელი
- Sanovel Ilac Sanayi ve Tic. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, ნატრიუმ - გლუკოზის კო-ტრანსპორტერ 2-ის (SGLT 2) ინჰიბიტორები
- ATC კოდი
- A10BK01
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-042780
- რეგისტრირებულია
- 11 თებერვალი 2025, მოქმედებს 11 თებერვალი 2030-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Gen Ilac ve Saglik Urunleri San. Ve Tic. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- სს გენ ილაჩ ვე საღლიქ ურუნლერი სანაი ვე თიჯარეთის წარმომადგენლობა საქართველოში
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დიაკორი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
დიაკორი ნაჩვენებია მოზრდილებში არასაკმარისად კონტროლირებული ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როგორც დიეტისა და ვარჯიშის დამხმარე საშუალება:
- როგორც მონოთერაპია, როდესაც მეტფორმინის მიღება აუტანლობის გამო მიზანშეწონილი არ არის -
- ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალო სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში.
კვლევების შედეგებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ დიაკორი ასევე ამცირებს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის პროგრესირების რისკს და /ან გულის უკმარისობის მიზეზით ჰოსპიტალიზაციას მოზრდილ პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, დადგენილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ან გულ-სისხლძარღვთა მხრიდან მრავლობითი რისკ-ფაქტორებით.
კვლევების შედეგებისთვის კომბინირებულ თერაპიებთან, გლიკემიურ კონტროლზე წამლის ეფექტებთან, კარდიოვასკულურ და თირკმლის მხრივ მოვლენებთან დაკავშირებით და შესწავლილი პოპულაციების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 4.4, 4.5 და 5.1.
გულის უკმარისობა
დიაკორი ნაჩვენებია მოზრდილებში გულის სიმპტომური ქრონიკული უკმარისობის დროს განდევნის ფრაქციის შემცირებით, კარდიოვასკულარული მიზეზით სიკვდილიანობის და გუკის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკის შესამცირებლად.
თირკმელების ქრონიკული დაავადება
დიაკორი ნაჩვენებია მოზრდილებში თირკმლის ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ.
მიღების წესი და დოზირება
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ დაპაგლიფლოზინს ერთხელ დღეში.
როდესაც დაპაგლიფლოზინი გამოიყენება ინსულინთან ან ინსულინის სეკრეციის დამაჩქარებელ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირებისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ინსულინის ან მისი სეკრეციის დამაჩქარებლის უფრო დაბალი დოზა (იხ. ნაწილი 4.5 და 4.8).
გულის უკმარისობა
რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ დაპაგლიფლოზინს ერთხელ დღეში.
DAPA-HF კვლევაში დაპაგლიფლოზინი დანიშნული იყო გულის უკმარისობის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად (იხ. ნაწილი 5.1).
თირკმელების ქრონიკული დაავადება
რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ დაპაგლიფლოზინს ერთხელ დღეში.
მიღების წესი
დიაკორის მიღება შეიძლება პერორალურად დღეში ერთხელ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
თირკმლის უკმარისობა:
დოზის ცვლილება საჭირო არ არის თირკმლის ფუნქციიდან გამომდინარე.
შეზღუდული გამოცდილების გამო, დაპაგლიფლოზინით მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდირებული პაციენტებში გფს მაჩვენებლით <25 მლ/წთ.
დაპაგლიფლოზინის გლუკოზის დამაქვეითებელი ეფექტურობა დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციაზე, და მცირდება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გფს <45 მლ/წთ და ეფექტი სავარაუდოდ არ იქნება თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (იხ. ნაწილი 4.4, 4.8, 5.1 და 5.2).
ღვიძლის უკმარისობა
დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს. კარგი ამტანობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 10 მგ-მდე საჭიროების შემთხვევაში (იხილეთ ნაწილი 4.4 და 5.2).
პედიატრიული პოპულაცია
18 წლამდე ბავშვებში დაპაგლიფლოზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
ხანდაზმული პაციენტები (≥ 65 წელი)
დოზის ცვლილება საჭირო არ არის ასაკის მიხედვით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1.
სიფრთხილის ზომები
თირკმლის უკმარისობა
შეზღუდული გამოცდილების გამო, დაპაგლიფლოზინით მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდირებული პაციენტებში გფს მაჩვენებლით <25 მლ/წთ.
დაპაგლიფლოზინის გლუკოზის დამაქვეითებელი ეფექტურობა დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციაზე, და მცირდება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გფს <45 მლ/წთ და შეიძლება არ არსებობდეს თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (იხ. ნაწილი 4.2, 5.1 და 5.2).
ერთ კვლევაში ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობით (გფს < 60მლ/წთ), პლაცებოსთან შედარებით დაპაგლიფლოზინით მკურნალობის შედეგად უფრო მეტ პაციენტს განუვითარდა გვერდითი ეფექტები - კრეატინინის, ფოსფორის, პარატჰორმონის (PHT) მომატება და ჰიპოტენზია.
ღვიძლის უკმარისობა
არსებობს ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში კლინიკური კვლევების შეზღუდული გამოცდილება. დაპაგლიფლოზინის ექსპოზიცია იზრდება ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.2 და 5.2).
გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი
მოქმედების მექანიზმის გამო დაპაგლიფლოზინი ზრდის დიურეზს, რამაც შესაძლოა სისხლის წნევა მცირედ დააქვეითოს, რაც კვლევებშიც დადგინდა (იხ. 5.1). ეს შეიძლება უფრო ძლიერად გამოვლინდეს სისხლში გლუკოზის ძალიან მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში.
სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას, ჰიპოტენზიის მქონე ან ხანდაზმულ პირებში.
რეკომენდებულია მოცულობითი სტატუსის ინტენსიური მონიტორინგი (მაგ. ფიზიკალური გამოკვლევა, სისხლის წნევის გაზომვა, ლაბორატორიული ტესტები მათ შორის ჰემატოკრიტი და ელექტროლიტები) ისეთი თანმხლები მდგომარეობისას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება (მაგ. კუჭ-ნაწლავის დაავადება). რეკომენდებულია მდგომარეობის გამოსწორებამდე დაპაგლიფლოზინით თერაპიის დროებითი შეწყვეტა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება (იხ. ნაწილი 4.8).
დიაბეტური კეტოაციდოზი
დიაბეტური კეტოაციდოზის (DKA) იშვიათი შემთხვევები, სიცოცხლისათვის საშიში და ფატალური შემთხვევების ჩათვლით, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ნატრიუმ-გლუკოზის თანატრანსპორტი 2 (SGLT2) ინჰიბიტორებით, მათ შორის დაპაგლიფლოზინით. რიგ შემთხვევებში, მდგომარეობის პრეზენტაცია იყო ატიპიური მხოლოდ ზომიერად მომატებული სისხლში გლუკოზის მაჩვენებლებით, 14 მმოლ/ლ (250 მგ/დლ) ქვემოთ.
დიაბეტური კეტოაციდოზის რისკი უნდა იყოს გათვალისწინებული არასპეციფიკური სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ანორექსია, მუცლის ტკივილი, გადაჭარბებული წყურვილი, სუნთქვის გაძნელება, დაბნეულობა, უჩვეულო დაღლილობა ან ძილიანობა. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტები დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს კეტოაციდოზზე, სისხლში გლუკოზის დონის მიუხედავად.
პაციენტებში, რომლებშიც DKA-ზე მიიტანეს ეჭვი ან დიაგნოზი, დაპაგლიფლოზინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მკურნალობა უნდა შეწყდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი არიან მნიშვნელოვანი ქირურგიული პროცედურების ან მწვავე სერიოზული დაავადებების გამო. ამ პაციენტებში რეკომენდებულია კეტონების მონიტორინგი. უპირატესობა უნდა მიენიჭოს სისხლში კეტონის დონის განსაზღვრას სისხლში, ვიდრე შარდში. დაპაგლიფლოზინით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც კეტონების დონე ნორმალური იქნება და პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება.
დაპაგლიფლოზინის დაწყებამდე გასათვალისწინებელია პაციენტის ისტორიაში ის ფაქტორი, რომრლიც შეიძლება ქმნიდეს კეტოაციდოზისადმი წინასწარ განწყობას.
DKA-ის უფრო მაღალი რისკის მქონე პაციენტები გულისხმობს პაციენტებს დაბალი ბეტა-უჯრედული ფუნქციის რეზერვით (მაგ. ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტები დაბალი C-პეპტიდით ან ლატენტური აუტოიმუნური დიაბეტით მოზრდილებში (LADA) ან პაციენტები პანკრეატიტით ანამნეზში) ან პაციენტებს ისეთი მდგომარეობებით, რომლებიც იწვევს საკვების შეზღუდულ მიღებას ან მძიმე დეჰიდრატაციას, პაციენტებს, რომელთათვისაც ინსულინის დოზები შემცირებულია და პაციენტებს ინსულინის მიღების გაზრდილი მოთხოვნილებით, რაც განპირობებულია მწვავე დაავადებით, ქირურგიული ჩარევით ან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით.
ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერი 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ამ პაციენტებში.
SGLT2 ინჰიბიტორით მკურნალობის განახლება პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ დიაბეტური კეტოაციდოზი SGLT2 ინჰიბიტორით მკურნალობისას, არ არის რეკომენდებული, ვიდრე არ იქნება გამოვლენილი და გამოსწორებული რეალური მაპროვოცირებელი ფაქტორი.
დიაბეტური კეტოაციდოზი დაფიქსირდა ხშირად ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის კვლევებში, სადაც გამოყენებული იყო დაპაგლიფლოზინი. დაპაგლიფლოზინი არ უნდა იქნას გამოყენებული ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
პერინეუმის ნეკროზული ფასციიტი (ფურნიეს განგრენა)
პერინეუმის ნეკროზული ფასციიტი (ასევე ცნობილი როგორც ფურნიეს განგრენა) პოსტმარკეტინგული შემთხვევები დაფიქსირდა ქალებში და მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ SGLT2 ინჰიბიტორებს (იხ. ნაწილი 4.8). ეს არის იშვიათი, მაგრამ სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მოვლენა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას და ანტიბიოტიკურ მკურნალობას.
პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ მათ აღენიშნებათ ტკივილის, მგრძნობელობის, შეწითლების ან შეშუპების სიმპტომების კომბინაცია სასქესო ორგანოზე ან პერინეალურ მიდამოში, მიმდინარე ცხელებით ან სისუსტით. გასათვალისწინებელია, რომ შარდ-სასქესო სისტემის ინფექცია ან პერინეალური აბსცესი შეიძლება წინ უსწრებდეს ნეკროზულ ფასციიტს. თუ ფურნიეს განგრენაზეა ეჭვი, დაპაგლიფლოზინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და სასწრაფოდ დაინიშნოს მკურნალობა (ანტიბიოტიკების და ქირურგიული დებრიდინგის ჩათვლით).
საშარდე სისტემის ინფექციები
შარდში გლუკოზის ექსკრეცია შეიძლება დაკავშირებული იყოს საშარდე გზების ინფექციასთან; შესაბამისად, დაპაგლიფლოზინის დროებითი შეწყვეტა უნდა იყოს განხილული პიელონეფრიტის ან უროსეფსისის მკურნალობის დროს.
ხანდაზმული პაციენტები (≥65 წელი)
ხანდაზმულ პაციენტებში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების რისკი უფრო მაღალია და მეტადაა მოსალოდნელი დიურეზული საშუალებების გამოყენება.
ხანდაზმულ პაციენტებში მეტადაა მოსალოდნელი თირკმლის ფუნქციის დაზიანება და/ან ანტი-ჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებების გამოყენება, როგორიცაა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ-1) და ანგიოტენზინ II ტიპი 1 რეცეპტორების ბლოკერები (ARB), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციის ცვლილება,. თირკმლის ფუნქციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ერთნაირია ხანდაზმულ და სხვა პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.2, 4.4, 4.8 და 5.1).
გულის უკმარისობა
გამოცდილება დაპაგლიფლოზინის NYHA-ს IV კლასის დროს გამოყენებისას შეზღუდულია.
თირკმლის ქრონიკული დაავადება
თირკმლის ქრონიკული დაავადების მკურნალობისთვის დაპაგლიფლოზინის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილება არ არსებობს დიაბეტის არმქონე პაციენტებში, რომლებსაც ალბუმინურია არ აღენიშნებათ. ალბუმინურიის მქონე პაციენტებმა შესაძლოა დაპაგლიფლოზინით მკურნალობისგან მეტი სარგებელი მიიღონ.
ქვედა კიდურების ამპუტაციები
გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს SGLT2 ინჰიბიტორებით დაფიქსირდა ქვედა კიდურის ამპუტაციის (ძირითადად ფეხის ცერა თითის) შემთხვევების ზრდა. უცნობია წარმოადგენს თუ არა ეს კლასობრივ ეფექტს. მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტების კონსულტაცია ფეხის რუტინული პროფილაქტიკური მოვლის შესახებ.
შარდის ლაბორატორიული შემოწმება
მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე პაციენტებში, რომლებიც დაპაგლიფლოზინი-ს იღებენ, შარდში გლუკოზის ანალიზის შედეგი დადებითი იქნება.
ლაქტოზა
დიაკორის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშებათ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემელი, ლაპპა ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.
ორსულობა და ძუძუთი კვება
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულობის კატეგორია: C
შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია
არ ჩატარებულა სპეციფიური კვლევები დაპაგლიფლოზინისა და ესტროგენ/პროგესტერონის შემცველი კონტრაცეპტივების ურთიერთქმედების შესაფასებლად. თუმცა მეტაბოლიზმის მონაცემებზე დაყრდნობით არ არის მოსალოდნელი დაპაგლიფლოზინის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ესტროგენ/პროგესტერონის შემცველი კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკაზე. განსაკუთრებული სიფრთხილე არ არის საჭირო შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებში.
ორსულობა
არ არსებობს ორსულ ქალებში დაპაგლიფლოზინის გამოყენების მონაცემები. ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა თირკმელზე ტოქსიური ზემოქმედება დროის პერიოდში, რომელიც შეესაბამება ადამიანის ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრს (იხ. ნაწილი 5.3). შესაბამისად, ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს დაპაგლიფლოზინის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ორსულობის დადგენის შემთხვევაში დაპაგლიფლოზინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა დედის რძეში დაპაგლიფლოზინი და/ან მისი მეტაბოლიტები. ცხოველებში არსებულმა ფარმაკოდინამიურმა/ტოქსიკოლოგიურმა მონაცემებმა გამოავლინა რძეში დაპაგლიფლოზინის/მეტაბოლიტების ექსკრეცია, აგრეთვე ფარმაკოლოგიური ეფექტები შთამომავლობაზე (იხ. ნაწილი 5.3). არ შეიძლება ახალშობილებში/ჩვილებში არსებული რისკის გამორიცხვა. დაპაგლიფლოზინი არ უნდა იყოს გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
რეპროდუქციული ფუნქცია/ფერტილობა
ადამიანების ფერტილობაზე დაპაგლიფლოზინის ეფექტი შესწავლილი არ არის. მამრ და მდედრ ვირთაგვებში დაპაგლიფლოზინმა არ გამოავლინა ფერტილობაზე ეფექტები არც ერთ ტესტირებულ დოზაზე.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
დიაკორი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ ჰიპოგლიკემიის რისკის შესახებ დაპაგლიფლოზინის სულფონილშარდოვანას ან ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებისას.
გვერდითი მოვლენები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
ტიპი 2 დიაბეტთან დაკავშირებულ კლინიკურ კვლევებში დაპაგლიფლოზინით მკურნალობა 15,000-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდა.
უსაფრთხოების და ამტანობის პირველადი შეფასება ჩატარდა 13 მოკლევადიანი (24 კვირამდე ხანგრძლივობის) პლაცებო-კონტროლირებული კვლევის ჯამურ ანალიზში, 2360 სუბიექტის მონაწილეობით 10 მგ დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 2295 პლაცებოს ჯგუფში.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში დაპაგლიფლოზინის კარდიოვასკულური გამოსავლების შემსწავლელ კვლევაში (DECLARE კვლევა, იხ. ნაწილი 5.1) 8,574 პაციენტი იღებდა 10 მგ დაპაგლიფლოზინს და 8,569 იღებდა პლაცებოს, ექსპოზიციის საშუალო დროით 48 თვე. ჯამში დაპაგლიფლოზინთან ექსპოზიცია 30,623 პაციენტი-წელი იყო.
სხვადასხვა კლინიკურ კვლევაში ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქცია იყო გენიტალური ინფექციები.
გულის უკმარისობა
კარდიოვასკულურ გამოსავალზე დაპაგლიფლოზინის ზემოქმედების შემსწავლელ კვლევაში, რომელიც ჩატარდა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში დაქვეითებული განდევნის ფრაქციით (DAPA-HF კვლევა), 2,368 პაციენტს უმკურნალეს 10 მგ დაპაგლიფლოზინით და 2,368 პაციენტს პლაცებოთი საშუალო მიღების დროის პერიოდში, რომელიც შეადგენდა 18 თვეს. პაციენტთა პოპულაცია მოიცავდა პაციენტებს, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და დიაბეტის გარეშე და პაციენტებს, რომელთა eGFR ≥ 30 მლ/წთ/1.73 მ2.
დაპაგლიფლოზინის საერთო უსაფრთხოების პროფილი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეესაბამებოდა დაპაგლიფლოზინის ცნობილ უსაფრთხოების პროფილს.
თირკმლის ქრონიკული დაავადება
თირკმლის მხრივ გამოსავალზე დაპაგლიფლოზინის ზემოქმედების შემსწავლელ კვლევაში, რომელიც ჩატარდა თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში (DAPA-CKD), 2,149 პაციენტს უმკურნალეს 10 მგ დაპაგლიფლოზინით და 2,149 პაციენტს პლაცებოთი, ექსპოზიციის საშუალო პერიოდით - 27 თვე. პაციენტთა პოპულაცია მოიცავდა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებს და პაციენტებს დიაბეტის გარეშე, eGFR მაჩვენებლით 25-დან 75 მლ/წთ/1.73მ2-მდე და პაციენტებს ალბუმინურიით (შარდში ალბუმინ/კრეატინინის შეფარდება [UACR] ≥200 და ≤5000 მგ/). მკურნალობა გრძელდებოდა eGFR-ის 25 მლ/წთ/1.73მ2-ზე დაბალ დონემდე ვარდნის

თირკმლის მხრივ გამოსავალზე დაპაგლიფლოზინის ზემოქმედების შემსწავლელ კვლევაში, რომელიც ჩატარდა თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში (DAPA-CKD), 2,149 პაციენტს უმკურნალეს 10 მგ დაპაგლიფლოზინით და 2,149 პაციენტს პლაცებოთი, ექსპოზიციის საშუალო პერიოდით - 27 თვე. პაციენტთა პოპულაცია მოიცავდა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებს და პაციენტებს დიაბეტის გარეშე, eGFR მაჩვენებლით 25-დან 75 მლ/წთ/1.73მ2-მდე და ალბუმინურიით (შარდში ალბუმინის კრეატინინთან შეფარდება [UACR] ≥200 და ≤ 5000 მგ/გ). მკურნალობა გრძელდებოდა eGFR-ის 25 მლ/წთ/1.73მ2-ზე დაბალ დონემდე ვარდნის შემთხვევაში.
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში დაპაგლიფლოზინის უსაფრთხოების ზოგადი პროფილი დაპაგლიფლოზინისთვის ცნობილ უსაფრთხოების პროფილს შეესაბამებოდა.
არასასურველი რეაქციების სია ცხრილის სახით
ქვემოთ წარმოდგენილია პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული არასასურველი რეაქციები. არც ერთი არ იყო დამოკიდებული პრეპარატის დოზაზე. არასასურველი რეაქციების სიხშირე წარმოდგენილია სიხშირის და ორგანოთა სისტემის კლასის (SOC) მიხედვით. სიხშირე წარმოდგენილია შემდეგი გრადაციით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000) და დაუზუსტებელი სიხშირის (შეფასება შეუძლებელია მიღებული მონაცემების მიხედვით).
ცხრილი 1. არასასურველი რეაქციები პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურa კვლევებში და პოსტპარკეტინგულ გამოცდილებაში
ორგანოთა სისტემის კლასი
ძალიან ხშირი
ხშირი*
ნაკლებად ხშირი**
იშვიათი
ძალიან იშვიათი
ინფექციები და ინვაზიები
ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სასქესო ორგანოების მსგავსი ინფექციები b,c
საშარდე გზების ინფექციაb,d
სოკოვანი ინფექცია**
პერინეუმის ნეკროზული ფასციიტი (ფურნიეს განგრენა)b,i
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპოგლიკემია (სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ინსულინთან ერთად მიღებისას)b
მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება b,e
წყურვილი**
დიაბეტური კეტოაციდოზი (როდესაც გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს)b,i,k
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
თავბრუსხვევა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ყაბზობა**
პირის სიმშრალე**
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
გამონაყარიj
ანგიონევროზული შეშუპება
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები
ზურგის ტკივილი*
დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ
დიზურია
პოლიურია*,f
ნიქტურია**
ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები
ვულვოვაგინალური ქავილი**
გენიტალური ქავილი**
კვლევები
ჰემატოკრიტის მომატებაg
კრეატინინის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება მკურნალობისb
ინიცირებისასბ
დისლიპიდემიაh
სისხლში კრეატინინის მომატება მკურნალობის ინიცირებისას**,b
სისხლში შარდოვანას მომატება**
წონის კლება**
a -ცხრილში წარმოდგენილია პრეპარატის გამოყენების მონაცემები 24 კვირამდე (ხანმოკლე თერაპია) დამატებითი ჰიპოგლიკემიური პრეპარატის გამოყენების მიუხედავად.
b - დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ქვემოთ შესაბამისი ქვეთავი.
c - ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სასქესო ორგანოების მსგავსი ინფექციები მოიცავს, მაგალითად, შემდეგ წინასწარგანსაზღვრულ წარმოდგენილ ტერმინებს: ვულვოვაგინალური სოკოვანი ინფექცია, ვაგინალური ინფექცია, ბალანიტი, სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექცია, ვულვოვაგინალური კანდიდოზი, ვულვოვაგინიტი, კანდიდოზური ბალანიტი, გენიტალური კანდიდოზი, სასქესო ორგანოების ინფექციები, სასქესო ორგანოების ინფექციები მამაკაცებში, ასოს ინფექციები, ვულვიტი, ბაქტერიული ვაგინიტი, ვულვის აბსცესი.
d - საშარდე ტრაქტის ინფექცია მოიცავს შემდეგ წარმოდგენილ ტერმინებს, რომლებიც ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით: საშარდე ტრაქტის ინფექცია, ცისტიტი, საშარდე ტრაქტის Escherichia-თი გამოწვეული ინფექცია, გენიტოურინარული ტრაქტის ინფექცია, პიელონეფრიტი, ტრიგონიტი, თირკმლის ინფექცია და პროსტატიტი.
e - მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება მოიცავს მაგალითად შემდეგ წინასწარგანსაზღვრულ სასურველ ტერმინებს: გაუწყლოება, ჰიპოვოლემია, არტერიული ჰიპოტენზია.
f - პოლიურია მოიცავს წარმოდგენილ ტერმინებს: პოლაკიურია, პოლიურია და დიურეზის გაძლიერება.
g - ჰემატოკრიტის მნიშვნელობის საშუალო ცვლილება საწყის მაჩვენებლებთან შედარებით შეადგენდა 2,30%-ს დაპაგლიფლოზინის 10მგ ჯგუფში და 0,33%-ს პლაცებოს ჯგუფში. ჰემატოკრიტის მნიშვნელობა >55% აღწერილი იყო სუბიექტების 1.3%-ში, რომლებსაც მკურნალობდნენ 10მგ დაპაგლიფლოზინით და პლაცებოს ჯგუფის 0.4%-ში.
h - დაპაგლიფლოზინის 10მგ და პლაცებოს ჯგუფში საწყის მაჩვენებლებთან შედარებით შემდეგი მაჩვენებლების საშუალო პროცენტული ცვლილებები შეადგენდა: საერთო ქოლესტეროლი 2.5% 0.0%%-თან შედარებით; მსლპ ქოლესტეროლი; 6.0% 2.7%-თან შედარებით; დსლპ ქოლესტეროლი 2.9%1.0%-%-თან შედარებით; ტრიგლიცერიდები –2.7% 0.7%-თან შედარებით;.
i - იხ. პარაგრაფი 4.4
j - პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში იდენტიფიცირდა გვერდითი მოვლენები.
გამონაყარი მოიცავს უპირატესად შემდეგ მდგომარეობებს, რომლების ჩამოთვლილია კლინიკურ კვლევებში გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
გამონაყარი, გენერალიზებული გამონაყარი, ქავილის გამომწვევი გამონაყარი, მაკულარული გამონაყარი, მაკულო - პაპულური გამონაყარი, პუსტულარული გამონაყარი, ვეზიკულური და ერითემატოზული გამონაყარი.
პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში აქტიურ და პლაცებო-თერაპიის ჯგუფში (დაპაგლიფლოზინი, N=5936, საკონტროლო ჯგუფი, N=3403) გამონაყარის სიხშირე იყო ერთნაირი (1,4% და 1,4% შესაბამისად).
k - აღიწერა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტების კარდიოვასკულური გამოსავლების კვლევაში (DECLARE). სიხშირე ეფუძნება წლიურ შემთხვევათა რიცხვს.
- აღნიშნულია პაციენტების ≥ 2%-ში, რომლებიც იღებდნენ დაპაგლიფლოზინს 10 მგ დოზით და ≥ 1%-ით და მინიმუმ 3 სუბიექტით უფრო ხშირია, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
- *მკვლევარის მიერ აღწერილია, როგორც საკვლევ მკურნალობასთან დაკავშირებული ან შესაძლოდ დაკავშირებული სუბიექტების ≥ 0.2% და ≥ 0.1%-ში და აღინიშნება მინიმუმ 3-ზე მეტ სუბიექტში დაპალიფლოზინის 10 მგ-ის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით.
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სასქესო ორგანოების მსგავსი ინფექციები
უსაფრთხოების შემსწავლელი 13 კვლევის ჯამურ ანალიზში, ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სასქესო ორგანოების მსგავსი ინფექციები აღნიშნულია პაციენტების 5,5% და 0,6%-ში, რომლებიც იღებდნენ შესაბამისად 10მგ დაპაგლიფლოზინსა და პლაცებოს. ინფექციების უმრავლესობა იყო სუსტი ან ზომიერად გამოხატული: სტანდარტული თერაპიის საწყისი კურსი იყო ეფექტური, რის გამოც პაციენტები იშვიათად წყვეტდნენ დაპაგლიფლოზინის მიღებას. ეს ინფექციები უფრო ხშირად ვითარდებოდა ქალებში (8,4% და 1,2% დაპაგლიფლოზინის და პლაცებოს მიღებისას), ხოლო რეციდივი უფრო ხშირი იყო ანამნეზში ამ ინფექციების მქონე პაციენტებში.
DECLARE კვლევაში, სერიოზული არასასურველი მოვლენების მქონე პაციენტების რიცხვი, გენიტალური ინფექციების სახით, იყო ცოტა და დაბალანსებული: 2-2 პაციენტი დაპაგლიფლოზინისა და პლაცებოს ჯგუფში.
DAPA-HF კვლევაში, არცერთ პაციენტს არ გამოუვლინდა გენიტალურ ინფექციებთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენა დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და ერთი შემთხვევა იყოს პლაცებოს ჯგუფში. 7 პაციენტს (0.3%) ჰქონდა გვერდითი მოვლენები, რამაც გამოიწვია პრეპარატის შეწყვეტა გენიტალური ინფექციების გამო დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და არცერთი შემთხვევა არ იყო პლაცებოს ჯგუფში.
DAPA-CKD კვლევაში, გენიტალური ინფექციების სერიოზული არასასურველი მოვლენები დაპაგლიფლოზინის ჯგუფში გამოუვლინდა 3 (0.1%) პაციენტს და პლაცებოს ჯგუფში არცერთს. დაპაგლიფლოზინის ჯგუფში 3 (0.1%) პაციენტს აღენიშნა არასასურველი მოვლენა, რამაც გენიტალური ინფექციების გამო მკურნალობის შეწყვეტა გამოიწვია და არცერთი შემთხვევა არ იყო პლაცებოს ჯგუფში. გენიტალური ინფექციების სერიოზული არასასურველი მოვლენები ან არასასურველი მოვლენები, რომლებმაც გენიტალური ინფექციების გამო მკურნალობის შეწყვეტა გამოიწვია, არ გამოვლენილა დიაბეტის არმქონე არცერთ პაციენტში.
პერინეუმის ნეკროზული ფასციიტი (ფურნიეს განგრენა)
ფურნიეს განგრენის შემთხვევები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ SGLT2 ინჰიბიტორებს, მათ შორის დაპაგლიფლოზინს (იხ. ნაწილი 4.4).
DECLARE კვლევაში, 17160 ტიპის 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტში და მედიანური ექსპოზიციის დრო 48 თვე, დაფიქსირდა ფურნიეს განგრენის სულ 6 შემთხვევა, ერთი დაპაგლიფლოზინით ნამკურნალევ ჯგუფში და 5 პლაცებო ჯგუფში.
ჰიპოგლიკემია
ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე დამოკიდებული იყო შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მონაწილეობით მიმდინარე კლინიკურ კვლევებში გამოყენებულ საბაზისო თერაპიის ტიპზე.
დაპაგლიფლოზინის კვლევაში მონოთერაპიის სახით, მეტფორმინთან კომბინირებულ თერაპიაში 102 კვირამდე მსუბუქი ჰიპოგლიკემიის განვითარების ეპიზოდების სიხშირე იყო მსგავსი (<5%) მკურნალობის ჯგუფებში პლაცებოს ჩათვლით. ყველა კვლევაში მძიმე ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები აღნიშნულია ნაკლებად ხშირად, მათი სიხშირე შეთავსებადი იყო დაპაგლიფლოზინის და პლაცებოს ჯგუფში. კვლევებში, რომლებშიც დამატებული იყო სულფონილშარდოვანათი და ინსულინით თერაპია, უფრო მაღალი იყო ჰიპოგლიკემიის სიხშირე (იხ. ნაწილი 4.5).
გლიმეპირიდის დამატებულ კვლევაში, 24-ე და 48-ე კვირებზე ჰიპოგლიკემიის მცირე ეპიზოდები უფრო ხშირად იყო აღწერილი ჯგუფში, რომელშიც გამოიყენებოდა 10მგ დაპაგლიფლოზინი და გლიმეპირიდი (6.0% და 7.9%), ვიდრე პლაცებოს და გლიმეპირიდის ჯგუფში (2.1% და 2.1%).
ინსულინის დამატებით მიმდინარე კვლევაში, მასშტაბური ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები აღწერილი იყო იმ სუბიექტების 0.5 და 1,0%-ში, რომლებსაც მკურნალობდნენ 10მგ დაპაგლიფლოზინით და ინსულინით 24-ე და 104-ე კვირას, და სუბიექტების 0.5%-ში, რომლებსაც მკურნალობდნენ პლაცებოთი და ინსულინით. 24-ე და 104-ე კვირას მცირე ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები აღწერილი იყო დაპაგლიფლოზინის და ინსულინის ჯგუფის 40.3% და 53.1% და პლაცებოს და ინსულინის ჯგუფის 34% და 41,6%-ში.
მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას დამატებით მიმდინარე კვლევაში 24-ე კვირისთვის ჰიპოგლიკემიის მასშტაბური ეპიზოდები აღწერილი არ იყო. ჰიპოგლიკემიის მცირე ეპიზოდები აღინიშნა სუბიექტების 12.8%-ში, რომლებიც იღებდნენ 10მგ დაპაგლიფლოზინს და მეტფორმინს და სულფონილშარდოვანას და სუბიექტების 3.7%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, მეტფორმინს და სულფონილშარდოვანას.
DECLARE კვლევაში, მძიმე ჰიპოგლიკემიის რისკის მომატება, დაპაგლიფლოზინის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით, არ აღინიშნა და იყო დაპაგლიფლოზინით ნამკურნალებ 58 (0.7%) პაციენტში და პლაცებოთი ნამკურნალებ 83 (1.0%) პაციენტში.
DAPA-HF კვლევაში, ჰიპოგლიკემიის ძირითადი შემთხვევები აღწერილია 4 პაციენტში (0.2%) როგორც დაპაგლიფლოზინის, ასევე პლაცებოს სამკურნალო ჯგუფში.
DAPA-CKD კვლევაში, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის მოვლენები აღწერილია 14 (0.7%) პაციენტში დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 28 (1.3%) პაციენტში პლაცებოს ჯგუფში და დაფიქსირდა მხოლოდ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
მოცულობის შემცირება
უსაფრთხოების შემსწავლელი 13-კვლევის ჯამურ ანალიზში, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების ნიშნები (გაუწყლოების, ჰიპოვოლემიის ან არტერიული ჰიპოტენზიის შესახებ შეტყობინებების ჩათვლით) აღინიშნა პაციენტების 1,1% და 0,7%-ში, რომლებიც შესაბამისად იღებდნენ 10 მგ დაპაგლიფლოზინს და პლაცებოს; სერიოზული რეაქციები აღინიშნა პაციენტების <0,2%-ში და შედარებადი იყო დაპაგლიფლოზინის 10მგ და პლაცებოს ჯგუფებში (იხ. ნაწილი 4.4)
DECLARE კვლევაში, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებაზე მიმანიშნებელი მოვლენების მქონე პაციენტების რიცხვი მკურნალობის ჯგუფებს შორის იყო დაბალანსებული: 213 (2.5%) და 207 (2.4%) დაპაგლიფლოზინის და პლაცებოს ჯგუფებში, შესაბამისად. სერიოზული გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა 81-ში (0.9%) და 70-ში (0.8%) დაპაგლიფლოზინის და პლაცებოს ჯგუფში, მოვლენები ზოგადად მკურნალობის ჯგუფებს შორის იყო დაბალანსებული ასაკობრივ, დიურეტიკებზე მყოფ, სისხლის წნევის და ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის ინჰიბიტორების(ACE-I)/ ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების 1-ლი ტიპის ბლოკატორების (ARB) თერაპიაზე მყოფ პაციენტთა ქვეჯგუფებში. პაციენტებში საბაზისო დონეზე eGFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებაზე მიმანიშნებელი სერიოზული არასასურველი მოვლენების რიცხვი დაპაგლიფლოზინის ჯგუფში იყო 19, ხოლო პლაცებოს ჯგუფში 13.
DAPA-HF კვლევაში პაციენტების რაოდენობა მოვლენებით, რომლებიც მიუთითებდა ჰიპოვოლემიაზე იყო 170 (7.2%) დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 153 (6.5%) პლაცებოს ჯგუფში. იყო მცირე რაოდენობის პაციენტები სერიოზული სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებდა ჰიპოვოლემიაზე დაპაგლიფლოზინის ჯგუფში (23-თან [1.0%]) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით შედარებით (38 [1.6%]). შედეგები მსგავსი იყო საწყის ეტაპზე დიაბეტის და ბაზისური ეტაპის eGFR არსებობის მიუხედავად.
DAPA-CKD კვლევაში, პაციენტთა რაოდენობა მოვლენებით, რომლებიც მიუთითებდა მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებაზე, იყო 120 (5.6%) დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 84 (3.9%) პლაცებოს ჯგუფში. დაპაგლიფლოზინის ჯგუფში 16 (0.7%) პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული მოვლენები სიმპტომებით, რომლებიც სისხლის მოცულობის შემცირებაზე მიუთითებდა და პლაცებოს ჯგუფში მსგავსი მოვლენები აღენიშნა 15 (0.7%) პაციენტს.
დიაბეტური კეტოაციდოზი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს
DECLARE კვლევაში, ექსპოზიციის საშუალო დროით 48 თვე, დიაბეტური კეტოაციდოზის მოვლენები აღინიშნა 27 პაციენტში 10 მგ დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 12 პაციენტში პლაცებოს ჯგუფში. მოვლენების განაწილება კვლევის პერიოდის მიხედვით თანაბარი იყო. დაპაგლიფლოზინის ჯგუფში დიაბეტური კეტოაციდოზის მქონე 27 პაციენტიდან 22-ს მოვლენის დროისთვის პარალელურად იმყოფებოდა ინსულინოთერაპიაზე. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პოპულაციაში დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები იყო მოლოდინების შესაბამისი (იხ. ნაწილი 4.4).
DAPA-HF კვლევაში, DKA-ს შემთხვევები დაფიქსირდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე 3 პაციენტში დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და არცერთი იყო პლაცებოს ჯგუფში.
DAPA-CKD კვლევაში, DKA მოვლენები არ გამოვლენილა არცერთ პაციენტში დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და გამოვლინდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე 2 პაციენტში პლაცებოს ჯგუფში.
საშარდე გზების ინფექციები
13-კვლევის უსაფრთხოების ჯამურ ანალიზში, საშარდე გზების ინფექციები უფრო ხშირად აღნიშნულია დაპაგლიფლოზინის 10მგ მიღებისას, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში (4.7% 3.5%-თან შედარებით; იხ. ნაწილი 4.4). ინფექციების უმრავლესობა იყო სუსტად ან ზომიერად გამოხატული. სტანდარტული თერაპიის საწყისი კურსი ეფექტური იყო, რის გამოც პაციენტები იშვიათად წყვეტდნენ დაპაგლიფლოზინის მიღებას. ეს ინფექციები უფრო ხშირად ვითარდებოდა ქალებში, ხოლო რეციდივი უფრო ხშირი იყო ანამნეზში ამ ინფექციების მქონე პაციენტებში.
DECLARE კვლევაში, საშარდე გზების ინფექციების სერიოზული მოვლენები უფრო იშვიათად ვლინდებოდა 10 მგ დაპაგლიფლოზინისთვის პლაცებოსთან შედარებით, 79 (0.9%) მოვლენით დაპაგლიფლოზინისთვის და 109 (1.3%) მოვლენით პლაცებოსთვის.
DAPA-HF კვლევაში, საშარდე გზების ინფექციების მხრივ სერიოზული გვერდითი მოვლენების მქონე პაციენტების რაოდენობა იყო 14 (0.6%) დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 17 (0.7%) პლაცებოს ჯგუფში. საკვლევი პრეპარატის შეწყვეტა საშარდე გზების ინფექციების გამო განხორცილდა 5 (0.2%) პაციენტში დაპაგლიფლოზინის და პლაცებოს ცალკეულ ჯგუფში.
DAPA-CKD კვლევაში, საშარდე გზების ინფექციების მხრივ სერიოზული გვერდითი მოვლენების მქონე პაციენტების რაოდენობა იყო 29 (1.3%) დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 18 (0.8%) პლაცებოს ჯგუფში. დაპაგლიფლოზინის ჯგუფში 8 (0.4%) პაციენტს აღენიშნა არასასურველი მოვლენა, რამაც მკურნალობის შეწყვეტა გამოიწვია საშარდე გზების ინფექციების გამო და 3 (0.1%) პაციენტს აღენიშნა მსგავსი მოვლენა პლაცებოს ჯგუფში. პაციენტთა რაოდენობა დიაბეტის გარეშე, რომლებსაც აღენიშნათ საშარდე გზების ინფექციების სერიოზული არასასურველი მოვლენები ან არასასურველი მოვლენები, რომლებმაც საშარდე გზების ინფექციების გამო პრეპარატის შეწყვეტა გამოიწვია, მკურნალობის ჯგუფებს შორის მსგავსი იყო (6 [0.9%] და 4 [0.6%] სერიოზული არასასურველი მოვლენებისთვის, და 1 [0.1%] და 0 არასასურველი მოვლენებისთვის რომლებიც შეწყვეტას იწვევდა, შესაბამისად დაპაგლიფლოზინისა და პლაცებოს ჯგუფებში).
კრეატინინის მომატება
დაჯგუფებული იყო კრეატინინის მომატებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები (მაგ. თირკმლის კრეატინინის კლირენსის დაქვეითება, თირკმლის დაზიანება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება და გლომელურული ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება). 13 კვლევის უსაფრთხოების ჯგუფში რეაქციების ეს დაჯგუფება აღწერილი იყო პაციენტების 3.2% და 1.8%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ 10მგ დაპაგლიფლოზინით და პლაცებოთი. თირკმლის ნორმალური ფუნქციის ან მსუბუქი დაზიანების მქონე პაციენტებში (გფს-ს საწყისი მაჩვენებელი GFR ≥ 60მლ/წთ/1.73მ2) რეაქციების ეს ჯგუფი აღწერილი იყო 10მგ დაპაგლიფლოზინის გამოყენებისას 1.3%, ხოლო პლაცებოს მიღებისას - 0.8%-ში. ეს რეაქციები უფრო ხშირი იყო პაციენტებში საწყისი მაჩვენებლებით გფს ≥ 30 და < 60მლ/წთ/1.73 მ2 (18.5% დაპაგლიფლოზინი 10 მგ vs 9.3% პლაცებო).
იმ პაციენტების შემდგომმა შეფასებამ, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმელთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, გამოავლინა, რომ უმრავლესობას აღენიშნებოდა შრატის კრეატინინის ცვლილებები საწყის მაჩვენებელთან შედარებით < 44მიკრომოლი/ლ ( ≤ 0.5მგ/დლ). კრეატინინის მომატება ჩვეულებრივ ტრანზიტორული იყო მკურნალობის გაგრძელებისას და შექცევადი - მისი შეწყვეტის შემდეგ.
DECLARE კვლევაში, რომელიც მოიცავდა ხანშიშესულ პაციენტებს და პაციენტებს თირკმლის ფუნქციის უკმარისობით (eGFR 60 მლ/წთ/1.73მ2-ზე ნაკლები), მკურნალობის ორივე ჯგუფში eGFR დროთა განმავლობაში ქვეითდებოდა.
დაპაგლიფლოზინის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით 1 წელზე საშუალო eGFR მცირედით ნაკლები იყო, და 4 წელზე საშუალო eGFR მცირედით მაღალი იყო.
DAPA-HF და DELIVER კვლევებში, eGFR შემცირდა დროის გამავლობაში როგორც დაპაგლიფლოზინის, ასევე პლაცებოს ჯგუფში. DAPA-HF კვლევაში საშუალო eGFR-ის საწყისი შემცირება იყო -4.3 მლ/წთ/1.73 მ2 დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და -1.1 მლ/წთ/1.73 მ2 პლაცებოს ჯგუფში. მე-20 თვეზე, eGFR-ის ბაზისური ეტაპიდან ცვლილება მსგავსი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფს შორის: -5.3 მლ/წთ/1.73 მ2 დაპაგლიფლოზინისთვის და -4.5 მლ/წთ/1.73 მ2 პლაცებოსთვის.
DAPA-CKD კვლევაში, eGFR დროის გამავლობაში შემცირდა როგორც დაპაგლიფლოზინის, ასევე პლაცებოს ჯგუფში. საშუალო eGFR-ის საწყისი (დღე 14) შემცირება იყო -4.0 მლ/წთ/1.73მ2 დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და -0.8 მლ/წთ/1.73მ2 პლაცებოს ჯგუფში. 28-ე თვეზე, eGFR-ის საბაზისოდან ცვლილება იყო -7.4 მლ/წთ/1.73მ2 დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და -8.6 მლ/წთ/1.73მ2 პლაცებოს ჯგუფში.
პედიატრიული პოპულაცია
დაპაგლიფლოზინის უსაფრთხოების პროფილი, რომელიც დაფიქსირდა კლინიკურ კვლევაში 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით (იხ. ნაწილი 5.1) მსგავსი იყო მოზრდილებში ჩატარებულ კვლევებში.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის საშუალებას იძლევა იყოს მუდმივი მონიტორინგი სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM). (www.titck.gov.tr; e-mail: [email protected]; tel: 0 800 314 00 08; fax: 0 312 218 35 99).
ჭარბი დოზა
ჯანმრთელ სუბიექტებში 500მგ-მდე ორალური დოზით მიღებისას (50-ჯერ მეტი ადამიანისთვის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე) დაპაგლიფლოზინმა არ გამოავლინა ტოქსიურობა. ამ სუბიექტებში შარდში გლუკოზა ისაზღვრებოდა დოზადამოკიდებულ პერიოდში (500მგ მინიმუმ 5 დღის განმავლობაში), აღწერილი არ იყო დეჰიდრატაცია, ჰიპოტენზია ან ელექტროლიტური დისბალანსი, არ დაფიქსირდა QTc ინტერვალზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი. ჰიპოგლიკემიის სიხშირე პლაცებოს მსგავსი იყო. კლინიკურ კვლევებში ჯანმრთელ და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ სუბიექტებში გამოიყენებოდა დღეში ერთხელ 100მგ დოზა (ადამიანის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე 10-ჯერ მეტი) 2 კვირის განმავლობაში, ჰიპოგლიკემიის სიხშირე ოდნავ მაღალი იყო პლაცებოსთან შედარებით და არ იყო დოზა-დამოკიდებული. გვერდითი მოვლენების სიხშირე, დეჰიდრატაციის და ჰიპოტენზიის ჩათვლით, პლაცებოს მსგავსი იყო და არ დაფიქსირებულა ლაბორატორიული პარამეტრების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, შრატში ელექტროლიტების და თირკმლის ფუნქციის ბიომარკერების ჩათვლით.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი დამხმარე მკურნალობა პაციენტის კლინიკური სტატუსის მიხედვით. ჰემოდიალიზით დაპაგლიფლოზინის გამოყოფა შესწავლილი არ არის.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
შემადგენლობა
28 ან 90 აპკიანი გარსით დაფარულიტაბლეტი, მოთავსებული ალუ/ალუ ბლისტერზე გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
სპეციალური სიფრთხილის ზომები უტილიზაციის და სხვა მანიპულაციების დროს
გამოუყენებელი პროდუქტები ან ნარჩენები უნდა განადგურდეს „სამედიცინო ნარჩენების კონტროლის შესახებ“ და „შეფუთვის ნარჩენების კონტროლის შესახებ“ დებულების შესაბამისად.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II , გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი:
GEN İLAÇ VE SAĞLIK ÜRÜNLERİ SAN. ve TİC. A.Ş.,
Mustafa Kemal Mah., 2119. Sok. No:3 D:2-3 06520, Çankaya/ANKARA
შენახვის პირობები
24 თვე
განსაკუთრებული სიფრთხილე შენახვისას
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C ქვემოთ.
ფარმაკოლოგიური თვისებები
დიაბეტის დროს გამოყენებული პრეპარატები, ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერი 2 (SGLT2) ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: A10BK01
მოქმედების მექანიზმი
დაპაგლიფლოზინი არის SGLT2 ძლიერი (K: 0,55 nM), სელექციური შექცევადი ინჰიბიტორი.
დაპაგლიფლოზინით SGLT2-ის ინჰიბირება ამცირებს გლუკოზის რეაბსორბციას გლომერულური ფილტრაციიდან თირკმლის პროქსიმალურ მილაკში და მას თან ახლავს ნატრიუმის რეაბსორბციის შემცირება, რაც იწვევს გლუკოზის შარდისმიერ ექსკრეციას და ოსმოსურ დიურეზს. შესაბამისად, დაპაგლიფლოზინი ზრდის ნატრიუმის მიწოდებას დისტალურ მილაკში, რომელიც ზრდის მილაკოვან-გლომერულურ პასუხს და ამცირებს ინტრაგლომერულურ წნევას. ეს ოსმოსურ დიურეზთან კომბინაციაში ამცირებს მოცულობით გადატვირთვას, აქვეითებს არტერიულ წნევას, და ასევე მცირდება პრედატვირთვა და პოსტდატვირთვა, რასაც შეიძლება ჰქონდეს სასარგებლო ეფექტი მიოკარდიუმის რემოდელირებაზე და დიასტოლურ ფუნქციაზე, და შეინახოს თირკმლის ფუნქცია. სხვა ეფექტები მოიცავს ჰემატოკრიტის ზრდას და სხეულის წონის შემცირებას. დაპაგლიფლოზინის გულზე და თირკმელზე ეფექტები არ არის მხოლოდ დამოკიდებული სისხლში გლუკოზის შემამცირებელ ეფექტზე და არ შემოიფარგლება დიაბეტის მქონე პაციენტებით, როგორც ეს ნაჩვენებია DAPA-HF, DELIVER და DAPA-CKD კვლევებში.
გლუკოზის თირკმელში გადატანის დამუხრუჭებით, დაპაგლიფლოზინი აქვეითებს თირკმლის მილაკებში მის რეაბსორბციას, რაც იწვევს თირკმელებით გლუკოზის გამოყოფას. გლუკოზის გამოყოფა (გლუკოზორიული ეფექტი) აღინიშნება პრეპარატის პირველივე დოზის მიღების შემდეგ, ნარჩუნდება შემდგომი 24 საათის განმავლობაში და გრძელდება თერაპიის მთელი კურსის დროს. ამ მექანიზმით თირკმლის მიერ გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობა დამოკიდებულია სისხლში მის კონცენტრაციასა და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეზე (გფს). შესაბამისად, სისხლში გლუკოზის ნორმალური მაჩვენებლის მქონე სუბიექტების შემთხვევაში, დაპაგლიფლოზინს აქვს დაბალი მიდრეკილება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. დაპაგლიფლოზინი არ არღვევს ენდოგენური გლუკოზის ნორმალურ პროდუქციას ჰიპოგლიკემიის პასუხად. დაპაგლიფლოზინის მოქმედება დამოკიდებული არ არის ინსულინის სეკრეციაზე და მის მიმართ მგრძნობელობაზე. დაპაგლიფლოზინის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ბეტა-უჯრედების ფუნქციის გაუმჯობესება (ტესტი HOMA ბეტა-უჯრედები).
SGLT2 სელექტიურად ექსპრესირდება თირკმელში. დაპაგლიფლოზინი არ მოქმედებს გლუკოზის სხვა გადამტანებზე, რომლებიც ახორციელებენ გლუკოზის პერიფერიულ ქსოვილებში ტრანსპორტს და 1400-ჯერ უფრო ძლიერ სელექციურობას ავლენს SGLT2-ს მიმართ, ვიდრე SGLT1-ს მიმართ, რომელიც არის ნაწლავში გლუკოზის შეწოვაზე პასუხისმგებელი ძირითადი ტრანსპორტერი.
ფარმაკოდინამიური ეფექტები
დაპაგლიფლოზინის მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნა თირკმელებით გლუკოზის გამოყოფის გაზრდა. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში დაპაგლიფლოზინის 10მგ/დღეში მიღებისას 12 კვირის განმავლობაში თირკმელებით გამოიყოფოდა დღეში დაახლოებით 70გ გლუკოზა (რაც შეესაბამება 280კკალ/დღეში). გლუკოზის შემანარჩუნებელი ექსკრეცია ნანახი იქნა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც დაპაგლიფლოზინს 10 მგ/დღეში დოზით იღებდნენ 2 წლამდე ხანგრძლივობით.
დაპაგლიფლოზინის გამოყენებისას შარდში გლუკოზის გამოყოფა აგრეთვე იწვევს ოსმოსურ დიურეზს და ზრდის შარდის მოცულობას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც დაპაგლიფლოზინს იღებდნენ 10 მგ/დღეში დოზით, შარდის მოცულობის გაზრდა ნარჩუნდებოდა 12 კვირის განმავლობაში და შეადგენდა დაახლოებით 375 მლ-ს დღეში. შარდის მოცულობის ზრდას ახლდა თირკმელებით ნატრიუმის გამოყოფის მცირე და ტრანზიტორული მომატება, რაც არ იწვევდა სისხლის შრატში მისი კონცენტრაციის ცვლილებას.
შარდის მჟავას სეკრეცია აგრეთვე ტრანზიტორულად იზრდებოდა (3-7 დღის განმავლობაში) და ახლდა შრატში შარდის მჟავას კონცენტრაციის შემცირება. 24-ე კვირისთვის, შრატში შარდის მჟავას კონცენტრაციის შემცირება მერყეობდა -48.3-18.3 მიკრომოლი/ლ-ს ფარგლებში (-0.87-0.33 მგ/დლ).
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
გლიკემიური კონტროლის გაუმჯობესება და კარდიოვასკულური და თირკმლის მხრივ ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობის არსებითი კომპონენტებია.
ჩატარდა თოთხმეტი ორმაგად-ბრმა, რანდომიზებული, კონტროლირებული კლინიკური კვლევა, რომლებშიც ჩართული იყო ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 4,737 სუბიექტი, შეფასდა ფორქსიგას გლიკემიური ეფექტურობა და უსაფრთხოება; ამ კვლევებში ჩართული 4,273 სუბიექტი მკურნალობდა დაპაგლიფლოზინით. თორმეტ კვლევაში მკურანლობის ხანგრძლივობა შეადგენდა 24 კვირას, 8 კვლევა გახანგრძლივდა 24-დან 80 კვირამდე (კვლევის საერთო ხანგრძლივობა 104 კვირა), ერთი კვლევის ხანგრძლივობა შეადგენდა 52 კვირას, გახანგრძლივდა 52-დან 104 კვირამდე (საერთო ხანგრძლივობა 208 კვირა). დიაბეტის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 1.4-16.9 წელს. ორმოცდაათ (50%) პროცენტს აღენიშნებოდა თირკმლის მსუბუქი დაზიანება და 11%-ს თირკმლის საშუალო დაზიანება. სუბიექტების ორმოცდათერთმეტ (51%) პროცენტს შეადგენდნენ მამაკაცები, 84% იყო თეთრკანიანი, 8% აზიური, 4% შავკანიანი და 4% სხვა რასობრივი ჯგუფის წარმომადგენელი. სუბიექტების ოთხმოცდაერთ (81%) პროცენტში სხეულის მასის ინდექსი (BMI) იყო 27. ამას გარდა, ორი 12 კვირიანი, პლაცებო-კონტროლირებული კვლევა ჩატარდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ არაადექვატურად კონტროლირებული ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტენზია.
კარდიოვასკულურ და თირკმლის მოვლენებზე ზეგავლენის შესაფასებლად ჩატარდა კარდიოვასკულარული გამოსავლების კვლევა (DECLARE) 10 მგ დაპაგლიფლოზინისთვის პლაცებოსთან შედარებით ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ 17,160 პაციენტში დადასტურებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებით ან მის გარეშე.
გლიკემიური კონტროლი
მონოთერაპია
სუბიექტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ არაადექვატურად კონტროლირებული ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ფორქსიგათი მონოთერაპიის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესაფასებლად ჩატარდა ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული, 24 კვირიანი კვლევა (დამატებითი გახანგრძლივების პერიოდი). დღე-ღამეში ერთხელ დაპაგლიფლოზინის გამოყენებამ გამოიწვია HbA1c-ს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება (p < 0.0001) პლაცებოსთან შედარებით (ცხრილი 2).
გახანგრძლივების პერიოდში HbA1c შემცირება შენარჩუნებული იყო 102 კვირის განმავლობაში (0.61%, და 0.17%, დაპაგლიფლოზინის 10მგ-ს და პლაცებოს შეცვლილი საშუალო მნიშვნელობა საწყის მაჩვენებელთან შედარებით).
ცხრილი 2. დაპაგლიფლოზინით მონოთერაპიის პლაცებო-კონტროლირებული კვლევის შედეგები 24-ე კვირისთვის (LOCFa)
მონოთერაპია
დაპაგლიფლოზინი
10 მგ
პლაცებო
Nb
70
75
HbA1c (%)
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავებაc
(95% CI)
- 01
- 89
- 66*
(0.96, 0.36)
- 79
- 23
სუბიექტები (%) რომლებმაც მიაღწიეს:
HbA1c < 7%
შეცვლილი საწყისი მაჩვენებლისთვის
- 8§
- 6
წონა (კგ)
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავებაc
(95% CI)
- 13
- 16
- 97
(2.20, 0.25)
- 77
- 19
a LOCF: ბოლო დაკვირვება (გადარჩენილი სუბიექტების გადარჩენამდე)
b ყველა რანდომიზებული სუბიექტი, რომელმაც ხანმოკლე ბრმა პერიოდის განმავლობაში მიიღო ორმაგად-ბრმა საკვლევი მედიკამენტის მინიმუმ ერთი დოზა
c ბოლო კვადრატები გულისხმობს საწყისი მაჩვენებლის ცვლილებას
- pმნიშვნელობა< 0.0001 versus პლაცებო
§შეფასებული არ არის სტატისტიკური მნიშვნელობისთვის მეორადი საბოლოო წერტილის თანმიმდევრობითი ტესტური პროცედურის შედეგად
კომბინირებული თერაპია
52კვირიან, აქტიურად კონტროლირებულ შესატყვისი ეფექტურობის კვლევაში (52 და 104 კვირიანი გახანგრძლივების პერიოდით) ფორქსიგა შეფასდა მეტფორმინზე დამატებითი თერაპიის სახით სულფონილშარდოვანასთან (გლიპიზიდი) შედარებით, რომელიც გამოიყენებოდა მეტფორმინზე დამატებითი თერაპიის სახით სუბიექტებში, რომლებშიც არაადექვატური იყო გლიკემიური კონტროლი (HbA1c > 6.5% და ≤ 10%). შედეგებმა აჩვენა საწყის მაჩვენებელთნ შედარებით HbA1c-ს მსგავსი საშუალო შემცირება გლიპიზიდთან შედარებით, გამოვლინდა შესაბამის ნივთიერებასთან შესატყვისი ეფექტურობა (ცხრილი 3). 104 კვირისთვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით HbA1c-ს შეცვლილი საშუალო მნიშვნელობა იყო 0.32% დაპაგლიფლოზინისთვის და 0.14% გლიპიზიდისთვის. 208 კვირისთვის HbA1c-ს შეცვლილი საშუალო მნიშვნელობა იყო 0.10% დაპაგლიფლოზინისთვის და 0.20% გლიპიზიდისთვის. 52, 104 და 208-ე კვირას დაპაგლიფლოზინის ჯგუფში სუბიექტების მნიშვნელოვნად ნაკლებ რაოდენობაში (3.5%, 4.3% და 5.0%) აღინიშნა ჰიპოგლიკემიის მინიმუმ ერთი მოვლენა გლიპიზიდის ჯგუფთან შედარებით (40.8%, 47.0% და 50.0%). 104 და 208 კვირისთვის კვლევაში დარჩენილი სუბიექტების პროპორციული რაოდენობა იყო 56.2% და 39.7% დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 50.0% და 34.6% გლიპიზიდის ჯგუფში.
ცხრილი 3. შედეგები 52 კვირისთვის (LOCFa) აქტიურად კონტროლირებულ კვლევაში, რომელიც ადარებდა დაპაგლიფლოზინის და გლიპიზიდის მეტფორმინზე დამატების სახით გამოყენებას
პარამეტრი
დაპაგლიფლოზინი+მეტფორმინი
გლიპიზიდი+მეტფორმინი
Nb
400
401
HbA1c (%)
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
დაპაგლიფლოზინი+მეტფორმინისგან განსხვავებაc
(95% CI)
- 69
- 52
- 0.00d
(0.11, -0.11)
- 74

- 44
- 22
- 65*
(5.14, 4.17)
- 60
- 44
a LOCF: ბოლო დაკვირვება
bრანდომიზებული და ნამკურნალები სუბიექტები, რომლებშიც გაიზომა საწყისი და მინიმუმ 1 შემდგომი ეფექტურობის პარამეტრი
cბოლო კვადრატები გულისხმობს საწყისი მაჩვენებლის ცვლილებას
dგლიპიზიდი+მეტფორმინზე არანაკლები უპირატესობა
- pმნიშვნელობა < 0.0001
დაპაგლიფლოზინმა მეტფორმინზე, გლიმეპირიდზე, მეტფორმინზე და სულფონილშარდოვანაზე, სიტაგლიპტინზე (მეტფორმინით ან მის გარეშე) ან ინსულინზე დამატების სახით გამოყენებისას 24-ე კვირისთვის გამოიწვია HbA1c-ს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება პლაცებოსთან შედარებით (p < 0.0001; ცხრილები 4, 5 და 6).
24-ე კვირისთვის აღნიშნული HbA1c შემცირება ნარჩუნდებოდა კომბინირებულ კვლევებში (გლიმეპირიდი და ინსულინი), 48 კვირიანი (გლიმეპირიდი) და 104 კვირის მონაცემებით (ინსულინი). 48-ე კვირისთვის სიტაგლიპტინზე დამატებისას (მეტფორმინით ან მის გარეშე) საწყის მაჩვენებელთან შედარებით საშუალო ცვლილება 10მგ დაპაგლიფლოზინისთვის და პლაცებოსთვის შეადგენდა 0.30% და 0.38%-ს. მეტფორმინზე დამატებით კვლევაში HbA1c შემცირება ნარჩუნდებოდა 102 კვირის განმავლობაში (0.78% და 0.02% საწყისი მაჩვენებლის საშუალო ცვლილება 10მგ და პლაცებოსთვის). 104 კვირისთვის ინსულინის გამოყენებისას (გლუკოზის დონის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატებისდამატებით ან მათ გარეშე) HbA1c შემცირება იყო 0.71% და 0.06% საწყის მაჩვენებელთან შედარებით 10მგ დაპაგლიფლოზინის და პლაცებოსთვის. 48 და 104-ე კვირისთვის ინსულინის დოზა სტაბილური დარჩა სუბიექტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ 10მგ დაპაგლიფლოზინით, და შეადგენდა საშუალოდ 76სე/დღე-ღამეში. პლაცებოს ჯგუფში 48 და 104-ე კვირისთვის აღინიშნა აღინიშნა საშუალო ზრდა 10.5სე/დღე-ღამეში და 18.3სე/დღე-ღამეში (საშუალო დოზა 84 და 92სე/დღე-ღამეში). 104-ე კვირისთვის კვლევაში დარჩენილი სუბიექტების პროპორციული რაოდენობა შეადგენდა 72.4%-ს 10მგ დაპაგლიფლოზინისთვის და 54.8%-ს პლაცებოსთვის.
ცხრილი 4. 24 კვირიანი (LOCFa) პლაცებო-კონტროლირებული კვლევების შედეგები, რომლებშიც დაპაგლიფლოზინი გამოიყენებოდა მეტფორმინთნ ან სიტაგლიპტინთან კომბინაციაში (მეტფორმინით ან მის გარეშე)
დამატებითი კომბინაცია
მეტფორმინი1
DPP-4 ინჰიბიტორი
(სიტაგლიპტინი2) ± მეტფორმინი1
დაპაგლიფლოზინი
10 მგ
პლაცებო
დაპაგლიფლოზინი
10 მგ
პლაცებო
Nb
135
137
223
224
HbA1c (%)
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავება c
(95% CI)
- 92
- 84
- 54*
(0.74, 0.34)
- 11
- 30
- 90
- 45
- 48*
(0.62, 0.34)
- 97
- 04
სუბიექტები (%) რომლებმაც მიაღწიეს
HbA1c < 7%
საწყისი მაჩვენებლის ცვლილება
- 6**
- 9
წონა (კგ)
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავებაc
(95% CI)
- 28
- 86
- 97*
(2.63, 1.31)
- 74
- 89
- 02
- 14
- 89*
(2.37, 1.40)
- 23
- 26
1მეტფორმინი≥ 1500 მგ/დღე-ღამეში
2 სიტაგლიპტინი 100მგ/დღე-ღამეში
aLOCF: ბოლო დაკვირვება (გადარჩენამდე გადარჩენილი სუბიექტებისთვის)
bყველა რანდომიზებული სუბიექტი, რომელმაც მიიღო ორმაგად-ბრმა საკვლევი სამკურნალო პრეპარატის მინიმუმ ერთი დოზა ხანმოკლე, ორმაგად-ბრმა პერიოდის განმავლობაში

- pმნიშვნელობა < 0.0001 versus პლაცებო+ გლუკოზის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატი
- *pმნიშვნელობა < 0.05 versus პლაცებო + გლუკოზის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატი
ცხრილი 5. დაპაგლიფლოზინის 24კვირიანი პლაცებო-კონტროლირებული კვლევების შედეგები, რომლებშიც ის გამოიყენებოდა სულფონილშარდოვანას (გლიმეპირიდი) ან მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან ერთად
დამატებითი კომბინაცია
სულფონილშარდოვანა
(გლიმეპირიდი1)
სულფონილშარდოვანა
+ მეტფორმინი2
დაპაგლიფლოზინი 10მგ
პლაცებო
დაპაგლიფლოზინი 10მგ
პლაცებო
Na
151
145
108
108
HbA1c (%)b
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავებაc
(95% CI)
- 07
- 82
- 68*
(0.86, 0.51)
- 15
- 13
- 08
- 86
−0.69* (−0.89, −0.49)
- 24
- 17
სუბიექტები (%) რომლებმაც მიაღწიეს
HbA1c < 7% (LOCF)d
საწყისი მაჩვენებლის ცვლილება
- 7*
- 0
- 8*
- 1
წონა (კგ) (LOCF)d
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავება c
(95% CI)
- 56
- 26
- 54*
(2.17, 0.92)
- 94
- 72
- 57
- 65
−2.07* (−2.79, −1.35)
- 07
- 0.58
1 გლიმეპირიდი 4მგ/დღე-ღამეში;
2მეტფორმინი (დაუყოვნებელი ან გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ფორმულა) ≥1500 მგ/დღე-ღამეში პლიუს სულფონილშარდოვანას მაქსიმალური ტოლერანტული დოზა, რომელიც უნდა შეადგენდეს მინიმუმ მაქსიმალური დოზის ნახევარს, ჩართვამდე მინიმუმ 8 კვირით ადრე
aრანდომიზებული და ნამკურნალები პაციენტები, რომლებშიც დასაწყისში და შემდგომ გაიზომა მინიმუმ ეფექტურობის1 მაჩვენებელი
b სვეტები 1 და 2, HbA1c ანალიზი LOCF გამოყენებით (იხ დანამატი d); სვეტები 3 და 4, HbA1c ანალიზი LRM გამოყენებით (იხ.დანამატი e)

d LOCF: ბოლო დაკვირვება (გადარჩენამდე გადარჩენილი სუბიექტებისთვის)
e LRM: განმეორებითი გაზომვების წრფივი ანალიზი

ცხრილი 6. 24-ე კვირისთვის არსებული შედეგები (LOCFa) დაპაგლიფლოზინის და ინსულინის კომბინაციის პლაცებო-კონტროლირებული კვლევის დროს (გლუკოზის დონის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატით ან მის გარეშე)
პარამეტრი
დაპაგლიფლოზინი 10მგ+ინსულინი
± გლუკოზის დონის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატები2
პლაცებო
+ინსულინი

194
193
HbA1c (%)
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავება c
(95% CI)
- 58
- 90
- 60*
(0.74, 0.45)
- 46
- 30
სხეულის წონა (კგ)
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავება c
(95% CI)
- 63
- 67
- 68*
(2.19, 1.18)
- 21
- 02
ინსულინის საშუალო სადღეღამისო დოზა (სე)1
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავება c
(95% CI)
სუბიექტები, რომლებშიც ინსულინის საშუალო სადღეღამისო დოზა მინიმუმ 10%-ით შემცირდა (%)
- 96
- 16
- 23*
(8.84, 3.63)
- 7**
- 96
- 08
- 0
aLOCF: ბოლო დაკვირვება (ინსულინის დოზის გაზრდამდე ან გაზრდის დღეს საჭროებისას)

cბოლო კვადრატები გულისხმობს საწყისი მაჩვენებლის ცვლილებასდა გლუკოზის დონის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატის არსებობას
- pმნიშვნელობა< 0.0001 versus პლაცებო + ინსულინი ± გლუკოზის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატი
- *pმნიშვნელობა < 0.05 versus პლაცებო + ინსულინი ± გლუკოზის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატი
1ინსულინის რეჟიმის დოზის მომატება (ხანმოკლე მოქმედების, საშუალო და ბაზალური ინსულინი) დასაშვები იყო მხოლოდ სუბიექტებში, რომლებიც აკმაყოფილებდნენ წინასწარ განსაზღვრულ FPG კრიტერიუმებს.
2სუბიექტების ორმოცდაათი პროცენტი დასაწყისში იღებდა ინსულინით მონოთერაპიას; 50% იღებდა გლუკოზის დონის დამაქვეითებელ 1 ან 2 ორალურ სამკურნალო პროდუქტს; ამ უკანასკნელი ჯგუფიდან 80% იღებდა მხოლოდ მეტფორმინს; 12% იღებდა მეტფორმინს და სულფონილშარდოვანას; დანარჩენები იღებდნენ გლუკოზის დონის დამაქვეითებელ სხვა პერორალურ სამკურნალო პრეპარატებს.
მეტფორმინთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ წამალს
სულ 1,236 წამლის არმქონე პაციენტმა არაადეკვატურად კონტროლირებადი ტიპი 2 დიაბეტით (HbA1c ≥ 7.5% და ≤ 12%) მონაწილეობა მიიღო ორ აქტიური კონტროლირებად კვლევაში 24 კვირის ხანგრძლივობისა დაპაგლიფლოზინის (5 მგ ან 10 მგ) ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად. მეტფორმინთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ წამალს, მონოკომპონენტებით თერაპიის წინააღმდეგ.
დაპაგლიფლოზინის 10მგ და მეტფორმინის კომბინაცია (2000მგ დღეში) უზრუნველყოფდა HbA1c მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ინდივიდუალური კომპონენტების გამოყენებასთან შედარებით (ცხრილი 7), და იწვევდა უზმო გლუკოზის (FPG) უფრო მეტად შემცირებას (ინდივიდუალური კომპონენტების გამოყენებასთან შედარებით) და სხეულის მასის შემცირებას (მეტფორმინთან შედარებით).
ცხრილი 7. არანამკურნალებ პაციენტებში დაპაგლიფლოზინის მეტფორმინთან კომბინაციური თერაპიის აქტიურად კონტროლირებადი კვლევის შედეგები 24 კვირაზე (LOCFa)
პარამეტრი
დაპაგლიფლოზინი 10 მგ
+
მეტფორმინი
დაპაგლიფლოზინი 10 მგ
მეტფორმინი
Nb
211b
219b
208b
HbA1c (%)
საბაზისო დონე (საშუალო)
ცვლილება საბაზისო დონიდანc
განსხვავება დაპაგლიფლოზინთან შედარებითc
(95%Cl)
განსხვავება მეტფორმინთან შედარებითc
(95%Cl)
- 10
- 1.98
- 0.53*
(-0.74, -0.32)
- 0.54*
(-0.75, -0.33)
- 03
- 1.45
- 0.01
(-0.22, -0.20)
- 03
- 1.44
LOCF - ბოლო ჩატარებული (აღდგენის წინ აღდგენილი პაციენტებისთვის) შეფასება
ყველა რანდომიზებული პაციენტი, რომელმაც მიიღო ორმაგად-ბრმა საკვლევი მედიკამენტის მინიმუმ ერთი დოზა მოკლევადიან ორმაგად-ბრმა პერიოდში.
მინიმალური კვადრატების საშუალო არითმეტიკული მოდიფიცირებული საბაზისო სიდიდისთვის.
- p-მაჩვენებელი <0.0001.
გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდთან კომბინაცია
28-კვირიან, ორმაგად-ბრმა, შესადარებელი აქტიური ნივთიერებით კონტროლირებულ კვლევაში, დაპაგლიფლოზინის და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდის (GLP-1 რეცეპტორის აგონისტი) კომბინაცია შედარებული იქნა დაპაგლიფლოზინით მონოთერაპიასთან და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდით მონოთერაპიასთან სუბიექტებში არაადექვატური გლიკემიური კონტროლით მეტფორმინის მონოთერაპიის ფონზე (HbA1c ≥ 8% და ≤ 12%). მკურნალობის ყველა ჯგუფში აღინიშნა HbA1c -ის დონის შემცირება საბაზისო დონესთან შედარებით. დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ის და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდის კომბინაციის ჯგუფმა აჩვენა HbA1c-ის დონის უპირატესი დაქვეითება საბაზისო დონიდან დაპაგლიფლოზინით მონოთერაპიის და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდით მონოთერაპიის ჯგუფებთან შედარებით (ცხრილი 8).
ცხრილი 8. 28-კვირის ხანგრძლივობის კვლევა დაპაგლიფლოზინის და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდის შესადარებლად დაპაგლიფლოზინით მონოთერაპიასა და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდით მონოთერაპიასთან, მეტფორმინთან კომბინაციაში (დაგეგმილი მკურნალობის პაციენტები)
პარამეტრი
დაპაგლიფლოზინი 10 მგ
დღეში ერთხელ
+
გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდი 2 მგ კვირაში ერთხელ
დაპაგლიფლოზინი 10 მგ
დღეში ერთხელ
+
პლაცებო კვირაში ერთხელ
გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდი 2 მგ
კვირაში ერთხელ
+
პლაცებო დღეში ერთხელ
N
228
230
227
HbA1c (%)
საბაზისო დონე (საშუალო)
ცვლილება საბაზისო დონიდანა
საშუალო საბაზისო დონიდან ცვლილების სხვაობა კომბინაციასა და აქტიური ნივთიერებით მონოთერაპიას შორის (95% სი)
- 29
- 1.98
- 25
- 1.39
- 0.59*
(-0.84, -0.34)
- 26
- 1.60
- 0.38**
(-0.63, -0.13)
სუბიექტების ნაწილი (%), რომელთათვისაც მიღწეული იქნა HbA1c <7% მაჩვენებელი
- 7
- 1
- 9
სხეულის მასა (კგ)

- 3.55
- 87
- 2.22
- 1.33*
(-2.12, -0.55)
- 12
- 1.56
- 2.00*
(-2.79, -1.20)
QD=დღეში ერთხელ, QW= კვირაში ერთხელ, N=პაციენტების რაოდენობა, სი=სარწმუნობის ინტერვალი.
ა 28-კვირაზე მოდიფიცირებული უმცირესი კვადრატული საშუალო და მკურნალობის ჯგუფის საბაზისო დონიდან ცვლილებების მაჩვენებლების მოდელი დგება განმეორებადი გაზომვების შერეული მოდელით (MMRM) მკურნალობის, რეგიონის, HbA1c-ის საბაზისო დონის ჯგუფის (< 9.0% ან ≥ 9.0%), კვირის, და კვირის მიხედვით მკურნალობის ურთიერთქმედების, როგორც ფიქსირებული ფაქტორების, და საბაზისო მაჩვენებლის, როგორც კოვარიატის გათვალისწინებით.
- p < 0.001, **p < 0.01.
P-მაჩვენებლები წარმოადგენს მოდიფიცირებულ მრავლობითი ფაქტორების p-სიდიდეს.
ანალიზებში გამოირიცხა სათადარიგო მკურნალობის და საკვლევი სამკურნალო პრეპარატის ვადამდელი შეწყვეტის ჯგუფების მონაცემები
უზმოდ პლაზმაში გლუკოზის დონე
10მგ დაპაგლიფლოზინით მკურნალობამ, რომელიც გამოიყენებოდა მონოთერაპიის სახით ან მეტფორმინზე, გლიმეპირიდზე, მეტფორმინზე და სულფონილშარდოვანაზე, სიტაგლიპტინზე (მეტფორმინით ან მის გარეშე) ან ინსულინზე დანამატის სახით, გამოიწვია უზმოდ პლაზმაში გლუკოზის დონის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება FPG (1.90 1.20 მმოლ/ლ [34.2 - 21.7 მგ/დლ]) პლაცებოსთან შედარებით (0.33 to 0.21 მმოლ/ლ [6.0 - 3.8 მგ/დლ]). ეს ეფექტი აღინიშნა მკურნალობის 1 კვირას და შენარჩუნებული …
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
სამკურნალო საშუალების დასახელება
დიაკორი 10 მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები
თვისობრივი და რაოდენობრივი შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერებები:
დაპაგლიფლოზინი 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზა
დამხმარე ნივთიერებების სრული ჩამონათვალისთვის იხილეთ პარაგრაფი 6.1
ფარმაცევტული ფორმა
აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
ყვითელი ფერის, მოგრძო ფორმის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები.
კლინიკური დეტალები
თერაპიული ჩვენებები
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
დიაკორი ნაჩვენებია მოზრდილებში არასაკმარისად კონტროლირებული ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ, როგორც დიეტისა და ვარჯიშის დამხმარე საშუალება:
- როგორც მონოთერაპია, როდესაც მეტფორმინის მიღება აუტანლობის გამო მიზანშეწონილი არ არის -
- ტიპი 2 დიაბეტის სამკურნალო სხვა პროდუქტებთან კომბინაციაში.
კვლევების შედეგებზე დაყრდნობით გამოვლინდა, რომ დიაკორი ასევე ამცირებს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის პროგრესირების რისკს და /ან გულის უკმარისობის მიზეზით ჰოსპიტალიზაციას მოზრდილ პაციენტებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, დადგენილი გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით ან გულ-სისხლძარღვთა მხრიდან მრავლობითი რისკ-ფაქტორებით.
კვლევების შედეგებისთვის კომბინირებულ თერაპიებთან, გლიკემიურ კონტროლზე წამლის ეფექტებთან, კარდიოვასკულურ და თირკმლის მხრივ მოვლენებთან დაკავშირებით და შესწავლილი პოპულაციების შესახებ ინფორმაციისთვის იხილეთ ნაწილი 4.4, 4.5 და 5.1.
გულის უკმარისობა
დიაკორი ნაჩვენებია მოზრდილებში გულის სიმპტომური ქრონიკული უკმარისობის დროს განდევნის ფრაქციის შემცირებით, კარდიოვასკულარული მიზეზით სიკვდილიანობის და გუკის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის რისკის შესამცირებლად.
თირკმელების ქრონიკული დაავადება
დიაკორი ნაჩვენებია მოზრდილებში თირკმლის ქრონიკული დაავადების სამკურნალოდ.
დოზირება და მიღების წესი
დოზირება
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ დაპაგლიფლოზინს ერთხელ დღეში.
როდესაც დაპაგლიფლოზინი გამოიყენება ინსულინთან ან ინსულინის სეკრეციის დამაჩქარებელ საშუალებებთან ერთად, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, ჰიპოგლიკემიის რისკის შემცირებისთვის შეიძლება გამოყენებული იყოს ინსულინის ან მისი სეკრეციის დამაჩქარებლის უფრო დაბალი დოზა (იხ. ნაწილი 4.5 და 4.8).
გულის უკმარისობა
რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ დაპაგლიფლოზინს ერთხელ დღეში.
DAPA-HF კვლევაში დაპაგლიფლოზინი დანიშნული იყო გულის უკმარისობის სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად (იხ. ნაწილი 5.1).
თირკმელების ქრონიკული დაავადება
რეკომენდებული დოზა შეადგენს 10 მგ დაპაგლიფლოზინს ერთხელ დღეში.
მიღების წესი
დიაკორის მიღება შეიძლება პერორალურად დღეში ერთხელ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს მთლიანად.
დამატებითი ინფორმაცია განსაკუთრებული პოპულაციების შესახებ
თირკმლის უკმარისობა:
დოზის ცვლილება საჭირო არ არის თირკმლის ფუნქციიდან გამომდინარე.
შეზღუდული გამოცდილების გამო, დაპაგლიფლოზინით მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდირებული პაციენტებში გფს მაჩვენებლით <25 მლ/წთ.
დაპაგლიფლოზინის გლუკოზის დამაქვეითებელი ეფექტურობა დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციაზე, და მცირდება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გფს <45 მლ/წთ და ეფექტი სავარაუდოდ არ იქნება თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (იხ. ნაწილი 4.4, 4.8, 5.1 და 5.2).
ღვიძლის უკმარისობა
დოზის ცვლილება აუცილებელი არ არის ღვიძლის მსუბუქი და საშუალო უკმარისობის მქონე პაციენტებში. ღვიძლის მწვავე უკმარისობის შემთხვევაში საწყისი რეკომენდებული დოზა შეადგენს 5 მგ-ს. კარგი ამტანობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 10 მგ-მდე საჭიროების შემთხვევაში (იხილეთ ნაწილი 4.4 და 5.2).
პედიატრიული პოპულაცია
18 წლამდე ბავშვებში დაპაგლიფლოზინის უსაფრთხოება და ეფექტურობა დადგენილი არ არის. მონაცემები ხელმისაწვდომი არ არის.
ხანდაზმული პაციენტები (≥ 65 წელი)
დოზის ცვლილება საჭირო არ არის ასაკის მიხედვით.
უკუჩვენებები
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან რომელიმე შემავსებლის მიმართ, რომლებიც ჩამოთვლილია ნაწილში 6.1.
სპეციალური გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
თირკმლის უკმარისობა
შეზღუდული გამოცდილების გამო, დაპაგლიფლოზინით მკურნალობის დაწყება არ არის რეკომენდირებული პაციენტებში გფს მაჩვენებლით <25 მლ/წთ.
დაპაგლიფლოზინის გლუკოზის დამაქვეითებელი ეფექტურობა დამოკიდებულია თირკმლის ფუნქციაზე, და მცირდება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ გფს <45 მლ/წთ და შეიძლება არ არსებობდეს თირკმლის მძიმე უკმარისობის შემთხვევაში (იხ. ნაწილი 4.2, 5.1 და 5.2).
ერთ კვლევაში ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში თირკმლის საშუალო სიმძიმის უკმარისობით (გფს < 60მლ/წთ), პლაცებოსთან შედარებით დაპაგლიფლოზინით მკურნალობის შედეგად უფრო მეტ პაციენტს განუვითარდა გვერდითი ეფექტები - კრეატინინის, ფოსფორის, პარატჰორმონის (PHT) მომატება და ჰიპოტენზია.
ღვიძლის უკმარისობა
არსებობს ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში კლინიკური კვლევების შეზღუდული გამოცდილება. დაპაგლიფლოზინის ექსპოზიცია იზრდება ღვიძლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.2 და 5.2).
გამოყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების და/ან ჰიპოტენზიის მომატებული რისკი
მოქმედების მექანიზმის გამო დაპაგლიფლოზინი ზრდის დიურეზს, რამაც შესაძლოა სისხლის წნევა მცირედ დააქვეითოს, რაც კვლევებშიც დადგინდა (იხ. 5.1). ეს შეიძლება უფრო ძლიერად გამოვლინდეს სისხლში გლუკოზის ძალიან მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში.
სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო იმ პაციენტებში, რომლებიც იტარებენ ანტიჰიპერტენზიულ მკურნალობას, ჰიპოტენზიის მქონე ან ხანდაზმულ პირებში.
რეკომენდებულია მოცულობითი სტატუსის ინტენსიური მონიტორინგი (მაგ. ფიზიკალური გამოკვლევა, სისხლის წნევის გაზომვა, ლაბორატორიული ტესტები მათ შორის ჰემატოკრიტი და ელექტროლიტები) ისეთი თანმხლები მდგომარეობისას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება (მაგ. კუჭ-ნაწლავის დაავადება). რეკომენდებულია მდგომარეობის გამოსწორებამდე დაპაგლიფლოზინით თერაპიის დროებითი შეწყვეტა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებათ მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება (იხ. ნაწილი 4.8).
დიაბეტური კეტოაციდოზი
დიაბეტური კეტოაციდოზის (DKA) იშვიათი შემთხვევები, სიცოცხლისათვის საშიში და ფატალური შემთხვევების ჩათვლით, დაფიქსირდა პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ნატრიუმ-გლუკოზის თანატრანსპორტი 2 (SGLT2) ინჰიბიტორებით, მათ შორის დაპაგლიფლოზინით. რიგ შემთხვევებში, მდგომარეობის პრეზენტაცია იყო ატიპიური მხოლოდ ზომიერად მომატებული სისხლში გლუკოზის მაჩვენებლებით, 14 მმოლ/ლ (250 მგ/დლ) ქვემოთ.
დიაბეტური კეტოაციდოზის რისკი უნდა იყოს გათვალისწინებული არასპეციფიკური სიმპტომების შემთხვევაში, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, ანორექსია, მუცლის ტკივილი, გადაჭარბებული წყურვილი, სუნთქვის გაძნელება, დაბნეულობა, უჩვეულო დაღლილობა ან ძილიანობა. ამ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტები დაუყოვნებლივ უნდა შემოწმდეს კეტოაციდოზზე, სისხლში გლუკოზის დონის მიუხედავად.
პაციენტებში, რომლებშიც DKA-ზე მიიტანეს ეჭვი ან დიაგნოზი, დაპაგლიფლოზინით მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.
მკურნალობა უნდა შეწყდეს იმ პაციენტებში, რომლებიც ჰოსპიტალიზირებულნი არიან მნიშვნელოვანი ქირურგიული პროცედურების ან მწვავე სერიოზული დაავადებების გამო. ამ პაციენტებში რეკომენდებულია კეტონების მონიტორინგი. უპირატესობა უნდა მიენიჭოს სისხლში კეტონის დონის განსაზღვრას სისხლში, ვიდრე შარდში. დაპაგლიფლოზინით მკურნალობა შეიძლება განახლდეს, როდესაც კეტონების დონე ნორმალური იქნება და პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება.
დაპაგლიფლოზინის დაწყებამდე გასათვალისწინებელია პაციენტის ისტორიაში ის ფაქტორი, რომრლიც შეიძლება ქმნიდეს კეტოაციდოზისადმი წინასწარ განწყობას.
DKA-ის უფრო მაღალი რისკის მქონე პაციენტები გულისხმობს პაციენტებს დაბალი ბეტა-უჯრედული ფუნქციის რეზერვით (მაგ. ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტები დაბალი C-პეპტიდით ან ლატენტური აუტოიმუნური დიაბეტით მოზრდილებში (LADA) ან პაციენტები პანკრეატიტით ანამნეზში) ან პაციენტებს ისეთი მდგომარეობებით, რომლებიც იწვევს საკვების შეზღუდულ მიღებას ან მძიმე დეჰიდრატაციას, პაციენტებს, რომელთათვისაც ინსულინის დოზები შემცირებულია და პაციენტებს ინსულინის მიღების გაზრდილი მოთხოვნილებით, რაც განპირობებულია მწვავე დაავადებით, ქირურგიული ჩარევით ან ალკოჰოლის ჭარბი მოხმარებით.
ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერი 2-ის (SGLT2) ინჰიბიტორები სიფრთხილით უნდა გამოიყენონ ამ პაციენტებში.
SGLT2 ინჰიბიტორით მკურნალობის განახლება პაციენტებში, რომლებსაც განუვითარდათ დიაბეტური კეტოაციდოზი SGLT2 ინჰიბიტორით მკურნალობისას, არ არის რეკომენდებული, ვიდრე არ იქნება გამოვლენილი და გამოსწორებული რეალური მაპროვოცირებელი ფაქტორი.
დიაბეტური კეტოაციდოზი დაფიქსირდა ხშირად ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის კვლევებში, სადაც გამოყენებული იყო დაპაგლიფლოზინი. დაპაგლიფლოზინი არ უნდა იქნას გამოყენებული ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების სამკურნალოდ.
პერინეუმის ნეკროზული ფასციიტი (ფურნიეს განგრენა)
პერინეუმის ნეკროზული ფასციიტი (ასევე ცნობილი როგორც ფურნიეს განგრენა) პოსტმარკეტინგული შემთხვევები დაფიქსირდა ქალებში და მამაკაცებში, რომლებიც იღებდნენ SGLT2 ინჰიბიტორებს (იხ. ნაწილი 4.8). ეს არის იშვიათი, მაგრამ სერიოზული და პოტენციურად სიცოცხლისათვის საშიში მოვლენა, რომელიც საჭიროებს სასწრაფო ქირურგიულ ჩარევას და ანტიბიოტიკურ მკურნალობას.
პაციენტებს უნდა მიეცეთ რჩევა, მიმართონ სამედიცინო დახმარებას, თუ მათ აღენიშნებათ ტკივილის, მგრძნობელობის, შეწითლების ან შეშუპების სიმპტომების კომბინაცია სასქესო ორგანოზე ან პერინეალურ მიდამოში, მიმდინარე ცხელებით ან სისუსტით. გასათვალისწინებელია, რომ შარდ-სასქესო სისტემის ინფექცია ან პერინეალური აბსცესი შეიძლება წინ უსწრებდეს ნეკროზულ ფასციიტს. თუ ფურნიეს განგრენაზეა ეჭვი, დაპაგლიფლოზინით მკურნალობა უნდა შეწყდეს და სასწრაფოდ დაინიშნოს მკურნალობა (ანტიბიოტიკების და ქირურგიული დებრიდინგის ჩათვლით).
საშარდე სისტემის ინფექციები
შარდში გლუკოზის ექსკრეცია შეიძლება დაკავშირებული იყოს საშარდე გზების ინფექციასთან; შესაბამისად, დაპაგლიფლოზინის დროებითი შეწყვეტა უნდა იყოს განხილული პიელონეფრიტის ან უროსეფსისის მკურნალობის დროს.
ხანდაზმული პაციენტები (≥65 წელი)
ხანდაზმულ პაციენტებში მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების რისკი უფრო მაღალია და მეტადაა მოსალოდნელი დიურეზული საშუალებების გამოყენება.
ხანდაზმულ პაციენტებში მეტადაა მოსალოდნელი თირკმლის ფუნქციის დაზიანება და/ან ანტი-ჰიპერტენზიული სამკურნალო საშუალებების გამოყენება, როგორიცაა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები (აგფ-1) და ანგიოტენზინ II ტიპი 1 რეცეპტორების ბლოკერები (ARB), რომლებმაც შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციის ცვლილება,. თირკმლის ფუნქციასთან დაკავშირებული რეკომენდაციები ერთნაირია ხანდაზმულ და სხვა პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.2, 4.4, 4.8 და 5.1).
გულის უკმარისობა
გამოცდილება დაპაგლიფლოზინის NYHA-ს IV კლასის დროს გამოყენებისას შეზღუდულია.
თირკმლის ქრონიკული დაავადება
თირკმლის ქრონიკული დაავადების მკურნალობისთვის დაპაგლიფლოზინის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოცდილება არ არსებობს დიაბეტის არმქონე პაციენტებში, რომლებსაც ალბუმინურია არ აღენიშნებათ. ალბუმინურიის მქონე პაციენტებმა შესაძლოა დაპაგლიფლოზინით მკურნალობისგან მეტი სარგებელი მიიღონ.
ქვედა კიდურების ამპუტაციები
გრძელვადიან კლინიკურ კვლევებში ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს SGLT2 ინჰიბიტორებით დაფიქსირდა ქვედა კიდურის ამპუტაციის (ძირითადად ფეხის ცერა თითის) შემთხვევების ზრდა. უცნობია წარმოადგენს თუ არა ეს კლასობრივ ეფექტს. მნიშვნელოვანია დიაბეტის მქონე პაციენტების კონსულტაცია ფეხის რუტინული პროფილაქტიკური მოვლის შესახებ.
შარდის ლაბორატორიული შემოწმება
მოქმედების მექანიზმიდან გამომდინარე პაციენტებში, რომლებიც დაპაგლიფლოზინი-ს იღებენ, შარდში გლუკოზის ანალიზის შედეგი დადებითი იქნება.
ლაქტოზა
დიაკორის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას. ეს სამკურნალო პროდუქტი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა, რომლებსაც აღენიშებათ გალაქტოზას აუტანლობის იშვიათი მემკვიდრული პრობლემელი, ლაპპა ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზას მალაბსორბცია.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან და წამლისმიერი ურთიერთქმედების სხვა ფორმები
ფარმაკოდინამიკური ურთიერთქმედება
დიურეზული საშუალებები
დაპაგლიფლოზინმა შესაძლოა გააძლიეროს თიაზიდური და მარყუჟოვანი დიურეზული საშუალებების ეფექტი და გაზარდოს გაუწყლოების და არტერიული ჰიპოტენზიის რისკი (იხ. ნაწილი 4.4).
ინსულინი და ინსულინის სეკრეციის გამაძლიერებელი საშუალებები
ინსულინი და ინსულინის სეკრეციის გამაძლიერებელი საშუალებები, როგორიცაა სულფონილშარდოვანა, იწვევს ჰიპოგლიკემიას. შესაბამისად, დაპაგლიფლოზინთან ერთად გამოყენებისას ჰიპოგლიკემიის რისკის შესამცირებლად შესაძლოა საჭირო გახდეს ამ საშუალებების უფრო დაბალი დოზის გამოყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში (იხ. ნაწილი 4.2 და 4.8).
ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება
დაპაგლიფლოზინის მეტაბოლიზმი ძირითადად ხორციელდება გლუკურონიდული კონიუგაციით, რომლის მედიატორიც არის UDP გლუკურონილტრანსფერაზა 1A9(UGT1A9).
In Vitro კვლევებში დაპაგლიფლოზინი არ აინჰიბირებდა ციტოქრომ P450 იზოფერმენტებს CYP1A2, CYP2A6, CYP2B6, CYP2C8, CYP2C9, CYP2C19, CYP2D6, CYP3A4, და არ აინდუცირებდა იზოფერმენტებს CYP1A2, CYP2B6 ან CYP3A4. ამიტომ, არ არის მოსალოდნელი დაპაგლიფლოზინის გავლენა თანმხლები პრეპარატების მეტაბოლურ კლირენსზე, რომლებიც ამ ენზიმების მოქმედებით მეტაბოლიზდება.
სხვა სამკურნალო პრეპარატების გავლენა დაპაგლიფლოზინზე
ურთიერთქმედების კვლევებმა ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით, რომლებიც ძირითადად იღებდნენ პრეპარატის ერთჯერად დოზას, აჩვენა, რომ მეტფორმინი, პიოგლიტაზონი, სიტაგლიპტინი, გლიმეპირიდი, ვოგლიბოზა, ჰიდროქლორთიაზიდი, ბუმეტანიდი, ვალსარტანი ან სიმვასტატინი გავლენას არ ახდენს დაპაგლიფლოზინის ფარმაკოკინეტიკაზე.
დაპაგლიფლოზინის და რიფამპიცინის ერთად მიღების შემდეგ, რომელიც არის სხვადასხვა აქტიური ტრანსპორტერის და ფერმენტის ინდუქტორი, რომელთა საშუალებითაც ხდება პრეპარატების მეტაბოლიზმი, აღინიშნა დაპაგლიფლოზინის სისტემური ექსპოზიციის (AUC) 22%-ით დაქვეითება, მაგრამ კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი არ ჰქონდა შარდში გლუკოზის 24-საათიან ექსკრეციაზე. პრეპარატის დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის. სხვა ინდუქტორებთან (მაგ, კარბამაზეპინი, ფენიტოინი, ფენობარბიტალი) ერთად გამოყენებისას კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა მოსალოდნელი არ არის.
დაპაგლიფლოზინის და მეფენამის მჟავას (UGT1A9 ინჰიბიტორი) ერთად გამოყენებისას აღინიშნა დაპაგლიფლოზინის სისტემური ექსპოზიციის 55%-ით მატება, 24 საათის განმავლობაში თირკმელებით გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენის გარეშე. პრეპარატის დოზის კორექცია რეკომენდებული არ არის.
დაპაგლიფლოზინის გავლენა სხვა სამკურნალო საშუალებებზე
ურთიერთქმედების კვლევებში ჯანმრთელი მოხალისეების მონაწილეობით, რომლებიც ძირითადად იღებდნენ პრეპარატის ერთჯერად დოზას, დაპაგლიფლოზინი გავლენას არ ახდენდა მეტფორმინის, პიოგლიტაზონის, სიტაგლიპტინის, გლიმეპირიდის, ჰიდროქლორთიაზიდის, ბუმეტანიდის, ვალსარტანის, დიგოქსინის (P-gp სუბსტრატი) ან ვარფარინის (S ვარფარინი, იზოფერმენტ CYP2C9 სუბსტრატი) ფარმაკოკინეტიკაზე ან ანტიკოაგულაციურ ეფექტზე, რომელიც ფასდება საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდებით. დაპაგლიფლოზინის 20მგ-ს და სიმვასტატინის (იზოფერმენტ CYP3A4 სუბსტრატი) ერთჯერადი დოზის გამოყენება იწვევდა სიმვასტატინის AUC–ს 19% ხოლო სიმვასტატინის მჟავას AUC–ს 31%-ით მომატებას. სიმვასტატინის და სიმვასტატინის მჟავას ექსპოზიციის მომატება არ ითვლება კლინიკურად მნიშვნელოვნად.
1,5-ანჰიდროგლუციტოლის (1,5-AG) რაოდენობრივ ანალიზთან გადაფარვა
1,5-AG რაოდენობრივი ანალიზით გლიკემიური კონტროლის მონიტორინგი არ არის რეკომენდებული რადგანაც 1,5-AG მაჩვენებლები არასარწმუნოა გლიკემიური კონტროლის შესაფასებისთვის იმ პაციენტებში, რომლებიც იღებენ SGLT2 ინჰიბიტორებს. რეკომენდებულია გლიკემიური კონტროლის მონიტორინგისთვის ალტერნატიული მეთოდების გამოყენება.
პედიატრიული პოპულაცია
ურთიერთქმედების კვლევები ჩატარდა მხოლოდ მოზრდილებში.
ფერტილობა, ორსულობა და ლაქტაცია
ზოგადი რეკომენდაცია
ორსულობის კატეგორია: C
შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალები/კონტრაცეფცია
არ ჩატარებულა სპეციფიური კვლევები დაპაგლიფლოზინისა და ესტროგენ/პროგესტერონის შემცველი კონტრაცეპტივების ურთიერთქმედების შესაფასებლად. თუმცა მეტაბოლიზმის მონაცემებზე დაყრდნობით არ არის მოსალოდნელი დაპაგლიფლოზინის კლინიკურად მნიშვნელოვანი გავლენა ესტროგენ/პროგესტერონის შემცველი კონტრაცეპტივების ფარმაკოკინეტიკაზე. განსაკუთრებული სიფრთხილე არ არის საჭირო შვილოსნობის პოტენციალის მქონე ქალებში.
ორსულობა
არ არსებობს ორსულ ქალებში დაპაგლიფლოზინის გამოყენების მონაცემები. ვირთხებზე ჩატარებულმა კვლევებმა გამოავლინა თირკმელზე ტოქსიური ზემოქმედება დროის პერიოდში, რომელიც შეესაბამება ადამიანის ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრს (იხ. ნაწილი 5.3). შესაბამისად, ორსულობის მეორე და მესამე ტრიმესტრის დროს დაპაგლიფლოზინის გამოყენება რეკომენდებული არ არის. ორსულობის დადგენის შემთხვევაში დაპაგლიფლოზინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
ძუძუთი კვება
უცნობია გამოიყოფა თუ არა დედის რძეში დაპაგლიფლოზინი და/ან მისი მეტაბოლიტები. ცხოველებში არსებულმა ფარმაკოდინამიურმა/ტოქსიკოლოგიურმა მონაცემებმა გამოავლინა რძეში დაპაგლიფლოზინის/მეტაბოლიტების ექსკრეცია, აგრეთვე ფარმაკოლოგიური ეფექტები შთამომავლობაზე (იხ. ნაწილი 5.3). არ შეიძლება ახალშობილებში/ჩვილებში არსებული რისკის გამორიცხვა. დაპაგლიფლოზინი არ უნდა იყოს გამოყენებული ძუძუთი კვების დროს.
რეპროდუქციული ფუნქცია/ფერტილობა
ადამიანების ფერტილობაზე დაპაგლიფლოზინის ეფექტი შესწავლილი არ არის. მამრ და მდედრ ვირთაგვებში დაპაგლიფლოზინმა არ გამოავლინა ფერტილობაზე ეფექტები არც ერთ ტესტირებულ დოზაზე.
გავლენა ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე
დიაკორი არ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ავტომობილის მართვის და მექანიზმების გამოყენების უნარზე. პაციენტები გაფრთხილებული უნდა იყვნენ ჰიპოგლიკემიის რისკის შესახებ დაპაგლიფლოზინის სულფონილშარდოვანას ან ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებისას.
არასასურველი ეფექტები
უსაფრთხოების პროფილის შეჯამება
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
ტიპი 2 დიაბეტთან დაკავშირებულ კლინიკურ კვლევებში დაპაგლიფლოზინით მკურნალობა 15,000-ზე მეტ პაციენტს ჩაუტარდა.
უსაფრთხოების და ამტანობის პირველადი შეფასება ჩატარდა 13 მოკლევადიანი (24 კვირამდე ხანგრძლივობის) პლაცებო-კონტროლირებული კვლევის ჯამურ ანალიზში, 2360 სუბიექტის მონაწილეობით 10 მგ დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 2295 პლაცებოს ჯგუფში.
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში დაპაგლიფლოზინის კარდიოვასკულური გამოსავლების შემსწავლელ კვლევაში (DECLARE კვლევა, იხ. ნაწილი 5.1) 8,574 პაციენტი იღებდა 10 მგ დაპაგლიფლოზინს და 8,569 იღებდა პლაცებოს, ექსპოზიციის საშუალო დროით 48 თვე. ჯამში დაპაგლიფლოზინთან ექსპოზიცია 30,623 პაციენტი-წელი იყო.
სხვადასხვა კლინიკურ კვლევაში ყველაზე ხშირად აღწერილი გვერდითი რეაქცია იყო გენიტალური ინფექციები.
გულის უკმარისობა
კარდიოვასკულურ გამოსავალზე დაპაგლიფლოზინის ზემოქმედების შემსწავლელ კვლევაში, რომელიც ჩატარდა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში დაქვეითებული განდევნის ფრაქციით (DAPA-HF კვლევა), 2,368 პაციენტს უმკურნალეს 10 მგ დაპაგლიფლოზინით და 2,368 პაციენტს პლაცებოთი საშუალო მიღების დროის პერიოდში, რომელიც შეადგენდა 18 თვეს. პაციენტთა პოპულაცია მოიცავდა პაციენტებს, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და დიაბეტის გარეშე და პაციენტებს, რომელთა eGFR ≥ 30 მლ/წთ/1.73 მ2.
დაპაგლიფლოზინის საერთო უსაფრთხოების პროფილი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეესაბამებოდა დაპაგლიფლოზინის ცნობილ უსაფრთხოების პროფილს.
თირკმლის ქრონიკული დაავადება
თირკმლის მხრივ გამოსავალზე დაპაგლიფლოზინის ზემოქმედების შემსწავლელ კვლევაში, რომელიც ჩატარდა თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში (DAPA-CKD), 2,149 პაციენტს უმკურნალეს 10 მგ დაპაგლიფლოზინით და 2,149 პაციენტს პლაცებოთი, ექსპოზიციის საშუალო პერიოდით - 27 თვე. პაციენტთა პოპულაცია მოიცავდა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებს და პაციენტებს დიაბეტის გარეშე, eGFR მაჩვენებლით 25-დან 75 მლ/წთ/1.73მ2-მდე და პაციენტებს ალბუმინურიით (შარდში ალბუმინ/კრეატინინის შეფარდება [UACR] ≥200 და ≤5000 მგ/). მკურნალობა გრძელდებოდა eGFR-ის 25 მლ/წთ/1.73მ2-ზე დაბალ დონემდე ვარდნის
დაპაგლიფლოზინის საერთო უსაფრთხოების პროფილი გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში შეესაბამებოდა დაპაგლიფლოზინის ცნობილ უსაფრთხოების პროფილს.
თირკმლის მხრივ გამოსავალზე დაპაგლიფლოზინის ზემოქმედების შემსწავლელ კვლევაში, რომელიც ჩატარდა თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში (DAPA-CKD), 2,149 პაციენტს უმკურნალეს 10 მგ დაპაგლიფლოზინით და 2,149 პაციენტს პლაცებოთი, ექსპოზიციის საშუალო პერიოდით - 27 თვე. პაციენტთა პოპულაცია მოიცავდა მე-2 ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტებს და პაციენტებს დიაბეტის გარეშე, eGFR მაჩვენებლით 25-დან 75 მლ/წთ/1.73მ2-მდე და ალბუმინურიით (შარდში ალბუმინის კრეატინინთან შეფარდება [UACR] ≥200 და ≤ 5000 მგ/გ). მკურნალობა გრძელდებოდა eGFR-ის 25 მლ/წთ/1.73მ2-ზე დაბალ დონემდე ვარდნის შემთხვევაში.
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში დაპაგლიფლოზინის უსაფრთხოების ზოგადი პროფილი დაპაგლიფლოზინისთვის ცნობილ უსაფრთხოების პროფილს შეესაბამებოდა.
არასასურველი რეაქციების სია ცხრილის სახით
ქვემოთ წარმოდგენილია პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურ კვლევებში დაფიქსირებული არასასურველი რეაქციები. არც ერთი არ იყო დამოკიდებული პრეპარატის დოზაზე. არასასურველი რეაქციების სიხშირე წარმოდგენილია სიხშირის და ორგანოთა სისტემის კლასის (SOC) მიხედვით. სიხშირე წარმოდგენილია შემდეგი გრადაციით: ძალიან ხშირი (≥1/10), ხშირი (≥1/100, <1/10), ნაკლებად ხშირი (≥1/1000, <1/100), იშვიათი (≥1/10000, <1/1000), ძალიან იშვიათი (<1/10000) და დაუზუსტებელი სიხშირის (შეფასება შეუძლებელია მიღებული მონაცემების მიხედვით).
ცხრილი 1. არასასურველი რეაქციები პლაცებო-კონტროლირებულ კლინიკურa კვლევებში და პოსტპარკეტინგულ გამოცდილებაში
ორგანოთა სისტემის კლასი
ძალიან ხშირი
ხშირი*
ნაკლებად ხშირი**
იშვიათი
ძალიან იშვიათი
ინფექციები და ინვაზიები
ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სასქესო ორგანოების მსგავსი ინფექციები b,c
საშარდე გზების ინფექციაb,d
სოკოვანი ინფექცია**
პერინეუმის ნეკროზული ფასციიტი (ფურნიეს განგრენა)b,i
მეტაბოლიზმის და კვების დარღვევები
ჰიპოგლიკემია (სულფონილშარდოვანას წარმოებულებთან ან ინსულინთან ერთად მიღებისას)b
მოცირკულირე სისხლის მოცულობის დაქვეითება b,e
წყურვილი**
დიაბეტური კეტოაციდოზი (როდესაც გამოიყენება ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს)b,i,k
ნერვული სისტემის მხრივ დარღვევები
თავბრუსხვევა
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ
ყაბზობა**
პირის სიმშრალე**
დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ
გამონაყარიj
ანგიონევროზული შეშუპება
ძვალ-კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილის მხრივ დარღვევები
ზურგის ტკივილი*
დარღვევები თირკმლის და საშარდე გზების მხრივ
დიზურია
პოლიურია*,f
ნიქტურია**
ტუბულოინტერსტიციული ნეფრიტი
რეპროდუქციული სისტემის და სარძევე ჯირკვლების მხრივ დარღვევები
ვულვოვაგინალური ქავილი**
გენიტალური ქავილი**
კვლევები
ჰემატოკრიტის მომატებაg
კრეატინინის თირკმლისმიერი კლირენსის დაქვეითება მკურნალობისb
ინიცირებისასბ
დისლიპიდემიაh
სისხლში კრეატინინის მომატება მკურნალობის ინიცირებისას**,b
სისხლში შარდოვანას მომატება**
წონის კლება**
a -ცხრილში წარმოდგენილია პრეპარატის გამოყენების მონაცემები 24 კვირამდე (ხანმოკლე თერაპია) დამატებითი ჰიპოგლიკემიური პრეპარატის გამოყენების მიუხედავად.
b - დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ქვემოთ შესაბამისი ქვეთავი.
c - ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სასქესო ორგანოების მსგავსი ინფექციები მოიცავს, მაგალითად, შემდეგ წინასწარგანსაზღვრულ წარმოდგენილ ტერმინებს: ვულვოვაგინალური სოკოვანი ინფექცია, ვაგინალური ინფექცია, ბალანიტი, სასქესო ორგანოების სოკოვანი ინფექცია, ვულვოვაგინალური კანდიდოზი, ვულვოვაგინიტი, კანდიდოზური ბალანიტი, გენიტალური კანდიდოზი, სასქესო ორგანოების ინფექციები, სასქესო ორგანოების ინფექციები მამაკაცებში, ასოს ინფექციები, ვულვიტი, ბაქტერიული ვაგინიტი, ვულვის აბსცესი.
d - საშარდე ტრაქტის ინფექცია მოიცავს შემდეგ წარმოდგენილ ტერმინებს, რომლებიც ჩამოთვლილია სიხშირის მიხედვით: საშარდე ტრაქტის ინფექცია, ცისტიტი, საშარდე ტრაქტის Escherichia-თი გამოწვეული ინფექცია, გენიტოურინარული ტრაქტის ინფექცია, პიელონეფრიტი, ტრიგონიტი, თირკმლის ინფექცია და პროსტატიტი.
e - მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირება მოიცავს მაგალითად შემდეგ წინასწარგანსაზღვრულ სასურველ ტერმინებს: გაუწყლოება, ჰიპოვოლემია, არტერიული ჰიპოტენზია.
f - პოლიურია მოიცავს წარმოდგენილ ტერმინებს: პოლაკიურია, პოლიურია და დიურეზის გაძლიერება.
g - ჰემატოკრიტის მნიშვნელობის საშუალო ცვლილება საწყის მაჩვენებლებთან შედარებით შეადგენდა 2,30%-ს დაპაგლიფლოზინის 10მგ ჯგუფში და 0,33%-ს პლაცებოს ჯგუფში. ჰემატოკრიტის მნიშვნელობა >55% აღწერილი იყო სუბიექტების 1.3%-ში, რომლებსაც მკურნალობდნენ 10მგ დაპაგლიფლოზინით და პლაცებოს ჯგუფის 0.4%-ში.
h - დაპაგლიფლოზინის 10მგ და პლაცებოს ჯგუფში საწყის მაჩვენებლებთან შედარებით შემდეგი მაჩვენებლების საშუალო პროცენტული ცვლილებები შეადგენდა: საერთო ქოლესტეროლი 2.5% 0.0%%-თან შედარებით; მსლპ ქოლესტეროლი; 6.0% 2.7%-თან შედარებით; დსლპ ქოლესტეროლი 2.9%1.0%-%-თან შედარებით; ტრიგლიცერიდები –2.7% 0.7%-თან შედარებით;.
i - იხ. პარაგრაფი 4.4
j - პოსტმარკეტინგული დაკვირვების პერიოდში იდენტიფიცირდა გვერდითი მოვლენები.
გამონაყარი მოიცავს უპირატესად შემდეგ მდგომარეობებს, რომლების ჩამოთვლილია კლინიკურ კვლევებში გამოვლენის სიხშირის მიხედვით:
გამონაყარი, გენერალიზებული გამონაყარი, ქავილის გამომწვევი გამონაყარი, მაკულარული გამონაყარი, მაკულო - პაპულური გამონაყარი, პუსტულარული გამონაყარი, ვეზიკულური და ერითემატოზული გამონაყარი.
პლაცებო-კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში აქტიურ და პლაცებო-თერაპიის ჯგუფში (დაპაგლიფლოზინი, N=5936, საკონტროლო ჯგუფი, N=3403) გამონაყარის სიხშირე იყო ერთნაირი (1,4% და 1,4% შესაბამისად).
k - აღიწერა ტიპი 2 დიაბეტის მქონე პაციენტების კარდიოვასკულური გამოსავლების კვლევაში (DECLARE). სიხშირე ეფუძნება წლიურ შემთხვევათა რიცხვს.
- აღნიშნულია პაციენტების ≥ 2%-ში, რომლებიც იღებდნენ დაპაგლიფლოზინს 10 მგ დოზით და ≥ 1%-ით და მინიმუმ 3 სუბიექტით უფრო ხშირია, ვიდრე პლაცებოს ჯგუფში.
- *მკვლევარის მიერ აღწერილია, როგორც საკვლევ მკურნალობასთან დაკავშირებული ან შესაძლოდ დაკავშირებული სუბიექტების ≥ 0.2% და ≥ 0.1%-ში და აღინიშნება მინიმუმ 3-ზე მეტ სუბიექტში დაპალიფლოზინის 10 მგ-ის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით.
ცალკეული არასასურველი რეაქციების აღწერა
ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სასქესო ორგანოების მსგავსი ინფექციები
უსაფრთხოების შემსწავლელი 13 კვლევის ჯამურ ანალიზში, ვულვოვაგინიტი, ბალანიტი და სასქესო ორგანოების მსგავსი ინფექციები აღნიშნულია პაციენტების 5,5% და 0,6%-ში, რომლებიც იღებდნენ შესაბამისად 10მგ დაპაგლიფლოზინსა და პლაცებოს. ინფექციების უმრავლესობა იყო სუსტი ან ზომიერად გამოხატული: სტანდარტული თერაპიის საწყისი კურსი იყო ეფექტური, რის გამოც პაციენტები იშვიათად წყვეტდნენ დაპაგლიფლოზინის მიღებას. ეს ინფექციები უფრო ხშირად ვითარდებოდა ქალებში (8,4% და 1,2% დაპაგლიფლოზინის და პლაცებოს მიღებისას), ხოლო რეციდივი უფრო ხშირი იყო ანამნეზში ამ ინფექციების მქონე პაციენტებში.
DECLARE კვლევაში, სერიოზული არასასურველი მოვლენების მქონე პაციენტების რიცხვი, გენიტალური ინფექციების სახით, იყო ცოტა და დაბალანსებული: 2-2 პაციენტი დაპაგლიფლოზინისა და პლაცებოს ჯგუფში.
DAPA-HF კვლევაში, არცერთ პაციენტს არ გამოუვლინდა გენიტალურ ინფექციებთან დაკავშირებული სერიოზული გვერდითი მოვლენა დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და ერთი შემთხვევა იყოს პლაცებოს ჯგუფში. 7 პაციენტს (0.3%) ჰქონდა გვერდითი მოვლენები, რამაც გამოიწვია პრეპარატის შეწყვეტა გენიტალური ინფექციების გამო დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და არცერთი შემთხვევა არ იყო პლაცებოს ჯგუფში.
DAPA-CKD კვლევაში, გენიტალური ინფექციების სერიოზული არასასურველი მოვლენები დაპაგლიფლოზინის ჯგუფში გამოუვლინდა 3 (0.1%) პაციენტს და პლაცებოს ჯგუფში არცერთს. დაპაგლიფლოზინის ჯგუფში 3 (0.1%) პაციენტს აღენიშნა არასასურველი მოვლენა, რამაც გენიტალური ინფექციების გამო მკურნალობის შეწყვეტა გამოიწვია და არცერთი შემთხვევა არ იყო პლაცებოს ჯგუფში. გენიტალური ინფექციების სერიოზული არასასურველი მოვლენები ან არასასურველი მოვლენები, რომლებმაც გენიტალური ინფექციების გამო მკურნალობის შეწყვეტა გამოიწვია, არ გამოვლენილა დიაბეტის არმქონე არცერთ პაციენტში.
პერინეუმის ნეკროზული ფასციიტი (ფურნიეს განგრენა)
ფურნიეს განგრენის შემთხვევები დაფიქსირდა პოსტმარკეტინგულ პერიოდში პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ SGLT2 ინჰიბიტორებს, მათ შორის დაპაგლიფლოზინს (იხ. ნაწილი 4.4).
DECLARE კვლევაში, 17160 ტიპის 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტში და მედიანური ექსპოზიციის დრო 48 თვე, დაფიქსირდა ფურნიეს განგრენის სულ 6 შემთხვევა, ერთი დაპაგლიფლოზინით ნამკურნალევ ჯგუფში და 5 პლაცებო ჯგუფში.
ჰიპოგლიკემია
ჰიპოგლიკემიის განვითარების სიხშირე დამოკიდებული იყო შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტების მონაწილეობით მიმდინარე კლინიკურ კვლევებში გამოყენებულ საბაზისო თერაპიის ტიპზე.
დაპაგლიფლოზინის კვლევაში მონოთერაპიის სახით, მეტფორმინთან კომბინირებულ თერაპიაში 102 კვირამდე მსუბუქი ჰიპოგლიკემიის განვითარების ეპიზოდების სიხშირე იყო მსგავსი (<5%) მკურნალობის ჯგუფებში პლაცებოს ჩათვლით. ყველა კვლევაში მძიმე ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები აღნიშნულია ნაკლებად ხშირად, მათი სიხშირე შეთავსებადი იყო დაპაგლიფლოზინის და პლაცებოს ჯგუფში. კვლევებში, რომლებშიც დამატებული იყო სულფონილშარდოვანათი და ინსულინით თერაპია, უფრო მაღალი იყო ჰიპოგლიკემიის სიხშირე (იხ. ნაწილი 4.5).
გლიმეპირიდის დამატებულ კვლევაში, 24-ე და 48-ე კვირებზე ჰიპოგლიკემიის მცირე ეპიზოდები უფრო ხშირად იყო აღწერილი ჯგუფში, რომელშიც გამოიყენებოდა 10მგ დაპაგლიფლოზინი და გლიმეპირიდი (6.0% და 7.9%), ვიდრე პლაცებოს და გლიმეპირიდის ჯგუფში (2.1% და 2.1%).
ინსულინის დამატებით მიმდინარე კვლევაში, მასშტაბური ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები აღწერილი იყო იმ სუბიექტების 0.5 და 1,0%-ში, რომლებსაც მკურნალობდნენ 10მგ დაპაგლიფლოზინით და ინსულინით 24-ე და 104-ე კვირას, და სუბიექტების 0.5%-ში, რომლებსაც მკურნალობდნენ პლაცებოთი და ინსულინით. 24-ე და 104-ე კვირას მცირე ჰიპოგლიკემიის ეპიზოდები აღწერილი იყო დაპაგლიფლოზინის და ინსულინის ჯგუფის 40.3% და 53.1% და პლაცებოს და ინსულინის ჯგუფის 34% და 41,6%-ში.
მეტფორმინის და სულფონილშარდოვანას დამატებით მიმდინარე კვლევაში 24-ე კვირისთვის ჰიპოგლიკემიის მასშტაბური ეპიზოდები აღწერილი არ იყო. ჰიპოგლიკემიის მცირე ეპიზოდები აღინიშნა სუბიექტების 12.8%-ში, რომლებიც იღებდნენ 10მგ დაპაგლიფლოზინს და მეტფორმინს და სულფონილშარდოვანას და სუბიექტების 3.7%-ში, რომლებიც იღებდნენ პლაცებოს, მეტფორმინს და სულფონილშარდოვანას.
DECLARE კვლევაში, მძიმე ჰიპოგლიკემიის რისკის მომატება, დაპაგლიფლოზინის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით, არ აღინიშნა და იყო დაპაგლიფლოზინით ნამკურნალებ 58 (0.7%) პაციენტში და პლაცებოთი ნამკურნალებ 83 (1.0%) პაციენტში.
DAPA-HF კვლევაში, ჰიპოგლიკემიის ძირითადი შემთხვევები აღწერილია 4 პაციენტში (0.2%) როგორც დაპაგლიფლოზინის, ასევე პლაცებოს სამკურნალო ჯგუფში.
DAPA-CKD კვლევაში, მნიშვნელოვანი ჰიპოგლიკემიის მოვლენები აღწერილია 14 (0.7%) პაციენტში დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 28 (1.3%) პაციენტში პლაცებოს ჯგუფში და დაფიქსირდა მხოლოდ ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
მოცულობის შემცირება
უსაფრთხოების შემსწავლელი 13-კვლევის ჯამურ ანალიზში, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირების ნიშნები (გაუწყლოების, ჰიპოვოლემიის ან არტერიული ჰიპოტენზიის შესახებ შეტყობინებების ჩათვლით) აღინიშნა პაციენტების 1,1% და 0,7%-ში, რომლებიც შესაბამისად იღებდნენ 10 მგ დაპაგლიფლოზინს და პლაცებოს; სერიოზული რეაქციები აღინიშნა პაციენტების <0,2%-ში და შედარებადი იყო დაპაგლიფლოზინის 10მგ და პლაცებოს ჯგუფებში (იხ. ნაწილი 4.4)
DECLARE კვლევაში, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებაზე მიმანიშნებელი მოვლენების მქონე პაციენტების რიცხვი მკურნალობის ჯგუფებს შორის იყო დაბალანსებული: 213 (2.5%) და 207 (2.4%) დაპაგლიფლოზინის და პლაცებოს ჯგუფებში, შესაბამისად. სერიოზული გვერდითი მოვლენები დაფიქსირდა 81-ში (0.9%) და 70-ში (0.8%) დაპაგლიფლოზინის და პლაცებოს ჯგუფში, მოვლენები ზოგადად მკურნალობის ჯგუფებს შორის იყო დაბალანსებული ასაკობრივ, დიურეტიკებზე მყოფ, სისხლის წნევის და ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის ინჰიბიტორების(ACE-I)/ ანგიოტენზინ II-ის რეცეპტორების 1-ლი ტიპის ბლოკატორების (ARB) თერაპიაზე მყოფ პაციენტთა ქვეჯგუფებში. პაციენტებში საბაზისო დონეზე eGFR < 60 მლ/წთ/1.73 მ2, მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებაზე მიმანიშნებელი სერიოზული არასასურველი მოვლენების რიცხვი დაპაგლიფლოზინის ჯგუფში იყო 19, ხოლო პლაცებოს ჯგუფში 13.
DAPA-HF კვლევაში პაციენტების რაოდენობა მოვლენებით, რომლებიც მიუთითებდა ჰიპოვოლემიაზე იყო 170 (7.2%) დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 153 (6.5%) პლაცებოს ჯგუფში. იყო მცირე რაოდენობის პაციენტები სერიოზული სიმპტომებით, რომლებიც მიუთითებდა ჰიპოვოლემიაზე დაპაგლიფლოზინის ჯგუფში (23-თან [1.0%]) პლაცებოს ჯგუფთან შედარებით შედარებით (38 [1.6%]). შედეგები მსგავსი იყო საწყის ეტაპზე დიაბეტის და ბაზისური ეტაპის eGFR არსებობის მიუხედავად.
DAPA-CKD კვლევაში, პაციენტთა რაოდენობა მოვლენებით, რომლებიც მიუთითებდა მოცირკულირე სისხლის მოცულობის შემცირებაზე, იყო 120 (5.6%) დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 84 (3.9%) პლაცებოს ჯგუფში. დაპაგლიფლოზინის ჯგუფში 16 (0.7%) პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული მოვლენები სიმპტომებით, რომლებიც სისხლის მოცულობის შემცირებაზე მიუთითებდა და პლაცებოს ჯგუფში მსგავსი მოვლენები აღენიშნა 15 (0.7%) პაციენტს.
დიაბეტური კეტოაციდოზი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის დროს
DECLARE კვლევაში, ექსპოზიციის საშუალო დროით 48 თვე, დიაბეტური კეტოაციდოზის მოვლენები აღინიშნა 27 პაციენტში 10 მგ დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 12 პაციენტში პლაცებოს ჯგუფში. მოვლენების განაწილება კვლევის პერიოდის მიხედვით თანაბარი იყო. დაპაგლიფლოზინის ჯგუფში დიაბეტური კეტოაციდოზის მქონე 27 პაციენტიდან 22-ს მოვლენის დროისთვის პარალელურად იმყოფებოდა ინსულინოთერაპიაზე. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე პოპულაციაში დიაბეტური კეტოაციდოზის განვითარების ხელშემწყობი ფაქტორები იყო მოლოდინების შესაბამისი (იხ. ნაწილი 4.4).
DAPA-HF კვლევაში, DKA-ს შემთხვევები დაფიქსირდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე 3 პაციენტში დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და არცერთი იყო პლაცებოს ჯგუფში.
DAPA-CKD კვლევაში, DKA მოვლენები არ გამოვლენილა არცერთ პაციენტში დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და გამოვლინდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე 2 პაციენტში პლაცებოს ჯგუფში.
საშარდე გზების ინფექციები
13-კვლევის უსაფრთხოების ჯამურ ანალიზში, საშარდე გზების ინფექციები უფრო ხშირად აღნიშნულია დაპაგლიფლოზინის 10მგ მიღებისას, ვიდრე პლაცებოს შემთხვევაში (4.7% 3.5%-თან შედარებით; იხ. ნაწილი 4.4). ინფექციების უმრავლესობა იყო სუსტად ან ზომიერად გამოხატული. სტანდარტული თერაპიის საწყისი კურსი ეფექტური იყო, რის გამოც პაციენტები იშვიათად წყვეტდნენ დაპაგლიფლოზინის მიღებას. ეს ინფექციები უფრო ხშირად ვითარდებოდა ქალებში, ხოლო რეციდივი უფრო ხშირი იყო ანამნეზში ამ ინფექციების მქონე პაციენტებში.
DECLARE კვლევაში, საშარდე გზების ინფექციების სერიოზული მოვლენები უფრო იშვიათად ვლინდებოდა 10 მგ დაპაგლიფლოზინისთვის პლაცებოსთან შედარებით, 79 (0.9%) მოვლენით დაპაგლიფლოზინისთვის და 109 (1.3%) მოვლენით პლაცებოსთვის.
DAPA-HF კვლევაში, საშარდე გზების ინფექციების მხრივ სერიოზული გვერდითი მოვლენების მქონე პაციენტების რაოდენობა იყო 14 (0.6%) დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 17 (0.7%) პლაცებოს ჯგუფში. საკვლევი პრეპარატის შეწყვეტა საშარდე გზების ინფექციების გამო განხორცილდა 5 (0.2%) პაციენტში დაპაგლიფლოზინის და პლაცებოს ცალკეულ ჯგუფში.
DAPA-CKD კვლევაში, საშარდე გზების ინფექციების მხრივ სერიოზული გვერდითი მოვლენების მქონე პაციენტების რაოდენობა იყო 29 (1.3%) დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 18 (0.8%) პლაცებოს ჯგუფში. დაპაგლიფლოზინის ჯგუფში 8 (0.4%) პაციენტს აღენიშნა არასასურველი მოვლენა, რამაც მკურნალობის შეწყვეტა გამოიწვია საშარდე გზების ინფექციების გამო და 3 (0.1%) პაციენტს აღენიშნა მსგავსი მოვლენა პლაცებოს ჯგუფში. პაციენტთა რაოდენობა დიაბეტის გარეშე, რომლებსაც აღენიშნათ საშარდე გზების ინფექციების სერიოზული არასასურველი მოვლენები ან არასასურველი მოვლენები, რომლებმაც საშარდე გზების ინფექციების გამო პრეპარატის შეწყვეტა გამოიწვია, მკურნალობის ჯგუფებს შორის მსგავსი იყო (6 [0.9%] და 4 [0.6%] სერიოზული არასასურველი მოვლენებისთვის, და 1 [0.1%] და 0 არასასურველი მოვლენებისთვის რომლებიც შეწყვეტას იწვევდა, შესაბამისად დაპაგლიფლოზინისა და პლაცებოს ჯგუფებში).
კრეატინინის მომატება
დაჯგუფებული იყო კრეატინინის მომატებასთან დაკავშირებული გვერდითი რეაქციები (მაგ. თირკმლის კრეატინინის კლირენსის დაქვეითება, თირკმლის დაზიანება, სისხლში კრეატინინის დონის მომატება და გლომელურული ფილტრაციის სიჩქარის დაქვეითება). 13 კვლევის უსაფრთხოების ჯგუფში რეაქციების ეს დაჯგუფება აღწერილი იყო პაციენტების 3.2% და 1.8%-ში, რომლებიც მკურნალობდნენ 10მგ დაპაგლიფლოზინით და პლაცებოთი. თირკმლის ნორმალური ფუნქციის ან მსუბუქი დაზიანების მქონე პაციენტებში (გფს-ს საწყისი მაჩვენებელი GFR ≥ 60მლ/წთ/1.73მ2) რეაქციების ეს ჯგუფი აღწერილი იყო 10მგ დაპაგლიფლოზინის გამოყენებისას 1.3%, ხოლო პლაცებოს მიღებისას - 0.8%-ში. ეს რეაქციები უფრო ხშირი იყო პაციენტებში საწყისი მაჩვენებლებით გფს ≥ 30 და < 60მლ/წთ/1.73 მ2 (18.5% დაპაგლიფლოზინი 10 მგ vs 9.3% პლაცებო).
იმ პაციენტების შემდგომმა შეფასებამ, რომლებსაც აღენიშნებოდათ თირკმელთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენები, გამოავლინა, რომ უმრავლესობას აღენიშნებოდა შრატის კრეატინინის ცვლილებები საწყის მაჩვენებელთან შედარებით < 44მიკრომოლი/ლ ( ≤ 0.5მგ/დლ). კრეატინინის მომატება ჩვეულებრივ ტრანზიტორული იყო მკურნალობის გაგრძელებისას და შექცევადი - მისი შეწყვეტის შემდეგ.
DECLARE კვლევაში, რომელიც მოიცავდა ხანშიშესულ პაციენტებს და პაციენტებს თირკმლის ფუნქციის უკმარისობით (eGFR 60 მლ/წთ/1.73მ2-ზე ნაკლები), მკურნალობის ორივე ჯგუფში eGFR დროთა განმავლობაში ქვეითდებოდა.
დაპაგლიფლოზინის ჯგუფში პლაცებოს ჯგუფთან შედარებით 1 წელზე საშუალო eGFR მცირედით ნაკლები იყო, და 4 წელზე საშუალო eGFR მცირედით მაღალი იყო.
DAPA-HF და DELIVER კვლევებში, eGFR შემცირდა დროის გამავლობაში როგორც დაპაგლიფლოზინის, ასევე პლაცებოს ჯგუფში. DAPA-HF კვლევაში საშუალო eGFR-ის საწყისი შემცირება იყო -4.3 მლ/წთ/1.73 მ2 დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და -1.1 მლ/წთ/1.73 მ2 პლაცებოს ჯგუფში. მე-20 თვეზე, eGFR-ის ბაზისური ეტაპიდან ცვლილება მსგავსი იყო ორივე სამკურნალო ჯგუფს შორის: -5.3 მლ/წთ/1.73 მ2 დაპაგლიფლოზინისთვის და -4.5 მლ/წთ/1.73 მ2 პლაცებოსთვის.
DAPA-CKD კვლევაში, eGFR დროის გამავლობაში შემცირდა როგორც დაპაგლიფლოზინის, ასევე პლაცებოს ჯგუფში. საშუალო eGFR-ის საწყისი (დღე 14) შემცირება იყო -4.0 მლ/წთ/1.73მ2 დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და -0.8 მლ/წთ/1.73მ2 პლაცებოს ჯგუფში. 28-ე თვეზე, eGFR-ის საბაზისოდან ცვლილება იყო -7.4 მლ/წთ/1.73მ2 დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და -8.6 მლ/წთ/1.73მ2 პლაცებოს ჯგუფში.
პედიატრიული პოპულაცია
დაპაგლიფლოზინის უსაფრთხოების პროფილი, რომელიც დაფიქსირდა კლინიკურ კვლევაში 10 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით (იხ. ნაწილი 5.1) მსგავსი იყო მოზრდილებში ჩატარებულ კვლევებში.
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება
საეჭვო გვერდითი რეაქციების შესახებ შეტყობინება მნიშვნელოვანია პრეპარატის ავტორიზაციის შემდეგ. ის საშუალებას იძლევა იყოს მუდმივი მონიტორინგი სამკურნალო პროდუქტის სარგებელი/რისკის ბალანსზე. ჯანდაცვის სპეციალისტებს სთხოვენ შეატყობინონ ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქცია თურქეთის ფარმაკოზედამხედველობის ცენტრს (TÜFAM). (www.titck.gov.tr; e-mail: [email protected]; tel: 0 800 314 00 08; fax: 0 312 218 35 99).
დოზის გადაჭარბება
ჯანმრთელ სუბიექტებში 500მგ-მდე ორალური დოზით მიღებისას (50-ჯერ მეტი ადამიანისთვის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე) დაპაგლიფლოზინმა არ გამოავლინა ტოქსიურობა. ამ სუბიექტებში შარდში გლუკოზა ისაზღვრებოდა დოზადამოკიდებულ პერიოდში (500მგ მინიმუმ 5 დღის განმავლობაში), აღწერილი არ იყო დეჰიდრატაცია, ჰიპოტენზია ან ელექტროლიტური დისბალანსი, არ დაფიქსირდა QTc ინტერვალზე კლინიკურად მნიშვნელოვანი ეფექტი. ჰიპოგლიკემიის სიხშირე პლაცებოს მსგავსი იყო. კლინიკურ კვლევებში ჯანმრთელ და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ სუბიექტებში გამოიყენებოდა დღეში ერთხელ 100მგ დოზა (ადამიანის მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზაზე 10-ჯერ მეტი) 2 კვირის განმავლობაში, ჰიპოგლიკემიის სიხშირე ოდნავ მაღალი იყო პლაცებოსთან შედარებით და არ იყო დოზა-დამოკიდებული. გვერდითი მოვლენების სიხშირე, დეჰიდრატაციის და ჰიპოტენზიის ჩათვლით, პლაცებოს მსგავსი იყო და არ დაფიქსირებულა ლაბორატორიული პარამეტრების კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებები, შრატში ელექტროლიტების და თირკმლის ფუნქციის ბიომარკერების ჩათვლით.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში უნდა დაიწყოს შესაბამისი დამხმარე მკურნალობა პაციენტის კლინიკური სტატუსის მიხედვით. ჰემოდიალიზით დაპაგლიფლოზინის გამოყოფა შესწავლილი არ არის.
ფარმაკოლოგიური მახასიათებლები
ფარმაკოდინამიკური მახასიათებლები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: დიაბეტის დროს გამოყენებული პრეპარატები, ნატრიუმ-გლუკოზის კოტრანსპორტერი 2 (SGLT2) ინჰიბიტორები.
ათქ კოდი: A10BK01
მოქმედების მექანიზმი
დაპაგლიფლოზინი არის SGLT2 ძლიერი (K: 0,55 nM), სელექციური შექცევადი ინჰიბიტორი.
დაპაგლიფლოზინით SGLT2-ის ინჰიბირება ამცირებს გლუკოზის რეაბსორბციას გლომერულური ფილტრაციიდან თირკმლის პროქსიმალურ მილაკში და მას თან ახლავს ნატრიუმის რეაბსორბციის შემცირება, რაც იწვევს გლუკოზის შარდისმიერ ექსკრეციას და ოსმოსურ დიურეზს. შესაბამისად, დაპაგლიფლოზინი ზრდის ნატრიუმის მიწოდებას დისტალურ მილაკში, რომელიც ზრდის მილაკოვან-გლომერულურ პასუხს და ამცირებს ინტრაგლომერულურ წნევას. ეს ოსმოსურ დიურეზთან კომბინაციაში ამცირებს მოცულობით გადატვირთვას, აქვეითებს არტერიულ წნევას, და ასევე მცირდება პრედატვირთვა და პოსტდატვირთვა, რასაც შეიძლება ჰქონდეს სასარგებლო ეფექტი მიოკარდიუმის რემოდელირებაზე და დიასტოლურ ფუნქციაზე, და შეინახოს თირკმლის ფუნქცია. სხვა ეფექტები მოიცავს ჰემატოკრიტის ზრდას და სხეულის წონის შემცირებას. დაპაგლიფლოზინის გულზე და თირკმელზე ეფექტები არ არის მხოლოდ დამოკიდებული სისხლში გლუკოზის შემამცირებელ ეფექტზე და არ შემოიფარგლება დიაბეტის მქონე პაციენტებით, როგორც ეს ნაჩვენებია DAPA-HF, DELIVER და DAPA-CKD კვლევებში.
გლუკოზის თირკმელში გადატანის დამუხრუჭებით, დაპაგლიფლოზინი აქვეითებს თირკმლის მილაკებში მის რეაბსორბციას, რაც იწვევს თირკმელებით გლუკოზის გამოყოფას. გლუკოზის გამოყოფა (გლუკოზორიული ეფექტი) აღინიშნება პრეპარატის პირველივე დოზის მიღების შემდეგ, ნარჩუნდება შემდგომი 24 საათის განმავლობაში და გრძელდება თერაპიის მთელი კურსის დროს. ამ მექანიზმით თირკმლის მიერ გამოყოფილი გლუკოზის რაოდენობა დამოკიდებულია სისხლში მის კონცენტრაციასა და გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარეზე (გფს). შესაბამისად, სისხლში გლუკოზის ნორმალური მაჩვენებლის მქონე სუბიექტების შემთხვევაში, დაპაგლიფლოზინს აქვს დაბალი მიდრეკილება გამოიწვიოს ჰიპოგლიკემია. დაპაგლიფლოზინი არ არღვევს ენდოგენური გლუკოზის ნორმალურ პროდუქციას ჰიპოგლიკემიის პასუხად. დაპაგლიფლოზინის მოქმედება დამოკიდებული არ არის ინსულინის სეკრეციაზე და მის მიმართ მგრძნობელობაზე. დაპაგლიფლოზინის კლინიკურ კვლევებში აღინიშნა ბეტა-უჯრედების ფუნქციის გაუმჯობესება (ტესტი HOMA ბეტა-უჯრედები).
SGLT2 სელექტიურად ექსპრესირდება თირკმელში. დაპაგლიფლოზინი არ მოქმედებს გლუკოზის სხვა გადამტანებზე, რომლებიც ახორციელებენ გლუკოზის პერიფერიულ ქსოვილებში ტრანსპორტს და 1400-ჯერ უფრო ძლიერ სელექციურობას ავლენს SGLT2-ს მიმართ, ვიდრე SGLT1-ს მიმართ, რომელიც არის ნაწლავში გლუკოზის შეწოვაზე პასუხისმგებელი ძირითადი ტრანსპორტერი.
ფარმაკოდინამიური ეფექტები
დაპაგლიფლოზინის მიღების შემდეგ ჯანმრთელ მოხალისეებში და ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში აღინიშნა თირკმელებით გლუკოზის გამოყოფის გაზრდა. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში დაპაგლიფლოზინის 10მგ/დღეში მიღებისას 12 კვირის განმავლობაში თირკმელებით გამოიყოფოდა დღეში დაახლოებით 70გ გლუკოზა (რაც შეესაბამება 280კკალ/დღეში). გლუკოზის შემანარჩუნებელი ექსკრეცია ნანახი იქნა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც დაპაგლიფლოზინს 10 მგ/დღეში დოზით იღებდნენ 2 წლამდე ხანგრძლივობით.
დაპაგლიფლოზინის გამოყენებისას შარდში გლუკოზის გამოყოფა აგრეთვე იწვევს ოსმოსურ დიურეზს და ზრდის შარდის მოცულობას ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში. ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში, რომლებიც დაპაგლიფლოზინს იღებდნენ 10 მგ/დღეში დოზით, შარდის მოცულობის გაზრდა ნარჩუნდებოდა 12 კვირის განმავლობაში და შეადგენდა დაახლოებით 375 მლ-ს დღეში. შარდის მოცულობის ზრდას ახლდა თირკმელებით ნატრიუმის გამოყოფის მცირე და ტრანზიტორული მომატება, რაც არ იწვევდა სისხლის შრატში მისი კონცენტრაციის ცვლილებას.
შარდის მჟავას სეკრეცია აგრეთვე ტრანზიტორულად იზრდებოდა (3-7 დღის განმავლობაში) და ახლდა შრატში შარდის მჟავას კონცენტრაციის შემცირება. 24-ე კვირისთვის, შრატში შარდის მჟავას კონცენტრაციის შემცირება მერყეობდა -48.3-18.3 მიკრომოლი/ლ-ს ფარგლებში (-0.87-0.33 მგ/დლ).
კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოება
ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი
გლიკემიური კონტროლის გაუმჯობესება და კარდიოვასკულური და თირკმლის მხრივ ავადობის და სიკვდილიანობის შემცირება ტიპი 2 დიაბეტის მკურნალობის არსებითი კომპონენტებია.
ჩატარდა თოთხმეტი ორმაგად-ბრმა, რანდომიზებული, კონტროლირებული კლინიკური კვლევა, რომლებშიც ჩართული იყო ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 4,737 სუბიექტი, შეფასდა ფორქსიგას გლიკემიური ეფექტურობა და უსაფრთხოება; ამ კვლევებში ჩართული 4,273 სუბიექტი მკურნალობდა დაპაგლიფლოზინით. თორმეტ კვლევაში მკურანლობის ხანგრძლივობა შეადგენდა 24 კვირას, 8 კვლევა გახანგრძლივდა 24-დან 80 კვირამდე (კვლევის საერთო ხანგრძლივობა 104 კვირა), ერთი კვლევის ხანგრძლივობა შეადგენდა 52 კვირას, გახანგრძლივდა 52-დან 104 კვირამდე (საერთო ხანგრძლივობა 208 კვირა). დიაბეტის საშუალო ხანგრძლივობა შეადგენდა 1.4-16.9 წელს. ორმოცდაათ (50%) პროცენტს აღენიშნებოდა თირკმლის მსუბუქი დაზიანება და 11%-ს თირკმლის საშუალო დაზიანება. სუბიექტების ორმოცდათერთმეტ (51%) პროცენტს შეადგენდნენ მამაკაცები, 84% იყო თეთრკანიანი, 8% აზიური, 4% შავკანიანი და 4% სხვა რასობრივი ჯგუფის წარმომადგენელი. სუბიექტების ოთხმოცდაერთ (81%) პროცენტში სხეულის მასის ინდექსი (BMI) იყო 27. ამას გარდა, ორი 12 კვირიანი, პლაცებო-კონტროლირებული კვლევა ჩატარდა პაციენტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ არაადექვატურად კონტროლირებული ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი და ჰიპერტენზია.
კარდიოვასკულურ და თირკმლის მოვლენებზე ზეგავლენის შესაფასებლად ჩატარდა კარდიოვასკულარული გამოსავლების კვლევა (DECLARE) 10 მგ დაპაგლიფლოზინისთვის პლაცებოსთან შედარებით ტიპი 2 დიაბეტით დაავადებულ 17,160 პაციენტში დადასტურებული გულ-სისხლძარღვთა დაავადებით ან მის გარეშე.
გლიკემიური კონტროლი
მონოთერაპია
სუბიექტებში, რომლებსაც აღენიშნებოდათ არაადექვატურად კონტროლირებული ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი, ფორქსიგათი მონოთერაპიის უსაფრთხოების და ეფექტურობის შესაფასებლად ჩატარდა ორმაგად-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული, 24 კვირიანი კვლევა (დამატებითი გახანგრძლივების პერიოდი). დღე-ღამეში ერთხელ დაპაგლიფლოზინის გამოყენებამ გამოიწვია HbA1c-ს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება (p < 0.0001) პლაცებოსთან შედარებით (ცხრილი 2).
გახანგრძლივების პერიოდში HbA1c შემცირება შენარჩუნებული იყო 102 კვირის განმავლობაში (0.61%, და 0.17%, დაპაგლიფლოზინის 10მგ-ს და პლაცებოს შეცვლილი საშუალო მნიშვნელობა საწყის მაჩვენებელთან შედარებით).
ცხრილი 2. დაპაგლიფლოზინით მონოთერაპიის პლაცებო-კონტროლირებული კვლევის შედეგები 24-ე კვირისთვის (LOCFa)
მონოთერაპია
დაპაგლიფლოზინი
10 მგ
პლაცებო
Nb
70
75
HbA1c (%)
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავებაc
(95% CI)
- 01
- 89
- 66*
(0.96, 0.36)
- 79
- 23
სუბიექტები (%) რომლებმაც მიაღწიეს:
HbA1c < 7%
შეცვლილი საწყისი მაჩვენებლისთვის
- 8§
- 6
წონა (კგ)
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავებაc
(95% CI)
- 13
- 16
- 97
(2.20, 0.25)
- 77
- 19
a LOCF: ბოლო დაკვირვება (გადარჩენილი სუბიექტების გადარჩენამდე)
b ყველა რანდომიზებული სუბიექტი, რომელმაც ხანმოკლე ბრმა პერიოდის განმავლობაში მიიღო ორმაგად-ბრმა საკვლევი მედიკამენტის მინიმუმ ერთი დოზა
c ბოლო კვადრატები გულისხმობს საწყისი მაჩვენებლის ცვლილებას
- pმნიშვნელობა< 0.0001 versus პლაცებო
§შეფასებული არ არის სტატისტიკური მნიშვნელობისთვის მეორადი საბოლოო წერტილის თანმიმდევრობითი ტესტური პროცედურის შედეგად
კომბინირებული თერაპია
52კვირიან, აქტიურად კონტროლირებულ შესატყვისი ეფექტურობის კვლევაში (52 და 104 კვირიანი გახანგრძლივების პერიოდით) ფორქსიგა შეფასდა მეტფორმინზე დამატებითი თერაპიის სახით სულფონილშარდოვანასთან (გლიპიზიდი) შედარებით, რომელიც გამოიყენებოდა მეტფორმინზე დამატებითი თერაპიის სახით სუბიექტებში, რომლებშიც არაადექვატური იყო გლიკემიური კონტროლი (HbA1c > 6.5% და ≤ 10%). შედეგებმა აჩვენა საწყის მაჩვენებელთნ შედარებით HbA1c-ს მსგავსი საშუალო შემცირება გლიპიზიდთან შედარებით, გამოვლინდა შესაბამის ნივთიერებასთან შესატყვისი ეფექტურობა (ცხრილი 3). 104 კვირისთვის საწყის მაჩვენებელთან შედარებით HbA1c-ს შეცვლილი საშუალო მნიშვნელობა იყო 0.32% დაპაგლიფლოზინისთვის და 0.14% გლიპიზიდისთვის. 208 კვირისთვის HbA1c-ს შეცვლილი საშუალო მნიშვნელობა იყო 0.10% დაპაგლიფლოზინისთვის და 0.20% გლიპიზიდისთვის. 52, 104 და 208-ე კვირას დაპაგლიფლოზინის ჯგუფში სუბიექტების მნიშვნელოვნად ნაკლებ რაოდენობაში (3.5%, 4.3% და 5.0%) აღინიშნა ჰიპოგლიკემიის მინიმუმ ერთი მოვლენა გლიპიზიდის ჯგუფთან შედარებით (40.8%, 47.0% და 50.0%). 104 და 208 კვირისთვის კვლევაში დარჩენილი სუბიექტების პროპორციული რაოდენობა იყო 56.2% და 39.7% დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 50.0% და 34.6% გლიპიზიდის ჯგუფში.
ცხრილი 3. შედეგები 52 კვირისთვის (LOCFa) აქტიურად კონტროლირებულ კვლევაში, რომელიც ადარებდა დაპაგლიფლოზინის და გლიპიზიდის მეტფორმინზე დამატების სახით გამოყენებას
პარამეტრი
დაპაგლიფლოზინი+მეტფორმინი
გლიპიზიდი+მეტფორმინი
Nb
400
401
HbA1c (%)
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
დაპაგლიფლოზინი+მეტფორმინისგან განსხვავებაc
(95% CI)
- 69
- 52
- 0.00d
(0.11, -0.11)
- 74
- 52
წონა (კგ)
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
დაპაგლიფლოზინი+მეტფორმინისგან განსხვავებაc
(95% CI)
- 44
- 22
- 65*
(5.14, 4.17)
- 60
- 44
a LOCF: ბოლო დაკვირვება
bრანდომიზებული და ნამკურნალები სუბიექტები, რომლებშიც გაიზომა საწყისი და მინიმუმ 1 შემდგომი ეფექტურობის პარამეტრი
cბოლო კვადრატები გულისხმობს საწყისი მაჩვენებლის ცვლილებას
dგლიპიზიდი+მეტფორმინზე არანაკლები უპირატესობა
- pმნიშვნელობა < 0.0001
დაპაგლიფლოზინმა მეტფორმინზე, გლიმეპირიდზე, მეტფორმინზე და სულფონილშარდოვანაზე, სიტაგლიპტინზე (მეტფორმინით ან მის გარეშე) ან ინსულინზე დამატების სახით გამოყენებისას 24-ე კვირისთვის გამოიწვია HbA1c-ს სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება პლაცებოსთან შედარებით (p < 0.0001; ცხრილები 4, 5 და 6).
24-ე კვირისთვის აღნიშნული HbA1c შემცირება ნარჩუნდებოდა კომბინირებულ კვლევებში (გლიმეპირიდი და ინსულინი), 48 კვირიანი (გლიმეპირიდი) და 104 კვირის მონაცემებით (ინსულინი). 48-ე კვირისთვის სიტაგლიპტინზე დამატებისას (მეტფორმინით ან მის გარეშე) საწყის მაჩვენებელთან შედარებით საშუალო ცვლილება 10მგ დაპაგლიფლოზინისთვის და პლაცებოსთვის შეადგენდა 0.30% და 0.38%-ს. მეტფორმინზე დამატებით კვლევაში HbA1c შემცირება ნარჩუნდებოდა 102 კვირის განმავლობაში (0.78% და 0.02% საწყისი მაჩვენებლის საშუალო ცვლილება 10მგ და პლაცებოსთვის). 104 კვირისთვის ინსულინის გამოყენებისას (გლუკოზის დონის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატებისდამატებით ან მათ გარეშე) HbA1c შემცირება იყო 0.71% და 0.06% საწყის მაჩვენებელთან შედარებით 10მგ დაპაგლიფლოზინის და პლაცებოსთვის. 48 და 104-ე კვირისთვის ინსულინის დოზა სტაბილური დარჩა სუბიექტებში, რომლებსაც მკურნალობდნენ 10მგ დაპაგლიფლოზინით, და შეადგენდა საშუალოდ 76სე/დღე-ღამეში. პლაცებოს ჯგუფში 48 და 104-ე კვირისთვის აღინიშნა აღინიშნა საშუალო ზრდა 10.5სე/დღე-ღამეში და 18.3სე/დღე-ღამეში (საშუალო დოზა 84 და 92სე/დღე-ღამეში). 104-ე კვირისთვის კვლევაში დარჩენილი სუბიექტების პროპორციული რაოდენობა შეადგენდა 72.4%-ს 10მგ დაპაგლიფლოზინისთვის და 54.8%-ს პლაცებოსთვის.
ცხრილი 4. 24 კვირიანი (LOCFa) პლაცებო-კონტროლირებული კვლევების შედეგები, რომლებშიც დაპაგლიფლოზინი გამოიყენებოდა მეტფორმინთნ ან სიტაგლიპტინთან კომბინაციაში (მეტფორმინით ან მის გარეშე)
დამატებითი კომბინაცია
მეტფორმინი1
DPP-4 ინჰიბიტორი
(სიტაგლიპტინი2) ± მეტფორმინი1
დაპაგლიფლოზინი
10 მგ
პლაცებო
დაპაგლიფლოზინი
10 მგ
პლაცებო
Nb
135
137
223
224
HbA1c (%)
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავება c
(95% CI)
- 92
- 84
- 54*
(0.74, 0.34)
- 11
- 30
- 90
- 45
- 48*
(0.62, 0.34)
- 97
- 04
სუბიექტები (%) რომლებმაც მიაღწიეს
HbA1c < 7%
საწყისი მაჩვენებლის ცვლილება
- 6**
- 9
წონა (კგ)
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავებაc
(95% CI)
- 28
- 86
- 97*
(2.63, 1.31)
- 74
- 89
- 02
- 14
- 89*
(2.37, 1.40)
- 23
- 26
1მეტფორმინი≥ 1500 მგ/დღე-ღამეში
2 სიტაგლიპტინი 100მგ/დღე-ღამეში
aLOCF: ბოლო დაკვირვება (გადარჩენამდე გადარჩენილი სუბიექტებისთვის)
bყველა რანდომიზებული სუბიექტი, რომელმაც მიიღო ორმაგად-ბრმა საკვლევი სამკურნალო პრეპარატის მინიმუმ ერთი დოზა ხანმოკლე, ორმაგად-ბრმა პერიოდის განმავლობაში
cბოლო კვადრატები გულისხმობს საწყისი მაჩვენებლის ცვლილებას
- pმნიშვნელობა < 0.0001 versus პლაცებო+ გლუკოზის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატი
- *pმნიშვნელობა < 0.05 versus პლაცებო + გლუკოზის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატი
ცხრილი 5. დაპაგლიფლოზინის 24კვირიანი პლაცებო-კონტროლირებული კვლევების შედეგები, რომლებშიც ის გამოიყენებოდა სულფონილშარდოვანას (გლიმეპირიდი) ან მეტფორმინთან და სულფონილშარდოვანასთან ერთად
დამატებითი კომბინაცია
სულფონილშარდოვანა
(გლიმეპირიდი1)
სულფონილშარდოვანა
+ მეტფორმინი2
დაპაგლიფლოზინი 10მგ
პლაცებო
დაპაგლიფლოზინი 10მგ
პლაცებო
Na
151
145
108
108
HbA1c (%)b
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავებაc
(95% CI)
- 07
- 82
- 68*
(0.86, 0.51)
- 15
- 13
- 08
- 86
−0.69* (−0.89, −0.49)
- 24
- 17
სუბიექტები (%) რომლებმაც მიაღწიეს
HbA1c < 7% (LOCF)d
საწყისი მაჩვენებლის ცვლილება
- 7*
- 0
- 8*
- 1
წონა (კგ) (LOCF)d
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავება c
(95% CI)
- 56
- 26
- 54*
(2.17, 0.92)
- 94
- 72
- 57
- 65
−2.07* (−2.79, −1.35)
- 07
- 0.58
1 გლიმეპირიდი 4მგ/დღე-ღამეში;
2მეტფორმინი (დაუყოვნებელი ან გახანგრძლივებული გამოთავისუფლების ფორმულა) ≥1500 მგ/დღე-ღამეში პლიუს სულფონილშარდოვანას მაქსიმალური ტოლერანტული დოზა, რომელიც უნდა შეადგენდეს მინიმუმ მაქსიმალური დოზის ნახევარს, ჩართვამდე მინიმუმ 8 კვირით ადრე
aრანდომიზებული და ნამკურნალები პაციენტები, რომლებშიც დასაწყისში და შემდგომ გაიზომა მინიმუმ ეფექტურობის1 მაჩვენებელი
b სვეტები 1 და 2, HbA1c ანალიზი LOCF გამოყენებით (იხ დანამატი d); სვეტები 3 და 4, HbA1c ანალიზი LRM გამოყენებით (იხ.დანამატი e)
c ბოლო კვადრატები გულისხმობს საწყისი მაჩვენებლის ცვლილებას
d LOCF: ბოლო დაკვირვება (გადარჩენამდე გადარჩენილი სუბიექტებისთვის)
e LRM: განმეორებითი გაზომვების წრფივი ანალიზი
- pმნიშვნელობა < 0.0001 versus პლაცებო+ გლუკოზის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატი
ცხრილი 6. 24-ე კვირისთვის არსებული შედეგები (LOCFa) დაპაგლიფლოზინის და ინსულინის კომბინაციის პლაცებო-კონტროლირებული კვლევის დროს (გლუკოზის დონის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატით ან მის გარეშე)
პარამეტრი
დაპაგლიფლოზინი 10მგ+ინსულინი
± გლუკოზის დონის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატები2
პლაცებო
+ინსულინი
± გლუკოზის დონის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატები2
Nb
194
193
HbA1c (%)
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავება c
(95% CI)
- 58
- 90
- 60*
(0.74, 0.45)
- 46
- 30
სხეულის წონა (კგ)
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავება c
(95% CI)
- 63
- 67
- 68*
(2.19, 1.18)
- 21
- 02
ინსულინის საშუალო სადღეღამისო დოზა (სე)1
საწყისი მაჩვენებელი (საშუალო)
საწყისი მაჩვენებლის ცვლილებაc
პლაცებოსგან განსხვავება c
(95% CI)
სუბიექტები, რომლებშიც ინსულინის საშუალო სადღეღამისო დოზა მინიმუმ 10%-ით შემცირდა (%)
- 96
- 16
- 23*
(8.84, 3.63)
- 7**
- 96
- 08
- 0
aLOCF: ბოლო დაკვირვება (ინსულინის დოზის გაზრდამდე ან გაზრდის დღეს საჭროებისას)
bყველა რანდომიზებული სუბიექტი, რომელმაც მიიღო ორმაგად-ბრმა საკვლევი სამკურნალო პრეპარატის მინიმუმ ერთი დოზა ხანმოკლე, ორმაგად-ბრმა პერიოდის განმავლობაში
cბოლო კვადრატები გულისხმობს საწყისი მაჩვენებლის ცვლილებასდა გლუკოზის დონის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატის არსებობას
- pმნიშვნელობა< 0.0001 versus პლაცებო + ინსულინი ± გლუკოზის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატი
- *pმნიშვნელობა < 0.05 versus პლაცებო + ინსულინი ± გლუკოზის დამაქვეითებელი ორალური სამკურნალო პრეპარატი
1ინსულინის რეჟიმის დოზის მომატება (ხანმოკლე მოქმედების, საშუალო და ბაზალური ინსულინი) დასაშვები იყო მხოლოდ სუბიექტებში, რომლებიც აკმაყოფილებდნენ წინასწარ განსაზღვრულ FPG კრიტერიუმებს.
2სუბიექტების ორმოცდაათი პროცენტი დასაწყისში იღებდა ინსულინით მონოთერაპიას; 50% იღებდა გლუკოზის დონის დამაქვეითებელ 1 ან 2 ორალურ სამკურნალო პროდუქტს; ამ უკანასკნელი ჯგუფიდან 80% იღებდა მხოლოდ მეტფორმინს; 12% იღებდა მეტფორმინს და სულფონილშარდოვანას; დანარჩენები იღებდნენ გლუკოზის დონის დამაქვეითებელ სხვა პერორალურ სამკურნალო პრეპარატებს.
მეტფორმინთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებიც არ იღებენ წამალს
სულ 1,236 წამლის არმქონე პაციენტმა არაადეკვატურად კონტროლირებადი ტიპი 2 დიაბეტით (HbA1c ≥ 7.5% და ≤ 12%) მონაწილეობა მიიღო ორ აქტიური კონტროლირებად კვლევაში 24 კვირის ხანგრძლივობისა დაპაგლიფლოზინის (5 მგ ან 10 მგ) ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესაფასებლად. მეტფორმინთან კომბინაციაში პაციენტებში, რომლებიც არ იღებდნენ წამალს, მონოკომპონენტებით თერაპიის წინააღმდეგ.
დაპაგლიფლოზინის 10მგ და მეტფორმინის კომბინაცია (2000მგ დღეში) უზრუნველყოფდა HbA1c მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ინდივიდუალური კომპონენტების გამოყენებასთან შედარებით (ცხრილი 7), და იწვევდა უზმო გლუკოზის (FPG) უფრო მეტად შემცირებას (ინდივიდუალური კომპონენტების გამოყენებასთან შედარებით) და სხეულის მასის შემცირებას (მეტფორმინთან შედარებით).
ცხრილი 7. არანამკურნალებ პაციენტებში დაპაგლიფლოზინის მეტფორმინთან კომბინაციური თერაპიის აქტიურად კონტროლირებადი კვლევის შედეგები 24 კვირაზე (LOCFa)
პარამეტრი
დაპაგლიფლოზინი 10 მგ
+
მეტფორმინი
დაპაგლიფლოზინი 10 მგ
მეტფორმინი
Nb
211b
219b
208b
HbA1c (%)
საბაზისო დონე (საშუალო)
ცვლილება საბაზისო დონიდანc
განსხვავება დაპაგლიფლოზინთან შედარებითc
(95%Cl)
განსხვავება მეტფორმინთან შედარებითc
(95%Cl)
- 10
- 1.98
- 0.53*
(-0.74, -0.32)
- 0.54*
(-0.75, -0.33)
- 03
- 1.45
- 0.01
(-0.22, -0.20)
- 03
- 1.44
LOCF - ბოლო ჩატარებული (აღდგენის წინ აღდგენილი პაციენტებისთვის) შეფასება
ყველა რანდომიზებული პაციენტი, რომელმაც მიიღო ორმაგად-ბრმა საკვლევი მედიკამენტის მინიმუმ ერთი დოზა მოკლევადიან ორმაგად-ბრმა პერიოდში.
მინიმალური კვადრატების საშუალო არითმეტიკული მოდიფიცირებული საბაზისო სიდიდისთვის.
- p-მაჩვენებელი <0.0001.
გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდთან კომბინაცია
28-კვირიან, ორმაგად-ბრმა, შესადარებელი აქტიური ნივთიერებით კონტროლირებულ კვლევაში, დაპაგლიფლოზინის და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდის (GLP-1 რეცეპტორის აგონისტი) კომბინაცია შედარებული იქნა დაპაგლიფლოზინით მონოთერაპიასთან და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდით მონოთერაპიასთან სუბიექტებში არაადექვატური გლიკემიური კონტროლით მეტფორმინის მონოთერაპიის ფონზე (HbA1c ≥ 8% და ≤ 12%). მკურნალობის ყველა ჯგუფში აღინიშნა HbA1c -ის დონის შემცირება საბაზისო დონესთან შედარებით. დაპაგლიფლოზინის 10 მგ-ის და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდის კომბინაციის ჯგუფმა აჩვენა HbA1c-ის დონის უპირატესი დაქვეითება საბაზისო დონიდან დაპაგლიფლოზინით მონოთერაპიის და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდით მონოთერაპიის ჯგუფებთან შედარებით (ცხრილი 8).
ცხრილი 8. 28-კვირის ხანგრძლივობის კვლევა დაპაგლიფლოზინის და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდის შესადარებლად დაპაგლიფლოზინით მონოთერაპიასა და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდით მონოთერაპიასთან, მეტფორმინთან კომბინაციაში (დაგეგმილი მკურნალობის პაციენტები)
პარამეტრი
დაპაგლიფლოზინი 10 მგ
დღეში ერთხელ
+
გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდი 2 მგ კვირაში ერთხელ
დაპაგლიფლოზინი 10 მგ
დღეში ერთხელ
+
პლაცებო კვირაში ერთხელ
გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდი 2 მგ
კვირაში ერთხელ
+
პლაცებო დღეში ერთხელ
N
228
230
227
HbA1c (%)
საბაზისო დონე (საშუალო)
ცვლილება საბაზისო დონიდანა
საშუალო საბაზისო დონიდან ცვლილების სხვაობა კომბინაციასა და აქტიური ნივთიერებით მონოთერაპიას შორის (95% სი)
- 29
- 1.98
- 25
- 1.39
- 0.59*
(-0.84, -0.34)
- 26
- 1.60
- 0.38**
(-0.63, -0.13)
სუბიექტების ნაწილი (%), რომელთათვისაც მიღწეული იქნა HbA1c <7% მაჩვენებელი
- 7
- 1
- 9
სხეულის მასა (კგ)
საბაზისო დონე (საშუალო)
ცვლილება საბაზისო დონიდანა
საშუალო საბაზისო დონიდან ცვლილების სხვაობა კომბინაციასა და აქტიური ნივთიერებით მონოთერაპიას შორის (95% სი)
- 13
- 3.55
- 87
- 2.22
- 1.33*
(-2.12, -0.55)
- 12
- 1.56
- 2.00*
(-2.79, -1.20)
QD=დღეში ერთხელ, QW= კვირაში ერთხელ, N=პაციენტების რაოდენობა, სი=სარწმუნობის ინტერვალი.
ა 28-კვირაზე მოდიფიცირებული უმცირესი კვადრატული საშუალო და მკურნალობის ჯგუფის საბაზისო დონიდან ცვლილებების მაჩვენებლების მოდელი დგება განმეორებადი გაზომვების შერეული მოდელით (MMRM) მკურნალობის, რეგიონის, HbA1c-ის საბაზისო დონის ჯგუფის (< 9.0% ან ≥ 9.0%), კვირის, და კვირის მიხედვით მკურნალობის ურთიერთქმედების, როგორც ფიქსირებული ფაქტორების, და საბაზისო მაჩვენებლის, როგორც კოვარიატის გათვალისწინებით.
- p < 0.001, **p < 0.01.
P-მაჩვენებლები წარმოადგენს მოდიფიცირებულ მრავლობითი ფაქტორების p-სიდიდეს.
ანალიზებში გამოირიცხა სათადარიგო მკურნალობის და საკვლევი სამკურნალო პრეპარატის ვადამდელი შეწყვეტის ჯგუფების მონაცემები
უზმოდ პლაზმაში გლუკოზის დონე
10მგ დაპაგლიფლოზინით მკურნალობამ, რომელიც გამოიყენებოდა მონოთერაპიის სახით ან მეტფორმინზე, გლიმეპირიდზე, მეტფორმინზე და სულფონილშარდოვანაზე, სიტაგლიპტინზე (მეტფორმინით ან მის გარეშე) ან ინსულინზე დანამატის სახით, გამოიწვია უზმოდ პლაზმაში გლუკოზის დონის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება FPG (1.90 1.20 მმოლ/ლ [34.2 - 21.7 მგ/დლ]) პლაცებოსთან შედარებით (0.33 to 0.21 მმოლ/ლ [6.0 - 3.8 მგ/დლ]). ეს ეფექტი აღინიშნა მკურნალობის 1 კვირას და შენარჩუნებული იყო 104 კვირამდე გახანგრძლივებულ კვლევებში.
10 მგ დაპაგლიფლოზინის და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდით კომბინაციური თერაპიით მოხდა 28-ე კვირაზე უზმოზე გლუკოზის (FPG) დონის მნიშვნელოვნად მეტით დაქვეითება - 3.66 მმოლ/ლ (-65.8 მგ/დლ), დაპაგლიფლოზინით მონოთერაპიასთან (p < 0.001) -2.73 მმოლ/ლ-თან (-49.2 მგ/დლ) და ეგზენატიდით მონოთერაპიასთან -2.54 მმოლ/ლ-თან (-45.8 მგ/დლ) შედარებით (p < 0.001).
დიაბეტის მქონე პაციენტებში eGFR მაჩვენებლით ≥ 45-დან < 60 მლ/წთ/1.73 მ2-მდე ჩატარებულ საგანგებო კლინიკურ კვლევაში, დაპაგლიფლოზინით მკურნალობა აჩვენებდა FPG-ის შემცირებას 24-ე კვირაზე: -1.19 მმოლ/ლ (-21.46 მგ/დლ) პლაცებოსთვის -0.27 მმოლ/ლ-თან (-4.87 მგ/დლ) შედარებით (p=0.001).
გლუკოზის დონე ჭამის შემდეგ
10მგ დაპაგლიფლოზინის გლიმეპერიდთან ერთად გამოყენებისას აღინიშნა ჭამიდან 2 საათის შემდეგ გლუკოზის დონის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება 24-ე კვირისთვის, შედეგი შენარჩუნდა 48-ე კვირამდე.
10 მგ დაპაგლიფლოზინის და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდის კომბინაციური თერაპიის ფონზე აღინიშნა 28-ე, კვირაზე საკვების მიღებიდან 2 საათის შემდგომ, გლუკოზის დონის უფრო თვალსაჩინო დაქვეითება ორივე სამკურნალო საშუალებით მონოთერაპიასთან შედარებით.
სხეულის წონა
10მგ დაპაგლიფლოზინით მკურნალობამ, რომელიც გამოიყენებოდა მეტფორმინზე, გლიმეპირიდზე, მეტფორმინზე და სულფონილშარდოვანაზე, სიტაგლიპტინზე (მეტფორმინით ან მის გარეშე) ან ინსულინზე დანამატის სახით, გამოიწვია წონის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება 24-ე კვირისთვის (p < 0.0001, ცხრილი 4 და 5). ეს ეფექტები შენარჩუნებული იყო ხანგრძლივ კვლევებში. 48-ე კვირისთვის დაპაგლიფლოზინის და სიტაგლიპტინის (მეტფორმინთნ ერთად ან მის გარეშე) განსხვავება პლაცებოსთნ შედარებით შეადგენდა -2.22 კგ-ს. 102-ე კვირისთვის დაპაგლიფლოზინის და მეტფორმინის განსხვავება პლაცებოსთან შედარებითნ, ან დაპატლიფლოზინის და ინსულინის გამოყენების განსხვავება პლაცებოსთან შედარებით შეადგენდა -2.14 და -2.88 კგ-ს.
მეტფორმინზე დამატების სახით გამოყენებისას აქტიურად-კონტროლირებულ, შესატყვისი ეფექტურობის კვლევაში დაპაგლიფლოზინმა გამოიწვია წონის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი შემცირება გლიპიზიდთან შედარებით -4.65კგ 52 კვირისთვის (p < 0.0001, ცხრილი 3) რომელიც შენარჩუნებული იყო 104 და 208-ე კვირისთვის (5.06 კგ და –4.38კგ).
10 მგ დაპაგლიფლოზინმა და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდმა აჩვენა სხეულის მასის თვალსაჩინოდ მეტი დაქვეითებები რომელიმე საშუალების მონოთერაპიასთან შედარებით (ცხრილი 7).
დიაბეტით დაავადებული 182 სუბიექტის 24 კვირიანმა კვლევამ, რომელშიც სხეულის შემადგენლობის შეფასებისთვის გამოიყენებოდა ორმაგი ენერგიის რენტგენოგრაფიული აბსორბციომეტრია (DXA), გამოავლინა 10მგ დაპაგლიფლოზინის და მეტფორმინის გამოყენებისას პლაცებოსთან შედარებით სხეულის წონის და ცხიმის შემცირება, არ შემცირდა კუნთოვანი ქსოვილი და სითხე. ფორქსიგათი და მეტფორმინით მკურნალობამ გამოიწვია ვისცერალური ცხიმოვანი ქსოვილის შემცირება პლაცებოსთან და მეტფორმინთან შედარებით, შეფასება მოხდა მაგნიტურ რეზონანსული კვლევით.
სისხლის წნევა
პლაცებო-კონტროლირებული 13 კვლევის სპეციფიურ ჯამურ ანალიზში, 24-ე კვირისთვის 10მგ დაპაგლიფლოზინით მკურნალობამ გამოიწვია საწყის მაჩვენებელთან შედარებით სისტოლური წნევის -3.7მმ და დიასტოლური წნევის -1.8მმ-თი ცვლილება, პლაცებოს ჯგუფში ეს მაჩვენებელი იყო -0.05მმ და -0.5 მმ.
10 მგ დაპაგლიფლოზინის და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდის კომბინაციით მკურნალობამ აჩვენა 28-ე კვირაზე სისხლის სისტოლური წნევის თვალსაჩინოდ მეტი დაქვეითება (-4.3 მმვ.წყ.სვ.) დაპაგლიფლოზინით მონოთერაპიასთან (-1.8 მმვ.წყ.სვ., p < 0.05) და გახანგრძლივებული მოქმედების ეგზენატიდით მონოთერაპიასთან (-1.2 მმსვ.წყ.სვ., p < 0.01) შედარებით.
ორ 12-კვირიან, პლაცებო-კონტროლირებულ კვლევაში, არაადექვატურად კონტროლირებული ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით და ჰიპერტენზიით დაავადებულ 1.062 პაციენტს (ადრე ACE-I ან ARB-თი სტაბილური მკურნალობის მიუხედავად 1 კვლევაში და ACE-I ან ARB პლიუს დამატებითი ანტიჰიპერტენზიული საშუალების გამოყენებისას მეორე კვლევაში) მკურნალობდნენ 10მგ დაპაგლიფლოზინით ან პლაცებოთი. 12 კვირისთვის ორივე კვლევაში 10მგ დაპაგლიფლოზინის და ჩვეულებრივი ანტიდიაბეტური საშუალებების გამოყენებისას აღინიშნა HbA1c გაუმჯობესება და დაქვეითდა პლაცებო-კორეგირებული სისტოლური წნევა საშუალოდ 3.1 და 4.3 მმ-ით შესაბამისად.
დიაბეტის მქონე პაციენტებში eGFR მაჩვენებლით ≥ 45-დან < 60 მლ/წთ/1.73 მ2-მდე ჩატარებულ საგანგებო კლინიკურ კვლევაში, დაპაგლიფლოზინით მკურნალობა აჩვენებდა მჯდომარე მდგომარეობაში სისხლის სისტოლური წნევის მაჩვენებლების შემცირებას 24-ე კვირაზე: -4.8 მმვ.წყ.სვ. პლაცებოსთვის -1.7 მმვ.წყ.სვ.-თან შედარებით (p < 0.05).
გლიკემიური კონტროლი პაციენტებში თირკმლის ფუნქციის საშუალო დარღვევით - თირკმლის ქრონიკული დაავადება სტადია 3A
(eGFR ≥ 45 < 60 მლ/წთ/1.73 მ2-მდე)
დაპაგლიფლოზინის ეფექტურობა შეფასდა საგანგებო კვლევაში დიაბეტის მქონე პაციენტებში eGFR მაჩვენებლით ≥ 45-დან < 60 მლ/წთ/1.73 მ2-მდე, რომელთაც ჩვეულებრივი მართვის ფონზე არაადეკვატური გლიკემიური კონტროლი ქონდათ. დაპაგლიფლოზინით მკურნალობამ გამოიწვია HbA1c-ის და სხეულის მასის მაჩვენებლების დაქვეითება პლაცებოსთან შედარებით (ცხრილი 9).
ცხრილი 9. დაპაგლიფლოზინის პლაცებო-კონტროლირებადი კვლევის შედეგები 24-ე კვირაზე დიაბეტის მქონე პაციენტებში eGFR მაჩვენებლით ≥ 45-დან < 60 მლ/წთ/1.73 მ2-მდე
დაპაგლიფლოზინი
10 მგ
პლაცებო
Nბ
159
161
HbA1c (%)
საბაზისო დონე (საშუალო)
- 35
- 79
ცვლილება საბაზისო დონიდანb
- 0.37
- 0.23
პლაცებოსგან სხვაობაb
(95% სი)
- 0.34*
(-0.53, -0.15)
სხეულის მასა (კგ)
საბაზისო დონე (საშუალო)
- 51
- 30
პროცენტული ცვლილება საბაზისო დონიდანc
- 3.42
- 2.02
პროცენტული ცვლილების სხვაობა პლაცებოსგანc
(95% CI)
- 1.43*
(-2.15, -0.69)
a პაციენტების 69.4% და 64.0%-ში დაპაგლიფლოზინის და პლაცებოს ჯგუფებისთვის, შესაბამისად, მეტფორმინი ან მეტფორმინის ჰიდროქლორიდი მართვის ჩვეული ნაწილი იყო
b უმცირესი კვადრატების საშუალო არითმეტიკული მოდიფიცირებული საბაზისო მაჩვენებლისთვის
c მიღებული უმცირესი კვადრატების საშუალო არითმეტიკულიდან მოდიფიცირებული საბაზისო მაჩვენებლისთვის
- p<0.001
პაციენტები, საწყისი HbA1c ≥ 9%
სუბიექტების სპეციფიურ ანალიზში, რომლებსაც დასაწყისში აღენიშნებოდათ HbA1c ≥ 9.0%, 10მგ დაპაგლიფლოზინით მონოთერაპიამ და მეტფორმინთან ერთად გამოყენებამ გამოიწვია 24-ე კვირისთვის HbA1c-ს მნიშვნელოვანი შემცირება (საწყის მაჩვენებელთან შედარებით ცვლილება: -2.04% და 0.19% დაპაგლიფლოზინის და პლაცებოსთვის შესაბამისად), (საწყის მაჩვენებელთან შედარებით ცვლილება :-1/32% და 0.53% დაპაგლიფლოზინის და პლაცებოსთვის შესაბამისად).
კარდიოვასკულური და თირკმლისმიერი გამოსავალი
დაპაგლიფლოზინის ეფექტი კარდიოვასკულურ მოვლენებზე (DECLARE) იყო საერთაშორისო, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად ბრმა, პლაცებო-კონტროლირებული კლინიკური კვლევა, რომელიც ჩატარდა კარდიოვასკულურ გამოსავლებზე დაპაგლიფლოზინის ეფექტის შედარებისთვის პლაცებოსთან, მიმდინარე ფონურ თერაპიაზე დამატებისას. ყველა პაციენტს აღენიშნებოდა ტიპი 2 დიაბეტი და მინიმუმ ორი დამატებითი კარდიოვასკულური რისკის ფაქტორი (ასაკი ≥ 55 წელი მამაკაცებში ან ≥ 60 წელი ქალებში და შემდეგიდან ერთი ან მეტი: დისლიპიდემია, ჰიპერტენზია ან თამბაქოს მოხმარება აწმყოში) ან დადასტურებული გულ-სისხლძარღვთა დაავადება.
17,160 რანდომიზებული პაციენტიდან, 6,974-ს (40.6%) აღენიშნებოდა დადასტურებული გულ-სისხლძარღვთა დაავადება და ხოლო 10,186-ს (59.4%) არ აღენიშნებოდა დადასტურებული გულ-სისხლძარღვთა დაავადება. 8,582 პაციენტი რანდომიზდა 10 მგ დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 8,578 პლაცებოს ჯგუფში და მათ საშუალოდ 4.2 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ.
კვლევის პოპულაციის საშუალო ასაკი იყო 63.9 წელი, 37.4% იყო მდედრობითი სქესის. ჯამში 22.4%-ს აღენიშნებოდა დიაბეტი ≤ 5 წლის განმავლობაში, დიაბეტის საშუალო ხანგრძლივობა 11.9 წელი იყო. საშუალო HbA1c იყო 8.3% და საშუალო BMI იყო 32.1 კგ/მ2.
კვლევაში ჩართვისას, პაციენტების 10.0%-ს ჰქონდა გულის უკმარისობა ანამნეზში. საშუალო eGFR იყო 85.2 მლ/წთ/1.73მ2, პაციენტების 7.4%-ში eGFR იყო < 60 მლ/წთ/1.73მ2 და პაციენტების 30.3%-ს აღენიშნებოდა მიკრო- ან მაკროალბუმინურია (UACR ≥30-დან ≤300 მგ/გ-მდე ან >300 მგ/გ, შესაბამისად).
პაციენტების უმეტესობა (98%), კვლევაში ჩართვისას, ერთ ან მეტ დიაბეტის საწინააღმდეგო მედიკამენტს იღებდა, მათ შორის მეტფორმინს (82%), ინსულინს (41%) და სულფონილშარდოვანას (43%).
პირველადი საბოლოო წერტილი იყო: კარდიოვასკულური სიკვდილობის, მიოკარდიუმის ინფარქტისა ან იშემიური ინსულტის (MACE) კომპოზიტური მაჩვენებლის პირველ გამოვლენამდე დრო და დრო, გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის ან გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილობის კომპოზიტური მაჩვენებლის გამოვლენამდე. მეორეული საბოლოო წერტილი იყო თირკმლის კომპოზიტური მაჩვენებელი და ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილობა.
მნიშვნელოვანი კარდიოვასკულური არასასურველი მოვლენები
კარდიოვასკულური სიკვდილობის, მიოკარდიუმის ინფარქტის და იშემიური ინსულტის კომპოზიტური მაჩვენებლის შემცირების თვალსაზრისით (ცალმხრივი p < 0.001) 10 მგ დაპაგლიფლოზინმა არ აჩვენა უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით.
გულის უკმარისობა ან კარდიოვასკულური სიკვდილი
დაპაგლიფლოზინმა 10 მგ-მა აჩვენა უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის ან გულ-სისხლძარღვთა სიკვდილის გამო კომპოზიტის პრევენციის მხრივ (სურათი 1). მკურნალობის ეფექტის განსხვავება განაპირობა გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციამ, გულ-სისხლძარღვთა სიკვდილში განსხვავების გარეშე (სურათი 2).
დაპაგლიფლოზინის სამკურნალო სარგებელი პლაცებოსთან შედარებით პირველად საბოლოო წერტილზე ასევე თანმიმდევრული იყო სხვა ძირითად ქვეჯგუფებში, მათ შორის გულის უკმარისობის თანმხლები თერაპია, თირკმლის ფუნქცია (eGFR), ასაკი, სქესი და რეგიონი.
- 66243619760სურათი 1: დრო გულის უკმარისობის მიზეზით ჰოსპიტალიზაციის პირველ შემთხვევამდე ან გულ-სისხლძარღვთა სიკვდილობა
„რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები“ არის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა პერიოდის დასაწყისში.
HR=საფრთხის კოეფიციენტი CI=სარწმუნოების ინტერვალი.
პირველადი და მეორადი საბოლოო წერტილების შედეგები ნაჩვენებია სურათზე 2. MACE შემცირების თვალსაზრისით დაპაგლიფლოზინის უპირატესობა პლაცებოსთან შედარებით (p=0.172) არ დადგინდა. თირკმლის კომპოზიტური საბოლოო წერტილი და ყველა მიზეზით გამოწვეული სიკვდილიობა დამადასტურებელ სატესტო პროცედურაზე არ განსაზღვრულა.
სურათი 2: პირველადი კომპოზიტური საბოლოო წერტილებისა და მათი კომპონენტების და მეორადი საბოლოო წერტილებისა და კომპონენტების სამკურნალო ეფექტი
თირკმლის კომპოზიტური საბოლოო წერტილი განისაზღვრება, როგორც: მდგრადი დადასტურებული ≥ 40% შემცირება eGFR-მდე eGFR <60 მლ/წთ/1.73 მ2 და/ან თირკმელების ბოლო სტადიის დაავადება (დიალიზი ≥ 90 დღე ან თირკმლის ტრანსპლანტაცია, მდგრადი დადასტურებული eGFR < 15 მლ/წთ/ 1,73 მ2) ან/და თირკმლის ან გულ-სისხლძარღვთა სიკვდილი.
p-მნიშვნელობები ორმხრივია. p-მნიშვნელობები მეორადი საბოლოო წერტილებისთვის და ცალკეული კომპონენტებისთვის არის ნომინალური. დრო პირველ მოვლენამდე გაანალიზდა კოქსის პროპორციული საშიშროების მოდელში. პირველი მოვლენების რაოდენობა ცალკეული კომპონენტებისთვის არის პირველი მოვლენების ფაქტობრივი რაოდენობა თითოეული კომპონენტისთვის და არ ემატება მოვლენების რაოდენობას შედგენილ საბოლოო წერტილში.
CI = სარწმუნოების ინტერვალი.
ნეფროპათია
დაპაგლიფლოზინმა შეამცირა eGFR მდგრადი დაქვეითების, თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის, თირკმლისმიერი ან გულ-სისხლძარვთა მიზეზით სიკვდილიანობის კომპოზიტური მაჩვენებლის სიხშირე. ჯგუფებს შორის სხვაობა განპირობებული იყო თირკმლისმიერი კომპონენტების მოვლენების შემცირების ხარჯზე; eGFR მდგრადი დაქვეითება, თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადია და თირკმლისმიერი სიკვდილი (სურათი 2).
ნეფროპათიის (eGFR მდგრადი დაქვეითება, თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადია და თირკმლისმიერი სიკვდილიანობა) განვითარებამდე დროის ფარდობითი რისკი იყო 0.53 (95% CI 0.43, 0.66) დაპაგლიფლოზინისთვის პლაცებოსთან შედარებით.
დამატებით, დაპაგლიფლოზინმა შეამცირა პერსისტენტული ალბუმინურიის ახალი შემთხვევების განვითარების სიხშირე (ფარდობითი რისკი 0.79 [95% CI 0.72, 0.87]) და უფრო მეტად შეამცირა მაკროალბუმინურია (ფარდობითი რისკი 1.82 [95% CI 1.51, 2.20]) პლაცებოსთან შედარებით.
გულის უკმარისობა
DAPA-HF კვლევა: გულის უკმარისობა დაქვეითებული განდევნის ფრაქციით (LVEF ≤ 40%).
დაპაგლიფლოზინი და გვერდითი გამოსავლების პრევენცია გულის უკმარისობის დროს (DAPA-HF) იყო საერთაშორისო, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად-ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებადი კვლევა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში (ნიუ-იორკის გულის ასოციაცია [NYHA] ფუნქციური კლასი II-IV) დაქვეითებული განდევნის ფრაქციით (მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია [LVEF] ≤ 40%) დაპაგლიფლოზინის ეფექტის დასადგენად პლაცებოსთან შედარებით კარდიოვასკულური პათოლოგიით გამოწვეულ გარდაცვალებისა და გულის უკმარისობის შემთხვევებზე (ინციდენტობა), ძირითად სტანდარტულ თერაპიაზე დამატების შემდეგ.
4,744 პაციენტიდან 2,373 რანდომიზდა 10მგ დაპაგლიფლოზინის და 2,371 პლაცებოს ჯგუფში და პრეპარატის საშუალო მიღების დრო შეადგენდა 18 თვეს. საკვლევი პოპულაციის საშუალო ასაკი იყო 66 წელი, 77% იყო მამაკაცი.
ბაზისურ ეტაპზე, პაციენტების 67.5% კლასიფიცირდა როგორც NYHA კლასი II, 31.6% -კლასი III და 0.9% კლასი IV, საშუალო მარცხენა პარკუჭოვანი განდევნის ფრაქცია (LVEF) იყო 32%, გულის უკმარისობის 56% იყო იშემიური, 36% -არაიშემიური და 8% უცნობი ეტიოლოგიის. ცალკეულ სამკურნალო ჯგუფში, პაციენტების 42%-ს ჰქონდა ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის ანამნეზი და პაციენტების დამატებითი 3% ცალკეულ ჯგუფში კლასიფიცირდა როგორც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის მქონე HbA1c ≥ 6.5%-ის ბაზაზე როგორც ჩართვის ასევე რანდომიზაციის ეტაპზე. პაციენტებს უტარდებოდათ სტანდარტული მკურნალობა, პაციენტების 94%-ს მკურნალობდნენ ACE-I, ARB ან ანგიოტენზინის რეცეპტორ-ნეპრილიზინის ინჰიბიტორი (ARNI, 11%), 96% იღებდა ბეტა ბლოკატორებს, 71% -მინერალოკორტიკოიდდების რეცეპტორის ანტაგონისტს MRA), 93% -დიურეტიკებს და 26%-ს ჰქონდა იმპლანტირებადი მოწყობილობა.
პაციენტებს, რომელთაც eGFR ≥ 30 მლ/წთ/1.73 მ2-ზე ჩართვის ეტაპზე მიიღეს მონაწილეობა კვლევაში. საშუალო eGFR იყო 66 მლ/წთ/1.73 მ2, 41% -ს ჰქონდა eGFR < 60მლ/წთ/1.73 მ2 და 15% -ს ჰქონდა eGFR < 45 მლ/წთ/1.73 მ2.
კარდიოვასკულური პათოლოგიით გამოწვეული გარდაცვალება და გულის უკმარისობის გაუარესება
დაპაგლიფლოზინი იყო ზემდგომი პლაცებოზე კარდიოვასკულური პათოლოგიით გამოწვეული გარდაცვალების, გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის ან გულის უკმარისობის გამო გადაუდებელი ვიზიტის შეფასების ძირითადი კომბინირებული კრიტერიუმი (HR 0.74 [95% CI 0.65, 0.85],p < 0.0001). ეფექტი შეინიშნა ადრეულ ეტაპზე და შენარჩუნდა კვლევის მანძილზე. ეფექტი დაფიქსირდა ადრეულ პერიოდში და შენარჩუნებული იყო კვლევის მთელი პერიოდის განმავლობაში (სურათი 3).
სურათი 3: დრო გულ-სისხლძარღვთა სიკვდილის, გულის უკმარისობის გამო ჰოსპიტალიზაციის ან გულის უკმარისობის მიზეზით გადაუდებელი ვიზიტამდე კომპოზიტის პირველ შემთხვევამდე
გადაუდებელი გულის უკმარისობის ვიზიტი განისაზღვრა, როგორც სასწრაფო, დაუგეგმავი, ექიმის შეფასება, მაგ. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და საჭიროებს მკურნალობას გულის უკმარისობის გაუარესებისთვის (გარდა მხოლოდ პერორალური დიურეზულების გაზრდისა).
რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები არის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა პერიოდის დასაწყისში.
პირველადი კომპოზიტური საბოლოო წერტილის სამივე კომპონენტმა ინდივიდუალურად შეუწყო ხელი მკურნალობის ეფექტს (სურათი 4). იყო რამდენიმე გადაუდებელი გულის უკმარისობის ვიზიტი.
სურათი 4: პირველადი კომპოზიტური საბოლოო წერტილის მკურნალობის ეფექტები, მისი კომპონენტები და ყველა მიზეზით სიკვდილიანობა
გადაუდებელი გულის უკმარისობის ვიზიტი განისაზღვრა, როგორც სასწრაფო, დაუგეგმავი, ექიმის შეფასება, ე.ი. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში და საჭიროებს მკურნალობას გულის უკმარისობის გაუარესებისთვის (გარდა მხოლოდ ორალური დიურეზულების გაზრდისა).
პირველი მოვლენების რაოდენობა ცალკეული კომპონენტებისთვის არის პირველი მოვლენების ფაქტობრივი რაოდენობა თითოეული კომპონენტისთვის და არ ემატება მოვლენების რაოდენობას შედგენილ საბოლოო წერტილში.
მოვლენის სიხშირე წარმოდგენილია, როგორც მოვლენის მქონე სუბიექტების რაოდენობა შემდგომი დაკვირვების 100 პაციენტზე წელიწადში.
p-მნიშვნელობები ცალკეული კომპონენტებისთვის და ყველა მიზეზით სიკვდილიანობა ნომინალურია.
დაპაგლიფლოზინმა ასევე შეამცირა გულის უკმარისობის (პირველი და მორეციდივე) და გულ-სისხლძარღვთა სიკვდილის გამო ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების საერთო რაოდენობა; დაპაგლიფლოზინის ჯგუფში დაფიქსირდა 567 მოვლენა პლაცებოს ჯგუფში 742 მოვლენის წინააღმდეგ (სიხშირის თანაფარდობა 0.75 [95% CI 0.65, 0.88]; p=0.0002).
დაპაგლიფლოზინის სამკურნალო სარგებელი დაფიქსირდა გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში, როგორც ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტით, ასევე დიაბეტის გარეშე. დაპაგლიფლოზინი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა სიკვდილის სიხშირის პირველად კომპოზიტურ საბოლოო წერტილს და გულის უკმარისობის გაუარესებას HR 0.75 (95% CI 0.63, 0.90) დიაბეტის მქონე პაციენტებში და 0.73 (95% CI 0.60, 0.88) პაციენტებში დიაბეტის გარეშე.
დაპაგლიფლოზინის სამკურნალო სარგებელი პლაცებოსთან შედარებით პირველად საბოლოო წერტილზე ასევე თანმიმდევრული იყო სხვა ძირითად ქვეჯგუფებში, მათ შორის გულის უკმარისობის თანმხლები თერაპია, თირკმლის ფუნქცია (eGFR), ასაკი, სქესი და რეგიონი.
პაციენტების მიერ აღწერილი გამოსავალი - გულის უკმარისობის სიმპტომები
დაპაგლიფლოზინის სამკურნალო ეფექტი გულის უკმარისობის სიმპტომებზე შეფასდა კანზას სიტის კარდიომიოპათიის კითხვარის (KCCQ-TSS) საერთო სიმპტომების ქულით, რომელიც აფასებს გულის უკმარისობის სიმპტომების სიხშირეს და სიმძიმეს, დაღლილობის, პერიფერიული შეშუპების, ქოშინის და ორთოპნოეს ჩათვლით. ქულა მერყეობს 0-დან 100-მდე, უფრო მაღალი ქულები ჯანმრთელობის უკეთეს მდგომარეობას წარმოადგენს.
დაპაგლიფლოზინით მკურნალობას მოჰყვა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი და კლინიკურად მნიშვნელოვანი სარგებელი პლაცებოსთან შედარებით გულის უკმარისობის სიმპტომებში, რაც გაზომილია საწყისიდან ცვლილებით მე-8 თვეში KCCQ-TSS-ში, (Win თანაფარდობა 1.18 [95% CI 1.11, 1.26]; p <0.0001 ). ორივე სიმპტომების სიხშირე და სიმპტომების დატვირთვა ხელს უწყობდა შედეგებს. სარგებელი დაფიქსირდა როგორც გულის უკმარისობის სიმპტომების გაუმჯობესებაში, ასევე გულის უკმარისობის სიმპტომების გაუარესების პრევენციაში.
საპასუხო ანალიზებში, პაციენტების პროპორცია კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესება KCCQ-TSS-ზე საწყისიდან 8 თვის განმავლობაში, განსაზღვრული როგორც 5 ქულა ან მეტი, უფრო მაღალი იყო დაპაგლიფლოზინით მკურნალობის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით. კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუარესების მქონე პაციენტების პროპორცია, განსაზღვრული როგორც 5 ქულა ან მეტი, უფრო დაბალი იყო დაპაგლიფლოზინით მკურნალობის ჯგუფში პლაცებოსთან შედარებით. დაპაგლიფლოზინით დაფიქსირებული სარგებელი რჩებოდა უფრო კონსერვატიული წყვეტების გამოყენებისას უფრო დიდი კლინიკურად მნიშვნელოვანი ცვლილებისთვის (ცხრილი 10).
ცხრილი 10. KCCQ-TSS შკალაზე კლინიკურად მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისა და გაუარესების მქონე პაციენტთა რაოდენობა და პროცენტულობა მე-8 თვეზე
ცვლილება ბაზისური ეტაპიდან მე-8 თვეზე
დაპაგლიფლოზინი
10 მგ
Na=2086
პლაცებო
Na=2062
გაუმჯობესება
n (%)
გაუმჯობესებულიb
n (%)
გაუმჯობესებულიb
შანსების თანაფარდობაc
(95% CI)
p-მაჩვენებლიf
≥ 5 ქულა
933 (44.7)
794 (38.5)
- 14
(1.06, 1.22)
- 0002
≥ 10 ქულა
689 (33.0)
579 (28.1)
- 13
(1.05, 1.22)
- 0018
≥ 15 ქულა
474 (22.7)
406 (19.7)
- 10
(1.01, 1.19)
- 0300
გაუარესება
n (%)
გაუმჯობესებულიდ
n (%)
გაუმჯობესებულიდ
შანსების თანაფარდობაე
(95% CI)
p-მაჩვენებლიf
≥ 5 ქულა
537 (25.7)
693 (33.6)
- 84
(0.78, 0.89
<0.0001
≥ 10 ქულა
395 (18.9)
506 (24.5)
- 85
(0.79, 0.92)
<0.0001
a პაციენტების რაოდენობა, რომელთაც გაიარეს შეფასება KCCQ-TSS შკალაზე ან გარდაივალნენ მე-8 თვის დადგომამდე.
b პაციენტების რაოდენობა, რომელთაც გამოუვლინდათ გაუმჯობესება სულ მცირე 5, 10 ან 15 ქულით სუმიიჩნევიან როგორც არ გაუმჯობესებული.
c გაუმჯობესების შემთხვევაში, შანსების თანაფარდობა >1 მიუთითებს 10მგ დაპაგლიფლოზინის სასარგებლოდ.
d პაციენტების რაოდენობა, რომელთაც გამოუვლინდათ გაუარესება სულ მცირე 5, 10 ან 15 ქულით ბაზისური ეტაპიდან. პაციენტები, რომლებიც გარდაიცვალნენ მოცემული დროის წერტილამდე მიიჩნევიან როგორც გაუარესებული.
e გაუარესების შემთხვევაში, შანსების თანაფარდობა <1 მიუთითებს 10მგ დაპაგლიფლოზინის სასარგებლოდ.
f p-მაჩვენებლები არის ნომინალური.
ნეფროპათია
თირკმლისმიერი კომბინირებული კრიტერიუმის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა (დადასტურებული შენარჩუნებეული ≥ 50% eGFR შემცირება, ESKD, ან თირკმლის უკმარისობით გამოწვეული გარდაცვალება); ინციდენტობა იყო 1.2% დაპაგლიფლოზინის ჯგუფში და 1.6% პლაცებოს ჯგუფში.
თირკმლის ქრონიკული დაავადება
თირკმლის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში თირკმლის მხრივ გამოსავლებზე და კარდიოვასკულურ სიკვდილიანობაზე დაპაგლიფლოზინის ზემოქმედების შემსწავლელი კვლევა (DAPA-CKD) იყო საერთაშორისო, მულტიცენტრული, რანდომიზებული, ორმაგად-ბრმა, პლაცებოთი კონტროლირებადი კვლევა თირკმლის ქრონიკული დაავადების (CKD) მქონე პაციენტებში eGFR-ით 25-დან 75 მლ/წთ/1.73მ2-მდე და ალბუმინურიით (UACR 200 და 5000 მგ/გ). კვლევა აფასებდა სტანდარტულ თერაპიაზე დამატებისას პლაცებოსთან შედარებით დაპაგლიფლოზინის ეფექტს კომპოზიტ ენდპოინტზე - eGFR-ის 50% მდგრადი დაქვეითება, თირკმლის ბოლო სტადიის დაავადება (ESKD) (განისაზღვრება როგორც eGFR სტაბილურად < 15 მლ/წთ/1.73მ2, დიალიზით ქრონიკული მკურნალობა ან თირკმლის ტრანსპლანტაცია), გულ-სისხლძარღვთა ან თირკმლისმიერი მიზეზით სიკვდილიანობა.
4,304 პაციენტიდან, რანდომიზაციის პრინციპით 10 მგ დაპაგლიფლოზინი დაენიშნა 2,152 პაციენტს, ხოლო პლაცებო 2,152-ს, და დაკვირვების საშუალო პერიოდი 28.5 თვე იყო. მკურნალობა გრძელდებოდა კვლევის განმავლობაში eGFR-ის 25 მლ/წთ/1.73მ2-ზე დაბალ მაჩვენებლამდე ვარდნის შემთხვევაში და შეიძლებოდა გაგრძელებულიყო დიალიზის საჭიროებისას.
კვლევის პოპულაციის საშუალო ასაკი იყო 61.8 წელი, 66.9% იყო მამრობითი სქესის. საბაზისოზე, საშუალო eGFR იყო 43.1 მლ/წთ/1.73მ2 და საშუალო UACR იყო 949.3 მგ/გ, პაციენტების 44.1%-ს ჰქონდა eGFR მაჩვენებელი 30-დან 45 მლ/წთ/1.73მ2-მდე და 14.5%-ს ჰქონდა eGFR < 30 მლ/წთ/1.73მ2. პაციენტთა 67.5%-ს ჰქონდა მე-2 ტიპის შაქრიანი დიაბეტი. პაციენტებს ამავდროულად უტარდებოდათ სტანდარტული თერაპია (SOC); პაციენტების 97.0% იღებდა ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს (ACEi) ან ანგიოტენზინის რეცეპტორის ბლოკატორს (ARB).
კვლევა ეფექტურობის მიზეზით ნაადრევად იქნა შეჩერებული დაგეგმილ ანალიზამდე, დამოუკიდებელი მონაცემთა მონიტორინგის კომიტეტის რეკომენდაციის საფუძველზე. დაპაგლიფლოზინი პლაცებოზე უპირატესი იყო eGFR 50% მდგრადი დაქვეითების, თირკმლის ბოლო სტადიის დაავადების განვითარების, გულ-სისხლძარღვთა ან თირკმლის მხრივ მიზეზით სიკვდილიანობის ძირითადი კომპოზიტური ენდპოინტის თვალსაზრისით (HR 0.61 [95% CI 0.51, 0.72]; p < 0.0001). მთავარი კომპოზიტური ენდპოინტის პირველ დადგომამდე დროისთვის კაპლან-მეირის გრაფიკის საფუძველზე, მკურნალობის ეფექტი აშკარა იყო 4 თვიდან და კვლევის დასრულებამდე ნარჩუნდებოდა. (სურათი 5)
სურათი 5: პირველადი კომპოზიტური საბოლოო წერტილის პირველად გამოვლენამდე დრო, eGFR-ის ≥ 50% მდგრადი ვარდნა, თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადია, გულ-სისხლძარღვთა ან თირკმლისმიერი მიზეზით სიკვდილი
რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები არის რისკის ქვეშ მყოფი პაციენტების რაოდენობა პერიოდის დასაწყისში.
პირველადი კომპოზიტური საბოლოო წერტილის ოთხივე კომპონენტმა ინდივიდუალურად შეუწყო ხელი მკურნალობის ეფექტს. დაპაგლიფლოზინი ასევე ამცირებდა eGFR-ის ≥50%-ით მდგრად დაქვეითებას, თირკმლის დაავადების ტერმინალური სტადიის ან თირკმლისმიერი მიზეზით სიკვდილის (HR 0.56 [95% CI 0.45, 0.68], p<0.0001) და გულ-სისხლძარღვთა მიზეზით სიკვდილის კომპოზიტური საბოლოო წერტილის სიხშირეს. ჰოსპიტალიზაცია გულის უკმარისობის გამო (HR 0.71 [95% CI 0.55, 0.92], p=0.0089) (სურათი 6).
სურათი 6: მკურნალობის ეფექტები პირველადი და მეორადი კომპოზიტური საბოლოო წერტილებისთვის, მათი ცალკეული კომპონენტებისთვის და ყველა მიზეზით სიკვდილიანობაზე
პირველი მოვლენების რაოდენობა ცალკეული კომპონენტებისთვის არის პირველი მოვლენების ფაქტობრივი რაოდენობა თითოეული კომპონენტისთვის და არ ემატება მოვლენების რაოდენობას შედგენილ საბოლოო წერტილში.
მოვლენის სიხშირე წარმოდგენილია, როგორც მოვლენის მქონე სუბიექტების რაოდენობა შემდგომი დაკვირვების 100 პაციენტზე წელიწადში.
საშიშროების კოეფიციენტის შეფასებები არ არის წარმოდგენილი ქვეჯგუფებისთვი
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.