დენტოკაინი სიმფლი
DENTOCAIN SIMPLE
- მოქმედი ნივთიერება
- მეპივაკაინი (mepivacaine)
- ფორმა და შეფუთვა
- 3% (54მგ/1,8მლ) 1.8მლ საინექციო ხსნარი ინფილტრაციული და რეგიონული ანესთეზიისათვის პოლიპროპილენის კარტრიჯი №50 (5X10)
- მწარმოებელი
- Laboratorios Zeyco S.A. de C.V., მექსიკა
- გაცემის წესი
- II ჯგუფი, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები, ამიდები
- ATC კოდი
- N01BB03
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-040874
- რეგისტრირებულია
- 30 აპრილი 2024, მოქმედებს 30 აპრილი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- Laboratorios Zeyco S.A. de C.V. (მექსიკა)
- განმცხადებელი
- ნინო იმნაძე
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დენტოკაინი სიმფლი — ინსტრუქცია ქართულად
გავლენა ავტომობილის მართვაზე
მიუხედავად იმისა, რომ არ არის მოსალოდნელი გავლენა მანქანის მართვის უნარზე, სტომატოლოგმა უნდა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია პაციენტს ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.
VI. გამოყენების შეზღუდვები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
დედის დოზების შემდეგ ხდება მეპივაკაინის მნიშვნელოვანი გადასვლა პლაცენტაში და ნაყოფისა და დედის კონცენტრაციების თანაფარდობა არის დაახლოებით 0,7. მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილებს აქვთ მეპივაკაინის მეტაბოლიზმის ძალიან შეზღუდული უნარი, როგორც ჩანს, მათ შესწევთ პრეპარატის ელიმინაციის უნარი. რეკომენდირებულია ნაყოფის შესაძლო რისკის შეფასება დედის სარგებელთან მიმართებით. ძუძუთი კვების დროს მეპივაკაინის ჰიდროქლორიდის გამოყენების უსაფრთხოება ცნობილი არ არის. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული.
VII. მეორადი და გვერდითი რეაქციები
გვერდითი რეაქციები შეიძლება გამოწვეული იყოს მაღალი პლაზმური კონცენტრაციით, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ინექციის ტექნიკით, არასასურველი ინტრავასკულური ინექციით, გადაჭარბებული ან სწრაფი დოზირებით, სწრაფი აბსორბციით ლორწოვანი გარსებიდან და ანთებით ან ძლიერ ვასკულიზირებულ ადგილებში გამოყენებით.
სისტემური ტოქსიკურობის ნიშნები შეიძლება იყოს ენის დაბუჟება და პერიორალური რეგიონი, ასევე თავბრუსხვევა და სედაცია. შეიძლება განვითარდეს შექცევადი აგზნება და დეპრესია ძილიანობის თანხლებით, სუნთქვის უკმარისობით და კომით.
ცენტრალური ნერვული სისტემა - შფოთვა, აგზნება, ნევროზულობა, პარესთეზია, თავბრუსხვევა, ტინიტუსი, მხედველობის დაბინდვა, გულისრევა და ღებინება, კუნთების სპაზმი, ტრემორი და კრუნჩხვები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა - მიოკარდიუმის დეპრესია, ჰიპოტენზიით და ბრადიკარდიით გამოწვეული პერიფერიული ვაზოდილაცია, არითმიები და გულის გაჩერება.
სასუნთქი სისტემა - ბრონქების გლუვი კუნთების რელაქსაცია. დოზის გადაჭარბებასთან მიახლოვებულმა კონცენტრაციებმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაჩერება.
რბილი ქსოვილები და კანი - შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილის ადგილობრივი გაღიზიანება. ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა, რომ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ინფილტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე ზემოქმედება ჭრილობის შეხორცების პირველ ორ სტადიაზე.
VIII. პრეპარატი და სხვა ურთიერთქმედებები
სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები: ტოქსიკურობის რისკი ადიციური ეფექტით კომბინირებული გამოყენებისას.
ბუპივაკაინი: ინ ვიტრო კვლევამ აჩვენა, რომ ბუპივაკაინი მკვეთრად ამცირებს მეპივაკაინის შეკავშირებას ɑ-1-მჟავა გლიკოპროტეინთან.
ოპიატების, ანქსიოლიზური საშუალებების, ფენოთიაზინების და ბარბიტურატების გამოყენება ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან ერთად იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი ეფექტების გაძლიერებას.
ბარბიტურატებს, რომლებიც იწვევენ ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების გამომუშავებას, შეუძლიათ გაზარდონ ადგილობრივი ანესთეტიკების მეტაბოლიზმის სიჩქარე.
დიგიტალური ანტიარითმული საშუალებები - მიოკარდიუმის დეპრესიის რისკი.
პროპანოლოლი და ციმეტიდინი: შეიძლება დათრგუნონ მეპივაკაინის ღვიძლში მეტაბოლიზმი, რაც იწვევს მეპივაკაინის ტოქსიკურობის რისკს.
IX. პრეპარატის/ლაბორატორიული ტესტის ურთიერთქმედებები
ცვლილებები ლაბორატორიულ ანალიზებში მეპივაკაინის გამოყენების გამო უცნობია.
X. სიფრთხილის ზომები და კავშირი კანცეროგენულ, მუტაგენურ, ტერატოგენურ და ფერტილობის ეფექტებთან
კანცეროგენურობასთან, მუტაგენურობასთან, ტერატოგენურობასთან და ფერტილობასთან კავშირი არ დაფიქსირებულა.
XI. დოზირება და მიღები წესი
ინექცირდება ადგილობრივი ინფილტრაციით და/ან რეგიონალური/გამტარი ანესთეზია.
დოზა დამოკიდებულია ტექნიკაზე, ანესთეზირებულ ზონაზე და პაციენტის ზოგად ჯანმრთელობაზე; უნდა შეირჩეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება.
ზრდასრულთა მაქსიმალური დოზა: 6.6. მგ/კგ სხეულის მასაზე. ჯანსაღი პაციენტის მაქსიმალური ჯამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს ერთ სეანსზე.
ბავშვებში მაქსიმალური დოზა: 4.4 მგ/კგ სხეულის მასაზე. მაქსიმალური მთლიანი დოზა არასოდეს უნდა აღემატებოდეს 300 მგ-ს ერთ სეანსზე ჯანმრთელ პაციენტებში.
მაქსიმალური დოზის და კარტრიჯების გამოთვლა:
კარტრიჯების # =
მაქსიმალური დოზა x წონა
მგ/კარტრიჯი
მაგალითი: 7.3 კარტრიჯები* =
- 6 მგ/კგ x 60 კგ
54 მგ/კარტრიჯი
- არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ მთლიან დოზას პაციენტის წონის მიუხედავად.
XII. მანიფესტაციები და დოზის გადაჭარბება ან შემთხვევით ჩაყლაპვა
სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მსგავსად, გადაჭარბებული დოზირების, სწრაფი აბსორბციის ან უყურადღებოდ დატოვებული ინტრავასკულური ინექციის გამო, შეიძლება გამოვლინდეს ინტოქსიკაციის სიმპტომები, როგორიცაა რესპირატორული, სისხლის მიმოქცევის და კრუნჩხვითი მოვლენები.
გონების დაკარგვის შემთხვევაში მოათავსეთ პაციენტი კომფორტულ ან მწოლიარე მდგომარეობაში,
რესპირატორული დარღვევების დროს უნდა იყოს სასუნთქი გზები ღია, მიეცით პაციენტს ჟანგბადი და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ კონტროლირებადი ან დამხმარე რესპირაცია.
აკონტროლეთ სასიცოცხლო ნიშნები.
სისხლის მიმოქცევის დათრგუნვისთვის რეკომენდებულია ვაზოკონსტრიქტორის (სასურველია ეფედრინის) და ინტრავენური სითხეების შეყვანა. არ დანიშნოთ ეფედრინი პაციენტებში, რომლებიც იღებენ ოქსიტოციურ პრეპარატებს.
კრუნჩხვების დროს რეკომენდებულია ბენზოდიაზეპინის შეყვანა, როგორიცაა დიაზეპამი 5 მგ/წთ ან მიდაზოლამი 1 მგ/მლ ინტრავენურად. რეკომენდირებულია ფენობარბიტალის მიღება მუდმივი კრუნჩხვების დროს.
საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახეთ სამედიცინო დახმარება. თუ ეს ვერ მოხერხდა, მიეცით საშუალება პაციენტს დაისვენოს და გააგრძელეთ სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი სრულ გამოჯანმრთელებამდე. არ შეიძლება პაციენტის გაშვება თანმხლები პირის გარეშე.
XIII. გამოშვების ფორმა
მუყაოს კოლოფი 5 პვქ ბლისტერით რომელზეც მოთავსეულია შუშის ან პლასტმასის 10 კარტრიჯი, ბეჭდურ ეტიკეტთან ერთად ინგლისურ და ესპანურენოვანი ტექსტით 54 მგ/1.8 მლ თითოეულში.
XIV. შენახვის რეკომენდაციები
შეინახეთ არაუმეტეს 300C-ზე (860 F).
XV. დაცვის რეკომენდაციები
კარტრიჯის ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს.
არ გამოიყენოთ, თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე, შეიცავს სუსპენდირებულ ნაწილაკებს ან ნალექებს.
არ გამოიყენოთ თუ თავსახური გატეხილია.
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას.
გასაყიდად საჭიროა სამედიცინო დანიშნულება.
მოარიდეთ ბავშვებს.
განკუთვნილია სტომატოლოგის მიერ ექსკლუზიური გამოყენებისთვის.
შეტყობინება ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ გააგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected].
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
XVI. მწარმოებლის დასახელება და მისამართი
წარმოებულია მექსიკაში:
LABORATORIOS ZEYCO, S.A. DE C.V-ს მიერ
Camino a Santa Ana Tepetitlan No. 2230-C
Colonia Santa Ana Tepetitlan, C.P. 45230
Zapopan, Jalisco, Mexico
დისტრიბუტორი მექსიკაში:
ALEACIONES DENTALES ZEYCO, S.A. DE C.V.

XVII. სანიტარული რეგისტრაციის # მექსიკაში
TM სავაჭრო ნიშანი
ZEYCOTM
ინსტრუქციის სრული ტექსტი · ინსტრუქცია პაციენტისთვის
დენტოკაინი სიმფლი
მეპივაკაინის ჰიდროქლორიდი
ხსნარი
3%
საინექციო ხსნარი
მეპივაკაინის ჰიდროქლორიდი
2-პიპერიდინეკარბოქსამიდი,N-[2,6-დიმეთილფენილი]-1-მეთილ-მონოჰიდროქლორიდი-, (±)
C15H22N2O.HCL
M.W.:282.81
I. სავაჭრო სახელწოდება
დენტოკაინი სიმფლიTM
II. ჯენერიკული სახელწოდება
მეპივაკაინის ჰიდროქლორიდი
III. ფარმაცევტული დოზა და ფორმულა
1,8 მლ სტომატოლოგიური კარტრიჯის ხსნარი.
გამოყენების ფორმა: საინექციო ხსნარი
დენტოკაინი სიმფლი®
მლ
კარტრიჯი
მეპივაკაინის ჰიდროქლორიდი
- 0 მგ
- 0 მგ
გამხსნელი ს,მ.
- 0 მლ
1,8 მლ
IV. უკუჩვენებები
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ან მათირომელიმე შემადგენელი კომპონენტის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია).
ღვიძლის მძიმე დაავადებები: ASA IV-V, ციროზი, პორფირია.
მიასთენია გრავის მქონე პაციენტები.
V. ზოგადი სიფრთხილის ზომები
ანესთეზიის ქვეშ მყოფმა პაციენტებმა არ უნდა მიიღონ საკვები ტუჩების, ლოყების და ენის მგრძნობელობის აღდგენამდე.
პედიატრიულ, ხანდაზმულებში და კვებითი დეფიციტის მქონე პაციენტებში დოზა უნდა შემცირდეს.
ეპილეფსიის მქონე პაციენტები (მაღალი კონცენტრაციით).
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ღვიძლის დაავადებების მქონე პაციენტებში ამიდური ტიპის ანესთეტიკების ღვიძლშლი მეტაბოლიზმის გამო.
ინტრავასკულარული ინექციის რისკის შესამცირებლად რეკომენდებულია ასპირაცია ინექციის წინ.
პრეპარატის გამოყენებისას ნებისმიერი ტიპის ადგილობრივი საანესთეზიო ჟანგბადის მოწყობილობი და რეანიმაციული პრეპარატები უნდა იყოს ხელმისაწვდომი დაუყოვნებლივ გამოყენებისთვის.
ინექცია არ უნდა გაკეთდეს შეშუპებულ ან ინფიცირებულ ადგილზე, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს pH-ს ცვლილება და ამით შეცვალოს ანესთეზიის ეფექტი.
ზემოქმედება ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე: მიუხედავად იმისა, რომ არ არის მოსალოდნელი გავლენა მანქანის მართვის უნარზე, სტომატოლოგმა უნდა გადაწყვიტოს, როდის შეუძლია პაციენტს ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა.
VI. გამოყენების შეზღუდვები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
დედის დოზების შემდეგ ხდება მეპივაკაინის მნიშვნელოვანი გადასვლა პლაცენტაში და ნაყოფისა და დედის კონცენტრაციების თანაფარდობა არის დაახლოებით 0,7. მიუხედავად იმისა, რომ ახალშობილებს აქვთ მეპივაკაინის მეტაბოლიზმის ძალიან შეზღუდული უნარი, როგორც ჩანს, მათ შესწევთ პრეპარატის ელიმინაციის უნარი. რეკომენდირებულია ნაყოფის შესაძლო რისკის შეფასება დედის სარგებელთან მიმართებით. ძუძუთი კვების დროს მეპივაკაინის ჰიდროქლორიდის გამოყენების უსაფრთხოება ცნობილი არ არის. პრეპარატი სიფრთხილით უნდა იქნას დანიშნული.
VII. მეორადი და გვერდითი რეაქციები
გვერდითი რეაქციები შეიძლება გამოწვეული იყოს მაღალი პლაზმური კონცენტრაციით, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს ინექციის ტექნიკით, არასასურველი ინტრავასკულური ინექციით, გადაჭარბებული ან სწრაფი დოზირებით, სწრაფი აბსორბციით ლორწოვანი გარსებიდან და ანთებით ან ძლიერ ვასკულიზირებულ ადგილებში გამოყენებით.
სისტემური ტოქსიკურობის ნიშნები შეიძლება იყოს ენის დაბუჟება და პერიორალური რეგიონი, ასევე თავბრუსხვევა და სედაცია. შეიძლება განვითარდეს შექცევადი აგზნება და დეპრესია ძილიანობის თანხლებით, სუნთქვის უკმარისობით და კომით.
ცენტრალური ნერვული სისტემა - შფოთვა, აგზნება, ნევროზულობა, პარესთეზია, თავბრუსხვევა, ტინიტუსი, მხედველობის დაბინდვა, გულისრევა და ღებინება, კუნთების სპაზმი, ტრემორი და კრუნჩხვები.
გულ-სისხლძარღვთა სისტემა - მიოკარდიუმის დეპრესია, ჰიპოტენზიით და ბრადიკარდიით გამოწვეული პერიფერიული ვაზოდილაცია, არითმიები და გულის გაჩერება.
სასუნთქი სისტემა - ბრონქების გლუვი კუნთების რელაქსაცია. დოზის გადაჭარბებასთან მიახლოვებულმა კონცენტრაციებმა შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის გაჩერება.
რბილი ქსოვილები და კანი - შესაძლოა გამოიწვიოს ქსოვილის ადგილობრივი გაღიზიანება. ზოგიერთ შემთხვევაში დაფიქსირდა, რომ ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების ინფილტრაციამ შეიძლება გამოიწვიოს მავნე ზემოქმედება ჭრილობის შეხორცების პირველ ორ სტადიაზე.
VIII. პრეპარატი და სხვა ურთიერთქმედებები
სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები: ტოქსიკურობის რისკი ადიციური ეფექტით კომბინირებული გამოყენებისას.
ბუპივაკაინი: ინ ვიტრო კვლევამ აჩვენა, რომ ბუპივაკაინი მკვეთრად ამცირებს მეპივაკაინის შეკავშირებას ɑ-1-მჟავა გლიკოპროტეინთან.
ოპიატების, ანქსიოლიზური საშუალებების, ფენოთიაზინების და ბარბიტურატების გამოყენება ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებთან ერთად იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი ეფექტების გაძლიერებას.
ბარბიტურატებს, რომლებიც იწვევენ ღვიძლის მიკროსომური ფერმენტების გამომუშავებას, შეუძლიათ გაზარდონ ადგილობრივი ანესთეტიკების მეტაბოლიზმის სიჩქარე.
დიგიტალური ანტიარითმული საშუალებები - მიოკარდიუმის დეპრესიის რისკი.
პროპანოლოლი და ციმეტიდინი: შეიძლება დათრგუნონ მეპივაკაინის ღვიძლში მეტაბოლიზმი, რაც იწვევს მეპივაკაინის ტოქსიკურობის რისკს.
IX. პრეპარატის/ლაბორატორიული ტესტის ურთიერთქმედებები
ცვლილებები ლაბორატორიულ ანალიზებში მეპივაკაინის გამოყენების გამო უცნობია.
X. სიფრთხილის ზომები და კავშირი კანცეროგენულ, მუტაგენურ, ტერატოგენურ და ფერტილობის ეფექტებთან
კანცეროგენურობასთან, მუტაგენურობასთან, ტერატოგენურობასთან და ფერტილობასთან კავშირი არ დაფიქსირებულა.
XI. დოზირება და მიღები წესი
ინექცირდება ადგილობრივი ინფილტრაციით და/ან რეგიონალური/გამტარი ანესთეზია.
დოზა დამოკიდებულია ტექნიკაზე, ანესთეზირებულ ზონაზე და პაციენტის ზოგად ჯანმრთელობაზე; უნდა შეირჩეს ყველაზე დაბალი ეფექტური დოზის გამოყენება.
ზრდასრულთა მაქსიმალური დოზა: 6.6. მგ/კგ სხეულის მასაზე. ჯანსაღი პაციენტის მაქსიმალური ჯამური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 400 მგ-ს ერთ სეანსზე.
ბავშვებში მაქსიმალური დოზა: 4.4 მგ/კგ სხეულის მასაზე. მაქსიმალური მთლიანი დოზა არასოდეს უნდა აღემატებოდეს 300 მგ-ს ერთ სეანსზე ჯანმრთელ პაციენტებში.
მაქსიმალური დოზის და კარტრიჯების გამოთვლა:
კარტრიჯების # =
მაქსიმალური დოზა x წონა
მგ/კარტრიჯი
მაგალითი: 7.3 კარტრიჯები* =
- 6 მგ/კგ x 60 კგ
54 მგ/კარტრიჯი
- არ გადააჭარბოთ მაქსიმალურ მთლიან დოზას პაციენტის წონის მიუხედავად.
XII. მანიფესტაციები და დოზის გადაჭარბება ან შემთხვევით ჩაყლაპვა
სხვა ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მსგავსად, გადაჭარბებული დოზირების, სწრაფი აბსორბციის ან უყურადღებოდ დატოვებული ინტრავასკულური ინექციის გამო, შეიძლება გამოვლინდეს ინტოქსიკაციის სიმპტომები, როგორიცაა რესპირატორული, სისხლის მიმოქცევის და კრუნჩხვითი მოვლენები.
გონების დაკარგვის შემთხვევაში მოათავსეთ პაციენტი კომფორტულ ან მწოლიარე მდგომარეობაში,
რესპირატორული დარღვევების დროს უნდა იყოს სასუნთქი გზები ღია, მიეცით პაციენტს ჟანგბადი და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენეთ კონტროლირებადი ან დამხმარე რესპირაცია.
აკონტროლეთ სასიცოცხლო ნიშნები.
სისხლის მიმოქცევის დათრგუნვისთვის რეკომენდებულია ვაზოკონსტრიქტორის (სასურველია ეფედრინის) და ინტრავენური სითხეების შეყვანა. არ დანიშნოთ ეფედრინი პაციენტებში, რომლებიც იღებენ ოქსიტოციურ პრეპარატებს.
კრუნჩხვების დროს რეკომენდებულია ბენზოდიაზეპინის შეყვანა, როგორიცაა დიაზეპამი 5 მგ/წთ ან მიდაზოლამი 1 მგ/მლ ინტრავენურად. რეკომენდირებულია ფენობარბიტალის მიღება მუდმივი კრუნჩხვების დროს.
საჭიროების შემთხვევაში, გამოიძახეთ სამედიცინო დახმარება. თუ ეს ვერ მოხერხდა, მიეცით საშუალება პაციენტს დაისვენოს და გააგრძელეთ სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი სრულ გამოჯანმრთელებამდე. არ შეიძლება პაციენტის გაშვება თანმხლები პირის გარეშე.
XIII. გამოშვების ფორმა
მუყაოს კოლოფი 5 პვქ ბლისტერით რომელზეც მოთავსეულია შუშის ან პლასტმასის 10 კარტრიჯი, ბეჭდურ ეტიკეტთან ერთად ინგლისურ და ესპანურენოვანი ტექსტით 54 მგ/1.8 მლ თითოეულში.
XIV. შენახვის რეკომენდაციები
შეინახეთ არაუმეტეს 300C-ზე (860 F).
XV. დაცვის რეკომენდაციები
კარტრიჯის ნებისმიერი გამოუყენებელი ნაწილი უნდა განადგურდეს.
არ გამოიყენოთ, თუ ხსნარი არ არის გამჭვირვალე, შეიცავს სუსპენდირებულ ნაწილაკებს ან ნალექებს.
არ გამოიყენოთ თუ თავსახური გატეხილია.
შეინახეთ სინათლისგან დაცულ ადგილას.
გასაყიდად საჭიროა სამედიცინო დანიშნულება.
მოარიდეთ ბავშვებს.
განკუთვნილია სტომატოლოგის მიერ ექსკლუზიური გამოყენებისთვის.
შეტყობინება ნებისმიერი საეჭვო გვერდითი რეაქციის შესახებ გააგზავნეთ შემდეგ მისამართზე: [email protected].
გაცემის რეჟიმი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - II, გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით
XVI. მწარმოებლის დასახელება და მისამართი
წარმოებულია მექსიკაში:
LABORATORIOS ZEYCO, S.A. DE C.V-ს მიერ
Camino a Santa Ana Tepetitlan No. 2230-C
Colonia Santa Ana Tepetitlan, C.P. 45230
Zapopan, Jalisco, Mexico
დისტრიბუტორი მექსიკაში:
ALEACIONES DENTALES ZEYCO, S.A. DE C.V.
Camino a Santa Ana Tepetitlan No. 2230-C
Colonia Santa Ana Tepetitlan, C.P. 45230
Zapopan, Jalisco, Mexico
XVII. სანიტარული რეგისტრაციის # მექსიკაში
TM სავაჭრო ნიშანი
ZEYCOTM
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.