- დერმატიტები; - ეგზემა; - ნეიროდერმიტი; - ოტომიკოზები; - ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია; - კანის ჩირქოვანი დაავადებები; - გლუვი კანის თითებშუა და სხვა სოკოვანი დაზიანებები.
სრულად- მოქმედი ნივთიერება
- ბეკლომეტაზონი (beclometasone) + კლოტრიმაზოლი (clotrimazole) + გენტამიცინი (gentamicin) + კლიოკვინოლი (clioquinol)
- ფორმა და შეფუთვა
- (0,25მგ+10მგ+1მგ+20მგ)/გ 30გ გარეგანი გამოყენების კრემი ალუმინის ტუბი №1
- მწარმოებელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (Tekirdag), თურქეთი; WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S., თურქეთი
- გაცემის წესი
- III ჯგუფი, გაიცემა რეცეპტის გარეშე
რეგისტრაციის დეტალები
- ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
- კორტიკოსტეროიდები, დერმატოლოგიური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები მაღალი აქტივობით, კომბინაციები ანტიბიოტიკებთან
- ATC კოდი
- D07CC04
- რეგისტრაციის ნომერი
- რ-041324
- რეგისტრირებულია
- 18 ივნისი 2024, მოქმედებს 18 ივნისი 2029-მდე
- რეგისტრაციის მფლობელი
- WORLD MEDICINE ILAC SAN. VE TIC. A.S. (თურქეთი)
- განმცხადებელი
- შპს „გლობალფარმი“
- GMP
- აქვს GMP სერტიფიკატი და აკმაყოფილებს კრიტერიუმებს
დეკლოსიდი — ინსტრუქცია ქართულად
რისთვის გამოიყენება
- დერმატიტები;
- ეგზემა;
- ნეიროდერმიტი;
- ოტომიკოზები;
- ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია;
- კანის ჩირქოვანი დაავადებები;
- გლუვი კანის თითებშუა და სხვა სოკოვანი დაზიანებები.
მიღების წესი და დოზირება
პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.
დეკლოსიდის კრემის მცირე რაოდენობა თხელი ფენით დაიტანება 2-ჯერ დღე-ღამეში კანის დაზიანებულ ზედაპირზე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 კვირას.
გასათვალისწინებელია, რომ სახის კანზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, სხეულის სხვა ზედაპირებთან შედარებით უფრო ხშირად, შეიძლება აღინიშნოს ატროფიული ცვლილებები. ამ შემთხვევაში მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 7 წლის ასაკიდან მხოლოდ მკაცრი ჩვენებითა და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან შესაძლებელია სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარება, რომლებიც დაკავშირებულია ბეკლომეტაზონთან. გარეგანი გამოყენების სხვა გლუკოკორტიკოიდების მსგავსად, დეკლოსიდის გამოიყენებისას ფართო ზედაპირებზე შესაძლებელია ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის დაქვეითება, ასევე ქალასშიდა წნევის მომატება.
უკუჩვენებები
- ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი;
- კანის ტუბერკულოზი;
- სიფილისის კანისმიერი გამოვლინებები;
- ჩუტყვავილა;
- მარტივი ჰერპესი;
- ვაქცინაციის შემდგომი კანისმიერი რეაქციები;
- ღია ჭრილობაზე დატანება;
- 7 წლამდე ასაკი.
სიფრთხილის ზომები
პრეპარატს არ იყენებენ ოფთალმოლოგიაში. უკუნაჩვენებია თვალის არეში კანზე დატანება.
თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის დატანებას დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე.
პრეპარატის მიმართ მდგრადი ბაქტერიული ან სოკოვანი მიკროფლორის აღმოცენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.
შესაძლებელია ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარება ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან მიმართებაში.
ხანგრძლივი თერაპიის ჩატარებისას პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით.
ტოპიკური სტეროიდების მოხსნის სინდრომი
ტოპიკური სტეროიდების ხანგრძლივმა უწყვეტმა ან არასწორმა გამოყენებამ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს რიკოშეტული ანთებითი ჰიპერემიის განვითარება (ტოპიკური სტეროიდების მოხსნის სინდრომი). შეიძლება განვითარდეს რიკოშეტული ანთებითი ჰიპერემიის მძიმე ფორმა დერმატიტის სახით თანმხები გამოხატული სიწითლით, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნებით, რომელიც შეიძლება გასცდეს საწყისი მკურნალობის უბნის ფარგლებს. მისი განვითარება უფრო სავარაუდოა კანის მგრძნობიარე უბნების მკურნალობისას, ისეთების, როგორიცაა სახე და სახრელი ზედაპირები. დაავადების განმეორების შემთხვევაში, წარმატებული მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, უნდა იქნას მიტანილი ეჭვი მოხსნის რეაქციის არსებობაზე.
განმეორებითი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა და ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაციის ჩატარება ან მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვა.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს (63 მგ/გ), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანისმიერი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს (60 მგ/გ), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
პრეპარატი შეიცავს ბენზილის სპირტს (10 მგ/გ), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
პრეპარატი შეიცავს ქლოროკრეზოლს (1 მგ/გ), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
არ არის დადგენილი პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ორსულობა და ძუძუთი კვება
დეკლოსიდის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
არ არის დადგენილი, გამოიყოფა თუ არა პრეპარატის კომპონენტები დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში დეკლოსიდის დანიშვნისას უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
გავლენა ავტომობილის მართვაზე
არ არის გამოვლენილი პრეპარატ დეკლოსიდის რაიმე ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გვერდითი მოვლენები
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით) - კანის სიწითლე, წვის და ჩხვლეტის შეგრძნება პრეპარატის გამოყენების ადგილზე (გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს); მოხსნის რეაქციები (კანის სიწითლე, რომელიც შეიძლება გასცდეს თავდაპირველად დაზიანებული უბნის ფარგლებს, წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, ქავილი, კანის აქერცვლა, სველი ზედაპირის მქონე პუსტულები).
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინეთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
ჭარბი დოზა
სიმპტომები: ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, კუშინგის სინდრომის გამოვლინებები) განვითარება.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია.
შემადგენლობა
კრემის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი უწყლო 0,25 მგ, კლოტრიმაზოლი 10 მგ, გენტამიცინის სულფატი 1 მგ, კლიოქინოლი 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი, მსუბუქი თხევადი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, მაკროგოლ ცეტოსტეარილის ეთერი, პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ქლოროკრეზოლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი D07CC04
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩობს გ.ო. ფაშა მაჰ. 6 . ჯად. No30 ჩერკეზკოი/ თექირდაგ)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", თურქეთი
( ÇOSB G.O . Pasa Mah. 6. Cad : No30 Çerkezköy /TEKİRDAĞ).
ფარმაკოლოგიური თვისებები
კორტიკოსტეროიდები დერმატოლოგიაში გამოსაყენებლად. კორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. აქტიური კორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. ბეკლომეტაზონი და ანტიბიოტიკები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დეკლოსიდი არის კომბინირებული პრეპარატი გარეგანი გამოყენებისთვის, რომელსაც კანის დაავადებების სამკურნალოდ მოიხმარენ. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით - ბეკლომეტაზონის დიპროპიონატით, კლოტრიმაზოლით, გენტამიცინის სულფატით და კლიოქინოლით.
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.
კლოტრიმაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულს. ახდენს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტერინის სინთეზის დარღვევით, რაც იწვევს მისი თვისებების ცვლილებას და განაპირობებს უჯრედის ლიზისს. აქტიურია სოკოების Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans, Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare) მიმართ. კლოტრიმაზოლი ასევე აქტიურია Corynebacterium minutissimum, Streptococcus spp., Staphylococcus spp., Trichomonas vaginalis მიმართ.
გენტამიცინის სულფატი - ამინოგლიკოზიდების ჯგუფის წყალში ხსნადი ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით, ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას. აქტიურად აღწევს რა ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში, შეუქცევადად უკავშირდება რიბოსომებს და ამით თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს. აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Aerobacter aerogenes, Klebsiella spp., Proteus vulgaris; გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus spp., Staphylococcus spp.
კლიოქინოლი ახდენს ანტიბაქტერიულ, ანტისეპტიკურ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას. ადგილობრივი მოქმედება განპირობებულია ელემენტარული იოდის უნარით მოახდინოს ქსოვილოვანი ცილების დალექვა.
ფარმაკოკინეტიკა
დეკლოსიდი კრემი გარეგანი გამოყენებისთვის კარგად აღწევს კანის სხვადასხვა შრეებში, თერაპიული კონცენტრაციების მიღწევით. აღნიშნული პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას მისი მცირე რაოდენობა აღწევს სისხლის ნაკადში.
ინსტრუქციის სრული ტექსტი · სამედიცინო ინსტრუქცია
სამკურნალო პრეპარატის
სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია
დეკლოსიდი
სავაჭრო დასახელება
დეკლოსიდი, Declosid
საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება
ბეკლომეტაზონი + კლოტრიმაზოლი + გენტამიცინი + კლიოქინოლი
Beclometazone + Clotrimazole + Gentamicin + Clioquinol
წამლის ფორმა
კრემი გარეგანი გამოყენებისთვის.
აღწერილობა: ერთგვაროვანი კრემი უცხო ჩანართების გარეშე ღია ყვითელიდან მოყვითალო-ყავისფერ ფერამდე, სუნის გარეშე.
შემადგენლობა
კრემის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერებები: ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი უწყლო 0,25 მგ, კლოტრიმაზოლი 10 მგ, გენტამიცინის სულფატი 1 მგ, კლიოქინოლი 20 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: თეთრი რბილი პარაფინი, მსუბუქი თხევადი პარაფინი, ცეტოსტეარილის სპირტი, მაკროგოლ ცეტოსტეარილის ეთერი, პროპილენგლიკოლი, ბენზილის სპირტი, ქლოროკრეზოლი, ნატრიუმის დიჰიდროფოსფატის დიჰიდრატი, დინატრიუმის ფოსფატის დიჰიდრატი, გასუფთავებული წყალი.
პრეპარატის ათქ კოდი D07CC04
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
კორტიკოსტეროიდები დერმატოლოგიაში გამოსაყენებლად. კორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. აქტიური კორტიკოსტეროიდები ანტიბიოტიკებთან კომბინაციაში. ბეკლომეტაზონი და ანტიბიოტიკები.
ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
დეკლოსიდი არის კომბინირებული პრეპარატი გარეგანი გამოყენებისთვის, რომელსაც კანის დაავადებების სამკურნალოდ მოიხმარენ. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებით - ბეკლომეტაზონის დიპროპიონატით, კლოტრიმაზოლით, გენტამიცინის სულფატით და კლიოქინოლით.
ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი არის სინთეზური გლუკოკორტიკოიდი, რომელსაც აქვს ანთების საწინააღმდეგო, ალერგიის საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური, ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება.
კლოტრიმაზოლი წარმოადგენს იმიდაზოლის წარმოებულს. ახდენს სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას სოკოს უჯრედული მემბრანის შემადგენლობაში შემავალი ერგოსტერინის სინთეზის დარღვევით, რაც იწვევს მისი თვისებების ცვლილებას და განაპირობებს უჯრედის ლიზისს. აქტიურია სოკოების Trichophyton rubrum, Trichophyton mentagrophytes, Epidermophyton floccosum, Microsporum canis, Candida albicans, Malassezia furfur (Pityrosporum orbiculare) მიმართ. კლოტრიმაზოლი ასევე აქტიურია Corynebacterium minutissimum, Streptococcus spp., Staphylococcus spp., Trichomonas vaginalis მიმართ.
გენტამიცინის სულფატი - ამინოგლიკოზიდების ჯგუფის წყალში ხსნადი ანტიბიოტიკი მოქმედების ფართო სპექტრით, ახდენს ბაქტერიციდულ მოქმედებას. აქტიურად აღწევს რა ბაქტერიების უჯრედულ მემბრანაში, შეუქცევადად უკავშირდება რიბოსომებს და ამით თრგუნავს გამომწვევის ცილის სინთეზს. აქტიურია გრამუარყოფითი ბაქტერიების მიმართ: Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Aerobacter aerogenes, Klebsiella spp., Proteus vulgaris; გრამდადებითი ბაქტერიების მიმართ: Streptococcus spp., Staphylococcus spp.
კლიოქინოლი ახდენს ანტიბაქტერიულ, ანტისეპტიკურ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას. ადგილობრივი მოქმედება განპირობებულია ელემენტარული იოდის უნარით მოახდინოს ქსოვილოვანი ცილების დალექვა.
ფარმაკოკინეტიკა
დეკლოსიდი კრემი გარეგანი გამოყენებისთვის კარგად აღწევს კანის სხვადასხვა შრეებში, თერაპიული კონცენტრაციების მიღწევით. აღნიშნული პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას მისი მცირე რაოდენობა აღწევს სისხლის ნაკადში.
გამოყენების ჩვენებები
- დერმატიტები;
- ეგზემა;
- ნეიროდერმიტი;
- ოტომიკოზები;
- ტერფის და საზარდულის ეპიდერმოფიტია;
- კანის ჩირქოვანი დაავადებები;
- გლუვი კანის თითებშუა და სხვა სოკოვანი დაზიანებები.
გამოყენების წესი და დოზები
პრეპარატი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის.
დეკლოსიდის კრემის მცირე რაოდენობა თხელი ფენით დაიტანება 2-ჯერ დღე-ღამეში კანის დაზიანებულ ზედაპირზე. მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 2-4 კვირას.
გასათვალისწინებელია, რომ სახის კანზე ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ, სხეულის სხვა ზედაპირებთან შედარებით უფრო ხშირად, შეიძლება აღინიშნოს ატროფიული ცვლილებები. ამ შემთხვევაში მკურნალობის კურსი არ უნდა აღემატებოდეს 5 დღეს.
გამოყენება პედიატრიაში
ბავშვებში პრეპარატი ინიშნება 7 წლის ასაკიდან მხოლოდ მკაცრი ჩვენებითა და სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან შესაძლებელია სისტემური არასასურველი რეაქციების განვითარება, რომლებიც დაკავშირებულია ბეკლომეტაზონთან. გარეგანი გამოყენების სხვა გლუკოკორტიკოიდების მსგავსად, დეკლოსიდის გამოიყენებისას ფართო ზედაპირებზე შესაძლებელია ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზურ-თირკმელზედა ჯირკვლის სისტემის ფუნქციის დათრგუნვა, შეიძლება აღინიშნოს ზრდის ჰორმონის ექსკრეციის დაქვეითება, ასევე ქალასშიდა წნევის მომატება.
უკუჩვენებები
- ინდივიდუალური აუტანლობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტებისადმი;
- კანის ტუბერკულოზი;
- სიფილისის კანისმიერი გამოვლინებები;
- ჩუტყვავილა;
- მარტივი ჰერპესი;
- ვაქცინაციის შემდგომი კანისმიერი რეაქციები;
- ღია ჭრილობაზე დატანება;
- 7 წლამდე ასაკი.
არასასურველი რეაქციები
კანისა და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: სიხშირე უცნობია (შეუძლებელია შეფასდეს არსებული მონაცემების მიხედვით) - კანის სიწითლე, წვის და ჩხვლეტის შეგრძნება პრეპარატის გამოყენების ადგილზე (გაღიზიანების განვითარების შემთხვევაში პრეპარატის გამოყენება უნდა შეწყდეს); მოხსნის რეაქციები (კანის სიწითლე, რომელიც შეიძლება გასცდეს თავდაპირველად დაზიანებული უბნის ფარგლებს, წვის ან ჩხვლეტის შეგრძნება, ქავილი, კანის აქერცვლა, სველი ზედაპირის მქონე პუსტულები).
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.
შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ
მნიშვნელოვანია შეტყობინებები საეჭვო არასასურველი რეაქციების შესახებ სამკურნალო საშუალების რეგისტრაციის შემდეგ. თუ პაციენტს გამოუვლინდა სერიოზული არასასურველი რეაქცია ან ახალი არასასურველი რეაქციის აღნიშვნის შემთხვევაში, რომელიც არ არის აღწერილი ამ ნაწილში, გთხოვთ, მოახდინეთ ინფორმირება ფარმაკოზედამხედველობის ეროვნული სისტემის შესაბამისად.
განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატს არ იყენებენ ოფთალმოლოგიაში. უკუნაჩვენებია თვალის არეში კანზე დატანება.
თავი უნდა ავარიდოთ პრეპარატის დატანებას დაზიანებულ კანზე ან ღია ჭრილობებზე.
პრეპარატის მიმართ მდგრადი ბაქტერიული ან სოკოვანი მიკროფლორის აღმოცენების შემთხვევაში საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და შესაბამისი თერაპიის დანიშვნა.
შესაძლებელია ჯვარედინი რეზისტენტობის განვითარება ამინოგლიკოზიდურ ანტიბიოტიკებთან მიმართებაში.
ხანგრძლივი თერაპიის ჩატარებისას პრეპარატის მოხსნა უნდა მოხდეს თანდათანობით.
ტოპიკური სტეროიდების მოხსნის სინდრომი
ტოპიკური სტეროიდების ხანგრძლივმა უწყვეტმა ან არასწორმა გამოყენებამ მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ შეიძლება გამოიწვიოს რიკოშეტული ანთებითი ჰიპერემიის განვითარება (ტოპიკური სტეროიდების მოხსნის სინდრომი). შეიძლება განვითარდეს რიკოშეტული ანთებითი ჰიპერემიის მძიმე ფორმა დერმატიტის სახით თანმხები გამოხატული სიწითლით, ჩხვლეტისა და წვის შეგრძნებით, რომელიც შეიძლება გასცდეს საწყისი მკურნალობის უბნის ფარგლებს. მისი განვითარება უფრო სავარაუდოა კანის მგრძნობიარე უბნების მკურნალობისას, ისეთების, როგორიცაა სახე და სახრელი ზედაპირები. დაავადების განმეორების შემთხვევაში, წარმატებული მკურნალობის დასრულებიდან რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში, უნდა იქნას მიტანილი ეჭვი მოხსნის რეაქციის არსებობაზე.
განმეორებითი გამოყენებისას საჭიროა სიფრთხილის დაცვა და ასეთ შემთხვევებში რეკომენდებულია სპეციალისტთან კონსულტაციის ჩატარება ან მკურნალობის სხვა ვარიანტების განხილვა.
დამხმარე ნივთიერებები
პრეპარატი შეიცავს ცეტოსტეარილის სპირტს (63 მგ/გ), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი კანისმიერი რეაქციები (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი).
პრეპარატი შეიცავს პროპილენგლიკოლს (60 მგ/გ), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
პრეპარატი შეიცავს ბენზილის სპირტს (10 მგ/გ), რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
პრეპარატი შეიცავს ქლოროკრეზოლს (1 მგ/გ), რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
ზემოქმედება ავტოტრანსპორტის ტარების და მექანიზმების მართვის უნარზე
არ არის გამოვლენილი პრეპარატ დეკლოსიდის რაიმე ზეგავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.
გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს
დეკლოსიდის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის.
არ არის დადგენილი, გამოიყოფა თუ არა პრეპარატის კომპონენტები დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიოდში დეკლოსიდის დანიშვნისას უნდა გადაწყდეს საკითხი ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არ არის დადგენილი პრეპარატის კლინიკურად მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან.
ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ადგილობრივი მოქმედების გლუკოკორტიკოიდების მაღალი დოზებით ხანგრძლივი დროის მანძილზე გამოყენებისას შესაძლებელია ჰიპერკორტიციზმის სიმპტომების (ჰიპერგლიკემია, გლუკოზურია, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ფუნქციის შექცევადი დათრგუნვა, კუშინგის სინდრომის გამოვლინებები) განვითარება.
მკურნალობა: სიმპტომური თერაპია.
გამოშვების ფორმა
კრემი გარეგანი გამოყენებისთვის, ალუმინის ტუბში 30 გ.
1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე
წარმოებულია
„ვორლდ მედიცინ ილაჩ სან. ვე ტიჯ. ა.შ.“-ს მიერ, თურქეთი
(ჩობს გ.ო. ფაშა მაჰ. 6 . ჯად. No30 ჩერკეზკოი/ თექირდაგ)
"WORLD MEDICINE İLAÇ SAN. VE TİC. A.Ş.", თურქეთი
( ÇOSB G.O . Pasa Mah. 6. Cad : No30 Çerkezköy /TEKİRDAĞ).
წყარო: ფარმაცევტული პროდუქტების სახელმწიფო რეესტრი (ჯანდაცვის სამინისტრო). ინსტრუქცია რეესტრში ატვირთული ოფიციალური დოკუმენტია; ნაწილებად ავტომატურად დავყავით, ტექსტი არ შეგვიცვლია. თუ რამე გაუგებარია, ნახე ორიგინალი ან ჰკითხე ფარმაცევტს.


